You are on page 1of 6

ფენტეზის უმოკლესი ისტორია

საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტის მახასიათებლების გახსენება მითითებული


რესურსის მიხედვით(ფენტეზის უმოკლესი ისტორია) და შესაბამისი ცხრილის შევსება.

დაკვირვების
დაკვირვების შედეგები
კრიტერიუმები

შინაარსი

აგებულება-სტრუქტურა

ენა

კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი ინტერესდებოდა არარეალურისადმი. ზუსტად ამის


შედეგია მითები, ლეგენდები და ზღაპრები. ფენტეზის ელემენტები ლიტერატურას და
ხელოვნების სხვა დარგებში უკვე ათასწლეულებია აისახება. თუმცა, ფენტეზი, როგორც ცალკე
ჟანრი, გაცილებით უფრო ახალგაზრდაა.
თანამედროვე ფენტეზის ჟანრი შეიქმნა(ჩამოყალიბდა) მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20
საუკუნის დასაწყისში. მისი ისტორია იწყება შოტლანდიელი ავტორის ჯორჯ მაკდონალდის
თხზულებებით „პრინცესა და გობლინი“ და „ფანტასტეს“, რომელთაგან ეს უკანასკნელი
მიჩნეულია ფენტეზის ჟანრის პირველ ნაწარმოებად. მაკდონალდი არის ავტორი, რომელმაც
დიდი გავლენა იქონია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინსა(„ბეჭდების მბრძანებელი“) და კლაივ
ლუისზე(„ნარნიას ქრონიკები“).
ჯ. რ. რ. ტოლკინსა და კლაივ ლუისს ეკუთვნით ფენტეზის ჟანრის ორი პრინციპის შექმნა:
არსებული სამყაროს გაფართოება(„ნარნიას ქრონიკები“ - პერსონაჟები რეალური სამყაროდან
სრულიად სხვა გარემოში გადადიან) და ახალი სამყაროს შექმნა(„ბეჭდების მბრძანებელი“ -
პერსონაჟები მწერლის მიერ შექმნილ, გამოგონებულ გარემოში ცხოვრობენ და მოქმედებენ).
ფენტეზი არის ლიტერატურული ჟანრი, ძირითადი ელემენტებია მაგია და სხვა
ზებუნებრივი მოვლენები. ამ ჟანრის ნაწარმოებებში ხშირად მოქმედება გამოგონილ ან
მითოლოგიურ სამყაროში ვითარდება. პერსონაჟებად მითოლოგიური გმირები და არსებები
გვხვდებიან:დრაკონები, დევები, ჯუჯები, კაცმაცუნები.
ფენტეზი, ისევე როგორც ნებისმიერი ლიტერატურული ჟანრი, ელემენტებისგან შედგება
როგორებიცაა, მაგალითად: თემა, შინაარსი(სიუჟეტი), პერსონაჟები, დრო და ადგილი.
ფენტეზის ჟანრი განსაკუთრებითი პოპულარული უკვე 2000-იანი წლების დასაწყისიდან
გახდა დიდ ეკრანებზე წარმატებული ადაპტაციების წყალობით. „ბეჭდების ტრილოგიის" და
1 |ფენტეზი
„ჰარი პოტერის" გადაღების შემდეგ ფენტეზი ფილმების გადაღება ერთგვარ „დღის ნორმად“
იქცა. თანამედრვე წიგნებიდან კი ფენტეზის ჟანრის სერიოზულად აღქმაში განსაკუთრებული
წვლილი ჯორჯ მარტინის „A song of Ice and Fire-ს“ და მის სატელევიზიო ადაპტაციას „The
Game of thrones-ს „ ეკუთვნის.

საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტის თავისებურებები


• საინფორმაციო შემეცნებითი ტექსტი კონკრეტულ ჟანრს მიეკუთვნება.
• ყველა საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტს აქვს საერთო მახასიათებელები შინაარსის,
ენის, სტრუქტურის მიხედვით.
შინაარსი
➢ მკითხველს აცნობს სინამდვილეში არსებულ/მომხდარ მოვლენას, ფაქტს;
➢ ინფორმაციას აწვდის კონკრეტულ თემაზე, საკითხზე.
აგებულება, სტრუქტურა
➢ აქვს სათაური;
➢ ტექსტი დაყოფილია აბზაცებად;
➢ აბზაცებში შეიძლება იყოს მთავარი აზრის გამომხატველი წინადადება;
➢ აბზაცებში შეიძლება იყოს მთავარი აზრის დამადასტურებელი წინადადებები.
ენა
შეიძლება გამოყენებული იყოს სამეცნიერო სიტყვები, რომლებსაც არ ვიყენებთ
ყოველდღიურ ცხოვრებაში; სხვადასხვაგვარი წინადადებები.

2 |ფენტეზი
ფენტეზის ჟანრული თავისებურებები
(ადგილი და დრო, თემა, სიუჟეტი და პერსონაჟი)

ფენტეზი, ისევე როგორც ნებისმიერი ლიტერატურული ჟანრი, ელემენტებისგან შედგება


როგორებიცაა, მაგალითად: თემა, შინაარსი(სიუჟეტი), პერსონაჟები, დრო და ადგილი.

დრო და ადგილი(იხ. დანართი)


ფენტეზის ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებში დროსა და ადგილს განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს. ისინი გავლენას ახდენენს შინაარსზეც და გმირებზეც. ფენტეზის მწერლის
მიზანიც ეს არის: ნაწარმოების პერსონაჟებიც და თავად მკითხველიც სრულიად უცხო რეალობაში
გადაიყვანოს, სადაც ჩვენი სამყაროსგან განსხვავებული კანონები მოქმედებს.
ადგილი ფენტეზის ჟანრში გამოგონილი და იმდენად დაზუსტებულია, რომ ხშირად
ავტორს რუკების დართვაც სჭირდება, რათა მკითხველს დაეხმაროს ადგილებისა და
სახელწოდებების გარკვევაში. ტოლკინის მიერ აღწერილი ამბები შუამიწეთში (Middle-Earth)
მიმდინარეობს. ლუის ქეროლი ალისას „საოცრებათა ქვეყანაში“ (Wonderland) გზავნის, ხოლო
კლაივ ლუისი თავის გმირებს - ნარნიაში. ქართველი ავტორის, ნატო დავითაშვილის გმირს,
ლილე იროელსაც, სხვადასხვა წიგნში განსხვავებულ სამყაროში ვხედავთ.
ნატო დავითაშვილის ნაწარმოები „ამბავი ლილე იროელისა“ ქართულ მითოლოგიაზეა
დაფუძნებული და მასში აღწერილი სამყარო ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარეობს.
ლილე იროელის ამბები წიგნში თანდართულ რუკაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე
ვითარდება. მწერალს ტოპონიმებად მრავალი ძველი სახელწოდება აქვს გამოყენებული:
სამშვილდე, როშკაში (როშკა-ხევსურეთი), ტაბაკონი (ზუგდიდის მუნციპალიტეტი). თუმცა,
ვხვდებით გამოგონილ სახელებსაც: დევების მიწები, ხალიბების მიწები, წითელი ქვების მიწები,
კაცმაცუნების სამყარო.
შესაბამისი მონაკვეთი ტექსტიდან „ ---------------------„
ფენტეზის ავტორი თავის ნაწარმოებს ძირითადად არარსებულ, ან გამოგონილ დროში
წერს. ის ან საერთოდ არ ასახელებს მას, მაგრამ მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ
ავტორს ის შორეულ წარსულში გადაჰყავს, ან აქვს დროის თავისებური გამოგონილი
ქრონოლოგია, როგორიც, მაგალითად, ტოლკინს ჰქონდა. ის თავის მონათხრობს ეპოქებად და
ათასწლეულებად ჰყოფს. „ბეჭდების მბრძანებელში“ აღწერილი ისტორია მესამე ათასწლეულის
ეპოქის დასასრულს მიეკუთვნება. მაგალითად, გენდალფის ჰობიტონში ჩასვლა დაფიქსირდა
მესამე ათასწლეულის 3018 წლის 12 აპრილს, ბეჭდისა და გოლლუმის განადგურება კი 3019
წლის 25 მარტს მოხდა. შესაბამისი შინაარსი ტექსტიდან.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

თემა
თემა არის საკითხი, მოვლენა, რის შესახებაცაა ნაწარმოები. იგი შეიძლება იყოს
მეგობრობის, სიყვარულის, პატრიოტიზმის ... შესახებ.
ფენტეზის ნაწარმოების უმთავრესი იდეა არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას,
ნათელსა და ბნელს შორის. ნატო დავითაშვილის რომანში „ამბავი ლილე იროელისა“ ერთ .......

3 |ფენტეზი
შინაარსი(სიუჟეტი)
სიუჟეტი ყოველთვის გვიხატავს მოქმედებას, ბრძოლას, რაიმე ამბავს, რომელიც იწყება,
ვითარდება და მთავრდება. ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებში აღწერილია ამბავი, რომელშიც
სამყაროს, სოფელს ან თემს გარკვეული საფრთხე ემუქრება ბოროტი პერსონაჟის მხრიდან,
მთავარ გმირს კი ევალება მისი განადგურება.

ნაწარმოების დასაწყისში მთავარი პერსონაჟი არის გამოუცდელი პიროვნება, რომელიც


მისთვის უჩვეულო ბრძოლაში ერთვება. მრავალი დაბრკოლებისა და გამოცდის დაძლევის
შედეგად იგი საბოლოოდ ძლიერ და წარმატებულ გმირად გვევლინება.

ფენტეზის ნაწარმოებში სიუჟეტი საინტერესო და მრავალფეროვანია. ამბავს გვიყვება


ყოვლისმცოდნე ავტორი. ის არ მიჰყვება მხოლოდ მთავარი გმირის კონკრეტულ გზას და მასთან
ერთად არ ეცნობა გარემოს, არამედ ხშირ შემთხვევაში პარალელურად წარმოგვიდგენს და
მოგვითხრობს თანადროულად მიმდინარე ამბებს. სიუჟეტის ასეთი სახით განვითარება ფენტეზის
ნაწარმოებში აუცილებელია, რადგან აქ მრავალი გმირია და მოქმედება სხვადასხვა ადგილას
ხდება.

მსგავსად სიუჟეტური ხაზია ნატო დავითაშვილის ნაწარმოებში „ამბავი ლილე იროელისა“.


ავტორი პარალელურად წარმოგვიდგენს როშკაშში, სამშვილდეში, კაცმაცუნების სამეფოში,
დალების სამეფოში, ცეცხლოვან მიწებსა და ქვესკნელში მიმდინარე ..........................

პერსონაჟი
ფენტეზის პერსონაჟები ერთი შეხედვით ზღაპრულ გმირებს მოგვაგონებენ. აქ ვხვდებით
ძალიან ბევრ ჯადოსნურ არსებას: კეთილი და ბოროტი ჯადოქრები, ჯუჯები, ელფები,
გობლინები, ვალარები, მოლაპარაკე ცხოველები და ფრინველები, დრაკონები, კაცმაცუნები.
გარდა ზღაპრული და მითოლოგიური გმირებისა, ფენტეზის ნაწარმოებში ხშირად
წარმოდგენილი არიან არარსებული რასისა და მოდგმის ადამიანები, თავად ავტორის მიერ
გამოგონილი, რაც უფრო საინტერესოსა და იდუმალს ხდის ნაწარმოებს.
ფენტეზის მთავარი გმირი ძირითადად ისეთი ადამიანია, რომელიც თავდაპირველად
არაფრით გამოირჩევა სხვებისგან, მაგრამ ერთ დღეს აღმოჩნდება რაღაც დიდი მისიის წინაშე,
რომელსაც წარმატებით გაართმევს თავს გარკვეული ჯადოსნური თუ ჯადოქრული საშუალებების
დახმარებით. ან კიდევ, მის დაბადებამდე ცნობილია, რომ დედამიწას მოევლინება არსება,
რომელიც გამეფებულ ბოროტებას დაამარცხებს. მთავარი, რასაკვირველია, ისაა ,რომ მას
თანდაყოლილი, განსაკუთრებული თვისებები აქვს, რომლებიც სხვებისგან გამოარჩევს.
რომანების უმეტესობაში პერსონაჟი ობოლია ან უცნაური, ან ჯადოსნური თვისებებითა
გამორჩეული. შესაბამისი შინაარსი ტექსტიდან

ფენტეზის ჟანრის აუცილებელი ბოროტი პერსონაჟია ბნელი მბრძანებელი. მისი მიზანია


სამყაროს დაპყრობა და მსოფლიოს სრულფასოვან მმართველად გახდომა. რა თქმა უნდა, ამაში
მას ხელი უნდა შეუშალოს მთავარმა გმირმა, რის გამოც ბნელი მბრძანებლის ამოცანაა მისი
მოკვლა შესაბამისი შინაარსი ტექსტიდან

4 |ფენტეზი
5 |ფენტეზი
შემუშავებული კრიტერიუმები
მოქმედების დრო და ადგილი
 შეგვიძლია დროის დაზუსტება? როგორ ფიქრობ,
რატომაა ასე?
 შეგიძლია აღწერო ადგილი? რით გამოირჩევა?
შეგიძლია დაზუსტება?
პერსონაჟი
 რით გამოირჩევიან პერსონაჟები ჩვეულებრივი
ადამიანებისგან?
 რით გამოირჩევა მთავარი პერსონაჟი?
 როგორ ფიქრობ, მთავარი პერსონაჟის თვისებები
რატომაა ასე ხაზგასმით წარმოჩენილი?
 ვინაა ბნელი მბძანებელი და თვისებებით გამოირჩევა?
 როგორ ფიქრობ, აუცილებელია თუ არა ბნელი
მბძანელებელის არსებობა ფენტეზის ჟანრის
მხატვრულ თხზულებაში? რატომ?
 რა ევალება მთავარ გმირს/ანტიგმირს?
მხატვრული თხზულების თემა
თემა არის საკითხი, მოვლენა, რის შესახებაცაა ნაწარმოები
 რა არის მითითებული ტექსტის მთავარი თემა/თემები?
დაასახელე და დაასაბუთე შესაბამისი მაგალითებით.
მხატვრული თხზულების სიუჟეტი
 გვიხატავს თუ არა „ამბავი ლილე იროელისა“ რაიმე
ბრძოლის სცენას/სცენებს?
 რომელ ორ მხარეს შორის იმართება ხოლმე მთავარი
ბრძოლა? (დაასახელე);
 რა დევს მთავარი ბრძოლის სასწორზე?
 მთავარი პერსონაჟი ნაწარმოების დასაწყისიდანვეა
მზად თუ არა კულმინაციური ბრძოლის მოსაგებად?
 მხატვრული ნაწარმოების ავტორი მხოლოდ მთავარის
გმირის გზას მიჰყვება და ისე მოგვითხრობს ისტორიას
თუ პარალელურად სხვა ამბებსაც გვიზიარებს?

6 |ფენტეზი

You might also like