You are on page 1of 5

Lektion 8

ფაბულა და სიუჟეტი

განვიხილოთ მხატვრული ნაწარმოების შინაარსის რამდენიმე ასპექტი, კერძოდ, სიუჟეტი, ფაბულა,


კონფლიქტი. შევადაროთ ორი ცნება _ სიუჟეტი და ფაბულა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ზოგჯერ
ერთმანეთში ვურევთ და სინონიმებად აღვიქვამთ. სინამდვილეში სიუჟეტსა და ფაბულას შორის
მსგავსების გარდა არსებობს განსხვავებანიც. ავიღოთ ასეთი წინადადება თქვენი სახელმძღვანელოდან:

“მეფე მოკვდა და დედოფალიც მოკვდა “.

“მეფე მოკვდა და შემდეგ დარდისაგან მოკვდა დედოფალი”.

რა ქმნის განსხვავებას ამ ორ მარტივ ფრაზას შორის? მხოლოდ ერთი სიტყვა _ “დარდისაგან”, თუმცა
განსხვავება გაცილებით სიღრმისეულია: ის სცდება ოდენ ლექსიკური ოპოზიციის ჩარჩოებს და
სტრუქტურულ ოპოზიციად გარდაიქმნება _ თუ პირველი ფრაზა გადმოგვცემს ამბავს, მეორე
გადმოგვცემს ამბავს და ემოციას ერთად; თუ პირველი ფრაზა მოვლენათა ობიექტური ჩამონათვალია,
მეორე სუბიექტური დაკვირვების შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს
ფაბულასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში _ სიუჟეტთან, რომელსაც შემოაქვს მგრძნობიარობა
ფაბულისეული ფაქტების სიმყიფეში და მშრალ თანმიმდევრობაში. სიუჟეტისეული მგრძნობნიარობა
და წარმოსახვა უპირისპირდება ფაბულისეული ჩამონათვალის ერთგვარ სიმშრალეს. ესე იგი ეს ორი
მხარე ამბის გადმოცემისა, _ ფაბულა და სიუჟეტი _ ოპოზიციააა, ოპოზიციური წყვილია. პირველ
შემთხვევის მშრალი აღწერა მეორე შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივ ანუ კაუზალურ ჯაჭვად
გარდაიქმნება]

რა არის სიუჟეტი? ეს არის ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენათა ჯაჭვი. ჩვენი


მკითხველისეული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მოვლენები მხატვრულ ნაწარმოებში შეიძლება
განლაგებულ იქნას როგორც პირდაპირი, ისე უკუმიმდევრობით ანუ ქრონოლოგიურად ზუსტად
აისახებოდეს მოვლენები _ ისე როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება _ ან
აირეკლებოდეს/აისახებოდეს მოვლენები რეტროსპექტულად, ქრონოლოგიის გარღვევით. თუმცა
ავტორის მიერ დალაგებული და წარმოდგენილი მოვლენათა ნებისმიერი ჯაჭვი სულ ერთია, მაინც
სიუჟეტი იქნება (ავტორის მიერ დალაგებული!)და სიუჟეტს ვუწოდებთ. აი, ფაბულა კი იმით
განსხვავდება, რომ მასში მოვლენები მხოლოდ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აისახება ესე იგი იმ
თანმიმდევრობით, როგორც ეს ხდება რეალურ სინამდვილეში; ამიტომაც უწოდებენ ფაბულაას
“გასწორებულ”//გამართულ სიუჟეტს. სიუჟეტები შეგვიძლია დავახასიათოთ და კლასიფიცირება
მოვახდინოთ მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ მოვლენათა ხასიათის მიხედვით. ამის მიხედვით
ვასხვავებთ სიუჟეტის ტიპებს. ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი შეიძლება იყოს: 1.ფანტასტიკური და
მათ შორის ზღაპრული; 2.ისტორიული და მათ შორის ბიბლიური; 3.დეტექტიური; 4.ავანტიურული; 5.
სამხედრო; 6.სათავგადასავლო; 7.სასიყვარულო; 8.ლირიკული. ამ უკანასკნელს ვხვდებით ლირიკულ
ნაწარმოებში და ეს არის მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც გაშლილია მენტალურ სივრცეში. მენტალური
სივრცეში ვგულისხმობთ ლირიკული გმირის მეხსიერებას, მის ოცნებებს, მის შინაგან სამყაროს.
ლირიკული სიუჟეტის მოვლენებში იგულისხმება ლირიკული გმირის განცდები, ემოციები,
გრძნობები, აზრები. თქვენ ალბათ თქვენი მკითვხელისეული გამოცდილებით შეგინიშნავთ, რომ
არსებობს საერთო სიუჟეტები სხვადასხვა ქვეყნების, ხალხების, ეპოქების. ასეთი სიუჟეტები,
რომლებიც გადადიან ერთი ნაწარმოებიდან მეორეში, ერთი ეპოქიდან მეორეში _ ეწოდებათ
მოხეტიალე სიუჟეტები. მშს, აქ უნდა მივამატოთ სიუჟეტების ტიპების ჩამონათვალს მე-9 ტიპი _
მოხეტიალე.

ნაწარმოებში ასახულ მოვლენათა ხასიათის მიხდევით დახასიათების გარდა, არსებობს ამ მხატვრული


კომპონენტის დახასიათების სხვა მიდგომაც. ამგვარად სიუჟეტი შეიძლება დავახასიათოთ მათი
სტრუქტურის მიხედვით, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი კომპოზიციის მიხედვით. აქ პირველად
უნდა ვახსენოთ (1)ქრონიკალური სიუჟეტი; იგი გამოირჩევა იმით, რომ მოვლენები აქ წარმოდგენილია
ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით. ამგვარი ასახვის მიზანია მთავარი გმირის პიროვნების
სულიერი განვითარების ზრდის ჩვენება/წარმოჩენა. ამგვარ სიუჟეტებს ჩვეულებრივ ვხვდებით
ავტობიოგრაფიულ, მემუარულ ლიტერატურაში. ხოლო თუკი ავტორი მიზნად ისახავს თავისი გმირის
წინააღმდეგობრივი ბუნების, ხასიათის სირთულის წარმოჩენას, მაშინ ავტორი წესისამებრ მიმართავს
(2)კონცენტრულ სიუჟეტს. ეს არის მოვლენათა ჯაჭვი, რომლის ყოველი რგოლი არის წინამავალი
რგოლის შედეგი და თავის მხრივ არის მიზეზი მომდევნო რგოლისა[მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ანუ
კაუზალურობა]. კონცენტრული სიუჟეტის მაგალითად შეიძლებოდა დაგვესახელებინა იური
ლერმონტოვის რომანი “ჩვენი დროის გმირი”. და ბოლოს გვხვდება ლიტერატურული ნაწარმოებები,
რომელშიც ვხვდებით შერეულ ესე იგი (3)ქრონიკალურ-კონცენტრულ სიუჟეტს. ამგვარ ნაწარმებში
აისახება როგორც მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და მოვლენები, ისე ცალკეულ პიროვნებათა,
ცალკეულ გმირთა როგორც მოვლენათა ზრდა.

სიუჟეტის დანაწევრების მინიმალური ერთეულია მოტივი. როგორი მოტივები გვხვდება სხვადასხვა


ნაწარმოებში? აი, იმ მოტივთა ჩამონათვალი, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მხატვრულ
ლიტერატურაში:

1. გზის მოტივი;

2. დაბადების მოტივი;

3. სიკვდილის მოტივი;

4. ბრძოლის/შეჭიდების მოტივი;

5. შეხვედრის მოტივი;

6. ბიბლიური მოტივები, მაგალითად, სამსჯავროს მოტივი, უძღები შვილის დაბრუნების მოტივი.

7. ჰამლეტისეული მოტივები.

ახლა გადავიდეთ სიუჟეტის სტრუქტურაზე, რომელიც წარმოდგენილია ელემენტების სახით.


არსებობს სტრუქტურაწარმომქმნელი ელემენტები და არის ელემენტები, რომელთაც ფაკულტატური
ესე იგი არა მთავარი მნიშვნელობისაა. აი, ამგვარ არამთავარ ელემენტებს განეკუთვნება ექსპოზიცია.
იგი შეიძლება იყოს მხატვრულ ნაწარმოებში და შესაძლოა არც იყოს. ექსპოზიცია არის კვანძის
წინმსწრებ მოვლენათა აღწერა. მისი ძირითადი ფუნქციებია მკითხველისათვის იმ ვითარებათა
გაცნობა, რომელშიც უნდა განვითარდეს და გაიშალოს მოვლენები; პერსონაჟებისა და მათი ცხოვრების
ისტორიების გაცნობა. ექსპოზიცია შეიძლება იყოს ნაწარმოების თავში, ხოლო ზოგჯერ საერთოდაც
ვერ აღმოვაჩინოთ მხატვრულ ტექსტში. ექსპოზიცია როდესაც წინ უძღვის გაკვანძვას, ასეთ
ექსპოზიციას ეწოდება პირდაპირი, რადგან მწერალი წინასწარ, ძირითადი ამბის დაწყებამდე გვაცნობს
მოქმედ პირებს, ისტორიულ და სოციალურ გარემოს. ექსპოზიცია შეიძლება გაკვანძვის შემდეგაც იყოს
და ასეთს ეწოდება დაყოვნებული ექსპოზიცია. მაგ., ვტ-ში ტარიელის ვინაობას თხზულების შუა
ადგილა ვგებულობთ. ესქპოზიცია შეიძლება იყოს შებრუნებული ანუ კვანძის გახსნაში იყოს
მოცემული. ასეთი ფაქტი გვხვდება აკაკის „ბაში-აჩუკში“, როდესაც აბდუშაჰილის ვინაობა და
წარმომავლობა ხდება ბოლოს ცნობილი. ესქპოზიცია შეიძლება მოთავსებული იყოს ნაწარმოების
თავში, ცალკე ნაწილად პროლოგში, და, პროლოგისაგან განსხვავებით, პირდაპირ კავშირში იყოს
სიუჟეტის განვითარებასთან. მაგალითად: ბარათაშვილის „ბედი ქართლისაში“ მიმართვა
კახელებისადმი: ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართვლნო, მოლხინე სულით,

თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;

თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,

როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

ექსპოზიციის კლასიკური მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ივან გონჩაროვის ნაწარმოებში “ობლომოვი”.


ამ რომანის მთელი პირველი ნაწილს (პირველიდან მეათე თავამდე) ექსპოზიციის ფუნქცია აქვს. აი,
რამხელა სივრცე უკავია საექპოზიციო ნაწილს, სიუჟეტის ერთ-ერთ ელემენტს. მაგრამ მხატვრულ
ტექსტში გვხვდება ხოლმე ექპოზიციის განლაგების არატიპიური მაგალითებიც. თუ გავიხსენებთ
ნიკალაი გოგოლის “მკვდარ სულებს”, საექსპოზიციო თავს ნაწარმოების შუაში აღმოვაჩენთ,
დასასრულთან ახლოს; ეს არის მე -11 თავი, რომელშიც მკითხველი ეცნობა ჩიჩიკოვის ბიოგრაფიას.

მნიშვნელოვან სიუჟეტურ ელემენტად გვევლინება კვანძი. ეს არის მოვლენა ან მოვლენათა ჯგუფი,


რომელსაც უშუალოდ მივყავართ კონფლიქტური სიტუაციისკენ. ინტერესთა შეჯახების,
წინააღმდეგობის გართულების, გმირთა ურთიერთობების გამწვავების მომენტი ეპოსში. ხოლო
დრამაში გაკვანძვით იწყება ნაწარმოების სიუჟეტის გაშლა. გაკვანძვას ჩვეულებრივ ან მიუძღვის ან
ემთხვევა ექსპოზიცია. გაკვანძვის მომენტს ინტრიგის, კონფლიქტის დასაწყისის მომენტსაც
უწოდებენ. გაკვანძვა დამახასიათებელია სიუჟეტური თხზულებებისათვის, რომელის უნდა
დამთავრდეს კვანძის გახსნით. მოკლედ, როგოც უკვე ნათელი უნდა იყოს, ერთგვარად რომ
შევაჯამოთ, ვთქვათ ასე: კვანძი _ ეს არის სიუჟეტის განვითარების საწყისი მომენტი.

მოქმედების განვითარება ეწოდება მოვლენებს, რომლებიც თანდათანობით იშლება კონფლიქტის


გაკვანძვიდან მის განკვანძვამდე/კვანძის გახსნამდე.

მნიშვნელოვანი როლი აქვს სიუჟეტში კულმინაციას. ეს არის კონფლიქტის უმაღლესი დაძაბულობის


მომენტი, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის გადაწყვეტაში . ეს არის
მოვლენათა განვითარების პიკი, საფეხური, რომლის შემდეგაც წინააღმდეგობა ვერ გართულდება.
კულმინაცია განსაკუთრებით საგრძნობია დრამატულ ნაწარმებში. კ-ის შემდეგ ბრძოლა ნელდება,
იხსნება კვანძი და ნაწარმების შინაარსი ფინალისკენ მიემართება. მაგ., „ალუდა ქეთელაურში“
კულმინაციაა ალუდას მიერ ხევისბერის წინაშე კურატისათვის თავის მოკვეთა; ანდა ილიას
„განდეგილიდან“ თუ გავიხსენებთ იმ მომენტს, როდესაც ბერის პიროვნებაში მიმდინარე მძაფრი
შინაგანი, სულიერი ჭიდილი უბიძგებს მას, რომ საკოცნელად დაიხაროს მწყემსი ქალისაკენ.

დაბოლოს განკვანძვა/კვანძის გახსნა. განკვანძვა ჰქვია კონფლიქტის განმასრულებელ და


დამამთავრებელ მოვლენებს. ეს არის სიუჟეტის განვითარების ბოლო საფეხური, როდესაც ხდება
პერსონაჟთა შორის წინააღმდეგობის გაწყვეტა და მთავრდება ძირითადი ამბის გადმოცემა. ამის
შემდეგ შეიძლება მოდიოდეს ეპილოგი, რომელშიც ავტორი შეიძლება აღწერდეს მოქმედ პირთა
შემდგომ ბედს ძალიან მოკლედ. ზოგჯერ შეიძლება კვანძი არც იხსნებოდეს ნაწარმოებში. თუ
ავიღებთ, მაგალითად, ნეკრასოვის პოემას “ვის ეცხოვრება რუსეთში კარგად”, კვანძს აქ ვერ აღმოვჩენთ.
იმავეს თქმა შეიძლება ფიოდორ დოსტოევსკის რომანზე “დანაშაული და სასჯელი”.
ფორმალისტური ცნებების განმარტებანი (ძალზე მოკლედ):

ექსპოზიცია _ პირვანდელი მასალა, რომელიც ქმნის საერთო ფონს, წარმოგვიდგენს პერსონაჟებს,


პორტრეტებს, გარემოს (ინტერიერი, ექსტერიერი) და ძირითად (რეალურად ან პირობითად უტყუარ)
ფაქტებს, რომლებსაც ეფუძნება მოქმედება;

მოქმედების განვითარება (აღმასვლა) _ მოქმედებათა ჯაჭვი, რომელიც ემოციათა მზარდი მუხტითაა


აღნიშნული და მიმართულია ტექსტის მთავარი კონფლიქტისაკენ;

კვანძის შეკვრა _ მოქმედებათა წიაღში გამოკვეთილი კონფლიქტის ფონზე მომწიფებული ძირითადი


ინტრიგა;

კულმინაცია _ კონფლიქტის უკიდურესი ზღვარი, ტექსტის ბირთვი-მოვლენა, სადაც ტექსტის


დაძაბულობაცა და მკითხველის ინტერესიც თავის ზენიტს აღწევს;

მოქმედების დაღმასვლა _ მოქმედებათა ჯაჭვი, რომელიც განმარტებითი დანიშნულებისაა და


მიმართულია ტექსტის მთავარი ინტრიგის გახსნისაკენ;

კვანძის გახსნა _ ამთავრებს, ასრულებს ტექსტში განვითარებულ მოქმედებებს (ყოველგვარს).

ფორმალისტები ამბობენ „კლასიკური სიუჟეტი“ განისაზღვრა, როგორც სხვადასხვა ფუნქციების მქონე


სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან შემდგარი მთლიანობა. ეს ქვედანაყოფებია: პროლოგი,
ექსპოზიცია, მოქმედების განვითარება, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, მოქმედების დაღმასვლა, კვანძის
გახსნა, ეპილოგი. აქედან, განსხვავებით არისტოტელესაგან, ფორმალისტები მიიჩნევდნენ, რომ
სიუჟეტმა თავისუფლად შეიძლება იარსებოს პროლოგისა და ეპილოგის გარეშე, ყველა სხვა ელემენტი
კი, თუნდაც მეტ-ნაკლები სიმსუბუქით გამოვლენილი, აუცილებელია მისი სრულფასოვანი
ფუნქციონირებისათვის.

რუსი ფორმალისტებზე დამყარებულად რომ არ მივიჩნიოთ ლიტერატურის თეორიული სამყარო,


ვთქვათ ისიც, რომ მათ სქემას წინ უძღოდა 1863 წელს გუსტავ ფრეიტაგის მიერ შედგენილი სქემა,
რომელიც „ფრეიტაგის პირამიდის“ სახე¬ლითაა ცნობილი.

დაბოლოს, კონფლიქტი

სიუჟეტი რომ განვითარდეს აუცილებელია კონფლიქტი, რომელიც გვევლინება სიუჟეტის


მამოძრავებლად. კონფლიქტი არის წინააღმდეგობათა საფუძველზე აღმოცენებული
ურთიერთდაპირისპირება/...შეჯახება. თანაც გავითვალისწინოთ, რომ დაპირიპირება შეიძლება
მოხდეს განსხვავებულ ხასიათებს შორის, გმირსა და საზოგადოებას, გმირსა და გარემოებას შორის. ამ
შემთხვევაში საქმე გვაქვს გარეგნულ კონფლიქტთან. მაგრამ თუ კონფლიქტი იშლება გმირის სულში,
მაშინ ამას ვუწოდებთ შინაგან კონფლიქტს. შინაგანი კონფლიქტი ხორციელდება პერსონაჟის, გმირის
მენტალურ სივრცეში. აქ შეიძლება გმირს ქენჯნიდეს სინდისი და საკუთარ თავთან ჰქონდეს ჭიდილი
და ა.შ. ხშირად კონფლიქტის სინონიმად ხმარობენ კოლიზიას, მაგრამ კონფლიქტს უფრო ვიწრო
გაგება აქვს და აღნიშნავს კოლიზიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც წინააღმდეგობა გამწვავებული
და გამოაშკარავებულია.

You might also like