You are on page 1of 9

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: საგნის სწავლების მეცნიერული საფუძვლები

თემა: რატომ უნდა ისწავლებოდეს მე-9 კლასში გურამ


რჩეულიშვილის „უსახელო უფლისციხელი“

ლექტორი: თეონა ბექიშვილი


სტუდენტი: მეგი კაზეიშვილი
შინაარსობრივი მხარე, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადი საკითხების
გააზრებისთვის:

 1.ნაწარმოები იწყება სიტყვებით: „დამიბარეს და


მომცეს დასაწერად ისტორიულ-ლიტერატურული
ნარკვევი.“ რას ნიშნავს დაბარება? ნაწარმოების
დაწერის დროის გააზრებისთვის.
 2.მოსწავლეებს შეეძლებათ ტექსტიდან გამოარჩიონ
თუ რა არის ნამდვილი, ისტორიული, ცოდნა და რა
მწერლის ფანტაზიით შექმნილი.
 3.დაფიქრდებიან უფლისციხის, როგორც ციხე-
ქალაქის, ისტორიულ და თანამედროვე
მნიშვნელობაზე.
 4.დაისმის ფურცელზე დაწერილი ისტორიის საკითხი,
კერძოდ, რა შეგვიძლია დავინახოთ სიტყვების უკან...
 5.
რა შეუძლია ლიტერატურულ ტექსტს, როგორია
ლიტერატურის და როგორია მატიანეს იდეა.
 6.მიაღწია თუ არა ავტორმა დასახულ მიზანს, ეს
ტექსტი არის ისტორიული ნარკვევი?
 7.როგორია შემოქმედის ბედი, როდესაც რაღაცის
დაწერას ავალებენ, შეიძლება ბრძანებით რამის
დაწერა?
საკითხები, რომლებსაც კონკრეტული
პასუხი არ აქვს და მსჯელობას მოითხოვს:
 დროის საკითხი: რამდენად პირობითია დაყოფა ,
წარსული აწმყო, მომავალი?
 რას გულისხმობს სიცოცხლის არსებობა მკვდარ
ისტორიაში.
 როგორ განჭვრიტა ლირიკულმა გმირმა ისტორია?
 მოდის თუ არა ისტორიიდან ის მძლავრი ენერგია,
რომელიც თანამედროვე სივრცეშია მატერიალიზებული
 როგორ აისახა ტექსტში ქართველების ხასიათი
(მაგალითად: „ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი
ისტორია არ ჰქონდეს, ქვა ქვაზე არ იყოს დადებული“).
 რას ნიშნავს გმირობა?
 უენო პერსონაჟის გააზრება ლიტერატურულ ტექსტში
 უსახელობის პრობლემა.
 ქმედების როლი, როგორც ადამიანური დანიშნულებისა და
სამყაროს წინაშე მისი სახის განმსაზღვრელი პრინციპი.
 შეუძლებლის შეძლების თემა
 ხარისხის მიხედვით, როგორ ნაწილდება ტექსტში რწმენა,
ძალა, თავდადება.
 რატომ არის ლირიკული გმირისთვის ძველი ქვა უფრო
მოუხერხებელი და საკუთარ ეპოქაში შექმნილი უფრო კარგი.
 რატომ ამოტიფრა ავტორმა თავისი გვარი სხვების გვერდით?
ტექსტის ფორმალური მხარის,კომპოზიციისა
და სტრუქტურის განხილვისთვის:
 ტექტსის ჟანრი, მოდერნისტული, კერძოდ, იმპრესიონისტული ნიშნები.
(შთაბეჭდილება, მოკლე ფრაზები).
 ნაწარმოების თემისა და იდეიის გამოყოფა.
 დეტალებზე ორიენტირებულობა, როგორ აღწერს ავტორი ყველაფერს.
 ენობრივი თვალსაზრისთი, გვხდება, რთულიც, შერწყმულიცა და მარტივი
წინადადებებიც, თუმცა მნიშვნელოვნად ჭარბობს მარტივი. საინტერესოა
სახელდებითი წინადადებების შესწავლის თვალსაზრისითაც.
 რიტორიკის ელემენტი: განმეორების სინტაქსური ფიგურა, მისი ფუნქცია,
მაგალითად, მეორდება: „ღმერთი დიდია და მოწყალე, უსაზღვროა მისი
ძალა“
 ეპითეტები („განუსაზღვრელი ძალა“...), შედარება („ჭიანჭველასავით
მშრომელია ჩვენი ხალხი“...), გაპიროვნება („ქარი
ბღავის“...)ოქსიომორონი (მოწყენილი დილა).
 პერსონაჟები, ტექსტის კომპოზიცია, აბზაცების გამოყოფის ტენდენცია. ვინ
არის მთხრობელი. გვხდება თუ არა დიალოგები,თუ ტექსტი მხოლოდ
თხრობითი ხასითისაა.

უფლისციხეზე დაწერილი სხვა ნაწარმოებების
შედარებისთვის:

 მურმან ლებანიძის „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“


 ლადო ასათიანის „ქართლის გზაზე“
რატომ მე-9 კლასი?
 ნაწარმოები არ არის შინაარსობრივად არც რთული და არც მარტივი.
შეესებამება საბაზო საფეხურის ბავშვის განვითარების დონეს.
 შეესებამება ესგ-ს სტანდარტებს საბაზო საფეხურზე. მაგალითად:
1) მოსწავლეს განუვითარდება მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება
2) გამოუმუშავდეს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ენისა და
ქართული კულტურის მიმართ.
3)სხვა ტექსტებთან შედარებითი ანალიზის უნარი.
4) კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, მსჯელობის ჩამოყალიბებისთვის.
5)ტექსტი კარგია წერითი უნარების გამომუშავებისთვისაც.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like