You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული ფაკულტეტი
საგანი: ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი

სახელი და გვარი: მარიამ ალავერდაშვილი


ჯგუფის ნომერი: 4

გამოცდის ხანგრძლივობა - 2 საათი

პლაგიატი არ გასწორდება!
ნაშრომი უნდა გამოგზავნოთ 19 ნოემბერს 15:00 საათამდე მითითებულ ელ-ფოსტის
მისამართზე -
irinakomakhidze@gmail.com; gubaz.letodiani@tsu.ge;

ნაწილი I - კითხვებზე პასუხი


(თითო პასუხი შეფასდება 1 ქულით)

1. როგორი სახით აინტერესებს ავტორი ლიტერატურის ისტორიასა და


ლიტერატურის თეორიას?

ლიტერატურის თეორიის კვლევის საგანი და ინტერესია - ლიტერატურული


პროცესის კანონზომიერებები, ტექსტის ანალიზი, ლიტერატურული
მიმდინარეობები და ავტორის ბიოგრაფია და გამოცდილება, ანუ
დაინტერესებულია უფრო შემოქმედებითი მხარით, ხოლო ლიტერატურის
ისტორიას აინტერესებს - ავტორის ბიოგრაფია, ანუ მას ავტორი აინტერესებს,
მხოლოდ, როგორც ბიოგრაფიული ფიგურა.

2. ლიტერატურათმცოდნეობის რომელი დარგის ამოცანაა მხატვრული ტექსტის


შეფასება?

ლიტერატურული კრიტიკის ამოცანაა, შეაფასოს მხატვრული ტექსტი.

3. ლიტერატურათმცოდნეობის რომელი დარგისთვისაა მნიშვნელოვანი


ლიტერატურული ჟანრის შესწავლა?

1
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
საგანი: ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი

ეს დარგია - ლიტერატურული თეორია.

4. პლატონი აღნიშნავდა, რომ პოეზია ადამიანებში იწვევს უკონტროლო ემოციას.


დაასახელეთ არიტოტელეს არგუმენტი პლატონის ამ შეხედულების საპირისპიროდ;

5. ლიტერატურათმცოდნეობაში უკვე დამკვიდრებული შეხედულების


თანახმად, მხატვრული ტექსტის გააზრებისას ვის აქვს უპირატესი როლი?

მხატვრული ტექსტის გააზრებისას, უმნიშვნელოვანესია მკითხველის როლი.

6. რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ნორმატიული და ისტორიული პოეტიკა?

ნორმატიული პოეტიკის მიზანია ლიტერატურული ნაწარმოების შესაქმნელად


არსებული ხერხების სწავლება, მათი შეფასება და განსჯა.

ისტორიული პოეტიკის ამოცანა კი მხატვრული ფორმებისა და მწერლის


შემოქმედებითი პრინციპების უფრო მეტად განვითარება და გაღრმავებაა.

7. ამბის თანმიმდევრობით გადმოცემა როგორი ტიპის სიუჟეტს ახასიათებს;

საფეხურეობრივ სიუჟეტს ახასიათებს ამბის თანმიმდევრულად გადმოცემა.

8. ლიტერატურთმცოდნეობაში რომელი ტერმინით აღინიშნება მშრალი


ფაქტების ქრონოლოგიურად, უემოციოდ გადმოცემა?

ფაბულა აღნიშნავს ფაქტების ქრონოლოგიურად, უემოციოდ გადმოცემას.

2
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
საგანი: ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი

9. რომელი ტერმინი აღნიშნავს მხატვრულ ტექსტში მოქმედებათა უკიდურეს


დაძაბულობას?

ეს არის კულმინაცია, რომელიც წარმოადგენს უკიდურეს ზღვარს.

10. რატომ შეიძლება იწვევდეს კათარზისს მკითხველში/მაყურებელში ტრაგედიის


გმირი?

კათარზისს, როგორც უკვე ვიცით, ახასიათებს შიშისა და შებრალების მომენტები,


რომელსაც ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ შესაძლოა მაყურებელსა და მკითხველში
იწვევდეს ტრაგედიის გმირი.

ნაწილი II - მსჯელობა

(პასუხი შეფასდება 5 ქულით)

გთხოვთ, ქვემოთ დასახელებული ასპექტების გათვალისწინებით დაწეროთ


აღნიშნული თემა;

ლიტერატურული პერსონაჟი;

პერსონაჟის რაობა;

„გმირი“,

„ტიპი“;

“პორტრეტი“,

“ხასიათი“;

რა მსგავსება და განსხვავებაა „პერსონაჟს“, „გმირსა“ და „ტიპს“ შორის; „ხასიათი“


უფრო ფართო ცნებაა თუ „პორტრეტი?“; შეიძლება ყველა პერსონაჟი იყოს „ხასიათი?“

3
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
საგანი: ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი

პერსონაჟი არის ყველა მოქმედი პირი, რომელსაც მხატვრულ ტექსტში ვხვდებით.


იგი შეიძლება გარდაიქმნას და ჩამოყალიბდეს გმირად ან ტიპად, ანუ, გამოდის, რომ
პერსონაჟი გარკვეულწილად მოიცავს გმირისა და ტიპის ცნებებს, თუმცა, აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ყველა პერსონაჟი ვერ იქნება გმირი. გმირი არის დადებითი
თვისებების მატარებელი, რომელიც იცვლება ეპოქალურად ესთეტიკის
ცვალებადობასთან ერთად.

რაც შეეხება პორტრეტსა და ხასიათს, პორტრეტი უფრო ფართო ცნებაა, რადგან,


როგორც ვიცით, პორტრეტი წარმოადგენს სპეციფიკურ მოდელს, რომელიც მოიცავს
ხასიათსაც.

ყველა ხასიათი შესაძლოა იყოს პერსონაჟი, მაგრამ ყველა პერსონაჟი ვერ იქნება
ხასიათი.

You might also like