You are on page 1of 9

/ მარიამ ალავერდაშვილი /

 ჰაიდეგერის მეტაფიზიკა
 ანტიკური მეტაფიზიკის ჩამოყალიბება - პარმენიდე - პლატონი
 დერიდას დეკონსტრუქცია

ჰაიდეგერის მეტაფიზიკა

ჰაიდეგერი მიზნად ისახავს, დაასაბუთოს მეტაფიზიკურის არსებობის


შესაძლებლობა. მისთვის ადამიანის მეტაფიზიკურობა არ არის ავადმყოფობის
ნიშანი და არც მხოლოდ სოციალური ყოფიერებით განსაზღვრული მოვლენა. მას
სურს, ადამიანის ყოფიერებაში აღმოაჩინოს მეტაფიზიკური, რაც შესაძლებელს
გახდიდა ყოფიერების, მეტაფიზიკის საკითხის დასმას. ვინ, რატომ და რის
საფუძველზე სვამს ყოფიერების საკითხს? ადამიანი არის ის ყოფიერი, რომელსაც
თავის ყოფნაში ყოფიერებასთან აქვს მიმართება. მეტაფიზიკურობა დაკავშირებულია
ადამიანის ყოფიერების წესთან. აღმოჩნდა, რომ „ჩვენ იმთავითვე ყოფიერების
რაღაცნაირ გაგებაში ვცხოვრობთ და ამავე დროს ყოფიერების საზრისი ბნელით არის
მოცული“. გააზრებისას ამოსავალი წერტილია - ადამიანისათვის დამახასიათებელი
ყოფიერების გაგება. აქ დახასიათებულია ადამიანის მდგომარეობისათვის
დამახასიათებელი ორაზროვნება. ერთის მხრივ, ადამიანს იმთავითვე ახასიათებს
ყოფიერების გაგება და მეორეს მხრივ, ყოფიერების საზრისი ბნელითაა მოცული. რა
არის ადამიანის ასეთი სიზარმაცის, უუნარობის მიზეზი, რომ აქამდე ვერ გაარკვია
ყოფიერების საზრისი, რომლის გაგება მას უკვე აქვს. უნდა გაირკვეს: საიდან აქვს
ადამიანს ყოფიერების გაგება და რა ფენომენებში ვლინდება ყოფიერების გაგება.
ამდენად, ყოფიერების საკითხი სხვა არაფერია თუ არა მუნყოფნისათვის კუთვნილი
არსებითი ყოფიერებითი ტენდენციის, ყოფიერების ონტოლოგიამდელი გაგების
რადიკალიზაცია. ეს ნიშნავს ადამიანში მეტაფიზიკის საფუძვლების ნახვას.
ჰაიდეგერი ამოდის ყოფიერების გაგების არსებობის ფაქტიდან და იკვლევს მეორე
პრობლემას-რა ფორმებში ვლინდება ყოფიერების გაგება.

ჰაიდეგერის მიხედვით, ადამიანის სამყაროში ყოფნის ერთერთი ძირითადი


განზომილებაა ძრწოლა. ძრწოლაში სამყარო გაიხსნა როგორც დამმუქრებელი
ადამიანი კი როგორც ხიფათში მყოფი: ადამიანი თავისთავის ამარაა ამ სამყაროში,
ადამიანს შეეყარა სასიკვდილო ავადმყოფობა, ადამიანი მიუსაფარია. ეს არის
ადამიანის სამყაროში ყოფნის ძირითადი ნიშნები.

ვინ არის ადამიანი, რომელიც თავის ყოველდღიურობაში სვამს კითხვას


ყოფიერების შესახებ. ჰაიდეგერის აზრით, ადამიანის ყოფიერების ძირითადი
მახასიათებელი ყოფიერების გაგება და დროითობა. ონტოლოგიის პრობლემის
გადაჭრა იღებს თვითშემეცნების სახეს. თვითშემეცნების, როგორც მუნყოფნის
ანალიტიკის, მიზანია განახორციელოს ყოფიერების გაგების უნარის ადგილის,
მნიშვნელობის დადგენა ადამიანში”. მართალია ყოფიერების გაგება არის ადამიანის
ყოველდღიურობის ფაქტი, რომლის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ ადამიანს
ყოფიერების გაგება უბრალოდ კი არ აქვს, არამედ იგი მუნყოფნის შესაბამის
არსებობის წესთან ერთად იქმნება და იშლება”. ეს არ არის ნიშანი, რომელიც
მიეწერება ადამიანის ცნებას,არამედ იგი ადამიანის ყოფიერების წესში რეალიზდება.
ყოფიერების გაგება ადამიანის უნარი კი არ არის, არამედ ახასიათებს ადამიანის
ყოფიერების წესს. ადამიანს სხვაგვარი ყოფიერება რომ ახასიათებდეს მას არ
ექნებოდა ყოფიერების გაგება. ამიტომ აუცილებელი ხდება ადამიანის
ყოველდღიურობის ანალიზი,როგორც ყოფიერების გაგება ფორმების ანალიზი.
ადამიანის კვლევა შეიძლება წარიმართოს ორი გზით: რედუქციით მივიღოთ წმინდა
სუბიექტი და ვიკვლიოთ მისი არსობრივი უნარები, ანდა უნდა ვიკვლიოთ როგორც
ის არის უმრავლეს და უმეტეს შემთხვევაში - ყოველდღიურობაში. ასეთ განხილვას
აქვს ერთი უპირატესობა, რომ ყველა ადამიანს ახასიათებს ეს და ყველა ადამიანს
შეუძლია ამ ყოველდღიურობაში მისი მეტაფიზიკურობა დაინახოს.

ანტიკური მეტაფიზიკის ჩამოყალიბება - პარმენიდე - პლატონი

აზრი, როგორც ასეთი, დამოუკიდებელ არსებობას იძენს და კვლევის


დამოუკიდებელი საგანი ხდება. ემპირიულ საგანთა სამყაროს ადგილს იკავებს
აზრების სამყარო. მას არსებობის საკუთარი წესი აქვს. უნდა გაირკვეს როგორ
არსებობს, იცვლება და ვითარდება აზრი.

ბერძნულმა აზროვნებამ დაიწყო სამყაროს ანუ ბუნების მეტაფიზიკური


საფუძვლების ძიებით. შემდეგ ადამიანმა დაიწყო აზროვნება იმაზე თუ როგორი
უნდა ან შეიძლება იყოს ამ არსებული რეალური ქმნადობის სამყაროსაგან
განსხვავებული სამყარო. ეს არის გრძნობადი სამყაროს გარეთ მიღმა არსებული
მეტაფიზიკური სამყარო, ჯერარსის, მარადიულის, ჰარმონიის სამყარო. აქედან
გამომდინარეობა რამდენიმე გზა: ამქვეყნიურობის შეფასება და გარდაქმნა
მეტაფიზიკური სამყაროს მიხედვით. ადამიანი ცდილობს ეზიაროს მეტაფიზიკურ
სამყაროს, მონახო სამყაროში, შენ თავში რაღაც მეტაფიზიკური, მარადიული.
შეიძლება თუ არა მეტაფიზიკური სამყაროს შემეცნება. რეალობა ასახული იქნა
აზრებში და განაგრძობს არსებობას აზრებში. აზროვნების, აზრის კვლევა ხდება
რეალობის კვლევა.
ადამიანმა საკუთარ თავში დაინახა სამყაროს საიდუმლეობის გასაღები. უკვე
ჰერაკლიტე ამბობდა თავის ფილოსოფიაზე მე ვიკვლევდი საკუთარ თავს. ადამიანი
დაინტერესდა არა მარტო კოსმოსის საგანთა წარმოშობის, არსებობისა და
ცვალებადობის წესრიგით, არამედ მას უკვე აინტერესებს აზრის წარმოშობისა და
არსებობის წესრიგი. ადამიანი აღმოაჩენს ყოფიერების ფუნდამენტურ
რაციონალურობას.

ყოფიერების პრობლემა. პარმენიდემ დაინახა, რომ ჰერაკლიტეს ცვალებადობის


ქაოსში, აუცილებელი იყო გარკვეულობის შეტანა. ეს ნიშნავდა ურყევის, უცვლელის,
მარადიულის მონახვას. პარმენიდე თვლის, რომ თუ სამყარო არის მხოლოდ
ცვალებადობა, მაშინ კოსმოსი იქცევა ქაოსად. ცვალებადობის ქაოსში ბუნებრივია
ურყევი, მყარი წერტილის მონახვის სურვილი. იგი ეყრდნობა პითაგორას რიცხვის
რაციონალიზმს და ქსენოფანე კოლონოფონელის ერთს, რომელიც არის აზრი და
თავის თავში აერთიანებს სამყაროს. ჰერაკლიტემ ცვალებადობის მიზეზი დაინახა
სამყაროს დიალექტიკურ აგებულებაში. მისი აზრით, ნებისმიერი საგანი შედგება
არსებობისა და არარსებობისაგან. მათი ცვალებადობის თანაფარდობა განსაზღვრავს
საგნის ცვალებადობას. ეს ჰერაკლიტემ შეაჯამა დებულებაში – “არსი და არარსი ერთი
და იგივეა. პარმენიდესათვის ეს დებულება მიუღებელია. თუ საგანი შედგება არსისა
და არარსისაგან, მაშინ უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს არსებობა და არარსებობა. ამ
საკითხით პარმენიდე გადადის რეალობის გააზრების ახალ უფრო მაღალ
საფეხურზე. მას აინტერესებს, არა მარტო ის თუ რისგან წარმოიშვა სამყარო, არამედ
თუ რას ნიშნავს სამყაროს არსებობა. ეს მოითხოვდა არსებობის ნიშნების დადგენას
და არსებობის წესების განსხვავებას. პარმენიდემ განასხვავა ბუნებრივი და
მეტაფიზიკური არსებობის წესი. ცვალებადობის ახსნამ შემეცნების სახეების
განსხვავება გამოიწვია. თუკი ყველაფერი იცვლება არის თუ არა რაიმე უცვლელი.
თუკი ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია მსჯელობა
რეალობის შესახებ, რადგან სანამ რაიმეს გამოთქვამ საგანზე იგი უკვე შეცვლილია.
პარმენიდეს მიხედვით ცვალებადობა მოჩვენებითია, ნამდვილი ჭეშმარიტი
სინამდვილე არ იცვლება. ცვალებადი საგანი არის არსებობისა და არარსებობის
მთლიანობა. ჭეშმარიტი არსებული არ შეიძლება ასეთი იყოს. პარმენიდეს აზრით: `
არსი არის არარსი არ არის~. ცვალებადი საგანი არ არსებობს ჭეშმარიტად.
ჭეშმარიტად არსებული საგანი უცვლელია. ჭეშმარიტად არსებულს ახასიათებს
უცვლელობა, სისრულე, მარადიულობა. თუკი ყველაფერი ჰერაკლიტესებურ
ცვალებადობაშია, მაშინ როგორ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მე, მე ვარსებობ, მე ვიცი.
პარმენიდემ ამ კითხვის გასაცემად მოითხოვა ყოფიერების წესების განსხვავება და
შემეცნების წესების განსხვავება . პარმენიდესავე უნდა მივაწეროთ ბერძნული
აზროვნების მეორე ძირითადი პრინციპის ჩამოყალიბება: „ყოფიერება არის-
არაყოფიერება კი არ არის“. ეს ნიშნავდა, რომ თუკი რაიმე არსებობს იგი არ შეიძლება
გაქრეს, იქცეს არარად და მეორეს მხრივ „არაფრისაგან არაფერი არ წარმოიშვება“.
კოსმოსი არსებობს როგორც აუცილებელი და როგორც მარადიული წრებრუნვა.

ჭეშმარიტი ყოფიერება შეიმეცნება გონებით, გრძნობებს არ შეუძლიათ დაინახონ


უცვლელი, მარადიული. გრძნობებს ეჩვენებათ სინამდვილე მუდმივ ცვალებად
საგანთა ერთობლიობად. ამიტომ გრძნობების ნდობა არ შეიძლება. გრძნობები
გვატყუებენ სამყარო, ჭეშმარიტი არსი არც ცვალებადია და არც წარმავალი.
ჭეშმარიტი არსი არის ერთი და იგი უცვლელია. შემდეგ პლატონმა გამიჯნა
ცვალებადობის სამყარო მარადიული სამყაროსაგან.

პარმენიდე კითხულობს: არის თუ არა რაიმე მარადიული, უცვლელი ბუნებაში და


თვითონ ადამიანში? თუკი ადამიანში არ არის არაფერი მარადიული, მაშინ ადამიანი
არც არსებობს ჭეშმარიტად. პარმენიდეს აზრით, ჩვენი შემეცნების ნაკლია, რომ ჩვენ
გვეჩვენება, რომ ყველაფერი იცვლება. ის რაც არ იცვლება მას გრძნობებით ვერ
დავინახავთ. იგი შეიძლება დავინახოთ გონებით. მსგავსი შეიმეცნებს მსგავსს. აქედან
გამომდინარე პარმენიდემ გააკეთა მთავარი აღმოჩენა: `არსი და აზრი
იგივეობრივია~. ამით მან გამოთქვა ბერძნული აზროვნების ერთერთი უძირითადესი
პრინციპი-სამყაროს, სინამდვილის გონივრულობის შესახებ. მან კლასიკური ფორმით
გამოთქვა ბერძნული სამყაროს გონებისადმი ნდობა, მისი რაციონალისტური
ხასიათი. გონება არის ჭეშმარიტი როგორც სინამდვილის დანახვის ერთადერთი
საშუალება, რადგან თვითონ ყოფიერება გონითია. ეს სინამდვილე მარადიული,
უცვლელი, თავისთავის იგივეობრივია. იგი მიიწვდომება მხოლოდ გონებით,
გრძნობებით კი ცვალებადი და მიმდინარე. პარმენიდეს აზრით სინამდვილეში არ
არსებობს ცვალებადობა, არამედ უბრალოდ გვეჩვენება. პარმენიდესთან პირველად
გაიმიჯნა ჭეშმარიტი მარადიული ყოფიერება როგორც უხილავი და გონებით
მისაწვდომი გრძნობადი და ხილული სინამდვილისაგან.

ამ საფუძველზე გამიჯნული იქნა ჭეშმარიტი ცოდნა და შეხედულება. არსისა და


აზრის იგივეობით შეიქმნა იდეალისტური მეტაფიზიკა. ჭეშმარიტ არსებულად
გამოცხადდა აზრი, რომელიც უცვლელი და მარადიულია. აზროვნება არის არსი და
ამავე დროს ერთი. საგანთა მრავალფეროვნებისა და ცვალებადობის უკან იმალება ის
ერთი, რაც არის ჭეშმარიტად არსებული. ჭეშმარიტად არსებული და ჭეშმარიტი
აზრი მარადიულია.

შემდგომში ჭეშმარიტი სინამდვილის დაპირისპირება გრძნობადი


სინამდვილისადმი ევროპული ფილოსოფიის უმთავრესი თემა გახდა. ყოფიერების
ცნება გულისხმობს შემდეგს: ყოფიერება არის ჭეშმარიტი არსებული. ყოფიერება
ერთიანი, უცვლელი, განუყოფელი და იგივეობრივია. ყოფიერება არის, არარა კი არ
არის. ყოფიერება შეიმეცნება გონებით, არარა კი შეუმეცნებადია. არარა არ არსებობს
გონებისათვის, ე. ი. იგი საერთოდ არ არსებობს.

ეს იყო ჰერეკლიტესადმი პრიციპულად საპირისპირო პოზიცია. ცვალებადობის


ზღვაში აღმოჩენილი იქნა მყარი, უცვლელი, რაც გარკვეულობის საფუძველია. ეს
მყარი, უცვლელი მიჩნეული იქნა ჭეშმარიტ არსებულად. იგი დაუპირისპირდა
არარსს როგორც ცვალებადს. შემდეგ ჭეშმარიტად არსებული გაუგივდა აზრს, ამით
აზრის სამყარო, როგორც ჯერარსის, ჰარმონიის, მარადიულის, სამყარო
დაუპირისპირდა ცვალებად სამყაროს.

პარმენიდესათვის გადაუჭრელ პრობლემად დარჩა საკითხი – როგორ შევათავსოთ


ერთ საგანში ცვალებადი და უცვლელი. პარმენიდემ ის მარტივად გადაჭრა, მან
ცვალებადობა, სიმრავლე, მოძრაობა მოჩვენებად გამოაცხადა.

დერიდას დეკონსტრუქცია

მეტაფიზიკა და პოსტმოდერნის ადამიანი დერიდა ისევე, როგორც ყველა ეძებს


რეალობის ჭეშმარიტ სახეს და მასთან მისადგომს. ევროპულ აზროვნებაში ასეთ
რეალობასთან მისვლაზე პრეტენზიას აცხადებდა მეტაფიზიკა. ეს განაპირობებდა
მეტაფიზიკის მნიშვნელობას ევროპულ აზროვნებასა და კულტურაში. დასავლური
ცივილიზაციის საფუძველია და საერთო ევროპული ცივილიზაციური პროცესის
განმსაზღვრელია ფილოსოფიური გონება, რომლის არსებობის ფორმად მიჩნეულია
მეტაფიზიკა და მეტაფიზიკის კრიზისი გამოხატავს ევროპული ცივილიზაციის
კრიზისს. ამდენად მეტაფიზიკის კრიტიკა ვლინდება როგორც დასავლური
ცივილიზაციის კრიტიკა. დერიდა ცდილობს მთელი ტრადიციული ფილოსოფია
განიხილოს როგორც ერთგვაროვანი მეტაფიზიკა. ტრადიციული მეტაფიზიკის
ფუნდამენტური ნიშანია: უპირველესი, უეჭველი ნამდვილი ყოფიერება,
სინამდვილე, არსებობა და არსებული არის და ადამიანი არის ამ სინამდვილესთან
სახეზემყოფობის, დასწრებულობის, სახით. ტრადიციული მეტაფიზიკა პრეტენზიას
აცხადებს, რომ მისთვის მისაწვდომია უშუალო რეალობა მისი სისავსით.

დერიდეს კი მიაჩნია, რომ ტრადიციულ მეტაფიზიკას, ადამიანს არ აქვს უშუალო


წვდომა ნამდვილ სინამდვილესთან, უშუალო სინამდვილესთან დასწრებულობის
უნარი და მეტაფიზიკა ვერაფერს ეუბნება ადამიანს თუ რა არის არსებული, რა არის
ნამდვილი ყოფიერება, რეალობა, ვერ აძლევს ყოფიერების გაგების იმედს. მეტიც
უშუალო სინამდვილის დაშვება და მისი წვდომის შესაძლებლობის აღიარება არის
დოგმატიზმი. რადგან ასეთი სინამდვილეს არსებობა დაუსაბუთებელი და
დაუსაბუთებადია. ამ საკითხებზე პასუხი ადამიანის არსებობის საფუძველია. იგი,
ჰაიდეგერის კვალად, თანამედროვე ფილოსოფიას განიხილავს როგორც
ცნობიერების, სუბიექტურობის და ჰუმანიზმის მეტაფიზიკად. დასავლურ
აზროვნებას, ფილოსოფიურ გონებას ახასიათებს მეტაფიზიკურობა და
რაციოცენტრიზმი, რომლის ნიშანი გახდა დოგმატიზმი და ბინარული ოპოზიციით
ყველაფრის განხილვა. დოგმატიზმი ვლინდება აზროვნების დიხოტომიაში,
რომელიც სინამდვილეს განიხილავს როგორც შინაგან დაპირისპირებაში მყოფს
(ცნობიერება-მატერია, გონი-ყოფიერება, ადამიანი-სამყარო, ცნობიერი-არაცნობიერი,
ქალი-კაცი, შინაგანი-გარეგანი) და ამ დიხოტომიიდან ერთერთის უპირატესობის
აღიარებაში. ეს ბინარული დაპირისპირება არის მეტაფიზიკური გათიშულობის და
დაპირისპირების გამოხატულება. მეტაფიზიკის წინააღმდეგ ბრძოლა არის ამ
ბინარული დაპირისპირების უკუგდება და დარღვევა. დერიდა თვლის, რომ ეს
დოგმატიზმი უპირველესად ვლინდება იმაში, რომ ცნობიერება, სუბიექტი, მამაკაცი
მიჩნეულია არსებულთა მთავარ ელემენტად, ცენტრად და პრიორიტეტად,
რომელთანაც მიმართებაში განისაზღვრება ყველა არსებული. ეს ცნობიერება
წარმოდგენილია ლოგიკური და ფორმალური რაციონალურობის სახით,
უკუგდებულია არაცნობიერი და ცნობიერების შინაარსის მთელი მრავალფეროვნება.
დერიდა დასავლური მეტაფიზიკის ერთერთი არსობრივი თავისებურებას ხედავს
მეტყველება-წერილის დაპირისპირებაში და წერილის ფენომენის
უგულვებელყოფაში. მისი მიზანია აჩვენოს თუ რა შედეგი მოაქვს ამას
მეტაფიზიკისათვის, ადამიანისათვის და უნდა ნაჩვენები იყოს თუ რას ცვლის
წერილის წინა პლანზე წამოწევა მეტაფიზიკისათვის, ადამიანისათვის.
დეკონსტრუქციის ცნება XX საუკუნე არის მეთოდოლოგიის საუკუნე. ყველა
მოაზროვნე ცდილობს აზროვნების საკუთარი მეთოდის დანერგვას, რომელიც მისი
აზრით უკეთ დაეხმარება მის აზროვნებას მიზნების განხორციელებაში. ჰუსერლმა
შემოიტანა ფენომენოლოგიის მეთოდი, დესტრუქციის ცნება შემოტანილი იქნა მ.
ჰაიდეგერის მიერ, მეცნიერულ მიმოქცევაში გაავრცელა ჟ. ლაკანმა ხოლო
თეორიულად დააფუძნა ჟ. დერიდამ. ჰაიდეგერის დესტრუქცია გარდაიქმნა
დერიდეს დეკონსტრუქციად. დეკონსტრუქცია, როგორც მეთოდოლოგია,
გავრცელდა ჰუმანიტარული მეცნიერებებში. დესტრუქცია და დეკონსტრუქცია
თანამედროვე ფილოსოფიის წარსულთან მიმართების ფორმებია.

ჟ.დერიდა, თავის წერილში „წერილი იაპონელი მეგობრისადმი“, წერს თუ როგორ


აღმოაჩინა ტერმინი „დეკონსტრუქცია“ და როგორ განსხვავდება იგი ჰაიდეგერის
დესტრუქციის ცნებისაგან. იგი თავდაპირველად ცდილობდა ჰაიდეგერის ტერმინის
პირდაპირ გადმოღებას. დერიდა ახორციელებს ყველაფრის: მეთოდის, თეორიის,
აზროვნების წესის დეკონსტრუქციას. დეკონსტრუქცია არ ესწრაფვის რაიმე
საბოლოო შედეგს, დასკვნას. დეკონსტრუქცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს
მეტაფიზიკის ისტორიის, მეტაფიზიკის აზროვნების იმ ასპექტებს, რომლებსაც ადრე
არ ექცეოდა შესაბამისი ყურადღება და მარგინალურად, პერიფერიულად და
უმნიშვნელოდ ითვლებოდა. ამით იგი ქმნის ჰუმანიტარული და ფილოსოფიური
აზროვნების ახალ შესაძლებლობებს. ბოლოს, დეკონსტრუქცია აუქმებს იმ
აკრძალვებს, რომელიც დაადგინა ტრადიციულმა მეტაფიზიკამ და აზროვნებამ, რაც
აზროვნების ახალი შესაძლებლობების გახსნის.

You might also like