You are on page 1of 4

/ მარიამ ალავერდაშვილი /

1. დაახასიათეთ სოკრატეს საქმიანობა და განმარტეთ მისი არსი და მიზანი.

„სოკრატეს აპოლოგიაში“ იგი თავისი მისიის წარმოშობის შესახებ საუბრობს:


ერთხელ, ქერეფონტმა, რომელიც მისი მეგობარი იყო, წამოაყენა საკითხი - იყო
თუ არა ვინმე სოკრატეზე ბრძენი, რაზეც პითიამ უარყოფითი პასუხი გასცა.
სწორედ პითიას წარმოთქმულმა „არა“-მ წარმოქმნა სოკრატეს მისია, რომელიც
შემდეგში მდგომარეობდა - პითიამ სოკრატე ამქვეყნად ყველაზე ბრძენ
ადამიანად დაასახელა, რამაც იგი აიძულა, პითიას სიტყვების შემოწმებაზე
ეზრუნა. ის იწყებს სხვა და სხვა მხარეებში მოგზაურობას, რათა თავისზე ბრძენი
კაცი მოძებნოს. ეს მისია თავისდაუნებურად წარმოიქმნა და სწორედ მის
წარმოქმნაში ჩანს სოკრატეს ფილოსოფიური პროფილი.

2. დაახასიათეთ სოკრატე
ა) პლატონის მეშვიდე წერილის მიხედვით
ბ) პლატონის ნადიმის მიხედვით ( ალკიბიადეს სიტყვა )

ა) დემოკრატიულმა ათენმა სოკრატეს გარყვნილებასა და ღმერთების


უპატივცემულობაში დასდო ბრალი, მაგრამ რეალურად მხოლოდ იმის გამო
გაასამართლა , რომ დამკვიდრებული შეხედულებების საწინააღმდეგოს წარმატებით
უმტკიცებდა თანამოქალაქეებს, რომელთაც თავი მთავარ მოაზროვნეებად მიაჩნდათ
და შედეგად, ამ „აბეზარი სინდისის“ მიმართ ანტიპათია უფრო ხშირი მოვლენა იყო,
ვიდრე მისი პროგრესული აზროვნების აღიარება.

სიტყვიდან, რომელიც სოკრატემ სასამართლოზე წარმოთქვა, იკვეთება, რომ მან


პირმოთნეობასა და მსაჯულთა გულის მოგებას ამჯობინა მტკიცედ მდგარიყო იმ
პოზიციაზე, რომ ყველა ბრალდება აბსურდულია და რომ არც უნდა განიხილებოდეს
ამგვარი რამ მის წინააღმდეგ. დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად სოკრატეს
არც ერთი შესაძლო ბერკეტი არ გამოუყენებია. ამით მან ათენელებს კიდევ ერთხელ
დაუმტკიცა საკუთარი უპირატესობა და ის, რომ ნამდვილად იშვიათი
შესაძლებლობების მოაზროვნე იყო.

ბ) რაც შეეხება ალკიბიადეს სიტყვას, სადაც იგი ხოტბას ასხამს სოკრატეს, უნდა
აღინიშნოს, რომ მისი გამოსვლა ფასადურია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ
სოკრატე სხვათა წინაშე დაამციროს და გამოიყვანოს თავდაჯერებულობისა და
კმაყოფილების მდგომარეობიდან, მაგრამ სოკრატე ხვდება და პასუხობს - „შენ გინდა,
რომ სპილენძი ოქროში გაცვალო“. ანუ მიანიშნებს, რომ ალკიბიადეს ყალბ სიტყვებს
სპილენძის ფასი აქვს და ახლოსაც ვერ მივა სოკრატეს აზროვნებასთან, რომელიც
ოქროდ ფასობს.

3. დაახასიათეთ და განმარტეთ ფილოსოფოსის საქმიანობის არსი „ფედონის“


მიხედვით.
1. განმარტეთ კავშირი სულს, გახსენებასა და შემეცნებას შორის „ფედონის“
მიხედვით.
2. განმარტეთ არსისა და არარსის გაგება ა) პარმენიდესთან, ბ)
დემოკრიტესთან. შეადარეთ ისინი ერთმანეთს.
3. რით ჰგავს და არ ჰგავს სოკრატე სოფისტებს ? პასუხი დასაბუთებულად
განმარტეთ.

3.1 სულის ბუნების რაობა უმთავრესი საკითხია, რომელზეც ყველა სხვა

დანარჩენია აგებული . სულში იმთავითვე არის ყველაფერი, რაც იდეათა

სამყაროშია,თუმცა ნაკლები ხარისხით და გაუმჟღავნებლად. ისევე,


როგორც თესლში არის ცოდნა იმისა, რაც შეიძლება და უნდა გახდეს
თესლი. სული, გახსენება და შემეცნება ფუნქციონალურად არიან
დაკავშირებულნი ერთმანეთთან. უხილავი სამყაროს მიტოვების შემდეგ
სული იწყებს ცხოვრებას სხეულში, რომელსაც თან ახლავს ბედის გენია და
რომელიც სულ თან უნდა სდევდეს აქაურ სამყოფელში. უკვე სხეულში
ყოფნისას სულს იდეების სამყაროს ანარეკლი ხილული სამყაროს საგნების
მეშვეობით შეუძლია გაიხსენოს ის, რასაც ჭვრეტდა ადრე. ხილულ
სამყაროში ყოფნის ამოცანაა - აღდგენა ცოდნისა, რომელიც ჰქონდა სულს
უხილავი სამყაროს მიტოვებამდე. და რადგან უკვე ვიცით, რომ სული
„ყოვლისმცოდნეა“ მიღმიერი სამყაროდან, მარტივია, ვისაუბროთ
შემეცნებაზე. სწორედ, გახსენების საფუძველზე ხდება შემეცნება.
სოკრატესა და მისი ერთგული მოწაფის, პლატონის თვალსაზრისით, რაკი
ცოდნის ჩანასახი თანდაყოლილია, ამიტომ სწავლა-სწავლება „ცოდნის
შობას“, მშობიარობას ჰგავს, ხოლო მასწავლებელი ბებიაქალს ჰგავს,
რომელიც ცოდნის აღმოჩენა-ანამნეზისს უადვილებს მოსწავლეს.

3.2 ა)  პარმენიდე ელეატური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი


იყო. იგი იკვლევდა არსისა და არარსის, არსისა და აზრის დამოკიდებულებას.
პარმენიდე ამტკიცებს არსისა და არარსის შეუთავსებლობას და ადგენს არსის
არსებით ნიშნებს. მისი თვალსაზრისით, არსი აზრის საგანია. აზრი არ არსებობს
არსის გარეშე. პარმენიდემ ვერ შეძლო ბუნების მრავალფეროვნების ახსნა და
არსის მეტაფიზიკა დაუპირისპირა ფიზიკას, როგორც ბუნების ფილოსოფიას.
ბუნება პარმენიდესთვის არც არსია და არც არარსი. მან ერთმანეთს მოწყვიტა
არსი და მოვლენები, ერთი და მრავალი, მეტაფიზიკა და ფიზიკა, რადგან
წინასწარ უარყო ერთიანობასთან მისასვლელი დიალექტიკური გზა. 

ბ) დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალს წარმოადგენდა ბუნება. თუ არსებობს


არარსი, მაშინ შეიძლება არსებობდეს მოძრაობა და სიმრავლე, მაგრამ არარსი არ
არსებობს, მაშასადამე, არც მოძრაობა და სიმრავლე არ არსებობს. და თუ არსებობს
მოძრაობა და სიმრავლე, მაშინ აუცილებლობით უნდა არსებობდეს მათი პირობა -
სიცარიელე. ამით დასაბუთებულია სიცარიელის არსებობა. რომ არ არსებობდეს
სიცარიელე, მაშინ მოძრაობას გასაქანი არ ექნებოდა, ის არ იარსებებდა, რომ არ
არსებობდეს სიცარიელე, მაშინ არც სიმრავლე იარსებებდა, რადგან სიმრავლეს
ქმნის საზღვარი ერთეულებს შორის, საზღვარი კი სიცარიელეა. არსებობს
მოძრაობა და სიმრავლე, მაშასადამე, არსებობს სიცარიელე.

რაც შეეხება შედარებას პარმენიდესა და დემოკრიტეს მოსაზრებებს შორის,


დემოკრიტეს აზრით, საჭიროა სიმრავლის, მოძრაობის, თვალხილული საგნების
ახსნა და არა უარყოფა, რასაც პარმენიდეც განიხილავს. დემოკრიტე ასევე
ეთანხმება ელეატებს იმაში, რომ მოძრაობისა და სიმრავლის პირობა არის არარა,
სიცარიელე, მაგრამ თუ პარმენიდე გამოდიოდა გარკვეული აქსიომატური
დებულებიდან და შემდეგ ასკვნიდა სიმრავლისა და მოძრაობის არარსებობას,
დემოკრიტემ საწინააღმდეგო გზა აირჩია, მიიღო ბუნების - სიმრავლისა და
მოძრაობის არსებობა და შეეცადა მათი პირობების ახსნას.

3.3. სოკრატე არ ეთანხმებოდა სოფისტების შეხედულებათა სისტემას. იგი თვლიდა,


რომ სოფისტური მოძღვრება თავისი შინაარსითა და არსებით სიმართლის, სიკეთისა
და სათნოების უარყოფას გულისხმობდა და როდესაც ეს იდეოლოგია თავის
გავლენის სფეროებს გაიფართოვებდა, ათენის საზოგადოება დიდ განსაცდელში
ჩავარდებოდა. ეს კი კარდინალურად შეცვლიდა მათ ზნეობრივ ღირებულებებსა თუ
ფასეულობებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოკრატეს ბევრი რამ ჰქონდა საერთო სოფისტებთან - მან
აქცია ადამიანი აზროვნების საგნად, რითაც ხელი შეუწყო მეცნიერების გააზრებასა
და გაღრმავებას, სწორედ ასე იქცეოდნენ სოფისტებიც, სოკრატემ გამოიტანა
ფილოსოფია ქუჩებში და სწორედ ამასვე აკეთებდნენ სოფისტებიც. ანუ, მათ
აერთიანებთ აზროვნების საგანი .

You might also like