Professional Documents
Culture Documents
ge/articles/1291
სრულად ნახვა...
მთარგმნელის წინასიტყვაობა:
წყარო
- ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩანს. მსგავსი კითხვები იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანებმა
არც კი იციან ვინ არიან და რას წარმოადგენენ. ამისთვის შეგიძლიათ მადლობა უთხრათ თქვენი
რელიგიის ქურუმებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ ცოდნა დაემალათ და
დაემახინჯებინათ. ასე ხომ უფრო მარტივია ფარას მართვა და დამორჩილება. ამიტომ საკითხი -
თუ რას წარმოადგენს ადამიანი - ძალზე მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც - სიკვდილ-სიცოცხლის
საკითხია. რადგან თუ ადამიანი ამაზე არ ფიქრობს, მისი ცხოვრება მონურ არსებობას ემსგავსება,
სრულიად პროგნოზირებად შედეგსაც იძლება.
1 of 7 12/26/2023, 8:41 PM
Firefox https://magma.ge/articles/1291
მაშ ასე, რატომღაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი ახლობლები სიკვდილის შემდეგ
აუცილებლად სამოთხეში მოხვდებიან. მათ ხომ ამდენი ტანჯვა გაიარეს, და თითქოს
სიკვდილის შემდეგ მაინც იმსახურებენ რაიმე კარგ ადგილს, ან როგორც მინიმუმ დასვენებას და
სიმშვიდეს. მაგრამ ისინი ჯოჯოხეთში ნაღდად არ მოხვდებიან. ჯოჯოხეთი - ეს მხოლოდ დიდი
ცოდვილბისთვისაა, უსინდისო ჩინოვნიკებისთვის ან მკვლელებისთვის. ამათ ფონზე
საშუალოსტატისტიკური ადამიანის ცხოვრება თითქმის წამებულის ცხოვრებას ჰგავს. ბევრი
ფიქრობს, რომ გარდაცვლილი ნათესავები ზეციდან გვაკვირდებიან და დროდადრო სიზმრებში
მოდიან ხოლმე, რათა გაგვაფრთხილონ, მიგვანიშნონ რამეზე და უბედურებებისგან დაგვიცვან.
განსაკუთრებით ვხალისობ ისტორიებზე, სადაც გარდაცვლილები თეთრი სინათლით
გაცისკროვნებულნი მოდიან სიზმარში და ყვებიან, თუ რა კარგად არიან იქ. რომ იცოდეთ, რა
ტყუილია ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებულნი დარჩებოდით.
- ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ აკეთებთ ასეთ აქცენტს ფიქრებზე? ბევრი ხომ ფიქრობს,
რომ მთავარია რეალობაში არ ჩაიდინონ მსგავსი რამ, თავში კი რაც გინდა ის ატრიალე?
2 of 7 12/26/2023, 8:41 PM
Firefox https://magma.ge/articles/1291
- კი, მაგრამ ამას გამოუვალობის სუნი ასდის. გამოდის, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და
ჯოჯოხეთშ მოვხვდებით მხოლოდ ფიქრების გამოც კი. ადამიანებში ხომ სიკეთე და
სიყვარულიცაა. ადამიანები ხომ ავლენენ საუკეთესო ადამიანურ თვისებებს?
3 of 7 12/26/2023, 8:41 PM
Firefox https://magma.ge/articles/1291
- ეს სრული სიბრიყვეა - თავი გააიგივო სხეულთან. ეს ხომ სრულიად ცხადია, რომ ის სრულიად
ავტონომიურად ფუნქციონირებს, ჩვენი ჩარევის გარეშე. ამასთან იმასაც ასწრებს, რომ გვმართოს
და მიგვითითოს, როდის ვჭამოთ, როდის დავიძინოთ და ა.შ. სხეული - ესაა ის, თუ როგორ
გამოიყურება ჩვენი ეშმაკი, ეშმაკის ხატ-სახე, მაგრამ მხოლოდ უხეშ-მატერიალურ სამყაროში.
- და რა არის ეს?
ანუ ჩათვალო, რომ ნებისმიერი ადამიანი სიკვდილის შემდეგ უბრალოდ ისე მოხვდება
4 of 7 12/26/2023, 8:41 PM
Firefox https://magma.ge/articles/1291
ღმერთის სამყაროში უბრალოდ იმიტომ, რომ შედარებით „კარგი“ ადამიანი იყო, მაგრამ არანაირ
ნაბიჯებს არ დგამდა სულიერი განვითარების მიმართულებით, - ეს იგივეა, იფიქრო, რომ
იაპონიაში მოხვდები საკუთარი ოთახიდან გაუსვლელად.
საქმე იმაშია, რომ თვითმფრინავის ბილეთი ხელში გაქვს, მაგრამ დანიშნულების პუნქტს რომ
მიაღწიო, გარკვეული ძალისხმევა უნდა ჩადო. გზა გაიარო აეროპორტამდე და ბოლოს და
ბოლოს თვითმფრინავში ჩაჯდე.
და აი, დავუბრუნდეთ ჩვენს ბაბუას, რომელიც მთელი ცხოვრება არსაით არ მიდიოდა, და თავის
ცხოვრებას პატარა ეშმაკივით წვავდა. რა დარჩება სიკვდილის შემდეგ? ვინ გახდება სიკვდილის
შემდეგ? ასეთი ხომ უამრავი ადამიანიათქვენი, ჩვენი ბაბუების მსგავსი. აი თქვენ, მაგალითად,
დარწმუნებულნი ხართ, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხე გელოდებათ? დაფიქრდით, საიდან
უნდა გაჩნდეს სიკვდილის შემდეგ სამოთხე, თუკი ცხოვრებაში ოდნავაც არ მიუახლოვდით?
თქვენი ცხოვრება ხომ - თქვენი აღქმა, შინაგანი მდგომარეობები - ეს თქვენი სამყაროა. ყოველი
ადამიანი ხომ თავის პირად სამყაროში ცხოვრობს, თავის რეალობას ქმნის. და რასაც ქმნით ამ
რეალობაში, სწორედ ის გახდება თქვენი მომავალი სიკვდილის შემდეგ. იქ არ იქნება უბრალოდ
ძილი, ან როგორც ზოგი ფიქრობს, შავი ეკრანი, არარსებობა და მორჩა. ასეთი მდგომარეობა ჯერ
კიდევ უნდა დაიმსახურო. არა, სიკვდილის შემდეგ, თუ ადამიანი ვერ გავიდა სულის
პორტალში, ის აქ რჩება, ენერგეტიკულ-ინფორმაციული ფორმის სახით, სხეული უბრალოდ
მიწად იქცევა, იხრწნება. მენტალურ პლანზე კი სულ სხვაგვარადაა. არ მესმის, რატომ
აკავშირებენ ყველაფერს ტვინს. დღემდე არ უპოვიათ ტვინში, თუ სად იმყოფება ადამიანი. ვერც
ცნობიერება იპოვეს, სად იმალება. იქ ვერაფერი ვერ იპოვეს. ამიტომ ადამიანი არ კვდება
სხეულთან და ტვინთან ერთად, ის უბრალოდ სხვა მდგომარეობაში გადადის. სამშვინველი
რეინკარნაციაზე მიდის, მასთან კი, ყველაფერი კარგი გვშორდება, რადგან ყველა საუკეთესო
ადამიანური თვისების წყარო სამშვინველია. ისევ ვიმეორებ. სამშვინველი განიცდის
რეინკარნაციას, და არა ადამიანი. ამიტომ არასწორია ჩათვალო, რომ სამშინველის წინა
ინკარნაციაც - ასევე შენ ხარ. არა, ეს ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორც შენ, მაგრამ მათ შენთან
არანაირი კავშირი არ აქვთ. ყოველ ადამიანს მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს.
5 of 7 12/26/2023, 8:41 PM
Firefox https://magma.ge/articles/1291
წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იქნება ეს. ვფიქრობ, ახლა გასაგებია, რატომ იქცევა ადამიანი
სიკვდილის შემდეგ მხეცად.
- მარტივია. ყველა, ვინც პორტალში ვერ გავიდა, მისგვერდით რჩება. თვალსაჩინოდ აგიხსნით.
წარმოიდგინეთ პორტალი, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში ხატავენ, ქვებით მორთული.
სწორედ ამ ქვებად იქცევიან ეს წერტილები ამ პორტალზე. ყოველი ახალი მიცვალებული ერთ-
ერთი ქვა ხდება სამშვინველის გარშემო. და ნატიფი პლანის სამყაროშ ის იქ რჩება, თან ახლავს
სამშვინველს შემდეგ რეინკარნაციებში. აი, უკვე ახალ სხეულში კი, სადაც ეს სამშვინველი
შედის, ახალი სუფთა ფურცელი იბადება, რომელიც შემდეგ ასევე მორიგი ქვა გახდება ამ
პორტალზე, ამ კარიბჭეზე. და ასე, წრეზე მიდის, სანამ ვიღაც არ შევა პორტალში. ადამიანებმა
არც კი იციან, რომ მათ გარშემო პორტალში ასობით და ასათობით ქვაა, და ისინი მისნაირი
ადამიანები იყვნენ წარსულში. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ქვები (ყოფილი ადამიანები) ძალის
წყაროსთან ახლოს იმყოფებიან პორტალთან ახლოს, ისინი მაინც განაგრძობენ არსებობას. ეს
ხდება მანამ, სანამ პორტალი ბოლომდე არ დაიხურება ქვებით, და ადამიანი, როგორც სული,
ვეღარ შევა მასში. მაშინ უკვე სინათლე ღმერთის სამყაროდან აქ ვეღარ შემოდის, პორტალი
ბოლომდე ქრება და ყველაფერი ინგრევა. მაგრამ ეს ათასობით ქვაა. ეს არც ისე მარტივია. ასე
რომ მხოლოდ ორი ვარიანტია, ადამიანი ნატიფი პლანიტან ან ღმერთის სამყაროში მიდის, ან
მატერიალურ უძრავ ეშმაკად იქცევა, ქვად - ეშმაკის კედელში.
- (იცინის) ბუდისტები ისინი არიან, ვინც ბუდას მიყვებოდა. ათეულები შეყვნენ მას პორტალში,
სხვები კი არა თუ ქვებად, დაბრკოლების ლოდებადაც კი იქცნენ გზაზე, დაბოდიალობენ
თავიანთი „ომ-ამ“-ით. მაგრამ არ ესმით, საითაა მიმართული მთელი მათი პრაქტიკები. რაზე
მუშაობენ ბუდისტები? ცნობიერებაზე. რისთვის მუშაობენ? მათთვის მთავარია შეერწყან ეშმაკს,
კედლის ნაწილი გახდნენ, რათა გონებას ჭეშმარიტება გაეხსნას. რა თქმა უნდა გაეხსნება, როცა
ქვად იქცევა. მკვდრებს ბევრი რამე ეხსნებათ. მაგრამ ეს ყოფიერების ჭეშმარიტებაა, და არა
ღმერთის სამყაროს ჭეშმარიტება. გრძნობთ სხვაობას? ისინი არ ცდილობენ პორტალში შესვლას.
მათ მთელი კედლის ხილვა სურთ, ცოდნის გაფართოება. ნირვანას მდგომარეობის მიღწევა
ბუდისტური გაგებით, ესაა ეშმაკის მსახურება, ბატონამდე მისვლა და თავად ეშმაკად გახდომა.
ასე რომ ბუდისტები არ უნდა ყვებოდნენ რეინკარნაციის შესახებ.
- შემდეგი კითხვა მაყურებლებისგან: რაში ჭირდებათ ენერგია მკვდრებს? რაში ჭირდებათ მათ
ცოცხლების ყურადღება?
6 of 7 12/26/2023, 8:41 PM
Firefox https://magma.ge/articles/1291
7 of 7 12/26/2023, 8:41 PM