You are on page 1of 322

1

აზრები

ხელოვნების ურჩეულესი ქმნილებანი, ხაზების დახვეწილო-


ბა, სრულქმნილი ენის სინატიფისა და ჰარმონიულობის გემოს
ხილვით მონიჭებული სიამოვნება, ზოგიერთი მათემატიკური
ორაზროვნების სიტკბოება, სიზუსტე, რომელსაც სულის იდუ-
მალ სიღრმეთა ჩხრეკით შეიძლება მიაღწიოს კაცმა, – ყველა-
ფერი ეს რამდენიმე პირის კერძო საქმეა. წაართვით მათ ისინი,
– ვინ წარმოიდგენს უფრო დიდ დანაკარგს?

*
მშვენიერი ქმნილებანი მათივე ფორმის ასულნი არიან; ფორ-
მისა, რომელიც მათზე ადრე იბადება.

*
ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნი-
ლი, ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.
პირველნი აკმაყოფილებენ საშუალო ბუნებრივი გრძნობე-
ლობის მოთხოვნილებებს, მეორენი კი თვითონვე ჰქმნიან ხე-
ლოვნურ მოთხოვნილებებს და, ამავე დროს, კიდევაც აკმაყო-
ფილებენ მათ.

2
არაფერია უფრო ორიგინალური, უფრო ჩვენეული, ვიდრე
ის, რომ სხვებისგან და სხვებით ვსაზრდოობთ. მაგრამ საჭიროა
მათი მონელება. ლომი კარგად ათვისებული და ასიმილირებუ-
ლი ვერძისგან არის შექმნილი.

*
შიში სისულელისა და ძრწოლა ბანალურის წინაშე; გეშინო-
დეს იმისა, რომ თითით საჩვენებელი შეიქმნე და იმისაც, რომ
ვერავინ შეგნიშნოს; – ორი უფსკრული.

*
გემოვნება, რომელიც მხოლოდ სიახლით ტკბება და სიახ-
ლეს უწევს ანგარიშს, კრიტიკული სულის დეგენერაციას მოწ-
მობს, რადგან არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე ნაწარმოების
სიახლეზე მსჯელობა.

*
ჩვენი მოწაფეები და მიმდევრები ათასწილ უფრო მეტს გვას-
წავლიდნენ, ვიდრე ჩვენი მასწავლებლები, სიკვდილი რომ
გვაცლიდეს მათი ქმნილებების ხილვას.

*
სინტაქსი სულის უნარია.
წიგნები

3
თითქმის ყველა წიგნი, რომელსაც ვაფასებ და უკლებლივ
ყველა წიგნი, რომელიც რამეში გამომდგომია, საკმაოდ ძნელი
საკითხავია.

*
აზრს შეუძლია მოსწყდეს მათ, მაგრამ არ შეუძლია ზერე-
ლედ, თვალის ერთი გადავლებით გადაიკითხოს ისინი.
ზოგი მე გამომადგა მათი სიძნელის მიუხედავად; ზოგი კი –
სწორედ მათი სიძნელის გამო.
თანამედროვე მწერლის შესახებ:
მისი აქციდენტები განსაცვიფრებელია, რასაც ვერ ვიტყვით
მისი სუბსტანციის მიმართ.

*
პოეტური იდეა ის იდეაა, რომელიც, პროზით გადმოცემული,
კვლავ ლექსად გარდათქმას მოითხოვს.

*
სრულყოფილება თავდაცვის იარაღია. აღმართე სრულყოფი-
ლება შენსა და სხვას შორის; შენსა და შენსავე თავს შორის.

*
მსუბუქი უნდა იყო, როგორც ჩიტი და არა როგორც ბუმბული.

4
*
კაცი, რომელიც მუშაკობს, ასე ესიტყვება საკუთარ თავს: მე
მინდა ვიყო უფრო ძლიერი, უფრო გონიერი, უფრო ბედნიერი –
ვიდრე – მე.

*
დიდება რომ გიყვარდეს, ძალზე დიდი წარმოდგენისა უნდა
იყო ადამიანებზე: უნდა გჯეროდეს, უნდა გწამდეს მათი.

*
კაცი, რომელსაც ერთხელაც არ უცდია დამსგავსებოდა
ღმერთს, უფრო პატარაა, ვიდრე კაცი.

*
კაცი, რომელიც თქვენ გიტევთ, არის კაცი, რომელიც გულს
იოხებს მხოლოდ.
წარმოიდგინეთ ამ კაცის სახე, როცა იგი მის წინ გაშლილ
სუფთა ქაღალდზე თქვენს სალანძღავ სიტყვას პოულობს. ის
შლის დაწერილს და კიდევ უფრო უკეთესი სიტყვით ცვლის მას.
ნურასოდეს ჩამოხსნით ამ სურათს თქვენი სულის კედლი-
დან.

5
*
თუ ჩემი მე ზიზღის ღირსია, მაშინ პრინციპი – გიყვარდეს
მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი – სასტიკ ირონიად იქცევა.

*
ბოლოს და ბოლოს, ეს უბადრუკი სიცოცხლე არა ღირს იმად,
რომ ჩვენს ჭეშმარიტ რაობას მსხვერპლად ვწირავდეთ იმას, რა-
დაც გვსურს ვჩანდეთ, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, თუ ვის
თვალში ან რა თვალში უნდა ვჩანდეთ.
ბანალური საუბარი
ბანალურია საუბარი, როცა ერთი თანამოსაუბრის სიტყვებს
თავისუფლად აგრძელებს მეორე და ეს სიტყვები ერთიმეორეს
ენაცვლებიან.
ამ სიტყვებს მხოლოდ ხმის ტემბრით თუ გაარჩევს კაცი. ხმის
ტემბრით შემიძლია უცნობი ვიცნო. ის იშვიათად მატყუებს მე.
ხმა მე მიმჟღავნებს სულის ზოგიერთ თვისებას. ეს ძალიან
ჰგავს ადამიანთა ამოცნობას მათი ხელწერის მიხედვით, რასაც
თავიანთ პრაქტიკაში მიმართავენ გრაფოლოგები. მაგრამ ჩემი
ფონოლოგია ნაკლებ ობიექტურია.

*
ამა თუ იმ არსების ჭეშმარიტი საიდუმლო მისთვის უფრო
საიდუმლოა, ვიდრე სხვისთვის.

6
ჭკვიანი კაცის საიდუმლო უფრო ნაკლებ საიდუმლოა, ვიდრე
სულელის.

*
ნათელი სული გასაგებს ხდის მას, რაც თვით მისთვის გაუგე-
ბარია.

*
აუხსნელი პატარა ფაქტები ყოველთვის შეიცავენ რაღაც ი-
სეთს, რასაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს დიდი ფაქტების ნე-
ბისმიერი ინტერპრეტაცია.
სიღრმე
ყოველი სიღრმე, რომელსაც ამა თუ იმ მდგომარეობის თვი-
სებად ვსახავთ, სხვა არა არის რა, თუ არა ამ მდგომარეობის
დაშორება ნორმალური მდგომარეობიდან და არა მისი მიახ-
ლოება უაღრესად მნიშვნელოვანსა და დაფარულთან.
სიღრმე
ღრმა იდეა ის იდეაა, რომელიც მთლიანად გარდაქმნის მო-
ცემულ სიტუაციას თუ კითხვას.
სხვაგვარად, საქმე ეხება მხოლოდ რეზონანსის ეფექტს და
ჩვენ ლიტერატურაში ვართ.

7
უმრავლესობა თავისი აზროვნების განვითარების საწყის
ეტაპებზე ჩერდება. მათი სულის მთელი სიცოცხლე სხვა არა
არის რა, თუ არა დასაწყისთა ერთობლიობა.

*
ყოველი კოსმოგონია, ყოველი მეტაფიზიკა აპრიორულად
გულისხმობს კაცს – ყველა იმ სპექტაკლის უშუალო მოწმეს,
რომელიც მას გამორიცხავს.
იგივე ითქმის ფიზიკის, ისტორიის თუ, უბრალოდ, გუშინდე-
ლი დღის მოგონების მიმართ.
ის, ვინც ხედავს, შეუთავსებელია იმასთან, რასაც ხედავს;
მაგრამ მეტ-ნაკლები სიცხადით.
ვარიაციები დეკარტის თემაზე
ხანდახან ვაზროვნებ, მაშასადამე, ხანდახან ვარსებობ.

*
სიკვდილი კი არა, სიცოცხლე ჰყოფს ერთმანეთისგან სულსა
და სხეულს.

*
ჩვენი პიროვნების, ჩვენი აზრების, სიკვდილისა თუ სიყვა-
რულის ჩვენმიერი განცდის უინტიმურესი და უღრმესი სუბსტან-
ცია სხვა არა არის რა, თუ არა ჩვენი წინაპრების გულუბრყვი-
ლობა, მათი ხატოვანი ლუღლუღი, მათი ზიზღი, მათი უმწეობა

8
ფსიქოლოგიური მოვლენების სფეროში, მათი ენობრივი სიღა-
ტაკე და ა. შ.
ხოლო ჩვენ ვაგრძელებთ ამ უბადრუკ წანამძღვრებს, ვაგ-
რძელებთ მათ ჩვენი სიჩქარით, ფაციფუცით, არათანმიმდევრუ-
ლობითა და ჩვენი უცნაური და ნერვიული დროის ეგზომ ბორო-
ტად გამოყენებით.

*
რამდენი რამის არცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ იმოქმე-
დო.

*
სულებს, აზრების უშუალო კომუნიკაციას, უკვდავებას, გონე-
ბას და გონებისეულ აქტებს საფუძვლად უდევს საშუალებათა,
გრძნობათა, სხეულთა და მექანიზმთა ამაოება. უთვალისჩინოდ
ხედვა, უსხეულოდ სიცოცხლე, შეუხებლად შეხება, უსაქმოდ
მოქმედება, უსწავლელად განსწავლა, უძრავად მოძრაობა და,
განსაკუთრებით, უსიკვდილოდ კვდომა, – აი, საწყისი და უც-
ნაური წამება ჩვენი.

*
აი, რა არის, ყველაზე ძნელი ამქვეყნად: ჩააყენო მთელი შე-
ნი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი – სამსახურში.

9
*
მე ხშირად ვფიქრობ სუბიექტზე, რომელსაც ეცოდინებოდა
ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, და ამ ცოდნას მოიხმარდა ზუსტი
ოპერაციებისა თუ რეცეპტებისთვის; მაგრამ, ამასთან, არ ეცო-
დინებოდა არც ერთი ცნება თუ სიტყვა, რომლებიც არ იძლევიან
წმინდა ხატებს და არსებობისთვის არ იწვევენ ერთგვაროვანსა
და განმეორებად აქტებს.
მას არასოდეს სმენია სიტყვები: სული, აზროვნება, სუბსტან-
ცია, თავისუფლება, ნება, დრო, სივრცე, ენერგია, ყოფიერება,
ინსტინქტები, მეხსიერება, მიზეზი, ღმერთები, არც მორალი ან
საწყისები. მოკლედ, მან იცის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, და
არ იცის არაფერი, რაც ჩვენთვისაც უცნობია. მაგრამ მან არ
იცის თვით მათი სახელებიც კი.

*
და აი, ასე, მე მას ვუპირისპირებ სიძნელეებს და იმ განცდებ-
საც, რასაც ისინი იწვევენ, მე ვაგებ მას ასეთნაირად და, დასას-
რულ, მოქმედებისთვის აღძრულს, მარტოკა ვტოვებ გარემოება-
თა ენიგმურ რკალში.

*
სამყაროსა და სულის სიცოცხლე გრძელდება მხოლოდ იმ
წინააღმდეგობის წყალობით, რასაც ძნელად საცნაური საგნები
გვიწევენ. საკმარისია ყველაფერი შევიცნოთ, რომ ყოველივე
გაქრეს, განქარდეს. ცნობიერების მიერ კიდით-კიდემდე განწო-
ნილი სამყაროს არსებობა იმდენადვე იქნება შესაძლებელი,

10
რამდენადაც მხილებული გაიძვერობა თუ გაქნილი თვალთმაქ-
ცის ოინი, რომლის საიდუმლო აღარავისთვის აღარ წარმოად-
გენს საიდუმლოებას.

*
აზრს არ შეუძლია თავისი თავის წინასწარ ხილვა, თუმცა მას
შეუძლია წინასწარ იხილოს თავისი ზიგზაგოვანი გზა და თავისი
განვითარება. მაგრამ ეს განვითარება თითქმის უკვე აღარ არის
ის.
დანაშაული
არის ბევრი სიტუაცია თუ იდეა, რომელიც არ შეიძლება ისე
გაირკვეს, თუ თვითონ არ ვემსხვერპლეთ მას, ან არ ვუმსხვერ-
პლეთ სხვები.

*
ბუნებრივი კანონები, მორალური კანონები, სამოქალაქო კა-
ნონები, სუნთქვა, მორჩილება, ანგარიშწარმოება, – ზოგჯერ ეს
უცნაური წესდებანი სიზმრებსა ჰგვანან.
ყველა მკვლელია.
არის ჩვენში ძლივს შესამჩნევი, იდუმალი მოძრაობა, უსახე-
ლო რეფლექსი, რომელიც პირწმინდად შლის და მიწასთან ას-
წორებს მას, ვინც სიტყვით თუ საქმით გვიპირისპირდება ჩვენ.

11
სად დავტევდით ბავშვებს, მზერას რომ განაყოფიერება შეეძ-
ლოს!
ან კიდევ მკვდრებს, კაცისკვლა რომ შეეძლოს მას!
ქუჩები სავსე იქნებოდა გვამებით და ფეხმძიმე ქალებით.

*
მორალი ცუდად შერჩეული და ცუდი რეპუტაციის მქონე სახე-
ლია საყოველთაო პოლიტიკის იმ დარგისა, რომელიც მოიცავს
თვითტაქტიკას თავისივე თავის მიმართ.
წინადადებებში: მე ჩემს თავს ვფლობ, მე ჩემს თავს ვუთმობ,
მე ჩემს თავს ნებას ვრთავ და ა. შ., მე და ჩემს თავს სხვადასხვა-
ნი არიან – თუ არა – ?
მორალის მთელი ანალიზი შეიძლება დაყვანილ იქნეს იმის
გარკვევამდე, თუ როგორ განსხვავდება ეს ორი ნაცვალსახელი
ერთმანეთისაგან: რეალურად თუ ფიქტიურად?

*
არის ბევრი რამ, რისი თეორიული უარყოფა უფრო მეტ გამ-
ბედაობას მოითხოვს, ვიდრე მისი სრული უგულებელყოფა
პრაქტიკაში. ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა
იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით
უარყო იგი.

*
ის, რაც ჩემთვის ძნელია, ყოველთვის ახალია ჩემთვის.

12
*
კაცის ტვინი ის ადგილია, რომელსაც გამუდმებით ჩხვლეტს
და ჩქმეტს სამყარო, რათა დარწმუნდეს თავისსავე არსებობაში.
კაცი აზროვნებს, მაშასადამე, მე ვარსებობ, – ამბობს სამყარო.
აზრი არის მეტნაკლებად სწრაფი, მეტნაკლებად განყენებუ-
ლი და მოუხელთებელი ჟესტი თუ აქტი არსებისა, რომლის ნაწი-
ლები და ორგანოებია ყველა შესაძლებელი საგანი და რომელ-
საც თავისი აქტების საარტიკულაციოდ მიზომილი აქვს დრო,
ხოლო ამ სამკვიდროს საზღვრებად – რეალობა.

*
სულისთვის ბოროტებაა აზროვნებდეს მხოლოდ პოლემის-
ტურად, როგორც პუბლიკის, – როგორც მტრის წინაშე.

*
გამოღვიძება ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს სიზმრებს, რასაც
ისინი არ იმსახურებენ.

*
გულია ის ორგანო, რომელიც წამიერსა თუ წარუვალ ღირე-
ბულებას ანიჭებს შთაბეჭდილებებსა და საგნებს. იგია თვითეულ
ჩვენგანში სრულიად განსხვავებულ ფასეულობათა მსაჯული;

13
იგია ცენტრალური რეზონატორი, რომელიც ირჩევს თავის ობი-
ექტს საგანთა ტოლფასოვნებაში.
ჩვენი ცრურწმენანი თუ წინათგრძნობანი, სწრაფვა თუ იმ-
პულსი, – იდეათა შინაგანი უთანასწორობის მომენტალური რე-
ორგანიზაცია.
რას ამტკიცებს ეს გული, ან რა ფასი აქვს ამ ფასეულობებს?

*
ჩვენ იძულებულნი ვართ ყოველ წამს ბოდიშს ვიხდიდეთ კე-
თილის ქმნისთვის.
არაფერი ასეთ ტკივილს არ გვაყენებს ჩვენ.

*
წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ, რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყა-
ლი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.

*
აბსოლუტურად შიშველი აზრები თუ ემოციები ისეთივე უმ-
წეონი არიან, როგორც თხემით ტერფამდე შიშველი კაცნი.
მაშასადამე, საჭიროა მათი შემოსვა.

*
აზრი ორსქესოვანია; ის თვითონ ანაყოფიერებს თავის თავს
და თვითონვე დაატარებს საკუთარ ნაყოფს.

14
*
პოემის სიუჟეტი მისთვის ისევე უცხოა და ისევე მნიშვნელო-
ვანი, როგორც კაცისთვის – მისი სახელი.

*
სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს
ეპასუხება.

*
ყველაზე უკეთესი ქმნილება არის ის, რომელიც ყველაზე
დიდხანს ინახავს თავის საიდუმლოს.

*
ძალიან დიდხანს, აზრადაც არ მოუვა ვინმეს, რომ ის, საერ-
თოდ, იმარხავს რამე საიდუმლოს.

*
ერთია იყო ნიჭით ცხებული და მეორე – შეგეძლოს სრულყო-
ფილი ნაწარმოების შექმნა. სამყაროს მთელი ექსტაზი დისკრე-
ტულ ელემენტებს იძლევა მხოლოდ.
ზუსტი გათვლისა და გაანგარიშების გარეშე ნაწარმოები მდა-
რეა, მდორე. ჭეშმარიტი პოემა გონების ზუსტ ქმედითობას გუ-

15
ლისხმობს. საქმე ეხება არა იმდენად ძალას, რამდენადაც ამ ძა-
ლის აპლიკაციას.

*
ავუგოთ პატარა მონუმენტი ყოველ სიძნელეს; პატარა ტაძა-
რი – თითოეულ კითხვას.
თავისი სტელა – ყოველ ენიგმას.

*
ფილოსოფოსობა შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ
შეუძლებელია ინტუიციათა ფიქსირება.
ჩვენ რომ შეგვეძლოს მთელი სიცხადით ჩავწვდეთ ყველა-
ფერს, რაზეც ფიქრობს ფილოსოფოსი იმ მომენტში, როცა,
ვთქვათ, არსზე მსჯელობს, რა შეგვრჩებოდა ხელთ ფილოსოფი-
ის ნაცვლად?
რა არის ჩოგიტო, თუ არა უთარგმნელის თარგმნა და გამო-
უთქმელის სიტყვით გამოთქმა?

*
ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფი-
ცირებაც არ შემიძლია.

16
გრიგალს შეუძლია მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ
შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.

*
ყველა ავტორს აქვს რაღაც ისეთი, რის დაწერასაც არ ვისურ-
ვებდი; ყველას და მეც.

*
ის აღებს კარს და ჩუმად მიმზერს. მას ჰგონია, რომ ვერ ვამ-
ჩნევ, რომ მხოლოდ თავის გასაგებად გაიხმაურა, და რომ მე
კვლავ მარტოკა ვარ ჩემსავე წიგნში.
მაგრამ მე ვგრძნობ, მე ვიჭერ მას და ნებას ვრთავ დამაკვირ-
დეს; თუმცა მე თვითონ ვაკვირდები სტუმარს, და ჩემს უძრავ
ყდას, უძრავ ყუას მტკიცედ უპყრია იგი.

*
ადამიანი უნდა დაიხარჯოს: ან სხვების, ან თავისივე თავის
მიერ. სწორედ ამით განისაზღვრება მისი ფასი. წაართვით მას ეს
ფასი და ადამიანი არარად იქცევა.

*
ყველაფერი, რაც გარს მარტყია, რაც შემიძენია, დამიწერია
ან დამიბეჭდავს, ჩემი შვილები, ჩემი წიგნები, ჩემი წესრიგი თუ
უწესრიგობა, – ყველაფერი ეს უფრო მეტად მგავს მე, ვიდრე მე

17
– ჩემსავე თავს; ყველაფერი ეს უფრო სტაბილურია და უფრო
მკვეთრად გამოხატული, ვიდრე ჩემივე მომენტი.

*
სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღი-
ბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და, პირიქით, – როცა ის, რასაც
ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.

*
სურვილი თვითონ უნდა ქმნიდეს თავის საგანს, მაშინ როდე-
საც, თუ ამოსავალ წერტილად ქვენა გრძნობებს მივიჩნევთ, –
საგანი თვით იწვევს სურვილს.

*
ჩემი რეპუტაცია, ჩემი რე-პუ-ტა-ცი-ა! – ამბობს ეს მიამიტი კა-
ცი; – რა სამწუხაროა, რომ იძულებული ვარ ვბაძავდე თქვენ მი-
ერ წარმოსახულ იმ ყალბ პერსონაჟს, რომელთანაც მე მაიგი-
ვებთ.

*
ჭეშმარიტება, ახლის აღმოჩენა, თითქმის ყოველთვის რაიმე
ანტი-ბუნებრივი ძალისხმევის შედეგია. აზრის კონცენტრაცია
ყოველთვის იძულებითია. საჭიროა ჩავიდინოთ ან დავითმინოთ
გარკვეული ძალადობა, რათა სხვა თვალით, სხვაგვარად ან ახ-

18
ლებურად შევხედოთ რასმე. ცნებების ეგზომ მნიშვნელოვანი
სისადავე და უბრალოება ძალიან ძვირად გვიჯდება ჩვენ.

*
რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებათათვის საჭი-
რო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და აზრებით, სადაც მათ არ
იციან, რა თქვან, რა ქნან, რა წარმოიდგინონ.

*
კაცი ყოველთვის ცდილობს უარყოს ის, რისი დამტკიცებაც
(გამოხატვაც) არ შეუძლია.

*
ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თა-
ვის მიმზიდველობას კარგავს.

*
ყოველი ინდივიდი თავის თავს უყურებს არა როგორც
უშუალოდ კაცს, – რა არის კაცი, – არამედ როგორც ცენტრს,
საფუძველს და ყოვლის მიზანს. მას ვერ შეუგნია, რომ ერთ მშვე-
ნიერ დღეს უნდა მოკვდეს, ვერ შეუგნია, რომ ის სხვა არა არის
რა, თუ არა დეტალი.
დაბოლოს, მას მხოლოდ გონებით შეუძლია შეიცნოს ყოვე-
ლივე ეს.

19
*
დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ – როგორც ადა-
მიანნი და მეორეჯერ – როგორც დიდნი.
ჩემს ოთახში
ამ ჩემს ოთახს ერთადერთი ფანჯარა აქვს. მე ვცხოვრობ
ფართოდ გახელილ თვალში.

*
იმედი რეფლექსური უნდობლობაა ჩვენი წინდახედულობისა
თუ წინასწარხედვის მიმართ; კურთხეული უნდობლობა. იმედი
სკეპტიციზმია. ის, ვინც იმედოვნებს, ეჭვის თვალით უყურებს
ყოველწამიერი და წარუვალი ბოროტების არსებობას სამყარო-
ში.
მაშასადამე, არსებობს ინსტინქტი, რომელიც არკვევს და
აფართოებს ალბათობისა და უეჭველობის ურთიერთგანსხვავე-
ბის სფეროს, და რომელიც ყოველგვარი კანონის, ყოველგვარი
ძალისა და თვით სიცხადის საპირისპიროდ, დაუყოვნებლივ
სარგებლობს ნებისმიერი შეცდომით, რასაც ჩვენი ცნობიერება
უშვებს ზემოჩამოთვლილ ფენომენთა შემეცნებისას.

*
დაუკვირდი ბალახს: გულისშემძვრელი კონტრასტი, ერთი
მხრივ, ძალისხმევის უჩვეულო ენერგიასა და, მეორე მხრივ, ღე-
როს უმწეობას შორის; კონტრასტი სიცოცხლის სიმყიფესა (რად-

20
გან ის სწორედ ამ უმწეო ღეროზე ჰკიდია) და სიცოცხლის სურ-
ვილის თითქმის უსასრულო ძალმოსილებას შორის.

*
ადამიანი თავს აფარებს შეუცნობელს. ის ემალება თავის
ცოდნას. შეუცნობელი იმედის იმედია, სასოების სასოებაა. იმე-
დი რომ არა, ინდეტერმინაცია იქნებოდა ყოველგვარი აზროვნე-
ბის ზღვარი. იმედი ინტიმური აქტია, რომელიც თავისი მოქმედე-
ბის სფეროდ შეუცნობელს ირჩევს. იმედი სქელ კედელს ღრუბ-
ლის ფაფუკ ქულად აქცევს, და არ არსებობს სკეპტიკოსი ან პი-
რონისტი – აზროვნების, გონების, მეჭველობისა თუ უეჭველო-
ბის უფრო ცბიერი მტერი, ვიდრე იმედის, სასოების შლეგი დე-
მონი.

*
მიწყივ ეული და მარტოსული, უმეტესწილად მდუმარე და თა-
ვის ცათამბჯენ ციხე-კოშკში დაყუდებული, – იმედი იყურება
შორს, – სხეულისა და სულის მიღმა.
ფორმალური უარყოფს არსებითს
კამათის სიმძაფრე, ორატორის გზნება, მისი მახვილსიტ-
ყვაობა, მისი მეტაფორები, მისი ტალანტი, მისი გენია... რამდენი
გამანადგურებელი არგუმენტი არსებითის წინააღმდეგ.
ყველა ჭეშმარიტი თეზისი შიშველია.
მაგრამ როდესაც მათ რთავენ და ჯავშანში სვამენ?.. რამდენი
გამანადგურებელი არგუმენტია აუდიტორიის წინააღმდეგ.

21
*
პატივისცემა, თაყვანისცემა, ქება-დიდება, ქველმოქმედება,
– დახავსებული სიძველენი, რომელნიც დღითიდღე უცხონი
ხდებიან ჩვენთვის და ზნე-ჩვეულებებიდან თანდათანობით მუ-
ზეუმებში გადადიან (ალბათ მოგვიწევს გრძნობათა მუზეუმის
აგება).
ყოველი გრძნობა, რომელიც თავის საბოლოო სიტყვიერ გა-
მოხატულებას პოულობს, ამით ამთავრებს თავის არსებობას.

*
თავისი პარაზიტების, ქურდების, მომღერლების, მისტიკოსე-
ბის, მოცეკვავეების, გმირების, პოეტების, ფილოსოფოსების,
საქმოსნების გარეშე კაცობრიობა ცხოველურ საზოგადოებად
იქცეოდა: ან საზოგადოებადაც კი არა, – უბრალოდ, ცხოველურ
გვარად ან სახეობად; მიწის მთელი მარილი განქარდებოდა.

*
თავაზიანობა ორგანიზებული გულგრილობაა.
ღიმილი – სისტემა.
ყურადღება – წინასწარხედვა.

22
პოეტი ყველაზე დიდი უტილიტარისტია კაცთა შორის. ყო-
ველგვარ მცონარებას, სასოწარკვეთას, მეტყველების ამა თუ იმ
აქციდენტს, მრავლისმთქმელ გამოხედვას, მოკლედ, ყველა-
ფერს, რასაც დაუდევრად ფანტავს, აპნევს, ყურადღებას არ აქ-
ცევს და მეყსეულად ივიწყებს პრაქტიკოსი, – პოეტი გულმოდგი-
ნედ აგროვებს, თავს უყრის და თავისი ხელოვნებით გარკვეულ
ღირებულებას ანიჭებს.

*
პოეზია არის დანაწევრებული მეტყველების მეშვეობით იმ
მდგომარეობის წარმოდგენისა თუ აღდგენის ცდა, რომლის გა-
მოხატვასაც ბუნდოვნად ცდილობს ყვირილი, ცრემლი, ალერსი,
კოცნა, ღიმილი, ოხვრა და ა. შ.

*
როდესაც ვკითხულობ, მე მაინტერესებს არა წიგნი, არა ავ-
ტორი, არამედ ის, რამაც ეს წიგნი შექმნა.
ყოველი წიგნი უმალ ათასი სხვადასხვა ფაქტორის ქმნილე-
ბაა, ვიდრე ავტორის.

*
არის უფრო ფასეული რამ, ვიდრე ორიგინალობა, სახელ-
დობრ, უნივერსალურობა.
ეს უკანასკნელი მთლიანად მოიცავს პირველს და, საჭი-
როების მიხედვით, იყენებს ან არ იყენებს მას.

23
*
სიამოვნება თუ მოწყენილობა, რომელსაც ხხ საუკუნის მკით-
ხველს ხვიი საუკუნეში დაწერილი წიგნის კითხვა ჰგვრის, წმინ-
და შემთხვევითობის ბრალია.
მე იმის თქმა მსურს, რომ ამ შემთხვევაში საქმეში ერევა იმ-
დენი ახალი და იმდენად მრავალრიცხოვანი პირობა, რამდენიც
ხვიი საუკუნის ყველაზე ღრმა, ყველაზე დახვეწილ და ყველაზე
წრფელ ავტორს სიზმრადაც არ შეიძლება მოლანდებოდა.
დღევანდელი დიდება ისეთივე შარავანდედით მოსავს წარ-
სულის ქმნილებებს, როგორითაც ხანძარი, რომელიც ბიბ-
ლიოთეკის მთელ ფონდებს სპობს.
ეპიური პოემები
დიდი ეპიკური პოემები, როცა ისინი მშვენიერნი არიან, მთე-
ლი თავიანთი სიდიდის მიუხედავად, მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტების, ცალკეული ეპიზოდების წყალობით არიან მშვე-
ნიერნი.
დამტკიცება: გრძელი პოემა შეიძლება შემოკლდეს, ხოლო
ლექსის შემოკლება არ შეიძლება. განა ვინმე ამოკლებს მელო-
დიას?
თარგმანები
დიდი უცხოელი პოეტების თარგმანები არქიტექტურულ ნახა-
ზებს ჰგვანან, რომელთაც ჩვენი განცვიფრება ძალუძთ. მაგრამ
მათვე შეუძლიათ მიწასთან გაასწორონ თვით ნაგებობანი – სა-
სახლეები თუ ტაძრები.

24
მათ აკლიათ ე. წ. მესამე განზომილება, რომელიც არა მარ-
ტო აღგვაქმევინებს, კიდევაც გვაგრძნობინებს და განგვაცდევი-
ნებს მათ.
არეულ-დარეულობა
პოეტი-ფილოსოფოსი (ვინი და ა. შ.). ეს ნიშნავს ერთმანეთში
ურევდე მხატვარ-მარინისტს და გემის კაპიტანს.
(ლუკრეციუსი იშვიათი გამონაკლისია).

*
რამდენი ბუნდოვანი იდეა იმალება ამგვარ გამოთქმებში: -
ფსიქოლოგიური რომანი, ხასიათის სიმართლე, ანალიზი და ა.
შ.
რატომ არ ვლაპარაკობთ, მაგალითად, ჯოკონდას ნერვულ
სისტემაზე ან ვენერა მილოსელის ღვიძლზე?

*
მე მძულს ყალბი სიღრმე, მაგრამ მაინცდამაინც არც ნამ-
დვილზე მელევა სული. ლიტერატურული სიღრმე ყოველთვის
სპეციალური პროცესის შედეგია. – საკმარისია შევიცნოთ, რო-
გორ მზადდება, მაგალითად, აზრების წიგნი, – მე ვგულისხმობ
ღრმა აზრებს.
განა სულერთი არ არის, რა სიღრმე აქვს ამ წყალსაცავს –
ორმოცი სანტიმეტრი თუ ოთხი ათასი მეტრი? ჩვენ გვხიბლავს
მხოლოდ ჭავლის ციმციმი.
გულწრფელი მეგობარი

25
ვინ გაბედავს პირში უთხრას თავის მეგობარს: მე აბსოლუტუ-
რად დაგივიწყე შენ.

*
მარტვილი: მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე... ვიაზროვნო.

*
არ არსებობს ჭეშმარიტება ვნების გარეშე, ცთომის გარეშე,
მე მინდა ვთქვა: ჭეშმარიტება მხოლოდ ვნებით მიიღწევა, მიიწ-
ვდომება.

*
ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აზრები ის აზრებია, რომლე-
ბიც ჩვენსავე გრძნობებს ეწინააღმდეგებიან.

*
როცა მორწმუნე ურწმუნოს აზრებზე მსჯელობს, ანდა პირუკუ,
ამ მსჯელობას არავითარი აზრი არა აქვს.
ორ კაცს, რომელთაგან ერთი მთელი არსებით გრძნობს და
განიცდის მუსიკას, ხოლო მეორე მას აღიქვამს როგორც მარ-
ტოოდენ ყურისწამღებ ხმაურს, თავისუფლად შეუძლია მთელი
ღამე ტკბილ მუსაიფში გაატაროს.
სულთა ტიპები

26
ზოგიერთის ღირსება ის არის, რომ ცხადად ხედავს ყველა-
ფერს, რასაც ყველა მხოლოდ ბუნდოვნად ხედავს; ზოგიერთისა
კი ის, რომ ბუნდოვნად ხედავს ყველაფერს, რასაც ჯერჯერობით
ვერავინ ვერ ხედავს. ამ ორი ღირსების ერთად შერწყმა მეტის-
მეტად იშვიათია.
პირველნი, ბოლოს და ბოლოს, ბრბოს უბრუნდებიან.
მეორენი კი პირველთა მიერ შთაინთქმებიან, ან უკვალოდ
ქრებიან და იკარგებიან. პირველნი უჩინარდებიან ბრბოში, ხო-
ლო მეორენი – პირველებში, ან კიდევ – წმინდა და მარტივ
დროში.
ასეთია სულიერ კაცთა ხვედრი.

*
მე ვარ პატიოსანი კაცი, – ამბობს ის, – ეს ნიშნავს: მე ვიწო-
ნებ ჩემი მოქმედებების უმრავლესობას.

*
ბანალურობის დაძლევა ადვილი საქმეა. სიბრიყვეს სიგიჟით
პასუხობენ. ეს მექანიკურად ხდება. მთელი თანამედროვე მენ-
ტალური ისტორია, ხელოვნება, პოლიტიკა და ა. შ. ისეთივე
მარტივია, როგორც ბაყაყის რეფლექსები. მე მეზიზღება მარტი-
ვი რეაქციების ეს უაზრო თამაში, ექსტრემისტული ავტომატიზმი,
ურთიერთსიმეტრიული ქმედება და უკუქმედება: მე მეზიზღება,
როცა სიახლეს მხოლოდ მისი სიახლის მიხედვით აფასებენ,
სიძველეს – მისი სიძველის მიხედვით და ა. შ.
ცხოველის მსჯელობა

27
სავსებით ბუნებრივია, როცა მე ვლოკავ ხელს, რომელიც
საჭმელს მაძლევს; რომელმაც საჭმელი მომცა; რომელიც საჭ-
მელს მომცემს; რომელსაც შეეძლო საჭმელი მოეცა... მაგრამ
თვით ეს ხელი რომ იჭმეოდეს?... ვითომ რაო... რა განსხვავება-
ა?.. სალაფავი სალაფავის წილ.

*
რაოდენ იშვიათია აზროვნება ოხვრის გარეშე.
ოხვრა აგვირგვინებს ყველა ღრმა აზრს.

*
ფორმა ნაწარმოების ჩონჩხია. არსებობს ბევრი ნაწარმოები,
რომელსაც ჩონჩხი არ გააჩნია.
ყველა ნაწარმოები მოკვდავია, მაგრამ ჩონჩხიანი უფრო
დიდხანს ძლებს, ვიდრე უჩონჩხო.
დგება დრო, როცა ნაწარმოები ვეღარ გვართობს, ვეღარ გვა-
ღელვებს, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს მეორეული სიცოც-
ხლე, რომლის განმავლობაშიც ის შესწავლის ობიექტის როლში
გვევლინება, ანდა – მესამეული, როცა მას უყურებენ როგორც
უბრალო ცნობარს.
თავდაპირველად – სიხარული; შემდეგ – ტექნიკური გაკვე-
თილი; ბოლოს – დოკუმენტი.

28
ნაწარმოების სიუჟეტი არის ის, რაზედაც მდარე ნაწარმოები
დაიყვანება.

*
ყველაფერი, რასაც ჩვენზე ფიქრობენ, ყალბია, მაგრამ არა
უფრო მეტად ყალბი, ვიდრე ის, რასაც ჩვენსავე თავზე ვფიქ-
რობთ – მხოლოდ სხვაგვარად ყალბი.

*
მომენტი, როცა პატარა ბავშვი თავისი ტირილის ძალას შეიც-
ნობს, არაფრით არ განსხვავდება იმ მომენტისაგან, როცა ის ამ
ძალას ზემოქმედებისა და ძალადობის იარაღად აქცევს.

*
ქედმაღლობას არ შეუძლია ხანდახან მაინც არ დამდაბლდეს
და მოიდრიკოს. მაგრამ ეს ზამბარის შეკუმშვას ჰგავს. შეუძლე-
ბელია მან დაჰკარგოს თავისი ძალა. საწყის მდგომარეობაში
დაბრუნება მეყსეულად ხდება, – კიბეზე თუ ქუჩაში.

*
ფილოსოფოსმა, არსებითად, სრულიადაც არ იცის უფრო მე-
ტი, ვიდრე მისმა მზარეულმა, თუკი, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხე-
ბა სამზარეულოს, სადაც ამ უკანასკნელმა, არსებითად (საერ-
თოდ) უფრო მეტი იცის, ვიდრე პირველმა.

29
მაგრამ მზარეული (საერთოდ) თავის წინაშე არ სვამს ყოვე-
ლისმომცველ კითხვებს. მაშასადამე, ეს ის კითხვებია, რომლე-
ბიც ჰქმნიან ფილოსოფოსს. რაც შეეხება პასუხებს... საუბედუ-
როდ, ყოველ ფილოსოფოსში ჩასახლებულია ბოროტი სული,
რომელიც პასუხობს და, თანაც, ყველაფერზე პასუხობს.

*
აბსურდი, გულუბრყვილობა, ფანტასტიკა, თვითნებობა, ბუნ-
დოვანება, გაურკვევლობა, მეტისმეტი მწუხარება თუ მეტისმეტი
მშვენიერება ყოველი მხრიდან გარს ერტყმიან ახალშობილ
აზრს და თავიანთი უფსკრულისაკენ ეზიდებიან. ალყაშემორ-
ტყმულს თავისკენ უხმობს, თავისკენ ეძახის ყველა, მაშინ რო-
დესაც ის ნელ-ნელა – ბეწვის ხიდით, მიიწევს წინ ფორმირებისა
და ფრთაშესხმის გზაზე. და სინათლის თეთრი ფრინველი, თავი-
სი ფრთებით რომ მოაპობს სულის დროსა თუ სივრცეს, იძულე-
ბულია დაალაგოს, დააჯგუფოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს
ისინი, რათა ფრთამოტეხილი, ძირს არ დაეცეს.
დაცემანი
ა) ჩვენ ვიცნობთ ორ დიდსა და მისტიურ დაცემას. ანგელოს-
თა დაცემა, კაცის დაცემა: ჰომოთეტიკური კატასტროფანიო, იტ-
ყოდა გეომეტრი.
ყველაფერი, რაც მან შექმნა, უნდა დაეცეს.
ბ) დასაბამიერი დაცემის იდეაზე დაფუძნებული ყველა რელი-
გია წყვეტილობის ტკივილებისთვისაა განწირული.
გ) მაგრამ შესაქმეა პირველი ბზარი. სამყაროს შექმნას
უშუალოდ უკავშირდება ორი აქტი: ერთი – შემოქმედისა, მეორე

30
– შექმნილის. პირველი აფუძნებს რწმენას, მეორე კი... თავი-
სუფლებას.

*
ცნობიერებას ეშინია სიცარიელის.

*
რელიგია რომ არ არსებულიყო, ალბათ, არც მეცნიერება
იარსებებდა, რადგან ადამიანის თავი ვერ შესძლებდა აბსტრა-
ჰირებას იმ უშუალო და მუდმივი ემპირიზმისაგან, რასაც მას
უსაზღვრავს რეალობა.

*
თეოლოგია ისე ათამაშებს ჭეშმარიტებას, როგორც კატა –
თაგვს.

*
სიზმარი არის ფენომენი, რომელსაც მხოლოდ მისი აბსცენ-
ციის დროს აღვიქვამთ. ზმნას დასიზმრება აწმყო თითქმის არ
გააჩნია (მე მესიზმრება, შენ გესიზმრება და ა. შ. – მხოლოდ და
მხოლოდ რიტორიკული ფიგურებია, რომელთაც მღვიძარი, თუ
გამოღვიძების კანდიდატი წარმოსთქვამს).
მეტაფიზიკური მსჯელობანი

31
თუ სივრცე სასრულია, თუ მსგავსი ფიგურები შესაძლებელნი
არიან, თუ... და ა. შ.
ეს დისპუტები, რომელთა რკალი სულ უფრო და უფრო ვიწ-
როვდება, ისევე ხიბლავენ კაცს და ისეთივე შედეგებით გვირ-
გვინდებიან, როგორც ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ყაიმით
დამთავრებული საჭადრაკო პარტიები.
ბოლოს და ბოლოს, აღარაფერი აღარ რჩება, გარდა იმისა,
რომ ა უფრო ძლიერი მოთამაშეა, ვიდრე ბ.

*
ღრმა (დეფინიციის მიხედვით) არის ის, რაც ცნობიერებისა-
გან დაშორებულია.
ზედაპირული არის ის, რაც მომენტალური და ძალდაუტანე-
ბელი ცნობიერების თანაზომადია და თანაფორმადი.
სიბნელე ღრმაა, – ამბობს თვალი.
ღრმაა დუმილი, – ამბობს ყური.
ის, რაც არ არის, – სიღრმეა მისი, რაც არის...
არსი და ცოდნა
ცოდნა სხვა არა არის რა, თუ არა საფეხური. – არსობის სა-
ფეხური.
ჭეშმარიტია მხოლოდ ის ცოდნა, რომელსაც ძალუძს არსად
თუ არსის სუბსტანციად, ე. ი. აქტად იქცეს.
ყველაზე ფუჭი და ამაოა ცოდნა, რომელიც წმინდა სიტყვე-
ბამდე დაიყვანება და რომელსაც არ ძალუძს ამ სიტყვიერ წრეს
გასცდეს.

32
*
სივრცე არ არის წერტილთა ერთობლიობა. ეს ბავშვური აზ-
რია.
სივრცე ერთიანობაა, როგორც ერთია წერტილი.
სივრცე განზოგადებული წერტილია.
სივრცე წარმოსახვითი სხეულია, ისევე როგორც დრო – ფიქ-
ტიური მოძრაობაა.
როდესაც ვამბობთ: სივრცეში, სივრცე სავსეა და სხვა – ჩვენ
ვახდენთ სხეულის დეფინიციას.
ანთროპომორფიზმი
ძაფი რომ აბსულუტურად ჰომოგენური იყოს, მაშინ, რაგინდ
დიდი სიმძიმეც უნდა ჩამოეკიდათ მასზე, მთელი თავისი სიწვრი-
ლის მიუხედავად, ის ვერ შესძლებდა გაწყვეტას, ან კი სად უნდა
გაწყვეტილიყო?
მწარე სიცილი
სიხარულის ელემენტი, რომელსაც სიცილი შეიცავს, მწარე
სიცილში წმინდა პირობითობად იქცევა.
ეს სიცოცხლის გართულებაა. ეს კონტაქტია ორ ურთიერთგა-
მომრიცხველ ექსპრესიას შორის. ისინი თავადაც იცვლებიან და
ერთიმეორესაც ცვლიან. ასე ამბობენ: ჩრდილო-დასავლეთი,
სიზუსტე გამოიხატება ორი უზუსტობით, რომლებიც მას გარე-
მოიცავენ, ხოლო ერთმანეთს გამორიცხავენ.
ანალოგია
ქურდი კომიკოსია. ისე იქცევა, თითქოს ნივთი მას ეკუთვნო-
დეს.
სახელმწიფო – ეს მე ვარ.
კაცი ამბობს:

33
მგელმა არ უნდა შეჭამოს ცხვარი. ეს ამორალური საქციელი-
ა... რადგან ცხვარი მე უნდა შევჭამო.
სარეველამ არ უნდა შეჭამოს პურის ყანა, რადგან პური ჩემი
საჭმელია.
ასე ლაპარაკობს კაცი, მაგრამ, უფრო ხმამაღლა, ასე ლაპა-
რაკობს სახელმწიფო.

*
სიტყვა ადამიანის მიერ ადამიანის მართვის იარაღია, მეძახი-
ან, – მე ვბრუნდები... მაგინებენ, – მე მიკვირს, ვბრაზდები და
გარტყმით ვპასუხობ... მაგრამ ვემორჩილები. ეს მორჩილებაა:
ჩემი ქცევა წინასწარ განპირობებული იყო.

*
ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, რასაც
ამჟღავნებენ და ერთმანეთს ჰგვანან იმით, რასაც მალავენ.

*
აზრის ერთადერთი ჭეშმარიტი და მუდმივი ობიექტია ის, რაც
არ არის.
ის, რაც ჩემ წინაშე არ არის; ის, რაც იყო: ის, რაც იქნება; ის,
რაც შესაძლებელია ან – შეუძლებელი.
ხანდახან აზრი ცდილობს რეალობის ხარისხში აიყვანოს
არარსებული, ან ფიქციამდე დაიყვანოს არსებული.

34
*
ყოველი სისტემის დასასრული რომ ყალბია, ეს არავითარ
ეჭვს არ იწვევს. საწინააღმდეგო დასკვნა შეუძლებელი იქნებო-
და და არაბუნებრივი.
რაც შეეხება მათ დასასრულს, – ამაზე კიდევ შეიძლება იდა-
ვოს კაცმა.

*
გონება, სიბრძნე, ჭეშმარიტება და ა. შ. პოპულარული
ღვთაებანი არიან, კონფორმიზმის კერპები საგნებთან თუ აზ-
რებთან მათ მიმართებაში.
არიან უფრო დაბალი რანგის ღვთაებანიც: მანერა, თავდაჭე-
რილობა, გემოვნება და ა. შ.
იგავი
მაესტრო ტვინს, თხემის ქანდარაზე დაბუდრებულს,
საკუთარ ნაოჭებში ეჭირა თავისი მისტერია...
გაგრძელება დამავიწყდა.

*
მეტაფიზიკა – ყველასგან მოძულებული და ყველას მიერ
დევნილი ბებერი ყვავი – თავგზააბნეული ეხეთქება ძველის-
ძველ კოშკებს, ჩხავილით გაურბის ბუნებას და სიკვდილსა და
მუსიკას აფარებს თავს.

35
*
იხილე, ერთდროულად, დიად ქმნილებათა ბრწყინვა და პა-
ტარათა ნისლოვანი მტვერი ინტელექტის ცაზე. იხილე, ერთი
მხრივ, ეგვიპტის, ელადისა და აღორძინების თანავარსკვლა-
ვედთა თანაარსებობის მისტერია, რამდენადაც ამის შესაძლებ-
ლობას გვაძლევს ბიბლიოთეკა ან მუზეუმი – ერუდიტის თავი, –
ხოლო, მეორე მხრივ, ჩამქრალ ვარსკვლავთა უკანასკნელი
კიაფი.
უჭვრიტე ყოველივე ამას, როგორც ცის თავანზე ერთმანე-
თისგან უზარმაზარი ასაკობრივი პერიოდებით განსხვავებულ
სხეულებს თუ სხეულთა ჯგუფებს ჭვრეტ... თვალის ბადურა ყვე-
ლაფერს ათანადროულებს.

*
ისტორიული თხზულებებისა თუ რომანების კითხვა მეორე თუ
მესამე ხარისხოვანი დროის მოკვლას ემსახურება.
პირველხარისხოვანი დრო მოკვლას არ საჭიროებს. ის თვი-
თონ ჰკლავს წიგნებს, ან არსებობას ანიჭებს ზოგიერთს.

*
დღეს ამბობენ: ნაპოლეონი და სტენდალი.
ვინ ეტყოდა ნაპოლეონს, რომ ოდესმე იტყოდნენ:^ ნაპო-
ლეონი და სტენდალი.

36
ვინ ეტყოდა ზოლას ან დოდეს, რომ ერთი ტანმორჩილი, საყ-
ვარელი და ენამჭევრი კაცი – სტეფან მალარმე – თავისი უც-
ნაური, პატარა და ბნელი ლექსებით უფრო დიდ გავლენას მოახ-
დენდა თაობებზე, ვიდრე მათი სქელტანიანი რომანები?.. ალმა-
სი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მთელი კაპიტალი, ან, თუნ-
დაც, მთელი ცივილიზაცია. სრულქმნილების წყურვილი ყოველ-
გვარი დროულობისგან თავის დაღწევას, ზედროულობამდე
ამაღლებას ისახავს მიზნად.

*
სიახლის მოთხოვნილება სულის დაღლილობისა თუ სისუს-
ტის ნიშანია, რომელიც მოითხოვს იმას, რაც თავად აკლია.
რადგან ყველაფერი ახალია ამქვეყნად.

*
ოპტიმისტები ცუდად წერენ.
ლიტერატურა
აქ შეხვდებით კაციჭამიებს, რომლებიც იბეჭდებიან: დევებს,
რომლებიც თავიანთ კორექტურებს კითხულობენ; ცეცხლის-
მფრქვეველ დრაკონებს, რომლებსაც პრესის მუშაკებად მო-
აქვთ თავი და ა. შ. ყოველივე ეს ისევე ბუნებრივია, როგორც მა-
თი ორგანიზმის ყველაზე ბუნებრივი ფუნქციები.
აპოლოგეტიკა
აი, რას ეძღვნება ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებთა უმ-
რავლესობა:
შენ არ გიყვარს ის, რაც შენ გიყვარს;

37
შენ გიყვარს ის, რაც შენ გიყვარს;
შენ არ ხარ ის, რაც ხარ, და პირუკუ.
დილის პატარა ფსალმუნი
ჩემი სული ფიქრობს ჩემს სულზე.
ჩემი ისტორია უცხოა ჩემთვის.
ჩემი სახელი მანცვიფრებს მე, და ჩემი ხორცი არის იდეა.
მე ვიყავ ის, რაც იყო ყველა.
მაგრამ არა ვარ ის, რაც უნდა ვიქნე.

*
როდესაც კაცი იღვიძებს, იმავე მდგომარეობას უბრუნდება,
რომელშიც ძილის წინ იმყოფებოდა. მისი პირველი იდეა ძი-
ლისწინ მიტოვებული უკანასკნელი იდეაა. მკვდრებს რომ გა-
მოღვიძება შეეძლოთ, ისინი მომაკვდავებად გაიღვიძებდნენ.
განაგრძეთ კვდომა.

*
როგორც ხელს არ შეუძლია ერთბაშად მოიშოროს ცხელი და
მწველი საგანი, რომელიც კანს ეკვრის და ეწებება, ასევე სულ-
საც არ შეუძლია თავი დააღწიოს მტანჯველ გრძნობას, იდეას თუ
წარმოდგენას, რომელიც თავისი მტკივნეულობით გვაგიჟებს
ჩვენ.

38
სულის მთელი ძალა რომ ერთ წამში გამოვლინდეს, ჩვენ
მომდევნო წამშივე დავიღუპებოდით.

*
ბევრი ჩვენგანი თავისი აზრებისა თუ გრძნობების უმრავლე-
სობას ისე უყურებს, როგორც უცხოს, როგორც გარეშეს. არის
ჩვენში ბევრი ნაკრძალი თუ ცხრაკლიტული, სადაც ფხიზლობს
შიში, სირცხვილი. არის ჩვენში ბევრი საფლავი თუ სასაფლაო,
რომელთაც სული სიახლოვეს არ აკარებს საკუთარ აზრებს.
არის ჩვენში ბევრი საროსკიპო, უფრო ცხელი და უფრო ბილწი,
ვიდრე დიდი ქალაქების ბორდელები: ზოგისთვის – საუნჯე, ზო-
გისთვის – სატანჯველი. არის ჩვენში ბევრი ღვთაება, უცნობი თუ
ნაცნობი ღმერთი.
რამდენი რამ, რაც არასდროს გამჟღავნდება, გამოვლინდე-
ბა; აქტთა ლანდები, აზრთა ჩანასახები!
და ყველაფერი ეს, სულ რამდენიმე წამში, კალმის ერთი მოს-
მით შეიძლება ჯადოახსნილივით აღდგეს, შეიძრას, გაცოც-
ხლდეს და გასულიერდეს: საფლავებმა განახვნან პირნი, ამო-
ათხიონ ჩვენი ცხედრები, და ჩვენმა არკანებმა გაიღონ ხმა –
ჩვენი კუთვნილი თუ არა კუთვნილი.

*
სიცოცხლე რომ მხოლოდ განცხრომა იყოს,
ან მხოლოდ ტანჯვა-ვაება,
დიდი ხანია მისი სახსენებელიც აღარ იქნებოდა ქვეყნად.

39
*
ქალი სულის მტერია, მაშინაც, როცა იზიარებს და მაშინაც,
როცა უარყოფს სიყვარულს.
ბუნებრივი და აუცილებელი მტერი; მე ვიტყოდი, უკეთესი
მტერიც სულისა.
უკეთესი მტერია ის, ვინც გვაიძულებს თავდაცვისა თუ თავ-
დასხმის ყველაზე მახვილგონივრულ ხერხებს მივმართოთ.

*
ჩვენთვის ძვირფასი მოგონებები – დაკარგული ძვირფასი
თვლები.

*
გადმოიბირე, მოიმხრე ყველა ქილიკა, ყველა ლირფი თუ ცი-
ნიკოსი, – და აი, ნავი ცალ მხარეს იხრება, ყირავდება და მათ-
თან ერთად გძირავს ვულგარიზმის მორევში.

*
მე შენ გიყურებ როგორც ცხოველს და შენ მე მიყურებ რო-
გორც შეშლილს.
ჩვენ მხოლოდ დროსტარებასა და ამინდზე შეგვიძლია ვილა-
პარაკოთ.

40
– მაგრამ ვინ გითხრათ, თითქოს ან ერთი და ან მეორე არსე-
ბითი არ იყოს ჩვენთვის?
– ეჰ, ბატონებო!

*
თვითეული ჩვენგანი ერთადერთი არსია სამყაროში, რომე-
ლიც ყოველთვის როდი ემორჩილება მექანიკის კანონებს.
ევოლუცია
ანთროპოფაგია – უფრო გვიან ფსიქოფაგიად, ქრონოფაგი-
ად, კაცთა სახელისა და დიდების, მათი სიმდიდრის, მათი ნიჭის,
მათი დროის ფაგიად ქცეული.
რა განსხვავებაა, ადამიანურ ფასეულობებს ნთქამ თუ ცოც-
ხალ ადამიანს?!

*
ანალიზი ზოგჯერ სხვა არა არის რა, თუ არა დეტალურად გან-
ხილვის გზით იმის შეზიზღების საშუალება, რაც, მთლიანობაში,
ასატანი ჩანდა.
ვინმესთან ერთად ცხოვრებაც ანალიზის ერთი სახეა, რომე-
ლიც, ბოლოს და ბოლოს, ანალოგიური შედეგით მთავრდება.

*
ქალისა და კაცის ურთიერთობა მთელი მაგიაა.

41
*
სიმძიმე, რომელიც ამდენხანს უჭირავს ამ ათლეტს, სინამ-
დვილეში მას კი არა, მის სიამაყეს უჭირავს; უხილავი ანგელო-
სი, რომელიც შველის ხორციელ კაცს.

*
ქება გარკვეული ძლიერების წყაროდ და გარკვეული უძლუ-
რების მაორგანიზებელ ფაქტორად იქცევა... იგივე ითქმის კრი-
ტიკის მიმართ.

*
ყველა ჩვენი მტერი მოკვდავია.

*
რა ფასი აქვს იმას, რაც იყო! ოდესღაც მოხვეჭილი დიდება
შეურაცხყოფს, ამცირებს და ამდაბლებს აწმყოს. ის სინანულის
ჯიშისა და ბუნებისაა. მიტომაც მისტირის მას, რაც აღარ არის,
რაც განქარდა, რაც მოკვდა.

*
სიკვდილზე ფიქრი (პასკალის ჟანრი) იმისი საქმეა, ვისაც არ
სჭირდება არსებობისათვის ბრძოლა და ოფლითა პირისა თვი-
სისაითა საკუთარი ოჯახის რჩენა.

42
მარადისობაში იჩხრიკებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ბევრი
თავისუფალი დროს აქვს. მარადისობა მოცალეობის ერთი სახე-
ა.

*
სიკვდილის არსზე ფიქრი, ან აბსოლუტური ნულის მეშ-
ვეობით ოპერირება სხვა არა არის რა, თუ არა ყოველი საგნის,
ყოველი ნივთის მთელი მნიშვნელობისა და ღირებულების
გაუფასურება.
ეს ძველისძველი ოპერაციაა. ნუ დაივიწყებ, რომ ის თავი-
სუფლად შეგვიძლია მივუყენოთ თვით სიკვდილის იდეასაც.

*
მათ ეშინიათ სიკვდილის, მაგრამ არ ეშინიათ სიცოცხლისა.
რა არის საშიში სიკვდილში? – ერთგვარი სიცოცხლე, რომე-
ლიც, მათი წარმოდგენით, განუყრელად თან ახლავს სიკვდილს;
სიცოცხლე, რომელიც გრძნობს და რომელიც ზომავს მას. რა
გვაძრწუნებს სიკვდილის წინაშე. არა მის მიერ ძლევის, არამედ
მასთან შებმის შიში.

*
საზოგადოება მხოლოდ ილუზიებით ცოცხლობს. მთელი სა-
ზოგადოება კოლექტიური ზმანების ერთი სახეა.
ეს ილუზიები მავნე ილუზიებად იქცევიან, როცა არავითარ
ილუზიას აღარ იწვევენ.

43
ამგვარი ზმანებიდან გამორკვევა ნამდვილი კოშმარია.
სიცოცხლის პოლიტიკა
სინამდვილე ყოველთვის ოპოზიციაში დგას.

*
თუ სიავეს ყველა კეთილი თვალით უყურებს, – ის სიკეთეა.

*
ადამიანი თავისივე სხეულის ჯვარზეა გაკრული. უღონოდ
დაბლა დახრილი თავი დაჩხვლეტილი აქვს საკუთარი აზრის ეკ-
ლებით.
მათხოვრები
იყვნენ და არა იყვნენ რა, იყვნენ მათხოვრები! ერთნი
თხოულობდნენ სიყვარულს, მეორენი – პატივისცემას. სხვები –
დიდებას. და მათ ეზიზღებოდათ ისინი, რომელნიც თხოულობ-
დნენ პურსა თუ ფულს. ზოგი თხოულობდა იდეას, ღვთის გული-
სათვის, ან სრულქმნილ ლექსს, ანდა ორგინალურ სტილს.
ჭეშმარიტ ღმერთთა ტაძრები –
შიში, შიმშილი, სურვილი, უბედურება, სიცივე...
ჭეშმარიტი ღმერთები გრძნობელობის ძალები თუ ძალმოსი-
ლებანი არიან.

*
გემოვნება ათასი უგემოვნებისაგან არის შემდგარი.
დამალე შენი ღმერთი

44
სხვებს კი არ უნდა უტევდე, არამედ მათ ღმერთებს. უნდა შე-
მუსრო მტრის ღმერთები. მაგრამ თავდაპირველად საჭიროა მა-
თი აღმოჩენა. თავიანთ ჭეშმარიტ ღმერთებს კაცნი საგულდაგუ-
ლოდ მალავენ.

*
ულამაზესი ქალი, უმაცთურესი ქმნილება, ფიქრობს: სულ ასე
მომდის: საკმარისია ვინმე მომიახლოვდეს, რომ მყისვე თავის
უფლებას აცხადებს ჩემზე; ვერ გამიგია, რა იჭვნეული მესაკუთ-
რის უფლება. – მე მათ ვეკუთვნი, იმიტომ, რომ მოვწონვარ მათ.

*
მათი პრეტენზია ჩემთვის აუტანელია... მე ვერ ვიცოცხლებდი
ამის გარეშე.

*
ადამიანები სთხოვენ ადამიანებს, უთხრან მათ ის, რასაც ისი-
ნი არ ფიქრობენ. გვითხარით ის, რის გაგონებაც გვეამებოდა.
გვითხარით რამე სასიამოვნო, – მღერიან თვალები.

*
ენერგიული კაცი არის ის, ვინც ყოველგვარ ვითარებაში ინ-
სტინქტურად ირჩევს გადაწყვეტილებას, რომელიც მისგან ენერ-

45
გიის ყველაზე მეტ ხარჯვას მოითხოვს. რისკია მისი მამოძრავე-
ბელი.

*
როგორც არიან ერის კაცნი, ასევე არიან სამყაროს კაცნი.

*
უმეცრება უკიდურეს სიშლეგესა და უკიდურეს სიმხდალეს
შორის მერყეობს.

*
კაცი უფრო რთულია, ათასწილ უფრო რთული, ვიდრე მისი
აზრი.

*
სახიფათო მდგომარეობა: როცა გგონია, გავიგეო.

*
თითოეულ ჩვენგანს უხილავს რაღაც ისეთი, რაც არავის არა-
სოდეს უხილავს. და ყველა ეს რაღაცა ერთობლივად ნულის ტო-
ლია. ითვლება მხოლოდ ის, რაც ყველას ერთად უხილავს.

46
*
კაცს, გულწრფელად, არც ის შეუძლია, რომ ეშმაკს მიეყი-
დოს, და არც ის, რომ ღმერთს მიუძღვნას თავი.

*
ამბობენ ხოლმე: ჩემი გონება! როგორც ამბობენ: ჩემი ფეხი,
ჩემი ხელი! ამბობენ ხოლმე: მას ნათელი გონება აქვს! როგორც
ამბობენ: მას ცისფერი თვალები აქვს! რა ჭკვიანია! როგორც ამ-
ბობენ: რა ლამაზი თმები აქვს! რა არის უფრო უცნაური და უფ-
რო უღრმესი, ვიდრე ამის თქმა: ჩემი მეხსიერება?

*
ფაქტი არის ის, რასაც მნიშვნელობა არ სჭირდება.
ბაჭიას ჩვენი შეშინება არ შეუძლია; მაგრამ ბაჭიის მოულოდ-
ნელ გამოხტომას დიახაც შეუძლია დაგვაფეთოს.
იგივე ითქმის იდეისთვისაც, რომელიც ჩვენ გვაოცებს, გვაც-
ბუნებს, გვიტაცებს, რადგანაც მოულოდნელია ჩვენთვის, და ცო-
ტა ხნის შემდეგ იმად იქცევა, რაც არის...
ნუ დაივიწყებთ – გაუთვალისწინებელს!
კარგად გახსოვდეთ ის, რაც არასოდეს მომხდარა!
უზრუნველი, დაუდევარი და წინასწარ ვერმხედი კაცი მოსა-
ლოდნელი კატასტროფის წინაშე უფრო ნაკლებ შეძრწუნებუ-
ლია და თავზარდაცემული, ვიდრე წინასწარმხედი.
წინასწარ ვერმხედისათვის – გაუთვალისწინებლისა და წი-
ნასწარ უხილავის მინიმუმი!

47
ან კი წინასწარ უხილავი რა უნდა იყოს მისთვის, ვისაც წინას-
წარ არაფერი უხილავს?

*
კაცი დამწყვდეული ცხოველია – თავისი გალიის გარეთ.
ის თავის გარეთ მოქმედებს.
მადღეგრძელებელი სიცრუე
სიყვარულის, რწმენის, ქველმოქმედებისა თუ კეთილშობი-
ლური ქცევის ხანგრძლივობა; მუდმივობა გენიალობის, სუ-
ლიერი ქმედითობის, ენერგიის, სიწმინდის და თვით ბიწისაც, –
უზრუნველყოფილია სიმულაციით: იმით, რომ უფრო მდაბალი
მდგომარეობა კეთილმოსურნედ ჰბაძავს უფრო მაღალს, და უფ-
რო ხშირი – უფრო იშვიათს.
ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ნამდვილი დამჭლევდებოდა
და დაილეოდა ყალბის გარეშე. მოთამაშე არ აღიარებს, არც
სხვის და არც თვით საკუთარი თავის წინაშე, თავისი შანსის ცვა-
ლებადობას; შეყვარებული – თავისი ცეცხლისას; გმირი – თავი-
სი ვარსკვლავის ციმციმს. აი, რატომაა, რომ არაფერი გაცუდე-
ბული სათვალავში არ მიიღება. ეჭვების, თავმობეზრების, გუ-
ლაცრუების, ხელისმოცარვის, მოწყენილობის მიჩქმალვა; წინა-
აღმდეგობების წაშლა: და, ამასთან, ყველა მტკიცე საყრდენის
განმტკიცება, სიმდიდრის გამდიდრება, კვლავ დაგროვება; ყო-
ველწამიერი გაყალბება წამის; მცირის დამცრობა და დიდის
განდიდება.
სიცრუე
ის, რაც ჩვენ გვაიძულებს ვიცრუოთ, ხშირად სხვა არა არის
რა, თუ არა გრძნობა იმისა, რომ ჩვენ უმწეონი ვართ სხვების წი-

48
ნაშე; რომ ისინი ვერასდიდებით ვერ გაიგებენ ჩვენს ქცევას,
რომ ისინი ვერასოდეს ვერ აღიქვამენ აუცილებლობას (რომე-
ლიც თვითონ ჩვენ აუხსნელად გვეხვევა თავს).
– მე შენ გეტყვი იმას, რისი გაგებაც შეგიძლია. შენ არ შეგიძ-
ლია გაიგო სიმართლე. მე ისიც კი არ შემიძლია ვცადო, რომ შენ
გაგაგებინო ეს. ამიტომ მეც ავდგები და მოგატყუებ.
– ესაა სიცრუე იმისა, ვისაც აღარა აქვს სხვისი სულის იმედი,
და ამიტომ ცრუობს მის წინაშე, ვინაიდან სიცრუე უფრო მარტი-
ვია, ვიდრე სიმართლე. თვით ყველაზე რთული სიცრუეც კი უფ-
რო მარტივია, ვიდრე სიმართლე. სიტყვას არ შეუძლია ჰქონდეს
იმის პრეტენზია, რომ გადმოსცეს ინდივიდის მთელი სირთულე.

*
როცა ვიღაცის მიმართ კეთილი ხარ, ამით მას აძლევ იმის სა-
ბაბს, რომ დაგიმონოს. მას უკვე აღარ აეჭვებს შენი სიკეთე. ის
აშკარად თავგასულია შენ მიმართ. ის უკვე დაუფიქრებლად გი-
ყენებს. შენ უკვე აღარა ხარ მისი ხელისშემშლელი. შენ ფარუ-
ლად შედიხარ მის ჩანაფიქრში, ყველაზე იოლი საშუალების სა-
ხით.

*
რა უცნაურია იმაზე ფიქრი, რომ ტვირთის სიმძიმე – ჩვენი
წარსული ცხოვრების გავლენა ჩვენს აწინდელ ცხოვრებაზე –
სიცოცხლის დარჩენილი დროის სავარაუდო ხანგრძლივობით
განიზომება; რადგან თუ წინ დიდი დრო გვიძევს, წარსული თა-

49
ვად ანაზღაურდება, თავად შესუსტდება და შემსუბუქდება. კაცი
მრავალნაირი არსებობის უნარს შეიძენს.
მაშასადამე, ვინც მსუბუქად ატარებს თავის წარსულს, უთუ-
ოდ იხანგრძლივებს სიცოცხლეს.

*
გულცივი კაცი, სწორედ გულცივობის წყალობით, უკეთ ეგუე-
ბა სინამდვილეს, რომელიც თავადაც გულცივია. – საგნები არც
ისწრაფვიან და არც იგვიანებენ, არც ნანობენ და არც იმედოვნე-
ბენ.
და ამ კაცის გულცივობა ჰარმონიულად ეთანხმება და ესადა-
გება დროსაც, ესე იგი, მზარდ ალბათობას ყოველივე იმის საპი-
რისპიროსა, რასაც ჩვენში ჰქვია აფექტი.
ჩვენ მით უფრო ნაკლებ თავისუფალნი ვართ, რაც უფრო მე-
ტად გვჭირდება ის, რომ თავისუფალნი ვიყოთ. მაგალითად,
საფრთხეში, ან ცთუნების ჟამს. ჩვენი თავისუფლება მცირდება
სურნელით, მცირდება ამინდით, მცირდება ხიფათით.
მაგრამ როდესაც ვუკვირდებით, რომ ეს თავისუფლება ამდენ
სხვადასხვა რამეზეა დამოკიდებული; რომ ის იზრდება, რომ ის
მცირდება; რომ ფიზიკურად თუ მორალურად ჩვენთვის შესაძ-
ლო მოქმედებათა თუ გადაწყვეტილებათა რიცხვი ესოდენ უც-
ნაურად ცვალებადია; რომ ენერგია, რომელსაც ფლობს ის, რაც
სჯის ჩვენში ჩვენსავე ხატებს, ცვლადი სიდიდეა, – ხომ არ ნიშ-
ნავს ეს, რომ თავისუფლება სხვა არა არის რა, თუ არა გარე-
მოებათა შედეგი, რომელნიც მას ავიწროებენ ანდა ავრცობენ,
ესე იგი, თანაფარდობის ფორმა, რომელიც შეიძლება ერთმა-

50
ნეთს უფარდებდეს, ერთი მხრივ, იმას, რაც ჩემზე მოქმედებს და,
მეორე მხრივ, ჩემს პასუხს მის მოქმედებაზე?
– როდესაც მტკივა, მეშინია, ან სხვა რამ მიჭირს, ჩემში მა-
შინვე უფრო ნაკლები გასაქანი ეძლევა აზრს, რადგანაც მყისვე
ვიწროვდება აზრის ასპარეზი. მაგრამ როგორც კი გაჭირვება გა-
ივლის, მე კვლავ ვიბრუნებ ჩემს ვრცეულობას. კერძოდ, კვლავ
ვიძენ თვით იმის უნარს, რომ თვითნებური გასაჭირი შევუქმნა
ჩემს თავს. მე თავისუფალი ვარ: მაშასადამე, თავს ვიტყვევებ. მე
ყურადღებას ვამახვილებ ჩემს თავზე, ამოცანას ვუსახავ და თა-
მაშის წესებს თავს ვახვევ მას. მე ვტოვებ გარკვეულ მდგომა-
რეობას. მე ვაუქმებ თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას და სუ-
ლიერი გარიგების თანასწორობას. მე ვმფარველობ ჩემი
გრძნობებისა თუ აზრებისეული წარმოების ამა თუ იმ პრო-
დუქტს. მე ვახდენ ჩემი დროის სპეციალიზაციას.

*
შიში, რომელსაც გვინერგავს სხვისი აზრი, განპირობებულია
ჩვენი სისუსტით, რომელსაც არ შეუძლია ხელი არ შეგვიშალოს
იმაში, რომ ჩვენს გულში გავიმეოროთ იგი ჩვენივე თავის წინა-
აღმდეგ, – ესე იგი, შესაძლებელი დაცვის გარეშე.
ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ სხვისი აზრი, როგორც მისი
ავტორისგან განუყოფელი, და, ამრიგად, სასრული და ზიზღის
ღირსი, როგორც თვით კაცი.

51
იმას, რაც ყველას სწამდა, ყველგან სწამდათ და ყოველთვის
სწამდათ, ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ყალბი აღმოჩნდეს.

*
ღმერთმა შექმნა კაცი, და რაკი ვერ ჰპოვა, რომ ის საკმარი-
სად მარტოა, სამეგობროდ შეუქმნა ქალი, რათა კაცს უკეთ ეგ-
რძნო თავისი მარტოობა.

*
სიცოცხლე ცოტა უფრო ბებერია, ვიდრე სიკვდილი.

*
კაცთა უმრავლესობას იმდენად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს
პოეზიაზე, რომ თვით მათი წარმოდგენის ბუნდოვანება პოეზიის
განსაზღვრებად იქცევა მათთვის.

*
ლექსის ღირსება: ერთი მანკიერი სიტყვა ყველაფერს აფუ-
ჭებს.

*
ნაწარმოების ნაწილები ერთზე მეტი ძაფით უნდა უკავშირდე-
ბოდნენ ერთმანეთს.

52
რჩევა მწერალს
ორი სიტყვიდან უმოკლესი უნდა არჩიო.
(მაგრამ, დაე, ფილოსოფოსმაც ყურად იღოს ეს პატარა რჩე-
ვა).

*
ჭეშმარიტი კრიტიკის საგანი უნდა იყოს იმის აღმოჩენა, თუ
რა პრობლემას ისახავდა ავტორი (ცნობიერად თუ არაცნო-
ბიერად), და როგორ შესძლო მისი გადაჭრა.

*
ყველაზე მდაბალი ჟანრი არის ის, რომელიც ჩვენგან ყველა-
ზე ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.

*
ჩვენ ვიყენებთ, როგორც უსასყიდლო ძღვენს, ათას ისეთ
რასმე, რაც სიცოცხლის ფასად დასჯდომიათ ადამიანებს; მარგა-
ლიტებს, რომელთა მომპოვებლებიც სისხლს ათხევდნენ, ხან-
ძარს გადარჩენილ წიგნებს...
მხატვრობა
მხატვრობის მიზანი გაურკვეველია.
ის რომ გარკვეული იყოს, – მაგალითად, ხილულ საგანთა
ილუზიის შექმნა, ან მზერის დატკბობა ფერებისა და ფიგურების
თავისებური მუსიკალური განაწილებით, პრობლემა გაცილე-
ბით უფრო გაიოლდებოდა და უეჭველად უფრო მეტი მშვენიერი

53
(ესე იგი, კონკრეტულ მოთხოვნილებათა შესატყვისი) ნაწარ-
მოები შეიქმნებოდა. მაგრამ ვეღარ ვეღირსებოდით აუხსნელად
მშვენიერ ქმნილებებს.
აღარ გვექნებოდა არც ერთი ისეთი ქმნილება, რომლის ამო-
წურვაც შეუძლებელია.

*
ყოველგვარი უსარგებლო საქმის კეთებისას ღვთაებრიობას
უნდა მიელტვოდე. ან სულაც არ უნდა მოჰკიდო ხელი მას.

*
მუსიკა საკმაოდ მალე მბეზრდება, და მით უფრო მალე მბეზ-
რდება, რაც უფრო მძაფრად მოქმედებს ჩემზე. რადგანაც თვი-
თონვე უშლის ხელს იმას, რაც ეს-ესაა აღძრა ჩემში: აზრებს,
ხილვებს, სახეებს, წანამძღვრებს.
იშვიათია მუსიკა, რომელიც ბოლომდე ის არის, რაც არის:
რომელიც არ შლის და არ არღვევს იმას, რაც თვითონვე შექმნა;
არამედ ასაზრდოებს იმას, რაც არსებობისთვის გამოიწვია ჩემ-
ში.
აქედან მე ვასკვნი, რომ ამ ხელოვნების ჭეშმარიტ დამფასებ-
ლად, უთუოდ, უნდა მივიჩნევდეთ მას, ვისაც ის არაფერს არ
შთააგონებს.

54
ადამიანურ ქმნილებათა ფასეულობა მათივე რაობით კი არ
განისაზღვრება, არამედ იმ განვითარებით, რასაც ისინი იძენენ
სხვა კაცთა თუ შემდგომდროინდელ გარემოებათა წყალობით.
ჩვენ წინასწარ არასოდეს არ ვიცით, იცოცხლებს თუ არა ესა
და ეს ნაწარმოები. ის სხვა არა არის რა, თუ არა მეტ-ნაკლებად
სიცოცხლისუნარიანი ჩანასახი; და მას სჭირდება პირობები,
რომლებიც შეიძლება კეთილმოწყალენი აღმოჩნდნენ თვით
ყველაზე სუსტის მიმართაც.

*
ყველაზე დიდი ხელოვნება ის ხელოვნებაა, რომლის მიბაძ-
ვებიც გამართლებულნი არიან, კანონიერნი, დასაშვებნი, და
რომელიც მათი მეოხებით არ უქმდება, არც უფასურდება, და
არც ისინი – მისით.

*
კლასიკური ქმნილებები, შესაძლოა, ისეთი ქმნილებები არი-
ან, რომლებიც შეიძლება მინავლდნენ, მაგრამ არ ჩაქრნენ და
არ ჩაიფერფლონ. რა საგულისხმო იქნებოდა აღმოგვეჩინა და
გამოგვევლინა ეგრეთ წოდებული კლასიკური ეპოქების ხელოვ-
ნებათა პრინციპებში, წესებში, ნორმებსა თუ კანონებში, სრულ-
ყოფილებისა თუ სრულქმნილი ფორმის იდეაში ჩაკირული და
ჩადუღაბებული თვითშენახვის ნება.

55
პოეტების სიდიადე ისაა, რომ შეუძლიათ ზუსტად მოიხელ-
თონ სიტყვებით ის, რასაც მხოლოდ ბუნდოვნად ჭვრეტენ გონე-
ბით.

*
შთაგონება არის ჰიპოთეზა, რომელიც ავტორს დამკვირვებ-
ლის როლში აყენებს.

*
მშრალი სტილი უხრწნელი მუმიასავით უძლებს დროს, მაშინ
როდესაც ბევრი სხვა სტილი, სიმსუქნით გასიებულნი და მა-
ღალფარდოვანი ხატოვანებით შემკულნი, თავიანთ სამკაულებ-
შივე იხრწნებიან და ლპებიან. შემდეგ მათი სამარხებიდან ჩვენ
ვიღებთ გადარჩენილ დიადემებს და ბეჭდებს.

*
ტკბობა აბსტრაქტული და კონკრექტული.
აბსტრაქტული ტკბობა – მესაკუთრის ტკბობაა; აზრი, რომე-
ლიც თავისი თავითვე ტკბება.
კონკრეტული ტკბობა – მფლობელის ტკბობაა; მისი მოქმე-
დება და მისი შეგრძნება, რომლებიც სიხარულს ჰგვრიან მას.
ეს საგანი ჩემია. მე შემიძლია მოვიხმარო, ანდა ბოროტად
მოვიხმარო იგი.
ეს საგანი ჩემთვისაა. მე ვგრძნობ, მე ვიყენებ, ან ბოროტად
ვიყენებ მას.

56
ერთნი ძალმოსილებით ტკბებიან, მეორენი – მოქმედებით.
პირველნი მეორეთა თვალში ხელმოჭერილნი ჩანან, მეორენი
პირთველთა თვალში – ხელგაშლილნი.
ძუნწი უფრო პოეტია, ვიდრე მფლანგველი.

*
ყოველი აზრი გამონაკლისია იმ ზოგადი წესიდან, რომლის
თანახმადაც, არ უნდა ვაზროვნებდეთ.

*
უმრავლესობისათვის უცნობია ის, რასაც სახელი არა აქვს;
და უმრავლესობას ჰგონია, რომ არსებობს ის, რასაც სახელი
აქვს.
ყველაზე უფრო მარტივსა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან
საგანთაგან ყველას როდი აქვს სახელი. რაც შეეხება არა
გრძნობად საგნებს, დუჟინობით ბუნდოვანი სიტყვა, როგორც,
მაგალითად, იდეა, აზრი, გონიერება, ბუნება, მეხსიერება, შემ-
თხვევითობა და ა. შ., შეძლებისამებრ გვემსახურება ჩვენ: ისინი,
თავის მხრივ, იწვევენ ან შეიცავენ ასევე დუჟინობით არარსე-
ბულ პრობლემას.

*
ჩვენს სულს ორი ინგრედიენტი აქვს: უწესრიგობა და მისი
მოწესრიგების მოთხოვნილება.

57
*
ხანდახან სიბრიყვე, ხანდახან კი ძალმოსილება სულისა გა-
კერპდება ფაქტის წინაშე.

*
სული არაფრისგან რაღაცას ქმნის, და რაღაცისაგან – არა-
რას.
ის ჰმატებს და აკლებს არსებულს. რაც ყველაზე ძნელია მის-
თვის, – ეს თავშეკავება გახლავთ.

*
საჭიროა, ასე თუ ისე, პატივს ვცემდეთ, თაყვანს ვცემდეთ
ჩვენ წინაშე წამოჭრილ ყველა სიძნელეს.
სიძნელე არის სინათლე. დაუძლეველი სიძნელე – მზეა.

*
დროა ვისწავლოთ უნდობლობა ჩვენივე აზრის მიმართ, იმი-
ტომ რომ ის ჩვენი აზრია...

*
ლიტერატურა, რომლის სისტემაც შეგვიძლია შევიცნოთ, გან-
წირულია. ჩვენ გვიზიდავს სისტემა, და ნაწარმოები გრამატიკუ-

58
ლი მაგალითის მნიშვნელობასღა ინარჩუნებს. ის მხოლოდ სის-
ტემის ცხადყოფაში თუ გვიწყობს ხელს.

*
მშვიდობით, – ეუბნება მომაკვდავი სარკეს, რომელსაც მას
უწვდიან, – ჩვენ ვეღარასოდეს ვიხილავთ ერთმანეთს...

*
ბედნიერება ყველაზე სასტიკი იარაღია დროის ხელში.

*
ვისაც ქება-დიდება უყვარს, არა სძულს კაცი. ვისაც კრიტიკი-
სა ეშინია, მისგან საშინელ კერპსა ქმნის.
კრიტიკა და ქება-დიდება ჩვენ გვაფიქრებინებენ, რომ ვიღა-
ცას შეუძლია მოგვცეს უფრო მეტი, ვიდრე თავად ფლობს.

*
რასაც უნდა ამბობდე, ყველაფერს, რასაც შენ ამბობ, შეუძ-
ლია უფრო მეტი თქვას, ვიდრე შენ გგონია, თუკი ის, ვინც შენ
გისმენს, უფრო მეტია, ვიდრე შენ გგონია, ანდა ნაკლები.

59
ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ, შენზე მეტყველებს; განსა-
კუთრებით მაშინ, როცა სხვაზე ლაპარაკობ.
ზღაპარი
ერთი კაცი ბრძენი გახდა.
მან ისწავლა არ გაეკეთებინა არც ერთი უსარგებლო ჟესტი,
არ წარმოეთქვა არც ერთი ურგები სიტყვა.
ცოტა ხნის შემდეგ, იგი დამარხეს.

*
ყოველმა კაცმა იცის ურიცხვი ისეთი რამ, რაც თვითონაც არ
იცის, რომ იცის ცოდნა ყოველივე იმისა, რაც ვიცით? ეს მარტივი
ძიება ამოსწურავს ფილოსოფიას.

*
ღრმა ფიქრში წასული კაცი. მისი სახე არაფრისმთქმელია;
ვერაფერს ვერ ამოიკითხავთ მის ნაკვთებზე. როგორ შეიძლება
ასე შორის იყო იმისგან, რაც ასე ახლოა?

*
გეშინოდეს ჭეშმარიტებისა, როგორც ცეცხლის. მას ცეცხლის
თვისებები აქვს.
ვერაფერი ვერ უძლებს.

60
სიმართლე იმდენჯერ უპირისპირდება მშვენიერებას და სიკე-
თეს, რამდენჯერაც მოგვეპრიანება.

*
ნაწარმოები მრავალი სულისა და მოვლენისაგან არის შექ-
მნილი – (წინაპრები, მდგომარეობანი, შემთხვევითობანი, წინა-
მორბედი მწერლები, და ა. შ.) – ავტორის ხელმძღვანელობით.
მაშასადამე, ეს უკანასკნელი უნდა იყოს დახვეწილი პოლი-
ტიკოსი, რათა შეეძლოს ერთმანეთს შეუთანხმოს ეს პირქუში
ლანდები და ურთიერთმოქიშპე ინტელექტუალური ქმედებები.
აქ უნდა ითვალთმაქცო, იქ უნდა გაძვრე; უნდა შეაყოვნო, გაის-
ტუმრო, მობრძანება სთხოვო, საქმით დააინტერესო, – ათასგვა-
რი შელოცვა, გრძნებით შეკვრა, მონუსხვა – ჩვენს პირად, შინა-
გან, გრძნობადკონკრეტულ სამყაროზე ზემოქმედების მოსახდე-
ნად ჩვენ მხოლოდ მაგიურსა თუ სიმბოლურ საშუალებებს
ვფლობთ. უშუალო ნებელობა აქ არას მაქნისია. მისი ძალმოსი-
ლება არ ვრცელდება ამ რიგის არც ერთ შემთხვევითობასა თუ
თვითნებურ თამაშზე, რომლებსაც უნდა დაუპირისპირო ესა თუ
ის უნარი, ისეთივე ანაზდეული, ისეთივე ცოცხალი და ცვლადი,
როგორც ისინი არიან თავად.
ნაწარმოები და მისი დღეგრძელობა
ყველა დიდი კაცი სულდგმულობს იმ ილუზიით, რომ შეს-
ძლებს რაიმე გადასცეს მომავალს; სწორედ ამას ჰქვია დღეგ-
რძელობა.
მაგრამ დრო ულმობელია, – და თუ ვინმე, ასე თუ ისე, მაინც
ეურჩება, თუ რომელიმე ქმნილება ტივტივებს, ტალღებზე ირწე-
ვა და არ იძირება, – ყოველთვის შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ის

61
ძალიან ცოტათი ჰგავს იმას, რაც ავტორმა, მისი აზრით, დაუტო-
ვა შთამომავლობას.
ნაწარმოები ცოცხლობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შე-
უძლია სულ სხვა რამედ ჩანდეს, და არა იმად, რადაც ის შექმნა
ავტორმა.
ის ცოცხლობს თავისი სახეცვალებადობის წყალობით, და
მით უფრო მეტხანს ცოცხლობს, რაც უფრო უკეთ უძლებს ათას-
ნაირ გარდაქმნას და განმარტებას.
ან არა და, სიცოცხლის უნარს რომელიღაც სხვა თვისების
წყალობით იძენს, რომელიც არც ავტორზეა დამოკიდებული და
არც ავტორისეულია, არამედ მისი ეპოქითა თუ ხალხითაა გან-
პირობებული, და რომელიც ფასეული ხდება იმ ცვლილებათა
წყალობით, რასაც განიცდის ეპოქა თუ ხალხი.

*
დიდხანს, ძალიან დიდხანს ადამიანის ხმა იყო ლიტერატუ-
რის საფუძველი და საწყისი. ხმის ფენომენი ხსნის ძველთუძვე-
ლეს ლიტერატურას, საიდანაც კლასიკამ აიღო ფორმა და მომ-
ხიბლავი ტემპერამენტი, ადამიანის მთელი სხეული წარმოდგე-
ნილია ხმაში; და მასშივე პოულობს საყრდენსა და წონასწორო-
ბის პრინციპსაც ჩვენი აზრი...
მოვიდა დღე, როცა ხალხმა ისწავლა თვალებით კითხვა, უხ-
მოდ და უსმენლად, რის შედეგადაც ლიტერატურა არნახულად
შეიცვალა.
გადასვლა დანაწევრებულიდან მოუხელთებელზე – რიტმუ-
ლიდან და წყობილიდან მომენტალურზე – იმისგან, რასაც

62
აღიარებს და მოითხოვს აუდიტორია, იმაზე, რასაც იღებს და
ნთქავს ფურცლიდან მარდი, ხარბი და დაუმცხრალი თვალი.

*
შთაგონების იდეა შემდეგ იდეებს შეიცავს:
ის, რაც მუქთად გეძლევა, ყველაზე ძვირფასია.
ის, რაც ყველაზე ძვირფასია, მუქთი უნდა იყოს.
და კიდევ ამას:
ყველაზე მეტად ამაყობდე იმით, რაც ყველაზე ნაკლებ დავა-
ლებულია შენგან.

*
ვაი სირცხვილო: წერდე და არ კი იცოდე, რა არის ენა, სიტ-
ყვა, მეტაფორა, იდეებისა თუ ინტონაციის ცვალებადობა; ვერ
აღიქვამდე ნაწარმოების განვითარებისა თუ მისი დამასრულე-
ბელი პირობების სტრუქტურას; ძლივსძლივობით არჩევდე მი-
ზანს, და საერთოდ ვერ არჩევდე საშუალებებს!
გრცხვენოდეს იმისა, რომ პითია ხარ...
ავტორის მხრივ – ვარიანტები
ლექსი არასოდეს არ არის დასრულებული – მხოლოდ შემ-
თხვევითობა ასრულებს მას; ესე იგი, ის, რასაც მკითხველი გა-
დასცემს ლექსს.
ეს შეიძლება იყოს დაღლილობა, გამომცემლის მოთხოვნი-
ლება, – ახალი ლექსის მომწიფება.
მაგრამ თვით ნაწარმოების მდგომარეობა არასოდეს არ
გვიჩვენებს (თუკი ავტორი ბრიყვი არ არის), რომ არ შეიძლება

63
გავაღრმავოთ, გადავაკეთოთ, საწყის მონახაზად ან ახალი
ძიების დასაწყისად მივიჩნიოთ იგი.
პირადად მე მწამს, რომ ერთი და იგივე სიუჟეტი და თვით ერ-
თი და იგივე სიტყვები შეიძლება დაუსრულებლივ გამოიყენო
მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულქმნილება –
ეს არის შრომა.

*
ჩვენ მივდივართ ფორმასთან, რათა უკიდურესად შევზღუ-
დოთ მკითხველის შესაძლებელი როლი, – მეტიც, რათა მინიმუ-
მამდე დავიყვანოთ ჩვენივე გაურკვევლობა და შესაძლო თვით-
ნებობა.
ცუდია ის ფორმა, რომლის შეცვლასაც ვცდილობთ და
ვცვლით კიდეც ჩვენდა თავად; კარგია ის ფორმა, რომელსაც ვი-
მეორებთ და ვბაძავთ, რადგანაც ამაოდ ვესწრაფვით მის გაუმ-
ჯობესებას.
ფორმა არსებითად დაკავშირებულია განმეორებათან.
მაშასადამე, სიახლის კულტი უპირისპირდება ფორმისთვის
ზრუნვას.

*
თუ გემოვნება არასოდეს არ გღალატობთ, მაშასადამე,
ღრმად არასოდეს ჩაგიხედავთ თქვენსავე თავში.
ხოლო თუ გემოვნება საერთოდ არ გაგაჩნიათ, ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ ამაოდ ჩაღრმავებიხართ თქვენსავე თავს.

64
*
პროზა არის ისეთი ტექსტი, რომლის მიზანიც შეიძლება სხვა
ტექსტით იქნეს გამოხატული.

*
როცა სტილი მშვენიერია, ფრაზა მკაფიოდ იკვეთება, მიზანი
ცხადი ხდება, – ყველაფერი სულიერდება.
შეიძლება ითქვას, რომ, რასაც უნდა განწონიდეს ან ეხებო-
დეს, სიტყვა წმინდა რჩება, როგორც სინათლე. მისგან განფენი-
ლი ჩრდილის გათვლა შესაძლებელია. ის არ ითქვიფება ფერებ-
ში, რომლებსაც არსებობისთვის თვითონვე იწვევს.

*
კრიტიკოსი მკითხველი კი არ უნდა იყოს, არამედ მკითხვე-
ლის მოწმე: ვინც ხედავს, როგორ კითხულობს ის და რაღაცის
გამო ღელავს. უარსებითესი კრიტიკული ოპერაცია მკითხვე-
ლის განსაზღვრა გახლავთ. კრიტიკა მეტისმეტად დიდ ყურად-
ღებას უთმობს ავტორს. მისი სარგებლობა, მისი პოზიტიური
ფუნქცია შეიძლება ამ სიტყვებით იქნეს გამოხატული: ამა და ამ
ტემპერამენტისა და ამა და ამ განწყობის კაცს მე ვურჩევ
წაიკითხოს ესა და ეს წიგნი.

65
როცა ნაწარმოები გამოქვეყნებულია, მისი ავტორისეული
განმარტება სულაც არ არის უფრო მეტად ფასეული, ვიდრე ყვე-
ლა სხვა განმარტება.
თუ მე შევქმენი პიერის პორტრეტი, მაგრამ ვიღაცას ჰგონია,
რომ ის ჟაკს უფრო ჰგავს, ვიდრე პიერს, მე ვერაფერს დავუპი-
რისპირებ მას, – და მისი მტკიცება ჩემი მტკიცების ტოლფასია.
ჩემი შთანაფიქრი სხვა არა არის რა, თუ არა ჩემი შთანაფიქ-
რი, ნაწარმოები კი არის ნაწარმოები.
სიცხადე
გააღეთ ეს კარი. აი, ცხადი და ნათელი ფრაზა. მაგრამ თუ ასე
მოგვმართავენ ტრიალ მინდორში, ჩვენ ვეღარ ვიგებთ მას. ხო-
ლო თუ ის გადატანითი მნიშვნელობით არის ნახმარი, კვლავ
გასაგები ხდება.
ყველაფერი მსმენელის აზრზეა დამოკიდებული: უმატებს თუ
არა იგი ნათქვამს ესოდენ ცვლად პირობითობებს, შეუძლია თუ
არა მათი მიკვლევა?
და ა. შ... და ა. შ...
მალარმეს არ უყვარდა ეს გამოთქმა, – ეს ჟესტი, რომელიც
გამორიცხავს უსარგებლო უსასრულობას. იგი არ სცნობდა მას.
მე კი მომწონდა ის და მალარმესი მიკვირდა.
ეს გონების ყველაზე ნიშანდობლივი რეაქციაა. და სწორედ
ეს გამოთქმა აღძრავს მას ქმედითობისთვის.
და ა. შ. უცხოა ბუნებისათვის, რომელიც არის უწყვეტი და
ულმობელი ჩამოთვლა. ტოტალური ჩამოთვლა. ბუნებაში არ
არსებობს ნაწილი მთელისათვის – გონება განმეორებას ვერ
იტანს.

66
გეგონებათ, რომ ის განუმეორებლისათვის არის შექმნილი
ერთხელ და სამუდამოდ და როგორც კი შენიშნავს კანონზო-
მიერებას, ერთფეროვნებას, განმეორებას, – ის პირს იბრუნებს.

*
განსხვავება კლასიკოსსა და რომანტიკოსს შორის უმნიშვნე-
ლოა. ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ის, ვინც არ იცის
თავისი ხელობა, და ის, ვინც მას ფლობს. თავის ხელობას დაუფ-
ლებული რომანტიკოსი კლასიკოსი ხდება. აი, რატომაა, რომ
რომანტიზმი პარნასით დაგვირგვინდა.

*
ხელოვნების ნაწარმოების ჭეშმარიტი მოყვარულნი ისინი
არიან, რომელნიც მის ჭვრეტას თუ მასზე ფიქრს არანაკლებ ვნე-
ბასა და დროს ალევენ, ვიდრე საჭირო იყო მის შესაქმნელად.
მაგრამ მასთან უფრო მეტად დაკავშირებულნი არიან ისინი,^
რომელნიც მას უფრთხიან და გაურბიან.

*
საქმე იმდენად ხალხის აზავთება როდია, რამდენადაც დაუფ-
ლება მისი. ზოგი მწერალი და პოეტი მეამბოხე ბელადებსა თუ
ტრიბუნებს ჰგვანან, რომლებიც საიდანღაც გვევლინებიან და
ერთბაშად იძენენ შეუზღუდავი მბრძანებლობის უფლებას ხალ-
ხზე. მეორენი უფრო ნელა იპყრობენ ძალაუფლებასა და ხელი-
დან აღარ უშვებენ მას. ისინი მკვიდრ იმპერიებს აარსებენ.

67
პირველნი ამსხვრევენ კანონებს, შფოთით ავსებენ სულებს,
– გრგვინავენ მოქუფრული ცის კიდით-კიდემდე, რომელსაც
ხანძრის ალით ანათებენ. მეორენი ქმნიან კანონებს...

*
ხელოვნებისა და, საერთოდ, სულის ქმნილება მნიშვნელო-
ვანია, როცა მისი არსებობა განსაზღვრავს, განაპირობებს, არ-
სებობისთვის იწვევს ან აუქმებს სხვა – უკვე შექმნილსა თუ ჯერ
კიდევ შეუქმნელ – ქმნილებებს.
ის ამძაფრებს სულის გრძნობელობას სრულიად სხვადასხვა
ქმნილებათა მიმართ, ან იწყებს, ან ამთავრებს, და ა. შ.

*
კაცის ცხოვრება მოქცეულია ორ ლიტერატურულ ჟანრს შო-
რის. ჩვენი ვნებების აღწერით ვიწყებთ და ჩვენი მემუარებით კი
ვამთავრებთ.
ლიტერატურიდან გამოვდივართ და მასვე ვუბრუნდებით...

*
ღრმა და შეუბრალებელი გონების კაცი დაინტერესდებოდა
კია ლიტერატურით? ვითომ რატომაო?
სად მიუჩენდა თავის სულში მას ადგილს?

68
გენიოსობა ეს არის ჩვეულება, რომელსაც ზოგ-ზოგი ითვი-
სებს.

*
მე იმდენი რამ ვიცი – მე იმდენი თანაფარდობის ერთობ-
ლიობა მაეჭვებს – რომ ხმას ვეღარ ვიღებ, მეტიც, ვეღარც კი
ვაზროვნებ, ვინაიდან, აზრის აღძვრისთანავე, წინასწარ
ვგრძნობ, რომ უზარმაზარი სისტემა ირყევა, რომ უზარმაზარი
შრომის დახარჯვა მომიწევს, რომ ვერასოდეს ვერ მივალ იქ, სა-
ნამდისაც საჭირო იქნებოდა მისვლა. ეს ჩანასახშივე მღლის, ჩა-
ნასახშივე მაძრწუნებს. ვერა, მე ვერ გავბედავ ფეხი შევდგა
ანაზდეულად გამკრთალი სინათლის რკალში, წამიერად რომ
ანათებს წლებს.

*
კაცი მხოლოდ ზედაპირულადაა კაცი.
გააძვრე ტყავი, გაკვეთე: აქ იწყება მანქანა. შემდეგ კი შენ
იკარგები გონებამიუწვდომელ სუბსტანციაში, რომელიც არა
ჰგავს არაფერს, რასაც შენ იცნობ, მაგრამ მაინც არსებითია.
იგივე ითქმის შენი სურვილების, შენი გრძნობებისა და შენი
აზრების მიმართ. მათი შინაურულობა და ადამიანური იერი ამ
მცდელი თვალით დანახვისთანავე ქარწყლდება. და თუ ენის
გარსს გავაძრობთ და ამ კანის ქვეშ ჩავხედავთ მათ, ის, რაც მა-
შინ გამოჩნდება, მე თავგზას მიბნევს და მაოგნებს.

69
*
ეს წიგნი, რომელიც შენ ასე მრავალფეროვანი გგონია, მე
თავისი ერთფეროვნებით მიწყალებს გულს. ის შენ სამყაროსა-
ვით ნაირგვარი გეჩვენება, მე კი მასში ვხედავ მხოლოდ ერთა-
დერთ თანაფარდობას, გულისგამაწვრილებლად განმეორე-
ბულს. მართალია, ის მთელ ლექსიკონს ინელებს, მაგრამ მაინც
ყოველთვის ერთი და იგივეა.

*
აზროვნება?.. აზროვნება! ეს ნიშნავს ძაფის დაკარგვას.

*
ისწავლე შენი სულის კითხვა, და ყოველივე დანარჩენი უხ-
ვად მოგეცემა.

*
მწერლობაში არის რაღაც ელამი: ყველას ძალაუნებურად
მკითხველზე უჭირავს თვალი. მაშასადამე, არის აზრის ერთგვა-
რი სიბეცეც, ერთგვარი ფარული აზრიც, სადაც ბუდობს ყოველ-
გვარი შარლატანიზმი. ასე რომ, ყოველი ლიტერატურული პრო-
დუქტი არაწმინდა პროდუქტია.
ყველა კრიტიკოსი ცუდი ქიმიკოსია, იმიტომ რომ ივიწყებს ამ
უზოგადეს კანონს. ასე და ამრიგად, აზრი ქმნილებიდან კაცზე კი
არ უნდა გადადიოდეს, არამედ ქმნილებიდან – ნიღაბზე და ნიღ-
ბიდან – მის მექანიზმზე.

70
*
აჩვენე ერთსა და იმავე ფრაზაში მისი ანარეკლი, მისი პასუ-
ხი, მისი არარაობა, მისი საფუძველი.

*
სევდა უსახოა.

*
ურთიერთგამომრიცხველი საშუალებები.
ყველაზე მხდალსა და ყველაზე მამაცს გადარჩენის თანაბარი
შანსი აქვთ, უფრო მეტი, ვიდრე საშუალოდ მხდალსა და სა-
შუალოდ მამაცს.

*
... სევდა – აი, ჩემი ჭეშმარიტი ხელობა...

*
სიზუსტეს შეუძლია შემუსროს სიზუსტე; მაგრამ აზრს არ შეუძ-
ლია შემუსროს მეორე აზრი. ის მუსრავს მის არსებობას, მაგრამ
არა მის შესაძლებლობას.

71
*
მერწმუნე, არა და, მოგკლავ, გაგათავებ.

*
არის ლექსები, რომლებსაც პოულობენ, და არის ლექსები,
რომლებსაც აკეთებენ.
ავტორი აუმჯობესებს ნაპოვნს.
და აბუნებრივებს ნაკეთებს.
ორმაგი სიმულაცია, პირუკუ აზრით, რათა მიაღწიონ ამ სი-
ყალბეს: სრულქმნილებას... თანაბრად დაშორებულს როგორც
ყოველგვარი წმინდა თვითნებობის, ისე ყოველგვარი წმინდა
ნებელობისმიერი პროდუქტისაგან, რომელიც არის მწარე,
მტანჯველი, ნაზი, ნატიფი, ყველა სხვა ნების მიერ უარყოფადი;
რომელსაც არ შესწევს იმის უნარი, რომ დაექვემდებაროს
სხვებს.

*
მე არ მიყვარს მჭევრმეტყველება. მაგრამ დაწერილი, ის ჩემ-
თვის სრულიად აუტანელი ხდება.
რატომ? მოგახსენებთ. იმიტომ, რომ ის არის სიმრავლისა და
მღვრიე ნაზავისათვის მისადაგებული ფორმა.
ის არ არის აზრის ფორმა – და ა. შ.
არ არსებობს აზრი, რომელსაც შეეძლოს ამნაირი სიტყვების
გარსში გახვევა.
აზრი დასაბამს ვერ აძლევს ესოდენ გრძელსა და ესოდენ
თავდაჯერებულ ფრაზებს.

72
ყველა ეს სხვადასხვა სიგრძე სხვა არა არის რა, თუ არა ხე-
ლის ფათური.

*
სული – ათასნაირად აბრუნებს და ატრიალებს რაღაცას, რა-
საც მის საკუთარ ენაზე ჯერ კიდევ არა აქვს სახელი, რაღაც უთ-
ქმელსა და უცნაურ სუბსტანციას; სანამ, ბოლოს და ბოლოს, ეს -
სუბიექტი, ეს არარაობა, ეს მომენტი, ეს უნივერსალური საყ-
რდენი, ეს პლაზმა – არ დაემგვანება ობიექტს, არ შეეხება ობი-
ექტს, ზღურბლს, შანსს, ალბათობას, შემთხვევითობას, რომე-
ლიც არის ცნობიერება!

*
მწერალი ღრმაა, თუკი მისი სიტყვა, ადვილად აღსაქმელი აზ-
რის ენაზე გადატანილი, მე აღმძრავს ხანგრძლივი და საგ-
რძნობლად სასარგებლო სულიერი ქმედითობისთვის.
მაგრამ ხაზგასმული პირობა არსებითია. მარჯვე მთხზველს
(მერედა, რამდენია ასეთი) – და თვით კაცსაც, რომელიც, ჩვეუ-
ლებისამებრ, იოლად ეხვევა მაღალფარდოვნების სამოსში, –
ყოველთვის შეუძლია წარმოგვიდგინონ მოჩვენებითი სიღრმე
მიკიბულ-მოკიბული სიტყვების მაცთუნებელი კომბინაციებით.
ჩვენ გვგონია, რომ აზრს ვწვდებით, მაშინ როდესაც, სინამდვი-
ლეში, მხოლოდ დავეძებთ მას. ისინი გვაიძულებენ უფრო მეტი
გავიღოთ ჩვენი მხრივ, ვიდრე მათგან მივიღეთ. ისინი იძულე-
ბულს გვხდიან, რომ გაოგნება, რასაც ჩვენში იწვევენ, მათი გა-
გების სიძნელეს მივაწეროთ.

73
ნამდვილი სიღრმე გამჭვირვალეა.
მას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული სიტყვები, რო-
გორც, მაგალითად, სიკვდილი, ღმერთი, სიცოცხლე, სიყვარუ-
ლი, არამედ ამ ტრომბონების გარეშეც იოლად გადის.
შობადობის შემცირება
შობადობის შემცირების მიზეზი ნათელია: ეს გახლავთ გონე-
ბის დომინანტობა.
მომავლის წინასწარმჭვრეტ მეუღლეთა ჯამი შეადგენს მომა-
ვალზე გულაყრილ ხალხს.
ან თავი უნდა დაკარგო, ან შენი რასა.

*
გემოვნებიანი კაცი ერთგვარი ურწმუნოა.
მას არა სწამს განცვიფრება: თანადროულ ხელოვნებათა ეს
ერთადერთი კანონი.
რადგან განცვიფრება არის რაღაც დასრულებული.

*
ყველაზე მიამიტურია ის ტენდენცია, რომელიც გვაიძულებს
ყოველ ოცდაათ წელიწადში აღმოვაჩინოთ ბუნება.
არ არსებობს ბუნება, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ის, რასაც მოცე-
მულობად თვლიან, სხვა არა არის რა, თუ არა მეტ-ნაკლებად
ძველი პროდუქტი.
აზრი, რომელიც პირველქმნილ არსისაკენ მიბრუნებას ისა-
ხავს მიზნად, მათრობელი ძალითაა სავსე. ჩვენ გვგონია, რომ
არსებობს ამნაირი პირველქმნილობა. მაგრამ ზღვა, ხეები, მნა-

74
თობები, – და, მით უმეტეს, ადამიანის თვალი, – ყველაფერი ეს
ხელოვნურია.
გაკეთილშობილება და კეთილშობილების მოთხოვნილება,
რაც ნიშნეულია კლასიკოსებისათვის, დიდად როდი განსხვავ-
დება ნატურალიზმისაგან.
ორივე მოთხოვნილება (გამჭრიახობისა და გულწრფელობის
სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით) გულისხმობს პირ-
ველსაწყისთა საკმარის დავიწყებას.
შუბი უფრო კეთილშობილურია – და უფრო ბუნებრივი, ვიდ-
რე თოფი.
წყვილი წაღა უფრო კეთილშობილურია, ვიდრე წყვილი ჩექ-
მა.
დავიწყება კაცისა, გამორიცხვა კაცის, უმოქმედობა კაცის,
დავიწყება კაცის არსებობის უწინდელი პირობებისა, – აი, რის-
გან ითხზვის კეთილშობილება, ბუნება და... ეგრეთ წოდებული -
ადამიანურობა.

*
რიტორი და სოფისტი – აი, მარილი მიწისა. დანარჩენი კი
კერპთაყვანისმცემელნი არიან: ისინი სიტყვებს საგნებად, ხო-
ლო ფრაზებს აქტებად თვლიან.
მაგრამ პირველნი ყოველივე ამას ერთობლივად აღიქვამენ;
მათშია სასუფეველი შესაძლობლობისა.
აქედან გამომდინარეობს, რომ ზუსტი, მძლავრი და გამბედა-
ვი მოქმედების კაცი, თავისი არსით, დიდად როდი განსხვავდება
თვითმპყრობელი და თავისუფალი პიროვნებისაგან. შინაგანად
ისინი ძმები არიან.

75
(ნაპოლეონი, კეისარი, ფრიდრიხი – მწიგნობრები არიან,
რომლებსაც უშურველად მიემადლათ იმის უნარი, რომ – სიტ-
ყვების მეშვეობით – მართავდნენ ადამიანებსა და საგნებს).
უკვე აღარავის შეუძლია სერიოზულად იმსჯელოს სამყარო-
ზე. ეს სიტყვა თავის აზრს ეძებს. და თვით ბუნებაც თანდათანო-
ბით იწრიტება აზრისაგან, რომელიც მას სიტყვის ანაბარა ტო-
ვებს. ეს სიტყვები, სულ უფრო და უფრო აშკარად, მარტოოდენ
სიტყვებადღა გვევლინებიან. იმიტომ, რომ სულ უფრო მეტად
საგრძნობი ხდება გათიშულობა, ერთი მხრივ, საყოველდღიურო
სიტყვანსა და, მეორე მხრივ, ზუსტ მეცნიერებათა მოწესრიგებუ-
ლი კომბინაციებისა და მათი ფიქსაციისათვის საგულდაგულოდ
დამუშავებულ წმინდა იდეათა კოდექსს შორის.
და აჰა, ახლოვდება აღსასრული არაცხადისა, და მოიწევა სა-
უფლო არაადამიანურისა, რომელიც დაიბადება ადამიანურ საქ-
მეთათვის სულ უფრო და უფრო მეტად ნიშნეული სიზუსტის, სიმ-
კაცრისა და სიწმინდისაგან.

*
არის მარტივ საგანთა მეცნიერება, და რთულთა ხელოვნება.
მეცნიერება, – როცა ცვლადთა აღრიცხვა შესაძლებელია, მათი
სიმრავლე – განსაზღვრული, მათი კომბინაციები – ცხადი და
ნათელი.
ჩვენ ვესწრაფვით სამეცნიერო მდგომარეობას, ჩვენ მიველ-
ტვით მას. ხელოვანი წესებს ქმნის თავისთვის. მეცნიერების ინ-
ტერესი მეცნიერების შექმნის ხელოვნებაში ძევს.

76
*
ყოველგვარი კრიტიკა, ყოველგვარი გმობა ამ სიტყვებამდე
დაიყვანება: მე არა ვარ შენ. აი, რატომაა, რომ აქ საქმეში ერ-
თვება დაუნდობლობა, – ესე იგი, უგრძნობლობა, არსებითი
განსხვავება, – როგორც ქვასა, რომელიც ვარდება, და ცხო-
ველს შორის, რომელსაც ის სრესს.
შეუძლებელია გაუგო და, იმავდროულად, დასაჯო კიდეც.
თუ მსაჯული ბრალდებულად არ იქცა, ის თვითონ განისჯება
ბრალდებულის სულის სიღრმეში, რომელიც იგივეა, რაც მისი
სულის სიღრმე. მაგრამ თუ ის მთლიანად სწვდება დანაშაულის
ინტიმურ არსს, სადღაა ბრალდებული, ანდა მსაჯული?
ალბათობა და მსგავსება
რაღაცა მეუბნება, რომ ტიტუსის ამ ბიუსტში მიღწეულია სრუ-
ლი მსგავსება.
რა თქმა უნდა, მე ჭეშმარიტებად მივიჩნევ ამ შესატყვისობას
მარმარილოს თავსა და ტიტუსზე ჩემს წარმოდგენას შორის,
თუმცა ტიტუსი არასოდეს მინახავს, ხოლო ეს ბიუსტი ხვი ს.
ეკუთვნის.
მახსოვს, რა ცხარედ ვდავობდით მე და მარსელ შვობი ჰალ-
სის დეკარტის წინაშე: ის ამტკიცებდა, ჰგავსო.
– ვის-მეთქი? – ვეკითხებოდი მე.

*
როცა ჩვენს ნაწერებს ვკითხულობთ, მაშინღა ვხვდებით, რა
ცუდად ვიცნობდით ჩვენსავე თავს.
წინასიტყვაობის პროექტი

77
აი, ჩვენი მითები და შეცდომები, რომლებიც რის ვაივაგლა-
ხით დავუპირისპირეთ უწინდელ მითებს და შეცდომებს.

*
ნაწარმოები სიცოცხლისუნარიანია, თუკი ქედს არ უხრის და
ჯიუტად ეწინააღმდეგება იმ ცვლილებებს, რასაც ქმედითი და მე-
ამბოხე მკითხველის სული გამუდმებით თავს ახვევს მის ელე-
მენტებს.
ნუ დაივიწყებ, რომ ნაწარმოები – ესაა რაღაც დასრულებუ-
ლი, გაქვავებული, მატერიალური. მკითხველის ცოცხალი
თვითნებობა თავს ესხმის და უტევს ნაწარმოების მკვდარ თვით-
ნებობას.
მაგრამ სწორედ ეს ენერგიული მკითხველია, რაცაა, ჩვენ-
თვის, – რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია გამოავლინოს ჩვენში
ის, რასაც ჩვენს კუთვნილებად თვითონ ვერც კი წარმოვიდგენ-
დით.

*
წიგნს ავტორის მხარზემოდან უნდა ჩახედო.

*
ხედვის გარკვეული წერტილიდან, რომელიც არცთუ იშ-
ვიათად ჩემიც არის, – ის, რასაც მშვენიერი ნაწარმოები ჰქვია,
შეიძლება ავტორის საშინელ შეცდომად იქნეს მიჩნეული.

78
*
სტილის ნამდვილი ელემენტები შემდეგია: ათასგვარი მანია,
ნება, აუცილებლობა, დავიწყება, ხრიკები, შემთხვევითობა, რე-
მინისცენციები.

*
პოეტი ისაა, ვისშიაც ხელოვნების თანდაყოლილი სიძნელე
ამრავლებს იდეებს, – და არ არის ის, ვისშიაც ახშობს მათ.

*
პოეტი. – ლექსების წერისას არის მომენტი, როცა მან არ
იცის, ახლოა მიზანთან თუ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია. ერ-
თიცა და მეორეც მართებულია; და ეს მომენტი შეიძლება იმდენ
ხანს გაგრძელდეს, რამდენ ხანსაც გრძელდება მთელი მუ-
შაობა.
შთაგონება
თუ ვიგულისხმებთ, რომ შთაგონება მართლაც ისეთია, რო-
გორიც წარმოუდგენია ხალხს, – ესე იგი, რაღაც აბსურდული,
რომლის მიხედვითაც, მთელი პოემა ავტორს შეიძლება უკარნა-
ხოს რომელიღაც ღვთაებამ, – აქედან უცილობლად გამომდინა-
რეობს ლოგიკური დასკვნა, რომ შთაგონებით შეიძლება ისევე
კარგად წერდე უცხო ენაზე, რომელსაც არა ფლობ, როგორც
შენს მშობლიურ ენაზე წერ.

79
(ასე, უწინდელ დროში, სულით შეპყრობილნი, თვით ყველა-
ზე უვიცნიც კი, ქადაგად დაცემისას ღაღადებდნენ ებრაულად თუ
ბერძნულად. და სწორედ ამ უნარს უაზრო მითქმა-მოთქმა მია-
წერს პოეტებს...).
შთაგონებულს შეეძლო არ სცოდნოდა თვით თავისი ეპოქა,
მისი გემოვნება, თავისი წინამორბედებისა თუ მეტოქეების შე-
მოქმედება, – რაც გვაიძულებდა შთაგონება დაგვესახა იმდე-
ნად დახვეწილ, იმდენად რთულ, იმდენად ბრძნულ და იმდენად
აზრმოსილ ძალად, რომ გაუგებარი იქნებოდა, რატომ არ ვუწო-
დებთ მას ინტელექტს ან შემეცნებას.

*
მე შევდივარ კანცელარიაში: საქმე მაქვს. განცხადება უნდა
დავწერო, და მე მაძლევენ კალმისტარს, მელანს, ქაღალდს;
ყველაფერი ეს საოცრად საჭიროა ამჟამად. მე ვწერ ადვილად,
ვწერ სრულიად უმნიშვნელო რასმე. ჩემი ნაწერი მევე მომწონს.
ის ჩემში წერის სურვილს იწვევს. მე გამოვდივარ. მე მივდივარ.
მე თან მიმაქვს წერის სურვილი, რომელიც წერის საბაბს და სა-
განს ეძებს. თანდათანობით მოდიან სიტყვები, რიტმი, სტრიქო-
ნები, და ყოველივე ეს დასრულდება ლექსით, რომლის მოტივი,
მუსიკა, სამკაულები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, დასაბამს
იღებს სრულიად უმნიშვნელო შემთხვევითობისაგან, რომლის
ნასახიც აღარ დარჩება მათში. რომელი კრიტიკა წარმოადგენს
ამ დასაბამს? შესაძლოა თუ არა, საერთოდ, კრიტიკა? – მე ვგუ-
ლისხმობ კრიტიკას, რომელიც გამოგვადგებოდა თვითონ ჩვენ,
და ცოტათი მაინც აგვიხსნიდა, როგორ ვაკეთებთ იმას, რასაც
ვაკეთებთ...

80
*
ვინც ამბობს: შემოქმედება, ამბობს: მსხვერპლი.
საკითხავი და გადასაწყვეტი ისაა, თუ რას მივიტანთ მსხვერ-
პლად: უნდა ვიცოდეთ, მაინც რა, რა შთაინთქმება სამსხვერ-
პლო ცეცხლში.

*
ყველა რომ მწერალი იყოს, რა მოუვიდოდა მაშინ ლიტერა-
ტურულ ფასეულობებს?

*
რაც კაცში სხვებისათვის მიუბაძველია, სხვა არა არის რა, თუ
არა ის, რისი მიბაძვა თვითონ მასაც არ შეუძლია. ის, რაც ჩემში
მიუბაძველია, ჩემთვისვეა მიუბაძველი.
საკუთარი თავის მიბაძვა
ხელოვანისათვის აუცილებელია ჰბაძავდეს თავის თავს.
ასეთია ნაწარმოების შექმნის ერთადერთი კანონი, ნაწარ-
მოებისა, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა ცვალებადობას-
თან, სულის, ძალმოსილების, განწყობილების უმტკიცობასთან
ბრძოლა.
ხელოვანი ნიმუშად სახავს თავის საუკეთესო მდგომა-
რეობას. ქმნილება, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია (თავისი აზ-
რით), ფასეულ ეტალონად ემსახურება მას.

81
*
ლიტერატურაში არაფერია ფასეული, თუკი ის არ არის ინტე-
ლექტუალური ცხოველის უზენაესი თვითწვრთნა.
მაშასადამე, აუცილებელია, რომ ის მოიცავდეს ამ ცხოველის
ყველა გონებრივი ფუნქციის ერთობლივ ქმედითობას; დიახ,
აუცილებელია მათი ერთობლიობა მთელი თავიანთი სიზუსტით,
სინატიფითა და ძალმოსილებით; აუცილებელია, რომ ლიტერა-
ტურა ახორციელებდეს მათს თანამშრომლობას, და არ იწვევ-
დეს არავითარ სხვა ილუზიას, გარდა იმისა, რასაც თვითონ
ქმნის, ან დასაბამს აძლევს თავისი თამაშით.
ასე, მოცეკვავე ქალი, გვგონია, თითქოს გვეუბნება: მე – ჩემი
მორჩილი მუსკულების შეგრძნება; შენ – ჩემი სხეულის ფიგურე-
ბით აღძრული და გადმოცემული განცდები, ფიგურებით, რომ-
ლებიც შეუმჩნევლად ცვლიან ერთმანეთს, გარკვეული ჩანაფიქ-
რისა თუ ნახატის თანახმად, – და სწორედ ეს არის ცეკვა.

*
აზრი ყოველთვის საგრძნობი უნდა იყოს: აშკარად თუ ფარუ-
ლად. ის მიცურავს და წყალს ზემოთ მიატივტივებს პოეზიას.
ლიტერატურას არ შეუძლია – რისკის გაუწევლად და დაუსჯე-
ლად – იოლად გავიდეს რომელიმე ზემოთნახსენები ფუნქციის
გარეშე; ის უმწეო აღმოჩნდებოდა განსაკუთრებით მკაცრი და
გამჭრიახი მზერის წინაშე, – თუმცა მის წინაშე ის ყოველთვის
უმწეო ჩანს.
კითხვის ხელოვნება

82
ყურადღებით ჩვენ ვკითხულობთ მხოლოდ იმას, რასაც აშკა-
რად პირადი ინტერესის გამო ვკითხულობთ. ზოგჯერ ეს შეიძ-
ლება იყოს სურვილი ამა თუ იმ უნარის გამომუშავებისა.
ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ზიზღი ავტორის მიმართ.
პუბლიკის მოთვინიერება
დიდი ადამიანის სიდიადე სხვა არა არის რა, თუ არა ის, რომ
მიაჩვიოს ხალხი ყოველივე იმის სიყვარულს და იმის ნატვრას,
რაც მისგან მომდინარეობს, რაც მისგან იღებს დასაბამს. ის აჩ-
ვევს მათ თავის მე-ს. როგორც საჭმელს, და ისინი ხელს ულოკა-
ვენ მას.
მაგრამ დიდი ადამიანები ორნაირნი არიან: ერთნი ხალხს აძ-
ლევენ იმას, რაც მოსწონს ხალხს, მეორენი მას აჩვევენ იმის
სიყვარულს, რაც არ უყვარს მას.

*
დაცემისდროინდელი ლიტერატურის დამახასიათებელი ნი-
შანია სრულქმნილება – ათასნაირი სრულქმნილება. არც შეიძ-
ლება სხვაგვარად იყოს. ესაა მზარდი ვირტუოზობა, სულ უფრო
მეტი სულიერება, მეტი გრძნობელობა, კომბინაციების სიუხვე,
სულისშემხუთველ აუცილებლობათა უკეთ შენიღბვა, სულ უფ-
რო მეტი აზრი და სიღრმე, ხოლო ჯამში: უკეთესი ცოდნა კაცისა,
მკითხველის მოთხოვნილებებისა და რეაქციების, სიტყვიერი
საშუალებებისა და ეფექტების უფრო ღრმად წვდომა, თვით-
ფლობის უფრო მძლავრი უნარი, – ავტორისა.
ვერგილიუსი ამის ნიმუშია.

83
*
რა მწიფე, რა მშვენიერია ჩვენი დიდი პოეტების ლექსები!
სულთანი აბდულ ჰამიდი.
ეს მწიფე მხოლოდ მცოდნეს შეეძლო ეთქვა; დიდებული სიტ-
ყვაა.

*
ახალგაზრდობას არ უყვარს სრულყოფილი ქმნილებები.
ისინი მას ძალზე ცოტა რამეს უტოვებენ გასაკეთებელს, და ამი-
ტომ აღიზიანებენ ან ასევდიანებენ მას.

*
მწერლობის დასაწყისი არ იცნობს წმინდა პოეტებს, ისევე
როგორც პირველი მელითონეები არ იცნობდნენ წმინდა ლი-
თონებს.
ჰომეროსი და ლუკრეციუსი ჯერ კიდევ არ არიან წმინდა
პოეტები. ეპიკოსი, დიდაქტიკოსი და ა. შ. პოეტები არაწმინდა
პოეტები არიან.
არაწმინდა სალანძღავი სიტყვა არ გახლავთ. ის აღნიშნავს
გარკვეულ ფაქტს.

*
ყველაზე მოსაწყენი ჟანრი, რომელიც შეიძლება ლიტერატუ-
რის ისტორიაში აღმოაჩინოთ, არასოდეს არ ქრება უკვალოდ.
ის აღორძინდება, – როგორც მოწყენილობის საწინააღმდეგო

84
საშუალება, მოწყენილობისა, რომლითაც, ბოლოს და ბოლოს,
აღივსება თვით ყველაზე მომხიბლავი ჟანრი.

*
ლოგიკა მხოლოდ ლოგიკოსებს აშინებს.

*
ზოგიერთ შემთხვევაში სულის თავისუფლების შენარჩუნება
დანაშაულად მიიჩნევა. ( – ხანდახან თვით მის მიერაც, ვინც
ინარჩუნებს მას).

*
სიცრუე ზოგჯერ შემკითხველის ბრალია, რომელსაც საშიშს
ხდის სიმართლე.

*
დაუბრუნდე საკუთარ თავს, ნიშნავს დაუბრუნდე ნაშთს, ან,
უფრო ზუსტად, – სხვას.

*
ჩვენი გონების უკმარისობა, – აი, ზუსტად, – შემთხვევითო-
ბის, ღმერთებისა და ბედისწერის საკმარისობის სფერო.

85
*
არ არსებობს კომპლიმენტების მიმართ უგრძნობელი კაცი.
ერთადერთი გამონაკლისი – ესაა ტანჯული კაცი.
ასე გგონია, ადამიანური მცენარე იფურჩქნება ქებით: ხედავ,
როგორ იშლება ბილწი ყვავილი, გესმის, როგორ შრიალებენ
ხშირი ფოთლები. ესაა ძალზე ღრმა ღიტინი, რაც მეტისმეტად
ეადვილება ზოგიერთს. ის მოქმედებს თვით წინდახედულსა და
გამოცდილ კაცზეც და კეთილად განაწყობს მას, თუკი კომპლი-
მენტების ოსტატი გაწაფულია და არაპირდაპირი.
გამოცდილი კაცის სულში რაღაც ჯანყდება იმის წინააღმდეგ,
რომ მას თავის ნებაზე ათამაშებენ და ამ უცნაურ ვნებას უმორჩი-
ლებენ, როგორც ემორჩილება ხორცი მაცთური კურტიზანის
ზანტსა და მომნუსხავ მოძრაობებს. მაგრამ თვით ეს ჯანყიც სხვა
არა არის რა, თუ არა სიამაყის საამო მოძრაობა, გამოწვეული
იმის შეგნებით, რომ ის ყოველგვარ ქებაზე უფრო მეტ ქებას იმ-
სახურებს.
და ეს მოძრაობა, ეს თავმოთნეობა, თავისი თავის ეს სიყვა-
რული მხოლოდ თავის თავშივე გადადის, თავის თავადვე გარ-
დაიქმნება.

*
შეთქმულება. ჩვენ ვისურვებდით ერთად შეგვეკავშირებინა
ყველა, ვისთვისაც ჩვენ ვაზროვნებთ და ვისაც შინაგანად ვუძ-
ღვნით ჩვენს უკეთეს აზრებს. ნაწარმოები ამნაირი ერთობის
ძეგლი უნდა იყოს.

86
*
რაც ყველაზე მეტად გვენანება ამ ცხოვრებაში, ესაა ის, რაც
მან არ მოგვცა, – და ვერც ვერასდროს მოგვცემდა. ჰოდა, დამ-
შვიდდი.
შეჩვენება
... და შენდა შესაჩვენებლად, შენ შექმნი მშვენიერ ქმნილე-
ბებს.
აი, რას ეუბნება ღმერთი, რომელიც არაფრით არა ჰგავს
იეჰოვას, აი, ჭეშმარიტად, რას ეუბნება იგი კაცს, ცოდვითდაცე-
მის შემდეგ.
შექმნილი შემოქმედი
ის, ვინც დიდ ნაწარმოებს ასრულებს, ხედავს, როგორ გარ-
დაიქმნება იგი ერთგვარ არსებად, რომელიც მას არ სურდა, რო-
მელსაც ის არ ეძებდა, – სწორედ იმიტომ, რომ მან შექმნა იგი,
და, საოცრად დამცირებული, გრძნობს, როგორ იქცევა საკუთა-
რი ქმნილების ნაშიერად, როგორ იძენს მისი წყალობით გარ-
კვეულ იერს, ხატებას, მანიას, ზღვარს, სარკეს; და იმას, რითაც
საშინელია სარკე: ხილულ სისრულეს თავისი რაობის და ვი-
ნაობისას.
ხელოვნება და მოწყენილობა
ცარიელი ადგილი, ცარიელი დრო აუტანელია.
ამ სიცარიელეთა სამკაულს ქმნის მოწყენილობა, ისევე რო-
გორც სტომაქის სიცარიელე ჩვენ გვიხატავს სავსე სუფრას. –
როგორც უმოქმედობა იწვევს მოქმედებას, როგორც ტოკავს
დაბმული ცხენი, როგორც იბადება მოგონება და გვეწვევა ხოლ-
მე სიზმარი: მოქმედებათა ინტერვალებში.

87
გრძნობათა დაღლილობა ქმნის. – სიცარიელე ქმნის. სიბნე-
ლე ქმნის, სიჩუმე ქმნის, ყველაფერი ქმნის, გარდა იმისა, ვინც
ხელს აწერს ქმნილებას და პასუხისმგებლობას კისრულობს მას-
ზე.
ესთეტიკური საგანი – ესაა ერთგვარი ფასეული ექსტრატი,
ყველა სხვა ძვირფასი ექსტრატის მსგავსად: საკმეველი, მირო-
ნი, ამბრი...

*
ჩემი მოთხოვნილება – აი, ჩემი საშუალება.

*
ეპიკური პოემა არის პოემა, რომელიც შეიძლება მოყოლილ
იქნეს. თუ მას ყვებიან, ორენოვან ტექსტთან გვაქვს საქმე.

*
ფერწერა საშუალებას გვაძლევს ისე აღვიქვათ საგნები, რო-
გორც ისინი იყვნენ ერთხელ, როცა მათ უყურებდნენ სიყვარუ-
ლით.
თანადროული თვალი, თანადროული ყური ისეთი თვალი და
ისეთი ყურია, რომლებსაც ბგერებისა თუ ფერების შემთხვევით-
მა კომბინაციებმა შეიძლება უფრო ადვილად მოაწონონ თავი,
ვიდრე არათანადროულ თვალსა თუ ყურს.
როგორც ჩანს, თანამედროვეს მით უფრო მეტად შეუძლია
დატკბეს იმით, რაც გნებავთ, ან რითაც გნებავთ, რაც უფრო ნაკ-

88
ლებ შესწევს იმის უნარი, რომ ყურადღებიანი და გულისხმიერი
იყოს.
ეს არის ფაქტი, რომელიც რაღაცით ჰგავს მეცნიერების გან-
ვითარებას, ფაქტების გონებამიუწვდომელ გროვად დახვავება-
ზე გადაგებულსა და გადაგვარებულს.
ხელოვნება
მშვენიერი, როგორც ჩანს, მოითხოვს მონურ მიბაძვას იმის
მიმართ, რაც საგნებში გამოუთქმელია და განუსაზღვრელი.

*
ჩვენი მოწყენილობის უმეტესობა ჩვენი ორიგინალური ქმნი-
ლებებია.

*
სახელმწიფო უზარმაზარი, საზარელი, ჩლუნგი არსია. გონე-
ბამიუწვდომლად ძლიერი და წარმოუდგენლად მოუქნელი და
მოუხეშავი ციკლოპი, ძალისა და სამართლის პირმშო, მათი წი-
ნააღმდეგობებისაგან შობილი ურჩხული. ის მხოლოდ პატარა
კაცუნების მოფუთფუთე ბრბოთი სულდგმულობს, უგერგილოდ
რომ ამოძრავებენ მის ინერტულ კიდურებს, და მისი ვეება, შუ-
შის თვალი ვერაფერს ამჩნევს გროშებისა თუ მილიარდების
გარდა.
სახელმწიფო, – ყველას მეგობარი, თვითეულის მტერი.

89
ყველაზე დიდი პირმოთნეობა მუნჯია.

*
ზოგი მხოლოდ იმიტომ ამბობს სიმართლეს, რომ არ იცის, რა
იცრუოს.

*
ზუსტი აზრები ყოველთვის მოულოდნელი აზრებია. ყველა
მოულოდნელი აზრი რამდენიმე წამსაა ზუსტი.

*
აგერ უკვე ხ ათასი წლის მანძილზე, კაცთა მოდგმის დასაბა-
მიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე, – ... ისინი მუდამ გაოცე-
ბულნი არიან აზროვნებით, – მთლად გაოცებულნი, მთლად გა-
ოგნებულნი, – ერთი სიტყვით, მთლად გაცოფებულნი, – აზროვ-
ნებით.

*
ჩემი არსებითი მიზანი იყო, რამდენადაც შესაძლოა, მარტი-
ვად და წმინდად წარმომედგინა ჩემი ქმედითობის მთლიანი სუ-
რათი: მე ვარ სამყარო, სხეულები, აზრები.
ეს არ არის ფილოსოფიური მიზანი.
ფილოსოფია, რომელიც, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა
არის – ყველაფერზე ყურმოკვრით მსჯელობს. მე ვერ ვხედავ მი-

90
სი ხედვის წერტილის პერმანენტულობას, ვერც მისი საშუალე-
ბების სიწმინდეს.
არაფერი არ შეიძლება იყოს უფრო ყალბი, ვიდრე, მაგალი-
თად, შინაგანი დაკვირვებისა და მსჯელობის ნაზავი, თუკი ეს ნა-
ზავი დაუდევრად მზადდება და საშუალებას აღარ გვაძლევს ერ-
თმანეთისაგან განვასხვავოთ გამოთვლილი და დაკვირვებით
მიკვლეული, აღქმული და დედუქციით მიღებული, – ერთი
მხრივ, ენობრივი, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალო სინამდვილის
ფაქტები.

*
სიბრიყვე ისაა, რომ ვერ ხედავ იმას, რასაც სხვა ხედავს. სი-
სუსტე – ის, რომ არ შეგიძლია ის, რაც სხვას შეუძლია.
მაგრამ იქ, სადაც კაციშვილი ვერაფერს ხედავს და კაცი-
შვილს არაფერი შეუძლია, აღარც სიბრიყვეა შესაძლებელი და
აღარც სისუსტე.

*
კაცს წარმოუდგენია, რომ არსებობს. ის აზროვნებს, მაშასა-
დამე, არსებობს, – და ეს გულუბრყვილო იდეა, რომლის მიხედ-
ვითაც, მას განკერძოებულ, თვითმყოფ სამყაროდ მიაჩნია თავი,
მხოლოდ დაუდევრობისა თუ უგულებელყოფის შედეგადაა შე-
საძლებელი.
მე უგულებელვყოფ ჩემს ძილს, ჩემს არყოფნას, ჩემს გამო-
თიშვას, ჩემს უღრმეს, უვრცესსა და უგრძნობელ ვარიაციებს.

91
მე ვივიწყებ, რომ ჩემს საკუთარ სიცოცხლეშივე სიკვდილის,
ყოველდღიური არარაობის, ხარვეზთა გასაოცარი სიმრავლის,
გამოთაყვანების, გამოლენჩების, ცნობიერებისაგან დაცლილი,
უცნობი და შეუცნობელი ინტერვალების ათასნაირ მოდელსა
ვფლობ.
მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ჩემი თავი გამორიცხული,
გამორთული, გაუქმებული, არ შემიძლია დავიჯერო, რომ ერთ
მშვენიერ დღეს აღარ გამოვიღვიძებ. მე არ ვიცი, როგორ შევ-
წყდე, და წამდაუწუმ კი ვწყდები!
თუ ფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა ფხიზლობდე, ისიც იფი-
ქრე, რომ ყოველთვის უნდა იძინო.
თუ უკვდავი გახდები, მაშასადამე, მოკვდავი იქნები. სწორედ
ამით უნდა დავიწყოთ.

*
რეალური მხოლოდ აბსურდით შეიძლება იქნეს გამოხატუ-
ლი.
ხომ არ მოვაქციე ამ სიტყვებში მთელი მისტიკა და ნახევარი
მეტაფიზიკა?
და მართლაც, თუ კაცი, ვისაც სურს ჩასწვდეს თუნდაც სრუ-
ლიად უმნიშვნელო ქიმიური თუ ფიზიკური მოვლენის არსს, –
თავგამოდებით ცდილობს ფონს გასვლას ზუსტი და კონკრეტუ-
ლი ოპერაციების გარეშე, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ
გამოვყოთ მასა, გავაცალკეოთ მოცულობა სტრუქტურისაგან,
სტრუქტურა – წონისაგან და ა. შ.; ერთმანეთისაგან დამოუკი-
დებლად განვიხილოთ დრო და ცვალებადობა, სიჩქარე და აჩქა-
რება, სხეული და მისი ადგილმდებარეობა, ძალები და ძალის-

92
მიერი ველები და ა. შ., და თუ, ამასთან, მაინც ახერხებს რაიმეს
გაგებას, – მაშასადამე, ის აკვირდება და იკვლევს სიზმარს.
და, პირიქით, თუ ამნაირი ურთიერთგამიჯვნა მეტისმეტად ნა-
ტიფია და დახვეწილი, ხოლო ყურადღება – მეტისმეტად დაძაბუ-
ლი, საგნები კარგავენ თავიანთ აზრს. ჩვენ გადავაბიჯეთ გაგე-
ბის გარკვეულ ოპტიმუმს, ანუ კაცისა და მისი შემეცნებითი უნა-
რის შესაძლო თანაფარდობას; კაცი, როგორც მას ჩვენსავ თავ-
ში ვგრძნობთ, და როგორსაც ჩვენდა თავად ვიცნობთ, ვერ იარ-
სებებდა, ვერ აღიქმებოდა ამ უცნაურ მიკრო-სფეროში, რომლის
სიღრმეშიც, მიუხედავად ამისა, მაინც აღწევს იმისი მზერა. ჩვენ
მართლაც ვხედავთ, მაგრამ გარკვეულ ზღურბლს მიღმა დაგ-
ვრჩა ჩვენი ცნებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეჭვმიუტანელია და
გონებამიუწვდომელი. გაქრა კავშირი მთელსა და ნაწილს შო-
რის.
ასე ხდება ყველგან: ლოგიკაში, მიკროსკოპის ქვეშ, სიზმარ-
ში, ღრმა ფიქრში, ტკივილის მძაფრ შეტევებს შორის საშინლად
დანაწევრებულ შუალედებში, და ა. შ.
ოპტიმუმი არ იცნობს ხანგრძლივობისა და ხედვის კუთხეთა
ამ ჰიპერბოლიზაციას.
ბგერები და სურნელებანი
ასოციაციები. ჩვენ არ შეგვიძლია, და, მაშასადამე, არც ვი-
ცით სურნელთა ურთიერთდაკავშირება რომ შეგვეძლოს და ვი-
ცოდეთ, ოჰ, რა მუსიკა შეიქმნებოდა!
ყური ადვილად აღიქვამს ვარიაციებს, – ამიტომაც იბადება
ურთიერთკავშირი, შესაძლო გაგრძელება და განვითარება, –
მუსიკა.
როგორ ხდება ეს?

93
სურნელთა თანმიმდევრული მწკრივი მხოლოდ აზრების
თანმიმდევრულ მწკრივს იწვევს (უკეთეს შემთხვევაში). მაგრამ
ბგერების თანმიმდევრული მწკრივი შეიძლება აღნიშნავდეს
რაიმე ახალ არსს, ვინაიდან შეიძლება შეესატყვისებოდეს ამა
თუ იმ რთულ მოქმედებას.
განკერძოებული ბგერა უფრო მეტად არარაა (საერთოდ),
ვიდრე განკერძოებული სურნელი.

*
ენა აზრის წინაშე ძალდაუტანებლად დგამს გამადიდებელ
შუშას, რომელიც სხვის თვალში საოცრად გაბერილი და გაწე-
ლილი სახით არეკლავს მას, მაშინ როდესაც ის, თავისთავად,
სხვა არა იყო რა, თუ არა ოდნავ შესამჩნევი ლოკალური რხევა.
მაგრამ ის, ვისაც არა აქვს ლიტერატურული ნიჭი, პირიქით, ძა-
ლიან პატარა საშუალებებით გამოხატავს თავის ყველაზე დიდ
ემოციებს და ძალდაუტანებლად მხოლოდ ეპითეტებს ასხივებს.
ეს – დამაპატარავებელი შუშაა.

*
ორ კაცს რომ ზუსტად ერთი და იგივე საგნები უყვარდეს (და
სხვა არაფერი, მათ გარდა), ასევე ზუსტად ერთი და იგივე იქნე-
ბოდა თუ არა მათი ზიზღის ყველა საგანი?

94
ყველაზე ღრმა რევოლუცია იქნება ის რევოლუცია, რომე-
ლიც ძველ ენასა და ძველ ბუნდოვან იდეებს ახალი ენითა და
წმინდა იდეებით შეცვლის.
მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ბუნდოვანი შეუნაცვლებელია, იქნებ
მისი არსებობა აუცილებელია ფიზიკური ქმედითობისთვის?

*
ძრწოდეთ, კაცნო, რის გამოც გნებავთ, ყველასა და ყველაფ-
რის გამო. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ გაქვთ ათასგვარი რწმე-
ნა, ათასგვარი შეხედულება, ათასგვარი წმინდა იდეა, – მაგრამ
იფიქრეთ იმაზეც, რაც არასდროს მოგსვლიათ აზრად თვით იმ
საგნებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც ყველაზე მეტი გი-
ფიქრიათ.
გეშინოდეთ იმისა, რაც შეიძლებოდა გეფიქრათ, რაც შეიძ-
ლება იფიქროთ, რაც არასდროს გიფიქრიათ, და რასაც შეუძ-
ლია სულ სხვაგვარი შუქით გაანათოს და გარდაქმნას იდეა, რო-
მელსაც ელოლიავებით, რომელიც ერთადერთ ზუსტ და მართე-
ბულ იდეად მიგაჩნიათ, და შეიძლება სრულიად მიამიტურ და ბა-
ნალურ იდეად იქცეს ერთ წამში.
იყო და არა იყო რა...
სამყარო იყო ყველაფერი, და ჰქონდა ცენტრი. აღარც ყველა-
ფერია, და აღარც ცენტრი.
მაგრამ მაინც სამყაროზე ლაპარაკობენ.

*
იყავი ის, რაც ხარ!.. კი მაგრამ, ღირს ვითომ?

95
*
მითია ყველა ცნება, რომლის ადგილით სხვა ეპოქაში, სხვა
სინამდვილეში, სხვა სულში შეიძლება დაიკავოს მისგან სრული-
ად განსხვავებულმა ცნებამ, ე. ი. შეასრულოს იგივე როლი, და-
აკმაყოფილოს იგივე მოთხოვნილება.

*
ყველა კაცი მოელის რაღაც სასწაულს...
ან თავისი სულისაგან; ან სხეულისაგან; ან ვიღაცისაგან; ან
რაღაცისგან.
(ეს წმინდა დაკვირვება გახლავთ).

*
ჩვენ დიახაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რაც არ არსებობს, და
არ დავინახოთ ის, რაც თვალში გვეჩხირება.

*
კაცთა უმრავლესობას ათასგზის არარად შეურაცხყავს თავი-
სი თავი საკუთარ წარმოსახვაში, და ათასგზის ცად აუყვანია და
გაუღმერთებია თავისი თავი საკუთარ სულში; ათასგზის დაუქცე-
ვია ქვეყანა, და ათასგზის აღუდგენია იგი: არსებობს მხოლოდ
ეს ალტერნატივა.

96
ნული და უსასრულობა, – აი, გრძნობელობის ორი ჩვეულებ-
რივი პროდუქტი.

*
იმაში, რაც მოგვწონს, ყოველთვის არის რაღაც მართალი;
იმაში, რაც არ მოგვწონს, – რაღაც ყალბი.

*
წარსული შემთხვევითობით სულდგმულობს. ყოველი შემ-
თხვევა რაიმე მოგონებას იწვევს.

*
განა შენ შენივე მოგონებების მომავალი არა ხარ? წარსულის
მომავალი?

*
უბადრუკი ცოცხალი არსებების დიდი ერთობა, დიდი შეთქმუ-
ლება ღმერთების წინააღმდეგ.
თვით მგელი და კრავიც კი ეხუტებიან ბოროტ ბუნებას, რო-
მელმაც შექმნა ისინი.

97
ღმერთი ჭვრეტს უძლურთა მთელს მძვინვარებას, ძლიერთა
მთელს უძლურებას, გონიერთა მთელს სიბრიყვეს, წმინდათა
მთელს უწმინდურებას...

*
ყველა რაღაცას უმალავს ვიღაცას, და რაღაცას – საკუთარ
თავს.
მაშასადამე, არსებობს გულწრფელობის ორი საზომი.

*
ავტორები იშვიათად თუ ჰკითხავენ თავიანთ თავს: კი მაგ-
რამ, ვითომ რა საინტერესო უნდა იყოს ჩვენ მიერ ეს-ესაა დაწე-
რილი ბწკარი მკითხველისათვის?

*
მწერლის იდეალი: თუ გინდათ თქვათ – წვიმსო, დაწერეთ: -
წვიმს.
ამას მოხელეც ეყოფა.

*
ბევრი კრიტიკული მსჯელობა ამ სიტყვებამდე დაიყვანება: მე
თქვენ გსაყვედურობთ იმას, რომ არა ხართ მე, და მე-სავით არ
მეთანხმებით მე.

98
ჩვენ თავზარდაცემულნი უკუვიქცევით ამ დასკვნისაგან, რო-
მელიც სარკეების ალყაში გვამწყვდევს.

*
კაცის ტალანტია ის, რაც ჩვენ გვაკლია, რათა შევიზიზღოთ ან
შევმუსროთ მისი ქმნილება.

*
ანდაზა ამა ქვეყნის ძლიერთათვის:
თუ ვინმე ფეხსაცმელს გილოკავთ, სწრაფად დაადგით თავზე
ფეხი, სანამ კბენა არ დაუწყია.

*
ბელადი არის კაცი, რომელსაც სხვები სჭირდება.

*
ძალის სისუსტე ისაა, რომ ძალის მეტი არაფერი სწამს.

*
ცივილიზაცია პერსპექტივაა.

99
სახელმწიფო იმდენად უფრო ძლიერია, რამდენადაც უფრო
მეტს ითმენს თავის წიაღში იმას, რაც მას უპირისპირდება.

*
კაცი, რომელიც ზემოდან დაჰყურებს დიდ ქალაქს, გულში ამ-
ბობს: მე ვხედავ, რომ ადამიანები კვამლით საზრდოობენ.

*
არაფერია უფრო საშიში, ვიდრე კაცი, რომელიც კარგად იქ-
ცევა და ცუდად კი ფიქრობს. პირფერის საპირისპირო ან სიმეტ-
რიული ტიპი ძალიან სახიფათოა.

*
ადამიანები იძულებულნი არიან ერთმანეთი შეიძულონ, რა-
თა შთანთქან ერთიმეორე. ამ მხრივ, მათთან შედარებით, აშკა-
რა უპირატესობა აქვთ ცხოველებს, რომლებიც გააფთრებით
ნთქამენ ერთმანეთს, მაგრამ არა მძულვარებით. ცხოველში
არაფერია ფუჭი და ზედმეტი.

*
ბედნიერება და სამართლიანობა ამ ქვეყნისანი არ არიან. და
როცა შემთხვევით, როცა დრო და დრო იშვიათად, მაგრამ მაინც
გვევლინებიან ხოლმე, ურჩხულებს ჰგვანან, რომლებიც ყველას
შიშის ზარს სცემენ, სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნისანი არ არი-

100
ან. ასე აფრთხობს კაცის გამოჩენა გარეულ ცხოველებს; ასე
დაგვაფრთხობდა ჩვენც რომელიმე ვარსკვლავის მკვიდრი.
მძიმე ცხოვრება
კაცისთვის, რომელსაც ეზიზღება აზრების ყოველგვარი ბუნ-
დოვანება, ძალიან ძნელია იყოს პოეტი, პოლიტიკოსი, ერთი
სიტყვით, საზოგადო მოღვაწე.
მას არ შეუძლია იყოს რელიგიის აღმსარებელი, არ შეუძლია
სწამდეს, ვინაიდან, როგორც ეს გამომდინარეობს მისი ბუნები-
დან, იძულებულია მიელტვოდეს მხოლოდ სიზუსტეს.
სამი მეოთხედი ფრაზებისა, რომლებითაც მიმართავენ
ბრბოს ანდა ღმერთს, საერთოდ აკრძალულია მისთვის.

*
სული, სადაც სურს, სუნთქავს... სპირიტუალიზმისა და შთა-
გონების მოყვარეთა ვალია აგვიხსნან, რატომ არ სუნთქავს ეს
სული ცხოველებში და რატომ ასე სუსტად სუნთქავს ბრიყვებში.

*
ყველაზე დიდი ადამიანები ის ადამიანები არიან, რომლებმაც
გაბედეს მინდობოდნენ თავიანთ მსჯელობებს, და, იმავ-
დროულად, – ყველაზე ბრიყვნიც.

101
ჩვენ არ გვიყვარს კაცი, რომელიც გვაიძულებს არ ვიყოთ ის,
რაც ვართ; და ჩვენ არ გვიყვარს კაცი, რომელიც გვაიძულებს
შიშველნი ვეჩვენოთ ჩვენსავე თავს.
მაგრამ ჩვენ გვიყვარს კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენა
ვართ ის, რაც გვინდა ვიყოთ, და სწორედ ეს გახლავთ არსი დი-
დებით ტკბობისა, რომლისგანაც თავდასაცავად საჭიროა დიდი
მწუხარება და მრავალმხრივი ძალმოსილება.

*
ჩვენი ნამდვილი მტრები ჩუმად არიან.

*
უმჯობესია შეურაცხყოფის მიტევება, ვიდრე დავიწყება მისი.
– მაგრამ მიტევება არასოდეს არ არის გულწრფელი. არაფერს
შეუძლია გააქარვოს ახლად მოყენებული ტკივილი. ის, ვინც ამ
მდგომარეობაში უტევებს შეურაცხმყოფელს, ცდილობს თავი
მოგვაჩვენოს იმად, რაც ჯერ კიდევ არ არის. ეს კეთილშობილუ-
რი კომედიაა.

*
უნდა გიყვარდეს შენი მტრები.
მე მიყვარს ისინი, ვინც მე მასულდგმულებენ, და ისინი, ვისაც
მე ვასულდგმულებ. ჩვენი მტრები ჩვენ გვასულდგმულებენ.
ყოველწამიერად, სული წამისა გარედან გვეძლევა ჩვენ.
უსამართლობით ტკბობა

102
უსამართლობა არის სიმწარე, რომელიც სასურველს ხდის
სიმარტოვეს, ამძაფრებს განდგომისა და განმხოლოების წყურ-
ვილს და სულის წინაშე ხსნის სიღრმისეულ გზებს, რომლებსაც
მივყავართ ერთადერთისა და განუმეორებლისაკენ.
ორმხრივი მზერა
როდესაც ორი მზერა ერთმანეთს ხვდება, ეს შეხვედრა უცნა-
ურ ურთიერთობას ბადებს.
ვერავინ იფიქრებდა თავისუფლად, მის თვალებს რომ არ შე-
ეძლოთ თავი აარიდონ მათ მდევნელ სხვა თვალებს.
როგორც კი ორი მზერა ერთმანეთს გადაეჭდობა, უკვე აღარ
არსებობს ორი, და, თანაც, რარიგ ძნელია მარტო დარჩენა.

*
არავინ იცის, რომელ წერტილში, მისი ნერვების რომელ
კვანძში, ვინ როდის ან როგორ შეიძვრება სიტყვის მიერ, – მე
ვგულისხმობ უმნიშვნელო სიტყვას.
შეიძვრება, – აქ იგივეა, რაც: შეიცვლება. სიტყვა მყისიერად
ამწიფებს ბავშვს და ა. შ.

*
ჩემი აზრით, მძლავრი სულებისათვის სრულიადაც არაა
აუცილებელი მძაფრი შეგრძნებანი. პირიქით, ისინი, უმალ შეიძ-
ლება საბედისწერონი აღმოჩნდნენ მათთვის, ვინაიდან მძლავ-
რი სულები ის სულები გახლავთ, რომელიც არაფრისგან ქმნიან
რაღაცას.

103
*
ცნობიერება წყვდიადიდან გამოდის, მისით საზრდოობს, მი-
სით სულდგმულობს, და, ბოლოს, კიდეც გარდაქმნის მას, ასე
განსაჯეთ, თავის ყველაზე პირქუშ წყვდიადსაც, თუნდაც იმავე
კითხვების წყალობით, რომლებსაც თვითონვე სვამს, საკუთარი
სიცხადის უშუალო მიზეზითა და ძალით.

*
შესაძლოა, ჩვენი ფილოსოფიის ქვაკუთხედად უნდა დაგვე-
დო ეს ბაზისი: რომ ჩვენ ვემყარებით ელემენტთა და ელემენტა-
რულ მოვლენათა ჯოჯოხეთურად რთულ სიმრავლეს.
სული, რომელსაც უნარი შესწევს აღიქვას თავი ტვინის მთე-
ლი სირთულე, უფრო რთული იქნება, ვიდრე ის, რაც მას იმად
აქცევს, რაც არის... ვინაიდან თვითეულ აზრს მან უნდა შეურ-
წყას იდეა თავისი თავისაგან ამ მარად განსხვავებული მექანიზ-
მისა, და ამ მექანიზმისეულ ყოველ წარმოსახვას – სრულიად
განსხვავებული ქმედითობა, ვიდრე მისი აზრია ყოველ წამს.

*
ვერავინ იქნება მეტისმეტად დახვეწილი და ვერავინ იქნება
მეტისმეტად მარტივი.
მეტისმეტად დახვეწილი, ვინაიდან საგნები ამას მოითხოვენ;
და მეტისმეტად მარტივი, ვინაიდან ჩვენი არსებობა და ქმედი-
თობა ამას გვიწესებს.

104
*
ამა თუ იმ არსებას რომ არ შეეძლოს იცოცხლოს სხვისი სი-
ცოცხლით, მაშინ ის თავისი სიცოცხლითაც ვერ იცოცხლებდა.
ვინაიდან მისი სიცოცხლე შემთხვევითობათა უსასრულო წყე-
ბისაგან არის შეთხზული, რომელთაგანაც თვითეული შეიძლება
ეკუთვნოდეს სულ სხვა სიცოცხლეს.

*
რა არის ის, რაც ყველაზე ცუდად მეტყველებს? რა ბუტბუ-
ტებს, რა ბლუკუნებს? რა იყენებს ყველაზე უგერგილოდ ყველა-
ზე არაზუსტ სიტყვებს? რა ქმნის ყველაზე სასაცილო, ყველაზე
მცდარ, ყველაზე ქაოტურ ფრაზებს, ან ვინ მსჯელობს ყველაზე
უაზროდ? ვინ არის ყველა შესაძლო ცუდ მწერალთაგან ყველაზე
ცუდი მწერალი? ყველაზე უმწეო მოაზროვნე?
ეს გახლავთ ჩვენი სული. სანამდის გაიხსენებდეს, რომ არსე-
ბობს გარეშე ყური, არსებობენ მოწმენი და მისი აზროვნების
პროცესის მსაჯულნი; სანამდის შემწედ მოუხმობდეს ამაოებას
და იდეებს – სიცხადის, სიმკაცრის ზოგადობის, ზომიერების,
ძალმოსილების და სხვა იდეებს, ის, ყოველ წამს, ყველაფერზე
დაბლა დგას.

*
ყოველგვარი თვალთახედვა, რომლითაც აღვიქვამთ საგ-
ნებს, თუკი ის უჩვეულო არ არის, ყალბია; ყოველ საგანს, თუ კი

105
ის რეალურია, სხვა არა დარჩენია რა, გარდა იმისა, რომ და-
კარგოს თავისი რეალობა, როდესაც ჩვეული ხდება.
ფილოსოფიური აზროვნება ესაა ჩვეულიდან უჩვეულოზე გა-
დასვლა, და უჩვეულობის კვალად, – რეალობისადმი დაპირის-
პირება.
დიდებამოსილი მეხსიერება
ამ ქვეყნად მეხსიერების ნიჭით დაჯილდოებული მხოლოდ
ხუთი თუ ექვსი კაცი რომ იყოს, როგორც ვთქვათ, ზებუნებრივი
ხედვისა თუ უჩვეულო აღქმის ნიჭით ცხებულნი, – მათ გამო ასე
იტყოდნენ: აი, საოცარი არსებანი, რომელნიც იმარხავენ იმას,
რაც იყო. ისინი გვიხსნიან იმდენ ისეთ რასმე ჩვენ ირგვლივ, რა-
საც ქმედითი სარგებლობა არ გააჩნია! ისინი გვასწავლიან, რა-
ნი ვიყავით, და, მაშასადამე, რანი ვართ... ამ ღრმად მხედველთ
წინასწარმეტყველებზე მაღლა დააყენებდნენ, და წმინდა მეხ-
სიერება დაჩრდილავდა ყველაზე დიდ გენიას, საყოველთაო ამ-
ნეზია ინტელექტუალური სამყაროს მთელს ფასეულობებს შეც-
ვლიდა.
აშკარა გახდებოდა, რომ კვლავ-შექმნა (რეპროდუირე) უფ-
რო საოცარი რამ გახლავთ, ვიდრე შექმნა (პროდუირე).

*
არსებობს ამ ქვეყნად ყოველი აზრისა და ყოველი ღრმა საგ-
ნის წილხვედრილი სიყვარული, ზიზღი, განსაცვიფრებლად ქმე-
დითი შხამი, რომელიც არის ყოველივე დანარჩენი, ყოველივე
ის, რაც არ არის ეს საგანი თუ აზრი, და რაც მას გაფანტავს, გა-
ნაბნევს, განაქარებს...

106
უცნაური ძალმოსილება სიცოცხლის თვალსაზრისით სრუ-
ლიად განურჩეველი ზოგიერთი საგნის ისეთი თავგამოდებით,
მძვინვარებით, დაჟინებით შექმნისა, თითქოს სიცოცხლე მათზე
იყოს დამოკიდებული... და სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ სიცოც-
ხლეს.

*
ყოველ წამს სული სავსეა შავი წერტილებით, რომლებიც
მზად არიან გაიზარდონ ან გაქრნენ.
ჩვენი მე
ჩვენ მხოლოდ იმდენად ვიცნობთ საკუთარ თავს, რამდენა-
დაც გარემოებანი გვაძლევენ თვითშეცნობის საშუალებას (მე
ათასი რამ არ ვიცი ჩემსავე თავზე).
ყოველივე დანარჩენი ინდუქციაა, ალბათობა: ^რობესპიერი
ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ გილიოტინაზე გაისტუმ-
რებდა ამდენ ხალხს; ვერც ესა თუ ის კაცი იფიქრებდა, რომ გა-
გიჟებით შეიყვარებდა ამა და ამ ქალს.

*
სულის საზრდო არის ის, რაზედაც მას არასოდეს არ უფიქრი-
ა; ის შეუცნობლად დაეძებს და უნებურად პოულობს მას.

*
თავის ზიზღს კაცთა თუ საკუთარი თავის მიმართ, თავის გულ-
მოყირჭებას თუ სასოწარკვეთას ღრმა სული თანდათანობით

107
მიჰყავს იქამდე, რომ ყველაზე ფრივოლური საზოგადოების
გარდა ვეღარაფერს იტანს.

*
ყველაფერი ემყარება რამდენიმე იდეას, რომლებიც თავზარს
გვცემენ და რომლებსაც ვერავინ უსწორებს თვალს.

*
ყველა დანაშაულში არის რაღაც სიზმრისეული.
დანაშაული, რომლის ჩადენაც სურთ, თვითონვე იწვევს ყვე-
ლაფერს, რაც მას სჭირდება: მსხვერპლს, გარემოებას, საბაბს,
შემთხვევას.

*
... თქვენ მე აღმითქვამთ სამეფოებს: – შენ – მიწისას, ხოლო
შენ – ცისას. იქნებ, კეთილ-ინებოთ და აღმიწეროთ ისინი! თუ
შეიძლება, ცოტა დეტალურად. მაცთუნე^თ ნათლად, მომინადი-
რეთ ზუსტად დახატული ხატებით. მაგრამ ნუ გექნებათ იმის იმე-
დი, რომ მღვრიე წყალში მათევზავებთ.

*
ომები, აშლილობანი სუსტ სულთა, მორწმუნეთა, გულფიც-
ხთა სიმრავლის შედეგია, რომელნიც კაცთა ერთობლივი მოქ-
მედებისა თუ ფერმენტაციის მასალად გვევლინებიან.

108
ან, იქნებ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მეტ-ნაკლებად სუ-
ლიერი კაცნი, რომელთაც უნარი შესწევთ მთლიანად უგულე-
ბელყონ, დაამუხრუჭონ, გასაქანი არ მისცენ და თანმიმდევრუ-
ლად გააუქმონ ყველა საწყისი საბაბი, ყველა პირველადი მოძ-
რაობა და ფაქტებისა თუ სიტყვების ყოველი გამოძახილი?
ურიცხვი უწესრიგობა ამ ქვეყნად ურთიერთ სადარი ღირებუ-
ლების მქონე და ერთმანეთისაგან ძნელად გასარჩევ ჭეშმარი-
ტებათა თუ იდეალთა თანაარსებობისაგან იღებს დასაბამს.
ყველაზე მძაფრი შეხლა-შემოხლა დასაბამიდან ვიდრე აქა-
მომდე ერთმანეთისაგან ძალზე მცირედ განსხვავებული დოქ-
ტრინებისა თუ დოგმების გამო ხდებოდა.
ბრძოლა ორთოდოქსიასა და მწვალებლობას შორის ყოველ-
თვის უფრო მწვავე იყო, ვიდრე ორთოდოქსიასა და წარმართო-
ბას შორის.
დავის სიზუსტის ხარისხი ამძაფრებს მის სიმწვავეს და მძვინ-
ვარებას. კაცნი უფრო გააფთრებით იბრძვიან შორეული მეათე-
დისთვის.

*
არავის შეუძლია კაცის ჩაკეტვა მის ქმედებებში, არც მის
ქმნილებებში; ასე განსაჯეთ, არც მის ფიქრებში, სადაც თვითო-
ნაც ვერ შესძლებს ჩაკეტვას, რადგან, საკუთარი და უწყვეტი გა-
მოცდილებით, ჩვენ ვიცით, რომ ის, რასაც ყოველწამიერად ვა-
კეთებთ ან ვფიქრობთ, არასოდეს არ არის ზედმიწევნით ჩვენი;
არამედ ხან უფრო მეტად, ხან კი უფრო ნაკლებად ან გაცილე-
ბით უფრო ნაკლებად, ვიდრე ის, რისი მოლოდინიც შეიძლება

109
გვქონოდა ჩვენი თავისგან; და ხან უფრო ნაკლებ, ხან კი გაცი-
ლებით უფრო ნაკლებ... სასურველი.
ეს მარტივია. რადგან ჩვენ თვითონ, არსებითად, ვარსებობთ
ან იმის უარყოფით, ან იმის გამო სინანულით, რაც არის; იმ ერ-
თგვარი შუალედით, რომელიც ჩვენ წამისაგან გვთიშავს და
გვასხვავებს. ჩვენი ცხოვრება იმდენად ყოველივე იმის ერთობ-
ლიობა როდია, რაც თავს გადაგვხდენია, ან რაც ვყოფილვართ
(ეს იქნებოდა უცნაური, აღრიცხვადი, აღწერადი, სასრული
ცხოვრება), – რადენადაც ყოველივე იმისა, რაც ხელიდან გაგ-
ვსხლტომია, ანდა რასაც იმედგაცრუება გამოუწვევია ჩვენი.

*
სულის სიმდარე იზომება საგანთა თუ მოვლენათა მოჩვენე-
ბითი სიდიადით, რაც მას სჭირდება თვითშესაძვრელად; და გან-
საკუთრებით, სიცრუისა და სიყალბის ნიღაბთა სისქით, რაც მას
სჭირდება, რათა არ დაინახოს თავისი საშუალებებისა თუ სურ-
ვილების უბადრუკობა.

*
მე ვწერდი: კაცი ბრიყვია იმის მიხედვით, რასაც ეძებს, და დი-
დია იმის მიხედვით, რასაც პოულობს.
მაშასადამე, უნდა გვეცადა ანგარიშში მიგვეთვალა ის, რაც
მიკვლეულ იქნა, და უგულებელგვეყო ის, რაც საძიებელი იყო.
მიგვეთვალა ის, რაც მიკვლეულ იქნა, როგორც ის, რაც სა-
ძიებელი უნდა ყოფილიყო, და, ამრიგად, ცდით შეგვემოწმებინა,
ხომ არ გარდაქმნიდა დინება, ბუნება და ზოგადი სახე იმისა,

110
რაც მიკვლეულ იქმნა, ჩვენი ძიებების ჩვეულ არსს? იქნებ, სახე
გვეცვალა ჩვენი პრობლემებისათვის? – ჩვენი ცნობისწადილი-
სათვის?
– პასუხი. – მაგრამ სახეცვალებადობა თავისთავად ხდება.
მიმოიხედეთ თქვენ ირგვლივ.

*
ჩვენი ჭეშმარიტი გემოვნება, ჭეშმარიტი სირცხვილი, ჩვენი
სისუსტე, ჩვენი ნათელმხილველი შიში ჩვენივე თავის მიმართ...
ესაა ერთავად გამოკეტილი მთელი საიდუმლო მუზეუმი. და ამ
დილეგს სულის სიღრმეში მეზობლად ჰყავს უფალი ღმერთი,
ისევე როგორც სიკვდილის განცდა, თავისი სევდიანი საათები-
თა და პირქუში ბაღით.
ესაა ყველა აჩრდილისა და ყველა ამ ბუნდოვანი სიზუსტის
ადგილი, რომლებსაც მოძრაობა, სინათლე, ქარი, ეშმაკეული
სიტყვა თუ საქმე, გზაკეთილი სიყვარული, ჟინი, ყლორტი გა-
მარჯვებისა, ბრძოლა ფიცხელი და მძაფრი, ერთბაშად ფანტავს
ან ადგილს უცვლის მომენტის სულში.

*
დანაშაულთა უმეტესობას რომ მთვარეულები სჩადიოდნენ,
მორალის არსი, ალბათ, ის იქნებოდა, რომ დროულად გაგვეღ-
ვიძებინა საზარელი მძინარე.

111
უყოყმანოდ უნდა აღასრულო ის, რაც შენი მომხრეების ნახე-
ვარს ჩამოგვაშორებს, მაგრამ გაასამკეცებს დანარჩენთა სიყვა-
რულს შენდა მიმართ.

*
ყოველგვარი საზოგადოებრივი წყობილებისათვის აუცილე-
ბელია ფიქცია.
ზოგიერთი წყობილება მოქალაქეთა თანასწორობას აწესებს;
ზოგიერთი კი აკანონებს და აფუძნებს უთანასწორობას.
ყველა ეს პირობა აუცილებელია თამაშის დაწყებისათვის.
როცა ერთი ან მეორე ძალაში შედის, თამაშიც იწყება, რაც გარ-
დუვალად გულისხმობს, პიროვნებების მხრივ, საპირისპირო აზ-
რით ქცევას.
თანასწორთა საზოგადოებაში პიროვნება თანასწორობის წი-
ნააღმდეგ მოქმედებს; უთანასწოროთა საზოგადოებაში კი უმ-
რავლესობის მოქმედება უთანასწორობის წინააღმდეგ არის მი-
მართული.
ისტორიკოსი წარსულის მიმართ ისე იქცევა, როგორც მკით-
ხავი – მომავლის მიმართ. მაგრამ მკითხავი გამოცდას აბარებს
(გამტყუნდება ან გამართლდება), ისტორიკოსი კი არა.

*
როცა მოწინააღმდეგე გადაჭარბებით აფასებს ჩვენს ძალას,
ჩვენს შთანაფიქრს, ჩვენს სიღრმეს; როცა, ჩვენ წინააღმდეგ
ხალხის წასაქეზებლად, თავზარდამცემი ფერებით გვხატავს, –
ის ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს.

112
*
მეზობლების არსებობა – აი, ერებისათვის თავდაცვის ერთა-
დერთი საშუალება, რაც მათ თავიდან აცილებს მუდმივი სამოქა-
ლაქო ომების საფრთხეს.

*
მგელი დამოკიდებულია კრავზე, რომელიც დამოკიდებულია
ბალახზე.
ბალახი არაუშუალოდ დაცულია მგლის მიერ. ხორცისმჭამე-
ლი მფარველობს ბალახს (რომელიც არაუშუალოდ არჩენს
მას).

*
დიდი მოვლენები, შესაძლოა, მხოლოდ პატარა სულების-
თვის არიან დიდნი.
რაც შეეხება უფრო ყურადღებიან სულებს, ისინი მხოლოდ
შეუმჩნეველსა და უწყვეტ მოვლენებს უწევენ ანგარიშს.
მოვლენები უცნობი მამის ნაშიერნი არიან. აუცილებლობა
მხოლოდ დედაა მათი.

*
სამართალი შუამავლის როლს ასრულებს ძალათა შორის.

113
*
ყველაზე უფრო პესიმისტური მსჯელობა ადამიანის, სინამ-
დვილის, სიცოცხლისა და სიცოცხლის ფასეულობის შესახებ
განსაცვიფრებელი სიზუსტით ემთხვევა მოქმედებას და ოპტი-
მიზმს, რომელსაც მოქმედება მოითხოვს. – ეს ევროპის სული
გახლავთ.
სიკეთე მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით უპირისპირდე-
ბა ბოროტებას; – სხვა თვალსაზრისი მათ ერთმანეთთან აკავში-
რებს.
განცვიფრებული ანგელოსი
ანგელოსი განცვიფრდა, როცა გაიგონა კაცთა სიცილი.
მას აუხსნეს, როგორც შეეძლოთ, რას ნიშნავდა ეს.
მაშინ მან იკითხა, რატომ არ იცინოდნენ კაცნი ყოველთვის
და ყველაფრის გამო; ანდა, საერთოდ, რატომ ვერ ახერხებდნენ
იმას, რომ სულაც არ ეცინათ.
რადგან, – თქვა მან, – თუ კარგად გავიგე, ან ყველაფერზე
უნდა იცინოდეთ, ან არაფერზე.

*
ცხოველები, რომლებიც აფრთხობენ ადამიანს და, ასე განსა-
ჯეთ, თვით მის აზრებსაც კი აფორიაქებენ, კატა, რვაფეხა, ქვემ-
ძრომი, ობობა... ის ცხოველები არიან, რომელთა იერი, თვალი,
მოძრაობა შეიცავს რაღაც ფსიქოლოგიურს. ისინი რაღაც პირ-
ქუში ხიბლით, რაღაც იდუმალი გრძნებით მოქმედებენ ნერვებ-
ზე, თითქოს ბილწი უკანა-აზრები (არრიèრე-პენსéეს) იყვნენ.

114
თვით გასრესილნი და თავგაჭყლეტილნიც კი, ისინი გვაფრთხო-
ბენ, ენითუთქმელ ზიზღს გვგვრიან და გულს გვირევენ.
ეს ყოვლისმძლე ანტიპათია გვიმჟღავნებს, რომ არის ჩვენში
ერთგვარი მითოლოგია, ერთგვარი ფარული არაკი – მთელი
ნერვიული ფოლკლორი, რომელსაც ვერასდიდებით ვერ დავაღ-
წევთ თავს, ვინაიდან მისი შინაგანი განფენილობა, შესაძლოა,
ერწყმის კიდეც გრძნობელობის ეფექტებს, რომლებიც პირწმინ-
დად მოლეკულურ ექსტრა-ფიზიკურ ოდენობებად გვევლინები-
ან. ასე მაგალითად, გაღიზიანება, კბილების ღრჭიალი, ზოგიერ-
თი რეალიზებული შეუძლებლობა თუ იძულებითი მიბაძვა, ღი-
ტინი, – მოკლედ, ყოველივე ის, რაც აუტანელ თავდაცვას იწვევს
(რადგან აქ სწორედ თავდაცვაა რეალურად მტანჯველი).
ეს სამყარო მეტისმეტად პირქუშია, მეტისმეტად მნიშვნელო-
ვანი, – საფრთხე მის მიერ გამოწვეული რეაქციების პროპორ-
ციული როდია, – სწორედ ეს რეაქციები გვევლინებიან რეალურ
საფრთხედ.
ქალის სახე
ტანჯვის მემილიონედი, კითხვის ორი მეათასედი, ცბიერების
და სიხარბის ათასნაირი ნაკვალევი; ზიზღი ცხვირის წვერზე;
სხვადასხვა გრძნობის ურიცხვი დასაწყისი თუ ჩანასახი, ქინძის-
თავებივით ჩარჭობილი მის ნიღაბში.
როგორ ლაგდება, როდის წესრიგდება ყოველივე ეს? და
მთლიანად ამას ჰქვია ლამაზი ქალი.

*
რაც ყველაზე მეტად მაცბუნებს რელიგიაში – ეს გახლავთ...
არასიწმინდე. ისტორიის, თქმულებების, ლოგიკის, პოლიციის,

115
პოეზიის, სიმართლის, გრძნობის, სოციალურისა თუ პიროვნუ-
ლის ნაზავი, და არა მარტო ნაზავი.
დიახ, არა მარტო ნაზავი, არამედ კომბინაცია, – მაგრამ სწო-
რედ ესაა მისი ძალა, – რაც მას ყველაზე მეტად აბუნებრივებს
და მცენარეულობას ამსგავსებს, და რის წყალობითაც ის ამდენ
სხვადასხვა არსებას ყოველთვის თავის ამა თუ იმ ნაწილს სთა-
ვაზობს, რომლებსაც ისინი ასერიგად ეტანებიან.

*
შეიძლება უსმენდე და არ კი გესმოდეს.
ეს არის დუმილი...
დუმილი თავის როლს ასრულებს სმენის სამყაროში.
არის ბევრი საათი და თანდათანობით ფხიზლდება სიცარიე-
ლეთა ამ საუფლოში.
მუსიკამ იცის, როგორ განალაგოს ისინი.
არის ბევრი სხვა დუმილიც. არის დუმილის ფუნქციაც მდგო-
მარეობის სამყაროში: საუბრისას, სადაც ანაზდად თავს იჩენს
ამა თუ იმ პასუხის ნაკლებობა; სიყვარულის დაბადებისას; იმე-
დის მსხვრევისას...
იდეები როგორც ტკივილი
ჩვენი იდეები ისევე ჩვენნი არიან და, იმავდროულად, ისევე
უცხონი, როგორც ჩვენი და, თანაც, უცხო ტკივილი, თხემით
ტერფამდე რომ დაგვივლის ხოლმე.

116
იანუსი – სიტყვა იანუსია. ჩემკენ მოქცეული და შენკენ მოქ-
ცეული. მე მელაპარაკება და შენ გელაპარაკება.

*
ჩვენი წინააღმდეგობანი – აი, სუბსტანცია ჩვენი სულიერი
ქმედითობისა.

*
ვისაც ჩვენი არ ეშინია, აქეთ გვაშინებს.

*
ცხოვრება თანდათანობით ნთქავს ჩვენი მხნეობის, ერთა-
დერთობის, შესაძლებლობების პირველად მარაგს.

*
ერთადერთ სიტყვას, ერთადერთ ჟესტს თუ გამოხედვას შეუძ-
ლია დაანგრიოს ურთიერთობის მთელი სისტემა, შემუსროს
მთელი სიცოცხლე თუ ორი სიცოცხლე, მიზანი, რწმენა.

*
გაცილებით უფრო იშვიათად ხდება, რომ ესოდენ უმნიშვნე-
ლო რამემ შესძლოს ყოველივე ამის შექმნა; მაგრამ, თქვენ წარ-
მოიდგინეთ, ხანდახან მაინც ხდება.

117
*
ბატონი მარტო ის როდია, ვისაც თქვენ იცნობთ, არამედ
ისიც, ვისაც თქვენ არ იცნობთ, და ეს უკანასკნელი მოიცავს
იმას, ვინც ის იქნება და ვისაც თავადაც არ იცნობს.

*
– ხმა ჩააკმედინე მაგ შენს სულს! ყოვლისშემძლემ რომ
გაიგონოს!
– კი მაგრამ, რა ვქნა, რას მიბრძანებთ? ხომ ვერ მასწავლით,
როგორ დავიურვო და გასაქანი არ მივცე მას, რაც საგანთა
ხილვისას აღიძვრის ჩემში?

*
კაცი თან დაატარებს ყოველივე იმას, რაც მას აკნინებს, და
რითაც ასე ბოროტად სარგებლობდნენ ეკლესიის მამები და
თეოლოგები.

*
უნდა ვაღიაროთ, რომ ნგრევის ძალა გან^უზომლად უფრო
დიდია, ვიდრე შექმნის ძალმოსილება, რადგან ის ზედმიწევნით
ეთანხმება სამყაროს ყველაზე მძლავრ კანონს.

118
*
არაფერი არა ხდის კაცს უფრო საშიშს, უფრო უწყალოს, უფ-
რო... ვიდრე უნარი საგანთა ისე აღქმისა, როგორც ისინი არიან
სინამდვილეში.

*
მოძღვრები ისინი არიან, ვინც გვიჩვენებენ, რა არის შესაძ-
ლო შეუძლებლის სფეროში.

*
გეშინოდეთ იმისა, ვისაც სურს მართალი იყოს. მას წარმოუდ-
გენია, რომ სიმართლეს და მის საკუთარ პერსონას შორის ძალ-
ზე ინტიმური ურთიერთობა არსებობს და სიმართლეს ცოლად
ირთავს, ვის მიმართაც საშინლად ეჭვიანობს.
მაგრამ რაც უფრო მეტად ეკუთვნის ეს ცოლი ვინმეს, მით უფ-
რო ნაკლებადაა იგი სიმართლე.
ბარუქს და ტროფიმეს სურთ მართალნი იყვნენ, სურთ – ვისი-
მე მიმართ – თავიანთ საკუთრებას ფლობდნენ. ისინი მას ექ-
სპლოატაციას უწევენ.

*
სული ისევე უნდა გვიცავდეს ჩვენი დიდებისა და სიდიადის-
გან, როგორც ჩვენი სიმცირისა და უბადრუკობისაგან გვიცავს.

119
*
ნახევრად ჩრდილში უნდა იდგე...

*
ნარცისი. განა სარკეში ცქერა სიკვდილზე ფიქრს არ ნიშნავს?
განა იქ ჩვენს წარმავლობას არ ვხედავთ? უკვდავი იქ ხედავს
თავის მოკვდავს. სარკეს ჩვენი ტყავიდან, ჩვენი სახიდან გამოვ-
ყავართ.
ვერავინ ვერ უძლებს თავის ორეულს.
გაიმეორეთ სამჯერ თქვენი სიტყვა.

*
ცრემლი, რომელსაც ტკივილი ან ტანჯვა გამოსწურავს შენი
სისხლიდან და რომელიც შენს ღაწვზე მოცურავს, უმეცარი მის-
თვის გაღებული საფასურისა, – ანცვიფრებს სულს, რომელსაც
არ შეუძლია ჩასწვდეს ამ ცვლილების მიზეზს და არსს.
რადგან ის არ იცნობს არაფერს ცხოვრებისეულს, რაც მისი
ქმედითობისათვის ურგები ჩანს. ეს სულის თვისება გახლავთ.

*
ფრთხილად! ის, ვინც შენს გულში ლაპარაკობს, შენზე უკეთ
როდი იცნობს მას.
ვიზიონერი
ანგელოსმა წიგნი მომცა და მითხრა: ამ წიგნში წერია ყველა-
ფერი, რისი ცოდნაც გსურს. ესა თქვა და თვალს მიეფარა.

120
მე გადავშალე ეს წიგნი. საშუალო სისქისა იყო.
უცნობი დამწერლობით დაწერილი აღმოჩნდა.
მეცნიერებმა თარგმნეს, მაგრამ ყველამ თავისებური, ერთმა-
ნეთისგან ძირფესვიანად განსხვავებული თარგმანი წარმოადგი-
ნა.
ასე განსაჯეთ, წაკითხვის აზრზეც კი ვერ შეთანხმდნენ; ერთი-
მეორეს ვერც თავი მიუსადაგეს და ვერც ბოლო. ვერც დასაწყისი
და ვერც დასასრული.
ამ ხილვის დამლევს, მე მომეჩვენა, რომ წიგნი გალღვა,
ჩვენს გარემომცველ სამყაროში გაითქვიფა და გაუჩინარდა.

*
ყველაზე დიდი შესაძლო პოეტი – ესაა ნერვული სისტემა.
ყველაფრის გამომგონებელი – მაგრამ, უწინარეს ყოვლისა,
მხოლოდ პოეტი.

*
კაცთა ვულგარულობა მათი არსებობის უმნიშვნელო მომენ-
ტებში იჩენს ხოლმე თავს.
მწერლებისა – მათი ნაწარმოებების არაეფექტურ ადგილებ-
ში.

121
ადამიანები ერთიანდებიან ტკივილით, სიცილით, მთქნარე-
ბით, გრძნობით, მისტიური თვითგანდგომით, განცხრომით, –
და განურჩეველნი ხდებიან.
მაგრამ რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?

*
ერთ მშვენიერ დღეს, ერთი საგანი ძირს არ დავარდა, და
დარჩა ასე, თავისებურად ერთადერთი, მიწიდან ერთ მეტრზე ჰა-
ერში დაკიდებული.
ვერავინ ვერაფერი გაიგო. მის ირგვლივ ტაძარი ააგეს.

*
ორი სიშლეგე: მიზეზ-შედეგობრიობის სიშლეგე და არა
მიზეზ-შედეგობრიობის სიშლეგე.

*
მე მიყვარს ბავშვები, ვინაიდან, როცა ისინი ერთობიან, ისინი
ერთობიან, როცა ისინი ტირიან, ისინი ტირიან; და ყველაფერი
ეს ძალდაუტანებლად ენაცვლება ერთიმეორეს.
მაგრამ ისინი ერთმანეთში არ ურევენ სახეებს. არც ერთ ფა-
ზას არაფერი აქვს საერთო მეორე ფაზასთან.
ჩვენ კი...
გამოღვიძება

122
გამოღვიძებისას იდეების სამი თუ ოთხი კერა ენთება სულის
ტრამალზე ერთმანეთისაგან დაშორებულ სხვადასხვა წერტილ-
ში.
კაცმა არ იცის, საით გაიქცეს, რომელს მიეფიცხოს.
ფსალმუნი!
ყველაზე დიდი სკეპტიკოსი –
ეს გახლავთ დრო,
რომელიც ქმნის ჰოს გვერდით არას,
სიყვარულის გვერდით – სიძულვილს,
ანდა პირუკუ.
და თუ მდინარე უკანვე არ უბრუნდება
თავის სათავეს,
და თუ ვაშლი არ ახტება,
რათა ხელახლა თავისსავე ტოტს შეეუღლოს,
მხოლოდ იმიტომ, რომ მოთმინება არ გყოფნის,
მოთმინება იმისა,
რომ ირწმუნო ეს!
ჩვენ შორის
ის, რაც ყველაზე ღრმაა შენში, არის ის, რაც ყველაზე მეტად
დაშორებულია ჩემგან, – თვით იმ უკიდურეს წერტილამდე, სა-
დაც იწყება ჩვენი აბსოლუტური იგივეობა.
არის საერთო ზონა ჩვენ შორის, არაკომუნიკაბელური სიღ-
რმე ჩვენ შორის და იგივეობის წერტილი ჩვენ შორის.
მაგრამ ასევეა ჩემსა და ჩემ შორისაც.

123
კაცმა ძალზე ცოტა რამ იცის თავის თავზე, და ასეც უნდა
იყოს, რათა მისმა აღსარებამ, მისმა გულწრფელობამ გაგვან-
დოს რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენდა თავად,
ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდით.

*
ორი მგზავრი ვარდება აბობოქრებულ მდინარეში. ერთი გა-
მოცურავს, მეორე იხრჩობა.
ასევეა სულის სიბობოქრეში, კითხვების, პასუხების, მითების,
ფასეულობების მორევში გენიალობა და სიშლეგე: ერთი გადარ-
ჩება, მეორე იღუპება.

*
ის, ვისაც არ შეუძლია ანდა შიშს ჰგვრის ბუნდოვანი აზრის
გამოთქმა, მეტწილად მდუმარეა და მუდამ უბედური.

*
ხელოვნების მიზანი ორადია: დიდებული ქმნილება და დიდე-
ბის მოხვეჭა.

*
ხელოვანი თავის როლს ასრულებს თამაშში, სადაც მონაწი-
ლეობენ შემთხვევა, ნება, აზროვნება; ოსტატობა და ა. შ. შეუძ-

124
ლებელია ამ ელემენტების ჩამოთვლა და, მით უმეტეს, მათი ურ-
თიერთგანცალკევება.
არის მის შრომაში რაღაც თამაშისა და რაღაც კომედიის
მსგავსი. ის თვითონვე ქმნის საკუთარ მოპირისპირეს. კაცი მა-
სალის წინააღმდეგ, დროის წინააღმდეგ, რომელიღაც თვითნე-
ბური იდეის, განუსაზღვრელობის, უნაყოფობის, ამა თუ იმ პა-
საჟზე მუშაობისას მოძალებული სევდისა თუ თავმობეზრების წი-
ნააღმდეგ, აი, მისი ქმნილების ქმნილება მასში.
მითოლოგია
ძალისხმევას კაცისას, რომელიც აზროვნებს, ლანდების ნა-
პირიდან საგნების ნაპირზე გადააქვს ზმანებათა ნაფლეთები,
რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ესა თუ ის ფორმა, რისი წყა-
ლობითაც შეიძლება მათი მოხელთება; ნაფლეთები, რომლებიც
რაღაცას მაინც ჰგვანან, ანდა რაღაცით საჭირონი არიან მის-
თვის.

*
ზმანებებით სავსე ხომალდი სიფხიზლის მეჩეჩზე იმსხვრევა.
რობინზონი ცდილობს თავის ნაპირზე გადაიტანოს ზოგიერთი
გადარჩენილი, მისთვის საჭირო ნივთი. წვალობს საწყალი.

*
საზრდო აუცილებელია; მაგრამ საკვები, რომელიც მას
შეიცავს, ნაწილობრივ სარგოა, ნაწილობრივ კი – ურგები. ის
თავის გემოს კარგავს სასაზე.

125
გემო ამკობს შენი საზრდოს ზედაპირს, ღვინის ყლუპის ფორ-
მა შემკულია სურნელით, რომელიც ბადებს ზმანებებს და სიღ-
რმეს.
ცოცხალი არსება თავის ნებას ახვევს საგნებს, და მოითხოვს,
რომ ისინი სხვა რამენი იყვნენ, – მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე
მათს არსებობას და მათს სუბსტანციას. ის მათგან მოითხოვს აქ-
ციდენტებს.

*
ფერების სამყაროსაგან განსხვავებით, ბგერების სამყაროს
არ გააჩნია უზენაესი რანგის შემოქმედი და მბრძანებელი, რო-
მელიც იქნებოდა ბგერების სამყაროს მზე.
თავისუფალი კაცი
ვეძიოთ თავისუფლების მთელი სისავსე.
რატომ არ შეიძლება, რომ სხვისადმი მიმართული კომპლი-
მენტები სიამოვნებას გგვრიდნენ შენ? ეს წვრთნის საქმეა. უნდა
მივეჩვიოთ ამ გადახრას თუ გადახვევას, რომელიც ეგზომ უც-
ნაური ჩანს. მაგრამ არა უფრო მეტად უცნაური, ვიდრე მიჩვევა
(ან ბუნებით მიღწევა) იმისა, რომ თვით შენდამი მომართული
კომპლიმენტები არავითარ სიამოვნებას არ გგვრიდნენ შენ.

*
ჭეშმარიტება საშუალებაა. ის ერთადერთი როდია.

126
ზნე-ჩვეულებებსა და მწერლობას, სიტყვასა და საქმეს შორის
გარკვეული თანაფარდობა არსებობს. ისინი ან უგულებელყო-
ფენ, ან, იმავდროულად, ხელს უწვდიან ერთმანეთს.

*
გონება კოლექტიური ფსევდონიმია სრულიად სხვადასხვა
პერსონაჟთა ურიცხვი სიმრავლისა, – რომლებიც მასში
პოულობენ (მეტ-ნაკლებად დახვეწილად და მოხდენილად)
თვითგამოხატვის საშუალებას, – როგორც მაგალითად, მუცე-
ლი, გული, სექსი და თვით ტვინი. ვაღიარებ, რომ აქ საჭირო
იყოს უფრო მეცნიერული სახელწოდებების შერჩევა, მაგრამ მე
არ ვიცი, და არც არავინ იცის ისინი.
ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ სიმრავლის, ალბათ, პირწმინდად
ქიმიური სიმრავლის განსაზღვრა, რომელთა გადამცემი არხები
აღაგზნებენ და აღიზიანებენ წარმოსახვითი ხატებისა და ნიშნე-
ბის ცენტრებს, ჩვენ რომ შეგვეძლოს, გარემოებებისდა მიხედ-
ვით, თვითეული მათგანის დაურვება... დროდადრო ერთი პა-
სუხს იძლევა, ხოლო მეორე კითხვას სვამს. მაგრამ მათ განკარ-
გულებაში მხოლოდ ერთი გადამცემი და მიმღები აპარატია.

*
აი კაცი, რომელიც თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს რაციონა-
ლისტი, გულცივი, თანმიმდევრული და ა. შ. იყოს.
ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ყველაფერი პირუკუა, და რადაც ის
გვაჩვენებს თავს, სხვა არა არის რა, თუ არა შედეგი მისი რეაქ-
ციისა იმაზე, რაც ის სინამდვილეში არის.

127
*
მთლიანად გარშემოწერილი, ანუ გაცნობიერებული გრძნობა
დამახინჯებული გრძნობაა.
გულწრფელობის ძალისხმევის შედეგი დამოკიდებულია
მხოლოდ და მხოლოდ ძალისხმევის ხანგრძლივობასა და... სუ-
ბიექტის წარმოსახვაზე.
პოლემისტები
სისუსტეა ის, რომ შენს ძალას ხარჯავ მოპირისპირის წინააღ-
მდეგ, ნაცვლად იმისა, რომ შემოინახო და დახარჯო იგი შენ-
თვის... მით უმეტეს, შენ წინააღმდეგ.

*
დიდება სხვა არა არის რა, თუ არა ის, რომ თემად, საზოგადო
სახელად ან ეპითეტად იქცე...

*
ყოველთვის დგება მომენტი, როცა ამა თუ იმ მოძღვრების
არსებითი ასპექტი, რომელიც უკიდურესად ბუნდოვანი ჩანდა,
ორიოდე სიტყვით აიხსნება ჭკვიანი კაცის მიერ.

*
მაღალნიჭიერი კაცი ნაკლებ ნიჭიერთა არსებობას მოით-
ხოვს.

128
ასე თუ ისე, ის მადლიერი უნდა იყოს მათი.

*
ჩვენი ფასი (სოციალურად), ათასგვარი მიზეზის გამო, სხვე-
ბისადმი ჩვენი მსგავსებით, ან მათგან ჩვენი განსხვავებით განი-
საზღვრება.
მათ რომ არ ვგავდეთ, სრულიად უცხონი ვიქნებოდით მათ-
თვის, ხოლო ისინი – ჩვენთვის. შეუძლებელი გახდებოდა ურთი-
ერთობა.
მათგან რომ არ განვსხვავდებოდეთ, ერთნი და იგივენი ვიქ-
ნებოდით. ყველა იქნებოდა ის, რაცა ვართ ჩვენ. რაღა აზრი ექ-
ნებოდა ურთიერთობას?

*
დიდი ადამიანები, სიცოცხლეშივე გაღმერთებულნი, თავი-
ანთ სიკვდილს, ბოლოს და ბოლოს, წარსულში განიხილავენ,
როგორც მოგონებას, როგორც მათი ცხოვრების შუაგზაზე მომ-
ხდარ ფაქტს.

*
ამ ქვეყნად ყველაზე დიდ ბოროტებას ბოროტმოქმედნი რო-
დი სჩადიან.
არამედ ხელმოცარულნი, გულგრილნი და მალემრწმენნი.
ბოროტმოქმედნი უმწეონი იქნებოდნენ კეთილთა სიმრავ-
ლის გარეშე.

129
*
სხვისი შემოსვლა მეყსეულად და ქვეცნობიერად ცვლის მას,
ვინც მანამდე მარტოკა იყო.

*
კამათის დროს მე პატივსაცემ მოწინააღმდეგედ ვთვლი კაცს,
რომელიც იმდენად იმას როდი ცდილობს, რომ მართალი იყოს,
რამდენადაც თავისი სულიერი წყობის დახვეწას, – ვინც საკუ-
თარ სულს საკუთარ თავმოყვარეობაზე მაღლა აყენებს.

*
სკეპტიკოსი ისაა, ვინც ხედავს, რამდენნაირ მოდიფიკაციას
შეიძლება ექვემდებარებოდნენ სხვისი სიტყვები და მისი საკუ-
თარი აზრები, ისე რომ მათში, არსებითად, არაფერი არ შეიცვა-
ლოს.

*
ცრუს თვისება მეხსიერებაა –
ცუდი მეხსიერება ქმნის ცურპენტელას.
კარგი ხელს უწყობს მას.

130
სიცოცხლე სხეულის ვარდნაა.

*
დანაშაული, გარკვეული აზრით, სულს ესახება, როგორც
უმოკლესი გზა სურვილსა და მის აღსრულებას შორის. ის ანგა-
რიშს არ უწევს სხვის სურვილს, როგორც დაბრკოლებას, რად-
გან დაბრკოლებად მხოლოდ რაღაც ნივთიერს თვლის.
აქედან გამომდინარეობს, რომ თითქმის ყველა ჩვენი სურვი-
ლი დანაშაულებრივია თავისი არსით.

*
ხშირად უფრო ძნელია ჩასწვდე მეგობრის გულს, ვიდრე
მტრისას.

*
სულის წრიალისას შეხედე საათს და ჩაინიშნე. შეხედე წამ-
მზომ პატარა ისარს. ის ერთადერთი იღვწის ბოროტებისა და სი-
კეთის წინააღმდეგ.

*
ღირსეული კაცი უარყოფს იმას, რაზედაც უარს ეუბნებიან,
უფრო მეტად, ვიდრე უარს ეუბნებიან ისინი, ვინც მას უარს ეუბ-
ნებიან.

131
*
ადამიანი შეიძლება შევადაროთ ხომალდს, რომლის მოწ-
ყვლადი ძირითადი ნაწილიც წყალქვეშ დაცურავს. რაც ჩანს,
სხვა არა არის რა, თუ არა უსულო ქმნილება, თუ არა სამკაული.
ზღვის ღელვა ნაწილობრივ ააშკარავებს ცოცხალ ქმნილებას,
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასიცოცხლო ასოების
გრძნობელობას (სიმპათიურსა თუ პნევმოგასტრულს) და ინტი-
მური ენერგიის ათასგვარ წყაროს, მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ
საიდუმლოსთან დაკავშირებულს.
სწორედ ამ მომენტს უთვალთვალებს და მიზანში იღებს მისი
ვერაგი მტერი – გონება.
ფოტო-პოეტური ფენომენი
ის გარემოება, რომ ადამიანები აშკარად გრძნობენ თავიანთ
უმწეობას განავითარონ საკუთარი აზრი იმ ზღვარს მიღმა, სა-
დაც ის გვაბრმავებს, გვნუსხავს, გვაბრუებს, პოეტისათვის
თვალსაჩინო უპირატესობად გვევლინება.
ნაპერწკალი ანათებს ამა თუ იმ ადგილს, რომელიც უსასრუ-
ლო გვეჩვენება მის სახილველად მოცემული ერთი წამის გან-
მავლობაში. გამოხატულება გვაბრმავებს.
გულშეძრულობის ეფექტი განუყრელად უკავშირდება სა-
განს, რომელსაც ის ავლენს. მუქი ჩრდილები, რომლებიც წა-
მიერად გვევლინებიან, მეხსიერებაში აღიბეჭდებიან, როგორც
მომხიბლავი მინანქარი.
ჩვენ არ ვასხვავებთ მათ ნამდვილი საგნებისაგან; ისინი ჩვენ-
თვის რეალური თვისებებით არიან აღბეჭდილნი.

132
მაგრამ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ, პოეზიის საბედნიეროდ
და საკეთილდღეოდ, მსწრაფლწარმავალი წამი, რომელიც ზე-
მოთ ვახსენე, არასდიდებით არ გახანგრძლივდება. ჩვენ არ შეგ-
ვიძლია ნაპერწკლის შეცვლა სინათლის მუდმივი წყაროთი.
ის სრულიად სხვა რამეს გაანათებდა.
ფენომენებს ამ სფეროში სინათლის წყარო განაპირობებს.
მსწრაფლწარმავალი წამი გვიცხადებს სულ სხვა სისტემის,
სხვა სამყაროს გაელვებას და გამონათებას, რომლებსაც სინათ-
ლის მუდმივი წყარო ვერ გამოავლენს. ეს სამყარო (რომელსაც
არ უნდა მივაწეროთ მეტაფიზიკური ღირებულება, – რაც უსარ-
გებლო და უაზრო იქნებოდა), თავისი არსით, არამდგრადია. შე-
საძლოა, ესაა სულის ძალისმიერ შესაძლებლობათა ორგანული
და თავისუფალი კავშირურთიერთობის სამყარო? მიზიდულო-
ბის, უმოკლესი გზების, რეზონანსების სამყარო?..
იქნებ, აუხსნელი მასში ხატოვნად გამოხატულია დისტანცი-
ით? დისტანციური მოქმედება, ინდუქცია და ა. შ.?
ალმასები

ბალერინა ერთდროულად ავლენს: განსაცვიფრებლად ზუს-
ტი პირუეტების კასკადს, ალმასის წახნაგებივით რომ ციმციმე-
ბენ...
ოცდათორმეტი პირუეტი! (კარსავინა).
ულამაზესი ხატი.
იი
ალმასი. – მეუბნებიან, რომ მისი სილამაზე დასაბამს იღებს
სრული არეკვლის კუთხის სიმცირისაგან... ოსტატი იმნაირად
თრაშავს წახნაგებს, რომ ერთ-ერთ მათგანში შეღწეული სხივი

133
მხოლოდ იმავე გზით თუ გამოვა. უკან! აქედან – ციმციმი, თვა-
ლისმომჭრელი ბრწყინვა.
მშვენიერი ხატია იმის გამოსათქმელად, რასაც მე ვფიქრობ
პოეზიის გამო: სულისმიერი სხივის მიქცევა მისი გამტარი სიტ-
ყვების მიმართ.
იიი
საუბრობს თუ მღერის მშვენიერება, ჩვენთვის გაუგებარია მი-
სი სიტყვები. ჩვენ ვთხოვთ კვლავაც გაიმეოროს. ჩვენ მზადა
ვართ დაუსრულებლად ვუსმინოთ მას. ჩვენ მზადა ვართ დაუს-
რულებლად ვიყნოსოთ დამათრობელი სურნელი. ჩვენ მზადა
ვართ დაუსრულებლად ვუცქიროთ მშვენიერი არსების სახეს და
ნაკვთებს. ჩვენ შეგვიძლია მოვიხელთოთ და დავეუფლოთ მას,
მაგრამ ჩვენი სურვილი არ ამოიწურება, არც დაცხრება. არა-
ფერს არ შეუძლია დაასრულოს მოძრაობა, რომელსაც იწვევს
ის, რაც თავისთავად სრულქმნილია და სრულყოფილი.
შეიძლებოდა შეგვეთხზა იგავი სატრფოს მშვენებით სასო-
წარკვეთილი კაცის შესახებ: თუმცა მან მიიღო ქალისაგან ყვე-
ლაფერი (სიყვარულიცა და ყველა სხვაგვარი მსხვერპლიც),
მაგრამ ყოველივე ის, რისი მოცემაც შეუძლია სიყვარულს, ვერ
ახშობს მის უცნაურ წყურვილს, რასაც მასში ამ ქალის სახე და
ხატება იწვევს, წყურვილს, რომლის მოკვლაც ამ ქვეყნად არ შე-
უძლია აბსოლუტურად არაფერს. ესაა თავი და თავი.
სული

სული – ესაა ძალმოსილება, რომელიც აწინდელ ვითარებას
წარსულის მთელს მემკვიდრეობასა და მომავლის მთელს ენერ-
გიას ანიჭებს.

134
სული ხედავს თავისი არსებობის დასასრულს; ის მარადისო-
ბიდან წუთისოფლად უნდა გადმოსახლდეს, უნდა განსხეულდეს,
განკაცდეს:
შენ უნდა იცოცხლო!
ეს კი მისთვის სიკვდილსა ნიშნავს! რა საშინელებაა!.. საში-
ნელებაა წუთისოფლის ტყვეობა.

*
სიყვარულისა და სულის ნაზავი ყველაზე მათრობელი სასმე-
ლია.
ასაკი თავის სიძელგესა და სიმწარეს, თავის ციაგ სიმჭვირვა-
ლეს ურევს მასში, – უსასრულო ღირებულებას ანიჭებს ერთ
წვეთს წამისას.

*
სიყვარული! ერთი და იმავე ჯგუფის მარადიული სკულპტო-
რი.

*
ყველაფერი ისე ხდება, თითქოს უმეტესობა იმისა, რაც არის,
არ არსებობდეს. ვისიმე განსაზღვრა იმის მიხედვით, რაც არ არ-
სებობს მისთვის...
ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან იმდენად, რამდე-
ნადაც ერთმანეთს ჰგვანან. კონკურენცია მოთხოვნილებათა
იგივეობისაგან იღებს დასაბამს.

135
მაგრამ საშუალებათა იგივეობა (იმისდა კვალად, სადაც ის
არსებობს) შესაძლებლობას აძლევს მათ გაერთიანდნენ. ისინი
ერთიანდებიან შრომის პროცესში და ერთმანეთს უპირისპირ-
დებიან შრომის პროდუქტთა მოხმარების პროცესში.
როდესაც სამი კაცი ერთად შეიყრება, მათ შეუძლიათ ერთმა-
ნეთს უთხრან, რომ ერთსა და იმავე საგნებს ხედავენ; მაგრამ
ისიც შეუძლიათ ერთმანეთს უთხრან, რომ ერთსა და იმავე საგ-
ნებს არ ხედავენ. ეს სიზუსტის ხარისხზეა დამოკიდებული.

*
მშვენიერი უარყოფითი ცნებაა.
მშვენიერი გულისხმობს უთქმელის, აუწერელის, აუხსნელის
შთაბეჭდილებას; და თვითონ ეს ტერმინიც არაფერს ამბობს. შე-
უძლებელია მისი განსაზღვრა, რადგან ყოველი ჭეშმარიტი გან-
საზღვრა რაღაცაზე დაყრდნობით გამოიყვანება.
ამრიგად, თუ ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ მსგავსი შთაბეჭდი-
ლება იმის მეშვეობით, რაც მეტყველებს, – ესე იგი, ენის მეშ-
ვეობით, – და თუ ჩვენი მხრივ, ენის წყალობით განვიცდით კი-
დეც ამნაირ შთაბეჭდილებას. მაშასადამე, ენას სიმუნჯის მდგო-
მარეობა და გამოთქმის სიმუნჯე უნდა გამოეწვია ჩვენში.
მშვენიერება ნიშნავს გამოუთქმელობას (და ამ შთაბეჭდილე-
ბის განმეორების სურვილს). მაშასადამე, ამ ტერმინის განსაზ-
ღვრა, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ პირობების აღწერა და დახა-
სიათება, რომელთა წყალობითაც დასაბამს იღებს რისიმე გა-
მოთქმის შეუძლებლობის მდგომარეობა, ამა თუ იმ კერძო შემ-
თხვევაში და ამა თუ იმ სახით.

136
გამოუთქმელობა იმას კი არ ნიშნავს, რომ არ არსებობს არა-
ვითარი გამოთქმა, არამედ იმას, რომ ყველა გამოთქმა, ერთად
აღებული, ვერ გამოხატავს თავის გამომწვევს, და რომ ჩვენ აღ-
ვიქვამთ ამ უუნარობას თუ ირრაციონალურობას, როგორც
საგან-მიზეზის ნამდვილ თვისებას.
აი, რა გვევლინება ამ მშვენიერი სურათის არსებით თვისე-
ბად: ის იწვევს ჩვენში იმის განცდას, რომ შეუძლებელია გამოთ-
ქმის საშუალებათა სისტემით მისი ამოწურვა.
გამოუთქმელი ისაა, რისთვისაც სიტყვები არ გვყოფნის.
მწერლობა ცდილობს სიტყვების მეშვეობით შექმნას სიტყვიერი
უკმარისობის ეს მდგომარეობა.
მაშასადამე, მშვენიერება – ესაა ნეგატიურობა, პლიუს ერ-
თგვარი წყურვილი, გამოწვეული იმით, რაც ამ უუნარობით გა-
მოიხატება, პლიუს ამ წყურვილის დაუსრულებლობა, პლიუს ხ...
ის, რაც სრულქმნილია და სრულყოფილი, ჩვენში იწვევს
იმის განცდას, რომ შეუძლებელია რაიმე შეცვალო მასში.
ფერები
საგნის ფერი არის ისეთი ფერი, რომელსაც ის ყველაზე მე-
ტად უარყოფს და რომლის ასიმილირებაც არ შეუძლია. მოწმენ-
დილი ცა განდგება ცისფერისაგან და სილაჟვარდეს თვალის ბა-
დურას უბრუნებს. ფოთლები მთელი ზაფხულის განმავლობაში
ინარჩუნებენ სიყვითლეს. ნახშირის მტვერი ყველაფერს ნთქავს.
საგნები მხოლოდ იმას გადასცემენ ჩვენს გრძნობებს, რასაც
თავად უკუაგდებენ. სწორედ ამ უკუფენილ თვისებათა მიხედვით
შევიცნობთ მათ. ყვავილი თავიდან იშორებს სურნელს.
შესაძლოა ადამიანების შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რასაც
ისინი თავიდან იშორებენ, რაც არსებითად უცხოა მათთვის. თუ
კეთილი ხარ, მაშასადამე, სულში ბოროტებას იმარხავ. თუ

137
ბრწყინავ, სხივებს აფრქვევ და ელვასავით ლაპლაპებ, – მხო-
ლოდ იმიტომ, რომ სევდა, უბადრუკობა, სიბრიყვე, განუყრელნი
არიან შენგან. ისინი უფრო მეტად ნიშნეულნი, უფრო ორგანულ-
ნი არიან შენთვის, ვიდრე შენი თვალისმომჭრელი ბრწყინვალე-
ბა. შენი გენია შენ თვითონვე გეუცხოება. შენი ყველაზე მშვე-
ნიერი ქმედებანი ყველაზე უფრო იდუმალნი არიან შენთვის...

*
ბოროტება იმისა, ვინც მართალია. – კაცს, რომელიც მართა-
ლია, უფლებამოსილია, სამართლიანი ან მართლად გამრიგე,
გამუდმებით ემუქრება იმის ცთუნება, რომ საკუთარი უპირატე-
სობა თავისდა სასარგებლოდ გამოიყენოს, და, ამრიგად, ყოვ-
ლად ბუნებრივი ბოროტების გზას დაადგეს... ჭეშმარიტების გუ-
ლისთვის თუ სამართლიანობის გამო.

*
ერთი კაცი ფიქრობდა თუ გრძნობდა, რომ არ არსებობს არა-
ვითარი მსგავსება. რომ არაფერი არ მეორდება, არაფერი არ
თანაბრდება. დალეული სასმელის ორი ყლუპი არაფრით არ
ჰგავდა ერთმანეთს, ის ყველგან და ყველაფერში მხოლოდ ერ-
თადერთობას ხედავდა. მას სწამდა, რომ სამსა და ოთხს შორის
არ არსებობს არავითარი თანაფარდობა, და რომ ორჯერ ერთს
არავითარი აზრი არა აქვს. ყველაფერი ახალი და ცინცხალი
იყო ყოველ წამს. – როდესაც რამე მოაგონდებოდა, ის ამას
აღიქვამდა, როგორც შექმნას; ისე აღიქვამდა მის ორიგინალო-

138
ბას, – ესე იგი აღიქვამდა მას მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
მოგონება წარსული კი არ არის, არამედ აწმყო აქტი.
რასაკვირველია, სწორედ ამგვარად ვითარდება ბუნება მის-
თვის. არ არსებობს წარსული, არც განმეორება, არც მსგავსება,
რასაც ჩვენი აღქმის სიტლანქე, ჩვენი საშუალებების სიმცირე და
გამარტივების აუცილებელი მოთხოვნილება გვაფიქრებინებს
და გვავარაუდებინებს.
მაგრამ ამ სიმწირისა და სიმცირის, ამ აუცილებლობისა და
გაყალბების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა გონიერება, ისევე
როგორც ანალოგიები, ანდა უნივერსალობა.
ესთეტი

ხანდახან მე უცნაურ და ბარბაროსულ ჩვეულებად მესახება
სტატუებითა და ცოცხალ არსებათა გამოსახულებებით ნაგებო-
ბების შემკობა.
მე მესმის არაბებისა, რომლებისთვისაც უცხოა ყოველივე ეს.
ცოტა არ იყოს, მე მტკივნეულად განვიცდი დაპირისპირებულო-
ბას ამ სამყაროში, სადაც ქვის მექანიკური როლი მისი თეატრა-
ლური შემოსილობით არის შეცვლილი.
მე ვგრძნობ, რომ ძალისხმევა, რომელმაც აღმართა კედელი
თუ თაღი, ძირეულად განსხვავდება ძალისხმევისაგან, რომელ-
მაც ნიშში დააყუდა წმინდანი.
პართენონი დაფუძნებულია თანაფარდობებზე, რომლებიც
არაფერს არ სესხულობენ რეალურ საგნებზე დაკვირვებისაგან.
შემდეგ მას ასახლებენ პერსონაჟებით და ორნამენტებით ხაზს
უსვამენ მის ფორმებს.
მე ვარჩევდი, რომ ამ გროვაში თვალს ვერ ამოეცნო ვერაფე-
რი, არამედ პირიქით, აღმოეჩინა რაღაც ახალი საგანი, ყოველ-

139
გვარ გარეგნულ მსგავსებათაგან განყენებული, რომელიც აღიქ-
მებოდა მის მიერ როგორც მისივე ქმნილება, როგორც მისი სა-
კუთარი კანონების დაუსრულებელი ჭვრეტისათვის შექმნილი
ხელოვნური თვალი.
იი
ორნამენტები გაფანტვის აქტია გაფანტული მზერისათვის.
პროპორციები ისე უნდა მოქმედებდნენ, რომ არ ავლენდნენ
თავიანთ თავს.
იიი
პორტრეტები მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში იყვნენ მეტ-
ყველნი. სახეები აღბეჭდავდნენ წამს.

*
სხვადასხვაგვარი ცრემლები. – ცრემლს იწვევს ტკივილი, უძ-
ლურება, დამცირება, – ყოველთვის ესა თუ ის უბედურება ან უკ-
მარისობა.
მაგრამ არის ღვთაებრივი ცრემლები, რომლების იბადებიან
მაშინ, როცა ძალა არ გვყოფნის სულში დავიტიოთ ერთგვარი
ღვთაებრივი ხატება. დავეუფლოთ მას, ან ამოვწუროთ მისი არ-
სი.
მოთხრობას, მიმიკას, დრამას შეუძლია ცრემლების გამოწვე-
ვა ცხოვრების სამწუხარო ამბების ასახვის გზით.
მაგრამ თუკი არქიტექტურა (ანდა რომელიმე სხვა ჰარმონია,
ზოგიერთი დისონანსისა არ იყოს, თითქმის აუტანელი თავისი
სიზუსტით), რომელიც ჩვენს თვალში არაფერს ადამიანურს არ
უკავშირდება, ცრემლებს გაფრქვევინებს, მაშინ ეს უჩვეულო
მდუღარება, რომელიც, როგორც თვითონვე გრძნობ, მზადაა შე-

140
ნი სულის გონებამიუწვდომელი სიღრმიდან გადმოიღვაროს,
ჭეშმარიტად ფასდაუდებელია, ვინაიდან გვიჩვენებს, რომ შენ
უგრძნობელი როდი ხარ შენი არსებობის, შენი ხვედრის, შენი
ინტერესებისათვის სრულიად უსარგებლო და განურჩეველი
საგნების, მოკლედ, ყველა იმ მომენტისა და ვითარების მიმართ,
რომლებიც განგსაზღვრავენ შენ, როგორც მოკვდავს.
მოგონება
ჩემს ცხოვრებაში იყო ხოლმე მომენტი, როცა, გარკვეულ გა-
რემოებათა წყალობით, ლექსზე მუშაობა ქვეყნისაგან განდგო-
მის საშუალებად ქცეულა ჩემთვის.
მე ამ ქვეყანას ვუწოდებ სხვადასხვაგვარ და სხვადასხვა ძა-
ლის მოვლენათა, აუცილებლობათა, იმპულსთა თუ მოთხოვნი-
ლებათა ერთობლიობას, რომლებიც გარემოიცავენ და შინაგან
ნათელში თვითწვდომის გზას უხშობენ სულს; რომლებით ამ-
ღვრევენ, აბორგებენ და ყველაზე არსებითიდან ნაკლებ არსები-
თისაკენ უბიძგებენ მას...
ვითომ რა არის ცუდი იმაში, რომ არსებობენ კაცნი, რომელ-
ნიც ამა თუ იმ შორეული მეათედის, ანდა ამა თუ იმ მძიმის ადგი-
ლის განსაზღვრას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე
ყველაზე თავბრუდამხვევ სიახლეს, ყველაზე გრანდიოზულ კა-
ტასტროფას და თვით საკუთარ სიცოცხლეს?
ეს მე მაფიქრებინებს, რომ ერთ-ერთი უპირატესობა პირო-
ბით ფორმათა მკაცრი დაცვისა, რომლის წყალობითაც ჩვენ
ლექსის სტრიქონებს ვქმნით, სხვა არა არის რა, თუ არა დეტა-
ლების გულმოდგინე დახვეწა და დამუშავება, რასაც ეს დისციპ-
ლინა ავითარებს, როცა მას უწყვეტი მელოდიურობის კანონსა
და მუდმივი სრულქმნილების მომნუსხველ ძალას უქვემდებარე-
ბენ, რაც (ზოგიერთის თვალსაზრისით) ჭეშმარიტი პოემის შექ-

141
მნის ერთადერთ საწინდრად გვევლინება. ამის შედეგია პროზი-
საგან, ანუ ყოველგვარი წყვეტილობისაგან თავის დაღწევა, ყო-
ველგვარი თვითნებობის უარყოფა, ყოველგვარი შემთხვევითო-
ბის, პოლიტიკის ვითარებათა ქაოსისა თუ მსწრაფლცვალებადი
მოდის მიქცევ-მოქცევისაგან განდგომა; ძიება საკუთარ სულში
ძალისა, რომელიც შესძლებდა ცოტა უფრო სრულყოფილი ნა-
წარმოების შექმნას, ვიდრე თვითონ შეიძლება ჰქონოდა ამის
იმედი; აღმოჩენა შენსავე თავში ენერგიისა, რომელიც იკმარებ-
და საიმისოდ, რომ კმაყოფილება გეპოვა მხოლოდ და მხოლოდ
ძალისხმევის უსასრულო თამაშით და, ამრიგად, თავისი ზოგადი
არსით გადაუჭრელი გადაწყვეტილებების ვნებიანი ძიებით და-
პირისპირებოდი გარე სამყაროს ყოველგვარ ძალადობასა თუ
ვერაგულ საცთურს, – აი, რა მომწონს, აი, რა მხიბლავს მე.
მე სრულიადაც არ ვნანობ იმ ოთხ წელს, რომლებიც ურთუ-
ლესი ვერსიფიკაციული პრობლემების გადაჭრის ყოველდღიურ
მცდელობაში გავატარე.
ეს იყო საყოველთაო ურვის, დახურული გულების, შეჭმუხ-
ვნილი შუბლებისა და გაწამებული, შინაგანი სიმძიმილით და-
მუნჯებული ახალ-ახალი ცნობების ნიაღვრით წალეკილი, წი-
ნათგრძნობებით, სასოწარკვეთილებით, უაზრო ვარაუდებით
დათრგუნვილი სულების წლები. რაღა დარჩენოდა კაცს ამ საში-
ნელ ვითარებაში, როცა შეიძლებოდა მხოლოდ მოგეთმინა ის,
რაც ხდებოდა, და როცა ყოველგვარი უკუქმედება, რომელიც
შეძლებისდაგვარად პასუხს გასცემდა გამძვინვარებული ეპოქის
ყველა უჩვეულო ქმედებას, არსებითად შეუძლებელი გახ-
ლდათ?
შესაძლოა, აუცილებელი იყო სწორედ ეს ძიებები, ყველაზე
ფუჭი და ყველაზე დახვეწილი ძიებები, რომლებიც ესადაგებიან

142
მყისიერად შექმნილი ენობრივი მნიშვნელობების რთულსა და
ნატიფ კომბინაციებს, რათა აღაგზნონ მთელი ნება, – ვინაიდან
სწორედ ეს გახლავთ მათი დანიშნულება – და აღძრან ამ ნების
მთელი სიკერპე, იმ მიზნით, რომ გონებამ ნაწილობრივ მაინც
იხსნას თავი, ნაწილობრივ მაინც გადაურჩეს მტანჯველ მოლო-
დინს, რეზონანსთა ეფექტს, წარმოსახვის დამთხვეულობას და
აბსურდის გადამდებ სენს.
მე შევქმენი იმ ხანად იმედის პირწმინდად ჩემეული პოეზია,
რომელსაც არ გააჩნდა სხვა მიზანი, და თითქმის არავითარი
სხვა კანონი, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად, რამდენიმე
საათის განმავლობაში, ჩემსავე თავთან თანაარსებობის სა-
შუალება მოეცა ჩემთვის. მე არ ვუსახავდი არავითარ ზღვარს,
და საკმაოდ ბევრ მოთხოვნას ვუყენებდი მას, რათა დაუსრულე-
ბელი რუდუნების საბაბი მეპოვა მასში.
ამ ნებაყოფლობითმა დაუსრულებლობამ არა ერთი და ორი
რამ მასწავლა მე, რასაკვირველია, ვიცოდი, რომ ნაწარმოებს
მხოლოდ ესა თუ ის შემთხვევითობა, ვთქვათ, დაღლილობა,
დასვენების სურვილი, გამომცემლის მოთხოვნილება ან სიკვდი-
ლი ასრულებს; რადგან ნაწარმოები, მისი ავტორის, ან მისი
უშუალო მიზეზის თვალსაზრისით, სხვა არა არის რა, თუ არა ში-
ნაგან ფერისცვალებათა თანმიმდევრული მწკრივის გარკვეული
მდგომარეობა. რამდენჯერ აღგვძვრია სურვილი, დაგვეწყო
იმით, რაც სულ ცოტა ხნის წინათ დასრულებული ჩანდა!.. რამ-
დენჯერ დამისახავს ის, რაც მკითხველის სამსჯავროზე წარმიდ-
გენია. სანუკვარი ქმნილების მხოლოდ და მხოლოდ აუცილე-
ბელ მონახაზად, ქმნილებისა, რომლის მთელ შესაძლო სიმწი-
ფესაც მხოლოდ ახლაღა ვამჩნევდი, როგორც ყველა ჩემი უნა-
რის, მთელი ჩემი შეძლების მიხედვით ესოდენ მკვეთრად გა-

143
მოკვეთილსა და ახალი მოლოდინისა და ძალისხმევის ყველაზე
ნამდვილსა და ყველაზე სასურველ ნაყოფს. საბოლოოდ დასრუ-
ლებული ქმნილება მაშინ მეჩვენებოდა ერთგვარ მკვდარ
სხეულად, რომელიც უნდა შეეცვალა სახეცვლილსა და უხ-
რწნელ სხეულს.
მაგრამ პრაქტიკაში მუდმივი განახლებისა და დაუცხრომელი
სრულქმნილების ჩემეული მეთოდის გამოყენებამ მე დამარწმუ-
ნა მენტალური ცხოვრების მთელს უპირატესობაში, ცხოვრები-
სა, რომელიც არავითარ ანგარიშს არ უწევს სხვის გემოვნებას.
პოეზიის პრობლემები მე მაინტერესებდა მხოლოდ იმდენად,
რამდენადაც მათი გადაჭრა შეიძლებოდა წინასწარ მოფიქრებუ-
ლი და ჩამოყალიბებული პირობების განხორციელების შედე-
გად, როგორც ეს ხდება გეომეტრიაში. ეს მე შესაძლებლობას
მაძლევდა არ მეძებნა არავითარი ეფექტი (ვთქვათ, თვითმკმა-
რი ლამაზი სტრიქონები) და უსინანულოდ გამეწირა ყველა, რო-
ცა ისინი ხორცს ისხამდნენ ჩემს სულში. ასე გამოვიმუშავე
თვითმოზღუდვისა და ზოგი სხვა სასარგებლო ჩვევა. კერძოდ,
თანდათანობით მივეჩვიე შემოქმედებითი სულის ოპერაციების
ორიგინალურ შეცვლას: მე მიხდებოდა არცთუ იშვიათად განმე-
პირობებინა ის, რასაც ფილოსოფოსები, მართებულად თუ
უმართებულოდ, უწოდებენ აზრის შინაარსს (უმჯობესი იქნებო-
და გამოთქმათა შინაარსზე გველაპარაკა), ფორმალური მოსაზ-
რებებით. აზრს მე განვიხილავდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რო-
გორც უცნობ ქალს და დაახლოების დაჟინებული მცდელობით,
რამდენადაც ეს საჭირო იყო, თანდათანობით ვიხელთებდი მას.

144
გაწმინდეთ დედამიწა პატივმოყვარეთა, ბრიყვთა, გულით
სუსტთა და სულით გლახაკთაგან; მოსპეთ მორწმუნენი, მოშიშ-
ნი, ურიცხვი სულნი. ამოძირკეთ პირმოთნენი, შემუსრეთ ურჯუკ-
ნი, და მთელი საზოგადოების არსებობა შეუძლებელი გახდება.
წესრიგის სუფევისათვის აბსოლუტურად აუცილებელია, რომ
არსებობდეს პატივმოყვარეთა და სახელის მოხვეჭის მოსურნე-
თა, ისევე როგორც მათთვის სრულიად გაუგებარი სიტყვების,
ორატორთა ტემბრის და ტონის, სიტყვიერი ძალადობით, აღ-
თქმების, დაპირებების, ბუნდოვანი და ტლანქი ხატების, აჩრდი-
ლებისა და სიტყვიერი კერპების წინაშე სრულიად უმწეო კაცთა
ურიცხვი სიმრავლე. ასევე აუცილებელია გულმხეცთა გარ-
კვეული რაოდენობა, რათა მათ წესრიგში შეიტანონ თავიანთი
წვლილი, რომელიც მას ასე სჭირდება;
საჭიროა ისიც, რომ არ გვზარავდეს ყველაზე საზარელ მოთ-
ხოვნილებათა ერთობლიობა. და ბოლოს, ასევე უნდა არსებობ-
დეს უთვალავი ანგარი და ვერცხლისმოყვარე, ხოლო სიმხდა-
ლე უფრო საყოველთაო უნდა იყოს, და მაშასადამე, პოლიტიკუ-
რად უფრო ძლიერიც, ვიდრე სიმამაცე.
მაგრამ თუ არასრულქმნილების ყველა ეს ტიპი აუცილებე-
ლია (თვით მათი არასრულქმნილების გამო) საზოგადოების
ცხოვრებისათვის, რატომ და რისთვის არიან ისინი მოძულე-
ბულნი, ყბადაღებულნი და საზოგადოებრივი აზრის მიერ შეჩვე-
ნებულნი, აზრისა, რომელიც თვით ამ საზოგადოებისაგან იღებს
დასაბამს? საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფა და
კეთილდღეობა ხომ მათზეა დაფუძნებული?
ლიტერატურა
ყოველი წიგნი, ბოლოს და ბოლოს, სხვა არა არის რა, თუ
არა ავტორის შინაგანი მონოლოგის ფრაგმენტი. კაცი თუ სული

145
თავის თავს ესაუბრება; ამ საუბრიდან ავტორი რაღაცას არჩევს.
ხოლო მისი არჩევანი მისივე თავმოყვარეობითაა განპირობებუ-
ლი: ამა და ამ აზრში მას თავისი თავი უყვარს, ამა და ამ აზრში
მას თავისი თავი სძულს. ამ გონებრივ კალეიდოსკოპში მისი
სიამაყე, მისი ინტერესები რაღაცას იზიარებენ, რაღაცას უარყო-
ფენ და ის, რაც მას სურს იყოს, არჩევანს ახდენს იმაში, რაც ის
არის, ასეთია გარდუვალი კანონი.
კრიტიკა, რამდენადაც ის თავისი ჟინითა და გემოვნებით გან-
პირობებულ მსჯელობამდე არ დაიყვანება, ესე იგი, რამდენადაც
ის არ ლაპარაკობს თავის თავზე, მაშინ როდესაც ჰგონია, რომ
ნაწარმოებზე მსჯელობს, დიახ, ამნაირი კრიტიკა, რომელიც ნა-
წარმოებს აფასებს, სხვა არა იქნებოდა რა, თუ არა ურთიერთშე-
დარება იმისა, რაც ავტორს სურდა შეექმნა და იმისა, რაც მან
შექმნა სინამდვილეში. თუ ნაწარმოების ფასეულობა ამავე ნა-
წარმოებსა და მის რომელიღაც მკითხველს შორის კერძოდ და
ცვლადი თანაფარდობით განისაზღვრება, ავტორის შინაგანი
დამსახურება – ესაა თანაფარდობა თვით ავტორსა და მის შთა-
ნაფიქრს შორის; ეს დამსახურება მათ გამყოფ დისტანციაზეა და-
მოკიდებული; ის იზომება ყველა იმ სიძნელით, რამაც დასახუ-
ლი მიზნის ხორცშესხმისას იჩინა თავი.
მაგრამ თვით ყველა ეს სიძნელეც, გარკვეული აზრით, ავტო-
რისავე ქმნილებაა: ქმნილება მისი იდეალისა. ეს შინაგანი ქმნი-
ლება წინ უსწრებს, აბრკოლებს, აფერხებს და გასაქანს არ აძ-
ლევს აქტთა თანმიმდევრული ერთობლიობით ხორცშესხმულ
ნაწარმოებს. აი, სწორედ აქ, ნება და გონება ზოგჯერ ისე ექცევი-
ან ბუნებას და მის ძალებს, როგორც მხედარი – ცხენს.
თვით იდეალური კრიტიკაც კი მარტოოდენ ამ დამსახურება-
ზე უნდა მსჯელობდეს, ვინაიდან კაცს შეიძლება მოსთხოვო მხო-

146
ლოდ ის, რის აღსრულებასაც ისახავდა მიზნად. სულზე მსჯელო-
ბა, სულიერი ქმნილების შეფასება მხოლოდ მისი კანონების მი-
ხედვით უნდა ხდებოდეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვით შემფა-
სებლის ჩაურევლად, ვინაიდან საქმე ეხება მხოლოდ ერთ რას-
მე: ქმნილებისა და შთანაფიქრის ურთიერთშედარებას.
– თქვენ გსურდათ დაგეწერათ წიგნი?
დაწერეთ? კი მაგრამ, რას მიელტვოდით? რომელიღაც მა-
ღალ იდეალს თუ რეალურ სარფას და სარგებელს – სახელისა
თუ ფულის მოხვეჭას? ეგებ, სხვა რასმე ისახავდით მიზნად:
თქვენს რამდენიმე ნაცნობს მიმართავდით, ან, იქნებ, მხოლოდ
ერთადერთ ნაცნობს, ვისი ყურადღების მიპყრობაც გსურდათ და
ამიტომაც გადაწყვიტეთ გამოგექვეყნებინათ თქვენი თხზულება?
ვისი გართობა გსურდათ? ვისი მოხიბვლა, ვისთან გატოლე-
ბა, ვისი შურით ავსება და თვალის დავსება, ვისი გაოგნება, ვის-
თვის – გატეხა ძილის? გვითხარით, ბატონო ავტორო, ვის მსა-
ხურებდით – მამონას, დემოსს, კეისარს თუ მამაზეციერს? იქნე-
ბა, ვენერას, ან, იქნებ ცოტა-ცოტა – ყველას?
მაგრამ, მოდი, მივუბრუნდეთ თქვენ საშუალებას, და ა. შ.

*
ავტორი უყურებს თავის ქმნილებას.
ხანდახან გედი, რომელმაც გამოჩეკა იხვი; ხანდახან იხვი,
რომელმაც გამოჩეკა გედი.

147
ყოველი პოეტის ფასი, ბოლოს და ბოლოს, იმით განისაზ-
ღვრება, თუ რა ფასი ჰქონდა მას, როგორც კრიტიკოსს (თავისი
თავის).

*
შთაგონება ჰიპოთეზაა, რომელიც ავტორს დამკვირვებლის
როლში აყენებს.

*
ჩიტმა რომ ზუსტად იცოდეს, რაზე მღერის, რატომ მღერის, ან
რა მღერის მასში, ალბათ, არასოდეს არ იმღერებდა.
ის ამკვიდრებს სივრცეში თავისი ყოფნის წერტილს; ის შეუგ-
ნებლად იუწყება, რომ თავის დანიშნულებას ასრულებს. აუცი-
ლებელია, რომ ის მღეროდეს ამა და ამ დროს. – კაცმა არ იცის,
რას განაცდევინებს საკუთარი სიმღერა. ის მთელი არსებით,
მთელი სერიოზულობით მღერის. სერიოზულობა ცხოველების,
სერიოზულობა სუფრაზე მსხდომი ბავშვების, გამიჯნურებული
ძაღლების, ან, თუ გნებავთ, შემპარავი, ფრთხილი და მფრთხა-
ლი იერი კატებისა. ზოგჯერ გგონია, რომ ამ ზუსტად გათვლილ-
სა და გაანგარიშებულ ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება სიცი-
ლისათვის, ირონიული პაუზისათვის.

*
დიდი პოეტის ცნებამ უფრო მეტი პატარა პოეტი შექმნა, ვიდ-
რე მოსალოდნელი იყო სიტყვათა ამნაირი კომბინაციისაგან.

148
*
ლექსი გონების დღესასწაული უნდა იყოს, მხოლოდ და მხო-
ლოდ დღესასწაული.
დღესასწაული – თამაშია, მაგრამ საზეიმო, ზეაღმტაცი,
მწყობრი, მრავალმნიშვნელოვანი; ხატება რაღაც უჩვეულოსი,
რაღაც უცნაური მდგომარების, სადაც ძალისხმევა რიტმად იქ-
ცევა, სილამაზედ გადმოიფრქვევა.
როცა რაიმეს ვადიდებთ, ჩვენ მას აღვბეჭდავთ ან წარმოვა-
ჩენთ ყველაზე წმინდა, ყველაზე მომხიბლავი სახით.
აქაა ენის ფუნქცია და მისი საპირისპირო ფენომენი – საგან-
თა ერთობა და იგივეობა, რომლებსაც ის ჰყოფს. ჩვენ უკუვაგ-
დებთ მის უმწეობას, უბადრუკობას, ყოველდღიურობას. ჩვენ
სისტემის რანგში აგვყავს მეტყველების ყველა უნარი.
მაგრამ დღესასწაული მთავრდება და აღარაფერი აღარ რჩე-
ბა. ფერფლი, ფეხქვეშ გათელილი გირლიანდები...

*
აზრი ისე უნდა იყოს დაფარული ლექსში, როგორც მასაზ-
რდოებელი ძალა – ხილში. ხილი საზრდოა, მაგრამ მხოლოდ
სიტკბოებად და სიამოვნებად გვეჩვენება. ჩვენ აღვიქვამთ მარ-
ტოოდენ სიამოვნებას, მაგრამ ვიღებთ და ვითვისებთ სუბსტან-
ციას. ხიბლი ჩქმალავს ამ უჩინარ საზრდოს, რომელიც მას შე-
მოაქვს ჩვენში.

149
*
პოეზია სხვა არა არის რა, თუ არა თავისი ქმედითი საწყისის
ჭეშმარიტ არსამდე დაყვანილი ლიტერატურა. ის გაწმინდეს ყო-
ველგვარი კერპებისაგან, რეალისტური ილუზიებისაგან, ჭეშმა-
რიტების ენისა და შემოქმედების ენის ორაზროვანი ნაზავისა-
გან, და ა. შ.
და ეს ერთგვარად შემოქმედებითი, პირობითი როლი ენისა
(რაც, კაცმა რომ თქვას, პრაქტიკული და უპირობო მოთხოვნი-
ლებებისაგან იღებს დასაბამს) ზღვრულად ცხადი და ნათელი
ხდება სიუჟეტის სიმყიფისა და თვითნებობის გამო.

*
ლექსის სიუჟეტი ისევე უცხო და ისევე აუცილებელია მის-
თვის, როგორც კაცისთვის – სახელი.

*
ორი სახეობა ლექსისა: ლექსი მოცემული და ლექსი გაანგა-
რიშებული.
გაანგარიშებული ლექსი ისეთი ლექსია, რომელიც ყოველ-
თვის გადასაჭრელი პრობლემის ფორმით გვევლინება. მისი
ამოსავალი პირობა ჯერ მოცემული ლექსია, ხოლო შემდეგ – ამ
მოცემულობაში უკვე ჩაწნული რითმა, სინტაქსი, აზრი.
ყოველთვის, თვით პროზაშიაც კი, ჩვენ, ბოლოს და ბოლოს,
იძულებულნი ვხდებით ვწეროთ არა ისე, როგორც გვინდოდა,
არამედ ისე, როგორც მოითხოვს ის, რაც გვინდოდა.

150
*
ნაწარმოების ყველა ნაწილი უნდა მუშაობდეს.

*
ნაწარმოების ყველა ნაწილი ერთი კი არა, მრავალი ძაფით
უნდა ებმებოდეს ერთიმეორეს.
თეორემა
როცა ნაწარმოები მეტისმეტად მოკლეა, უმცირესი დეტალის
ეფექტი სიდიდის იმავე რიგისაა, რაც მთელის ეფექტი.

*
პროზა ისეთი ტექსტია, რომლის მიზანიც შეიძლება სხვა ტექ-
სტით იქნეს გამოხატული.
რჩევა მწერალს
ორი სიტყვიდან უმცირესი უნდა არჩიო.
(მაგრამ, დაე, ფილოსოფოსმაც ყურად იღოს ეს პატარა რჩე-
ვა).
თავის მოწონება
დაუფიქრდით, რაა საჭირო იმისათვის, რომ თავი მოაწონო
სამ მილიონ მკითხველს.
პარადოქსი: საჭიროა გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმისთვის,
რომ თავი მოაწონო მხოლოდ და მხოლოდ ასიოდე კაცს.
– მაგრამ ის, ვინც მილიონებს მოსწონს, ყოველთვის კმაყო-
ფილია თავისი თავით, მაშინ როდესაც ის, ვინც მხოლოდ

151
ასიოდე კაცს მოსწონს, თავისი თავით მეტწილად უკმაყოფილო-
ა.

*
ყოველი ნაწარმოების სიცოცხლე მისი სარგებლიანობით გა-
ნისაზღვრება.
აი, რატომმაა მოკლებული ის უწყვეტობას. ვერგილიუსი
საუკუნეების მანძილზე არაფრის მაქნისი იყო.
მაგრამ ყოველივე ის, რაც იყო და საბოლოოდ არ დაიღუპა,
შეიძლება კვლავ აღორძინდეს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება მა-
გალითი, საბუთი, პრეცედენტი, საბაბი.
აი, რატომაა, რომ მკვდარი წიგნი ცოცხლდება და კვლავინ-
დებურად მეტყველების უნარს იძენს.

*
იქ, სადაც მე ძლივსძლივობით მივლასლასდი, გამოფიტული
და ქანცგაწყვეტილი, ანაზდეულად გამოხტება ვიღაც სხვა, ძალ-
ღონით სავსე, კადნიერი, ლაღი, თამამი, ჩემი დაღლილობისა
და ეჭვებისაგან განყენებულად აიტაცებს ჩემსავ იდეას, მუშტრის
თვალით აფასებს მის ზოგადობას, სინატიფეს, დახვეწილობას,
ჟონგლიორივით ათამაშებს, საშუალებად თუ სამკაულად იყე-
ნებს მას და არ კი ფიქრობს, რა ტანჯვის, რა სისხლის ფასად მო-
მეცა იგი.

152
მიბაძვა მთლიანად ძარცვავს ნაწარმოებს ყოველივე იმისა-
გან, – რაც მასში განუმეორებელია და მიუბაძველი.
კლასიკა
ძველებს ცათა სასუფეველი უფრო მოწესრიგებული ეგონათ,
ვიდრე ჩვენ გვგონია დღეს, და ამიტომ მიწიერი საუფლოსაგან
აბსოლუტურად განსხვავებულიც. ამ ორ სამყაროს შორის ისინი
ვერ ხედავდნენ ვერავითარ შინაგან კავშირს.
ეს ქვეყანა მათ ქაოტური ეჩვენებოდათ.
ისინი გაოგნებულნი იყვნენ შემთხვევითობით – თვითნებო-
ბით, ჟინით (ვინაიდან შემთხვევითობა არსის თვითნებობაა,
სიმრავლის ჩვენმიერი განცდა და დასკვნათა ტოლფასოვნება).
ბედისწერა გვევლინებოდა ერთგვარ იდუმალ ძალად, რომე-
ლიც, მთელის ფარგლებში, რა თქმა უნდა, განაგებდა ყოველს
(უსასრულოდ დიდ რიცხვთა კანონის მსგავსად), მაგრამ, ასე თუ
ისე, მსხვერპლშეწირვა და ლოცვა-ვედრება მაინც შესაძლებე-
ლი იყო.
კაცი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გარკვეულ ძალას ყველა იმ გა-
რემოებასა თუ ვითარებაში, სადაც უშუალო ზემოქმედება შეუძ-
ლებელია.
ამიტომ წესრიგის მიღწევა მას ღვთაებრივ აქტად ესახებოდა.
ბერძნული ხელოვნება იმით განსხვავდება აღმოსავლური ხე-
ლოვნებისაგან, რომ ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს მხოლოდ
ერთ რასმე: სიამოვნება მოგვანიჭოს, მაშინ როდესაც ბერძნუ-
ლი ხელოვნება მშვენიერებას მიელტვის, ანუ, რაც იგივეა, ცდი-
ლობს ფორმით შემოსოს არსი, რამაც სამყაროული წესრიგი,
ღვთიური სიბრძნე, გონების უზენაესობა უნდა დაგვიმოწმოს და
დაგვიდასტუროს, მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვიმტკიცოს ყოვე-
ლივე იმის არსებობა, რაც არ არსებობს ხილულ, გრძნობადსა

153
და მთლიანად შემთხვევითობისაგან შეთხზულსა თუ აგებულ სი-
ნამდვილეში.

*
მწერალი: ყოველთვის უფრო მეტს ან უფრო ნაკლებს ლაპა-
რაკობს, ვიდრე ფიქრობს.
თავის აზრს ის ძარცვავს და კიდეც ამდიდრებს.
რასაც ის, ბოლოს და ბოლოს, წერს, არ შეესაბამება არავი-
თარ რეალურ აზრს.
ეს, ერთადროულად, უფრო მდიდრულია და უფრო ღარიბუ-
ლი. უფრო ვრცელი და უფრო მოკლე. უფრო ნათელი და უფრო
ბნელი.
ამიტომ ის, ვისაც სურს მწერლის პიროვნება მისი შემოქმე-
დების მიხედვით წარმოიდგინოს, უცილობლად გამოგონილ
პერსონაჟს ხატავს.
ლიტერატურა
მწერალს უპირატესობა აქვს მკითხველის წინაშე: მან ყველა-
ფერი წინასწარ მოიფიქრა, აწონ-დაწონა, სათანადოდ განეწყო,
განამზადა, – ინიციატივა მის მხარესაა.
მაგრამ თუ მკითხველი აწონასწორებს ამ უპირატესობას; თუ
ის უკვე იცნობს სიუჟეტს; თუ ავტორმა ვერ გამოიყენა საწყისი
უპირატესობა, რათა გაეღრმავებინა თავისი კვლევა და შორს
ჩამოეტოვებინა მკითხველი; თუ ამ უკანასკნელს გამჭრიახი გო-
ნება აქვს და მახვილი თვალი? – მაშინ მთელი უპირატესობა
ქარწყლდება და აღარაფერი რჩება, სულთა დუელის გარდა, სა-
დაც ავტორი, მისდა სავალალოდ, ხმაჩაკმენდილია და იარაღაყ-
რილი... მისი საქმე წასულია, მორჩა, მოგჭამა ჭირი.

154
*
– რა გირჩევნიათ, ბატონო ავტორო, ათასჯერ წაგიკითხოთ
ერთმა კაცმა თუ ერთჯერ წაგიკითხოთ ასი ათასმა?
– ათასჯერ წამიკითხოს ასი ათასმა, – მიუგო კალმოსანმა.

*
მაშ, ასე, – შესაძლოა, ფიქრობს ერთი გენიალური კაცი, – მე
მხოლოდ ერთგვარი კურიოზი ვარ... და ის, რაც ასე ბუნებრივად
მეჩვენება, – ეს ანაზდეულად გაელვებული და ანაზდეულადვე
გამქრალი სახე, ეს უშუალო სიცხადე, ეს მეყსეულად დაურვებუ-
ლი სიტყვა, ჩემი სულიერი მზერის, ჩემი იდუმალი სმენის, ჩემ-
თვის ბოძებული დროის ეს ეფემერული სიხარული, სიტყვის თუ
აზრის ეს უჩვეულო გზნება... გონებამიუწვდომელ ურჩხულს მამ-
სგავსებს? ჩემი უცნაურობის უცნაურობა; საოცრება ჩემი საოც-
რების. ნუთუ მე მხოლოდ უნიკუმი ვარ? მაშასადამე, დავუშვათ
და, ჩემში რომ არაფერიც არ შეიცვალოს, საკმარისია გამოჩ-
ნდეს ასი ათასი ჩემი მსგავსი, და მე სრულიად უჩინო და შეუმ-
ჩნეველი გავხდები. ხოლო თუ საიდანმე მილიონი ჩემნაირიც
გამოტყვრა, მაშინ, შეიძლება, ბრიყვიც კი ვეგონო ხალხს... ჩემი
ფასი ერთ მემილიონედამდე შემცირდება, მილიონჯერ დაბლა
დაიწევს...

155
ჩვენი მტრების რიცხვი ჩვენი გავლენის ზრდასთან ერთად იზ-
რდება.
იგივე ითქმის ჩვენი მეგობრების მიმართ.

*
შეუძლებელია სერიოზულად იაზროვნო ამნაირი სიტყვებით:
კლასიციზმი, რომანტიზმი, ჰუმანიზმი, რეალიზმი...
ბოთლის ეტიკეტებით ვერც დათვრები და ვერც წყურვილს
მოიკლავ.
ყველაფერი, რასაც კაცი წერს, უშუალოდ თუ არაუშუალოდ,
მის თვითგანდიდებას ემსახურება.
მე არარაობა ვარ... შეხედეთ ჩემს უბადრუკობას, ჩემს
ნაკლს, ჩემს ბიწს, ჩემს უმწეობას...
ის მკერდში იცემს მჯიღს: მისმინეთო, გამიგონეთო.

*
მომეცით ქაღალდი და საწერ-კალამი – და მე შეგითხზავთ
ისტორიის სახელმძღვანელოს ან საღმრთო წერილს, ყურანისა
თუ ვედების მსგავსს. მე გამოვიგონებ საფრანგეთის მეფეს, კოს-
მოგონიას, მორალს, თეოლოგიას. როგორ მიხვდება უმეცარი
ან კიდევ ბალღი, რომ მე მათ ვატყუებ? რა განასხვავებს ჩემი
სიცრუით წაქეზებულ მათ წარმოსახვას ავთენტიკური ტექსტის
კითხვის აგზნებული წარმოსახვისგან?
მწერლის თვალით

156
სიცოცხლე დაფრინავს სხეულიდან სხეულზე, შემკრთალი მა-
თი უდღეურობით, როგორც დაფრინავს ტოტიდან ტოტზე მათი
მოცახცახე უმწეობით დამფრთხალი ჩიტი.
რვეულებიდან

*
მე იმისთვის ვარსებობ, რომ რაღაცას მივაკვლიო.

*
მე ვმუშაობ ვიღაცისთვის, რომელიც მოვა შემდეგ.

*
მე წელში მწყვეტს იმის სიმძიმე, რაც არ გამიკეთებია.

*
ერთადერთი სიამოვნება ისაა, რომ მკაცრი ანალიზის ბო-
ლოს მიაღწიო მოულოდნელ შედეგს.

*
სხვები ქმნიან ნაწარმოებებს. მე ვქმნი ჩემს სულს.

157
მე აღვიქვამ როგორც ჩემს ცოდვას ყოველგვარ იდეას, რო-
მელიც ჩემგან არ იღებს დასაბამს და მაინც ძალიან მომწონს.
მაშინ ეს სიამოვნება ტანჯვად, სინდისის ქენჯნად იქცევა.

*
მე აზრით ვნთქავ ყველაფერს, რაც აზრის ბუნებისაა. ყოვე-
ლივე დანარჩენი ხელიდან მისხლტება და არც ვცდილობ გამო-
ვედევნო.

*
მე ჩემს თავს მსხვერპლად ვწირავ იმას, რაც მინდა ვიყო.

*
მე მიყვარს ჩემი ქმედითობა და არა ჩემი ქმნილება.

*
მე მხოლოდ იმისთვის ვმუშაობ, რომ განვსხვავდე – განსხვა-
ვებული გავხდე.

*
მე რომანებისა და დრამებისთვის არ ვარ შექმნილი. მათი
დიადი სცენები, მათი მრისხანება, ვნებათაღელვა, ტრაგიკული
მომენტები, – ნაცვლად, იმისა, რომ ჩემი აღტაცება გამოიწვიონ,

158
– მე მესახება როგორც ფუჭი დგანდგარი, ჩანასახოვან მდგომა-
რეობათა ერთობლიობა, სადაც თავაწყვეტით დათარეშობს ყო-
ველგვარი ბესტიალიზმი, სადაც არსი სიბრიყვემდე მარტივდება
და სადაც ის იხრჩობა, ნაცვლად იმისა, რომ თამამად იცუროს
გარემოებათა ტალღებში.
მე არ ვკითხულობ ჟურნალში ამ მომხიბლავ დრამას, არც ამ
გულისშემძვრელ შემთხვევას, ასეთნაირად რომ აღელვებენ
მკითხველს. რას მომცემენ, ან სად მიმიყვანენ ისინი, თუ არა იმ
აბსტრაქტული პრობლემის ზღურბლთან, სადაც მე მათ გარეშეც
ვდგავარ?

*
სევდა – აი, ჩემი ჭეშმარიტი ხელობა.

*
მე სურს შევქმნა სულისთვის ხელსაწყო, იარაღი, ინსტრუმენ-
ტი.

*
მე მაკლია გერმანელი, რომელიც დაასრულებდა ჩემს იდე-
ებს.

159
რაც შეიძლება მარტივი სიცოცხლე, რაც შეიძლება რთული
აზრი, – აი, ჩემი არჩევანი.

*
მე ყოველთვის როდი ვიზიარებ ჩემს აზრს.

*
ჩემს გულს არ სჭირდება თავისი ორეული.
მე მჭირდება შენი გონება, ის, რითაც შენ ხარ ძლიერი, და
არა შენი გრძნობები.

*
მე არ მსურს ვინმე დავარწმუნო და არც ის, რომ აქეთ დამარ-
წმუნოს ვინმემ.

*
მე ვაჯგუფებ სულებს იმ მოთხოვნების მიხედვით, რომლებ-
საც ისინი უყენებენ თავიანთ თავს.

*
მე პირადად ვიცნობდი, არაერთხელ შევხვედრივარ ბევრ გა-
მოჩენილ კაცს და მისაუბრია მათთან; მათ შორის ზოგიერთს შე-
იძლება სრულიად ევროპის თავი ვუწოდოთ. მე ვიცნობდი და

160
ვიცნობ ბევრ უცნობსაც, ესე იგი, თავიანთი ქმნილებებით არა-
დეფორმირებულსა და შეუბღალავ ხალხს, და ისინი ყველაზე
უკეთესნი იყვნენ ან არიან.
იცნობდე ამ უკეთესთ, ცნობილთ თუ უცნობთ, აუცილებლად
გულისხმობს იმას, რომ ზომავდე და შენს თავს აზომებდე მათ.
ეგეც არ იყოს, მე ისინი გავიცანი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა
პერიოდში და მათი ცხოვრების სხვადასხვა ასაკში.

*
მე დავრწმუნდი, რომ ვიღაცის ან რაღაცის (კაცის თუ ქმნილე-
ბის) ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ მსჯელობით,
რომლითაც ეს ოლიგარქები აფასებენ მათ; უწინარეს ყოვლისა
კი იმით, თუ რა როლს ასრულებენ ისინი მათ სულიერ ცხოვრე-
ბაში, ან რა ინტენსიურად მონაწილეობენ მათ პირად ცდაში...

*
ჩემი მორალი მარტივია:
ა) ნუ გაამრავლებ (თუ შეგიძლია) ტანჯვას ამქვეყნად.
ბ) აკეთე (როგორც შეგიძლია) რაიმე კაცური საქმე.

*
მე ვცხოვრობდი მომავლის გარეშე. გარეგანი მიზნის, მეტა-
ფიზიკის გარეშე.
მე მხოლოდ ვხნავდი და ვბარავდი ჩემს ყანას. ბედისწერა
ყრიდა შიგ თესლს...

161
*
ხშირად ლაპარაკობენ ჩემს პესიმიზმზე. მე მძულს ეს სიტყვა.
ჩემთვის სრულიად უცხოა იმის სურვილი, რომ შთაბეჭდილებე-
ბით შევქმნა მოძღვრება. მე მაქვს სისუსტისა და სასოწარკვეთის
მომენტები; ბევრი სხვა რამისაც. შეუძლებელია ბუნების კანონე-
ბის შექმნა ამ უწესრიგო ფრაგმენტებისაგან; მით უმეტეს – სარ-
წმუნოების.
დიახ, სრულიად უწესრიგო და შემთხვევითი ფრაგმენტებისა-
გან...

*
მე ვარ ყოველი საგნის სხვა სახე.

*
მორწმუნენი.
მე ამ სახელს ვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს დაარწმუნოს
და დაიმგვანოს სხვები, აიძულოს ისინი მასავით იფიქრონ.
მე მეზიზღება ამნაირი უზურპაცია, პოლიტიკური პარტიებისა
და რელიგიური ორდენების ეს უპირველესი საზრუნავი.
რაც შენთვის არსებითია, ჩემთვის სულაც არ არის არსებითი;
რაც შენ გაინტერესებს, მე ნაკლებად მაინტერესებს სწორედ
იმიტომ, რომ შენ გაინტერესებს იგი.

162
*
ერთმანეთს რომ გავუგოთ, მთავარია (ჩემი აზრით), სხვადას-
ხვაგვარად ვიაზროვნოთ.

*
მე არ ვქმნი სისტემას. – ჩემი სისტემა თვითონ მე ვარ.

*
მე უეჭველად შემიძლია დღეს ჩემი აზრი მქონდეს ცხოვრება-
ზე. მე ყოველთვის ვგრძნობდი, ყოველთვის განვიცდიდი მას
როგორც... ჩემგან განსხვავებულს:
როგორც ცოლს (ძალზე იშვიათად – სატრფოს, საყვარელს),
იჯახის დედას, დიასახლისს.
ცხოვრება – ჩემს მე-ზე დაწინდული, მასთან დაკავშირებუ-
ლი, ღმერთმა იცის, რომელი კანონის ძალით.
არსებითად, სრულიად უცხო ჩემთვის, ხოლო მე – მისთვის.

*
როგორ გგონიათ, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში
ყოველდღიურად მხოლოდ იმიტომ ვდგებოდი დილის სამ საათ-
ზე, რომ სხვებივით მეფიქრა და მეაზროვნა?

*
მე არ მიყვარს წიგნებით შექმნილი წიგნები.

163
*
... მიეჩვიე იმას, რომ იფიქრო გველივით, რომელიც თავის
კუდს კბენს, თავის თავსვე ყლაპავს.
ეს არის თავი და თავი. მე მოვიცავ იმას, რაც მე მომიცავს. მე
ხან მომცველი ვარ და ხან მოცული.

*
მე 73 წლისა ვხდები. ავწონ-დავწონო ჩემი ცხოვრება? კი მაგ-
რამ, რა აზრი აქვს?
რა თავში ვიხლი მთელს ამ წარსულს? რა ვუყო წარსულს?
– შენ თვითონ იცი! – ფრაზებად აქციე.
წარსული? არსებობს წარსული, მკვდარი ტვირთი. არსებობს
ასიმილირებული წარსული. არსებობს წარსული – არსენალი,
რესურსი. არსებობს წარსული – საწამლავი.

*
ჩემი მთავარი დევიზი (მე არაერთი დევიზი მაქვს) ასეთი გახ-
ლავთ: მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, – იმ მნიშვნელობით,
რომ მე ყოველთვის აშკარად ვგრძნობ იმას, რაც არ შემიძლია.
შეუძლებელია თავის გამოხატვა საზღვრების გარეშე. ამ შინაგან
საზღვრებს შორისაა მოქცეული კაცის საზღვრები. ძალზე მნიშ-
ვნელოვანია მათი პოვნა და დაზუსტება. არსებობს ეპოქის, შემ-
დეგ – პიროვნების და, ბოლოს, მომენტის საზღვრებიც.

164
*
ეჰ, – ამბობს დიდი ხელოვანი, – ეს ჩემი ნაწარმოები, ჩემი
განსაცვიფრებელი ქმნილება, რომელიც ამდენს სულს იზიდავს
ჩემ ირგვლივ, რომელზედაც ამდენს ლაპარაკობენ, რომელიც
ხელიდან ხელში გადადის და რომლის მომხიბვლელობის საი-
დუმლოსაც ასე საგულდაგულოდ იკვლევენ... მხოლოდ მე ვერ
ვტკბები მისი მშვენებით.
მე მოვნიშნე მისი გეგმა, მე შევაგროვე მასალა, მე ჩავიფიქრე
და ხორცი შევასხი მის ნაწილებს. მაგრამ მთელის მყისიერი
ეფექტი, ტოტალური განცდა, ელდა, აღმოჩენა, – ყოველივე ეს
მიუწვდომელია ჩემთვის; ყოველივე ეს არსებობს მხოლოდ
იმათთვის, ვინც არ იცნობს მას, ვისაც არ უცხოვრია მისი სიცოც-
ხლით, ვისაც წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ჯიუტი მოთმინე-
ბა, ალალბედზე ხელის ფათური, გულმოყირჭება, შემთხვევითო-
ბა... მაგრამ სამაგიეროდ ხედავს მთელს ქმნილებას როგორც
ერთბაშად, ერთი ამოსუნთქვით, დასრულებულსა და ამეტყვე-
ლებულს. მე სათითაოდ ამქონდა ქვები მწვერვალზე, რათა ერთ
უზარმაზარ ლოდად შეკრული თავზე დამემხო მათთვის. მე ხუთი
წელი შევწირე ამ სიმაღლის აღმართვას და ისინი თვალის ერთი
შევლებით აღიქვამენ მას.
ვინ მეტყვის, რა ეფექტს ვახდენ, ვინ?

*
ჩემი შთაგონება არ არის სიტყვიერი.

165
ის სიტყვებით კი არ ყალიბდება, არამედ მუსიკალური ფორ-
მებით.

*
ჩემი სიბნელე: ნორჩი პარკა გაცილებით უფრო ბუნდოვანი
როდია, ვიდრე ქებათა-ქება.
მწერლობა არ არის ჩემი მთავარი საზრუნავი. საუბედუროდ,
მე უფრო დიდი საზრუნავი მაქვს. საბედნიეროდ, მე უფრო ღრმა
საზრუნავი მაქვს.
იმ ხალხის აზრს, რომელსაც შეიძლება აზრი შეაცვლევინოს
ლიტერატურულმა ნაწარმოებმა, მე ნაკლებად ვუწევ ანგარიშს.

*
მწერლობა მხოლოდ მაშინ მაინტერესებს, როცა ის ცდი-
ლობს და ხელს უწყობს სულის ზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში
ის სევდას მგვრის.

*
ხანდახან მე ვერსიფიკატორს ვუწოდებ ჩემს თავს, იმიტომ
რომ ეს სიტყვა ნათელია, ხოლო პოეტი არ არის ნათელი.

166
მე მქონდა ერთი მანია: მინდოდა მკითხველისთვის მიმეცა
უფრო მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა და, მაშასადამე, უფრო მეტი,
ვიდრე მას შეეძლო აეტანა.

*
ჩემი შეცდომა. მე არასოდეს განმიზრახავს ზემოქმედება მო-
მეხდინა ჩემს თანამედროვეებზე, არამედ – მხოლოდ ჩემზე.

*
პოეზია. – ჩემთვის თავშესაფარია დაუსრულებელი შრომა.

*
მე მიყვარდა ისე მემუშავა ფურცელზე, როგორც მხატვარი
მუშაობს ტილოზე.

*
პოეზია მალარმესათვის იყო უმთავრესი და ერთადერთი სა-
განი. ჩემთვის – მხოლოდ იმის საშუალება, რომ სულის ზოგი-
ერთ უნარს თავისი ქმედითობა გამოევლინა...

*
მწერლობა სიტყვიერი ხელოვნებაა.
უკეთესია ის, ვინც უკეთ ფლობს თავის ენას.

167
მაგრამ შეიძლება ორგვარად ფლობდე ენას: როგორც ათ-
ლეტი – თავის კუნთებს, ან როგორც ანატომისტი – კუნთებს.
ორგვარი ცოდნა.
ერთმანეთს უნდა შეუთავსო ათლეტი და ანატომისტი.

*
ენას არასოდეს უხილავს აზრი.

*
მე არა მაქვს სახელი, – ამბობს საგანი, – და როცა შენ მიწო-
დებ ამას და ამას, სხვა რამეს გულისხმობ, ზურგს მაქცევ, სხვა
რამეზე გადაგაქვს მზერა.

*
ყველაფერი რომ მყისიერი იყოს და მთლიანად მოცემული,
რაღა საჭირო იქნებოდა ენა?
მთელი ცოდნის შეცვლა რომ შეიძლებოდეს საგანთა ხილ-
ვით?

*
ენა რომ სრულყოფილი იყოს, კაცი აზროვნებას შეწყვეტდა.
ალგებრა არითმეტიკული მსჯელობისაგან გვათავისუფლებს.

168
*
ზმნა ენის სასწაულია. ისაა ცხოველმყოფელი და სულის ჩამ-
დგმელი. ბუნების შუაგულში, სიტყვა-საგნებსა და სიტყვა--
შეგრძნებებს შორის ის ათავსებს ინდივიდს, რომელიც, მასა-
ლად რომ იყენებს მათ, თავის თავს იგონებს, წინასწარ ჭვრეტს,
ვალდებულებას იღებს, განკარგულებას იძლევა, ჩასახავს და ა.
შ.
ფრაზები ზმნის ქმნილებებია.

*
ენა ერთმანეთთან აკავშირებს სამ ელემენტს: მე, შენ, და ის.
ანუ საგანი: – ვიღაცა რაღაცაზე ესაუბრება ვიღაცას.

*
აზროვნება და აზრის გამოხატვა ერთმანეთისაგან ძნელად
გასარჩევი მომენტებია. არ არსებობს მკვეთრი საზღვარი.
აზროვანებასა და აზრის გამოხატვას შორის ჩართულია ენის
ნიუანსი. მთელი ფილოსოფია, მთელი ლიტერატურა მხოლოდ
ამ ნიუანსის წყალობით ხდება შესაძლებელი.

*
ჩვენს ეპოქას არა აქვს თავისი ენა. ვერავინ ბედავს ამის
აღიარებას. ერთნი გაცვეთილსა და გადაღეჭილ ენას იყენებენ,
– წინა სამი საუკუნისაგან ნასესხებ კომბინაციებს. – მეორენი

169
ისე ლაპარაკობენ, როგორც ლაპარაკობდა პირველი კაცი. ისი-
ნი მხოლოდ თავიანთ თავს ელაპარაკებიან.

*
ნუ იხმართ იმ სიტყვებს, რომლებსაც ფიქრის დროს არ ხმა-
რობთ.

*
ვინ მოიგონა პირველად სიტყვების დეფინიცია?
სწორედ მან მიაყენა საბედისწერო დარტყმა აღმოსავლეთსა
და ღმერთებს.

*
ჩვენ შეგვიძლია სახელები მივუსადაგოთ საგნებს, მაგრამ აკ-
რძალული გვაქვს საგნები მივუსადაგოთ უკვე არსებულ სახე-
ლებს.

*
ყველა იმ სიტყვის აკრძალვა, რომელიც არ გამოხატავს აქ-
ტსა თუ პირწმინდად განსაზღვრულ საგანს, ფილოსოფიის
მკვლელობას ნიშნავს.

170
ჟესტია ყოველი დანაწევრებული მეტყველების საფუძველი:
ჟესტი მინიშნებითი – არსებითი.
ჟესტი მიმბაძველობითი – ზედსართავი.

*
ენის ფლობასა და აზრის ძალმოსილებას შორის ორმხრივი
კავშირია, – ან უნდა იყოს.

*
ბავშვი კითხულობს: ლალიეს?
უპასუხებენ: სარწყავი.
ის იმეორებს: სალწავი. და მისი ცნობისმოყვარეობა დაკმა-
ყოფილებულია.
სახელის დაუფლება აკმაყოფილებს. საგანმა დაკარგა თავი-
სი იდუმალება.
ვინაიდან მან უკვე იცის, რომ სახელის ფლობა საკმარისია,
რათა ფლობდე საგანს, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც,
რამდენადაც მას ფლობენ დიდები, რომლებიც იყენებენ სარ-
წყავს;
მე ვეკითხები ჩემს თავს: რა აზრს შეიმუშავებს ეს ბავშვი დი-
დებზე და თავის თავზე, მათ შორის არსებულ უთანასწორობაზე,
ან ამ უთანასწორობის თანდათანობით შემცირებაზე? უპასუხო
კითხვა. დიდები არიან ის არსებები, რომლებმაც იციან ყველა
საგნის სახელი.
უფრო მოგვიანებით მოდის ყოველგვარი რატომ? თავდაპირ-
ველად ის სწავლობს იმ საგნების დასახელებას, რომლებიც ამა

171
თუ იმ მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ; შემდეგ იმ საგნებისას,
რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან და შეხების, მოსინჯვის,
თათუნის სურვილს იწვევენ; შემდეგ...

*
როგორ შეიქმნა რომანულ ენებში არტიკლი, რომელიც
ჰქონდა ბერძნულს, მაგრამ არა ლათინურს? რატომ?
რა სარგებლობა მოაქვს არტიკლს?

*
მეტაფიზიკის არსებობა შეუძლებელი გახდებოდა, ჩვენი ენა
რომ ჩვენ მიერ, ჩვენსავე თავთან შეთანხმების საფუძველზე
იყოს შექმნილი, ჩვენი ნამდვილი საჭიროებისათვის, ჩვენი მოთ-
ხოვნილებების შენახვისა და კომბინირებისათვის. ვინაიდან
ჩვენ გვგონია, რომ სიტყვებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ!
უფრო მეტს მოიცავენ, ვიდრე ჩვენ, ვიდრე, საერთოდ, კაცი.

*
მეტაოფიზიკა – სიტყვების ასტროლოგია.

*
მთელი მეტაფიზიკა ენის ბოროტად გამოყენებაზეა დაფუძნე-
ბული.

172
*
მე ვამბობ, რომ ფილოსოფია ძალისძალადაა დაფუძნებული
დაკვირვებასა და ცდაზე; – მე ვამბობ, რომ ეს დაკვირვება, ზო-
გადად, არასაკმარისია, და რომ ამ დაკვირვებათა ფიქსირების
საშუალებები, ზოგადად, ტლანქი გახლავთ.

*
ფილოსოფოსები, კანტის მეთაურობით, პრობლემის გადაჭ-
რაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე მის დასმაზე. მაგრამ პრობლე-
მის დასმასთან ერთად იმაზეც უნდა ფიქრობდე, თუ რითი შეიძ-
ლება გადაჭრა იგი.

*
არსებითად, მთელი ფილოსოფია ფორმის საქმეა.

*
ნიცშე საზრდო კი არ არის, არამედ მხოლოდ აღმგზნები – მა-
დის აღმძვრელი.

*
ყოველგვარი მეტაფიზიკის ნამდვილი ნაკლი ის გახლავთ,
რომ არც ერთი არ პასუხობს ზუსტად ძალიან ზუსტ კითხვას.

173
*
ბუნებას მიზანი არა აქვს...

*
ფილოსოფია არასაკმარისი საშუალებებით ფონს გასვლის
ცდაა.

*
შემთხვევითობა სხვა არა არის რა, თუ არა იმ როლების უსა-
სრულო მრავალფეროვნება, რომლებიც ჩვენთან მიმართებით
შეიძლება შეასრულოს ყველა საგანმა...

*
ანტიკური დუალიზმი მექანიკაშიც იჩენს თავს. ძალა და მასა,
არსებითად, ისეა წარმოდგენილი, როგორც სული და სხეული.
ყველა მეტაფიზიკური პრობლემა უმნიშვნელოა. ისინი უთავ-
ბოლო იდეებად იშლებიან, როცა მათ გადაჭრას კი არა, არამედ
მათ დაზუსტებას ვისახავთ მიზნად და ვცდილობთ განვსაზ-
ღვროთ იმ სიტყვების არსებობის არეალი, რომელთაგანაც ისი-
ნი არიან შეთხზულნი.
ასე მაგალითად, სამყაროს შექმნა: – მაგრამ შექმნა სამყა-
როშია ჩართული, ის მეორეულია სამყაროსთან შედარებით...

174
*
მეტაფიზიკა ცდილობს იმის დანახვას, რასაც ვერავინ ვერ ხე-
დავს. ის ეძებს სხვა არსებებს, სხვა თანაფარდობებს. არსებული
საკმარისი არ არის მისთვის. და ის სვამს კითხვებს, რომელთა
პასუხიც არ შეიძლება მიკვლეულ იქნეს ხილულსა და გრძნობად
სინამდვილეში. ამ პასუხებს ის უწოდებს ჭეშმარიტებას. ჩემთვის
კი ჭეშმარიტია მოლოდ პორტრეტისა და მოდელის, ასლისა და
დედნის მსგავსება, და მე ვეძებ მხოლოდ ზუსტ შესატყვისობას,
იმის რუკას თუ გეგმას, რასაც ვხედავ, ან შეიძლება დავინახო...

*
კაცი ისევეა თავისუფალი, როგორც დედამიწაა უძრავი. ის
ვერ გრძნობს ძალებს და ამიტომაც ჰგონია, რომ თავისუფლად
შეუძლია გადაიხაროს ყოველ მხარეს, ყოველი მიმართულე-
ბით...

*
აი, რა აქარწყლებს. ზოგიერთ ე. წ. ფაქტს: ისინი მეტისმეტად
ადამიანურნი არიან; მეტისმეტად ზუსტად ესადაგებიან ადა-
მიანის სურვილს; მეტისმეტად ზუსტად პასუხობენ მის გაჭირვე-
ბას, მის წყურვილსა, მის შიშს, მის იმედს.
ამ ნიშნით აღბეჭდილი ფაქტები მით უფრო საეჭვოდ უნდა იქ-
ნენ მიჩნეულნი, რაც უფრო ზუსტად შეესაბამებიან ისინი ყველა-
ფერში აზრის ჩადების ჩვენს შლეგურ სურვილს...

175
საგნებისათვის
წყალი, მაგალითად, ერთი და იგივე საგანი როდია, იმის მი-
ხედვით, თუ რაზე ვფიქრობ, რას ვგულისხმობ: ქიმიას, პოეზიას,
მექანიკას, ფსიქოლოგიას, მოთხოვნილებას, ფიზიოლოგიას,
მეტაფიზიკას, მხატვრობას.
ეს ერთი და იგივე სიტყვაა და, ნაწილობრივ, ერთი და იგივე
წარმოდგენა. მაგრამ არა ერთი და იგივე ფუნქცია.

*
ფილოსოფიაც, მისი ლექსიკაც და მისი პრობლემებიც იმ
დროიდან იღებენ დასაბამს, როცა ფიზიკა და ფიზიოლოგია ბავ-
შვები იყვნენ.
ფილოსოფია, ანუ ცუდად დასმული კითხვები:
– არ არის ინსტინქტი?
არ ვიცით, სად მივალთ, ვიცით მხოლოდ, რომ საკითხის გა-
დაჭრით არაფერი არ შეიცვლება.
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც არავითარი შედეგი არ
მოსდევს, ცუდად დასმული პრობლემაა.

*
პასკალი უფრო აღმგზნებია, ვიდრე დეკარტი – სულისათვის;
დეკარტი უფრო აღმგზნებია ნებისათვის.
პასკალი თავისებური აგიტატორია, მშფოთვარე, ბობოქარი.
ის იცვლის საგანს, თვალსაზრისს, მიმართულებას, თავდაყირა
აყენებს ყველაფერს. წინასწარმეტყველთა მეშვეობით მუსრავს
საკუთარ მოსაზრებებს და ა. შ.

176
დეკარტი – მბრძანებლობს.
პასკალი ერთგვარი აღმგზნებია, მძაფრი და დამთრგუნველი.
დეკარტი – მაორგანიზებელი.
თვით ღმერთი ხელს უმართავს მას.

*
ზოგიერთი ფორმულა – ასე ვთქვათ, აზრი – უმრავლესობაში
უფრო მეტ აღგზნებასა და დაძაბულ მოლოდინს იწვევს, ვიდრე
თვითონ შეიცავს. ჩვენ ვხედავთ შარავანდს, ფოტოსფეროს და
არა სხეულს, საგანს; – მაშასადამე, ეს შარავანდი ჩვენმიერია
და არა აზრისმიერი.
ბევრი სიტყვა, განსაკუთრებით, ფილოსოფოსების ნააზრევ-
ში, ამ მნიშვნელობით არის ნახმარი, თითქოს ისინი გაცილებით
უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე შეიძლება ამბობდნენ სინამდვილე-
ში. – მიზეზობრიობა, არსი, რეალობა, – შეუნაცვლებელი სიტ-
ყვები ბუნდოვანი და არსებითად, მღვრიე აზრისთვის. კანტის
ფორმები.

*
ბერგსონს არ განუახლებია პრობლემები, რაც ფილოსოფიის
ყველაზე არსებითი მოთხოვნილება გახლდათ. მან მხოლოდ
თავისებური პასუხი გასცა ტრადიციულ კითხვებს.
ის კითხვებს სვამდა როგორც პროფესორი და პასუხობდა
როგორც პოეტი.

177
*
მთელი მეტაფიზიკის სამი მეოთხედი ყოფნა ზმნის ისტორიის
ერთი ფურცელია მხოლოდ და მხოლოდ.
შედარება
შეადარეთ მოცემულ ზედაპირზე ფერების განლაგების კლა-
სიკური პრობლემა ცნობიერების ზოგიერთ ფენომენს – შთაბეჭ-
დილებათა თანაარსებობას ურთიერთაღრევის გარეშე.

*
მე არა მჯერა, რომ არაფერი არ ხდება ნერვში, როცა ის გა-
ღიზიანებული არ არის.
პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მისი აღგზნება რეჟიმის მოდიფი-
კაციაა. ეს მოდიფიკაცია, თუკი ის შეგრძნების ხარისხს აღწევს,
სიხშირის შეცვლა უნდა იყოს, იმის მსგავსი, რაც ამღერებს
მილს.

*
როგორც მზერა გვავიწყებინებს თვალს, ასევე ის, რასაც ვი-
აზრებთ, გვავიწყებინებს აზრს.
თვალი თითქოს გამორიცხულია იმისგან, რასაც ვხედავთ,
მოაზროვნე – იმისგან, რასაც ვიაზრებთ; და როდესაც ისინი საგ-
რძნობნი ხდებიან, ერთბაშად მყარდება საგანთა სულ სხვა წეს-
რიგი.
თვალი მაშინ ხდება შეგრძნება, რომელიც ინტერფერენ-
ციულად ერწყმის მზერას.

178
მოაზროვნე უპირისპირდება აზრს, – თავისი სიზანტით, გა-
ჭირვებით, თავისი საკუთარი საზღვრებით გაღიზიანებული და
გაწამებული.

*
სულის ხომალდი მიცურავს სხეულის ოკეანეში.

*
სხეული დროა და სივრცე, რომელთა შორისაც თამაშდება
ენერგიათა ურთიერთჭიდილის დრამა.

*
სულიერი სამყაროს თავისებურება ისაა, რომ მას ყოველ-
თვის მუჯლუგუნს სცემს გრძნობადი სამყარო.

*
შეგრძნებები არაფერს არ ჰგვანან. ისინი აბსოლუტურნი არი-
ან.

*
რასაც ჩვენ გრძნობებით ვიღებთ, გარე სამყარო კი არ არის,
არამედ ის, რითაც უნდა ავაგოთ გარე სამყარო...

179
*
მეხსიერება, ერთსა და იმავე დროს, გონების ქმედითობის
პირობაცაა და მასალაც.

*
მეხსიერება, უწინარეს ყოვლისა, იმით კი არ მაცვიფრებს,
რომ აღადგენს წარსულს, არამედ იმით, რომ ასაზრდოებს აწ-
მყოს.

*
მახსოვრობა აწმყოს სხეულია. აზრი მხოლოდ გამოხატული
არსებობს, გამოხატული აზრი კი მეხსიერების ელემენტებით ყა-
ლიბდება. გამოხატვა ამ ელემენტების ურთიერთშერწყმას ნიშ-
ნავს. აწინდელი სხვა არა არის რა, თუ არა უწინდელის კომბინა-
ცია. რაც უფრო პატარაა ელემენტები, მით უფრო მკვეთრია სი-
ახლის შთაბეჭდილება.

*
ხსოვნა ისევე მნიშვნელოვანია და ბუნდოვანი, როგორც მი-
ზიდულობა ან დავიწყება.
რომელია ბუნებრივი ფაქტი: ხსოვნა თუ დავიწყება?

180
*
მახსოვრობა წარსულის აქტუალობაა. აქტად ქცეული წარსუ-
ლი.

*
წარსული ივიწყებს, რომ ის წარსულია, და მხოლოდ ამის წყა-
ლობით მონაწილეობს აწმყოში.

*
მეხსიერების ხატი. – პატრუქი, რომელიც მას მერეც განაგ-
რძობს ბჟუტვას, რაც დაილევა ზეთი თუ ნავთი.
ალი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე საწვავი.

*
შეიძლება ითქვას, რომ სიზმრის გეომეტრია, მისი ფუნდამენ-
ტური თეორემები მკვეთრად განსხვავდება სიცხადის თეორემე-
ბისაგან (ისევე როგორც თხევად სხეულთა გეომეტრია გან-
სხვავდება მყარ სხეულთა გეომეტრიისაგან)...

*
სიზმარში ჩვენ თითქოს შიშველნი ვართ და უმწეონი ყოვე-
ლივე იმის რეზონანსთა წინაშე, რაც ვიცით.
აქ ყველაფერი თანაბრად მყარია – ან თხევადი.
ყოველი გარეგნული ბიძგი აქ თავის უკიდურესობას აღწევს.

181
სიზმარში არ არსებობს რისიმე პირწმინდად გამორიცხვის ან
უგულებელყოფის შესაძლებლობა.
ყოველივე ფორმალური აქ იმისკენ ისწრაფვის, რომ მნიშვნე-
ლობის მქონედ იქცეს.
ყოველი მტანჯველი განცდა სიცხადეში თავის ზუსტ ფორმას
იღებს – ფარდობით პოზიციასა თუ მნიშვნელობამდე დაიყვანე-
ბა. სიზმარში ის ყოვლის ამვსებია და ყოვლის წამლეკი.
სიცხადეში რკალი მკაფიოდ ისახება ზედაპირზე: სიზმარში
ზედაპირი უჩინარია (ესაა დროის განზომილება: – ერთადერ-
თობა).
სიზმარში ნება სხვა არ არის რა, თუ არა ძალისხმევა ან მო-
დიფიკაცია. აქ მხოლოდ შედეგი ჩანს ძალისხმევის გარეშე, ან
ძალისხმევა – შედეგის გარეშე...

*
სიზმარზე ყოველთვის სიცხადის მიხედვით მსჯელობენ, და ეს
შეცდომაა: სიცხადეში ცნობიერება ყოველთვის დანაწევრებუ-
ლია, სიზმარში კი – მთლიანი და განუყოფელი; – აქ ყველაფერი
რეალობაა (ან აზრი), მაშინ როდესაც სიცხადეში ყოველი გარე-
განი გამღიზიანებელი საინტერპრეტაციო მასალისა თუ კოორ-
დინატების როლს ასრულებს აზრისათვის და პირიქით.
სიზმარი – თეატრალური სპექტაკლი – ყოველღამეული წარ-
მოდგენა, ბატონი რეფლექსების მიერ დადგმული.

182
აი, რა გვაკლია ყველაზე მეტად: ცნობიერების შესაძლებლო-
ბათა საკმაოდ ზუსტი და საკმაოდ თამამი კონცეფცია. სიზმარი
გვივლენს ფენომენთა ურთიერთშერწყმისა და დაშლა--
დანაწევრების ისეთ მრავალფეროვნებას, რომ ჩვენ არც მათი
მდგომარეობის გამოხატვა შეგვიძლია და არც მათი მიმდინა-
რეობისა. ჩვენი ენა და ჩვენი ჩვეულება ყველაფერს სიცხადის
მიხედვით, საცხადის თვალსაზრისით გვიხატავს, რაც იმას ნიშ-
ნავს, რომ ჩვენ ელემენტებად ვიღებთ მყარ საგანთა ნიშან--
თვისებებს, მაგრამ ეს საგნები მხოლოდ სიცხადეში არიან მყა-
რი. მყარ სხეულთა სამყაროში მცხოვრები კაცი ერთხელ მაინც
რომ მოხვედრილიყო თხევად სხეულთა სამყაროში, მას ძალიან
გაუჭირდებოდა თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემა. არსები-
თად, სიზმარს ჩვენ აღვწერთ როგორც უცნაურად დაქუცმაცე-
ბულსა და უთავბოლო სიცხადეს, ეს უმწეობაა.

*
სიზმარი – ესაა შინაგანი სამყაროს ხილვა თუ შემეცნება, გა-
რეგანი სამყაროს მოგონებით დეფორმირებული, ესაა შინაგანი
თარგმნა გარეგანის ენაზე...

*
სიზმარი ნებისმიღმურია და აქ ვერაფერს გააწყობ ნებით.
სიზმარში ყველა სიიოლე და ყველა სიძნელე ადგილებს უც-
ვლის ერთმანეთს. კარები იქოლება და კედლები გაზისა ხდება.
ხატები აღარ ემთხვევიან შეგრძნებებსა და ნიშნებს. ნაცნობი
სახელები უცნობ არსებებს ერქმევა.

183
რაღა ინახება?
და კიდევ: როგორ აგრძელებს სიზმარი სიცხადეს? როცა ის
თავისებურად იმეორებს და ავითარებს ცხადს, ეს იმას ნიშნავს,
რომ ძილი ნაკლებად აგზნებულია და აფორიაქებული სიცხადის
მოვლენებით.
სხვადასხვა რიგის შეგრძნებების ინტენსივობათა და თანა-
ფარდობათა ცვლა. შინაგანი შეგრძნებები სიცხადეში არასოდეს
არ არიან ისე მძაფრი, რომ მთელი ცნობიერება მოიცვან.
სიცხადე ფარულად გამყარებულია ათასგვარი ყრუ კონსტან-
ტებით: ასეთია, მაგალითად, ფორმულა: ის, რასაც უშუალოდ
ვერ ვხედავთ, არსებობს. თავისებური აქსიომა, სიზმრიდან
მთლიანად გამორიცხული. სიზმარში ყველაფერი უშუალოდ და
აქტუალური.

*
ძილი – ესაა ერთგვარი კრიტიკული ფაზა, სადაც ქრება თანა-
არსებულ საგანთა ურთიერთგანსხვავება.
შეგრძნებების, განცდების, რეაქციების ერთობლიობა იქით-
კენ ისწრაფვის, რომ ერთ მთლიან შთაბეჭდილებად იქცეს, და
პირიქით, ყოველივე იმას, რაც ერთიან შთაბეჭდილებად ქცევას
ცდილობს, ძილის სამყაროში გადავყავარ მე, – იქ, სადაც აღარ
არსებობს დროის შეგრძნება.

184
სიზმარში მე არ ვკითხულობ, – მე ვხედავ ტექსტს და მე
ვხვდები აზრს, – ეს აზრი უკვე ხორცშესხმულია, – ტექსტის ნაც-
ვლად მე უშუალოდ და მეყსეულად აღვიქვამ მის აზრს.
ოპერაცია კითხვა შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ სიზ-
მარს არ შესწევს რისიმე დანაწევრების – ლოდინის, შეჯამების,
შერჩევის უნარი; – და კიდევ იმიტომ, რომ კითხვა გულისხმობს
უძრავსა და ფიქსირებულ ტექსტს, ანუ რელატიურ მოძრაობებს.
სიზმარი უწყვეტი მთლიანობისაგან არის ნაქსოვი...

*
შესაძლოა ადამიანმა რაღაცა მაინც გამოიტანა თავისი ზმა-
ნებებიდან? იქნებ სწორედ სიზმრებიდან გამოიყვანა მან უკიდუ-
რესად გავრცობილი შესაძლებლობის – მოვლენათა თავისუფა-
ლი ურთიერთშერწყმისა და მათი სახეცვალებადობის ცნება?
მაგია, შელოცვა, გრძნებით შეკვრა?
მაშინ სიზმარს თავისი დანიშნულება ჰქონია და, შესაძლოა,
ოდესმე თავისი ღირებულებაც შეიძინოს.

*
სიზმარში ხილულისა და ნაგრძნობ-ნააზრევის განსხვავება
უსასრულოდ მცირეა. შიში და ურჩხული ერთმანეთს ერწყმის და
ენაცვლება.

185
სიზმარში მყოფს იმისი დრო არ რჩება, რომ მათი ნამდვილი
სახით აღიქვას მოვლენები. ის იძულებულია მანამდე აღიაროს
ისინი, სანამ მათ შეცნობას მოასწრებდეს. აქ თვით ილუზორუ-
ლი არსებობა წინ უსწრებს არსებობას საერთოდ; აქ ატრიბუტი
სუბიექტის წინამორბედია და თვითონ ქმნის ხოლმე სუბიექტს.

*
გამოფხიზლებისას სიზმარში ნანახი ყველა საგანი აზრმოსი-
ლი, სიმბოლური ჩანს. ეს იმიტომ, რომ მათ თვისებებს ვეღარ
ვპოულობთ. მათი ნამდვილი სახით წარმოდგენა ჩვენს ძალ--
ღონეს აღემატება. ვინაიდან ისინი ნაწილობრივ ესადაგებიან
სიცხადეს.
ჩვენ იმისთვის ვართ შექმნილნი, რომ ყოველგვარ აზრს
მნიშვნელობა მივანიჭოთ, ან, თუ მნიშვნელობა არ ეძებნება,
პირწმინდად გავაუქმოთ, როგორც ლაფსუსი. მაგრამ სიზმარი
თავს გვახვევს თავის უცნაურ მთლიანობას. შეუძლებელია თუნ-
დაც ნაწილობრივ უგულებელვყოთ იგი.
ეს ელემენტარული წარმონაქმნები, გონებამიუწვდომელი
მონახაზები, ფეერიული ქიმერები თავდაპირველად რომელი-
ღაც შეგრძნებების ჩანასახისა თუ ბირთვის ირგვლივ იყრიან
თავს, თითქოს იმიტომ, რომ ახსნან პირველადი წყვეტილობის
განცდა ძილში, – არარაობის ეს დეფექტი, უგრძნობლობის ეს
ძალისხმევა, – ეს უშუალობა, რომელიც არ შეიძლება განმხო-
ლოებულ და თავის თავზე დაყვანილ იქნეს.
ეს თანდათანობით მზარდი და თანმიმდევრული განტოტება--
განვითარება თავისთავად ვრცელდება, თავის თავსვე თანხვდე-
ბა ან თავისავე ტოტებს უპირისპირდება, თავის ძაფს კარგავს და

186
ისე რეგულარულად ვეღარ სცნობს თავს, თითქოს რომელიღაც
უცნაურ კანონს ექვემდებარებოდეს. ამ წარმონაქმნებს თავიან-
თი რეალური, მაგრამ გონებამიუწვდომელი აზრი აქვთ, რო-
მელსაც სიზმარში მყოფი ვერასდიდებით ვერ ჩასწვდება, ვერ
გაიცხადებს. ისინი ნიშნები არიან, მაგრამ ისეთი ნიშნები, რომ-
ლებიც თავიანთ მნიშვნელობას არ გვიმჟღავნებენ.
გამოფხიზლებული კაცი კი აკვირდება ამ იდუმალ ნიშნებს და
ეძებს მათ აზრს, მაგრამ როგორ შეუძლია მისი მიკვლევა, თუკი,
არსებითად, არა გააჩნია რა იმ ერთობლივი სფეროს გარდა, სა-
დაც არ შეიძლება იყოს ეს აზრი, ეს საწყისი და ეს საზღვარი.

*
სიზმარში თავს იჩენს ნიშანთა და მნიშვნელობათა ორგანი-
ზაციის წარმოუდგენელი არევ-დარევა.
ასე მაგალითად, შ არის ა-ს ნიშანი, მაგრამ სიზმარში ს ა--
საგან დამოუკიდებელი ხდება. ის აღარ აღნიშნავს; ის არის ფაქ-
ტი შ, რომელიც განსხვავდება ა ფაქტისაგან, მეტიც, მე შემიძ-
ლია ვიფიქრო, რომ ს არის ნიშანი და მას შემთხვევითი მნიშვნე-
ლობა მივანიჭო; მე შემიძლია ისიც ვიფიქრო, რომ ესა თუ ის სა-
განი ნიშანია ან მინიშნება და შემდეგ უკვე ასე შევიგრძნო. მე არ
შემიძლია იმის დანახვა, რომ ამა და ამ საგანს უკვე აქვს თავისი
ნიშანი და არა ის, რასაც მე მივაწერ მას.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთმანეთში ალუფხულია და
არეულ-დარეული. მაგრამ მე ისე ვარ და ისე ვიქცევი, თითქოს
ყველაფერში ვერკვეოდე, მე სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ეს
პირწმინდად სახეცვლილი, მთლიანად გამაოგნებელი და გონე-
ბამიუწვდომელი სამყარო.

187
სიზმარში მე შემიძლია ვიფიქრო, რომ ა-ს ნიშანი ს ბ-ს ნიშა-
ნია. რომ ხ არა – ნიშანი ყ-ის ნიშანია; და თვით ისიც კი, რომ ყ
ნიშანი, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული არ არის, არსებობს
და იმნაირ როლს ასრულებს თითქოს ხ-ს დავსესხდებოდი მას.
ასე მაგალითად, იყო სრულიად გაუგებარი სიტყვა და მე ისევ
უყოყმანოდ ვუპასუხე, თითქოს მისი აზრი გამეგოს.

*
მე მესიზმრა, რომ თქვენ გელაპარაკებოდით...
თვით ეს ფრაზა უკვე ყალბია. ის ცდილობს ასეთნაირად გვა-
ფიქრებინოს: მე თქვენ გელაპარაკებოდით (სიცხადის ანალო-
გიით წარმოსახული სცენა). და მერე, ეს ეპიზოდი ერთბაშად
მოქცეულია შემდეგი ნიშნის ქვეშ, სიზმარი. ერთადერთი გან-
სხვავება რეალური ეპიზოდისაგან ის გახლავთ, რომ ეს სიზმარ-
ში ხდება, ზმანების საბურველქვეშ.
იგივე ითქმის კიდევ უფრო უცნაური სცენების მიმართ: მე
ვხედავდი ამას და ამას, მაგრამ ეს იყო სიზმარი; ან კიდევ მე
თქვენ გელაპარაკებოდით, მაგრამ ეს არ იყავით თქვენ: არ ვი-
ცი, რას ვამბობდი, და მაინც ეს ჩემი ხმა იყო, და ა. შ. და ა. შ.
რაც უფრო ზუსტია აღწერა, რაც უფრო ცინცხალია მოგონება,
რაც უფრო კეთილსინდისიერია დამკვირვებელი, მით უფრო მე-
ტი მაგრამ, მით უფრო მეტი შესწორება იქნება ჩართული მის
სიტყვებში.
რაც უფრო მარტივი და ადვილად მოსაყოლი იქნება ამბავი,
მით უფრო ყალბი იქნება ის; მით უფრო ნაკლებად მოიხელთებს
საკუთრივ ზმანებას, რომელიც ტრანსცენდენტურია ენის მი-
მართ. ყველა ეს შესწორება თუ დაზუსტება მხოლოდ ერთ რამეს

188
გვიჩვენებს: დამკვირვებელი აშკარად გრძნობს, რომ მისი ნაამ-
ბობი ინტერპრეტაციაა.

*
სიზმარი შინაგანი ანარქიაა. ფიზიკურ-ფსიქიკური უწესრიგო-
ბის ცნება, სხვადასხვა გრძნობელობის ნაზავი.
ეს ნაზავი არსებითია ცვალებადობათა კონსერვაციის თვალ-
საზრისით.
ლოგიკა დავიწყებულია. თუ სძინავს, სწორედ მას სძინავს და
გამოღვიძებითაც ის იღვიძებს. აბსტრაქტული იდეები, თანაფარ-
დობანი გამორიცხულნი არიან. მაგრამ რჩებიან მათი გამოხა-
ტულებანი, მათი ფიგურული სიმბოლოები, და ისინი ამოქმედე-
ბულნი არიან, ნაცვლად იმისა, რომ თვითონ მოქმედებდნენ.
მთელი ამ კარნავალის, ამ სატურნალიის მანძილზე, ის, რაც
გვეძლევა, არსებითად გვეძლევა როგორც ერთადერთი... და
მაშინ ის ცინიკურად ავლენს იმის უნარს, რომ ყველაფერი თავი-
დან დაიწყოს დაუსრულებლივ.
აზრის ქმედითობა ერთი ამ ფაზის განმავლობაში არავითარ
ზღურბლს არ აღწევს, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ზღურბლი,
რომელსაც თავისი ქმედითობით გადალახავს, მას ეჩვენება გა-
რეგნულ ცვალებადობად, ასე რომ, ისეთი შთაბეჭდილება რჩე-
ბა, თითქოს თავისი ურთიერთმოქმედი იდეების მეშვეობით არა-
ვითარ შინაგან ცვალედობას, არავითარ მოდიფიკაციას არ გა-
ნიცდიდეს.

189
გამოღვიძება იმნაირ მნიშვნელობას. ანიჭებს სიზმრებს, რა-
საც ისინი არ იმსახურებენ.

*
სიზმარეული ჩვენებები ძალზე მცირედ განსხვავდებიან იმ
სიტყვებისაგან, რომლებსაც მძინარე წარმოთქვამს. ეს უცნაური
და თითქმის დაუნაწევრებელი მეტყველება ჩვენში ზმანების რე-
მინისცენციას იწვევს...
სიზმარში ყველაფერი წამიერია; განა შეიძლება ილაპარაკო
წამზე?..

*
სიზმარი გვიჩვენებს, რომ არის ჩვენში ერთი ინსტინქტი, რო-
მელიც გვაიძულებს ყოველ წამს მეტ-ნაკლებად ბრმად და გაუც-
ნობიერებლად შევავსოთ უშუალო მონაცემები ჩვენი საკუთარი
კონსტრუქციებით.
ასე მაგალითად, ჩვენ ისე ვერ აღვიქვამთ კედელზე სამ წერ-
ტილს, რომ წარმოსახული სამკუთხედი არ შემოვხაზოთ, ან ადა-
მიანის პროფილის მინამგვან ლაქას, ჩვენი წარმოსახვით რომ
არ წავკრათ ხელი და ზედ თვალიც არ მივახატოთ.
ეს არის შევსებისა და, შეიძლება ითქვას, ასიმილირების და-
უძლეველი ტენდენცია, – უშუალო და რეფლექსური სიზმარში,
დახვეწილი და საადაპტაციოდ მომართული სიცხადეში.
სწორედ ეს ასიმილაცია ასაზრდოებს აზრსა თუ გონების ქმე-
დითობას...

190
ჩვეულებრივი მაგალითები: ყოველგვარი სამკაული, რო-
მელსაც ვიყენებთ საუბარში; პოეტების შრომა, რომელიც ყო-
ველ წამს ემყარება შემთხვევითობებსა და პირობითობებს.
მაშასადამე, არის ის, რომელიც განისაზღვრება ამ ასიმილა-
ციის შედეგებითა და არა – ის, რომელიც განისაზღვრება ამ ასი-
მილაციის გამომწვევი საგნებით. არა – ის აგრეთვე იწოდება
არასრულად, ხოლო ის – სრულად, ანუ გაწონასწორებულად.
სიზმრისთვის, არსებითად, უცხოა ყოველგვარი შევსება. ის არის
მუდმივი ცვალებადობა.
ასე რომ, სამკუთხედი არის ის, სამი წერტილი კი – არა – ის.
არაფერია უოფრო ძნელი, ვიდრე ამ არა – ის წმინდად გამოხატ-
ვა: ყველაფერი ეწინააღმდეგება ამას: ენა, აზროვნება, მოგონე-
ბა, – ყველაფერი შემვსებია.
თუ არსებობს საპირისპირო ტენდენცია? არამც და არამც.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვცდილობთ მოცემული სისრულის
დისიმილირებას, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რომ აქედან ახა-
ლი ასიმილაცია გამოვიყენოთ.
ყოველგვარი ასიმილაცია ამრავლებს ასიმილაციის ჩვენეულ
საშუალებებს.
სიზმარში ხატება იღებს თუ იძენს მნიშვნელობას, სიცხადეში
– პირიქით.

*
მე მეშინოდა სიზმარში; ეს იყო რეალური, მაგრამ ამაო შიში.
გული ჯერ კიდევ გამალებით მიცემს, და ეს ბაგაბუგი უფრო მეტ
ხანს გრძელდება, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი, გრძელდება
იმ სამყაროში, სადაც ეს მიზეზი არ შეიძლება არსებობდეს. ერ-

191
თგვარი ინერცია ჯერ კიდევ მიხუთავს სულს, სანამ ჩემი სხეული
წონასწორობას დაიბრუნებდეს მყუდრო და მშვიდ ატმოსფერო-
ში. ჩემი სხეული ჩემზე უფრო გვიან ბრუნდება.
არ არსებობს პირუკუ ფენომენი, – ყოველ შემთხვევაში, ესო-
დენ მკვეთრად გამოხატული მაინც. თუ მე შემეშინდა ცხადში,
ამან შეიძლება ძილშიაც იჩინოს თავი, მაგრამ სულ სხვა-
ნაირად...

*
გამოღვიძება ისევე იწყება, როგორ სიზმარი.

*
სიცხადეში შეგრძნება არ კომბინირდება იმ პარაზიტულ მინა-
რევთა მინიმუმის თანახმად, რომელთაც თვითონვე იწვევს არ-
სებობისათვის, ვინაიდან ყოველი გარეშე საგანი ხელს უშლის
ამნაირ განვითარებას. ეს საგნები განაპირობებენ შეგრძნების
ლოკალიზაციას, რამდენადაც ის სხვა მყარი შეგრძნებების
რკალში ექცევა.
ეს ნივთები, ეს ავეჯი, ეს გარემოცვა, რომლებსაც თითქოს
არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ, გადამწყვეტ როლს თამაშო-
ბენ იმაში, რომ ხელი შეუშალონ გაღებული ფანჯრიდან შემოჭ-
რილ სიცივეს, რომელსაც – თუკი სრული გასაქანი მიეცემოდა,
– შეეძლო დავერწმუნებინე, რომ მე პოლუსზე ვიმყოფები, ყინუ-
ლის უდაბნოში. თუ მე შემიძლია თავი დავაღწიო ამ ფსიქიკურ
დაღმართზე დაგორებას, ამას მხოლოდ ჩემს გარემომცველსა
და ჩემ მიერ ნახევრად აღქმულ საგნებს უნდა ვუმადლოდე.

192
*
ფროიდისტების შეცდომა ის არის, რომ ისინი ნაამბობი სიზ-
მრების მიხედვით მსჯელობენ. ყველა ეს ნაამბობი კი უთუოდ
ყალბია: ენას არ შეუძლია ისე აღწეროს სიზმარი, რომ ძი-
რეულად არ შეცვალოს მისი ბუნება.
ვინაიდან აღქმიდან გამოხატვაზე და, პირუკუ, გამოხატვიდან
აღქმაზე გადასვლის აქტი, ყოველგვარი აღწერის ეს უპირველე-
სი პირობა, შეუძლებელია სიზმარი (აბ≠ბა).
სიზმრის აღწერა (ენით) მხოლოდ ჯაჭვწილადის მსგავსი მოკ-
ლე მინიშნებებით თუ შეიძლება:
(ცა არის ლურჯი; ეს ლურჯი არის მწვანე; ეს მწვანე არის ხე;
ეს ხე არის მარმარილო, მარმარილო არის სვლა...).
რარიგ ტლანქადაა მოხელთებული ყოველივე ის, რაც შეიძ-
ლება გამოხატულ იქნეს სიტყვებით.
აი, რატომაა, რომ ყველა იმ მეცნიერული ნაშრომის პირვე-
ლი თავი, რომელიც სიზმრის პრობლემებს იკვლევს, ენისადმი
უნდა იყოს მიძღვნილი. ყოველივე ის, რასაც შეეძლო მნიშვნე-
ლობის მქონე შრომად ექცია ეს გამოკვლევა, ენის მიერაა გა-
ქარწყლებული.

*
მხოლოდ სიზმარი გვიჩვენებს ჩვენი სიფხიზლის ჭეშმარიტ
ღირებულებას.

193
*
სიზმარში არ არსებობს შესაძლებელი.

*
როცა მე დიდი ხნის წინათ ჩავინიშნე – სიზმარში ყველაფერი
ნასიზმრია-მეთქი, იმის თქმა მსურდა, რომ ისიც კი, ვინც სიზ-
მარს ხედავს – სიზმრის მე – თვითონვეა სიზმრის პერსონაჟი.
მოვლენათა უცნაურობა როდი ქმნის სიზმარს, არამედ ამ უც-
ნაურობის მთლიანად მიღება და აღიარება ყოველგვარი წინა-
აღმდეგობის გარეშე, არარეაქცია, ამ შეუძლებლობის არა--
შეუძლებლობა. პროტესტი ნულის ტოლია ან უსასრულოდ მცი-
რე სიზმრის მნახველი სიზმარში ნანახია.

*
არაცნობიერი იდეა შეუსაბამობაა, კონტრადიქცია, ისევე რო-
გორც უხილავი ხედი.

*
არაცნობიერს ისევე უნდა უყურებდე, როგორც ფიზიკოსები –
ეთერს.

*
არაცნობიერის, შთაგონების, ინსტინქტის, გრძნობელობის
მჩხრეკელნი ნერვულ სისტემას განიხილავენ როგორც სამის-

194
ნოს თუ სამისნო მანქანას. ეს მისნობა მით უფრო ღრმაა და
პროფეტული, რაც უფრო ნაკლებადაა ორგანიზებული. დიდად
სიმპათიური სისტემა, ათასჯერ უფრო ნდობის ღირსი, ვიდრე
ტვინი. მაგრამ მთელი მათი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ შეგ-
ვიძლია მაინც დავასკვნათ, რომ საქმე ეხება ისევ და ისევ მეტ--
ნაკლებად რთულ სისტემაში ერთი და იმავე გამღიზიანებლის
ურთიერთმონაცვლე გარდატეხასა და არეკვლას.
თუ ტვინი ხშირ შემთხვევაში უმწეოა, შესაძლოა, იმიტომ,
რომ ის საკმარისად არ არის ტვინი.

*
ცნობიერების მაქსიმუმი – სამყაროს აღსასრული.

*
მოდერნისტები და სხვები, რომლებიც ცდილობენ მოიხელ-
თონ არაცნობიერი, ანუ ნებით აკეთონ უნებური.
არაცნობიერის მთელი ფასი სხვა არა არის რა, თუ არა ეფექ-
ტი, რასაც ის ახდენს ცნობიერებაზე...

*
მე, არ არის პიროვნება, ინდივიდუალობა. შეიძლება ჭკუაზე
შეიშალო და ერთი მე დაკარგო: შეიძლება არარაობამდე
შეინარჩუნო მეორე. ეს მე ისევე არარსებულია და ისევე აუცი-
ლებელი, როგორც მაგალითად ... ბეჭდის სიმძიმის ცენტრი.

195
*
ის, ვისაც აკლია სულიერება, წარმოსახვა, გამჭრიახობა,
სიღრმე, აშკარად გრძნობს ვნებების, ამაღლებული განცდების,
კატაკლიზმების მოთხოვნილებას. ამ ფენომენთა მოჩვენებითი
სიდიადე, მათი სიმძაფრე მომნუსხველად მოქმედებს მასზე, და
ის უჩვეულო მნიშვნელობას ანიჭებს მათ.
არსებობს სიმძაფრის, სასოწარკვეთის, სულის სიღრმემდე
შეძვრისა და თვით სიმწრის მანიაკური მოთხოვნილება.
მაგრამ ეს უწესრიგობანი გაცილებით უფრო ნაკლებ მდი-
დარნი, ნაკლებ მნიშვნელოვანნი, ნაკლებ დიადნი არიან, ვიდრე
ყველა ის ფენომენი, რომლებიც გვინარჩუნებენ ჩვენს სიცხადეს,
სიმშვიდეს და აუმღვრევლობას...

*
იმან, ვინც მოიგონა ეს სიტყვა: აზრი, შემუსრა რომელიღაც
გრძნობა, ზღვარი დაუდო შინაგან ეფექტს.

*
კაცს მხოლოდ თავისი ნერვებისა უნდა ეშინოდეს.

196
კაცისთვის, რომელიც იტანჯება, სიტყვას ჭეშმარიტება, არა-
ვითარი აზრი არა აქვს, ვინაიდან მაშინ არც ერთ სიტყვას აღარა
აქვს აზრი, ტანჯვისა და ტანჯვისგან განთავისუფლების გარდა.

*
დეკარტი უფრო მართალი იქნებოდა, რომ დაეწერა: ვიტანჯე-
ბი, ^მაშასადამე ვარსებობს.

*
ჭეშმარიტი წინააღმდეგობა, რომელსაც გული უწევს თვითონ
სიცხადეს, მისი ჭეშმარიტი წესრიგი არამოტივირებულია (და
რაც შეიძლება მოტივირებული იყოს).
ეს არის იმიტომ, რომ ეს არის, და კაცმა არ იცის სხვა რამ.
ასეთია, მაგალითად, უპირობო შიში ან ბავშვური სიხარული.
ასეა, როცა გონება დარწმუნებულია, მაგრამ არა გული; ან რო-
ცა გულს სურს, მაგრამ ეჭვობს. მაშინ როდესაც გონებისათვის
არც კი არსებობს ეს პრობლემა: ცხადია, რომ აქ არაფერი არ
არის, და წარმოუდგენელია, რომ სხვა რამე იყოს.
– არაფერია საშიში, მაგრამ მე მეშინია.
პასუხი არ ჩანს, მაგრამ მე არ ვთმობ, მე ვყვირი.
არაფერია საიმედო, მაგრამ მე იმედი მაქვს.
მე მიყვარს ეს, თუმცა საამისოდ არ გამაჩნია არავითარი სა-
ბაბი. რატომ არ მიყვარს ის?
რატომ? – მე ვიცი, რომ ხიდი მყარია, მაგრამ ვგრძნობ, რომ
ფეხქვეშ მიტყდება. მე გული მითქვამს, რომ მზერა, განსაზღვრე-

197
ბა, აზროვნება რაღაცას უგულებელყოფენ, რის გამოც ხიდი უნ-
და ჩაინგრეს.
არ არსებობს გულის არგუმენტი, გულის საბუთი...
შიშის, სიყვარულის, რწმენის, სიამაყის მიზეზები შეუცნობე-
ლია. ყოვლად შეუძლებელია მათი წარმოდგენა ნაცნობ საგან-
თა ან ფენომენთა ამა თუ იმ გონებისმიერი კომბინაციით.

*
გრძნობები – (კლასიკური ნუსხა და კლასიკური ტერმინი) –
შეიძლება თავიანთ მნიშვნელობას უნდა უმადლოდნენ იმას,
რომ ჩვენ არ ვიცნობთ იმ მოდიფიკაციის ჭეშმარიტ არსს, საიდა-
ნაც ისინი იღებენ დასაბამს. მათი პირველადი ბუნება ისეთია,
როგორც წარღვნა, წალეკვა, მტრის შემოსევა. თავიანთი ტენ-
დენციით გრძნობები გვაიძულებენ განვიხილოთ ისინი როგორც
უსასრულონი, რომელთა გადაჭრაც თითქოს შეუძლებელია
რაიმე სასრული მოდიფიკაციით, თუმცა სინამდვილეში ხშირად
გაქარწყლებულნი არიან აქტით თუ ცდით.
მოჩვენებითი მიზეზის უბადრუკობა განსაცვიფრებელია. შე-
დეგის სიდიადე გამაოგნებლად მოქმედებს თვით სუბიექტზე.
რეალური და ილუზორული გრძნობაში ისე მჭიდროდ ერწყმის
ერთმანეთს, რომ შეუძლებელია მათი გათიშვა. უზენაესი ძალ-
მოსილებით გალაღებული შლეგური ხატები, სიცხადეში გადმო-
ნერგილი სიზმრები, ხორცშესხმული აჩრდილები.

198
ყოველი ჩვენგანი გრძნობს, ყოველი ჩვენგანი იმარხავს
სულში უკიდურესი და უძლეველი გრძნობელობის პაწაწკინტე-
ლა წერტილებს, რომლებიც თვითეულისათვის სპეციფიკურია,
სხვებისაგან განსხვავებული, საგულდაგულოდ მიჩქმალული.
ჩვენ ცრუმორწმუნეებივით გვეშინია მათი და ღვთისმოსავები-
ვით ვემონებით მათ. ისინი ჩვეულებრივი გრძნობელობის წერ-
ტილებთან ერთად ქმნიან პიროვნების სისუსტეთა სისტემას,
ზოგჯერ კი ემთხვევიან მათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხან-
დახან კიდეც იცვლებიან დროის, ასაკის, პირობებისა და მდგო-
მარეობის შეცვლასთან ერთად.

*
არაფერია უფრო ცხოველური, ვიდრე გული. პასკალი კი
მოგვიწოდებს – გულს ერწმუნეთო.

*
ყოველივე ის, რაც სერიოზული და ტრაგიკულია ცხოვრებაში,
დაბალი რიგის გარემოებებისა და შემთხვევითობებისაგან არის
შექმნილი. გრძნობები, ვნებები, განცდები, ისევე როგორც ტან-
ჯვა, მწუხარება, ენთუზიაზმი, სურვილი, ზრუნვა, ზიზღი და ა. შ.
და ა. შ. – ყოველივე ეს მდაბალია თავისთავად და ამ სიმდა-
ბლის გამოსყიდვა შეუძლებელია სხვა რამით, გარდა იმ ზოგი-
ერთი ეფექტისა, რასაც ისინი იწვევენ უფრო მაღალ ინსტანციებ-
ში, რომელთა შორისაა ცნობიერებაც, განსაკუთრებით კი მთე-
ლი ამ სიმდაბლის გაცნობიერების უნარი.

199
მე მათ ვუწოდებ მდაბალთ, რადგან ისინი გამომდინარეობენ
ჩვეულებრივი სტრუქტურიდან და ხასიათდებიან არა--
კომპენსაციით.

*
როგორ შეიძლება წარმოსახული საგნებით ამდენი ტანჯვა და
ამდენი ტკბობა? ადამიანის იდიოტური სპეციალობა. შედევრი.
ვინ მოითხოვს, რომ იდეების ჩვენს ნებაზე გარდაქმნისა და შეც-
ვლის უნარი ერთსა და იმავე დროს უკიდურესიც იყოს და გონე-
ბამიუწვდომელიც – თავისი მეტისმეტობით იდეათა სამყაროს-
თან შეუთავსებელი და ჩვენდა დასაცავად ურგები? მე ვქმნი
იმას, რაც მაწამებს – როგორც ვქმნი იმას, რაც მავსებს. მერე-
და, რანაირი ძალისხმევის ფასად! რომ შეიძლებოდეს დავხვე-
წოთ, სრულვყოთ და უნივერსალური ფასეულობების შექმნას
მოვახმაროთ ეს ძალა, შედეგად მივიღებდით უებრო ქმნილე-
ბებს.
არსის ყოველი მგრძნობიარე წერტილი ქმნის. შეადარე ეს
სიზმარს! არ ვიცით, როგორ იწყება ეს გრძნობელობა. ეს უმეც-
რება არსებითია. ზმანება შეუძლებელი იქნებოდა, ლოკალური
შეგრძნება, რომლის ექსტრავაგანტურ პასუხსაც ის წარმოად-
გენს, გამიჯნული, შემოფარგლული და გარდაქმნის უნარის მქო-
ნე რომ იყოს იმ აღქმებისა თუ სასრული აქტების წყალობით,
რომლებიც ნიშნეულია სიცხადისათვის...

200
გრძნობა ისე იყენებს სიტყვებს, როგორც შეუძლია, – რაც
უფრო მძაფრია გრძნობა, მით უფრო უზუსტოა სიტყვები.

*
განიხილე გრძნობები როგორც სიბრიყვე, სიშლეგე, ამაოება,
სისუსტე, ნაკლოვანება, – როგორც ზღვის ავადმყოფობა ან სი-
მაღლის შიში, რომლებიც არიან დამამცირებელნი.
ჩვენში, ჩემში, რაღაც ჯანყდება იმ მზაკვრული ძალმოსილე-
ბის წინააღმდეგ, რომლითაც სული ზემოქმედებას ახდენს გონე-
ბაზე.

*
მთელი სიდიადე და უბადრუკობა მოქცეულია პაწაწკინტელა
ორგანიზებულ სისტემებში, რომელთა სათავსოა ტვინის რამდე-
ნიმე მმ3. სწორედ ისინი იწვევენ სიხარულის სიმღერებსა თუ
სიმწრის ყმუილს რეზონანსთა ყუთში, ოქროსფრად გვივარაყე-
ბენ ან შავბნელი ფერებით გვიხატავენ სამყაროს... უცნაური ე-
ნერგიის რეზიდენცია...

*
ტკივილის სიმძაფრე დამოუკიდებელია მისი მიზეზის სასი-
ცოცხლო მნიშვნელობისაგან. შეადარე ეს გრანდიოზული ფაქტი
ზნეობრივი ტანჯვის სტიქიურ ძალას.

201
*
როგორ ვიტანჯებით წარმოსახვით? იმ სავარაუდო, ან, უბრა-
ლოდ, შესაძლებელი უბედურების წარმოდგენა, რომელიც შეიძ-
ლება მომავალში დაგვატყდეს თავს, უკვე თავსდატეხილი უბე-
დურებაა: ზოგჯერ იმ შემთხვევაშიც კი, როცა უბედურება გაუც-
ხოებული, ანუ წარსულში მომხდარი და თითქოს დავიწყებული
გახლავთ. ესაა ექსტრაორდინალური და ერთ-ერთი ყველაზე
ბანალური ფაქტი, რომელსაც თან ახლავს გრძნობელობითი
ფუნქციის ყოველმხრივი განვითარება – წარმოსახვით ფორმა-
ციათა წარმოქმნა და ფსიქიზმის ყველა შესაძლო რესურსით მა-
თი საზრდოობა; ამოუწურავი რეგენერაცია, ციკლური ალტერ-
ნატივები. წარმოდგენებსა და მათ შედეგებს შორის ორმხრივი
თანაფარდობა მყარდება. მათი ღირებულების საზღვრები წაშ-
ლილია და ზოგჯერ ამ მეტისმეტობის ყველაზე სრულ შეგნებასა
და ამ წარმონაქმნთა მექანიზმის დადგენასაც კი არ შეუძლია ზე-
მოხსენებული ღირებულების გაუქმება.

*
ერთი მოგზაურობის ამბავი: სიამაყიდან სიყვარულამდე (და
პირუკუ).

*
ეჭვიანობა, სიძულვილი, გულისწყრომა – ენერგიის წარმო-
უდგენელი ფლანგვა...

202
*
კაცმა იპოვა პატიოსანი თვალი – განსაცვიფრებლად ლამაზი
ქვა, რომელიც ხელში აუფეთქდა.

*
შეუძლებელია გიყვარდეს, ის, ვისაც ზედმიწევნით იცნობ.
სიყვარული ესწრაფვის იმას, რაც მის საგანში დაფარულია.
შეყვარებული წინასწარ გრძნობს სიახლეს: უწინარეს ყოვლისა,
ის სიახლეზე ფიქრობს.

*
სიყვარულისათვის ნიშნეული შეგრძნებები ჩვევის კანონების
მიღმურნი არიან... ის, ვინც უყვართ, მეტ-ნაკლებად უცნობი უნ-
და იყოს. მე შენ მიყვარხარ, მაშასადამე; მე შენ არ გიცნობ, – მა-
შასადამე, მე შენ გაგებ, მე შენ გქმნი... მე ვქმნი ჩემს სახლს,
ჩემს სავანეს, ჩემს ჭერს, გრძნობადი ხატებით ნაქსოვ ჩემს ბუ-
დეს, რათა ვიცხოვრო იქ, რათა დავმალო ის, რაც მგონია, რომ
ვიპოვე და რათა დავემალო ჩემსავე თავს.

*
სიყვარული უთუოდ ღირს იმად, რომ გიყვარდეს ის, ვინც
გვიყვარს... მაგრამ როგორც სულის ქმედითობის საგანი, რო-
გორც რომანების სიუჟეტი თუ მეცნიერული გამოკვლევების თე-
მა, ის ტრადიციულია და მოსაწყენი, და მით უფრო მოსაწყენი,
რაც უფრო ნაკლებ უკავშირებენ განაყოფიერებას, რომლის მი-

203
მართაც ის მხოლოდ და მხოლოდ აქციდენტად თუ თავშესაქცევ
ეპიზოდად გვევლინება, ისევე როგორც სიზმარი შეიძლება საჭ-
მლის მონელებისა თუ სისხლის მიმოქცევის აქციდენტი იყოს.
ფსიქოლოგიური სიყვარული კოშმარის ბუნებისაა. მთელი
სიბრიყვე და მთელი სიშლეგე, რასაც ის ესოდენ ფერადოვნად
თუ შეფერადებულად წარმოაჩენს ადამიანის არსებაში, სიზმრის
უწესო წესებს მისდევს.

*
სიყვარულმა, ჩვენი ერთი-ერთი ფუნქციისა და მასთან დაკავ-
შირებული გულისხმიერების უკიდურესმა განვითარებამ,
რთულმა და ამოუწურავმა გრძნობამ, დიდი როლი შეასრულა
ფსიქიზმის განვითარებაში – როგორც აღმგზნებმა და შემაკავე-
ბელმა.
სიყვარული, როგორც ის დახვეწა და სრულყო კაცთა მოდ-
გმამ, ისევე ხელოვნურია, როგორც პური, ღვინო, სამზარეულო
ხელოვნება. აი, რად იქცევა გარემოებებისა თუ ნერვული სისტე-
მის მიერ გადაკეთებული და გადამუშავებული ფუნქცია.
ჭაბუკური სიყვარულისათვის ნიშნეული ციებ-ცხელება,
პოეზია, რომელიც ამ ციებ-ცხელებიდან იღებს დასაბამს, არსე-
ბითად, სხვა არა არის რა, თუ არა აუცილებელი სიბრმავე,
ურომლისოდაც ფუნქცია ვერ განახორციელებდა თავის ქმედი-
თობას, თვალსაზრისის სივიწროვე და, ბოლოს, ცნობიერების
დეპრესია. აუცილებელია, რომ მთლიანმა არსმა გზა უტიოს თა-
ვის ერთ-ერთ ფუნქციას და თვითგამოვლენის სრული შესაძ-
ლებლობა მისცეს მის სისწრაფეს, სიმძაფრეს და სიკასკასეს, გა-

204
რემოებათა მთელი სიჭრელისა და სხვადასხვაობის მიუხედა-
ვად...

*
მე მეგონა, რომ ეს ჩემი სამყარო სამყარო იყო, მაგრამ მის
მიღმა რაღაცას მოვკარი თვალი, და ის გალიად იქცა.

*
მე არ შემიძლია ვიმოძრაო სწორხაზოვნად. ეს ჩემთვის იძუ-
ლებაა. ის, რაც ბუნებრივია სხვებისთვის, ჩემთვის ხელოვნუ-
რია. მე ვერ ვხედავ იმ საგნებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ, არა-
მედ სულ სხვა საგნებს. იქ, სადაც თქვენ ხედავთ მნიშვნელობის
მქონეს, მე ვხედავ მხოლოდ ფორმალურს. იქ, სადაც თქვენ ლა-
ღად გრძნობთ თავს, მე სუნთქვა მიჭირს.
მე არა მაქვს ანეკდოტური თვალი, – არც მეხსიერება პიკან-
ტური ამბებისათვის. მეტიც, ჩვეულებრივ პრობლემებს (ბედის-
წერა და სხვ.) არავითარი აზრი არა აქვს ჩემთვის...

*
ყველა სიყვარული ცუდად მთავრდება. შეუძლებელია მისი
განვითარების წარმოდგენა ისე, რომ აუცილებლად არ მიადგე
ზიზღს, ღალატს, სიცრუეს, გულმოყირჭებას, უმტკიცობას.

205
მე სატანჯველად შემქმნა ბუნებამ. ტანჯვა ჩემი ბუნებრივი
მდგომარეობაა. სიამოვნება ნაკლებად სასიამოვნოა ჩემთვის.
სიამაყე
ი. ჩემი სიამაყე ისე დიდია, რომ მთლიანად მაუფასურებს?
უფრო დიდი, ვიდრე ყოველივე ის, რაც შემიძლია გავაკეთო?
იი. მე არავითარი სიამაყე აღარ გამაჩნია. ის შეიძლება მხო-
ლოდ უძირო იყოს. მაგრამ მე უკვე შევეხე ფსკერს. ისიც ვიცი,
რაზედაც წავიფორხილე. რანაირ წყვდიადში შევიცან ჩემი უბად-
რუკობა. მე თვითონ შემიპყრო, მე თვითონვე შემბოჭა და ჩემი
მოგონებების მონად, ჩემი ლანდების სათამაშოდ მაქცია ჩემმა-
ვე თავმა.
იიი. დათრგუნვილი სიამაყე თავშესაფარს ეძებს; – ერთა-
დერთობა, აი, მისი სამყოფელი, მისი სანგარი. თუ აღარა ხარ,
და თუ იძულებული ხარ აღიარო ეს, ყოველ შემთხვევაში, იმას
მაინც ცდილობ, რომ ერთადერთი იყო. ერთადერთი თავის
გვარში, იმავდროულად, პირველიც არის. ეს ბუნებრივი მოძ-
რაობაა...

*
რასაც მე აქ ვწერ, აზრი კი არ არის, არამედ ინტელექტუალუ-
რი სუბსტანციის ნგრევის გულშემზარავი გრუხუნი.
ალის შლეგური როკვა მის მიერ შთანთქმულ საწვავზეა და-
მოკიდებული.

206
კრიზისი ანალიზით უნდა დამთავრდეს, ანალიზი კი ბოლოს
უნდა შეერწყას არსს, რათა გაზარდოს მისი ძალმოსილება და
წინააღმდეგობის უნარი, მისი მექანიზმის დახვეწილობა, მისი
აქტების სიწმინდე, მათი ეკონომიურობა, მათი სიზუსტე.
გრძნობის კრიზისი ჭექა-ქუხილია მისი თავსხმითურთ, რომე-
ლიც ახლად გამოშუქებული მზის სითბოს და სინათლეს უფრო
მომხიბლავსა და ნაყოფიერ არეს უმზადებს, გასაშლელი ბუტ-
კოებით, რძეჩამდგარი ყლორტებით, ზურმუხტოვანი მდე-
ლოების მაცოცხლებელი ნაკადულებით...

*
ყოველივე ის, რასაც მე ვფიქრობ, არაფერია იმასთან შედა-
რებით, რაც ისე ჩაივლის, რომ ჩემი აზრი ვერაფერს შეცვლის
მასში.

*
ღმერთის ცნება ყოველთვის თანაფარდია იმის ცოდნისა,
ვინც ამ ცნებას ქმნის. მე ვგულისხმობ იმას, ვინც თავისთვის იქ-
მნის, თავისთვის იყალიბებს ამ ცნებას, და არა იმას, ვინც იფარ-
გლება მხოლოდ იმ მონაცემებით, რომლებსაც თავზე ახვევენ.
რამდენადაც ვიცი, არ არსებობს ახალი ცდა ამ მიმართებით,
რაც ძალზე ნიშანდობლივი გახლავთ.
დაბადების ღმერთი წალკოტში დასეირნობს. წმინდა თომა
აქვინელის ღმერთი აბსტრაქტული სიტყვების სისტემაა. პასკა-
ლის ღმერთი, გაცილებით უფრო ნაკლებ თეოლოგიური, სხვა
არა არის რა, თუ არა სიმკაცრე და, შესაძლოა, სიყვარული. მე

207
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სწავლულისთვის ის ანაზ-
ღაურებს და აწონასწორებს მარადიულ დუმილს, თითქმის ისე-
ვე, როგორც ალგებრულ განტოლებაში...

*
მე არ გამოვდგები იმ ღმერთის თაყვანისმცემლად, რომელ-
საც სურს, რომ ვაქებდე და მწამდეს იგი. ის სულ სხვა ეპოქისაა,
ისევე როგორც მისი სურვილი.

*
ის მოითხოვს, რომ გვწამდეს, ვაქებდეთ, გვეშინოდეს და
გვიყვარდეს იგი.
მაგრამ გულწრფელ კაცს შეუძლია უყვარდეს მხოლოდ ის,
ვინც არ გვემალება, ვინც უარყოფს ქება-დიდებას, ვისაც არაფ-
რად ეპიტნავება ანგარებანარევი თაყვანისცემა, ვისაც არავითა-
რი ილუზია არა აქვს ადამიანურ სიყვარულთან დაკავშირებით,
ვინც ყველაფერზე მაღლა არ აყენებს იმპულსს და ვისაც თავი
არ მოაქვს იმით, რომ შიშს გვინერგავს.

*
კარგავს თუ არა კაცი ცნობიერებას სიცოცხლესთან ერთად?
მაგრამ ის სიცოცხლეშივე კარგავს ხოლმე მას, იმ ცვლილებე-
ბის შედეგად, რომლებიც გაცილებით უფრო უმნიშვნელონი
არიან, ვიდრე სიკვდილი.

208
*
ღმერთი რომ იყოს, მე ვიცოცხლებდი მხოლოდ და მხოლოდ
მისთვის: – რომელი ცნობისწადილი ან რომელი ვნება შეედრე-
ბოდა ესოდენ დიადი არსის მიერ შთაგონებულ ცნობისმოყვა-
რეობასა თუ ვნებას? ან რომელი ცოდნა – მის შემეცნებას? მაგ-
რამ ღმერთი რომ იყოს, რაღაცნაირად მაინც აღვიქვამდი, ან ასე
თუ ისე ვიგრძნობდი მას; მე კი ვერაფერსაც ვერა ვგრძნობ.

*
ნაცვლისგებისა თუ დასჯის იდეაზე დაფუძნებული რელიგია
გულისხმობს, რომ შეიძლება ასე თუ ისე დავამწუხროთ, განვა-
რისხოთ ან შეურაცხვყოთ ღმერთი, მოკლედ, რაღაცა ვაგრძნო-
ბინოთ, ვაამოთ ან უსიამოვნება მივაყენოთ მას. მაგრამ სრულ-
ქმნილება შეიძლება მხოლოდ უგრძნობელი იყოს, ან, საერ-
თოდ, არ უნდა იყოს.
მაგრამ ამ რელიგიის შედეგია უშუალო დიალოგი ღმერ-
თთან. მასთან დავა, დაზავება, აღთქმა, ვედრება, მსხვერპლშე-
წირვა და ა. შ. – ყოველივე ეს ავსებს ჩვენს სიცარიელეს.

*
რელიგიის მთელი პრობლემა სიკვდილის დეფინიციაზე და-
იყვანება; რა არის სიკვდილი: სრული თუ ნაწილობრივი,
რეალური თუ მოჩვენებითი არარად ქცევა?

209
ამ საკითხზე რომ მართებულად ვიმსჯელოთ, ასეთი კითხვა
უნდა მივცეთ ჩვენსავე თავს: თანამედროვე კაცი, რომელიც
ზედმიწევნით ფლობს მეცნიერების საფუძვლებს, მაგრამ რო-
მელსაც წარმოდგენაც არა აქვს, რა არის რწმენა, ძველი მოძ-
ღვრებები და თვით ზოგიერთი სიტყვაც კი, – გამოიგონებდა თუ
არა სულს და მის უკვდავებას? ნურაფრად მივიჩნევთ ყოველივე
იმას, რაც უთქვამთ და უფიქრიათ ამ საკითხთან დაკავშირებით,
და რაც წინა თაობებს მემკვიდრეობით გადმოუციათ ჩვენთვის,
არამედ ვნახოთ, რას ვიფიქრებდით თვითონ ჩვენ უშუალოდ
ფაქტებსა და თანადროულ თეორიებზე დაყრდნობით.
პრობლემები, რომლებიც კვდებიან (რადგან პრობლემებიც
კვდებიან და ბევრი მათგანი, საერთოდ, გაქრა კიდეც), ისეთი
პრობლემები არიან, რომლებსაც სხვა ეპოქის ადამიანები არ
გამოიგონებდნენ. აბა, სცადეთ და შესთავაზეთ ისინი მათ: ვერა-
ფერს გაიგებენ. თვით კითხვაც კი ფუჭი ეჩვენებათ.

*
სრულქმნილი არსი უძრავია, უმოქმედო, და არაფერს არ სა-
ჭიროებს. მაშასადამე, ის არ შეიძლება იყოს შემოქმედი, ვი-
ნაიდან ქმედება მის ცვლილებას გამოიწვევდა – უფრო დიდს
გახდიდა ან დააპატარავებდა მას.

*
მე მსურს, რომ ჩემგან მთლიანად დამოუკიდებელი არსი,
სრული შეგნებითა და თავისი თავიდან გამომდინარე, ზუსტად

210
ისე იქცეოდეს, როგორც მე მსურს, რომ იქცეოდეს, – ასეთია
ღმერთის იდეალი.

*
ყველაზე უფრო უცნაურ ცრურწმენებს ხალხებისათვის ხელი
არ შეუშლია იმაში, რომ ძლევამოსილებისა და სიდიადის
მწვერვალისათვის მიეღწიათ.
რომაელებმა, თავიანთი ათასობით ბრიყვული ღვთაების,
უაზრო რიტუალების და იმ ურიცხვ ფორმალობათა მიუხედავად,
რომლებსაც თვით ბრძოლის ველზეც კი ასრულებდნენ, – შექ-
მნეს სამყარო, რომლის ნანგრევებსაც ჩვენ დღემდე ვეხიზნე-
ბით.

*
აფერუმ ღმერთს, თავის ძეს მსხვერპლად რომ სწირავს ამ
ძაღლთაპირ ადამიანებს! კერპთაყვანისმცემელი ხომ არ არის
ღმერთი?

*
ჩვენ ყოველთვის ვვარაუდობთ, რომ არის ვიღაც თუ რაღაც,
– უხილავი და დაფარული, – სამყაროში თუ მის გვერდით, რო-
მელმაც იცის, და ჩვენ გვსურს ეს ცოდნა, რადგანაც იმის სა-
შუალებას გვაძლევს, რომ საგნებისა თუ ჩვენსავ საკუთარ მის-
ტერიაზე ვიმსჯელოთ. მაგრამ ეს მისტერია ისეთივე ბუნებისაა,
როგორც ჩვენი ქმედითობა, და სხვა აზრი არ გააჩნია.

211
ჩვენ გვსურს, რომ რიყის ქვა იჭმებოდეს.
ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ საგნებსა და ადამიანებს
არ ჰქონდეთ აბსოლუტური არსებობა და არარელატიური
რეალობა, და თვით ისიც კი, რომ ამა თუ იმ მიზნისათვის არ იყ-
ვნენ შექმნილნი... რომ ხედვის ყველა წერტილს არ აერთიანებ-
დეს ერთი წერტილი, და რომ გარკვეული გონიერება ერთობ-
ლივად არ მოიცავდეს მთელსა და ნაწილს, ზოგად კანონებსა თუ
კერძო შემთხვევებს, წარსულს თუ მერსისს...

*
არსებობს რელიგიის სიყალბის ოთხი ნიშანი: სასწაულები,
მისტერიები, მუქარა, აღთქმა.
ერთიც საკმარისია.
რადგანაც პირველს სურს განმაცვიფროს, მეორეს – გამაოგ-
ნოს, მესამეს – დამაშინოს, მეოთხეს – მიმიტყუოს.
ოთხივე ნიშანი ღმერთის უღირსსა მხდის.
მე არა მწამს ღმერთი, რომლისთვისაც მე ვარსებობ.
მაგრამ თუ არის ღმერთი და, თანაც, სწორედ ასეთი არის,
ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებისა და წვდომის უნარს აღემატე-
ბა, რანაირი კმაყოფილება უნდა ჰპოვოს იმაში, რომ განცვიფ-
რებით დამაკნინოს, გამოცანებით გამაბრუოს, სასჯელის შიშით
თავზარი დამცეს და დაპირებით მიმიტყუოს.

*
რარიგ უბადრუკნი ვიქნებოდით და რა ცარიელი იქნებოდა
ჩვენი სული, მთელი ეს მითები, ეს არაკები, ეს ალეგორიები, ეს

212
საკრალიზებული კალამბურები, ეს ჰიპოთეზები, ეს ხატოვანი
სიტყვა-თქმები და მეტაფიზიკის ეს ფსევდო-პრობლემები რომ
არ არსებობდნენ.
სწორედ სიყალბე აფერადებს და ასულდგმულებს ჭეშმარი-
ტებას. – ეს ბავშვობის ასაკში მყოფი ხალხები თავიანთ ზღაპ-
რებს უამბობენ ხანდაზმულ ხალხებს, რომელიც მონუსხულნი
უსმენენ და ამით იქცევენ და ინუგეშენებ თავს.

*
ყოვლად შეუძლებელია ღმერთის გამომჟღავნება. ყველაფე-
რი ისე ხდება თითქოს მორწმუნეს მაიკელსონის ცდა ჩაეტარე-
ბინოს, ოღონდ დადებითი შედეგით. არავითარ შეგრძნებას არ
ძალუძს არსის განსაზღვრა.

*
მარადისობის პრაქტიკული ხატება...
მარადისობა არის ერთფეროვანი მოძრაობა, რომელიც
მიიტაცებს არსს, როცა სიცოცხლესთან მისი დამაკავშირებელი
ძაფი წყდება, და ის, მხრების გასწვრივ გატყორცნილი, თავს აღ-
წევს აწმყოს წრესა და მისი მოკვდავი სხეულის ცენტრისკენულ
მიზიდულობას.

*
რას ფიქრობთ სიკვდილზე?

213
მე მიფიქრია ამ საკითხზე, რომელიც ყველაზე ცენტრალურ
და ყველაზე კონსტანტურ პრობლემად მესახება.
მაგრამ სიკვდილი ექსცენტრული სუბიექტი გახლავთ...

*
ყველა რელიგია, ყველა მეტაფიზიკა, არსებითად, ამ უცნაურ
კითხვას უკირკიტებს: მკვდრები არიან თუ არა მკვდრები?
თუ მნიშვნელობას მივანიჭებთ ამ კითხვას, მთელი ჩვენი ძა-
ლისხმევა აქეთკენ უნდა მივმართოთ, – ეს სტრატეგიული წერ-
ტილი გახლავთ. ესაა პრობლემა, რომელსაც
ი. გარკვეული აზრი უნდა მივანიჭოთ, ესე იგი, ასე თუ ისე
გონმისაწვდომი სიტყვიერი გამოხატულება უნდა მოვუძებნოთ.
იი. ჩვენს განკარგულებაში მყოფ ყველა საშუალებას მის გა-
დასაჭრელად უნდა მოვუყაროთ თავი.

*
ქრისტიანული რელიგია იმ ხალხისაგან იღებს დასაბამს, რო-
მელსაც არც მეცნიერება ჰქონდა და არც ფილოსოფიის ხელოვ-
ნება.

*
რწმენა იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი საგანი დაინახო
იქ, სადაც სამი საგანია, ანდა ათასი. გამარტივება.

214
*
რწმენა ჩემს მრწამსს უპირისპირდება, ისევე როგორც ყველა
ღმერთი – ჩემს ღმერთს.

*
არაფერია უფრო ადამიანური, ვიდრე ღვთაებრივი.

*
გასროლილი ქვა უნდა დავარდეს, – სულ ესაა, რაცაა, სიკ-
ვდილი.

*
ვცადოთ ავაგოთ ღმერთი ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად
იქნეს გამოყვანილი და დედუცირებული ადამიანური წანამ-
ძღვრებიდან. რაც უფრო მეტად უცხო იქნება ჩვენთვის, მით უფ-
რო მეტად იქნება ღმერთი! თუკი შენს ღმერთში შენსავ სურ-
ვილს, შენსავ გრძნობას, შენსავ განცდას სცნობ, შემუსრე შენი
ღმერთი.

*
ღმერთი – ოკეანე – თავისსავე წიაღში ჭვრეტს უცნაური ორ-
ფეხების მიერ აღმართულ ცნობიერების ნაგებობებს, როგორც
პოლიპების მიერ აგებულ მარჯნის რიფებს.

215
*
ისინი, ვინც ანტი-ქრისტიანები ჩანან თავიანთი სიტყვით თუ
ქცევით, ძალიან ხშირად უკეთესი ქრისტიანები არიან თავიანთ
ფიქრებსა თუ სიმარტოვეში, ვიდრე პროფესიონალი ქრისტიანე-
ბი.
მაგრამ ეკლესიები ყოველთვის მოჩვენებითი ნიშნის მიხედ-
ვით ასხვავებენ თავიანთ რჩეულთ; ეს გარდუვალია. აქედან გა-
მომდინარეობს განსაცვიფრებელი შედეგი.
უცნაური წარმართები, უცნაური ქრისტიანები.

*
თუ სამყაროს წესრიგი შემოქმედს გულისხსობს, მაშინ მისი
უწესრიგობა გულისხმობს... შეცდომას თუ საპირისპირო ძალას.
ეგეც არ იყოს, ეს წესრიგი დაკვირვების სიზუსტის გარკვეულ
ხარისხსა და მიახლოებითობის გარკვეულ საფეხურს უკავშირ-
დება.

*
შენ შეგიძლია, საკუთარი ნება-სურვილით, სამყაროში ისევე
დაინახო წესრიგი, როგორც უწესრიგობა.

216
რელიგიის ისტორიული ბაზისი ადამიანია; მისი ენა, მისი
მოწმობა; ეს ენა და ეს მოწმობა კი უცნობი ადამიანებისაა; ჩვენ
არც მათ სიწრფელეს ვიცნობთ, არც მათ პატიოსნებას, არც გამ-
ჭრიახობას, არც კულტურის დონეს, არც მორწმუნეობის ხა-
რისხს და ა. შ.
– აქ პასუხს იძლევიან იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლებო-
და არც კი დაესვათ, მაგრამ არ პასუხობენ იმ კითხვებს, რომლე-
ბიც უთუოდ უნდა დაესვათ...

*
რელიგიათა უმეტესობა გვიკრძალავს სულის ბევრი უნარის
გამოყენებას, ისევე როგორც დუელში აკრძალულია მარცხენა
ხელის ხმარება.
და პირიქით, ისინი გვაქეზებენ საიმისოდ, რომ ხელოვნურად
შეკოწიწებული კითხვები დავსვათ.

*
ღირს კია კაცი იმად, რომ ღმერთმა მისი შექმნით დაიმციროს
თავი?

*
მე ზოგჯერ აგნოსტიკოსს მიწოდებენ...
მაგრამ აგნოსტიკოსი გულისხმობს იმას, ვისაც სწამს, რომ
ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.

217
მაშინ როდესაც მე არაერთხელ მითქვამს, რომ ესა და ეს
პრობლემა საერთოდ არ არსებობს: აზრი არა აქვს.

*
იშვიათია სიყვარული, ამ სიტყვებით რომ მიმართავდეს თა-
ვის საგანს: მე შენ მიყვარხარ ისეთი, როგორიცა ხარ. ყველა შე-
ნი შეცდომა, ყველა შენი ნაკლი – ისევ შენა ხარ, და ა. შ.
მისტიკოსები ეუბნებიან ღმერთს: ჩვენ შენ გვიყვარხარ შენი
აუხსნელი სიმკაცრის, შენ მიერ შექმნილი სიავის და სიკვდი-
ლის, შენ მიერ ჩვენსა და შენ შორის დათესილი ეჭვისა და ბუნ-
დოვნების, შენი სიტყვების ორაზროვნების, შენი შინაგანი წინა-
აღმდეგობების, შენი ფუჭი მისტერიების, შენი აბსურდულობის,
შენი განუხორციელებელი მოთხოვნების და სხვა მისთანათა
მიუხედავად...
კი მაგრამ, ღმერთსაც რომ ასე დიდსულოვნად უყვარდეს კა-
ცი? – ეს იქნებოდა დიდად უცნაური რელიგია, სადაც ღმერთი
თავის ნებაზე მიუშვებდა კაცს და მით უფრო კმაყოფილი იქნე-
ბოდა მისი ქცევით, რაც უფრო...

*
გწამდეს ღმერთები, ნიშნავს გწამდეს ადამიანები, რომლებიც
გვასწავლიან ღმერთების სახელებს თუ ატრიბუტებს და ამტკი-
ცებენ მათ არსებობას. მაშასადამე, უნდა განვიხილოთ ეს ადა-
მიანები, მათი გონიერება, მათი ცოდნა, მათი ზნეობა; შემდეგ კი
– მათ მიერ მოხმობილი არგუმენტები და შევადაროთ ისინი

218
სხვების – მათი თანამოაზრეებისა თუ მათი მოწინააღმდეგეების
არგუმენტებსაც.

*
ხომ შეიძლება ვიკითხოთ: ძირფესვიანად განსხვავდება თუ
არა სიცოცხლის დაკარგვა მზერის, სმენის, გრძნობელობის,
ცნობიერების დაკარგვისაგან, რაც, არსებითად ცნობილი და
განცდილი გახლავთ, მაგრამ ჩვენ აქედან არ გამოგვაქვს რაიმე
უჩვეულო ან უფრო ღრმა დასკვნა, ვიდრე ამა თუ იმ მექანიზმის
მოშლისას ან მისი ფუნქციონირების შეწყვეტისას.

*
ეკლესიის სასიცოცხლო საქმე თვით დასაბამიდან ის გახ-
ლდათ, რომ აუცილებლად გამოეყო საღმრთო წერილში ის, რაც
მისთვის ხელსაყრელი იყო, იმისგან, რაც მას უხერხულობაში
აგდებდა. ასე მაგალითად: ადამიანის შექმნა? დიახ; მაგრამ მო-
ზელილი თიხისაგან? არა, და ა. შ. და ა. შ. ასე შეგვეძლო წუნდე-
ბულთა ნუსხის შედგენა! და ღმერთი, ზუსტი ცოდნის თანდათა-
ნობით ზრდის კვალობაზე, მით უფრო უმნიშვნელო ან აბსტრაქ-
ტული ხდებოდა, რაც უფრო მეტ ეჭვს ბადებდა საღმრთო წერი-
ლი...

219
ის, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია რამდენიმე წუთში, შე-
იძლება მატერიალურად ხორცშესხმულ იქნეს რამდენიმე მილი-
არდი წლის განმავლობაში.
ბოლოს და ბოლოს, თუკი ჩანასახი ესოდენ მალე იქცევა ადა-
მიანად, ვითომ რატომ არ შეიძლებოდა, რომ ხამანწკა მტრედად
თუ მაიმუნად ქცეულიყო? მაგრამ მე ევოლუციონისტი არ გახ-
ლავართ, – ესე იგი, ჩემს განკარგულებაში არ არის ეს მილიარ-
დები. მე არა მაქვს ამ ცვლილებებისთვის საჭირო ფსიქოლო-
გიური საუკუნეები.
მე მხოლოდ რამდენიმე წუთი მაქვს და ამ რამდენიმე წუთის
განმავლობაში თვით აზრითაც კი შეუძლებელია ესა თუ ის მნიშ-
ვნელობა მივანიჭოთ ამ ტრანსფორმისტულ თეორიებს.

*
ევოლუციის პრობლემებთან მიმართებით თვით ყველაზე
მძლავრი აზრიც კი ისევე უმნიშვნელოა, როგორც პროტონი –
მთასთან შედარებით.
აქ არავითარი ინერცია, იქ კი მოჩვენებითი ინერტულობის
უსასრულობა და მარადისობა. აი, რატომაა, რომ მთელი ეს
გარდაქმნები უცნაური ილუზიის სახით წარმოგვიჩნდება.

*
სიცოცხლე როგორც აუცილებელი ფენომენი. როგორ შეეძ-
ლო სამყაროს აუცილებლობად ექცია სიცოცხლე? ვითომ რა
აუცილებელი იყო სიცოცხლე?

220
*
ცოცხალი არსების კონსტრუირებისას ბუნება ადამიანივით
როდი იყენებს მასალას. მას არ შეუძლია დაამზადოს ერთგვა-
როვან მეტალთა მასები, მაშინ როდესაც ადამიანს არ შეუძლია
მოლეკულური თუ ატომური განზომილებების დონეზე ააგოს რა-
მე.
ბუნება საკმაო სიდიდის სხეულის ასაგებად მოქსოვს კო-
ლოიდების ბადეს, რომელშიაც გახსნისა თუ დალექვის გზით შე-
იყვანს მინერალურ ელემენტებს.
როდესაც ქმნის, მისთვის სრულიად ურგებია ის, რაც არ
არის, ან რაც ხსნადი არ არის. აქედან – მარილების არსებითი
როლი.
და მერე, მას არ შეუძლია განეშოროს თავის ქმნილებებს; მას
თავს მოხვეული აქვს ყოვლის თანაკავშირი და თანაარსებობა.
არსად მოიძებნება თავისუფლად მბრუნავი ღერძი.

*
როდესაც ამბობენ, რომ სიცოცხლე, გრძნობელობა, ცნო-
ბიერება ფიზიკურ-ქიმიურ ფენომენთა ერთობლიობითაა განსაზ-
ღვრული, ეს უაზრობაა...
დღემდე ცნობილი ფიზიკურ-ქიმიური კანონები რომ კმაროდ-
ნენ ცოცხალი ბუნების ასახსნელად?
მისაღებია საკითხის მხოლოდ ერთი გადაჭრა: შეიძლება თუ
არა იმის დამტკიცება, რომ ცოცხალი მკვდრისაგან იღებს დასა-
ბამს?

221
თუ შეიძლება იმნაირი მანქანის აგება, რომლის ფორმაც მის-
სავ მასალაზე იქნებოდა დამოკიდებული და რომელსაც ექნებო-
და თვითშენახვისა და თვითგამრავლების უნარი?

*
დროდადრო მე მათრობს, თავბრუს მახვევს და წელში
მწყვეტს ჩემი აზრების უსასრულო მრავალფეროვნება, – მე ან-
გარიშმიუცემლად ვჩერდები, ამ ურიცხვი იდეით გაოგნებული,
რომლებიც ჩემს ტვინში ისახებიან, ციმციმებენ, ფეთქავენ, ნა-
პერწკლებს აფრქვევენ და... ანაზდეულად ქრებიან, იმ უთვალა-
ვი ახლად ამოწვერილი ყლორტის მსგავსად, რომლებსაც დიდი
ხნის სიცოცხლე არ უწერიათ, რათა ბუნებრივმა შერჩევამ უზ-
რუნველყოს ტყის სიმეჩხერე.
ამ მფეთქავი და ფუჭი სიმრავლიდან, რომელშიაც თავგზააბ-
ნეული წამით ვიკარგები და რომელიც ჩემთან ერთად იკარგება
იმავე წამს, როცა მე მასში ვიკარგები, მთელი ჩემი დაკარგუ-
ლობისა თუ დანაკარგის მიუხედავად, მე მაინც გამომყავს ერთი
იდეა, რომელიც თვით ამ სიმრავლეს ეხება: უშუალო და ბუნებ-
რივ ჩანასახთა სამყაროში სული ისევე იქცევა, როგორც ბრმა
ბუნება. მე ხან სპერმატოზოიდებისა და მარცვლების ურიცხვი
სიმრავლის ნაყოფიერებაზე ვფიქრობ, ხანაც ატომების ფუთ-
ფუთსა და მათ ურთიერთშეჯახებაზე. მხოლოდ ნაწილი თუ მიაღ-
წევს ჭურჭლის კედლებს. მხოლოდ ნაწილი თუ ეზიარება სიცოც-
ხლეს. განაყოფიერებულ და გაუნაყოფიერებელ უჯრედთა სი-
ცოცხლის ურთიერთგანსხვავება. განაყოფიერება სტატისტიკუ-
რი მოწყალებაა.

222
იდეა გრძნობელობით განაყოფიერებული ფენომენია, რომე-
ლიც, თავის მხრივ, ანაყოფიერებს იდეების შემოქმედ არსს.

*
სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე შეიძლება შევადაროთ ბობო-
ქარ ხანძარს, რომელიც გააფთრებით უტევს ყველაფერს, რაზე-
დაც კი ალი მიუწვდება, უსასრულოდ ვრცელდება, დროებით
უკან იხევს, ჩერდება, ნაპერწკალს ტყორცნის, რათა გადალახოს
სივრცე, დაიპყროს ახალი მიჯნა, ფეხდაფეხ მისდევს თავისსავე
თავს, იერიშით იღებს ყველაფერს, რასაც გზად აწყდება და რი-
თაც საზრდოობს, დაუსრულებლად ქმნადი, ცვლადი და თავისი
ყოველწამიერი რაობისგან განსხვავებული, – აი, როგორ აღიქ-
ვამდა დამკვირვებელი სიცოცხლის სტიქიურ მთლიანობას და
ერთობლიობას, მაორგანიზებელ და მაფორმირებელ ძალას,
რომლის ნადავლიც ხდება ყველაფერი, რაც შეიძლება ფორმით
ორგანიზებულ იქნეს, ისევე როგორც ცეცხლში დეფორმირდება
ყველაფერი, რაც შეიძლება დაიწვას, დაიფერფლოს და დანახ-
შირდეს.

*
მარცვალში მოქცეულია ყველაზე დიდი საიდუმლო, რადგან
ის ცოცხლობს და, იმავდროულად, არც ცოცხლობს. შეკუმშული
ზამბარა.

223
მთელი სამყარო სულს უბერავს მარცვალს, და მისგან ხეს
აღმოაცენებს.

*
მარცვალი აწმყოს ჩარჩოში ჩასმული მომავალია, ყველაფე-
რი, რაც საჭიროა ნორმალური განვითარებისათვის, გარემოს
გარდა...

*
ცოცხალმა ბუნებამ თითქოს იცის, რომ ფიზიკა და ქიმია საჭი-
როა მისი სახეობების შესაქმნელად. არ ვიცი, რაიმე მნიშვნე-
ლობას აქვს თუ არა მისთვის ასტრონომიას. ცხადია, რომ ეს
ჩვენსავით როდი ასხვავებს ერთმანეთისგან რაოდენობრიობასა
და თვისობრიობას, მატერიას და ენერგიას, დროსა და სივრცეს
და ა. შ. ის მოქმედებს სრულიად უჩვეულო გარდაქმნების გზით.
მის მიერ და ჩვენ მიერ გადაჭრილი ერთი და იგივე პრობლემა
ორი სრულიად სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს. ჩვენ ვმოქმე-
დებთ, და ეს მოქმედება თავს გვახვევს მიზნის, მიზეზის და შედე-
გის იდეას; მაგრამ ამ დაუძლეველ ცნებებს საერთო არა აქვს რა
ცოცხალ ბუნებასთან, და ჩვენ გადაულახავ წინააღმდეგობებს
ვაწყდებით ხოლმე, როდესაც ვცდილობთ ბუნებას მივუსადაგოთ
ისინი. ჩვენ ვცდილობთ საქმე ისე წარმოვიდგინოთ, ვითომცდა
იმან, ვისთვისაც უცხოა ცოდნა, იცის, და ის, ვინც ვერაფერს ხე-
დავს, წინასწარ ხედავს, და ა. შ.
ეგეც არ იყოს, ჩვენ ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ მხოლოდ
გარშემოწერილი, სასრული სივრცის ფარგლებში, რომელსაც,

224
ჩვენი მხრივ, დაუსრულებლად ვყოფთ და ვანაწევრებთ, ვი-
ნაიდან ვგულისხმობთ, რომ საწყისი პირობები (მატერია და
სხვ.) ინახება, მაშინ, როდესაც სხვები შეიძლება უგულებელყო-
ფილი იქნენ.
ყოველივე ეს მოითხოვს საზღვარს. გონების ქმედითობა
მთლიანად ლიმიტირებულია, მთლიანად საზღვრებითაა შემო-
ფარგლული. არაფერი ასე ძირეულად არ განსხვავდება ბუნების
დამატებითი (ადიტიური) და შეუქცევადი ქმედითობისგან.

*
ჩვენა გვაქვს მხოლოდ აქტი, როგორც ინტელიგიბილური ნი-
მუში. მაშინ, როდესაც აქტი ძალზე შეზღუდული, ძალზე კერძო
შემთხვევაა ბუნებისათვის.

*
სიცოცხლე და ცნობიერება თითქოს ჩაცურებულნი, ჩაჟო-
ნილნი და განვითარებულნი არიან უსიცოცხლო სამყაროს ნაპ-
რალში.

*
სიცოცხლე განუყოფელია მატერიისაგან, – ვინაიდან ის გარ-
კვეული მატერიის მოდიფიკაციაა, – მაგრამ განუყოფელია ისე,
როგორც ტალღა – წყლისაგან. დიახ, როგორც ტალღა წყლისა-
გან, მაგრამ არა პირუკუ – როგორც წყალი ტალღისაგან.

225
*
აღსანიშნავია, რომ ინტელექტს გაცილებით უფრო ნაკლებ
ესმის სიცოცხლე, ვიდრე ინერტული სისტემები. ის მათ ვარიაცი-
ებს გაცილებით უკეთ წარმოიდგენს, უკეთ აღიქვამს, ვიდრე სი-
ცოცხლისას. არადა, სიცოცხლესთან ხომ გაცილებით უფრო ახ-
ლოა (ან უნდა იყოს), ვიდრე ამ სისტემებთან?

*
დაუკვირდი ცოცხალ არსებას, რასაც შენ ხედავ და რაც პირ-
ველად გხვდება თვალში, ესაა მთლიანი მასა, რომელიც მოძრა-
ობს, დარბის, დახტის, დაფრინავს, დაცურავს, რომელიც სუნ-
თქავს და მოქმედებს, რომელიც ამრავლებს თავის აქტებს და
თავის გარეგნულ გამოვლინებებს, თავის მძვინვარებას, თავის
კონსტრუქციებს და თავის თავსაც მატერიალურ გარემოში...
ეს მასა, ეს ქმედითობა, ეს ჯილაგი, რომელიც შენს განცვიფ-
რებას იწვევს, რთულია, კომპონენტებისგან არის შეთხზული.
შენ ერთი შეხედვითაც შეგიძლია აღიქვა, რომ მთელი სამოძ-
რაო აპარატი – ფეხები, თათები, ფრთები – მთლიანი მასის უდი-
დეს ნაწილს შეადგენს; რომ საჭმლის მომნელებელი თუ სასუნ-
თქი ორგანოების მოცულობაც საკმაოდ დიდია; რომ ისინი გან-
საკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცხოველის
ცხოვრებაში და რომ ამ ცხოვრების მთელი ხანგრძლივობა, და-
საბამიდან დასასრულამდე, თითქმის მთლიანად იმას ხმარდება,
რომ საზრდოთი უზრუნველყოს მატერიის ეს უძღები შთან-
მთქმელნი და მომხმარებელნი. მაგრამ შენ იმასაც გრძნობ,

226
რომ ის, რასაც ესოდენ ხარბად დაეძებს ცხოველი მთელი თავი-
სი ორგანოებით, მთელი თავისი მასითა და მთელი თავისი სი-
ცოცხლის განმავლობაში, თუმცაღა აუცილებელია, მაგრამ არ-
სებითი მაინც არ არის მისთვის, და მართლაც, ცხოველს რომ
საცხოვრებლად მიჩენილი ჰქონდეს საგანგებოდ ორგანიზებუ-
ლი გარემო, სადაც სითბო უშუალოდ მიეცემოდა, სადაც სათანა-
დოდ რეგულირებული ჰაერის წნევა ზედმეტს გახდიდა ფილტვე-
ბის ქმედითობას თუ სუნთქვას, სადაც მისი სისხლი მზამზა-
რეულად მიიღებდა ამ სუბსტანციას, რომლის არაუშუალო გადა-
მუშავება მოითხოვს სისხლძარღვების, თირკმელების, ჯირ-
კვლების მთელ სისტემას, ღეჭვას, ცოხნას, მონელებას, უწინა-
რეს ყოვლისა კი მოპოვებას – თავისი გრძნობისა და მოძ-
რაობის ორგანოებით, თავისი ინსტინქტებით და ა. შ. მაშინ ცხო-
ველი უცნაურად დაილეოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიცოც-
ხლე მაინც გაგრძელდებოდა და, ბუნებრივ მექანიზმთა წყალო-
ბით, შეიძლება უკეთესი პირობებიც კი შეჰქმნოდა, ვიდრე ამჟა-
მად აქვს. მაგრამ რა იქნებოდა ეს სიცოცხლე? – აღარ იქნებოდა
აღარც ინსტინქტები, აღარც შეგრძნებები, აღარც წარმოდგენე-
ბი, აღარც მოძრაობა, აღარც მახსოვრობა... ნერვები გადაგვარ-
დებოდნენ და გაქრებოდნენ კუნთებსა და გრძნობებთან ერთად,
და თუ სისხლის რეგენერაცია თავისთავად განხორციელდებო-
და, სრულყოფილად მისადაგებული გარემოს წყალობით, და
სითბოც უშუალოდ მიეცემოდა, ცხოველი ელემენტარული სი-
ცოცხლის დონეზე დაიყვანებოდა.
გონიერება გაუჩინარდებოდა ყოველივე იმასთან ერთად,
რაც მას გამოვლენის საშუალებას და სტიმულს აძლევს, ესე იგი,
გარემოებების მერყეობასა და ცვალებადობასთან ერთად. ამ
მსჯელობიდან გამომდინარე, შენ ხედავ, რომ ის, რაც არსები-

227
თია სასწაულებრივი სიცოცხლისათვის, ამავე სიცოცხლის აქსე-
სუარებზე დაიყვანება, ყოველგვარი ვნება და მოქმედება. ყო-
ველგვარი გრძნობა და შემეცნება ერთგვარი ფუნქციონირების
აპრიორულად აურაცხელ განვითარებებს წარმოადგენენ, ფუნ-
ქციონირებისა, რომელიც გარემოს უკმარისობის მიმართ გარ-
კვეულ პასუხად თუ რეაგირებად გვევლინება. აღარ იქნებოდა
ხელოვნების ნაწარმოებებიც, ბუნება რომ უფრო მშვენიერი ყო-
ფილიყო, მისი მღვიმეები – უფრო მომხიბლავი და საცხოვრებე-
ლი უფრო მოსახერხებელი, მუსიკა რომ ყვავილებიდან დაბადე-
ბულიყო და ისევე გადმოღვრილიყო, როგორც იფრქვევა სურნე-
ლება და ა. შ.
სული, გონება, ინდივიდუალობა, აზრი და ა. შ. ჯერ კიდევ
არამყარი პროდუქტები არიან, შემთხვევითობებისადმი სიცოც-
ხლის ადაპტაციით წარმოებულნი. სახეობათა უსასრულო სხვა-
დასხვაობა, თითოეული მათგანის ფორმებისა და საშუალებების
გამაოგნებელი მრავალფეროვნება, მათი ნათესაობა და ურთი-
ერთგანსხვავება გვაფიქრებინებს, რომ ცნობიერება და გრძნო-
ბელობა შეიძლებოდა არც მოვლენოდნენ ქვეყანას, ანდა სრუ-
ლიად სხვა თვისებებით ყოფილიყნენ შეცვლილნი...
ერთის სიტყვით, თუ სიცოცხლეს განვძარცვავდით აქსე-
სუარებისგან, ფორმებისა და ფუნქციებისგან, რომლებიც შეიძ-
ლება გარემოს მოდიფიკაციებით გადანაცვლებულად წარმო-
ვიდგინოთ (და რომლებიც მართლაც სხვადასხვაობენ სა-
ხეობებთან ერთად და შეიძლება ცვალებადობა განიცადონ), ეს
სიცოცხლე არარაობაზე დაიყვანებოდა. მაშასადამე, ის... აქცი-
დენტურია.
შდრ. ჩანასახოვანი სიცოცხლე. სწორედ ესაა არსებითი სი-
ცოცხლე.

228
და მაშინ ეს არარაობა, ან თითქმის არარაობა, შეიძლება გა-
დაცემულ იქნეს... თითქმის არარაობით – ჩანასახით, და სწო-
რედ ეს ჩანასახია, რაზედაც დაგვყავს ჩვენი თავი, როდესაც,
ვგრძნობთ, რომ მაინცა ვართ, მას შემდეგ, რაც ყოველგვარ აქ-
სესუარს ჩამოვიცილებთ, რომლებიც ანიჭებენ სიცოცხლეს მის
გარეგნულ ფორმას, მის სხვადასხვაობას, მის ენერგიას, მის
ეფექტს, მის ძალმოსილებას, მის ცვალებადობას და ა. შ.
ეს კი ნიშნავს, რომ მსჯელობის გზით მივადგეთ ერთადერთ
მარტივ უჯრედს, და ვინ იცის, არსებობს თუ არა ეს უჯრედი თვი-
თეულ ჩვენგანში, ორგანიზმის გარკვეულ წერტილში და არა
ნერვულ სისტემაში.
სრულქმნილ გარემოში არსი ილევა.

*
სიცოცხლეზე მსჯელობა გარემოს გაუთვალისწინებლად
წყლის ნაყვაა.

*
მეცნიერებას მხოლოდ ინერტულობის წყალობით შეუძლია -
წვდომა. როგორც კი ინერტულობა განზე რჩება, აშკარად ისახე-
ბა და იქარგება გამონაგონი, ცოცხალი არსი უშუალოდ ერთვე-
ბა იმაში, რასაც ხედავს, და თავისებურად ასულიერებს მას.

229
ცოცხალი ბუნების ტენდენცია თითქოს იქითკენაა მიმართუ-
ლი, რომ შექმნას ინდივიდუალობა, განავითაროს ის, რაც სპე-
ციფიკურია, თითოთეული ერთეულისათვის, – განავითაროს
იმით, რომ ყოველ მათგანში მოახდინოს მისივე საკუთარი ის-
ტორიის ფიქსაცია (რაც აუცილებლად განსხვავებულია ყველა
სხვისაგან, ვინაიდან გარემო არასოდეს არ არის ერთგვაროვა-
ნი და არც ერთდროულად იდენტური). (შეიძლება თუ არა წარ-
მოვიდგინოთ მენდელეევის სისტემა ბიოლოგიაში? უჯრედთა ნ
შესაძლო ტიპი თუ სახეობა? საზღვრული თუ უსაზღვრო ევოლუ-
ცია? შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ უჯრედები მგრძნო-
ბიარენი ყოფილიყვნენ ამა თუ იმ გამოსხივების მიმართ? მაგნი-
ტური ველის მიმართ?)...
მენდელის კანონები ადგენენ სპეციალიზაციასა თუ ინდივი-
დუაციას ნაზავის წინააღმდეგ, – ან, სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას თანაყოფის წამიერი ინ-
ციდენტის წინააღმდეგ.

*
სულს არ შეუძლია გაუძლოს სიცოცხლის წმინდა ხილვას, ვი-
ნაიდან სიცოცხლე ესაა მონოტონური და ციკლური პროცესი,
რომელიც შემაძრწუნებლად მოქმედებს მასზე, – და ეს ოპოზი-
ცია უცნაურია.

*
სახეობაოთა ესოდენ ურიცხვი სიმრავლე გვაფიქრებინებს,
რომ ადამიანური ინდივიდი ძალზე კერძო შემთხვევა გახლავთ.

230
გონიერება არ უნდა იყოს უფრო უნივერსალური, ვიდრე მისი
მტვირთველი არსი...

*
ჩვენ ბევრს ვერაფერს ვუგებთ სიცოცხლეს, ვინაიდან ვიტა-
ლურ ფენომენთა განვითარება კანონებისა და სიდიდეების მრა-
ვალრიცხოვან წესრიგთა ფარგლებში მიმდინარეობს, მაშინ
როდესაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აღ-
ვიქვათ მხოლოდ ერთი ამ სიმრავლეთაგანი; – მეტიც, – ეს
მრავლობითობა მხოლოდ ჩვენთვის არსებობს, – ჩვენთვის,
რომელნიც თითქოს იმისთვის ვართ შექმნილნი, რომ ყველაფე-
რი დავყოთ, განვასხვავოთ და ჩვენს ცვლად დამოუკიდებლობას
მივუსადაგოთ, გავაცალკევოთ სისტემები, ვეძიოთ ის, რაც ინა-
ხება და ა. შ...
მაგრამ სიცოცხლე ინახავს მხოლოდ მომავალს.
ის გარკვეული მომავლის კონსერვაციაა.
ალბათობის შენახვის ალბათობა.

*
პასტერი აპირებდა სხეულის ორგანულ მოლეკულათა კრის-
ტალური კონსტრუქციისა და ამავე სხეულის არაბიოლოგიური
წარმომავლობის მოლეკულათა სიმეტრიების სხვაობისა თუ
კონტრასტის გზით განესაზღვრა სიცოცხლის ცნება. თუკი ხე-
ლახლა გამოვიხმობთ ამ იდეას და რელატიურობის მეთოდებით
განვიხილავთ ამ ორმაგ ფორმაციას, შეიძლება გამოვავლინოთ
კერძო სიმრუდის პირობა.

231
*
ატომურ დონეზე არც ცოცხალი არსებებია და არც სხვები, –
წყალბადის ატომმა არ იცის, რომ ის შეადგენს ოკეანეს, ტვინს,
ატმოსფეროს.

*
სარგებლიანობა, მშვენიერება და ა. შ. მხოლოდ ადამიანური
დახასიათებებია. ცოცხალი ბუნება არა სცნობს ამ შეფასებებს,
მათი გაგონებაც არ უნდა...

*
როდესაც ვფიქრობთ, რომ ჩანასახს თუ სპერმატოზოიდს ერ-
თი ნაპირიდან მეორეზე გადააქვს ნიშან-თვისებათა მთელი მო-
მავალი, მთელი ფატალურობა (სხვათა შორის, სრულიად გულ-
გრილი ინდივიდუალური პროდუქტის მთელი შემდგომი მნიშ-
ვნელობის მიმართ, ვინაიდან ბუნებისათვის არსებები, ნაკლო-
ვანებები, კრუნჩხვები, კანის ფერი, ტენდენციები და ა. შ. ერთად
შეფუთულია და ყოველგვარი განსხვავების გარეშე გამოგზავნი-
ლი), რომ ამ პაწაწკინტელა ელჩების, ისევე როგორც მათი მი-
ლიარდობით კოლეგის, იმავე საელჩოს თანამშრომლების
სტრუქტურა გამჭვირვალეა და ნატიფი, ხოლო მასა უმნიშვნელო
და უბადრუკი, და, როგორც ურთულეს ნიშანთვისებათა გადაცე-
მის პროცესი გვიჩვენებს, მათი მოქმედება დენთზე ნაპერწკლის

232
ზემოქმედებით კი არ შემოიფარგლება, არამედ განაპირობებს
მთელს შემდგომდროინდელ განვითარებას, –
ჩვენ უკვე აღარ გვანცვიფრებს არავითარი სხვა დისპროპორ-
ცია მიზეზებსა და მათ შედეგებს შორის.
არც თანადროული ფიზიკის გამაოგნებელი აღმოჩენები ე-
ლექტრონის შესწავლის დარგში.
აქაა წარმოსახვის ერთ-ერთი ზღვარი.
ვინაიდან მას არ გააჩნია არავითარი მოდელი ამ ფენომენ-
თათვის.

*
განკაცებისა და ევქარისტიის საიდუმლოში არაფერია უფრო
საოცარი...
შემთხვევითობა, მიზანი; ინდივიდუაცია, განურჩევლობა; კე-
თილი და ბოროტი, მშვენიერი და მახინჯი, გენიალობა და სიშ-
ლეგე, სრულქმნილება და ნაკლოვანება, წინასწარხედვა და სი-
ბეცე, ენერგია და მატერია, სული და ინერცია, სიცოცხლე და
სიკვდილი, სასარგებლო და უსარგებლო, დეტერმინირებული
და თავისუფალი, –
ყოველივე ეს ერთმანეთშია ალუფხული და არეული, თითქოს
იმიტომ, რომ გაამასხროს ჩვენი აუცილებლობა და ჩვენი ლოგი-
კის კანონები.

233
სული, ცნობიერება, მახსოვრობა, გრძნობები და ა. შ. სიცოც-
ხლის პროდუქტები არიან, ისევე როგორც აქტები და... ნიჟარე-
ბი.
ისევე როგორც ინტელექტი... მაგრამ სიცოცხლის ამ პრო-
დუქტებს არ შეუძლიათ სიცოცხლის რეპროდუცირება, ესე იგი,
მისი აღქმა, მისი წვდომა, მისი გაგება: მიზნის, მოქმედების და ა.
შ. იდეები სიცოცხლის მიერ არიან წარმოებულნი და მასვე გუ-
ლისხმობენ. არა იმიტომ, რომ აქ რაიმე მისტერიაა, – მისტიური
არა არის რა იმაში, რომ თვალი თავის თავს ვერ ხედავს.

*
რა არის ჩვენთვის უფრო მეტად შეუცნობელი, უფრო გაუგე-
ბარი, უფრო გადაუჭრელი, ვიდრე სიცოცხლე? თავისი ათასგვა-
რი უცნაურობით, თავისი ბრმა ძალმოსილებით, თავისი სისუს-
ტითა და თავისი ძალზე შეზღუდული ფიზიკური პირობებით? სი-
ცოცხლე, რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არც
ისე, როგორც აუცილებელი (მაშინ აღარაფერი იქნებოდა არა-
ცოცხალი), და არც ისე, როგორც მთლიანად აქციდენტური; სი-
ცოცხლე, რომელიც თითქოს ჰქმნის მიზნებს და, იმავ-
დროულად, არ გააჩნია არავითარი მიზანი; რომელსაც სურს
მნიშვნელობა მიანიჭოს ამა თუ იმ ტენდენციასა და უთანაბრო-
ბას, მაშინ როდესაც სტატისტიკურად ყველაფერს ათანაბრებს.

*
კაციშვილს არ უოცნებია ელექტრობაზე, და კაციშვილი არ
ოცნებობს მთელს იმ ბუნდოვანებაზე, რასაც გვთავაზობენ სი-

234
ცოცხლის პრობლემები, რომლებიც აშკარად სცილდებიან
მიამიტური წარმოსახვისა თუ ფუჭი ვერბალიზმის ფარგლებს.
ფიზიკურ-ქიმიურ ცვალებადობებსა და მამაზეციერს შორის,
ტრანსფორმიზმსა და ანიმიზმს შორის, მილასლასებს ფაქტებისა
და ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების სიმძიმით წელში
მოხრილი ბიოლოგია, – მაგრამ იქ, სადაც ტენდენციაა, სასიკე-
თო არა არის რა მოსალოდნელი.

*
რეალური სივრცე (ჩვენი თვალითა და შეგრძნებებით დანა-
ხული და აღქმული) ევკლიდესეული სივრცე არ არის, – არ გააჩ-
ნია უცვლელი სიმრუდე.

*
მათემატიკოსები იკვლევენ ფორმის თვისებებს და არა ამა
თუ იმ კერძო პრობლემას.

*
ოპერაციების დამოუკიდებლობა მათი შინაარსისაგან, – აი,
უზენაესი ინტელექტუალური აქტი.
როდესაც შინაარსი თვით ოპერაციებით არის შექმნილი, ესე
იგი, როცა ეს ოპერაციები წინასწარ დასახულნი, განსაზღვრულ-
ნი და განცალკევებულნი არიან, მაშინ ჩვენ მათემატიკასთან
გვაქვს საქმე.

235
*
იფიქრე ამ საოცარი ელემენტარული დეფინიციების გამომ-
გონებლებზე – წრე, წრფე, წერტილი.

*
წამების ფასად მიღწეული მათემატიკური აღმოჩენა თავისთა-
ვად დიდი არაფერია. მხოლოდ მისი ელეგანტურობაა სასარგებ-
ლო, ღრმა და ნაყოფიერი, ვინაიდან მის გარეშე მათემატიკოსე-
ბი კურიოზულ არსებებად წარმოგვიდგებიან, მისი წყალობით კი
– ნიმუშებად, ელეგანტურობა – აი, რა არის არსებითი.

*
გეომეტრია არის მეცნიერება ფორმების შესახებ, რამდენა-
დაც ჩვენ თვითონ ვქმნით მათ და არა იმდენად, რამდენადაც
ისინი მოცემულნი არიან ჩვენთვის. – რაც შეეხება გეომეტრიის
მონაცემებს, ისინი ფორმები კი არ არიან, არამედ ოპერაციები.

*
ალგებრის თვითნებური სიმჭვირვალე, რომელიც მთელი
დროის მანძილზე თვალსაჩინოს ხდის ჩვენს გზას.

236
არის ალგებრაში ბუნების ძალმოსილების ერთგვარი ელე-
მენტი, რომელიც განსაზღვრავს მის პრესტიჟს. მე ვგულისხმობ
გამოთვლების გამაოგნებელ სიგრძესა და სირთულეს, განვითა-
რებების უსასრულობას. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს
მცენარეული სამყაროს სტიქიულ ქმედითობას, მის განტოლება-
განფენილობას, განმეორებათა გრადაციულ გამოფენას, უჯ-
რედთა თვითდაყოფას ხედავ.
მხოლოდ ალგებრა სტოვებს ამნაირ შთაბეჭდილებას.
ჩვეულებრივი ენა საკუთარი განვითარების საწყის ეტაპზევე
ჩერდება, – მისთვის მიუწვდომელია უსაზღვრო თვითგანვითა-
რება, ისე რომ შიგ არ დაინთქას, არ დაიკარგოს...

*
სრულქმნილებისა და სიმკაცრის მარადიული ქიშპი მხო-
ლოდ მათემატიკაში ცხრება.

*
გეომეტრია ფორმისა და მოძრაობის თანაფარდობაა.
მყარი სხეულისა და გადაადგილების თანაფარდობა.

*
ძველი ბერძნების გეომეტრია ესაა ტაძარი, რომელიც სივ-
რცის ღმერთებს აუგო ღვთაება-სიტყვამ.

237
*
სიზმრისადმი მიმართებით რეალობა პირწმინდა კონვენციაა;
იგივე ითქმის წმინდა წარმოსახვის მიმართაც. ეს კონვენციურო-
ბა ძალზე ნიშნეულია ჩვენთვის. წარმოსახვა ყოველთვის საოც-
რად მოკრძალებულია. ის თითქმის მუდამ თავს არიდებს ყო-
ველგვარი პრაქტიკული გამოყენებისა და სავარაუდო რეალო-
ბისაგან განყენებულ კომბინაციებს. ამ მხრივ მხოლოდ მათემა-
ტიკოსები იჭრებიან ღრმად წარმოსახვისეულ სამყაროში, ვი-
ნაიდან იძულებულნი არიან განმარტონ ან მეტ-ნაკლები სისრუ-
ლით წარმოიდგინონ თავიანთი განტოლებები, როცა მათი გან-
ზოგადება სურთ. ისინი უფრო ზოგადად წერენ, ვიდრე ხედავენ,
და მხოლოდ შემდეგ ცდილობენ დაინახონ.

*
მათემატიკა არის მეცნიერება იმ საგნების შესახებ, რომლე-
ბიც თავიანთ დეფინიციებზე დაიყვანებიან (მათემატიკა არის
მეცნიერება იმ საგნების შესახებ, რომლებიც თავიანთი დეფინი-
ციების იდენტურნი არიან).

*
დეკარტის გენიალური იდეა: მან პირველმა მიმართა წერ-
ტილს, როგორც უნივერსალურ ელემენტს. წერტილის ცნება –
ფორმა და მოძრაობა.

238
გეომეტრიული ფიგურები ის ფიგურებია, რომლებიც ინსტრუ-
მენტებად გვევლინებიან და ხელს გვიწყობენ იმაში, რომ ზუს-
ტად ვიაზროვნოთ.

*
გეომეტრია მოძრაობს უცნაურ სივრცეში, რომელიც ერ-
თდროულად წინასწარ არსებულიცაა და თვითნებურიც, აუცი-
ლებელიც და წარმოებულიც, გამოგონებულიცა და აღმოჩენი-
ლიც.
სადაც საჭიროა არაფერი არ იყოს რეალური, რათა ყველა-
ფერი იყოს მართალი;
სადაც არიადნეს გორგალი ობობას ქსელია, მაგრამ ისეთი
ქსელი, რომელიც თავის ობობაზე უადრესია და უწინარესი...

*
მეცნიერება – ესაა მთელის ისეთი ნაწილის ძიება, რომელ-
საც შეუძლია გამოხატოს მთელი.

*
დიდი სწავლული გვერდს უვლის ხოლმე ზოგიერთ დეტალს,
– სწორედ ამიტომ და ამის წყალობითაა იგი დიდი სწავლული.
მაგრამ იშვიათი როდია ისეთი შემთხვევა, როცა მეორეხარის-
ხოვან მკვლევართათვის დატოვებული ნამუსრევიდან ამოიზ-
რდება ხოლმე იდეა, რომელიც ნთქავს დიდი სწავლულის შრო-
მას. ნიუტონი და ოპტიკა.

239
*
ხანდახან მე ძალიან მიჭირს წარმოსახვის თამაშად არ აღ-
ვიქვა მთელი მეცნიერება და ბავშვურ თამაშად – მთელი მისი
პრაქტიკული გამოყენება. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის იმას,
რომ ელიფსი წარმოვიდგინოთ წრის ადგილას და წინასწარ გა-
მოვთვალოთ კომეტის გზა? რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის იმას,
თუ როგორი სისწრაფით ვმოძრაობთ წყლის ქვეშ და ჰაერში, ან-
და შორ მანძილზე როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს? მაშინ
ჩვეულებრივი სიცოცხლე თითქოს სიზმრად იქცევა, და ეს სიზმა-
რი ნაკლებ უაზრო და უსაზმნო როდია, ვიდრე სხვა სიზმრები. და
თუ მე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო მოვლენათა უახლოესი
მომავალი, თუ ჩემი მახსოვრობა ზუსტი და უტყუარი თანაფარ-
დობებით არის ნაქსოვი, პირადად მე ვქრები, ვიშლები და აღა-
რაფერს აღარ წარმოვადგენ, ერთი მხრივ, ჩემს დღითიდღე
მზარდ ცოდნასა და, მეორე მხრივ, ჩემს მით უფრო აშკარად საგ-
რძნობ უმწეობასა და უბადრუკობას შორის.

*
ობიექტური სიზუსტის ერთ ატომს შეუძლია დაანგრიოს სუბი-
ექტური სიზუსტის მთელი სამყარო.

*
ერთადერთი რამ, რაც განსაზღვრავს მეცნიერებას და რის
გარეშეც შემეცნება მეცნიერებად ვერ ჩაითვლება, ის გახლავთ,

240
რომ შესაძლებელია მისი შემოწმება. აი, რატომ არ არსებობს
მეცნიერება წარსულის შესახებ...

*
არ არსებობს მეცნიერება კერძოსა და კონკრეტულის შესა-
ხებ... რაც მართალია, მართალია. მაგრამ დავუშვათ, რომ საერ-
თოდ არ არსებობს ზოგადის რეალობა. მაშინ მეცნიერებასა და
სინამდვილეს შორის ყოველთვის დარჩება მავნე და ბიწიერი
სივრცე, – საზომთა დაზუსტების სფერო.

*
მეცნიერება ადამიანური გონების, საღი აზრისა და უსასრუ-
ლო დაკვირვების აუცილებელი და გარდუვალი შედეგი როდია.
ეს გონება და ეს დაკვირვება საუკუნეების მანძილზე არსებობ-
დნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეცნიერება არც შექმნილა და
არც განვითარებულა.
არა, მეცნიერება თავის არსებობას უნდა უმადლოდეს ბედნი-
ერ შემთხვევითობებს, ადამიანთა შლეგურ მისწრაფებებს, აბ-
სურდულ სურვილებს, ბრიყვულ კითხვებს, სიძნელეთა მოყვა-
რულებს, მოცლილობასა და ბიწიერებას... პოეტთა წარმოსახ-
ვას.

*
საგულისხმო რამ გახლავთ: თუ გსურს ზუსტად მისდიო ბუნე-
ბას, ხელოვნური აუცილებელია; აუცილებელია ბოლომდე,

241
თვით პარადოქსამდე მისდიო და პარადოქსის სიღრმეშიაც შეჰ-
ყვე გონებას, რათა, ამრიგად, სძლიო თვითონ გონიერება.
როგორც ამბობენ, რეალურია ის, რაც ხილულია და ცდაში
მოცემული, მაგრამ მეცნიერება რეალურს უმატებს იმასაც, რაც
შეიძლება სწორედ ამ ხელოვნურის მეშვეობით გახდეს ხილული
ან ცდაში მოცემული.
დედამიწა ბრუნავს. დედამიწა უძრავია. ამ ორი წარმოდგენი-
დან მაინც რომელია რეალური? მკაცრად რომ ვთქვათ, აქ ერ-
თსა და იმავე დედამიწას როდი ეხება საქმე.
სიმკაცრე, განზოგადება, შესაძლებლის ხილვა, იშვიათ ფე-
ნომენთა წვდომის კულტურა, თვითნებური პრობლემებისაკენ
ვნებიანი სწრაფვა, – ყოველივე ამას ძალზე ცოტა რამ აქვს სა-
ერთო გონებასთან.
არამედ შლეგური სურვილები, ძალმოსილების ამბიცია, გან-
საცვიფრებლით ტკბობა, – აი, რა ძევს მეცნიერების დასაბამ-
თან.
ერთი სიტყვით, მეცნიერება თანაბარზომიერი ქმნილება არ
გახლავთ. ძველი ებრაელებისა და რომაელების წვლილი მინი-
მალურია მასში. არც ერთი ძველი ებრაელისა თუ რომაელის სა-
ხელი. არც სწავლული, არც მეცნიერი.
შუა საუკუნეებმა გამოჩეკა მეცნიერება, ვინაიდან მისთვის
ნიშნეული იყო უჩვეულობის კულტი. უცნაური, ანტი--
პრაქტიკული. ულტრა-სკრუპულოზური სულები ცხოვრობდნენ
და მბრძანებლობდნენ ამ ეპოქაში. ფუჭ ფუსფუსს განშორებულ-
ნი, განდეგილნი, კარჩაკეტილნი; სპირიტუალური საშუალებე-
ბით უსაზღვრო ძალაუფლების მოხვეჭაზე მეოცნებენი, ინტე-
ლექტუალური ჯადოქრობით იმდენად თავბრუდასხმულნი, რომ,

242
ბოლოს და ბოლოს, გულწრფელი ხალხი თანდათანობით დაად-
გა მათი ზმანებების ხორცშესხმის გზას.
რენესანსსა და რეფორმაციას ბევრი არაფერი შეუმატებია
მეცნიერებისათვის, მაგრამ მათ ნება დართეს, დასაშვები გახა-
დეს იგი.
არსებობს კონტაქტები მეცნიერებასა და გონებას შორის.
ხანდახან სწავლული იმეორებს: ჰიპოთეზებს არ ვთხზავ. არსე-
ბობს ათასგვარი აპლიკაცია.

*
მეცნიერების პირველი ჭეშმარიტი გამომგონებლები იყვნენ
ისინი, რომლებმაც ანალიზში ჰპოვეს მსჯელობათა თანმიმდევ-
რობა, ზუსტი შედარებები და დისციპლინირებული აზრები, სასი-
ცოცხლო ინტერესები, ცხოველმყოფელი ვნებები, არსებობის
მოდუსი, საკმარისი მიზანი, მოწყენილობისა და უსაზღვრო ზმა-
ნებებისაგან თავის დაღწევის საშუალება.
და მეცნიერება დაიბადა იმიტომ, რომ მოვიდნენ მეცნიერები-
სათვის დაბადებული ადამიანები. ვერც წარმოსახვა და ვერც
მოქმედება ვერ დააკმაყოფილებდა ყველას. მეცნიერის ტიპი
ამომწურაობითა და ჩართვის ხარისხით იცნობა.

*
გალილეის გენიალობის საიდუმლო: მან პირველმა გაბედა
ერთ მშვენიერ დღეს თავისი აზრით დაპირისპირებოდა გამოც-
დილებას; გაბედა უგულებელეყო პასიური წინააღმდეგობანი და
ხახუნისაგან დამოუკიდებლად განეხილა მოძრაობა და წონას-

243
წორობა, – ხახუნისაგან, რომელიც აბრკოლებს პირველს, ხო-
ლო მეორეს აადვილებს. გალილეიმ გაბედა დაპირისპირებოდა
სიცხადეს.
ის მიხვდა, რომ დახრილ სიბრტყეზე სხეულს განუწყვეტლივ
უნდა ემოძრავა, როგორიც უნდა ყოფილიყო მისი ფორმა და რა-
გინდ მცირეც უნდა ყოფილიყო დახრილობის კუთხე; ის მიხვდა,
რომ შეჩერების მიზეზად მოძრაობის ზოგადი კანონებისაგან
სრულიად დამოუკიდებელი გარემოებები გვევლინებიან.
არაფერია სულისათვის უფრო აღმგზნები, ვიდრე ეს სითამა-
მე. მაგრამ რარიგ მტკივნეული და შემაშფოთებელია იმის დად-
გენა, რომ თვით ყველაზე ზუსტი დაკვირვებაც კი შეიძლება ცნო-
ბიერებისათვის ლამის გადაულახავ დაბრკოლებად იქცეს!
მეტისმეტად მკაცრ სიზუსტეს რეალურ საგნებში ჩაღრმავები-
სას, ბოლოს და ბოლოს, შემეცნების შეუძლებლობამდე მივყა-
ვართ. ასე რომ, კანონთა არსში წვდომა ხშირად უზენაესი წეს-
რიგის უგულებელყოფას მოითხოვს, – და სწორედ ამ უგულე-
ბელყოფის შედეგად გვევლინება.

*
მაგიზმი დაკვირვებათა სიზუსტით იცნობა. საჭიროა გამტკი-
ცული ფქვილი, წმინდა საკმეველი, ახალი სისხლი და ა. შ. გან-
ზრახვა ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი: მთავარი მაინც აღსრუ-
ლებაა. ეს სინთეზური ფიზიკა გახლავთ.
(მეცნიერების საქმე ისაა, რომ ძირფესვიანად ამოძირკვოს
ძველი ადამიანი, მისი იდეები, მისი წარმოდგენები, მისი ცნებე-
ბი; სულის, საუკუნო სიცოცხლის, საიქიოს რწმენა. მეცნიერების
დანიშნულება ადამიანის ტვინის რადიკალურ გარდაქმნაში

244
მდგომარეობს; – ეს კი შეუძლებელია ნგრევის გარეშე, რისკის
გარეშე).

*
ფიზიკის უახლეს ძიებათა შედეგი ასეთი გახლავთ: არსებობს
გათიშულობა ჩვენს გამოცდილებასა და ჩვენს უშუალო ინ-
ტუიციას შორის, – ესე იგი, ჩვენი წვდომის უნარსა და ჩვენს ლო-
გიკურ შედეგებს შორის.
ჩვენ იძულებულნი ვართ ვიფიქროთ, რომ საგნები ისეთნი
როდი არიან, როგორც ჩვენ ვხედავთ, და რომ ზოგიერთი მათ-
განი, რომლებსაც იძულებულნი ვართ უცვლელად და ერ-
თნაირად ვთვლიდეთ, სინამდვილეში ცვლადნი და სხვადასხვა-
ნაირნი არიან.
ასე მაგალითად, რეალური სფერო შეუძლებელია.
გარკვეულ დონეზე შეუძლებელი იქნება მეცნიერებაც, ვი-
ნაიდან ყველაფერი კერძო, ყველაფერი ლოკალური იქნება. შე-
საძლოა, ფსიქოლოგია სწორედ ამიტომაცაა ესოდენ ბუნდოვანი
და დახლართული, – ჩვენ მეტისმეტად ახლოსა ვართ. სხვა რო-
მელიმე გონიერი არსება კანონებს აღმოაჩენდა იქ, სადაც ჩვენ
მხოლოდ ფაქტებსა ვხედავთ.
ბოლოს და ბოლოს, მთელი ფიზიკა ჩვენს გრძნობებს და
ჩვენს აღქმებს დაუპირისპირდება.

*
რელატიურობა – ნიუტონის თანახმად.

245
უწინ ამბობდნენ: ყველა სხეული ვარდება, – მაგრამ გამო-
რიცხავდნენ დედამიწას, ხოლო ციურ სხეულებზე არც კი ფიქ-
რობდნენ.
ამბობდნენ, რომ სხეულები ვარდებიან და, მაშასადამე, არ
არსებობს სიმეტრიული თანაფარდობა მათსა და დედამიწას შო-
რის.
ნიუტონმა თქვა – დედამიწა ვარდება ფოთლის მიმართ, რო-
მელიც ვარდება დედამიწის მიმართ. ვარდნებისა და მასების თა-
ნაფარდობა ორმხრივია.

*
ნამდვილ ბუნებას მე შევიგრძნობ მხოლოდ მოულოდნელ
თანაფარდობათა წინაშე, რომელთა მსგავსი სიზმრადაც არ მო-
ლანდებია ადამიანს, რომლებიც თავდაყირა აყენებენ მნიშვნე-
ლოვნებისა თუ სარგებლიანობის ჩვენეულ ცნებებს, საგანთა თუ
მოვლენათა მთელს ჩვენეულ იერარქიას; რომლებიც ისევე
ხლეჩენ საგანთა ჩვენეულ აღქმებს, როგორც ჭურვი თუ მეხი –
შენობებს...
ჩვენ უწყვეტ ბწკარებად დავეძებთ და წყვეტილ სიტყვებად კი
გვეძლევა ჭეშმარიტება, – როგორც ცხადყო ერთხელ პასტერმა.
მავნეა ჩვეულება, რომელსაც გვთავაზობს ფილოსოფია და
რომელიც მას რელიგიებიდან გადმოაქვს, ესე იგი, იმ სისტემე-
ბიდან, სადაც ეძებენ იმას, რაც უკვე ნაპოვნია. ეს ნაცადი მეთო-
დი გახლავთ: მას არავითარი აღმოჩენა არ მოჰყოლია, საბედ-
ნიეროდ, ისევ შემთხვევითობამ იმარჯვა: სწორედ მან აღმოაჩე-
ნინა კოლუმბს ამერიკა; სწორედ მან შეუწყო ხელი ერსტედს,
ისევე როგორც რენტგენსა თუ ბეკერელს. ქარვის პატარა ნატე-

246
ხი გვიჩვენებს იმას, რაც მთელს ბუნებაშია და რადაც, შესაძ-
ლოა, გვევლინება მთელი ბუნება...

*
რელატიურობა. – უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ხდება, სხვა
არა არის რა, თუ არა თანაფარდობა მოვლენასა და დამკვირვე-
ბელს შორის.
დამკვირვებლის მიამიტურად გამორიცხვა იმასა ნიშნავს,
რომ სხვა დამკვირვებლით შეცვალო იგი. საათს რთული, შედ-
გენილი ფუნქცია აქვს სვლისა და სიჩქარისათვის.
რა არის დამკვირვებელი?

*
ფიზიკა იძულებულია ანგარიში გაუწიოს დამკვირვებელთა
სიმრავლეს.

*
ფილოსოფია თითქოს პარალიზებულია იმ უზარმაზარი დის-
ტანციით, რომელიც თანდათანობით გაჩნდა მის ბუნდოვან მო-
ნაპოვრებსა და მეცნიერების შედეგებს შორის.
მეცნიერებამ გამაოგნებლად გაზარდა სიზუსტისა და ცდით
შემოწმების მოთხოვნები, რომელთა შუქზეც ფილოსოფია მარ-
ტოოდენ ლიტერატურად თუღა აღიქმება.

247
*
რელატიურობა სიმეტრიაა.
რელატიურობა – ცხენსა და ფორანს შუა გაჭიმული თოკი. –
ქმედება განურჩეველია უკუქმედებისაგან.
ორმხრივობა.
ძნელი იყო ატომის სამყაროში შეღწევა. მაგრამ ადამიანმა
მაინც შესძლო ეს: უფრო ძნელი იქნება იქიდან გამოსვლა.

*
როდესაც ფიქრობ, რომ სისხლის მიმოქცევა მხოლოდ სამა-
სი წლის წინათ აღმოაჩინეს;
რომ მიწის სიმრგვალე მხოლოდ ხვი საუკუნეში აღიარეს,
ორთქლზე კი არც უოცნებიათ ხვიი საუკუნემდე...

*
დრო და სივრცე ერთმანეთზეა დამოკიდებული... ასეთია უახ-
ლესი შედეგი, მიღწეული, ერთი მხრივ, თანადროული ანალი-
ზის, ხოლო მეორე მხრივ, ფიზიკურ აღმოჩენათა წყალობით.

*
რელატიურობის მთელი თეორია შეიძლება ამაზე იქნეს დაყ-
ვანილი: არ არსებობს დამოუკიდებელი ცვლადი.

248
5. 30. 29. აინშტაინის მოხსენება. – აინშტაინი დაბერებული,
მოტეხილი, დამძიმებული. ლაპარაკობს ძალიან ზანტად, აქცენ-
ტით და ხარვეზებით, – თავდაპირველად ყველაფერი ადვილია,
შემდეგ კი ძალზე ცოტას თუ ესმის. – ის გადმოგვცემს თავის ეს-
კიზს – ბუნების ერთიანობას, – შეიძლება დაიძებნოს ძალზე
მარტივი კანონები.

*
გრავიტაციის დასახვა სივრცის თვისებად დიდებული რამ
გახლავთ. მაგრამ მას არ შეუცვლია ჩვენი აზრი გრავიტაციის
ფენომენზე, რომელიც კვლავინდებურად ჩაკეტილი, კვლავინ-
დებურად დაფარული რჩება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ბუნება თავზე არ ახვევს მას ჩვენს წარმოსახვას, – არაფერი არ
გვიმჟღავნებს მატერიაზე მატერიის ზემოქმედებას, და ა. შ.
და პირიქით, რელატივიზმის მიხედვით, სწორედ სივრცეა მო-
დიფიცირებული, რადგანაც ორი ცნებიდან – სივრცე და სიმძიმე
და სივრცე და მატერია – პირველია დედუცირებული, კონ-
სტრუირებული, მეორე კი დაკვირვებით მიღწეული. სწორედ
მეორის მოდიფიცირება მოახდინა თეორიამ, რადგანაც მხო-
ლოდ ეს თეორიაა ელასტიკური...

*
12.9.29. ლუი დე ბროილის მოხსენება – სომბონი – ე. ლ. რ.
ბური და სხვ.
მე იდეათა ფუთფუთისა და შეხლა-შემოხლის შთაბეჭდილება
მრჩება.

249
აგერ უკვე ოცდაჩვიდმეტი წელია, რაც მტკიცე გადაწყვეტი-
ლება მივიღე ამ ბუნდოვან საკითხთან დაკავშირებით, – პირ-
წმინდად განვასხვავო ერთმანეთისაგან წარმოსახვისა და დაკ-
ვირვების შედეგები. მე გულწრფელად ვულოცავ ჩემს თავს!
კამათი: აინშტაინი – ბორელი – ლანჟევენი და სხვ.
ქსავიე ლეონი, რომელიც თავმჯდომარეობს, მანიშნებს – გა-
მოდიო. არა, – ამბობს ჩემი თავი. მე საკმაოდ მომზადებული
არა ვარ, რათა ჩემი იდეა ზუსტად მივუსადაგო იმას, რაზედაც აქ
კამათობენ...
5 სთ. 30. აინშტაინის მოხსენება.
მე ძალიან დამაინტერესა დასასრულმა, – აინშტაინმა თავი
გვიჩვენა როგორც დიდმა ხელოვანმა, და, მართლაც, ის ერთა-
დერთი ხელოვანია მთელს ამ სწავლულთა შორის.
ის ავითარებს თავის ეჭვებს და თავის რწმენას, რომელიც
ფორმათა არქიტექტურაზე თუ მშვენიერებაზეა დაფუძნებული.
მე აღელვებული ვარ, – აინშტაინი ისე ავითარებს თავის მო-
საზრებას, როგორც მე ვისურვებდი გამევითარებინა ჩემი აზრი,
– ფორმების გზით.
დ’ოკანი მეუბნება, რომ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე
პიკარს ნება არ დაურთავს ბორელისათვის წარედგინა აინ-
შტაინი (როგორც გერმანელი). ეს უბადრუკობაა.

*
აინშტაინი ბორელთან. – 10. 9. 29.
მე მას ველაპარაკები ფრანელზე, შემდეგ კი ვეკითხები, რო-
გორია იმის ალბათობა, რომ ბუნება ერთიანი იყოს?
აინშტაინი მიპასუხებს: ეს რწმენის საქმეა.

250
მე ვლაპარაკობ ფორმებზე – ენაზე, ფიგურებზე, კარტანი
კვერს მიკრავს.
რადიუმის ორი ატომი; ერთი ათას წელს ცოცხლობს, მეორე
– ამის ნახევარს, და ჩვენ არ ვიცით, რომელი მათგანია ათასი
წლისა; ისევე, როგორც ადამიანები – მოკვდავობის მრუდის წი-
ნაშე (გაუსის მრუდის პატარა ნახაზი). თუ ფიზიკის კანონი სტა-
ტისტიკურია, – არავითარი დეტერმინიზმი დეტალებში.
ბოლოს – პატარა ჯგუფი – ბორელი – პერენი – გ. ბ. – დ. კ.
კვლავ ვუბრუნდებით დეტერმინიზმს, – აინშტაინს მოაქვს
მოკვდავობის მრუდის მაგალითი, – არაფრის წინასწარმეტყვე-
ლება არ შეიძლება ამა თუ იმ ინდივიდთან დაკავშირებით.
ჰერცოგის მეუღლის მანქანით ვბრუნდებით. აინშაინს გერმა-
ნიის ელჩს ვაბარებთ. – ჰერცოგის მეუღლეს პიჩინის ქუჩაზე მივ-
ყავარ. მე დაუყოვნებლივ მივეშურები ბერგსონთან. ის გახარე-
ბულია...

*
ინერციის გალილეისეული პრინციპი ერთი ყველაზე დიდი
რევოლუციათაგანია. არაფერი ასეთნაირად არ ეწინააღმდეგება
ფინალურობას, რომელიც ამიერიდან მხოლოდ წარმოსახულ
მთლიანობას – სამყაროს აფარებს თავს.

*
ვილსონის კამერა. – ამ პატარა სისტემამ ყველაფერი შეარ-
ყია.
ბლეკიტის მოხსენება კოლეჟ დე ფრანსში.

251
ბროილები. აბატი ლემეტრი. პიკარი.

*
ლაპლასის (ისევე როგორც დეკარტის) იმედი სამყაროს სის-
ტემის აგებისა მიკროკოსმოსთა შემოტანის შემდეგ ქარწყლდე-
ბა. პარიზის გეგმა არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რაც ხდება
ოთახებში და რასაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს მის
გეგმასთან.
თუ მოვლენებს და ფენომენებს ადგილი აქვთ გარკვეულ
დროსა და გარკვეულ ადგილას, მაგრამ არ შეიძლება გამოხა-
ტულ იქნენ ამ კოორდინატებით, მაშინ სამყაროზე ლაპარაკიც
კი ზედმეტია.

*
ცნებებმა და კატეგორიებმა თავიანთი კარიერა დაასრულეს.
მთელი დრო (დაკვირვების მიხედვით) ლოკალიზებულია; ჩვენ
ვგრძნობთ, სად არის ცვლადი, და სად – ნაშთი. ეს განსხვავება -
ერთდროულია.
და მთელი სივრცეც გადალახულია – წერტილის გარდა, რო-
მელიც სივრცე კი არ არის, არამედ შეჩერება, და რომელიც ორ-
მხრივ დეტერმინაციად გვევლინება.
რა იქნებოდა, გვეცადა და მარტივი ფუნქციებით შეგვეცვალა
კატეგორიები? ფუნქციებით, რომლებიც ენისგან როდი იქნე-
ბოდნენ გამოყვანილნი და რომელთა შედეგებიც, საბოლოოდ,
იქნებოდა აქტი? აქტი და არა მსჯელობა?

252
*
მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის არის ერთგვარი თა-
ნაფარდობა და კონტრასტი, რასაც მე ვხედავ მუსიკასა და
პოეზიას შორის.
წმინდა ელემენტები და რომელიღაც ელემენტები.

*
კოლეჟ დე ფრანსი. მიღება ფარალთან. 23.1.28.
ჟოლიო-კიური მე მახსენებს ერთ თეორიულ პრობლემას,
რომელიც ოდესღაც გადასაჭრელად შევთავაზე: ჰომოგენური
ძაფი არსად არ გაწყდებოდა (სხვაგან ვალერის ეს აზრი უფრო
სრულად აქვს გამოთქმული: ძაფი რომ აბსოლუტურად ჰომოგე-
ნური იყოს, მაშინ, რაგინდ დიდი სიმძიმეც უნდა ჩამოეკიდათ
მასზე, ის ვერ შესძლებდა გაწყვეტას, ან კი სად უნდა გაწყვეტი-
ლიყო? – მთარგმნელის შენ.). ის მიხსნის, როგორ შესძლო მისი
გადაჭრა: თოკი ატომებისაგან არის შემდგარი და მასში
ბროუნის მოძრაობაა. – 1/109 წამის განმავლობაში ერთ რომე-
ლიღაც წერტილში ატომების რიცხვი უფრო ნაკლები ხდება, და
ა. შ. შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ ძალის საიდუმლოზე.

*
ენტროპია: საგანთა ასაკი. იმისი ზრდა, რაც აღარ შეიძლება
გარდაქმნილ იქნეს. ფერფლი.

253
*
დედამიწის სფერულობის აღმოჩენის შემდეგ უკვე აღარ შეიძ-
ლება აბსოლუტური მნიშვნელობით ვიხმაროთ ცნებები – მაღ-
ლა და დაბლა.
შეიძლება თუ არა ამნაირი მოდიფიკაცია განიცადოს წარ-
სულმა და მომავალმა? შდრ. სინათლის გავრცელება: ჩვენ ვხე-
დავთ ჩამქრალ ვარსკვლავებს (მაგრამ ვერ ვხედავთ ახალ ვარ-
სკვლავებს). მათი საკუთარი წარსული გზას ადგას ჩვენი მომა-
ვალი აწმყოსაკენ.

*
მეცნიერების განვითარება, ფარული სახით, სარწმუნოების
დაკნინებას ისახავს მიზნად, სარწმუნოებისა, რომელიც მას მი-
ნიმუმამდე დაჰყავს.
მაშასადამე, მეცნიერება, თავისი არსით, ანტი--
საზოგადოებრივი მოვლენაა, ვინაიდან საზოგადოება – ესაა
მორწმუნეობრივი ფუნქციონირება: ის გულისხმობს კრედოს ან -
კრედიტს.

*
მეცნიერება, სკეპტიციზმით ნაქსოვი ქმნილება, ბოლოს და
ბოლოს, თავისი თავის მიამიტურ რწმენამდე მიდის.

254
*
თანადროული მეცნიერება შემეცნებისაკენ როდი მიიწევს,
მისკენ როდი მიემართება. პირიქით! – ამ უკანასკნელი ორმოცი
წლის მანძილზე მან გააკეთა უზარმაზარი ნახტომი, თავს გადა-
ევლო ყოველგვარ ჩვეულ წარმოდგენას, მიზეზობრიობას, ლო-
გიკურ კონვერგენციას, – და მე მასში ვერ ვხედავ ვერაფერს.
ადამიანისაგან მისი გარემომცველი საგნების გარკვეული ნაწი-
ლისაკენ მიმართულ აქტთა ძალმოსილების გარდა.
კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ ქმედითობის ესოდენ მზარდი
ძალმოსილება ადამიანისათვის ხელმისაწვდომს გახდის ენერ-
გიის ახალი წყაროს და ახალ მიჯნებს დააპყრობინებს, მაგრამ
სრულიად ზედმეტია იმაზე ფიქრი, რომ ფაქტებისა და საშუალე-
ბების განუწყვეტელი ზრდა სულს შეაძლებინებს ერთიანი აზრი
მიანიჭოს მის მიერ დაგროვილ ცოდნას.
მეცნიერების წინსვლა ყოველ ახალ ეტაპზე ჩვენს გრძნობებს
სრულიად ახალ სამყაროს სთავაზობს, რომელიც სულ უფრო და
უფრო შორდება იმ სამყაროს, რომელსაც ყველაზე ზუსტად ესა-
დაგებოდა აღქმისა და კომბინირების მთელი ჩვენი შესაძლებ-
ლობა, მთელი ჩვენი უნარი.
თვალი იმისთვისაა შექმნილი, რომ დაინახოს, მაგრამ
დაინახოს მხოლოდ ის, რასაც ხედავს. ახლა კი ირკვევა, რომ... -
დასანახი სულ სხვა რამეა.
ჩვენ ჩაყენებული ვართ ბრმის მდგომარეობაში, რომელიც
გუმანით გრძნობს, რომ არსებობს სამყარო, სადაც ორი საგანი,
რომლებიც ხელის შეხებით სავსებით ერთნაირი ეჩვენება, შეიძ-
ლება ძირფესვიანად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
აქედან – ჩვენი ცნობიერების სრული დაბნეულობა თავისივე
თავის წინაშე.

255
*
ხელოვნების მშვენიერი ქმნილება ისეთი ქმნილებაა, რომე-
ლიც გარკვეული დროის მანძილზე ერთადერთი – აუცილებე-
ლი, შეუნაცვლებელი, ჭეშმარიტი საგნის შთაბეჭდილებას ახ-
დენს. და რაც უფრო დიდია ეს დრო, მით უფრო მშვენიერია
ქმნილება. მაგრამ მე ვიცი, რომ ის ყოველთვის სასრულია.

*
მუსიკოსს შეუძლია გაიმეოროს თავისი იდეა, ისე, რომ შეც-
ვალოს ტონი, ტემბრი, ტემპი. –
მწერალს?

*
მუსიკა – მეტაპოეზია – დანაწევრებული აზრის დაძლევა;

*
ელეგანტურობა – ესაა მინიმუმი სიუხვეში. სიუხვე საგრძნო-
ბი უნდა იყოს, მაგრამ მინიმუმით გამოხატული.

*
არქიტექტურა – ესაა ჰიმნი, რომელსაც სივრცე უძღვნის სა-
კუთარ თავს. ის უნდა გვივლენდეს სივრცის თვისებებს თუ თავი-

256
სებურებს და განსაკუთრებით, მის ჰეტეროგენულობას კაცთან
მიმართებით და მის ჰომოგენურობას სულის ქმედითობასთან
დაკავშირებით.

*
საგნის მშვენიერება კაცთან მიმართებით არის ის, რაც ყუ-
რადღების უჩვეულო ენერგიის ამოუწურავ წყაროდ იქცევა.
ამ დროს მყარდება გაცვლა-გამოცვლის სრულქმნილი წეს-
რიგი მჭვრეტელსა და ჭვრეტის საგანს შორის.
ერთი სიტყვით, საგანს შემოაქვს ფუნქციონირება, რომელიც
ცდილობს დაუსრულებლად გაგრძელდეს.

*
დიდი სტილის მხატვრები ნაკლებად იწუხებდნენ თავს სტილ-
ზე ზრუნვით, – ისინი ხატავდნენ ნათლად და მკაცრად; სტილი
თვითონ იბადებოდა მათი შრომიდან. ზუსტად ისევე, როგორც
აზრი არას დაგიდევს თავისი ხმის ტემბრსა თუ რიტმს, არამედ
თვითონვე იწვევს მათ თავისი აქტით...

*
ბევრმა ცუდმა მხატვარმა კარგად იცოდა ანატომია, ბევრმა
კარგმა მხატვარმა – პირიქით. მაშასადამე, ანატომიაში როდია
საქმე.

257
მაგრამ ეს მცდარი აზრი დღემდე ბოგინობს, დღემდე თელავს
შეხედულებისა თუ წარმოდგენის ქუჩებს. ეს ნიშნავს ერთმანეთ-
ში ურევდე ცოდნას და მის გამოყენებას.

*
მოდერნისტ მხატვართა ნამუშევრების წინაშე ძალაუნებუ-
რად გრჩება სიადვილის, უმწეობის, აუცილებელ პირობათა უგუ-
ლებელყოფის შთაბეჭდილება.
ბედნიერი მუსიკოსი
იგივე ენერგია, კომბინაციების იგივე უნარი, მაგრამ სა-
შუალებათა იმდენად მკვეთრი ურთიერთგანსხვავება, რომ მუ-
სიკოსს თითქმის არარაობამდე დაჰყავს პოეტის ხელოვნება.

*
გრძნობის სხვადასხვა ფასეულობათა თუ თავისებურებათა
(ფერები, ბგერები და ა. შ.). შინაგან თანაფარდობებს თავისთა-
ვად, ყოველგვარი მნიშვნელობისა თუ ირაციონალური მომენ-
ტის გარეშე, მარტოოდენ კომბინაციებითა და თავიანთი თვისე-
ბების (კონტრასტები, დამატებები, შენაცვლებები) განაწილებით
რომ შეეძლოთ მოგვცენ ხელოვნება? პირწმინდად ენერგეტიკუ-
ლი, სენსორული, – მდგომარეობათა ხელოვნება?

*
ხელოვნების ყველა მშვენიერი ქმნილება თავის თავშია ჩაკე-
ტილი. მუნჯი ციმციმი.

258
*
დიდება ყველა ჭეშმარიტ ხელოვანს! ისინი თვითნებურობის
სამყაროში მიიწევენ წინ და აუცილებლობას კი ტოვებენ თავი-
ანთ შემდეგ.

*
სრულყოფილ ქმნილებათა არაადამიანური ასპექტი. ბახი –
სერინეტი – თეორემების ჯაჭვი.

*
უცნაური კალვინიზმი მშვენიერის კანტისეული დეფინიციისა
უნივერსალურის თანახმად, რომელიც მას ბუნდოვნად ესმის, –
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
მაგრამ მშვენიერი პლატონისაგან იღებს დასაბამს, ვისი თვა-
ლიც ვერ ძღებოდა ცოცხალი ფორმების ჭვრეტით, ვინც ხარბად
ჰკოცნიდა ვნებიან ბაგეებს და უნაზეს ღაწვებს, მოცახცახე ხე-
ლით ისრუტავდა ნაკვთების სინატიფეს და მოქნილობას (ყოველ
შემთხვევაში, მისგან ასე იყო მოსალოდნელი) და დაღლილს ცა-
ში გადაჰქონდა მზერა, სადაც მისი თვალი ავლებდა სხივოსან
ხაზებს, დაუსრულებლად ჰქმნიდა კანონებს, ჭეშმარიტებებსა და
ნიმუშებს თავისთავად.

259
ასე გგონია, შედევრი თვითონვე ზრდის და ასაზრდოებს სა-
კუთარი თავს.
შობილი და მშობელი – ერთდროულად...

*
ვალკირიის უკანასკნელი სცენების ძალმოსილება და მშვე-
ნიერება – ესაა სისავსე, მიღწეული იმის წყალობით, რომ სინა-
ზის, სევდის, სიდიადის ელემენტებით ძალზე მდიდარი ემო-
ციური მდგომარეობა შენარჩუნებულია წმინდა ინტენსივობის
სიმაღლეზე; – მკვეთრად გამოკვეთილი და ურთიერთმონაცვლე
მოქმედება და ემოცია.
განზოგადებული მოდულაცია – აი, ხელოვნების სისავსე.

*
მე არ მიყვარს არაპრიმიტიული ეპოქის პრიმიტივისტები.
მიამიტურობისაკენ მიბრუნება – ხელოვნური უმწეობა. სიმულა-
ცია.

*
როდესაც შედევრთან გვაქვს საქმე, ეს თავისთავადაც ნათე-
ლია. ესაა ელდა, – რომელიც გრძელდება, – და თავსმოხვეული
დუმილი, რადგანაც თვალი, ამ დროს, უფრო სვამს, ვიდრე ხე-
დავს...
შედევრი ამბობს: მე ვარ ის, რაც ვარ. ეს საკმარისია.

260
*
მშვენიერება ნიშნავს გამოუხატველობას – (და ამ ეფექტის
კვლავ განცდის სურვილს)...
გამოუხატველობა ნიშნავს არა იმას, რომ მას გამოხატულება
არ გააჩნია, არამედ იმას, რომ არავითარ საშუალებას არ შეუძ-
ლია შეცვალოს ის, რაც ამნაირ ეფექტს იწვევს, და რომ ჩვენში
ძალაუნებურად აღიძვრის შეუძლებლობისა თუ ირაციონალუ-
რობის შეგრძნება, რომლებსაც მოცემული საგნის (მიზეზის) ჭეშ-
მარიტ თვისებებად ვსახავთ...

*
არაფერი ისეთ სასოწარკვეთილებას არ იწვევს ჩემში, რო-
გორც ვაგნერის მუსიკა (და მე, ალბათ, ერთადერთი როდი ვარ).
როგორც ჩანს, ხელოვანის უზენაესი მიზანი სწორედ ეს უნდა
იყოს – სასოწარკვეთა!
მე მისგან ვისწავლე უამრავი რამ, ასევე სასოწარმკვეთი იყო
ჩემთვის მალარმე, მაგრამ – სხვანაირად, უფრო უშუალოდ: მი-
სი ხელობა უფრო ახლოს იყო ჩემთან. თუმცა თვითონ მალარმე-
საც სასოწარკვეთილებაში აგდებდა ვაგნერი.

*
ნამდვილი მწერალი არის კაცი, რომელიც სიტყვებს ვერ
პოულობს. მაშინ ის ეძებს მას, და ამ ძებნაში ყველაზე უკეთეს
სიტყვებს პოულობს.

261
*
ლიტერატურული სტილი გამომდინარეობს სიტყვების უზუს-
ტობისაგან, მათი არაერთგვაროვნებისაგან გონებრივ ფაქტებ-
თან მიმართებით. ყოველი სიტყვა უფრო მეტს ამბობს, ან უფრო
ცოტას, ვიდრე საჭიროა.

*
როდესაც ნაწარმოები ჭეშმარიტად მშვენიერია, ის კარგავს
თავის ავტორს. ის უკვე აღარაა მისი კუთვნილება. ის უკვე ყვე-
ლას ეკუთვნის. ის ნთქავს თავის შემოქმედს, რომელიც მხო-
ლოდ და მხოლოდ მისი საშუალება იყო. ქმნილება აუქმებს შე-
მოქმედს.

*
სავსებით ჩვეულებრივი სიტყვების ნაზავით მწერალს შეუძ-
ლია გაზარდოს და გაამდიდროს გამოხატული სამყარო.
ის არც სიტყვას უმატებს და არც საგანს, მაგრამ ჩემს ბუნდო-
ვან წარმოდგენას (ურომლისოდაც მე, საერთოდ, ვერაფერს გა-
ვუგებდი მას) მკაფიო ნახატად, დანაწევრებულ აქტად აქცევს.
ის იმასვე აკეთებს, რასაც მე ვაკეთებ ამჟამად.
მის სულში სიტყვებს უფრო მეტი თავისუფლება და გასაქანი
აქვთ, ვიდრე სხვებისაში. მათი ნაყოფიერება უფრო მეტია. მის
ნააზრევში ერთი და იგივე სიტყვა ათ სხვადასხვა კომბინაციაში

262
შედის, მაშინ როდესაც მათი რიცხვი მას ერთამდე დაჰყავს, –
თქვენი მეშვეობით.
ამ კაცს ძალი შესწევს დაშალოს, უფრო ხშირად კი – დააკავ-
შიროს სიტყვები.

*
აქ, – რაღაცნაირი კონსონანსისა თუ ალიტერაციის წყალო-
ბით, – მე ამ სიტყვას ვამჯობინებ მეორე სიტყვას, და მხოლოდ
ამიტომ მისკენ ვიხრები.
მკითხველი აქ ძებნას დაუწყებს აზრს. ეს მისი საკუთარი საქ-
მეა. ჩემი ფრაზის წინაშე მას ისეთივე განცდა ეუფლება, რო-
გორც ყვავილისა თუ მინერალის წინაშე. დაე, მან თავისით მიაკ-
ვლიოს სიტყვას, რომელიც უნდა თქმულიყო, მაგრამ არ ითქვა.
მოწაფე აქ ესთეტიკის ძებნას მოჰყვება. მას სასოს წარუკვეთს
სულის ეს წარმოუდგენელი მიდრეკილება ამ სიტყვის მიმართ.

*
ქმნილების მიზანი ისაა, რომ განაცვიფროს შემოქმედი.

*
მწერლობა ნიშნავს იმის სურვილს, რომ გარკვეული არსებო-
ბა და დღეგრძელობა მიანიჭო წამიერ ფენომენთა სიმრავლეს.
მომენტის გახანგრძლივება.

263
მაგრამ თანდათანობით, შრომის შედეგად, თვით ეს მომენტი
ყალბდება, იმკობა, იკაზმება და უფრო აღმგზნები ხდება, ვიდრე
შეიძლება ოდესმე ყოფილიყო თავისთავად.
კრიტიკის მოვალეობა
ნაწარმოებში ერთმანეთისაგან გარჩევა და განსხვავება იმი-
სა, რაც არის შანსი, რაც არის კომპოზიცია, რაც იყო ბედნიერე-
ბა და რაც იყო მოვალეობა; ის, რაც მსჯელობისგან, მანიისგან,
მოდისგან, თვით საგნისგან, თვითშენიღბვის სურვილისგან, ეჭ-
ვისგან, მიზნის მიღწევისა თუ, ბოლოს და ბოლოს, დასრულების
სურვილისგან იღებს დასაბამს.
აგრეთვე შემთხვევითობები და ნახევრად-შემთხვევითობები;
ზოგი დაძლეული, ზოგიც გასაჭირში ჩავარდნილი ტვინის მიერ
ნაჩქარევად გამოწვეული.
ისევე როგორც დაბნეულობა მიგნებისა თუ მიკვლევის შემ-
დეგ.
ისევე როგორც ორჭოფობა, ყოყმანი.

*
შენ რომ იცოდე ის, რასაც ვყრი, გაგაკვირვებდა ის, რასაც ვი-
ტოვებ.

*
ორიგინალობის სურვილი ყოველგვარი სესხებისა თუ მიბაძ-
ვის სათავეა...

264
*
რასაც პოეტი ქმნის, ბოლოს და ბოლოს, სხვა არა არის რა,
თუ არა თავისუფლების ერთგვარი საფეხური, რომლის წყალო-
ბითაც ის ახერხებს თავი გაართვას საკუთარი ხელოვნების ყო-
ველგვარ სიძნელეს, როცა თვითნებურად თამაშობს სხვადასხვა
ცვლადით, რაც, ქმნილების დასრულების შემდეგ, აზრადაც არ
მოუვა მკითხველს. ის, რაც მისი შთანაფიქრის არსებით მხარედ
აღიქმება, სინამდვილეში მხოლოდ აქსესუარი იყო. რაც მას
სურდა, მსხვერპლად შეეწირება იმას, რასაც მიაგნებს, და ეს და-
ნაშაული საგულდაგულოდ იქნება მიჩქმალული. საკუთარი ჩა-
ნაფიქრის მიმართ ამ თავისუფლების გარეშე, დახვეწილი არა-
თანმიმდევრულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა პოეტის
შრომა, რომლის პროცესშიაც რაიმეს თქმის კონკრეტულ სურ-
ვილს ყოველთვის ჩრდილავს ლამაზად თქმის ზოგადი სურვი-
ლი...

*
ინტელექტისაგან განკერძოებასა და ემოციებში, უპირობო
ალბათობასა თუ ნერვულ თავისუფლებაში დანთქმის სურვილს
ხშირად უახლოებენ ყველაზე დიდი სიზუსტის მიღწევის სა-
შუალებებს, რაც უხეში შეცდომაა და უაზრობა. უალკოჰოლოდ
თრობას, საკუთარი თავით თრობას სასიკეთო არა მოაქვს რა;
თავბრუსხმა მაინცდამაინც დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.
მე ვთვლი, რომ აქ სავსებით საკმარისია მსუბუქი აღგზნება;
ზღვაოსნობას ქარი უწყობს ხელს და არა ქარიშხალი...

265
*
ლიტერატურული სიამოვნება საკუთარი აზრის გამოხატვა კი
არაა, არამედ იმის მიკვლევა, რასაც შენი თავისაგან არ
მოელოდი.

*
ფრაზა – წერის ხელოვნება. მე ვისურვებდი მქონოდა ვირ-
ტუოზის შეგრძნება, რომელიც, ყურით ვიოლინოზე მიკრული,
მონუსხული უსმენს საკუთარ ხელს, და თავის ინსტრუმენტთან
ერთად ქმნის გრძნობათა ჩაკეტილ რგოლს, შლეგური შთაბეჭ-
დილებით გაბრუებული, შთაბეჭდილებით, რომელსაც განწონის
ორმაგი ვნება: სმენისა და შექმნის წყურვილი, – ერთობლიობა.

*
უნდა მუშაობდე ვიღაცისათვის და არა ვიღაც უცნობისათვის.
უნდა გულისხმობდე ვიღაცას, და რაც უფრო მეტად გულისხმობ
მას, მით უფრო უკეთესი და ნაყოფიერია შრომა. სულის ქმნილე-
ბა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ზუსტად განსაზღვრული, როცა მის
წინაშე ვიღაცა დგას. ვინც ერთ ვინმეს მიმართავს, იმავე დროს,
ყველას მიმართავს; მაგრამ ვინც ყველას მიმართავს, არავისაც
არ მიმართავს.
თავი და თავი ამ ვიღაცის პოვნა გახლავთ. ეს ვიღაცა ანიჭებს
ტონალობას ჩვენს ენას, მასშტაბურობას – ჩვენს ნააზრევს, და
განსაზღვრავს ყურადღების ხარისხს, რომელსაც შეიძლება მო-
ვითხოვდეთ.

266
ვიღაცის წარმოდგენა მწერლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნი-
ჭია.

*
რაც უფრო მკვეთრად იკვეთება ნაწარმოები, მით უფრო მე-
ტად ეხვევა თავზე ავტორს; თავის ნებაზე ათამაშებს, იმორჩი-
ლებს და იმონებს მას. ის ხდება რაღაც თვითმყოფი და თავისთა-
ვადი, რომლის მოთხოვნებიც სულ უფრო და უფრო იზრდება.
ეს მე მაგონებს ტყეში მხარქცეულ კაცს, რომელიც, იმისდა
კვალად, რაც უფრო ღრმად შედის ტყეში, მით უფრო მეტად იბ-
ნევა. მით უფრო მეტად კარგავს თავისუფალი მოძრაობის სა-
შუალებას: წინ წასვლაც უჭირს და უკან დახევაც.
ნაწარმოები თვითონვე განაგებს და განაპირობებს აქტების
თანმიმდევრობას, რომელთაგანაც პირველნი თავის მხრივ გა-
ნაპირობებდნენ მას.
ლექსი თავის მელექსე ძმას მოითხოვს.
ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ანალიტიკურ მრუდთან
ვგქონდეს საქმე. შესაძლებელი მცირდება, თითქოს ის სასრუ-
ლი ოდენობა იყოს.

*
ისევე როგორც ბრინჯაოს ქანდაკებისა თუ ბროლის ლარნა-
კის ასახსნელად აუცილებელია გარკვეული მდგომარეობა, გარ-
კვეული ტემპერატურა, რომლის წყალობითაც ის, რაც თხევადი
იყო, მყარად იქცა, ენის გარკვეული კავშირებისა თუ თანაფარ-
დობების, ფიგურებისა თუ კონსტრუქციების, ინვერსიებისა თუ

267
თანხვდომების არსში საწვდომად, გასაცნობიერებლად და გასა-
ზიარებლად აუცილებელია გარკვეული მდგომარეობა და ჩვენი
სულის ჩვეულებრივი ტემპერატურისგან განსხვავებული ტემპე-
რატურა, – მდგომარეობა, სადაც გონების ქმედითობით არსე-
ბობისათვის გამოწვეულ ელემენტთა საშუალო გადახრა გაცი-
ლებით უფრო საგრძნობი უნდა იყოს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ
ხდება.

*
არსებობს მათემატიკური ალღო, რომელიც თითქოს ყნოსვი-
თა გრძნობს ხელსაყრელ ცვლადთა თუ გარდაქმნათა ერთა-
დერთ ვარიანტს ყველა სხვა ვარიანტთა შორის, რომლებიც აპ-
რიორულად თითქოს ნაკლებ მიზანშეწონილნი როდი ჩანან.
იგივე ითქმის ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტის, ამა
თუ იმ ეპიზოდის, ამა თუ იმ სცენისა და მათი გაშუქების მიმართ.

*
განა საკვირველი არ არის, რომ ამდენს ლაპარაკობენ. მსჯე-
ლობენ, და კამათობენ შემოქმედების, შთაგონების და სხვა მის-
თანათა შესახებ, მაშინ როდესაც კაციშვილს აზრადაც არ მოს-
დის იმის ძიება, თუ როგორ ყალიბდება მელოდია, ან, თუნდაც,
ყველაზე მარტივი ფრაზა...

268
ერთი და იმავე შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ერთი სიმ-
ღერას ქმნის, მეორე – ანალიტიკურ თეორიას.

*
ჩემზე და მალარმეზე ამბობენ: ამდენი ძიება, ამდენი სიძნე-
ლე, და მერე რატომ, რისი გულისთვის? – ერთი უბადრუკი აზ-
რის გამოსათქმელად? კაკალი კერკეტია, ლებანი დამჭკნარ--
დალეული. სკივრის გაღება თითქმის შეუძლებელია: რკინის
სალტეები, სამმაგი საკეტი, – შიგნით კი შარვლის მხოლოდ ერ-
თი ღილი.
– ყველაფერი ეს მართალია; მართალია თანადროული
თვალსაზრისით, რომლის თანახმადაც სული და სხეული, ფორ-
მა და შინაარსი, აზრი და სიმბოლო, ჯერ ერთი, ერთმანეთს უპი-
რისპირდებიან, მეორეც, ერთმანეთს გამორიცხავენ და, მესა-
მეც, უეჭველნი არიან (პლატონისა და ქრისტიანიზმის შორეული
გამოძახილი)...
მაგრამ ეს ყოველთვის სწორი არ ყოფილა და არც არის ჩანა-
სახოვან მდგომარეობაში. ასე მაგალითად, არაავტომატური გო-
ნებრივი შრომა – ესაა მუდმივი ყოყმანი მნიშვნელობებისა და
ნიშნების, შესაძლო ფორმათა სიმრავლეს შორის.
ერთხმიანობა – ესაა რწმენა, ან, თუ გნებავთ, ქვეშეცნეული
კონვენცია...

*
შეუძლებელია ფორმის გაგება ხელოვნებაში, სანამ ვერ
გაუგიათ, რომ ის იძლევა (ან უნდა იძლეოდეს) იმდენსავე იდე-

269
ას, რამდენსაც შინაარსი; რომ მისი განხილვა ისეთივე ნაყო-
ფიერია აზრის სიუხვით, როგორც თვით დედააზრი; რომ ის თა-
ვისთავად შეიძლება იყოს თვით... დედააზრი; რომ მიამიტური
პრობლემის (საკუთარი აზრის გამოხატვა) ინვერსიული პრობ-
ლემა არსებობს და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს.

*
ხელოვნების ერთადერთი ინტერესი ჩვენს სულში იმის გა-
მოვლენაა, რაც აზრადაც არ მოგვივიდოდა, რომ იყო ჩვენში; მე-
ტიც, – ალბათ არც იყო ჩვენში. ზუსტად ისევე, როგორც ფიზიკა
ავლენს სხეულებში რადიაციას.
ჩვენ მხოლოდ ისა ვართ, რასაც გარემოებები ავლენენ ჩვენ-
ში.

*
ეცადე გადაარჩინო სრულქმნილება, – თანადროულობის კა-
ტასტროფულ ვითარებაში იხსნა სრულქმნილების იდეა, – იდეა
წარუვალობისა და თავდადებული შრომისა, რომელიც ისევე
მშვენიერია თავისთავად, როგორც თვით ამ შრომის შედეგი.

*
ხელოვანის მდგომარეობის პარადოქსი.
ყველაფერს ისე უნდა აკვირდებოდეს, თითქოს არაფერი
იცოდეს, და ყველაფერს ისე უნდა ასხამდეს ხორცს, თითქოს
ყველაფერი იცოდეს.

270
არავითარი ცოდნა შეგრძნებისას; არავითარი უმეცრება
გრძნობად მონაცემთა ტრანსფორმირებისას...

*
კვირა. 7. 39.
ნადია ბულანჟესთან – ანკურში – სტრავინსკი. თითქმის და-
ღამებამდე ვსაუბრობთ რიტმის შესახებ. ის აგროვებს მასალებს
მოხსენებისათვის, რომელსაც წერს და რომლის წასაკითხადაც
ჰარვარდს მიემგზავრება. ის ამას უწოდებს პოეტიკას, და მის
ამოსავალ იდეებს ძალზე ბევრი რამ აქვს საერთო ჩემ მიერ კო-
ლეჯში წაკითხული კურსის იდეებთან, – 1 ლექცია.

*
ლიტერატურაში მე სიამოვნებით განვიხილავ აზრების ორგა-
ნიზაციას, ავტორის ნებელობასა და საშუალებებს – როგორც
ამას გვივლენს ნაწარმოები. როგორც აინშტაინის მატერია სხვა
არა არის რა, თუ არა ნაოჭი სივრცე-დროში, ასევე ნაწარმოებიც
– სულის სამყაროში.
იგავი
ბაყაყმა მოინდომა ხარს გასტოლებოდა სიდიდით.
ამ ოპერაციის დასაწყისი დამაკმაყოფილებელი გახლდათ.
სანამ არ გასკდა, მას შეეძლო ისეთი ილუზია ჰქონოდა, თით-
ქოს დასახული პროგრამის მიხედვით სივდებოდა.
მაგრამ მეორე ბაყაყმა მოინდომა პეპელასავით დაპატარავე-
ბულიყო.
ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დაპატარავება დაეწყო.

271
მორალი: უფრო ადვილია გახდე უფრო დიდი, ან, უკეთ რომ
ვთქვათ, იოცნებო და სცადო მაინც ეს, ვიდრე უფრო დაპატარავ-
დე.

*
გაბრაზებული პოეტი გულში ამბობს: რა სამწუხაროა, რომ
ესოდენ ხმოვანი სიტყვა არ აღნიშნავს იმას, რაც მე მჭირდება.

*
ყველაფერი უნდა ითქვას (ლექსით), – ვიქტორ ჰიუგო.
არაფერი არ უნდა ითქვას, რაც არ იქნება ლექსი, – სტეფან
მალარმე.
ორი სკოლა, ორი სხვადასხვა ჟანრი.

*
ლექსი – გაჭიანურებული ყოყმანი ბგერასა და აზრს შორის.

*
როგორ მდიდრდება ამ პოეტის სამყარო მოცემულის დანა-
წევრებით; რეალობის ხელახალი კომბინირებითა და იმ სიახ-
ლის თავიდან აღმოჩენითა თუ გამოგონებით, რომელიც ყო-
ველთვის იყო.
შიშველი წარმოსახვა, არიოსტოებო, სხვა რა არის რა, თუ
არა ვულგარული სიმართლის ვულგარულ სიყალბედ ქცევა,

272
უნაყოფო, უინტერესო, უშედეგო და უსანქციო გადაჭარბება თუ
გაზვიადება.
მე კი მამდიდრებს მხოლოდ ის, ვინც სულ სხვაგვარად დამა-
ნახებს იმას, რასაც ყოველდღე ვხედავ.

*
ლექსებით ფილოსოფოსობა დაახლოებით იგივეა, რაც ბან-
ქოს თამაში ჭადრაკის თამაშის წესებით.

*
მზის განათება, ღამის დაბნელება, – პოეტის შრომა. სიტყვე-
ბი, რომლებიც არ არის ჩვენი, ანათებენ ან აბნელებენ ჩვენს
აზრს. ზოგჯერ აღრმავებენ, ზოგჯერ კი აღარიბებენ, მოკლედ,
ყოველთვის ცვლიან და ასხვაფერებენ მას. გარდა იმ შემთხვე-
ვისა, როცა ის საკუთრივ სიტყვებზე დაიყვანება.

*
პოეზია უნდა გვაძლევდეს სრულქმნილი აზრის იდეას: ეს
არაა ჭეშმარიტი აზრი, არამედ ისაა მის მიმართ, რაც ნახატია
საგნის მიმართ; – პირობითი შეთანხმება, რომელიც საგანს უნა-
ცვლებს იმას, რაც წარმავალად მარადიულია მასში.

273
როდესაც ლექსი ჭეშმარიტად მშვენიერია, მის გაგებასაც კი
არ ვცდილობთ, ის სიგნალი კი არ არის, არამედ ფაქტი.

*
ორაზროვნება პოეზიის სპეციფიკური თვისება გახლავთ. ყო-
ველი ლექსი ორაზროვანია, – ისევე როგორც მისი სტრუქტუ-
რა...

*
მუსიკა მუსიკოსზე უწინარესია: მისი გამები, მისი აკორდები,
მისი ინსტრუმენტები. საქმე თვით მუსიკის ძიებას – ბგერების
ძიებას კი არ ეხება, არამედ მხოლოდ მათ შერჩევას.
პოეტი კი იძულებულია ყოველი ფეხის ნაბიჯზე ქმნიდეს
პოეზიას, აწესრიგებდეს აკუსტიკურ სამყაროს, აიძულებდეს
მკითხველს, უნდა თუ არა, მასთან ერთად იმღეროს და განუწ-
ყვეტლივ ამუშავებდეს საკუთარ იდეებს, რათა პოეტურობა
მიანიჭოს მათ, ესე იგი, სიმღერის ღირსი და მისგან განუყრელი
გახადოს ისინი...

*
ფრანგული პოეზიის ყველაზე მშვენიერი ნიმუშების 3/4 1845-
1885 წლებს შორისაა შექმნილი.

274
ლაფონტენის ლექსი ყველაზე მშვენიერი მუსიკიდან ყველაზე
უსახო პროზამდე ეშვება.

*
მოწყალე ღმერთი (მუზა) მუქთად გვთავაზობს ხოლმე ერთ
სტრიქონს, მეორე კი ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ, რომელიც
არა მარტო უნდა ერითმებოდეს პირველს, არამედ ამ თავისი ზე-
ბუნებრივი ძმის ღირსიც უნდა იყოს. საჭიროა ჩვენი სულის ყვე-
ლა უნარი, მთელი ჩვენი გამოცდილება, რათა ერთმანეთს და-
ვამსგავსოთ ისინი...

*
სტეფან მალარმეს შემოქმედების ყველაზე ცხადი, ყველაზე
მნიშვნელოვანი ასპექტი – ეს არის შრომა, რომელსაც ის გუ-
ლისხმობს.
ლიტერატურულმა შრომამ შეიძლება მიაღწიოს ამა თუ იმ
სიღრმეს, ესე იგი, მოიცვას ენის ესა თუ ის სიღრმისეული განზო-
მილება: ყველაფერი მიიღოს ისე, როგორაცაა მოცემული –
ფორმები, სიტყვები, გამოთქმები, ან პირიქით, გადასინჯოს და
გადაახალისოს ეს ელემენტები. პოეტს შეუძლია გამოიყენოს
როგორც მონაცემები – სინტაქსი, მნიშვნელობები, ჩვეული
ხმიერებანი, ანდა თავისი საჭიროებისამებრ გადააკეთოს ისინი.
იგივე ითქმის ენობრივ სისტემაში ჩაქსოვილ ფსიქოლოგიურ თუ
ლოგიკურ თანაფარდობათა მიმართ.

275
სტეფან მალარმესათვის თითქმის არაფერი არ არის მოცემუ-
ლი. ის ცდილობს ხელახლა განსაზღვროს სიტყვები, ახალი სუ-
ლი შთაბეროს გამოთქმებს და ა. შ.
ამ შრომამ არ იცის რა არის ზღვარი.

*
ჰიუგო, ანუ შეცდომა თვითშეფასებისას.
ვიქტორ ჰიუგო იმისათვის იყო დაბადებული, რომ სამუდა-
მოდ დაემკვიდრებინა უპირველესი ფრანგი პოეტის სახელი.
მაგრამ მან გაკვალული გზით მოინდომა სიარული, იაფფასიან
ეფექტებს გამოედევნა და ა. შ. მოკლედ, არადანიშნულებისა-
მებრ მოიხმარა თავისი ძალა. – ეს არცთუ იშვიათი შემთხვევაა
პოეზიის ისტორიაში.

*
ნამდვილად მშვენიერი ლექსი ჩუმია.

*
პოეტის შრომა ერთადერთია ყველა სხვა შრომას შორის, სა-
დაც ყველაზე დიდ მოუთმენლობას ჰაერივით სჭირდება ყველა-
ზე დიდი მოთმინება.
ყოველივე სიტყვიერი დროებითია. მთელი ენა სხვა არა არის
რა, თუ არა საშუალება. პოეზია ცდილობს მიზნად აქციოს იგი.

276
*
პოეზია – ესაა თქმის ხელოვნება, ისე რომ არაფერი თქვას,
მაგრამ ყველაფერი კი ჩაგვაგონოს.

*
პოეზია გაცილებით უფრო ცუდად იტანს საშუალო ნიჭს, ვიდ-
რე მხატვრობა ან პროზა.

*
მათემატიკას ისა აქვს საერთო მუსიკასა და პოეზიასთან, რომ
ხელოვნების ამ დარგებში შინაარსი ფორმის აქტად იქცევა. ჭეშ-
მარიტება ფორმალურ პირობებზეა დამოკიდებული.

*
პოეტის საქმე ის კი არ არის, რომ თქვას – წვიმსო.
საქმე ისაა, რომ მან თვითონ შექმნას წვიმა.

*
პოეტი ეძებს მაგიურ ლექსს, რომლის აზრიც თვითონ მის-
თვისვე იქნებოდა იდუმალი; მაშასადამე, ეს გახლავთ ისეთი აზ-
რი, რომლითაც ლექსობს და თავის რაობას ინარჩუნებს ლექსი.
თუკი ლექსი გადმოგვცემს ზუსტ აზრს, ესე იგი, ისეთ აზრს,
რომელიც შეიძლება სხვა გამოხატულებით, ან სხვა უნიკალური

277
წარმოდგენით იქნეს გადმოცემული, – ეს ლექსი უკვე გაუქმებუ-
ლია თავისი აზრით.

*
პოეტის მიზანი ის კი არ არის, რომ თავისი აზრი გაგვიზია-
როს, არამედ ის, რომ ჩვენში გამოიწვიოს ერთგვარი ემოციური
მდგომარეობა, რომელსაც შეესაბამება მისი აზრის ანალო-
გიური (და არა იდენტური) აზრი. იდეა (როგორც პოეტის, ისე
მკითხველის სულშიაც) მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თა-
მაშობს.

*
პოემასა და რომანს შორის დაახლოებით ისეთივე თანაფარ-
დობა არსებობს, როგორ მუსიკალურ ბგერასა და ხმაურს შო-
რის.

*
აგერ უკვე ოცდაათი თუ ორმოცი წელია, რაც თითქმის ყველა
პოეტზე ვამბობ: მე ვერ ვხედავ მის წინააღმდეგობას.
კაცმა რომ თქვას, რამდენი ლიტერატურული სიახლეა ტრა-
დიციული!
მე ვერ დავწერდი რომანს, თუკი არ მეყოლებოდა მოსამსახუ-
რე, რომელიც ჩემ მაგივრად დაწერდა ყოველივე იმას. რაც უმ-
ნიშვნელოა და თვითნებური და რისი წყალობითაც ავტორი
მკითხველის მოსამსახურე ხდება.

278
*
ფილოსოფოსის მტერი – ესაა ენა:
ლიტერატორისა – აზრი.
მეტისმეტად მძლავრ, მეტისმეტად შორს გამიზნულსა და მე-
ტისმეტად... ზუსტ აზროვნებას, ბოლოს და ბოლოს, იქამდე მივ-
ყავართ, რომ ცუდად ვაზროვნებთ.
მწერლობა აზრის წვალებისა და დეფორმაციის შედეგია.
ენის, მისი ფორმებისა და მისი სიტყვებისადმი ნდობა აზროვ-
ნების უნარს აჩლუნგებს.
აზრი – ესაა უკან დახევა მწერლობის წინაშე; ესაა ჰიპოთეზა,
რომელსაც მწერლობა აუცილებლობად აქცევს.

*
პროზა. – ძველი გზები და საშუალებები, დარწმუნება, დამ-
ტკიცება, სიცხადე გახლდათ, – საკმარისი იყო ვიღაცა აღგეძ-
რათ ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს მხარდასაჭერად, თვით ხვიი
საუკუნეში.
დღეს ვითარება შეიცვალა, – განზოგადებული ფიქცია.

*
მე არ ვენდობი მწერალს, რომელიც უამრავ ხალხს მოსწონს,
ისევე როგორც არ ვენდობი უამრავ ხალხს.

279
*
მწერლობა ჩემთვის არაფერია, თუკი აღმოჩენის შთაბეჭდი-
ლებას არ ახდენს ჩემზე.

*
კრიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთში ურევენ იმას, რაც
იყო ჩაფიქრებული და რაც იქნა ხორცშესხმული; იმას, რაც თავ-
დაპირველად იყო დასახული და რაც შემდეგ იქნა დამატებული
წარმოუდგენელ დომხალსა და უწესრიგობაში, – იმასაც ივიწყე-
ბენ, რომ ენა სხვა არა არის რა, თუ არა მიახლოებითობა.

*
პოლიტიკოსი და მწერალი, რომლებსაც სურთ ხორცი შეას-
ხან, გამოაქვეყნონ და თავს მოგვახვიონ თავიანთი იდეები, იძუ-
ლებულნი არიან შეცვალონ, შერყვნან, უგულებელყონ ან უარ-
ყონ ისინი, – და ეს ყველაზე იაფი მსხვერპლი გახლავთ.
შეუბრალებლად ნთქამენ შვილებს, რათა შეინარჩუნონ მამა.
ესაა წესი, რომელსაც გამონაკლისი არ გააჩნია.

*
ალეგორიისაგან პირწმინდად განსხვავებული სიმბოლიზმი,
ნამდვილი სიმბოლიზმი სხვა არა არის რა, თუ არა საგნის (ან
მდგომარეობის) განსაზღვრა ზუსტად იმავე განწყობილების გა-
მოწვევით, რომელსაც თვით ეს საგანი იწვევს. უფრო ზოგადად,
მსხვერპლი იმნაირ ვითარებაშია ჩაყენებული, რომ აუცილებ-

280
ლად, ყოველ მიზეზს გარეშე უნდა გამოიწვიოს არსებობისათვის
ის სახე (ან მდგომარეობა), რომელსაც მისგან მოითხოვენ.
ამ განსაზღვრიდან გამომდინარეობს, რომ თვით საგნის სა-
ხელიც კი თავიდან აცილებულ უნდა იქნეს. ვინაიდან მისი დასა-
ხელება იმას ნიშნავს, რომ ჩანასახშივე ჩაკლა სასურველი და
საძიებელი აღგზნება.
უწყვეტი მეტაფორა.

*
მარადიული დუმილი და ა. შ. – პასკალისათვის შეუფერებე-
ლი ჟონგლიორობა.

*
ძალზე ნატიფი, ძალზე ღრმა, დღითი დღე მზარდი და შეუქცე-
ვადი ბუნდოვანება თუ დაბნეულობა დროთა განმავლობაში
სულ უფრო და უფრო მეტად ისადგურებს მკითხველის სულში.
მას ვეღარ გაურჩევია, რა არის თავისი და რა არის სხვისი. შენა-
ტანი თანდათანობით უჩინარი და შეუმჩნეველი ხდება, ვინაიდან
პიროვნების მთელი სამყარო ამ შენატანს ემსგავსება.
როგორც სწავლობენ უცხო ენას, რომელიც დროთა განმავ-
ლობაში შეიძლება დაემყნას დედა ენას, ზუსტად ასევე სწავლო-
ბენ აზროვნების მანერასაც. შესაძლოა, ზოგიერთის ორიგინა-
ლობა სინამდვილეში ამა თუ იმ მწერლის ან მოაზროვნისაგან
იღებს დასაბამს, უფრო მათი უშუალო ზემოქმედების შედეგად
გვევლინება, ვიდრე ზოგ-ზოგის აშკარა მიმბაძველობა.
მშვენიერების კულტზე აღზრდილი თაობა

281
ეს ირონია არ გახლავთ. მე აღვნიშნავ ფაქტს, რომელსაც
ვხედავ: მომენტს, რომლის ნაწილიც თვითონ მე ვარ.
მშვენიერების ბუნდოვანი და ინტენსიური იდეის როლი 70--
80-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდობის ( – და გარ-
კვეული წრის) ფორმირებაში მართლაც აღსანიშნავია. იყო მო-
მენტი, როცა ეგრეთ წოდებული მშვენიერება, ხელოვნება, და ა.
შ. ლამის ათასობით სექტის ერთადერთ კულტად იქცა. ამ
კულტს საკმაოდ ცუდად წაუვიდა საქმე. – ხელიდან გამოეცალა
მისი შემქმნელი კაცი: საქმეში ჩაერთო ჟურნალიზმი და სპორ-
ტი, რამაც შებღალა და გადააგვარა იგი. ბოლოს, ჰუმანიზმი,
ანარქია.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება უცნაურად რთული დამოკი-
დებულება და მიდრეკილება სრულქმნილების, ზეკაცის, კლასი-
კის, დეკადანსის, მისტიკის, მეცნიერულ-ფილოსოფიური პროგ-
რესის და სხვა მისთანათა მიმართ, რაც კვლავინდებურად ინარ-
ჩუნებს ჩვენი ზოგადი საფუძვლის მნიშვნელობას. ამას ზედ ერ-
თვის ომი.

*
ის, ვინც მიბაძვას იკვლევს, არც კონტრ-მიბაძვას უნდა ივიწ-
ყებდეს. განსხვავებისა თუ დაპირისპირების ტენდენცია მსგავსე-
ბის ტენდენციასთან ერთად უნდა დაჯგუფდეს.
ორივე ტენდენციას ერთი და იგივე გვარი, უფრო ზოგადი
ტენდენცია მოიცავს და აერთიანებს: საკუთარი აქტისა და აზრის
გამოყვანა უკვე არსებული აქტიდან თუ აზრიდან.
მე გავაკეთებ იმას, რაც შენ გააკეთე. მე გავაკეთებ იმას, რაც
შენ არ გაგიკეთებია. მე გავაკეთებ იმის საპირისპიროს, რაც შენ

282
გააკეთე. მე შენზე უკეთ, შენზე დახვეწილად გავაკეთებ – მე გა-
ვაკეთებ რაღაც უკეთესს.
რამდენი გადაკეთება თუ გადაწერა.
შედევრი
შედევრს ავტორი კი არა ქმნის, არამედ მკითხველი, – მისი
რანგი, მისი კვალიფიკაცია; შეზღუდული, დახვეწილი, დინჯი,
მოცლილი, მოთმინებითა და მიამიტობით აღჭურვილი მკითხვე-
ლი.
დიახ, მხოლოდ ამნაირ მკითხველს შეუძლია შექმნას შედევ-
რი. მხოლოდ მას შეუძლია მოითხოვოს უჩვეულობა, გულმოდ-
გინება, ამოუწურავი ეფექტები, სიმკაცრე, ელეგანტურობა, სინა-
ტიფე, სიახლე.
მაგრამ ეს მკითხველი, ვისი ფორმირებაც, ვისი ძიებებიც, ვი-
სი ყოყმანიც თუ რყევაც შეიძლებოდა ლიტერატურის ისტორიის
ჭეშმარიტი თემა ყოფილიყო, – დიახ, ეს მკითხველი კვდება...
კრიტიკოსები
ისინი სერიოზულად აანალიზებენ რასინის ამა თუ იმ ეპი-
ზოდს და აზრადაც არ მოსდით, რომ ესა თუ ის ხელსაყრელი ან
ძნელი რითმა არსებითად ცვლის მთელს განვითარებას და მოჩ-
ვენებით არგუმენტაციას.
მშვენიერი სტრიქონი, რომელიც შემთხვევით დაიბადა, –
ღვთაებრივი ყრმა! – იმპერატორის მთელს გეგმას და ჩანა-
ფიქრს ასხვაფერებს. ეს სტრიქონი მოითხოვს სამ სხვას, რო-
მელთა კატრენი, თავის მხრივ, განაპირობებს დანარჩენს, და ა.
შ. ყველაფერი ეს მშვენიერია, ჭეშმარიტი, ღირსეული და სამარ-
თლიანი. ეს ბუნებრივი პროცესი გახლავთ, ვინაიდან ბუნება ერ-
თმანეთისაგან არ ასხვავებს მთელსა და ნაწილს, არამედ თით-
ქოს განკერძოებით მისდევს ზმანებას და სიზმარეულ გზებს. ყვე-

283
ლაფერია ყველაფერში და ყველაფერია ნებისმიერ ნაწილში.
სწორედ ასე ლაპარაკობდა ნამდვილი ფედრა და არა გეგმის მი-
ხედვით. ლექსის შემთხვევითობა ასწორებს გეგმის ყალბ სიზუს-
ტეს.

*
პასკალის სანაძლეო; – ლოგიკური ბიწი; – პასკალს მათემა-
ტიკურ აღრიცხვაში უცნაური სასოებით შემოაქვს არსებობის
უსასრულობა. მაგრამ ეს უსასრულობა მხოლოდ და მხოლოდ
აღთქმული გახლავთ.
არსებობს ალბათობის, სულ მცირე, ორი საფეხური მაინც: 1.
ჭეშმარიტია ან არ არის ჭეშმარიტი, რომ ეს უსასრულობა არსე-
ბობს; 2. თუ ის არსებობს, ჩვენ შეიძლება გულდაჯერებულნი ვი-
ყოთ ან არ ვიყოთ გულდაჯერებულნი, რომ ვეზიარებით მას.
მეტიც:
1. შეიძლება არსებობდეს ორზე მეტი შესაძლებლობა. თვი-
თონ პასკალი ითვლის 288 უზენაეს სიკეთეს. მაშასადამე, შეიძ-
ლება წარმოვიდგინოთ მათი უსასრულო რაოდენობა. შესაძლე-
ბელია უზენაესი სიკეთის ურიცხვი სხვადასხვა ცნება და მასთან
ზიარების უთვალავი საშუალება, თუკი გამოვრიცხავთ ნულოვან
საშუალებას.
2. აქვს კია აზრი მოგების უსასრულობის შემოტანას? ხომ არ
ნიშნავს ეს ყოველგვარი აღრიცხვის აბუჩად აგდებას?
ბუნდოვანი სტილი.
და ამ კაცმა დაწერა ტრაქტატი სითხეთა წონასწორობის შე-
სახებ! უკვდავი შედევრი, რომელსაც აღარავინ აღარ კითხუ-
ლობს.

284
*
1890-იანი წლების სიმბოლიზმი – ეს გახლდათ მიმართულე-
ბა, რომელიც ხელოვნებათა ბაზაზე ნამდვილი რელიგიის შექ-
მნას ისახავდა მიზნად. ესაა მისი ორიგინალურობა და ამით აიხ-
სნება მთელი მისი უცნაურობაც. მაგრამ რაკიღა არ აღმოჩნდა
კაცი, რომელიც მუჰამედის როლს შეასრულებდა და გაბედავდა
მტკიცედ დაემკვიდრებინა ახალი კულტი, ვინაიდან ძალიან ცო-
ტაა იმისი შანსი, რომ ლიტერატურულ ცხოვრებას, უშუალო
წარმატებას და ა. შ. ორგანულად შეუთავსო ჭეშმარიტად ღრმა
გრძნობა, – ეს რელიგია ჩანასახშივე ჩაიშრიტა. მე მისი დაბადე-
ბაც მახსოვს და გარდაცვალებაც.
ბაქიბუქმა თავისი როლი შეასრულა. ამ მხრივ, არც მე ვყო-
ფილვარ გამონაკლისი...
მაგრამ ეს კვლავ განმეორდება.

*
სიმბოლიზმი სხვა არა არის რა, თუ არა ორაზროვნების რი-
ტორიკული თეორია. სისტემის რანგში აყვანილი ორაზროვნება.

*
ბოსიუეს ფრაზაში იმდენად მჭევრმეტყველება როდი მან-
ცვიფრებს (ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია მჭევრმეტყველებას),
რამდენადაც ორგანიზაცია.
ხოლო ორგანიზაციაზე უფრო მეტად – მისი მოქნილობა.

285
*
კლასიკური მწერლობის პერსონაჟთა ფსიქოლოგია – ესაა
თანმიმდევრობა, სიმარტივე, ანალიტიკური ფუნქცია, – კანონი,
რომელიც მათგან შეუძლებელი, მეცნიერულად ყალბ, მაგრამ
ესთეტიკურად მართალ არსებებს ქმნის. შეიძლება მოკლედ
გადმოსცე მათი არსება, განსაზღვრო მათი ხასიათი ან მათი რო-
ლი და ამით მაინცდამაინც მიუტევებელ დანაშაულს როდი
ჩაიდენ. სწორედ ეს გახლავთ შესაძლელობა, რომელიც მათ აბ-
სტრაქტულსა და არარეალურ ხასიათს ანიჭებს, მაგრამ რომ-
ლის წყალობითაც შეიძლება მოახდინო მათი კომბინირება, თე-
ატრალური აზრით, ან არტისტული ხელოვნებით დახატო ისინი.
მათი სიყალბე ისაა, რომ კანონი აქვს; ისევე როგორც მათ
სიმართლეს.

*
აღწერა, როგორც ლიტერატურული ხერხი შეიძლება განსაზ-
ღვრულ იქნეს როგორც წინადადებების თანმიმდევრობა, რო-
მელთა შორისაც შეიძლება ჩასვა იმდენი წინადადება, რამდე-
ნიც მოგეპრიანება.
რასინი და შექსპირი
1800 სიტყვა; არავითარი თვალში საცემი სახე; არავითარი
აჩრდილი; არავითარი ყვირილი; არავითარი დეკორაცია, ან
ძალზე ძუნწი; არავითარი ზედახორა; დრამისთვის უცხო არავი-
თარი სიურპრიზი; მაშასადამე, ის მიმართავს კონცენტრირებულ
გრძნობელობას, და ა. შ.

286
ამ 1800 სიტყვით, – უჩვეულო პროსოდია, – შედეგი ენისა,
რომელიც ბუნებრივი ჩანს და ლამის მშრალი, ყოველთვის მუ-
სიკალური, და მთლიანად ნიუანსირებული.

*
მშვენიერი ქმნილებები ნაყოფიერ ეპოქათა ნაშიერნი არიან.
არც ტიციანი, არც რაფაელი, არც შექსპირი, არც რემბრანდტი,
არც ბოსიუე, არც რასინი არ არიან განცალკევებულნი; – არც
ესქილე, არც პინდარე; ისინი თანდათანობით ცალკევდებიან...
ამ ქმნილებების დასაბამი იგივეა, რაც მათი მეტოქე და ხში-
რად მათივე შესადარი ასობით სხვა ქმნილებისა. კაცმა შეიძლე-
ბა იფიქროს, რომ ყველაზე სრულყოფილი მშვენიერების მისაღ-
წევად საჭიროა შესაძლებელი იყოს შერჩევა.
მაგრამ მეტოქეობა, შური, ჯიბრი თავის არსებით როლს ას-
რულებს ქმნილებათა გასულიერებაში.
რასინისა და კორნელის, ბოსიუესა და ბურდალუს, ვოლტე-
რისა და რუსოს, ლამარტინისა და ჰიუგოს ორთაბრძოლა; სტენ-
დალისა და შატობრიანის ფარული შუღლი; პაექრობა კათედრა-
ლებსა და ტაძრებს, სამისნოებსა და საკურთხევლებს შორის...

*
ორი ქვეყნის ლიტერატურის შედარება ორი ერის შედარებას
კი არ ნიშნავს, არამედ ორი გამონაკლისი ჯგუფისას.
უხეშად რომ ვთქვათ, ეროვნული მწერლობის მიჩნევა ერის
გამოხატულებად არაზუსტია. საჭიროა ათასგვარი წინდახედუ-
ლება და სიფრთხილე.

287
მე ვიცი, რომ ის, რასაც ამა თუ იმ ხალხის მწერლობას უწო-
დებენ, ესაა იმ ნაწარმოებების ერთობლიობა, რომელიც ამ
ხალხმა შეინარჩუნა.

*
ყველა დიდი ფრანგი მწერალი, იმავდროულად, დიდებული
კრიტიკოსიც იყო, – ესე იგი, ყველას შეეძლო ხელობის ანალი-
ზი.

*
იმ მწერლების საზოგადოებაში, რომელთა საშუალო ასაკი
ოცდაათ წელს აღემატება, მე იშვიათად მომისმენია დინჯი
საუბარი, საქმიანი მსჯელობა რომელიც გნებავთ საკითხის თუ
პრობლემის ირგვლივ. ყველაფერი ზერელეა, ზედაპირული;
ყრუ ბრძოლები, ქიშპობა, შური.
კალმოსნების ტექნიკური ურთიერთობა გაცილებით უფრო
უინტერესოა და უფერული, ვიდრე მეწარმეების, ვაჭრების თუ
მეცნიერების.

*
მე მეშინია პროზელიტიზმის, – ესე იგი, საკუთარი იდეების,
განცდების თუ თვალსაზრისის პროპაგანდისა და იმ საშუალებე-
ბის მეშვეობით მოქმედების სურვილის, რომლებიც უცხონი არი-
ან თვით ამ იდეებისათვის და შეიძლება ყველაფერს მიესადა-

288
გონ. ესაა იმიტაციისა თუ ინსტინქტების სპეკულაცია, – ერთის
სიტყვით, უწმინდურება.

*
მოდერნისტულ მწერლობას საფუძვლად უდევს სურვილი – -
გააკეთოს სხვანაირად (+ სიადვილე).

*
უწინდელ მწერლობას კი ამოძრავებდა იმის სურვილი, რომ -
გაეკეთებინა უკეთ ან ისევე კარგად. მას საგონებელში არ აგ-
დებდა უკვე გაკეთებული. ის, რაც მშვენიერების რემინისცენცი-
ას იწვევს, თავისთავადაა მშვენიერი.

*
სიტყვები, მაღალფარდოვანი სიტყვები, – ღმერთი, უსასრუ-
ლობა, ბუნება და ა. შ. – მუყაოს საწონები, რომლებსაც ბუმბუ-
ლივით იტაცებენ ხელში და თავიანთ ნებაზე ათამაშებენ რომან-
ტიკოსი ჰერკულესები.
დამატება
მარადიული დუმილი – მაძრწუნებს, მაგრამ ამ ფრაზის სწავ-
ლული რიტმი, ცოტა არ იყოს, მანუგეშებს.

289
არსებობს მწერლობა, რომელიც გულისხმობს უკვე ცნო-
ბილს, და არა მარტო გულისხმობს, კიდევაც ფლობს და ამოწუ-
რავს მთელს ცნობილ მწერლობას; და არსებობს მწერლობა,
რომელიც მას არ გულისხმობს. ამ უკანასკნელს კი სიცოცხლი-
სუნარიანს უწოდებენ, მთელი მისი უსიცოცხლობის მიუხედავად.
შეიძლება იკითხო მოპასანი ისე, რომ მეტი არაფერი იცოდე, –
ჟურნალების მეტი რომ არაფერი არ წაგეკითხოს.

*
მოლიერის გენიამ ღრმად დაამდაბლა ჩვენი თეატრი.

*
ვოლტერი – მახვილგონივრულობა სიღრმის ტოლფასია.
სტენდალის კითხვისას
მე ვერ ვხედავ რომანტიკოსების თვალით დანახულ ადამი-
ანს. ჩემი ადამიანი არაფრით არა ჰგავს მათსას. მე უგულებელ-
ვყოფ იმას, რასაც რომანი აზვიადებს, და პირუკუ.

*
ათიდან ცხრა შემთხვევაში ასჯერ უფრო ადვილია წერო ლა-
მაზად, ვიდრე ზუსტად.

290
რომანი გაცილებით უფრო მიამიტურ მოთხოვნილებას პასუ-
ხობს, ვიდრე პოემა, ვინაიდან ის მოითხოვს რწმენას, ბრმა ნდო-
ბას, თვითგანდგომას, პოემა კი აქტიურ თანამშრომლობას.

*
უახლესი მწერლობა, ანდრე ბრეტონი და სხვ. – სიადვილის
მაქსიმუმი და სკანდალის მაქსიმუმი; – მაქსიმალური სკანდა-
ლის მიღწევა მაქსიმალური სიადვილით...

*
კაცი, რომელიც გატაცებით კითხულობს წიგნს და რომელსაც
სურს გაიგოს ბოლო, ვერ ამჩნევს, რომ ეს ბოლო მის თავშეკა-
ვებაზეა დამოკიდებული.
მაშასადამე, რომანებისა და ამ ჟანრის სხვა ნაწარმოებების
არსებითი პირობა, სხვათა შორის, ისიც გახლავთ, რომ დაავიწ-
ყებინოს მკითხველს თავისი ძალმოსილება და თავისუფლება.

*
მე არ მიყვარს მწერალი, რომელიც ჩემს პირად საქმეებში
ერევა, რომელსაც სურს დამმოძღვროს, დამიხსნას, დამარწმუ-
ნოს, აღმაგზნოს, აღმაშფოთოს და ა. შ.
მე მიყვარს, როცა ის ახერხებს სიამოვნება მომანიჭოს და თა-
ვისი პირადი ცდიდან რაღაცა გამიზიაროს, როცა ის არ დაიყვა-
ნება მარტოოდენ თავის გრძნობებზე. რომლებთანაც ხელი არა
მაქვს, და როცა მასთან ბარიბარში გამოვდივარ იმის წყალო-

291
ბით, რომ არ ვამღვრევ ჩემი გრძნობებით, რომლებიც მე თვი-
თონ მეყოფა...

*
კაპერნაუმი – მე ვხვდებოდი, – გუმანით ვგრძნობდი, რომ
ვიყავი კაპერნაუმში (ნერვალი – კაზოტი).
ძილის წინ წაკითხული ეს სიტყვები მე მიმჟღავნებს უჩვეულო
სულის აღგზნებას. – მე ვცნობ ჩემს მე-18-ე საუკუნეს – რეტი-
ფი+სვედენბორგი+კაზანოვა+კარნავალი, სადაც შეიძლება ჩარ-
თულ იქნენ ვოლტერი და დიდრო, აგრეთვე დალამბერი.
მწკლარტე გემო და ემპირიული სურნელი, – მეტისმეტი სუ-
ლიერება, – მეტისმეტად მძაფრი მისტიურ-ეროტიულ-
ფილოსოფიური ნაზავი, – ხედვის უცნაური მანერა, კურიოზული
თვალსაზრისი...

*
რომანი – ესაა ლიტერატურული ჟანრი, რომელიც აკმაყოფი-
ლებს მკითხველთა ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე
გულუბრყვილო კლასის მოთხოვნებს.

*
მე ვთავაზობ ლიტერატურის ისტორიკოსს მარსელ რეიმონს
წიგნის სიუჟეტს – ლიტერატურული ფორმისათვის მინიჭებული
ღირებულების ცვალებადობა ა-დან ხ-მდე.

292
*
შატობრიანისა და მისი თანამოძმეების სტილი. – პლიუმაჟი
დიდებულია, ხერხემლისა კი რა მოგახსენოთ.

*
გულწრფელად, აღსარების ტონით: რა მესაქმება იმასთან,
რაც გაგიკეთებია, გინატრია, გაგიბედავს, დაგკლებია, გინანია,
გამოგიტირებია და ა. შ.?
ეს შენი საქმეა. რაში მედარდება, რანაირი ცხვირი გაქვს?
რა ქედმაღლობაა იმაზე ფიქრი, თითქოს შენს სიყვარულს
ბატკნებისადმი შეუძლია შემძრას ან ამაღელვოს? რაში მენაღ-
ვლება შენი სინდისის ქენჯნა, შენი სურვილები, შენი ნეტარება?
რას ვაქნევ შენს ტანჯვა-წამებას? სხვა რამ მასწავლე.

*
მთელი დრო მხოლოდ უმნიშვნელო ბზარია მარადისობის
მონოლითურ მთლიანობაში, ისევე როგორც მთელი სამყარო
მხოლოდ პაწაწინა ბუშტია სივრცის უსასრულო სიწმინდეში...

*
ხორცის ხეზე გალობს სულის პატარა ჩიტი.

293
*
ეს მერცხლები ისე ფრთხიალებენ, როგორც კვდება ბგერა.
ჩიტი ისე მაღლა დაფრინავს, რომ მზერა ცრემლების წყაროს
აღწევს, – თვალი გენისლება.
ცა
მე ვარ გეომეტრიული ადგილი, მე ვარ წერტილი. – ისევე უც-
ხო ყველა ამ ვარსკვლავისათვის, როგორც ისინი – ჩემთვის...
მე და ისინი.
ერთმანეთისაგან გათიშულ ვარსკვლავთა უსაზღვრო გან-
ცვიფრება! – გახევებული აფეთქება, ხოლო მზერა რომ მილი-
არდობით საუკუნის გამწვდომი იყოს, – ნამდვილი აფეთქებაც,
და ამ აფეთქების ყველა შედეგი.
ყოველივე ეს მე მეხება, მაგრამ ხელი არა აქვს ჩემთან; მე
მიმზერს, მაგრამ ვერ მხედავს. ფართოდ გახელილ თვალებში
ჩამდგარი გაოცება.
უსარგებლობა, აზრის უარყოფა.

*
ბ-ნი ტესტის ლოცვა: უფალო, მე ვიყავი არარაობაში, უსაზ-
ღვროდ მშვიდი. მე ჩამოქვეითებულ ვიქმენ ამ მდგომარეობი-
დან, რათა ჩავრთულიყავ ცხოვრების უცნაურ კარნავალში. მე
მებოძა ყველაფერი, რათა განმეცადა ნეტარება და ტანჯვა, რა-
თა შემეცნო და, ამრიგად, მომეტყუებინა ჩემივე თავი. მაგრამ
ყველა ეს უთანაბრო ნიჭი...
მე შენ აღგიქვამ როგორც ამ უკუნის უფალს, რომელსაც ვუ-
ზერ, როდესაც ვფიქრობ, და რომელზედაც აღიბეჭდება უკანას-
კნელი აზრი.

294
მომეც, ო, უკუნეთო...
მე ვაღიარებ, რომ ჩემი გონებისგან შევქმენი კერპი. მაგრამ
რომ ვერსად მივაკვლიე სხვას?! მე მას ვწირავდი მსხვერპლს და
ვბღალავდი გმობით, თითქოს ჩემი არც ყოფილიყოს.
დილის ფსალმუნი
უბედურია, ვისაც არაფერი აქვს გასაცემი.
მაგრამ ათასგზის უბედურია, ვისაც კაცი არა ჰყავს, რომ
გაუზიაროს, რაცა აქვს გასაცემი... ვინ დამიჭერს მხარს? ვინ გა-
მიგონებს?
ჩემი წყარო დაშრება და მწარე გახდება მისი წყალი, თუკი არ
მოვლენ მტრედი და წყურვილი.
ვაი ამნაირ სიუხვეს! სულის ანკარა შადრევანი გუბდება, იგუ-
დება და აშმორებულ ჭაობად იქცევა. უბედურია, ვისაც უნდა
გაეცა; ვინც იმისთვის იყო შექმნილი, რომ მოყვასთათვის მიეძ-
ღვნა და გაენაწილებინა თავისი არსი.
მისი სიმდიდრეღა აფხიზლებს; მისი შინაგანი სინათლე გან-
წონის მისივე სხეულის ღამეს; ის ამარცხებს ძილს; მისი
ძლიერება გამარჯვებას ზეიმობს მის სისუსტეზე, მისი ნაყოფი
სძლევს მისსავ ფესვებს, და ვიდრე ირიჟრაჟებდეს, ის უკვე ნათ-
ლის მორევში დგას, წალეკილი სხივების ჩქერით; ის წელში
იმართება და მხრებსა შლის, თავისი სიცოცხლით აღჭურვილი,
და სანამ საგნები და კითხვები ალყას შემოარტყამდნენ, წინას-
წარვე წარბშეუხრელად ეგებება მათ გამოწვევას, თავისი ნათე-
ლი და სიხარულით ფრთაშესხმული აზრის ქადილით, მაგრამ
ძეხორციელის ჭაჭანება არ არის ირგვლივ, და ის – სასოწარკვე-
თილი – უკუიქცევა მთელი თავისი ძალმოსილებით.
– ვინ იცის, იქნებ სწორედ ესაა ღმერთის უბედურება, და
ჩვენც ასე ძალიან იქნებ სწორედ ამიტომაც ვჭირდებით მას?

295
ჩვენ ვყვირით: უფალო, უფალო! ის კი გონებამიუწვდომელი
ხმით გუგუნებს: კაცნო, სულნო! მისმინეთ! მისმინეთ-მეთქი! მო-
დით, შემჭამეთ! – აჰა, ჩემი ძე, აჰა, ჩემი სისხლი! მაგრამ არავის
არა სურს მისი მსხვერპლი, და ვერც ვერავის გაამტყუნებ.
კბოდეები
ზოგი შავი, ზოგიც მოვერცხლისფრო, ან ვარდისფერი. ზოგი
თვალისმომჭრელად მოლაპლაპე სწორხაზოვანი წახნაგებით,
წაკვეთილი და ბლაგვი წიბოებით; ზოგი მკვეთრი და ნატიფი
ნაოჭებით, ნაკეცებად დაფენილი სქელი შრეებით; ზოგი ტლან-
ქი, მრგვალი და გლუვი. თვითეული თავისი ბუნებით და თავისი
ბუნებისამებრ, თვითეული თავისი იერით, რომელშიაც ჩაკირუ-
ლია მთელი მისი თავგადასავალი.
ფორმა მასალით და მოვლენებითაა განპირობებული, ანუ
კავშირთა მთლიანობითა და ძალთა ერთობით.
მე ვმოძრაობ ამ ქაოსში, ზღვის ხმაურით გაყრუებული.
ესაა ცეკვა, – უცნაური ცეკვა, ვინაიდან ყველა ნაბიჯი სხვა-
დასხვანაირია, არც ერთს არა აქვს მეორის ფორმა და ამპლიტუ-
და; აღმა, დაღმა, ხტომა, ხოხვა, რყევა და რხევა, მაგრამ მაინც
აშკარად საგრძნობია ერთგვარი რიტმი, იმ უწყვეტი სისწრაფის
წყალობით, რომელიც მსურს შევინარჩუნო. გრძელი ნაბიჯი,
მოკლე ნაბიჯი, ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით, თითქოს უჩ-
ვეულო კიბეს მივყვები, რომლის დახრილობა და მიმართულება
წამდაუწუმ იცვლება, საფეხურიდან საფეხურამდე.
ამ მკვრივსა და ტლანქ სამყაროში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ცვლად გარემოში მოძრაობა გასაოცარი ვარჯიშია, წვრთნა,
როკვა, ცეკვა, რომლის პარადოქსული კანონია ნაბიჯთა უთა-
ნაბრობა.

296
თვითეული კუნთი მუშაობს; არც ერთის ძალისხმევა არა
ჰგავს მეორისას; ყოველ წამს უნდა გამოვიგონო მოძრაობის
ფორმა და ენერგია.
სტრატეგია – ხიფათი – ქაოსი.
საკურთხევლები, უზარმაზარი ლოდები, სპილოების ფაშვები,
გარინდებული გოლიათები.
გუბეები, ბზარები, ნაპრალები, ქიმები, დარანები.
სიმქისე, სიგლუვე.
ჯილეები, საოცრად მკვირცხლი ლიფსიტები.
ფსალმუნი
აჰა, კითხვებისა და კომბინაციების კაცი თავისი კერპების წი-
ნაშე. მაგრამ ისინი მის თვალში ზოგჯერ უსიცოცხლო თოჯინებს
ჰგვანან, ხმელი ხისაგან გამოთლილ სათამაშოებს, რომლები-
თაც აღარავინ აღარ თამაშობს, როგორც ოდესღაც, როცა ისინი
ფრთაშესხმული და სხივოსანი ღვთაებები იყვნენ.
ფუჭია და ცარიელი ყველა ის სიტყვა, რომლებიც, იმავ-
დროულად, ცოცხალ საჭურვლად, შემეცნების საშუალებად,
ფლობისა და ტკბობის ინსტრუმენტებად, საგანძურად და მის გა-
საღებად, სასმისად და შიგ ჩასხმულ უჩვეულო სასმელად, სი-
ნათლედ და თვალის ჩინად გვევლინებიან.
ვინ მოსთვლის ჩემი რწმენის ცვალებადობას ჩემივე აზრების
გარსში?

*
საგნები თავისებურად გველაპარაკებიან, – ხანდახან მღერი-
ან კიდეც.

297
*
მწარე, როგორც მარტო შენ თუ შეგიძლია იყო, სიცოცხლევ,
მწარე და ტკბილი, როგორც მარტო შენ თუ შეგიძლია იყო!
მწარე, ტკბილი და მძიმე, როგორც მარტო შენ თუ შეგიძლია
იყო, სიცოცხლევ.
მწარე და ტკბილი, მძიმე და ფუჭი, გრძელი და მოკლე, რო-
გორც მარტო შენ თუ შეგიძლია იყო.
და როგორც არ არსებობს შენი ორიოდე ნეტარი წამის სხვა
სანაცვლო და საზღაური.
გარდა ცრემლისა – შენი ბოროტების ერთადერთი პასუხიც
სიცილია მხოლოდ.

*
სად მიდიან უარყოფილი იდეები, უგულებელყოფილი პროექ-
ტები, დამხობილი სარწმუნოებანი?
ხე მშვიდია. ის უცვლელად ინარჩუნებს თავის რაობას ნათ-
ლის ემბაზში.
მაგრამ ჯერ კიდევ გუშინ ის ბორგავდა და ბობოქრობდა, ის
იტანჯებოდა ყველა თავისი ფოთლით, ყველა თავისი ტოტით თუ
ყლორტით, თვით თავისი მძლავრი, ქვისფერი და თითქმის ქვის
ღეროთი. სადღაა დღეს მისი მღელვარება, მისი თავგანწირული
ძალისხმევა, მისი ლაწალუწი, მისი ხელებისა თუ თითების
მტვრევა?

298
*
კაცი გასცქერის სივრცეს – მის წინაშეა ხედი.
საგანთა სიმრავლე.
მისი საპირისპირო მთლიანობა.
უცნაური მრავალფეროვნება და სხვადასხვაობა, რომელიც
არის ის, რაც არის...
მაშასადამე, მას აქვს ბუნდოვანი შეგრძნება იმისა, რომ რა-
საც ის ხედავს, შეიძლება სულ სხვა რამ იყოს. სრულიად სხვა
მთლიანობა მის წინაშე, – მაგრამ ამის გამო არც ეს მთლიანობა
იქნება ნაკლებად მთლიანობა, და არც თვითონ იქნება ნაკლე-
ბად ის.
რა ვუყო ყოველივე ამას?
რა ვუყო ამ ტრიალ ხასხასა ველს, – სადაც თვალის მოძ-
რაობა ვერ პოულობს ვერაფერს, მოალერსე სინაზის გარდა?
რა ვუყო შუქ-ჩრდილის ამ უცნაურ თამაშს, ამ უსასრულო
მრავალფეროვნებას, წვრილმანთა ამ მორიალე თუ მოფუთფუ-
თე სიმრავლეს?
– ამ ფორმებს, რომლებსაც მოუღლელად ელამუნება თვა-
ლის ხელი? ან საგანთა სიმქისით, სიგლუვით, სიშიშვლით, სირ-
ბილით, სიმკვრივით, სისველითა თუ სიმშრალით აღძრულ მის
განცდებს?
რა ვუყო?
ესე იგი, როგორ ან რითი შევცვალო?
დახატე, დაწერე, გადაიარე, გადათელე, განაზოგადე, აზრში
გათქვიფე, სიტყვების გალიაში გამოკეტე, – (ცა, ტყე, ზღვა და ა.
შ.).
ოჰ, რარიგ მაგონებს ჩემს თავს ამნაირი ხედვა და ხედვის ამ-
ნაირი მანერა.

299
*
ნუ დამტოვებ მარტო, – უთხრა ჩემმა სულმა ჩემს სულს.
– იკითხე; დამიფარე ჩემივე თავისაგან; იმსჯელე, იანგარიშე,
რაღაცა აკეთე, –
დამიფარე უთავბოლობისა და ჩემ მიერვე გამოწვეული ბო-
როტებისაგან;
ჭეშმარიტებისაგან, რომელიც ყოველთვის საშინელია. სი-
ზუსტე ულმობელია და დაუნდობელი. ნუ გაიხედავ ფანჯარაში,
საიდანაც იწყება ღამე.

*
მან მეტისმეტად ბევრი იცის, რათა იცოცხლოს.

*
სევდა უფრო ინტიმურია, ვიდრე სიხარული, რატომ?

*
ხედავდე იმას, რისი დანახვაც ყველას შეუძლია, მაგრამ ვერ
ხედავს.

300
ინტელექტუალურ ძალმოსილებასა და შედეგთა ღირებულე-
ბას შორის მარტივი თანაფარდობა როდი არსებობს. კაცს შეუძ-
ლია უზარმაზარი სულიერი ენერგია მოახმაროს სიბრიყვის მომ-
ზადებასა თუ ჩადენას; უაზროდ შესწიროს თავი გრანდიოზულ
კომბინაციებსა თუ განსაცვიფრებელ საშუალებებს; გენიალური
გამჭრიახობით გადაჭრას რაიმე სასაცილო, უბადრუკი თუ უშუ-
დეგო პრობლემა.

*
ის, ვინც იცის, რომ მალე მოუწევს წასვლა, თითქოს შორიდან
აკვირდება ყველაფერს. ის იძირება მოგონებებში. ის იგონებს
ხვალინდელ დღეს. ის გრძნობს აწმყოს მთელ სიმყიფეს და უხა-
ნობას. რაღაცამ უკვე გაიარა, რაღაცამ განვლო მასში, რაკიღა
ასე ავტომატურად უარყოფს ყოველგვარ ადაპტაციას იმის მი-
მართ, რასაც, ალბათ, მალე დატოვებს.

*
ის აღარ ისწორებს გადასაგდებად გამზადებულ ტანსაცმელს,
საგნებმა უკვე სიჩქარე შეიძინეს მის თვალში.

*
ყბედია ის, ვინც ხმამაღლა ფიქრობს. ენის წვერზეა მოქ-
ცეული აზრის გამოხატვის მთელი სიძნელე, აზრისა, რომელიც
სიტყვიდან სიტყვამდე სულ უფრო და უფრო მიამიტური ხდება.

301
ლაპარაკის მოთხოვნილება, ჩუმად ყოფნის შეუძლებლობა,
მუნჯების ძალა.
მთელი თავისუფალი ქმედითობა, უმოქმედობის მთელი დამ-
თრგუნველი სიმძიმე ენის წვერზე დასკუპებულა და სიტყვებად
იფრქვევა, სიტყვებად იფლანგება, რომლებსაც იგივე ფასი
აქვთ, რაც ფეხების ქნევას.
აქ საქმე იმას კი არ ეხება, რომ ვინმეს გაანდო, გამოთქვა ან
დაასრულო აზრი, ანდა რაიმე ზემოქმედება მოახდინო სხვებზე,
არამედ მხოლოდ განტვირთვას, განმუხტვას, გულის მოოხებას
უთქმელობის ჯიბრზე. დუმილის სავალალოდ, – ან თავის დაც-
ვას ყოველივე იმის დაგროვებისაგან, რისგანაც კეთდება ნამ-
დვილი საქმე, ან ლაყბობას მხოლოდ იმ მიზნით, რომ არაფერი
თქვა, და მაშინ ენის მთელი ვაი-ვაგლახი, მთელი მისი ჭაპან-
წყვეტა – ესაა პირზე სახელდახელოდ მომდგარი სიტყვების
უმიზნო რახარუხი, უაზრობა, მისი ნამდვილი, მისი წმინდა სა-
ხით, შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ახირება, სიკერპე,
დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ განაგრძო, რადაც უნდა და-
გიჯდეს, ნებისმიერი მსხვერპლის ფასად.

*
ფიქრებს შორის ყველაზე ფუჭია სიკვდილზე ფიქრი.

*
დიდება – ესაა ეფექტი, რომელსაც ის, რაც მე შემიძლია, ახ-
დენს იმაზე, ვისაც არ შეუძლია ის.

302
*
დიდი ადამიანები მათი სიამაყის შუქზე უნდა განვიხილოთ, –
ისევე როგორც ჩვენი საკუთარი სიამაყის შუქზე.
დიახ, მხოლოდ ასე. ყველაზე უკეთესი საზომი – ესაა მიზანი,
შთანაფიქრი, – ყოველთვის საგულდაგულოდ მიჩქმალული უნ-
და გამოვიცნოთ იგი. მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება.
მაგრამ სიძნელე ის გახლავთ, რომ ეს მიზანი თავშეკავებით
უკეთაა განსაზღვრული, ვიდრე აქტით. თავშეკავების გამოცნო-
ბა კი თავსამტვრევი საქმეა და, ცოტა არ იყოს, – უხერხულიც. მე
ვგულისხმობ ყოველნაირ თავშეკავებას, მთელი მათი კლასიფი-
კაციითა თუ იერარქიით, ესა თუ ის თავშეკავება ყველაზე უკეთ
აღბეჭდავს დიად შთანაფიქრს.

*
ადამიანი იმისათვის არის შექმნილი, რომ ერთმანეთს შეუხა-
მოს უკიდურესი სპეციალიზაცია და ადაპტაციის უკიდურესი უნა-
რი, მისი არსებობისა და გამრავლების პირობები მეტისმეტად
შეზღუდულია; მაგრამ მას ებოძა იმისი ძალა, რომ მარტოოდენ
ამ შეზღუდულობის ატანით როდი შემოიფარგლოს. მას შეუძ-
ლია გარდაქმნას ან შექმნას ყოველივე ის, რაც სჭირდება. აი,
რატომ იქნა განწირული საიმისოდ, რომ იშრომოს და ოფლი
ღვაროს. მის არსებაში ერთმანეთს ერწყმის ორმაგი ადაპტაცია:
თავდაცვითი და თავდასხმითი. ეს კი ლამის თვით მოთხოვნი-
ლებების შექმნას იწვევს.

303
*
ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცი, რომელიც ამდენ სულიერ
ძალასა და ენერგიას აძლევს ამა თუ იმ დოქტრინის დაცვას,
იდუმალ იმაზეც არ ხარჯავდეს ამ ძალას, ყოველ შემთხვევაში,
იმდენ ძალას მაინც, რომ საკუთარ თვალში შემუსროს ის, რასაც
იცავს. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ის, თითქოს იძულებულია ასე
მოიქცეს, სულის ბუნებრივი მოძრაობის შედეგად, თუკი, რა
თქმა უნდა, ეს სული, როგორც მე ვგულისხმობ, მოქნილია და
მდიდარი. მე არა მჯერა, რომ მტკიცე რწმენამ შეიძლება დიდ-
ხანს იარსებობს იმ დახვეწილი ოპერაციების გვერდით, რომე-
ლიც საჭიროა მის დასაცავად. თვით ძლევამოსილი ბრძოლაც
კი ავლენს და ააშკარავებს სისუსტეს, ხოლო მცდელობა, რომე-
ლიც მიზნად ისახავს იმას, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შენიშნოს
ის, შეუნელებელი ყურადღების საგნად აქცევს თვით ამ სისუს-
ტეს. თუ კაცს თვითონვე უკვირს, ეს რა მარჯვედ შევძელი მისი
მიჩქმალვაო, რწმენა სამუდამოდ დაკარგულად უნდა ჩაითვა-
ლოს.

*
ინტელექტუალური ტკბობა, არსებითად, ისაა, რომ აღემატო
შენსავე თავს, განცვიფრებული დარჩე შენივე თავით.

304
ნათელი სული არის სული, რომელსაც არა ჰგონია, რომ ეს-
მის ის, რაც არ ესმის.

*
მე თავს ვიქცევ ასტრონომიულ სიცარიელეში მოფუთფუთე
ატომების წარმოდგენით; ეს პაწაწკინტელა წერტილები ცეკვა-
ვენ და თავიანთი იდუმალი ძალმოსილებით ებრძვიან უფსკრუ-
ლის უძღებ სიხარბეს, ეთერის აბსოლუტურ ნულს, რომელიც
სვამს მათ ენერგიას, უსასრულო ტალღებად ისრუტავს მათ ძა-
ლისხმევას, ცდილობს შთანთქას და უსასრულო არარაობაში
გათქვიფოს ისინი. ატომთა ნაწილი ახერხებს გასხლტომას და
თავის დაღწევას. მათგან ზოგი კვლავ უბრუნდება თანამოძმე-
ებს, ზოგი კი უსასრულოდ შორდება მათ.
ეს ალეგორია გახლავთ. ატომები სულები არიან.
სულიერი სიმარტოვე თვისტომთაგან გასხლტომას და გან-
დგომას ნიშნავს. სათვისტომო არც მათი წყალობით მდიდრდე-
ბა, რომლებიც საშუალო მანძილზე რჩებიან და არც მათი მეშ-
ვეობით, რომლებიც იმდენად შორდებიან, რომ აღარასოდეს უბ-
რუნდებიან მას და წმინდა შემთხვევითობის ტყვეები ხდებიან. ის
კნინდება ამ დანაკარგთა სიმრავლით და შინაგანი გაცვლა--
გამოცვლით. ის მდიდრდება მხოლოდ უკან დაბრუნებულთა წყა-
ლობით.
– ამრიგად, სულის სიმარტოვე განპირობებულია მისი მოძ-
რაობით, რომელიც მას თვისტომთ აშორებს და იმ პირობების
უქონლობით, რომლებიც მის უკან დაბრუნებას უწყობენ ხელს.
მაშასადამე, მხოლოდ თვითეული სულის მიმართ ამ გარეგ-
ნულ პირობებსა თუ გარემოებებზეა დამოკიდებული მთელი მი-

305
სი ურთიერთობა, გაცვლა-გამოცვლა, საერთო აზრი, რეალო-
ბა... მაშინ როდესაც პირწმინდად შინაგანი წარმომავლობის იმ-
პულსები თუ განვითარებანი სულს ყოველთვის აშორებენ თავი-
სი... საკუთარი სხეულისაგან.
ო, მეგობარო, ჩვენი სულები ვერასოდეს იცნობდნენ ერთმა-
ნეთს ჩვენსავე სხეულთა გარეშე, ანდა მხოლოდ შემთხვევის
წყალობით თუ მიაგნებდნენ ერთიმეორეს.

*
უსაზღვროდ ზუსტი სმენა ვერასოდეს მიაკვლევდა ჰარმონი-
ას. მახვილი და დახვეწილი სმენის პატრონი უბედურია.

*
მოვლენები საგნების ქაფია.

*
მარულა ერთადერთი მორალური სპექტაკლია, რომელსაც
თანამედროვე მაყურებელს უჩვენებენ. მას სთავაზობენ წმინდა
სისხლისა და გაწვრთნილობის მშვენიერებას.

*
ყველაზე დიდი სიამოვნება სიამოვნებასთან მიახლოებაა.

306
*
პასუხისმგებლობა – პრაქტიკული ფიქცია.

*
დიდი ადამიანი ყოველთვის ტირანია. სპირიტუალური ტირა-
ნი.

*
თუკი ვინმე შეუძრწუნებია, ყველაზე მეტად ძლევამოსილი სუ-
ლები შეუძრწუნებია ადამიანის სიმყიფეს, უმწეობას, უბადრუკო-
ბას; – ადამიანის, ანუ მათი იარაღისას.

*
არაფერია იმაზე უფრო ზოგადი და უფრო ხელსაყრელი, რომ
პიროვნების სიძლიერეს მიაწეროთ ესა თუ ის აქტი, რომელიც
მხოლოდ მისი სისუსტისგან იღებს დასაბამს.

*
გარეგნულ ამბიციას მისივე მონათესავე გრძნობა უდევს სა-
ფუძვლად: შინაგანი ამბიციის შეუძლებლობა.

*
ინტელექტისა და სასტიკი ტკივილის ორთაბრძოლა.

307
ყველაზე განსაცვიფრებელი სიუჟეტი.

*
რაინერ მარია რილკეს.
... სულერთია, ვის ეხება საქმე, – ხალხებსა თუ პიროვნებებს:
ყველაზე უცნაური პრობლემა არსებებს შორის ურთიერთობის
პრობლემაა. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ეს ურთიერთობა
შესაძლებელი იყოს. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ის შეუძ-
ლებელი იყოს.

*
დიდი კაცი ათზე გამრავლებული პატარა კაცი როდია.

*
ვაზროვნებ, მაშასადამე, არ ვარსებობ, – არსებითად გან-
ვსხვავდები ყოველივე იმისაგან, რაც არის, სულ სხვა ვარ, ვიდ-
რე ის, რაც არის, და არ არსებობს არსი, რომელსაც შეიძლება
შევედარო.

*
ყველაზე დიდი კაცია ის, ვისი აზრიც განსაცვიფრებელ განვი-
თარებას განიცდის შემდგომდროინდელი მიღწევებისა თუ აღ-
მოჩენების წყალობით, რომლებიც კი არ უპირისპირდებიან,
არამედ ნთქამენ, ავრცობენ და აზუსტებენ მას. მაგრამ ისედაც

308
ხდება ხოლმე, რომ ეს აზრი, თავისსავე ტრიუმფში გათქვეფილ--
გაზავებული, ქრება და იკარგება, მაშინ როდესაც არასიმილი-
რებული აზრი ხელუხლებელია და თავისთავადი.

*
ყველაფერი ის რომ მოგვცა, რაც გვსურს, ცხოვრება უფრო
დამდაბლდებოდა.
ბედნიერება ენერგიის ნულოვანი ფაზაა.

*
ცხრა მეათედი იმისა, რაც ჩვენსავე თავზე ვიცით, სხვებისგან
გვაქვს ნასწავლი თუ ჩაგონებული.
ყველაზე უფრო ინტიმური მონოლოგი იმპორტულია.

*
ცივილიზაციის აუცილებელი შედეგი ისაა, რომ თვითეულ
ჩვენგანს თავზე ახვევს ზოგადადამიანური გამოცდილების
მთელ სიმძიმეს და სიკეთეს.

*
საკუთარ თავში თხემით ტერფამდე აღჭურვილი უნდა შეხვი-
დე.

309
*
არაფერია უფრო კომიკური, ვიდრე მისი სურვილი, ვინც ცდი-
ლობს მართალი იყოს, – მაშინ როდესაც მართებულია მხო-
ლოდ ამნაირი პოზიცია: აი, რას ვფიქრობ და რატომ ვფიქრობ.
შენი საქმეა, ასევე ფიქრობ თუ არა. მეტიც, მე მირჩევნია, რომ
შენ სხვანაირად ფიქრობდე... არავითარი სურვილი არა მაქვს,
ჩემს საკუთარ ექოს ვუსმინო.

*
ცხოველები, რომლებიც არაფერს აკეთებენ უსარგებლოს,
არ ფიქრობენ სიკვდილზე.

*
აუცილებლობის ძალით, ბნელია და ბუნდოვანი ის, ვინც მე-
ტისმეტად ღრმად სწვდება საგანთა არსს; ვინც გრძნობს უღრმეს
კავშირსა და თანაფარდობას თავის თავსა და საგნებს შორის.
ვინაიდან სინათლე ზედაპირიდან მხოლოდ რამდენიმე
წყრთაზე ვრცელდება.

*
ღრმა აზრი ისეთივე ძალის აზრია, როგორც ზარის ჩამოკვრა
თაღქვეშ. ის გვაგრძნობინებს მოცულობას, სადაც უნდა იყვნენ
საგნები, რომლებიც არ ჩანან და რომლებიც, მათი უჩინარობის
მიუხედავად, მნიშვნელოვანნი არიან.

310
– ეს ადგილი რომ სასრული და დახშული არ იყოს, ზარის ხმა
დაიკარგებოდა. უსასრულობას სიღრმე არ გააჩნია.

*
ყველაზე დიდი გენია აუცილებლად ანალიზის მაქსიმუმისა
და კონსტრუქციულობის მაქსიმუმის ერთიანობაა.

*
ცხოველს არც სადარდელი აწუხებს და არც სინანული (ყო-
ველ შემთხვევაში, მე მირჩევნია ასე ვიფიქრო). ის ბრძენია. ის
არ არის გონიერი. მას მხოლოდ უშუალო საფრთხისა ეშინია,
ჩვენ კი არაუშუალოსიც.
კაცმა გამოიგონა არაუშუალო – შორეულ საგანთა ძალმოსი-
ლება, რისი წყალობითაც ის ძლევამოსილი და საცოდავი გახ-
და. ან, უკეთ, სწორედ ამის წყალობითაა ის კაცი.
მძლეთა-მძლე სული ცდილობს თავის კერძო შემთხვევებად
აქციოს სხვები.

*
კაცი თავისი აზრების მამაცაა და შვილიც.

311
სულებს სხვადასხვანაირი გამოსხივება ახასიათებს. ზოგიერ-
თი უფრო მეტ სითბოს იძლევა, ვიდრე სინათლეს, ზოგი – პირი-
ქით.

*
ბავშვი ხედავს და ვერ ხვდება.
კაცი ხვდება და ვერ ხედავს.

*
არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა ბუნდოვანი სულები-
სათვის, მაგრამ მათი პრობლემებიც ბუნდოვანია. ისინი თვი-
თონვე ქმნიან ბუნდოვანებას და თავიდან იცილებენ სიზუსტეს.

*
უნდა აღმოაჩინო ან შექმნა, უნდა ხელუხლებლად დაიცვა
შენსავე თავში ერთგვარი ტერიტორია, რომელსაც ვერ გადა-
ძოვს ნახირი, და მოჩუხჩუხე წყაროები, რომელთა წყლითაც
წყურვილს ვერ მოიკლავს ის, – სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე
პირველქმნილად უმანკო ნიადაგს ემყარები.

*
ხედავდე და გრძნობდე შენს საკუთარ საზღვრებს, მაგრამ მა-
ინც უფრო ვრცელი იყო, ვიდრე ისინი, ვინც ვერ გრძნობენ მათ,
– აი, უმაღლესი ხელოვნება.

312
*
ჭეშმარიტების ხვედრითი წონა რაღაცის ხარჯზე იზრდება,
ხოლო ეს რაღაცა მარტოოდენ მცდარობა და ცდომილება კი
არა, შეიძლება იმედიც, სიხარულიც, სიცოცხლის წყურვილიც
იყოს.

*
ჭეშმარიტი სიამაყე – ესაა კულტი იმისა, რის გაკეთებასაც ვი-
სურვებდით, ზიზღი იმის მიმართ, რაც უკვე გაკეთებულია, აშკა-
რა, ველური და ულმობელი მოთხოვნა საკუთარი იდეალის უპი-
რატესობისა. ჩემი ღმერთი უფრო ძლიერია, ვიდრე შენი.

*
თუ ცივი გონებით განვსჯით და გავაანალიზებთ ყველა იმ რე-
აქციას, რასაც ქება-დიდება იწვევს პიროვნების სულში, რამდენი
სამწუხარო და სავალალო შედეგი შეგვრჩება ხელთ?! – ჩვენ
გვამცირებს ჩვენივე საკუთარი დიდება, რადგანაც გვაიძულებს
ვითამაშოთ წარმოსახული პერსონაჟი, რომელიც ჩვენი მბრძა-
ნებელი და ჩვენი ჯალათი ხდება.

*
ხელი ლოცავს, ცხვირს იფხანს, ონკანს უშვებს, აღთქმასა
დებს, ფუნჯს თუ კალმისტარს ატრიალებს, კლავს, ახრჩობს, გუ-

313
დავს, გლეჯს, უალერსებს, კითხულობს (ბრმისა), ლაპარაკობს
(მუნჯისა), იხვეწება, იმუქრება, იღებს, უსტვენს, სასმელსა თუ
საჭმელს იძლევა, რიცხვის, ანბანის, იარაღის როლს ასრულებს,
სამეგობროდ იწვდება, მტრის წინააღმდეგ აღიმართება; – ხან
ინსტრუმენტული, ხის სიმბოლური, რიტორიკული, მისტიური,
გეომეტრიული, არითმეტიკული, პროსოდიული, რიტმიული.
უნივერსალური აქტიორი, საყოველთაო აგენტი, დასაბა-
მიერი ინსტრუმენტი...

*
სიკვდილი ცოცხლის იდეაა. ის საშიშია მხოლოდ სიცოცხლის
იმ ოდენობით, რასაც ცოცხალი დებს მასში.

*
ადამიანი ზომიერ სურვილთა სისტემაა, ხოლო ეს ზომიერება
განპირობებულია ათასნაირ შიშთა სისტემით.

*
ხანდახან არაფერია იმაზე მეტად სამწუხარო, როდესაც ხე-
დავ, თუ როგორ ისხამს ხორცს, როგორ რეალიზდება ზოგიერ-
თი წინასწარხედვა.
ვინაიდან ესაა შესაძლებლის სიმწირისა და სიღატაკის ერთი
ნიშანი.

314
*
შენ რომ ხედავდე, რა ხარ, შენ რომ იცოდე... აღარც იქმნებო-
დი ის, რაცა ხარ.
ადამიანები ყველაზე ხშირად ატყუებენ თავიანთ თავს და,
ასევე ხშირად, ვერც გრძნობენ ამას.
მაგრამ ეს ტყუილი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ თავიანთ
თავს არ უმხელენ იმას, რასაც ფიქრობენ, არამედ, უწინარეს
ყოვლისა, იმაში, რომ თავიანთ თავს იმაზე ფიქრის ნებასაც კი
არ რთავენ, რასაც უთუოდ იფიქრებდნენ, თუ რომ...
აქ წყდება ის, რაც შეიძლება ითქვას.

*
ადამიანი მისტერიების შემოქმედია. ესაა ცხოველი, რომე-
ლიც ყველაფრისგან დაბრკოლებას ქმნის. აი, მართლაც, უც-
ნაური ძალმოსილება.

*
ძალაუფლება შიშს უნდა გვინერგავდეს და არა სიძულვილს.
თუ ამას ახერხებ, – დიდება შენ! ღირსი ხარ იმისა, რომ
მბრძანებლობდე.
მაგრამ თვით ღმერთსაც კი უხერხულ დღეში აგდებს იმის
სურვილი, რომ გვიყვარდეს და, იმავდროულად, გვეშინოდეს კი-
დევაც მისი.

315
ცრუთა შორის ყველაზე დიდი ცრუნი (ერთადერთი ცრუნი,
ღირსნი იმისა, რომ შეჩვენებულ იქნენ უკუნითი უკუნისამდე),
ისინი არიან, რომლებიც თავიანთი თავის წინაშე ცრუობენ, იმი-
სი შიშით, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს მათ ინტიმურ გუ-
ლახდილობას. რომლებიც ცდილობენ ისე მოგვაჩვენონ თავი,
თითქოს სწამდეთ ის, რაც არა სწამთ, და რომლებიც ისე დაბეჯი-
თებით ლაპარაკობენ, თითქოს ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი
თავიანთი რწმენის სიწრფელეში.
რაც შეეხება სხვების სიცრუეს, ის შეიძლება მიეტევოს მათ,
რაკიღა იძულებით ცრუობენ: სხვები აიძულებენ იცრუონ, და
ამიტომ ბრალიც სხვებსვე ედებათ.

*
ხალხში ანარქია ისადგურებს, როცა ის აღიქვამს მთავრობას
იმად, რაც ეს უკანასკნელია სინამდვილეში.

*
ომები ყოველთვის ძალაუფლების რეალურ მპყრობელთა
შორის ხდება, – ჯოგების მეშვეობით.

*
სახელმწიფოს ისევე ჰკლავს პოლიტიკა, როგორც რელიგიას
– თეოლოგია. თეოლოგები და პოლიტიკოსები.

316
*
ლოგიკის დეკადანსი – განპირობებული გაზეთებით, ბესტია-
ლური პოლიტიკით, დემოსის აღზევებით, ესე იგი, თვით ლოგი-
კის ზედმეტობითა და უსარგებლობით, ლოგიკისა, რომელიც
ისევე ფუჭია მასების წინაშე, როგორც მჭევრმეტყველება – ხა-
რის წინაშე.
ზუსტი ლოგიკა საშიშია, – თვითეულის უშუალო ინტერესები
იოლად როდი იტანენ დაუინტერესებელ განხილვას; – იმპულსს
არ უყვარს დაყოვნება. ხალხის ვნებათა ღელვისათვის უცხოა
მოთმინება.
მსოფლიო მბრძანებლობის ცდები
რომაელები. მათი მიმბაძველები. – კარლოს დიდი. – არაბე-
ბი. – ხვი ს. ესპანელები.
ლუი ხივ.
ნაპოლეონი.
გერმანელები.
მათ გარდა – ორი ექსტრა-ევროპული სახელმწიფო: ინგლი-
სი და რუსეთი.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წარმატება მოთმინებით აღ-
ჭურვილთა მხარეზე იყო; – რომაელები – ინგლისელები.
სულსწრაფობამ დაღუპა ნაპოლეონი. ნაპოლეონი და გერმა-
ნელები.
დიდი ხალხები მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხებია, რომ-
ლებსაც თავიანთი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე უცდიათ მსოფ-
ლიოს დაპყრობა. მიზეზი მარტივია: ეს სურვილი და ეს მცდელო-
ბა უზენაესი ნების გამოვლენაა.
ბერძნები. ებრაელები.

317
ფიზიკური დაპყრობა და სულიერი დაპყრობა. ორმხივობა,
ორაზროვნება.

*
სიტყვას პოლიტიკა ორგვარი აზრი აქვს: ძალაუფლების ხელ-
ში ჩაგდება და შენარჩუნება; სახელმწიფოს ორგანიზება.
პირველი აზრი ძალზე ზუსტია. მეორე – გაცილებით ნაკლე-
ბად ზუსტი. მაგრამ ეს უკანასკნელი ყოველთვის ნიღბის მაგივ-
რობას უწევს პირველს.

*
აი, რა არის მდაბალი პოლიტიკაში: ორაზროვნება სიტყვები-
სა და მოძღვრებებისა, რომლებზედაც ვერასოდეს ვერ იტყვი
დაბეჯითებით – ჭეშმარიტებას მიელტვიან, კერძო ინტერესებით
არიან ნაკარნახევი თუ გრძნობებით განპირობებული? ან კიდევ
– მართალნი არიან ეს გრძნობები თუ ყალბნი?
პოლიტიკოსები ვერც შრომის სიზუსტეს იტანენ და ვერც მსჯე-
ლობის სიმკაცრეს. მათ წინაშე თვით იმის თქმაც კი არ შეიძლე-
ბა, რომ ესა თუ ის მოვლენა ბუნდოვანია, გაურკვეველი და ეჭ-
ვსა ბადებს.

*
გერმანული გენია – ეს გახლდათ განვითარება, ამ სიტყვის
ყველაზე ფართო გაგებით, განვითარება როგორც ერ-
თდროული, ისე თანმიმდევრული.

318
მოთმინება. მუსიკა. თვითშემოფარგვლის შეუძლებლობა.
ლოგიკისა და თვით ულოგიკობის ბოროტად გამოყენება. სიღ-
რმე. მიამიტური შეცდომები. უსასრულო გამოთვლები. დასკვნე-
ბის სითამამე. სიჩლუნგე.

*
სულებისა და ხასიათების სხვადასხვაობა – აი, იშვიათი სიკე-
თე, მიღწეული ადამიანთა საზოგადოების თანდათანობითი გან-
ვითარებით. იდეების უნაყოფობა და ზნე-ჩვეულებების სიბრიყვე
ნიშნეულია ერთმანეთში ზერელედ ან ცოტა ხნის წინათ შე-
რეული ერებისათვის, რომლებიც ცდილობენ ჰომოგენურად
მოგვაჩვენონ თავი.

*
ძველი საბერძნეთი – აი, ახალი დროის ყველაზე მშვენიერი
გამონაგონი.

*
ერი, რომელიც ყველაზე უკეთ შეიცნობს ევროპის მდგომა-
რეობას, ევროპულ საქმეთა წარმმართველი გახდება.

*
ახალი დროის ყველაზე აშკარა მსხვერპლი ეს გახლავთ
არისტოკრატია, განსაკუთრებით კი ფრანგი არისტოკრატია, –

319
დაქვეითებული, დაქცეული, დამდაბლებული რიშელიეს მიერ, –
დამონებული ლუი ხივ მიერ, – გახრწნილი რეგენტის მიერ, –
თავმოკვეთილი, განდევნილი რევოლუციის მიერ, – ხელახლა
დამონებული ნაპოლეონის მიერ, – გაპირუტყვებული იეზუიტე-
ბის მიერ, – საბოლოოდ დამხობილი ინდუსტრიის მიერ, – გა-
დაგვარებული ამ დამხობის მიერ, – ანგარებიანი ქორწინებე-
ბით პატივაყრილი, გარყვნილი, გამრუშებული, გამყიდველი და
გაყიდული, თუმცა აღზევებული დემოსის თვალში საკუთარი სა-
ხელისა და პრესტიჟის უცნაური ზრდის წყალობით, ჯერ კიდევ
თავმომწონე, ურჩი, უტეხი. მაგრამ აღარაფერი, სახელის გარ-
და, – აღარც ძალაუფლება, აღარც ავლადიდება, და ძალიან ცო-
ტა სისხლი.

*
ისტორია არის ის, რასაც უნდა წარმოსახვით მივწვდეთ ან
რისი კომბინირებაც უნდა მოვახდინოთ და არითმეტიკულსა და
უნიკალურ ქრონოლოგიურ მწკრივში მოვაქციოთ, რათა ზოგი-
ერთ აქტუალურ ფენომენს, საგანს, ასპექტსა თუ მოვლენას
ტლანქად მაინც მივანიჭოთ ამა თუ იმ მიზეზით განპირობებუ-
ლობის ხასიათი, ანუ ტლანქი მიზეზობრიობის მოდელს მივუსა-
დაგოთ (ამის შემდეგ, მაშასადამე, ამის გამო) რასაც გვთავა-
ზობს ჩვენი მეხსიერება ან უშუალოდ პირადი ცდა.
ასე რომ, მიზეზობრიობის ცნების ყოველგვარი დახვეწა ის-
ტორიაში პოულობს თავის გამოძახილს.

320
თუკი ფიზიკა აქტუალურად უარყოფს ამა თუ იმ ფენომენს, ამ
უკანასკნელს ადგილი აღარ რჩება ისტორიაში.
თუკი ადამიანი სხვანაირ წარმოდგენას შეიმუშავებს ადამი-
ანზე, მთელი მორალური ისტორია იცვლება. ნერონი ხდება...

*
ერები ხშირად იღუპებიან იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ შე-
იცვალონ ჩვეულებები, მოახდინონ თავიანთი ზნის რეფორმაცი-
ა.

*
სახელმწიფო მოღვაწე არის კაცი, რომელიც საკმაოდ ტლან-
ქად აღიქვამს საგნებსა თუ მოვლენებს, და სწორედ ამის გამო
ახერხებს იმას, რომ იმოქმედოს.
კლემანსოსათვის: ის აღმერთებდა საფრანგეთს და ჭირის
დღესავით სძულდა ყველა ფრანგი.

*
ევროპის სიდიადე და ერთადერთობა განპირობებული იყო
როლით, რომელიც ცხოვრებაში, საზოგადოებასა თუ პოლიტი-
კაში შეიძლება შეასრულოს კრიტიკამ და აზროვნებამ. ინდივიდ-
მა, დაწესებულებების, ეკლესიის, მთავრობების, სარწმუნოებე-
ბის ხარჯზე და მათ საპირისპიროდ, აქ შეიძინა თავისი უსაზ-
ღვრო (ზოგჯერ, კი – სახიფათო) მნიშვნელობა. მაგრამ ეს ერა,
როგორც ჩანს, წარსულს ბარდება.

321
*
მე შინაურულად მისაუბრია იმ ხალხთან, ვის ხელშიაც იყო
მილიონების ბედი, ვინც თავის ნებაზე ათამაშებდა და, საკუთა-
რი ნება-სურვილით, სასიკვდილოდ გზავნიდა მათ. მე ვმსჯე-
ლობდი მათთან, ვცდილობდი წარმომედგინა მათი ოპტიკა. მაგ-
რამ ერთხელაც ვერ მოვახერხე, რაიმე აზრი გამომეტანა. ეს იყო
მეტისმეტად მარტივი ხალხი იმ კაცის თვალში, ვისაც უზარმაზა-
რი, ობიექტური თუ სუბიექტური სიძნელეებისა და უმძიმესი და
ურთულესი სიტუაციების ტყვედ თუ მსხვერპლად წარმოედგინა
ისინი.

*
ისტორია ლიტერატურის ყველაზე გულუბრყვილო ჟანრია.
ცხოველების მზერა
ძაღლი მკერდზე ახტება პატრონს, სიხარულის, აღტაცებისა
თუ ენთუზიაზმის გამომეტყველებით; – ის ადიდებს ამ ღვთაებ-
რივ არსს; – განცვიფრება, სიყვარული, ერთგულება, მორჩილე-
ბა, სათამაშოდ გამოწვევისა თუ ბრძანების მიღების სურვილი. –
აი, რას გამოხატავს ნდობით, მოწიწებითა თუ მონური მორჩი-
ლებით აღსავსე მისი მზერა.
ნეტა რას ხედავს კაცში ისეთს, ასეთნაირად რომ აღმერთებს,
მთელი მისი სიმკაცრის მიუხედავად?
მე ვფიქრობ ლოიალიზმზე, ნაპოლეონის ჯარისკაცებზე, ის-
ტორიაზე. თვითშეწირვის ამ შლეგურ წყურვილს შეუძლია ბევრი
რამ გვითხრას, ბევრი რამ აგვიხსნას. – ღმერთი.
კატის თვალი – ესაა კითხვა, გულგრილობა, განურჩევლობა.

322

You might also like