You are on page 1of 14

მთავარი თემები:

1. აბსურდი (1, 5, 6, 9, 16, 17, 19, 22, 27, 29, 31)


2. სიკვდილი, თვითმკვლელობა (2, 3, 4, 6, 7, 8, 15, 23, 24, 29)
3. გაუცხოება (5, 14, 25)
4. იმედი ( 12, 20)
5. თავისუფლება (26, 27, 28, 29)

გეგმა:

1. აბსურდი, როგორც ამოსავალი წერტილი

განიხილავს აბსურდულ მგრძნობელობას და არა აბსუსრდულ ფილოსოფიას. აბსურდს აქამდე


მიიჩნევდნენ დასკვანდ, ამ ესეიში კი ის ამოსავალი წერტილია. არის სულიერი ტკივილის უბრალო
აღწერა, არავითარი მეტაფიზიკა და რწმენა აქ არ ერევა.

2. მთავარი ფილოსოფიური პრობლემა

მთავარ ფილოსოფიურ პრობლემად ასახელებს თვითმკვლელობას. ანუ გადაწყვიტო ეს ცხოვრება ღირს თუ


არა, რომ ბოლომდე გალიო. მაგ გადაწყვეტილების მიღება იგივეა რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვაზე
პასუხის გაცემა.

ამ საკითხის უპირველესი გადაწყვეტა იმიტოა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მას შესაფერისი ქმედება
მოსდევს. ონტოლოგიის (მოძღვრება არსებობის შესახებ) მკვდარი ადამიანი მე ჯერ არ მინახავსო.
გალილეომ თავისი მეცნიერული ჭეშმარიტება უარყო, როცა მის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხეო.
ჭეშმარიტებას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ბერვი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ არად უღირს ისცოცხლე
ან სწორედ იმიტო იკლავენ, რომ რაღაც იმედის ან ილუზიის სწამთ, რაც მათ სიცოცხლის საბაბს აძლევდ.
(სიცოცხლის საბაბი, იგივეა რაც წარმატებით სიკვდილის საბაბი) ცხობვრების აზრი არის ყველაზე
საწირბოროტო საკითხი. პასუხს შეიძლება მოჰყვეს სიკვიდლი ან სიცოცხლის წყურვილის გაათკეცება.

განსჯის ორი მიმართულება არსებობს: ლა პასის და დონ კიხოტის. ამას სიცხადისა და ლირიზმის
წონასწორობას უწოდებს, რაც საშუალებას გვაძლევს ერთბაშად ემოციაც მივიღოთ და გარკვეულობაც.

3. თვითმკვლელობა

თვითმკვლელობას ყოველთვის სოციალურ ფენომენად მიიჩნევდნენ. კამიუ მას განიხილავს, როგორც


საკისთხს, რომელიც დამოუკიდებელ აზროვნებასა და თვითმკვლელობას შორის მიმართებაზე დგას. ეს
გადაწყვეტილება გულის სიღმრეში მწიფდება. „დარდმა მოინელა“ ზუსტი სიტყვაა- ფიქრის დაწყება
ნიშნავს, რომ ფიქრი მოგინელებს.

4. მიმართება დამოუკიდებელ აზროვნებასა და თვითმკვლელობას შორის


მიზეზები: რეფლექსიის შედეგად თვითმკვლელობა იშვიათია, თუმცა არ გამოირიცხება. კრიზისის
გამომწვევი მიზეზი, თითქმის არასდროს ექვემდებარება კონტროლს. უშულაო გამღიზიანებელი რაა?
გულგრილი მეგობრის სიტყვები, მაგალითად?

თავის მოკვლა ერთგვარი აღიარებაა, რომ სიცოცხლისგან გაბეზრებული ხარ და მისი არაფერი გაგეგება,
რომ „არ ღირს სიცოცხლე“.

ჩვენ ბევრი მიზეზის გამო ვაგრძლეებთ არსებობით ნაკარნახებ ქმედებებს, ყველაზე მთავარი არის ჩვევა.
თვითმკვლელობა ინსტიქტურად მაინც გულისხმობს ამ ჩვევის უბადრუკობას, ყოველდღიური აჟიოტაჟის
უაზრობას, დატანჯვის უსარგებლობას.

ამ განუზომელ გრძნობას გონება მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი ძილიდან გამოყავს. ილუზიებისა


და ცოდნისგან უეცრად დაცლილ სამყაროში ადამიანი თავს უცხოდ გრძნობს.

5. გაუცხოება სამყაროსადმი. გაუცხოება

აღნიშნული გარიყულობა შეუქცევადია, რადგან ადამიანს არც მოგონებები აქვს წარსულის და არც
მომავლის იმედი. აბსურდის გრძნობაა ადამიანსა და მის ცხოვრებას შორის წამოჭრილი განხეთქილება.
ადამიანი მსახიობია, ცხოვრება მისი დეკორაცია. არის კავშირი აბსურდის გრძნობასა და არ არსებობისკენ
ლტოლვას შორის. ამიტომ არის აბსურდი ამოსავალი წერტილი, რადგან მისი შედეგია თვითმკვლელობა.
ვეძებთ ამ შედეგის დადგომის წამს. რა დოზის აბსურდია თვითმკვლელობის გამომწვევი.

კიდევ ერთხელ, აბსურდი არის, როცა სამყარო უცებ იცლება ცოდნისგან და ილუზიებისგან, როცა ადამიანი თავს
უცხოდ გრზნობს, აღარ ახსოვს წარსულში როგორ იყო ყველაფერი დალაგებული და აზრიანი და არ აქვს იმედი, რომ
მომავალში დალაგდება. სიცოცხლის აღარაფერი გაგეგეგბა,

ყოველდღიური აჟიტაჟ უაზრო ხდება, ტანჯვის აზრს ვეღარ ხედავ.

6. თვითმკვლელობა, როგორც აბსურდის შედეგი

მამოძრავებელი ძალა არსებობის აბსურდულობის რწმენა უნდა იყოს. ისეთი ადამიანის, რომელსაც
შეუძლია საკუთარ თავთან თანხვედრაში ყოფნა. თვითმკვლელობის დასკვნა ხომ არ მითხოვს გაუგებარი
მდგომარეობიდან სასრაფოდ გამოსვლას?

მხოლოდ ორი ფილოსოფიური გასაწყვეტა (კი ან არა) არ არსებობს.

7. გადაწყვეტილება და ქმედება

ზოგი კითხვას სულ სვამს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ზოგი ამბობს არას (თავს არ იკლავს), მაგრამ ისე
იქცევა თითქოს კი ეთქვას. და პირიქით- სიცოცხლის აზრის სჯერა, მაგრამ თავს იკლავს. შესაბამისად
არსებობს რაღაც წინააღმდეგობა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ არსებობს, არავითარი კავშირი
ცხოვრებაზე შექმნილ აზრსა და მასთან განმაშორებელ ქმედებას შორის.
ადამიანის ცხოვრებისადმი მიჯაჭვულობაშ, არის რარაც უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ამქვეყნიური
უბედურება, შესაბამისად ტრაგიზმის გამო არავინ იკლავს თავს. მივადექით სხეულისა და გონების
გადაწყვეტილებას.

8. სულის გადაწყვეტილება და სხეულის გადაწყვეტილება

სხეულის გადაწყვეტილებას გონების გადაწყვეტილების ექვივალენტური ძალა აქვს, შესაბამისად,


გადამწყვეტ მომენტშ ის უკან იხევს. ცხოვრებას მანამდე ვეჩვევით სანამ აზროვნებას ვისწავლით. ცხოვრება
არის რბოლა, რომელიც ყოველდღე სიკვდილთან გვაახლოებს. ამ რბოლაშ კი სხეული მუდმივად
ინარჩუნებს თავის უპირატესობას, არსებული მანძილის შემცირება შეუძლებელია.

წინააღმდეგობაშ არის რაღაც მთავარი, რასაც კამიუ გადახრას უწოდებს, რდგან ეს ერთდროულად
ნაკლებიცაა და მეტიც გატყებაზე პასკალის გაგებით. მომაკვდინებელი ქცევა, თავის შეფარება იმედში,
რომელიც უნდა დაიმსახურო. იმედი იგივე თაღლითობაა იმათი მხრიდან, არა თავად სიცოცხლისთვის,
არამედ რაიმე დიდი იდეისთვის არსებობს.

სიცოცხლის აზრის უარყოფას სულ არ მივყავვართ აუცილებლად იმ განცხადებისკენ რომ თავი უნდა
მოვიკლათ. ტავს იკლავენ იმიტომ, რომ ბოლომდე სიცოცხლე არ უღირთ. ეგ კაი გავიგეთ, მარა ამის მიზეზი
აბსურდულობაა? აბსურდულობა მოითხოვს მისგან გაქცევას იმედით ან თვითმკვლელობის გზით?
აბსურდი სიკვდილისკენ გვიბიძგებს?

თვითმკვლელები ლოგიკურობას კარგავენ, გრძნობებს ბოლომდე მიყვებიან. მოგვყვება თუ არა ლოგიკა


სიკვდილამდე?

9. აბსურდული მსჯელობა

გაწითლებულ 2 კითხვაზე პასუხის გასაცემად ცდილობს სრულიად ლოგიკურად იმსჯელოს ამ თემებზე.

10. აბსურდის ატმოსფერო (სიცარიელე, არაფერი, დეკორაციები, რუტინა)

მუდმივი სულიერი განცდები აისახება მოქმედებასა და ფიქრზე. ღრმა გრძნობები მუდამ თან დაატარებენ
თავის გარემოს. ისინი შესაფერის სამყაროებს/ გონების განწყობებს პოულობენ (მაგ: ეგოიზმის, შურიანობის,
პატივმოყვარეობის). ეს ემოციები შორეული, ბუნდოვანი, გაურკვეველია, თუმცა თან ახლოს მყოფი. ისინი
ან მშვენიერებას გვჩუქნიან, ან აფსურდის გრძნობას აღძრავენ. ასეთი სუსტი გრძნობები პირდაპირ რთული
გასაშიფრია, თუმცა ისინი მჟღავნდებიან სხვადსხვა ქმედებებში და გონების შესაფერის განწყობებში.
გრძნობას ბოლომდე ვერ ცასწვდება მაგრამ გამოკვეთს მის გარეგნულ მხარეებსა და ატმოსფეროს.

თავიდან გვაქვს აბსურდის ატმოსფერო, ბოლოში კი აბსურდის სამყარო.

აბსურდის სამყარო თავის კეთილშბილებას უბადრუკი წარმომავლობიდან იღებს.

ზოგიერთ კითხვაზე „რას ფიქრობ“ ჩვენ ვპასუხობთ „არაფერს“. გულწრფელი არაფერს გამოხატავს სულის
იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, სადაც სიცარიელე ბევრის მთქმელია, სადაც ყოველდღიური
მოქმედებების ჯაჭვი გაწყვეტილია. ესაა აბსურდის პირველი ნიშნები. ზოგჯერ არსებული დეკორაციები
ინგრევა. ადამიანი რუტინაშა ჩაბმული და მერე უცებ სვამს კითხვას რატომ? ყველაფერი ამ გაკვირვებითა
და დაღლილობით იწყება.

11. დაღლილობა, გაკვირვება ( გაცნობიერების დასაწყისი)


დაღლილობა თავს მექანიკური მოქმედებების ბოლოში იჩენს და ამავდროულად ბიძგს აძლევს
ცნობიერებას. ცნობიერება გამოიღვიძებს, რაც დასაწყისია. ამ მუხტს ან ისევ რუტინაში ჩაბმა შეიძლება
მოყვეს, ან საბოლოო გამოფხიზლება. გამოფხიზმელაბას ან თვითმკვლელობა მოჰყვება ან მწყობრი
ჩადგომა. შესაბამისად საღლილობა აუცილებელია, რადგან სწორედ მას მოყვება გაცნობიერება, რაც
საწყისია. აბსურდის ძირში უბრალო ზრუნვაა.

12. იმედი, ხორცის ამბოხი.

დროის დინებას მომავლის იმედით მივყვებით: ხვალ იქნება, მერე იქნება, როცა იქნება იქნება. მერე რაღაც
მომენტში დროის სიმძიმეს ვგრძნობთ. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი აღმოჩაჩენს რომ 30 წლისაა და
საკუთარ თავს დროსთან მიმართებაში წარმოიდგენს და იქ თავის ადგილს იკავებს. ხდება რომ დროის
მრუდის რაღაც წერტილშია და ის ბოლომდე უნდა გაიაროს. დროის კუთნილებაა. დროში მტერს ხედავს.
იმედით ხვალინდელ დღეს ელის, თუმცა მთწელი არსებით უარი უნდა თქვას მასზე, რომ სიკვდილს არ
მიუახლოვდებს. ესაა ხორცის ამბოხი- ესაა აბსურდი.

13. გაუცხოება

სამყაროს როცა შევხედავთ დავინახავთ მის სიმკვრივეს, შევიგრძნობთ როგორი უცხოა ის ჩვენთვის,
როგორ მარტივად შეუძლია ბუნებას ჩვენი უარყოფა. ნებისმიერი სილამაზის საფუძველი რაღაც
არაადამიანურია და ამის გაცნობიერების წამს სამყარო დაკარგულ სამოთხეზე უფრო შორეული ხდება.
სამყაროს ჩვენს მიმართ უცვლელი მტრული დამოკიდებულება აქვს. სულ ერთ წამში მისი აღარ გვესმის,
რადგან რაც აქამდე გვესმოდა მხოლოდ ის იყო, რც ტავადვე ჩავდეთ მასში. ახლა კი ამ ფარსს ვეღარ
ვაგრძელებთ. სამყარო ხელიდან გვისხლტება, რადგან ხდება ისეთი, როგორიც არის. შენიღბული
დეკორაციები რეალურ სახეს იბრუნებს. ჩვენ მარტოსულობა არ გვინდა. სამყაროს ეს სიმჭიდროვე და
გაუცხოება აბსურდია.

მსგავსი განცდა შეიძლება სხვა ადამიანის პირისპირაც გაგვიჩნდეს, როცა ვერ გაგვიგია, რისთვის
ცხოვრობს ის. როცა მისი ამოხსნა ჩვენთვის მიუწვდომელია.

14. სიკვდილი. ‘სხისი სიკვდილი’

ყველა ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილზე არაფერი იცოდეს. ეს იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს
სიკვდილის გამოცდილება. გამოცდილება ნიშნავს გადატანისა და გაცნობიერებულს. ჩვენ კი ხელთ
მხოლოდ „სხვისი სიკვდილი“ შეიძლება გვქონდეს, რა მხოლოდ მიმსგავსება, გონების ხედვაა და არაფერშ
გვარწმუნებს. ვიღაცის სიკვდილის ელემენტარული და საბოლოო ხასიათი წარმოადგენს აბსურდის
გრძნობის შინაარსს. ჩვენი ხვედრის ფონზე ამაოება იკვეთება. ის რომ უნდა მოვკვდეთ ამას ვერანაირი
მორალი და ძალისხმევა ვერ გაამართლებს აპრიორი.

მთავარი არის აბსურდის შედეგი. ნებაყოფლობით მოვკვდეთ თუ დავიტოვოთ რაღაც იმედი? როგორ
ხდება ამ სიტუაციის გაააზრება?

15. მოჯადოებული წრე (1-2, პარადოქსები, გონება და აბსურდი)

გონება პირველ რიგში ცდილობს გაარკვიოს რაა მართალი და რ მცდარი, მაგრამ ამ საკიხში
ჩაღრმავებსისას აღმოაჩენეს მის წინააღმდეგობრივონას. არისტოტელეს სიტყვები მოჰყავს რომ თუ
ვიტყვით ყველაფერი ჭეშმარიტიას, მაშინ ამის ააპირისპირო აზრის ჭეშმარიტებასაც ვუშვებთ და პირიქით.
ესაა პირველი მოჯადოებული წრე. ეს მოჯადოებული წრე მხოლოდ პირველია რასაც საკუთარ თავში
ჩაღრმავებული გონება წააწყდება. ამ პარადოქსების სიმარტივე მათ გარდაუვალობას ქმნის. გაგება
უპირველეს ყოვლისა ყველაფრის გაერთიანებას ნიშნავს. ჩვენ გვსირს ყველაფერი ახლობელი და გრკვეული
იყოს. სამყაროს გაგება ჩვენთვის მის ადამიანურ გაგებამდე დაყვანას ნიშნავს, საკუთარ დაღის დასმას.
გონება, რომელიც რეალობის წვდომას ცდილობს ვერ დაკმაყოფილდება, თუ მას აზროვნებისათვის გასაგებ
დონემდე არ დაიყვანს. რაღაც მუდმივი რომ აღმოვაჩინოთ ვერ იქნება ჩვენზე ბედნიერი ვერავინ.
ერთიანობის დაუოკებელი წყურვილი არის ადამიანური დრამის ძირითადი არსი. თუ ჩვენ დავამტკიცეთ
ერთიანობის არსებობა, წავაწყდებით წინააღმდეგობას- გონება რომელიც სრულ ერთიანობას ამტკიცებს,
თავისივე მტკიცებით ადასტურებს საკუთარ განსხვავებულობას და სხვადასხვაგვარობას. ესაა მეორე
მოჯადოებული წრე, რომელიც საკმარისია, ჩვენი იმედების გასაცრუებლად.

სანამ გონება დუმს ყველაფერი მისი ნოსტალგიის მთლიანობაში წესრიგდება და ირეკლება. მაგრამ
გონების პირველი მოძრაობისთანავე, ეს სამყარო იბზარება და იმსხვრევა. ცოდნის წინ იშლება ამ
ნამსხვრევების უსასრულობა. მისგან ნაცნობ და მშვიდ გარემოს ვეღარ აღვადგენთ.

არაფერი ვიცით და შეცნობის ცდელობა მოუხელთებელია. უფსკნულია იმ რწმენას შორის, მე რომ


არსებობაზე მაქვს და იმ შინაარს შორის, რომელიც მსურს მას მივანიჭო. სამუდამოდ უცხო დავრჩები ჩემი
თავისთვის.

მეცნიერება რაღაც აღწერებს მაწვდირ, რომლებიც სარწმუნოა, მაგრამ არაფერს მასწავლის, ვერ ჩავსწვდები
მათით სამყაროს, მეორ მხრივ კი მაძლევს ვარაუდებს, რომლებიც რაღაცას მასწავლს მაგრამ სარწმუნო არაა.
საკუთარ თავთან და სამყაროსთან გაუცხოებული, ყოველი შემთხვევისთვის აზროვნებით შეიარარებული,
აზროვნებით, რომელიც საკუთარ თავს უარყოფს, როგორც კი მკვირდრდება (აზროვნება იწყება),
ვკითხულობ, რად ღირს ცხოვრება, თუ მხოლოდ იმ შემტხვევაში დავმშვიდდები როცა ცოდნასა და
სიცოცხლეზე უარს ვიტყვი?

ჩემთვის არ არსებობს ბედნიერება თუკი არ მაქვს ცოდნა.

16. აბსურდის აღიარება

სამყარო არ არის გონივრული. აბსურდი არის იმ ირაციონალურისა და იმ გარკვეულობის სურვილის


კონფრონტაცია, რომლის ძახილიც ადამიანის სულის სიღრმეში გაისმის. აბსურდი როგორც ადამიანზე ისე
სმყაროზე თანაბრადაა დამოკიდებული. ის მათი ერთადერთი მაკავშირებელია. აბსურდი სიცოცხლესთან
ჩემს ურთიერთობას აწესრიგებს. შეუძლია აზროვებას ასე იარსებოს?

აღიარების მომენტიდან აბსურდულობა ყველაზე მწველი ვნება ხდება. შეიძლება ამ ვნებებით ცხოვრება,
ერთდროულად რომ კიდეც სწვავს და ანთებს გულს?

17. ზრუნვას, შიშსა და სასრულობაზე (ჰაიდეგერის ამბავში)

ჰაიდეგერი ამბობს რომ ეს არსებობა დამაცირებელია. ერთადერთი რელაობაა ზრუნვა (არსებობის


უზრუნველსაყოფად რაიმეს კეთება) არსებობის ყველა საფეხურზე. ამ სამყაროში დაკარგული
ადამიანისთვის ეს ზრუნვა ხანმოკლე შიშია. საკმარისია ამ შიშის ცნობიერებამდე მისვლა და ის ხდება
სასოწარკვეთილება, სარად მოაზროვნე ადამიანსი მუდმივი ატმოსფერო, სადაც „არსებობა მჟღავნდება“.
სასოწარკვეთილ ადამიანს სამყარო ვერაფერს შეთავაზებს. ზრუვა ჰაიდეგერისთვის აღემატება გონების
ყველა კატეგორიას. ზრუნვის ჩამონათალია: მოწყენილობა; ძრწოლა, როდესაც გონება სიკვდილზე
ფიქრობს. ცნობიერებას არ აცალკევებს აბსურდისაგან. სიკვდილის გაცნობიერება ზრუნვის ძახილია.
შესტოვი ამბობს რომ ყველა რაციონალური აზროვნება საბოლოოთ იმით მთავრდება, რომ
ირაციონალიზმს აწყდება.

18. სად არსებობს აბსურდი? (მიმართება, მოქმედება და სამყაროს შორის დაპირისპირება)

აბსურდი იბადება ადამიანის სურვისა (ბედნიერებისა და გონიერების სურვილი) და სამყაროს განუსჯელი


სიჩუმის კომფორტაციით იბადება.

აბსურსდის გრძნობა, არაა არბსურდის ცნება. ის მხოლოდ ცნების საფუძველია. ის არ დადის ცნებამდე, ნუ
ეს მხოლოდ წამიერად შეიძლება მოხდეს, როცა მსჯელობა სამყაროს შეეხება. ამის შემდეგ ის აღრ რჩება რომ
უფრო გაღრმავდეს. რა არის ცხადი აბსურდში. ამ ამალიზით უნდა დავადგინოთ, ერთი მხრივ მისი
მნიშვნელობა, მერორ მხრივ მისი შედეგები. ეს აბსურდია ნიშნავს ეს შეუძლებელია, ეს
წინააღმდეგობრივია. აბსურდი ჩნდება შედარებიდან. როცა ვადარებთ ფაქტობრივ მდგომარეობასა და
გარკვეულ რეალობას, მოქმედებასა და ამ მოქმედების მიღმა არსებულ სამყაროს. აბსურდი ძირიტადად
განხეტქილებაა. ის არც ერთ შედარებულ ელემენტში არ დევს. აბსურდს მათი დაპირისპირება წარმოშობს.

აბსურდი არც ადამიანსი და არც სამყაროშია, არამედ მათ ერთობლივ არსებობაში. ეს მათ შორის
არსებული ერთადერთი კავშირია. ახლა ჩვენ უკვე ვიცით რა სურს ადამიანს, რა სთავაზობს მას სამყარო და
როგორია მათ შორის კავსირი. ახლა აქედან უნდა გამოვიტანოთ ყველა შესაძლო შედეგი.

მყისიერი შედეგი იგივე მეთოდის წესია. ამ სამეოულის პირველი თვისება არის განუყოფლობა. ადამიანის
გონების გარეშე ვერ იქნება აბსურდი, ვერც სამყაროს გარეშე. აბსურდი სიკვდილთან ერთად მთავრდება.

აუცილებლად გამომდინარეობს თვითმკვლელობა აბსურდისგან? აბსურდში მთავარია, დაპირისპირება


და უწყვეტი ბრძოლა.

19. იმედის არქონა,მუდმივი უარი და გაუცნობიერებელი დაუკმაყოფილებლობა

ეს ბრძოლა გულისხმობს იმედის სრულ არ არსებობას (ეს არაა იგივე რაც უიმედობა), მუდმივ უარს (რა
ცარაა უარყოფა) და გაცნობიერებელ დაუკმაყოფილებლობას (ეს არაა ყმაწვილური წუხილი). ამ
მოთხოვნებს რაც აქარწყლებს, სპობს აბსურდს. აბსურდი მაშინ იძენს აზრს, როცა მას არ ეთანხმები.

ადამიანი მუდამ საკუთარი ჭეშმარიტებების მსხვერპლია. აღიარებს მათ და ტავის დაღწევას ვეღარ
ახერხებს. იმედის გარეშე მყოფი ადამიანი, რომელსაც გაზრებული აქვს საკუთარი მდგომარეობა, მომავალს
აღარ ეკუთნის. ცდილობს თავისივე შექმნილ სამყაროს დააღწიოს თავი.
ამ ნაძალადევ იმედს ყველგან რელიგიური
დატვირთვა აქვს.

20. კირკეგორზე (ნახტომი, ქრისტიანობა, ‘ეგზისტენციალური ნახტომი’)

იასპერის მსჯელობას მიყვება და ამბობს რომ ამ გაგებით აბსურდი ხდება თაავდ ღმერთი ხოლო გაგების
უუნარობა, ყოფირება, რომელიც ყველაფერს ხსნის. ეს მსჯელობა ალოგიკურიაო.- ნახტომს უწოდებს ამ
მსჯელობას.

ღმერთი მაშინ სჭირდებათ როცა შესაძლებლის მიღმა სურთ რამის გაგება, შესაძლებელის ჩარჩოებში
ადამიანიც საკმარისია. ღმერთში ნახტომით შედიან.

აბსურდი იმედის საპირისპიროა. აბსურდი არსებობს ადამიანის სამყაროში იმ მომენტიდან როცა მისი
ცნება მარადისობაში გადასასვლელი ტრამპლინი ხდება, აღარაა ადამიანის ნათელ გონებასთან
დაკავშირებული. აბსურდი სი სიცხადე არარრაა რომელსაც ადამიანი ხედავს და ეთანხმება. ბრძოლა
იწყება. ადამიანი უერთდება ასურდს და ეს ერთობა აბსურდს თავის ძირიტად აზრს აკარგვინებს, რაც
გამოიხატება: წინააღმდეგობაში, ტანჯვასა და გაბნხეთქილებაში. ეს ნახტომი თანაბარია. შესტოვისთვის
გონება ამაოა ოღინდ მის იქით კიდევაა რაღაც, აბსურდული ცნობიერებისთვის კი გონება ამაოა, ოღონდ მი
იქით არაფერია.

ეს ნახტომი გვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ აბსურდის ნამდვილ ბუნებას. აბსურდი წონასწორორბაშა, ანუ
შედარებაში და არა რომელიმე ნაწილში. შესტოვს კი აბსურდი ერთ ნაწილში გადააქვს, რითაც არღვევს
წონასწორობას. ჩვენი გაგების წყურვილი და ნოსტალგია აბსოლუტის მიმართ აიხსნება მხოლოდ მტელი
რიგი საკიტხების გაგებისა და ახსნის უნარის შესაბამისად. მას ტავისი წესი აქვს, ადამიანური
გამოცდილების წესი, რომელშიც ეფექტიანია. ამიტომ გვსურს ნათელი მოვფინოთ ყველაფერს. ამას ვერ
მოხერხების მიზეზი ზღვარგადასული ცნობიერების მუდმივად ირაციონალურობასთან შეჯახებაა.

ბუნების კანონები გარკვეულ საზღვრამდეა ვარგისი და ამ საზღვრის იქით აბსურდს წარმოშობენ.


აბსურდული ადამიანი აღიარებს ბრძოლას, არ უგულვებელყოფს გონებას და უშვებს ირაციონალურს.
ამიტომ მისი მხედველობის არეში ყველა მონაცემი ხვდება და ნაკლებადაა ის მიდრეკილი ნახტომის
გასაკეთებლად, მანამ სანამ არ ეცოდინება მიმართულება. მარტო ის იცის რომამგვარ ყურადღებიან
ცნობიერებაშ იმედის ადგილი არაა.

შესტოვთან რაც ვთქვით კირკეგორთან კიდე უფრო ცხადია. ისიც ნახტომს აკეთებს. ქრისტიანობა მასთან
ბრუნდება (მიუხედავად მტელი ბაშობა მისი შიშისა). მისთვისაც პარადოქის რელიგიის კრიტერიუმი
ხდება. ამიტომ რაც სასოწარკვეთილობაშ აგდებდა, ახლა ჭაშმარიტებასა და გარკვეულობას ანიჭებს.
ქრისტიანობა სკანდალია, რომელსაც კირკეგორი უბრალოდ ითხოვს, ინტელექტის მსხვერპლად გაღებაა. ეს
ნახტომის უჩვეულო ეფექტია. ის აბსურდისდგან ქმნის სხვა სამყაროს კრიტერიუმს, მაშინ როცა თავად
მხოლოდ ამ სამყაროს ექსპერიმენტის ნარჩენია. კირკეგორი ამბობს, რომ მარცხში მორწმუნე თავის
ტრიუმფს პოულობს.

აბსურდის სანახაობა და მისი ხასიათი ამას არ აკანონებს. სამყაროს ირაციონალურობასა და აბსურდის


ამბოხებულ ნოსტალგიას შორის იგი ვერ ინარჩუნებს წონასწორობას. ტანაფარდობას არ იცავს. კირკეგორი
თავის ღმერთს ანიჭებს აბსურდის თვისებებს. იმედს სიკვდილში ხედავს.

აბსურდს, რომელიც შეგნებული ადამიანსი მეტაფიზიკური მდგომარეობაა, არ მივყავათ ღმერთთან.


აბსურდი ეს ცოდვაა ღმერთის გარეშე.

აბსურდის ამგვარ მდგომარეობაში ცხოვრება ეყრდნობა გონებასა და სამყაროს, რომლები ბურჯების


მსგავსად ამაგრებენ ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთს ვერ ეხებიან. როგორ ვიცხოვრო ამ მდგომარებაში? რა
წესით? როგორ წესსაც მთავაზობენ ის უგილვებელყოფს აბსურდის საფუძველს, უერყოფს
დაპირირსპირების ერთ-ერთ წევრს და მე გადაგდომას მთხოვს.

ეგზისტენციალებისთვის ღმერთი არსებობს მხოლოდ ადამიანის გონების უარყოფით. მაგრამ ღმერთები


ადამიანებთან ერთად თვითმკვლელობის სახეებივით იცვლებიან.

განძრახვა?? გვ66

21. აბსურდი, როგორც თავისი საზღვრების დამდგენი ნათელი გონება

აბსურდის ადამინაისთვის აამყაროს ყველა სახე პრივილეგირებულია. ანუ ყველაფერი ექვივალენტურია.


ყველა სახე პრივილეგირებულარსს გულისხმობს, ადაც პლატონი იმზირება.

ჰუსელი ამტკიცებს რომ ჭეშმარიტებ ყველა არსებისთვის ერთია. ეს გონების ტრიუმფია. როგორია ეს
მტკიცება აბსურდის ადამიაისთვის? ნახტომს ვაწყდებით აქ. ჰუსელი შემოვლუთო გზით ნახტომს აეთებს
მარადიულ გონში, რადგან ქმნის რაციონალური გონების წესს.

გონებას და ირაციონალურს ერთდიაიგივე დებულებამდე მივყავართ, რომ სინამდვილშეი გზას


მჯნიშვნელობა ნაკლებად აქვს, მტავარი მიზნის მიღწევის ნებაა.

აბსურდული გონებისთვის სამყარო არც ამდენად რაციონალურია და აიც იმდენა ირაცოინალური. ის


უგუნურია. ჰესელთან თუ გონებას საბოლოო ზღვარი არ აქვს, აბსურდი პირიქით აფიქსირებს თავის
საზღვრებს, ვინაიდან უძლურია დაიწყნაროს ღელვა. ეს ზღვარი მისთვის მხოლოდ გონების ამბიციებს
ეხება. ირაციონალურის თემა ეგზისტენციალებთან გონების საუტარ ტავთან კონფლიქტშ ყოფნაა, რომელიც
თავისი თავის უარყოფით ტავისუფლდება. აბსურდი ნათელი გონებაა, რომელიც თავის საზღვრებს
აღიარებს.

აბსურდული ადამიანი თავის რეალურ საფუძვლებს ცნობს. მსიი ძირითადი მოთხოვნისა სა იმის
შედარებისას, თუ რასაც სთავაზობენ, გრძნობს, რომ გზას გადაუხვია. ჰუსელტან ქვეყანა ისთეი ნათელი
ხდება, რომ ადამიანსითვის დამახასიათებელი მისიშ ეცნობის წყურვილი უსარგებლო ხდება. კირკეგორთან
გარკვეულობის სურვილი უკუგდებული უნდა იქნეს, რომ დაკმაყოფილდეს. ცოდვად არა ცოდნა არამედ
ცოდნის წყურვილი ითვლება. ამ ცოდვის წინაშე აბსურდის ადამიანი ტავს დამნასავედაც გრძნობს და
უდანაშაულოდაც. მას რა გამოსავალსაც სთავაზობე, იქ არსებული წინააღმდეგოვბები თითქოს არც
ყოფილა. თუმცა აბსურდის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია წინაააღმდეგობების ჭეშმარიტების
შენარჩუნება, რაც იმაში მდგომარეობს რომ დაკმაყოფილება არ ხდება. აბსურდის ადმაიანს ქადაგება არ
სჭირდება.

აბსურდი განხეთქილებაა, რომელიც სურვილით სავსე გონებასა და ამაო სამყაროს შორის არსებობს,
ერთობის მიმართ ნოსტალგიაა, გაფანტულ სამყაროსა დ აწინააღმდეგობის შორისაა და აკავშირებს მათ.
კიერკეგორი აქარწყლებს ამ ნოსტალგიას, ხოლო ჰუსლეი კრავს სამყაროს. ეს ის არაა რასაც ელოდა.
ლაპარაკი იყო ტკივილში ცხოვრებასა და და აზროვნებაზე იმის გასაგებად ღირს თუ არა სიცოცხლე ამად.
შეუძლებელია აბსურდი გაქრეს განტოლების რომელიმე წევრის ამოგდებით. აბსურდით ცხოვრება
შესაძლებელია თუ ლოგიკა სიკვდილს ითხოვს?

22. თვითმკვლელობა თუ ცხოვრების მიღმა

არ ინტერესდება ფილოსოფიური ტვითმკვლელობით, არამედ უშუალო თვითმკვლელობით. სურს, ეს


აქტი დაცალოს ემოციებისგან და მის ლოგიკას ჩაწვდეს. ჰუსლთან ნახტომის მერე უკვდავი ცხოვრებაა.
საფრთხე იმ წამშია ნახტომს რომ უსწრებს წინ.

ნოსტალგიაშ მცოვრები ნაწილის ყველაფრის უარყოფა შემიძლია, გარდა ერთიანობის, გადაჭრის


სურვილისა, გარკვეულობისა და თანმიმდევრულობის მოთხოვნისა. სამყაროსი ვერ ვუარყოფ ქაოსს,
ყოვლისსმეძლე შემთხვევითობას და და ღვთაებრივ წონასწორობას, ანარქიიდან რომ იბადება.

ერთმანეთს არ სემიძლია შევუთავსო- ჩემი ლტოლვა აფსურდისაკენ დაერთიანობისკენ და ამ სამყაროს


რაციონალურ და გონივრულ პრიცნიპამდე დაყვანის შეუძლებლობა.

ადამიანის გარდა ყველაფერი სამყაროს ნაწილია, ამიტომ მასთან თანხვედრაშია. სამყაროსთან ადამიანს
გონება აპირისპირებს. გონებას ვერ ვუარყოფთ. ამ კომფლიქტის საფუძველი, განხეთქილებისა სამყაროსა
და ჩემს გონებას შორის, არის ტავად ამ კომფლიქტის აღიარება. ამ კომფლიქტის შესანარჩუნებლად
საჭიროა, მუდამ განახლებადი, დაზაბული ცნობიერება.

როცა აბსურდს ზიარებული ადამიანი კვლავ უბრუნდება ყოველდღიურობას, ის უკვე გადაჩვეულია


იმედის ქონას. აწმყოს ჯოჯოხეთი იქცა მის სამეფოდ. ყველა პრობლემა ხელახლა იძენს სიმწვავეს,
არცერთია გადაჭრილი, თუმცა ყველა სახეცვლილია. მოვკვდეთ ტუ ნახტომით გავიქცეთ, თუ ჩვენს
ყაიდაზე გადავაკეთოთ იდეები?

მეთოდი არის გაჯიუტება. აბსურდის ადამიანმა სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს. თვითმკვლელს ეუბნებიან
ცოდვაოა, მარა არ იცის ცოდვა რას ნიშნავს, ჯოჯოხეთს ვერ წარმოიდგენს, მარადიული სიცოცხლე არ
ენაღვლება, თავს არ გრძნობს დამნაშავედ. სწორედ ეს აძლევს ყველაფრის ნებას. ის ცდილობს მხოლოდ
იმით იცხოვროს რაც იცის. მას სურს იცოდეს არის თუ არა შესაძლებელი გაპროტესტების გარეშე ცხოვრება.

გაარკვია რომ ბოლომდე სიცოცხლეს აზრი არ ავქს. ამის გააზრების მერე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ
სიცოცხლეს თუ მუდამ გექნება თვალწინ აფსურდი. იცხოვრო ნიშნავს აცოცხლო აფსურდი. აცოცხლო
აბურსდი ნიშნავს თვალი გაუსწორო მას. აბსურდი მხოლოდ მაშინ კვდება, როცა მას ზურგს აქცევენ.
აბსურდი ადამიანისა და მისი სიბნელის მუდმივი კონფრონტაციაა. შეუძლებელი გამჭვირვალობის
მოთხოვნაა. ეჭვქვეშ აყენებს სამყაროს ნებისმიერ წამს. ამბოხი არის ადამიანის მუდმივი ყოფნა თავის
თავში. ამბოხი მხოლოდ რწმენაა ბედის დამთრგუნველი ძალისა და ნაკლებადაა მისი რწმენა.

აბსურდული ექსპერიმენტი შორდება თვითმკვლელობას. შეიძლება ვირწმუნოთ რომ თვითმკვლელობა


ამბოხს მოსდევს, მაგრამ არა, ეს არაა მისი ლოგიკური დასარული. პირიქით, მისი საპირისპიროა, რადგან
ტანხმობას გულისხმობს. თვითმკვლელობა ნახტომის მსგავსად საკუთარი საზღვრების აღიარებაა.
თვითმკვლელობა აბსურდის ტავისებური გადაჭრაა. მას აბსურდი სიკვდილშც შეჰყავს. მაგრამ არსებობის
გასაგრძელებლად აფსურდი არ შეიძლება გადაიჭრას. ის თვიტმკვლელობას უსხლტება, რამდენადაც ის
სიკვდილის გაცნობიერება და უარყოფაა.

23. თვითმკვლელობა და სიკვდილმისჯილი

თვითმკვლელის საპირისპიროა სიკვდილმისჯილი. აბსურდი სიკვდილმისჯილის ფიქრის უკიდურეს


ზღვარზეა. ამბოხი სიცოცხლეს ფასს ადებს. ბოლომდე ტან სდევს არსებობას და მის დიდებულებას
აღადგენს.

24. უარყოფა და განდგომა

ცნობიერება და ამბოხი, ორივე ეს უარყოფა, განდგომის აპირისპიროა. თვითმკვლელობა შეუფასებლობაა.


აფსურდის ადამიანს მხოლდო ყველაფრის და საკუთარი ტავის ამოწურვა შეუძლია. აბსურდი მისი
უკიდურესი დაძაბულობაა, რომელსაც საკუტარი ძალებით მუდმივად ინარჩუნებს, რადგან იცის, რომ
აგვარი ცნობიერებით და ამბოხით ის ყოველდღიურად ადასტურებს იმ ერთადერთ ჭეშმარიტებას, რაც
არის მისკგამოწვევა. ეს პურველი შედეგია.

25. თავისუფლება ობიექტურა დას თავისუფლება ჩემს განცდაში

არ მაინტერესებს ადამიანი ტავისუფალია თუ არა, მე მხოლოდ საკუტარი ტავისუდლების შეგრძნება


შემიძლია. მასზე ზოგადი ცოდნა ვერ მექნება, მხოლოდ რამდენიმე მკაფიო აზრი. თავისუფლებას აზრი არ
აქვს,რ ადგან ის ღმერთის პრობლემას უკავშირდება. ადამიანის ტავისუფლებაზე სამსჯელოდ უნდა
ვიცოდე ჰყავს თუ არა მას ბატონი. ამ პრობლემის აბსურდულობა იმაშია, თავად ცნება რომელიც
ტავისუფლების პრობლემას შესაძლებელს ხდის, იმავდროულად ყოველგვარ აზრს აკარგვინებს ამას,
რადგან ღმერთის წინაშე უფრო ბოროტების პრობლემა დგას, ვიდრე თავისუფლების. პასუხი ორია: ან
ტავსუფლები არ ვართ და ყოვლისშემძლე უფალი პასუხისმგებელია ბოროტებაზე, ან ვართ ტავისუფლები
და პასუხისმგებელნი და ღმერთია რაა ყოვლისშემძლე. ეს პარადოქსია ამიტომ შევეშვათ.

ვე რგავიგებთ უზენაისის მიერ მონიჭებული თავისუფლება როგორი შეიძლება იყოს. დავკარგე


იერარქიის შეგრძნება. თავისუფლებაზე მხოლოდ პატიმპრის ან სახელმწიფოში მცოვრები პიროვნების
გაგება მაქვს. ვიხი მხოლოდ გონების და მოქმედების ტავისუფლება.

26. აფსურდის ადამიანი და თავისუფლება

აბსურდთან შეხვედრამდე ადმაიანი მიზნებით, მომავალზე ზრუნვით ცხოვრობს. იმედი აქვს და ისე
იქცევა თითქოს ტავისუფლაი იყოს. აბსურდის მერე ყველაფერი იშლება. ყველაფერი ქარწყლდება
მოსალოდნელი სიკვდილის აბსურდულობით. ვიცი რომ არსებობის თავისუფლება არ არსებობს.
სიკვდილი აქვეა როგორც ერთადერთი რეალობა. მონა ვარ რომელმაც მარადიული რევოლუციის იმედი
დაკარგა და ზიზღსაც არ განიცდის. რომელ ტავისუფლებას შეუძლია იარსებოს მარადისობის რწმენის
გარეშე?

ამავდროულად აბსურდია დამიანს ესმის რომ ტავისუფლების ამ პოსტილატზე ილუზიით იყო


მიჯაჭვული. ამის გამო საკუტარი ტავისუფლების მონა ხდებოდა.
აბსურდი თვალს მიხელს, არ არსებობ ხვალინდელი დღე.

27. მომავალი და შინაგანი თავისუფლება

არ არსებობს მომავალი და ეს ჩემი შინაგანი თავისუფლების მიზეზია. მოწამენი მონობაზე სპონტანურ


დათანხმებაში პოულობენ ტავისუფლებას. თაის ტავან მიმართებში ისინი თავისუფალნი არიან და ალბათ
განთავისუფლებულები უფრო. ასევეა, სიკვდილის წინ აბსურდული ადამიანი თავს ყველაზე
გათავისუფლებულად გრძნობს. საერთო წესებთან მიმართებში ის მთლიაად ტავისუფლია.

28. სიკვდილი და აფსურდი, როგორც გონივრული თავისუფლების პრინციპი.

ცნობიერების დაბრუნება, ყოველდღიური ძილისგან გაქცევა ასურდული თავისუფლების პირველ


ნაბიჯად ითვლება. მიზანს წარმოადგენს ეგზისტენცილაური ქადაგება და ის სულიერი ნახტომი, რომელიც
ტავისი არსით უსხლტება ცნობიერებას. სიკვდილი და აბსურდი ერთადერთი გონივრული თავისუფლების
პრინციპები არიან. ეს მეორე შედეგია. თვითმკვლელობა ცხოვრების დასაბუთებაა.

აბსურდულ სამყაროში ცხოვრბა ნიშნავს ინდიფერეენტულობას მომავლის მიმართ და ბოძებულია


მოწურვის სურვილს.

შეიძლება ცხოვრება გასაჩივრების გარეშე? აბსურდის რწმენა გამოცდილების ხარისხს ანაცვლებს


გამოცდილების რაოდენობით.
29. გონეისა და სიბნელის „ღამის“ შეხვედრა
ერთი მხრივ აბსურიდ გვასწვალის, რომ ყველა გამოცდილება უმნიშვნელოა, მეორე მხრივ, რაც შეიძლება
მეტი გამოცდილების დაგროვენისკენ გვიბიძგებს.

30. „ყველაფერი ნებადართულია“ და აფსურდი გვ96

სიზიფეს მითი

არ არსებობს სუსასრულო და უნაყოფო შორმაზე უარესი სასჯელი- ასე ცათვალე სღმერთებმა.

სიზიფე აბსურდი გმირია. ღმერთების არად ჩაგდების, სიკვდილის სიძულვილისა და სიცოცხლის


სიყვარულის გამო იტანჯება. მიწიერი ვნებების ვალს იხდის. ყოველ ჯერზე როცა სიზიფი მწვერვალს
ტოვესბ ის ბესიწერას ამარცხბეს, ლოდზე ძლიერია. ტრაგიზმი გაცნობეირების უნარშია. ლოდის ატანა
გამარჯვების სიხარულს არ აძლვეს. დღეს რუტინასი ცაბმული ადმაიანიც ხო ეგრეა, და ტრაგიკული
მხოლოდ მაშინაა როცა აცნობიერებს თავის მდგომარეობას. ტავის ტრაგიზმს სიზიფე ბოლომდე წვდება,
გამჭრიაცობა მის გამრაჯვების მიზეზად იქცევა.

ლოდი გამაჯვებაა, ის ტავად ლოდია. უზარმაზარი სევდა მძიმე ტვირთია. დამღუპველი სიმართლე
შეცნობისთანავე ქრება. სიმართლის შეტყობის წამიდან იწყება ტრაგედია. ბედნიერება და აბსურდი
განუყრელია. აბსურდის არმოჩენით ბედნიერება არ იბადება. ხშირად ბედნიერება წარმოშობს
აბსურდის გრძნობას.

სიზიფის დაფარული სიხარული სიაა რომ მისი ბედი მას ეკუთნის. ლოდი მისი კუთნილებაა.
აბსურდის ადამიანიც, თავის ტანჯვას რომ აკვირდება, ყველა კერპს აჩუმებს. თუ არსბობს პირადი
ხვედრი, მაშინ არ არსებობს უზენაისი დანიშნულება.
31. ეკლესია და მსახიობების მოღვაწეობა
32. არჩევანი ჭვრეტისა/ თეორიასა და მოქმედებას შორის
33. ამბოხი, პრომეთე
34. ადამიანი საკუთარო თავის მიზანია
35. სიზიფე და მისი ბედნიერება

You might also like