You are on page 1of 3

ბექა ჭიღლაშვილი

პლატონი ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსია რომელიც ისტორიას ახსოვს. ის ერთ-

ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს

მოსწავლე ხოლო, ასრისტოტელეს მასწავლებელი იყო. ის აგრეთვე იყო

ფილოსოფიური დიალოგებისა და ათენის აკადემიის დამფუძნებელი. მან დიდი

გავლენა მოახდინა დასავლური აზრის განვითარებაზე. პლატონი განმარტავს ორ

სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ესაა რეალური ანუ აზროვნებით საწვდომი და

არარეალური ანუ ხილული სამყარო. პლატონის აზრით არარეალურია ის სამყარო

სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამის იქეთ სადმე შორს გახედვა არ შეგვიძლია ეს ძალიან

პატარა სამყაროა და არ შეგვიძლია ყველაფერი სრულად აღვიქვად. გონებით

საწვდომ სამყაროში კი შეგვიძლია ყველაფერი დავინახოდ და ყველაფერი

შევიგრძნოთ. პლატონის აზრით გონებით საწვდომი სამყარო სრულყოფილია და

ადამიანს შეუძლია ყველაფერი სრულყოფილად წარმოიდგინოს მაგ: მეგობრობა,

სიყვარული, სიკეთე და ბევრი სხვა.

პლატონი ასევე გვიხსნის მღვიმის ალეგორიას როდესაც რეალურ სამყაროს მღვიმეს

ადარებს, სადაც ადამიანები ჯაჭვებით არიან დაბმულნი და მხოლოდ იმის დანახვა

შეუძლიათ, რომლებსაც მათ წინ კედელზე ტოვებენ ცეცხლის შუქზე არეკლილი

საგნების ჩრდილები. როდესაც ერთ-ერთი ადამიანი ჯაჭვებისგან ტავს დაიხსნის და

გამოქვაბულიდან ამოვა ის დაინახავს ნამდვილ სამყაროს და მიხვდება რომ, საგნები,

რომლებსაც ის მღვიმეში ხედავდა არ იყო რეალური. ადამიანი, რომელიც მღვიმეშია

გამომწყვდეული გაუნათლებელ კაცს გავს პლატონის აზრით და რომელიც ზედაპირზე

ამოვა მღვიმიდან ის განათლებულია. განათლებულს აქვს ორი შესაძლებლობა,

დაბრუნდეს მღვიმეში და მოუყვეს ხალხს თუ როგორია მართლაც რეალური სამყარო

ან დარჩეს მღვიმის გარეთ და გაიგოს უფრო მეტი ვიდრე მანამდე იცოდა. ის როდესაც

ამოვა მღვიმიდან მას თვალს მოსჭრის მზის სხვი და ვერ შეძლებს თვალი გაუსწოროს

მზეს. პლატონის აზრით სიკეთის იდეა მზის ანალოგიით შეიძლება გავიგოთ. ის, რომ
მზე სინათლეს ასხივებს,მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერი რაღაცის დანახვა

შეგვიძლია. სინათლე, რომ არა შეუძლებელი იქნებოდა ხედვა. მზე მხოლოდ

ხილულობის მიზეზი არაა არამედ იმისაც, რომ ცოცხალი არსებები არსებობენ და

ცოცხლობენ. პლატონის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთის იდეაა, იგი

სამართლიანობაცაა და ყოველგვარი სიქველეც სწორედ მის წყალობითაა

სასარგებლო და ვარგისი. პლატონის აზრით ის სიკეთის იდეას სრულად არ იცნობს და

ამის მიხედვით ყოველივე დანარჩენი კარგადაც რომ იცოდეს ადამიანმა, ეს ცოდნა

არაფერში ჩაითვლება, პლატონი ამბობს „ეს იმას ჰგავს, რაიმე ნივთს იძენდე და არც კი

იცოდე, რაში გამოგადგებაიგი“. ადამიანი რაც უფრო მეტ ცოდნას იძენს მით უფრო

მეტი უცოდინრობა ჩნდება მისი და ვერ აანალიზებს ეს სასიკეთოა თუ არა მისთვის.

გაუნათლებელი ადამიანი ბედნიერია, რადგან მას ჰგონია, რომ ყველაფერი იცის,

მაგრამ, როდესაც იგი განათლებას ღებულობს აცნობიერებს უკვე რომ უფრო და უფრო

მეტი რამ არ იცის ესაა სიკეთის იდეა, რადგან ჩვენ იგი დაგვანახებს ყველაფერ

რეალურს და ხელმისაწვდომს.

როდესაც ადამიანი ადამიანები, რომლებიც მიბმულები არიან გამოქვაბულში ზურგით

გასასვლელისაკენ, ისინი უყურებენ მხოლოდ და მხოლოდ გამოქვაბულის კედელს,

რომელიც მათ წინ არის, და ამ კედელზე აირეკლება სხვადასხვა საგნები. რატომ

აირეკლება? იმიტომ, რომ მათ უკან ცეცხლი ანთია და ცეცხლსა და მიბმულ ადამიანებს

შორის დადიან ვიღაცები და დააქვთ სხვადასხვა საგნები (მაგალითად, თიხის

ნაკეთობები და ასე შემდეგ). ამ ადამიანებს, ვინც მიბმულია მღვიმეში, არ აქვთ არანაირი

ცოდნა ნამდვილ რეალობაზე. მათ იციან მხოლოდ ჩრდილები და ჩრდილების

სამყარო. ყველაზე გამჭრიახი და ყველაზე მცოდნე ის არის, ვინც ახერხებს ყველაზე

კარგად დაინახოს განსხვავებები და დეტალები ჩრდილებს შორის, მაგრამ,

რასაკვირველია, ამ ყველაზე გამჭრიახსაც კი არანაირი წარმოდგენა არ აქვს,

სინამდვილეში როგორია ჭეშმარიტება და როგორია ნამდვილი რეალობა.

წარმოვიდგინოთ, რომ ერთი მათგანი გათავისუფლდა ბორკილებისგან და მღვიმიდან


გამოვიდა. რა დაემართება მას, როგორ უნდა შეაჩვიოს მან თავისი თვალები ნათელს,

ჯერ რას შეხედავს და შემდეგ საბოლოოდ როგორ მივა იქამდე, რომ მზეს - სინათლისა

და შემეცნების და ყოფნის წყაროს - როგორ გაუსწორებს საბოლოოდ თვალს. მაგრამ

მთავარი ის არის, რომ ერთი ადამიანი, რომელიც გამოვა გამოქვაბულიდან, დაინახავს,

რომ სინამდვილე სრულიად სხვანაირად გამოიყურება, რომ ჭეშმარიტება სრულიად

განსხვავებულია იმისაგან, რაც მას მთელი თავისი ცხოვრება ეგონა. ასე გვიხსნის

პლატონი ცეცხლისა და მზის იდეას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. პლატონი. „სახელმწიფო’’ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 7-69

თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017

You might also like