Professional Documents
Culture Documents
მღვდელმთავარი ლუკა -მეცნიერება და რელიგია
მღვდელმთავარი ლუკა -მეცნიერება და რელიგია
რა არის რელიგია?
ზოგადად რომ ვთქვათ, რელიგია არის კავშირურთიერთობა აბსოლუტურთან,
მასთან, ვისაც ღმერთს ვუწოდებთ. რამდენადაც ეს ურთიერთობა ყველას, თვით
ათეისტსაც კი აქვს, - ამიტომ სამართლიანია გამოთქმა, რომ ყველას თავისი რელიგია
აქვს.
მესამე თავი
საერთოდ, საგნებს ისე კი არ ვხედავთ, როგორც არსებობენ, არამედ ისე, როგორც მათ
პიროვნული, სუბიექტური თვალსაწიერიდან აღვიქვამთ.
მეორე „მტკიცება“ ეყრდნობა 1891 წელს მეცნიერ ლობუას მიერ კუნძულ იავაზე
ნაპოვნ ძვლებს (თავის ქალის ნაწილი, სამი კბილი და ბარძაყის ძვალი), რომლებიც
თითქოსდა ადამიანსა და მაიმუნს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენენ.
ვითარდება ის, რაც უკვე შექმნილია, რაც უკვე არსებობს. უმაღლესი ხარისხის
ქმნილებებისა და სიცოცხლის შექმნის ეს შემოქმედებითი აქტები ღმერთს ეკუთვნის.
მეცნიერება იცნობს მხოლოდ ბუნებაში არსებულ ამ სხვადასხვაგვარ სახეობებს და
ხარისხებს, ხოლო მათი შექმნის შემოქმედებითი აქტების ბუნება და საიდუმლოება
კი მისთვის მიუწვდომელია. იგი გვასწავლის მატერიის ფორმებისა და არა სულის
მიზნებისა და მოძრაობების შესახებ, რაც რელიგიის სფეროს შეადგენს.
ვოლტერი: „ბრმა უნდა იყო, სამყაროს სურათმა არ დაგაბრმავოს. სულელი უნდა იყო,
მისი შემოქმედი არ აღიარო. შეშლილი უნდა იყო, მის წინაშე მუხლი არ მოიდრიკო“.
და შემდეგ ვოლტერი წერს: „შეხედულებას, რომ ღმერთი არსებობს, თავისი
სირთულეები ახლავს, მაგრამ საპირისპირო შეხედულება აბსურდების ნამდვილ
ნაზავს წარმოადგენს“.
მეცამეტე თავი
კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის
ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების
მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა
გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა
სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.
დასკვნა
ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს,
დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“
ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში
„ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი,
დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა
ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა
ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც
ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ
ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).