You are on page 1of 10

ამაღლებული

ესთეტიკურ პრაქტიკაში ამაღლებულის ესთეტიკური ფენომენი გაცილებით გვიან


შემოვიდა, ვიდრე მშვენიერების, თვით ტრაგიკულისა და კომიკურისაც კი, ისინი
უფრო ადრე იქნა შემჩნეული ვიდრე ამღლებული. პირველი ნაშრომი რომელსაც
ჩვენამდე არ მოაღწევია დაუწერია რომაელ ავტორს ცეცილიუსს ამის შესახებ ცნობა
არსებობს მეორე ნაშრომში, რომელსაც ეწოდება ამაღლებულისათვის და რომლის
ავტორადაც პირობითად მიჩნეულია ფსევდო ლონგინე. ის წერს, რომ ცეცილიუსს არ
ეყო არც ცოდნა და არც გონების ძალა ამ ურთულესი პრობლემის გასარკვევადო.
აღნიშნული ტრაქტატი აღმოაჩინეს შუა საუკუნეეის მიწურულს იგი გადაწერილი
იყო არისტოტელეს ერთერთი თხზულების გადაწერისას დარჩენილ ფურცლებზე.
ხელნაწერის ბოლოში მითითებული იყო, რომ იგი დაწერა დიონისე ლონგინემ,
ნაწარმოები თარგმნეს ლათინურად. თარგმნისას აღმოაჩინეს, რომ ეს ტრაქტატი
დაწერილია ლონგინეს ან დიონისეს მიერ.. ასე წარმიშვა ფილოლოგიურ
ისტორიული პრობლემა ტრაქტატის ავტორობის შესახებ, აღმოჩნდა, რომ დიონისე
ლონგინეს სახელი არ არის ცნობილი. Kკვლევამ აჩვენა, რომ დიონისეს პადერნასელი
საქმიანობდა პირველ საუკუნეში, ხოლო კაიუს ლონგინე მესამე საუკუნეში. Bბოლოს
მკვლევართა უმრაველსობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ტრაქტატი პირველი საუკუნის
ბოლოს არის დაწერილი და ამას ადასტურებს იმ პირთა სახელები, რომლებიც
ნახსენებია ტრატატში.. თუმცა ამონიუს საკას (ცნობილი ნეოპლატონიკოსის)
სახელმა მკვლევართა ერთი ნაწილი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ კასიუს დიოგენე
შეიძლება იყოს ამ ნაწარმოების ავტორი. Eეს პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება
ამიტომ მოინახა ოპტიმალური გამოსავალი და თხზულების "ამაღლებულისათვის’
ავტორად პირობითად სახელდება ფსევდო დიონისე ლონგინე.

ნაშრომი განეკუთვნება რიტორიკის სფეროს, აქ ორატორული ხელოვნება, სამ


სტილად საშუალო, მაღალი და ამაღლებულად, არის წარმოდგენილი.. Eეს არის
პირველი ესთეტიკური ტრაქტატი სადაც კონცეფტუალური მიდგომაა ამაღლებულის
ფენომენისადმი. ნაშრომის დაწყისშივე ავტორი იძლევა ამაღლებულის ასეთ
დეფინიციას. " ამაღლებული არის ის რაც იწვევს საყოველთაო მოწონებას." ეს
დეფინიცია ზუსტი არა არის თუმცა არც მცდარია, იმიტომ, რომ ის არ გამოხატაცს
ამაღლებულის სპეციფიკას საყოველთაო მოწონებას შეიძლება იმსახურებდეს სხვა
ესტეტიკური კატეგორიებიც. უფრო ზუსტი იქნებოდა ასეთი ფუნქცია იმ
დებულებისთვის მიენიჭებინა, რომელსაც იქვე ხმარობს განმარტებისათვის.
"ამაღლებული" არის ის რაც ადამიანში გაოცებასა და აღტაცებას იწვევს.. ავტორი
მიუთითებს ამაღლებულის ადგილსამყოფელზე ანუ იმ სფეროებზე სადაც ხდება
მისი გამოვლენა.
პირველი ასეთი სფეროა ბუნება, სადაც გვხვდება ძალიან დიდი საგნები და
მოვლენეები. ამ საგნების ნახვა იწვევს ჯერ გაოცებას შემდეგ კი აღტაცებას. მას
საილუსტრაციოდ ცეცხლის მაგალითი მოჰყავს ანთებული სინათლისაგან
განსხვავებით ის ცეცხლი, რომელსაც ელვა ისვრის ამაღლებულია, ვინაიდან თავისი
სიდიდით იწვეს გაოცებასაც და აღტაცებასაც. ამაღლებული გვხდება ავტორის
აზრით საზოგადოებაშიც სადაც ადგილი აქვს დიად მოვლენებს Oომებს,
დაპყრობებს, მასთანაა დაკავშირებული , ის რომ ამაღლებული არსებობს ადამიანში..
არსებიბენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ღირსებითა და შინაგანი
ამღლებულობით გამოირჩევიან სხვათაგან. აქ ის ნიმუშად ასხელებს ალექსანდრე
მაკედონელს. ის ამბობს, რომ მან ჩაიდინა დიადი საქმეები. ამ ადგილზე ტრაქტატი
დაზიანებული. ამ ხარვეზს ავსებენ პლუტარქეს მსჯელობით. შემდგომ ავტორი
ლაპარაკობს ადამიანის აზრებში ამაღლებულზე., აზრებს გამოთქმა სჭირდებათ და
გამოთქვამენ პოეტები, ორატორები. Aასახელებს დემოსთენეს და ჰიპიპიდეს. აქ
ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამაღლებულისათვის არ არის საჭირო
გარეგანი ბრწყინვალება, მისთვის დამახასიათებელია უბრალოებ.ა Yყველაზე მეტად
ამაღლებული ეს არის ღმერთი. Mმსგავსი აზრები გვხდება შუა საუკუნეების
თეოლოგიურ ნაზრევში. შუა საუკუნეების საგნობრივი ეთეტიკის მთავარ
კატეგორიად ამაღლებული ითვლება, თუმცა მასზე რეფლექსია მისი სპეციალური
კვლევა ამ ეპოქაში არ განხორციელებულა.

ამაღლებულის პრობლემას ესთეტიკა დაუბრუნდა ახალ დროში. ის


უკავშირდება ინლისელი ფილოსოფოსის ე. ბიორკის სახელს იგი შრომაში
"მშვენიერის და ამაღლებული შედარებისათვის" ამბობს, რომ ამაღლებული და
მშვენიერი უკავშირდება ადამიანის ორგვარ მისწრაფება-მიდრეკილებას. Eესენია
ურთიერთობის და თვითშენახვის მისწრაფება _ მიდრეკილებები ადამიანის
ცხოვრება მათ გარეშე შეუძლებელია. ურთიერთობის მიდრეკილებით
განპირობებულია მშვენიერი, ხოლო თვითშენახვის მისწრაფება ედება საფუძვლად
ამაღლებულს. Aადამიანის ცხოვრებას სხვადასხვა საფრთხე ემუქრება, საფრხე იწვევს
შიშს, ის კი გვაიძულებს გადავირჩინოთ თავი და გავერიდოთ საფრთხეს, შიში ის
ემოცია, რომელსაც ჩვენსი იწვევს ამაღლებული. საქმე ისაა, რომ ის საგანი იმდენად
დიდი და ძლიერია ჩვენთან შედარებით, რომ მასთან უშუალო კონტაქტი ჩვენ
განადგურებას გვიქადის. შიში გვაიძულებს ამ უშუალო კონტაქტს ავერიდოთ.
Bბიორკის აზრით ამაღლებული არის ისეთი მოვლენა, რომელსაც თავის სიდიდით
და ძალით შეუძლია ჩვენი მოსპობა და რომელიც ჩვენში იწვევს შიშს, როგორც
გამაფრთხილებელ ემოციას. საბოლო ჯამში ამაღლებულთან კონტაქტი მთავრდება
იმით, რომ შიში დაძლეული იქნება.
ამაღლებულის და შიშის ურთიერთობაზე ლაპარაკობს ჰელვეციუსიც შიში რომელაც
ჩვენში ამაღლებული იწვევს ეს არ არის რეალური, იგი წარმოსახვის შედეგია და მისი
დაძლევაც ბუნებრივია.

კანტი " მსჯელობის უნარის კრიტიკაში" საფუძვლიანად განიხილავს


ამაღლებულს, იმ ნაწილში რომელსაც "ამაღლებულის ანალიტიკა" ეწოდება. Kკანტი
ამაღლებულს ადარებს მშვენიერებას და ადგენს საერთოსა და განმასხვავებელ
ნიშნებს. ისევე როგორც მშვენიერი იწვევს სიამოვნებას ყოველგვარი ცნების გარეშე,
ამაღლებულიც იწვევს სათანადო ესთეტიკურ განცდას ცნების გარეშე. ასევე როგორც
მშვენიერი იწვევს ტკბობას ესთეტიკური ინტერესის გარეშე ამაღლებულიც იწვევს ამ
განცდას. ისევე როგორც მშვენიერი იწვევს ტკბობა_სიამოვნებას აუცილებლობით,
ამაღლებულიც იწვევს შესაბამის ესთეტიკურ განცდებს აუცილებლობით. Eეს
ნიშნები საერთოა ამაღლებულსა და მშვენიერს შორის, თუმცა ხაზი გაესვა იმ
განცდების განსხვავებასაც, რასაც ისინი იწვევენ. რაც შეეხება იმას, რომ მშვენიერი
ტკბობას იწვევს ფორმის უმიზნო მიზანშეწონილობით, ამაღლებული სათანადო
ემოციებს დიამეტრალურად საპირისპირო ვითარების გამო იწვევს, კერძოდ თავისი
უფორმობით. ე.ი. მშვენიერ საგანს აქვს ფორმა, ამაღლებულს ფორმა არა აქვს
( კანტის აზრით, მას ფორმა არა აქვს ჩვენთვის, ის არის უსაზღვრო,
დაუბოლოვებელი). თუ ჩავღრმავდებით ამაღლებულიც შეიძლება დახასიათდეს
დადებითი პრედიკატებით. ის საგანი რაც ჩვენთვის უფორმოა არის დიდი, სწორედ
სიდიდის გამო ჩვენი ცნობიერება მას მთლიანობა დასრულებულობაში, ვერ
აღიქვამს. ესთეტიკურ აქტში ჩვენთვის ის წარმოსდგება, როგორც უსაზღვრო, ამის
მიზეზია სწორედ სიდიდე. Dდიდი უკვე დადებითი პრედიკატია. Kკანტი ამბობს,
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ ორგვარი დიდი: შედარებით დიდი და
უბრალოდ დიდი. Pპირველი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი საგანი როცა მას
ვადარებთ მასზე უფრო მცირე ზომის საგანთან. შედარებით დიდი არ არის
ამაღლებული, ამაღლებულია უბრალოდ დიდი. ასეთ საგნებს ჩვენ არავითარ საგნებს
არ ვადარებთ, სხვა საგნები აქ მასშტაბად არ გამოდგებიან. Dდა მაინც დიდი
შედარების გარეშე წარმოუდგენელია. ის, რაც არის უბრალოდ დიდი და ამის გამო
ჩვენთვის ამაღლებულია, ჩვენი ცნობიერების უნარებისთვისაა ის დიდი. Eეს უნარები
იმ დიდთან მიმართებაში უძლურნი არიან. Eე. ი. უბრალოდ დიდი იმდენად არის
დიდი, რომ ეს უნარები ვერ წვდებიან და ვერ მოიცავენ მას. ამაღლებული არსებობს
იმდენად რამდენადაც რაღაც მოვლენა ჩვენს უნარებს აღემატება, მასზე მაღალია,
მასზე დიდია. ამაღლებულისა და ჩვენი ამ უნარების ურთიერთობაში ადგილი აქვს
ამ უკანასკნელთა დაჩაგვრას ამაღლებულის მიერ, რაც ჩვენში იწვევს უსიამოვნებას,
ის როგორც ესთეტიკური ემოცია შედეგია ამაღლებულთან კონტაქტისა, მაგრამ
უსიამოვნება არ ამოწურავს იმ ემოციებს, რომელთაც ამაღლებული იწვევს არც ეს
ემოციებია სიამივნების გარეშე. Mმაგრამ სიამოვნებას ჩვენი სხვა "მე" იწვევს,
უსიამოვნებას კი სხვა "მე". ჩვენს ცნობიერებაში არსებობს გონების უნარი, რომელიც
ყველაზე ძლიერია. Mმას შეუძლია გარედან უყუროს ამაღლებულისა და იმ ორი
უნარის ურთიერთობას. Gგონება ხედავს, რომ ამ ურთიერთობაში დაიჩაგრა ჩვენი
წარმოსახვა და განსჯა და ჩვენი ეს "მე" უსიამოვნებას განიცდის. Mმაგრამ ამითვე იგი
ხედავს იმასაც, რომ ეს ყველაფერი მას არ ეხება. იგი ზემოდან დაჰყურებს ყოველივე
ამას და ამით საკუთარ ძალასაც ხედავს, რაც მისთვის უკვე სიამივნების წყაროა.
Aაქედან კანტი ასკვნის ამაღლებულის განცდის სპეციფიკაზე: ამაღლებულის განცდა
ეს არის უსიამოვნების დაძლევით მიღებული სიამივნება, უსიამოვნების დაძლევა
სხვანაირად მოასწავებს ჩვენი "მე"-ს ამაღლებას საკუთარ მეორე "მე"-ზე. Aამ მომენტს
კანტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. Mმისი აზრით, ამაღლებული
სუბიექტური კატეგორიაა, საქმე იმაშია რომ ადგილი აქვს ჩვენს ამაღლებას ჩვენსავე
თავზე. Uუბრალოდ დიდი კი საბაბია ამ ამაღლებისა ის ჩვენ გვგონია ამაღლებული.
სინამდვილეში ის არის უბრალოდ დიდი. Eეს უფრო მკაფიოდ ჩანს, როცა კანტი
იწყებს ორგვარი ამაღლებულის " მათემატიკურად და დინამიურად ამაღლებულის
განსხვავებას". Pპირველი არის დიდი მოვლენა დროსა და სივრცეში (ვარსკვლავებით
მოჭედილი ცა და ა. შ. ) დინამიურად ამაღლებული კი არის დიდი მოვლენა თავისი
სიძლიერით. Eემოციური ეფექტი მეტი აქვს დინამიურად ამაღლებულს (ჩანჩქერი,
ხანძარი, ადამიანის გმირობა). რაც უფრო ვუახლოვდებით ადამიანს, მით უფრო
მკაფიოდ ჩანს დინამიურად ამაღლებულის ძალა. Yყველაზე უფრო მეტად ჩვენ
აღგვამაღლებს ადამიანის გმირული საქციელი. საბოლოო ჯამში კანტის
ამაღლებულის თეორია სუბიექტური თეორიაა, ამას კანტიც უსვამს ხაზს, ის რაც
ობიექტურ სიტუაციაში ჩვენ გვეჩვენება ამაღლებულად ნამდვილად არც არის
ამაღლებული, ის არის საბაბი ანდა მიზეზი ჩვენი ამაღლებისა საკუთარ თავზე.
Nნამდვილი ამაღლებული არსებობს ადამიანში, რადგანაც აქ აქვს ადგილი ადამიანის
"მე"-ს გამარჯვებას მისსავე "მე"_ზე.

ჰეგელთან ამაღლებულის გაგებაში თავისებური პარალელიზმი გვაქვს. ერთ


შემთხვევაში ჰეგელი ამაღლებულს განიხილავს როგორც ხელოვნების ფენომენს.
კერძოდ როცა ჰეგელი აგებს ხელოვნებათა სისტემას და ისტორიულად და
ლოგიკურად გამოყოფს სამი ტიპის ხელივნებას: სიმბოლურ, კლასიკურ და
რომანტიკულ ხელოვნებას. ამაღლებულის სფეროდ სიმბოლურ ხელოვნებას თვლის,
ძირითადად ეს არის არქიტექტურა. სწორედ სიმბოლურ ხელოვნებაში მიუჩინა
ადგილი Hჰეგელმა ამაღლებულს. ის ასახელებს ეგვიპტურ პირამიდებს და სხვ. Aაქ
ამაღლებულის განსაზღვრება თანხვდება სიმბოლურის განსაზღვრებას. ამაღლებული
არის მასალის სიჭარბე იდეაზე. Fფერწერა, მუსიკა, და პოეზია ამ თანმიმდევრობით
იდეის სიჭარბე უფრო და უფრო ნათელი ხდება. ამაღლებულში იდეა რაღაცნაირად
მიინიშნება, მასალა გვაქვს, მთელი თავისი სავსეობით: შეიძლება ითქვას, რომ
ამაღლებულის ასეთი გაგება წმინდა ესთეტიკურია. Aამის მიუხედავად ეს გაგება
ცალმხრივია, მასთან რადგან მხოლოდ არქიტექტურაში გვხვდება ამაღლებული. E
ჰეგელის ეს ცალმხრივობა მისმა სქემატიზმმა გამოიწვია. Mეორე შემთხვევაში
ჰეგელი ამაღლებულზე უფრო ფართოდ ლაპარაკობს და რაც შეეხება ხელოვნებას,
იგი ყოველგვარ ხელოვნებაში ჩანს, მაგრამ ის არა არის წმინდა ესთეტიკური
კატეგორია, ის ამავე დროს თეოლოგიური კატეგორიაა. Hჰეგელი აქ ანგარიშს უწევს
კანტს, რომელიც ამაღლებულის შესახებ ამბობდა, რომ ის უსასრულოა.
ამაღლებულის კატეგირია თეოლოგიური შინარსის მატარებელია ჰეგელის თანახმად,
რომ მისი აზრით ნამდვილი უსასრულობა ახასიათებს ღმერთს, აბსოლუტს. Aამიტომ
ამაღლებული აზრის ბუნებისაა. Aამაღლებული უსასრულოა, იმიტომ რომ ის
აბსოლუტია, ის აბსოლუტია თავისი მასშტაბით და ძალით. ასეთ ამაღლებულთან
ადამიანს ვერ ექნება კონტაქტი. ღმერთი ჩვენ გრძნობად გამოცდილებაში არ
გვეძლევა, ამიტომ თვითონ ღმერთთან ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს ესთეტიკური
კონტაქტი. შსამაგიეროდ ჩვენ კონტაქტი გვაქვს იმ საგნებთან მოვლენებთან და
პროცესებთან რაც ღმერთისგან მოდის, ყველაფერი მისი შექმნილია, მისი
სხვადყოფნაა, ყველაფერში ღმერთია არ ჩანს, მაგრამ ზოგიერთ მოვლენაში კარგად
აჩენს თავს, როგორც ამაღლებულის ფენომენი. Eეს იქნება ბუნება, ადამიანის
ცხოვრება თუ ხელოვნება. ავიღოთ ასეთი მაგ. ზღვის ტალღებს, რომლებიც
ერთმანეთს მიყოლებით ეჯახებიან, ჩვენთვის ეს მოვლენა არის ამაღლებული,
როგორც ღმერთის თავისებური დიდი, ასეა მასშტაბურ სოციალურ მოვლენებში და
ადამიანში. Aადამიანი, კერძოდ როგორც სასრული არსება სუსტია, მაგრამ ამავე
დროს ის ძლიერიცაა. მასშია ნება, რომელიც მას ეხმარება დაბრკოლებების
გადალახვაში, რაღაც მოთხოვნების დაძლევაში. Aამიტომ არსებობენ ამაღლებული
პიროვნებები, რომელთა სულიერი ენერგია უსასრულოა.
სინამდვილეში კი ეს ასე არ არის, რადგან ნამდვილი უსასრულო და ამაღლებული
სხვა არაფერია თუ არა ღმერთი. Eეს უსასრულო ანუ ეს ნამდვილი ვლინდება
სასრულო საგნებში. მათ ჩვენ განვიცდით როგორც ამაღლებულ ფენომენებს და მათი
მეშვეობით ვეზიარებით ღმერთს, როგორც ნამდვილ ამაღლებულსა და უსასრულოს.
ესთეტიკური ცდა მხოლოდ საშუალებაა ნამდვილ ამაღლებულის დანახვისა,
თვითონ ამ ცდაში ეს ნამდვილი ამაღლებული არ გვეძლევა. როგორც ვხედავთ
კანტისაგან განსხვავებით ამაღლებულზე ჰეგელის მოძღვრება ობიექტივისტურია.
ამაღლებული თავისთავად არსებობს როგორც ღმერთი.

Hჰეგელის შემდგომ ფილოსოფიაში ამაღლებულის ესთეტიკური კატეგორიის


განხილვა, მხოლოდ ნეოკანტიანურად და ნეოჰეგელიანურად განწყობილ
ფილოსოფოსებთან გვხდება, როგორებიცაა მაგ. კროჩე და კოლინგვუდი, ისინი
არსებული კონცეფციების ინტერპრეტირებით შემოიფარგლებიან და პრინციპულ
სიახლეს არ იძლევიან ამაღლებულის ესთეტიკური კატეგორიის შესახებ. რაც შეეხება
სხვა ფილოსოფიურ მიმართულებებს სიცოცხლის ფილოსოფიას პოზიტივიზმსა და
ნეოპოზიტივიზმს მათ ინტერესების სფეროსი ესთეტიკური კატეგორიების განხილვა
არ შედიოდა, ერტი მარტივი მიზეზის გამო ფიზიკალისტურ- პოზიტივისტური
ცნობიერება ფიქციად აცხადებს ყველა იდეალურ ფენომენს, რომელიც არ შეიძლება
კონკრეტული ბუნებისმეცნიერული მეთოდებით არ შიძლება იქნას შემეცნებული,
ასეტი ხედვა ზოგადად ესთეტიკურს განიხილავს უსაზრისო პრობლემათა რიგში.
Eპოქის სულიდან გამომდინარე, როგორც მოგვიანებიტ ჟ. ლიოტარი იტყვუის დიადი
საქმეების და დიდი ნარატივების დრო წავიდა, ამაღლებულის ესთეტიკური
კატეგორია აბსოლუტთან ერთად გავიდა ასპარეზიდან.

Mეოცე საუკუნის ხელოვნებაში მართლაც იშვიათია ხელოვნების ნაწარმოები,


რომელიც ამ ესთეტიკური კატეგორიის მიხედვით არის შექმნილი ( თუ არ
ჩავთვლით ე. წ. სოცრეალიზმს) უფრო ხშირად საზეზე გვაქვს ამაღლებულის
ანტიპოდის მდაბალის, სიმდაბლის ესთეტიკით შექმნილი ნაწარმოებები.

Pპირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ამაღლებულის კატეგორია და


ამაღლებულის ფენომენი. ამაღლებულის კატეგორია არის აზრი ამაღლებულის
ფენომენის შესახებ. ამაღლებულის ფენომენის ადგილსამყოფელზე მითითებისას
ამოსავლად უნდა ავიღოთ ის ტრადიცია რას უწოდებენ ამაღლებულს ადამიანთა
ესთეტიკურ ცხოვრებაში. ამაღლებულს უწოდებენ ისეთ მოვლენებს რომლებიც
გამოირჩევიან მასშტაბურომით. რომლებიც არსებობენ ბუნებაში, საზოგადოებრივ
ცხოვრებაში, კულტურაში, მათ შორის ხელოვნებაში და თვითონ ადამიანში. ასეთი
ფენომენების აღსანიშნავად სხვადასხვა სიტყვებს, ტერმინებს იყენებენ. Gგარდა
MMსიტყვა ამაღლებულისა ლაპარაკობენ ხოლმე დიადზე, დიდებულზე,
გრანდიოზულზე და ა. შ. თავიდანვე ჩანს რომ ამაღლებულს გამოყოფენ
ჩვეულებრივისაგან, ყოველდღიურისაგან, ბანალურისაგან, როგორც იშვიათს და
არაჩვეულებრივს. ამით ის რადიკალურად განსხვავდება მშვენიერისაგან, რომელიც
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი გვხვდება. მოაქვთ მაგალითები
ამაღლებულისა ბუნებიდან, მარადიული თოვლით დაფარული მაღალი
მწვერვალები, უდაბნოები, სტეპები, ოკეანეები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ასეთ
ამაღლებულს ამავე დროს უწოდებენ მშვიდს და თავისი სიდიდით დიდებულს
.იგივე ბუნებაში ასახელებენ ამაღლებულის სხვაგვარ მაგალითებსაც: ქარიშხალი,
ხანძარი, მიწისძვრა. იტყვიან ხოლმე ნიაგარას ჩანჩქერი ამაღლებულია. Aამ
შემთხვევაში სტიქიის არაჩვეულებრივი სიძლიერე აქვთ მხედველობაში ე.ი. ბუნების
ძალების მოქმედება, როცა ისინი განსაკუთრებული სიძლიერით MMავლენენ
თავიანთ არსებას. Lლაპარაკობენ იმაზე რომ ეს არის მშფოთვარე ამაღლებული,
სოციალური ცხოვრებიდან მოაქვთ ასეთი მაგალითი. Oომები, რევოლუციები,
მასობრივი მოძრაობები. Bბუნებრივია რომ ასეთი სოციალური მოვლენები
განეკუთვნებიანMმშფოთვარე ამაღლებულს. რატომღაც ვერ ასახელებენ სოციალური
ცხოვრებიდან მშვიდი ამაღლებულის მაგალითს. ვთქვათ ატომის გახლეჩვა
ჩვეულებრივი ამბავი არ იყო მეცნიერებისთვის, ეს მოვლენა მეცნიერებმა აღიქვეს
როგორც ამაღლებული მეცნიერულად. ჯომოლუნგმას პირველი დაპყრობა, სპორტის
სფეროდან. Mმსოფლიო რელიგიები, რომლებიც თავიანთი იდეოლოგიური,
მსოფლმხედველობრივ-ზნეობრივად ძალით ადამიანთა უზარმაზარ მასებს
ეუფლებიან,_რელიგიის სფეროდან. ხელოვნებიდან ამაღლებულს ხედავენ მის
თითქმის ყველა დარგში, ჰარტმანის აზრით გარდა ორნამენტის
ხელოვნებისა.Mხელოვნებაში ამაღლებული გვხვდება არქიტექტურასა დამუსიკაში
ყველაზე გამოკვეთილად. შენობები, რომლებიც თავიანთი სიდიდით გამოირჩევიან
და ამით ახდენენ ეფექტს. Mმაგ. Eეგვიპტური პირამიდები;Mწმინდა პავლეს ტაძარი
(ინგლისში); კიოლნის ტაძარი გერმანიაში, უზარმაზარი კაშხალები, რომელიც ჩვენს
საუკუნეში აშენდა პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
ერთი მიმენტიც აღინიშნება შეიძლება ნაგებობა ამაღლებულად ჩაითვალოს მაშინაც,
როცა მასზე დიდი ნაგებობა ასეთად არ ითვლება: ნაგებობა თავისი სისადავით და
კომპაქტურობით გამოირჩევა. ამაღლებულს სრულიად არ უწოდებენ
ცათამბრჯენებს. მუსიკაში ამაღლებული გვაქვს სიმფონიებში, ორატორიებში,
ფუგებში (მახთან). მუსიკაში არსებულ ამაღლებულს თავისებური მისტიკური
ელფერი ახლავს და წმინდა ესთეტიკური მოვლენა აღარ არის. ამაღლებული არიან
ადამიანები თავიანთი გამორჩეული პიროვნული თვისებებით. Aადამიანები,
რომელთაც შეუძლიათ თანმიმდევრულად იბრძოლონ სხვადასხვა მტრული ძალების
წინააღმდეგ. (სხვა ადამიანები, ბუნების ძალები, თუ მასში არსებული სისუსტეები.)
ასეთი მოვლენები გამოირჩევიან ჩვეულებრივისაგან იმიტომ, რომ თავისებურ
განზომილებას იცვლიან. მშვენიერებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი იყო
ზომიერება, ამაღლებულთან ეს ნიშანი იცვლება., როგორც თავისებური უზომობა,
ზომის დარღვევა. მშვენიერების დახასიათება თვისობრიობის კატეგორიით
შეიძლება, ამაღლებულის კი რაოდენობრიობის. ამაღლებულის შემთხვევაში საქმე
გვაქვს რაოდენობის მატებასთან.
Fფენომენალური გარკვეულობის ასპექტში ამაღლებული გრძნობადია, მაგრამ
თავისებურ კონკრეტულობას ავლენს, როგორც განუსაზღვრელს, ამას
ითვალისწინებდა კანტი, როცა ამბობდა, რომ ის იმდენად დიდია, რომ
ამაღლებულსაგანს მთლიანობაში ვერ დავინახავთ. Mმისი
გრძნობად_კონკრეტულობა განსხვავდება მშვენიერების
გრძნობად_კონკრეტულობისგან. მისი გრძნობად_კონკრეტულობა, რაღაც
ბუნდოვანების შემცველია, ეს უფრო მეტად ითქმის მის ონტიურ გარკვეულობაზე.
ამაღლებულში გვაქვს გრძნობადი წინა პლანი და ზეგრძნობადი უკანა პლანი, ისიც
მათი ერთიანობაა ონტიური გარკვეულობით. Uუკანა პლანი მრავალშრიანია, მაგრამ
ყოველ მის შრეს რაღაც იდუმალება ახლავს, რაღაც გამოუცნობი. Fფორმისეული
გარკვეულობა ამაღლებულისა რაღაც განსხვავებულია მშვენიერების ფორმისეული
გარკვეულობისაგან. ამაღლებულში ფორმისეული წესრიგი დაფარულია და ამას მისი
მასშტაბურობა განაპირობებს და ჩვენი გრძნობების შეზღუდულობა. ამაღლებულის
ფორმასთან დაკავშირებით ხაზს უსვამენ ამაღლებულის გარეგნულ სისადავეს.
სისადავე დამახასიათებელია უფრო მეტად ისეთი ამაღლებულისათვის, რომლის
მასშტაბი აუცილებლად გრანდიოზული არ არის. სისადავე უფრო მასობრივი
თვალსაზრისით ავლენს თავს. იმის გამო, რომ ამაღლებული ფორმის
თვალსაზრისით, სისადავითა და თავისებური განუსაზღვრელობით ხასიათდება,
მისი შინაარსული გარკვეულობაც მშვენიერებასთან შედარებით უფრო მარტივია,
თუმცა ეს სიმარტივე არ ვლინდება აქ. შეიძლება ითქვას რომ სწორედ თავისი
შინაარსით წარმოადგენს ამაღლებული იდუმალებას თავისი მჭვრეტელისათვის. რაც
შეეხება ღირებულებითს გარკვეულობას ამაღლებულისათვის დამახასიათებელია
უმაღლეს ღირებულებებზე სიჭარბე. საქმე იმაშია, რომ უმაღლესი ღირებულება
ესთეტიკური ასპექტით ეს არის მშვენიერებაზე წარმოდგენა, ამაღლებული კი ეს არის
რაც მას აღემატება მისი ღირებულება მეტია ვიდრე ჩვენ ესთეტიკური ობიექტისგან
მოველით. Yყველა ჩამოთვლილი ასპექტებით ამაღლებული თავს ავლენს, როგორც
ობიექტური ვითარება, მაგრამ მასში სუბიექტური მომენტიც
იგულისხმება.MMMMმაგ. ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ჩვეულებრივ
ამაღლებულად განიცდება, შესაძლოა ზოგიერთმა ასეთად არ განიცადოს. ვთქვათ
აღელვებული ოკეანე ამაღლებულია, როგორც იშვიათი სანახაობა, მაგრამ
მეზღვაურისათვის ის მშვენიერებას წარმოადგენს მხოლოდ. Aადამიანის გმირული
ქცევა მასობრივად ამაღლებულია, მაგრამ თვითინ ამ ადამიანისთვის ის
ჩვეულებრივი შეიძლება იყოს და სრულიად ეტევა მისთვის მშვენიერეგის ჩარჩოებში.
ასეთი ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ამაღლებულში სუბიექტური მომენტი
აუცილებლად მონაწილეობს, ამდენად ამაღლებული როგორც ესთეტიკური
ფენომენი სუბიექტურიცაა და ობიექტურიც. Aანალოგიურად შეიძლება ვიმსჯელოთ
ამაღლებულის ისტორიულობაზეც. ამაღლებული როგორც წმინდა ესთეტიკური
ფენომენი არ არსებობს, ის ყოველთვის უკავშირდება სხვადასხვა სოციალურ
ფაქტორებს, უფრო მეტად ზნეობრივს, პოლიტიკურს, გნოსეოლოგიურს თუმცა
ამაღლებულის განცდა შეიძლება წმინდა ესთეტიკურის განცდა იყოს, ეს იმის
შედეგია, რომ ამაღლებულში, როგორც ესთეტიკურ ფენომენში, ესთეტიკური
მომენტი სჭარბობს, არაესთეტიკური მომენტები მასში მოხსნილი და შენახული
ფორმითაა მოცემული. Mის შინაარსში არაესათეტიკური, ესთეტიკურად
გადამუშავებულნი არიან.

როგორც ესთეტიკური კატეგორია ამაღლებული წარმოადგენს ცნებას, რომელიც


გამოიყენება ესთეტიკურ მსჯელობაში პრედიკატის სახით. იგი ყალიბდება
ამაღლებულის ფენომენის განცდისა და შეფასების ისტორიულ პროცესში. თვითონ ეს
განცდა რთული განცდაა, მასში როგორც ესთეტიკურ განცდაში აუცილებლად
მონაწილეობს სიამოვნებისა და ტკბობის მომენტი, როგორც განმსაზღვრელი, მაგრამ,
მას თან ახლავს სხვადასხვა განცდები, რომლებიც თავიანთი ხასიათით შემეცნებითი
ზნეობრივი და ა. შ. ბუნებისანი არიან. როცა ფსევდო_ლონგინე ლაპარაკობდა
გაოცებასა და აღტაცებაზე, ამ დროს გაოცება შემეცნებითი ბუნებისაა, ხოლო
აღტაცება კი შეიძლება ზნეობრივისა და ესთეტიკურის თავისებური სინთეზი იყოს
ის. როცა ბიორკი ლაპარაკობდა შიშზე, რომელსაც ამაღლებული იწვევს ეს უკვე
წმინდა ბიოლოგიური განცდაა, ამ შიშის დაძლევაც არ არის თავისუფალი
ბიოლოგიური მომენტისაგან. Kკანტი, როცა ლაპარაკობს უსიამოვნების დაძლევით
მიღებულ სიამოვნებაზე, როგორც სპეციფიკურ განცდაზე, ამ შემთხვევაში ისიც არ
არის ზუსტი, წმინდა ესთეტიკური განცდა. ძირითადად ამაღლებულის განცდა
ამბივალენტურობით ხასიათდება. Mმარტივ განცდებთან შედარებით რთული
განცდები უფრო ძლიერი განცდებია, მშვენიერებით ტკბობა ვერ შეედრება
ამაღლებულის განცდას თავისი სიძლიერით. ეს სიძლიერე იმითაა განპირობებული,
რომ ამაღლებული ფენომენები იშვიათია ჩვენს ცხოვრებაში.
ამაღლებულის განცდაში გვაქვს ბრძოლა დადებით და უარყოფით ემოციებს შორის.
Aამ ჭიდილში თითოეული მათგანი ძლიერდება, მაცრამé საბოლოო ჯამში იმარჯვებს
დადებითი ემოცია სიამოვნება_ტკბობისა, თუმცა კვალი უსიამივნებისა მაინც რჩება.
რასაკვირველია ასეთი მდგომარეობა ყველა ადამიანში ერთნაირად არ გვეძლევა, აქ
ბევრი რამეა დამოკიდებული ადამიანთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე.
Mმელანქოლიის ტიპისათვის ამაღლებულის განცდა ძალიან ძნელია, სიამოვნება
უსიამოვნებაში ძნელად გადადის და ამაღლებულის განცდაც ძალზე იშვიათია.
დადებითი ემოციის გამარჯვებას უარყოფითზე ის განაპირობებს, რომ ის რაც
ადამიანისათვის საფრთხე იქნებოდა უშუალო კონტაქტში, რეალურად საფრთხეს არ
წარმოადგენს, რადგან ის ჩვენ გვეძლევა დისტანციის საშუალებით. Aადამიანს
შეუძლია რეალური შიში დაძლიოს. ასეთ განცდაზე რეფლექსიას წარმოადგენს
ამაღლებულის შეფასება როგორც დადებითი ღირებულების ფენომენისა. Aამდენად
ამაღლებულის კატეგორია დადებითი შეფასებითი კატეგორიაა, ამით ის მშვენიერს
ჰგავს. Mმე_20_ე საუკუნეში ამის გამო გაოცებას გამოთქვამენ ესთეტიკოსები, რომ
კანტმა ამაღლებული დაუპირისპირა მშვენიერს. Aარადა, ის როგორც დადებითი
შეფასების გამომთქმელი პრედიკატი, ისევე ეფუძნება ესთეტიკურ იდეალს როგორც
მშვენიერება, თანაც ადამიანი მშვენიერს უწოდებს იმას, რაც მის იდეალს
შეესატყვისება, ამაღლებულს კი იმას უწოდებს რაც ამ იდეალს სჭარბობს კიდეც.
Aამდენად ისინი ერთი რიგის ცნებებია. Oორივე დადებით შეფასებას იძლევა.
ხშირად ერთი და იგივე მოვლენა ჩვენს მიერ ხასიათდება როგორც მშვენიერიც და
ამაღლებულიც. Aაქ ჩვენ განსხვავება ხარისხში გვაქვს, ხოლო ის, იდეალი, რომლის
საფუძველზეც ჩვენ ვაფასებთ ერთი და იგივეა. იდეალის შინაარსი ჩვენ მშვენიერების
საფუძველზე ჩამოგვიყალიბდა. ამაღლებული კი ამაღლებულია იმიტომ რომ იდეალს
სჭარბობს.
ამაღლებულის პარალელურად დაპირისპირებული კატეგორიაა მდაბალი. Mმისი
სფერო უფრო შეზღუდულია ვიდრე ამაღლებულისა. ის მხოლოდ ადამიანში და
ხელოვნებაში არსებობს. ის არ შეიძლება იყოს ბუნებაში, ნივთებში და ა. შ. ამის გამო
ესთეტიკოსებმა სცადეს მოეძებნათ სხვა ცნება, რომელიც ამაღლებულის
საპირისპირო იქნებოდა მთელი თავისი მასშტაბით. ასეთი აღმოჩნდა ბანალური,
მაგრამ ის მთლად საპირისპირო და უარყოფითი შინაარსის არ არის, ასეთი შინაარსი
აქვს მდაბალს, რომელიც ადამიანში არსებობს.
დადებითი თვალსაზრისით ამაღლებულის ნაირსახეობა გაცილებით ბევრია. იგი
ვლინდება ტრაგიკულის კატეგორიაში.

You might also like