You are on page 1of 2

გვანცა ჩანტლაძე

პლატონი„იონი’’

ხშირად გვისაუბრია ჩვენს საყვარელ შემოქმედზე.პირადად მეც.და ისეთი ემოციებით


გადმოვცემდი ჩემი საყვარელი მწერლის ნააზრევსა თუ უშუალოდ ფრაზებს,თითქოს
ამ სიტყვების არსს და ჭეშმარიტებას ვერცერთ სხვა მწერალში ვერ აღმოვაჩენდი
გარდა ამ მწერლისა.სწორედ ასე და უფრო მეტადაც ემართება,პლატონის დიალოგის
„იონის’’ მთავარ პერსონაჟს თავად რაფსოდ იონს,როდესაც საუბრობს
ჰომეროსზე,იგი მასზე საუბრისას ტირილსაც კი იწყებს .სოკრატე ეკითხება მას,ნუთუ
სხვა პოეტებში ვერ ჰპოვებ იმავე ჭეშმარიტებას,თუნდაც ჰესიოდეში,იონი კი
ამბობს,რომ სხვა პოეტებში ჭეშმარიტებას კი არა სრულ გაუგებრობას აწყდება
იგი.მეტიც,როდესაც მათზე ვინმე საუბრობს სრულიად უინტერესო განწყობა
ეუფლება და თვლემს.რას ნიშნავს ყოველიყვე ეს?რატომ შევყავართ შემოქმედებას
ასეთ განცდებში და რატომ გვხდის ის მის მეხოტბე ადამიანად.
სოკრატე ამის მიზეზად ასახელებს უცნაურ ღვთიურ ძალას,რომელიც მაგნესიური
ქვასავით სძრავს მას .მაინც რას ნიშნავს ეს? ეს ქვა სხვა რგოლებსაც იზიდავს და
შეიძლება ჯაჭვიც კი შეიკრას რგოლების. ის რაც ამ რგოლებს იზიდავთ არის
ღვთიური ძალა,პირველი რგოლი არის მწერალი,რომელიც მეორე რგოლში,პოეზიასა
თუ პროზაში გადასცემს ამ ღვთიურ ელემენტებს ,ხოლო შემდეგი რგოლი არის
მკითხველი და სწორედ ამ ღვთიური მარცვლების აღმოჩენისას მკითხველი ხდება ის
ვინც ხდება- მწერლის ღვთიური ძალისაგან გაშმაგებული მეხოტბე.სოკრატე
პოეტებზე ამბობს -„ღვთიური სიშმაგით ცნობამიხდილი და აღტკინებით მროკავი
კორიბანტების მსგავსად,ისინიც ცნობამიხდილობის ჟამს უქმნიან თავიანთ
მომხიბლავ ლექსებს’’ და სწორდ ამ ძალას აღმოვაჩენთ ჩვენ მკითხველები და
ვემონებით მას. იონმა კი დაიჟინა ყველაფერი მესმის ჰომეროსიდან და ყველაფერსაც
ძალიან კარგად ვიგებო,მაგრამ განა ეს ამის გამო ხდება,რომ ვერ მოსწყდა? არა,როგორ
შეიძლება მეეტლისა და მეომრის სათქმელი კარგად გაიგო თუ შენ არც ერთი ხარ და
არც მეორეო ,ასე ამბობს სოკრატე და ამით აღარ უტოვებს იმის საფუძველს იონს ,რომ
კიდევ თქვას ყველაფერი მშვენივრად მესმისო.ისედაც,პოეზია ამოუცნობია
,მიუხედავად იმისა ჩვენ ვიგებთ მის ეპოქას,შევისწავლით მწერლის პორტრეტს
,ვსწავლობთ სტრიქონთა სტრუქტურას თუ ათასი სხვა რამ,არამც და არამც არ უნდა
ვთქვათ ,რომ ყველაფერს კარგად ვიგებთ ჩვენს საყვარელ შემოქმედებაში,უბრალოდ
ჩვენ მასთან ძალიან კარგად ვამყარებთ ემოციურ კავშირს .ამიტომაც ამბობს
სოკრატე-„შენ ხელოვნება კი არა ღვთიური ზეშთაგონება გხდის ჭეშმარიტ მეხოტბეთ
ჰომეროსისა’’ დიახ ,სწორედ ეს ჩუქნიდა განსაკუთრებულ ემოციებს იონს გოეთეს
ახალგაზრდა ვერტერსა თუ სხვა ჰომეროსის მეხოტბეს.
დაბოლოს,შეიძლება ვიღაცამ ეს სიშმაგე ფანატიზმთან და ფანატიკოსობასთან
გააიგივოს,თუმცა მე არ დავეთანხმებოდი,დიახ შლიმანსაც უყვარდა
ჰომეროსი,თუმცა მას პოეზიის ღვთიურ ძალასთან ერთად ფანატიზმის სიშმაგეც
ამოძრავებდა და გადაადგმევინა კიდეც ,საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები,თუმცა
პლატონს რაზეც ჰქონდა საუბარი იონში,ეს არის მკითხველისა და ნაწარმოების
სულიერი,ემოციური კავშირი,რასაც ღვთიური ძალა განაპირობებს.

You might also like