You are on page 1of 6

გვანცა ჩანტლაძე

დავალება # 3 (ა)

სავარჯიშოები ექსტენსიური მაკავშირებლებით აგებულ რთულ წინადადებებზე:

1. რომელი მაკავშირებლითაა აგებული შემდეგი რთული წინადადება?

გუშინ თაზომ ქება დაიმსახურა ქართულის მასწავლებლისაგან, ხოლო მათემატიკის


მასწავლებლისაგან საყვედური მიიღო.

ა) ,,და“ მაკავშირებლით
ბ) გამომრიცხავი ,,ან“-ით
გ) ,,თუ . . ., მაშინ . . .“
დ) ,,მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც . . .“

2. რომელი მაკავშირებლითაა აგებული შემდეგი რთული წინადადება?

როცა გაზაფხული მოვა, მერცხლები მოფრინდებიან.

ა) ,,და“ მაკავშირებლით
ბ) არაგამომრიცხავი ,,ან“-ით
გ) ,,თუ . . ., მაშინ . . .“
დ) ,,მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც . . .“

3. ქვემოთჩამოთვლილთაგან გამომრიცხავი ,,ან“-ით აგებულია შემდეგი წინადადება“:

ა) ის მხატვარია ან ლიტერატორი
ბ) მარიამი და დეა მეგობრები არიან ან ერთად ცხოვრობენ
გ) თუ რიცხვი ლუწია, მაშინ ის იყოფა ორზე
დ) ლუკა არის ოთარის შვილი, ან შვილიშვილი

4. ქვემოთჩამოთვლილთაგან პირობითი არ არის შემდეგი წინადადება:

ა) თუ მოდის თოვლი, მაშინ ირაკლი მარიამთან ერთად სრიალებს ციგით


ბ) თუ დათესავ ქარს, მოიმკი ქარიშხალს
გ) თუ მაკამ კარგად ისწავლა გერმანული ენა, მაშინ სასწავლებლად წავა გერმანიაში
დ) გივი ან დაანებებს თავს სიგარეტის მოწევას, ან ფილტვები დაუავადდება.
5. ქვემოთჩამოთვლილთაგან ტოლფასი წინადადებაა შემდეგი:

ა) შუაღამე მოახლოვდა, ნიკო კი არ ჩანს


ბ) ნუგზარი მოვა მხოლოდ ორშაბათობით
გ)თუ რიცხვი კენტია, მაშინ ის არ იყოფა ორზე უნაშთოდ
დ) ციცო წავა დასასვენებლად ან ქობულეთში, ან ბათუმში

6. ქვემოთჩამოთვლილთაგან უარყოფითი არ არის შემდეგი წინადადება:

ა) მცდარია, რომ 125 იყოფა 3-ზე უნაშთოდ


ბ) ლევანი არ არის მეათე კლასელი
გ) ოთომ გუშინ ლექციაზე არ დააგვიანა
დ) თუ მომცემენ პრემიას, ვიყიდი სამკაულს

7. მოცემულია:

არ არის მართალი, რომ ადამიანი, რომელიც მთაში იზრდება, არის მკაცრი და არის ჯიუტი.

თუ ეს დებულება ჭეშმარიტია, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად


ჭეშმარიტი?
ა) ეს ადამიანი მთაში გაიზარდა, მაგრამ არ არის მკაცრი, თუმცა ჯიუტია
ბ) ეს ადამიანი მთაში გაიზარდა, არის მკაცრი, მაგრამ არ არის ჯიუტი
გ) ეს ადამიანი, რომელიც მთაში გაიზარდა, ან არ არის მკაცრი, ან არ არის ჯიუტი, ან არც
ერთია და არც მეორე.
დ) ეს ადამიანი, რომელიც მთაში გაიზარდა, ან არ არის მკაცრი, ან არ არის ჯიუტი, მაგრამ
არა ორივე ერთად.

8. მოცემულია:

საქართველოში ყველაზე დიდი ქალაქია თბილისი და ყველაზე ლამაზი ქალაქია ბათუმი.

რა შემთხვევაშია ეს წინადადება მცდარი? ჩაწერეთ სიტყვებით.


მცდარია თუ წინადადებაში შემავალი რომელიმე ან ორივე წინადადება არის მცდარი.

9. ა. ტარსკის სავარჯიშო
როგორც აღვნიშნეთ, ,,ან“ სიტყვა ორი მნიშვნელობით იხმარება. რა მნიშვნელობითაა
გამოყენებული ის შემდეგ წინადადებებში:

ა) ორი გზა ჰქონდა მას ასარჩევი: სამშობლოს ღალატი ან სიკვდილი;


არაგამომრიცხავია ა-ს შემთხვევაში
ბ) თუ ბევრ ფულს ვიშოვნი ან სანაძლეოს მოვიგებ, დიდი ხნით წავალ სამოგზაუროდ.
გამომრიცხავია ბ-ს შემთხვევაში

10. მოცემულია:

10 მეტია 4-ზე ან კომბოსტო ხილია.

ეს წინადადება ჭეშმარიტია თუ მცდარი? რატომ?

ჭეშმარიტია,რადგან მისი ერთ-ერთი დებულება არის ჭეშმარიტი

11. მოცემულია:

ამ ქედის ყველა მწვერვალი სიმაღლით ზღვის დონიდან 3000 მ-ზე მეტია ან ციცაბო
ფერდებიანი, მაგრამ არა ორივე ერთად.

როგორი მწვერვალის აღმოჩენა დაამტკიცებს, რომ ეს დებულება მცდარია? ჩაწერეთ


სიტყვებით.
თუ 3000 მ-ზე მეტი მწვერვალი იქნება და თანაც ციცაბო ფერდებიანი

12. მოცემულია:

ნიკა ესწრება თათბირს მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც განიხილება საკითხი მისი
განყოფილების შესახებ.
ეს წინადადება როდის იქნება მცდარი? ჩაწერეთ სიტყვებით.
თუ ამ წინადადების რომელიმე დებულება იქნება მცდარი იმ შემთვევაში ეს წინადადება
იქნება მცდარი (ოღონდ ერთი დებულება უნდა იყოს მცდარი,თუ ორივე მცდარია,მაშინ
წინადადება ჭეშმარიტია)

13. მოცემულია:
პური გაძვირდება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გაძვირდება საწვავი.

რა შემთხვევაშია ეს წინადადება ჭეშმარიტი? ჩაწერეთ სიტყვებით.


თუ ორივე პირობა იქნება მცდარი ან ორივე ჭეშმარიტი

14. მოცემულია:

დავითი შეიცვლის სამსახურს ან კვირაობით ივლის კუს ტბაზე.

რა შემთხვევაშია ეს წინადადება მცდარი? ჩაწერეთ სიტყვებით.


თუ ორივე დებულება იქნება მცდარი ან ჭეშმარიტი.

15. მოცემულია:

თუ ლაშქრობაში არ წავა გივი, ან არ წავა მიშა, მაშინ ნინიც არ უნდა წავიდეს.

რა შემთხვევაში დაირღვევა ეს პირობა?


ლაშქრობაში წავიდნენ

ა) ნატო, გიორგი, გივი


ბ) ნატო, ნინი, მიშა
გ) ნინი, გივი, მიშა
დ) დათო, გივი, მიშა

16. მოცემულია:

თუ ნათია წარმატებით გაივლის ტესტირებას, მაშინ მას აიყვანენ სკოლაში მასწავლებლად.

თუ ეს წინადადება ჭეშმარიტია, მაშინ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია მასთან ერთად


აუცილებლად ჭეშმარიტი?

ა) თუ ნათიას არ აიყვანენ სკოლაში მასწავლებლად, მაშინ მას ტესტირება წარმატებით


გაუვლია
ბ) თუ ნათიას არ აიყვანენ სკოლაში მასწავლებლად, მაშინ მას ტესტირება წარმატებით არ
გაუვლია
გ) თუ ნათია აიყვანეს სკოლაში მასწავლებლად, მას ტესტირება წარმატებით გაუვლია
დ) თუ ნათია წარმატებით გაივლის ტესტირებას, მაშინ მას არ აიყვანენ სკოლაში
მასწავლებლად.
17. მოცემულია:

სკოლის ფეხბურთის გუნდი არის წარმატებული და სკოლის მომღერალთა გუნდმა


ოლიმპიადაზე ბოლო ადგილი დაიკავა.

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ამ წინადადების უარმყოფელი?

ა) სკოლის ფეხბურთის გუნდმა შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა და სკოლის


მომღერალთა გუნდი ოლიმპიადაზე ბოლო ადგილზე გავიდა
ბ) სკოლის ფეხბურთის გუნდი რეგიონის ჩემპიონი გახდა და სკოლის მომღერალთა გუნდს
ოლიმპიადაზე წარუმატებელი გამოსლა ჰქონდა.
გ) სკოლის ფეხბურთის გუნდი არის წარმატებული და სკოლის მომღერალთა გუნდი
ოლიმპიადაზე პირველ სამეულში გავიდა.
დ) სკოლის ფეხბურთის გუნდი ბრწინვალედ ასპარეზობს ტურნირში და სკოლის
მომღერალთა გუნდმა ოლიმპიადაზე ბოლო ადგილი დაიკავა.

18. მოცემულია:

ლევანი ჩააბარებს გამოცდას ლოგიკაში გაზაფხულზე ან შემოდგომაზე

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ამ წინადადების უარმყოფელი?

ა) ლევანი ლოგიკაში გამოცდას ჩააბარებს გაზაფხულზე და არ ჩააბარებს შემოდგომაზე


ბ) ლევანი ლოგიკაში გამოცდას არ ჩააბარებს გაზაფხულზე და არც შემოდგომაზე
გ) თუ ლევანი ლოგიკაში გამოცდას არ ჩააბარებს გაზაფხულზე, მაშინ ჩააბარებს
შემოდგომაზე
დ) თუ ლევანი ლოგიკაში გამოცდას არ ჩააბარებს შემოდგომაზე, მაშინ ჩააბარებს
გაზაფხულზე.

19. მოცემულია:

მეხუთე კლასელებიდან სპორტზე დადის სამი მოსწავლე - გიგი, ნიკა, აკაკი. კითხვაზე: ,,ამ
სამიდან ვინ დადის ფეხბურთზე?“ მიღებულია ორი სწორი პასუხი:
თუ ფეხბურთზე დადის გიგი, მაშინ დადის ნიკაც.
არ არის სწორი, რომ თუ ფეხბურთზე დადის აკაკი, მაშინ დადის ნიკაც.
ვინ დადის ფეხბურთზე?

ა) გიგი
ბ) ნიკა
გ) აკაკი
დ) არცერთი

20. მოცემულია:

თუ ირინას ექნება ფული და ამავე დროს, წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, მაშინ ერთი
კვირით წავა დასასვენებლად გერმანიაში ან ინგლისში.

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ამ წინადადების სიმბოლური ჩანაწერი ანუ ლოგიკური


ფორმულა?
ა) a ⊃ b ⊃ c ⊃ d
ბ) (a  b) ⊃ (c  d)
გ) (a  b) ⊃ (c + d)
დ) (a  (b  с)) ⊃ (d  e)

21. მოცემულია:
თუ მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ მარსზე სიცოცხლე შესაძლებელია, მაშინ დედამიწელები
შეეცდებიან აითვისონ პლანეტა, იქ შექმნან ახალშენები და მოაწყონ ისინი ადამიანებისათვის
შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით.
ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ამ წინადადების სიმბოლური ჩანაწერი ანუ ლოგიკური
ფორმულა?
ა) a  b  c  d
ბ) a  b  c  d
გ) a  b  c  d
დ) a ⊃ (b  c  d)

You might also like