You are on page 1of 33

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნენის ფაკულტეტი,ეკონომიკური პოლიტის


კათედრა

მდგრადი განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის


ეფექტიანი განხორციელების გზები

ანა მოსემღვდლიშვილი

კვლევითი პროექტი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზე გველესიანი

თბილისი 2021
შინაარსი
შესავალი...............................................................................................................................გვ.3-4

თავი 1. მდგრადი განვითარების ეკონმიკური პოლიტიკის


სტრატეგია..........................................................................................................................გვ.5-11

თავი 2. მდგრადი განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბალტიის ქვეყნებში


და მათი გამოცდილების გათვალისწინება საქართველოს
რეალობაში.....................................................................................................................................გვ. 12-20

თავი 3. მდგრადი განვითარების პოტენციური შესაძლებლობების რაციონალური


გამოყენების მოსალოდნელი შედეგები საქართველოში.........................................გვ.21-28

დასკვნა.............................................................................................................................გვ.29-30

გამოყენებული ლიტერატურა......................................................................................გვ.31-32

Page 2
შესავალი
მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ტემპით იზრდება, რაც კონტროლის ახალი
მექანიზმების დანერგვასა და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს დაბინძურებულმა ჰაერმა 7 მილიონი
ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.1 ამ საგანგაშო სტატისტიკის 90 პროცენტი
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.  

დღევანდელი სამყარო მრავალი გარემოსდაცვითი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად


ბოლო წლებში მიღწეული სოციო-ეკონომიკური პროგრესისა ,სახეზეა განვითარების
შეზღუდულობა და ხშირად ეს გამოწვევები თუ პრობლემები გლობალური მასშტაბისაა და
საერთო პასუხისმგებლობის გაზიარებას ითვალისწინებს. იცვლება კლიმატი, იკარგება
ბიომრავალფეროვნება, გაუდაბნოების მასშტაბები მკვეთრად იზრდება,თავს იჩენს ახალი
დაავადებები,მათ შორისაა ჯერ კიდევ გადაულახავი გამოწვევა მსოფლიოსთვის COVID-
19,რომელთან გამკლავებაც მსოფლიოს ძალიან ძვირი უჯდება. ეს პროცესები მჭიდრო
კავშირში არიან ერთმანეთთან და თითოეულის ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს
ადამიანთა საერთო კეთილდღეობაზე და მდგრად განვითარებაზე, რაც ეკოლოგიურ,
ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს შორის დაბალანსებულ კავშირს გულისხმობს.

ყოველივე ეს მიუთითებს თემის აქტუალობაზე,გამოკვლეულ იქნას მდგრადი განვითარების


ეკონომიკური პოლტიკის ეფექტიანი განხორციელების გზები. კვლევის მიზნები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჰაერის

დაბინძურება საქართველოსთვის მზარდი ეკოლოგიური გამოწვევაა და


ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შედეგები,პრობლემის სიმწვავეზე
მიუთითებს.ამასთან, კლიმატის ცვლილების შედეგები არაპროპორციულ გავლენას ახდენს
ღარიბ მოსახლეობაზე,რომლის ძირითად ნაწილი მიწის დამუშავებით იღებს ეკონომიკურ
სარგებელს.ტემპერატურის ზრდა და ატმოსფერული ნალექების შემცირება უარყოფითად
მოქმედებს სოფლის მეურნეობას,სატყეო და წყალმომარაგების სისტემაზე. ამასთან მსოფლიო
ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ნავარუდებია კლიმატის ცვლილების ეკონომიკური
ღირებულება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე მეტი აღმოჩნდეს. 2
1
Dacd.artvin.edu.tr,World Health Organization- https://www.who.int/health-topics/air-pollution#tab=tab_1
2
The World Bank,2020,Georgia:Towards Green and Resilient Growth,Washington,p.10.
ნაშრომის კვლევის საგანია გააანალიზოს მდგრადი განვითარების ეკონომიკური
პოლიტიკის ფორმირების პროცესი.

კვლევის ობიექტს კი მდგრადი განვითარების ეკონიმიკურ-პოლიტიკის ეფექტიანი


განხორციელების გზების გამოვლენა წარმოადგენს.

კვლევის ზოგადი მიზანია განსაზღვროს საქართველოს მდგრადი განვითარების პოტენციურ


შესაძლებლობათა ეფექტიანი გამოყენების მოსალოდნელი შედეგები.

საკითხი 1. მდგრადი განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის


სტრატეგია
წლების განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებმა განიცადეს ცვლილებები,თავად
ეკონომიკური განვითარების კონცეფციაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო 30 წლის

Page 4
განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია განვითარების ტემპები მსოფლიოში. სიცოცხლის
ხანგრძლივობა განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 20 წლით და მეტით,ახალშობილთა
სიკვდილიანობა განახევრდა და დაწყებით სკოლაში ჩარიცხულთა რაოდენობა გაორმაგდა.
საკვები პროდუქტების წარმოება და მოხმარების ზრდა 20%-ით აღემატება მოსახლეობის
ზრდის ტემპებს. შემოსავლების დონის გაუმჯობესებამ, მიღწევებმა ჯანდაცვისა და
განათლების სფეროში ამოავსო უფსკრული ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის. მიღწევები იყო
დემოკრატიულ პროცესებში, გავრცელდა მონაწილეობითი მმართველობა და
მნიშვნელოვანი მიღწევები იყო ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციების სფეროში.

მიუხედავად ამ აღსანიშნავი პროგრესისა, სახეზეა განვითარების შეზღუდულობა და


დამკვიდრებულია უარყოფითი ტენდენციები : ეკონომიკურ უთანასწორობისა და
სიღარიბის ზრდა, ისეთი დაავადებების გავრცელება,როგორიცაა აივ-
ინფექცია,მალარია,COVID-19 , რესურსების გადაჭარბებული მოხმარება ინდუსტრიულ
ქვეყნებში; კლიმატის ცვლილება; გარემო პირობების გაუარესება და დაბინძურება;
ბუნებრივი რესურსების განადგურება და ტყეების გაქრობა; ბიომრავალფროვნების
დაკარგვა და ა.შ. აღნიშნული ტენდენციები კი მოითხოვს ქვეყნების ერთობლივ
რეაგირებას, სწორი ეკონომიკურ-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებითა და მისი
განხორციელების გზით.

1992 წელს რიო დე ჟანეიროში, გაიმართა გაეროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო


კონფერენცია ,,დედამიწის სამიტი“ ,სადაც მრავალი ქვეყნის მიერ მიღებულ იქნა რამდენიმე
ძირითადი დოკუმენტი,რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს სხვადასხვა ქმედებებისა და
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაითვალისწინონ ეკოლოგიური ფაქტორები
მომავალი მდგრადი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, მდგრადი განვითარება გახდა
მრავალი ქვეყნის პოლიტიკის პრიორიტეტი. საბაზრო ინსტრუმენტი, როგორიცაა ემისიებით
ვაჭრობა, გადასახადები ეკოსისტემის მომსახურებაზე და ტყის სერთიფიკატები გახდნენ
მთავრი მექანიზმები დედამიწის ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების
დასაფინანსებლად.

მდგრადი განვითარების პრინციპები მოიცავს შემდეგ ძირეულ მიმართულებებს:


1. ეკონომიკას -სიღარიბის სემცირება,კორპორაციული
პასუხისმგებლობა,დასაქმება,ენერგიის ეფექტიანობა და დაზოგვა,მოხმარება და
ნარჩენების მართვა;
2. ჯანდაცვას და კეთილდღეობას - დომოგრაფია, გენდერული თანასწორობა,
კულტურული მრავალფეროვნება და კულტურათაშორისი ურთიერთგაგება,
ჯანმრთელობა,ადამიანის უფლებები,მშვიდობა და უსაფრთხოება;
3. გარემოს დაცვას -კლიმატის ცლილება, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების
კონსერვაცია, ბუნებრივი რესურსები, მდგრადი ურბანიზაცია,კატასტროფების
პრევენცია და შერბილება;

მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპები გულისხმობს:

1. ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ინტეგრირებას - ეკონომიკურ


გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული უნდა იყოს გარემო, ადამიანთა ჯანმრთელობა
და სოციალური ასპექტები; გარემოსდაცვით და ჯანდაცვის სფეროში არსებული
ინიციატივების განხორციელებისას, უნდა მოხდეს მოსალოდნელი ეკონომიკური
შედეგების გათვალისწინება;

2. ხელმძღვანელობას -ეკონომიკური,გარემოსდაცვითი,ჯანდაცვისა და სოციალური


კეთილდღეობის საკიტხები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღების პროცესსი. მნიშვნელოვანია დღევანდელი
გადაწყვეტილებები ითვალისწინებდეს დამომავლო შედეგებს;

3. პასუხისმგებლობის გაზიარებასა და გაგებას - მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ


მიმღებლობა განსხვავებულ ეკონომიკურ და სოციალურ შეხედულებების მიმართ, პატივს
უნდა სცემდნენ განსხვავებულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მისწრაფებებს;
მოქალაქეები პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ ჯანსაღი გარემოს,ეკონომიკის
მდგრადობის, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

4. პრევენციულ ღონისძიებებს - გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და


სოციალური მიმართულებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში
და საფრთხეების მინიმიზაცია.

Page 6
5. კონსერვაციას და გაძლიერებას - საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ბიოლოგიური
მრავალფეროვნება და ეკოსისტემები; გონივრულად უნდა იქნას გამოყენებული
განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები; საზოგადოება გრძელვადიან
პერსპექტივაში უნდა აღწევდეს ეკოსისტემების ხარისხისა და პროდუქტიულობის
გაუმჯობესებას.

6. რეაბილიტაციას და აღდგენას -სამომავლო ქმედებები და გადაწყვეტილებები უნდა


დაიგეგმოს ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის
ანაზღაურების ხარჯები; საზოგადოება უნდა ცდილობდეს დაზიანებული და
დეგრადირებული გარემოს აღდგენას;

7. გლობალურ პასუხისმგებლობას- ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო


დონეზე, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების
ინტეგრირების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.3

ეკონომიკურ თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ის წევრი


ქვეყნები ხშირად ახსენებენ, რომ ეკონმიკური ზრდა არის ადამიანთა კეთილდღეობის
საზომი. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია რომ მოხმარების შესაძლებლობების გაფართოებაა
კეთილდღეობის საზომი. თუმცაღა, მათ ასევე იციან რომ ეკნომიკურ ზრდას ცალკე არ
შეუძლია დააკმაყოფილოს საზოგადოების საჭიროებები და სურვილები. რაც ეკონომიკური
აქტივობის ზოგიერთი ნეგატიური შედეგებით აიხნსება,მაგალითად: ჯანმრთელობის რისკი
ტრანსპორტის გამონაბოლქვისა და ოზონის შრის შემცირების გამო, ბიო მრავალფეროვნების
შემცირება და უთანასწორობის ახალი ფორმები,რომელიც გამოწვეულია ცვლილებებით
ტექნოლოგიებში და წარმოების ფორმებში. გაეროს გარემოსა და განვითარების
გლობალურმა კომისიამ ,,მდგრადი განვითრება“ განმარტა როგორც ,, განვითარება,
რომელიც პასუხობს ახლანდელი თაობის მოთხოვნილებებს ისე,რომ ზიანს არ აყენებს
მომავალი თაობების შესაძლებლობას,დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები“. 4

3
eiec.gov.ge,განათლება მდგრადი განვითარებისთვის,2018,ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
2018-2022 წლებისთვის,თბილისი,გვ.20-23.
4
OECD,2001,Policies to enhance Sustainable Development,Paris,p.5.
ეროვნულ დონეზე მდგრადობის მიღწევისთვის აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვა,
რაც გულისხმობს გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს შორის ერთიან კავშირს ,
რადგან პრობლემის სირთულიდან გამომდინარე საკითხი მოითხოვს კომპლექსურ
მიდგომას. სტრატეგიული მიდგომა ეროვნულ დონეზე გულისხმობს:

 გრძელვადიანი ხედვის საშუალოვადიან მიზნებთან დაკავშირებასა და


მოკლევადიან პერიოდში ქმედებების განხორციელებას;

 ჰორიზონტალური კავშირის დამყარებას სექტორებს შორის,ისე, რომ არსებობდეს


კოორდინირებული მიდგომა განვითარებისადმი;

 ვერტიკალური კავშირები, ისე, რომ ადგილობრივი, ეროვნული და გლობალური


პოლიტიკის სტრატეგიები ერთმანეთს ავსებდნენ.

 პარტნიორობა მთავრობებს,ბიზნესებს,მოხალისეობრივ ორგანიზაციებსა და


საზოგადოებას შორის,გამომდინარე იქიდან რომ ამ რთული პრობლემის გადაჭრა
მოითხოვს ყველას ჩართულობას. 5

მდგრადი განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვანწილად


დამოკიდებულია პოლიტიკური პროცესებსა და სამთავრობო სტრუქტურებზე,მათ შესწევთ
უნარი ხელი შეუწყონ სხვადასხვა სახის კაპიტალის პროდუქტიულობის ზრდას და ამასთან
დახვეწონ და განავითარონ მდგრადი განვითარების სტრეტეგიები. პოლიტიკური
პროცესები ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ როგორც ურთიერთკავშირი სხვადასხვა სახის
კაპიტალსა( ადამიანური რესურსებისა და ბუნებრივი რესურსების ჩათვლით) და დაუცველი
ხალხის მიზნებს შორის. ეს შუამავლობა ხორციელდება მთავრობებს, კერძო სექტორსა და
საზოგადოებას შორის,რომლებიც ერთად განსაზღვრავენ ბაზრის ფუნქციონირების წესებს.
ისინი ავითარებენ სხვადასხვა სახის პოლიტიკასა და სტრატეგიებს,რათა მათი პროგრამები
გახდეს უფრო ეფექტიანი და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მათ მიერ
წინასწარ დასახულ მიზნებს,მაგალითად ისეთ მიზანს როგორიცაა გარემოს დაცვა. რა თქმა
უნდა იმის გათვალისწინებით,რომ სამივე მხარე მთავრობა,კერძო სექტორი და საზოგადოება

5
Barry Dalal-Clayton and Stephen Bass,2002, Sustainable Development Strategies,New Yor,pp.5-7.

Page 8
ერთამანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. თუმცა როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან
მეტწილად დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყნაში არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე.

მდგრადი განვითარების სამთავრობო პოლიტიკის ინსტრუმენტები მოიცავს :

1. რეგულაციებს , მაგალითად კანონები და აკრძალვები,რომელიც ზღუდავს


გარკვეული სახის ქიმიური საშაულებების გამოყენებას და აწესებს გარემოს დაცვით
სტანდარტებს, დაბინძურების მაქსიმალურ ზღვარს;
2. ბაზარზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით დაბეგვრას და
სუბსიდირებას. ეს შეიძლება მოიცავდეს სუბსიდიებს გარემოს გაჯანსაღების
ტექნოლოგიებზე,როგორიცაა მდგრადი აგრო წარმოება, ტარიფები და შეზღუდვები
გარკვეული ტიპის ქიმიური საშუალებების გამოყენებასა და იმპორტზე,
გადასახადები დაბინძურებაზე, გაუდაბნოებაზე და სხვა . მსგავსი ტარიფები და
გადასახადები წინააღმდეგობრივია,რადგან ის აშკარას ხდის რა არის არასასურველი
და ბაზარს აძლევს სიგნალს განავითარონ ახალი ალტერნატიული
მიდგომები,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი სამთავრობო შემოსავლების
მთავარ წყაროდ ითვლებიან. საბოლოო ჯამში უარესდება დასაქმების დონე,საერთო
კეთილდაღეობა რაც უბიძგებს ხალხს,რომ არ იზრუნონ ბუნებრივი რესურსების
შენარჩუნებაზე;
3. საზოგადოებრივ კამპანიებს,რაც ხელს უწყობს მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებსა და მათი
ქცევის შედეგებზე;
4. მთავრობების მიერ ინვესტიციების განხორიელებას, მაგალითად ტყეების
აღდგენას,დაბინძურებული წყლებისა და მიწის გაწმენდას,მეწყერსაშიში და ციცაბო
ადგილების სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვას;
5. მრავალი მთავრობა ეწინააღმდეგება მიდგომას,რომლის მიხედვით
დამაბინძურებელი,რომელიც წარმოადგენს რომელიმე ინდუსტრიას,იხდის
გადასახადს მაშინაც კი როცა დაბინძურება მოხდა დაბინძურების საწინააღმდეგო
კანონების შემოღებამდე ან როცა სტანდარტები განსხვავებული იყო. აშკარაა რომ, ეს
მიდგომა ნაკლებად მიმზიდველია მთავრობებისთვის,მითუმეტეს თუ ისინი
ისტორიულად იყვნენ ამ ინდუსტრიების მესაკუთრეები,აღნიშნულ ფაქტს ხშირად
ვხვდებით მრავალ განვითარებად ქვეყანაში.6

,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქმიანობა მოიცავს იმ ძირითად სფეროებს,


რომლებიც გარემოს დაცვას და ბუნებრივი კატასტროფების მართვას უკავშირდება. მათ
შორისაა განახლებადი ენერგიის გამოყენება, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია,
დეგრადირებული საძოვრების აღდგენა, ნარჩენების ეფექტური მართვა, მდგრადი
ურბანული განვითარება და გარემოს დამაზიანებელი ნივთიერებების გამოყენების
ეტაპობრივი აღმოფხვრა.კატასტროფათა მართვის საკითხებში UNDP მხარს უჭერს
ეფექტიანი პოლიტიკისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს
ბუნებრივ და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფების, მათ შორის
მიწისძვრების, წყალდიდობების, მეწყერისა და ურბანული და ტექნოლოგიური
კატასტროფების შედეგებით გამოწვეული რისკების შემცირებასა და მართვას.”7

მსოფლიო ურბანული განვითარების ორგანიზაციას (GUD) შემუშავებული აქვს


სპეციალური ჩარჩო პირობები მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების
უზრუნველსაყოფად,რათა ხელი შეუწყოს მდგრადი ეკონომიკის ფორმირებას.

მსოფლიო ურბანული განვითარების ორგანიზაციის ხედვით არსებობს მდგრადობისადმი


სამი ძირითადი მიდგომა:

 მდგრადობა 1.0- გარემოს დაცვა.

 მდგრადობა 2.0- მოქმედება კლიმატისთვის.

 მდრადობა 3.0- მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

მესამე ფორმა,მდგრადი ეკონომიკური განვითარება ერთი შეხედვით მოიცავს


განსხვავებულ იდეებს ,კლიმატურ პრობლემებსა და გრძელვადიან ეკონომიკურ
კეთილდღეობას შორის. თუმცაღა, მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

6
Koos Neefjes ,2000,Lifehood approaches compared,Nairobi,pp.161,162.

7
www.ge.undp.org - https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/environment-and-energy/in-depth.html

Page 10
ხელს უწყობს ეკონმიკის ზრდასა და უმუშევრობის შემცირებას.მდგრადი ბიზნესის
განვითარება, ინოვაციური მიდგომებით ზრდის ეფექტიანობას,ამასთან ბუნებრივი და
ადამიანური რესურსების კონსერვაცია საუკეთესო გზაა სამუშაო ადგილების
შესაქმნელად,პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგიები არის ყველაზე ეფექტური მეთოდი
განახლებადი ენერგიის და სუფთა ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვი, გარემოსა და
კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.

შეუძლებელია ყველა ქვეყნისთვის ერთი, საერთო მდგრადი განვითარები სტრატეგიის


შემუშავება,გამომდინარე იქიდან რომ ყველა ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავებულია და
უფრო მეტიც, სტრატეგია უნდა განისაზღვროს თითოეული ადგილის განსაკუთრებული
პირობებიდან და დინამიური ტრაექტორიიდან გამომდინარე. 8

8
James Hurd Nixon and Dr.Marc A. Weiss,Global Urban Development, Sustainable Economic Devlopment
Strategies,pg.1,2. https://www.globalurban.org/Sustainable_Economic_Development_Strategies.pdf
საკითხი 2. მდგრადი განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის
შედეგები ბალტიის ქვეყნებში და მათი გამოცდილების
გათვალისწინება საქართველოს რეალობაში

ბალტიის ქვეყნებში მოიაზრება ჩრდილოეთ ევროპის,ბალტიის ზღვის პირას მდებარე სამი


ქვეყნის ჯგუფი : ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. მათი საერთო მასშტაბი 175,000
კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 6,195 მილიონი ადამიანია. ამ ქვეყნებმა,
საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს 1990 წელს. აღსანიშნავია რომ 2004
წლიდან ისინი შევიდნენ ევროკავშირში,ამასთან გაერთიანებული არიან ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD), ნატოსა (NATO) და ევრო
ზონაში. ისინი შედიან იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც აქვთ ადამიანის განვითარების
ინდექსის ძალიან მაღალი დონე, 2020 წლის მონაცემებით ადამიანის განვითარების ინდექსი
0,8-ს აჭარბებს (ესტონეთი 0.892, ლიეტვუა 0.882, ლატვია 0.866)9. მსოფლიო ბანკის
მონაცემებით ეს ქვეყნები არიან ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სიაში. 10

ბალტიის ქვეყნების მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანია ბალტიის ზღვასთან სიახლოვის


გამო,რომელიც გამოირჩევა ეკოსისტემის დელიკატურობით და ხასიათდება ბუნებრივი
გარემოს დეგრადაციის შედარებით მაღალი ხარისხით.რაც აიხსნება შეზღუდული კავშირით
მსოფლიო ოკეანესთან და შედეგად წყლის მინიმალური გაცვლით, აგრეთვე განაპირა
სახელმწიფოების აქტიური, დივერსიფიცირებული ეკონომიკური საქმიანობით. ბალტიის
ქვეყნების მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანია ბალტიის რეგიონის ყველა ქვეყნისთვის
(პოლონეთი,ლიტვა,ლატვია,ესტონეთი,რუსეთის ნაწილი,ფინეთი,შვედეთი,დანია და
გერმანიის ნაწილი) .

გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნები ,რომლებიც


2030 წლამდე უნდა შესრულდეს წარმოადგენს მსოფლიო განვითარების გეგმას,რომლის
მიხედვით უნდა შემცირდეს სიღარიბე,ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ღირსეული ცხოვრების
პირობები ყველა ადამიანისთვის და უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა მსოფლიოში. ეს

9
United Nations Development Porgramme,2020,Humand Development Report,New York,p.241.
10
World Bank- https://data.worldbank.org/country/XD

Page 12
გეგმა მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების წევრი ყველა ქვეყნის მიერ 2015 წლის 25
სექტემბერს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის შესაბამისად.

ამ შეთანხმების ხელის მომწერი ქვეყნები არიან ასევე ლიეტუვა,ლატვია და ესტონეთიც.


მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია:

1.სიღარიბის აღმოფხვრა;

2.შიმშილის დაძლევა;

3.ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა;

4.ხარისხიანი განათლება;

5. გენდერული თანასწორობა ;

6.სუფთა წყალი და სანიტარია;

7. ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია;

8. ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;

9.მრეწველობა,ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;

10.შემცირებული უთანასწორობა;

11.მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

12.მდგრადი მოხმარება და წარმოება;

13. კლიმატის საწინააღმდეგო ქმედებები;

14.ოკეანისა და ზღვის რესურსები;

15.დედამიწის ეკოსისტემები;

16.მშვიდობა,სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები;

17. პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.


ლატვია

ლატვია გამოირჩევა წყლის რესურსების სიუხვით და მდიდარია ბიომრავალფეროვნებით.


მისი ტერიტორიის ნახევარი დაფარულია ტყით,შესაბამისად ლატვიაში განვითარებულია
ხის გადამამუშავებელი სექტორი. ბიომასა წარმოადგენს ქვეყნის შიდა ენერგიის მთავარ
წყაროს, ლატვია როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების (OECD)
ორგანიზაციის წევრი ქვეყანა ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის წარმობაზე და
ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას.

ევროკავშირის გარმოს დაცვის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცის პროცესში მნიშვნელოვანმა


ინვესტიციებმა განაპირობა პროგრესი, როგორიცაა ჰაერის, წყალის სისუფთავე და
ნარჩენების მართვა. თუმცაღა, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო პარიზის შეთანხმების
კლიმატის მიზნების მისაღწევად,რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას,
მდგრადი ტრანსპორტის ხელშეწყობას და სათბურის გაზების ემისიების კონტროლს სოფლის
მეურნეობიდან და მიწათსარგებლობიდან.

ლატვიის გარმოსდაცვითი ქმედებების შედეგად მოსახლეობის კეთილდღეობა


საგრძნობლად გაიზარდა 2000 წლის შემდეგ, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და
მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების პირობებში. სათბური გაზების გამოყოფა
შემცირდა 2000 წლის შემდგომ,ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი
ენერგიის წყაროების გაზრდის გზით. განახლებადი ენერგიის წყაროები ახლა ქვეყნის
მასშტაბით წარმოებული ენერგიის 40% -ს შეადგენს,რაც OECD_ში ყველაზე მაღალ
მაჩვენებელს წარმოადგენს. ტყის რესურსების სიმრავლის გამო მთავარ ეროვნულ რესურსს
ტყის ბიომასა წარმოადგენს. თუმცაღა სათბური აირების გამოყოფა აგროწარმოებიდან
გაიზარდა 25 %-ით და ნავარაუდებია კიდევ უფრო გაზრდა,მზარდი აგროწარმოებისა და
აზოტის სასუქების გამოყენების გამო.11 სათბური გაზების განეიტრალების შესაძლებლობები
მცირდება ხე – ტყის გაჩეხვისა და ტყის დაბერების გამო.

ლატვიას აქვს ნარჩენების მართვის საკმაოდ ფართო პოლიტიკა და სამართლებრივი


ჩარჩო.მან გააფართოვა ნარჩენების გადამუშავებისთვის და ბიოგაზის წარმოებისთვის
საჭირო ინფრასტრუქტურა. გაუმჯობესებულია ნარჩენების ცალკეული,ადგილობრივი
11
OECD,2019,Environmental Performance Reviews Latvia ,Paris,p.5.

Page 14
შეგროვება, მწარმოებელების მხირდან გაზრდილმა პასუხისმგებლობამ და ბუნებრივი
რესურსების გადასახადის დაწესება დაეხმარა მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის
მაჩვენებლის პრაქტიკულად ნულოვანი დონიდან 30% –მდე გაუმჯობესებას. 12

ქვეყანა სარგებლობს მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. მის მრავალფეროვან ეკოსისტემაში


შედის ტყეები, სათიბები, სანაპირო ზონები და ტორფნარები. ლატვიამ შეასრულა
ბიომრავალფეროვნების კონვენციის მიხდვით 2020 წლისთვის გაწერილი
ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის აიჩი (Aichi Biodiversity Targets) მიზნები დაცული
ტერიტორიებისთვის, რის შედეგადად საზღვაო წყლების 16% -ზე მეტი და მიწის ფართობის
18% გადარჩენილია დაბინძურებისგან.

Aichi-ს ბიომრავალფეროვნების მიზნებია:

სტრატეგიული მიზანი A: ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ძირითადი მიზეზების


აღმოფხვრა მთავრობისა და საზოგადოების, ბიომრავალფეროვნებაზე ცნობიერების
ამაღლებით;

სტრატეგიული მიზანი B: შემცირდეს პირდაპირი ჩარევა ბუნებაში,რაც იწვევს


ბიომრავალფეროვნების განადგურებას და ხელი შეეწყოს რესურსების მდგრად გამოყენებას;

სტრატეგიული მიზანი C: ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება ეკოსისტემების, ცოცხალი


ორგანიზმების სახეობებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვის გზით;

სტრატეგიული მიზანი D: გაიზარდოს სარგებელი ყველასთვის,ბიომრავალფეროვნებისა და


ეკოსისტემის მომსახურებიდან;

სტრატეგიული მიზანი E: სტრატეგიების განხორციელების უზრუნველყოფა


მონაწილეობითი დაგეგმვის, ცოდნის მენეჯმენტისა და შესაძლებლობების განვითარების
გზით.13

ლატვიის ეკონომიკის ფორმირებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ტყისა და აგრარული


მეურნეობის სექტორი, რომელი სექტორებიდანაც მოდის ყველაზე დიდი ზეწოლა

12
OECD,Environmental Performance Reviews Latvia 2019,p.10.
13
OECD,2019,Environmental Performance Reviews Latvia ,Paris,pp.9-12.
ბიომრავალფეროვნებაზე. დაახლოებით ტყეების ნახევარს აქვს მდგრადი მართვის
სერთიფიკატი, ეს მაჩვენებელი ახლოსაა OECD -ის საშუალო შედეგებთან,თუმცაღა ნაკლებია
ტყით მდიდარი სხვა ქვეყნების მაჩვენებელზე.2020 წელს, ლატვიის დაახლოებით 83 500
მეურნეობიდან 4,178 სერტიფიცირებულია როგორც ორგანულად სუფთა. წარმოებული
ორგანული პროდუქტებია: რძე, ბურღულეული, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი,
კარტოფილი, თაფლი. რძის პროდუქტები და ბურღულეული (ძირითადად შვრია და
წიწიბურა) ყველაზე ძლიერ სექტორებს წარმოადგენს ეროვნულ მეურნეობაში.14

მარეგულირებელი ჩარჩო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ევროკავშირის გარემოსდაცვითი


მოთხოვნების შესაბამისად. საზოგადოებას შეუძლია მარტივად მიიღოს მონაწილეობა
გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და
ფართო ინფორმაცია აქვს გარემოზე. ლატვია კარგად იცავს საერთაშორისო პრაქტიკის
სტანდარტულ გარემოსდაცვითი მოთხოვნებს (ზოგადი სავალდებულო წესების), გარემოზე
დაბალი ზემოქმედების მქონე საქმიანობის ლიცენზირების გზით.

გარემოსთან დაკავშირებული გადასახადებისა და ჯარიმების ფართო სპექტრი შემოსავალს


ფორმირების წყაროა,რაც ქმნის მშპ-ს 3.8% -ს, ეს მაჩვენებელი კი OECD- ში ყველაზე
მაღალია. 2015 წლის შემდეგ მთავრობამ გაზარდა გადასახადები, გატარდა სატრანსპორტო
საშუალებებისს დაბეგვრის რეფორმა ,საწვავის დაზოგვის მიზნით.

ლატვიამ ეფექტურად გამოიყენა ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური სახსრები


შენობების თერმული ეფექტიანობისა და ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად. ბოლო
წლებში,ლატვიამ გაზარდა ივნესტიციები გარემოსდაცვით საკითხების კვლევებზე,ასევე
გარემოსდაცვითი ტექნოლოგების,პროდუქტებისა და მომსახურების წარმოებაზე.

ლატვია, როგორც განვითარების მაღალი დონის მქონე ქვეყანა, თანამშრომლობს სხვადასხვა


ქვეყნებთან, როგორც ევროკავშირის დონეზე ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში,
პლანეტაზე მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ლატვიის დანახარჯებმა
განვითარებაზე (ODA) 2016 წელს მისი მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI) 0.11%

14
Organic Without Boundaries,2020,Growing Organic in Latvia-
https://www.organicwithoutboundaries.bio/2020/04/15/growing-organic-in-latvia/

Page 16
შეადგინა. 2020 წლის მიზანი არის 0.17%, ხოლო 2030 წლისთვის - 0.33%, რითაც შეასრულებს
ლატვია, როგორც გაეროს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვალდებულებებს.15

ლიეტუვა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლიეტუვამ სწრაფად დაიწყო ევროპული სავაჭრო


ქსელისკენ შემობრუნება, რაც დაეხმარა თავი დაეღწია კომუნისტური რეჟიმის გავლენებს.
ევროპასთან ინტეგრაციამ არა მარტო ლიეტუვის მთლიან შიდა პროდუქტზე იქონია
გავლენა,არამედ ფასების დაახლოებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
აღსანიშნავია,რომ ევროპასთან ინტეგრაციის მიზანი გაწერილი იყო ლიეტუვის მდგრადი
განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში.

ლიეტვურ მწვანე კომპანიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პლასტმასის


გადამამუშავებელი ბიზნესი,რომელიც ცირკულარულ განვითარებას ეფუძნება და
შესანიშნავი მაგალითია დანარჩენი ქვეყნებისთვის. მწვანე ბიზნესესებს შორის ასევე
დომინანტობენ ისეთი კომპანიები,როგორიცაა: ხის გადამამუშავებელი,ნარჩენების
შემგროვებელი,გადამამუშავებელი და გამანადგურებელი კომპანიები ასევე ეკოლოგიურად
სუფთა საკვების,ავეჯის და სასმელების მწარმოებელი კომპანიები. აღსანიშნავია,რომ ამ
ბიზნესების უმრავლესობა ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრებზე,ამიტომ მათთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ბაზარზე
ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შეთავაზება.

ლიეტუვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბალტიის რეგიონში,როგორც ყველაზე


უსაფრთხო,კონკურენტუნარი,მდგრადი და ინვაციური ქვეყანა,რასაც ხელი შეუწყო
ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის ამოქმედებამ ქვეყანაში. ლიეტუვას მთავრობამ
გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე და
შედეგად შეძლო ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან და ბაზრებთან ინტეგრაცია.
განახლებადი ენერგიის წყაროების ფორმირების გზით,განსაკუთრებით ბიოენერგეტიკისა და
ქარის ენერგიის გამოყენებით, ლიეტუვამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეამცირა
ნახშირბადის რაოდენობა ჰაერში.ლიეტუვამ ასევე შეძლო შეემცირებინა სათბური გაზების

15
www.mfa.gov.pl- https://www.mfa.gov.lv/en/news/latest-news/60735-latvia-presents-to-un-member-states-
its-achievements-in-the-implementation-of-sustainable-development-goals
ემისიები და მიეღწია იმ ეკონომიკური ზრდისთვის,რომელიც 2020 წლისთვის ჰქონდა
დაგეგმილი.

ინოვაციური გადაწყვეტილებები და ჭკვიანი ენერგია არის ლიეტუვის თანამედროვე და


მდგრადი ეკონომიკის საფუძველი. საწარმოს წახალისებით ნედლეულის მეტი ეფექტურობის
გამოყენების, წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისა და ნარჩენების წარმოქმნისა და ჰაერის
დაბინძურების შესამცირებლად, ლიეტუვამ ყურადღება გაამახვილა ეკო ინოვაციების
პოპულარიზაციაზე და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციებზე. ენერგეტიკის
დამოუკიდებლობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება აძლიერებს ქვეყნის
ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს ენერგიის
პროსუმერიზმს. ლიეტუვამ ააშენა თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი და გაუშვა
ლიეტვურ-შვედური და ლიეტვურ-პოლონური ინტერსისტემის ენერგო კავშირები.
განახლებადი ენერგიის წილი მთლიანი საერთო ენერგიის მოხმარებაში თითქმის 26% -ს
შეადგენს, ხოლო განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული სითბო 46% -ს აჭარბებს. 16

ეკო-ინოვაციების სფეროში 2019 წელს ლიეტუვის რანჟირებული ქულა 82-ია და იგი იკავებს
მე-19 ადგილს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.17 2013 წლიდან ლიეტუვის მთავარ ეკო-
ინოვაციურ სფეროებს წარმოადგენს: ნიადაგის დამაბინძურებელი ნივთიერებების შეფასება
და მართვა, რესურსების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის განვითარების
ხელშყობა, წყლის დაცვა და ბიოტექნოლოგიების სექტორში კვლევა და განვითარება. 2015
წელს ნარჩენების მართვა გამოიყო, როგორც ეკო-ინოვაციის ყველაზე საყურადღებო სფერო,
რომელიც მოითხოვდა ფინანსური ინსტრუმენტების რაოდენობის ზრდასა და ახალი
პოლიტიკური ინიციატივების შემუშავებას.

ლიეტუვა აგრძელებს სვლას ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი საზოგადოების


ჩამოალიბებისკენ.ბიზნესები სარგებლობენ გაზრდილი ფინანსური ინსტრუმენტებით,
რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებას და
გამოცდილი სამუშაო ძალის დაქირავებას ინოვაციების სფეროებში.

16
UN SDG Knowledge Platform-https://sustainabledevelopment.un.org/memberstates/lithuania
17
Fpm.euba.sk,European Commission,2019,The Eco-Innovation Scoreboard and The Eco-Innovation Index-
https://ec.europa.eu/environment/ecoap/indicators/index_en

Page 18
გაეროს მდგრადი განვითარების ფარგლებში 2030 წლისთვის ლიტვამ გამოყო შემდეგი
პრიორიტეტული მიმართულებები: სიღარიბის შემცირება, სოციალური გარიყულობა და
შემოსავლების უთანასწორობა, დასაქმების ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
განმტკიცება; ჯანმრთელობის დაცვის ხარისხისა და ჯანმრთელობის სერვისების
ხელმისაწვდომობის გაზრდა; ინოვაციური ეკონომიკისა და ჭკვიანი ენერგიის განვითარება;
ხარისხიანი განათლება; თანამშრომლობის განვითარება.

ესტონეთი

გაეროს მიერ წარმოდგენილი მიმოხილვიდან ჩანს, რომ ესტონეთი მე -10 ადგილზეა


გლობალური მდგრადი განვითარების ინდექსის ცხრილში. 18 ესტონეთი წარმატებით
ასპარეზობს მდგრადობის საუკეთესო მაჩვენებლის მისაღწევად.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფუნქციონირებს ავტობუსების, ტრამვაის და ელექტრო


ეტლების ფართო სისტემა, ყველა მათგანი იყენებს უკონტაქტო, ქაღალდისგან
დამოუკიდებელ ბილეთების სისტემას. მწვანე ცხოვრების სტიმულირების მცდელობის
ფარგლებში, ქალაქმა სისტემა უფასო გახადა, როგორც ქალაქის რეგისტრირებული
მაცხოვრებლებისთვის, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე დამსწრე სტუმრებისთვის.
შედარებით ფიზიკურად ქტიურ სტუმრებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ველოსიპედის
გაზიარების სისტემა, როგორიცაა Bikeep ტალინში და Tartu Smart Bike Share ტარტუში.

უამრავი სამთავრობო და კერძო სექტორის მომსახურება ხორციელდება ინტერნეტით და


ციფრული ხელმოწერები წესია და არა გამონაკლისი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იშვიათად
სჭირდებათ საბუთების დაბეჭდვა ან ტარება. ესტონეთის მრავალ განსახლებას აქვს მწვანე
გასაღების ნიშანი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს,
რომ სასტუმროები აკმაყოფილებენ სტანდარტებს,როგორიცა წყლისა და ენერგიის
მოხმარება, საკვების ადგილობრივი მომარაგება,არა ქიმიური მოხმარება, ნარჩენების
მენეჯმენტი და ა.შ. 19

18
J.Schmidt-Traub, G.Kroll, C.Lafortune,G.Fuller,G.Woelm,2020,Sustainable Development
Report,Cambridge,p.26.
19
Riine Tiigi,2020,9 Things that make Estonia a Naturally Sustainable

Destination,Talin,https://www.ecb.ee/blog/9-things-that-make-estonia-naturally-sustainable-destination
ჭკვიანი ქალაქები ჭკვიანურად უმკლავდებიან გარემოსდაცვით გამოწვევებს, მათ შორის
ნარჩენების მართვასაც. მიმდინარეობს ნარჩენების ციფრული მართვის სისტემის შემუშავება,
რომელიც მომავალში მოიცავს მთელ ესტონეთს.ესტონეთი გეგმავს იყოს პირველი ქვეყანა
მსოფლიოში, რომელსაც ექნება ნარჩენების მართვის ციფრული მონიტორინგის სისტემა, რაც
ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ნაგვის მართვაზე მათი
ქცევის ცვლილებას.

ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ხალხის შიშის შემცირებას, იმის შესახებ რომ მათ მიერ
დახარისხებულ ნაგავი საჭირო ადგილას არ გადაიყრება.ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს
ნარჩენების მართვის ახალი ბიზნეს მოდელების შექმნას .20

ესტონეთმა 1995 წელს მიიღო მდგრადი განვითარების აქტი და მდგრადი განვითარების


ეროვნული სტრატეგია, მდგრადი ესტონეთი 21, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წელს.
შემუშავებულია მდგრადი განვითარების ეროვნული ინდიკატორების ნაკრები, რომლებიც
პროგრესს აკონტროლებს.

ინსტიტუციური სტრუქტურების თვალსაზრისით, არსებობს მდგრადი განვითარების


საკითხების კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც მოიცავს როგორც სამთავრობო
ინსტიტუტებს, ისე არასამთავრობო სექტორებს. მდგრადი განვითარების საკითხებზე
მინისტრთაშორისი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე არსებობს ესტონეთის მდგრადი
განვითარების კომისია. 1996 წელს ჩამოყალიბდა და იგი შედგება არასამთავრობო ქოლგა
ორგანიზაციებისგან, რომლებიც მოიცავს მდგრადი განვითარების სხვადასხვა დარგს
(მაგალითად, განათლება, გარემოს დაცვა, კულტურა, ბავშვები, ჯანმრთელობა და
ადგილობრივი ხელისუფლება). იგი რეგულარულად ხვდება და ატარებს თემატურ
დისკუსიებს მდგრადი განვითარების სხვადასხვა თემებზე, განიხილავს მდგრად
განვითარებასთან დაკავშირებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების პროექტებს, სანამ
მთავრობა მიიღებს მათ და აქვეყნებს ფოკუსურ ანგარიშებს პოლიტიკის რეკომენდაციებით
მდგრადი განვითარების საკითხების ზოგადი განხორციელების შესახებ და ამასთან
მონიტორინგი კოორდინაციას უწევს მთავრობის აპარატის სტრატეგიის განყოფილებას.

20
Helen Wright,2021,E-estonia.com- https://e-estonia.com/estonia-planning-a-country-wide-digital-system-to-
monitor-waste-management

Page 20
ესტონებითის უძლიერესი მიმართულებებია ბიომრავალფეროვნების დაცვა, განახლებადი
ენერგიის წყაროების მაღალი წილი გათბობის სექტორში, მთავრობის ღია და ინკლუზიური
მარეგულირებელი პროცესი, ელექტრონული სერვისების საშუალებით სწრაფი და ფართო
წვდომა საზოგადოებრივ მომსახურებებზე და მაღალი ხარისხის განათლება.

ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალსწინება საქართველოს რეალობაში

საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლების შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა ათი წლის


განმავლობაში წარმატებით გაართვეს თავი გარდამავალი პერიოდის ყველა სიძნელეს.
განვითარების დონით ახლა ეს ქვეყნები არა თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს,არამედ ზოგიერთ
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც კი უსწრებენ. პროგრესის ერთ-ერთი განმაპირობებელი
მიზეზია კონტინენტურ ევროპასთან სიახლოვე და ამასთან სამივე ქვეყანას,ლიეტუვას,
ლატვიას და ესტონეთს ერთმანეთთან ყველა სფეროში მჭიდრო ურთიერთობები და
სტრატეგიული ხედვა აკავშირებთ,რაც ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ
სტაბილურობას.

საქართველო,როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყანა ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით


შედარებით ნელი ტემპებით ვითარდება.სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია,
პირველ რიგში აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გვერგო. ჩვენ
შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ ბალტიის ქვეყნებისგან და მდგრად განვითარებაზე
ორიენტირებით ეფექტიანად გამოვიყენოთ ქვეყანაში არსებული უნიკალური სიმდიდრე და
უახლოეს წლებში მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს,
როგორც მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას.

ბალტიის ქვეყნების მსგავსად ევროკავშირის გარემოს დაცვის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია


დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირთან,რაც მომავალში უფრო
გააფართოებს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს.
საქართველოს რელობაში მნიშნელოვანი იქნებოდა ბალტიის ქვეყნების მიერ
განხორციელებული შემდეგი ღონისძიებების გათვალისწინება:

 ინვესტიციები ნარჩენების მართვაში, ჰაერის,ნიადაგის და წყლის სისუფთავის


უზრუნველყოფისთვის;
 განახლებადი ენერგიის წყაროების გაზრდა,ენერგო ეფექტურობის
გასაუმჯობესებლად;
 ნარჩენების მართვის ფართო პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოს
ფორმირება,განხორციელება;
 კერძო და სახელმწიფო საწარმოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა;
 საერთაშორისო სტანდარტული გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება;
 გადასახადებისა და ჯარიმების გარემოს დაბინძურებაზე;
 სატრანსპორტო საშუალებების დაბეგვრა,საწვავის დაზოგვისა და გამონაბოლქვის
შემცირების მიზნით;
 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური სახსრების ეფექტიანი
გამოყენება;
 ინვესტიციების ზრდა კვლევებში,ტექნოლოგიებსა და განათლებაში;
 ეკოლოგიურად სუფთა წარმოების წახალისება,ხელის შეწყობა;
 ქაღალდის გამოყენების შემცირება ესტონეთის მაგალითზე;
 მთავრობის მხრიდან ღია და ინკლუზიური მარეგულირებელი პროცესი;
 განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

საკითხი 3. მდგრადი განვითარების პოტენციური შესაძლებლობების


რაციონალური გამოყენების მოსალოდნელი შედეგები საქართველოში

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ტემპით იზრდება, რაც კონტროლის ახალი


მექანიზმების დანერგვასა და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს დაბინძურებულმა ჰაერმა 7 მილიონი
ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.21 ამ საგანგაშო სტატისტიკის 90 პროცენტი
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.  საქართველო დღეის
მდგომარეობით საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაშია,ამიტომ აუცილებელია ქვეყნის

21
World Health Organization- https://www.who.int/health-topics/air-pollution#tab=tab_1

Page 22
ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითად პრიორიტეტს მდგრადი ეკონომიკური
განვითარება წარმოადგენდეს.

მთლიანი თანამედროვე სამყაროს მსაგვსად საქართველოც საქართველოც განვითარებისა და


ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემისა და გამოწვევის
წინაშე დგას. ბოლო ათწლეულში მომხდარმა ცვილილებებმა,ჰაბიტატების დეგრადაციამ,
წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ეკოლოგიური
გარემო. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის
უფრო ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ


შეთანხმების (DCFTA) მე-13 თავის ,, ვაჭრობა და მდგრადი განვითარების“ მიხედვით
საქართველოსა და ევრო კავშირს ნაკისრი აქვთ ვალდებულება ხელი შეუწყონ მდგრად
განვითარებას და აღიარებენ, რომ ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და
გარემოს დაცვა მისი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაძლიერებელი
საშუალებებია. ისინი ხაზს უსვამენ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შრომითი და
გარემოსდაცვითი საკითხების, როგორც ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მიმართ
გლობალური მიდგომის ნაწილის, მნიშვნელობას. ეს დოკუმენტი ასევე მოიცავს შემდეგ
საკითხებს: რეგულაციის უფლება და დაცვის დონე, მრავალმხრივი შრომითი სტანდარტები
და დაცვის დონე, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი მმართველობა, ვაჭრობისა და
ინვესტიციების ხელმშემწყობი მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნება, ტყის
მდგრადი მართვა და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობა, თევზის პროდუქტით ვაჭრობა,დაცვის
დონეების გაძლიერება, საემცნიერო ინფორმაცია,გამჭვირვალობა, მდგრადობის
ზემოქმედობის მიმოხილვა, ვაჭრობასა და მდგრად განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა,
ინსტიტუციონალური მოწყობდა ზედამხედველობის მექანიზმი, ერთობლივი სამოქალაქო
საზოგადოების დიალოგის ფორუმი, სამთავრობო კონსულტაციები და ექსპერტთა პანელი. 22
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებული
პუნქტები,რათა დაჩქარდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

22
ვაჭრობა და მდგრადი
განვითარება,თავი13,მუხლი22,http://www.economy.ge/uploads/dcfta/teqsti_danarti/GEO_13_1.pdf
საქართველოს ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვან
წყაროს,გამომდინარე იქიდან, რომ მას გააჩნია ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების დაჩქარების პოტენციალი. ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის განფასების
ანალიზი ავლენს საქართველოში რესურსების არამდგრადი გამოყენების ტენდენციებს.
ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის განახლებული განფასება, რომელიც ეხება სასოფლო-
სამეურნეო და ტყის მიწებს, ჰაერის ხარისხს, ტყვიით დაბინძურებასა და საქართველოს
სანაპირო ზონას, მიუთითებს ამ სფეროებში უარყოფითი ტენდენციების არსებით გავლენას
ქვეყნის ეკონომიკაზე . დანაკარგები მოიცავს როგორც პირდაპირ ხარჯებს, ასევე დაკარგულ
ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რისი მიღებაც მომავალში შეეძლოთ მიეღოთ თაობებს. მიწის
დეგრადაცია იწვევს სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის შემცირებას და ჰიდრო-
ენერგოგენერაციის პოტენციალის შემცირებას. ჰაერის ტყვით დაბინძურება, ამცირებს
ადამიანურ კაპიტალს და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ბუნებრივი
გარემოს დეგრადაციის განფასების შედეგები ხაზს უსვამს არსებული კურსის კორექტირების
საჭიროებას, რათა მოხდეს რეაგირება ბუნებრივი აქტივების დეგრადირების სისტემურ
გამოწვევებზე.

სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა ქმნის ქვეყნის მშპ-ს 6.5 პროცენტს, მაშინ, როცა
მასში 2020 წელს ჩართული იყო დასაქმებულთა 20 პროცენტი23 . საქართველოში მიწის
დეგრადაციის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია ინტეგრირებული მიდგომის
უქონლობით, მიწის ექსტენსიური გამოყენებითა და ინვესტიციების არარსებობით. ამ
ყოველივეს შედეგები კი ზემოქმედებას ახდენს მიწისა და წყლის მომხმარებლებზე, ისევე
როგორც ლანდშაფტის ბიოფიზიკურ მდგომარეობაზე, იწვევს სოფლის მეურნეობის
მოსავლიანობის შემცირებას.

ძლიერი დეგრადაციით ხასიათდება ზღვის სანაპიროს ეკოსისტემებიც, რომლებსაც დიდი


მნიშვნელობა გააჩნიათ ტურიზმის სექტორისთვის. ზღვის სანაპიროს დეგრადაციის მაღალი
ეკონომიკური ღირებულება უკავშირდება წყალდიდობებს, დაბინძურებას, ფიზიკური
აქტივების დაკარგვას (მათ შორის შენობების, ტრანსპორტისა და ტურისტული

23
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური,დასაქმება და უმუშევრობა-
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

Page 24
ინფრასტრუქტურის), აგრეთვე საკვანძო ეკოსისტემების დაზიანებას (მათ შორის პლაჟების,
ტყეებისა და მდინარეთა დელტის).

საყუადღებოა ტყვიით დაბინძურების მიზეზების გაგება და მათზე რეაგირება. ტყვია


რამოდენიმე სახის ზემოქმედებას ახდენს ჯანმრთელობაზე, რომელთაგანაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ბავშვებში შემეცნებითი უნარის დაქვეითება. შემეცნებითი უნარის კარგვა
პროდუქტიულობის შემცირებას განაპირობებს, რასაც გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები
მოჰყვება,როგორც დაზარალებულისთვის ასევე ქვეყნისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველომ ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება 2000 წელს აკრძალა, დასადგენია
ტყვიით დაბინძურების შესაძლო ამჟამინდელი წყაროები და ის, თუ რა შემხებლობა აქვთ
ბავშვებს დაბინძურების ამ წყაროებთან. ამის შემდეგ შესაძლებებლი გახდება შემუშავდეს
ზემოქმედების შერბილების ეფექტური სტრატეგია.

კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოში ვლინდება ტემპერატურის ზრდითა და


ნალექების შემცირებით, რაც მნიშვნელოვნად ცვალებადობს წლიდან წლამდე. გაიზრდება
ძლიერი გვალვების ალბათობა, განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში.
ექსტრემალური ამინდის გახშირება გამოიწვევს მეწყერების, წყალდიდობების, ზვავებისა და
ღვარცოფების მატებას, რაც გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსებზე,
ტყეებზე, სანაპირო ზოლზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ინფრასტრუქტურაზე.
მოსალოდნელია, რომ სამხრეთისა და აღმოსავლეთის რეგიონები ყველაზე მეტად
დაზარალდებიან მაღალი ტემპერატურითა და ხანგრძლივი სიცხის შემოტევით. სოფლად
მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდება იმ ადგილებში, სადაც კლიმატის
ცვლილების ზემოქმედება დამატებით გაზრდის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დეგრადაციის ხარჯებს.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ეროვნული გარემოსდაცვითი


კანონმდებლობის განახლებასა და რეფორმირებაში. თუმცა, საჭირო იქნება პოლიტიკის
შემდგომი გაუმჯობესება მზარდი ინვესტიციებისა და ინსტიტუციური განვითარების
ხელშესაწყობად, მათ შორის ”ძირითადი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტური
ადაპტირებისა და განხორციელებისათვის” 24 . გარემოსდაცვითი კანონმდებლობის
24
World Bank, 2020,“Analysis of Gaps between National Legislation of Georgia and World Bank Environmental
and Social Framework.” Washington,p.6.
ეფექტური აღსრულება მოითხოვს გარკვეულ რეგულაციებისა და ნორმების, აგრეთვე
განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებას და მკაფიო ინსტიტუციურ მანდატებს,
პირველ რიგში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან. გარდა ამისა,
საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების
გაზრდა გარემოსდაცვით რეგულაციებთან მათი შესაბამისობის მისაღწევად.

საქართველოს გარემოსდაცვითი მმართველობის ზოგიერთ მიმართულებას ფინანსური


მხარდაჭერა გაუწიეს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, აგრეთვე,
განვითარების სფეროში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა.

საქართველოს სვლა მდგრადი განვითარების მიმართლებით მოითხოვს მიზნობრივი


პოლიტიკის, წახალისებისა და საჯარო ინვესტირების ერთობლიობას, რაც აუცილებელია
საქართველოს ეკონომიკაში არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებზე რეაგირებისათვის.
ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის განფასების ანალიზი მიგვანიშნებს ეკონომიკური
აქტივობისა და პოტენციური ფისკალური შემოსავლის დანაკარგებზე, რისი თავიდან
აცილებაც შესაძლებელია ბაზრის ჩავარდნებზე რეაგირებით და ბუნებრივი რესურსების
მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაძლიერებით.

ტყისა და ლანდშაფტის მართვის სამთავრობო პროგრამები მიზნად უნდა ისახავდეს


ურთიერთშემავსებელ და გამაძლიერებელ მოქმედებებს, მათ შორის ინსტიტუციურ
განვითარებასა და წყალშემკრების აღდგენას. გარემოს დეგრადაციაზე რეაგირება,
განსაკუთრებით კი ჩამორჩენილ რეგიონებში, გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ
შესაძლებლობებს და განვითარების შედეგებს. დეგრადირებული წყალშემკრებების
რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებული მართვის მხარდაჭერა მოითხოვს ინვესტირებას
მიწის მართვაში, ლანდშაფტის აღდგენაში, მმართველობის უნარებსა და
ინფრასტრუქტურაში, რათა გაუმჯობესდეს რეგიონის წყალშემკრებთა მიერ
განხორციელებული გარემოსდაცვითი მომსახურება.

საქართველოს შეუძლია გააძლიეროს ეკონომიკური ზრდა ნაყოფიერების ამაღლების ხარჯზე


ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით, გარემოს გაუმჯობესებული მართვით და
ინკლუზიურობაზე ორიენტირებით.

Page 26
საქართველო შეუძლია სარგებელს მიიღება "მწვანე ზრდის პოლიტიკის" შემუშავებით,
რომელიც იქნება კლიმატის მიმართ მედეგი და დაფუძნებული ბუნებრივი რესურსების
მდგრად გამოყენებაზე, მაღალ პროდუქტიულობასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

საქართველოს კარგი სასტარტო პოზიციები აქვს იმისათვის, რომ აღდგენის პროცესში მისი
ეკონომიკა გახდეს ადრინდელზე უფრო მწვანე მდგრადი მომავლისთვის მისი
რეორიენტირების საშუალებით.

2021 წლის 19 ივნისს,პირველად საქართველოში ჩატარდა მწვანე და სოციალური


საწარმოების გამოფენა,სადაც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი
საწარმოები,რომლებიც მუშაობენ სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებით და
ატარებენ განსაკუთრებულ ღირებულებას ახალგაზრდების განვითარების
ხეშემწყობ,მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის დარგში. გამოფენა
ჩატარდა CEEN _ის პროექტის ფარგლებში: ,,ტყის მდგრადი მართვა კლიმატის მიმართ
მდგრადი სოფლის განვითარებისათვის“, რომელიც დაფინანსებულია
ავსტრიის,განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მიერ; ,,ციფრული
კავკასია“,რომელიც ხორციელდება USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს,ეკონომიკური
განვითარების,მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი
გრანტის ფარგლებში და ,,EU4Youth - საზღვრისპირა რეგიონებში სოცილაური მეწარმეობის
ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“,რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების იდეის
პოპულარიზაციისა და საზოგადეობის ცნობიერებების ამაღლების კუთხით. ყოველწლიური
გამოფენების ორგანიზება ხელს შეუწყობს ქვეყანას მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიზნის
მიღწევაში.

ეფექტიანი იქნება ეკო-მარკირების შემოღება,რომლითაც მწარმოებლები საკუთარი


ნაწარმისა და მომახურების ინდენტიფიცირებას მოახდნს და მომხმარებლს ობიექტურ
ინფორმაციას მიაწვდის,შესაბამისად ამ მწარმოებლების მიმართ სანდოობა ამაღლდება.
მთავრობამ უნდა იზრუნოს გამოვლენილ იქნას ყველაზე მაღალი პოტენციალის და
ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე დარგები, იზრუნოს მწვანე სამუშაო ადგილების
შექმნასა და მწვანე საწარმოების სტიმულირებაზე.
საქართველოში მდგრადი განვითარების პოტენციური შესაძლებლობების რაციონალური
გამოყენების მოსალოდნელი შედეგები შემდეგია:

1. ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება;


2. სოციალური თანასწორობა;
3. ადამიანური რესურსის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება
საერთაშორისო დონეზე ;
4. ინოვაციური,მაღლატექნოლოგიური ბიზნესების ფორმირების შედეგად
ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდა;
5. რეგიონული განვითარება-გაიზრდება დასაქმება რეგიონებში,რაც
კატასტროფულად მზარდ ურბანიზაციული პროცესებს შეფერხებს;
6. ინოვაცური სფეროების განვითარება- გაზრდის თვითრეალიზაციის
შესაძლებლობების მრავლფეროვნებას, რაც საცხოვრებლად და სამუშაოდ
უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს;
7. მწვანე ეკონომიკა პირდაპირ და ირიბად ხელს შეუწყობს ევროკავშირი-
საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილში ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას;
8. ტურისტული სექტორის განვითარება,მდგრადი ტურიზმის განვითარების
გზით:
9. სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობის ზრდა,აგრარული
პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაფართოება ;
10. მოსახლეობის ჯანმთელობის გაუმჯობესება.

მწვანე ეკონომიკის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ეკოსისტემების სერვისების, სუფთა


წარმოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და მწვანე სამუშაო ადგილების განვითარების
ხელშეწყობა. ორგანული საკვები პროდუქციის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება
მსოფლიოში,იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა,რომლებიც არჩევანს არა მხოლოდ
ფასის მიხედვით,არამედ სხვა ღირებულელების საფუძველზე აკეთებენ.

Page 28
ქვეყნის მდგრად განვითარებაზე ორიენტირება ასევე ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის
განვითარებასაც,გამომდინარე იქიდან,რომ არსებობს ტურისტების კატეგორია,რომელიც
უპირატესობას ანიჭებს ეკო-სერვისესბ და მზად არიან გადაიხადონ მაღალი ფასი იმ
ტურისტული კომპანიების პროდუქციასა თუ მომსახურებაში,რომლებმაც განხორციელეს
გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

საქართველო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზე იმყოფება,ამიტომ


აუცილებელია პირველ რიგში კონკურენტული ღონისძიებების პრიორიტეტების მიხედვით
დალაგება. მნიშვნელოვანია შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგიები და
პროგრამები,განხორციელდეს საპილოტე პროექტები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში,რაც
ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაფართოებას. შედეგად ,მწვანე
ეკონომიკა ხელს შეუწყობს კომპანიების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის
ზრდას მსოფლიო ბაზრებზე და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას. ამის
პარალელურად გაუმჯობესდება გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა და გაძლიერდება
ეკოსისტემები და ეკონომიკის მდგრადობა.

დასკვნა

როგორც ნაშრომიდან ჩანს მოსაზრება იმის შესახებ,რომ თითქოს მდგრადი ეკონომიკურ


განვითარებაზე ორიეტირება აფერხებდეს ბიზნესების ეფექტიანობას და მთლიანად
ეკონომიკურ განვითარებას,მცდარია. ნათლად გამოჩნდა არა მხოლოდ სარგებელი, არამედ
მდგრადი განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებლობა მსოფლიოს
გრძელვადიანი განვითარებისა და გადარჩენისთვის. ამ მიზნების შესასრულებლად კი
აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები,რომლებიც ხელს
უწყობს ეკონმიკის ზრდასა და უმუშევრობის შემცირებას.მდგრადი ბიზნესის
განვითარება, ინოვაციური მიდგომებით ზრდის ეფექტიანობას,ამასთან ბუნებრივი და
ადამიანური რესურსების კონსერვაცია საუკეთესო გზაა სამუშაო ადგილების
შესაქმნელად,პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგიები არის ყველაზე ეფექტური მეთოდი
განახლებადი ენერგიის და სუფთა ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის, გარემოსა და
კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
ნაშრომიდან ჩანს,რომ საერთაშორისო გამრემოსდაცვითი სტანდარტები და შეთანხმებების
შედეგად მიღებული მოთხოვნები,ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს მდგრად
განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ეფექტიანად
განხორციელებაში.

ბალტიის ქვეყნებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები ნათელი


მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვყენებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკით
გრძელვადიანი ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სვლა მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მოითხოვს


მიზნობრივი პოლიტიკის, წახალისებისა და საჯარო ინვესტირების ერთობლიობას, რაც
აუცილებელია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებზე
რეაგირებისთვის. ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის განფასების ანალიზი მიგვანიშნებს
ეკონომიკური აქტივობისა და პოტენციური ფისკალური შემოსავლის დანაკარგზე, რისი
აცილებაც შესაძლებელია ბაზრის წარუმატებლობაზე რეაგირებით, აგრეთვე ბუნებრივი
რესურსების მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაძლიერებით.

როგორც ნაშრომში გამოიკვეთა, აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიებისა და პროგრამების


შემუშავება,ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საპილოტე პროექტების განხორციელება და
შედეგად ,მწვანე ეკონომიკაზე ორიენტირებით კომპანიების პროდუქტიულობის
ზრდა,კონკურენტუნარიანობის ამაღლება,ბიზნეს შესაძლებლობების გაფართობა და გარემოს
ხარისხობრივი გაუმჯობესების გზით საერთო კეთილდღეობის ამაღლება.

Page 30
გამოყენებული ლიტერატურა

1. ვაჭრობა და მდგრადი
განვითარება,თავი13,მუხლი22,http://www.economy.ge/uploads/dcfta/teqsti_danarti/
GEO_13_1.pdf
2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური,დასაქმება და უმუშევრობა-
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
3. Barry Dalal-Clayton and Stephen Bass,2002, Sustainable Development Strategies,New
Yor,pp.5-7.
4. Dacd.artvin.edu.tr,World Health Organization- https://www.who.int/health-topics/air-
pollution#tab=tab_1
5. eiec.gov.ge,განათლება მდგრადი განვითარებისთვის,2018,ეროვნული სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა 2018-2022 წლებისთვის,თბილისი,გვ.20-23.
6. Fpm.euba.sk,European Commission,2019,The Eco-Innovation Scoreboard and The Eco-
Innovation Index- https://ec.europa.eu/environment/ecoap/indicators/index_en
7. Federico Loper-Casero Michaelis ,Tek N.Maraseni,Jemie Pittock and Tapan
Sarker,2015,The Political Economy of Sustainable Development,New York.
8. Gabriela Sabau,2020,The Political Economy of Sustainablity,Memorial University of
Newfoundand,Canada.
9. Helen Wright,2021,E-estonia.com- https://e-estonia.com/estonia-planning-a-country-wide-
digital-system-to-monitor-waste-management
10. James Hurd Nixon and Dr.Marc A. Weiss,Global Urban Development,2020 Sustainable
Economic Devlopment Strategies,pg.1,2.
https://www.globalurban.org/Sustainable_Economic_Development_Strategies.pdf
11. Koos Neefjes ,2000,Lifehood approaches compared,Nairobi,pp.161,162.

12. OECD,2019,Environmental Performance Reviews Latvia ,Paris,p.5.


13. . OECD,2001,Policies to enhance Sustainable Development,Paris,p.5.
14. Organic Without Boundaries,2020,Growing Organic in Latvia-
https://www.organicwithoutboundaries.bio/2020/04/15/growing-organic-in-latvia/
15. Riine Tiigi,2020,9 Things that make Estonia a Naturally Sustainable-
https://www.ecb.ee/blog/9-things-that-make-estonia-naturally-sustainable-destination

16. The World Bank,2020,Georgia:Towards Green and Resilient Growth,Washington,p.10.


17. UN SDG Knowledge Platform-https://sustainabledevelopment.un.org/memberstates/lithuania
18. United Nations Development Porgramme,2020,Humand Development Report,New
York,p.241.
19. World Bank- https://data.worldbank.org/country/XD
20. World Bank, 2020,“Analysis of Gaps between National Legislation of Georgia and World
Bank Environmental and Social Framework.” Washington,p.6.
21. www.ge.undp.org

Page 32
22. www.mfa.gov.pl- https://www.mfa.gov.lv/en/news/latest-news/60735-latvia-presents-to-un-
member-states-its-achievements-in-the-implementation-of-sustainable-development-goals

You might also like