You are on page 1of 5

სკოლა - სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა

პროექტის სახელწოდება - ,, გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო “

პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებში სამოქალაქო და ეკოლოგიური ცნობიერების


ჩამოყალიბება;

პროექტის აქტუალურობა - პრობლემა აქტუალურია და საინტერესო, რადგან საშუალებას


გვაძლევს გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებს, მასწავლებელზე ორიენტირებულ
აქტივობებს და მოსწავლეებს შევთავაზო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა აქტიური
თანამშრომლობის, გარემოსა და ცხოვრებისეულ მოვლენებთან რეალური კავშირის
დამყარების მიზნით.

პროექტის მიზანი -

• მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;


• ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად საჭირო უნარ-ჩვევების (ზრუნვა) გამომუშავება
და შესაბამისი ცოდნის მიღება;
• სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
• კვლევის, მსჯელობის და პრობლემის გადაჭრის , გუნდური მუშაობისა და
თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მისაღწევი შედეგები -

პროექტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდას, პასუხისმგებლობის


გაზიარებას და სხვა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.

კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან

ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:


მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება
მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და
დაიცვას ბუნებრივი გარემო;
გ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
სამიზნე ჯგუფი/მონაწილეთა ასაკი - 14- 15 წლის მოსწავლეები

ვადები/პროექტის ხანგრძლივობა - 2 კვირა (14 დღე); 11 ნოემბერი - 25 ნოემბერი

ამოცანები:

• პროექტზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა;


• პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება/მონიტორინგი.
• პროექტის გაზიარება - მრგვალი მაგიდა, პრეზენტაცია მშობლები.
• რეკომენდაციების შემუშავება სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და
მშობლებისათვის.

აქტივობები / განხორციელების გზები -

აქტივობები განხორციელების შენიშვნა


დრო
აქტივობა 1. 11,12,13,14,15
კვლევის ჩატარება(კითხვარები) - ნოემბერი
პრობლემის იდენტიფიცირება
აქტივობა 2. 16 ნოემბერი
პრობლემის მოგვარების გზების
ძიება- დისკუსია.
აქტივობა 3. 17- 18- 19 ნოემბერი
სკოლის სანერგე ტერიტორიის
შერჩევა, ნიადაგის და ნერგების
მომზადება.

აქტივობა 4. 22 ნოემბერი თითოეული მოსწავლე


ნერგების დარგვა - წინასწარ პასუხისმგებლობას იღებს
მომზადებული ტერიტორიის ერთ ნერგზე, მის მოვლაზე.
გამწვანება.
აქტივობა 5. 25 ნოემბერი პარალელური კლასის
გახორციელებული აქტივობების მოსწავლეებისთვის და
პრეზენტაცია - მრგვალი მაგიდა. მშობლებისთვის

რესურსები: ფლიპ-ჩარტები, მარკერები, მწვანე ნერგები და ნიადაგის დასამუშავებელი


ინსტრუმენტები. ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა.

მოსალოდნელი შედეგები:

• მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გარემოზე ზრუნვის უნარები და აუმაღლდებათ


ეკოლოგიური ცნობიერება;
• გამოუმუშავდებათ გუნდური მუშაობის უნარები;
• გაიაზრებენ საკუთარ როლს გარემოს დაცვის საკითხში.

შეფასება -

შეფასებას განახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი).

შეფასების კრიტერიუმი
მოსწავლეს შეუძლია:

• გარემოზე ზრუნვა;
• გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა;

რისკები - შესაძლოა ნარგავებმა ვერ გაიხაროს, ამისთვის თითოეულ მოსწავლეს


დაეკისრება მის მიერ დარგულ ერთ მცენარეზე პასუხისმგებლობა (მოვლა/მორწყვა) და
ჩავრთავთ პროცესში ბიოლოგიის მასწავლებელს, საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ
აგრონომს.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეონა თუთბერიძე


მონიტორინგი: მასწავლებელი ახორციელებს მონიტორინგს პროცესის
მიმდინარეობისას
აქტივობები/ვადები 16 ნოემბერი 19-24 ნოემბერი

აქტივობა 1

აქტივობა 2

აქტივობა 3

აქტივობა 4

აქტივობა 5.
ფოტო მასალა:

You might also like