You are on page 1of 4

სოციალური პროექტი

„ხელნაკეთი რესურსები მათემატიკის


გაკვეთილებისათვის’’

პროექტის ავტორი: სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი

მადონა ხუბულია

მონაწილეები - X გ კლასის მოსწავლეები;მშობლები.

პერიოდი -10 .10.2019-28.11.2019წ.

თემის აქტუალობა- თანამედროვე სკოლა და სასწავლო პროცესის წარმართვა წარმოუდგენელია


მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური ჩართულობის გარეშე, რამაც გამოხატულება შეიძლება
ჰპოვოს ისეთი აქტივობის სახით, როგორიცაა მოსწავლეთა მიერ მასწავლებლისა და მშობლების
დახმარებით შექმნილი ხელთნაკეთი სასწავლო რესურსების გამოყენება. მსგავსი აქტივობები
ამაღლებს მოტივაციას და სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის, ხოლო
მოსწავლეს_ შედეგზე ორიენტირებულს.

მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი უნდა შეუწყონ


მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას .სასწავლო პროცესში აუცილებელია
მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსის გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის,
ასევე _მოსწავლეებისთვისაც.

პროექტის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ როგორ და რა ხელთნაკეთი რესურსებით უნდა


ავამაღლოთ სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია,როგორ მოქმედებს რესურსების გამოყენება
სწავლა-სწავლების ხარისხზე და შევქმნათ ეფექტური გარემო, რომ სწავლა უფრო ხალისიანი,
მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. გავაუმჯობესოთ სკოლისა და ოჯახის
მჭიდრო თანამშრომლობით სწავლა-სწავლების პროცესი .

პროექტის ამოცანები
1.სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა ჩართულობის სტიმულირება.

2. მოხალისე მშობელთა შესაძლებლობების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობის დაგეგმვა.

3. მშობელთა ჩართულობით ხელთნაკეთი რესურსების შექმნა

4. სკოლის თემის ჩართვა პროექტის მიმდინარეობაში და საბოლოო დასკვნით ღონისძიებაში.

განხორციელების გზები:

1. პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;


2. შეხვედრა კლასის მშობლებთან;
3. ხაზვის მასწავლებლის მოწვევა იმ გაკვეთილებზე დასასწრებლად სადაც უნდა შეიქმნას
ხელთნაკეთი რესურსები;
4. საგნის პედაგოგის/ სპეციალისტის მიერ მომზადებული თარგების,მოდელების და

ნახაზების გაცნობა და შექმნის ინსტრუქტაჟი;

5. აქტივობათა: ხელთნაკეთი რესურსების შექმნა გაკვეთილისთვის პრაქტიკული


განხორციელება;
6. ხელთნაკეთი რესურსების გამოფენის ღონისძიების მოწყობა;
7. ხელთნაკეთი რესურსებისგაკვეთილზე გამოყენების გეგმის შემუშავება;
8. საბოლოო შეხვედრა- მრგვალი მაგიდა , რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე
მშობლები, მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია.

მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგი

პროექტი ეფექტურად იმუშავებს სასწავლო პროცესის სამივე რგოლის- სკოლა -მოსწავლე -


მშობელი - გააქტიურებაზე. სასწავლო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს და სახალისოს.

განმტკიცდება პოზიტიური დამოკიდებულება საგნის მიმართ, გაუმჯობესდება


ურთიერთობა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის.

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი

პროექტი გაზომავს , რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა -


სწავლების ხარისხს; აამაღლებს მშობელთა ცნობიერებას სასკოლო ცხოვრებაში მათი
მონაწილეობის შესახებ.

რესურსები -მუსიკალური საკრავების მუყაოს მოდელების შექმნისთვის საჭირო მასალა:

ელექტრონული - word excel power point.;ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.

საკანცელარიო- მუყაო,თაბახის ფურცლები, მარკერები,ფლომასტერი,საღებავი, წებო.


შედეგები შეფასდება:

1.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგებით, ჩართული მშობლების რაოდენობითა


და მათი გამოხმაურების საფუძველზე;
2.შექმნილ ხელთნაკეთ რესურსთა ოდენობით ;
3.ადმინისტრაციის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული
მონიტორინგის საფუძველზე.

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი

შიდა მონიტორინგი - პროექტის ავტორი თავად აკვირდება მიმდინარეობას და შედეგს.


გარე მონიტორინგი- ადმინისტრაცია,მშობლები აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა
და შედეგს.

შესაძლო რისკები:

შესაძლოა მშობელთა საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში


მონაწილეობის მიღებაზე ან ხელთნაკეთი რესურსი არ გამოვიდეს სათანადო
რაოდენობის.ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობლების
მოტივაციის ასამაღლებლად და შეირჩევა შესაქმნელი რესურსის უფრო მარტივი ფორმა.

პროექტის კალენდარი :

აქტივობის აღწერა ჩატარების დრო

1 პროექტის იდეის , მიზნისა და ამოცანების დამუშავება 10.10.2019

2 საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება მშობელთათვის, 11.10.2019


სკოლაში დანერგილი ინოვაციების გაცნობა. პროექტის
შესახებ მათი ინფორმირება.

3 მშობელთა მოწვევა მათემატიკის გაკვეთილებზე,სადაც 15.10.2019


უდა შეიქმნას ხელთნაკეთი რესურსები.
4 საგნის პედაგოგის/სპეციალისტის მიერ ხელთნაკეთთა 16.10.2019
რესურსებისათვის მომზადებული თარგების,ნახაზების და
მოდელების გაცნობა და შექმნის ინსტრუქტაჟი.

5 მშობელთა მონაწილეობით თვითნაკეთი რესურსების - 23.10.2019


კუბის, პირამიდა ,მართკუთხა პარალელეპიპედი , კონუსი,
ცილინდრი და ა.შ შექმნა.
6 შექმნილი თვითნაკეთი რესურსების გამოფენა 25.10.2019

7 ხელთნკეთი რესურსების გაკვეთილზე გამოყენების გეგმის 25.10.2019


შემუშავება.

8 საბოლოო შეხვედრა: მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, 27.11.2019


რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე
მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;
9 პროექტის შეფასება: შედეგებზე დაყრდნობით სკოლის 28.11.2019
ადმინისტრაციის,მოსწავლეების, მასწავლებლებისა და
მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

ხელმოწერა:მ. ხუბულია

28.11.2019წ.

You might also like