You are on page 1of 7

პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტი:
„ფინანსური მონაცემების ანალიზი და პროცესების პროგნოზირება“

საგანი/საგნები მათემატიკა

საფეხური/კლასი საშუალო საფეხური, X კლასი

პროექტის განხორციელების 2023 წლის 3 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით (ერთი


დრო შუალედური ანგარიშით).

სასწავლო პროექტის შემსრულებელი ჯგუფი N ....

მოსწავლე
ერეკლე გამყრელიძე
მოსწავლე ლიზი ქავთარაშვილი
მოსწავლე აკა ჩარკვიანი

საპროექტო ამოცანის აქტუალურობა და სასწავლო მიზნები

თემატიკის აქტუალურობა
ეს პროექტი არის პასუხი დროის გამოწვევებზე. მისი
აქტუალობა მომწიფებულია იმის გათვალისწინებით, რომ,
უმეტესწილად, უფროს თაობას თავის დროზე არ ჰქონდა
შესაძლებლობა მიეღო შესაბამისი ცოდნა ფინანსურ
საკითხებში და მათი ინფორმირებულობა ამ სფეროში
შემოიფარგლება პირადი, როგორც წესი, მწირი
პრაქტიკული გამოცდილებით, რაც არ აძლევს
საშუალებას საფუძვლიანი და ღირებული რჩევები

www.oakleaf.ge
პროექტის პორტფოლიო

მისცენ შვილებსა და შვილიშვილებს. ახალგაზრდების


თანამედროვე თაობას კი საბაზრო ეკონომიკის გარემოში
არსებობისთვის ძალზე ესაჭიროება პირადი ფინანსების
მართვაში ელემენტარული უნარების დაუფლება. ბავშვები
ჩვენი მომავალია და ჩვენ მათში უნდა ჩავნერგოთ
ფინანსური კულტურის საფუძვლები, რათა ხვალ ყოველი
მათგანისთვის უფრო ადვილი იყოს ზრდასრულ ასაკში
შესვლა, ზოგიერთისთვის კი მომავალი პროფესიის
არჩევაც გახდეს გააზრებული და შეგნებული
გადაწყვეტილება.

პროექტის სასწავლო მიზნები საშუალო საფეხურის სტანდარტში, რომელიც შემუშავდა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში,
ჩამოყალიბებულია საშუალო საფეხურის მახასიათებლები მისი
მისიისა და მიღწევების თვალსაზრისით:
● მოსწავლემ შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება;
● მოემზადოს უმაღლესი განათლებისთვის და/ან შრომით
ბაზარზე გასასვლელად;
● გამოიმუშაოს 21-ე საუკუნის შესაბამისი აკადემიური და
სააზროვნო უნარები.

მესამე თაობის სასწავლო გეგმაში საშუალო საფეხურის ერთ-


ერთ მისიად მითითებულია:
● საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური
ცოდნის კონსტრუირება;
● მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი,
ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია
გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი
მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური,

www.oakleaf.ge
პროექტის პორტფოლიო

ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების


შესაქმნელად.

წარმოდგენილი პროექტი წარმოადგენს აღნიშნულის მიღწევის


გზაზე ერთ-ერთ ნაბიჯს ⎯ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეს
მოუწევს მათემატიკის სასკოლო კურსის შესწავლისას მიღებული
ცოდნის აქტიური და შემოქმედებითი გამოყენება, პრაქტიკული
უნარების გამომუშავება, გადაწყვეტილებების მიღება.

საპროექტო ამოცანა, პროექტის ამოცანაა: პირველი მოთხოვნილების საკვებ


მუშაობის მიმდინარეობა პროდუქტებზე ფასების ცვლილებების ურთიერთკავშირებისა და
და მოსალოდნელი ტენდენციების დადგენა.
პროდუქტი
პროექტის განხორციელების პროდუქტი: საკვების მარაგების
შექმნის არგუმენტირებული რეკომენდაციების შემუშავება.

ეტაპი 1. შერჩეული პირველი მოთხოვნილების საკვები


პროდუქტების (შეარჩიეთ არანაკლებ ოთხი პროდუქტი
შემდეგებიდან: ფქვილი, ზეთი, შაქარი, კარაქი, რძე, კვერცხი,
ხორცი და ა.შ.) ფასებზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში
და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.

ეტაპი 2. შეგროვილი მონაცემების


მოწესრიგება/კლასიფიკაცია/ანალიზი, სტატისტიკური
მახასიათებლებისა და ტენდენციების დადგენა ⎯ ეს ეტაპი
უნდა დასრულდეს 21 აპრილისთვის და მიღებული შედეგების
მიხედვით უნდა ჩაბარდეს შუალედური ანგარიში.

ეტაპი 3. ყველაზე დიდი გაფანტულობის მქონე ორი


ერთობლიობის შემოწმება წრფივი კორელაციური კავშირის
არსებობაზე.

ეტაპი 4. მიღებული შედეგების აკუმულირება, მარაგების შექმნის


თაობაზე დასკვნა-რეკომენდაციების შემუშავება, რეფერატის
სახით გაფორმება.

www.oakleaf.ge
პროექტის პორტფოლიო

ეტაპი 5. ნაშრომის წარდგენა ელექტრონული პრეზენტაციისა და


პორტფოლიოს სახით ⎯ ჩაბარების დედლაინი 3 მაისია.

პროექტის განხორციელების პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლე მიიღებს აქტიურ


შედეგები მონაწილეობას ისეთ საკვლევ აქტივობებში, როგორიცაა:
• საკვლევი თემის განსაზღვრა;
• კვლევის დაგეგმვა;
• მონაცემების შეგროვება და მოწესრიგება, მონაცემების
წარმოდგენა ⎯ ცენტრალური ტენდენციის საზომების
გამოყენება, დიაგრამების გამოყენება.
• მონაცემების ორი ერთობლიობის (დაწყვილებული
მონაცემების) შედარება/დაკავშირება და შესაბამისი
კანონზომიერების აღმოჩენა/დახასიათება კორელაციის
კოეფიციენტით.
შედეგად, მიიღებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენების, ჯგუფში მუშაობის, ანალიზისა და
გადაწყვეტილების მიღების გამოცდილებას.

მიმართულების მიმცემი • რას ნიშნავს, გავაკეთოთ ყველაზე


საკვანძო შეკითხვები ხელსაყრელი არჩევანი და რა უნდა
ზოგადი კითხვა
ვიცოდეთ ასეთი არჩევანის
გასაკეთებლად?

• რაზეა დამოკიდებული ფასები საკვებ


პროდუქტებზე?
თემატური • იცვლება თუ არა ეს ფასები დროთა
კითხვები განმავლობაში? რატომ?
• რამდენადაა პროდუქტების ფასები
დამოკიდებული ერთმანეთზე?

www.oakleaf.ge
პროექტის პორტფოლიო

• როგორ იცვლებოდა ფასი ფქვილზე


(ზეთზე, შაქარზე, კარაქზე და ა.შ.)
უკანასკნელი რამდენიმე კვირის
განმავლობაში?
• შეინიშნება თუ არა რაიმე
დამოკიდებულება რომელიმე
შინაარსობრივი
პროდუქტების (მაგალითად, ფქვილისა
კითხვები
და ზეთის; ფქვილისა და შაქრის; ზეთისა
და შაქრის; ზეთისა და კარაქის;
ფქვილისა და შაქრის) ფასებს შორის?
• თქვენი აზრით, რომელი პროდუქტის
მარაგის შექმნა ჯობს? რატომ?

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)

პროექტის მსვლელობის ეტაპები შეფასების


შეფასების მეთოდები
საშუალება/ინსტრუმენტები
„ფასების ცხრილების“
პროექტის დასაწყისში ( მეორე შედგენა/შევსება;
ეტაპის ბოლოს, 21 აპრილი) შუალედურ ანგარიშზე
მონაცემების დამუშავების
დაკვირვება.
მეთოდების შერჩევა და
პირველადი შედეგები.

პროექტის დასრულებისას (3 მაისი) ჯგუფური ინტერვიუ, საბოლოო შედეგები და


პრეზენტაციისა და პროექტის სრული პორტფოლიო.
რეფერატის ანალიზი.

შეფასების მოკლე მონახაზი პროექტზე მომუშავე ჯგუფის ყოველი წევრი შეფასდება 10-
ქულიანი სისტემით შემდეგი სქემის მიხედვით:

www.oakleaf.ge
პროექტის პორტფოლიო

• მონაცემთა მოპოვება ⎯ მაქსიმუმ 2 ქულა;


• მონაცემთა წარმოდგენა ⎯ მაქსიმუმ 2 ქულა;
• ცალკეული სახის მონაცემთა დამუშავება ⎯
მაქსიმუმ 2 ქულა;
• დაწყვილებულ მონაცემთა დამუშავება ⎯ მაქსიმუმ 2
ქულა;
• პროექტის მიმდინარეობისა და დასკვნების წარდგენა
⎯ მაქსიმუმ 2 ქულა.

სხვა საკითხები

მონაცემთა მოპოვება-წარმოდგენა-ანალიზისა და
წინარე ცოდნა ოპტიმიზაციის ამოცანების შესახებ საწყისი ცოდნა 10
კლასის მათემატიკის სტანდარტის მოცულობით.

სასწავლო პროცედურები • ჯგუფში დავალებათა განაწილება;


• მონაცემების მოპოვება და კლასიფიკაცია;
• მონაცემთა წარმოდგენა თვალსაჩინო ფორმით
(მაგალითად, ცხრილებით);
• მონაცემთა დამუშავება და კავშირების ძიება;
• ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად
არგუმენტების მოძიება;
• დასკვნების გამოტანა;
• პროექტის მიმდინარეობისა და დასკვნების
წარმოდგენა პორტფოლიოს სახით.

• კომპიუტერი;
პროექტისთვის საჭირო • საქაღალდე;
რესურსები • კალკულატორი.

www.oakleaf.ge
პროექტის პორტფოლიო

ბეჭდური მასალები • სახელმძღვანელო.

• https://ka.khanacademy.org/math/statistics-
ინტერნეტ რესურსები probability/describing-relationships-quantitative-
data/scatterplots-and-correlation/a/correlation-coefficient-
review;
• https://www.indeed.com/career-advice/career-
development/how-to-calculate-correlation-coefficient.

სხვა რესურსები

www.oakleaf.ge

You might also like