You are on page 1of 12

სილაბუსი

სასწავლო კურსის საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები


სახელწოდება
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია - სტუდენტებს მიაწოდოს ფართო
ინფორმაცია საქართველოში არსებული ბუნებრივი და კულტურული
ობიექტების ტურისტულ-რეკრეაციული თავისებურებების შესახებ.
ასევე ტურიზმის ტერიტორიული ორგანიზაციის, მატერიალური
ბაზისა და ინფრასტრუქტურის, ძირითადი ტურისტული ცენტრებისა
და საკურორტო ობიექტების, მათი თანამედროვე მდგომარეობისა და
ტურისტული ნაკადების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სწავლება-სწავლის მეთოდები ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად
მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად
დებულებებს, განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა
მთავარი საკითხების, ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი.
ლექცია უნდა უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი
დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ
შეცნობას ზედმეტი დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის
უნდა იყოს ლოგიკურად დასრულებული.

ჯგუფური (collaborative) მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება


გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის
სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად
ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის
დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე
შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს
ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა
სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

დამოუკიდებელი მუშაობა - ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი


ცოდნის სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი
მუშაობით. სტუდენტს უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა
საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი და საკითხების
დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც დამოუკიდებელი
აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების სტიმულირების

1
საშუალებაა.
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი - ამ მეთოდს
მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში
ლექტორი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო
მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და
გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.

წიგნზე მუშაობის მეთოდი - დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი


მასალის გაცნობა, დამუშავება და ანალიზი.

წერითი მუშაობის მეთოდი - გულისხმობს შემდეგი სახის


აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის
დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს
შესრულება, და ა.შ.

დისკუსია/დებატები - ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი


ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად
ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას.
დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ
შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული
შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და
საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს


კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის
შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად
განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის
ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი
შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია
სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და
შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:

 პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.


 დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის
ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა
(ძირითადად დაფაზე).
 გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე
მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
 კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების
კრიტერიუმების განსაზღვრა.
 შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული
კრიტერიუმებით.
 უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული

2
პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის


ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიიღწევის
თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში
უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით
მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება
შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე
სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ
სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ,
თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე
დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს
საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს
ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის
ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის
სახით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა
მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
 საგნის ათვისების შედეგად სტუდენტს აქვს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს საქართველოს
ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ტერიტორიული ორგანიზაციის, ბუნებრივ-
რეკრეაციული, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების სისტემის სივრცითი
კომპლექსების მახასიათებელთა ხარისხობრივი თავისებურებების გააზრებას;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:
 საერთაშორისო ტურიზმის სფეროში აპრობირებული ტურისტული პროცესების ექსპერტული
შეფასების მეთოდიკის გამოყენება, საქართველოს ცალკეულ ტურისტული ატრაქტივობის მქონე
ადგილების შერჩევის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
 მიღებული კვლევის შედეგების დაჯგუფება, ტურისტული მარშრუტების მარკირება და
ტურისტული ინტერესების ინტერპრეტაცია.
 საქართველოს ტურისტულ სივრცეში საინვესტიციო გარემოებებისა და გრძელვადიანი ბიზნეს-
პროექტების მოდელების შედგენის უნარ-ჩვევების შეძენა.
დასკვნის უნარი:
საგნის შესწავლით სტუდენტს შეუძლია:
 მონაცემების შეგროვება და განმარტების მიცემა, ასევე განზოგადოებული მონაცემებისა და
სიტუაციების (საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების SWOT - ანალიზი)
მიმოხილვა სტანდარტული (დაკვირვებები, ანალიზი) და ცალკეული მეთოდის (GIS
სისტემები) გამოყენებით დასაბუთებული დასკვნის უზრუნველყოფა;
კომუნიკაციის უნარები:
 კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ცხრილების, დიაგრამების შედგენა;
 გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებისა და ინფორმაციის დახარისხების, ინტერნეტიდან და სხვა
წყაროებიდან მოპოვების, დამუშავების და შედარებითი ანალიზის უნარი.
სწავლის უნარი:
3
 დისციპლინის ათვისების შედეგად სტუდენტი უზრუნველყოფილია საკუთარი სწავლის
პროცესის თანმიმდევრული და მრავალმხრივად შეფასების, შემდგომი სწავლის გაგრძელების
საჭიროებების დადგენის განსაზღვრით.
ღირებულებები
 მონაწილეობს საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შერჩევის, ხარისხობრივი
მახასიათებლების (ატრაქტივობის) გამოვლენაში - ღირებულებების ფორმირებისა და შეფასების
პროცესში და თავად უწყობს ხელს ღირებულებების შექმნას - ადეკვატურად აფასებს
საქართველოში ტურისტული ნაკადების ფორმირებაზე მოქმედ კომპონენტებს.
შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად
მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება.
ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით


კომპეტენციის ზღვარის დაძლევა (შუალედური შეფასების 30 %-ს - არანაკლებ 21 ქულის
დაგროვება).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური


შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

FX შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე
სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო შეფასება

აქტივობა 52 ქულა შუალედური დასკვნითი გამოცდა 30 ქულა 100 ქულა


გამოცდა 18 ქულა
აქტივობა აქტიურობა-52 ქულა, რომელიც შედგება:
ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის სააუდიტორიო აქტიურობა
ფასდება ერთი კვირის განმავლობაში 3 ქულით, სულ 14 ჯერ: 14x3=42
4
(პირველ სასწავლო კვირას სტუდენტი არ ფასდება). მოწმდება
სალექციო მასალის ცოდნის დონე, აქტიურობის ხარისხი, დასმული
შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა, მიღებული ცოდნის
პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი,
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის უნარი,
განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და
თანმიმდევრულად მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა,
კამათის კულტურის ფლობა, საშინაო და სააუდიტორიო
დავალებების შესრულება და სხვ.)
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:
3 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით
კარგად ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას,
შესრულებული აქვს საშინაო დავალება, დასმულ შეკითხვებზე
პასუხები სრულყოფილი, სწორი და დასაბუთებულია, არ უშვებს
შინარსობრივ შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების ხარისხი
მაღალია; ფლობს კამათის კულტურას.
2 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებულ მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო
დავალება, მაგრამ აქვს მცირეოდენი შეცდომები; დასმულ
შეკითხვებზე პასუხისას უშვებს მცირე შეცდომებს; ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი კარგია.
1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს.
დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები ხშირ შემთხევაში
მცდარია, ლიტერატურის დამუშავების ხარისხი დაბალია.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს.
დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან
პასუხი შეკითხვის შესაბამისი არ არის, ლიტერატურა საერთოდ არ
არის დამუშავებული, სტუდენტი არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ
ფლობს კამათის კულტურას.

პრეზენტაცია 10 ქულა (სულ 2 პრეზენტაცია)


ერთი პრეზენტაცია ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით შემდეგი
კრიტერიუმებით:
ა)პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე, წყაროების გამოყენება- 2
ქულა
2 ქულა - პრეზენტაციას გააჩნია სრული მონაცემები, აღინიშნება
სხვადასხვა წყაროების დიდი რაოდენობით გამოყენება, თემა
სრულად არის გაშუქებული;
1 ქულა - შეზღუდულია მონაცემები, დასკვნები არ არის გაკეთებული,
ნაკლები წყაროა გამოყენებული;
0 ქულა - საერთოდ არ არის არც ერთი წყარო გამოყენებული,
შინაარსი არ არის სწორად გადმოცემული.
5
ბ)პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება)-1 ქულა
1 ქულა - გაფორმების ყველა პუნქტი დაცულია, პრეზენტაციის ფონი
კარგად აღიქმება, სლაიდები პრეზენტაციის თემის შესაბამისია,
სლაიდების გაფორმებაში გამოყენებულია სხვდასხვა სახის
საშუალებები;
0 ქულა - სლაიდები და გაფორმების სხვა საშუალებები არ არის
გამოყენებული;
გ) პრეზენტაციის ტექნოლოგია/კონტაქტი აუდიტორიასთან - 2 ქულა
2 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან დამყარებულია და ეფექტურია,
მეტყველება სწორი, კარგი და საინტერესოა, აუდიტორიის რეაქცია
ადეკვატურია;
1 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან სუსტია, ხანდახან უინტერესო,
პრობლემების წამოჭრა არ ხდება, აუდიტორია განიცდის სირთულეს
პრეზენტატორისა და პრეზენტაციის აღქმის პროცესში;
0 ქულა - კონტაქტი პრეზენტატორსა დ აუდიტორიას შორის
დაკარგულია, აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას.
შუალედური გამოცდა შუალედური გამოცდის ბილეთში მოცემულია 2 თეორიული
საკითხი, თითოეული ფასდება 5 ქულით და 8 ტესტური დავალება
ფასდება 8 ქულით.
ერთი თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს
ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღინიშნება
მცირეოდენი შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
აღინიშნება რამოდენიმე არსებითი შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული,
ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია
საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

ტესტური დავალება, სულ 8 ქულა - მოცემულია 8 ტესტური


6
დავალება. ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი
პასუხია სწორი. თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით,
არასწორი პასუხი-0 ქულით.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის ბილეთში მოცემულია 2 თეორიული საკითხი,
თითოეული ფასდება 5 ქულით და 20 ტესტური დავალება ფასდება
20 ქულით.
ერთი თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს
ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღინიშნება
მცირეოდენი შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
აღინიშნება რამოდენიმე არსებითი შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული,
ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია
საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

ტესტური დავალება, სულ 20 ქულა, მოცემულია 20 ტესტური


დავალება. ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი
პასუხია სწორი. თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით,
არასწორი 0 ქულით.
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. გაბუნია ივ. საქართველოს რეკრეაციული (საკურორტო-
ტურისტული) რაიონები. თბ., 2005 სსუ ბიბლიოთეკა
2. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები. თბ., 2010
სსუ ბიბლიოთეკა
3. ღვინჯილია მ. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული
რესურსები რიდერები). სეუ-ს ბიბლიოთეკა, 2018
დამხმარე ლიტერატურა 4. არდია მ. სამეგრელო. სამეგრელოს სამხარეო ცენტრი, თბ., 1999
5. საქართველოს კურორტებისა და საკურორტო რესურსების
7
ატლასი. თბ., 1989
6. რეგიონალური ტურისტული რუკები (1: 230 000). Geolend. 2010
7. ბროშურები:
 კოლხეთის ეროვნული პარკი, 2005
 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, 2007
 თუშეთის ეროვნული პარკი, 2009
ონლაინ წყაროები: www.travel.ge
www.georgintours.ge
www.geoland.ge
www.travel.guid.orc
www.rafting.ge
ინფორმაციები სტუდენტებს წარედგინებათ სლაიდ-შოუს სახით

სასწავლო კურსის შინაარსი

სასწავლო სწავლა-სწავლების სთ. თემატიკა


კვირა მეთოდები
I ლექცია 1 საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მიმოხილვა ტურიზმის
კვირა განვითარების თვალსაზრისით. მდებარეობის
განმსაზღვრელი ფუნქცია ტურისტულ-რეკრეაციული
რესურსების ფორმირებაში. ბუნებრივ-რეკრეაციული
რესურსების კლასიფიკაცია. რელიეფი და მისი როლი
სპორტული-ტურიზმისა და ექსტრიმის განვითარებაში.
საქართველოს მღვიმეები და სპელეოტურიზმის რესურსები.
საქართველოს სამთო-სპორტული მარშრუტები.
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: „საქართველოს გეოგრაფიული
მდებარეობა, როგორც ტურიზმის განვითარების წინაპირობა“
II ლექცია 1 ჰავა, მისი ნიშნების როლი ტურისტულ-რეკრეაციული
კვირა მეურნეობაში. საქართველოს საკურორტო-კლიმატური
ზონები. საქართველოს კლიმატური კურორტების
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ფუნქცია და
კურორტოლოგიური პროფილი. მოქმედი და ამორტიზე-
ბული ცენტრების ანალიზი. თოვლის რესურსების როლი
სამთო-სათხილამურო სპორტული ტურიზმში
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: „სპელეოტურისტული ობიექტები
საქართველოში“
III ლექცია 1 საქართველოს ბალნეო-რეკრეაციული რესურსები.
კვირა ბალნეოაბაზანის ცენტრები. მინერალური წყლების
ტიპოლოგია მინერალიზაციისა და ტემპერატურის
მიხედვით. საქართველოს ძირითადი მინერალური წყლები.
სამკურნალო ტალახები. მათი თანამედროვე ექსპლუატაციის
ხარისხი და რეაბილიტაციის გზები.

8
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: „კლიმატის როლი საქართველოს
საკურორტო ინდუსტრიის ფორმირებაში“
IV ლექცია 1 საქართველოს ზღვისპირა რესურსები. პლაჟები-
კვირა თალასოთერაპია, ჰიდროთერაპიისა და აეროთერაპიის
კომბინირებული ეფექტი. წყლის სითბოს, გამჭვირვალობის
და სისუფთავის როლი დაივინგის განვითარებაში.

საქართველოს წყლის რესურსების ტურისტული


ექსპლუატაციისა და ატრაქტივობის თავისებურებები.

ჯგუფში მუშაობა 2 სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და ლიტერატურისა და


ინტერნეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას:
განიხილავენ სიტუაციებს საქართველოს უნიკალური
ბალნეოცენტრების სამკურნალო-ტურისტული
თავისებურებების შესახებ.

V ლექცია 1 ეროვნული პარკები და სამონადირეო ტურიზმის ცენტრები.


კვირა ტყის რესურსები: მწვანე ზონები, პარკები, ტყე-პარკები.
ბიომრავალფეროვნება და ბერდვოჩინგი. სამონადირეო ზოო-
და იხტიოფაუნა საქართველოში. მწვანე ზონის ტყეების
ეკოტურისტული ფუნქცია. პოპულარული ეკოტურისტული
მარშრუტები.

ჯგუფში მუშაობა 2 სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და ლიტერატურის


ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას: მთის
მდინარეებზე ჯომარდობისა და რაფტინგის სპეციფიკის
შესახებ; მათ ურიგდებათ სხვადასხვა სიტუაციები -
მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების საბანაო-
რეკრეაციული ფუნქციის, მყინვარებისა და ჩანჩქერების
ტურისტული ატრაქტივობის შესახებ. ჯგუფები აანალიზებენ
მათთვის მიცემულ სიტუაციას, აცნობენ ერთმანეთს,
გამოაქვთ დასკვნები, ახდენენ ურთიერთშეფასებასა და
თვითშეფასებას; ადგენენ თეზისებს.

VI ლექცია 1 საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების როლი


კვირა კულტურულ ტურიზმში.კულტურული ტურების დაგეგმვის
მენეჯმენტი საქართველოს რეგიონებში

პრეზენტაცია 2 პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს დაცული


ტერიტორიული სისტემები“

9
(ინდივიდუალურად 1-1 თემა თითოეულ სტუდენტს)

VII შუალედური 2 იხ.შეფასება


კვირა გამოცდა

VIII ლექცია 1 საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რაიონების


კვირა ზოგადი მიმოხილვა. დარაიონების მოკლე ისტორია.
აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონის
რესურსული პოტენციალი.

ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: „საქართველოს ტურისტულ-


რეკრეაციული რაიონების შექმნის წინაპირობები“

IX ლექცია 1 კახეთის ტურისტული პოტენციალი. ღვინის ტურიზმი


კვირა (ღვინის გზა) და კულტურული ტურიზმის ცენტრები.
ტურიზმი ტბების მხარეში.

ჯგუფში მუშაობა 2 პრაქტიკული: დეფაქტო აფხაზეთში ტურისტული


პოტენციალის შედარებითი ანალიზი

X ლექცია 1 აჭარის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონების მიმოხილვა.


კვირა მაღალმთიანი აჭარის სამთო-სათხილამურო, კლიმატური და
ბალნეოლოგიური ცენტრები. ზღვისპირა აჭარის საზღვაო-
რეკრეაციული რესურსები. განთავსების საშუალებები და
ტრანსნაციონალური ტუროპერატორული კომპანიები
აჭარაში.
ჯგუფში მუშაობა 2 სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და ლიტერატურის
ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას: კახეთში
ღვინისა და ტბათა სისტემებში ტურიზმის განვითარების
შესაძლებლობების შესახებ

ლექცია 1 ცენტრალური შავიზღვისპირა რაიონის ტურისტული


XI რესურსები. სამეგრელოსა და გურიის ტურისტული
კვირა პოტენციალი. ზღვისპირა ტურისტული ცენტრები და სპა
კურორტები. სამთო კლიმატური კურორტები.
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: „Ivent მენეჯმენტი, როგორც ტურიზმის
სეზონის გამახანგრძლივებელი პირობა აჭარაში“

XII ლექცია 1 ქუთაისის ტრრ. იმერეთის ტურისტულ-რეკრეაციული


კვირა რესურსები. მღვიმეების სპელეოტურისტული და
სპელეოთერაპიული ფუნქცია. ბალნეოლოგიური ცენტრების
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თავისებურებები.
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: „სათავგასავლო ტურიზმი სამეგრელოსა
და გურიაში“

10
XIII ლექცია 1 სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ტრრ. სპორტული და სამთო-
კვირა სათხილამურო ცენტრების მიმოხილვა. ექსტრემალური
ტურები მაღალმთიან რეგიონებში. ბალნეოკლიმატური
ცენტრების ანალიზი.

ჯგუფში მუშაობა 1 სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და ლიტერატურის


ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას: რეგიონში
არსებული სპელოტურიზმის მოქმედი და პერსპექტიული
ცენტრების მდგომარეობის შესახებ; მათ ურიგდებათ
სხვადასხვა სიტუაციები - მომსახურეობის კლასების
სხვადასხვაობის შესახებ. ჯგუფები აანალიზებენ მათთვის
მიცემულ სიტუაციას, აცნობენ ერთმანეთს, გამოაქვთ
დასკვნები, ახდენენ ურთიერთ- და თვითშეფასებას.

XIV ლექცია 1 სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონების


კვირა ანალიზი.კულტურული ტურიზმის ობიექტების
შემეცნებით-ტურისტული თავისებურებები.

პრეზენტაცია 2 დისკუსია თემაზე: „სვანეთის სამთო და სამთო-


სათხილამურო ცენტრების განვითარების ასპექტები“

XV ლექცია 1 ბორჯომ-სურამის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონის


კვირა ანალიზი.სამთო და სამთო-სათხილამურო ტურიზმის
ცენტრები.ეროვნული პარკი და ბალნეოკლიმატური
კურორტები.

ჯგუფში მუშაობა 2 სტუდენტები ქმნიან ჯგუფებს და სხვადასხვა


ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ სწავლას თემაზე:
სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ-კულტურული ფენომენები,
მუზეუმ-ნაკრძალები და ა.შ. ჯგუფები აანალიზებენ მათთვის
მიცემულ სიტუაციას, შედეგებს აცნობენ ერთმანეთს,
გამოაქვთ დასკვნები ახდენენ ურთიერთშეფასებასა და
თვითშეფასებას; ადგენენ თეზისებს.
ლექცია 1 თბილისისა და აღმოსავლეთ კავკასიონის ტურისტულ-
XVI კვირა რეკრეაციული რაიონების ანალიზი.სამთო და სამთო-
სათხილამურო ტურიზმის ცენტრები.თბილისის
კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები.

პრეზენტაცია 2 პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს ბალნეოტურისტული


ცენტრები“

(ინდივიდუალურად 1-1 თემა თითოეულ სტუდენტს)

11
XVII- დასკვნითი გამოცდა-3
XVIII
კვირა
XIX-XX დამატებითი გამოცდა ჩატარდება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
კვირა არანაკლებ 5 დღეში

12

You might also like