You are on page 1of 36

B და B1 კატეგორიის ტერმინები:

ტრანსპორტი (მანქანები):

1. სატრანსპორტო საშუალება (ყველაფერი რასაც ბორბლები აქვს) −


დადის გზაზე , შეიძლება იყოს ძრავიანი ან სხვა ძალის მეშვეობით
გადაადგილდეს (საჭაპანე, ველოსიპედი და ა.შ).
2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − მხოლოდ ძრავიანი
(თვითმავალი) მანქანა, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა,
მოპედისა და სალიანდაგო სატრანსპორტის.
3. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი
სატრანსპორტო საშუალება.
4. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი სატრანსპორტი,
ტრაქტორივით სიჩქარე აქვს - 40 კმ/სთ.
5. მსუბუქი ავტომობილი − B კატეგორია 3 500 კგ-მდე. დასასხდომი
ადგილი არ აღემატება - 8-ს
6. კვადროციკლი − B1 კატეგორია
7. ტრიციკლი − B1 კატეგორია
8. მსუბუქი მისაბმელი − მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
9. მძიმე მისაბმელი- აღემატება 750 კგ-ს
10. ავტომატარებელი − სატვირთო მანქანა , მძიმე მისაბმელით
(ტრაილერი).
11. საჭაპანო ტრანსპორტი − შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით
გადაადგილდება (ცხენი+კაჭკა ).
12. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტი, სიჩქარე -45
კმ/სთ. შედის ველოსიპედის კატეგორიაში.
13. ავტობუსი − მგზავრთა გადასაყვანად , აღემატება 3 500 კგ-ს,
დასასხდომი ადგილები აღემატება 8-ს.
14. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − ელექტროენერგიის
ძალით მოძრაობს, სიჩქარე - 20 კმ /სთ (ბავშვები კატაობენ ხოლმე
ძირითადად))
15. ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – მანქანების ჯგუფი,
რომელსაც მიაცილებს პოლიცია (დაცვა) ჩართული ციმციმა სიგნალებით
16. სატრანსპორტო კოლონა − მანქანების ჯგუფი.
17. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული
სატრანსპორტო საშუალებები, აღიქმება როგორც ერთი მთლიანობა.
18. საწევარი – სატრანსპორტი, რომელსაც ეხსენება კუზაო, ამიტომ
საწევარათი აკრძალულია ბუქსირი.
19. ტრაქტორი − B კატეგორიას აქვს უფლება მართოს ტრაქტორი
რომელიც არ აღემატება 4250 კგ-ს .

გზა
1. გზა – არის ყველაფერი ერთად მაგ. სამანქანო გზა + ტრამვაის
ლიანდაგი + ტროტუარი + გვერდულა + გამყოფი ზოლი + ველობილიკი
და ა.შ.
ცალ - ცალკე ეს ყველაფერი არის გზის ელემენტები - ნაწილები :
გზის კონსტუქციული ნაწილები:
ა) ველობილიკი - ველოსიპედის ბილიკი
ბ) ტროტუარი - ადამინებითვის. ეკვრის გზას
გ) გამყოფი ზოლი – (სამანქანო გზას რომ შუაში თეთრი ხაზი აქვს )
ყოფს მას სავალ ნაწილებად (მერე ეს სავალი ნაწილები იყოფა
მოძრაობის ზოლებად)
2. მოძრაობის ზოლი − საკმარისი სიგანე აქვს რომ ერთ რიგში მანქანებმა
იმოძრაონ.
3. ქვეითთა ბილიკი − განცალკევებული ბილიკი(არ არის გზის
ელემენტი)
4. მიმდებარე ტერიტორია – ეს არის ეზო, საცხოვრებელი მასივი,
ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა ანუ
რაც გზას ეკვრის.
5. დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია(ქალაქი,
სოფელი)
6. საცხოვრებელი ზონა - განაშენაინებული ტერიტიორია (ეზო)
7. გზაჯვარედინი − ერთ დონეზე კვეთა გზების (შეერთება ან განშტოება)
8. რკინიგზის გადასასვლელი − ერთ დონეზე კვეთა, გზისა და
ლიანდაგების.
9. ავტომაგისტრალი − სამანქანო გზა (მწვანე ნიშნით აღნიშნული),
მასზე არ არის გზაჯვარედინი, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგი,
ქვეითთა ბილიკი და ველობილიკი. არ შეიძლება მობრუნება, უკუსვლა,
სიგანეზე მოძრაობა და გაჩერება ჩვენი სურვილის მიხედვით.
10. ქვეითთა გადასასვლელი – ზებრა
11. საგზაო მონიშვნა - გზაზე დახატული ხაზები , ისრები,
მიმართულებები, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან გვაჩვენებს
როგორ ვიმოძრაოთ.
12. მთავარი გზა − ან ნიშნით მიგვანიშნებენ ან ზედაპირის მიხედვით
მივხვდებით. მაგ. ასფალტიანი გზა ღორღიან, ქვიშიან, ქვიან გზასთან
შედარებაში.

სიჩქარე, მანევრირება, მოძრაობა

1. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ


განსაზღვრული ტრანსპორის მაქსიმალური სიჩქარე.
2. მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა,
მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და
ზოლიდან ზოლში გადასვლა.
3. დგომა – დიდხანს (5 წუთზე მეტი ხნით), თუ არ ხდება მგზავრთა
ჩასხდომა-გადმოსხდომა ან რაიმეს დატვირთვა-გადმოტვირთვა.
4. გაჩერება − ცოტა ხნით (5 წუთამდე), ან უფრო მეტი ხნით, თუ ხდება
მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ან რაიმეს დატვირთვა-
გადმოტვირთვა.
5. იძულებითი გაჩერება – რაღაცამ გაიძულა, რაღაც საფრთხემ (მაგ. თუ
მანქანა გაფუჭდა, ან ტვირთი ჩამოცვივდა, ან მძღოლი (მგზავრი) გახდა
ცუდად ან გზაზე მოულოდნელ დაბრკოლებას გადააწყდით.
6. უპირატესობა (პრიორიტეტი) – თქვენი უფლება პირველმა იმოძრაოთ
7. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – თქვენ ვალდებულება, სხვას
დაუთმოთ უპირატესობა
8. გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში
თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე
სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.
9. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა - ავარია – დაშავდა ან დაიღუპა
ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან
სხვა ქონება.
10. მარშრუტი − რას გზასაც გადის ქალაქის ტრანსპორტი პუნქტიდან
პუნქტამდე (საუფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ
დადგენილი გზასავალი.
11. სამუხრუჭო მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო
საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
12. საერთაშორისო მოძრაობა − სხვა ქვეყანაში (შენი ქვეყნის საღვრებს
გარეთ) რომ იმყოფები მანქანით.
ა) ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს;
ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;
გ) ამ სახელმწიფოში იმყოფება დროებით

მანქანის მასა - წონა


1. დაუტვირთავი მასა - ცარიელი მანქანის წონა რაც ამ მანქანის
გამომშვებმა ქარხანამ დაადგინა.
2. სრული მასა − ანუ რამდენს უნდა იწოდნიდეს დატვირთული მანქანა,
ამ წონას ადგენს ამ მანქნაის გამომშვები ქარხანა.
(ანუ დაუტვირთავ და სრულ წონას ადგენს ქარხანა)
3. ნებადართული მაქსიმალური მასა - სახელმწიფოს(მაგ.საქართველოს)
მიერ დაშვებული დატვირთული მანქნის წონა.
4. დატვირთული მასა - ფაქტობრივი მასა − რაც მძღოლმა დატვირთა იმ
მონაკვეთში.

ხილვადობა:
1. დღე-ღამის ბნელი დრო – დაბინდებიდან გათენებამდე.
2. არასაკმარისი ხილვადობა – როცა ბუნებრივი მოვლენების გამო (ბნელ
დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვ.) 300 მეტრზე ნაკლებ მანძილს
ხედავთ.
3. შეზღუდული ხილვადობა − როცა ხელოვნური გარემოების გამო
(მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, ნაგებობა ან რამე
დაბრკოლება) 100 მეტრზე ნაკლებ მანძილს ხედავთ.

ადამიანები:

1. საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ


მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან
ქვეითი.
2. მარეგულირებელი – არეგულირებს მოძრაობას და უფლება აქვს,
საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს
მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა (არ აქვს დაპატიმრების
უფლება)
3. მძღოლი − მართავს მანქანას (მძღოლია მეხრეც და სასწავლო სვლის
ინსტრუქტორ-მასწავლებელიც).
4. ინსტრუქტორ-მასწავლებელი − გათანაბრებულია მძღოლთან
5. მეხრე − პირუტყვის გამრეკი ან გამცილებელი. მეხრეობის უფლება აქვს
16 წლიდან.
6. მგზავრი − იმყოფება - ადის - ჩამოდის ტრანსპორტიდან, მაგრამ არ
მართავს მას.
7. ქვეითი − გადაადგილდება ფეხით ან იყენებს გორგოლაჭებს,
გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს საშუალებას .
ქვეითთან გათანაბრებულია პირი რომელსაც ხელით მიჰყავს ან
გადაჰყავს:
საბავშვო ეტლი
სავარძელ-ეტლი
მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე,
ველოსიპედი
მოპედი
მოტოციკლი
აგრეთვე ინვალიდი, რომელიც ზის სავარძელ- ეტლში
(ასეთმა პირებმა უნდა იარონ გზის ნაპირის მარჯვენა მახრეს)

ნიშნები:
1. საგზაო ნიშანი − გარკვეული ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით
ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც). აწვდის
ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის,
დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ.
2. ძირითადი ნიშანი − უნდა დაიდგას საგზაო მოძრაობის
ორგანიზებისთვის.
3. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − იდგმება ძირითად
ნიშანთან ერთად და აზუსტებს ან ზღუდავს ამ ძირითადი ნიშნის
მოქმედებას ანუ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას.
ადმინისტრაციული:

უმეთვალყურეოდ მიტოვებული პირუტყვის დაიღუპვისას ან დაშავებისას -


მძღოლს არ ეკისრება პასუხიმგებლობა 

ტესტირების ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი. 

სამძებრო - საგამოძიო მოქმედებების ჩატარების დროს - პირადობის


დამადასტურებელი დოკუმენტი.

ავარიის დროს (საგზაო-სატრანსპორტო ჩემთხევა):

აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.


მძღოლი დარჩეს ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.

შეუძლია წავიდეს მხოლოდ 2 შემთხვევაში:


1. თუ დაშავებული წაივანა საავადმყოფოში  (დაბრუნდეს შემთხვევის
ადგილზე) 
 
(არ უნდა მიატოვოს დაშავებუილი ,  უნდა ჩაუტაროს პირველადი დახმარება,
გააყოლოს სხვა მანქანას საავადმყოფოში ან თვითონ გადაიყვანოს).
 
2.  თუ უმნიშვნელო ავარიაა  ‐  მძღოლებს ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე ეშეუძლიათ შექმნან სქემა, მოაწერონ ხელი და წაიღონ საგზაო
პოლიციაში გასაფორმებლად.  

სასწრაფოს გამოძახებისას, დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ საგზაო‐სატრანსპორტო


შემთხვევის ზუსტია დგილი, დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, 
მიახლოებითი წლოვანება,  სასიცოცხლო ნიშნების არსებობა,  ასევე ძლიერი
სისხლდენა. 
 
პირველადი დახმარება შეუძილათ მიიღონ სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისაგან და სხვა უფლებამოსილი პირებისგან.

საბაჟო:
შემოტანა შეიძლება მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ
არის აკრძალული.

საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება ტერიტორიაზე შემოტანიდან


გაფორმების დასრულებამდე.

თუ დეკლარაცია შდგენილია უცხოურ ენაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია,


მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანა.

ერთი დეკლარაციაში ჩაწერილი საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად


(გარდა გამონაკლისი შემთხვევისა) romlis
ნებართვას - გასცემს - საგადასახადო ( da ara დეკლარანტი)

საგადასახადო ვალდებულების დროდ ითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის


დღე.

საბაჟოს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის


1. ჩამორთმევა;
2. რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;
3. განადგურება.

შემოტანილი საქონელი თუ განადგურდა ან დაზიანდა უნდა აცნობოს


საგადასახადო ორგანოს.

ჯარიმები:

ბავშვი - 40 ლ
ღვედი - 40 ლ
ალკოჰოლური სიმთვრალის ზღვარი - 0,3 პრომილზე მეტი

1. ალკოჰოლური სიმთვარალე (თუ პირველად დაგაკავეს)- სრულწლოვანი - 6 თვე.


არასრულწლოვანი (18 წლამდე) - 1 წელი
2. განმეორებითი - 700 ლ + 1 წელი მართ. მოწმობის ჩამორთმევა.
3. ნასვამი, მანამდე სხვა დარღვევისთვის ჰქონდა შეჩერებული მართვის მოწმობა -
1000 ლ

პოლიციელის არდაჯერება (2 ბილეთი):


მდგომარეობის შემოწმების თავიდან არიდება - 3 წელი (მართ. მოწმობის
ჩამორთმევა).
თუ პოლიიელის მოთხოვნაზე არ გაჩერდა - 300 ლ.

მანქანა თუ ათხოვეთ ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ სიმთვრალეში მყოფ


ადამიანს
პირველად - 1000 ლ
მეორედ - 1500 ლ

სიქარის გადაჭარბება
15 კმ/სთ მეტით (მეტი არაფერი) - 50 ლ
15 კმ/სთ მეტით და სავარიიო სიტუაცია - 300 ლ
15 კმ/სთ მეტით და საქონლის, ტვირთის ან ადამიანის მზუბუქად დაზიანება - 500
ლ.
(50 – 300 - 500)

ავარიის ადგილის მიტოვება - 250 ლ

საცნობი ნიშნის არქონა - მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმება 50 ლ.


მანევრირების წესების დარღვევა - 50 ლ
გავლის უპირატესობის დაბრკოლების შექმნა - 50 ლ
ნომრის გარეშე მოძრაობა - 100 ლ

არ აქვს მანქანის მართვის უფლება (საერთოდ) ან შეჩერებული აქვს - 500 ლ


გაუქმებული მართ, მოწმობით (ვადაგასულით) სარგებლობა - 150 ლ

....მოტოციკლეტით ჯგუფურ მოძრაობაში ყოფნა - 20 ლ


მობილურით საუბარი - 30 ლ
1. საწარმო, მომუშავე, მცხოვრები: (ერთი ცარიელი და ყველანაირი
მანქანა)

2. ინვალიდი: (ერთი ცარიელი, პატარა მანქანა, ყველანაირი დგომა)

3. სამარშუტო ტრანსპორტი : ( ერთი ცარიელი, პატარა მანქანა,


ყველა მიმართულება, შესვლა, გაჩერება-დგომა)
ნებისმიერ დროს ( ღამე, დღე) მობუქსირეს უნდა ჰქონდეს წინ ახლო განათების და უკან
გაბარიტული ფარები, საბუქსირეს-ავარიულები

ბუქსირება.

იკრძალება :
მაგისტრალზე - თვითნაკეთი თოკით მოძრაობა, აუცილებლად ახლოში გადაგორდეს.
ორთვლიანი მოტოციკლეტის ბუქსირი ან თვითონ რომ მოიბას სხვა ბუქსირი
ორი ან მეტი გადაბმულობა
საწევარამ რომ მიიბას ბუქსირი
მოყინულ გზაზე ბუქსირი
 

ბუქსირება არის სამი სახის 


1.  მოქნილი - დრეკადი (საბუქსირებელი ტროსი)‐  სიგრძე : 4 ‐ 6   მ‐მდე 
 
იკრძალება :  
გაფუჭებილი საჭე 
გაფუჭებული მუხრუჭი 
მძღოლის გარეშე 

აუცილებელია : 
სულ მცირე  2 ალამი 
მძღოლი 

2. ხისტი (მაგარი, რკინის) 
დასაშვებია უმძღოლოდ
 
3. ნაწილობრივი დატვირთვა ( ევაკუატორი) 
დასაშვებია უმძღოლოდ. 
იკრძალება ორივე მანქანაში (მობუქსირე-საბუქსირე) სხვა ხალხის მჯომა (მგზავრის).

ბუქსირს გასწრება შეუძლია თუ სხვა მანქანა 30კმ/სთ მოძრაობს და ამ შემთხვევაში თვითონ


არ უმატებს დაშვებულ სიჩქარეს-50კმ/სთ.  
 
 
 
ეკო-მართვა
მავნე ნივთიერება იზრდება:
მაღლია სიჩქარის მართვისას.
თუ გაუმართავია გამოსაბოლქი სისტემა.
როცა დიდი ხნით ვდგავართ გავთიშოთ ძრავი. ძრავი უნდა იყოს გამართული.
გამოვცვალოთ ძრავის ჰაერის ფილტრი.
გამოვიყენოთ დაბალი გორვის წინაღობვის მქონე საბურავები.
სიჩქარის შეცვლა უნდა მოხდეს: მაღალ სიჩქარეზე - ადრე, დაბალზე - გვიან.
გაჩერებულ მანქანაზე აქელატორს (გაზს)ხშირად არ უნდა დავაჭიროთ ფეხი. (შუქნიშანთან
მივაგოროთ მანქანა ინერციით)
შუქნიშანთან ინერციით უნდა ვიმოძრაოთ(მივგორდეთ), დავამუხრუჭოთ დროულად.
უნდა ვიმოძრაოთ ქალაქის ტრანსპორტით ან ველოსიპეტით ან რამდენიმე ადამიანმა ერთი
მანქანა უნდა გაზიაროს.
რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად უნდ გავაერთიანოთ მარშუტი.
მანქანა გავრეცხოთ ავტოსამრეცხაობაში.

საწვავის ხარჯის მატებას იწვევს:


საბურავებში დაბალი წნევა(დაშვებული საბურავები).
ცივი ძრავით მოძრაობა ახლო მანძილზე.
ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება.
შავი ფერის გამონაბოლქვი, თუ შევამჩნიეთ მუქი კვამლი, უნდა გავაჩეროთ და შევამოწმოთ
გამართულობა.
პიკის საათში იმიტომ იზრდება საწვავის ხარჯი, რომ ხშირად გვიწევს დამუხრუჭება და
აჩქარება.

საწვავის ხარჯის შემცირება:


თუ გამოვიყენებთ კრუოზკონტროლს (არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს)
ვმამრთოთ დაბალი სიჩქარით
დიდ მანძილზე - წინასწარ უნდა დავგეგმოთ მოძრაობა.
დაბალი სიბლანტის(ღია ფერის) ზეთი.
ტვირთის, საბარგულის, თხილამურების სამაგრის მოხსნით.
აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება.
ბარგი უნდა მოთავსდეს საბარგულში.
ხმაური:
ხმაური შემცირდება ძრავის დაბალი სიჩარის მართვისას.
ხმაურს იწვევს მაყუჩში აირის მოხვედრა, მაყუჩის გაუმართაობა.
ხმაურის შესამცირებლად უნდა ვიმოძრაოდ გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად.

საბურავები:
სწრაფი მოძრაობა იწვევს საბურავებისა და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთას.
ასევე საბურავები იცვითება თუ ზაფხულში ზამთრის საბურავებით ვმოძრაობთ.
საბურავების არ იცვითება თუ საბურავებში წნევა ინსტრუქციით გათვალისწინებულია.

სხვ. :
შიგაწვის ძრავა ითიშება მანქანის დატვირთვა- განტვირთვის დროს.
მანქანის დაძვრსას მცირე ხნით ვიმოძრაოთ დაბალი სიჩქარით , სანამ ძრავა არ გათბება.
კატალიზატორი-შეიძლება დაზიანდეს თუ მანქანის დაქოქვა ხდება ბუქსისრის გამოყენებით.
დაღმართზე მოძაობისას, ისეთი სიჩქარით უნდა ვიმოძაოთ, რომ არ მოგვიწიოს მუხრუჭის
ხშირი გამოყენება.
არ გამოვიყენოთ ხმოვანი სიგნალი მისასალმებლად.
ავტომატურად როცა გაითიშება ბენზინის ჩასახსმელი მოწყობილობა, იმაზე მეტი ნებზინი აღარ
ჩავასხათ.
ძველი ზეთები, საცხებ-საპოხი და აკუმლიტორი ნადგურდება გადამამუშავებელ ცენტრში
პირუტყვი:
მეხრეობა ნებადართულია 16 წლიდან
გზაზე მოძრაობისას:
1.გადარეკვა ხდება დღე - ჯგუებად. თითო ჯგუფში - არაუმეტეს 10  პირუტყვი და 5 
საჭაპანო ტრანსპორტი.
2. ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80‐100 მეტრი.( გასწრების გასაადვილებლად)
თუ გადასარეკი სპეციალური გზაა - გადავრეკავთ ამ გზით, თუ არ არის - გადავრეკავთ
ჩვეულებრივ გზაზე - ჯგუფებად.
3. ჯოგის გადარეკვის დროს , მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, გზის გადასვლის შემდეგ
შეიძლება გამოვიდეს ერთეული ცხოველები.
4. ცუდი ხილვადობისას პირუტყვი საჭაპანე ტრანსპორტი აღვირით უნდა ატაროს და უნდა
ჰქონდეს: წინ და უკან სინათლე და მარცხენა მხრეს

მეხრეს ეკრძალება :
1.მათი გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე (ან უნდა - სპეციალური გზით და ჯგუფებად).
2. გადარეკვა ღამე (სპეციალური გადასარეკების გარდა).
3. პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება;

ველოსიპედი , მოპედი, ორბორბლიანი ელექტრომგორავი:


გზაზე მართვა ნებადართულია: .
ველოსიპედისა და ელექტროთვითმგორავის - 14 წლის პირისთვის
მოპედის – 16 წლის პირისთვის.

გზაზე მოძრაობისას:
ველოსიპედები ( მოპედები, ელექტროთვითმგორავი) -იყოფა კოლონად(ჯგუფებად),
თითოეულში: არაუმეტეს 10-სა, ჯგუფებს შორის მანძილი - 80−100 მეტრი.

დასაშვებია დაბალსიჩქარიანი (მოპედი, ეტლ-სავარძელი, თვითმგორავი, ველოიპედი...)


ტრანსპორტის გზის კიდესთან , მარჯვენა მხარეს ტარება

მხოლოდ ველოსიპედს შეუძლია ტროტუარზე მოძრაობა.


მოპედით ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია.

მანქანის გზებზე გამავალ ველობილიკზე მოძრაობისას ველოსიპედისა და მოპედის


მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ მანქანებს.

მძღოლებს საჭის დაჭერა შეუძლიათ ერთი ხელითაც, ოღონდ ტრანსპორტის ყველა თვალი
უნდა(ბორბალი) ეხებოდეს გზის ზედაპირს.
ავტომობილების კატეგორიები.
B კატეგორია მართავს მხოლოდ - B1
B- ავტომობილი არ აღემატება 3,500 კგ და 8 დასაჯდომს.
სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი - არ აღემატება 4250 კგ-ს,
B1- მოტორიზირებული ტრიციკლი და კვადროციკლი
მისაბმელები:
მსუბუქი - 750 კგ
მძიმე -750 კგ-ზე მეტი (Е)
ВЕ - მსუბუქი მანქანა მძიმე მისაბმელით
СЕ - დიდი მანქანა მძიმე მისაბმელით

ავტომობილების სიჩქარეები:
მოპედი - 45კმ/სთ
ტრაქტორი და თვითმავალი - 40კმ/სთ
თვითმგორავი - 20 კმ/სთ

სულ არსებობს 4 გზა:


საცხოვრებელი ზონა
დასახლებული პუნქტი

გზა (ლურჯი)
ავტომაგისტრალი (მწვანე)

საცხოვრებელი ზონა(ეზო) (ყველა მანქანა) - 20კმ/სთ


დასახლებული პუნქტი (ყველა მანქანა) - 60კმ/სთ

ყველანაირ გზაზე (ლურჯი, მწვანე) ყველანაირი მანქანა დადის 80 კმ/სთ


გარდა მსუბუქი მანქანისა:

მსუბუქი:
მაგისტრალზე (მწვანე) - 110 კმ/სთ
გზა (ლურჯი) - 90კმ/სთ
მსუბუქი ავტომობლი მძიმე მისაბმელით(BE) - 70კმ/სთ
მსუბუქი ავტომობილი სმუბუქი მისაბმელით - 80კმ/სთ
ბუქსირება ყველანაირი მანქანის - 50კმ/სთ
მოძრაობის უსაფრთხოება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კრძალავს:
მუქი მინებით მოძრაობას

აღმასრულებელი და თვითმართველობას აქვს


უფლება მანქანის მოძრაობა შეწყვიტოს დროებითი ბუნებრივი ან ხელონური
წინააღმდეგობების დროს.

თუ შესაბამის ორგანოებს არ შეუთანხმდით არ შეიძლება:

გზაზე ჯიხურის დადგმა, სამგზავრო მარშუტის სხვა გზით გადაყვანა, სპორტული


ღონისძიების ჩატარება, მანქანის გადაკეთება, რაიმე ზედმეტი შუქური ან ხმოვანი სიგნალის
დაყენება, მანქანის ძარის გვერდებზე თეთრი ზოლების დახაზვა.

საგზაო მონაწილეს უფლება აქვს:


გადაადგილდეს კანონის ფარგლებში თავისუფლად
გაასაჩივროს თანამდებობის პირის ქმედება
მიიღოს უფლებამოსილი პირისგან ინფორმაია გზასთან, მოძრაობის შეზღუდვასთან და
მომსახურეობის ხარისხთან დაკავშირებით.

არ შეიძლება ნივთის დაწყობა გზაზე, თუ დააწყო დროეულად უნდა გააფრთხილოს გზაზე


მოძრავისხვა ხალხი.

ტრანსპორტის რეგულირება შუძლია:


1. შინაგან საქმეთა სამინისტროს
2. სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრის
3. ბავშვთა გამცილებელს.

ღვედი უნდა ეკეთოს ნებისმიერ გზაზე. შეუძლია არ იხმაროს თუ მანქანა არ


ითვალისწინებს კონსტრუქიით.

დაღმართზე:
ერთნაირი კატეგორიის მძღოლებიდან გზის დათმობის ვალდებულება აქვს დაღმართზე
ჩამომავალ მანქანას, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღმართზე ამომავალ მანქანას უფრო
ადვილად შეუძლია გზის დათმობა.

სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა (კოლონა) უპირატესია ყველა სხვა


სატრანსპორტის მიმართ.

ავტობუსის მძღოლი უპირატესია − სატვირთო და მსუბუქის მიმართ.

მძღოლმა მოყინულ გზაზე:


უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია.
იზრდება დამუხრუჭებისათვის დრო და მანძილი, ამასთან ნალექი აუარესებს ხილვადობას.
თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ
შეცვლას.
ყველაზე უფრო გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.
მოცურება ხდება ყველაზე უფრო წვიმის დაწყებისას .

ნათელიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს. ღამე რთულია
ერთმანეთის შემჩნევა.

მოცურებისას:
წინაწამყვანღერძიანს - მოუმატოს საწვავის მიწოდება.
უკანაწამყვანღერძიანს - შეუმციროს საწვავის მიწოდება
რომ აიცილოს მოცურება, უნდა მოერიდოს ქუროს მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის
მკვეთრ დაჭერას.

მუხრუჭის დაჭერით მოცურებისას - შეწყვიტოს დამუხრუჭება

საჭის მობრუნებით მოცურებისას - საჭით გაასწოროს

მოსახვევში :
ცენტრიდანული ძალა იზრდება. მკვეთრად დამუხრუჭება ან მაღალი სიჩქარე გამოიწვევს
ტრანსპორტზე კონტროლის დაკარგვას.

მოსახვევში მანქანა უფრო დაცულია გადაბრუნებისაგან - უტვირთოდ და უმგზავროდ და


სიმძიმის ცენტრი თუ ექნება დაბლა.

გუბეში გასვლისას მანქანა შეიძლება მოცურდეს. თუ დაუსველდა ხუნდები გააშროს


სატერფულზე მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.

დაბალი სიჩქარით არ უნდა იმოძრაოს თუ ამის განსაკუთრებული საფუძველი არ ააქვს

თუ ავტომობილს არ ააქვს მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABC)- ისე


დაამუხრუჭოს რომ არ გამოიწვიოს თვლების ბლოკირება

დაუშვებელია დისკების ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა და მათზე ბზარების არსებობა.

აღმართზე მოძრაობის დაწყებისას სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება


ხდება ერთდროულად მოძრაობის დაწყებისას.

ღამე, წინიდან მომავალმა მანქანის ფარებმა, რომ ძლიერეად თვალი არ მოჭრას , მძღოლმა
უნდა იყუროს მარჯვნივ.

„მძღოლის რეაქციის დრო“ არის საფრთხის აღმოჩენიდან საჭირო ზომების მიღებამდე.

ნასვამი - იზრდება რეაქციის დრო


მძღოლის გადაღლილობა და ყურადღების გადატანისას - იზრდება რეაქციის დრო

ღამე, მოპირისპირე მანქანის სიჩქარეს აღვიქვავთ უფრო ნაკლებად, ვიდრე არის.

ნისლიან ამინდში მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.


მჭიდრო ნაკადში (საცობში) მანქანის სიჩქარე უნდა იყოს სატრანსპორტო ნაკადის ტოლი.

ღამე, გასაჩერებელი მანძილი უნდა იყოს მხედველობის არეზე ნაკლები

გასწრებისას, საავარიო სიტუაცის მიზეზია , ის რომ საპირისპიროდ მოძრავ მანქანის სიჩქარეს


ვაფასებთ უფრო ნაკლებს. (გვგონია, რომ უფრო ნელა მოდის)

დიდი ხნის განმავლობაში მაღალის სიჩქარით მოძრაობისას, სიჩქარეს აღვიქვამთ ნაკლებად


(ანუ ვეღარ ვგრძნობთ სიჩქარეს და გვგონია ნელა მივდივართ).

სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის არე ვიწროვდება.

მანქანის ტექნიკური გამართულობა უნდა შეამოწმოს მგზავრობის დაწყებამდე და


მგზავრობისას.

ეკრძალება შემდგომი მოძრაობა:


1.საჭის გაუმართაობისას
2. მუშა მუხრუჭის გაუმართაობისას
3. გაუმართავი მისაბმელით
4. წვიმისა და თოვის დროსგაფუჭებული მინასაწმენდით

ზამთრის საბურავები (ზამთრში) ამცირებს ბუქსაობას.

პირველი სიჩქარით მანქანის ხანგრძლივი ტარებისას საწვავის ხარჯი იზრდება.


საწვავი რომ ბევრი არ დაიწვას უნდა ვიაროთ მდორე აჩქარებით და მდორე შენელებით.

რადიუსების სხვაობას ეწოდება ა დინამიკური დერეფანი

უკუხედვის სარკე:
უნდა იყოს მძღოლის სიმაღლეზე , ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე
სინამდვილეშია და სარკეს ააქვს „უხილავი უბნები“.

ძრავის არასწორი რეგულირებისას საწვავის მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან


გამონაბოლქვი მუქი კვამლი.

დამუხრუჭებისას ხმა და ჭრიალი - ხუნდების გაცვეთაზე მიუთითებს

წყალში მანქანის გარეცხვა არ შეიძლება ნაპირებთან 10 მეტრზე უფრო ახლოს

ზეთის ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგის ხანგრძლივ დაბინძურებას.


1.მძღოლი:
საერთაშორისო მოძრაობა − სხვა სახელმწიფოში მყოფი მანქანა, რომელის
მძღოლიც ამ სახელმწიფოს მოქალაქე არ არის , მანქანა არ არის რეგისტრირებული ამ
სახელმწიფოში;იმყოფება დროებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ქართული ნომრით საზღვარგარეთ გადასული მანქანის მძღოლს უნდა ჰქონდეს:


ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის დოკუმენტი.
უკან მიმაგრებული „GE“ - საეთაშორისო ნიშანი.

იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ


პუნქტთან.

მძღოლის მოვალეობები :
1,. საქართველოში მართვის მოწმობის თარგმანი უნდა იქონიოს მძღოლმა თუ მართვის
მოწმობა არ არის არც ლათინური და არც ქართული ასოებით შესრულებული.
2. უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა, უნდა იყოს ჯანმრთელი.
3. ეკრძალება: მართვის მოწმობის შეჩერებულ ან ჩამორთმეულ პერიოდში ტრანსპორტის
მართვა.
ასევე :ავადმყოფობისას, ნასვამს, ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფს, თუ არსებობს
ამის საფუძველი, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნისა სგაიაროს შემოწმება

მობილურით საუბარი შეუძლია თუ ჩართული აქვს ხმამაღლამოლაპარაკე

4. არ შეიძლება იმდენი მგზავრთა ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მძღოლს


მართვაში ან უზღუდავდეს ხედვის არეს.
5. ღამე სიჩქარის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს

მხედველობის პირობებს.

6. სამარშრუტო ტრანსპორტის და ტაქსის მოცდა შეიძლება გზის ამაღლებულ ბაქანზე,   თუ


ბაქანი არ არის, მაშინ  – ტროტუარზე ან გვერდულაზე.

მგზავრთა გადაყვანა არ არის აკრძალული - მობუქსირე ავტობუსით.


( აკრძალულია- ტრაქტორის, თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო
ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი.)

7. ქვეითთა გადასასვლელზე შესვლისას წინასწარ უნდა დაურწმუნდეს, რომ ის იძულებული


არ გახდება გაჩერდეს მასზე. (არანაირი წინააღმდეგობა არ არის)
მგზავრი:
უნდა ჩაჯდეს ან გადმოვიდეს მანქანიდან ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან, სრული
გაჩერების მერე . შეუძლია ტრანსპორტის სავალი მხრიდან თუ ეს დაბრკოლებას არ შექმნის.

ეკრძალება:
მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა
მოძრავი ტრანსპორტის კარის გაღება

მძღოლი ვალდებულია გზა და უთმოს მოძრავ უსინათლო ქვეითს ნებისმიერ შემთვევაში .

მოხუცი ‐    მოძრაობს უფრონელა,  ვიდრე სხვა შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან


ან დაკარგოს წონასწორება და წაიქცეს, . 

ბავშვები:  
ბავშვთა ჯგუფის გამცილებლის მინიშნებაზე მძღოლმა უნდა დაუთმოს გზა.
რიგში უნდა იყოს არაუმეტეს 2 ბავშვი.

აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა: მანქანის წინა სავარძლით; მოპედით,


მოტოციკლით, მოტორიზირებული ტრიციკლით.(ანუ რასაც დიდი სიჩქარე აქვს)
შეიძლება მხოლოდ მცირე ტრიციკლით (არაუმეტეს 25 კმ/სთ)

ბავშვი 3 წლამდე უნდა იჯდეს მანქანა სუკანა სავარძლში ან ვინმეს კალთაში, რომელიც
არის არანაკლებ 16 .

ბავშვის ყოველთვის უნდა იჯდეს ! დგომით მგზავრობა - აკრძალულია!

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს : ქვეითების < მოხუცების, ინვალიდების,


ბავშვების , ველოსიპედების, სამარშუტე ტრანსპორტის , ავტობუსის , რომელსაც ბავშვები
გადაჰყავს....

ბურთით მოთამაშე ბავშვებს თუ გადმოუვარდათ ბურთი, ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ


გზიზე ბურთის ასაღებად.
გაჩერებულ სატრანსპორტში არ შეიძლება 6 წლამდე ბავშვის მარტო დატოვება. 

ქვეითი:
იაროს:
სავალი გზის ნაპირას ერთ მწკრივად (თუ კი არ არის ტროტუარი)

თუ არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, ქვეითს შეუძლია გზაზე გადავიდეს


იქ, სადაც არ არის ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს , ოღონდ
განსაზღვროს მანქანის მანძილი , სიჩქარე და დარწმუნდეს უსაფრთხოებაში

ქვეითს ეკრძალება ორმხრივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე მოძრაობა.


ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა (თუნდაც
საცხოვრებელ ზონაში) .

ქვეითს შეუძლია იაროს გზის სავალი ნაწილის კიდესთან თუ დიდი ნივთი მიაქვს.

ჩამოქვეითებულ ადამიანს ანუ რომელსაც ხელით გადაჰყავს ტრანსპორტი და სავარძელ-


ეტლით მოძრავ ინვალიდს შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ იარონ გზის
სავალი ნაწილის კიდესთან, მარჯვენა მხარეს 

ტვირთი: 
„არაგაბარიტული ტვირთი“ უნდა აღინიშნოს ნიშნით თუ მანქანას
წინან/დაუკან გადმოწეული აქვს ტვირთი
1  მეტრზე მეტად
2 მეტრზე მეტად
გვერდიდან  ‐ კი  0,4 მეტრზე მეტად .

ტვირთი არ უნდა ცვიოდეს, არ უფარავდეს მძღოლს მხედველობას და მანქანას - სინათლეებს.  

ღამე ან არასაკმარისი ხილვადობისას ტრანსპორტს უნდა ეყენოს:  წინ და უკან  –  


სინათლეები( ფარანი).

 
მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, 
გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, 
სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო 
20
საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან 
მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც 
აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს 
დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის 
30
საშუალებით სარგებლობა‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
ტრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს 
40
დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ 
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა‐ გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის  40
დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით
 გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და 
50
მანევრირების წესების დარღვევა ‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
 სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა ‐ გამოიწვევს 
50
მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, 
„მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა 
50
აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე 
გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო 
საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ‐
50
ზე მეტი სიჩქარით ‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან 
100
სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე 
დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ‐გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით

ტრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ 
გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან 
გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის  150
მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების 
შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო 
საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
საგზაო‐სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან 
საგზაო‐სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან 
250
გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 250 
ლარის ოდენობით.
ატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, 
რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს 
300
საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან 
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 
გადაჭარბება 15 კმ/სთ‐ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან  300
მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების 
500
მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ‐ გამოიწვევს სატრანსპორტო 
საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ს მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ‐ზე მეტი სიჩქარით), 
500
რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა 
ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 
ადმინისტრაციული სახდელი, (შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების 
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის), სატრანსპორტო საშუალების მართვის 
უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა  700
(სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში) ‐ გამოიწვევს 
მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 
შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
(სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში), როდესაც 
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო 
1000
საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − გამოიწვევს 
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის  1000
მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
ტრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან 
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ‐ გამოიწვევს დაჯარიმებას 1000  1000
ლარის ოდენობით.
საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში 
მყოფი პირისათვის) განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500  1500
ლარისოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო 
საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური  6 თვე ლიშენია  
სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო  /18 წლამდე 
საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის −  1წელი ლიშენია  
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის 
მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით  3 წელი ლიშენია 
დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულისი მთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის 
თავის არიდება ‐ გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
სამედიცინო
მძღოლი ვალდებულია გაუწიოს პირველადი დახმარება დაზარალებულს.
თუ საჭიროა საავადმყოფოში გადაყვანა, გააყოლოს მანქანას ან თვითონ წაიყვანოს .
მარტო იმ შემთხვევაში არ უნდა გადაყვანოს დაზარალებული თუ მგზავრობისას უფრო
მეტი ზიანი მიადგება.

დაზარალებულის:
1. შეუმოწმდეს ცნობიერება, სასუნთქი გზები და პულსაცია
თუ არცერთი არ აღენიშნება - გადმოვიყვანოთ კაბინიდან
2. თუ არ ღენიშნება სუნთქვა და პულსი ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი.
3. თუ არ აღენიშნება მხოლოდ სუნთქვა , ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა.
4. პულსი გავუსინჯოთ ყოველ 2 წუთში
5. შოკის დროს დავალევინოთ თბილი სასმელი
6. გულწასული - საფეთქლები დავუზილოთ, ფეხები წამოვუწიოთ.
7. დამწვრობისას - ბუშტები არ გავუხსნათ
8. გოგირდის მჟავით - გადავურეცხოთ უხვი წყლით
9. კანის დამუშავება - იოდით, მხოლოდ ჭრილობის გარშემო
10. არტერიული სისხლდენა - ალისფერი სისხლი, იცლება 10-15 წთ-ში
11. ვენური - მუქი სისხლი
12. წვივ-ტერფი:
რვიანისებური სახვევი; სისხლდენისას ლახტი - ბარძაყზე
წვივის მოტეხილობა - არტაშანი ორივე მხრიდან , თუ არ გვაქვს - მივუბათ ჯანმრთელ ფეხს.
13. ნეკნები - მჟდომარე
14. ლავიწის ძვალი - მჯდომარე
15. ხელის მოტეხილობა - ჩამოვკიდოთ კისერზე, პიჯაკი გავხადოთ ჯერ ჯანსაღ ხელზე მერე
დაშავებულზე. სისხლდენისას ლახტი - მხართან.
კიდურებიდან სისხლდენა - ლახტი ჭრილობის ადგილის ზემოთ. დავიმახსოვროთ
ლახტის დადების ზუსტი დრო
16. ბარძაყი - ზურგზე , ამოვუდოთ ტანსამელი
17. თვალზე - ზურგზე
18. მუცელი - ზურგზე
19. ხერხემალი - ზურგზე
დაზიანებული ხერხემლიანის გადათრევა - მკლევები მხრებ ქვეს შევუცუროთ და
დავუფიქსიროთ ყბა.
ხერხემლისა და კისრის დაზიანებისას ან როცა ეჭვია - არ შეიძლება კისრის მოძრაობა,
ჭრილობაზე შეხება, ნამსხვრევების ჩასწორება.
ზურგის ტვინის დაუზიანებლად ტრამვების სიმპტომებია - კისრისა და ზურგის არეში
ტკივილი.
20. ყველანაირი თავის ტრამვა - გვერდზე დაწოლა
21. თავის თმიან ადგილზე ტრამვა(კოპები) - დავადოთ ყინული ან ცივი საფენი
22. გულ-მკერდის ჭრილობა- ჯანმრთელ გვერდზე
23. ცხვირი - თავი მკერდისკენ.
24. სასუნთქ გზებში უცხო სხეული ანუ თუ ადამიანს რამე გადასცდა - ხელის გული
დავარტყათ ზურგზე
25. უგონო ადამიანს არ მივცეთ სამკურნალო პრეპარატი ანუ წამალი
სამუხრუჭე მანძილი დისტანცია
1. „სამუხრუჭე მანძილი“ არის მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
2. მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე
სისტემა- სამუხრუჭე მანძილი იზრდება. მაგ: თუ უნდა გაეჩერებინა 2 მეტრში, გააჩერებს - 2,
5 მეტრაში.
3. ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას - დამუხრუჭება ძრავით (ტორმუზით).
ა) რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო დაბალი სიჩქარით უნდა იარონ
ბ) ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ ცეპლენიით (თუ “გახალასტოებულია” სიჩქარე)შეიძლება
გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და მუხრუჭების ეფექტურობის შემცირება.
გ) თუ გადავიდა სველ გვერდულზე, დამუხრუჭების გარეშე უნდა შევიდეს გზაზე
4. ექსტრემალურ სიტუაციაში მანქანა გავაჩეროთ მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით
მუხრუჭზე
5. სიჩქარის გაზრდასთან საბურავების მიწასთან შეხების ჩაჭიდება მცირდება.
6. სამუხრუჭე მანძილი დამოკიდებულია- მანქანის სიჩქარეზე, გზის ზედაპირზე,
საბურავების გაცვეთილობაზე.
7. დამუხრუჭების დროს თუ ვერ მოასწარით შუქნიშანზე ან მარეგულირებელზე დროზე
გაჩერება- უნდა გაიაროთ( მკვეთრად არ ამუხრუჭებთ.)
მკვეთრად ამუხრუჭებთ მარტო ავარიის თავიდან აცილების შემთხვევაში.

დისტანცია გზაზე:
დასახლებულში ჩვეულებრივი - არანაკლებ 2 წამის
დასახლებულში მოყინულზე- არანაკლებ 6 წამის.
დაუსახლებელ ჩვეულებრივი - არანაკლებ 3 წამის
დაუსახლებელ მოყინულზე -არანაკლებ 9 წამის

გზებზე დგომა - გაჩერებისას დისტანცია:


ჩვენს წინ ქვეითის გადასასვლელია - 5 მეტრის დაშორებით
მოხვევიდან 5 მეტრის იქით.
გაჩერება გზის კიდესთან - უწყვეტი ხაზიდან 3 მეტრის დისტანციით

გაჩერება-დგომა:
1. გაჩერება და გდომა აკრძალულია: ავტომაგისტრალზე, აქ შეიძლება მხოლოდ სპეციალურ
ადგილას, რომელიც ნიშნით აღინიშნება (ნიშანი - ნაძვი)

2. დასახლებულ პუნქტში, სადაც მოძრაობა დაშვებულია 90 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით


მოძრაობა (ესეთი გზა გაიგივებულია ავტომაგისტრალტან)

ცლმხრივმოძრაობიან გზაზე მარცხენა მხარეს - სატვირტო ავტომობილის.


P
ხიდების, ესკადების და მსგავსი შენობების ქვეშ. ( შეიძლება თუ პარკინგის ნიშანია )
ხიდებზე, ესკადებზე და მსგავს შენობებზე - დგომა.

ხიდზე შეიძლება მხოლოდ გაჩერება თუ სამზოლიანი გზა არის (მგზავრების ცასასხდომად


ან გადმოსასხდომად)
დასაშვებია დგომა - გაჩერება: დასახლებილ პუნქტში - ორ ზოლიან გზაზე.
რკინიგზის გადასასვლელი:
დგომა:
თუ არაფერი არ დგას - არანაკლებ 50 მ. 
თუ შლანგბაუმიცაა, შუქნიშანიც და სდექ ხაზიც, ვჩერდებით „სდექ ხაზთან“;
თუ შლანგბაუმია და შუქნისანიც ვჩრდებით შუქნიშანთან;
თუ მარტო შლანგბაუმი - არანაკლებ 5 მეტრში
გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელის წინ 100 მ მანძილზე (ახლოს)

ლიანდაგ-ზე არ შეიძლება გასწრება, მობრუნება


ლიანდაგა-მდე მისასვლელთან შესაძლებელია უკუსვლა და მობრუნება,

სიგნალები:
თუ მანქანა გაფუჭდა ლიანდაგზე - განგაშის სიგნალი უნდა იყოს ერთი გრძელი და სამი
მოკლე.

შუქნიშნიან კინიგზასთან:
ყვითელი ან გამორთული შუქნიშანი  ‐ შეიძლება მოძრაობა .
წითელ - კრძალავს მოძრაობას.
სასწავლო სვლა
1 ) მძღოლია: ინსტრუქტორ‐მასწავლებელი

3) ტარებისთვის მანქანას უნდა ჰქონდეს: მასწავლებლისთვის დამატებით სატერფალები


(პედლები) , სარკე და ნიშანი „სასწავლო“
4) სწავლება დასაშვებია:
თავიდან - მხოლოდ სპეციალურ მოედანზე , ავტოდრომზე
გზაზე - მხოლოდ მასწავლებელთან ერთად. (თუ რომელ გზაზე- ადგენს ადგილობრივი
თვითმმართველობა.)
სწავლება აკრძალულია:
ავტომაგისტრალზე და საცხოვრეველ ზონაში.
ფარები და ფანრები არსებობს :

1. ფარები: შორი და ახლო განათების


2. ნისლსაწინააღმდეგო ფანარები: წინა- თეთრი ან ყვითელი (ორი მაინც)
უკანა - წითელი
3. გაბარიტული ფანრები: წინა და უკანა ( მანქანის გაბარიტის (სიგანის ) აღსანიშნავად)
4. უკანასვლის ფანარი.

5. მარჯვნივ-მარცხნივ მოსახვევი ფანარი (ე.წ პავაროტნიკები )


6. შუქ-სიგნალიზაცია ანუ ავარიული

ღამე :
როცა ჩვენ ვმოძრაობთ ღამე: აუცილებელია რომ ყველა მანქანას ჰქონდეს ახლო ან შორი განათების ფარები გაბარიტულ ფარებთან ერთად
ჩართული. (გვირაბებშიც იგივეა)
მანქანის მისაბმელსაც უნდა ჰქონდეს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები. (როგორც მოძრაობის , ასევე დგომის დროს)

საჭაპნეზე  (ურიკას )  - ერთი წინ   და ერთი უკანა  და მარცხენა გვერდზე.

ღამე შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე:


1 . დასახლებულ პუნქტში თუ გზა განათებულია 
2.  შემხვედრ მანქანის შემჩნევისას 150 მ. ასევე ახლოს გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზაზე. 
3. თუ შემხვედრი ვერ გამჩნევთ  ‐  დღისით მიანიშნებთ ფარების პერიოდული გადართვა ‐გადმორთვით, ღამე - შორ განათებას ახლო
განათებაზე გადართვა-გადმორთვით.  .  
4. აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას ნებისმიერ შემთხვევაში.
დღე: ახლო განათება
1. ავტობუსით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; 
2. მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
3. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობს.
4. კოლონას
 
საგაბარიტო სინათლეები :  
1. ღამე გაჩერების ან დგომის დროს მანქანა და მის მისაბმელს - წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები. 
 
 
მოპედზე - შორი ან ახლო განათების ფარები  
მიხვეულ ‐ მოხვეულ გზა - შორი ან ახლო განათების ფარები 
 
 
დასახლებულ პუნქტში ‐   საგაბარიტო ნათურების მაგივრად შეიძლება ‐  პარკირების ნათურების ჩართვა თუ მანქანა არის
არაუმეტეს 6 მ სიგრძის და 2 მ. სიგანის და არ აქვს მისაბმელი. 
 
უკუსვლის მაშუქები  ‐  მხოლოდ უკუსვლის დროს :  
 
ნისლსაწინააღმდეგო: 
წინა ‐  თეთრი ან ყვითელი (ორიცალი)
უკანა  ‐  წითელი 
დასაშვებია: დამატებითი სინათლეების დაყენება. (შვუთანხმდეთ შესაბამის ორგანოს (შსს)
აკრძალულია:  ერთად წითელი და თეთრი ფარები ანუ ერთად სხვადასხვა მნიშვნელობის ფარების დაყენება.  
არ უნდა იყოს ახლო განათების ფარების ზემოთ. (ანუ მისი შუქი არ უნდა ფარავდეს ახლო განათების შუქს)  
ძლიერი თოვისას ‐  ირთვება ახლო ნათების ფარები
 
ფარ ‐ პროჯექტორები და ფარ ‐ მაძიებლები შეიძლება მხოლოდ:  
დასახლებულში - სპეც ‐ოპერაციის დროს 
დაუსახლებელში თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი მანქანა.   
 
დასიგნალება: 
მხოლოდ საავარიო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ან დაუსახლებელში გასწრებისას და არ უნდა იყოს იმაზე მეტი ხანგრძლივობის
ვიდრე საჭიროა. 
სახეობები:

1. „სატრანსპორტე საშუალება“ (ნებისმიერი მანქანა) - რაც ძრავით მოძრაობს ან რაიმე


ძალას გადაყავს ანუ ნებისმიერი ბორბლებიანი ტრანსპორტი
2. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“ - ძრავიანი ყველანაირი მანქანა
გარდა: ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის, სალიანდაგო სატრანსპორტო
საშუალების
3. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება“ - გადაჰყავს მგზავრები და მოძრაობს
დადგენილი მარშუტით.
4. „ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ - დადის 40 კმ/სთ (როგორც ტრაქტორი)

B კატეგორია მართავს მხოლოდ - B1


B- ავტომობილი არ აღემატება 3,500 კგ და 8 დასაჯდომს.
სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი - არ აღემატება 4250 კგ-ს,
B1- მოტორიზირებული ტრიციკლი და კვადროციკლი
მისაბმელები:
მსუბუქი - 750 კგ
მძიმე -750 კგ-ზე მეტი (Е)

მასა:
1. დაუტვირთავი მასა (ცარიელი მანქანა) - ქარხანაში დამზადების დროს განსაზღვრული
წონა.

2. „სრული მასა“ ( მანქანა მაქსიმალური ტვირთით) - რაც ქარხანამ დაუდგინა .

3. „დატვირთული მასა“ ( იგივე- ფაქტობრივი მასა) - იმ წუთას (ფაქტის წინაშე)


დატვირთული ტრანსპორტი .

4. „ნებადართული მაქსიმალური მასა“ (დასაშვები წონა) - წონის ნებას რთავს


სახელმწიფო .

სარეგისტრაციო დოკუმენტში, თუ არ არის ჩაწერილი „ნებადართული მასა“, მაშინ ეს არის


„სრული მასა“ ანუ ის რაც ქარხანამ დაამტკიცა

ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მასას.

ხილვადობა:
1. „არასაკმარისი ხილვადობა“ – გვირაბში , ღამე, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა
ბუნებრივი მოვლენების დროს გზის დანახვა 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.
2. „შეზღუდული ხილვადობა“ - მოსახვევი,აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა
ნაგებობი ან გზაზე არსებული დაბრკოლების უზღუდავენ გზას ხედვას 100 მ.

გზა:
„მგზავრი“ - პირი, რომელიც იმყოფება , ადის ან ჩამოდის და არ მართავს მას.

გზა აქვს ნაწილები: ტრამვაის ლიანდაგი, ტროტუარი, გამყოფ ზოლი და ველობილიკი.

გამყოფი ზოლი –კონსტრუქციულად გამოყოფილი.


ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) - კონსტრუქციულად გამოყოფილი
„ტროტუარი“ - კონსტრუქციულად გამოყოფილი .

„ქვეითთა ბილიკი“ - განცალკევებული ბილიკი

„მოძრაობის ზოლი“ - გრძივი ზოლი. რომელსაც აქვს საკმარისი სიგანე ტრანსპორტმა რომ
ერთ რიგში იმოძრაოს.

მიმდებარე ტერიტორია - ეზო, ბენზინგასამართი კალონკა...

გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა,


„რკინიგზის გადასასვლელი“ ‐ გზისთან ერთ დონეზე კვეთა.

დასახლებული პუნქტი და საცხოვრებელი ზონა - განაშენიანებული ტერიტორია.

დღე-ღამის ბნელი დრო - დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.

უპირატესობა (პრიორიტეტი) –უფლება გავიდეს პირველი.

გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) - ვალდებულებულება დაუთმოს გზა .

ტესტირების ფირნიში თავსდება ავტომობილზე, მძღოლის წინა მინის ქვედა მარცხენა


კუთხეში.
მანქანის გამონაბოლქ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ
იქნება ტექნიკურად გამართული ტრანსპორტი,  ხარისხიანი და არაეთილირებული
საწვავით.

დაუშვებელია მანქანის ექსპლუატაცია, თუ გაფუჭებული აქვს :


უკანა ხედვის სარკე, ხმოვანი სიგნალი.
ჟონავს საწვავი, ჟონავს ნამწვი, აერბალონებს პეროდული შემოწმების ვადა აქვთ გასული  

არ გააგრძელოს მოძრაობა:
 
1. სამუხრუჭე, 
2. საჭის. 
3. მისაბმელის
4 . ცუდ ამინდში ‐  მინასაწმენდენდების გარეშე. 
5. ღამე ‐ გაფუჭებული ფარებით იმ გზაზე , რომელზედაც არ არი სხელოვნური განათება. 

სატრანსპორტო საშუალებას თავის დასამაგრებელი უნდა ეყრდნობოდეს კეფაში.

არუნდა იყოს მძღოლის წინ სარკე გაბზარული და დალაქავებული.


 
მუხრუჭი: 
გამართული უნდა იყოს:
სამუხრუჭო, სადგომი სამუხრუჭო ფიქსაციის მოწყობილობა. 

დაუშვებელია :
ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება.
პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური მანომეტრების გაუმართაობა

სარქველების არადამაკმაყოფილებელი მოქმედება,  გაჟონვა


მაკონტროლებლის დაზიანება,
დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა,
ხრუტუნას  გაუმართაობა, 
ბერკეტის ზედმეტი სვლა . 
 
საბურავები: 
საბურავი ზომით და დასაშვები დატვირთვით უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო
საშუალების მოდელს.
დაუშვებელია:
მანქანის ერთ ღერძზე სხვადასხვა პროექტორების (ზომის) საბურავების დაყენება

.საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ: - 1,6 მმ. 

საბურავებში აირის დაბალი წნევა იწვევს საწვავის ხარჯის მატებას, საჭის მართვის


გაძნელებას და საბურავების გადახურებას. 
 
 
საჭის ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს ‐ 10 

 
 

You might also like