You are on page 1of 215

კურსის დასახელება:

საქართველოს ტურისტულ-
რეკრეაციული რესურსები

კურსის ხელმძღვანელი:
მალხაზ ღვინჯილია
2018-2019 სასწავლო წელი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ


შინაარსი
 საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მიმოხილვა ტურიზმის განვითარების
თვალსაზრისით
 ტურიზმის განვითარების ისტორია საქართველოში
 რელიეფი და მისი როლი სპორტული-ტურიზმისა და ექსტრიმის განვითარებაში
 ჰავა და მისი თავისებურებანი ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობისათვის
 საქართველოს ბალნეო-რეკრეაციული რესურსები
 საქართველოს ზღვისპირა რესურსები
 საქართველოს წყლის რესურსების ტურისტული ექსპლუატაციისა და ატრაქტივობის
თავისებურებები
 ეროვნული პარკები და სამონადირეო ტურიზმის ცენტრები
 საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების როლი კულტურულ ტურიზმში
 აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი
 აჭარის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი
 ცენტრალური შავიზღვისპირა რაიონის ტურისტული რესურსები
 სვანეთის ტურისტული ქვერაიონი
 კახეთის ტურისტულ- რეკრეაციული რაიონი
 აღმოსავლეთ კავკასიონის ტრრ
 სამაჩაბლოს ტრრ
 თბილისის ტრრ
 მესხეთ-ჯავახეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი
 ბორჯომ-სურამის ტრრ
საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მიმოხილვა ტურიზმის განვითარების
თვალსაზრისით

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მიმზიდველი ბუნება, კლიმატური პირობები,


მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების სიხშირე, კულტურული
ძეგლების სიმრავლე, მინერალური წყლებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სიუხვე
ქმნის უნიკალურ პირობებს სხვადასხვა სახის ტურიზმის (საავტომობილო, საცხენოსნო,
საფეხმავლო და სამონადირეო, ეკოტურიზმი და სხვ.) განვითარებისათვის.
საქართველოში ამჟამად ორასამდე სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყალი
მოიპოვება. კურორტებს შორის ჰავის, კლიმატისა და მინერალური წყლების სამკურნალო
თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს გორაკ-ბორცვიანი ზოლი.
საქართველოს მაღალმთიანეთებში შესაძლებელია სამთო კურორტების სამთო-
სათხილამურო კურორტად გარდაქმნა, რის შემდეგაც კურორტები შეძლებს დამსვენებელს
წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახუროს და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს.

საკამათო არაა ის საკითხი, რომ ტურიზმის განვითარებასი დიდი წვლილი მიუძღვის


კარგი სეზონის არსებობასაც, საქართველოში გვაქვს როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის
კურორტები რაც ძალიან კარგია და განაპირობებს ტურისტების უწყვეტი ნაკადის
შემოდინებას ქვეყანაში, მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ საქართველოს გააჩნია
პოტენციალი, რომ რამდენიმე საკურორტო ზონა გადაიქცეს ტურისტების მხრიდან
მუდმივი ინტერესის სფეროდ.

საქართველოშიო არის უამრავი უძველესი და საინტერესო კულტურულ–ისტორიული


ძეგლი, რომლებიც უდიდეს ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა მხრიდან. რეგიონის
თითქმის ყველა სოფელში არის მართლმადიდებლური ეკლესია– მონასტრები, რომელთა
ნაწილი უძველეს პერიოდს განეკუთვნება, ნაწილი კი ბოლო წლებშია აშენებული.
მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებით, ტბებით, მდინარეებით, ბუნებრივი მღვიმეებით, რაც
ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს წლის ნებისმიერ სეზონზე.

ტურიზმი სოფლად - როგორც ტურისტული შეთავაზების ახალი ფორმა, ჩამოყალიბდა


დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი,გერმანია, ბელგია და სხვ.), სადაც
მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენდა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობის
მესამე თაობას, რომელთაც აღარ გააჩნდათ მჭიდრო ნათესაური კავშირები სოფლად.
სოფლის გარემოში დასვენების მსურველნი არჩევდნენ მიმზიდველ რეგიონებს
ქალაქგარეთ, ქირაობდნენ საზაფხულო სახლებს, იხდიდნენ ქირისა და მომსახურების
საფასურს, ამდენად მასპინძელ ოჯახებს გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი, რამაც
გამოიწვია დაინტერესება, რომ ეს საქმიანობა საკუთარ (საოჯახო) ბიზნესად გადაექციათ.
აღსანიშნავია, რომ სოფლად ტურისტული მოღვაწეობა პირდაპირ უკავშირდება
ადგილობრივ ინციატივებს.
ამიტომაც თემის მობილიზაცია საერთო მიზნის მისაღწევად არის წარმატების
მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქტიური დასვენება სოფლის გარემოში, სადაც შესაძლებელია
ცხენების, ველოსიპედების და სპორტული აღჭურვილობის დაქირავება, თევზაობა,
ნადირობა, სოკოსა და კენკროვანი ხილის კრეფა, სამკურნალო მცენარეებისა და
მინერალების მოპოვება და სხვ.

შიდა (ადგილობრივი) ტურიზმი საქართველოში მკვეთრად სეზონურია (პიკური


სეზონებია ივლისი, აგვისტო და დეკემბერი, იანვარი, თებერვალი), მაშინ როდესაც
საერთაშორისო «სათავგადასავლო» (აღმოჩენითი) ტურიზმი ზომიერი კლიმატის
პირობებში ხორციელდება (აპრილი, მაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი), ამიტომ
ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის შერწყმის პრობლემა დღეს განსაკუთრებით
მწვავედ დგას, ეს ფაქტორი კი შეიძლება მივიღოთ როგორც კიდევ ერთი გამოწვევა
ტურიზმის დარგში, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მარტივად არის
შესაძლებელი, მთავარია გონივრულად იქნას მოფიქრებული თუ რომელ რეგიონში და რა
სეზონზე ტურისტებს როგორი კატეგორიის ტურებს შევთავაზებთ, არჩევანი
მრავალფეროვანია:

 «სათავგადასავლო» (აღმოჩენითი) ტურიზმი მსოფლიო ბაზარზე სწრაფად მზარდი


სექტორია. ტურიზმის ეს სახეობა დიდ ქალაქებში მცხოვრები მოგზაურებისათვის
ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებისაგან «თავის დაღწევის» მრავალ
შესაძლებლობას იძლევა. ადამიანებს სურთ გაეცნონ სხვა ქვეყნებისა და ერების
უნიკალურ მკმკვიდრეობას, კულტურას, ბუნებას, ამისათვის ისინი გიდებს,
საინფორმაციო მასალას საჭიროებენ და საუკეთესო ტუროპერატორებს ეძებენ.
ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ტურიზმის შემდეგი
სახეობის ტურპროდუქტის წარმოება: _ სათავგადასავლო მოგზაურობათა ტურების
პაკეტი – ერთ-ორ კვირიანი სამოგზაურო ტურების პაკეტი საქართველოსა და სამხრეთ
კავკასიის სხვა ქვეყნების (კომბინირებული) დასათვალიერებლად ტურისტული
პაკეტი მომსახურების შემდეგ კომპლექსს შეიცავს: სასტუმრო და განთავსება,
ტრანსპორტი, გიდი და საექსკურსიო მომსახურება, სამოგზაურო აღჭურვილობა, კვება.
 კულტურულ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება - ასეთი ტურები ტურისტებს
საშუალებას მისცემს იმოგზაურონ, გაეცნონ ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ
მემკვიდრეობას. მოგზაურობა პროფესიონალი გიდების თანხლებით, კომფორტული
ტრანსპორტით ხორციელდება. განთავსება კი სასტუმრო სახლებში, სასტუმროებში
(თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გუდაური და ა.შ.). და პანსიონებში. 17
კულტურული ტურიზმი მოიცავს ტურიზმის ყველა იმ მიმართულებას, რომელიც
დაკავშირებულია ერის ისტორიის, კულტურის,

ეთნოგრაფიის, მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის


პოპულარიზაციასთან.
 რელიგიური და საპილიგრიმო (მომლოცველთა) ტურები – ეფუძნება
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდიდარ ისტორიულ და კონფესიურ
– კულტურულ მემკვიდრეობას. მომლოცველთა ტურები საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივაა.
 საქართველო - ღვინის სამშობლო - ცნობილი ფაქტია რომ სწორედ საქართველოში
ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მეღვინეობის ტრადიციას. საქართველო არის ღვინის
უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს,
რომელთა შორის არის 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და მრავალი ანტიკური
ჭურჭელი. ღვინო არის საქათველოს მემკვიდრეობისა და იდენტურობის ნაწილი,
რომელიც მოიცავს არქიტექტურას, პოეზიას, სიმღერასა და რელიგიას. ღვინო
წარმოადგენს აღორძინების, სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოს. საქართველოში
ვაზის ბევრად მეტი ორიგინალური სახეობაა (500-ზე მეტი) ვიდრე მსოფლიოს
ნებისმიერ ქვეყანაში. რბილი კლიმატი და შავი ზღვით განპირობული ნოტიო ჰავა
ქმნის საუკეთესო პირობებს ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის
განვითარებისათვის
 ზამთრის სპორტული ტურები – დასვენების სანახაობითი ტური. გუდაურის
საერთაშორისო სათხილამურო კურორტი კავკასიაში სთავაზობს: ალპური
სათხილამურო სპორტისა და სათხილამურო სპორტის- სნოუბორდის ტურპაკეტებს.
ახალ თავგადასავლებს: სამდინარო რაფტინგს. სამთო ველოსპორტს. პარაგლაიდინგსა
და სხვა სანახაობებს. ყველაფერი ეს უცხოელ ტურსიტთა ჯგუფებისა და
ცნობისმოყვარეთა კლუბებისათვის საინტერესოა
 სამთო ტურიზმი - ქვეითი ტურიზმის ერთ-ერთი სახეა. მთები ბევრად უფრო
რთულ მარშუტს სთავაზობს ტურისტს. მთაში მოგზაურობისას საჭიროა უფრო
დეტალური რუკა.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების
ხელშეწყობა და ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია;
შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპუ-
ლარიზაციის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული, კულტურული, მარკე-
ტინგული და სხვა ღონისძიებების (ფოტო ტურები, სპექტაკლები, გამოფენები, კონცერტები
და სხვადასხვა სპოტული აქტივობები (კლდეზე ცოცვა, ველოტური, თხილამურებით
სრიალი, ჯომარდობა და სხვა)), გარკვეული სარეკ-ლამო აქტივობების დაგეგმვა და
განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის რეკლამირებას არა მარტო ერთ
კონკრეტულ ქვეყნაში, არამედ იმ ქვეყნების მოსახლეობაშიც, რომლებიც წარმოდგენილები
იქნებიან ღონისძიებებზე;
საქართველოს ტურისტული პოტენციალის, არსებული ტურისტული პროდუქტების
შესახებ ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით სარეკლამო მასალების
მომზადება (ბეჭდვითი, აუდიო და ვიდეო პროდუქცია, სასაჩუქრე აქსესუარები);
შიდა და საერთაშორისო ტურისტისათვის საქართველოს შესახებ ინფორმა-ციის
სწრაფად და ეფექტურად მიწოდების მიზნით ინტერნეტ-სივრცეში საძიებო სისტემის
დახვეწა და პრიორიტეტულ ბაზრებზე ვებ-მარკეტინგის კამპანიის ჩატარება;
სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი მას-მედიის საშუალებებისა და მსხვილი ტურ-
ოპერატორებისათვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზება საქართველოს რე-
გიონებში;
საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოზიციონირებისა და ტურისტული
ნაკადის გაზრდის მიზნით კერძო სექტორთან ერთად საერთაშო-რისო გამოფენა-
ბაზრობებში მონაწილეობის მიღება;
საქართველოს დღეების ორგანიზება ქვეყნისათვის პრიორიტეტულ ბაზრებზე (ქვეყნის
ტურისტული სტენდი, სამზარეულოსა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქართული
კერძებისა და ღვინის დაგემოვნება, ცნობილი შემსრულებ-ლების მონაწილეობით
კულტურული ღონისძიებების გამართვა);
ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალი ერთეულების შექმნა და არსებუ-ლების
განახლება, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების დამზადება და რეგიონებში
განთავსება;
სტატისტიკური კვლევების ჩატარება და საერთაშორისო ბაზრების შესწავლა
შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად, მსოფლიოში ტურიზმის სფეროში
არსებული სტანდარტების დანერგვა და უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება (საერთო პროექტები, კონფერენციები, ფორუმები,
სემინარები, ეკონომიკურ კომისიებსა და სამუშო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი
საქართველოში მასპინძლობა).
ტურიზმის სამართლებრივი რეგულირება. საქართველოში ტურიზმის სფეროს შემდეგი
კანონები არეგულირებს:
1. საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული
დაცვის ზონების შესახებ“;
3. ტურიზმის ქარტია.
საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ არეგულირებს
ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს. მოცემული
კანონის შესაბამისად საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული
სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს. ქვეყნის პოლიტიკას ტურიზმისა და კურორტების
დარგში განსაზღვრავს პარლამენტი, ხოლო პრეზი-დენტი უზრუნველყოფს ერთიანი
პოლიტიკის გატარებას და ამტკიცებს სანიტა-რიული დაცვის ზონებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონით „ტურიზმისა და კურორტების
შესახებ“ უცხოელი ტურისტების მიღება, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე
განიხილება, როგორც ტურისტული მომსახურების ექსპორტი, ამიტომ საქართველოს
საგადასახადო კოდექსით ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე
უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის ტურისტული
მომსახურების პაკეტის მიწოდება იბეგრება დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით.
საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგლების სანიტა-რიული
დაცვის ზონების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს კურორტისა და საკურორტო
ადგილებში საწარმოთა განთავსების, სამეწარმეო საქმიანობის, ბუნებ-რივი სამკურნალო
რესურსებით სარგებლობისა და მოსახლეობის განსახლების აუცილებელ პირობებს.
აღნიშნული კანონის მიზანია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისე-ბების
შენარჩუნება და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისგან დაცვის მიზნით
სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა. მოცემული კანონის მიხედვით, საქართველოს
ტერიტორიაზე გამოიყოფა სანიტარიული დაცვის სამი ზონა, კერძოდ მკაცრი, შეზღუდული
რეჟიმისა და სამეთვალყურეო ზონა.
ტურიზმის ქარტია მოწონებულ იქნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ (WTO)
1985 წელს. საქართველო WTO-ს წევრია 1993 წლიდან, ქარტია კი აღიარებულ იქნა
საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 25 იანვრის დადგ-ენილებით. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო რიგი ვალდებულებები, რომელიც
აუცილებელია შესრულდეს ქარტიის მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ.
მსოფლიოში აღიარებულია თითოეული ადამიანის დასვენების, თავისუფალი დროის
გამოყენებისა და სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვის უფლება, პერიოდული
ხელფასიანი შვებულების ჩათვლით, აქედან გამომდინარე, ქარტიის მონა-წილე
თითოეული სახელწიფო, მათ შორის საქართველოც მოვალეა:

 იზრუნოს როგორც შიდა საქვეყნო, ისე საერთაშორისო ტურიზმის მოწესრიგებული


და ჰარმონიული განვითარებისათვის;
 შეუფარდოს ტურიზმის პოლიტიკა საერთო განვითარების პოლიტიკას, რომელიც
ხორციელდება ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერ-თაშორისო დონეზე;
გააფართოვოს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე
მრავალმხრივ საფუძველზე და ამ მიზნით გამოი-ყენოს საერთაშორისო ტურიზმის
ორგანიზაციის შესაძლებლობებიც;
 განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ახალგაზრდული, ხანდაზმულთა და
ფიზიკური ნაკლის მქონეთა ტურიზმის განვითარებას; სამუშაო და თავისუფალი
დროის რეგულირებით, ხელფასიანი შვებულებების სისტემის გაუმჯობესებითა და
ამ შვებულებათა დღეების მთელი წლის მანძილზე თანაზომიერი განაწილებით ხელი
შეუწყოს თითოეული ადამიანის ჩართვას შიდასაქვეყნო და საერთაშორისო
ტურიზმში;
 ტურიზმის სფეროში ეროვნული პოლიტიკისა და გეგმების შემუშავებისას (სადაც
მიზანშეწონილია) გაითვალისწინოს „მსოფლიო ტურიზმის შესახებ“ მანილის
დეკლარაციის პრინციპები და აკაპულკოს დოკუმენტი;
 დაიცვას დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის ტურისტული გარემო,
რომელიც კაცობრიობის კუთვნილებაა;
 ხელი შეუწყოს ტურისტული შეგნების ამაღლებას და დამთვალიერებელთა
კონტაქტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთგაგების გაღრ-მავებისა და
ზნეობრივი ურთიერთგამდიდრების მიზნით;
 ხელი შეუწყოს ტურისტებს მოიძიონ საზოგადოებრივი მონაპოვრები მოგზაურობის
ადგილებში და გაითვალისწინონ მოგზაურობათა შეზღუდ-ვების გამუდმებული
შემცირების ტენდენცია;
 უზრუნველყოს დამთვალიერებლების და მათი ქონების უსაფრთხოება;
 შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს ტურისტები საუკეთესო ჰიგიე-ნური
პირობებით და სამედიცინო მომსახურებით, დაიცვას ისინი ინფექცი-ური
დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისაგან;
 აღკვეთოს პროსტიტუციის მიზნით ტურიზმის გამოყენების ყოველგვარი
შესაძლებლობა;
 ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით გააძ-ლიეროს
ღონისძიებანი ნარკოტიკების არალეგალური გამოყენების თავიდან ასაცილებლად;
 ტურისტებს მიეცეს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების
საშუალება ისე, რომ არ დაირღვეს ცალკეული რაიონების მიმართ ეროვ-ნული
ინტერესების გათვალისწინებით წაყენებული შეზღუდვები;
 არ დაუშვას რაიმე დისკრიმინაციული ზომები ტურისტთა მიმართ;
 ტურისტებს მიეცეს საშუალება შეუფერხებლად დაუკავშირდნენ ადმინის-ტრა-
ციულ, იურიდიულ სამსახურებს, საკონსულოთა წარმომადგენ-ლებს და ისარგებლონ
კავშირის ადგილობრივი თუ საგარეო საშუალე-ბებით;
 ტრანზიტისა თუ დროებითი გაჩერების ადგილებში ხელი შუწყოს ტურის-ტთა
ინფორმირებულობას მკვიდრი მოსახლეობის ადათწესების შესახებ.

ტურიზმის ქარტია ასევე მოიცავს ტურისტის კოდექსს, რომელშიც განსაზღვ-რულია


ტურისტთა უფლება-მოვალეობები; ტურისტები ვალდებულნი არიან:

 პატივი სცენ ტრანზიტისა და დროებითი გაჩერების ადგილებში არსებულ


პოლიტიკურ, სოციალურ, მორალურ და რელიგიურ წყობილებას და დაემორჩილონ
იქ მოქმედ კანონებსა და წესებს;

 გაგებით მოეკიდონ და პატივი სცენ ადგილობრივი მოსახლეობის ადათ-წესებს,


რწმენას, ბუნებრივ და კულტურულ ფასეულობებს;
 თავი შეიკავონ მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული
ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული სხვაობების ხაზგასმი-საგან;
 განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდონ ადგილობრივი მოსახ-ლეობის
კულტურას, რომელიც კაცობრიობის საერთო მონაპოვა-რია;
 არ დაუშვან ნარკოტიკებით და აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობა და სხვა
პირთა ექსპლუატაცია პროსტიტუციის მიზნით.
აუცილებელია საქართველომ დაიცვას ტურისტების უფლებები, რომელიც
ჩამოყალიბებულია ქარტიაში. ტურისტებს უფლება აქვთ:
 ისარგებლონ ადმინისტრაციული და საფინანსო კონტროლის შემსუბუ-ქებით;
 ისარგებლონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთე-სო
მომსახურებით;
 თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე მის
ფარგლებს გარეთ დადგენილი წესებისა და შეზღუდვების დაცვით;
 მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მათთვის შეთავაზებული მოგ-
ზაურობის პირობების შესახებ;
 უზრუნველყოფილნი იყვნენ პირადი ხელშეუხებლობისა და საკუთარი ქონების
უსაფრთხოების გარანტიით;
 ისარგებლონ შესაბამისი საზოგადოებრივი ჰიგიენით, ინფორმაციით ინფექციურ
დაავადებათა და უბედურ შემთხვევათა თავიდან აცილების მიზნით გატარებულ
ღონისძიებათა შესახებ, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან
შეუფერხებელი დაკავშირების შესაძლებლობით;
 სწრაფად და ეფექტურად დაამყარონ კავშირი ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს
გარეთ;
 უზრუნველყოფილნი იყვნენ მათი უფლებების დასაცავად აუცილებელი
ადმინისტრაციული და იურიდიული პროცედურებით და გარანტიებით;
 უზრუნველყოფილნი იქნან საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის შესაძლებ-
ლობით და ამ მიზნისათვის აუცილებელი შესაბამისი პირო-ბებით.
ტურიზმის განვითარების ისტორია საქართველოში

საქართველოს შავიზღვისპირეთი ყურადღების ცენტრში ანტიკური პერიოდიდან


მოექცა. დიახ უძველეს კოლხიდაში არგონავტების მოგზაურობა და საქართველოდან
~ოქროს საწმისის~ გატანა ამ ქვეყნისა და ხალხის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს
კლასიკური ხმელთაშუაზღვიური ცივილიზაციის აკვნად წოდებული ძველი ათენისა და
ძველი რომისათვის.

ქვეყნის მაღალ იმიჯს განაპირობებდა ასევე ის სავაჭრო-ეკონომიკური


ურთიერთობები, რაც ~დიდი აბრეშუმის გზის~ მონაწილე სახელმწიფოებთან მიმართებაში
ეკავა საქართველოს. საქართველო ხომ ამ სატრანზიტო დერეფნის ყველაზე მოკლე
მონაკვეთს და ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა ევროპასა და აზიას შორის.

ხმელთაშუაზღვიური და აღმოსავლური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფმა


სახელმწიფომ აღნიშნული დერეფნის წყალობით საინტერესო ფუნქცია შეიძინა. ჯერ კიდევ
ფლავიუს არიანესა და მარკო პოლოს მოგზაურობებში ჩანს ქართული სტუმართმიღების
კულტურისა და ტურიზმის ჩანასახები. აქ ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში
არსებობდა ქარავან-სარაები ანუ ქარვასლები, როგორც მექარავნეთა გასაჩერებელი
ადგილი.

XII-XVI საუკუნეებში გენუისა და ვენეციის ექსპანსიების დროს ვაჭრები და


მოგზაურები ჩერდებოდნენ სპეციალურ სასტუმრო სახლებში. Aმის შესახებ მოწმობენ
ნანგრევები ახალ ათონსა და გაგრაში, რომელიც ~გენუიელებისა~ და
~კოშკსასტუმროების~ სახელით იყო ცნობილი. აჭარასა და ლაზისტანში მიღებული იყო
სასოფლო სასტუმროები, რომელიც დიდაჭარიდან გოდერძის უღელტეხილისაკენ თუ
რუსეთისაკენ მიმავალ მგზავრთა გასაჩერებელ ადგილს წარმოადგენდა.

XIX საუკუნის ბოლოს ამიერკავკასიის მაგისტრალის ფოთი-თბილისის და ბაქო-


თბილისი-ბათუმის განშტოებების ექსპლატაციაში შეყვანამ ახალი ეპოქის დასაწყისს
დაუდო სათავე. ეს იყო ეპოქა, რომელმაც საერთაშორისო კომუნიკაციებით და ახალი
ტექნიკური მიღწევების საშუალებით ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური და
კულტურული ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. გამოჩნდნენ არა მარტო საქმიანი,
არამედ მოგზაურთა საკმაოდ დიდი მასა, რომელსაც სურდა საკუთარი თვალით დაენახა
საქართველოს ღირსშესანიშნაობები.

XX საუკუნის გარიჟრაჟზე ტურისტთა ნაკადების ზრდამ დღის წესრიგში ახალი


სასტუმროების მშენებლობა დააყენა. ამ დროისათვის ბათუმში სამი ცნობილი სასტუმრო
იყო: ერთი ზღვისპირა ზოლში აშენებული ~ორიენტალი~, მეორე ქალაქის ცენტრში
აშენებული ~ფრანცია~ 28 საუკეთესო ნომრით, მესამე კი ვაჭარ ბერძენოვის სასტუმრო
~იმპერიალი~. Aამ სასტუმროში იკრიბებოდა ელიტარული პუბლიკა, რომელიც აზიურთან
ერთად ევროპულ ენებსაც ფლობდა.

აფხაზეთის შავიზღვისპირა ზოლში შენდება სასტუმროები და სადგურები.


აღსანიშნავია 1914 წელს ქ. სოხუმში აშენებული სასტუმრო რიწა 56 საწოლ ადგილზე (ს.ა.),
რომელიც ქალაქის საზღვაო კარიბჭის წინ იყო წარმოდგენილი და ძირითადად ზღვით
მოსულ ვაჭრებსა და ტურისტთა გასაჩერებელ ადგილს წარმოადგენდა.

აჭარის თურქეთიდან გათავისუფლების შემდეგ ქობულეთში შენდება ახალი


სასტუმრო სახლები და აგარაკები. ზღვის სანაპიროზე მდებარე საუკეთესო ტერიტორიები
დაურიგდათ პენსიაზე გასულ რუს გენერლებს. სწორედ ამიტომ ამ სანაპირო ზოლს
~გენერალსკოეს~ უწოდებდნენ. 1911 წელს აქ იხსნება პირველი სანატორიუმები. 1912
წლიდან ყურადღების ცენტრში ექცევა ბათუმი და მახინჯაური. გაგრაში იქმნება ყირიმის
სამთო კლუბის ფილიალი. ასევე პატარა კერძო სასტუმროები შენდება გაგრასა და
გუდაუთში, რომლებიც ფსხუს ხეობაში უღელტეხილიდან გადმოსულ ტურისტებს
ღებულობენ.

ტურისტული მარშრუტები შავიზღვისპირეთის სანაპიროებთან წარმოადგენდნენ


ძნელადმისადგომ ბილიკებს, რომლებიც დაჭაობებული, მალარიის გავრცელების
ადგილებში იყვნენ განლაგებულნი. არ არსებობდა არავითარი მომსახურება და გიდ-
თარჯიმანები. მათ როლს გამყოლები ასრულებდნენ, რომელთაც კარგად იცოდნენ მხარის
ისტორია და ბუნება.
გაგრაში კურორტების ირგვლივ ექსკურსიებს იმ პერიოდში აწყობდა ~დროებითი
სასტუმროს~ ადმინისტრაცია (მომავალში სასტუმრო ~გაგრიფში~). ექსკურსიებს
ახორციელებდნენ მდ. მდ. ჟოეკვარასა და გაგრიფშის ხეობებში, მიწისქვეშა მდინარეების
რეპრუასა და ანიმხატეს გაყოლებაზე.

მე-20 საუკუნის დასაწყისშივე კურორტ გაგარაში კერძო მეწარმემ გახსნა სახელოსნო


ავტომობილებისა და ველოსიპედების გაქირავებისა და გარემონტებისათვის. სოხუმში
ვინმე ნოდიას ჰქონია ავტოფარეხი ~გრანდ ოტელის~ სასტუმროსათვის და აქირავებდა
ავტომობილებს მსურველებისათვის. ფასები მასზე ისე მაღალი ყოფილა, რომ ამ
მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ძალიან შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ.
იმისათვის, რომ კურორტ გაგრაში უზრუნველყოფილიყო არისტოკრატ დამსვენებელთა
სრული სიმშვიდე, გარდა პოლიციელი ~სტრაჟნიკებისა~ ჰყავდათ 18 მაძებარი ძაღლი. ამ
დროისათვის გულრიფშში მასობრივად შენდება აგარაკები.

1911 წელს გაგრაში პირველი საზღვარგარეთული კრუიზით გერმანიიდან ჩამოვიდა


130 ტურისტი. კურორტის ადმინისტრაციამ მათ მოუწყო მასობრივი სეირნობები სანაპირო
პარკში, ფეიერვერკებითა და საარტილერიო ზალპებით. დაათვალიერეს რა აქაური
ღირსშესანიშნაობები, ისინი ესტუმრნენ ქ. ბათუმს.

მიუსერის სანაპირო ზოლის საკურორტო ათვისებაში დიდი წვლილი მიუძღვის


ლიონოზოვს, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს აქ შეიძინა მიწის ნაკვეთი. ექიმმა
კოვარსკიმ კი იცოდა რა ამ ადგილის უნიკალურობის შესახებ, აქ გახსნა სასტუმრო და
პანსიონატი. 1913 წელს აქ შეიქმნა კიდევ ერთი სასტუმრო ~ვილა როზა~. 1916 წლისათვის
ამ სანაპირო ზოლში სულ 200-მდე სააგარაკო ადგილი გაშენდა, რამაც ეკოლოგიური
წონასწორობის დარღვევა გამოიწვია. ამიტომაც სულ მალე მიუსერა ნაკრძალად
გამოცხადდა.

პირველი მსოფლიო ომის მიჯნაზე აფხაზეთში დამსვენებელთა რაოდენობა


აღემატებოდა 20 ათასს, ხოლო აჭარაში 5 ათასს წელიწადში.

1921 წლის თებერვალში რუსეთის 11 არმიის ნაწილების საქართველოს


ტერიტორიაზე შემოჭრისა და მისი ანექსიის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სხვა ტერიტორიულ
ერთეულებთან ერთად დაკარგა ზღვისპირეთის ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთსა და
აღმოსავლეთში არსებული ტერიტორიული ერთეულები.

1921 წლის მარტში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კერძო საკუთრებაში


არსებული სასტუმროებისა თუ კლიმატური სადგურების ნაციონალიზაცია გამოაცხადა,
რის შესაბამისადაც მფლობელებს ჩამოერთვათ აღნიშნული განთავსების ობიექტები და
ისინი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.

უკვე 1922 წლიდან იწყება სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების,


პანსიონატებისა და ტურბაზების მშენებლობა. ამ პერიოდში ამოქმედდა გაგრაში
სანატორიუმი 310 საწოლ ადგილზე (ს.ა). 1925 წლისათვის გაგრაში უკვე 1287 ს.ა. იყო.
გაგრაში მალარიის ლიკვიდაციის შემდეგ ტროპიკული სადგური გადადის გუდაუთასა და
ოჩამჩირეში, ხოლო სოხუმში, ახალ ათონსა და აგუძერაში ამუშავდა მალარიის
საწინააღმდეგო სადგურები.

შემდგომში უკვე დენაციონალიზაციის ბაზაზე იქმნება შემდეგი საბჭოური ტიპის


ორგანიზაციები: ~მასობრივი ტურიზმის ბიურო~ (1920), სააქციო საზოგადოება ~საბჭოთა
ტურისტი~ (1929), ~ინტურისტი~ (1929). შენდება სანატორიუმი ~უკრაინა~ (120 ს.ა)
გაგრაში, დასასვენებელი სახლი ~აბხაზია~ ფსირცხაში. მშენებლობა დიდი ტემპით
მიმდინარეობს შავიზღვისპირეთის მთელს პერიმეტრზე. შენდება ტურბაზები დალის
ხეობაში- სამხრეთ თავშესაფარი, ახალი ათონის ტურბაზა, ტურბაზა ~ოქროს ნაპირი~,
ტურბაზა ~სოხუმი~.

ტურიზმისა და ექსკურსიების ბიურო იქმნება ყველა ზღვისპირა ქალაქში.


შესაბამისად იზრდება საუღელტეხილო ტურიზმში მონაწილეთა ხვედრითი წილი.
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფ ქედზე გადმოდიან რუსეთიდან.

საქართველოში ტარდება მასობრივი სპორტული ტურიზმის ხასიათის ლაშქრობები.


ამ მიმართულებას საფუძველს უდებს ნ. ნიკოლაძე. საქართველოს შავიზღვისპირეთის
რეგიონში იქმნება ახალ-ახალი თემატური ხასიათის მარშრუტი. ვითარდება და იხვეწება
განთავსებისა და გადაადგილებების საშუალებები. პარალელურად თბილი კლიმატი,
ბანაობის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლები, ღირსშესანიშნავი პეიზაჟები ხდება
საფუძველი იმისა, რომ მასობრივად დაწყებულიყო განთავსების ობიექტების მშენებლობა.
ზღვისპირეთის მიმდებარე მთიან ნაწილებში ზღვა-მთის კონტრასტის ექსპლუატაციაში
გასაშვებად აშენდა სამთო-კლიმატური ტურბაზები. ათვისებულ იქნა ამ რეგიონში
არსებული ჰიდრომინერალური რესურსები, რომელთა ბაზაზე შეიქმნა მრავალი
კლიმატურ-ბალნეოლოგიური და ბალნეო-კლიმატური კურორტი.

ამრიგად, XX საუკუნის 30-იანი წლები საქართველოს შავიზღვისპირეთის რეგიონში


შევიდა, როგორც სანაპირო ზოლის ტურისტული ათვისების მნიშვნელოვანი პერიოდი. ამ
პერიოდში იქცა არსებული ზონა მასობრივი ტურიზმის ცენტრად და დაიწყო ახალი ეპოქა
საზღვაო ტურიზმის განსავითარებლად.

ტურიზმის ფუძემდებლად საქართველოში ითვლება გ. ნიკოლაძე, რომელმაც 1921წ.


მოაწყო მასობრივი (145 კაციანი) 2 დღიანი ტურისტული ლაშქრობა. 1922 წელსვე გ.
ნიკოლაძისავე თაოსნობით მოეწყო 15 დღიანი ლაშქრობა: თბილისი-კოჯორი-ორბეთი-
ჩხიკვთა-თეთრიწყარო-ბოლნისი-ჩათახი-წინწყარო-ტაბახმელა-თბილისი. Aამ
ლაშქრობებში მონაწილეობდა 21 კაცი მ.შ. თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები.

1924 წ. დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, რომელმაც დიდი


წვლილი შეიტანა საქართველოს სამთო ტურიზმის განვითარებაში. კერძოდ, ამ
განყოფილების თაოსნობით და გ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით 1924 წელს მოეწყო 25
დღიანი ტურისტული ლაშქრობა რაჭა-ოსეთის შემოვლით. Aამ ლაშქრობამ, რომელშიც 19
კაცი მონაწილეობდა, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სპორტული ტურიზმის
განვითარებას.

1929წ. საქართველოში შეიქმნა ტურიზმის საკავშირო საზოგადოების ფილიალი,


რომელსაც ჰქონდა სამთო და ტურიზმის სექციები. 1931წ. საზოგადოება გადაკეთდა
ამიერკავკასიის ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოებად და მისი ფილიალები
გაიხსნა აჭარასა და აფხაზეთში.

1932 წლიდან ტურიზმი იძენს სამეურნეო მნიშვნელობასაც. ზედიზედ იხსნება


ტურბაზები და ბანაკები სოხუმში,გაგრასა და მესტიაში. ბაკურიანში მოეწყო სამთო-
სათხილამურო სადგური _ თავშესაფარი, ქოხები დადგეს ბეჩოს, ტვიბერისა და წაწურის
უღელტეხილების ფერდობებზე.
საქართველოში ტურიზმის შემდგომი განვითარება 1936-40წწ. დაიწყო, როცა
ქვეყანაში ტურისტულ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ფიზკულტურისა და სპორტის
კომიტეტი და მასთან შექმნილი ტურისტული საბჭოები. ტურიზმის შემდგომ აღმავლობას
ხელი შეუწყო 1939წ. ”სსრკ-ს ტურისტის” ნიშნის ნორმატივების დადგენამ.

II მსოფლიო ომის დროს ტურისტული მუშაობა შეწყდა, მაგრამ 1943-44წწ.


თბილისის პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტმა (ხელ-ლი
გ.ერისთავი და ა. ჯაფარიძე) და ქუთაისის პიონერთა სახლმა (ხელ-ლი ა. მიქელაძე)
მოაწყვეს სხვადასხვა სირთულის რამდენიმე ტურისტული ლაშქრობა.

1945 წლიდან კი დაიწყო ძველი ტურისტული მარშრუტებისა და ბაზების აღდგენა.


1980წელს საქართველოში იყო 97 გამსვლელი მარშრუტი. Mმ.შ. ბევრი ჩრდ. Kკავკასიის
რომელიმე ქალაქში იწყება, გადალახავს კავკასიონის თოვლიან უღელტეხილებს
_ქლუხორს, ნაკრას, ბეჩოს, ტვიბერს, მამისონს, როკს და ჯვარს .

დღეისათვის საქართველოში ტურიზმის სფეროში დომინირებს სამი ტურისტული


პროდუქტი:

• დასვენება ზაფხულის სეზონზე - შავი ზღვის სანაპიროსა და მთის კლიმატურ


კურორტებზე (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა, ბახმარო,
ბორჯომი, ბაკურიანი, სურამი და ა.შ.)

• დასვენება ზამთრის სეზონზე - ძირითადად ბაკურიანში, სვანეთში, ბორჯომსა და


გუდაურში.

• სამკურნალო ტურიზმი - კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტებზე,

თუმცა ამ სახის ტურიზმის მასშტაბები შემცირებულია (აღნიშნულის ძირითადი


მიზეზებია: ამ სახის პროდუქტის მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის დაბალი დონე,
სოციალური და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების არარსებობა, საუკეთესო
საკურორტო ობიექტების უმრავლესობა მოუწესრიგებელია.

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარება XX საუკუნის II ნახევრიდან იწყება,


როცა ქვეყანაში ჩამოდიოდა 1 მლნ. 400 ათასზე მეტი ტურისტი. მათ
განკარგულებაში იყო 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, სანატორიუმი, პანსიონატი,
დასასვენებელი სახლი, მოტელი, კემპინგი, და სხვა დაწესებულება, რომელთა
მოცულობა გასული საუკუნის 80-იან წლებში შეადგენდა 152,2 ათას საწოლ ადგილს
[6]. მათი ძირითადი ნაწილი მიდიოდა საკურორტო ადგილებზე. შედარებით სუსტად
იყო განვითარებული სასტუმროების ქსელი. ამ დროისათვის ტურიზმს ორგანიზაციას
უწევდა ტურიზმისა და ექსკურსიების საქართველოს რესპუბლიკური საბჭო, უცხოეთის
ტურიზმის სსრკ მთავარი სამმართველო და საერთაშორისო ახალგაზრდული
ტურიზმის ბიურო ,,თანამგზავრი“. ტურის-ტებს ემსახურებოდა მოგზაურობისა და
ექსკურსიების 34 ბიურო, 4 ავტობაზა 335 ავტობუსის პარკით, 10 ტურიესტული
კლუბი, 2 სავაჭრო გაერთიანება, დამხმარე სასოფლო მეურნეობები. დარგში
დასაქმებული იყო 8 ათასზე მეტი ადამიანი. 1986 წელს ტურისტულ-საექსკურსიო
მომსახურების საერთო მოცულობამ შეადგინა 95 მლნ. მან.

50-იანი წლების II ნახევრიდან ქვეყანაში ვითარდება საერთაშორისო ტურიზმი.


მისი განვითარების დონით საქართველოს III ადგილი ეჭირა რუსე-თისა და უკრაინის
შემდეგ. საერთაშორისო ტურიზმის მთავარი ცენტრები იყო: თბილისი, სოხუმი,
ბათუმი, ბიჭვინთა. წლის განმავლობაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა ყველაზე დიდი
მაჩვენებელი 80-იან წლებში აღინიშნა.

1999-2005 წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230-ზე მეტი სასტუმრო.


ადგილების რაოდენობით 18162 განხორციელდა უცხოური ინვესტიციებიც 100
მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ადგილობრივი – 150 მილიონ ლარზე მეტი. აშშ-ს
საინვესტიციო კორპორაციამ ,,ოპიკამ“ – 26 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება
მოახდინა სასტუმრო ,,თბილის მერიო-ტისა“ და ,,ქორთ იარდის“ მშენებლობაში. აღ-
ნიშნულ სასტუმროში ინვესტირე-ბის საერთო ოდენობამ 70 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა. სულ მალე თბილისში ექსპლუატაციაში შევლენ უდიდესი მსოფლიო
ბრენდები, ესენია: რედისონი, ჰილტონი, კემპინსკი, ინტერკონტინენტალი ჰაიეტი.
თანამედროვე ეტაპზე მრავალ, შედარებით პატარა სასტუმროებთან ერთად ფუნქ-
ციონირებს სამი მსოფლიო მარკის ნიშნის მქონე სასტუმრო: სასტუმრო შერატონი და
ასევე უკვე გადაწყვეტილია, უახლოეს მომავალში რუსთავლეზე კიდევ ერთი
მარიოტის სასტუმროს გახსნა, თუმცა იგი შედარებით განსხვავებულ სერვისს შეს-
თავაზებს მომხმარებელს.
1993 წელს საქართველო გაწევრიანდა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში, მას
შემდეგ რაც აღიარებული იქნა ,,ტურიზმის ქარტია და ტურისტის კოდექსი“. სა-
ქართველოში იწყება ტურიზმის თანდათან განვითარების პროცესი, რომლის სამართ-
ლებრივი მართვისათვის საჭირო გახდა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების მიღმა.
ამიტომაც, 1997 წლის 6 მარტს მიიღეს – საქართველოს კანონი ,,ტურიზმისა და
კურორტების შესახებ“. რომელშიც რამდენჯერმე იქნა შეტანილი ცვლილებები და
დამატებები, რომელიც დარგის განვითარებისათვის მთელ რიგ მნიშვნელოვან მომენტებს
ითვალისწინებდა.

1998 წლის 24 დეკემბერს დამტკიცდა საქართველოს კანონი ,,საქართველოში


შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ“
– რომელიც აწესრიგებს საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული
ტურისტების სტატისტიკური მონაცემების ბაზის შექმნას, ხელს უწყობს დარგში
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

ტურიზმისათვის ერთობ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კანონმდებ-ლობა,


განსაკუთრებით კი დაცულ ტერიტორიებთან და ეროვნულ პარკებთან დაკავშირებული
საკანონმდებლო ბაზა. ასევე ტურიზმის განვითარების საქმეში დიდი როლი ენიჭება,
საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო კოდექსს.

რელიეფი და მისი როლი სპორტული-ტურიზმისა და ექსტრიმის


განვითარებაში

რელიეფი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურისტულ-რეკრეაციულ


რესურსების ფორმირებაში. იმის შესაბამისად თუ რა ტიპის რელიეფია
წარმოდგენილი, განსხვავებულია ტურისტული რესურსით სარგებლობის
შესაძლებლობები.
საქართველოს ოროგრაფიულ ერთეულებს წარმოადგენს: კავკასიონის
მთავარი წყალგამყოფი ქედი (გვერდითი ქედებით), მთათაშორისი ბარი და
საქართველოს სამხრეთ მთიანეთი. რელიეფის ყველა ფორმას თავისთვის
დამახასიათებელი მორფოლოგიური სტრუქტურა გააჩნია (ხეობა, კანიონი,
უღელტეხილი, მწვერვალი, პლატო, სერი, გეოლოგიური შთენილი, მღვიმე, ტაფობი
და ა.შ). არსებული ფორმები, თავიანთი ორიგინალური ნიშნებითა და
ესთეტიურობით მიმზიდველ ბუნებრივ-ტურისტულ რესურსებს წარმოადგენენ.
განვიხილოთ საქართველოში არსებული რელიეფური რესურსების
ტურისტული თავისებურებები.
მწვერვალები და უღელტეხილები. საქართველოში სამთო, ექსტრემალური
ტურიზმისა და ალპინიზმისათვის აქტიურად გამოიყენება მწვერვალებისა და
უღელტეხილების დაპყრობა და გადალახვა. ეს სპორტული ტურიზმის აქტივობაა, რაც
მაღალ ოსტატობასა და გამოცდილებას მოითხოვს. საქართველოს მწვერვალებისა და
ძნელადგადასალახავი უღელტეხილების დასაპყრობად აუცილებელია მთელი წყება
ფიზიკურ გეოგრაფიული პირობების ცოდნა: რელიეფის სიმაღლე, ამგებელი ქანების
მდგრადობა, ფერდობების ექსპოზიცია, ნალექების მოსვლის ინტენსივობა და
ხასიათი, ქარის მიმართულება და სიჩქარე, და სხვ. არსებული პირობების ცოდნა
ერთის მხრივ უსაფრთხოს ხდის ტურისტთა გადაადგილებას, მეორეს მხრივ ხელს
უწყობს ბუნებრივი ფენომენების უკეთ აღქმას.
არსებული გადაადგილებისას მნიშვნელოვანია ხედების ცოდნა, საიდანაც
უკეთ ჩანს წარმტაცი ლანდშაფტები და პეიზაჟები. ამ პირობებში აქტიურად
გამოიყენება, როგორც მოცემული ტერიტორიის ტოპოგრაფიული, ასევე GIS-სისტემით
შექმნილი ელექტრონული რუკები. ისინი ეხმარება ტურისტს გაგნებაში. საქართველოს
ტერიტორიაზე მწვერვალები, უღელტეხილები, კანიონები და სხვა საინტერესო
ბუნებრივი ფენომენები გვხვდება ყველა რეგიონში.
განსაკუთრებული ტურისტული მიზიდვის არეალებს წარმოადგენს შემდეგი
მწვერვალები: შხარა (5068 მ), მყინვარწვერი (5047), უშბა (4700 მ), თეთნულდი (4858
მ), ლაჰილი (4009). არსებულ მწვერვალებზე ასვლა რეკომენდირებულია
ალპინისტური და მეკლდეურთა სკოლის სპორტსმენი ტურისტებისათვის, რომელთაც
გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია.
საუღელტეხილო ტურიზმის რესურსებიც მრავალფეროვანია საქართველოში.
აქ ვხვდებით, როგორც საავტომობილო, ასევე ქვეით და საჭაპანე
გადაადგილებისათვის ვარგის უღელტეხილებს. სპორტულ ტურიზმში
უღელტეხილები კლასიფიცირდება სირთულის კატეგორიების მიხედვით (ს. კ.),
რომლებიც ასახავს ტურისტების გასავლელად უღელტეხილის (ან საუღელტეხილო
ბმულის) სირთულეს. სირთულის კატეგორია განისაზღვრება უღელტეხილის
ხელმისაწვდომობის ხარისხის დამახასიათებელი საკლასიფიკაციო ნიშან-თვისებების
ერთობლიობის საექსპერტო შეფასების მეთოდით: სიმაღლე ზღვის დონიდან;
ფერდობების დახრილობა და მათი ზედაპირის ხასიათი; უღელტეხილის
გადასასვლელად გამოსაყენებელი ტექნიკური ხერხები; ღამის თევის პირობები და ა. შ.
მიღებულია სირთულის 3 კატეგორიად დაყოფა, რომელთაგან თითოეული, თავის
მხრივ, იყოფა ორ, „ა“ და „ბ“ ქვეკატეგორიად. 1ა კატეგორიის სირთულის
უღელტეხილები ყველაზე მარტივად ითვლება, 3ბ კატეგორიისა კი ყველაზე რთულად.
მიღებულია 1ა კატეგორიაზე ნაკლები სირთულის უღელტეხილების „კატეგორიის
გარეშე“ (კ/გ) კლასიფიცირება. მიღებულია იმ უღელტეხილების დამატებითი
კლასიფიცირება „ვარსკვლავით“ (მაგალითად 2ა*), რომელთა სირთულე, ამინდისა და
სხვა პირობების ზეგავლენით (თოვა, ფერდობების უეცარი მოყინვა და სხვა), შეიძლება
გაიზარდოს ნახევარი კატეგორიით.
„მაღალმთიანი კლასიფიცირებული უღელტეხილების ჩამონათვალში“ და
„საშუალო სიმაღლის მთის კლასიფიცირებული უღელტეხილების ჩამონათვალში“
ყოველი უღელტეხილისთვის მითითებულია მისი ადგილმდებარეობა, დასახელება,
სიმაღლე ზღვის დონიდან, სირთულის კატეგორია წელიწადის სხვადასხვა
დროისთვის, მდინარეები და მყინვარები უღელტეხილის ორივე მხარეს, გადასვლის
სირთულეები, დაბრკოლებები, საშიშროებები.
საქართველოში როგორც მთიან ქვეყანაში არსებობს მრავალი მთის
უღელტეხილი. ყველაზე მაღალი და მიუვალი უღელტეხილები კავკასიონზე
მდებარეობს. საქართველოს 4000 მ-ზე უფრო მაღალი უღელტეხილებია: მაილის,
ჭალაათის, ლაჰილის.
აფხაზეთის კავკასიონზე მნიშვნელოვანია - ქლუხორისა და მარუხის
უღელტეხილები; ცენტრალურ კავკასიონზე - ნაკრის, ბეჩოს, მამისონის, ზეკარის,
როკის უღელტეხილები; აღმოსავლეთ კავკასიონზე - უყერიჩოს, ქერიღოს, ყადორის
უღელტეხილები. ამ უღელტეხილების გავლით შესაძლებელია დაკავშირება
საქართველო-რუსეთის სახელმწიფოებისა.
ქვეყნის შიდა (კავკასიონის განშტოებების) უღელტეხილებიდან ტურისტული
თვალსაზრისით აღსანიშნავია რიკოთის, გოდერძის, ჯვრისა და გუდამაყრის
უღელტეხილები. მაღალი მთის უღელტეხილები ტურისტებისთვის ივნის-აგვისტოს
პერიოდში, საშუალო მთისა კი მაის-ოქტომბერშია ვარგისი.
საქართველოში ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო რელიეფურ
ფორმებს ქმნის კანიონები.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის, სოფ. გორდშია წარმოდგენილი,
ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზ.დ.-დან 500 მ სიმაღლეზე, ხონის
მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 21 კმ-ში.
სოფ. გორდის აღმოსავლეთით, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის-ოკაცეს
აუზის ზემო წელში მდებარეობს რთული კომპლექსური პალეოგეოგრაფიული ძეგლი,
რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური
ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი.
ტურისტებისათვის არსებული ადგილი ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს,
ვინაიდან ოკაცეს კანიონში შესაძლებელია მრავალი ბუნებრივი ფენომენის ნახვა.
მათგან ტურისტებზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს 50 მ სიმაღლიდან
ვარდნილი ჩანჩქერი. იგი კინჩხის ტაფობში ეშვება და ვიწრო კანიონის ფსკერზე
გავლით სოფ. გელავერთან მდ. ცხენისწყალს უერთდება. ამ ჩანჩქერიდან 50 მეტრში
მეორე წყალვარდნილია. აქ წყალს ქანები აქვს გაჭრილი და ჩასაწოლ აბაზანებს
აკეთებს. ალაგ-ალაგ ოკაცე პატარა ტბებს ქმნის, სადაც შეგიძლიათ იაროთ, ხოლო თუ
მდინარეს ჩაჰყვებით 2-5 მ სიგანის კანიონში მოხვდებით, რომელიც 2 კმ-ზეა
გადაჭიმული. ოკაცეს კანიონი მაისის ბოლოდან ოქტომბრის შუან პერიოდამდე
ვარგისია ექსპლუატაციისათვის.
"გოჭკადილის კანიონის "ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ
კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის
სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის
მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის
შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი
გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია
“დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლელად ბილიკი კირქვის დიდი
კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით
დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის
დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება:
დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის
ხავსი, გვიმრანაირები.
კანიონი დაცულ ტერიტორიულ სისტემას წარმოადგენს. აქ ხორციელდება
სანაოსნო ტურები გასაბერი ნავებით ტურისტებისათვის. კანიონი ვარგისია
ექსპუატაციისათვის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა ზაფხულში
მდ.აბაშისათვის დამახასიათებელია წყალდიდობები, რაც საკმაოდ სახიფათოა
ტურისტებისათვის.

კარსტული მღვიმეების კლასიფიკაცია და მისი გამოყენება ტურიზმში

საქართველო მდიდარია ულამაზესი და უნიკალური კარსტული1ფორმებით, სადაც


კარსტვადი ქანების გავრცელების არეალი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 325 კმ-ზე
ვრცელდება. დაკარსტული ტერიტორიის საერთო ფართობი 4475 კმ2-ია,
რაცსაქართველოს ტერიტორიის 6.4 %-ია. კარსტვადი ქანების გავრცელების მიხედვით
საქართველო დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია. კარსტულ მღვიმეთა
სიუხვე და მიწისქვეშა დარბაზების მრავალფეროვნება განპირობებულია ტერიტორიის
გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულებით.

1კარსტი - ბუნებრივი მოვლენა, რომელიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის
ნაკადების ზემოქმედების შედეგად.
საქართველოს მღვიმეებში ასევე მრავლად გვხვდება სტალაქტიტები 2,
სტალაგმიტები3, სტალაგნატები4. უმეტესად გავრცელებულია: კონუსისებრი,
ფირფიტისებრი და წვრილ-მილისებრი.
კარსტული მღვიმეები წარმოიქმნება კირქვის, დოლომიტის5, თაბაშირის, ქვამარილის
და სხვა მთის ქანებში ზედაპირული წყლებით მათი გახსნისა და ჩამორეცხვის
შედეგად.
კარსტული მღვიმეები შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკა-
ლური. წარმოშობის მიხედვით კარსტული მღვიმეები 3 კლასად იყოფა:
კარსტული მღვიმეების კლასიფიკაცია მარშუტის სირთულის მიხედვით 5
კატეგორიას მოიცავს:
 1 კატეგორია- განკუთვნილია მხოლოდ დამწყებთათვის. მღვიმე მოიცავს კარგად
განსაზღვრულ რამოდენიმე მარტივად გასავლელ მარშუტს.მომზადების პერიოდი
მოიცავს 12 საათს.
 2 კატეგორია- ეს მარშუტი მოიცავს სხვადასხვა სირთულეების გზებს, როგორიცაა:
დატბორილი ადგილების გადალახვა, ქვის შვერილებზე გადაადგილებას და სხვა.
მომზადების პერიოდი მოიცავს 16 საათს.
 3 კატეგორია- ეს მარშუტისავსეა სირთულეებით, მოითხოვს სპეციალურ, მაღალი
ხარისხის აღჭურვილობას. შესაბამისი მომზადების გარეშემღვიმეში ჩასვლამ
შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება, ასევე წყალმა შეილება გამოიწვიოს ჰი-პოთერმია6.
მომზადების პერიოდი მოიცავს რამოდენიმე დღეს.
 4 კატეგორია- ამ კატეგორიაში არის განყოფილებები, რომელიც მოითხოვს უდ-იდეს
გამოცდილებას, რადგან საჭიროა მიწისქვეშა მღვიმეებში ჩაყვინთვა და სხვადასხვა

2სტალაქტიტი - გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია


ჩამონაჟონი კირიანი წყლის წვეთებისგან.

3სტალაგმიტი - მინერალური წვეთებისგან შექმნილი კონუსებრი წამონაზარდი, რომელიც აღმართულია გამოქვაბულის


ძირიდან ვერტიკალურად.

4სტალაგნატი - გამოქვაბულებში სტალაქტიტისა და სტალაგმიტის შეერთებით წარმოქმნილი სვეტი.

5დოლომიტი - მონაცრისფრო თეთრი მინერალი, კალციუმისა და მაგნეზიის შემცველი.


6
ჰიპოთერმია - ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა, იწვევს გულის მოქმედების, სუნთქვის დაქვეითებას.
ორგანიზმს აახლოებს ცხოველთა „ზამთრის ძილის“ მდგომარეობასთან.
სირთულის ლაბირინთებში გადაადგილება. მომზადების პერიოდი მოიცავს 2
კვირამდე პერიოდს
 5 კატეგორია- განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალებისათვის, მარშუტი შე-იცავს
რამოდენიმე განსხვავებულ მიწისქვეშა ტერიტორიას სხვადასხვა სირთ-ულის
მიხედვით. მოიცავს ოთხივე ზემოთ ხსენებული მღვიმის დამახასიათებელ ნიშნებს.
მომზადების პერიოდი მოიცავს 2 კვირაზე მეტ პერიოდს.
კარსტული მღვიმეები მიწის სიმყარის მიხედვით იყოფა ასევე 5 ელემენტად:
 განუვითარებელი კარსტი- უმეტესად გვხვდება უდაბნოებსა და კრიოგენულ7
ზონებში. შიგნით მღვიმე არის ძალიან იშვიათი და პატარა.
 ნორმალური კარსტი- გვხვდება საშუალო ტემპერატურის ქვეყნებში. შიგნით მღვიმეში
განთავსებული არის რამოდენიმე პატარ-პატარა მღვიმეები, რომლების სიგრძე
დაახლოებით 3 მეტრია.
 საშუალო კარსტი- გავრცელებულია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში და ტროპი-კებში.
შიგნით მღვიმეში გვხვდება რამოდენიმე მღვიმე, რომელთა სიგრძე 5 მ-ა.
 რთული კარსტი- გავრცელებულია მაღალ და საშუალო ტემპერატურიან რეგი-ონებში,
შიგნით გვხვდება ბევრი მღვიმე,რომელთა სიგრძე აღემატება 5 მ-ს,ეს მღვიმეები
განლაგებულია რამოდენიმე დონეზე და თითოეული მათგანი შედგება დიდ-დიდი
ოთახებისაგან.
 ექსტრემალური კარსტი- უმეტესად განვითარებულია ტროპიკებში. შიგნიდან
მღვიმეში გვხვდება 3D სისტემის გამოქვაბულები, რომელთა სიგრძე 10 მ-ს აღე-მატება,
ხოლო სიგანე 20 მეტრს.
კარსტული მღვიმეები ასევე იყოფა მიმზიდველობის მიხედვით, აქაც გამოიყოფა 5
ძირითადი სახე:
 1 კლასი- ნაკლებად მიმზიდველია თავისი ნაკლებად მახასიათებლობის და მა-ღალი
რისკის გამო. ასეთი მღვიმეები, როგორც ტურისტებისათვის, ასევე სპე-
ლეოლოგებისთვისაც არასაინტერესოა.

7
კრიოგენული - დაბალტემპერატურული ადგილი
 2 კლასი- ასეთი ტიპის მღვიმეები უმეტესად სპელეოლოგებისთვისაა განკუთვ-ნილი.
მსგავსი მღვიმეები მოიცავს: სხვადასხვა ტიპის სპორტულ გზებს, რომ-ლებსაც
სპელეოლოგები იყენებენ სპეციალური მომზადებისათვის.
 3 კლასი- ასეთ მღვიმეებს მდებარეობა, საშიშროების ნაკლებობა და სილამაზე ხდის
მეტად მიმზიდველს ტურისტებისათვის. მსგავს მღვიმეებს გააჩნია სპე-ციფიური
მიმზიდველობა.
 4 კლასი- ასეთი ტიპის მღვიმეებს გააჩნიათ სპეციალური სილამაზე, რომელიც
იზიდავს, როგორც ტურისტებს, ასევე სპელეოლოგებსაც. მსგავსი მღვიმეები ხა-
სიათდება ნაკლები საშიშროებით, მიწის სიმყარით და მნიშვნელოვანი ბიოლო-გიური
თვისებებით.
 5 კლასი- მსგავსი მღვიმეები გამოირჩევიან დიდი პოპულარობით, რადგან გააჩ-ნიათ
განსაკუთრებული სილამაზე, სხვა მრავალიქვაბული, რომელშიც განთავ-სებულია:
ჩანჩქერები, მდინარეები, ტბები, ხასიათდება საშიშროების დაბალი დონით.

მღვიმეების გამოყენება სამკურნალო ტურიზმში

სპელეოთერაპია - მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მარილს“.


მრავალი სახის სპელეოთერაპია არის უკვე ცნობილი და მათი გამოყენება
ათასწლეულებს ითვლის. პირველი კვალი სპელეოთერაპიის განვითარებისა
აღმოჩენილია პოლონეთში, რომელიც მეთორმეტე საუკუნით თარიღდება.

დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის განკურნების საშუალება სპელეოთერაპიაა


ძალიან ფართოა, ესენია:

 არაგადამდები ანთებითი რესპირატორული დაავადებები8 ( მათ შორის ქრონი-კული).

 ძილის დარღვევა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.

 სტრესის სინდრომი ( ქრონიკული დაღლილობა).

 კანის პრობლემები ( ეგზემა9, კანის ქავილი, გამონაყარი).

 ბრონქული ასთმა და ფილტვის უკმარისობა.

8
რესპირატორული დაავადებები - ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების
დაზიანებით.
9
ეგზემა - სხვადასხვა წარმოშობის გამონაყარი და ცვლილებები კანზე.
 გაახალგაზრდავება და კოსმეტიკური ეფექტი.

მიუხედავად ამისა არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც არ


გამოიყენება სპელეოთერაპია, ესენია:

 ტუპერკულოზი და ფილტვის ჰემორაგია10.

 სიმსივნე და კიბოს ნიშნები.

 ქრონიკული კორონარული უკმარისობა11

 თირკმლის უკამარისობა.

 პათოლოგიის ნებისმიერი გამოხატული სახე.

 ბატოფობია 12.

მღვიმური ტურიზმის განვითარების ყველა წინაპირობა არსებობს იმერეთში. აქ


წარმოდგენილი კარსტული მღვიმეების სიუხვე და მიწისქვეშა დარბაზების
მრავალფეროვნება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური და ტექტონიკუ-რი
აგებულებით. მათი განვითარებისათვის აუცილებელია რესურსული პოტენცი-ალის
შეფასება, მღვიმეებში გავრცელებული სტრუქტურების გამოვლენასთან ერთ-ად უნდა
დადგინდეს გამოსაყენებელი ობიექტების საიმედოობა, ნაპრალური სტრ-უქტურებისა
და კირქვის მდგრადობა.

ტურისტებისათვის საინტერესო მღვიმურ სისტემას ქმნიან: ახალი ათონის, ოტაფეს,


სათაფლიის, პრომეთეს, ნავენახევის მღვიმეები.

ახალი ათონის მღვიმე, ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე - მღვიმე გუდაუთის რ-ნში.
ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ახალი ათონის
მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული,
ზღვის დონიდან 220 მ-ზე იხსნება. მღვიმე შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე
183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია
დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“, „ტაძარი“,
„სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების დარბაზი“ და სხვა. ზოგიერთი მათგანი

10ჰემორაგია
-სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის დენა ან სისხლის ჩაქცევა სხეულის რომელიმე
ღრუსა და ორგანოში
11
კორონარული უკმარისობა - გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეუსაბამობა.
12
ბატოფობია - სიღრმის შიში.
მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით,
ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების
გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ³ აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-
ერთი უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-
14,4 °C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა. მღვიმე 1961 წელს
აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი
ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა.„საქქალაქმშენსახპროექტის“
ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა
„თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975 წელს. დასათვალიერებლად ვარგისია
მთელი წლის განმავლობაში.

სათაფლიის მღვიმეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისის ჩრდილო-


დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის
ტერიტორიაზე.

სათაფლიის მღვიმე გამოყენებულია ტურისტული მიზნით. იგი მდებარეობს


სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მ-ზე. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი
ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.
შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“,
ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის
მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება,
ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს. ნაკრძალიდან კლდოვან ნაპირს მიუყვება გზა,
რომელიც შემდეგ მღვიმის დარბაზებს გაივლის და მოერე გასასვლელით კვლავ
ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის.

პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ.


ყუმისთავში (ზ.დ.-დან 175 მ).იგი ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ
ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს,
ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის
ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი
დერეფნებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ,
ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია.
მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1 420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000
მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით,
რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და
მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. სიგრძე 6,4 კმ-ია. გიდის თანხლებით
ხორციელდება ობიექტების დათვალიერება. სეზონურობა არაა დამახასიათებელი.

ნავენახევის მღვიმე მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ.


ნავენახევის მიდამოები (ზ.დ.-დან 320 მ). განსხვავებული და ლამაზი ფორმის
სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის
სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე შესასვლელიდან 30-ე
მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია
დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის
სისქე 7 მეტრია.

აბრსკილის მღვიმე - კარსტული მღვიმე, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში,


მდინარე მოქვის აუზში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში. წარმნოქმნილია
ნეოგენური ასაკის კირქვებში. მღვიმის შესასვლელი დაშორებულია სოფელ ოტაფიდან
,5 კმ, ზღვის დონიდან 260 მ.

მღვიმიდან გამოედინება მდინარე აჩყითიზიგო, რომელიც ერთვის მდინარე


ოტაფს, მდ. მოქვის მარჯვენა შენაკადს. აბრსკილის მღვიმე 2 კმ სიგრძის მიწისქვეშა
ხეობაა. აქ მრავალი მეანდრი და რამდენიმე ვრცელი დარბაზია (სიმაღლე 40 მ-მდე).
დარბაზებში სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ფარდები და კირქვული
ნაღვენთების მრავალი სხვა ფორმაა. სილამაზით ცნობილია „ფარდებიანი დარბაზი“,
„მეანდრის დარბაზი“, „აბრსკილის დარბაზი“, სადაც გადმოცემით ვეება სტალაქტიტზე
ლეგენდარული აბრსკილი იყო მიჯაჭვული. გვირაბის სიღრმეში მრავალი განშტოებაა.
გვირაბისა და ამ განშტოებათა საერთო სიგრძე 3 კმ-მდეა. ზოგ დარბაზში დალექილია
თიხის შრეები, შესასვლელიდან 360 მ მანძილზე იპოვეს მღვიმის დათვის ძვლები, მ. შ.
თავის ქალა.
სპორტული სპელეოტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულ მღვიმეებს
წარმოადგენს: ნაზოდელავოს, მოთენას, ჯორწყუს, წყალტუბოს (თეთრა) და სხვ. რაც
შეეხება სპორტული სპელოტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ
მსოფლიოს უღრმესი მღვიმოვანი უფსკრული არის წარმოდგენილი აფხაზეთში,
არაბიკას მასივზე.

# ბუნების ძეგლი
1 აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
2 ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
3 არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
4 ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი
5 ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი
6 ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
7 გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
8 გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
9 დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
10 დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი
11 თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
12 თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
13 იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
14 მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
15 მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
16 მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
17 მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
18 ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
19 ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები
20 ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
21 როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
22 საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი
23 სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
24 საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
25 სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
26 სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
27 ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
28 ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
29 ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
30 ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
31 ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი
32 წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი<
33 ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
34 ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი
35 აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
36 ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
37 არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
ჰავა და მისი თავისებურებანი ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობისათვის

კლიმატი მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. ტურიზმში კლიმატს


განსაკუთრებული როლი და ადგილი უკავია. კლიმატი ამა თუ იმ ტურისტული ადგილის
გამოყენების ხარისხობრივ თავისებურებებს განსაზღვრავს. კლიმატწარმომქმნელ ფაქტორებს
წარმოადგენს: გეოგრაფიული და ჰიპსომეტრიული მდებარეობა, ატმოსფეროს ტემპერატურა,
სინოტივე, ნალექბის რაოდენობა და მოსვლის ინტენსივობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება.
თითოეული პარამეტრის ურთიერთშესაბამისობა ქმნის ტურისტისათვის ხელსაყრელ კლიმატურ
პირობებსა და სეზონურობას.

საქართველოს ტურისტული რესურსების გამოყენების ეფექტურობაზე, განსაკუთრებულ


გავლენას ახდენს კლიმატი. ცალკეულ შემთხვევებში, წელიწადის პერიოდების შესაბამისად,
კლიმატური პირობები ვარგისია ტურისტული ობიექტებით სარგებლობისათვის, სხვა შემთხვევაში
პირიქით. ასე, მაგ., სამთო-სათხილამურო ცენტრების ექსპუატაციისათვის, მყარი ნალექები
აუცილებელი წინაპირობაა, მაშინ როცა საზღვაო სეზონისათვის ატმოსფეროს და ზღვის წყლის
ტემპერატურის მაღალი მახასიათებლები (+17°+18°C) და ქარის მინიმალური სიჩქარეებია (3-5 მ/წმ).

საქართველოში ტურისტული ცენტრების დათვალიერება უმეტეს შემთხევაში სეზონურ


ხასიათს ატარებს (გარდა ურბანული ტურისტული ობიექტებისა, რომელთა დათვალიერებაც
ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი). საქართველოს ბუნებრივ-ტურისტული ობიექტებისათვის
განსაზღვრულია 3 სეზონი: ძირითადი ტურისტული სეზონი, სეზონთაშორისი პერიოდი და
არასეზონი. საქართველოში არსებობს ტურისტული ცენტრები, რომლებიც 2 ანტიპოდურ სეზონზეა
ვარგისი სარგებლობისათვის (ზამთარსა და ზაფხულში). მაგ., ბაკურიანი, გუდაური, ბეთანია და
სხვ.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ საქართველოში არსებული ბალნეოლოგიური ცენტერების


უმრავლესობა (ზ.დ. 1000 მ-მდე) წლის ნებისმიერ პერიოდში ვარგისია სარგებლობისათვის. ასე,. მაგ.,
წყალტუბო, ბორჯომი და სხვ.

ჰაერის მხუთვარება. შავიზღვისპირეთში შემოსული რეკრეანტებისათვის განსაკუთრებული


მნიშვნელობა აქვს კომფორტული კლიმატური პირობების შეფასებას. ცნება “კომფორტული
კლიმატური პირობები” კომპლექსური არსისაა. ასეთი პირობების ფორმირებაში ძირითადად
მონაწილეობს ტემპერატურა, სინოტივე, ქარი.

თბილ და ცხელ დღეებში ზოგჯერ წარმოიშობა ადამიანის ორგანიზმის დამაუძლურებელი


მხუთვარების (შეხუთულობის) გრძნობა, რომელიც მაღალი ტემპერატურის, სინოტივისა და ქარის
კომპლექსური მოქმედების შედეგია. ადამიანის სითბოშეგრძნების საზომად იყენებენ ე.წ. ეფექტურ
ტემპერატურას, რომელიც აგრეთვე ამავე მეტეოროლოგიური ელემენტების ადამიანზე ერთობლივი
ზემოქმედების შედეგია.

ბიოკლიმატური თვალსაზრისით ჰაერის მხუთვარება შეიძლება ჩაითვალოს კლიმატის


დამახასიათებელ ერთ-ერთ ელემენტად. მხუთვარება იწყება მაშინ, როდესაც წყლის ორთქლის
შემცველობა ჰაერში უდრის - 14,08მ/მ3. ეს თითქმის იგივეა, რაც 14,08 მმ ანუ 18,8 მილიბარი
აბსოლუტური სინოტივე. აბსოლუტური სინოტივე შესაძლებელია აღწევდეს ამ სიდიდეს მხოლოდ
16,5°°-ზე მეტი ჰაერის ტემპერატურის დროს. ქარის სიჩქარე ამ შემთხვევაში მოცემულია თვით
აბსოლუტური სინოტივის მაჩვენებლებით, ჰაერის ტემპერატურასთან ერთად ფარული სახით.
ქარის ზემოქმედებით გამოწვეული მხუთვარების შემცირების გრძნობას ადამიანი განიცდის იმის
გამო, რომ ამ დროს ხდება სხეულის ზედაპირიდან ნოტიო ჰაერის გადატანა და შეცვლა ნაკლებად
ნოტიო ჰაერით.

მხუთვარების ინტენსივობის მაჩვენებელი გამოისახება მილიბარებით, მაგრამ ქართველი


მეცნიერის კ.გოგიშვილის აზრით, უფრო მისაღებია მხუთვარების გამოსახვა ე.წ. ბალებით, რომელიც
უფრო სწორად გამოსახავს მხუთვარების ძალას. ამიტომ, მილიბარებით გამოსახული მხუთვარების
ინტენსივობა საჭიროა გადაყვანილ იქნას ბალებში, რომლის თითოეული ერთეული (ბალი) უდრის
2-ს.

საერთოდ ადამიანისათვის კომფორტული პირობების დადგენა მეტად რთულ პრობლემას


წარმოადგენს. ამ მხრივ, როგორც კ.გოგიშვილი აღნიშნავს: ”საყოველთაოდ მიღებული საზომი და
ნორმები არ არსებობს. მხუთვარების ადამიანზე გავლენის ხარისხი დამოკიდებულია მასთან
შეგუების, ტანისამოსის, სამუშაოს ხასიათისა და ინტენსივობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,
ასკობრივი და ინდივიდუალური განსხვავებებისა და სხვა მრავალი ისეთი ძნელად აღსარიცხავი
ფაქტორებისაგან, რომელთა შეფასება თითქმის შეუძლებელია. უფრო მეტიც, მხუთვარების ერთი და
იგივე სიდიდე, ერთი და იგივე პირის მიერ, მისი მდგომარეობისა და მოქმედების უცვლელ
პირობებში შეიგრძნობა სხვადასხვანაირად”.

იგივე შეიძლება ითქვას კლიმატის სხვა ელემენტების ადამიანის მიერ შეგრძნების მიმართ,
მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას უგულებელვყოთ ეს საკითხები, მით უმეტეს, როდესაც საკითხი
ეხება შემოსულ რეკრეანტებს. ვინაიდან დამსვენებელთა ადაპტირება ახალ კლიმატურ პირობებთან
და თითოეული მათგანის იდივიდულური დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამასთანავე ადამიანთა მიერ კლიმატის ამა თუ იმ ფაქტორის შეგრძნობის ხარისხში ბევრი რამ არის
მაინც საერთო, რაც განისაზღვრება ადამიანის ზოგადი ფიზიოლოგიური თვისებებით (სხეულის
ტემპერატურა, ოფლის გამოყოფა Dდა სხვა).

შავიზღვისპირეთში მხუთვარების განაწილება, ისევე როგორც კლიმატის სხვა ელემენტებისა,


განპირობებულია ადგილის ჰიფსომეტრიული განვითარებით, ატმოსფეროს ცირკულაციის
თავისებურებებით. ამ უკანასკნელთა შორის მთავარი როლი მიეკუთვნება ზღვიდან დაშორებას,
რელიეფის დანაწევრებას, მთების განლაგებას, ადგილის სიმაღლეთა სხვაობას.

შავიზღვისპირეთის ბუნებრივი პირობები ამ მხრივ საკმაოდ ხელშემწყობია მხუთვარების


წარმოშობა-გავრცელებისათვის. ამის თვალსაჩინოებად შეიძლება გამოვიყენოთ ქვემოთ მოყვანილი
ცხრილი:

ცხრილი #1

მხუთვარების ზონები და მათი გავრცელება

(კ. გოგიშვილის მიხედვით)

ზონები მხუთვარე გავრცელების არეები


და ქვეზონები დღეთა საშუალო
რაოდენობა
პერიოდში (V-X
თვეებში)
I ზონა ზღვის სანაპირო ზოლი გურიის,
სამეგრელოსა და ნაწილობრივ აფხაზეთის
>81 (90) (ოჩამჩირის სამხრეთით) ფარგლებში და მდ. მდ.
ენგურის, ხობის, რიონისა და სხვათა ხეობები (ზ.დ.
61-80 100მ-მდე). აფხაზეთის სანაპიროს დანარჩენი
ნაწილი (ზ.დ. 300მ-მდე). აჭარის სანაპირო და
კოლხეთის ბარი.

II ზონა 1) 71-80 II ზონის ქვემო ნაწილი


2) 61-70
ქვეზონე II ზონის ზემო ნაწილი
41-60
ბი:

III ზონა II ზონის ზევით: აფხაზეთში, ზ.დ. 500მ-მდე,


21-40
სამეგრელოში 600მ-მდე. აჭარა-გურიაში 300მ-მდე

კლიმატური ზონები და მათი ბიოკლიმატური თავისებურება. კლიმატური ელემენტების


განხილვა ცხადყოფს, რომ მზის რადიაციის, ატმოსფეროს ცირკულაციის, დანესტიანებისა და
მხუთვარების მიხედვით შავიზღვისპირეთის მთელს ტერიტორიაზე ზღვის ნოტიო
სუბტროპიკული კლიმატია. ამავე დროს კლიმატური ხასიათი იცვლება ადგილიდან ადგილზე და
იგი ტერიტორიის ვერტიკალურ გავრცელებასთან ერთად ხარისხობრივ ცვლილებებს განიცდის და
ქმნის კლიმატურ ზონებს, რომლებმაც რეკრეანტებზე შეიძლება იქონიოს განსხვავებული
ზემოქმედება, ამიტომ ურიგო არ იქნება ყოველი ზონის ბიოკლიმატური თავისებურებების
დახასიათებაც.

1 ზონა. თბილი ნოტიო ჰავა, რბილი ზამთრით, ცხელი ზაფხულითა და ნალექების საკმაო
რაოდენობით წლის ყველა სეზონში. ზონა ვრცელდება ზღვის სანაპიროზე. იგი მიოცავს აფხაზეთის,
სამეგრელოს, გურიისა და აჭარის ზღვისპირეთს. წლის განმავლობაში შენიშნება ბრიზები,
განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ლესელიძე-გაგრა). აქ მდებარეობს მნიშვნელოვანი
საკურორტო ადგილები: ბათუმი, ციხისძირი, ქობულეთი, ჩაქვი, მალთაყვა, ანაკლია, გუდაუთა,
სოხუმი, ახალი ათონი, ლესელიძე, გაგრა და სხვები.

2 ზონა. ცხელი ზაფხულით და ზომიერად თბილი ზამთრით. მოიცავს კოლხეთის დაბლობს


200 მეტრამდე ზ.დ.-დან. იგი მოქცეულია ზღვის, ნოტიო სუბტროპიკული ჰაერის მასების ქვეშ. აქ
მდებარეობს საკურორტო-რეკრეაციული ადგილები: ნოქალაქევი, გორდი, სენაკი, ცაიში.

3 ზონა. ვრცელდება ზ.დ.-დან 200-800 მეტრამდე, თბილი ზაფხულითა და ზომიერად ცივი


ზამთრით. მასში შედის დასავლეთ კავკასიონის სამხრეთული ფერდობის, აჭარა-იმერეთის
უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ გორაკ-ბორცვები და მთისწინები.
4 ზონა. თბილი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. მდებარეობს ზ.დ.-დან 800-1000 მეტრზე.
იგი მოიცავს დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობებს, მესხეთის ქედის უკიდურეს ჩრდილო-
დასავლეთ ფერდობებს. აქ მდებარეობს საკურორტო ადგილები: რიწა, ავადხარა, ლებარდე, მესტია,
ბახმარო.

5 ზონა. გრილი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ზონა ვრცელდება დასავლეთ კავკასიონის


სამხრეთ ფერდობებზე 1800-2500 მეტრამდე. ზონაში წარმოდგენილია ალპური მცენარეულობა.

6 ზონა. ზომიერად ცივი ზაფხულით და მეტად ცივი ზამთრით, თოვლის საფარით 6-8 თვე.
იგი ვრცელდება 2500 მ-ს ზევით და გამოიყენება მაღალმთიანი ტურიზმისა და ალპინიზმისათვის.

კლიმატოლოგიაში და სამედიცინო-გეოგრაფიულ ლიტერატურაში მოცემული ანალიზის


შედეგებით (ჩაკლინი-1986, ნაზარევსკი-1973, ლოპატინა-1972, გვასალია-1986) ადამიანის
ნორმალურ მდგომარეობაზე მკვეთრად მოქმედებს ტემპერატურა. აქ საუბარი შეეხება არა
ტემპერატურულ სვლას წლის დროთა მიხედვით, არამედ ძალზედ მცირე დროში ტემპერატურისა
და ატმოსფერულ წნევათა რყევადობებს.

კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების რეკრეაციული შეფასებისას ხშირად სარგებლობენ


სტანდარტული მაჩვენებლებით, მაგრამ მხედველობის მიღმა რჩება მისი ადამიანზე ზემოქმედება.
მაშინ, როდესაც ქარის მოქმედება, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა ხშირად პირობების ისეთ
შეთანაწყობებს ქმნის, რომელიც რეკრეანტისათვის შეიძლება იყოს დისკომფორტული. მიჩნეულია,
რომ ამინდის კლიმატური ვითარება ადამიანზე მოქმედებს, როგორც უშუალოდ, ისე პირდაპირ.
ამასთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს პირობითრეფლექსური ზემოქმედება. ისმის კითხვა, სად
არის საზღვარი ადაპტაციური შესაძლებლობებისა და ტემპერატურული ცვლილებებისადმი?
რატომ არის, რომ არა მარტო ავადმყოფები, არამედ ჯანმრთელი ადამიანები ხშირად რეაგირებენ
ამინდის ცვლილებაზე (მიუხედავად ექსტრემალურობისა) ზოგჯერ მისი კომფორტული
მაჩვენებლების სიუხვის პერიოდშიაც?

ხშირად რეაქცია ხდება არა მხოლოდ ამინდის ცვლილების დღეს, არამედ რამოდენიმე დღით
ადრე და შემდგომაც. ვლინდება ე. წ. სიგნალური ზემოქმედება. ამ მოვლენათა მიზეზი ჯერ კიდევ
ბოლომდე არ არის გარკვეული. თუმცა ამინდის მახასიათებლების შეფასებისას საწყისად მიიჩნევენ
მხოლოდ მის ნეგატიურ პერიოდს.

ბუნებრივია, შავიზღვისპირეთის რეკრეაციული ზონის მცხოვრებლები ამინდის მკვეთრ


ცვლილებას ადვილად არიან მიჩვეული, ვიდრე ჩამოსული რეკრეანტები.
ადამიანსა და ამინდს შორის კავშირები უნდა შეფასდეს რიგი კრიტერიუმებით. ეს პირველ
რიგში არის რეაქცია, რომელიც მათ ორგანიზმში უშუალოდ ყალიბდება ამინდის პირობებით;
მეორე-ეს არის იმ კლიმატური ფაქტორების გამოყოფა, რომლებიც ამ ადგილებში არის წამყვანი;
მესამე-ეს არის მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემთა კომპლექსი, რომლის მიხედვით
შეიძლება განისაზღვროს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე მათი ზემოქმედების ხარისხი. შესაბამისი
კარტოგრამების შექმნით შეიძლება რეკრეანტებისათვის რეკომენდირებულ იქნეს, როგორც
კომფორტული, ისე დისკომფორტული კლიმატური პირობები. ამ კომპლექსში პროგნოზის აგებამ
(გამოთვლამ) მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს პროგნოზირებული კლიმატის
შესაძლებელი ზემოქმედებისა პროგნოზირებულ ჯანმრთელობაზე.

ბუნებრივია, რომ ყოველივე მიგვიყვანს ისეთი სარეკლამო პროგრამის დამუშავებამდე,


რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს (დააქვეითებს) უარყოფით წარმოდგენებს საკვლევი
ტერიტორიის კლიმატურ რესურსებზე.

ჩნდება პრობლემა საკვლევი ტერიტორიის მედიკო-კლიმატური მახასიათებლების


განსაზღვრის. ამისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია დადგინდეს კავშირები მეტეოროლოგიურ
მაჩვენებლებსა და ფიზიოლოგიურს შორის და პათოლოგიურ რეაქციებთან, რომელიც ადამიანის
ორგანიზმში ხდება ამინდის ზემოქმედებით.

მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით საშუალო კვადრატული გადახრების


გამოთვლა, სტატისტიკური პარამეტრებისა და ასევე რიგი მაჩვენებლების განმეორებადობა მათი
შემდგომი განვითარების დინამიკის დადგენა შესაძლებელია კვლევის კარტოგრაფიული მეთოდის
საშუალებით. შესაბამისად შედგება რიგი რუკები: კლიმატის სტრუქტურის; ამინდის კლასების
სტრუქტურის (ყველა თვისათვის); ჰაერის საშუალო სიდიდეების განაწილების, ადამიანის
ორგანიზმში ჭარბი სითბოს ინტენსივობისა და მათი საშუალო კვადრატული გადახრების; ნათელი
და წვიმიანი დღეების პერიოდების განმეორებადობის და ასევე კლიმატოთერაპიისა და დასვენების
რეჟიმის.

ამინდის ცვალებადობის რუკები მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური


ღონისძიებებისათვის. ცნობილია, რომ ორგანიზმის პათოლოგიური რეაქციები ძირითადად იწყება
ამინდის მოსალოდნელ ცვლილებაზე 1-2 დღით ადრე. შეიძლება ვივარაუდოთ მეტეოტროპიკული
რეაქცია და წინასწარ შედგეს სამედიცინო პროგნოზი ამინდის შეცვლამდე 1-3 დღით ადრე. ასეა თუ
ისე, რეკრეანტებმა შეუძლებელია თავი დააღწიონ გარემოს ზემოქმედებას. ამინდი ან კლიმატი,
რეკრეანტისათვის არ არის უბრალო ფაქტორები. მათთან არის პირველ რიგში დაკავშირებული
მრავალი ჯანმრთელობისა და პათოლოგიის პირობები.
მეტად განსხვავებულია ბიოკლიმატური გარემო მთაში, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დაბალი
მთები (750-1000 მ), საშუალო (1000-1500 მ) და უფრო მაღალი ადგილები ზღვის დონიდან
დასვენების, ტურიზმის და ზოგიერთი დაავადებების სამკურნალოდ ფასდაუდებელი რესურსია.

მაღალი მთის (2000 მ-ზე ზევით) კლიმატი რეკრეანტთა უმრავლესობისათვის არ არის


დადებითი, ვინაიდან ორგანიზმისაგან მოითხოვს ორგანოების შეგუების სისტემის დაძაბულობას.
აღნიშნულის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფაქტია “მთის დაავადება”. მაგალითად ალპებში იგი
რეკრეანტებს ემართებათ 2500 მ-ზე, კავკასიონზე 300 მ-ზე, ჰიმალაებში 400მ-ზე. ეს ვითარება
მიუთითებს ორგანიზმზე სამთოკლიმატური ფაქტორების ინტეგრალური მოქმედების შედეგებზე.
ამასთან ერთად შენიშნულია ფაქტები , რომ მაღალ სიმაღლეებზე მოხვედილი რეკრეანტები
(რომლებიც ჰიპერტონიული შეგრძნებებით არიან შეწუხებულები) თავს კარგად გრძნობენ,
უქვეითდებათ სისხლძარღვული წნევა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი მათთვის ადგილის
შერჩევისათვის. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ზღვისაკენ სწრაფვა, როდესაც მაღალია
ინსოლაცია, ტენი, პლაჟები გადატვირთულია და რეკრეანტები განიცდიან დამატებით “ზეწოლას”,
რა თქმა უნდა, ყოველივე ნაკლებად სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულ
რეკრეანტებისათვის.

საქართველოს ბალნეო-რეკრეაციული რესურსები

ბალნეოთერაპია გულისხმობს, პროფილაქტიკისა და მკურნალობის


მიზნით,ბუნებრივი მინერალური წყლების ან მათი ხელოვნურად დამზადებული
ანალოგების გამოყენებას. ბალნეოთერაპიას მიეკუთვნება ზოგადი და ადგილობრივი
აბაზანები, ბანაობა, ცურვა მინერალური წყლით სავსე აუზში და ა. შ. ბალნეოთერაპიის
განუყოფელი ნაწილია მინერალური წყლების შინაგანი წესით მიღების პროცედურები:

დალევა, კუჭის ამორეცხვა, დუოდენალური დრენაჟი, ნაწლავების


გამორეცხვა,ინჰალაციები და სხვ. მათი ჩატარებისათვის, ძირითადად, იყენებენ ბუნებრივ
მინერალურ წყლებს.

სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისათვის გამოსაყენებელ მინერალურ


წყლებს ახასიათებთ მინერალური და ორგანული კომპონენტების, აირების მომატებული
შემცველობა, ან რაიმე განსხვავებული თავისებურებები (მომატებული რადიაქტივობა დ
ა.შ.), ან მათში ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტების (ბრომი, იოდი, რკინა,
სპილენძი, დარიშხანი და სხვ.) განსაზღვრული რაოდენობით არსებობა.

მინერალური წყლების ძირითად ბალნეოლოგიურ მაჩვენებლებს მიეკუთვნება


საერთო მინერალიზაცია, იონური შემადგენლობა, აირებისა და ბიოლოგიურად აქტიური
მიკროელემენტების შემცველობა, რადიაქტივობა, ტემპერატურა.

საერთო მინერალიზაციის (სმ) მიხედვით გამოყოფენ სუსტი მინერალიზაციის (სმ-1


გ/დმ3 –დან 5 გ/დმ3-მდე), დაბალი მინერალიზაციის (სმ–5 გ/დმ3- დან 10 გ/დმ3-მდე),
საშუალო მინერალიზაციის (სმ-10 გ/დმ3 –დან 15 გ/დმ3-მდე), მაღალი მინერალიზაციის (სმ-
15 გ/დმ3 –დან 35 გ/დმ3-მდე), სუსტ მარილიან (სმ-35 გ/დმ3 –დან 70 გ/დმ3-მდე), მარილიან
(სმ-70 გ/დმ3 –დან 150 გ/დმ3-მდე) და ზემარილიან (სმ-150 გ/დმ3 და მეტი) წყლებს.

მინერალურ წყლებს მიეკუთვნებიან ის წყლებიც, რომელთა მინერალიზაცია 1გ/დმ3-


მდეა, მაგრამ შეიცავენ აირებს ან ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტთა განსაზღვრულ
(სტანდარტით დადგენილ) რაოდენობას, ან ორივე კომპონენტს, ან აქვთ მტკნარი წყლისაგან
განსხვავებული ფიზიკური თვისებები (მაგ. მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი).

საქართველოში სასმელად, ძირითადად, გამოიყენება სუსტი, დაბალი და საშუალო


მინერალიზაციის მინერალური წყლები. გამონაკლისს წარმოადგენს მინერალური წყალი
«ლუგელა», რომლის საერთო მინერალიზაცია 40-60 გ/დმ3-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში აბაზანებისა და სხვა ბალნეოპროცედურებისათვის გამოიყენება,


როგორც 1 გ/დმ3-მდე საერთო მინერალიზაციის მქონე მინერალური, ასევე სუსტი, დაბალი,
საშუალო და მაღალი მინერალიზაციის მქონე წყლები.

მინერალური წყლების ყველაზე სრულყოფილ კლასიფიკაციას, რომელიც


ითვალისწინებს წყლების დაყოფას ქიმიური შემადგენლობისა და მათში არსებული აირების
მიხედვით, წარმოადგენს მ. ნოდიას (1978) მიერ შემუშავებული კლასიფიკაცია, რომელშიც
გამოყოფილია მინერალური წყლების 9 კლასი:

I – ჰიდროკარბონატული;

II – ქლორიდული;

III – სულფატური;
IV – ნახშირმჟავა;

V – გოგირდწყალბადის (სულფიდური);

VI – რადონის (რადიოაქტიური);

VII – წყლები ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით (რკინა, დარიშხანი,

ბრომი, იოდი და სხვ.);

VIII – აზოტიანი, მეთანიანი, აზოტიან-მეთანიანი, კაჟმჟავა წყლები და

ორგანული ნივთიერებების შემცველი წყლები;

IX – რთული შემადგენლობის წყლები, რომლებიც შეიცავენ რამოდენიმე ტიპის

ანიონს, კათიონს და ქიმიური შემადგენლობით არ მიეკუთვნებიან ზემოთ


აღნიშნული

კლასების მინერალურ წყლებს.

ყოველ კლასში გამოყოფენ ამა თუ იმ ტიპის მინერალურ წყალს.საქართველოში


ყველაზე ხშირად ვხვდებითYVIII და IX კლასების მინერალურ წყლებს – აზოტიანს,
მეთანიანს, აზოტიან-მეთანიანს, კაჟმჟავა წყლებს და ორგანული ნივთიერებებისა და
რთული იონური შემადგენლობის წყლებს. შედარებით იშვიათად გვხვდება IV და V
კლასების – ნახშირმჟავა და გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) მინერალური წყლები.
გამოვლენილია და სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება სხვა კლასის
მინერალური წყლებიც – ჰიდროკარბონატული, ქლორიდული, სულფატური და
ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შემცველი მინერალური წყლები.

საქართველოში ზოგადი და ადგილობრივი აბაზანებისთვის გამოიყენება


მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება შემდეგ კურორტებზე და საკურორტო
ადგილებზე: აბანო (აგარაკი – აბანო), აბასთუმანი, ასპინძა, ახალდაბა, ბესლეთი, ბია, ბიისი,
ბიჭვინთა, ბუგეული, გაგრა, განთიადი, გორიჯვარი, გორმაღალა, დვირი, ეშერა, ზინობიანი,
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, თეთრი წყლები, თორღვას აბანო, კვალითი,
კვერეთი, კინდღი, კოდიბინი, კოჯორი, კურსები, ლაგოდეხი, ლაძგვერია, ლესელიძე, ლისის
ტბა, მალთაყვა, მახინჯაური, მენჯი, მუაში-წურნაში, ნაგუთნი, ნოქალაქევი, ნუნისი,
სადგერი, სულორი, სურამი, სუფსა, სუჯა, ტყვარჩელი, ქვიშხეთი, ქობულეთი, შაქრიანი,
ყანჩავეთი, ცაიში, ციხისჯვარი, წყალტუბო, წყნეთი, ჭოკიანი, ხიდიკარი და ხოვლე.

დასალევად გამოიყენება მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება შემდეგ


კურორტებზე და საკურორტო ადგილებზე: ავადხარა, ბაბანური (შუახევის რაიონი, სოფ.
ვანი), ბაგიათი, ბოლნისი, დმანისი, ვარდევანი, ვარძია, ვეზური, ზვარე, კობი,კოკოტაური,
ლასკადურა, ლესე, ლებარდე, ლუგელა, მაჭარწყალი, მესტია, მიტარბი,მუაში, საირმე,
სიონი, ტიმოთეს უბანი, ძუღური და წაღვერი.

როგორც სასმელად, ასევე აბაზანებისთვის გამოიყენება მინერალური


წყლები,რომლებიც მოიპოვება შემდეგ კურორტებზე და საკურორტო ადგილებზე:
ამაღლება,ახალციხე, ახალჭალა, ბორჯომი, ვაჟას წყარო, ვარძია, ლაშიჭალა, ნაბეღლავი,
ნასაკირალი, ნაქალაქევი, ნეძვი, სამტრედია, სიმონეთი, სქური, სორტუანი,სტეფანწმინდა,
უდაბნო, ურაველი, უწერა, ფასანაური, ფლატე, შოვი, წინუბანი და ჯავა.

ინჰალაციების სახით გამოიყენება მინერალური წყლები შემდეგ კურორტებზე –


ბორჯომი, წყალტუბო, საირმე და სხვ.

ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამორეცხვებისათვის გამოიყენება


შემდეგი კურორტების მინერალური წყლები: ამაღლება, ახალციხე, ბორჯომი,ნაქალაქევი,
სიმონეთი და სხვ.

საქართველოში სასმელი მინერალური წყლები წარმატებით გამოიყენება შემდეგი


დაავადებების სამკურნალოდ: ქრონიკული გასტრიტები, ქრონიკული ენტერიტები და
კოლიტები, სანაღვლე გზებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული
პანკრეატიტი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; პოდაგრა და
შარდმჟავა დიათეზი.

სასმელი რკინის შემცველი წყლები გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის


სამკურნალოდ.გამოვლენილია ქლორიდულ-კალციუმიანი მინერალური წყლების
დადებითი მოქმედება ფილტვების ქრონიკული არასპეციფიური დაავადების მქონე
პაციენტებზე.

1.3 სამკურნალო ტალახები (პელოიდები)


სამკურნალო ტალახები (პელოიდები) წარმოადგენენ ბუნებრივ ერთგვაროვან
წვრილდისპერსიულ პლასტიკურ მასას, რომელიც წარმოიქმნა გეოქიმიური,კლიმატური,
ბიოლოგიური და სხვა ბუნებრივი პროცესების შედეგად. ისინი პროცედურებისთვის
გამოიყენება შემთბარ მდგომარეობაში.

წარმოშობის მიხედვით, სამკურნალო ტალახები იყოფა 4 ძირითად ჯგუფად: ლამის


(სულფიდური), ტორფის, ვულკანური (სოპკის) და საპროპელის.

საქართველოში ვულკანური ტალახი არის კურორტ ახტალაში, ლამის (სულფიდური)


– კუმისში, საპროპელის და ტორფის – გაგრასა და ბიჭვინთაში.

სამკურნალო ტალახები, ძირითადად, გამოიყენება ქრონიკულად მიმდინარე


ანთებითი ხასიათის დაავადებების სამკურნალოდ.

მკურნალობა უფრო ეფექტურია ქვემწვავე სტადიის ქრონიკულში გადასვლის


ზღვარზე.

პელოიდოთერაპიის (ზოგადი აბაზანების სახით) გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი


პათოლოგიების დროს: ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები (რევმატოიდული
პოლიართრიტი (ართრიტი), მინიმალური აქტივობის ან არააქტიურ ფაზაში;

ქრონიკული ჰეპატიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის, ღვიძლის ფუნქციების


უმნიშვნელო ცვლილებებით; სხვადასხვა ეტიოლოგიის ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი.

პელოიდოთერაპიისათვის უკუნაჩვენებია:

მწვავე ანთებითი პროცესები, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები;


სისხლის დაავადებები; სისხლდენები და მათდამი მიდრეკილება; ტუბერკულოზი;

ენდოკრინული დაავადებები. ორსულობის, ფსიქიური დაავადებების, ეპილეფსიის,


ღვიძლის ციროზის,მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევებში.

1.4. სანაპირო ქვიშა

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით,


ხშირად გამოიყენება წვრილმარცვლოვანი სანაპირო ქვიშა. ძირითადად, იგი ჩვეულებრივი
ქვიშაა. ურეკში, სამკურნალო მიზნით, გამოიყენება მაგნეტიტური ქვიშა.
სანაპირო ქვიშის გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები ისეთივეა, როგორც
ტალახით მკურნალობისას.

საქართველოს ზღვისპირა რესურსები

საქართველოს შავიზღვისპირეთის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების


სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელობის მქონეა ზღვისპირა რესურსები. აქ
შეიძლება განვითარდეს, როგორც საკრუიზო მოგზაურობის, ისე საზღვაო-
სატრანსპორტო კავშირები და საწყლო სპორტული სახეობები. ამასთან ერთად, რაც
მნიშვნელოვანია-სანაპირო ზოლში არსებული ქვიშიან ხრეშიანი ლანდშაფტი
ფსამოფილური მცენარეულობით მოსახერხებელია პლაჟების მოწყობისათვის და
ზღვისპირა ტურისტულ-რეკრეაციული სახეობების (კლიმატური, კლიმატურ-
ბალნეოლოგიური და ა.შ.) განვითარებისათვის.

ასეთმა გარემოებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ აქ საფუძველი ჩაეყარა საკურორტო


მეურნეობის განვითარებას და სანაპიროზე განლაგდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე
მნიშვნელოვანი კურორტები, რომლებსაც ადრე საკავშირო და ამჟამად კი საერთაშორისო
სტატუსი გააჩნიათ.

თანამედროვე ეტაპზე შეიცვალა დამოკიდებულება ტურისტულ-რეკრეაციული


ინდუსტრიის განვითარებისადმი და საპლაჟე სისტემაში არსებით მნიშვნელობას იძენს
რესურსების საერთო პოტენციალის დადგენა, ტერიტორიის ზონირება და ახალ
საერთაშორისო სისტემასთან მიახლოება.

საქართველოს ფარგლებში შავიზღვისპირეთის სანაპიროს (საპლაჟე ზოლის) სიგრძე


316 კმ-ია, რომლის დაახლოებით 180 კმ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საშუალო და
მაღალი საპლაჟე მომსახურების ბაზად. ასეთი ტიპოლოგიის საფუძვლად ჩვენს მიერ
უმთავრეს კრიტერიუმად მიჩნეულ იქნა საპლაჟე სივრცის მორფოლოგიური
თავისებურება, სადაც აქცენტი გადატანილი იყო:

1. პლაჟის აბრაზიული საფეხურის სიდიდეზე;


2. კლიფის ხასიათზე და,

3. წყლისქვეშა აკუმულაციურ ტერასაზე. ტიპოლოგიის დამატებით ნიშად


გამოიყენებოდა აკუმულაციური მასალის მორფოლოგია. აღნიშნულის საილუსტრაციოდ
შეიძლება გამოვიყენოთ ქვემოთ მოცემული სქემა #1.

როგორც სქემა #1-დან ჩანს “ა” ტიპის პლაჟებს საკვლევ ტერიტორიაზე წყვეტილი
ხასიათი აქვს, ჯამში იგი 65 კმ ვრცელდება და მთელი სანაპირო ზოლის 20,5 %-ს
შეადგენს. “ბ” ტიპის პლაჟების წილზე მოდის 23 %, ხოლო “გ” ტიპის პლაჟების
ხვედრითი წილი მთელს სანაპირო ზოლში 56,55 %-ია.

პირველ შემთხვევაში პლაჟების არსებობა არ შეინიშნება, მეორე შემთხვევაში


პლაჟების მაქსიმალური სიგანით გამოირჩევა G”გ” ტიპი და იგი საშუალოდ მერყეობს
50-200 მ-მდე.

მთელი საპლაჟე ზოლი აგებულია მდინარეთა ნატანით, რომლის ძირითადი


შემადგენელი ფრაქციებია სხვადასხვა დიამეტრის ქვიშა, კენჭი და კაჭარი. ეს მასალა
ჭარბობს მდინარეების ბზიფის, კოდორის, ჭოროხის შესართავებში და მათი
ტრანსპორტირება სანაპირო ზოლში მიმდინარეობს ზღვის წყლის ცირკულაციის
მიმართულებით. სანაპირო, იქ სადაც მთის კალთები ეშვება უშუალოდ ზღვის
ფსკერზე ციცაბოა, კლდოვანი ქარაფებით მთავრდება და წარმოადგენს ე.წ. კლიფებს.
ასეთებია ციხისძირი-მახინჯაურის, გაგრის ჩრდილო-დასავლური სანაპირო
სოფ.ჩიგირიფშამდე, ლიძავა-ახალსოფლის, ზემო და ქვემო ეშერის მონაკვეთები და ა.შ.
რომლებიც აგებულია ქვიშაქვებით, კირქვებით და შედარებით მკვრივი ქანებით.
მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე “ბ”´ ტიპის საპლაჟე ადგილებში,
შექმნილია ხელოვნური ტალღამრეკები, ტალღმტეხები და წყლისქვეშა აკუმულაციური
ტერასა ციცაბოდ ეშვება, შესაბამისად წყალქვეშა აკუმულაციური პლაჟი ნაპირიდან 5-
15 მ-ის ფარგლებში მერყეობს. “გ” ტიპის საპლაჟე სივრცის სიგანის მაქსიმალური
სიდიდე საშუალოდ 200 მეტრამდე აღწევს, ხოლო წყლისქვეშა აკუმულაციური
საპლაჟე ტერასა 5 მ-იანი იზობათით 50 მ-მდეც კი ვრცელდება.

პლაჟური ტიპების ამ სისტემაში საპლაჟე მასალის ფრაქციული შემადგენლობის


მიხედვით გამოიყოფა ოთხი სახის პლაჟი:
I- მსხვილმარცვლოვანი პლაჟები;

II- შერეული სახის პლაჟები;

III- წვრილმარცვლოვანი Qქვიშიანი პლაჟები;

IV- კლდოვანი, კლიფური ხასიათის პლაჟები.

ზოგიერთი მეცნიერი, პლაჟის სავარგულის ხარისხობრივი შეფასებისას


გვთავაზობს ბალობრივ სისტემას [140.88] და ყველაზე მაღალი სიდიდით 8-ბალით
აფასებს ქვიშიან პლაჟებს, ხოლო შემდეგ მას მოსდევს შერეული-6 ბალი,
მსხვილმარცვლოვანი-4. თუ ამ პრინციპს გავიზიარებთ, მაშინ შავიზღვისპირეთში
საუკეთესო პლაჟებად მიჩნეული უნდა იყოს სამეგრელო-გურიის 52 კმ-იანი საპლაჟე
მონაკვეთი (იხ.ცხრილი #7). აქ განსაკუთრებით გამორჩეულს წარმოადგენს
გრიგოლეთი-ურეკის მონაკვეთის მხოლოდ ურეკის მიდამოების 3 კმ სიგრძის პლაჟი,
რომლის ფრაქციული შედგენილობა, შეიცავს 4%-მდე მაგნეტიტს და პლაჟს აქვს 60-
100 მ სიგანე. იგი წარმოადგენს მაღალი ღირებულების საპლაჟე სავარგულს.
დანარჩენი 49 კმ სივრცის მაქსიმალურ ათვისებას ხელს უშლის მდინარეთა
შესართავების ხშირი ქსელი და ჭაობების უშუალო სიახლოვე. ამას ისიც ემატება, რომ
წყალქვეშა ფერდის დახრილობა მცირეა და ზოგჯერ 1,5-2 მეტრის სიღრმე სანაპირო
ხაზიდან 100-150 მეტრის შემდეგ იწყება.

ცხრილი #7

სანაპირო ხაზის საპლაჟე სავარგულების მონაცემები

რაიონები სანაპირო პლაჟი პლაჟების პლაჟის სიგრძის პლაჟების


ხაზის ს საშუალო შეფარდება ფართობი
#
სიგრძე სიგრძ სიგანე (მ) სანაპიროს (კმ2)
(კმ) ე (კმ) სიგრძესთან (%)

1 აფხაზეთი 204 110 25 53,9 2,75

2 სამეგრელო-
41 32 50 76,8 1,6
ზემო სვანეთი
3 გურია 23 18 25 78,3 0,45

4 აჭარა 48 20 18 41,7 0,36

სულ
316 180 29,5 56,9 5,6
რეგიონში

ჩვენს მიერ მოპოვებული და გაანალიზებული მასალის საფუძველზე შეიძლება


დავასკვნათ, რომ მთელს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზის თითქმის 12 %
მსხვილმარცვლოვანი ფრაქციისაგან შედგება, კლდოვანი (კლიფური) ხასიათის
პლაჟების წილზე 5 % მოდის, დანარჩენი 12 % კი შერეული სახის პლაჟებზე.

თუ ამ ფაქტებს დავეყრდნობით და გამოვიყენებთ ზემოთ მოყვანილ საპლაჟე


სივრცის ტიპოლოგიურ სქემებს, მაშინ შეიძლება დიფერენცირებულად შევაფასოთ
საპლაჟე სავარგულები: “ა”-ტიპის საპლაჟე სივრცე-2 ბალი, “ბ”-5 ბალი, “გ”-8 ბალი.
ყოველი ცალკე აღებული განსხვავდება ერთმანეთისაგან ტევადობითაც.

ზემოთ აღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეკრეაციული


სეზონი (მაისის შუა რიცხვებიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე) გამოირჩევა ჰაერისა
და ზღვის წყლის კომფორტული ტემპერატურული პირობებით, წყლის
მარილიანობით (13-14‰) და ზღვის ღელვის დაბალი ბალიანობით (3 ბალზე დაბალი).
ყოველივე წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას წყალქვეშა ცურვით
დაინტერესებული ტურისტებისათვის. ამჟამად მწვანე კონცხის მიმდებარე
აქვატორიაში ფუნქციონირებს რამდენიმე საექსკურსიო მარშრუტი (ივნის-
სექტემბერში), რომელსაც ახორციელებს ტურისტული ფირმები. ასეთივე სივრცედ
მოიაზრება ბიჭვინთის კონცხის მიმდებარე აკვატორიაც.

ზემოთ აღნიშნულ ბუნებრივ რესურსებთან ერთად, ზღვის სანაპირო ზოლში


(მაის-სექტემბერში) 4-8 მ/წმ სიჩქარის ქარიან დღეთა რაოდენობა, შესაძლებელს ხდის
ჩვენთვის არატრადიციული სახის-აფროსნობის განვითარებისათვის.

ცხრილი #8

საზღვაო აფროსნობის სავარგულები


სადგურები ქარიან დღეთა სადგურები ქარიან დღეთა
# #
რაოდენობა (V-IX) რაოდენობა (V-IX)

1 ფოთი 32 4 ანაკლია 12

2 გაგრა 23 5 სოხუმი 11

3 ბათუმი 17

საქართველოს შავიზღვისპირეთის რეგიონისათვის წამყვანი მნიშვნელობა აქვს


ტურისტულ-რეკრეაციული ბუნებრივი რესურსების ისეთ სახეს, რომელსაც ქმნის
სანაპიროს ის ვიწრო ზოლი, რომელიც პლაჟის სახით არის წარმოდგენილი. პოტენციალის
დაგენისათვის მსხვილმასშტაბიან (1:100 000) ტოპოგრაფიულ რუკებზე განისაზღვრა
ყოველი ტურისტულ-რეკრეაციული რაიონის ფარგლებში მოქცეული პლაჟების ისეთი
ოდენობრივი მახასიათებლები, როგორიცაა ფართობი. შესაბამისად გათვლილ იქნა
ტერიტორიის დატვირთულობა (Wί) და ხვედრითი წილი რეგიონის მიმართ (Dј) (იხ.ცხრილი
#18). საბოლოოდ განისაზღვრა ყოველი მაჩვენებლის დამოკიდებულება ტურისტულ-
რეკრეაციულ რესურსული რაიონების ტერიტორიებთან. მართალია პოტენციალის
რაოდენობრივი სახით იგი ჩამორჩება ტყისას, მაგრამ ექსპლუატაციის ხარისხით იგი
ყველაზე მაღალ ადგილზე დგას.

ცხრილი #18

საპლაჟე-რესურსული პოტენციალი

ტურისტულ- რაიონის პლაჟის რაიონი % შეფარ- კერძო


რეკრეაციულ ფართობი ფართობ ს დება რესურსუ-
რესურსული (კმ2) ი (კმ2) დატვირ რეგიონის ლი
#
რაიონები - მიმართ პოტენ-
თულობ ციალი P3
ა %-ში
1 აფხაზეთი 8664,7 2,7 0,03 0,012 0,6

2 სამეგრელო 4339,2 1,6 0,03 0,007 0,18

4 გურია 2042,5 0,45 0,012 0,002 0,04

5 აჭარა 3188,0 0,36 0,01 0,016 0,03

სულ რეგიონები 21460,1 5,16

წყლისქვეშა ცურვა დაივინგი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.


არსებობს დაივინგის ანუ წყალქვეშა ცურვის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფს
ტურისტებისათვის ზღვის ფსკერის დათვალიერებას. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით
უფრო ამოუცნობი და საინტერესოა ზღვის სამყარო და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა.
ამასთანავე მეტია საფრთხეც.

წყალქვეშა სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და თანაც ძალიან საინტერესო. ძალიან


საინტერესოა შავ ზღვაში “ფილოფლორას მინდორი”, რომელიც 36 მეტრის მანძილზეა
გადაჭიმული.

დაივინგის დროს ძირითადად საფრთხეს ქმნიან თევზთა საშიში სახეობები,


კიბოსნაირები, ლოდები, კლდეები, წყალმცენარეები, ამიტომ დაივინგის საზოგადოება
გიდის გარეშე ამ ტურებს არ აწყობს.

არსებობს დაივინგის უამრავი სახეობა: ავტონომიური, არაავტონომიური,


მოხალისეთა, სამკურნალო და სხვა. მოხალისეთა ყვინთვის მიზანია დასვენება. იგი
სრულდება ინსტრუქტორის თანხლებით და თავის მხრივ გულისხმობს ყვინთვის ისეთ
სახეობას, როგორიცაა წყალქვეშა ნადირობა, წყალქვეშა ფოტოგრაფია, ორიენტალური
ყვინთვა კომპასით და სხვა.

ტურიზმის ეს სახეობა არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ახალდამწყებს საერთო


მომზადება და აღჭურვილობა უჯდება 1000 აშშ დოლარამდე. ხშირად ამას ემატება
მგზავრობისა და სასტუმროს საფასური. საერთოდ კი კარგი კომპლექტის ღირებულება 1500
დოლარს შეადგენს.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წყალქვეშა ცურვა შესაძლებელია სარფში, კვარიათში,
ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე. 20 მეტრის სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ, თანდათან
იზრდება სირთულეები. სიღრმის მატებასთან ერთად მატულობს საფრთხეც, ძნელდება
მხედველობა და თან ამას ერთვის ბუნებრივი მღვიმეების სიმრავლეც. შავი ზღვის სამყაროს,
ოთხი ჩაძირული გემის, სამი თვითმფრინავისა და ფარავნის ტბაზე ციხის კედლის
ნარჩენების დათვალიერებისათვის, აუცილებლია დაივინგის საზოგადოებასთან არსებული
კურსების გავლა და შესაბამისი სერთიფიკატის მიღება. თუკი ანალოგიური ხასიათის
უცხოური სერტიფიკატი გააჩნია ტურისტს, მას გიდი ინსტრუქტორები ყოველგვარი
ზედმეტი დაბრკოლების გარეშე მიყვებიან სასურველი წყალქვეშა ობიექტის
დასათვალიერებლად.

დღეისთვის აჭარის ტერიტორიაზე აკვალანგით ჩასვლის სერვისი მუშაობს, თუმცა


მას სისტემატიური ხასიათი არ აქვს. 7-დან 15 მეტრამდე წყალქვეშ ჩასვლა 20 წუთის
განმავლობაში 70 ლარი ღირს. დაივინგის ცენტრი პირველი ეტაპისათვის ძირითადად
დამწყებ აკვალანგისტებს ემსახურება.

პროფესიონალი დაივერები მონაწილეობენ ჩაძირული ხომალდების, უძველესი


ქალაქებისა და საკულტო ნაგებობების აღმოჩენა-შესწავლაში.

საქართველოს აკვალანგისტთა კლუბი არის პირველი ლიცენზირებული დაივინგ


ცენტრი საქართველოში, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი სისტემატიურად
აწყობს დაივინგ ტურებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ირგვლივ: კუბა,
სიპადანი, ფილიპინები, ეგვიპტე, თურქეთი.

"კონკორდ დაივინგ კლუბში" ხორციელდება შემდეგი აქტივობები: „სკუბა დაივინგი"


შავ ზღვაში: ბათუმის დელფინარიუმში (დაივინგი დელფინებთან ერთად); კვარიათის
ჩაძირულ ხომალდებთან; მიდიების ფერმებთან; სარფის კლდოვან ხეივნებთან; ანაკლიის
უახლეს ტერიტორიებზე და ყველა ტბაში საქართველოს მასშტაბით, ასევე დაივინგს
წყალტუბოს პრომეთეს წყალქვეშა მღვიმეებში. გონიო-კვარიათის ხაზზე ჩაძირულ იქნა
ხომალდი „ვლადიმერ ფაჩულია", რისი მიზანიც ხელოვნური რიფის შექმნა იყო, რათა
გაზრდილიყო წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის პოპულაცია .
აგვისტო სარფი-კვარიათში იმართება საზღვაო მარათონული თამაშები და
საქართველოს ღია ჩემპიონატის ჩატარება წყალქვეშა ნადირობაში. შეჯიბრებები იმართება:

1. წყალქვეშა ნადირობაში (ინდივიდუალური, გუნდური);

2. თავისუფალ ყვინთვაში-თამაშები: "ადამიანი ამფიბია", "ქალთევზა", "აფროდიტას"


სამკაული, ზღვის "ჰერაკლე", დაიჭირე "ქალთევზა", "აქვატლონი" (წყალში ბრძოლა),
"უკაცრიელ კუნძულზე" - "ზღვის მგელი", "სინიორ რობინზონი";

3. აკვალანგებით (მხოლოდ სერთიფიცირებული დაივერებისათვის): "ზღვის


ტარზანი" (ცარიელი ხელებით კიბორჩხალების ჭერა), "კაპიტან ნემოს" საგანძურის
(სკივრის) მოძიება, ზღვის ფსკერის დასუფთავება;

4. ცურვა: "ლასტებით" ესტაფეტურ ცურვაში, "სასოწარკვეთილი მაშველები",


"გემიდან ტყვეთა გაქცევა" (ხელებ-ფეხშეკრული, კოლხური სტილით ცურვა),

5. სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა: (ინდივიდუალური, გუნდური),

6. ჩემპიონთა ლიგა: გამარჯვებული (5+5) მეთევზეების და წყალქვეშა მონადირეების


შეჯიბრება;

7. კაიაკებით შეჯიბრება;

8. კონკურსი პროფესიონალ და მოყვარულ ზღვის კულინარებს შორის.

საქართველოს წყლის რესურსების ტურისტული ექსპლუატაციისა და


ატრაქტივობის თავისებურებები
საწყალოსნო _ სპორტულ ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო
ტურისტულ ინდუსტრიაში და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.
იგი ორ სამდინარო და საზღვაო მიმართულებად იყოფა, რომლებიც თავის მხრივ კიდევ
იყოფიან ქვემიმართულებებად. სამდინარო მიმართულების სახეობებია _ რაფტინგი,
სლალომი, კანიონინგი, ჯომარდინგი და სპრინტი, ხოლო საზღვაო მიმართულების _
სერფინგი და ვინდ-სერფინგი.
საზღვაო _ საწყალოსნო სპორტის და შესაბამისად ამ ტიპის ტურიზმის განვითარებას
საქართველოში ბუნებრივი პირობები არ უწყობს ხელს, რასაც ვერ ვიტყვით სამდინარო-
საწყალოსნო მიმართულებაზე, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ჩვენში, რასაც
განაპირობებს, როგორც ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები, ისე სპორტის და ტურიზმის ამ
სახეობის ექსტრემალური ხასიათი. სამდინარო-სპორტული მიმართულება გულისხმობს
სხვადასხვა სირთულის მდინარეებზე დაშვებას სხვადასხვა დისტანციებზე სახეობების
მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ნავებით. ყველა მიმართულებას თავისი, განსაზღვრული
ნავის სახეობა გააჩნია. ესენია: კანოე, კატამარანი, ბაიდარა, კაიაკი, გასაბერი ნავი და ამ
სახეობების შესაბამისად გამოიყენება როგორც ნიჩბიანი და აფრიანი, ასევე მოტორიანი
ნავებიც.

მდინარეები ძნელად გადასალახაობის მიხედვით 6 კატეგორიად იყოფა. მათგან


ყველაზე მარტივია I, ყველაზე რთული კი V-VI კატეგორიები. მათზე ტურისტული ტურების
ჩატარება საკმაოდ შეზღუდულია. V დონის სირთულის მდინარეები მცირე ზომის
ჩანჩქარებსა და ჭორომებს მოიცავს. მათზე დაშვება რთულია და დიდ რისკთანაა
დაკავშირებული.

VI დონის სირთულის მდინარეები კი საშუალო სიდიდის ჩანჩქერებს, ჭორომებსა და


ვარდნილებს მოიცავს და ძალიან დიდი რისკის მატარებელია. მათზე დაშვებას
სპორტსმენებიც ერიდებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ტურისტებზე, ამიტომ ამ სირთულის
მდინარეებზე ტურიზმის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივებზე ლაპარაკი საკმაოდ
რთულია.

მდინარეებზე სწრაფდაშვების ორგანიზება ხორციელდება სხვადასხვა ტიპის


ნავებით. მისი ნაირსახეობები და გამოყენების წესი განსხვავებულია მთელს მსოფლიოში.
სწრაფი დაშვებისათვის გამოიყენებენ ინდიელთა საცურავ საშუალებას კანოეს, რომელსაც
ნიჩაბი მხოლოდ ერთი მხარეს აქვს. ტრადიციულად ერთდროულად შესაძლებელია 4 –დან
20 ადამიანამდე მონაწილეობდეს ნავით გადაადგილებაში. ყველაფერი კი დამოკიდებულია
მდინარის სიგანეზე, სიღრმეზე, წყალუხვობაზე, მეანდრირებასა და სიჩქარეზე. ტაილანდსა
და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში არის შემთხვევები, როცა ეროვნულ სტილში
მოწყობილ ერთ კანოეში წყვილ-წყვილად 50 კაცი ზის და საწყლოსნო სპორტულ დაშვებაში
ეჯიბრებიან ერთმანეთს.
საინტერესო სამდინარო სპორტულ საშუალებას წარმოადგენს ესკიმოსური კაიაკი,
რომელიც ჰერმეტულად ითლება ხისგან დაერთ კაცზეა გათვლილი. მაგრამ არის
შემთხვევები, როცა 2-3 ნიჩბოსნისაგანაც არის დაკომპექტებული. კაიაკინგი ექსტრემალური
საწყალოსნო ტურიზმის ერთ-ერთი სახესხვაობაა. ეს არის ადამიანის სტიქიასთან
დაპირისპირება. ამჟამად წარმოდგენილია მისი 3 მიმართულება:

1. სლალომი ანუ მაღალტექნიკური დაშვება. სპრინტის შემთხვევაში


სპორტსმენმა ტურისტებმა დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში ისე უნდა გადალახონ
ჩქერები, ქვები თუ სპეციალური ფირნიშები, რომ მათ ფიზიკურად რაც შეიძლება ნაკლებად
შეეხონ;

2. როდეო. ეს არის სლალომი, რომელსაც უფრო გართობითი ხასიათი აქვს,


ვინაიდან აქ რეზინის ნავს იცვამენ. შეჯიბრება მიმდინარეობს აკრობატული ელემენტების,
თავდაყირა ცურვის, ტრიალების თანხლებით;

3. სწრაფი დაშვება. იგი 3 მიმართულებად იყოფა: გასართობი, ექსპედიციური და


ექსტრემალური.

საქართველოში სამდინარო სპორტის ისტორია XXს-ის 70-იანი წლიდან იღებს


სათავეს. 1971 წელს გეოლოგმა ალეკო ყაველაშვილმა ჩამოაყალიბა მოხალისეთა ჯგუფი,
რომელშიც შედიოდნენ: გეოლოგები _ ვაჟა გელეიშვილი, ძმები ზურაბ და გურამ
სახელაშვილები, ნოდარ რჩეულიშვილი, რომელიც რადისტის ფუნქციასაც ასრულებდა,
ტელე-კინო ოპერატორი _ ჯიმშერ ქრისტესაშვილი, აფროსანი და ბოცმანი ნიკო ენუქიძე.
ჯგუფს წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე “შვიდკაცა” ეწოდა.Gჯგუფი იყო პირველი და
ერთადერთი სსრკ-ს ტერიტორიაზე, რომელიც სამდინარო-სპორტულ ექსპედიციებს
ატარებდა. სპორტის ამ სახეობას ეწოდა “ შორეული სპორტული ცურვა მცირე წყალწყვის
ნავებით” ( წევრებიდან ყველაზე ახალგაზრდა ნოდარ რჩეულიშვილი მაშინ 28 წლის იყო,
ხოლო ყველაზე უფროსი ზურაბ სახელაშვილი 37-ის, “შვიდკაცას” კომკავშირის
ცენტრალური კომიტეტი და ე.წ.”დოსააფი” აფინანსებდნენ).

პირველი ექსპედიცია 1971 წელსვე მოეწყო. მარშრუტი თბილისი-ბაქო-ბათუმი იყო,


45 დღეს გაგრძელდა და შემდეგ ეტაპებს მოიცავდა: თბილისიდან მდინარე მტკვრით
კასპიის ზღვაში, ზღვიდან მდინარე ვოლგაში, იქიდან კი მდინარე დონში შევიდნენ და მისი
გავლით აზოვის ზღვაში გადავიდნენ, ქერჩის სრუტით შემოვიდნენ შავ ზღვაში და ბათუმში
დაასრულეს მოგზაურობა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ხუთ წევრს ალეკო ყაველაშვილს, ზურაბ და გურამ


სახელაშვილებს, ნოდარ რჩეულიშვილს და ჯიმშერ ქრისტესაშვილს სპორტის ოსტატის
საპატიო წოდება მიენიჭათ.

80-იანი წლების ბოლოს, უკვე ლეგენდად ქცეულმა ჯგუფმა “შვიდკაცა”-მ არსებობა


შეწყვიტა. იყო მცდელობები მსგავსი ჯგუფის შექმნის ქუთაისელი მოხალისეების მიერ,
მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, მათი ეს მცდელობა ერთი ექსპედიციის ფარგლებს ვერ
გასცდა.

საქართველოში სამდინარო _ სპორტული ტურიზმი ახლა იკიდებს ფეხს, 2001 წელს


ჩამოყალიბდა სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი” რომელიც აწყობს სამდინარო-
სპორტულ ტურებს საქართველოს მდინარეებზე. დაშვებები ხორციელდება მთიულეთის და
ფშავის არაგვზე, მტკვარზე ბორჯომთან და ვარძიასთან, იორსა და რიონზე, იშვიათად
ტეხურასა და ცხენისწყალზე. სეზონი აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე
გრძელდება, პიკი კი ივლის-აგვისტოშია.

რამდენიმე ძირითად მდინარეზე დაშვების დაწყებისა და დასრულების ადგილები


განსაზღვრულია: მთიულეთის არაგვზე დაშვება დაბა ფასანაურთან იწყება და სოფელ
მენესურასთან მთავრდება, სიგრძე 13კმ. ფშავის არაგვზე, სოფელ მაღაროსკარიდან ზემოთ
5კმ-ში იწყება კოპალას სალოცავთან და სოფელ თვალივში სრულდება, სიგრძე 15კმ.
მტკვარზე კი ჯიათხევის ჰესთან იწყება და ბორჯომთან მთავრდება. აქ სიგრძე მხოლოდ
10კმ-ია. არის მარშრუტები რიონზეც სადაც სიგრძე 12კმ-ია.

კოლხატური გთავაზოთ 2 დღიან ტურს რაჯიდან მდინარე რიონზე, ქუთაისი -


შაორის წყალსაცავი - ნიკორწმინდის მონასტერი - ბარაკონი - ღამისთეა ღამისთევა შაორი
წყალსაცავზე, ამბროლაური - დაშვება ნავებით 30 კილომეტრიან მონაკვეთზე.

სხვა მდინარეებზე დაშვების დაწყებისა და დასრულების ადგილები ზუსტად არაა


განსაზღვრული და ხშირად იცვლება.
ტურის აღჭურვილობაში სტანდარტული, გასაბერი _ შვიდკამერიანი რაფტინგის
ნავების გარდა შედის: ჩაფხუტი, ჟილეტი, ნიჩბები და ე.წ. ნეოპრენის კოსტუმი, რომელსაც
თერმოსის ფუნქცია გააჩნია _ წყალში ჩავარდნის შემთხვევაში სხეულის ტემპერატურას
იღებს და ინარჩუნებს. ეკიპაჟი 1 ინსტრუქტორისა და 7-8 ექსკურსანტისაგან შედგება.
ტურები ერთდღიანია, დაშვების მანძილი საშუალოდ 13კმ-ია და დაახლოებით საათსა და 20
წუთს გრძელდება.

დასასრულს აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურისტულ-რეკრეაციული


რესურსებიდან გამომდინარე, საკმაოდ ხელსაყრელი პირობები არსებობს საწყალოსნო-
სპორტული ტურიზმის სამდინარო მიმართულების განვითარებისთვის. საქართველოში
არსებული მდინარეები, დიდი სპორტული პოტენციალის მატარებელია.

რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია

მუხლი 1

1. რეკრეაციული თევზჭერა წარმოადგენს სპორტული თევზჭერის ერთ-ერთ სახეს (მათ


შორის საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე), თევზჭერის ობიექტის
გარემოდან ამოღების გარეშე.

2. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის


ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ამ
ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2

ეს ინსტრუქცია ადგენს რეკრეაციული თევზჭერის მოთხოვნებს. რეკრეაციული


თევზჭერისას, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ერთად, ასევე,
დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპორტული (უენო), უჟანგავი
მასალისაგან დამზადებული ნემსკავი;

ბ) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხელოვნური სატყუარა;

გ) ნემსაკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2 ცალს და მხოლოდ ერთეული


ნემსკავით, თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;

დ) ნემსკავი თევზიდან გამოძრობილი უნდა იქნეს სპეციალური, ნემსკავის გამოსაძრობი


ხელსაწყოთი - პინცეტით;

ე) დაჭერილი თევზის ნაპირზე ამოყვანის თავიდან ასაცილებლად, იგი წყლიდან


ამოყვანილი უნდა იქნას სპეციალური ბადის (ჩოგანბადე) საშუალებით;

ვ) პირი თევზჭერისას უნდა იმყოფებოდეს წყალში;

ზ) თევზთან შეხება უნდა მოხდეს სველი ხელით. თუ თევზი დიდი ზომისაა, წყალში
დაბრუნებისას/გაშვებისას, თევზჭერის განმახორციელებელმა მას უნდა მოკიდოს ორივე
ხელი: ერთი ხელი ტანზე და მეორე ხელი კუდისკენ. თუ თევზჭერა ხორციელდება
მდინარეში, თევზის თავი მიმართული უნდა იყოს დინების საწინააღმდეგოდ. წყალში
დაბრუნებისას თავისუფლდება ჯერ წყალში ჩაშვებული თევზის კუდის მხარე და შემდეგ,
საბოლოოდ ხდება მისი გაშვება. პატარა ზომის თევზის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული
პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ხელით;

თ) თუ პირს, რომელიც ახორციელებს რეკრეაციულ თევზჭერას, სურს დაჭერილი თევზის


ფოტოგრაფირება, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, თევზის ნაპირზე ამოყვანის
გარეშე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თევზის საბინადრო გარემოში ცოცხლად და
დაუზიანებლად გაშვება;

ი) დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული საარსებო გარემოში, ამ


ინსტრუქციისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

სათვზაოდ გამოიყენება წყალსაცავები: : ტყიბული, ალგეთი, ლაჯანურა, გუმათი, შაორი,


ჯვარი, სიონი, წალკა.
სათვზაოდ გამოიყენება მდინარეები: მტკვარი, ჭოროხი, მაშავერა, რიონი, ბზიფი, კოდორი,
მაშავერა, ალაზანი, ალგეტი, თერგი, ჯეჯორა, არხოტისწყალი, ხობისწყალი.

რეკრეაციული დანიშნულების ტბები ტურისტული ინფრასტრუქტურით: ლისის, კუს,


ილიას, ყვარლის, ლოპოტას, ცივი ტბა (წყალტუბო), ნურიგელის, რიწის,პალიასტომის.

ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ტბები: ტობავარჩხილის, შავი კლდეების,


შაორის, აბუდელაურის, ამტყელის, მწვანე.

ტურისტული დანიშნულებით საინტერესო ჩანჩქერები: როჭოს, ნინოსხევის, გეგას, ერეთოს,


გველეთის, მახუნცეთის, ტობის, კლიჩის, არშის, კინჩხას.

ეროვნული პარკები და სამონადირეო ტურიზმის ცენტრები

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს.


პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ
1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰა, რაც ქვეყნის
ტერიტორიის დაახლოებით 8.62 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით
არის დაფარული. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11
ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.
საქართველოში 11 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 349327,1 ათას ჰა-ს
შეადგენს. ეს პარკებია:

• ალგეთის ეროვნული პარკი

• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

• ვაშლოვანის ეროვნული პარკი

• თბილისის ეროვნული პარკი

• თუშეთის ეროვნული პარკი


• კოლხეთის ეროვნული პარკი

• მაჭახელას ეროვნული პარკი

• მტირალას ეროვნული პარკი

• ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

• ყაზბეგის ეროვნული პარკი

• ჯავახეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი ზ.დ-დან 1100-1950 მ-ის სიმაღლეზე, თეთრიწყაროს


მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ალგეთის ხეობის თრიალეთის ქედის
აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს მოიცავს.

ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო


ტაძართან მდებარეობს. აქედანვე იწყება ტურისტული ბილიკი ,,სამეფო ქედი“. მარშრუტი
დაბა მანგლისიდან საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით სოფ. დიდ
ნამტვრიანამდე მიდის და სამეფო ქედით, უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული
გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და
შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს


და მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი 107,083
ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის
დაცული ტერიტორიები ექვს რაიონს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე,
ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა
ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი
სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის
ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და


მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი 400
მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების
გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს
სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და
საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11 ბილიკია, რომლებიც მოეწყო გერმანიის


მთავრობისა (BMძ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (ჭჭF) დახმარებით

1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი; 2. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი; 3.


პანორამების ბილიკი; 4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი; 5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი;
6. ნაკვალევის ბილიკი; 7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი; 8. მეღრუკის ხეობა;
9. მწყემსების ბილიკი; 10. თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი; 11. თოვლის ფეხსაცმელების
ბილიკი; 12. ლიკანის ხეობის ბილიკი.

ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა
და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში
გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-
აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე
მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 067,5 ჰა-ს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის
სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს:
არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს.
ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის
ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.

თბილისის ეროვნული პარკი 1973 წელს შეიქმნა, თუმცა, მოგვიანებით მან დაკარგა
ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და
საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე ხელახლა შეიქმნა. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ
კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700
მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე და
საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან შედგება. მისი
ფართობია 23218,28 ჰა.
თბილისის ეროვნული პარკში ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა
განვითარებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოხდა პირველი ველო-ბილიკის მარკირება. სულ
დაიგეგმა და მოეწყო სამი ველო-მარშრუტი: 1. დიდი გადმოსახედის მარშრუტი; 2. მამკოდის
საშუალო სირთულის მარშრუტი; 3. მამკოდის რთული მარშრუტი; 4. მამკოდა-ზედაზნის
ბილიკი.

თუშეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული


შენობა, სადაც ასევე განთავსებულია სასტუმრო ნომრები, კაფეტერია და ვიზიტორთა
ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და
საინფორმაციო დაფები.

ადმინისტრაციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და


მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. ასევე შესაძლებელია გიდის, ცხენის ან
ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე
ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური
ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების უდიდეს ნაწილს მოიცავს: 1.
ვიზიტორთა ცენტრი; 2. კესელო-ქუე; 3. დართლო-კვავლო; 4. დაქუეხი; 5. დიკლო; 6.
წოვათა; 7. გონთა; 8. დოჭუ; 9. ორეთი; 10. სიყვარულის ციხე; 11. ომალო-ალაზნისთავი-
ხევსურეთი.

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი


ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი
კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და
შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდ.


ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე
დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს: 1.
პალიასტომის ტბა; 2. პალიასტომი - ფიჩორი; 3. მდინარე ჭურია.

მაჭახელას ეროვნული პარკი ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ზღ.


დ-დან საშუალოდ 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი შექმნის მიზანს უნიკალური
ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური
ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს. პარკის ტერიტორიის 95%
წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უკავია. აქვვე ხარობს ისეთი რელიქტური
და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული
კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი,
სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი: 1. მთავარანგელოზის მთის ბილიკი;
2. ქოქოლეთის ბილიკი; 3. ტყუპი ჩანჩქერის ბილიკი.

მტირალას ეროვნული პარკი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის,


სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის
ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს.
ვიზიტორთა ცენტრის საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზში ვიზიტორს საშუალება
აქვს გაეცნოს მტირალას ეროვნული პარკის სპეციფიკას, მომსახურებებს, ტარიფებს, ტურებს
და აირჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი.

მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული


მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და
საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9
კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო,
საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს: 1. წაბლნარის ბილიკი; 2. ცივწყარო.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი)


საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი,
რამსარის კონვენციით აღიარებული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც
მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა.
წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით გამორჩეული ტორფნარები
მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი


და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას
იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია
დროზერა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან


ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ
განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები (ბილიკები: ისპანი 1, ისპანი 2
,თეთრი ხავსი და დროზერა. ვიზიტორთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ
შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან
ტორფნარზე გასეირნება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა)


და აღკვეთილს (4702 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია
თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ:
,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების
შემეცნების ბილიკი“.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალური შესასვლელი ინტეგრირებულია


ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა კომპლექსთან. ადმინისტრაციულ კორპუსში
მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს
შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას,
ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის
სასურველი აირჩიოს.

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 230 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით


მდებარეობს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონში, რიონის ვაკეზე და აჯამეთის, ვარციხისა
და სვირის უბნებისგან შედგება. მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების - იმერეთის
მუხისა და ძელქვის შენარჩუნება იყო. აჯამეთის განთქმული მუხნარი ძალიან ძველია.
ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტს ითვლის.

აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ეკოტურისტული პოტენციალი აქვს.


კულტურული ტურების გარდა, აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-
სათავგადასავლო ტურები საირმისა და ზეკარის უღელტეხილების მიმართულებით,
კერძოდ, აბასთუმნის უბნის ტერიტორიაზე.
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 2003 წელს შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებს
და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ბაწარას ნაკრძალი პანკისის ხეობაში,
კერძოდ, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაწარას ხეობაში ზღ. დ. 700-2,000
მ-ზე მდებარეობს. მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში მესამეული პერიოდის
დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰა-იანი კორომებია
შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ბაბანეურის ნაკრძალი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240


ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით, 1961 წელს დაარსდა და იგი ახმეტის
მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთზე,
სოფლების ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვეს ზღ. დ. 380-1,100 მ-ის
სიმაღლეზეა განლაგებული.

ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზღ. დ. 900-2000 მ-
ის სიმაღლეზე მდებარეობს. ის აღმოსავლეთით ბაწარის ნაკრძალს ესაზღვრება. მისი
დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების და ამ ტყეებისთვის
დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა. მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი,
მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია
ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი,
ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.

ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო,


არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

ილტოს აღკვეთილში ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურების


მოწყობაა შესაძლებელი.

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში


მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 9,030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-
ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით
დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები
და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის
თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე
დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ჯავახეთის დაცული ტერტორიები 2011 წელს შეიქმნა მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს,
ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. იგი მდებარეობს
ჯავახეთის პლატოზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და მისი ფართობი 16614 ჰა-ს შეადგენს. ჯავახეთის
პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. ჯავახეთის
უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღ. დ-დან 3,300 მ-ია.
ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია.
აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა,ნსაშუალო წლიური
ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით
იყინება.

ჯავახეთი უტყეო მხარეა. აქ ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი


ტყის მცირე ფრაგმენტები გვხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე,
სადაც თეთრი არყი, კავკასიური ცირცელი, ჩიტაკომშა და ასკილისა და ჟოლოს
ბუჩქნარისგან შედგება, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბის
მიდამოებშია.ტურისტული ბილიკებია: 1. კარწახის ტბა; 2. სულდის ჭაობი; 3. ვეფხვის
კანიონი; 4. ხანჩალის ტბა; 5. ბუღდაშენის ტბა; 6. ტბა მადათაფა; 7. მთა მადათაფა.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს 13 ბუნების ძეგლს,


მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს. მათგან 10 ბუნების ძეგლი მარტვილის
მუნიციპალიტეტს, 2 ხონის მუნიციპალიტეტს, 1 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს
ეკუთვნის.

• 1. ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

• 2. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

• 3. მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

• 4. მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)


• 5. ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი)

• 6. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი (ხონის მუნიციპალიტეტი)

• 7. ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (ხონის მუნიციპალიტეტი)

• 8. ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები (მარტვილის


მუნიციპალიტეტი)

• 9. ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

• 10. ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის ბუნების ძეგლები (მარტვილის


მუნიციპალიტეტი)

• 11. ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში
მდებარეობს. აღკვეთილი ძირითადად არიდული და სემიარიდული ტიპის ფლორითა და
ფაუნითაა წარმოდგენილი. ჭალის ტყეებისა და არიდულ-სემიარიდული სისტემებისათვის
დამახასიათებელი ლანდშაფტებისა და მცენარეულობის ერთობლიობა აღკვეთილის
ფაუნის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს.

ვიზიტორისათვის საინტერესოა არიდული და სემიარიდული ეკოსისტემისათვის


დამახასიათებელი უნიკალური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების გაცნობა. აქვე
მოწყობილია ე.წ. „სამზირები“ ფრინველებზე დასაკვირვებლად.

ბუნების ძეგლებს წარმოადგენენ:

გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი


გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი
თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი
ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი
ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები
ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი
როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი
სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი
წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი
ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი
საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების როლი კულტურულ
ტურიზმში

საქართველო – ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა – მდებარეობს სამხ-


რეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, პოლიტიკურ-გეოგრაფიულად კი
რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. ეს ფართობით არცთუ დიდი ქვეყანა
(69,700 კვ.კმ), შინაურსა და გარეშეს შიდა მრავალფეროვნებით აკვირვებს.
არაერთგვაროვანია მისი ბუნება, მრავალგვარია მისი ეთნოგრაფია. კულტურულ-
ისტორიულად იყოფა ორ ნაწილად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ – მათ
ლიხის ანუ სურამის ქედი ჰყოფს – შემდგომ კი უფრო წვრილ ერთეულებად (11
მუნიციპალიტეტი: აფხაზეთი, აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი,
გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი,
მცხეთა-მთიანეთი).
თითოეული მათგანი თავისებურად გამორჩეული და უნიკალურია. განსხვავდება
ბუნებით, ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით.
საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას,
ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის. თვალწარმტაცი ბუნება, მრავა-
ლფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა,
მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერა-ლური
წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული
სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო ქმნის საქართველოს
ტურისტულ ქვეყნად. სწორედ ამიტომ უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა უცხოელთა
ინტერესის სფეროს. უძველესი კულტურა, ისტორიული წარსული, ადგილმდებარეობა,
სარწმუნოება, თვითმყოფადობა და სტუმარ-მასპინძლობა ანდამატივით იზიდავდა
გამოჩენილ მკვლევარებს, ისტორიკოსებს, მეცნიერებსა და მოგზაურებს. მის შესახებ
ცნობები უძველეს ისტორიულ წყაროებშიც კი მოიპოვება.
საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული
ხასიათის ძეგლია გაფანტული. მათი დიდი უმრავლესობა უნიკალურია და მსოფლიო
საგანძურში შედის. ამიტომაც ითვლება საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად. აქ
ძეგლი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია.
მართალია საქართველოში ჯერ ძეგლების აღრიცხვა კი არ არის დასრულებული,
მაგრამ ცოტაა 20 თუ 25 ათასი (2012 წ.) ძეგლი, რომელთზეც ზო-გადი წარმოდგენა მაინც
გვაქვს.
ის ფაქტი, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სიაში 3 ძეგლია მოხვედრილი,
ალბათ ყველასთვის საამაყოა. თავისთავად კულტურული ტურიზმის განვითარებაშიც ამას
დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს კულტურის ძეგლებიდან იუნესკოს ნუსხაში შევიდა: ქ. ქუთაისში -
ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი; ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ -
მცხეთა; და მაღალმთიანი სოფელი ზემო სვანეთში - უშგული.
ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი IV კრიტერიუმის თანახმად (ძეგლი
წარმოადგენს ნაგებობათა გარკვეული ტიპის, არქიტექტურული ან ტექნოლოგიური
ანსამბლის ან ლანდშაფტის განუმეორებელ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც კა-ცორიობის
ისტორიის ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება),
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია 1994 წელს. "საკა-თედრო ტაძარი და
მონასტერი განსაზღვრავენ საქართველოს შუა საუკუნეების არ-ქიტექტურის აყვავების
ხანას."
გელათის მონასტერი XII-XIV სს. გელათის მონასტერი - შუა საუკუნეების
საქართველოს უდიდესი სასულიერო და კულტურული ცენტრი "ახალი ათენი" და "მეორე
იერუსალიმი" - მეფე დავით აღ-მაშენებელმა 1106 წელს დააარსა. მონასტერთან
ფუნქციონირებდა აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები,
ფილოსოფოსები და ღვთის-მეტყველები. გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების -
ბაგრატიონების საძ-ვალესაც წარმოადგენდა.
XVI საუკუნიდან გელათი საეპისკოპოსო საყდარია. მონასტრის ცენტრალური
ნაგებობაა ღმრთისმშობლის შობის სახელობის გუმბათიანი ეკლესია. მისი შიდა სივრცე
დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. გელათის სამონასტრო ანსამბლში შემავალი
ხუროთმოძღვრული ძეგლები XII-XIV საუკუნე-ებისაა: აკადემია, წმ. გიორგის ეკლესია,
რომლის ინტერიერი XVI საუკუნეში მოიხატა, წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და
სამრეკლო, რომელიც ერთერ-თი უძველესია საქართველოში.
მონასტრის გალავანის სამხრეთ კარიბჭეში წმ. მეფე დავით აღმაშენებელია (1184-
1225) დაკრძალული.

ბაგრატის ტაძარი X-XI სს. მიჯნა. ბაგრატის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო


ტაძარი – ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო. მისი დამაარსებელია საქართველოს
სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ III (978-1014) ბაგრატიონი. ტაძრის მშენებლობა, ფასადზე
ამოკვეთილი წარწერის მიხედვით, დასრულდა 1003 წელს. ბაგრატის ტაძარი
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, რომლის გუმბათიც ოთხ თავისუფლად
მდგომ ბურჯს ეყრდნობოდა. მშენებლობის დამთავრებამდე ტაძარს სამსართულიანი
საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან
მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები მიაშენეს. ბაგრატის ტაძრის
აღმოსავლეთის და ჩრდი-ლოეთის კედლებზე ამოკვეთილია სამშენებლო და
მემორიალური წარწერები. ჩრდილოეთის სარკმელზე საქართველოში შემონახული
უძველესი არაბული ციფ-რებია აღბეჭდილი. XVII ს-ის მიწურულს ტაძარი დამპყრობლებმა
ააფეთქეს. მისი ნგრევა XVIII-XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა.
ბაგრატის ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა
სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთები, მათ შორის IV საუკუნის ტაძრის
ფრაგმენტები, 1003 წლის საკურთხევლისწინა მორთული იატაკი და სამეფო სამა-რხები.
მცხეთა. მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც
უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება
ქრისტი-ანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა
შორის ქართველთათვის უდიდესი - უფლის კვართი. მცხეთის შესახებ ცნობები მოიპოვება
როგორც ქართულ საისტორიო წყაროებში, ისე ბერძენ, რომაელ, ბიზან-ტიელ და სომეხ
ისტორიკოსებთან. თუმცა მეცნიე-რული ცოდნა მისი წარმოშობის დროისა და
სახელწოდების თაობაზე ჯერაც არასრულია და არაერთგვაროვანი.
არქეოლოგიური მასალა მცხეთასა და მის შემოგარენში დასახლების არსებობას
ჯერ კიდევ ძვ. წ. III-II ათასწლეულში ადასტურებს. მეცნიერთა აზრით, ძვ. წ. I
ათასწლეულის შუა ხანებისათვის სამოსახლოები ერთ დიდ ქალაქად - "დიდ მცხე-თად"
გაერთიანდა. მტკვრისა და არაგვის ხეობებში გაშლილი, მთებით გარშემო-რტყმული "დიდი
მცხეთა" კოლხეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან მომავალ
გზათა შესაყარზე მდებარეობდა. აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, მათ
შორის აბრეშუმის გზა, რომელიც აღმოსავლე-თის ქვეყნებს დასავლეთს უკავშირებდა.
ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ახ. წ. VI საუკუნის დასაწყისამდე მცხეთა ქართლის სა-
მეფოს ცენტრი იყო - "საჯდომელი დიდთა მეფეთა".
სვეტიცხოველი. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების არც ერთ ძეგლზე
არ არის შე-ქმნილი იმდენი ლეგენდა ან გადმოცემა, რამდენიც სვეტიცხოველზე (და
თითქმის ყოველი მათგანი რეალური ისტორიული მოვლენიდან იღებს სათავეს).
ხუროთმო-ძღვრებითაც სვეტიცხოველი ქართული კულტურის ერთი ურთულესი ძეგლია.
პი-რველმა ლეგენდამ, თუ ლეგენდებით შეზავებულმა ისტორიულმა სინამდვილემ, იმ
დროისთვის ჯერ არარსებულ ეკლესიას მიაკუთვნა სახელი - სვეტიცხოველი, სახელი,
რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართული ქრისტიანული კერის განუყო-ფელი ნაწილი
იყო.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართვე-ლოში
დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს
სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან
მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშე-ნებია, რომელსაც ჩვენამდე არ
მოუღწევია.
მცხეთის ჯვრის მონასტერი
მცხეთის ჯვრის მონასტერი - მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი.
დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთ-ვის მტკვარს.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლე-ბში
ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი
აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი
კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქა-რთლის ერისმთავარმა
გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. უშგული
ჩაჟაში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის ცენტრი. ჩაჟა-ში
მდებარეობს მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, მთა შხარას
ძირას, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. ჩაჟა-ში ევროპის ყველაზე მაღალ
სოფლად ითვლება. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 34 კაცი.
ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძე-გლთა
ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მა-ჩუბს, 11 ხალხურს
აცხოვრებელს და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშ-გულის თემის სოფლებიდან
ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის
არქეოლოგიური მუზეუმი.
სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც
შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო
ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს
გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზი-დენცია იყო.
სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო
კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია, სავარაუდოდ მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ
ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესიას. ეკლესია დარბაზული ტიპის იყო. შენობაში შეიმ-
ჩნევა საკურთხევლისა და კანკელის კვალი.
თბილისი – საქართველოს ძველ ქალაქთაგანია. აქ, V საუკუნისბოლოს მეფე ვახ-
ტანგ გორგასალმა აღმოსავლეთ ქართული სახელმწიფოს დედაქალაქი გადმოიტანა.
ანჩისხატი-თბილისის უძველესი ტაძარია VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ
გორგასლისძისა და მისი მემკვიდრის დაჩი უჯარმელისდროსაა აშენებული. ანჩისხატი
ეკლესიას XVII საუკუნეში ეწოდა, როცა აქ დაასვენეს სამხრეთ საქართველოში თურქების
დამკვიდრების დროს ანჩის მონასტრიდან წამოღებული ძველი „ხელთუქმნელი ხატი”, XII
საუკუნის ბოლოს ცნობილი ოსტატის, ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი.
სიონი (VI-VIIსს) სიონი – თბილისის საკათედრო ტაძარი იყო 2004 წლამდე.
მეტეხის ტაძარი-გადმოცემის თანახმად იგი ვახტანგ გორგასლის მიერ არის აგებული
V საუკუნეში და შიგ დაკრძალულია ქართლის პიტიახშის ვარსქენის წამებული მეუღლე წმ.
შუშანიკი.
ლურჯი მონასტერი- (XII ს) წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, ე.წ. „ლურჯი
მონასტერი” (მას ოდესღაც ლურჯად მოჭიქული კრამიტის სახურავი ჰქონია) ქაშუეთის წმ.
გიორგის ეკლესია (VI ს)
სამება-(2004 წ ) თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი — მთავარი
მართლმადიდე-ბლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში,
საქართველოს დედაქალაქის თბილისის და ასევე იმ ძეგლების გარდა, რომელიც
იუნესკოს დაცვის სიაშია შეტანილი, საქართველოს რეგიონებიც უამრავ ისტორიასა და
უძველეს ხუროთმოძღვრულ ძეგლებს ინახავს.
კახეთის რეგიონი — ნეკრესი
ნეკრესი - სამონასტრო კომპლექსი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუ-
ნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. IV
საუკუნეში მეფე მითრდატმა (სომხეთის მეფე 298-330) აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში
დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესე-ლი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX
საუკუნამდე). აბი-ბოსი ერთი იმ "ასურელი მამათგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა
წლებში ჩამო-ვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების
მიზნით. ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად
ითვლებოდა.
ბოდბე-ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და
საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.
ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპა-
ტივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული. მირიანს მცხეთაში
სურდა მისი გადმოსვენება მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დაძრა მისი სარეცე-ლი ადგილიდან.
ამიტომ წმ. ნინოს საფლავზე მეფემ ააშენა ტაძარი.
ალავერდი-ალავერდის კომპლექსი მდებარეობს კახეთში, ახმეტის
მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ალავერდსი
სამხრეთაღმოსავლე-თით - 200 მეტრზე.
კომპლექსში შედის ტაძარი. გალავანი, სამრეკლო, პალატი, სასახლე, მარანი და
აბანო. ალავერდში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VI საუკუნის შუა წლებში ააგო ერთმა
ასურელმა მამათაგანმა - იოსებ ალავერდელმა. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-
ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას,
რომელიც საეპისკოპოსო ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვა-ლედ იქცა. აქვეა დაკრძალული
მისი დამაარსებელი - იოსებ ალავერდელი.
დავით გარეჯი-სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში,
გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი აზერბაიჯა-ნის ტერიტორიაზე
მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის
დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერ-თად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და
დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს.
კახეთში ტურისტებისათვის საინტერესო ობიექტებს განეკუთვნება: ბატონის ციხე,
ბახტრიონი, უჯარმის ციხე, გურჯაანის ყოვლაწმინდა, მარტყოფის ღვთაების, მატნის
ცხრაკარას, უდანოს, ძველი გავაზის, ძველი შუამთის და სხვ.
შიდა ქართლის რეგიონი - სამთავისი
სამთავროს ტაძარი მცხეთაში მდებარეობს და წმ. ნინოს მოღვაწეობასთანაა და-
კავშირებული. სამთავრო XIX საუკუნიდან უკვე დედათა მონასტრის მთავარი ეკ-ლესიაა,
ადრე კი ქართლის მთავარეპისკოპოსის სამყოფელი იყო. გადმოცემით, სწორედ ამ
მიდამოში მდგარა ის მაყვლოვანი, სადაც უცხოვრია მცხეთაში კაპადო-კიიდან მოსულ წმ.
ნინოს. უშუალოდ ბუჩქის ნაალაგევზე პაწაწინა გუმბათიანი ეკ-ლესიაა აშენებული. ნატეხი
ქვით ნაგები ტაძარი მრავალგზის შეუკეთებიათ (ინტე-რიერში XIX საუკუნის მხატვრობაა
წმ. ნინოს ცხოვრების სიუჟეტებით).
შიდა ქართლში: დოდოთის ცხრაკარა, თამარაშენის სამების ეკლესია, იკორთის
ტაძარი,რკონი, რუისის ღვთისმშობლის ტაძარი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე,
ქვათახევი, ყინწვისის მონასტერი, შიომღვიმე, წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია.
ქვემო ქართლის რეგიონი - ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი მდებარეობს თბილისის სამხრეთით, 70-კმ-ზე ისტორიულ ქვემო
ქართლში, ახლანდელ სოფელ ბოლნის-ხაჩინში, მდ. ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე.
სიონის სახელობის ყველა ქართული ტაძარივით, იგიც ღმრთისმშობლის სახელზეა
აგებული. მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული
VIII საუკუნისაა.
ქვემო ქართლში: აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია, აკაურთის ეკლესია, ბოლნისის
სიონი, გოხნარის ეკლესია, დმანისის სიონი, ვანათის ტაძარი, მანგლისის
სიონი,ნადარბაზევის სასახლე, სამშვილდე, წუღრუღაშენი, ხუჯაბი.
სამცხე ჯავახეთის რეგიონი - ვარძია
ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთი ყვე-
ლაზე ცნობილი ნიმუშია. მტკვრის მარცხენა ნაპირზე აღმართულ ფრიალო კლდეში
გამოკაფული ასობით სადგომი – სენაკები, დარბაზები, სამეურნეო სათავსები (მაგ.,
საჯინიბო), ვარძია XII საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. მისი შენება მეფე გიორგი III-
მდაიწყო, დაასრულა კი მისმა ასულმა – თამარ-მეფემ. სავანის ნაგებობათაგან გამოირჩევა
მთავარი ტაძარი – მოზრდილი ცალნავიანი სადგომი. სამხრეთით მას ეგვტერი ჰქონია,
რომელიც მიწისძვრამ ნაწილობრივ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში დააქცია და ამის შემდეგ
აშენდა ის თაღებიანი კედელი, რომელიც ახლა ეკლესიას ფასადად აქვს (მაშინვე უნდა
დანგრეულიყო ბევრი სხვა გამოქვაბული სადგომის წინა პირიც).
სამცხე-ჯავახეთში: აგარის მონასტერი, აწყურის ციხე, ვანის ქვაბები, ვარდის ციხე,
ზარზმის მონასტერი, თმოგვის ციხე, კუმურდოს ტაძარი, მწვანე მონასტერი, ოქროს ციხე,
პეტრეს ციხე,საფარის მონასტერი, სლესის ციხე, ტიმოთესუბნის მონასტერი, შორეთი,
ჭულეს მონასტერი, ხერთვისის ციხე. საინტერესოა მეგალითური კომპლექსები.
თრიალეთის მეგალითებია: გოხნარის მეგალითები, ავრანლოს მეგალითები,
ჩხიკვთას მეგალითური ციხე, ბეშთაშენის ციხე, ნარდევანის ციკლოპური ციხე, სანთას
მეგალითური ციხე, გუმბათის ციხე - გალავანის ნანგრევები, ოზნის მეგალითური ციხე,
წყურვეთი (საღირეთი), თეჯისის (ჩოლაყის) მეგალითები, მამულო - პანტიანის
მეგალითები.
ჯავახეთის მეგალითებია: აბულის ციხე, შაორის ციხე, ტაბაწყურის მეგალითი,
მეგალითები ფოკაში, ყაურმას "ყალა", ბუღდაშენის ნაციხარი, ხანჩალის (ხვანჩალის)
მეგალითები, მადატაფას მეგალითები, საროს მეგალითები. ასევე ცალკე წარმოდგენილია
ბაკურიანი-თორის მეგალითები.
ცალკეა ასევე ლაზეთის მეგალითები.
სამეგრელოს რეგიონი
მარტვილის (იგივე ჭყონდიდის) საკათედრო ტაძარი სოფლის თავზე, მთის
გავაკებულ წვერზეა აგებული, საიდანაც კოლხეთის დაბლობის დიდი სივრცეები იშლება.
ახლა ამ მონასტრის ორი ეკლესია და საცხოვრებელი კოშკია გადარჩენილი. მთავარი
ტაძარი, ღმრთისმშობლის სახელობისა, „მცხეთის ჯვრის ტიპის” კიდევ ერთი მაგალითია.
მისი აშენების დროს სხვადასხვანაირად გან-საზღვრავენ, მაგრამ ჯერჯერობით მიღებულია
მისი VII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღება. ტაძარში სხვადასხვა დროის
მხატვრობაა (XIV საუკუნისა – საკურთხეველში, XVI-XVIII საუკუნეთა –აფსიდებში, არის
XIII საუკუნის ფრაგმენტებიც და მოზაიკის ნა-შთიც).
სამეგრელოს საინტერესო კულტურულ-ტურისტულ ობიექტებს განეკუთვნება:
ნოქალაქევი, ჭაქვინჯი, რუხის ციხე, ანაკლიის ციხის ნანგრევები, წალენჯიხის მაცხოვრის
ტაძარი, სქურის ეკლესია, ვლაქერნის ეკლესია, დადიანების სასახლე და დაიანების
საზაფხულო რეზიდენცია სალხინოში, ცაიშის მონასტერი და სხვ.
საეტაპო ობიექტთა ნუსხას, რომელიც დღესაც ტურისტთა განცვიფრებას იწვევს
განეკუთვნება აფხაზეთში არსებული ძეგლები: ანაკოფიისა და დიოსკურიის ნანგრევები,
ახალი ათონისა, ბიჭვინთისა, ილორის, მოქვისა და ბედიის მონასტერი (ამ უკანასკნელში
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე-ბაგრატ III დაკრძალული), დრანდის,
ილორის, კანანის ტაძრები.
საინტერესო კულტურულ-ტურისტულ ობიექტებს აჭარაში წარმოადგენს: პეტრას,
გონიოს, ხიხანის ციხეები და სხალთის ტაძარი. ასევე ხიდები: დანდალო, ფურტიო და სხვ.
გურიაში ანალოგიური ობიექტებია: ციხეები-ასკანის, ლიხაურის, ბუკისციხე;
ტაზრები-ლიხაური,ერკეთი, ჯიხეთი.
იმერეთში ტურისტებისათვის საინტერესოა: შორაპნისა და ჩხერის ციხე,მოდინახე,
კაცხის სვეტი, მღვიმევის, უბისის, მოწამეთას მონასტრები და ა.შ.
მცხეთა-მთიანეთში: არმაზი, ანანური, ზედაზენი, გერგეტის სამება, გუდანის ჯვარი,
ზედაზნის მონასტერი, ლომისა, მუცო, შატილი, არხოტი, ფშავი, ლაშარის ჯვარი, სნოს ციხე,
წილკანი, სამთავროს მონასტერი, წილკნის კომპლექსი.
ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო არქეოლოგიურ ძეგლებს წარმოადგენენ:
ხიზანაანთ გორა, ბამბების ნამოსახლარი, ბიჭვინთის განძი, ბოლნისის არქეოლოგიური
ძეგლები, ბომბორის განძი (გუდაუთის რ-ნი), ამირანის გორა (ახალციხის რ-ნი),
არმაზისხევი (ქ. მცხეთა), ასურეთის სამაროვანი (თეთრიწყაროს რ-ნი), აფხაზეთის
დოლმენები, გომარეთის სამაროვანი (დმანისის რ-ნი), გოსტიბეს სამაროვანი (კასპის რ-ნი),
დევისხვრელი (საჩხერე), თაგილონის განძი (გალის რ-ნი), თრიალეთის კულტურა,
კლდეეთის სამაროვანი (ზესტაფონის რ-ნი), კუდარო (ჯავის რ-ნი), ლიის არქეოლოგიური
ძეგლები (წალენჯიხის რ-ნი), მატნის არქეოლოგიური ძეგლები (ახმეტის რ-ნი), მელაანის
არქეოლოგიური ძეგლები (გურჯაანის რ-ნი), მუხურის არქეოლოგიური ძეგლები
(მარტვილის რ-ნი), ნაცარგორას ნამოსახლარი (ცხინვალის რ-ნი), ოძრხე (ადიგენის რ-ნი),
პასიეთის გორასამარხი (საჩხერის რ-ნი), წონას ძეგლი (ჯავის რ-ნი).
საქართველოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას დიდი პოტენციალი
აქვს გახდეს კულტურული ტურიზმის განვითარების მყარი საფუძველი. კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი
ბრძანების თანახმად საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
შემდეგ 30 ობიექტს მიენიჭათ ძეგლის სტატუსი: იაკობ გოგებაშვილისეული სწავლების
მეთოდი - „დედა-ენა“• ქართული პოლიფონია; ქვევრი; ქვევრის ღვინის დაყენების
უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; კახური მრავალჟამიერი; ქალაქური
მრავალჟამიერი; ხორუმი; ფერხული; ბერიკაობა; ქართული ჭიდაობა; უძველესი ფშაური
საკვები პროდუქტი დამბალხაჭო; მესხური ყველი ტენილი; ლაღიძის წყლების
ტექნოლოგია და კულტურა; 76 საყმაწვილო ჟურნალის უწყვეტი ტრადიცია - ჟურნალი
„დილა“;
„ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია - ლიტერატურული ჟურნალი
„ცისკარი“; „ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია - ლიტერატურული ჟურნალი;
„განთიადი“ სვანური ხალხური საკრავის „ჩანგის“ დამზადების ტრადიციულ მეთოდი;
კახური ქუდის დამზადების ტრადიციულ მეთოდი მეთუნეობის უძველესი ტრადიცია
ვარდისუბანში; კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია; კახური პურის(დედას
პური) დამზადების ტექნოლოგია; „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;
სამკურნალო და მინერალური წყლები ზემო სვანეთში: მუგვირი, არცხეელი; კახრლდ,
ლეგაბ, სეტის მჟავე წყალი, კვედილაში, შგედი – სამკურნალო თვისებები და მოხმარების
წესი ხეზე კვეთის ტრადიცია-ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და•
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში თეატრალური უნივერსიტეტის
ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია- „გრიმის ცხების ცერემონიალი“;
"ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა"; სვანური ხალხური
საკრავის „ჭუნირი“ დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური სამზარეულო –
ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური სამზარეულო –
კუბდარის (სვან. კუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური სამზარეულო –
სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი; სვანური სამზარეულო –
თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი.
ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო მუზეუმ-ნაკრძალებს ქმნის: დიდი
მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, ვარძიის ისტორიულ-
არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის
სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი,
სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო
მუზეუმი, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, პარმენ ზაქარაიას
სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი,
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი, უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი, ქუთაისის
ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი.

აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი

აფხაზეთი – საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეულია.


ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მისი ჩრდილო-დასავლეთის
საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და
მდინარე ენგურზე.მის ჩრდილოეთ საზღვარს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის
თხემი, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. აფხაზეთის შავი
ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე - 195 კმ-ია. აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ფართობი - 8,700 კვ.კმ-ია რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს
შეადგენს. მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. (იხ. დანართი 1)
აფხაზეთის რელიეფის მნიშვნელოვანი ნაწილი (82%) მთაგორიან სივრცეს (6300 კმ²)
წარმოადგენს. შავი ზღვისპირა ვიწრო ზოლი (1400 კმ²) კი ალუვიური ზღვისკენ დახრილ
ვაკეებსა და დაბლობებს უჭირავს. რეგიონის უკიდურეს ჩრდილო პერიფერიაზე
აღმართულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის აფხაზეთის მონაკვეთი.

აფხაზეთის კავკასიონის უმთავრესი მწვერვალებიდან აღსანიშნავია: დომბაიულგენი


(4046 მ), გვანდრა (3989 მ), ერცახვი (3910 მ), პტიში (3789 მ), საფრიჭა (3789 მ), დიდი ხუტია
(3544 მ), პატარა ხუტია (3280 მ), აჟარა (2907). ამ მთათა მწვერვალებს შორის
განვითარებულია უღელტეხილები: საფრიჭა (3550 მ), გვანდრა (2950 მ), ნახარი ( 2880 მ),
ნაური (2860 მ), ქლუხორი (2896 მ), მარუხი (2769 მ), სანჩარო (2292 მ), მაგანა (2265 მ).
უღელტეხილები მარუხი და ქლუხორი გამოიყენებოდა ჩრდილო კავკასიიდან ტურისტების
გადმოსასვლელად და საუღელტეხილო ტურიზმის სამარშრუტო ქსელში საშუალო და
რთული კატეგორიას წარმოადგენდა. გადმოსვლა ძირითადად: დომბაი-თებერდა-ჩრდილო
თავშესაფარი (რუსეთის ფედერაცია)-სამხრეთ თავშესაფარი (საქართველო, აფხაზეთი).
ანალოგიური მარშრუტი წარმოდგენილი იყო ბზიფის ხეობის სათავეებთან - ფსხუს
ხეობაში. აღნიშნული მთათა სისტემები და უღელტეხილები გამოიყენება სამთო და
სათავგადასავლო ტურიზმისათვის.
აფხაზეთის კავკასიონზე მრავალი უნიკალური სამთო-კლიმატური თუ სამთო-
სათხილამურო დანიშნულების ობიექტებიცაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია გაგრის
სიხლოვეს მდებარე გაგრა-ალპიური (იგივე მამძიშხა). ეს ობიექტი ზ.დ.-დან 1873 მეტრზეა
წარმოდგენილი. აქ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ააგეს ჯერ ფაიტონის, შემდეგ
მოასფალტებული 30 კმ-იანი გზა. ამ ობიექტზე დაგეგმილი იყო საბაგირო გზის გაყვანაც,
რომელიც 20 წუთში ტურისტებს ზღვიდან მთის მწვერვალზე აიყვანდა. ამ მთის
უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ოქტომბერში, როცა ჯერ კიდევ "ხავერდოვანი"
სეზონი იყო ზღვისპირეტში აქ თოვლი მოდიოდა და ტურისტს შეეძლო ნახევარ საათში
ზღვიდან თხილამურებზე აღმოჩენილიყო. ანუ ნახევარ საათში წელიწადის სამი სეზონი:
შემოდგომა, ზაფხული და ზამთარი ერთად განეცადა.
აფხაზეთი მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით გამოირჩევა. მათ შორის ყველაზე
მნიშვნელოვანია კარსტული მღვიმეები.
ახალი ათონის მღვიმე (ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე) - მდებარეობს გუდაუთის
მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე.
ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი
უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე შედგება ვერტიკალური
(ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან.
აღსანიშნავია დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“,
„ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების დარბაზი“ და სხვ. ზოგიერთი მათგანი
მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით,
ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების
გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ³ აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი
უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4 °C, ხოლო
შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა, მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და
შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის
გეოგრაფიის ინსტიტუტმა.
აღნიშნული მღვიმე აქტიურად გამოიყენება სპელოტურიზმის მოყვარულთათვის.
იგი ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილია და გარე შესასვლელიდან პირველ
დარბაზამდე ელექტრომატარებელს გადაჰყავს ტურისტები. მღვიმე მთელი წლის
განმავლობაში ფუნქციონირებს. მარტო 1987 წელს მღვიმემ მიიღო 1 მლნ ტურისტი.
აფხაზეთში მნიშვნელოვანია აბრსკილის (ოჩამჩირის რ-ნი) კარსტული მღვიმე.
გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. შედგება კლაკნილი, სიღრმეში ოთხად
განტოტვილი ტალანისა და მთელი რიგი დარბაზებისაგან (ჯამური სიგრძე 3 კმ).
დარბაზებიც უხვადაა მორთული კალციტის ნაღვენთებით - სტალაქტიტებით,
სტალაგმიტებით, სვეტებით, ფარდებით, ჰელიქტიტებებით. განსაკუთრებულ ყურადღებას
იპყრობს უზარმაზარი (დიამეტრი 3 მ) სვეტი „ფარდებიან დარბაზში“. მღვიმურ ნაფენებში
ნაპოვნია არქელოგიური ნაშთები.აღნიშნული მღვიმე ადგილობრივი დანიშნულებისაა და
იგი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტული მარშრუტებისთვისაა გამიზნული.
აღსანიშნავია კირქვული კლდოვანი მასივი ახიბოხი (ზ.დ. 2515 მ), რომელიც
შესანიშნავია როგორც იშვიათი „სარკბლიანი მთების“ ტიპიური წარმომადგენელი. მდ.
ააფსთის ხეობებიდან შორიდანვე მოჩანს კირქვის კლდეებში გახსნილი გამჭოლი
ბუნებრივი გვირაბი. იგი წარმოადგენს ნეონგენში გაჩენილი კასტრული მღვიმის
ფრაგმენტს.
ჭაღის მღვიმე - კასტრული გამოქვაბული გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 245 მ-ზე, მდინარე
შავწყალის აუზში, სოფელ ბლაბურხვას ტერიტორიაზე. იწყება ვრცელი სადარბაზო
შესასვლელით, საიდანაც მღვიმე ორად იტოტება. განიერია ჩრდილოეთური განშტოება. მას
რამდენიმე მოზრდილი დარბაზი აქვს. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია.
ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მოზრდილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სვეტები,
ფარდები, ჰელიქტიტები, პილოზითები. ჰავა დინამიური. ჰაერის ტემპერატურა
შესასვლელთან 17°C. მღვიმე მშრალია. ბინადრობენ ობები, კალიები, კოღოები, ღამურები
და სხვ. ჭაღის მღვიმე ადვილი გასასვლელია.
მღვიმე-უფსკრულებიდან საყურადღებოა არაბიკის მღვიმე-უფსკრულების სისტემა,
რომელმაც მტკიცედ დაიკავა საპატიო ადგილი ჩვენი პლანეტის უღრმეს უფსკრულებს
შორის. მისი ჯამური სიღრმე 1710 მეტრს აღწევს. აფხაზეთში სხვა მღვიმე
უფსკრულებითაცაა, რომელთა შორის აღსანიშნავია: „თოვლიან-მაჟენის“, პანტიუხინის,
ილიუხინის, ძოუს, ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულები, კელასურის მიწისქვეშა
სიღრუეები. აღნიშნული უფსკრულები ექსტრემალური ტურიზმის ისეთი სახეობისათვისაა
განკუთვნილი, როგორიცაა სპორტული სპელეოტურიზმი.
კლიმატი. აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა
გავრცელებული: საშუალო წლიური ტემპერატურა აფხაზეთში 13,5-15°-ია. იანვრის თვის
საშუალო წლიური ტემპერატურა 4-6,5°-მდეა, თუმცა, ის ზოგჯერ შეიძლება -5-მდეც
დაეცას. საცეგეტაციო პერიოდი 9 თვეს გრძელდება. ამ დროს დაგროვილი აქტიურ
ტემპერატურათა ჯამი 4500°-ს შეადგენს. რაც შეეხება მთათაშუა ქვაბულებს, ისინი
ტემპერატურული ინვერსიებითა და ატმოსფერული ნალექების სიმცირით (1500-1800 მმ)
გამოირჩევიან. ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია, მინიმუმი ზაფხულში. ამ მხვრივ იგი
ხლემთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი
თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-
ზე მეტია.

ყველაზე თბილ ადგილად ითვლება აფხაზეთის ჩრდილოეთ სანაპირო ზონა,


მიზეზი ერთია - იგი ჩრდილოეთიდან კარგადაა დაცული მთებით.
ჰიფსომეტრიული და ოროგრაფიული პირობების შესაბამისად, აფხაზეთის
მაღალმთიან ზონაში ცივი, ნასტიანი ზამთარი, მოკლე და გრილი ზაფხულია
დამახასიათებელი. ატმოსფერული ნალექების რაოდენება აქ 1000-1300 მმ-ს აღწევს.
თოვლის საბურვლის ხანგრძლივობა კი 5-6 თვეს გრძელდება. უფრო მაღლა (ზ.დ. 3000 მ
ზემოთ), გაბატონებულია მაღალმთის ჰავა მარადი თოვლითა და მყინვარებით. აფხაზეთის
კავკასიონის თხემზე ჰაერის ტემპერატურა -18-20°-მდეც ეცემა. მზიანი დღეების რაოდენობა
წელიწადში - 220.
ჰიდროგრაფიული ქსელი. აფხაზეთი ხშირი და წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელით
გამორჩეული რეგიონია. აქ ჩამოედინება მთის წყალუხვი მდინარეები: ფსოუ, ბზიფი,
გუმისთა, კოდორი, ჩხალთა, საკენი, ნესკრა, ენგური, კელასური, ღალიძგა. აღსანიშნავია,
რომ მთის მდინარეებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები ახასიათებთ, ხოლო
შედარებით მცირე ზომის მდინარეების წყალდიდობა უმთავრესად წვიმებთანაა
დაკავშირებული და სეზონების მიხედვითაა განაწილებული.
ბზიფი - სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე,
უღელტეხილ ადანგესთან. სიგრძე 110 კმ, აუზის ფართობი 1510 კმ². მდინარე იუფშარის
ზემო წელზე, რომელიც ბზიფის აუზს ეკუთვნის მდებარეობს რიწის ტბა. მდინარე ბზიფი
არის პოპულარული ტრასა საწყალოსნო ტურიზმისთვის.
მდინარეები კოდორი, ჩხალთა, საკენი, კელასური და მარუხი პოლიფუნქციური
ტურისტული დანიშნულებისაა. აქ არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად
შესაძლებელია, როგორც საბანაო-რეკრეაციული, ასევე საჯომარდო, საკანიონგო და
სათევზაო ტურების მოწყობა. რაც შეეხება მდინარეებს ენგური, ფსოუ და ღალიძღა, ისინი
მხოლოდ საბანაო-რეკრეაციული და სათევზაო ტურებისთვისაა ვარგისი.
აფხაზეთი ტბების სიუხვით გამორჩეული მხარეა, სულ 186 ტბაა, მათ შორის,
აღსანიშნავია რიწის ტბა, პატარა რიწის, ამტყელის, ცისფერი ტბა, ინკითის და სხვ.
რიწის ტბა - ტბა, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი
1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მაქსიმალური სიგრძე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის
ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის
დაგუბების შედეგად. რიწის წყალი მეტად მტკნარია. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა,
ზამთარში - მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან
იცისმხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე
მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვანი ნაძვთა მრავალი ნაერსახეობა
ხარობს., ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.
1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16,289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის
ბუნების დასაცავად. რიწის ტბა რეკრეაციული დანიშნულების ობიექტია, რომელზეც
დასეირნობენ კატარღები. ნაპირებზე კი განლაგებულია ხის კოტეჯები. ბზიფის ქვემო
წელში წარმოდგენილია საინტერესო ტურისტული ტბები პატარა რიწა და ცისფერი ტბა.
საინტერესო სამთო ტურისტულ მარშრუტზეა წარმოდგენილი ამტყელის - ტბა
გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ზ.დ. 507 მ). ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა - 153
კმ², სიღრმე 64 მ. ამტყელში ბინადრობს კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი. აქ
თევზჭერითი ტურის მოწყობა ხელსაყრელია. ასევე სათევზაო ტურები საინტრესოა
ინკითის - რელიქტური ტბა ბიჭვინთის კონცხზე,სადაც 10 სახეობის თევზია.
მყინვარები" აჭაფარა,გვანდრა,მარუხი, პტიში, საფრიჭი, კლიჩი, ხუტია გლაციალური
და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის მნიშვნელოვან ობიექტებს
წარმოადგენენ.
ბიომრავალფეროვნება. აფხაზეთი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია.
მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში
133-ზე მეტი ენდემური მცენარეა, ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე
მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის
ტერიტორიის 52%-ს. აქ 2 ათასზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. მხარის მცენრეულობას
ქმნის მკვეთრად გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. ზღვისპირად ზოლში იზრდება
ფსამოფილური მცენარეულობა: რზინა, ლურჯი ნარი, ზღვის სალათა, ზღვის შროშანი და
სხვა. ბიჭვინთის კონცხი შემოსილია რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვის კორომებით,
რომელიც ნაკძალადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებსა და ჭალებში
ნაკრძალადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებსა და ჭალებში ხარობს მურყანი,
რომელსაც ერევა თუთა, იფანი, რელიქტური ლაფანი. გორაკ-ბორცვიანი მითისწინეთი და
მთების ქვედა კალთები (600-700 მ-მდე) უჭირავს მეზოფილურ კოლხურ ტყეებს, რომლის
მთავარი შემადგენელი ჯიშებია: მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი, იაფანი, ცაცხვი, მურყანი.
აქ, უხვადაა გარეული ხეხილი (პანტა, მაჟალო, ლეღვი, ზღმარტყლი, ტყემალი) და ქვეტყე
(შქარი, წყავი, ბაძგი, ბზა). აღსანიშნავია, რომ ამ ზონის, როგორც ზღვისპირეთის
მცენარეულობა მკვეთრად სახეშეცვლილია. დაბალმთიანეთში ძირითადად წიფლნარია
გავრცელებული, რომელსაც აქა-იქ ერევა რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი და სოჭი.
ქვეტყეში ხშირია ბზა, შქერი, წყავი, მოზვი. საშუალომთიანი ზონა შერეული
ტყითააწარმოდგენილი, სადაც ტიპიური წიფლნარ-სოჭნარი და წიფლნარ-ნაძვნარები. მთის
ტყეებს ზემოთ ცვლის სუბალპური ტანბრეცილა ტყეები, ბუჩქნარები და
მაღალბალახოვნები. ეს უკანასკნელი თანდათან გადადის სუბალპურ მდელოებში, სადაც
ფართოდაა გავრცელებული. დეზურა, კატაბალახა, თივაქასრა, კენკეშა, კენკეშა. აფხაზეთის
კავკასიონის თხემური ნაწილი (ზ.დ. 2200-2800 მ) უჭირავს ალპური მდელოების (კობრეზია,
ქვატეხია, წივანა, ბაია) წარმომადგენლებს. კირქვიანი ზოლი მდიდარია ალპური და
სუბალპურია მდელოების ენდემური სახეობებით.
აფხაზეთში გავრცელებულია როგორც ბარის, ისე საშუალო და მაღალმთის
ცხოველთა სახეობები. მაღალმთის ბინადარია ჯიხვი და არჩვი. რიწის ტბის მიდამოების
ტყეებში ცხოვრობს კავკასიური ირემი, გვხხდება შველი და გარეული ღოწი. ფართოდაა
გავრცელებული მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, კვერნა. ზოგან - წავი. აფხაზეთის ჩრდილო-
დასავლეთ ნაწილში ბინადრობს ევროპული წაულა, ტყეებში - მურა დათვი.
აკლიმატიზირებულია ნუტრია.
ფრინველებიდან მაღალმთის ბინადარია არწივი, შურთხი, როჭო, და ჭკა. ბევრია
მწყერი, ტყის ქათამი, იხვი, ოფოფი, ქორი, ძერა, ყვავი, ყორანი, ბატკანძერა, ბუ, ზარნაშო,
ყორანი, მოლაღური, სკვინჩა და სხვა.
აფხაზეთის მდინარეებისა და ტბების იქთიოფაუნას წარმოადგენს კალმახი,
კოლხური წვერა, კოლხური ღორჯო და ლოქო. აკლიმატიზირებულია გამბუზია.
მდინარეებში შავი ზღვიდან შედის ორაგული, სვია, ზუთხი, ფორეჯი და სხვ.
აფხაზეთში ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია რიწის, ბიჭვინთისა და
მიუსერის ნაკრძალები.

ზღვისპირა ტურისტული რესურსები.


გაგრა. გაგრა განლაგებულია ვიწრო ზღვისპირა ზოლში და გაგრის ქედის
ფერდობებზე. სოხუმიდან -96, სოჭიდან -60 და თბილისიდან 600 კმ-ზე. მთის მდინარეები
ჟოეკვარა, გაგრიფში და სხვ., თვალწარმტაცი ხეობები, წიწვიან ტყეებში გარდამავალი ხშირი
ფოთლოვანი ტყეებით (მუხა, წიფელა, რცხილა და სხვ.) დაფარული მთის ფერდობები. შავი
ზღვის ნაპირს გაყოლებული გუბურებითა და სუბტროპიკული მცენარეულობით (პალმა,
მანგოლია, დაფნა, ბანანი, კვიპაროსი, იუკა და სხვ.) მდიდარი პარკი- ასეთია კურორტის
ზღაპრული პეიზაჟი.
გაგრის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია სუბტროპიკული ზღვისპირა კლიმატი,
ზღვა, პლაჟი და მინერალური წყალი. ბალნეოცენტრი ფუნქციონირებს მთელი წლის
განმავლობაში.
მკურნალობების ჩვენებებია: ნერვული სისტემის, სისხლის მიმოქცევისა და
სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური ხასიათის სნეულებები.
ბიჭვინთა. ქალაქის ტიპის დასახლება გაგრის რაიონში, 22 კმ სამხრეთით- რაიონული
ცენტრიდან და 90 კმ ჩრდილო-დასავლეთით- სოხუმიდან. განლაგებული კავკასიის შავი
ზღვის სანაპირო ზოლში ამაზე სახელდების კონცხზე. ტერიტორია წარმოადგენს ვაკეს,
შემოფარგლულს ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან გაგრისა და ბზიფის
ქადებით, მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებით. მცენარეულობა წარმოდგენილია,
ძირითადად, ფიჭვის ტყით, რომელსაც ერთიანი კორომის სახით უჭირავს 200 ჰა ფარდობი
და შემოფარგლავს კონცხს 7 კმ მანძილზე. აქ აღრიცხულია 2800-მდე დიდი ფიჭვი,
რომელთა საშუალო სიმაღლეა 35 მ, საშუალო ასაკი- 100 წელი. ყველაზე მსხვილი ფიჭვის -
„ პატრიარქის“- გარშემოწერილობა 7მ, ხოლო ასაკი 450-500 წ. აღწევს. ბიჭვინთის
ტეორიტორიაზე არის სამკურნალო ტალახი და თერმული სულფიდური მინერალური
წყალი.
ახალი ათონი. ქალაქის ტიპის დასახლებაა გუდაუთის რაიონში, სოხუმიდან
ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ დაშორებით. უჭირავს ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი და
ბზიფის ქედის (დიდი კავკასიონის სისტემა) კალთები, რომლებსაც მიმართულია
სამხრეთისაკენ, რის შედეგადაც კურორტის მთელი ტერიტორია არ არის მოკლებული მზის
სხივების სიუხვეს და დაცული ჩრდილოეთის ქარების შემოჭრისაგან; მცენარეულობა
განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია. გორაკი დაფარულია ციტრუსოვანი
ნარგავებით (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი) და ზეთისხილის კორომებით, რომლებიც
შემოფარგლულია კვიპაროსებით. კურორტი ფუნქციონირებს 1922 წლიდან.
ზღვისპირა კლიმატი ტენიან-სუბტროპიკულია. ზამთარი ძალიან რბილი და უთოვლოა
(იანვრის საშუალო ტემპერატურა +6,4°C). გაზაფხული ადრე დგება. ზაფხული ძალიან
თბილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +23,8°C). შემოდგომა ხანგრძლივი და თბილია.
ნალექების რაოდენობა +2598 მმ წელიწადში. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი
ტენიანობა 70% შეადგენს.
გუდაუთა. ქალაქის ტიპის დასახლება და რაიონული ცენტრია. განლაგებულია
პლატოზე და მცირე სიმაღლის ბორცვებზე, სოხუმიდან ჩრდილოეთით, 45 კმ-ის მანძილზე.
კურორტის მახლობლად აღმართულია თოვლით დაფარული მთები, რომლებიც კურორტს
სილამაზეს უქმნიან. მცენარეულობა წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვა ჯიშით,
რომელთა შორის ჭაობებს პალმა, მანგოლია, სამხრეთის წიწვიანი ხეები, ციტრუსოვანი
პლანტაციები და სხვ.
ზამთარი ძლიერ თბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის +5,6°C.
ზაფხული ძალიერ თბილია, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +24,2°C, ნალექების
წლიური ჯამი 1460 მმ. შეადგენს. საშუალო წლიური ეფარდებითი სინოტივე უდრის 75.
მიუსერა. განლაგებულია გუდაუთის რაიონში მდ. მიუსერას შესართავში, რომელიც
რაიონული ცენტრისგან 15 კმ დაშორებით ჩაედინება შავ ზღვაში, რელიეფი გორაკებიანია.
ზღვის ხეობების საზღვრებს გარეთ მაღალი (35-60 მ) და ციცაბოა; ირგვლივ მდებარე
გორაკები დაფარულია ტყეებით, რომლებშიც ჭარბობს ათლოვანი ჯიშები მუხა, რცხილა,
წაბლი), აფრეტვე, ფიჭვი. ხეობა მდიდარია პალმებით, ჩაის პლანტეციებით.
სუბტროპიკული ნაყოფის მომცემი მცანრეებიცაა (ბანანი, მანდარინი, ფორთოხალი,
ლიმონი და სხვ.). კლიმატი ძალიან რბილია, თოვლო ზამთარი (იანცრის საშუალო
ტემპერატურა +5,6°C), ძალიან თბილი ზაფხულით (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა
+23,2°C). ნალექიბი წლის განმავლობაში 1500 მმ-ია, ჰაერის წლიური საშუალო ფარდობითი
ტენიანობა-75%.
სამკურნალო ფაქტორები: ზღვის კლიმატი, ზღვაში ბანაობა.
ჩვენებები: კარდიოლოგიური, პულმონოლოგიური და ნევროლოგიური პროფილის
დაავადებები.
ოქროს ნაპირი იმყოფება გუდაუთის რაიონში. ადგილმდებარეობის რელიეფი
ამაღლებული პლატოა, რომელიც ჩრდილოეთით თანდათან გადადის ბზიფის ქედის
ფერდობებზე (კავკასიონის ქედის სისტემაში) და იცავს კურორტის ტერიტორიას ჰაერის
ცივი მასების შემოჭრისაგან. მცენარეულობა- უმთავრესად სუბტროპიკული ნარგავები
(პალმები, მაგნოლია და სხვ.). კლიმატი ემსგავსება კურორტ მიუსერას კლიმატს.
განთიადი ქალაქის ტიპის დასახლებაა გაგრის რაიონში შავი ზღვის სანაპიროს
დაბლობ ზოლში, გაგრიდან 9კმ-ის დაშორებით. მცანარეულობა უმთავრესად
წარმოდგენილია დეკორატიული ჯიშებითა და ხეხილით (პალმა, ევკალიპტი, ქლიავი,
თხილი, ვაშლი, ლეღვი და სხვ.).
კლიმატი ემსგავსება გაგრის, მაგრამ უფრო გრილია, რადგან ჩრდილოეთისაკენ გახსნილია
და განიცდისცივი ჰაერის მასების პერიოდულ ზეგავლენას. ზამთარი რბილია და თოვლოა
(იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის +6°C),ზაფხული ძლიერ თბილია და ნოტიო
(აგვისტოს საშუალო ტემპერატურა უდრის 22°C). ნალექების საშუალო წლიური ჯამი 1550
მმ-ია. ჰაერის შეფარდებითი სინოტივე საშუალოდ უდრის 76%.
ლესელიძე ეკუთვნის გაგრის რაიონის, მდებარეობს შავი ზღვის სანაპირო დაბლობ
ზოლში, მდ. ფსოუს ხეობაში.
სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქი, განლაგებული ზრვის ფართო ყურეში, გორაკების
კალთებზე, მდინარეების ბესლეტკას, სოხუმკას და სხვა ხეობებში. შავი ზღვის სამხრეთ-
აღმოსავლეთ სანაპიროებზე და სამი მხირდან შემოფარგლულია მთის მასივებით, რაც
კურორტს ჩრდილოეთის ცივი ქარების გავლენბისგან იცავს. მცენარეულობა მდიდარი და
მრავალფეროვანია, ჭარბობს როგორც სუბტროპიკული ფოთლოვანი (პალმა, მაგნოლია,
ევკალიპტი, დაფნა), ასევე სუბტროპიკული წიწვოვანი (კვიპროსი, თუთა, კედარი, ფიჭვი და
სხვ.). ხეხილის მრავალრიცხოვან ბაღებში იზრდება ნაყოფის მომცემი სამხრეთული ჯიშები
(მანდარინი, ზურმა, ლეღვი, ყურძენი და ა. შ.).
კლიმატი სუბტროპიკულია, ზომიერად ტენიანი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა
+15°C. ზამთარი ძალიან რბილია, უთოვლო (იანვრის საშუალო ტემპერატურა +6°C),
ზაფხული ძალიან თბილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24°C). ნალექების
რაოდენობა წელიწადში 1550 მმ-ია. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 70%. ზაფხულში ზღვის
წყალი თმება 26-27-მდე°C.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი.
მკურნალობის სახეობა: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში,
ტერენკური და სხვ.).
აგუძერა მდებარეობს გულრიფშის რაიონში. სოხუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12
კმ-ის დაშორებით. მცენარეული სამოსელი ძირითადად შესდგება ხეხილისა (ციტრუსები,
ვენახები) და დეკორატიული ნარგავებისგან.
გულრიფში მდებარეობს შავი ზღვის ნაპირიდან 5 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან
120 მ სიმაღლეზე, სოხუმიდან 12 კმ-ის მანძილზე. კურორტის ტერიტორია წარმოადგენს
ბორცვებიან ვაკეს, რომელიც გარემოცულია ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-
აღმოსავლეთიდან კავკასიონის ქედის განშტოებებით (ბზიფის, აფხაზეთის და კოდორის
ქედები). მცარენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია ხეხილითა და დეკორატიული
ნარგავებით.
კლიმატი ხასიათდება ჰაერის ზომიერი სინოტივით და სუსტი ქარებით. ზამთარი ძლიერ
თბილია და უთოვლო; იანვრის საშუალო ტემპერატურა უდროს +6,5°C. ზაფხული ძლიერ
თბილია; აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +23,5°C, ბრიზები ანელებენ ზაფხულის სიცხეს.
ნალექების წლიური რაოდენობა 1410 მმ-ია. შეფარდებითი სინოტივე საშუალო საშუალო
72% შეადგენს.
გუმისთა მდებარეობს მდინარე გუმისთას ნაპირზე. სოხუმიდან ჩრდილო-
დასავლეთით 10 კმ-ის მანძილზე.
ეშერა განლაგებულია სოხუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ის მანძილზე.
კლიმატი- ტენიან-სუბტროპიკულია, ხასიათდება ძალიან თბილი უთოვლო ზამთრით
(იანვრის საშუალო ტემეპრატურა +5,7°C) და ძალიან თბილი ზაფხულით (აგვისტოს
საშუალო ტემპერატურა +22,9°C). ნალექების რაოდენობა წლიური ფარდობითი ტენიანობა
70% აღემატება. მთლიანად კურორტ ეშერას კლიმატი მსგავსია სოხუმის კლიმატისა.
კინდღი იმყოფება ოჩამირის რაიონში. კლიმატი- ზღვისპირა, სუბტროპიკული.
ზამთარი ძლიერ თბილი და უთოვლო (იანვრის საშუალო ტემპერატურა +5°C), ზაფხული
ძლიერ თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +23°C). საშუალო წლიური ტემპერატურა
უდრის +13,6°C. წელიწადში ნალექების რაოდენობა 1000-1200 მმ-ს შეადგენს.[3; 15-65].

ბალნეორეკრეაციული რესურსები.
კურორტი ავადხარა მდებარეობს გუდაუთის რაიონში, რიწის ტბიდან 17 კმ-ის დაშორებით,
კავკასიონის ქედის მთავარ (წყალგამყოფ) ფერდობზე, მდინარე ავადხარას ხეობაში.
სიმაღლე ზღვის დონიდან – 1600 მ. რელიეფი – მთაგორიანი.

კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი), ზამთარი ხანგრძლივი, ცივი, თოვლიანი.

იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,7°C. ზაფხული მოკლე, ზომიერად გრილი. ყველაზე

თბილი ივლისის საშუალო ტემპერატურაა 13,8°C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2480 მმ.
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 80 %. მზის ნათების ხანგრძლივობა
წელიწადში – 1900 საათი. ფლორა – წიწვოვანი ტყეები, სუბალპური ზონა.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა,


ბორიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება
(დალევა).

კურორტი ტყვარჩელი
ადმინისტრაციული მდებარეობა – ქ. ტყვარჩელის გარეუბანი. გეოგრაფიული მდებარეობა
– მდინარე ღალიძგას ხეობა, 40 კმ-ის დაშორებით ოჩამჩირიდან.
სიმაღლე ზღვის დონიდან – 350-390 მ. რელიეფი – მთაგორიანი.

კლიმატი – დაბლობის,ზომიერად ნოტიო ჰავა. ზამთარი რბილი, თოვლის საფარი

აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2,1°C.

ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,7°C. ნალექების საშუალო


წლიური რაოდენობა – 1950 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათი.

ფლორა – ფოთლოვანი (ბზა, წყავი, კიპარისი, მუხა) ტყეები.ბუნებრივი სამკურნალო


ფაქტორები: თერმული (32°C-39°C), აზოტიანი, ქლორიდულ-სულფატური, კალციუმიან-
ნატრიუმიანი მინერალური წყლები.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.

ბესლეთი განლაგებულია მდ.ბესლეთის ხეობაში, სოხუმიდან 5 კმ-ის დაშორებით.


ზღვის სანაპირო კლიმატის გარდა კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია
თერმული მინერალური წყლები. არსებული წყლები მთელი წლის განმავლობაში ვარგისია
ბალნეოაბაზანებისათვის.
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც საქართველოს სხვა
ისტორიულ რეგიონებში, შემორჩენილია მდიდარი ისტორიულ-კულტურული
მემკვიდრეობა, რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შემორჩა,
როგორც სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ერთიანობისა და სულიერი
გაუტეხელობისა. სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო ბრძოლა ქართული ეკლესიის
გაერთიანებისათვის.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული ქრისტიანული პერიოდის
ძეგლები. აქ შემონახულია ერთნავიანი და ორთავიანი ეკლესიები, სამნავიანი ბაზილიკები
ბიჭვინთაში (IV-V სს.), განთიადში (VII ს.), სამეკლესიანი ბაზილიკები ნიმუშია ლიხნში (VI
ს.), ძველ გაგრაში (VI ს.), ამბარაში (VII-VIII ს.), კიაჩ-აბაში (VII-VIII ს.) გუმბათოვან
ტაძართაგან აღსანიშნავია დრანდის (VIII ს.), ახალი ათონის მიდამოებში, ივერიის მთაზე
არსებული ნამონასტრალი (VIII-IX სს.) ეკლესიით, ლიხნის გუმბათოვანი ეკლესია X ს., XIII-
XIV სს კედლის მხატვრობითა და სასახლით (X-XI სს.), ახალი ათონის სიმონ კანანელის
სახელობის ეკლესია (IX-X სს.), ბზიფის კომპლექსი -ეკლესია IX-X სს., ციხე და კოშკები,
მოქვის ტაძარი (X ს.), ბიჭვინთის ტაძარი (XI ს.), აძუბჟის ეკლესია (XIII ს.), აბაათას ციხე (IV
ს), ბესლეთის ხიდი (XII ს), ბედიის ტაძარი (დაკრძალულია გაერთიანებული საქართველოს
პირველი მეფე -ბაგრატ III), ილორის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია და სხვ.
რეგიონის მატერიულ კულტურის მნიშნელოვან ძეგლებს წარმოადგენს რიგი ციხე-
კოშკები და ციხესიმაგრეები, რომელთა შორის აღსანიშნავია სოხუმის (ბაგრატის), გაგრის,
ბზიფის, განთიადის, აბაჟვახუსა, აბაათას ციხე (IV ს), კელასურის კედელი (VII ს) სხვ.
ასევე ტურისტულ მიზიდულობას ააქტიურებს ნეოლითის გვიანდელი პერიოდის
(ძვ. წ. 4000 - ძვ. წ. 3000) დოლმენები (საგვარეულო ქვის სარკოფაგები) სოფლებში: ეშერა,
აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდ. ფსოუს
და სხვა.
სოხუმის ბოტანიკური ბაღი - ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღია კავკასიაში.ის
დაარსდა 1840 წელს, როგორც „სუხუმ-კალეს სამხედრო-ბოტანიკური ბაღი“, რეგიონში
ახალი მცენარებიის დანერგვის მიზნით (განსაკუთრებით ჩაისა და ციტრუსების). 1853-55
და 1877-78 წლებში ბაღი თურქებმა გაჩეხეს რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში. სოხუმის
ბოტანიკური ბაღი საბჭოთა მმართველობის პერიოდშიც აგრძელებდა განვითარებას. ბაღში
თავმოყრილი იყო 4,500-ზე მეტი მცენარის სახეობა, მათ შორის 1200-მდე ტროპიკული. 1992-
1993 წლის ომის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა ტექნიკური გამათბობელი, შედეგად კი 800-
მდე მცენარე განადგურდა. ამჟამად, ბოტანიკურ ბაღში 2000 სახეობის მცენარე ხარობს, მათ
შორის 319 კოლხეთის ენდემური ჯიშებს განეკუთვნება. ეს სახეობები ხარობს მხოლოდ
აფხაზეთში, აჭარაში და თურქეთში. რაც შეეხება დანარჩენ 125 ჯიშს, ისინი მხოლოდ
აფხაზეთში ხარობს.
ამჟამად აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც ქართული
იურისდიქცია არ ვრცელდება. გაგრის, გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში არსებული
ტურისტული განთავსების სისტემები დღესაც სტუმრობენ ტურისტებს (ძირითადად
რუსეთის ფედერაციიდან), რასაც ვერ ვიტყვით გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის
რაიონებზე. დატვირთვის მაჩვენებლი გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით 10-
ჯერ და მეტადაა შემცირებული. მიზეზი კი არასტაბულური გარემო და კრიმინოგენური
სიტუაციის მაღალი მაჩვენებელია. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ დეოკუპაციისა და
მშვიდობის აღდგენის შემდეგაა შესაძლებელი, რაც იმედია მალე განხორციელდება.
აჭარის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

აჭარა ბუნებრივ საზღვრებშია მოქცეული. დასავლეთით მას არსიანის ქედი


ესაზღვრება, ჩრდილოეთ საზღვარი მდ. ჩოლოქზე, ხოლო სამხრეთი - შავშეთის ქედზე
გადის. აჭარის სამხრეთით თურქეთია, რომლის საზღვრის სიგრძე დაახლოებით 270 კმ
შეადგენს. აჭარის ტერიტორიის ფართობი 2,9 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის
4,2 %–ია. აჭარის მოსახლეობა 411 ათასია (82 % ქართველია), ამათგან 137 ათასზე მეტი
ცხოვრობს აჭარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქ. ბათუმში. აჭარა მოიცავს ხუთ
ადმინისტრაციულ (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს) რაიონს.
რელიეფი. აჭარის დიდი ნაწილი საშუალო და დაბალ მთებს უკავია. რეგიონის
ზღვისპირა ზოლზე გორაკ-ბორცვებიანი და ვაკე-დაბლობებია გავრცელებული. აჭარის
ერთ-ერთ მთავარ ოროგრაფიულ ერთეულს აჭარა–იმერეთის (მესხეთის) ქედი
წარმოადგენს. აჭარის ფარგლებში 55 კმ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული. ქედის მიერ
ერთმანეთისაგან გამოიყოფა მდინარეების ჭოროხი-აჭარისწყალისა და მდ. ბარცხანას,
ყოროლისწყალის, ჩაქვისწყალის, კინტრიშის აუზები. მესხეთის ქედის განშტოებიდან
აღსანიშნავია ჩაქვისა და ქობულეთის პატარა ქედები, რომლებიც აჭარას ორ-ზღვისპირა
ვაკე-დაბლობიან და შიდა მთიან ნაწილებად ყოფენ. აჭარის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი
შავშეთის (სიგრძე 70 კმ) ქედს უკავია (უმაღლესი მწვერვალი მ.ხევა, (2812 მ).
აჭარის უკიდურეს აღმოსავლური პერიფერია არსიანის ქედის ჩრდილო
დაბოლოებას უკავია. ამ ქედის დიდი ნაწილი თურქეთში ვრცელდება, ხოლო
საქართველოში მას მერიდიანული გავრცელება ახასიათებს. სწორედ მასზეა აღმართული
აჭარის უმაღლესი მწვერვალი კენჭაჭური (2987 მ). არსებობს მოსაზრება, რომლის
თანახმადაც არსიანის ქედის უმაღლეს მწვერვალად მთა ყანლისი განიხილება, რომლის
სიმაღლეა (3007 მ). აღნიშნული ხეობები და მთათა სისტემები აქტიურად გამოიყენება
ქვეითი, საცხენოსნო, სამთო-ველო და სათავგადასავლო ტურებისათვის.
ბეშუმი (2000 მ) მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, გოდერძის
უღელტეხილიდან 7 კილომეტრის დაშორებით. მის გარშემო სუბალპური ზონის ტყეებია.
ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით.
წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია
მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა
აწუხებს. კურორტი "ბეშუმი" ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის
დასაწყისამდე.
კლიმატი. აჭარის ჰავის რეჟიმი ზონალური ხასიათისაა. ამ მხრივ გამოყოფენ ზღვისპირა
(500-600 მ-მდე) და შიგა მთიან (500-600 მ-ს ზემოთ) აჭარას. ზღვისპირა აჭარის ჰავა ნოტიო
სუბტროპიკულია. ის ხასიათდება რბილი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.
იანვრის საშუალო ტემპერატურა +4-50 -ია, საშუალო წლიური ტემპერატურა კი +140
(ბათუმი) აღემატება. შიგა, მთიან აჭარში ჰავა შედარებით მკაცრია. ჰაერის საშუალო
წლიური ტემპერატურა +10 +110-მდე ეცემა, ხოლო იანვრის საშუალო ტემპერატურა 0, 40-ია.
ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდნეობა აჭარის ქვაბულში 1300-1500 მმ-ის ტოლია.
სიმაღლის ზრდასთან ერთად ატმოსფერული ნალექების რაოდენობა იზრდება და
გოდერძის უღელტეხილზე 2500 მმ აღწევს.
ნალექები აჭარის მაღალმთიანეთში მყარი სახითაც მოდის და ხშირად 3 თვეზე მეტ
ხანს ნარჩუნდება. შესაბამისად შექმნილია სამთო-სათხილამურო ცენტრები. კურორტი
გოდერძი (2200 მ), გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რეგიონში ყველაზე
გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი აქ ზღვის
დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.
ზამთრის კურორტი ქედლები (1500 მ) ბათუმიდან 90 კილომეტრის დაშორებით
მდებარეობს. აქ მაქსიმალური ტემპერატურა ზამთარში 10oC-ია.კურორტზე მოწყობილია
სათხილამურო ბაზა და მოთხილამურეთათვის 2 საბაგირო გზა - 300 და 150 მეტრის
სიგრძის. ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები. ქედლები თოვლის სიუხვით
გამოირჩევა.
სოფელი გომარდული მდებარეობს შუახევის რაიონში. ბათუმიდან 74 კილომეტრის
დაშორებით (1250 მ). თოვლი ნოემბრის თვიდან აპრილის თვემდეა და თოვლის საფარი
ზოგჯერ 2-3 მეტრს აღწევს. გომარდულში არის მოწყობილი სამთო-სათხილამურო
კურორტი. არის სათხილამურო ტრასა, ფუნქციონირებს 250 მეტრიანი საბაგირო გზა,
შესაძლებელია თხილამურების ქირაობა. კურორტზე რამოდენიმე საოჯახო ტიპის
სასტუმრო, კოტეჯები და რესტორანი მოქმედებს. ყოველ ზამთარს გომარდულში
თხილამურებით სრიალში აჭარის მასშტაბით შეჯიბრებები ეწყობა.

სოფელი დანისპარაული მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში არსიანის ქედის


დასავლეთ კალთაზე, ბათუმიდან 110 კილომეტრის დაშორებით. ზ.დ-დან 1600 მ
სიმაღლეზე ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა. აქვე გაკეთებულია 200 მეტრიანი
საბაგირო გზა. სათხილამურო ბაზა აღჭურვილია მოთხილამურეთათვის საჭირო
ინვენტარით.

ღომას მთა (1800-2000 მ) ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების


ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის და იგი ცენტრალური მაგისტრალიდან 18
კილომეტრში მდებარეობს. გარდა სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის
კურორტის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა.თოვლი ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის
ბოლომდეა, რაც რელიეფთან ერთად ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამთო-სათხილამურო
კურორტის განვითარებისათვის. (http://old.gobatumi.com/ge/home)

ჰიდროგრაფია. აჭარა ჰიდროქსელის სიხშირითა და სიუხვით გამორჩეული


რეგიონია. მისი მდინარეები შავი ზღვის აუზს მიეკუთნება. აჭარის ჰიდროგრაფიული
ატრერიას მდ. აჭარისწყალი წარმოდგენს, მისი შენაკადებია: აკავრთა, ხოხნისწყალი,
აგარისწყალი, სხალთა და სხვა. აჭარის ზღვისპირა დაბლობის მცირე მონაკვეთზე (26 კმ)
გაედინება ყველაზე წყალუხვი მდ . ჭოროხი.მისი სათავე და მდინარის ძირითადი ნაწილი
თურქეთშია.
ზღვისპირა აჭარის მდინართა ჩამონადენის მაქსიმუმი შემოდგომა - ზამთარს
ემთხვევა, მინიმუმი კი ზაფხულს. ეს მაჩვენებელი 40 – 45 ლ/წმ-ის ტოლია. შიდა, მთიან
აჭარში და შავშეთის ქედის ჩრდილო კალთებზე მდინარეთა ჩამონადენი 60-65 ლ/წმ-ს,
ხოლო თხემურ ზოლში 80-90 ლ/წმ-ს შეადგენს. აჭარის წყალუხვი მთის მდინარეები
ჰიდროენერგიის დიდ მარაგს შეიცავს. მდინარეები აჭარისწყალი, ჩაქვისწყალი, კინტრიში
და ჩოლოქი ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიყენება, როგორც საბანაო-რეკრეაციული, ასევე
საჯომარდო დანიშნულებითაც.
აჭარაში ტბები იშვიათია. შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე ლაგუნური ტბაა
ფორმირებული. მათ შორისაა ნურიეს, გონიოსა და ორი უსახელო (ქ. ბათუმის მიდამოები )
ტბა. რამდენიმე ტბაა მთიან აჭარაში: შავი ტბა, მწვანე ტბა, თითისტარა ტბა, ოვალური ტბა.
ნურიეს ტბა ქ. ბათუმშია, დელფინარიუმის მიმდებარედ და ისეთი რეკრეაციული
აქტივობებისათვის, როგორიცაა ტბისპირას დასვენება, ქვეითად ან ნავით გასეირნება
გამოიყენება. ხოლო სხვა დანარჩენი ტბები ეკო და სათავგასავლო ტურებისთვისაა
მიზანშეწონილი.
აჭარა საკამოდ მდიდარია მინერალური წყლებით. მათ შორის აღსანიშნავია კოკოტაურისა
და მახინჯაურის წყაროები. კოკოტაური (680 მ) ბათუმიდან – 50 კმ, მდ. აჭარისწყლის
ხეობაში მდებარეობს. მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური
კლიმატოთერაპია.სამკურნალო ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტები, კუჭისა და
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ინფექციური ჰეპატიტი, ქრონიკული მიმდინარეობის
პანკრეატიტები.

აჭარის ჰიდროქსელის ერთ-ერთი დამახასიათებელი ელემენტი ჭაობებია, რომელიც


ადრე ფართოდ იყო გავრცელებული ქობულეთისა და კახაბრის ვაკეებზე. რაც შეეხება
უშუალოდ ზღვისპირა ზოლს, ის 50 კმ-ის მანძილზე, შავი ზღვის ტალღების ზვირთცემის
არენას წარმოადგენს. შავი ზღვა და მისი საუკეთესო პლაჟის ზოლი საქართველოს უდიდესი
რეკრეაციული სიმდიდრეა.
მცენარეულობა. აჭარაში მცენარეთა გავრცელების ოთხი ჰიფსომეტრიული ზონიდან
გამოიყოფა:
1. ვაკე - დაბლობის, გორაკ - ბორცვიანი მთისწინეთისა და დაბალი მთების კოლხური
ქვეტყით მდიდარი მცენარეულობა. ამ ზონაში ზღვისპირა ფსამოფილური სახეობები და
ჭაობის ლეშამბოიანი ტყეები ჭარბობს, რომელშიც წაბლნარ - წიფლნარებია გაბატონებული;
2. მთის ტყეები, რომლის ქვედა ნაწილი ფართოფოთლოვნებს უჭირავს, ზედა
ფერდობებზე კი წიწვიანები: ნაძვი, ფიჭვი, სოჭი ხარობს;
3. სუბალპური ტანბერცელი ტყის კორმოები და მდელოები ნაირბალახოვნებით;
4. ალპური მდელოები ნაირბალახოვნებითა და ქსეროფიტული კლდის
მცენარეულობით.
ცხოველთა სამყარო. აჭარაში, გარემო პირობების შესატყვისად, ბინადრობს ბარის,
საშუალო და მაღალი მთის ფაუნისტური სახეობები. ალპური, მაღალი მთის ზონაში
ბინადრობს არჩვი, ტყეში მრავლადაა მგელი, მელა, შველი, იშვიათად გარეული ღორი.
თითქმის ყველგანაა მაჩვი, კვერნა და წავი, ზოგან ჭანური და მურა დათვი. არც თუ
იშვიათია ფოცხვერი და ტყის კატა. ფრინველებიდან მაღალმთაში ბუდობს კავკასიური
შურთხი, როჭო, არწივი ქორი, მიმინო და სხვა.
მთის აჭარის მდინარეები მდიდარია კალმახით, კოლხური ხრამულით, კოლხური
შამაიათი. ზღვიდან შემოდის ორაგული, სვია, ზურთი, ტარა. ენდემური ფაუნის დაცვის
მიზნით შექმნილია კინტრიშის ნაკრძალი.
სამონადირეო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, აჭარაში დღითიდღე იზრდება
სათევზაო ტურიზმის პოპულარობა, რაც შავი ზღვის სიახლოვითა და მდიდარი
იქთიოფაუნითაა განპირობებული. აჭარის წყალუხვი მდინარეები მდიდარია კალმახით ,
ორაგულით, მურწათი, ქაშაყით, ხოლო ზღვისპირა ზოლში არსებული ტბორები - კეფალით,
კობრით, თავად ზღვაში კი სკუმბრია, ქაფშია და ა.შ.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის


მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის
ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი
გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული
ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი
ცნობილია "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელით. აქ შემოდგომის
პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის
გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ.

აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ აჭარაში 2012 წელს პირველად გაიმართა Birdwatching-ის


ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის "Batumi Raptor
Count"-ის მიერ. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის
პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი
დაინტერესებული პირები და ექსპერტები. აჭარაში ბერდვოჩინგის პოტენციალის არსებობა
კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლის 3 სექტემბერს, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია
"Batumi Raptor Count"-ის მონაცემით ერთი დღის განმავლობაში 179.342 გადამფრენი
კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს
ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს - 124.000 კრაზანაჭამია არწივი დღის
განმავლობაში. იგივე, "Batumi Raptor Count"-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობით საშემოდგომო
მიგრაციის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა.

ბუნების ძეგლები. მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობების შედეგად საუკუნეების


მანძილზე აჭარაში ბუნების ნაირგვარი ძეგლი შეიქმნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აჭარის
ქვაბული გამოირჩევა, რომლის ფიზიკურ-გეოგრაფიული იერსახე ოროგრაფიულ
დახშულობაში მდგომარეობს. აქ შემონახულია მოსწორებული ზედაპირები, ეროზიული
საფეხურები - მთა ქავკიბე. აჭარის დენუდაციური მოწმეებს ქვაკაცებს ეძახიან. ისინი მდ.
ჭვანისწყლის აუზსა და კინტრიშის სათავეებშია განლაგებული. უნიკალური გოდერძის
წყების ვულკანურ ტუფებში მოქცეულია ნეოგენის ტროპიკული მცენარეების გაქვავებული
ნაშთები და ანაბეჭდები.
ჰიდროგრაფიული ძეგლებიდან აღსანიშნავია არსიანის ქედის ძველმყინვაული
წვრილი ტბები და მრავალი მინერალური წყარო. რეგიონის ეფექტური ჩანჩქერები
მდინარეების ჭვანისწყლის, ჩაქვისწყლის, ჩირუხისწყლის ხეობებში, ასევე სოფლების
მახუნცეთის, ცხემლის, დღვანის მიდამოებში მდებარეობს.
თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენს მდინარეების - ჭოროხის, კინტრიშისა და
აჭარისწყლის ხეობები. მათი წყალუხვი შენაკადების ირგვლივ განფენილია შესანიშნავი
ტყეები, რომელთა ფლორასა და ფაუნაში მრავლადაა წარმოდგენილი უნიკალური,
ედნემური ჯიშები. აჭარის ყველა მდინარე შავი ზღვის აუზისაა.
გასაოცარი სილამაზის სანახაობას წარმოადგენენ ჩანჩქერები. ისინი ცენტრიდან
სულ რამოდენიმე წუთის სავალზეა. მდინარე მაჭახელა ხუთ ნაწილად იყოფა და ქმნის
უამრავ პატარა ჩანჩქერს. მათ შორის ყველაზე მაღალი მახუნცეთისაა (20 მ). მიმდებარე
ტერიტორიაზე მოწყობილია ბევრი საპიკნიკე ადგილი, სადაც ზაფხულობით მრავალი
დამსვენებელი იყრის თავს. ჩანჩქერზე ბანაობა დაშვებულია.
აჭარის ბუნება კოლხურ ფლორისა და ფაუნის ცოცხალ მუზეუმს წარმოადგენს.
კინტრიშის ნაკრძალი გამოირჩევა კოლხეთის ფლორის უძველესი ელემენტების
სიმრავლით.
მცენარეულობა ზონალობის მიხედვით ასე ნაწილდება:
1) ტყის მცენარეულობა: შერეული კოლხური ტყე, წაბლნარი და წიფლნარი.
2) სუბალპური სარტყელი: სუბალპების ტყეები, სუბალპების ბუჩქნარები, სუბალპური
მდელოები.
3)ალპური სარტყელი: დაბალი ბუჩქნარები, ხალიანი მდელოები.
აქ გვხვდება დათვი , შველი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა , მელა, ციყვი, გარეული ღორი,
მთის ზედა სარტყელში ბინადრობს მთის არწივი.
აჭარის ნაკრძალია ისპანის ხავსიანი ტორფნარი. ქ. ქობულეთის აღმოსავლეთით, 2 კმ-ს
დაშორებით, შავი ზღვის სანაპიროდან ოთხას მეტრში მდებარეობს ქობულეთის
სახელმწიფო ნაკრძალი - ისპანი II და ქობულეთის აღკვეთილი ისპანი I. ისინი მსოფლიო
უნიკალური სფაგნუმიანი ტორფნარების გამო შეიქმნა. მისი ფართობი 603 ჰ-ს შეადგენს.
ისპანი II
1996 წლიდან რამსარის კონვეციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა. ეს
ადგილი მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია
სამხრეთისაკენ მიმავალ შორეულ გზაზე. ნაკრძალი ხელსაყრელი ადგილია ფრინველთა
დაკვირვებისა და საფეხმავლო მარშრუტებისათვის.
ისპანი II მსოფლიოში პირველი უნიკალური ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგუმიანი
ტორფიანარია, სადაც წყლის დანაკარგი მხოლოდ აროთქლებით ხორციელდება. საოცარი
ჭაობია, თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ. ტბას კი ზემოდან საბანივით ახურავს
25-45 სმ სისქის ცოცხალი სფაგნუმი, რომელიც არასოდეს არ იფარება წყლით, გუმბათის
ზედაპირი სრულიად გლუვია, ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე. ჭაობი საზრდოობს
მხოლოდ წვიმის წყლით.
აჭარის ულამაზესი ფლორითა და ფაუნით მდიდარი კიდევ ერთი ობიექტია მთა
მტირალა, რომლის უმაღლესი წერტილი 1334 მეტრს აღწევს. 2007 წლის 27 ივნისს
ოფიციალურად გაიხსნა მთა ”მტირალას” ეროვნელი პარკი, მისი საერთო ფართობი
შეადგენს 16 000 ჰა–ს.
მტირალა მუდამ ნისლშია გახვეული, მისი მიკროკლიმატი განსაკუთრებული
სინოტივით გამოირჩევა. ბუნებაში ძნელად მოიძებნება ისეთი უნიკალური
ბიომრავალფეროვნება, როგორსაც მტირალაზე იხილავთ. აქ ხარობს უძველესი ენდემური-
კოლხური ჯიშის მცენარეები. აქ მოდის ყოველწლიური ნალექების მაქსიმალური
რაოდენობა 4000-5000 მმ, თითქმის ისეთი როგორიც ტროპიკებშია.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
ტურისტული ინფრასტუქტურის , ტურისტული ცენტრებისა და სხვა საჭირო ობიექტები.

კულტურულ-ისტორიული ძეგლების ტურისტული პოტენციალი. აჭარა


საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოს სამხრეთ
დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე. აჭარა, როგორც ერთიანი საქართველოს
ნაწილი მრავალფეროვანი წარსულის მქონე ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეა. აქ
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაფიქრებინებს რომ, ეს რეგიონი ქვის ხანიდან არის
დასახლებული. ნეოლითის ეპოქიდან მოყოლებული მდინარე ჭოროხის აუზი ჯერ
ბრინჯაოს, შემდგომ კი რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერა გახდა.
უნიკალური ბუნებრივი რესურსების გარდა, რეგიონი მდიდარია ისტორიულ-
არქიტექტურული ძეგლებითაც. აქ შუა შაუკუნეების ტაძრების, ციხე-ქალაქებისა და საგზაო
ნაგებობების დათვალიერებაც შეიძლება. დღემდე აღმოჩენილი უძველესი პერიოდის
ძეგლები ქვედა პალეოლითის ეპოქას უკავშირდება. მომდევნო პერიოდის – ნეოლითის
ძეგლები, განსაკუთრებით ბევრია, როგორც, ზღვისპირეთში ასევე მთის ზონაშიც.
ქობულეთი - ფიჭვნარი. ძველი ზღვისპირა ნაქალაქარს ქობულეთთან ახლოს
არქეოლოგებმა ფიჭვნარი უწოდეს. იგი ქ. ბათუმიდან 30 კმ დაშორებით
მდებარეობს.ქობულეთ-ფიჭვნარი საქართველოს ზღვისპირეთის მეცნიერულ
ღირებულების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, სადაც ვრცელ ტერიტორიაზე
შესანიშნავადაა გადარჩენილი ძვ.წთ.აღ.–მდე II-I ათასწლეულების შუა, გვიანბრინჯაო-
ადრერკინის, გვიანარქაული, კლასიკური და ელინისტური ხანის მძლავრი კულტურული
ფენები. მიკვლეულია დასახლებასთან უშუალოდ დაკავშირებული ძვ.წთ.აღ.–მდე X-VI
საუკუნეების რკინის მეტალურგიის უძველესი კერები, საკულტო ადგილები და
სამლოცველოები.

აღსანიშნავია გონიო-აფსაროსის ციხე, რომელიც ბათუმიდან 12 კმ დაშორებით,


გონიოში მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ციხე-სიმაგრის სიდიდე
განპირობებული იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის იცავდა ჭოროხისა და
აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს
შიდა რაიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის
გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიის ერთ-ერთ საყრდენ
ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

დღეისათვის გონიოს ციხე სულ 18 კოშკს მოითვლის. თავდაპირველად მას 22 კოშკი


ჰქონდა და 4 შესასვლელი, რომელთაგანაც დღეს მხოლოდ დასავლეთ კარიბჭე
ფუნქციონირებს. გონიოს ტერიოტორიაზეა აღმოჩენილი ძალზე მნიშვნელოვანი
ქრისტიანული სიწმიდე, ქრისტეს მოწაფის მოციქულ მატათას საფლავი. ისტორიული
წყაროები გვამცნობენ, რომ იგი ცხოვრების ბოლო წლეებში აჭარაში მოღვაწეობდა და აქვეა
დაკრძალული.

პეტრა-ციხისძირი ქობულეთის რაიონში მდებარეობს. პეტრა მდებარეობს ზღვის


სანაპიროზე ქ. ბათუმიდან 20 კმ დაშორებით. აქ აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლები
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან გვიან შუა საუკუნეების ჩათვლით. ციხე-სიმაგრის
ნაშთები აგებულია ორ ბორცვზე. მძლავრი კედლითა და კოშკებით შემოსაზღვრული
შიდაციხე კარგად გააზრებული საფორტიფიკაციო სისტემას წარმოადგენდა.
არქელოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ხუროთმოძღვრული ძეგლები:
ქრისტეშობიდან IV საუკუნით დათარიღებული ორი აბანო, ადრებიზანტიური ხანის ვილა,
რომელიც შედგება საცხოვრებელი ნაგებობების, შიდა ეზოს და მარნისაგან. ციხისძირის
ტერიტორიაზე აღმოჩენილია 4 ეკლესია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს წერილობით
წყაროებით კარგად ცნობილ ფაქტს, რომ პეტრა-ციხისძიირი ისტორიული ლაზიკის ერთ-
ერთი საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა.

მაჭახელას ხეობაში ცნობილი ციხეა გვარის ციხე, რომელიც ხეობაში შესასვლელ


მაღლობზე მდებარეობს. მისი ძველი ფენა აგებულია თარაზული წყობა, ფაქიზად თლილი
ქვებით. ციხე მდებარეობს ასევე სოფ. ქვედა ჩხუტუნეში, მდ. მაჭახლის მარცხენა მხარეს,
შემაღლებულ გორაკზე. ასევე საინტერესოა აჭარის ტერიტორიიაზე მიმოფენეილი
თაღოვანი ხიდები: დანდალო, ფურტიო, თამარისი და სხვ.

ბოტანიკური ბაღი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქიდან დაახლოებით 9


კილომეტრითაა დაშორებული. ბაღი ზ. დ.–დან 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ბოტანიკური
ბაღის ფართობი 113 ჰ შეადგენს. იგი უნიკალურია მთელს კავკასიაში. იმ ადგილს, სადაც
ბოტანიკური ბაღია გაშენებული მწვანე კონცხი ქვია. ბათუმის ბოტანიკური ბაღს
მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად
განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა
სახეობები. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით
სახეობა. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს აქ გაზრდილი 1200 ჯიშის ვარდი.

ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მისი ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი .


ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის,
ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი
სუბტროპიკების განყოფილებები. ბაღის მთავარ სამარშრუტე გზაზე განალგებულია ქვედა,
ზედა და ზღვისპირა პარკები. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037
ტაქსონომიური ერთეულებისაგან. მათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო დანარჩენი
- უცხო ქვეყნების ფლორის წარმომადგენელია.
შთამბეჭდავია ზღვის ის ხედი, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან იშლება მოგზაურის
წინაშე, თუმცა არანაკლებ ემოციას იწვევს ნავში მჯდომი ბოტანიკური ბაღის ხედი
ზღვიდან. არ არსებობს წელიწადის დრო, როცა ხელოვნების ამ შედევრში რაიმე არ ჰყვავის.
პარკს ამშვენებს ახლად დარგული არყის მტირალა ფორმები. მნახველზე განუმეორებელ
შთაბეჭდიელბას ახდენს ჰიმალაის კედრის, აღმოსავლეთის ნაძვის და სხვადასხვა სახეობის
ფიჭვის მძლავრი, ტანმაღალი ხეების ნარგაობები.

ვაზისა და ღვინოს განუზომელი ადგილი უჭირავს ქართველთა ყოფა–ცხოვრებაში.


აჭარაში ყურძნის ჯიშებიდან ჭარბობს ცოლიკაური, ჯინშე, ჭოდი, შავშური, იფათური,
კლარჯული, ალიგოტე, იზაბელა, ხვარდული, მელისკუდა, შავი ყურძენი, სორექი,
გორგული, ჩხავერი, ადესა და სხვა. უნიკალური ჩხავერის ბაზაზე შექმნილია შერვაშიძეების
მარანი, რომელიც ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილთა ნუსხას განეკუთვნება.

პილიგრიმული მარშრუტები. საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და


ევანგელიზაციის განყოფილებამ, რომელიც მუშაობს პილიგრიმული მარშრუტების
შესწავლაზე, 2000 წლის 14 მაისიდან (თამარობა) 26 ნოემბრამდე, საეკლესიო პირებთან და
მორწმუნე მრევლთან ერთად განვლო წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა.სვლა
გონიოდან დაიწყო და მიიღო შემდეგი პილიგრიმული მარშრუტის სახე:გ გონიო-
ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო-სხალთა-გოდერძის უღელტეხილი - ზარზმა– ადიგენი–
აბასთუმანი–ახალციხე– ანდრიაწმინდა – ზეკარი -ბაღდათი-თერჯოლა- ზესტაფონი-
ხარაგაული–საჩხერე–ჭიათურა–ონი–ამბროლაური–ცაგერი–ლენტეხი–სასაში-ჯუხაში-
ზესხო-ცანა-უშგული-იფარი-მულახი-ბეჩო-ეცერი–ხაიში–ჯვარი– წალენჯიხა–ზუგდიდი–
ჩხოროწყუ–მარტვილი-აბაშა-სენაკი-ხობი-ფოთი-ოზურგეთი–ლანჩხუთი – ჩოხატაური–
ვანი-სამტრედია-ქუთაისი.

აღნიშნული მარშრუტის აფხაზეთისაკენ გაგრძელება შეუძლებელი შეიქმნა, იქ


არსებული სამხედრო პოლიტიკური სიტუაციის გამო. საეკლესიო პირები საპატრიარქოდან
მინიჭებული უფლებების საფუძველზე ეწეოდნენ ნათლობის, წესის აგების, ჯვრისწერისა
და სხვა რიტუალებს. ასევე ლექციური ხასიათის საუბრებს მოსახლეობაში ქრისტიანული
კულტურისა და განათლების ამაღლებისათვის.

შავიზღვისპირა საკურორტო-ტურისტული ცენტრები. აჭარის სანაპირო ზოლის


სიგრძე 54 კმ-ია. მის გაყოლებაზე განლაგებულია ულამაზესი ზღვისპირა კურორტები და
საკურორტო ადგილები: ფიჭვნარი, ქობულეთი, ბობოყვათი, ჩაქვი, ციხისძირი, მწვანე
კონცხი, ბათუმი, გონიო, კვარიათი და სარფი.ზღვას და ზღვის სანაპირო კლიმატს დიდი
მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯამრთელობისათვის. ზღვაში ბანაობისათვის
განსაკურთებულად კარგი პლაჟი აქვს ბათუმსა და ქობულეთს (განაკუთრებით ქობულეთს).
ამ პლაჟების ფასდაუდებელი სიმდიდრეა მწვანე ნარგავთა ზოლი, რომელიც უწყვეტლივ
გასდევს მთელ სიგრძეზე.

დაივინგი. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში გვხვდება მრავალფეროვანი


და ეგზოტიკური ლანდშატები, მოლუსკებითა და წყალმცენარეებით მდიდარი მასივები.
აქვეა იდუმალებით მოცული ნაქალაქარები და ჩაძირული ხომალდები. შავი ზღვა,
ხმელთაშუა ზღვის შემდეგ მიჩნეულია ყველაზე საინტერესო საზღვაო აუზად წყალქვეშა
არქეოლოგიის თვალსაზრისით. ბობოყვბათის მახლობლად, 30 მეტრის სიღრმეზე
მიკვლეულია ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. აღ. VII-VI ს.ს.-ებით თარიღდება. 90 -იანი წლების
ბოლოს, ბათუმი -ციხისძირის მონაკვეთზე მეთევზეების ბადეს დაუზიანებელი ამფორები
ამოჰყვა, რომლებიც სპეციალისტების აზრით ანტიკური ხანის ხომალდის ტვირთს
განეკუთვნებოდა.
მწვანე კონცხი და ჩაქვი ამ საქმისათვის განსაკუთრებული ადგილებია. ჩაქვში
ფუნქციონირებს წყალქვეშა ცურვის სასწავლო ცენტრი, ხოლო კვარიათი-სარფის სანაპირო
ზონაში შექმნილია თანამედროვე დაივინგ-ცენტრი. ბათუმის დაივინგის ცენტრი "კუსტო"
წყალქვეშა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრია.

კურ.ბათუმი.ბათუმში დასვენება არა მარტო ზაფხულის ცხელ პერიოდში, არამედ


გაზაფხულისა და შემოდგომის თბილ დღეებშიც არანაკლებ მიმზიდველია. მაისის
პირველი რიცხვებიდან უკვე ზღვაზე ბანაობა და გარუჯვაა შესაძლებელი. ამ პრიოდში
ბანაობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უკვე ყალიბდება (ბანაობა დასაშვებია,
როდესაც ზღვის წყლის ტემპერატურა +17º C, ჰაერის ტემპერატურა +19°C, ხოლო ტალღების
სიმაღლე 3 ბალს არ აღემატება). საბანაო სეზონის ხანგრძლივობა 116–121 დღეა. კიდევ
უფრო სასიამოვნოა ზღვაზე დასვენება სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, რომელსაც
ხშირად "ხავერდოვან სეზონს" უწოდებენ. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის.
გარდა ზღვაზე დასვენებისა, ასევე შეგიძლიათ დატკბეთ მთიანი აჭარის მონახულებით. აქ
არის მთისა და ზღვის შერწმულ ჰავასთან ერთად ბუნების ლამაზი ხედები და მშვიდი
გარემო.

ბათუმში არის უამრავი კეთილმოწყობილი თანამედროვე სასტუმრო, რომელთა


კომფორტულობასა და თანამედროვე დიზანის აღტაცებაში მოყავს უცხოლი და ქართველი
ტურისტი. ღამით არაჩვეულებრივი სანახავია ბათუმი. ბათუმის მთელ სანაპირო ზოლში
ფუნქციონირებს გასართობი ღამის კლუბები, უგემრიელესი სამზარეულოთი გამორჩეული
რესტორენები. ბათუმი დასავლეთ საქართველოს ტურისტული ცენტრია.
შავი ზღვის აჭარის პერიმეტრში დელფინები ბინადრობენ, აქ ყოფნის დროს შესაძლოა
ზღვაში მცურავი დელფინების ხილვაც. იგი ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდაც ითვლება,
ამიტომაცაა რომ დელფინების სკულპტურები მრავლადაა ზღვისპირა ბულვარში. ბათუმის
დელფინარიუმი კი ქალაქის ნამდვილი სავიზიტო ბარათია, საუცხოო ნომრებით
გამორჩეული სამენოვანი შოუ თბილ სეზონზე ყოველდღიურად იმართება. ბათუმის
დელფინარიუმის ერთ-ერთ მომსახურებას წარმოადგენს დელფინებთან ერთად ცურვა.

კურ.ქობულეთი. აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისაგან განსაკuთრებული


მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-
ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ-
ის დაშორებით. იგი საქართვლოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს
მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა
განლაგებული. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცადა ეშვება
ზღვისკენ. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი
კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული
თალოსოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.
კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთში მნიშვნელოვანი
ტურისტული ცენტრია. პლაჟები კეთილმოწყობილია, გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა,
შეზლონგებისა და უშუალოდ პლაჟის ინვენტარისა, აქ ფუნქციონირებს გასართობი კაფე
ბარები, რომლებიც ღამის ქობულეთს გართობისა და ექსტრემის ხიბლს მატებს.
კურ.ციხისძირი. კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17
კმ -ის დაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 მეტრის სიმაღლეზე, ციხისძირის
მაღლობზე, რომლის კალთებიც ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან ციხისძირის კონცხს.
ზღვაში შეჭრილი კონცხი პლაჟს ყოფს ორად: სამხრეთ და ჩრდილო ნაწილებად. სამხრეთ
პლაჟი საკამოდ ფართო და ქვიშიანია. ჩრდილოეთ პლაჟის ნაპირები თხელია, მაგრამ
ბანაობა შესაძლებელია. კურორტის მთავარი ფაქტორია ზღვის მზის აბაზანები. აქ კურნავენ
სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვიულ სისტემის დაავადებებს.

ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის


ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულში უფრო გრილა, ზამთარში კი პირიქით საგრძნობალდ
თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში. კურორტი მდიდარია მარადმწვანე წიწვიანი და
სუბტროპიკული მცენარეულობით. ციხისძირის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში
განლაგებულია სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები და
ბუნგალოები. პლაჟები კეთილმოწყობილია, ფუნქციონირებენ ზღვაზე სასეირნო
სატრანსპორტო საშუალებებიც.
კურ.ჩაქვი. ბათუმიდან 13 კმ დაშორებით მდებარეობს საკურორტო ადგილი ჩაქვი,
რომელიც ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა
პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯონ ჯიაომ. დამსვენებლებსა და ტურისტებში
დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩაქვის სანაპირო ზოლის ხასხასა მწვანეში ჩაფლული
სასტუმროები, რომლებიც საუკეთესო პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ დაუვიწყარი
დრო გაატაროთ შავი ზღვის სანაპიროზე.

კურ. მწვანე კონცხი. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია


მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და განალგებულია
ზღვის დონიდან 70 – 92 მეტრის სიმაღლეზე. სახელწოდება ”მწვანე კონცხი ” მისი
მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. მწვანე
კოცნხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის მქონე
ბოტანიკური ბაღი. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სასტუმროები,
რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილი არა
მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანებისათვის, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

კურ. მახინჯაური. ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტი მახინჯაური


მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით 5 კმ-ის დაშორებით. მისი სიმაღლე სანაპიროს
მახლობლად არის 15–დან 25 მეტრამდე. მახინჯაურის კლიმატი ტენიან-სუბტროპიკულია.
ბათუმიდან შედარებით, აქ ზამთარი განპირობებულია მთაგორიანი მდებარეობითა და
ცვალებადი ბრიზებით. მახინჯაური ცნობილია გოგირდის აბაზანებით და სამედიცინო
პლაჟებით. აქ ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ჰელიოთერაპია. გოგირდოვანი აბაზანები
სასარგებლოა სახსრებისა და პერიფერიული ნერვიული სისტემის და გინეკოლოგიური
მკურნალობისათვის. მახინჯაურში მკურნალობენ სასუნთქი გზების დაავადებებს და
გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

გონიო , კვარიათი, სარფი. საკურორტო ადგილები გონიო, კვარიათი და სარფი


ბათუმის სამხრეთით მისგან 10-20 კმ-ის დაშორებითაა განალგებული. აღნიშნული
ადგილები წარმოადგენენ დღევანდელი საქართველოს საუკეთესო დასასვენებელ
ადგილებს. აქ წარმოდგენილია სასტუმროები, გრძელი პლაჟები და უამრავ ბუნგალო.
სარფი განთქმულია თავისი სუფთა წყლით. სარფი საქართველო-თურქეთის საზღვარზე
მდებარეობს.ზღვის ამ შესანიშნავ კურორტს იტალიასაც კი ამსგავსებენ. სანაპირო ზოლში
ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა
სამყაროც. სარფი პრაქტიკულად არის საზღვრით ორად გაყოფილი დასახლება. ამრიგად
არსებობს გაღმა და გამოღმა სარფი.ერთი მხარე ეკუთვნის საქართველოს, ხოლო მეორე კი
თურქეთს.

გონიო არის საქართველო-თურქეთის საზღვრისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე


სოფელი. იგი ბათუმიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
სარფში, გონიოსა და კვარიათში, ისევე როგორც აჭარის სანაპირო ზოლის სხვა
კურორტებზე ტურისტთა რაოდენობა მაღალია. დაბნელებისთანავე საყოველთაო
მხიარულება რესტორნებში, კაფე-ბარებში და ბუნგალოებში გადაინაცვლებს და დილამდე
გრძლედება.

რეგიონს ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განივთარების შესაძლებლობები გააჩნია:


ზღვაზე დასვენება, საკრუიზო ტურიზმი, სათამაშო ტურიზმი, ისტორიულ-კულტურული
ძეგლების მონახულება, ეკოტურზმი, ნადირობა და თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვების
ტურები, დაივინგი, სამკურნალო ტურიზმი, კემპინგი, სასოფლო ტურიზმი, ღვინისა და
სამზარეულოს გაცნობითი ტურები, კულტურული ტურები ეთნოგრაფიის გაცნობის
მიზნით.

საკრუიზო ტურიზმი. ისტორიულად ბათუმის პორტი კავკასიის რეგიონში


ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ბათუმის პორტში შემომსვლელი საკრუიზო გემების
რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის, ბათუმის პორტი მასპინძლობს
სხვადასხვა მსხვილ საკრუიზო გემებს, როგორებიცაა: "Island Sky", "Albatros", "Silver Wind",
"Minerva", "Spirit of Advernture", "Prinsendam". წელს ბათუმის პორტში ასევე შემოვიდნენ
საკურიზო გემები: "Regatta" და "Princess Daphne".

სათამაშო ბიზნესის ტურიზმი. სათამაშო ტურიზმი ბათუმში დიდი პოპულარობით


სარგებლობს. ადგილობრივ თუ ვიზიტით მყოფ აზარტის მოყვარულ სტუმრებს ბათუმი
სთავაზობს კაზინოების ფართო არჩევანს. საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო
ბიზნესის წარმოება არ არის აკრძალული. კაზინოს ბიზნესის განვითარებისათვის
მნიშვნელოვანია ბათუმში პირველად ჩატარებული „კაზინოს ინვესტროთა“ კონფერენცია,
რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა დაახლოებით 120 სხვადასხვა სფეროს (ტურიზმის,
სათამაშო ბიზნესი ა.შ.) წარმომადგენელი 25 სხვადახვა ქვეყნიდან. აღნიშნულ
კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ბათუმის სათამაშო ბიზნესის პოტენციალის
პოპულარიზაციისათვის და კაზინოს ბიზნესის სამომავლო განვითარებისათვის. ამჟამად
ბათუმში არსებული კაზინოების უმრავლესობა განლაგებულია 5 ვარსკვლავიანი
სასტუმროების შენობებში. აღსანიშნავია, რომ ასეთი სასტუმროების მშენებლობა კვლავაც
გრძელდება, რაც უახლოეს წლებში აჭარაში სათამაშო ტურიზმის კიდევ უფრო
განვითარებას მიანიშნებს.

1. აჭარის შავიზღვისპირა ზოლში არსებული კომფორტული კლიმატი, თბილი


ზღვა, პოლიფუნქციური სანაპირო ზოლი, უნიკალური ბიომრავალფეროვნება და
შესაბამისად შექმნილი დაცული ტერიტორიული სისტემები, სამთო და სამთო–
სათხილამურო ცენტრები ბუნებრივი ტურიზმის მრავალწახნაგოვანი მიმართულების
განვიტარების ხელშემწყობი ფაქტორია;

2. აჭარის რეგიონის პოლიკონფენსიური კუტლტურა, საფორტიფიკაციო და


ისტორიულკულტურული თუ სულიერი მემკვიდრეობის ძეგლების მრავალფეროვნება,
მდიდარი ადგილობრივი ტრადიციები და რიტუალები, უნიკალური ფოლკლორი,
ქორეოგრაფია, სახალხო დღესასწაულები განმსაზღვრელ როლს თამაშობს ტურისტთა
შემეცნებითი პროდუქტით უზრუნველყოფაში;

ცენტრალური შავიზღვისპირა რაიონის ტურისტული რესურსები

კოლხეთის რეკრეაციული რაიონი მოიცავს დასავლეთ საქართველოს ვაკე-დაბლობ,


გორაკ-ბორცვიან და მაღალმთიან ტერიტორიას. იგი მოქცეულია მდინარეების ენგურისა და
ჩოლოქის ხეობებს შორის. მასში გაერთიანებულია 3 სამხარეო ადმინისტრაცია: სამეგრელო
ზემო სვანეთი, იმერეთი და გურია. დასავლეთით კი შავი ზღვა ესაზღვრება. სამეგრელო
მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს: აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ,
წალენჯიხა, ხობი და ფოთი, იმერეთში: ხონი, წყალტუბო, ჭიათურა,
ზესტაფონი,ხარაგაული, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ვანი; გურიაში კი:
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
ტრრ დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიასთან ერთად ზღვის ნოტიო
სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. კოლხეთის ვაკე–დაბლობი და გორაკ–
ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით. უთოვლო ზამთრით და ცხელი
ზაფხულით. მისი საშუალო და მაღალმთიანი ნაწილებისთვის კი დამახასიათებელია
შესაბამისად ზომიერად ცივი და ცივი ჰავა, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით.

სპელეოტურიზმის რესურსები. მღვიმური ანუ სპელეოტურიზმის განვითარების


ყველა წინაპირობა არსებობს კოლხეთის რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმერეთი.
აქ წარმოდგენილი კარსტული მღვიმეების სიუხვე და მიწისქვეშა დარბაზების
მრავალფეროვნება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური და ტექტონიკური
აგებულებით.

იმერეთში მღვიმეების პრაქტიკული მნიშვნელობა ძალიან მრავალფეროვანია და


მათი გამოყენება შესაძლებელია: სამკურნალოდ, სპელეოტურიზმის განვითარებისათვის,
მღვიმური სასარგებლო ნამარხების მოპოვებისათვის და მღვიმური წყლის მოსაპოვებლად.
იმერეთში ხელოვნური მღვიმეები და ზოგადად ღირსშესანიშნაობები მასობრივ ტურსტულ
ობიექტებს წარმოადგენენ. აქ არსებული მღვიმეები თანამედროვე ტექნიკური
საშუალებებით არის კეთილმოწყობილი, რითიც უფრო მეტად ხდება ტურისტების
დაინტერესება და შესაბამისად ეს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს იმერეთს
სპელეოტურიზმის განვითარებისათვის.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს


შეადგენს და სათაფლიას ნაკრძალს (330 ჰა), სათაფლიას აღკვეთილს (34 ჰა), პრომეთეს
მღვიმის ბუნების ძეგლს (46,6 ჰა) და კიდევ 17 ბუნების ძეგლს აერთიანებს.
ადმინისტრაციული შენობა სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ იმერთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას


სათაფლიას აღკვეთილსა და პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლებზე ერთ-ერთი ყველაზე
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

სათაფლიას აღკვეთილის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს,


დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის
პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და
მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის
გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული
გადასახედები.
მეცნიერების მიერ პრომეთეს მღვიმეში აღმოჩენილია ახალი განშტოება, რომელიც
ძირითადად წარმოადგენს სიფონებს, წყლიან დერეფნებს და მშრალ მონაკვეთებს. სულ
გამოკვლეულია 450 მ სიგრძის მონაკვეთი, სადაც შეიქმნა ახალი სანაოსნო ტურისტული
მარშრუტი, რომელიც აერთიანებს ცალკეულ მღვიმეებს. ეს კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა
იმერეთისა და ტურიზმის, რადგან მოხდეს მისი უფრო კარგად შესწავლა და სწორი
გამოყენება სპელეოტურიზმის განვითარებისათვის. თუმცა აღმოჩენილია
ანთროპოგენული საფრთხეც პრომეთეს გამოქვებულში, სადაც ტურისტთა მზარდი ნაკადი
განაპირობებს გამოქვებულის მიკროკლიმატის შეცვლას.
ქუთაისიდან 25 კმ დაშორებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს
ნავენახევის კარსტული მღვიმე.იგი ორსართულიანია. მეორე სართულზე ვრცელი
დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. წინა ნაწილში შეინიშნება დროებითი ღვარების
ძლიერნი გავლენა. ჯამური სიგრძე 200 მ-ს აღწევს. მღვიმე კეთილ მოწყობილია
ტურისტებისათვის.
კარსტი და მის მიერ შექმნილი ლანდშაფტები დასავლეთ საქართველოს
მნიშვნელოვანი ბუნებრივი წარმონაქმნი, სამეგრელოს თვალწარმტაცი ბუნების ერთ–ერთ
განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენს. სხვადასხვა განზომილებისა და მოხაზულობის
კარსტული რელიეფის ზედაპირული ფორმები და ასევე ნაირგვარი მიწისქვეშა სიღრუეები
ძირითადად ოდიშის პლატოს ჩრდილო და სამხრეთ კიდეების გასწვრივ განვითარებულ
კირქვულ მასივებზე ასევე სერებსა და საკუთრივ ოდიშის პლატოს შუა ნაწილშია
განვითარებული.

სამეგრელოში მრავლადაა წარმოდგენილი ვერტიკალური კარსტული ჭები, შახტები


და ჰორიზონტალური გავრცელების მღვიმეები. კარსტული სიღრუვეები ფართოდაა
გავრცელებული ყვირას მასივზე, მათ შორისაა ცოტნე დადიანის ვერტიკალური მღვიმე და
ალბოვის სახელობის ასევე ვერტიკალური უფსკრული, ინწრასა და დემიშფოქვას
მღვიმეები. მიგარიას მასივის სიღრუვეებიდან აღსანიშნავია წიფურიას გვირაბი, მუხურის,
საიდეს, დობერაზენის მღვიმეები და საჯოგოს ჭა. სამეგრელოს ტერიტორიაზე ასევე
აღსანიშნავია საცივის, ძეძვის, ბარდულას, დიდი და პატარა გამარის ჭები და შახტები.
ჰორიზანტალური მღვიმეებიდან აღსანიშნავია ჯორწყუს, მოთენას, წყაროს, აბაშისა და
საქაჯაიოს მღვიმეები. მიწისქვეშა სიღრუვეები გვხვდება ოდიშის პლატოს სამხრეთი კიდის
გასწვრივ განვითარებულ კირქვულ მასივებზე. ასეა მაგალითად ურთას სამსართულიანი
მღვიმე იმავე სახელწოდების მასივზე. ამავე მასივზე ასევე ხეთისა და ცაიშის მღვიმეები.
ეკის კირქვულ მასივებში ცნობილია სოფელ საგუნიას, კვარღალის, საადამიოსა და
საწულისკირიოს მღვიმეები. ნეოგენური კონგლომერატებითაა აგებული საკუთრივ ოდიშის
პლატოს ცენტრალური ნაწილი მღვიმეების ინტენსიური განვითარების რაიონს
წარმოადგენს. ნგრეულ ქანებში განვითარებული მიწისქვეშა სიღრუვეები ანუ
კლასტოკარსტული მღვიმე–დერეფნები, პირველ ნაწილშია გავრცელებული. მისი სიგრძე
800 მეტრს შეადგენს. ასევე ცნობილია ყალიჩონას, ნაზოდელავოს, მაზანდარას,
ლეწურწუმეს, და სხვა მღვიმეები, რომლებიც მეტნაკლები ინტენსივობით შეიცავს
სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, კარტს~ულ სვეტებს, საოცარი სილამაზის გაყინულ ტბებს,
გაქვავებულ ჩანჩქერებს, კალციტის წარმონაქმნებს ე.წ. ჰელექტიტებს.

სამეგრელოს ბუნებრივ ღისშესანიშნაობათა რიცხვს მიეკუთვნება ბუნებრივი და


ხელოვნური წყალსაცავები. მდინარეები, მღვიმეები, კანიონისებური ხეობები.

სამეგრელოს მღვიმეებს საკმაოდ მაღალი გამოყენებითი ნიშნები გააჩნიათ. ამ მხრივ


შეიძლება აღინიშნოს კორცხელის, ნაზოდელავოს, გარახას, ლეწურწუმეს სიღრუვეები.
რეგიონის მღვიმეები სასმელი წყლების დიდ მარაგს სამეგრელოს კარსტულ მღვიმეებში
დალექილი ნაფენები მეტნაკლები რაოდენობით შეიცავენ მცენარეთა და ცხოველთა
განამარხებულ ნაშთებს, რომელთა პალეობოტანიკური, პალეოლოგიური და
პალეოკლიმატური ანალიზით მიღებული შედეგები დღემდე უცნობია. ასევე ცნობილია,
რომ რეგიონის მღვიმეები უძველესი ადამიანის საცხოვრებლად გამოიყენებოდა, რასაც
მოწმობს მღვიმურ ნაფენებში შემონახული ადამიანის შრომის იარაღები. ამ თვალსაზრისით
სამეგრელოს მღვიმეებიდან ყურადღებას იპყრობს ჯორწყუს, კვარჯღალის, ურთის
მღვიმეები, რომლებშიც არმოჩენილია პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევი. მღვიმეები
სასარგებლო წიაღისეულის დაგროვების ადგილებს წარმოადგენენ.

გაჭედილის კანიონი
გაჭედილის იგივე „გოჭკადილის“ კანიონი ერთ–ერთი ულამაზესი და გასაოცარი
ადგილია საქართველოს ულამაზეს მხარეში სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.
სოფელ გაჭედილს კანიონი კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდ. აბაშის მარჯვენა სანაპიროზე
მდებარეობს, ზღვის დონიდან 240 მ–ზე. კანიონის სიგრძე 2400 მ–ია, ხოლო ჩაჭრის სიღრმე
20–40 მ. იგი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივადაა დაყოფილი და შუა ნაწილში 12 მ
სიმარლის მარტვილის ცნობილ ულამაზეს ჩანჩქერს წარმოადგენს. ეს ადგილი მხოლოდ
სილამაზით არ გამოირჩევა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე
მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მლნ. წელს
ითვლიან. მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან იშვიათია., ვინაიდან ამ ტერიტორიაზე
პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკამოდ დიდი რაოდენობითაა
წარმოდგენილი. ამ მხრივ კანიონი მსოფლიო მეცნიერებისთვის რიგით მე–3 აღმოჩენაა. ამ
ადგილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა დედამიწის შემწავლელ
მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრთა საველე–სასწავლო
პრაქტიკანტებმა 2010 წლის ივლისში მიაგნეს, რის შედეგადაც მდ. აბაშის ხეობაში
დინოზავრის ორი ნატერფალიც იპოვეს. 2011 წელს სოფელ გაჭედილში კვლავ მოეწყო
ექსპედიცია, რომელმაც უკეთესი შედეგი აჩვენა. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში
გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები.
2010 წლის 4 ოქტომბერს ყველა ამ გასაოცარი ფაქტის გამო გაჭედილის კანიონი დაცულ
ტერიტორიად გამოცხადდა13.

შურუბუმუს მღვიმე

„ შურბუმუს „ გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს


მუნიციპალიტეტის კირქვულ მასივში...გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური
სიტყვაა მითოსის, იდუმალების ბურუსით მოცული, დაახლოებით თარგმანი
,,სულგანაბული’’ იქნება.

ათასწლოვანი ბზის კორომი ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს


მნახველს მღვიმის შესასვლელისკენ,აქ კი უკვე სტალაქტიტები და სტალაგმიტები

13

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%
E1%83%98
გარინდულან.დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა,თუ სად იწყებოდა ,,შურუბუმუს’’
გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი. 2004 წლის მიგარიის მასივში საერთაშორისო
სპელეოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს
შეეღებათ უფსკრულ „ხავერდოვანში“ მიმავალი პატარა მდინარე, მოლოდინმა ყოველგვარ
ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს შურუბუმუს მღვიმის იმ
ნაწილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე „დეიძახის“ ანუ დევის ძახიოს უწოდებდნენ.
ამით ფაქტობრივად დამტკიცდა მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ „ხავერდოვანას“
უშუალო ჯკავშირი „შურუბუმუს“ გამოქვაბულთან. ასევე უტყუარი დიდი მიწისქვეშა
ტბების არსებობა, რომელთა განმუხტვის წერტილი „შურუბუმუს“ მიწისქვეშა მდინარეა.
ცხადია რომ გამოქვაბულს დიდი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ასხის კირქვული მასივის სამხრეთ–დასავლეთ


ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის ტობის სათავის მიდამოებში მდებარეობს
ორი ჩანჩქერი. მათი სიმაღლე 600–800 მ–ია. ზედაცარცული კირქვული ქარაფი მდიდარია
კარსტული მღვიმეებიდან გამომავალი მდინარეების ჩანჩქერებით. არსენ ოქროჯანაშვილის
სახელობის მღვიმიდან გამომავალი კარსტული მდინარე სქართველოში ყველაზე მაღალ 234
მ სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს აჩენს. თვით ამ მღვიმის შიგნით წყალი 21 მ სიმაღლიდან
ვარდება. ამავე მღვიმეში ოთხი ტბაა. აქაური ჩანჩქერები და მღვიმეები ქმნიან საინტერესო
და პერსპექტიულ ტურისტულ კომპლექსს. მისასვლელი გზა იწყება მარტვილიდან 14
კილომეტრიანი საავტომობილო გზით სოფელ მეორე ბალდამდე. შემდეგ ფეხით 4 კმ.
მდინარე ტობის სათავის ქარაფის ძირამდე. წარმოადგენს ბუნების ძეგლების უნიკალურ
კომპლექსს.

სამეგრელოს მღვიმეები სამედიცინო თვალსაზრისითაც საინტერესო ობიექტებს


წარმოადგენენ და ბალნეოკლიმატური თვისებებითაც გამოირჩევიან. აქაური მღვიმეების
ჰაერი, მაღალი მთის წიწვიანი ტყის ჰაერს წააგავს, სადაც ჩნდება და ბინადრობს
ჭრილობების შეხორცების ხელშემწყობი უნარის მქონე მიკროორგანიზმები. მღვიმეთა
სუფთა ჰაერი და შიდა მიკროკლიმატური ნიშნები სამკურნალო თვისებებითაა ცნობილი.

ჰიდრორეკრეაციული რესურსები. ბუნებრივი წყალსატევებიდან ტურიზმის


განვითარების ერთ–ერთი ხელშემწყობი ობიექტია ტბები. მათი უმრავლესობის
გარემომცველი ბუნება მეტად ლამაზია და ისინი იზიდავენ დამსვენებლებსა და
ტურისტებს. რეგიონის ტერიტორიაზე 30-მდე ტბაა, ტბების უმეტესი ნაწილი თავმოყრილია
შავი ზღვისა და მდინარე რიონის ნაპირების გასწვრივ. მცირე რაოდენობის ტბები გვხვდება
სამეგრელოს, რაჭისა და აჭარა-იმერეთის ქედის მაღალმთიან ზონაში, სადაც მათი
ქვაბულები ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების შედეგად არიან წარმოქმნილები.
შავი ზღვის გასწვრივი ტბებიდან აღსანიშნავია პალიასტომი და ფართოწყალი.
მაღალმთიანი ტბებიდან კი ტობავარჩხილი, რომელიც ზღვის დონიდან 2675 მ–ზე
მდებარეობს და მისგან გამოედინება მაგანას შენაკადი ნაშრორი. მდინარე ხობისა და
ტეხურის სათავეების რაიონში 5 ტბა მდებარეობს14.

პალიასტომის ტბა

პალიასტომის ტბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს


შორის, რომლის უნიკალურობა იმით არის გამოწვეული რომ 1924 წლამდე ის მტკნარი
წყლით იყო სავსე, იშვიათი შემთხვევაა როცა ზღვასთან ასე ახლოს მტკნარი წყლის ესოდენ
დიდი ტბა იყოს სადმე. 1924 წელს ტბის სამხ.–დას. ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ
შეუერთეს ზღვას. შემდეგ ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე
გაჩნდა. წყალი მლაშე გახდა.

პალიასტომი გამდინარე ტბა ოდიშ–გურიის დაბლობზე ქალაქ ფოთთან, სამეგრელო–


ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18.2 კმ2 . მდებარეობს ზღვის დონიდან 0.3 მ
დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის ფიჩორი, გამოედინება
მდინარე კაპარჭინა, მარალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.
დაბალი– ზამთარში. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ
გასაცნობად15.

ტობა ვარჩხილი

ტობა ვარჩხილი – ვერცხლის ტბა მდებარეობს ეგრიის ქედის სამხრეთ კალთაზე,


წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში,მთის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. ტბის
სარკის ფართობი 0.21 კმ2–ია, ხოლო აუზის ფართობი – 1.12 კმ2. უდიდესი სიღრმე 35 მ–ია,

14
კობა კორსანტია „სამეგრელოს ბუნებრივი პირობების რესურსულ პოტენციალი
15
მამისაშვილი კ. „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“. ტ. 5 გვ. 596 თბ. 1980 წ.
ხოლო საშუალო სირმე –15.8 მ. ტბა მტკნარია და საზროობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა
წყლებით. ტბაში არ მოიპოვება თავზი. ეს ჩვეულებრივი ტბა არ არის, ეს წმინდა ტბაა
რომელშიც 1 გრამი სიბინძურეც არ არსებობს. ლეგენდის თანახმად, ამ ტბაში თუ ქვას ან სხვა
რამეს, თუნდაც შეეხებოდნენ, ან ხელს, ფეხს ჩაყოფდნენ, იმ წამსვე საშინელი ჭექა–ქუხილი
და წვიმა მოდიოდა. ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი
სანახაობა იშლება: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით
დიდებული ჩე გვალა ( თეთრი მთა ) მოსჩანს, ეს ერთადერთი მხარეა საიდანაც ტობა
ვარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო ჩანჩქერად ეშვება
უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული
აგვირგვინებს.ამ ერთი ხელის დადება ადგილას ყველაფერია თავმოყრილი: მთები,
კლდეები, მდელო, ალპური ყვავილები, ჩანჩქერი, მყინვარი, ტბა.

სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი


განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე
5191 კმ–ს შეადგენს. უდიდესია ხობის წყალია, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე
მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისგან. მეორე
ადგილზეა მდინარე ტეხური, შემდეგ მდინარე აბაშა. სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და
სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ცხენისწყალი და
რიონი, რომელთა სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე უდრის შესაბამისად 94.44 და 99 მკ–
ს.

ენგური დასავლეთ საქართველოს მდინარეა, რომელიც მოედინება კავკასიონის ქედის


მთავარ წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავეს იღებს
მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ–ზე. სოფელ ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას.
სიგრძე 213 კმ.

მდინარე ტეხური სათავეს ირებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე მწვერვალ


ტეხურიშდუდთან 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთთვის მარჯვნიდან. ტეხურის
სიგრძე 108 კმ–ია. აუზის ფართობი 1040 კმ2. მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. საზრდოობს
წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით.

მდინარე აბაშა მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტში მიედინება. ის არის მდინარე


ტეხურის მარცხენა შენაკადი. მდინარის სიგრძე 66 კმ, ხოლო აუზის ფართობი 370 კმ2. იწყებს
ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები
რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელს ბალდის ზემოთ. აბაშა საზრდოობს
მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით.

რიონი – მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ. აუზის ფართობი 13400 კმ2..
სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ.
ერთვის შავ ზღავს ფოთთან.

მდინარე ბჟუჟზე 2016 წლის 5–6 მაისს გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრება კაიაკინგში,
რომელშიაც 25 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. ეს მცირე სიღრმის, მაგრამ საკმაოდ
ჩქარი მდინარე აღნიშნული მიმართულებით პირველად იქნა გამოყენებული, მაგრამ
მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

მდინარე სუფსის ცალკეული მონაკვეთები კი აქტიურად გამოიყენება, როგორც


საბანაო–რეკრეაციული, ასევე საპიკნიკე დანიშნულებით. მართალია ამ რესურსის
ძირითადი მომხმარებელი ჯერ–ჯერობით ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა შეინიშნება
ზღვაზე დამსვენებელ ტურისტთა ნაკადების შემოსვლა ამ მდინარის მიმართულებით.

გურიის მთიანეთში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე


ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს კურორტი ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ
ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი
მარადმწვანე მცენარეებით შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. ბახმაროს კლიმატი
ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებათა
მიმართებაში.

აღმოსავლეთიდან ბახმაროს დაჰყურებს ლენჭის სერი (2505მ), რომელსაც მოაგარაკენი


„მზის ამოსავალ გორას“ უწოდებენ და ხშირად ტკბებიან თვალწარმტაცი ხედებით
რომელიც ადგილიდან იშლება. სამხრეთით აღმართულია საყორნიისა (2775 მ) და
ფაფარას (2656 მ) მწვერვალები. სამხრეთ-დასავლეთიდან ბახმაროს დაჰყურებს საქასრიას
ქედი. აქვეა პატარა ბახმაროს მწვერვალი, რომელსაც „მზის ჩასავალ გორასაც“ უწოდებენ
(2250 მ).
დასავლეთის მხრიდან ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრა განაპირობებს ზღვისა და
მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ).
იგი ხანდახან 6 თვის განმავლობაშიც არ დნება.

ცნობილი ქართველი მწერლის, მოგზაურისა და ეთნოგრაფის, თედო სახოკიას აზრით,


პირველად აქ მე-19 საუკუნის დასაწყისში მოსულან მეგრელი მწყემსები რომლებიც
გაზაფხულობით გაშლილ მაღალმთიან საძოვრებზე პირუტყვს აძოვებდნენ და
საცხოვრებლად დროებით კარვებს იყენებდნენ. იქიდან დაბრუნებული მწყემსები
ყვებოდნენ ნანახ ადგილებზე, პირუტყვის გაზრდილ პროდუქტიულობაზე, აღნიშნავდნენ,
თუ რა გავლენა ჰქონდა იქაურ კლიმატს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ყოველივე ამან იმედი
აღუძრა ციებ-ცხელებით დაავადებულ ადამიანებს და გადაწყვიტეს მომდევნო წელს
მწყემსებს გაჰყოლოდნენ. ბახმარო შემდეგში იქცა მუდმივ საძოვრად, ხოლო უფრო
მოგვიანებით სააგარაკო ადგილად. ამჟამად ზედა სასუნთქი გზებით და ანემიით
დავადებულთათვის ნამდვილად საინტერესო სამკურნალო ადგილს წარმოადგენს16.

საკურორტო-ტურისტული რესურსები. საკურორტო ადგილი სურები- ბახმაროს ტიპის


დასასვენებელი მაღალმთიანი ადგილია, რომლის ჰავას სამკურნალო თვისებები გააჩნია.
ტუბერკულიოზის, ბრონქების, ფილტვები, ანემიის, ნევრასთენიის, გულ–სისხლძარღვთა
და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

საკურორტო ადგილი სანისლია-მდებარეობს სოფელ ზოტის ზემოთ 15 კმ-ში.


სანისლიაში ფუნქციონირებს აბანო ბალნეოლოგიური წყლებით, რომელიც კურნავს
საყრდენ მამოზრავებელი ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული
ანთებითი ხასიათის დაავადებებს.

სოფელი შუა განახლება საკურორტო ადგილად ითვლება. ძველად აქ არსებობდა


აბანოები, რომელიც კურნავდა რევმატიული, სახსრების, კანის, ოსტეოქონდროზის და სხვა
დაავადებებს.

16
http://guria.gov.ge/geo/static/242
გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის
ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია, კლიმატი
კი საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვ თოვლიანი, ზაფხული ზომიერად გრილი.
აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15-180C. ნალექების წლიური რაოდენობა არის 1600-1700
მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000-2060 საათია.

მთისთვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის ცნობილია,როგორც საზაფხულო


სამთო კურორტი. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრის სიმაღლეზე არსებული
ჭინჭაოს ტბა განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქაური უნიკალური პირობები
დღემდე აუთვისებელია.

გომისმთა, როგორც ტერიტორიული ერთეული, შედის ოზურგეთის


მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 12-15 კმ-ით.
კურორტი გომისმთა მდიდარია მინერალური წყლებით, მრავალფეროვანი ტყეებით,
სამკურნალო კლიმატითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. მათი გამოყენება შესაძლებელია
მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით. შესაბამისი
ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში გომისმთა დააკმაყოფილებს ტურისტულ
მოთხოვნებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში კურორტ გომისმთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს


მინერალური წყალი (ე.წ. „ თუმანოვის წყალი“ ), რომელიც გამოირჩევა თავისი ფიზიკური
თვისებებითა და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, მხედველობის და სხვა დაავადებათა
სამკურნალოდ. გომისმთის მიმდებარე მთის კალთები მდიდარია მჟავე წყლებით,
რომელთა სამკურნალო თვისებები შესასწავლი და გამოსაკვლევია.

გომის მთის ტერიტორიაზე, გურია-აჭარის მთებში, ხინოს მთის ძირას აღმოჩენილია


ვულკანური წარმოშობის კრატერი, ადგილობრივ მაცხოვრებელთა ინფორმაციით
კრატერის მიდამოებში არის უამრავი გამოქვაბული და არსებობს ვარაუდი, კარსტული
მღვისმის არსებობის შესახებ17.

17
http://guria.gov.ge/geo/static/245
კურორტ ნასაკირალის ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური
წყლები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნებიან ქლორიდულ ნატრიუმიან
წყლებს, მისი გამოყენება შეიძლება წყლის აბაზანებისათვის (საყრდენ სამოძრაო აპარატის,
პერიფერიულ ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ,
აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიუკულ დაავადებათა სამკურნალოდ) მდებარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ნაბეღლავი - ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს მდებარეობს ჩოხატაურის


მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 470 მეტრზე, მდინარე გუბაზეულის სანაპიროზე.
კურორტი სამხრეტიდან დაცული მთებით რომელიც დაფარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-
მცენარეულობით. იგი განთქმულია უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური
პირობებით. აქ ჩამოედინება უნიკალური საყოველთაოდ აღიარებული მინიერალური
წყალი ,,ნაბეღლავი“, რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის
და სანაღვლე გზების, თირკმლების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება, როგორც
დასალევად, ასევე აბაზანების სახით18.

კურორტი ურეკი მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის დაბლობის


სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვა , მზე, წვრილი ხავერდოვანი ქვიშა ( მას მაგნიტური
თვისებები აქვს) კურორტს საუკეთესო სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. რომლებიც
შესწავლილი მეცნიერთადა წამყავანი კვლევითი ინსტიტუტების მიერ. ურეკში
მკურნალობისა და დასვენების ოპტიმალური ვადაა 22-24 დღე. კურნალობის იგივე შედეგი
შესაძლებელია მიღწეული იქნას 15-18 დღეში სანაპიროს ერთ კონკრეტულ უბანზე, კერძოდ
მაგნეტიტში, შედარებით დიდი ინტესივობის მაგნიტური ველის არსებობის წყალობით.
აუცილებელია რეკრეანტმა იცოდეს რასახის დაავადებებზე მოქმედებს ურეკის
სამკურნალო ფაქტორები დადებითად ან უარყოფითად. მკურნალობის სწორად
წარმართვისატვის საჭიროა ადგილზე ექიმის კონსულტაცია19.

18
გაბუნია ივ. საქართველოს რეკრეაციული (საკურორტო-ტურისტული) რაიონები. თბ., 2005. გვ.82–83
19
სააკაშვილი ნ.,თარხან–მოურავი ი., ტაბიძე მ, ქუთათელაძე ნ. საქართველოს კურორტოგრაფია და
საკურორტო თერაპია. თბ., 2011, გვ.102–103
დიდი პერსპექტივები აქვს ასევე ანალოგიური თვისებების მქონე შავიზღვისპირა
კურორტ შეკვეთილს. გრიგოლეთი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,
ცენტრიდან 25 კმ-ის დაშორებით, ხოლო ფოთიდან 12 კმ-ის მანძილზე. ტერიტორია
ხასიათდება ვაკე რელიეფით,ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია ქვიშიანი პლაჟები,
რომლებიც შეიცავენ მაგნიტური რკინის ნაწილაკებს. კლიმატი ზღვისპირა
სუბტროპიკულია. კურორტის კლიმატი კარგია ნერვული სისტემისა და ფილტვბის
ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სამ კილომეტრში მდებარეობს სოფელ


გორაბერეჟოულის ერისთავების სასახლესთან არსებული ტყე-პარკი. ადგილზე
გაშენებულია სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი სამასამდე ჯიშის ეგზოტიკური და
დეკორატიული მცენარეები: სექვოია, კანფეტის ხე, იაპონური მარწყვის ხე,ფანქრის ხე,
გინკო და მრავალი სხვა. ბაღს ჯვრის ფორმა აქვს, ხოლო თარგებს მზის ვორდიურები აქვს
შემოვლებული. ასევე აღსანიშნავია ორკეს ტყე-პარკი, რომელიც მდებარეობს სოფ. ზემო
ხეთში, ზ. დ.–დან 800 მეტრზე. პარკში გვხვდება შერეული წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე.

ხორგა20. ხორგის ჰიპერთერმული მინერალური წყალი ერთ-ერთი უნიკალურია


საქართველოს ბალნეოლოგიურ წყლებს შორის სამკურნალო თვალსაზრისით. ხორგის
მინერალურ წყალს საოცრად მდიდარი ქიმიური შემადგენლობა აქვს, 100 გრადუსი
ტემპერატურისაა, ქიმიური შემადგენლობით, ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანია.
იგი თავის დროზე თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის
მეცნიერ-მუშაკებმა შეისწავლეს. ხორგის მინერალური წყალი, აბაზანების სახით,
წარმატებით გამოიყენება ძვალ-სახსართა, პერიფერიულ-ნერვული სისტემის, კანის,
ქრონიკულ-გინეკოლოგიური დაავადებების დროს. მინერალურ წყალში კაჟმჟავას ჭარბმა
შემადგენლობამ განაპირობა მისი მაღალი თერაპიული ეფექტიანობა კანის დაავადების
დროს: ფსორიაზი, მშრალი ეგზემა, ნევროდერმიტები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ხორგის
მინერალური წყლის მიღება შეიძლება დასალევად. ხორგის მინერალური წყლის ბაზაზე
1988 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კოოპერატივი "ხორგა", რომელიც 1996 წელს
გადაკეთდა, როგორც შსპ "მკურნალი". ავადმყოფთა და დამსვენებელთა მომსახურების

20
http://www.opentext.org.ge/index.php?m=39&y=2001&art=4516
დონის ამაღლების მიზნით, რეკონსტრუქცია-რემონტი გაუკეთდა 150-საწოლიან საძინებელ
კორპუსს.
ჰიპოთერმული წყლები გამოყვანილია დედამიწის ღრმა ჰორიზონტებიდან.
მთათაშორისი ღრმულის ზოლში. (ზუგდიდი, ცაიში, ნოქალაქევი და სხვა. 80–90 გრადუს
ტემპერატურით) . ხოლო ცალკეულ პუნქტებში არმოჩენილია 100 გრადუსზე მეტი
ტემპერატურის მქონდე მინერალური წყლები(კინდღი– 103 გრადუსი ხორგა, ოსურეი –110
გრადუსი). ( ატლასი საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტ რესუსრები)

მენჯი

მენჯი: მენჯი ბალნეოლოგიური კურორტია სენაკის რაიონში, მდინარე ცივის ხეობაში,


ზღვის დონიდან 29მ. ჰავა სუბტრიპიკულია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი (
იანვრის საშუალო ტემპერატურა 5, 2, C ) ზლიერ თბი,ზომიერად ნოტიო ზაფხული (
აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,C ) შეფარდებითი სინოტივე – 73%; ნალექების
წლიური რაოდენობა – 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ. წელიწადში.
ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ–ნატრიუმიანი
მინერალური წყალი , რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული
ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი
დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის
საავადმყოფო, საკურორტო პოლოკლინიკა. სეზონი მთელი წელი21.
ლებარდე
ლებარდე:ლებარდე მთის კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე,
მარტვილის რაიონში, ზღვის დონიდან 1600 მ. ახასიათებს ზომიერად თბილი ზამთარი
(იანვრის საშუალო ტემპერატურა – 4,1 C ) და ზომიერად გრილი ზაფხული ( აგვისტოს
საშუალო ტემპერატურა 16 C ). ნალექები 1500 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო
ფაქტორია საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება:
სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. სეზონი ივნისი
– ოქტომბერი.ობიექტზე ინფრასტრუქტურა არ ფუნქციონირებს.

21

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98_(%E1%83%99%E1%83%A3
%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98)
ივანე გაბუნია „საქართველოს რეკრეაციული მეურნეობა“
მუხური
მუხური–ლუგელა:ლუგელას მინერალური წყალი გამოდის სამეგრელოს ქედის ქვემო
წელში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში, წყალი გამჭვირვალეა,
უნალექო და უგაზო, არ იყინება 25 გრადუსზეც. ლუგელას წყლის საბადოს ტერიტორიიდან
3 კმ–ით დაშორებულია ცნობილი კურორტი მუხური, რომელსაც შუაზე ჩამოუვლის
მდინარე ხობისწყალი. ლუგელას წყალს სამკურნალოდ იყენებენ სისხლდენისას,რაქიტის,
პარათიედოური ჯირკვლების უკმარისობისას. ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვისას.
ანტიალერგიულია, კანის პარენქიმული ჰეპატიტის, ნეფრიტის, სტომატიტის,
კონიუქტივიტის დროს, ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში22. ობიექტი ნაწილობრივ
ფუნქციონირებს.
ცაიში
ცაიში მდებარეობს ქალქ ზუგდიდის მახლობლად ზრვის დონიდან 120–150 მ
სიმაღლეზე. მცენარეულობა წარმოდგენილია სუბტროპიკული ნარგავებით, უმთავრესად
ჩაისა და ციტრუსების პლანტაციებით. კლიმატი სუბტროპიკულია. ზამთარი ძალიან
რბილის და უთოვლო. ზაფხული ძალიან თბილი და ტენიანი. კურორტის ძირითადი
ბუნებრივ–სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს ორი ტიპის მინერალური
წყალი:სულფიდური, ქლორიდული ნატრიუმანი თავისუფალი გოგირდწყალბადის 20–26
მგ/ლ შემცვლელი მინერალიზაციით, და ჰიპერთერმული აზოტიანი კაჟიანი ქლორიდულ–
სულფატური ნატიუმ–კალციუმიანი წყალი. კურორტი მუშაობს მთელი წლის
განმავლობაში. აქ ხორციელდებოდა როგორც სანატორიული ასევე ამბულატორიული
მომსახურეობა, იმ ავადმყოფების, რომლებსაც ჰქონდათ პერიფერიული ნერვიული
სისტემის საყრდენ–მამოძრავებელი აპარატს, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის
დაავადებები. იგი შედარებით ახალი ბალნეოლოგიური კურორტია. აქ არის
გოგირდწყალბადიანი თერმული წყლისგამოსავალი 180 გრადუსამდე ტემპერატურით,
რომლითაც მკურნალობდნენ პერიფერიულ ნერვული სისტემის, კანის, მოძრაობის

22

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_(%E1%83%A9
%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A1_%E1%83%9B%E1
%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%
A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98)
ორგანოთა და სხვა სახის დაავადებებს. მოქმედებდა 200 ადგილი23. ობიექტი სრულად
ამორტიზებულია.

სქური

კურორტი სქური მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც ასევე


მოიპოვება მინერალური წყალი „სქური“. კურორტის ტერიტორია უძველეს დროში
თავდაცვითი ხასიათის ყოფილა. აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც
მოსახლებო დაცული იყო. აღსანიშვნია რომ მინერალური წყალი არის სამკურნალო
მნიშვნეობის. ისტორიული წყაროების მიხედვით ეს წყალი საუკუნეებს ითვლის, ხოლო
1920 წლიდან შეიძინა სამკურნალო სტატუსი. 1940 წელს სქუმში დაარსდა სანატორიუმი,
სადაც სხვდასხვა ქვეყნიდან თუ კუთხიდან ჩამოსული დამსვენებლები გადიოდნენ
მკურნალობას. სქური მეტ ყურადღებას საჭიროებს და ამ კურორტის ინფრასტრუქტურის
განვითრების მიზნით იგეგმება სხვდასხვა პროექტების განხორციელება 24. მინერალური
წყალი მოედინება, განთავსების სისტემები კი განახლებას საჭიროებენ.

კურორტი „ზეკარი“

ბალნეოლოგიური კურორტი „ზეკარი“ მდებარეობს ბაღდათის რაიონში ზღვის


დონიდან 650 მ. და რაიონული ცენტრიდან 25 კმ-ითაა დაშორებული.

მინერალური წყლის სამკურნალო ჩვნებებია: ქრონიკული ართრიტები, ინფექციური,


ტრავმული ცვლითი წარმოშვების, მსუბუქი ფორმის სპონდილოზები,
სპონდილოართროზები, საშვილოსნოს და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი
პროცესები, მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში, კარდიოსკლეროზი
(მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კომპენსირებულ სტადიაში),
ჰიპერტონული დაავადება 1-2-ა სტადიაში, ანგიონევროზები, თრომბოფლებმიტები მწვავე
ნერვული სისტემის დაავადებები: ნეფრიტები, ნევრალგიები, რადიკულიტები და სხვ.

23
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98
24

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_(%E1%83%9B%E1https://k
a.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_(%E1%83%9B%E1%83%98%E1%83
%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%AC%E1%83%A7
%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98)
%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83
%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98)
კობა კორსანტია „სამეგრელოს ბუნებრივი რესურსული პოტენციალი“
ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადების ვეგეტოდისტონური და
ნევროსთენიური მოვლენები, რევმატიზმი, რევმატიული პოლიართრიტი, რევმატოიდური
პოლიართრიტი.

კურორტი წარმოდგენილია 4 კორპუსით: 1 კაპიტალური შენობით, აბაზანით, 3


კოტეჯით, 250 კაცზე სასადილოთი.

ბაღდათის რაიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის


შერჩეულია ტერიტორიები მამანეთზე, წითელ მინდორზე, სოფ. ქლიბულში, სოფ.
უდაბნოში, სოფ. ნერგეეთში, სოფ. ნიქაბეეთში, სოფ. ლიანთხაში. აქ გათვალისწინებულია,
როგორც ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე ტურისტული კემპინგების, ზამთრის
სპორტული თამაშობების ბაზის მშენებლობა.

„ წყალტუბო,თუ კი სადმე მართლად არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკვდავების


წყარო – იგი აქ,წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან.აქ მოჰყავთ
ადამიანები,რომლებიც არიან შეპყრობილი დაავადებებით,რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის
გადადგმაც კი არ შეუძიათ.გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს,რომელიც 25–30
აბაზანისგან შესდგება,მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით
ჩამოიყვანეს.წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების
სიმბოლო.ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს „უკვდავების
წყარო“.ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქ–მედება ცნობილია
უხსოვარი დროიდან.დღეისთვის კი თანამედროვე სამკურნალო–სარეაბილიტაციო
დანადგარები გვაძლევს მკურნალობის,პროფილაქტიკისა და ორგა–ნიზმის ტონუსის
ამაღლების საშუალებას.
კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას.აბაზანის
მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში,რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად
გამდინარე წყალში,რითაც წყალი ინარჩუნებს ფიზიკო–ქიმიურ და სამკურნალო
თვისებები,ერთგვაროვანებასა და ტემპერატურას.
წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება,რომ მასში
შემავალი ინგრედიენტები –უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.“25

25
http://hotelnikala.ge/tskaltubos-shesaxeb/
წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს,ასევე ბავშვებს.კლასიკური
საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 14–21 დღე.
„ კურორტი საირმე – წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით,მთის კლიმატით გამორჩეული
და რაც მთავარია,სამკურნალო,მინერალური და თერმული წლის საბადოებით მდიდარი
ბალნეოლოგიური კურორტა ზღვის დონიდან 950 მეტრზე.ის უკვე რამდენიმე ათეული
წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად.საბჭოთა პერიოდში ის ითვლებოდა
სახელმწიფო VIP პერსონების უნიკალურ,სამკურნალო კურორტად.ახალახანს კურორტმა
სრული რესტავრირება და მოდერნიზაცია გაიარა.
საირმე ნოტიო სუბტროპიკურ ოლქს მიეკუთვნება,ჰავა რბილია და ზომიერი –ზამთარი
შედარებით თბილი,ზაფხული კი გრილი.თოვლი შეიძლება ოქტომბერშიც კი
მოვიდეს,მაგრამ მალევე დნება.
სამკურნალო წყლები კურორტზე,გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების
მკურნალობისას,მათ შორის თირკმელების პათოლოგიისას,შარდსასქესო სისტემის
ანთებისას,ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების,ღვიძლისა და ნაწლავების ანთებისას.
საირმის კურორტი მთელი წლის განმავლობაში იღებს ვიზიტორებს,აქ შესანიშნავი
კლიმატია ოთხივე სეზონზე ,24 საათის განმავლობაში მუშაობს. სარმეს კურორტზე 4
სასტუმრო,კლინიკა და სპა ცენტრია განთავსებული,მინერალური წყლების 4 ბიუვეტია
მოწყობილი.“26
„ კურორტი სიმონეთი ფუნქციონირებს 1967 წლიდან.42 გრადუსიანი მინერალური
ცხელი წყლით.აბაზანების მიღებით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს,
როგორიცაა:საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადება,მწვავე ქრონიკული
ართრიტები,ნივთიერებათა ცვლის შლის,სპინდო ართრიტი,გულსისხლძართა სის–ტემის
დაავადება და სხვა. კურორტზე აშენებულია 30 აბაზანიანი შენობა,რომელიც ამჟამად
სანახევროდ მწყობრიდანააგამოსული.ფუნქციონირებს ძველი სააბაზანო,რომლითაც დღე–
ღამეში შესაძლოა 280 დამსვენებებლის გატარება.“
საკურორტო ადგილი ზვარე მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
ლიხის (სურამის) ქედის დასავლეთი ფერდობზე, ზ. დ.-დან - 650-700 მ. ზამთარი

26
http://www.sairme.ge/ge/sairme/resort ; http://www.angel.ge/bbbbbbbbb-bbbbbb/109660-bbbbbbbbbb-
bbbbbbbbbbbbyebb-bbbbbbb-bbbbbb.html
რბილი, თითქმის უთოვლო. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება
(დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
საკურორტო ადგილი კვალითი მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდ.
ყვირილას ხეობაში, ზღვის დ.-დან - 260-360 მ. ხასიათდება მუხის, წიფელის, რცხილის
მრავალფეროვნებით.მკურნალობის სახეობაა მინერალური წყლის აბაზანები.
კურორტი კვერეთი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის
ფერდობზე, მდ. ჩიხურას ხეობაში, ზღვის დონიდან - 570-600 მ. რელიეფი -
მთაგორიანი.მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური
კლიმატოთერაპია.
კურორტი კურსები მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდ. წყალწითელას
ხეობაში, ზ. დ.-დან – 350 მ. მკურნალობის სახეობა -მინერალური წყლის აბაზანები.
ლეჩხუმის საკურორტო რაიონს წარმოადგენს სხვადასხვა კურორტები.
კურორტი ახალჭალა მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში - მდ. ჯანოულას ზედა
წელში, ზ. დ.-დან - 1730-1800 მ. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები
და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
კურორტი ლაშიჭალა მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის
სამხრეთ ფერდობი, მდ. ლაჯანურას ხეობაში, ზ. დ.-დან - 800-900 მ. ფლორა - ფოთლოვანი
(წიფელი, მუხა და სხვ.) და წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყეები. მკურნალობის
სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური
კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ლაძგვერია მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ.


ცხენისწყლის ხეობაში, ზ. დ.-დან - 420 მ. ფლორა - ფოთლოვანი (კუნელი, კვიდო, თხილი,
ბზა, ბაძგი და სხვ.) ტყეები. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები,
პასიური კლიმატოთერაპია.
საკურორტო ადგილი ძუღური მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის
სამხრეთი ფერდობი, მდინარე ძუღურას მარჯვენა ნაპირზე, ზ.დ.-დან - 1430-1450 მ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური
კლიმატოთერაპია.
დაცული ტერიტორიული სისტემები.

რეგიონის ტერიტორია ხასიათდება მრავალფეროვანი ლანდშაფტებით, ფლორითა და


ფაუნით. სამეგრელოს ტერიტორიაზე მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს.
ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონდე ჭარბტენიანი
ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. პალიასტომის ტბის
მახლობლად, მდინარე ფიჩორის მარჯვენა ნაპირზე მდებარე კოლხური დაჭაობებული ტყე
ჯერ კიდევ 1947 წელს გამოცხადდა სახელმწიფო ნარძალად, რომლის ფართობი მხოლოდ
500 ჰა–ს შეადგენდა, რაც თავისთავდა საკმარისი არ იყო კოლხეთის უნიკალური
ეკოსისტემის დასაცავად. დღეს მისი უბნები ხუთი ადმინისტრაიცული რაიონის–
ზუგდიდის, ხობის, სენაკისა, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და
საქართველოს ორი ისტორიული მხარის ნაწილია. კოლხეთის ეროვნული პარკის
ადმინისტრაცია პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს,
ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას და ეკო–საგანმანათლებლო
ტურებს სთავაზობს.

კოლხეთის ეროვნული პარკი ეკოსისტემის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აქ


გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი იშვიათი მცენარეები.
დაჭაობებულ ადგილებში გავრცელებულნი არიან ის მცენარეები და ცხოველები,
რომლებიც შეგუებულნი არიან წყალდიდობას. როგორც ტბებში, ისე მდინარეებში,
წარმოდგენილია მცენარეების, თევზების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ფართო
ასპექტრი, ხოლო შავი ზღვა დელფინტა სამი სახეობის არსებობის გარემოა, რომელტაგან
ორი გადაშენების საფრთხის ქვეშ არის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიქტური კოლხური ტყეები– მდინარე ფიჩორის


გასწვრივ. მათთან ერთად, კოლხეთის დაბლობის უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას
ტორფნარები წარმოადგენს. პალიასტომის ტბის მიღმა მხედველობისგან დაფარულია
იმნატის ტორფნარი, რომელიც შედგება 12 მ სიღრმის გუმბათოვანი ფორმის ხავსიანი და
სხვა სპეციფიკური მცენარეულობისგან. ტორფნარების უდიდესი ნაწილი დედამიწის
ჩრდილოეთ რეგიონში გვხვდება. იმ განედზე სადაც საქართველოა, მსგავსი ტორფნარები
მეტად იშვიათია.
კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის აბაშის მუნიციპალიტეტში
მდებარე ორი ნაკრძალი: წყემისა და კაცობურის ნაკრძალები. მათი საერთო ფართობი
დაახლოებით 200 ჰექტარს შეადგენს. კაცობურის ნაკრძალში ძველად რიონი გაედინებოდა,
დღეს კი მის ადგილზე წარმოქმნილია ტბა, რომელშიც თევზის სხვადასხვა სახეობა
მოიპოვება. ნაკრძალები შერეული ტიპისაა. გვხვდება მგელი, ტურა, ხოხბი. წლების წინ
ნაკრძალში იყო გარეული ტახი.

კოლხეთის ეროვნულ პარკში გავრცელებულია სფაგნუმი, ხარობდა ლელი,


ჩრდილოეთის ისლი და ხერხა.

რეგიონს ჭრბტენიანი ლანდშაფტებიმდიდარ ბიოგეოგრაფიულ ინფორმაციას


მოიცავენ. ამასთან ისინი რეკრეაციის, ჯანმთელობის დაცვისა და შემეცნებითი ტურიზმის
განვითარებისთვის საჭიროა, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით გამოირჩევიან. მათ
მოსახლეობისა და ვიზიტორთა როგორც ფორმალური ისე არაფორმალური
განათლებისთვის, აგრეთვე ტურისტული–რეკრეაციული თვალსაზრისით დიდი
პოტენციალი აქვთ.

ეკოტურიზმის მომსახურებას განსაზღვრავს ტერიტორიის გეოგრაფიული


თავისებურება, ლანდშაფტური მოზაიკა და ბიოლოგიური მრავალფეროვნება, –ნოტიო
თბილი კლიმატი, რელიქტური და ენდემური მცენარეული სახეობების არსებობა,
ადგილობრვი და გადამფრენი მფირნველების სახეობათა სიმრავლე, ტორფიანი ჭობები,
დაჭაობებული ტყეები, ზღვის სანაპირო დიუნები, დაკლაკნილ კალაპოტიანი მდინარეები
და ტბები განუმეორებელი ლანდშაფტებით, შავი ზღვის სანაპირო აკვატორია და სხვა.

საზღვაო–სანაოსნო ტურიზმის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს


კოლხეთის დაცულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე შავი ზღვის სანაპირო აკვატორია.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ზრავზე გასეირნებასთან ერთად მოინახულონ სანაპირო
ზონის ლანდშაფტები.

სამდინარო–სანაოსნო ტურიზმის განვითარება შესაძლებელია მდორედ გამდინარე


დაკლაკნილ კალაპოტებიან მდინარეებზე, სადაც გასეირნებით შეიძლება უნიკალური
ბუნებრივი გარემოსა და იქ არსებული კულტურული ტრადიციების გაცნობა. ვიზიტორების
გადაადგილება მდინარეებზე ხდება ელექტროძრავიანი ან ნიჩბიანი ნავებით. მდინარეებზე
ნავებით მოძრაობისას ნაირგვარი ლანდშაფტის ხილვასტან ერთად ვიზიტორებს
შესაძლებლობა ექმნებათ დააკვირდნენ წყლისა და ჭაობის ფრინველებს.

კოლხეთის ერონული პარკის ტერიტორიაზე ათეულობით სახეობის ადგილობრივი და


გადამფრენი ფრინველი გვხვდება. ამ ფრინველებზე დაკვირვბა შესაძლებელია
სპეციალურად მოწყობილი სათვალთვალოებიდან. სათვალთვალოები მოწყობილია ჭობის,
მდინარეების გასწვრივ, ტორფიანი ჭობების იმ უბნებზე, სადაც ლელისა და ლაქაშის
მაღალი რაყებია.

შესაძლებელია განვითარდეს საფეხმავლო ტურიზმი. იმნათის უბანში, ნაბადის


უბანში, ჭურია ანაკლიის უბანში.

რეგიონის კულტურულ-ტურისტული პოტენციალი.

რეგიონის კულტურულ ტურისტულ თავისებურებებს განაპირობებს აქ არსებული


იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლები: სვანური კოშკები და გელათის ტაძარი.
ასევე მრავალფეროვანი მატერიალურიდა არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლები, ციხესიმაგრეები, გალავნები, არქეოლოგიური ნაშთები.

სვანეთის კოშკები და ეკლესიები, “იუნესკო”-ს მიერ არის დაცული. სვანეთის კოშკური


დასახლებების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ადრე შუასაუკუნეებშია აგებული. კოშკი
სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობაა. კოშკების უმრავლესობა 20-25 მეტრი 9
სიმაღლისაა და შედგება 4-5 სართულისაგან, იშვიათად 6 სართულისაგან. სართულები
ერთმანეთს უკავშირდება შიდა ხის კიბეებით. კოშკები გადახურულია ორფერდა
სახურავებით და ყველა მათგანს რამდენიმე ვიწრო ფანჯარა აქვს გამოჭრილი. ბოლო
სართულზე მოწყობილი იყო საბრძოლო ბაქანი. კოშკებს აგებდნენ რიყის ქვითა და
ლოდებით, ზოგჯერ კი ფიქალსაც იყენებდნენ. კოშკები გარედან ბათქაშით იყო შელესილი.
სვანური ციხე-სახლი საჭიროების შემთხვევაში თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა.
კოშკისაგან განსხვავებით, ციხე-სახლი უფრო დაბალია და შედგება 3 სართულისაგან.
პირველი სართული ადამიანთა საცხოვრებლად ან საქონლის სადგომად გამოიყენებოდა,
მეორე სართული – სამეურნეო დანიშნულებისთვის, თუმცა წელიწადის თბილ თვეებში
საცხოვრებლადაც იყენებდნენ. ამჟამად კოშკების დიდი უმრავლესობა უფუნქციოა, თუ არ
ჩავთვლით ცალკეულ ოჯახებს, რომლებიც ზამთრის სანოვაგის შესანახად იყენებენ მაღალ
სართულებს. სვანეთში კოშკები გარემოსთანაა შერწყმული, რაც უძველეს მშენებელთა
გამოცდილებასა და დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს (5. ქალდანი ა. “კოშკების
სამყაროში”. თბ., 2007)

იმერეთის კულტურული ტურიზმის მარშრუტებში აქტიურად გამოიყენება შემდეგი


კულტურული ძეგლები: ვარციხის ციხის კომპლექსი, საკრაულის ციხე (ბაღდათი),
თამარის ციხის ნანგრევი, ვანის ციხის ნანგრევი (ვანი), ტაბაკინის მონასტერი, სამრეკლო და
სხვა ნაგებობანი, შორაპნის ციხე-ქალაქი (ზესტაფონი), გამოქვაბული -საგვარჯილე
(თერჯოლა), თავად სიმონ წერეთლის ყოფილი სასახლე, მოდინახეს ციხე, სარეკის მღვიმე-
გამოქვაბულების კომპლექსი (საჩხერე), მოწამეთა - ეკლესია (ტყიბული), ქუთაისის
ბოტანიკური ბაღი, ციხე უქიმერიონი, მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესია,
იმერეთის მეფეთა სასახლე ოქროს ჩარდახი (ქუთაისი), გეგუთის სასახლე - სასახლის
ეკლესია, გოგიას ციხე-დარბაზის

არქიტექტურული კომპლექსი (წყალტუბო), მღვიმევის მონასტერი — ღვთაების


ეკლესია, კაცხის სვეტი - ეკლესია ნახევრადგამოქვაბული, უნდო კლდე - ქვის ხანის
ადამიანთა სადგომი, ბონდის მღვიმე - ქვის ხანის ადამიანთა სადგომი, ძუძუანას მღვიმე,
ბჟინევის ციხე (ჭიათურა), ნუნისის ეკლესია, უბისის ეკლესია (ხარაგაული), დადიანების
სასახლე, მეჭიის ციხის ნანგრევი (ხონი)

ნოქალაქევი

ნოქალაქევი საქართველოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია,


სხვადასხვა წყაროებში ის ციხე–გოჯისა და არქეოპოლისის სახელითაც არის ცნობილი.
არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც კოლხეთის ლეგენდარული დედაქალაქი აია
სწორედ ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა. ნოქალაქევის ყველაზე ადრინდელი ფენები
ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით თაიღდება. აქ აღმოჩენილია ამავე პერიოდის მცირე ზომის
ქანდაკებები და ორთავიანი ცხოველების მინიატურები. აღსანიშნავია ელინისტური ხანა. ამ
პერიოდის ქვევრ–სამარხებში აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის
სამკაულები და მრავალფეროვანი კერამიკული მასალა. ახ. წ–ის IV საუკუნეში ნოქალაქევი
ციხე–ქალაქი იყო, რომელიც ლაზიკის სამეფოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს
დედაქალაქი გახდა. V-VI საუკუნეებში ქალაქი სამკილომეტრიანი სიგრძის გალავანით იყო
შემოზღუდული და სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე ციტადელი.
ნაქალაქარის ტერიტორიაზეაღმოჩენილია სასხლეების, ქრისტიანული ტაძრების,
აბანოების, გვირაბების და სხვადასხვა დანიშნულების შენობანაგებობების ფრაგმენტები.
სალხინო
სალხინო მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ტეხურის მაცხენა
ნაპირის ჩრდ.–აღმ.– ქვიბიის მთების კალთებამდე გაშლილ ვაკე–ბორცვიან სივრცეზე.
სოფელში დგას ლევან დადიანისეული სასახლე. სასახლე მდებარეობს მდ წაჩხურას
ნაპირზე. სასხლის ქვედა სარტუზე განლაგებული იყო 35 მ სიგრძისა და 10 მ სიგანის მუხის
სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო
ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი.
ფოთი
ქალაქი ფოთი ანტიკური ფაზისია, დაარსდა ძვ.წ. VII საუკუნეში და მნიშვნელოვან
საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. ფაზისი ისტორიულ წყაროებში უკვე ძვ.წ. VIII საუკუნეში
მოიხსენიება, მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების
განვითარებამ ანტიკური ქალაქი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ქალაქად აქცია. ქაქი
ცნობილი იყო თავისი კულტურითაც, რიტოკული სკოლით – ფაზისის აკადემია. ძველი
ბერძენი ისტორიკისის სტრაბონის სიტყვებით ფაზისში თავს იყრიდა 60 ტომი, რომლებიც
სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ანდრია პირველწოდებულმა ფაზისში იქადაგა
ქრისტიანობა. 533 წ. ფაზისის ეპისკოპოსი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საეკესიო კრებას
ესწრებოდა, ქალაქს თურქების მრავალი შემოსევა ახსოვს.
მარტვილის მონასტერი
მარტვილის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის
ცენტრის მახლობლად, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე, სადაც ისტორიის მიხედვიტ
წარმათების კერპი–ჭყონი მდგარა, რასაც წარმათები მსხვერპლად ჩვილ ბავშვებს
წირავდნენ. მთის ძირში ორი მდინარე მიედინება. კომპლექსი გალავნიტაა
შემოსაზრვრული. მეცნიერების აზრით ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ
მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი (აგებულია VII საუკუნეში).

გიორგი მე–2–მ აღადგინა ტაძარი და შეავსო სიწმინდეებით. მარტვილის მონასტერი


კულტურულ–საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მორვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობები: იოანე
მინჩხი, გიორგი ჭყონდიდელი, იოანე მთავარეპისკოპოსი, იოანე მესვეტე, წმ.
მღვდელმთავარი ანტონ ცაგარელ–ჭყონდიდელი და სხვები. თავი მნიშვნელობიდან
გამომდინარე მარვილს ყოველტვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ერისა და ბერის
ცხოვრებაში. ჭყონდიდელი ძველ საქართველოში განსაკუთრებული პატივიტ
სარგებლობდა. გარკვეული პერიოდი ის მწიგნობართუხუცესობასაც ითავსებდა და აქაური
მღვდელმტავრები „ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესად და ვაზირთა ყოველთა
უპირველესად’ იწოდებოდნენ და ხშირად სამეფო კარის საპასუხისმგებლო დავალებებსაც
ასრულებდნენ.

მე–19 ს.–ის მე–2 ნახევარში ამოქმედდა მამათა მონასტერი,რომელმაც მე–20 ს–ის 20–
იან წლებამდე იარსება. საბჭოურ პერიოდში აქ შეწყვეტილი იყო რვისმსახურება, ხოლო
მონასტრის ტერიტორია ტურბაზა იყო. რამდენიმე წლიანი უმოქმედობის შემდეგ 1998 წ
მარტვილის მონასტერი საქართველოს პატრიარქმა ილია მე–2–მ აღდგინა, ხოლო 2007 წ.
მთავარეპისკოპოსი პეტრეს ლოცვა–კურთხევით ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრი
პირველწოდებულის მამათა მონასტერი და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი.

მონასტერი დღესაც მშენებარე პროცესშია. მას აქვს მცირე მეურნეობა, დედები


ქარგავენ, აკეთებენ სანთლებს და ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს. მართვილის
მონასტრის ერთ–ერთ გამორჩეულ ადგილას– სამეფო ოტახში, რომელიც შუა საუკუნეებში
განძთსაცავს წარმოადგენდა ამჟამად, მეუფე პეტრეს ლოცვა–კურთხევით, გახსნილია
სამლოცველო საცავი–მუზეუმი, სადაც ინახება სხვადსხვა დროის სიწმინდეები27.

ხობის მონასტერი

ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დდედათა მონასტერი მდებარეობს


ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. ტაძარი აგებულია XIII-XIV საუკუნეებში და მის აშეებას
უკავშირებენ გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის
სახელებს. სწორედ ხობის მონასტერს მიუძღვნა აკაკი წერეთელმა პოემა „ნათელა“. ტაძარი
შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოტა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო
დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი,წმინდა მარინეს მკლავი

27
ვახტანგ ბერიძე „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება
და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელშიც
შედის ტაძარი სასახლე, სამრეკლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში
ხობის მონასტერი დასავლეტ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციასწარმოადგენდა.

უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, არის ჯვრის სამონასტრო


მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის
წევრები და ახლობელი პირები. ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის
განსაკუთრებული ყურადღებიტ სარგებლობდა. აქ დაცულია ლკიდეც სერგილის, მისი
მეუღლე ნათელსა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება
ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე.

ხობის მონასტერი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელშიც შედის ტაძარი,


სასახლე, სამრეკლო და გალავანი. აგრეთვე დამხმარე ნაგებობები. გალავნის შიგნიტ დგას
ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები. ხობის
ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცეებულ რომელიმე ტიპს არ მიეკუთვნება. ეს
უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნითაც კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარეთ კი მატი
სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ტაძრის ფასადები უხვად არის
მოჩუქურთმებული28.

შხეფის ციხე

სამეგრელოში, სენაკიც მუნიციპალიტეტში არსებული შხეფის ციხესიმაგრე


აგებულია ადრინდელ შუასაუკუნეებში, რომლის ისტორია ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს
დაარსების დროიდან იწყება. მტრების შემოსევების შემდეგ დაზიანების შედეგად დღეს არ
არის პირვანდელი სახიტ მორწეული ჩვენამდე. შხეფის ციხე დიდი ზომის მრავალფეროვანი
ნაგებობაა. ციხე დგას მარალი მტის წვერზე,. სმხ. მხარე ფლატეა, დანარჩენი მხარეები
ადვილად მსასვლელი, ამიტომ ღრმა და განიერი თხრილი ჰქონდა შემოვლებული გარსს.
ციხის შიგნით ჩრდ– აღმ. მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნაშთია, რომელიც გარნიზონისთვის
იქნებოდა განკუთვნილი. აღმ. მონაკვეთის ცენტრში მოზრდილი წყალსაცავია. აუზში
წყლის დონე ზამთარ–ზაფხულ თითქმის ერთნაირია. კარგადაა შემორჩენილი ორი კშკი და

28

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D
%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98
გალავანი. მეცნიერების ნაწილის აზრით შხეფის ციხე არის ისტორიული ციხესიმაგრე იგივე
ონოგურისი, რომელიც ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის
არქეოპოლისის მახლობლად ყოფილა, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის
დადგენილი. შხეფის ციხეს ხშირად საპატიო პატიმართა საპყრობილედ იყენებდნენ. მის
კომპლექსში შედის ციხე , გალავანი, ორი კოშკი, საცხოვრებელი სატავსები, წყალსაცავი და
მარანი.

გარდა იმისა შხეფის ციხე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო მე–IV მე–XIX ს–ებში
გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგავრეულო დინასტიის საცხოვრებელ
რეზიდენციასაც წარმოადგენდა. შხეფის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

დადიანების სასახლე

ზუგდიდში დადინების სასახლის დაარსება პირველას საქართველოს საბჭოთა


კავშირში შესვლამდე სცადეს. 1919 წ–ის იანვარში რესპუბლიკის პარლამენტმა გამოსცა
კანონი, რომლის თანახმადაც ექსპროპრიირებული საეფო ქონება სახელმწიფოს
საკუთრებად გამოცხადდა. იმავე წელსვე საკონსტიტუციო საბჭოს წევრებმა შეამოწმეს
დადიანების სასახლე და შერჩეული ნივთები, მათ შორის საიდუმლო გვირაბში
აღმოჩენილი ნივთებიც ტბილისში გადმოიტანეს. ზუგდიდის სახელწიფო ისტორიულ–
ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1921 წ.–ის აპრილში სამეგრელოს მთავრების ძვ.
ნივთთა საცავ–საგნძურთა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტების გადმოტანილი ქართულ
სიძველეთა ბაზაზე. რომელშიც მოთავსებულია დედოფლის სასახლე, ნიკოსეული
სასახლე, მთავრისეული თძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი,
რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალია და
გვხვდება 80–მდე ჯიშის მცენარე. მუზეუმი მე–19 ს–ის 60–იან წლებში გადაუკეტებია
გერმანელ არქიტექტორს რაისის. ნიკოსეული სასახლე მე–19 80–იან წლებში აუგია რუს
არქიტექტორე ლეონიდ ვასილიევის.

გურიის ფეოდალური სამთავრო წარმოიქმნა XIV საუკუნის მეორე ნახევარში,


ადრინდელი გურიის საერისთაოს ტერიტორიაზე. იგი მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს,
შავი ზღვის ნაწილს, მდინარე რიონის ქვემო წელს და მდინარე ჭოროხის შესართავს შორის
მდებარე მხარეს.

გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.


გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდის.
გურიაში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. მათ შორის ისეთები როგორიცაა:

ჯიხეთის დედათა მონასტერი - გურიის ულამაზეს ბუნებაში სამების მთაზეა


აშენებული. მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო
ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე
მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა
მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღვთისმშობლის ხატი
გამოუგზავნა. ამ დროს არის ჩამოტანილი ზეთის ხილის ხე რომელიც დღესაც ძალიან ბევრს
ისხამს. ჯიხეთის მონასტერის ეზოში მოწყობილია სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს
წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. აღსანიშნავი,
რომ მონასტერს დაარსების დღიდან დღემდე არ შეუწყვეტია ფუნქციონირება.
ჯუმათის მონასტერი - გურიის მთების ერთ-ერთ მაღალ ქედზე მდებარეობს.
მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. დღეისათვის
მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია. აღსანიშნავია მონასტრის სამრეკლო,
რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა
ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მონასტრიდან ულამაზესი ხედი
იშლება კოლხეთის დაბლობზე. მზიან ამინდში ჯუმათის მონასტრის ეს ჯადოსნური
პანორამა უფრო მკაფიოდ და ნათლად იკვეთება. ჯუმათის ეკლესია სიძველეთაგან
გამორჩეული ყოფილა წმ. გიორგის, მიქაელისა და გაბრიელის ხატები. საბჭოთა რეჟიმის
დასაწყისში ტაძარი გაუძარცვავთ. აქაური ხატების ნაწილები ნიუ-იორკის მეტროპოლოტენ
მუზეუმში, ფინეთის, სანკ-პეტერბურგის, მოსკოვისა და თბილისის მუზეუმებშია დაცული.

ლიხაურის ეკლესია მდებარეობს სოფ. ლიხაურში, რომელიც საუკეთესოდ ითვლება


გურიაში ჰავით, მდებარეობით, ძველი კარგად დაცული ციხით, ეკლესიებითა და მათში
შემონახული სიძველით. ასე აღწერდა თავის დაბადების ადგილს ქართველთა განძის
მცველი და წმინდანი ექვთიმე თაყაიშვილი. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა, რომელმაც
ჩვენს დრომდე ძალზე გადაკეთებული სახით მოაღწია. ლიხაურის ტაძარში ინახებოდა: XI
საუკუნეში დამზადებული მაცხოვრის ოქროს ხატი, XVII-XVIII საუკუნეების
ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის სასწაულმოქმედი ხატი, ტაძრის ოთხთავის
სახარება, რომელიც ხუცურით იყო დაწერილი ტყავზე და სასწაულებრივად გადაურჩა
კომუნისტებს. ბოლო წლებში დაიწყო ტაძრის აღდგენა რეკონსტრუქცია.

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი


გურიის მხარეში. იყო დრო, როცა ეკლესია წარმოადგენდა გურია–სამეგრელოს ეპარქიას.
შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს
მარმალილოს იატკი. დედათა მონასტერს მფარველობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი
ხატი, რომელიც მონასტერში ასვენია. აქ ინახებოდა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში
გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი, რომელიც ერთ-ერთ უძველესი ხატია
საქართველოში. შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-
ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ის იყო გურიის მთავართა სამარხი ადგილი. 1995
წლიდან მონასტერი აღადგინეს და მოქმედი გახდა.

უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი ძველია გურიაში. იგი ორ ეკლესიას მოიცავდა.


კლდეში გამოკვეთილი იყო ბერების სენაკები და ეკლესია, რის გამოც მას გურიის ვარძიას
უწოდებდნენ. ერთი ეკლესია კლდეშია ნაკვეთი, რაც შეეხება მეორე ეკლესიას - ის იყო
თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, დარბაზული ტიპის. მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი
ჰქონდა, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. საბჭოთა პერიოდის დასაწყისში,
გურიის სხვა ტაძრების მსგავსად უდაბნოს მონასტერიც გაიძარცვა. გაძარცვის შედეგად
განადგურდა ხელნაწერები, წიგნები, ხატები. გადარჩა მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის
ვერცხლით მოჭედილი ხატი, რომელიც ამჟამად მონასტერში ინახება.

ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია IX საუკუნეშია აგებული მიქაელ და


გაბრიელ მთავარანგელოზის სახელზე.
მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ერკეთში, რაიონის ცენტრიდან
8კმ-ში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით. ეკლესიას
შემორჩა IX საუკუნის ვაზის კარი და ფრესკები. ერკეთის მთავარანგელოზთა ეკლესია
მოქმედი დედათა მონასტერია.
ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე. მდებარეობს
მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის,
ნასოფლარ ციხისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბენტონიტური თიხა მოიპოვება.
ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა,
უახლესი — XIX საუკუნისა.

ერისთავების ციხე -მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ


გორაბერეჟოულში. გორაბერეჟოულის ანუ ერისთავების ციხე აგებულია ლამაზ გორაკზე
მე-17 მე-18 საუკუნეებში. ციხე იყო საბრძოლო მნიშვნელობის, იგი ერისთავების
კუთვნილებას წარმოადგენდა. ციხე შემოფარგლულია 4 კედლით, რომლის თითოეული
სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო სიგრძე 25 მეტრი. ციხის კედლებში დატანებულია სათოფურები,
ციხის შიგნით მოთავსებულია მარანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ციხის
აღმოსავლეთით აგებულია პატარა სამლოცველო, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულ
მდგომარეობაშია.

ზოტის ციხე (ღომის ციხე) - მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ


ზოტის სამხრეთის ტერიტორიაზე “საყდრის ყელზე”, დაბა ჩოხატაურიდან 45 კმ-ის
დაშორებით, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლის მთაზე მდინარე გუბაზოულის
ხეობაში. ძეგლი წარმოადგენს უდუღაბოდ ნაგებ სამ ქვაბულს, თითოეული 25 კუბ. მეტრის
მოცულობით, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია 0,5 მეტრ სიგრძის და 0,5 მეტრი
სიგანის გასასვლელებით, რაც მთავრდება გარეთ გამოსასვლელი გვირაბით. ძეგლი შუა
საუკუნეების სამხედრო დანიშნულების ობიექტს წარმოადგენდა.

ბუკისციხე (თამარის ციხე) - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდებარეობს


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში რაიონული ცენტრიდან 6 კმ-ში. ციხე
მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე, ე.წ. გურის ტბასთან. ამ
ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა.
აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები
გალავნის ნაშთები. ამჟამად ციხის მხოლოდჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია
შემორჩენილი. იგი აშენებულია რიყის ქვით. ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ
მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო
უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული
მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია ქვის დიდი წყლის საცავი
ავზი და ქვისავე კიბის ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული -
საბრძოლო. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII
საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. გურიის რუსეთთან შეერთებამდე (1811 წლამდე) ციხე
კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მდებარეობს დაბა ჩოხატაურიში, ნ. დუმბაძის #13,


დაარსდა 1958 წელს, პირველი სტაციონალური ექსპოზიცია გაიხსნა 1961 წელს. 2003 წელს
მიენიჭა აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელი. მუზეუმის არქივში დაცულია მხარის
ისტორიის ამსახველი ნივთიერი, წერილობითი, ფოტო და აუდიო მასალები.

მოსე გოგიბერიძისსახლ-მუზეუმი -მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის


სოფელ ქვენობანში. გაიხსნა 1975 წელს, მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცული
მასალებია: პროფესორის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები, ფოტოები.

ნიკო მარის სახლ-მუზეუმი- მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ


დაბლაციხეში= გაიხსნა 1999 წელს, მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცული მასალებია:
პროფესორის პირადი ნივთები, ხელნაწერები, სამეცნიერო შრომები, წიგნები, ფოტოები.

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი - მდებარეობს ჩოხატაურის


მუნიციპალიტეტისსოფელ ხიდისთავში. გაიხსნა 1994 წელს. მემორიალური მუზეუმის
ფონდში დაცული მასალებია: მწერლის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები,
ფოტოები.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში
ტრადიციულად ლელო ბურთი იმართება. ტრადიციის მიხედვით, ეს სახალხო შეჯიბრება–
დღესასწაული ყოველ წელს ეწყობა, რომელშიც ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები
მონაწილეობენ.თამაშს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებიც ესწრებიან.

შუხუთის ლელოს თამაში წამოადგენს შუხუთ ფერდის ანუ იგივე ნიგოეთის ბრძოლის
იმიტირებულ სანახაობას. ეს ლელო სპორტული შეჯიბრებისა დაბრზოლის ერთგვარი
ნაზავია.

ლელო უძველესი ქართული თამაშია. შუხუთის ლელოს ოდნავ განსხვავებული წესები


აქვს: ბურთი იწონის ერთ ფუთს ( 16 კგ.) ბურთის ტყავი ივსება სილითა და ნახერხით.
ზველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, წინა ღამეს ბურთში „აგუნას წვენს“ (შავი
ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნარევი) ასხამდნენ. აგუნა კოლხური ბახუსია და მის
საპატივცემულოდ უძველესი დროიდან ეწყობოდა სადღესასწაულო რიტუალი.
გამარჯვებული ის მხარე რომლის წარმომადგენელიც ( თანაგუნდელებთან ერთად ) ლელოს
ღელის გაღმა გადაიტანს.

თამაში საკმაოდ სანახაობრივი და აზარტულია. იგი მოითხოვს კარგ ფიზიკურ


მომზადებას და წესების კარგ ცოდნას რათა თამაშის მონაწილემ არ მიიღოს რაიმე
ფიზიკური დაზიანება.

სვანეთის ტურისტული ქვერაიონი

კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის სამხრეთისა და სვანეთის ქედის


ჩრდილოეთის კალთებზე მდინარე ენგურისა და ცხენისწყლის ზემო აუზში მდებარეობს
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე სვანეთი. მის რაიონულ ცენტრებს მესტიისა და
ლენტეხის მუნიციპალიტეტები წარმოადგენს.

სვანეთს მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით შემოსაზღვრავს კავკასიონის მთავარი


ღერძულა ქედის მაღალი თხემური ნაწილი, რომელიც მორფოლოგიურად დასავლეთ
კავკასიონს განეკუთვნება. ეს მონაკვეთი დაფარულია მყინვარული საფარით, თავის
უმაღლესი მწვერვალებით და მთელ სიგრძეზე გაყოლებული მაღალი კედლით. ამ
მთაგრეხილზეა აღმართული მრისხანე უშბა (4700მ), ულამაზესი თეთნულდი (4851მ),
ცბიერი შხარა(5068მ), ციცაბო შხელდა(მას აქვს ხუთი მწვერვალი მათ შორის უმაღლესია
ცენტრალური შხელდა 4322მ), მიუვალი შთავლერი (3996მ) და მრავალი დიდი თუ პატარა
მწვერვალი. მწვერვალებს შორის უმაღლესია შხარა.
სვანეთის ქედი კავკასიონის ქედის პარალელურად მიემართება, აღმოსავლეთიდან
დასავლეთისკენ მისი უმაღლესი მწვერვალებია: ატკვერი, ლატფარი, მუშური, ლაილა.
კავკასიონის ქედის ერთ-ერთი სამხრეთი განშტოებაა ბალის ქედი, რომელიც ზემო სვანეთს
ორ ნაწილად ყოფს აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც უშგულიდან ბალის ქედამდეა
“თავისუფალი სვანეთის“ სახელითაა ცნობილი, ხოლო დასავლეთი ნაწილი ბალის
ქედიდან ჯვარამდე. თავისუფალი სვანეთი თავის მხრივ იყოფა უღვირის (თეთნულდდის
სამრეთ-დასავლეთ განშტოება) და კახურის (ბანგურიანის მთის სამრეთ განშტოება)
ნაწილებად.

რელიეფის მიხედვით მესტია მაღალმთიანი ვიწრო ხეობაა. ხეობა აღმოსავლეთიდან


დაქანებულია დასავლეთით. სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდები და რთული ოროგრაფიული
პირობები მის ლანდშაფტს მრავალფეროვანს ხდის. რელიეფის სიმაღლეთა შორის საკმაოდ
დიდი სხვაობაა. ეს სხვაობა სვანეთის უმაღლეს (შხარა 5068მ) და უდაბლეს ადგილს(თოთანი
700მ) შორის შეადგენს 4368 მეტრს წარმოადგენს.

კავკასიონის ქედის სამხრულ ფერდობზე რელიეფის მყინვარული ფორმებია


გაბატონებული.მისთვის დამახასიათებელია დაკბილული რელიეფი, ფერდობების დიდი
დახრილობა, პირამიდული პიკებისა და ნივალური ჭიუხების ფართო გავრცელება.
კავკასიონის წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა: შთავლერის, ცალგმილის, უშბის, გვალდირის
ქედები.

მთავარი წყალგამყოფის შემგედ, მეორე ოროგრაფიული ერთეული სვანეთის ქედია.


იგი განედური მიმართულებით, 80 კმ–ის მანძილზეა გადაჭიმული, ქედის უმაღლესი
მწვერვალია ლაჰილი (4010 მ ).აღსანიშნავია, აგრეთვე, ლეშნილის (3900 მ ), მეფყაშის (3558 მ
), ღვადარაშის (3765 მ ) მწვერვალები. სვანეთის ქედის ერთ–ერთი მწვერვალი – დადიაში
(3540 მ ) ტიპიური კარლინგია. ქედის თხემურ ზოლშიუმთავრესად გლაციალური
რელიეფია გავრცელებული, თუმცა სელექციური დენუდაციის შედეგად შთენილ და
წვეტიან (აბაკურას კლდე) პიკებს ვღებულობთ. სვანეთის ქედის 27 მყინვარიდან 22
ჩრდილო ფერდობზეა.

უღვირის პარალელური ქედი მდ. ენგურის და მდ. მულხურას აუზებს გამოჰყოფს.


მის თხემზე აღმართულია მწვერვალები: მეფთაში(2473 მ), ზურულდი(2350 მ ),
სგიმაზუგვი(3199 მ ) და უღვირის(1923 მ ) უღელტეხილი. რელიეფისათვის
დამახასიათებელია ეროზიული, კარსტული და მყინვარული პროცესები.

არსებული მაღალმთიანი რელიეფის ფორმები აქტიურად გამოიყენება სამთო-ტურიზმის,


ეკოტურიზმისა და ალპინიზმის მოყვარულთათვის. აქ არსებული ბილიკები ფაქტობრივად
ბუნებრივად სთავაზობენ ტურისტულ ბილიკებს ნებისმიერ მსურველს. თუმცა
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცალკეული მათგანი (1500 მ-ს ზევით არსებული) მკვეთრი
სეზონურობით ხასიათდებიან.

ზემო სვანეთის ტერიტორიაზე სათავეს იღებს და გაედინება საქართველოს ერთ–ერთი


უმთავრესი მდინარე – ენგური. მისი მარჯვენა შენაკადებია: ჰადიში, წანერი, მესტიაჭალა,
დოლრა, ნაკრა, ნენსკრა (შენაკადებით: დალარი, ცხვანდირი, ლახამულა და დარჩ–
ორმელეთი) ხოლო მარცხენა შენაკადებია: ლასილი, ჰარიშურა, ლაჰილი, ხუმფრერი,
ქასლეთი და ხაიშურა.

ცხენისწყლის აუზში წარმოდგენილია მისი შენაკადები: ხელედულა, ლასკადურა,


ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. რადგან ესენი მთის მდინარეებია აქ შესაძლებელია
მოეწყოს საჯომარდო ტურების მოწყობა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს საქართველოს ყველაზე ღრმა და
გრძელი ჯვრის წყალსაცავი, რომელიც გასული საუკუნის 80–იან წლებში აიგო მდ.ენგურზე
და არამარტო ამ 20 რაიონისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის ძირითად
ენერგეტიკულ პოტენციალს წარმოადგენს. იგი ამჟამად ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს,
ვინაიდან მას მიენიჭა ინდუსტრიული ძეგლის სტატუსი.

მესტიის მყინვარებში წყლის აურაცხელი მარაგია თავმოყრილი. აქ 200 მდე მყინვარს


ითვლიან, რომელთა საერთო ფართობი 285 კილომეტრ კვადრატია. მათ შორის უდიდესია
ლეხზირი, ტვიბერი, წანერი, ყორულდაში, ადიში, ხალდე, დოლრა. დიდია მყინვარების
როლი რეგიონის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საქმეში.

სვანეთი ფაუნისტურად საკმაოდ მდიდარი რეგიონია.აქ ბინადრობს ჯიხვი ეკუთვნის


ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების
სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა შორის, აზრთა
სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი
პოლიმორფული სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია მორფოლოგიურად განსხვავებული
სამი ფორმა:

1. დასავლეთ კავკასიური ჯიხვი


2. ცენტრალურ კავკასიური ჯიხვი
3. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი
სვანეთის ბუნების ძეგლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მყინვარის მიერ
გადაადგილებული ვეებერთელა ლოდები, ამ მხრივ, აღსანიშნავია ღაჰილჭალის,

ფერხულის ქვა, იმარის ლოდი, და სხვა. ასევე მდინარე ადიშურას სათავეებში ადიშის
ყინულვარდნილი. რეგიონშია ასევე კლდეკარისებული ხეობები (მდ.ენგურის ზემო
ნაწილი) და დალის ფანჯარა (დალა ლახვრა).29

ბალნეორეკრეაციული რესურსები.

სვანეთი მინერალური წყაროებით ერთ-ერთი მდიდარი კუთხეა საქართველოში ამ


მხრივ გამოირჩევა მესტიის რაიონი, სადაც უკვე შესწავლილია ათეულობით მინერალური
წყაროს გამოსავალი. ამ წყაროებს შორის უკეთესი სატრანსპორტო-გეოგრაფიული
მდებარეობა გააჩნია მესტიის მიდამოებში განლაგებულ წყაროებს. საკურორტო
მნიშვნელობის გარკვეული პერსპექტივები გააჩნია მდინარე დოლრას აუზს, სადაც
გამოკვლეულია ნახშირმჟავა მინერალური წყაროების ათზე მეტი გამოსავალი, მათ შორის
შედარებით ცნობილია მნიშვნელოვანი დებეტის მქონე ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-
კალციუმიანი და მაღალსოდიანი შიხრას ორი წყარო. ნაკრას ხეობაში შესაწავლილია ზემო
სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალდებიტიანი (35 ათასი ლ) მინერალური წყარო,
ადგილობრივი მოსახლეობა მას აბაზანებისათვის იყენებს. სვანეთის მინერალური
წყაროების უმეტესობა განლაგებულია ჯანმრთელი მთის კლიმატის პირობებში, ლამაზი
პეიზაჟების გარემოცვაში, რაც აძლიერებს მათ საკურორტო გამოყენების შესაძლებლობას.
რაიონთაშორისი მნიშვნელობის საკურორტო ადგილებიდან, რომლებსაც აქვთ
განვითარების კარგი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები აღსანიშნავია მესტია და შიხრა
(ზემო სვანეთი). ლენტეხის მუნიციპალიტეტში 1936 წლიდან ფუნქციონირებს ულამაზესი
კურორტი მუაში. აქ აღმოჩენილია მრავალი მინერალური სამკურნალო წყალი: ტეხის,
ბავარის, ხოფურის, ტვიბის, ლუჯისა და სხვა.

საკურორტო ადგილი ლასკადურა. ადმინისტრაციულად მდებარეობს - ლენტეხის


მუნისიპალიტეტში, მდ. ლასკადურას ხეობაში, ზ. დ.-დან - 1120-1200 მ-ზე. მკურნალობის
სახეობებია: მინერალური წყლის მიღება დალევა და პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი მესტია ადმინისტრაციულად მდებარეობს - ზემო სვანეთში, მესტიის


ქვაბულში, მდ.მდ. მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე, ზ.დ.-დან - 1500-1550 მ-ზე.გამოირჩევა
ცივი, უხვთოვლიანი ზამთრით. გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი და წაბლნარი
მცენარეულობა. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური
კლიმატოთერაპია.

კურორტი მუაში ადმინისტრაციულად მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის


სამხრეთი ფერდობზე, მდ. ცხენისყლის ხეობაში, ზ. დ.-დან - 1250-1300 მ. ხასიათდება ცივი,
თოვლიანი ზამთრით, წიწვოვანი -ნაძვის, სოჭის ტყეებით.მკურნალობის სახეობებია: მუაშის
მინერალური წყლის მიღება (დალევა) და წურნაშის მინერალური წყლის აბაზანები, პასიური
კლიმატოთერაპია.

სამთო-სათხილამურო ცენტრები.

სვანეთში არსებობს ორი თანამედროვე ზამთრის კურორტი: ჰაწვალი და თეთნულდი.


ჰაწვალმა ფუნქციონირება სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. ის განლაგებულია
სვანეთის ცენტრისგან - მესტიისგან 8 კმ-ის დაშორებით.

ზედა საბაგიროს სადგურის გზა, მდებარეობს ზურულდის მთაზე (2347მ.) სიმაღლეებს


შორის განსხვავება ზედა და ქვედა სადგურებს შორის 482 მ-ია. არის სამი ბილიკი: წითელი
(1900 მ.), ლურჯი (2600 მ.) და მესამე ბილიკი დამწყებთათვის (300 მ.) ასე, რომ ყველა დონის
მოთხილამურეს შეუძლია დატკბეს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტით.
კურორტი ნელ-ნელა იზრდება და ვითარდება, ეს კი შესაძლებელს იძლევა
ინდივიდუალური, ერთი ან ორდღინი ტურებისა ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს
გისრიალიათ.

მეორე დიდი ზამთრის კურორტია თეთნულდი. იგი მდებარეობს ამავე სახელობის მთაზე.
სამი POMA საბაგირო გადაგიყვანთ ზღვის დონიდან 1600მ -დან - 3165მ -დე. სხვადასხვა
სირთულის დონის ბილიკები, რომელთაგანაც ყველაზე გრძელი 9.5 კმ-ია. კურორტი
ძალიან ახალგაზრდაა, ასე, რომ განთავსებისა და სრიალის შემდოგმი სხვადასხვა
აქტივობების განხორციელება ჯერ კიდევ განივთარების პროცესშია. თეთნულდი საკმაოდ
ახლოს არის მესტიასთან, შეგიძალიათ დარჩეთ მესტიაში და ავტობუსით ან ტაქსით
გადაადგილდეთ თეთნულდის მიმართულებით.

კულტურულ-ტურისტული რესურსები.

მესტიის მუნიციპალიტეტი ასევე გამორჩეულია ისტორიულ–კულტურული


მემკვიდრეობით, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ რეგიონში ტურიზმის
განვითარების ხელშეწყობისთვის.

მესტიის რაიონის ისტორიული ძეგლებია: მესტიის მაცხოვრის ეკლესია ,


(მაცხვარ)ადიშის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ), თავრალის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ),
იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ), ლაშთხვერის მთავარანგელოზის
ეკლესია (თარინგზელ), იფხის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ), ლაჰილის წმ. გიორგის
ეკლესია (მხერის ჯგრაგ), მაცხვარიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ), ნესგუნის
მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ), ჟიბიანის ლამარიას კომპლექსი, სვიფის წმ. გიორგის ეკლესია
(ჯგრაგ), ჩაჟაშის სოფლის განაშენიანება, წვირმის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ), ხაიშის
მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ), ილია გულბანის კოშკი და სხვა.

სვანურ ხალხურ ხუროთმოძღვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კოშკებს.


კოშკის სვანური სახელი არის “მურყვამ”. კოშკი სპარსული წამომავლობის ტერმინია. ივ.
ჯავახიშვილის აზრით საქართველოს ტერიტორიაზე კოშკზე ადრე კოშკის ტიპის
თავდაცვითი ნაგებობის სახელწოდება “მურყვამი” ყოფილა.

დღემდეა შემორჩენილი, სვანური საცხოვრებელი კოშკების ქვითკირისაგან ნაგები სამ–


ოთხ სართულიანი მონუმენტური ნაგებობწბი.

საცხოვრებელი კოშკის პირველი სართულის სათავსი “მაჩვიბი” საქონლის სადგომად იყო


განკუთვნილი.სათავსის სამი კედლის გასწვრივ საქონლის სადგომი კეთდებოდა. სადგომის
ხის ტიხრებში საქონლის შესასვლელი კარი და საქონლის თავის გამოსაყოფი თვლები იყო
დატოვებული. თვლების წინ საქონლის საკვების ჩასაყრელი ბაგა იყო მოწყობილი მის
თავზე სხვენი კეთდებოდა, რომელსაც საოჯახო სამეურნეო ნივთების დასაწყობად ან
წვრილფეხა საქონლის გამოსაზამთრებლად იყენებდნენ.
მეორე სართულის სათავსი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ამ სათავსში იყო
გამართული კერა. აქვე იდგა სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე სკვრი და კიდობანი.
ასასვლელად ქვის კიბე იყო გაკეთებული.

საცხოვრებელი კოშკის ინტერიერი და ექსტერიერი მჭიდროდაა ერთმანეთთან


დაკავშირებული, ამასთან ისინი ორგანულ კავშირში არიან ამ ფორმებში მოქცეულ
სივრცესთან. კოშკის არქიტექტურა ფსიქოლოგიურად ქმნის მისი უძლეველობის
შთაბეჭდილებას, მისი ფორმები ნათლად წარმოგვიჩენენ, რომ ნაგებობა ადამიანის, მისი
ქონების თავშესაფარს წარმოადგენს და არავის მისცემს მისი ხელყოფის უფლებას.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მესტიის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც


ინახება სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად
მოპოვებული მასალები, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის
უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული
ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და
“ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო
ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის
ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით),
ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის,
სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის
ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

სვანეთის ცნობილი ტურისტული ობიექტებია:

ტბები უღვირის,ქორულდის,მეზირი (ტვიბეში)

საჯომარდო მესტია ჭალა, სოფ ბეჩო (შიხის ჭალა),სოფ ნაკრა (ზედა


წელში), სოფ უშგული.

სათევზაო ადგილები ჭუბერი, ლახამულა, იფარი (მდ. ადიშურა)

ჩანჩქერები დიზში, მაზერში–შდუგვრა

მჟავე წყლების ადგილები მესტიაში 7, უშგული, კალა, იფარი, მულახი, ლენჯერი,


ცხუმარი, ეცერი.

მღვიმეები ზაგრაში (მესტია), შგედი ბუნებრივი გამოქვაბული.


ბუნების ძეგლები მდინარე ადიშურას სათავეებში ადიშის ყინულვარდნილი,
მდ. ხალდე–ჭალას აუზის ზემო წელში “ფერხულის ქვის
ლოდი”.

გადმოსახედი ადგილები მესტიაში:ზურულდი, ჰაწვალი, გვალდი, ცხაკვზაგარი,


ხეშკილდი.

სალაშქრო ხეობები ტვიბერი–ჟაბეში, ჭალაადი–მესტია, უშგული–შხარის


მყინვარი, ზურულდი–მესტია, მაზერი ტვიბიში, უშბის
მყინვარი

კახეთის ტურისტულ- რეკრეაციული რაიონი

კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.მის შემადგენლობაშია 9


ადმინისტრაციული რაიონი: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის,
თიანეთის, ლაგოდეხის,საგარეჯოს,სიღნაღისა და ყვარლის. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის
ფედერაცია(ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკები ესაზღვრება). აღმოსავლეთიდან და
სამხრეთიდან - აზერბაიჯანი, დასავლეთიდან საქართველოს მხარეები მცხეთა-მთიანეთი
და ქვემო ქართლი.
კახეთის ტერიტორია ძირითადად მოქცეულია მდინარეების ალაზნისა და ივრის
აუზში.მისი ფართობი 12,2 ათასი კმ -ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ის ტოლია.
კახეთის რეგიონის მთავარი ორთოგრაფიული ერთეული კახეთის კავკასიონია,რომელიც
მას ჩრდილოეთიდან აკრავს. იგი გადაჭიმულია მწვერვალ დიდი ბორბალოდან (3294 მ.)
მწვერვალ ტინოვროსამდე (3367 მ.) უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (3570 მ.)
კავკასიის სამხრეთ ტოტს წარმოადგენს კახეთის ქედი. ეს ქედი ფართო გაგებით გომბორის
ქედსაც მოიცავს. გომბორის ქედი სამხრეთ აღმოსავლეთით ვრცელდება სიღნაღის
მიდამოებამდე, თანდათან დაბლდება და ბორცვიან სერად იქცევა, შემდეგ გადადის ივრის
ზეგანში.
კახეთის კავკასიონს,გომბორის ქედებსა და გარე კახეთის ზეგანს შორის მდებარეობს
ალაზნის ველი. იგი დასერილია კავკასიონიდან ჩამომავალი მდინარეებით.კახეთის
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე, მდებარეობს
ელდარის აკუმლაციური ვაკე. ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის ყველაზე გვალვიანი კუთხეა.
კახეთის ჰავა ნაირგვარია. აქ წარმოდგენილია მაღალი მთის კლიმატური პირობებიდან
დაწყებული ნახევარუდაბნოებისათვის დამახასიათებელი ჰავა.გარე კახეთში ჰავა
გაცილებითმშრალია, ვიდრე შიგა კახეთში. ელდარის ვაკეზე ნახევრად უდაბნოს კლიმატია
გავრცელებული.რომლის დიდი ნაწილი შეზღუდულად გამოიყენებამეურნეობაში.
კახეთის ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის იორისა და ალაზნის სისტემები. ორივე მათგანი
მტკვრის აუზს ეკუთვნის, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე
იწყება და ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავს დამოუკიდებლად ერთვის. ალაზანი ვრცელ
ვაკეზე გაედინება, ხოლო იორი სამგორის, შემდეგ გარეკახეთის ზეგანზე. ალაზნის
შენაკადებია - ილტო, ორვილი, თუდრო, კისისხევიდა სხვა.
მარცხენა შენაკადებია - სტორი, ლოპოტა, დურუჯი, ლაგოდეხის წყალი და ა შ. კახეთში
ცნობილია ტბები: ხალახელი (კავკასიონზე), ყაჯირი, კრასნოგორკი (ივრის ზეგანი), ჭალა
(კავკასიონის მთისწინეთში).
კახეთის კავკასიონის მთისწინეთის სარტყელში 2000-2200 მეტრამდე წიფლის ტყეებია,
უფრო ზემოთ კი ალპური მდელოები. აქაურ ტყეებში შემორჩენილია რელიქტები -
ურთხმელი, ძელქვა, წყავი, ბზა, და სხვა. ამ და სხვა მცენარეებს იცავს ახმეტის, ლაგოდეხის,
მარიამჯვრის და ვაშლოვანის ნაკრძალების ადმინისტრაციები.
კახეთის მხარეში წარმოდგენილია შემდეგი ტბები: გრძელი ტბა, კაპატაძის ტბა, ნახევარტბა,
სახარე ტბა, ქაჩალტბა, ქოჩების ტბა, ყაჯირის ტბა, ჯიქურების ტბა, შავი კლდეების ტბა,
ყვარლის ტბა, ლოპოტას ტბა.
კურორტი „ყვარლის ტბა“ მდებარეობს ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის
სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით,წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება
მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი.ფართო ნომრები
ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტს „ყვარლის ტბა“ .
კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს. 44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20
მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა "ოუტდოორ სპორტის"
ელემენტებით30.

30
http://1001travel.ge/ge/in-georgia-2-2/yvarlis-tba.html
ილიას ტბას სახელი დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის – ილია
ჭავჭავაძის საპატივცემლოდ დაარქვეს. იგი მდინარე დურუჯის ხეობაში, ყვარლის რაიონში
მდებარეობს. ხელოვნური ტბა ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაშია. ტბას ცალი
მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს
გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ტყეში კი შენდება ახალი
სასტუმრო. ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარლის რაიონში დასასვენებელი
ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.
ლოპოტას ტბა ყვარლის რაიონის სოფ.ნაფარეულში მდებარეობს. იგი ტურისტებს მთელი
წლის განმავლობაში იზიდავს უნიკალური ფართოფოთლოვანი ტყითა და სასიამოვნო
ხედებით. უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურული ბაზა, როგორც
განთავსების, ასევე გართობის უზრუნველსაყოფად.

კახეთის ბალნეორეკრეაციული რესურსები.

კახეთის რეგიონში რეკრეაციული კურორტებიდან აღსანიშნავია -კურორტი ახტალა, რომელიც


მდებარეობს გურჯაანის რაიონში.ზღვის დონიდან 412 მეტრი სიმაღლეზე.ხასიათდება
ზომიერად კონტინენტური კლიმატით, თბილი ზამთრით ცხელი ზაფხულით. კურორტი 9
თვის განმავლობაში ფუნქციონირებს და გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის,
პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების
სამკურნალოდ.აღსანიშნავია, რომ ახტალა ერთადერთი მოქმედი ტალახით სამკურნალო
კურორტია საქართველოში.
კურორტი არხილოსკალო დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს.მთავარი სამკურნალო
ფაქტორებია: დაბალი მთის ჰავა, სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულ-
ქლორიდული, ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც გასული
საუკუნის 70-იანი წლებიდანაა ცნობილი. სამკურნალო სახეობებს წარმოადგენს
მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია. დღეს-დღეობით
კურორტზე სამკურნალოდ ჩამოსულ პირთა რიცხვი სისტემატიურად იზრდება.
კურორტი თეთრი წყლები - ეკუთვნის ადმინისტრაციულად თელავის რაიონს. კურორტ
თეთრი წყლების სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა
და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური
წყლები. მკურნალობის სახეობებია ძირითადად მინერალური წყლის აბაზანები და პასიური
კლიმატოთერაპია.
კურორტი თორღვას აბანო მდებარეობს თელავის რაიონში, დიდი კავკასიონის მთავარი
წყალგამყოფის სამხრეთ ფერდობზე, ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს წარმოადგენს :
საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყლები. მკურნალობის სახეობებია:
მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია. ამჟამად
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ნაკლებად განვითარებულია, თუმცა პრიმიტულ
პირობებშიც მომსახურებას უწევს კახეთის მოსახლეობას.
კურორტი ლაგოდეხი ადმინისტრაციულად წარმოადგენს რაიონულ ცენტრს კახეთში.
კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მთის ჰავა და მინერალური
წყლები. მკურნალობის სახეობები კი მინერალური წყლის აბაზანები და პასიური
კლიმატოთერაპია.
კურორტი უჯარმა ადმინისტრაციულად მდებარეობს საგარეჯოს რაიონში.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს დაბალი მთის ჰავა და ჰიპერთერმული
წყლები. მკურნალობის სახებობი კი მინერალური წყლის აბაზანები და პასიური
კლიმატოთერაპია.
საკურორტო ადგილი ცივი კოდა - ადმინისტრაციულად მდებარეობს საგარეჯოს რაიონში.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა. საკურორტო
ადგილის მკურნალობის სახეობა ძირითადად პასიური კლიმატოთერაპიაა.
საკურორტო ადგილი გომბორი. ადმინისტრაციულად მდებარეობს საგარეჯოს რაიონში,
ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზ. დ.-დან - 1165 მ. მკურნალობის სახეობაა
პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი შაქრიანი. ადმინისტრაციულად მდებარეობს ყვარლის რაიონში. მდ. ალაზნის


ხეობაში, ზ. დ.-დან – 350 მ. მკურნალობის სახეობაა მინერალური წყლის აბაზანები.

საკურორტო ადგილი ზინობიანი. ადმინისტრაციული მდებარეობს ყვარლის რაიონში, მდ.


ალაზნის ხეობაში, ზ. დ.-დან - 450 მ-ზე. კლიმატი - ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი,
უთოვლო. საკურორტო ადგილის მკურნალობის სახეობა ძირითადად მინერალური წყლის
აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპიაა.
დაცული ტერიტორიული სისტემები და ეკოტურიზმი.
რეგიონში მრავალფეროვანი ბუნებრივი ფენომენებიდან გამომდინარე წარმოდგენილია
შემდეგი დაცული ტერიტორიული სისტემები:ლაგოდეხის დაცული ტერიტორია,
მარიამჯვრის დაცული ტერიტორია, ყორუღის აღკვეთილი , ვაშლოვანის დაცული
ტერიტორია,თუშეთის დაცული ტერიტორია.
აღსანიშნავია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორია, სადაც ბინადრობენ გადაშენების საფრთხის
ქვეშ მყოფი ცხოველები. ლაგოდეხის რაიონში მრავლადაა წინაქრისტიანული ნასახლარი
და სამარხი. ბრინჯაოს ხანისყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები - სოფელ ულიანოვკის
ტერიტორიაზეა ნაპოვნი.ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ძეგლები ლაგოდეხში და
მის შემოგარენში ბევრია.ზოგიერთი მათგანი - მეთორმეტე საუკუნის მაჭის (ანუ თამარის)
ციხის მსგავსად, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.
დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და
ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის
ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.
არანაკლებ საინტერესოა მარიამჯვრის დაცული ტერიტორია,რომელიც ცივგომბორის
ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს (
1040 ჰა ). მარიამჯვარის ნაკრძალი - ვენახების, ზვრების და ყურძნის ჯიშებით გამორჩეული
ბარაქიანი მხარეა. კახეთის მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა სოფლის მეურნეობას და
მეტადრე მევენახეობას. ადგილობრივთა ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალხმიანი ხალხური
სიმღერები და ვაზისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალებია შემონახული.
ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებული ფორმები და ღვინის
ტურებია აღსანიშნავი. თავად ნაკრძალს საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნია საცხენოსნო,
ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოსაწყობად.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შედის: მარიამჯვრის სახელმწიფო
ნაკრძალი (1040 ჰა.), ყორუღის აღკვეთილი (2068 ჰა.) და იორის აღკვეთილი (1336 ჰა ).
ყორუღის აღკვეთილი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
საგარეჯოს (1489 ჰა) დაგურჯაანის (579 ჰა) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე,
აღკვეთილის ტერიტორია განლაგებულია იორის ხეობაში, წარმოადგენს უსწორო ფორმის
ვიწრო ზოლს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან მიემართება. ყორუღთან მდებარე
ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით-გარეჯის სამონასტრო
კომპლექსია. ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ასურეთიდან ჩამოსული მისიონრის დავით
გარეჯელის მიერ არის დაარსებული.ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე
კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო სათავგადასავლო და საფეხოსნო
ტურები. ტურიზმის ეს სახეობები დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას
უკავშირდება. რეგიონს გააჩნია პოტენციალი ეკოლოგიური, ბოტანიკური, ფრინველებსა და
ცხოველებზე დაკვირვების ტურიზმის გასავითარებლად.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს
უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს:
ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: ,,არწივის
ხეობას”, ,,ტახტი თეფას ტალახის ვულკანებს”, ,,ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“. დაცული
ტერიტორია კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და
ალაზანს შორისაა მოქცეული. ხეობ აწარმოადგენს კირქვული წარმოშობის კლდეებში
პატარახევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შემადგენლობაშია ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების
ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 24 924 ჰა-ია. ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიები 2003 წელს გაიხსნა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა
იშვიათი საკმლის ხის არიდული ნათელი ტყეებითა და უროიან-ვაციწვერიანი სტეპებით.
მთისწინეთი დაფარულია მუხნარისა და იფნარის ბუნებრივი კორომებით, სადაც შერეულია
ნეკერჩხალი და თელა. აქ გავრცელებულია: კოწახური, ძეძვი, თრიმლი, ჯავჯაგა, უძრახელა
და სხვა.

ვაშვლოვანის ეროვნულ პარკში 7 ტურისტული ბილიკია: არწივის ხეობა, პანტიშარა -


დათვისხევი, ტახტი - თეფას ტალახის ვულკანები, კაკლისყურე ალაზნის ჭალა, 5. მიჯნის
ყურე შავი - მთა, მიჯნისყურე სპორტული - თევზაობა, . ბუღა მოედანი - შავი მთა.

თუშეთის დაცული ტერიტორია. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961


წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული
ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ
რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. თუშეთის დაცული
ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის
დაცულლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია. ამ
ტერიტორიებიდან ყველაზე დიდი ეროვნული პარკია (ევროპის ყევლაზე დიდი დაცული
ტერიტორია), რომლის საზღვრები მიჰყვება თავად თუშეთის ისტორიულ-
ადმინისტრაციულ საზღვარს და შესაბამისად, სახელმწიფო საზღვარს საქართველოსა და
რუსეთის ფედერაციას შორის.
თუშეთის სახელწმიფო ნაკრძალი მოიცავს პირიქითა ალაზნის, გომეწრის , ალაზნისა და
ჭანჭახოვნის ხეობებს. სახელმწიფო ნაკრძალი ასევე მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს,
შენაქოს, ქუმელაურთასა და ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს და გომეწრისა და პირიქითა
ალაზნის შეერთებისადგილიდან მდინარის ორივეფერდობზე არსებულ ტყეებს. თუშეთის
მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230
წარმომადგენელი კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20
პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია.

დღესდღეობით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია 10 ტურისტული


ბილიკი:1. ვიზიტორთა ცენტრი, 2. კესელო-ქუე, 3. დართლო-კვავლო, 4. დაქუეხი, 5.
დიკლო, 6. წოვათა, 7. გონთა, 8. დოჭუ, 9. ორეთი, 10. სიყვარულის ციხე, 11. ომალო-
ალაზნისთავი-ხევსურეთი.

ეკოტურიზმის განვითარებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს კახეთის რეგიონში,


რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება.
რეგიონის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა გარემოსდაცვითი ანუ
ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იგი
მნიშვნელოვანი რეკრეაციული რესურსია, რომლის გონივრული გამოყენება არა მხოლოდ
ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, არამედ რეგიონების ჰარმონიული განვითარების
საწინდარია.
კახეთის კულტურულ-ტურისტული რესურსები.
კახეთის რეგიონი მდიდარია აგრეთვე ისტორიულ-კულტურული განსაკუთრებით კი
მართმადიდებლური ძეგლების სიმრავლით, რომელთა შორის აღსანიშნავია:
ნეკრესის მონასტერი რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის
მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტერი დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ.
წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში და-
მკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX
საუკუნამდე). მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება:
ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთერთი პირველიქრისტიანული სამლოცველო
საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI
საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს
მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან,
რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრი იყო.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია
გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე. მონასტერი
VIსაუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა
დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი
მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. დავითის ლავრა გარეჯის
სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა განვმავლობაში მას განშტოებები შეემატა.
გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია.ამ ხანიდან უნდა იყოს
შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი“.
უჯარმის ციხე-ქალაქი ისტორიული ციხე-ქალაქია საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის
უღელტეხილის მახლობლად. უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე
ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. თუმცა უჯარმის ძლიერ ქალაქად ქცევა ვახტანგ
გორგასლის სახელს უკავშირდება. მას შემდეგ რაც ვახტანგმა V საუკუნის მეორე ნახევარში
უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა
განიცადა. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის
ისტორიაში. 914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. ამის შემდეგ უჯარმის
მნიშვნელობა ეცემა და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე დასახლებული პუნქტი. XII
საუკუნეში უჯარმა აღადგინა მეფე გიორგი III-მ (1156–1184 წწ.) და თავის განძთსაცავად
აქცია. უჯარმაში გარდაცვლილა სპარსელე-ბთან ბრძოლაში, მძიმედ დაჭრილი ვახტანგ
გორგასალი.
ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სიღნაღიდან ირიოდე კილომეტ-რის
დაშორებით. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფისბრძანებით, წმ.ნინოს
საპატივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა აქვეა დაკრძალული. კომპლექსში
შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი
აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელ ფეოდალურ
ხანას მიეკუთვნება.
ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში,
სიღნაღიდანაღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა
ღირსმა სტეფანემ (552-557წწ.), ღირსი სტეფანე ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანია,
რომელთაც VI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოვიდნენ და მიუდგომელ
ადგილებში დაარსეს მონასტრები. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად
ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის
ტაძარში,სამკვეთლოსთან.
ძველი და ახალი შუამთის მონასტრები ქართული მართლმადიდებლური მონასტერი
თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7კმ-ზე. სამონასტრო
კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი
საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, XVI
საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან
II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი
მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-
გუმბათოვანია, შიგნით მოხატული. ეკლესია განაახლა ერეკლეII-მ. კომპლექსში შედის
სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ამჟამად ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა
მონასტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: ხატწერა, ხელსაქმე, მთარგმნელობითი
საქმე და სამონასტრო მეურნეობის მოვლა- პატრონობა.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი ქ. თელავის დასავლეთით, 7-8 კმ.-ზე მდებარეობს
იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი
ასურელი “მამათაგანის” – წმიდა ზენონის მიერ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს
სამიეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. ასევე, სხვადასხვა დანიშნულების
ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX
საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას,
რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი) დ ასამების მცირე ეკლესია, რომელშიც,
მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI ს. გუმბათოვანი ეკლესიის
ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას
მიეკუთვნება.
გრემის მონასტერი გრემის “მთავარანგელოზი” ანუ მთავარანგელოზთა სახელობის
მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში,
მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია 1565 წელს, კახთა მეფის, ლევანის მიერ.
მთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის
მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და
თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება, როგორც
ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს
შეუძლებელია კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე გალავანშემორტყმული ეკლესიისა და
სამრეკლოს გარეშე, რომელსაც ხალხი “მთავარანგელოზს” ეძახის, მთავარანგელოზთა
მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძრის მიხედვით. ანსამბლი მაღალი ტყიანი
მასივისაგან განშტოებული კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული.
გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც
ბრწყინვალედაა ლანდშაფტში ჩაწერილი.
ხორნაბუჯის ციხე მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, დედოფლისწყაროდან
რამდენიმე კილომეტრში. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე ქალაქს
წარმოადგენდა. არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს ამ ადგილას დასახლების
არსებობას, ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, IV-III სს-ში ძვ.წ. ქალაქ ხორნაბუჯის
განვითარება V ს-დან იწყება და ვახტანგ გორგასალის სახელთან არის დაკავშირებული,
რომელმაც აქ საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა. XI ს-დან ფეოდალთა გვარის
მახატლისძეთა რეზიდენციას და გაერთიანებული საქართველოს განაპირა საერისთავოს
ცენტრს წარმოადგენდა.
XII ს-ში, თამარ მეფის დროს, ქალაქი კვლავ განიცდის დიდ აღმავლობას რის გამოც, ციხეს
დღესაც თამარის ციხეს უწოდებენ.
მუზეუმები.
კახეთი იძლევა კულტურული ტურიზმის დაგეგმვის განვითარების შესაძლებლობას,
რომლის საუკეთესო რესურსსაც წარმოადგენს მუზეუმები. კახეტში გვაქვს, როგორც
მემორიალური ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმები. სიღნაღში წარმოდგენილია:
1) ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი
2) ვასო გოძიაშვილის სახლ–მუზეუმი
3) სანდრო შანშიაშვილის მემორიალური სახლ–მუზეუმი
4) იროდიონ ევდოშვილის სახლ–მუზეუმი
5) ილო მოსაშვილის სახლ–მუზეუმი
6) ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი
7) ალექსანდრე გზირიშვილის სახლ–მუზეუმი
8) სანდრო მირიანაშვილის სახლ–მუზეუმი
9) სანდრო ახმეტელის სახლ–მუზეუმი
10) სიღნაღის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი
გურჯაანში:
წინანდლის ალ. ჭავჭავაძის
ილია ჭავჭავაძის
კოტე მარჯანიშვილის
ნატო ვაჩნაძის-ანდრონიკაშვილების სახლ-მუზეუმი.
ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ვეჯინში.
იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზუემი მდებარეობს სოფელ კარდენახში
,,ჯარისკაცის მამის“ მონუმენტი გურჯაანში

ღვინის ტურიზმი. გურჯაანის რაიონი გამოირჩევა ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშებით.


რაიონში გავრცელებული ჯიშებია: ხიხვი, ქისი, საფერავი, კაბერნე-სოვინიონი, რქაწითელი
და კახური მწვანე. ამ ყურძნის ჯიშებისგან მზადდება უნიკალური გემოს და არომატის
მქონე ღვინოები, რაც რაიონში ჩამომსვლელი ტურისტების დიდ გაკვირვებას და მოწონებას
იმსახურებს. გურჯაანში ფუნქციონირებს ღვინის გზები, რომელიც ჩამოსულ ვიზიტორებს
ღვინის ქარხნებამდე მიიყვანს. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გაეცნოს ვაზის კულტურის და
წარმოების ისტორიებს, დაგემოვნოს და დეგუსტაცია ჩაუტაროს ღვინოს. გურჯაანში
არსებული ღვინის სახლებიდან ყველა პოპულარობით სარგებლობს და ფუნქციონირებს
აქტიურ რეჟიმში, ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანახავი ტურისტებისთვის არის გურჯაანის
ღვინის სახლი, რომელიც ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქ. 28 ნომერში მდებარეობს.
ღვინის სახლში ძირითადად ბალტიისპირელი ვიზიტორები აქტიურობენ და ხშირად
სტუმრობენ, რაც ძალზედ სასიხარულოა გურჯაანის ტურიზმის პოტენციალის
გაზრდისთვის. გურჯაანში არსებული ღვინის ქარხნებია: ,,გრუზვინპრომო“, ,,ხაოს მარანი“,
,,შალვინო“ ,,ჩვენი ღვინო“ რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს რაინში ტურიზმის განვითარებას
და ღვინის ტურიზმის უკეთ ჩამოყალიბებას.ღვინის ტურიზმი საქართველოში
ყოველდღიურად ვითარდება და ფეხს იკიდებს მსოფლიოს გარშემო. კახეთის რეგიონის
ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაზრდამ ხელი შეუწყო რეგიონში ტურისტული
ნაკადების ზრდას.

არქეოლოგებმა ალავერდის მონასტრის ეზოში VIII-X საუკუნის უძველესი მარნის ნაშთი


აღმოაჩინეს, რომელიც სხვადასხვა ზომის ქვევრებით არის გაწყობილი. XI საუკუნეში მეფე
კვირიკე დიდმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძართან ერთად სამეფო
მონასტრისათვის შესაფერი, დიდი მარანი ააგო.

2006 წელს დაიწყო ამ უძველესი მარნის არქეოლოგიური შესწავლა,რომელმაც 60 ტონა


ღვინის ტევადობის ორმოცდაათამდე ქვევრი გამოავლინა.აქ აღმოჩენილი ქვევრები ნატიფი
მოყვანილობით და მიწაში ჩაფვლის განსაკუთრებული წესით გამოირჩევა.

XI საუკუნის მარნის აღდგენითი სამუშაოები კომპანია “ბადაგონის” ფინანსური


მხარდაჭერით განხორციელდა. განახლებული მარანი 2006 წლიდან ამოქმედდა. ღვინის
კულტურის ეს უძველესი კერა ტრადიციული კახური ტექნოლოოგიით დაყენებული
ქვევრის ღვინის “ოქროს საბადოდ” იქცა, რომელიც XXI საუკუნეში ახალი სიცოცხლით
გაბრწყინდა.

ქვევრში ღვინის დამზადება უძველესი ქართული ტრადიციაა. იგი საუკუნეების


განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.ისტორიული ტრადიციის და
ტექნოლოგიის დაცვით, ალავერდის მონასტრის მარანში აღდგა და აღორძინდა ქვევრში
კახური ტიპის ღვინის წარმოება. მასში ამ ადგილისათვის დამახასიათებელი კლიმატის,
ჰაერის და მიწის სურნელია მოქცეული.. რაც ღვინის განსაკუთრებულ არომატს, გემოს
ხავერდოვნებას, მაღალ ანტიოქსიდანტურ და სხვა სამკურნალო თვისებებს განაპირობებს.

ბერების ღვინოში უძველესი დროიდან დღემდე ღვთის მიმართ აღვლენილი სადიდებელია


მოქცეული.ღვინო გეხმარება განიკურნო სულითა და სხეულით,მადლობა შესწირო
შემომქმედს,ილხინო,ისიამოვნო ეზიარო ქართველ მეფეთა დიდებულებას და მონაზვნების
უბრალოების მადლს31.

31
http://www.since1011.com/index.php/ka/
სიღნაღში საინტერესოა ღვინის სახლი "ხოხბის ცრემლები", ყვარელში კლდეში
გამოთლილი ღვინის გვირაბი "მეღვინეობა ხარება", ღვინის სახლი გურჯაანი, "შუხმანის
მარანი", ალ ჭავჭავაძის ღვინის მარანი,

ა ღმ ოს ა ვ ლე თ კ ა ვ კ ა ს ი ონ ი ს ტრრ

აღმოსავლეთ კავკასიონი მოიცავს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის, როგორც


ჩრდილო მხარეს მდ.მდ. თერგის, არხოტისწყლის, არღუნის ზემო დინების აუზებს, ისე
იმავე ქედის სამხრეთ მხარეს-მთიულეთის არაგვის, გუდამაყრის არაგვის ხევსურეთის
არაგვისა და ფშავის არაგვის აუზებს.

კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსნისა და არაგვს შორის


გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს
მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და
ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის ქედი ეწოდება. იგი ხევსურეთს ორ
ნაწილად ყოფს: პირაქეთ ანუ სამხრეთ ხევსურეთად და პირიქითად ანუ ჩრდილო
ხევსურეთად. პირაქეთი ხევსურეთი მოქცეულია ე.წ. ხევსურეთის არაგვის სათავის
სხვადასხვა შენაკადთა ხეობებში. პირიქითი ხევსურთი თავის მხრივ ერთმანეთისაგან
დაშორებული რამდენიმე ხეობისგან შედგება: მდინარე ასას - არხოტის ხეობა და მდინარე
არღუნის - გურო-შატილისა და არდოტის ხეობები. ფშავი ხევსურეთის სამხრეთით მდინარე
ფშავის არაგვის აუზს წარმოადგენს. ხევსურეთის ქედისთვის დამახასიათებელია ციცაბო
კალთებისა და შედარებით მოსწორებული თხემის განვითარება. აქაური მთებიდან
ყველაზე მაღალია თებულოს მთა (4493მ). ზღვის დონიდან 4000მ-ს აღწევს აგრეთვე მთა
კიდეგანა. ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვანია ასევე ტსნიეს მთა (3499მ), ამღისმაღალი (3741მ),
მახისმაღალი (3991მ), მაისტისმთა (4081მ), კიდეგანას მთა (4275მ), მთა ჭაუხი (3842მ), მთა
როშკისხორხი (3572მ). მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტის ღელე (2932მ), და
დათვისჯვარი (2663მ), ანდაქი (2887მ) და აწუნთა (3431მ). რეგიონი ხასიათდება საშუალო და
მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტებით და მოიცავს მთა-ტყის, სუბალპურ,
ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს. სუბნივალური ლანდშაფტი უშუალოდ
ესაზღვრება მარადიულ თოვლებს, ხოლო თავად მარადიულ თოვლებს და ყინულებს
ნივალურ ლანდშაფტს უწოდებენ.

ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორიაზე თანამედროვე მყინვარები


თითქმის არ შემორჩა. თანამედროვე მყინვარების ერთადერთი წარმომადგენელი ჭაუხის
მასივის კალთაზე, მდინარე აბუდელაურის სათავეში მდებარეობს. მთავარ ქედზე და
ბორბალოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნევა ძველი მყინვარების კვალი. არღუნ-
არდოტის ხეობაში კარგადაა განვითარებული მყინვარებიანი ქედები, როგორიცაა
თებულოს მთა, ამუგო, პირჩიტა, მახის მაღალი და სხვა. ფშავის არაგვის სათავეს მთა
ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე არაგვის მთელი აუზი უჭირავს.
ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარისაგან, რომლებიც სოფელი ღულის
მიდამოებში, ზღვის დონიდან 1600-1700მ-ზე ერთდებიან. ოდნავ უფრო ზევით მას
უერთდება გორშეღემის წყალი, რომელიც არხოტისა და ანატორის უღელტეხილების
კალთებიდან მოედინება, აღმოსავლეთიდან - ხახმატის წყალი, რომელიც სათავეს დათვის
ჯვრის მასივიდან იღებს. პირიქითა ხევსურეთი არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება
დაქანებული ფერდობით და ციცაბო კლდეებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები,
რომლებიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით
ტანიესა და კალოთანის წყალგამყოფ ქედზე. მდინარეების ასასა და არღუნის ხეობაში
შევხვდებით მიწისქვეშა წყლების მიერ დედამიწის წიაღიდან ამოტანილ კიროვანი
ნივთიერებების გამოყოფას - დალექვის შედეგად დაგროვილ ტრავერტინებს.

ფშავ - ხევსურეთის მდინარეები და წყლები არაგვი პირაქეთა ხევსურეთის მთავარი


მდინარეა, მისი შენაკადებია: ოხერხევი, ხახმატის, ბუჩუკურთის, ლიქოკის, დათვისის
წყლები და აკუშოს ხევი. ხევსურეთის არაგვს სოფელ მაწმოოსთან ფშავის არაგვის და ამ
ადგილს ორწყალი ეწოდება. ორწყალიდან (1154მ ზ.დ.) ფშავ-ხევსურეთის არაგვი ჟინვალის
წყალსაცავის მიმართულებით მიედინება; აქ მას მთიულეთის არაგვი უერთდება შემდეგ კი,
მცხეთასთან მტკვარს ერთვის.

ფშავის არაგვი სათავეს ბორბალოს (3135მ) და ბოთანას მთებიდან იღებს. მისი


შენაკადებია: ბოთანასწყალი, ასისხევი, ბოგონჩარის ხევი, მდინარე წაწა და ვერეულა.
ფშავის არაგვი შუაფხოში უერთდება თეთრახევას.
არხოტის წლის ხეობა (იგივე ასას ხეობა) შემოზღუდულია მაღალი მთებითა და
მყინვარწვერებით, რომელთა სიმაღლე ზღ. დონიდან 3000-4000 მეტრს აღწევს. ამ
მწვერვალებიდან ჩამომდინარე წყლები არხოტის ხეობაში გადის. არღუნის წყალი სათავეს
დათვისჯვრის მთიდან იღებს, მას წუბროვანისა და გუროს წყლის შენაკადები უერთდება.
არღუნის წყალი ჩრდილოეთისაკენ, ჩეჩნეთისაკენ მიედინება; მას ერთვის შატილის-ხევის
წყალი და მითულისწყალი.

არდოტის წყალის სათავე ანდაქისა და არჭილოს მწვერვალებიდან მომდინარე


წყლებისაგან შედგება. არდოტის წყალს უერთდება ანგელოზა და ჭანჭახის წყალი. არღუნის
და არდოტის მდინარეები სოფელ ანატორთან ერთდენიან. მდინარე შემდეგ ჩეჩნეთში
გადის.
მინერალური წყლებს ხევსურეთში ვეძას უწოდებენ. მათ შორის არის: ლიქოკის ვეძა,
გუდანის წყარო, ნადირხევის ვეძა, ხახმატის და ღულის ვეძა. ამ მჟავე წყლებს შორის
ტუტემარილოვანი წყაროები ჭარბობს.

ტბები. ტბა (ტბები) აბუდელაური - მყინვარული (მორენული) ტბა სამი მშვენიერი, ალპური
ზონის ტბისგან შედგება: მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბისგან; მდებარეობს როშკისწყლის
მარჯვენა შენაკადის - აბუდელაურის სათავეში; ზ.დ. 2812მ. სარკის ფართობი 0.035კმ
კვადრატი საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით, გამდინარეა. იგი ზამთრის
განმავლობაში ყინულით იფარება. განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულის
დასაწყისში. ტბაში არ არის თევზი.
ტანიეს კარსტული ტბა, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის ქედის
ჩრდილოეთ კალთაზე. ზ.დ. 2232მ. სარკის ფარდობი 0,033კმ კვადრატი. პირიქით
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა, თევზი არ არის.
ფლორისა და ფაუნის ტურისტული დანიშნულება
ფლორა. რეგიონის ბიომრავალფეროვნებას ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიონის
მიჯნაზე მისი მდგომარეობა განაპირობებს. ფშავ-ხევსურეთის ფლორა იშვიათ სახეობებს
შეიცავს. მათგან 20 - ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. აქ ასევე
გვხვდება რეგიონის მაშტაბით იშვიათი სახეობები.
ენდემიზმის დონე (ენდემურ სახეობათა პროპორციული რაოდენობა) განსაკუთრებით
მაღალია მცენარეთა სახეობებს შორის. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს კავკასიის 212
ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ კავკასიაში გავრცელებული ენდემური 17 გვარიდან აქ
7 გვხვდება; შესაბამისად, ფშავ-ხევსურეთიში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 35.4%
კავკასიის ენდემია.
რეგიონში - ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის (მდინარე არაგვის აუზის ხეობა), მთების შუა
სარტყელში წიფლნარი და მუხრან-რცხილნარი გვხვდება, ლუბალპური ტყის სარტყელში -
მაღალმთის ბუჩქნარი და სუბალპური მაღალბალახეულობა; ალპური სარტყელი
წარმოდგენილია ალპური მდელოებით; და ბოლოს, პეტროფილური ფლორა გვხვდება
სუბნივალურ სარტყელში. აღნიშნული ოთხივე სარტყელთა წარმოდგენილი ასას და
არღუნის ხეობებშიც (პირიქითა ხევსურეთი) ფშავ-ხევსურეთის ტყეები წარმოდგენილია
მურყნარებით და ტირიფის სახეობებით, ცალკეულ ადგილებში გვხვდება ოფი და ხვილო.
მისი გავრცელების ოპტიმალური სიმაღლე ზ.დ. 1000 მეტრია. მუხნარების ფორმაციაში
წარმოდგენილია მუხნარები-რცხილნარის, მუხნარები-იელის, მუხნარები-თხილნარების,
მუხნარები-შინდის, მუხნარები-თივაქასრას, მუხნარები-მთის წივანას მონაწილეობით.
უფრო მაღლა, ზ.დ. 1500-1800მ-ზე მას ენაცვლება მაღალი მუხა. ეს ტყეები ფშავ-ხევსურეთში
საკმაოდ გაჩეხილია და მათ ადგილზე იელი და ველური ხილი - პანტა, მაჟალო, კუნელი და
ზღმარტლია გავრცელებული. ჩრდილო ფერდობზე დომინანტურია წიფელი, მას ერევა
რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, ვერხვი. უფრო ზემოთ წარმოდგენილი არყი,
მაღალმთიანი მუხა. ბუჩქნარებიდან აღსანიშნავია თხილი, ძახველი, ასკილი და ა.შ. მთის
შუა სარტყლის ტყეები (1500-1700მ) წარმოდგენილია წიფლნარითა და მუხნარებით და
თანდათან სუბალპურ ტყეებში გადადის. აქაურობისთვის დამახასიათებელია არყნარი
ტყეები. პირიქითა ხევსურეთში გავრცელებულია ჩრდილო კავკასიის ენდემური ჯიშის სავი
არყი; შემდეგ ერევა ჭნავი, მდგნალი, და ა.შ. პირიქითა ხევსურეთში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია კავკასიური ფიჭვის ხვედრითი წილი. არყნარი ტყეების ზოლი ზოგ
ადგილას ზღვის დონიდან 2500მ-ს აღწევს და მასში ერევა დეკა, იელი, ტირიფი და ა.შ
სუბალპურ მდელოებზე გავრცელებულია იშვიათი ბალახების 200-ზე მეტი სახეობა,
რომელსაც ანალოგი საქართველოში არ გააჩნია. სუბალპებში გავრცელებულია კავკასიური
დეკნარები და მოცვის სახეობები. აღსანიშნავია, რომ დეკა მუდამ ჩრდილოეთ ფერდობზე
იზრდება და არასოდეს - სამხრეთზე. სუბალპურ ზონაში გავრცელებულია ასევე
ბიბერშტეინის და ალპური მოცხარი, უზანი, წერწა, ხურტკმელი. დეკიანი განსაკუთრებით
გავრცელებულია არღუნის და ასას სუბალპურ და ალპურ სარტყელში.
რეგიონში გავრცელებულია სონსოვსკის დიყი. იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა - შიშველ
სხეულზე მოხვედრისას ნაკაწრს ტოვებს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს
მოუშუშებელი რჩება.
პირიქითა ხევსურეთში ალპური მდელოებით (ალპური ხალები) ზღვის დონიდან 2900-
3300მ სიმაღლეზეა წარმოდგენილი. ალპურ ხალებს ქმნიან დაბალი მცენარეები.
ალპური მდელოები გვხვდება არხოტის მთაზე, გურო-გიორგიწმინდის ხეობებში, ხონესა
და აწუნთაში.

სამკურნალო და სამეურნეო მცენარეები - ფშავ-ხევსურეთში მედიცინის განვითარებას


ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბართან სიშორის გამო მოსახლეობა იძულებული იყო,
სამკურნალო საშუალებები ადგილზე გამოენახა. ამ მიზნით ფართოდ გამოყენება
ადგილობრივი ფიტოგენოფონდი. სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები ფართოდ
არის გავრცელებული მდინარე ანდაქის წყლის ხეობაში. ეს არის სხვადასხვა ვიტამინებით
მდიდარი სვია და ქაცვი. სუბალპურ და ალპურ სარტყელში ფართოდ არის გავრცელებული
კავკასიური დეკა, ასკილი, ჟოლო, კეწერა, და მოცვი. როშკის კლდეებზე აგრეთვე იზრდება
ხარიშუბლა, რომლისგანაც ამზადებენ საგულე საშუალებას - პლატიფილინს. პირიქითა
ხევსურეთში გვხვდება დუცი, რომელიც კუჭ-ნაწლავების დაავადბების დროს გამოიყენება.

რეგიონში ხშირად ისმის კავკასიური შურთხის ხმა. იგი კავკასიონის ყველაზე მაღალ
უღელტეხილებსა და მწვერვალებზე გვხვდება, თუმცა მისი დანახვა ძნელია. შურთხი
ძალიან მაღლა ცხოვრობს. ისევე როგორც კავკასიური ჯიხვი, ის ზამთარსაც ზღვის
დონიდან 3000მ სიმაღლეზე ატარებს და მხოლოდ გაზაფხულზე, აპრილ-მაისში ეშვება
შედარებით დაბლა. რეგიონი ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებით ხასიათდება,
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩლიქოსანთა თანასაზოგადოება. ჯიხვი კავკასიონის მთების
ნამდვილი მშვენებაა, განსაკუთრებით - მამალი,დიდრქიანი ხარ-ჯიხვები, რომლებიც
ჯოგებად ბალახობენ მიუვალი მწვერვალების ძირში. მათ ძირითადად პირიქითა
ხევსურეთში შეხვდებით. ფშავ-ხევსურეთში ნიამორის მცირერიცხოვანი პოპულაცია ბოლო
წლების განმავლობაში გამოჩნდა; ფშავ-ხევსურეთში გვხვდება არჩვი, იგივე ფსიტი, მისი
პოპულაცია ბორბალოს მთის მიდამოებში, სუბალპურ და დეკიან ფერდობებზე ბინადრობს;
ასევე: შველი, გარეული ღორი და კეთილშობილი ირემი, თუმცა ბოლო ათწლეულების
განმავლობაში მხოლოდ ერთეული ინდივიდების ნახვის ფაქტები ფიქსირდება.
ფშავ-ხევსურეთი მტაცებელთა ფაუნის მხრივაც გამოირჩევა. აქ გვხვდება მურა
დათვი, მგელი, ფოცხვერი; ფიქსირდება ჯიქის ნახვის ერთეული შემთხვევები. წვრილი
ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: დაღესტნური მემინდვრია,
გუდაურის მემინდვრია, რადეს ბიგა და ვოლნუხინის ან მცირეკავკასიური ბიგა. არსებული
მონაცემებით, რეგიონში გავრცელებულია ფრინველთა 83 სახეობა. კავკასიის ენდემებიდან,
კავკასიური შურთხის გარდა, აღსანიშნავია კავკასიური როჭო. საქართველოს წითელი
ნუსხიდან ფშავ-ხევსურეთში გვხვდება ფრინველთა 5 სახეობა, მათგან ერთი (სვავი)
საფრთხეშია გლობალური მაშტაბითაც და შესულია IUCN - ის წითელ ნუსხაში (NT - ის
კატეგორიით).

ფრინველთა დამკვირვებლებისთვის - „ბერდვოჩერებისთვის“ საინტერესოა ასევე


კოჭობა და დიდი ბოლოცეცხლა, ლამაზი ჩიტი - წითელფრთიანი კლდეცოცა, გუგული,
რქოსანა ტოროლა, შაშვების და მერცხლების ნაირსახეობა, მთის მწყერჩიტა, მთის
ბოლოქანარა, სკვინჩა და სხვა. ფშავ-ხევსურეთი მდიდარია დიდი ზომის ფრინველთა
სახეობებით. სვავის გარდა, რეგიონში ბინადრობს ბატკანძერი, ორბი, კირკიტა, ქორი,
მიმინო, მთის არწივი და სხვა. ასევე საყურადღებოა კავკასიური ყარანა, მწვანე ყარანა, და
თავწითელა მთიულა.
ქვეწარმავლებიდან აქ ბინადრობს ხვლიკიჭამია გველი, კავკასიური გველგესლა,
მარდი ხვლიკი, ქართული ხვლიკი, ანკარა და სხვა.
ფშავ-ხევსურეთი დღის პეპლების სიუხვით გამოირჩევა. დაფიქსირებულია
გლობალურად იშვიათი სახეობები - აპოლონი, არაფარდი, მრავალთვალა, არიონი, ასევე,
კავკასიის იშვიათი ენდემი - კავკასიური აპოლონი. სულ მწერებიდან საქართველოს წითელ
ნუსხაში შესულია 9 სახეობა.

დაცული ტერიტორიული სისტემები და ეკოტურიზმის მიმართულება


ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წლის 16 აპრილს
(საქართველოს კანონი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“) და მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს და ასას
აღკვეთილს. საფეხმავლო ბილიკებით შესაძლებელია თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ
ტერიტორიებზე გადასვლა. ეს ბილიკი ყველაზე პოპულარული მარშუტია ეკოტურისტული
ბუნების მოყვარულთათვის. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საერთო
ფართობია 80012 ჰა (მათ შორის, ეროვნული პარკის - 75936 ჰა, როშკის ბუნების ძეგლის - 133
ჰა, ხოლო ასას აღკვეთილის - 3943 ჰა.) მის უნიკალურობას მთის ლანდშაფტებთან ერთად,
ქმნის მრავალფეროვანი და ხელუხლებელი ეკოსისტემა. დამხმარე ზონა მოიცავს ფშავ-
ხევსურეთის ეროვნულ პარკში და მის მიღმა არსებულ დასახლებულ პუნქტებს: ანატორი,
მუცო, კისტანი, ლებაისკარი, კალოთანა, ამაღა, ჭიმღა, ანდაქი, ქინო, ბინდაურთა, არჭილო,
ჭეჭყეთი, შატილი, არდოტი (პარკის შიგნით სოფლები), უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი
(ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო),
უსტამალაე, კეო, ბარისახო, ბოჩქვილო, ალისოფელი (პარკის მიმდებარე სოფლები).

დაცული ტერიტორიები, როგორც მთლიანად ფშავ-ხევსურეთის რეგიონი, რთული


ოროგრაფიით ხასიათდება. აქ მდინარეების - არღუნის, ასას, ხევსურეთის არაგვისა და მათი
მრავალრიცხოვანი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობები ერთიმეორისგან გამოყოფს
ქედებსა და მათ თხემებზე აღმართულ მწვერვალებს. დაცულ ტერიტორიაზე გადის
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი და გვერდითი ქედების მონაკვეთი (ჭაუხის მასივისა და
მწ, პატარა ბორბალოს შორის). ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი
ყველაზე მდიდარი მხარეა მცენარეთა სახეობების მაღალი ენდემიზმის დონით (ენდემურ
სახეობათა პროპორციული რაოდენობით).
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ხელუხლებელი
ჰაბიტატების - ჯიხვის და ნიამორის პოპულაციების დაცვა/აღდგენის ხელშეწყობის მიზნით
შექმნილია ბუნების მკაცრი დაცვის ზონა. მკაცრი დაცის ზონა, ამავე დროს,
უზრუნველყოფს აქ მობინადრე სხვა სახეობების კონსერვაციას, ენდემიზმით გამორჩეული
ალპური და სუბნივალური მცენარეულობისა და ფლორის კომპლექსების დაცვას. მკაცრი
დაცვის ზონის „აწუნთას მონაკვეთი“ (აწუნთას ქედი და თებულოს მთის მისადგომები) და
ბორბალას მთის ნაწილი წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ჯიხვის არეალის
გაგრძელებას ხევსურეთში. ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში შესულია არხოტის
საჯიხვეები, კერძოდ: ტერღას, ტანიეს, ჭიმღას და ბისნას ხეობების საჯიხვეები. არხოტში
მკაცრი დაცვის ზონა, რუსეთის ფედერაციის მხარეს არსებულ საჯიხვეებთან ერთად,
მნიშვნელოვან თავშესაფარს ქმნის ჯიხვის არვეებისათვის. მკაცრი დაცვის ზონა ნიამორის
მცირერიცხოვანი ჯგუფების (ანატორისა და სოფელ არდოტის მოპირდაპირედ მდებარე
კლდიანი ტყის მონაკვეთები) თავშესაფარია. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ
პრაქტიკულად „თვითშეზღუდვა“ დააწესა ნადირობაზე, ნიამორის რიცხოვნობა
ხევსურეთში მატულობს. საქართველოში ნიამორი მხოლოდ თუშეთსა და ხევსურეთშია
შემორჩენილი. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი
ტრადიციული გამოყენების ზონაში ვიზიტორთათვის შესაძლებელია სამეცნიერო
კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით
სარგებლობა, გადაადგილება ფეხით და ცხენით, ასევე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
ეროვნულ პარკში, ბუნებრივი გარემოს დაცვის პარარელურად, რეკრეაციის,
ეკოტურიზმის და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შექმნილია ვიზიტორთა ზონა.
ახლო მომავალში ტურისტული, დაცვის, კონტროლისა და უსაფრთხოებისთვის
აუცილებელიინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება ადმინისტრაციის ზონაში.

ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია სათავგადასავლო-რეკრეაციული საქმიანობა


(მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა, ცხენოსნობა); ეკოსაგანმანათლებლო
საქმიანობა და სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

როშკის ბუნების ძეგლი მოიცავს მდინარე როშკისწყლის ხეობას, სოფელ როშკიდან


კავკასიონის მიმართულებით. ეფექტურ პეიზაჟებს ქმნის კავკასიონის ფერდობები და
ერატიული („მცოცავი“) ლოდების სიმრავლე. აქ არსებული ორი უზარმაზარი დიამაზის
(მაგმური ქანი) ლოდი მიეკუთვნება მსოფლიოს უდიდესი ერატიული ლოდების რიცხვს.
შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი
რაოდენობით მიმოფანტულია ხეობის უფრო მაღალი ნაწილებში და, აგრეთვე, სოფელ
რიშკის სიახლოვეს.
როშკის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის დაშვებულია
არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა.
ასას აღკვეთილი მოიცავს მდინარე ასას ხეობის მარცხენა კალთას და მისი მარცხენა
შენაკადების (არაგვისწყლის, ახიელისწყლის და სხვა.) ხეობების სათავეებს. ასას
აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს ხელუხლებელ წიწვოვან ტყის მასივებსა და ნაშალებს,
სადაც მუდმივ თავშესაფარს პოულობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები -
დათვი, ჯიხვი, არჩვი. ამ ტერიტორიას, სავარაუდოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ჯიქისთვისაც. სწორედ ამ ადგილებში აღინიშნა ჯიხვის მოკვლის ბოლო შემთხვევა და ამ
ცხოველის კვალიც ბოლო წლების განმავლობაში აქ დაფიქსირდა.

ასას აღკვეთილში ვიზიტორთათვის დაშვებულია საგანმანათლებლო და რეკრეაციული


მიზნით მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ფეხითა და ცხენით
გადაადგილება; ფოტოებისა და ფილმების გადაღება, ასევე, ბიომრავალფეროვნების
ობიექტებზე ვიზუალური დაკვირვება მყუდროების დარღვევის გარეშე; ღამისთევა -
სპეციალურ ადგილებსა და თავშესაფრებში.

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში


მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 9,030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-
ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით
დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები
და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის
თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე
დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი მდებარეობს ყაზბეგის


მუნიციპალიტეტი, მდ. ბიდარას ხეობა, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის
მიმდებარედ, 2197 მეტრი ზღვის დონიდან. ხეობაში რამდენიმე ადგილას არის წყაროების
მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად
დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდ. ბიდარას მარცხენა ნაპირზე საავტომობილო
გვირაბის სიახლოვეს მდებაროებს. აქ გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე
თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი
ტრავერტინს წარმოქმნის.

სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი მდებარეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. თერგის


ხეობაში, სოფ. სიონის მიდამოებში (ზ. დ.-დან 3136 მ). ბუნების ძეგლი საინტერესო
გეოლოგიური აგებულებით გამორჩეული ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც
წარმოიქმნა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მთა ქაბარჯინაზე. მთა წარმოადგენს
ვულკანური ღვარის ბრტყელთხემიან ბორცვს, რომლის ფერდობებზეც დეკა ხარობს.
მოსახლეობა ამ ადგილს უწოდებს „სახიზნარის კლდის სვეტებს“, ვინაიდან წინა
საუკუნეებში ომიანობის პერიოდში, მტრის მოახლოვების დროს სოფლის მოსახლეობა
სწორედ აქ იხიზნებოდა და თავს აფარებდა კლდეებს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი, მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა,


ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს
შორის.

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტისას წარმოდგენილია ტურისტული მარშრუტები:

 გველეთის ჩანჩქერი - მდებარეობს დარიალის ხეობაში სოფელ გველეთთან 7 კმ-ში დაბა


სტეფანწმინდიდან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში,
საიდანაც ვიწრო ბილიკით გზა მიდის ჩანჩქერისკენ. ბოლო 700 მეტრიანი მონაკვეთის
გასავლელად აუცილებელია მანქანიდან ჩამოსვლა და ფეხით სიარული.

 ჯვრის უღელტეხილი - მდებარეობს კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით და


„National Geographic Society“-ის მიერ მოიაზრება ევროპა აზიის საზღვრად.
უღელტეხილი მდრებარეობს გუდაურიდან 5 კმ-ში და სტეფანწმინდიდან 30 კმ-ში.
 ჯვრის უღელტეხილიდან მარცხენა მხარეზე სტეფანწმინდის მიმართულებით
მდებარეობს გერმანელ ტყვე ძმათა სასაფლაო. აღსანიშნავია რომ მეორე მსოფლიო ომის
დამთავრების შემდგომ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე ათი ათასობით
გერმანელი ტყვე იყო იძულებით სამუშაოებში ჩაბმული და ბევრი მათგანი დაიღუპა.
აღნიშნული სასაფლაო ადრევე არსებობდა თუმცა მისი შეკეთება გერმანიის მთავრობის
ფინანსური მხარდაჭერით 2002 წელს მოხდა.

 თრუსოს ხეობა - მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში კავკასიონის ჩრდილოეთ


კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, თრუსოს
ხეობიდან სოფელ კობამდე მანძილი 25 კმ-ია. სტეფანწმინდიდან სოფ. კობამდე მანძილი
20 კმ. ხეობაში გვხვდება ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ნასოფლარები,
მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული
ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და
აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). თრუსოს ხეობა მდიდარია
ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და
აბანო. ხეობაში ფრაგმენტულად გვხვდება არყის ტყეები.

 დარიალის ხეობა - მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.


იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან
(სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის
შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს
სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის
შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.

 ხდის ხეობა - მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე, ლარსის საზღვართან. ამ


ხეობის ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. მისასვლელად აუცილებელია
დაშვება დარიალის ხეობაში, მარჯვნივ ახლად აშენებული დარიალის სამონასტრო
კომპლექსის მხარეს მდინარე ბროლისწყალის კალაპოტს მიუყვება საფეხმავლო ბილიკი.
მანძილი დაბა სტეფანწმინდიდან მონასტრამდე 11 კმ-ია, საფეხმავლო ბილიკის სიგრძეა
დაახლოებით 17 კმ.

 ართხმოს ხეობა - იწყება სოფ. ახალციხედან (სნოს ხეობა) და მიუყვება მდინარე


ართხმოსწყლის კალაპოტს. აქ გვხვდება ძველი უკვე მიტოვებული სოფლები მიგუდა და
ართხმო. აქ ასევე არის ჩანჩქერები. მისასვლელი სამანქანო გზა დაბა სტეფანწმინდიდან
სნოს ხეობის მიმართულებით სოფ. ახალციხემდე 10 კმ. მანძილი ართხმოს ხეობამდე 8
კმ-ია (ცხენით, ფეხით, მანქანით).

 სოფ. ჯუთა - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი (2 200 მ) ყაზბეგის


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ახლომდებარე ჭაუხის მთათა სისტემა მდებარეობს
ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ბაკურხევის სათავეში. მაქსიმალური სიმაღლე 3
688 მ-ია სოფელ ჯუთამდე სამანქანე გზა დაბა სტეფანწმინდადან 24 კმ, სოფ. სნო-მდე
(8კმ) ასფალტირებულია, სნო-დან ჯუთამდე 16 კმ გრუნტის გზაა.

ბალნეორეკრეაციული რესურსები

კურორტი ბაზალეთის ტბა მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის


ქედის დასავლეთ ფერდობზე, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირში (ზ.დ.-დან-900 მ).
ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. წარმოდგენილია მუხისა
და რცხილის ტყეები. მკურნალობის სახეობებია: პასიური კლიმატოთერაპია, ბანაობა
ტბაში.

კურორტი ვაჟას წყარო მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, დიდი კავკასიონის


შუამთის ზონაში, დაბა ჩარგალთან (ზ. დ.-დან – 820-840 მ). ხასიათდება ცივი, საკმაოდ
თოვლიანი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. წარმოდგენილია მუხის, რცხილის, სოჭის,
ნაძვის, ფიჭვის ტყეებით. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და
მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი კობი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის


მარჯვენა ნაპირზე, სტეფანწმინდიდან 20 კმ-ის მანძილზე (ზ. დ.-დან – 1970 მ). ხასიათდება
შედარებით მშრალი, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. წარმოდგენილია
სუბალპური მდელოების მცენარეულობა. მკურნალობის სახეობები – მინერალური წყლის
მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი სიონი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის ხეობაში,


კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილში, სტეფანწმინდიდან 4 კმ-ის მანძილზე (ზ.დ.-დან
1850-1900 მ). ხასიათდება ცივი ზამთრით, თოვლის მდგრადი საფარითა და ზომიერად
თბილი ზაფხულით. წარმოდგენილია სოჭის, ნაძვის, ფიჭვის ტყეებით.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება
(დალევა).

კურორტი სტეფანწმინდა მდებარეობა – დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცენტრში, მდ.


თერგის ზემო დინების მარჯვენა ნაპირზე, კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, ყაზბეგის
მთის ძირი (ზ. დ.-დან - 1744 მ). ხასიათდება ცივი ზამთრით, მდგრადი თოვლის საფარითა
და გრილი ზაფხულით. წარმოდგენილია ალპური მდელოების მცენარეულობა, წიწვიანი
კორომებით.მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის
მიღება (დალევა).

კურორტი ფასანაური მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრეთ


ფერდობზე, მდ. თეთრი არაგვის ხეობაში (ზ.დ.-დან – 1050 მ). ხასიათდება ცივი, საკმაოდ
თოვლიანი ზამთრითა და თბილი ზაფხულით.წარმოდგენილია ორა – შერეული ტყეები.
მკურნალობის სახეობები - პასიური კლიმატოთერაპია მინერალური წყლის აბაზანები და
მიღება (დალევა).

კულტურულ-ტურისტული რესურსები

ფშავი ისტორიული ფხოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის XVI საუკუნის შემდგომი


პერიოდის სახელწოდებაა. ამჟამად იგი, ხევსურეთთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტს
მიეკუთვნება. ფშავი ცნობილია საქართველოში, როგორც ვაჟა-ფშაველას სამშობლო, სადაც
მთის ბუმბერაზი პოეტი დაიბადა და მოღვაწეობა. ფშავი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე
პატარა ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციაა. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება
ხევსურეთი, დასავლეთით - გუდამაყარი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - თიანეთი. ფშავის
ტერიტორია მეჩხერადაა დასახელებული. რეგიონში ისტორიულად მცირე ზომის
სოფლებია, რომლებიც მაღაროსკარისა და უკანაფშავის (შუაფხო) თემის საკრებულოებში
შედის. ფშავში საგვარეულო კოშკები არ შემონახულა. ვხვდებით მხოლოდ ნანგრევებს,
განსაკუთრებით უკანაფშავში, სადაც ფშავის თემების მოსახლეობა თავდაპირველად
სახლობდა. ეს ციხე-კოშკები, ძირითადად, XIII საუკუნეში განადგურდა მეფის წინააღმდეგ
ფხოველების ამბოხების დროს.

ლაშარის ჯვარი. ლაშარის ჯვარი მდებარეობს უკანა ფშავში, ერთი მაღალი მთის ქედზე,
რომელსაც „ხმელგორს“ უწოდებენ. ხატი დაჩრდილულია მუხისა და იფნის ხეებით. ხატის
გალავანი წმინდა და შეუვალია, სადაც ხევისბერებისა და მოწმინდარების გარდა შესვლა
არავის არ შეუძლია. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც „გიშრის
ფაფარიანი ნისლა ცხენით „ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც ფშავის
თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავსათესის ბარაქიანობას, ადამიანთა
კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას.

ანატორის აკლდამები. ანატორი პირაქეთა ხევსურეთში, შატილიდან დაახლოებით 3


კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან მდებარეობს. სოფელში,
რომელიც ისტორიული წყაროებით XVIII საუკუნეში ამოწყდა, ძირითადად სისაურებს
უცხოვრიათ. გადმოცემის თანახმად, რაღაც ინფექცია, აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს
და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი
ანატორელები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ადრე გარდაცვლილებს საწოლი
თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ-მწყურვალნი თვითონ ელოდებოდნენ
სიკვდილს. აკლდამების შიგნით, კედლების გასწრივ, მიცვალებულთა დასასვენებლად ორ
ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამებში რამდენიმე ათეული ადამიანი
იყო დაკრძალული. ადრე დაკრძალული ძვლები იატაკზე და ქვედა იარუსის თაროებს ქვეშ
იყო დაგროვილი. არქეოლოგიური გათხრის დროს აკლდამაში აღმოჩნდა ხის ჭურჭელი,
სამკაულები, ისრისპირები და მონეტები.

გუდანის ჯვარი. წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში.


გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფელ გუდანში.
ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით.
ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების - საარაბულოს,
საჭინჭარაულის, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო
ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე
მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა,
ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე
მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა.შ.). იგი ძირითადად
მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ.

მუცოს ციხე. სოფელი მუცო მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის


წყლის ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი
იყო.სოფელი ზღვის დონიდან 1880მ. დუშეთიდან 121 კმ-შია. 2002 წლის აღწერი
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი. სოფელში, რომელიც თითქმის
32
გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების
გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განლაგებული ვერტიკალურ
ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღისითვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების
ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის
ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.

ლებაისკარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-


ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. მდებარეობს
სოფელი ლებაისკართან, შატილის გზაზე. ლებაისკარი ხუთსართულიანი კოშკია, რომლის
სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდება გადასატანი ხის კიბეებით. საქონლისათვის
გამოყოფილია ქვედა სართული (გომური). ზემოთ, კედლის შუა ადგილზე, კოშკს ოთხივე
მხარეს პატარა აივანის მსგავსი თითო სალოდე აქვს. უკანასკნელი სართული შიგნიდან
გადახურულია შეკრული კამარით, გარედან - პირამიდისებრი საფეხურიანი სახურავით.
შატილის ციხე-სოფელი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე,
უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და
ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ
გადმოსასვლელებს. სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-
სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ
კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი
ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპი -
ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ
სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული
ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში
შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
არხოტი ხევსურეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს,

32

მაკალათია, ს. (1984). ხევსურეთი. თბილისი.


რომელსაც ჩრდილოეთ ინგუშეთი ესაზღვრება. იგი პირაქეთა ხევსურეთს საფეხმავლო
ბილიკებით უკავშირდება. არხოტის თემის მთავარი სალოცავია ახიელის მიქაელ
მთავარანგელოზის ჯვარი. არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი.

გამღა არხოტის თემი მახლობლად მდებარეობს. ნასოფლარის ტერასებზე შენობათა


ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლები ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. სოფლის
მიმდებარედ შემორჩენილია ძეგლები: გაგათ ციხე-სახლი, თეთრაულების კოშკი,
ორბელთის ეკლესია და ნასოფლარი, ქავისკარის კოშკი, ეკლესიის ნანგრევების
რკინისჯვარი, სვეტის ანგელოზის ჯვარი; ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, ბეღელი,
„დროშათა საბძანი“ კოშკი, საზარე კოშკი და გალავანი.
ახილიეს ბათაკათი ციხე-სახლი ახიელის ცენტრალურ ნაწილში დგას. სოფლის ზემო
უბანში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 200მ მანძილზე ხარათ ციხე-კოშკია.
არდოტი შატილის თემში მდინარე ადაქის მარცხენა ნაპირზე გაშენებული სოფელია,
რომელიც ზ.დ. 1820 მ-ის სიმაღლეზე, შატილიდან 15კმ მანძილზე მდებარეობს. სოფელში
არის XIX საუკუნის ეკლესია, ე.წ. „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობა, ზვიადაურების
კოშკი რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, და ღვთისმშობლის ჯვარი.
სალოცავში შედის დარბაზი, საზარე და სასანთლე კოშკები, საქვაბე, საჯარე და ბეღელი.
ბარისახო ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია. სოფელში განთავსებულია სკოლა,
სამედიცინო პუნქტი, პოლიცია. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ბარისახოს
ხმალას ანგელოზისადმი შეწირული რიტუალური წყლის ჭურჭელი, ლომის
გამოსახულებით (XII-XIV სს.).
გიორგიწმინდას ციხეთგორის სამაროვანი ეს არქეოლოგიური ძეგლი შატილიდან
სამხრეთ-დასავლეთით ხუთი კილომეტრის მანძილზე, მდინარეების არღუნისა და
გიორგიწმინდისწყლის შესართავთან მდებარეობს და ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულით
თარიღდება.

კისტანის ციხე-სოფელი - ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მდინარე


არღუნის ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. აგებულია შუა საუკუნეებში. ციხე-სოფელი
რთულ, კლდოვან რელიეფზეა აშენებული და ორ კომპაქტურ უბნად იყოფა. სოფლის
(ამჟამად ნასოფლარის) ძირითადი ნაწილი 30-მდე ციხე-სახლისგან შედგებოდა,
რომლებსაც ერთდროულად საყოფაცხოვრებო და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა და
რომლებიც ნანგრევების სახით შემოგვრჩა. სოფლიდან ცოტა მოშორებით, მაღალ ქარაფზე,
აგებულია წმინდა თავდაცვითი ხასიათის ორი ნაგებობა, რომელიც კარგად არის
შემონახული.
ხახაბო ციხე-სოფელი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან 25 კმ-ის
დაშორებით, სოფელში 30-ზე მეტი ციხე-სახლის ნანგრევებია შემორჩენილი. სოფლიდან
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მაღალი კლდის თავზე მდებარეობს თავადი
ბედლისანგელოზის ჯვარი. ხატის კომპლექსში შედის ბეღელი, საქვაბე და საზარე.

გერგეთის სამება- ძეგლი მდებარეობს დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში და წარმოადგენს XIV


საუკუნის ტაძარს. მისასვლელად აუცილებელია გეზის აღება სოფელ გერგეთისკენ,
საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანით ან ფეხით შესაძლებელია მთის მწვერალზე ასვლა
და ამ ძეგლის მონახულება.

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე მდებარეობს, დარიალის


ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და
აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის
გადაკეტილი. მისასვლელად აუცილებელია წასვლა დარიალის ხეობის მიმართულებით.
(დაბა სტეფანწმინდიდან 10კმ). ამჟამად მისასვლელი გზა საბაჟოს გავლითაა და საშვის
გარეშე შეუძლებელია.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი

მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას (1861-1915წწ.)


ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX საუკუნისა
და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების
სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტომასალა და სხვა.
კორშას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX საუკუნის ეთნოგრაფიული


მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი,
სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა
ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, 11
საათიდან-16 საათამდე.
ეთნოტურისტული კომპლექსი „ოქროს აკვანი“
ხევსურეთში გამგზავრებისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ დავით ლუკა ქაფიაშვილის
ეთნოტურისტულ კომპლექსს „ოქროს აკვანი“. ხევსურულ-შოტლანდიურ სტილში
მოწყობილი რეკრეაციული ზონა ცაში აზიდული კოშკებითა და ორიგინალური
არქიტექტურით სასიამოვნო სანახაობას გპირდებათ. აქ იგრძნობა მთის სული, ფშავ-
ხევსურეთის სტუმარ-მასპინძლობა და ტრადიციები.

არაგვის სათავგადასავლო ცენტრი ფშავში გამგზავრებისას ჯომარდობისა და


ველოტურების მოყვარულებს შეუძლიათ ესტუმრონ არაგვის სათავგადასავლო ცენტრს.
ცენტრი სოფელ თვალივში, თბილისიდან 70 კმ მანძილზე მდებარეობს. აქ შესაძლებელია
ნავის, საჯომარდო აღჭურვილობის, ველოსიპედების, კარვების და საძილე ტომრების
დაქირავება. ასევე გიდი/ინსტრუქტორის მომსახურებით და საკარვე ადგილით
სარგებლობა.

სამაჩაბლოს ტრრ

სამაჩაბლოს ტრრ მდებარეობს კავკასიონის ცენტრალური ქედის სამხრეთ კალთებზე. მისი


ჩრდ. საზღვარი გადის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გასწვრივ, ხოლო აღმ.
საზღვარი — ალევის ქედის გასწვრივ; რეგიონის დასავლეთ საზღვარი კვეთს ლიხის, რაჭის
და შოდა-კედელას ქედებს, მდინარეების — ძირულას, ყვირილას, ჯეჯორას და ღარულას
ხეობებს და მთავრდება უშუალოდ მამისონის უღელტეხილთან; სამხრეთ საზღვარი
მიუყვება შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. პერიფერიას. ჩრდილოეთით რეგიონი ესაზღვრება
რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა — ალანიას, ხოლო დანარჩენი სამი
მხრიდან — საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებს: აღმოსავლეთით — ყაზბეგის და
დუშეთის მუნიციპალიტეტებს, სამხრეთით — კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის, ხოლო
დასავლეთით — საჩხერის და ონის მუნიციპალიტეტებს.
რეგიონის ტერიტორიას უკავია 3800 კმ². რეგიონში მდებარეობს თავად ქ. ცხინვალი, 4 დაბა
— ახალგორი (ყოფილი ლენინგორი), ყორნისი (ყოფილი ზნაური), კვაისა და ჯავა და 300-
მდე სოფელი.რეგიონი ხასიათდება მაღალმთიანი (ჩრდილოეთით) და საშუალო სიმაღლის
(სამხრეთით) რელიეფით. მაღალმთიანი რელიეფი მოიცავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს
და მის რამდენიმე განშტოებას. ამ ადგილებში კავკასიონის მთავარი ქედი, მის სხვა
ნაწილებთან შედარებით, დაბალია და 4 000 მ.-ზე ქვემოთ მდებარეობს. რეგიონის
ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში მთების სიმაღლე მერყეობს 2 000 მ.-ის ფარგლებში,
ხოლო შიდა ქართლის ვაკის გასწვრივ მდებარე ზოგიერთი წყალგამყოფი ქედი კი 1 000 მ.-ს
აღწევს.

ცხინვალის რეგიონის ძირითადი ნაწილის წყალჩასადინარი არის მდ. მტკვრის აუზი


(ჩამდინარე კასპიის ზღვაში), ხოლო მცირე ნაწილის — მდ. რიონის აუზი (ჩამდინარე შავ
ზღვაში). მთავარ სამდინარო სისტემას ამ ადგილებში ქმნიან მდინარეები დიდი ლიახვი,
პატარა ლიახვი, ქსანი, მეჯუდა, ლეხურა, ფრონე და სხვ. ცხინვალის რეგიონის
ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი უკავია ტყის მასივებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი —
ალპურ და სუბალპურ მდელოებს. უკიდურეს სამხრეთის ვაკეებში გვხვდება, ასევე, ეკალ-
ბარდიანი სტეპი.

ბალნეორეკრეაციული რესურსები

საკურორტო ადგილი ბაგიათი მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლიახვის


ხეობაში, სოფ. ვანელის მიდამოებიში (ზ. დ.-დან - 1220 მ). ხასიათდება ცივი, თოვლიანი
ზამთრითა და ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით. წარმოდგენილია
ფოთლოვანი ტყეები.

მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური


კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ვეზური მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქუდარის


ხეობში, მდინარე ჯიჯორას სათავეებთან, ჯავიდან 25 კმ-ის დაშორებით (ზ. დ. -დან - 1450
მ). ხასიათდება ცივი, თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით.
წარმოდგენილია ფოთლოვან-წიწვოვანი ტყეები.

მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური


კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი კოდიბინი მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრიას


ველზე, ჯავიდან 4-5 კმ-ის დაშორებით (ზ.დ.-დან - 1110 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი,
თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით.
წარმოდგენილია შერეული ტყეები, ველის მცენარეულობა. მკურნალობის სახეობები:
მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა),პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ლესე მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილას


ზემო დინებაში, თედელეთის ხეობაში, ჯავიდან 25 კმ-ის დაშორებით ( ზ. დ.-დან - 1080
მ). წარმოდგენილია შერეული ტყეები. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის
აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ნაგუთნი მდებარეობს ყორნისის მუნიციპალიტეტში- რაიონული


ცენტრიდან 12 კმ-ის მანძილზე (ზ. დ.-დან - 1040 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი,
თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით.
წარმოდგენილია შერეული (ფოთლოვან-წიწვოვანი) ტყეები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი ყანჩავეთი მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარჯვენა


შენაკადის ხეობა, ახალგორიდან 7 კმ-ის დაშორებით ( ზ. დ.-დან - 950-1000 მ). ხასიათდება
ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი
ზაფხულით. წარმოდგენილია შერეული (ფოთლოვან-წიწვოვანი) ტყეები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი ჯავა მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 2 კმ-ის მან- ძილზე.


მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირიზე,(ზ.დ.-დან 1040-1120 მ).
ხასიათდება ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად თბილი, ზომიერად
მშრალი ზაფხულით. წარმოდგენილია შერეული (ფოთლოვან-წიწვოვანი) ტყეები.

მკურნალობის სახეობები: ბალნეოთერაპია (მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები,


შესხურებები, გამორეცხვები, დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

კულტურულ-ტურისტული რესურსები
კაბენის - ყანჩაეთის მონასტერი IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,
მდებარეობს ახალგორის რაიონში სოფელ ყანჩაეთის მახლობლად (სოფელი ყანჩაეთი
მდ.ქსნის მარჯვენა შენაკადის - მდ.ყანჩაურისხევის ნაპირებზეა, ახალგორიდან 6 კმ-ზე,
ზღვის დონიდანნ 1000 მ-ზე.). ყანჩაეთის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ტაძარი XIII
საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.
თავდაპირველად "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა. უძველეს
ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი,
4 გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. საშენ მასალად გამოყენებულია თეთრი,
ნასვრეტებიანი ტუფი (კონსტრუქციულ ელემენტებში) და რიყის ქვა. კვადრატიდან წრეზე
გადასვლა ხდება ტრომპებით. გუმბათსა და გუმბათის ყელზე შემორჩენილია
მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც საღებავებით შესრულებული სამხრეთ ფასადის
წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, IX საუკუნის დამდეგს მიეკუთვნება.ამჟამად ეს
ტერიტორია ოკუპირებულია.

ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და


საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების
გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა, აქ
მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ
ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”-
ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც,
მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს სვეტიცხოვლის სამკაული ლარგვის იყო
გახიზნული.

ქარჩოხის ციხე, ცხმორის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ


საქართველოში, მდ. ქსნის ზემოთში, კლდოვან კონცხზე, იქ, სადაც ოხირისხევი მდ. ქსანს
უერთდება (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). აქ უძველესი
დროიდან გადადიოდა გზები მთიულეთიდან ქსნის ხეობაში, რამაც განაპირობა
ციხესიმაგრის დაარსება. XIV საუკუნის დასაწყისში მეფე დავით VIII-მ შალვა ქსნის
ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს სცადა ქარჩოხის ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ.
ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, ქარჩოხის ციხე XVII საუკუნის I ნახევარში
მოქმედი სიმაგრე იყო. XVIII საუკუნის დასასრულს ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ,
ქარჩოხის ხეობა თავისი ციხითურთ მეფე ერეკლე II-ის ერთ-ერთ შვილს - იულონს გადაეცა.

წირქოლის ციხე მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით


მდებარე სოფელ წირქოლთან, მთაზე, მდინარე ქსნის ხეობაში, ქარაფოვან კლდეზე
მდებარეობს. აქ ქსნის ხეობა ვიწროვდება. ეს ადგილი ძალზედ მოხერხებული იყო
სტრატეგიული თვალსაზრისით, ციხე საჭიროების შემთხვევაში კეტავდა ხეობის ნაწილს და
მისი საშუალებით კონტროლდებოდა ქსნის გასწვრივ მიმავალი და ასევე სოფელ
ავლევიდან მომავალი გზა. ახალი სიმაგრეც რთული რელიეფის გათვალისწინებით არის
აგებული. ციხე რამოდენიმე ნაწილისგან შედგება. აღმოსავლეთით – ოთხსართულიანი
სასახლე, სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში კოშკი და ჩრდილო–დასავლეთით
საცხოვრებელი სადგომი ეზოს გარშემო იყრის თავს. იყო სხვა ნაგებობებიც. ციხეს
ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ–აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. ოთხსართულიანი
სასახლე მოწმობს რომ, ციხე ფეოდალის საცხოვრებელ ფუნქციასაც ითავსებდა.

სოფ. ბალაანში მდებარეობს ბალაშვილების ოთხსართულიანი პირამიდული კოშკი და


წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესია, რომლებიც გვიანი შუა საუკუნეებით
თარიღდება.

თბილისის ტრრ
თბილისის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი მოიცავს ქალაქებს თბილისსა და
რუსთავს. ასევე მის შემადგენლობაში შედის გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის,
ქარელის, კასპის, გორის, თიანეთის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, მცხეთის
მუნიციპალიტეტები.
მოცემული ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი ძირითადად კულტურული
ტურიზმის რესურსებით გამოირჩევა, შემდეგი პრიორიტეტი მაღალმთიან ბუნებრივ
ფენომენებსა და ბალნეოლოგიურ ცენტრებს მიეკუთვნება.

დაცული ტერიტორიული სისტემები და ეკოტურიზმის მიმართულებები

თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს
შეიქმნა, თუმცა, მოგვიანებით მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს
ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე ხელახლა შეიქმნა.
იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ
განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, განედურად
გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე და საგურამოს, გლდანის, მარტყოფის,
ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან შედგება. მისი ფართობია 21,036.14 ჰა.

თბილისის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა


განვითარებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოხდა პირველი ველო-ბილიკის მარკირება. სულ
დაიგეგმა და მოეწყო სამი ველო-მარშრუტი. აქ წარმოდგენილია 4 ტურისტული ბილიკი: 1.
დიდი გადმოსახედის მარშრუტი, 2. მამკოდის საშუალო სირთულის მარშრუტი, 3.
მამკოდის რთული მარშრუტი, 4. მამკოდა-ზედაზნის ბილიკი.

ალგეთის ეროვნული პარკი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, თეთრიწყაროს

რაიონში, ქ. თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. იგი 1965 წელს დაარსდა აღმოსავლური


ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007
წელს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.
ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822 ჰექტარია. ალგეთის ეროვნული
პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ
მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა
დაღარული. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება ქვემო ქართლის ერთ-ერთი
ძირითადი მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით,
თუმცა გაზაფხულობით საგძნობლად დიდება.
ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა
აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო იმატით. ზამთარი ზომიერად ცივი,
ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის.
ეროვნულ პარკში ბინადრობენ საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შესული
ფრინველები და ცხოველები, რომლებიც იშვიათობას წარმოადგენენ: მურა დათვი, მგელი,
მელა, ფოცხვერი, შველი, გარეული ღორი, კურდღელიდა სხვ სხვა. 80-ზე მეტი სახეობის
ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაა: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი,
ყაპყაპი, ოფოფი, კავკასიური როჭო, ბექობის არწივი და სხვა.
ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან
ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი
მნიშვნელობა. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები,
როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.
ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი
არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელები ენეოლითის და ადრე
ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები,
მოქმედი ეკლესიები და ეკლესია-ნანგრევები: წმ. მარიამის ეკლესია, კვირაცხოველის
სახელობის სალოცავი, სოფელ არხოტის მიდამოებში სოფელ ნაპილნართან სამების
ეკლესია, ჭრელსაყდარი, სალოცავი – კუბადონი, მეცხრე საუკუნის კლდეკარის
ციხესიმაგრის ნანგრევები, სალოცავი ქელჩახედი, კუნწუხი, მიწისქვეშა გვირაბები
რამდენიმე ნიშა, წმ. გიორგის ეკლესია, მეოთხე საუკუნის მანგლისის ტაძარი, მეთერთმეტე
საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე-ქალაქი. ალგეთის ეროვნული
პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს დიდგორის ველი.
შეხვეტილასთან მამუკას ხატი აქ არის უძველესი „თამარ მეფის გზები“, რომელთაგან ერთი
მიემართება მთა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს დიდგორის მთა, სადაც 1121 წელს
მოხდა ცნობილი, საქართველო - თურქეთის ომი.საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან
ტურისტთა მოსვლის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.
ღესდღეობით ამ დაცული ტერიტორიის მონახულება შესაძლებელია მხოლოდ
საგანმანათლებლო და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.
იგეგმება ალგეთის ნაკრძალის გაფართოება წალკის, კასპისა და თეთრიწყაროს რაიონების
მიმართულებით. გაფართოების მიზანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და
ეკოტურიზმის განვითარება. გარდაბნის დაცული ტერიტორია.
გარდაბნის ნაკრძალი მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვართან გარდაბნის და
მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე თბილისიდან 39 კმ მანძილზე და უკავია 3484 ჰა.
ნაკრძალის მთავარი სიმდიდრე ჭალის ტყეებია. ნაკრძალში ბინადრობს მრავალი საების
ხერხემლიანი, კერძოდ 21 სახეობის თევზი, 4 სახეობის ამფიბია, 4 სახეობის რეპტილია, 135
სახეობის ფრინველი და 26 სახეობის ძუძუმწოვარი, რაც მის ბიომრავაფეროვნებაზე
მიუთითებს. ნაკრძალში შესაძლებელია ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვების
ტურების, აგრეთვე ბოტანიკური და ეკო ტურების ორგანიზება.
მდებარეობა:

დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ
მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და
ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. მდებარეობს
წალკის მუნიციპალიტეტში, მდ. ხრამის (ქცია) ხეობაში, სოფ. დაშბაშის მიდამოებში (ზ.დ.-
დან 1110-1448 მ). კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია
მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი
მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს
ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

ბალნეორეკრეაციული რესურსები
საკურორტო ადგილი აგარაკი-აბანო მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ.
ლოპანის-წყლის კააუზში(ზ.დ.-დან – 680 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი
ზამთრითა და თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით. მკურნალობის სახეობებია:
მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ბიისი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანის


ხეობაში (ზ.დ.-დან–1080 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი
ზაფხულით.წარმოდგენილია მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანი მცენარეულობა.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
საკურორტო ადგილი ბოლნისი ადმინისტრაციული მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე
მაშავერას ხეობაში, თბილისიდან 64 კმ-ის მანძილზე (ზ.დ.-დან – 560 მ). ხასიათდება რბილი
ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. წარმოდგენილია ველის მცენარეულობა.
მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური
კლიმატოთერაპია.

კურორტი გორიჯვარი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთ კალთის მთისწინეთი, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე(ზ. დ.-დან – 600-650 მ).
ხასიათდება ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთრით და ძლიერ თბილი, მშრალი
ზაფხულით. წარმოდგენილია ბალახოვანი მცენარეები, ხეხილის ბაღები, ვენახები.
მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს ქ. თბილისში, თბილისის სამხრეთ-


აღმოსავლეთ ნაწილში. სხვადასხვა მხრიდან ესაზღვრება მდ. მტკვარი, თაბორის შემაღლება
– კრწანისი, თბილისის ბოტანიკური ბაღი (ზ. დ.-დან – 420 მ). შედის თბილისის
კურორტების ჯგუფში. ხასიათდება რბილი, მცირეთოვლიანი ზამთრითა და ცხელი,
მშრალი ზაფხულით. კურორტი შემოსაზღვრულია პარკებით, ბაღებით, სკვერებით.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია;
ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები, პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი თეთრი წყარო მდებარეობს – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,


თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (ზ. დ.-დან – 1200 მ). ხასიათდება ზომიერად
ცივი ზამთრითა და თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით. წარმოდგენილია შერეული
ტყეები. მკურნალობის სახეობაა: პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი კიკეთი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთ ფერდობზე (ზ.დ.-დან – 1100 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი
ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით. წარმოდგენილ;ია შერეული მცენარეულობა.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის
სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი კოჯორი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთ ფერდობზე (ზ.დ.-დან – 1350 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი
ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით. წარმოდგენილ;ია წიწვოვანი და
ფოთლოვანი ტყეები.ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის
ჰავა. მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური (ჰაერისა და მზის აბაზანები)
კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი კუმისი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქ. თბილისიდან


20 კმ დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით (ზ.დ.-დან 480 მ). ხასიათდება რბილი, მცირე-
თოვლიანი ზამთრითა და ცხელი, მშრალი ზაფხულით.წარმოდგენილია ველის
მცენარეულობა. მკურნალობის სახეობები: სამკურნალო ტალახის აბაზანები და
აპლიკაციები, პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ლისის ტბა მდებარეობს ქ. თბილისის სამხრეთ-დასავლეთ განაპირა


რაიონში, მდ. დიღმის წყლის და მდ. ვერეს შორის (ზ.დ.-დან – 724 მ). ხასიათდება ცხელი,
მშრალი ზაფხულითა და რბილი ზამთრით. წარმოდგენილია ველის, წიწვოვანი
ხელოვნურად გაშენებული ტყეები.მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის
აბაზანები, აქტიური კლიმატოთერაპია (ბანაობა ტბაში, ჰაერის და მზის აბაზანები).

კურორტი მანგლისი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


სამხრეთ ფერდობებზე, მდ. ალგეთის ხეობაში (ზ.დ.-დან – 1204 მ). ხასიათდება ზომიერად
ცივი, ზამთრითა და ზომიერად თბილი, მშრალი ზაფხულით. წარმოდგენილია წიწვოვანი,
ფოთლოვანი და სტეპის ტიპის ბალახოვანი ჯიშები. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი:
საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ოქროყანა მდებარეობს თბილისის გარეუბანში, მთაწმინდის


აღმოსავლეთ ფერდობზე (ზ.დ.-დან – 650- 700 მ). ხასიათდება ცხელი, მშრალი ზაფხულითა
და რბილი ზამთრით. წარმოდგენილია ველის, წიწვოვანი (ხელოვნურად გაშენებული)
ტყეები. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა. მკურნალობის სახეობა:
პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი წავკისი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის


ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთის განშტოების კალთაზე. თბილისიდან 15 კმ-ის მანძილზე (ზ.
დ.-დან – 940 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი, ზომიერად მშრალი
ზაფხულით. წარმოდგენილია ჯაგეკლიანი მცენარეულობა და მეჩხერი (ძეძვი, კვრინჩხი და
სხვ.) ტყეები. მკურნალობის სახეობაა: პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი წოდორეთი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის


ქედის აღმოსავლეთი კალთაზე, მცხეთიდან 30 კმ-ის მანძილზე(ზ.დ.-დან – 800 მ).
ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი და მშრალი ზაფხულით.
წარმოდგენილია ჯაგეკლიანი მცენარეულობა (ძეძვი, შავჭალა, ქართული ნუში და სხვ.)
ტყის ელემენტებით (მუხნარ-რცხილნარი, პანტა, მაჟალო, შინდი და სხვ.).მკურნალობის
სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი წყნეთი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთი ფერდობზე (ზ.დ.-დან – 800-1100 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი,
მცირეთოვლიანი ზამთრითა და ზომიერად მშრალი, თბილი ზაფხულით. წარმოდგენილია
ნაძვის, სოჭის, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეები. მკურნალობის სახეობა: პასიური
კლიმატოთერაპია.

კურორტი ხოვლე მდებარეობს – კასპის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე (ზ.დ.-


დან – 780 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთრითა და თბილი
ზაფხულით. წარმოდგენილია ველის მცენარეულობა, ხეხილის ბაღები, ვენახები.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

კულტურულ-ტურისტული რესურსები
მცხეთა. მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც
უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება
ქრისტი-ანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა
შორის ქართველთათვის უდიდესი - უფლის კვართი. მცხეთის შესახებ ცნობები მოიპოვება
როგორც ქართულ საისტორიო წყაროებში, ისე ბერძენ, რომაელ, ბიზან-ტიელ და სომეხ
ისტორიკოსებთან. თუმცა მეცნიე-რული ცოდნა მისი წარმოშობის დროისა და
სახელწოდების თაობაზე ჯერაც არასრულია და არაერთგვაროვანი.

არქეოლოგიური მასალა მცხეთასა და მის შემოგარენში დასახლების არსებობას


ჯერ კიდევ ძვ. წ. III-II ათასწლეულში ადასტურებს. მეცნიერთა აზრით, ძვ. წ. I
ათასწლეულის შუა ხანებისათვის სამოსახლოები ერთ დიდ ქალაქად - "დიდ მცხე-თად"
გაერთიანდა. მტკვრისა და არაგვის ხეობებში გაშლილი, მთებით გარშემო-რტყმული "დიდი
მცხეთა" კოლხეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან მომავალ
გზათა შესაყარზე მდებარეობდა. აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, მათ
შორის აბრეშუმის გზა, რომელიც აღმოსავლე-თის ქვეყნებს დასავლეთს უკავშირებდა.

ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ახ. წ. VI საუკუნის დასაწყისამდე მცხეთა ქართლის სა-


მეფოს ცენტრი იყო - "საჯდომელი დიდთა მეფეთა".

სვეტიცხოველი. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების არც ერთ ძეგლზე


არ არის შე-ქმნილი იმდენი ლეგენდა ან გადმოცემა, რამდენიც სვეტიცხოველზე (და
თითქმის ყოველი მათგანი რეალური ისტორიული მოვლენიდან იღებს სათავეს).
ხუროთმო-ძღვრებითაც სვეტიცხოველი ქართული კულტურის ერთი ურთულესი ძეგლია.
პი-რველმა ლეგენდამ, თუ ლეგენდებით შეზავებულმა ისტორიულმა სინამდვილემ, იმ
დროისთვის ჯერ არარსებულ ეკლესიას მიაკუთვნა სახელი - სვეტიცხოველი, სახელი,
რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართული ქრისტიანული კერის განუყო-ფელი ნაწილი
იყო.

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართვე-ლოში


დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს
სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან
მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშე-ნებია, რომელსაც ჩვენამდე არ
მოუღწევია.

მცხეთის ჯვრის მონასტერი. მცხეთის ჯვრის მონასტერი - მე-6 საუკუნის ქართული


ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ
სადაც არაგვი ერთ-ვის მტკვარს.

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლე-ბში


ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი
აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი
კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქა-რთლის ერისმთავარმა
გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი _ ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი
თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე,
მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. VI საუკუნის II ნახევარში დააარსა
ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. გადმოცემით, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი
წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა,
იქვე დაუსაფლავებიათ. სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება `შიოს მღვიმე~. მისი
საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილია. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის:
იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია (VI ს. შუახანები), ზემო ეკლესია (XI-XII სს.),
სატრაპეზო (XII ს.) და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო (XII ს.). მონასტერი
წყლით მარაგდებოდა სოფ. სხალტბიდან. შიომღვიმე იყო ძველი ქართული კულტურულ-
მწიგნობრული კერა. შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი
ფონდი.

წილკნის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში,


მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. მცხეთიდან 10 კმ-ზე. სოფელი
დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე
აღმოჩენილია ადრინდელი ქრისტიანული ხანის (IV-V საუკუნეების) არქეოლოგიური
ძეგლია - მიწისქვეშა აკლდამა. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა
განსასვენებელი იყო. წილკანში დგას წილკნის ტაძარი, რომელიც საეპისოკოსო საყდარს
წარმოადგენდა. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა წმ.ისე წილკნელი, ერთ - ერთი ცამეტ
ასურელ მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის "წილკნის რუს"
მშენებლობას. წმ.მამა დაკრძალულია ტაძარში, ინტერიერის ჩრდილოეთ მხარეს შემორჩა
მისი საფლავიც.

არმაზის ციხე - არმაზის ციხე, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3-4


კილომეტრშია. არმაზისხევის პიტიახშთა სასახლის ნაშთებიდან არის გადასასვლელი
ბილიკი არმაზისკენ. ციხემდე გვხვდება არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი (იხილეთ
ზემოთ), რომლიდანაც წყაროს ზევით მიდის ბილიკი მთავარ ციხემდე. ის ერთ-ერთ მაღალ
მთაზე არის აშენებული. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ძლიერ დაზიანებულია,
თუმცა კოშკი უკეთაა გადარჩენილი. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერის
მიხედვით (დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულია 1150-1178
წლებს შორის.

თბილისი – საქართველოს ძველ ქალაქთაგანია. აქ, V საუკუნისბოლოს მეფე ვახ-ტანგ


გორგასალმა აღმოსავლეთ ქართული სახელმწიფოს დედაქალაქი გადმოიტანა.

ანჩისხატი-თბილისის უძველესი ტაძარია VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ


გორგასლისძისა და მისი მემკვიდრის დაჩი უჯარმელისდროსაა აშენებული. ანჩისხატი
ეკლესიას XVII საუკუნეში ეწოდა, როცა აქ დაასვენეს სამხრეთ საქართველოში თურქების
დამკვიდრების დროს ანჩის მონასტრიდან წამოღებული ძველი „ხელთუქმნელი ხატი”, XII
საუკუნის ბოლოს ცნობილი ოსტატის, ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი.

სიონი (VI-VIIსს) სიონი – თბილისის საკათედრო ტაძარი იყო 2004 წლამდე.

მეტეხის ტაძარი-გადმოცემის თანახმად იგი ვახტანგ გორგასლის მიერ არის აგებული


V საუკუნეში და შიგ დაკრძალულია ქართლის პიტიახშის ვარსქენის წამებული მეუღლე წმ.
შუშანიკი.

ლურჯი მონასტერი- (XII ს) წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, ე.წ. „ლურჯი


მონასტერი” (მას ოდესღაც ლურჯად მოჭიქული კრამიტის სახურავი ჰქონია) ქაშუეთის წმ.
გიორგის ეკლესია (VI ს)

სამება-(2004 წ ) თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი — მთავარი


მართლმადიდე-ბლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში,

საქართველოს დედაქალაქის თბილისის და ასევე იმ ძეგლების გარდა, რომელიც


იუნესკოს დაცვის სიაშია შეტანილი, საქართველოს რეგიონებიც უამრავ ისტორიასა და
უძველეს ხუროთმოძღვრულ ძეგლებს ინახავს.

ზედაზენი - მთა საგურამოს ქედზე. სიმაღლე 1178 მ. რომლის ადგილას VI საუკუნის


40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია. ზადენის კერპი
იყო ქართულ მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ
ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე
ფარნაჯომმა შემოიღო ძვ.წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ზედაზნის მონასტერი ასურელი მამა
იოანე ზედაზნელის მიერ არის დაარსებული, - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია,
მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. (13
ასურელი მამასთან ერთად - ანტონ მარტყოფელი,) XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში
მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა
იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია. სამონასტრო ნაგებობათაგან
დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა
კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას).

ყინწვისი, სოფელი ქარელის რაიონში, მდ.ძამის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან


730 მ., ქარელიდან 8 კმ. სოფ.ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე... სოფლიდან დაახლოებით
10 კმ-ზე არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის
ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის
დასაწყისის წმ.ნიკოლოზის ჯვაროვან - გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. საერთო
იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია.
აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის
ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა.
დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა
განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12 - სარკმლიანი გუმბათის
ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით.

რუისის ღვთისმშობლის ტაძარი — ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის


შუაგულში. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი
ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი
ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის
მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას
გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბალასტის კვადრები, შირიმი და აგური. გადმოცემით
რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია.
ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX საუკუნეებს
მიეკუთვნება.

ურბნისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში,


ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგანაღმოსავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ ურბნისის
ტერიტორიაზე და მის განაპირას.კომოლექსში შემავალი ნაგებობები: გალავანი, აბანო,
მარანი, წყალსადენი, სამეურნეო წყლის არხები, ბაზილიკა – ურბნისის სიონი, სამრეკლო და
სხვა.

დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა ცნობილი 1104 წლის საეკლესიო კრება.

გორის ციხე-ისტორიული ციხე-სიმაგრე შიდა ქართლში, აღმართულია ქ. გორის


ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აქ პირველი გამაგრებული დასახლება
არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III სს-ში ჩანს. საისტორიო
წყაროებში გორის ციხე პირველად XIII ს-ში იხსენიება. გორის ციხეს სტრატეგიული
მდებარეობა ჰქონდა და მისი ფლობა შუა საუკუნეებში ნიშნავდა შიდა ქართლზე
კონტროლის დამყარებას.ციხე რიყის ქვითაა ნაგები. ძველ ფენებში კი დამუშავებული ქვაა
გამოყენებული. ციხის გეგმა ოვალური ფორმისაა. დასავლეთის მხარე _ ცხრაკარა _ უკეთაა
შემონახული, სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. სამხრეთ გალავანში
კამაროვანი ჭიშკარია. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მცირე ეკლესიის ნანგრევებია.
ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.

ქსნის ციხე -შუასაუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე


ქსნისა მარცხენა ნაპირზე, მდინარე მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. კონტროლს
უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. ააგო (XVI საუკუნის დასაწყისში) ქართლის
მეფის კონსტანტინე I-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525)
და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. მტკვრის
ციხე მუხრანის მხარის ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი ნაგებობა იყო. 1513 მისი აღება
სცადა ავ-გიორგიმ, ალყა 3 თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე წელს ავ-გიორგიმ
მეორედ დალაშქრა ქართლი. ბატონიშვილმა ბაგრატმა შეიპყრო იგი, ქსნის ციხეში ჩასვა და
იქვე მოაკვლევინა. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის მტკვრის ციხე საბრძოლველად აღარ
გამოიყენებოდა. მის ნანგრევებზე 1746 წელს ახალი ციხე ააგეს და მისი აღმშენებლის,
სახლთუხუცეს კონსტანტინეს სახელის მიხედვით "კონსტანტილაბათი" უწოდეს. ამ მხარის
მოსახლეობა მტკვრის ციხეს ქსნის ციხეს უწოდებს.
კლდეკარის ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს
ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში
აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს
ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე;
აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან
ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და
კულტურის შესწავლისათვის.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით,
რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის
შესახებ. იგი ქვემო-ქართლში, მდ. ფინეზაურისა და მაშავერას შესართავთან, ქ.
თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 93 კმ-ზე მდებარეობს. დმანისის ნაკრძალი არის შუა
საუკუნეების ნაქალაქარი, ადრეპალეოლითური ძეგლი.
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა,
2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. არქეოლოგიური
გათხრები ძეგლზე 1936 წლიდან მიმდინარეობს.
მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8
მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული
ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.
1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჰომინიდის
ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად
არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი
გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება
აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი თავის ქალები და ქვედა ყბა
შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ.
ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და
საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია დმანისის სიონი,
ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.33

33
ზაქარაია პ, ქვემო ქართლის ზოგიერთი საკითხი, ძეგლის მეგობარი, N20, გვ. 44-51
სამშვილდე თეთრი წყაროს მახლობლად მდინარეების ჭივჭავასა და ხრამის
შესართავთან მდებარეობს ნაქალაქარი სამშვილდე. აქაც ქალაქისათვის შერჩეულია
ბუნებრივად ბრწყინვალედ დაცული ადგილი.
ქალაქს უკავია კონცხი, ორივე მხარეს კი კლდოვანი შვეული ხრამებია, ხოლო მესამე
მხარე გალავნით იყო დაცული. ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგება. დასავლეთის მხარე
ქალაქის კედლებს გარეთ იმყოფებოდა. ეს გარეუბანია, სადაც შემორჩენილია
საცხოვრებელი სახლების ნანგრევები, ბაღ-ბოსტნების საკარმიდამო ნაკვეთები... დგას
დარბაზული ეკლესია აგებული X საუკუნეში და აღდგენილი 1672 წელს. მდ.ჭივჭავაზე
ხიდია, საიდანაც კლდეში ნაკვეთ საურმე გზას მივყავართ ქალაქის შესასვლელთან.
ბეთანია - ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ქვემო ქართლის რეგიონში,
თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე, მდ. ვერეს ხეობაში მდებარეობს. ბეთანია
დაკარგულად ითვლებოდა და XIX ს-ში ხელახლა აღმოაჩინეს. მთავარი ტაძრის
დასავლეთით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც
1196 წელს თამარ მეფის მამიდას რუსუდანს აუგია. დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული
ეკლესია XIX საუკუნის შუა ხანებში მოინახულა მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გაასუფთავა
და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ფრესკაც (გიორგი III, თამარი, გიორგი IV) გამოაჩინა. 1894-
1896 წლებში მონასტერში კვლავ დამკვიდრდნენ ბერები. გარედან ტაძარი
მოპირკეთებულია. ორნამენტირებულია აღმოსავლეთ ფასადი და სარკმლის საპირეები.
ბეთანიაში წარმოდგენილია XII-XIII სს-ის ქართული ფრესკული მხატვრობის საუკეთესო
ნიმუშები
ბოლნისის სიონის ტაძარი (V საუკუნე) მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში,
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ-ში, სოფელ ბოლნისში. ბოლნისის
სიონი ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში.
წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის
რაიონში, ბოლნისიდან სამხრეთით თითქმის 10 კილომეტრის დაშორებით, რომელიც
არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზით XIII საუკუნით თარიღდება. მაღალი
გუმბათოვანი ეკლესია, რომლის სილუეტი შორიდან მოჩანს.34

34
მჭედლიძე გ, ქვემო ქართლის მონასტრების ისტორიიდან (წუღრუღაშენი), თბ., ისტ. და ეთნოგ.
ინსტიტუტი, 2008, გვ 77-86
მანგლისის სიონი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი და
ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია საქართველოში. მანგლისში პირველი
ეკლესია აშენდა IV ს-ში, V ს-დან კი ის უკვე საეპისკოპოსო ცენტრია. ამჟამინდელი ტაძრის
ძირეული ფენები VII ს-ით ტარიღდება. 1002 წ. ტაძარი განაახლეს. ტაძრის აღმოსავლეთ
ნაწილი, კარიბჭეები და კედლების მოპირკეთება XI ს-ს მიეკუთვნება.
მარტყოფის ღვთაება - ეს გახლავთ საქართველოს არქიტექტურის გამორჩეული
მონუმენტი, რომელიც ასურელმა მამამ - წმ. ანტონ მარტყოფელმა დააარსა VI საუკუნეში.
მთავარი ნაგებობა - გუმბათოვანი ეკლესია რამოდენიმეჯერ იქნა აღდგენილი, რომელმაც
საბოლოო სახე მიიღო XIX საუკუნეში. იგი აშენებულია ნაკვეთი ქვით და უხვად არის
შემკული ორნამენტებით. ეკლესია გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც სავსეა
სათოფურებით. აქ თქვენ იხილავთ ოთხ სართულიან სამრეკლოს(1629 წ.) კოშკით, რომელიც
წმ. ანტონ მარტყოფელმა ააგო.
დმანისის სიონი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიანი
ბაზილიკის ტიპისა, სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში. საშენი
მასალისა და მორთულობის ხასიათით უახლოვდება ბოლნისი და ქვემო ბოლნისის
სამეკლესიან ბაზილიკას. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი
ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული.
ტანძია - ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – დარბაზული ეკლესია ბოლნისის
მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის
ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას.
აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგის მიერ. ეკლესიას ორი
შესასვლელი აქვს: დასავლეთით (მოქმედი) და სამხრეთით (გაუქმებული). აღმოსავლეთის
ფასადზე, სარკმლის თავზე და დასავლეთის ფასადზე კარებს ზემოთ თითო დიდი
რელიეფური ჯვარია გამოსახული. ორი სარკმელია სამხრეთის კედელშიც.
ხუჯაბი. სოფელ ახქერფის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი
სამონასტრო კომპლექსი ხუჯაბი (XIII ს). მნიშვნელოვანია ასევე შუა საუკუნეების
მონასტერი ხოჟორნი.
კაბენის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო
კომპლექსში. სოფ. კიკეთის მახლობლად, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში
(თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). კომპლექსში შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების
დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე
დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის
ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი
ყოფილა.
ვანათი V-VI საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სამეკლესიანი
ბაზილიკა სოფელ ქვემო ბოლნისსა და ხატისსოფელს შორის, ბოლნისში. ამჟამად ძლიერ
დანგრეულია, შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. მხოლოდ აფსიდებია
გამოყოფილი აღმოსავლეთით.
მანგლისის სიონი ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი.
მდებარეობსთეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.ისტორიული წყაროების
მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის
თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი
იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში
ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება
დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია.
მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი)
მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით
დაფარულ იალნოს. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის
მამა ანტონ მარტყოფელის მიერ მე-6 .ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ
ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის
თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანდ გორგასლის აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს.
იგივე ცნობა დაცული აქვს პლატონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში
დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი,ანტონ
მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას
მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს
მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი
მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების
აღორძინება მოყვა.
შავნაბადა – წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთ-
აღმოსავლეთსაქართველოში, თბილისიდან 30 კმ-ში. დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-
კურთხევით.1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა
ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით
ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის
მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა.ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ
ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად
დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი
მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად
დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითმის ყოველდღე. სპარსელებმა
გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი
მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა
ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან
წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ
დავტოვებო.ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და
არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური
მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი
სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო.ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც
განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა
საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის
გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს.

უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ.გორიდან 10კმ-ზე.


გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის
მასივში. 9,5 ჰა-ს ფართობზე.უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი
ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ
ქალაქას, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები,
სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი
და სხვა. ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის მიდამოები ერთ-ერთ ძლიერ
თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია. ძვ.წ. X-VIსს.-ში
უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს,
სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე -‘’უფლის”, ‘’ბელადის’’ ციხექალაქი. სიტყვა
‘’უფალი’’ უძველესია და თავიდანვე ღმერთს ნიშნავდა, მაგრამ კლასობრივი საზოგადოების
ჩამოყალიბების პროცესში მას საერო მნიშვნელობაც გაუჩნდა. აქედან წამოვიდა მეფე, მეუფე,
ხელისუფალი. ’’ციხე’’ კი საცხოვრისის აღმნიშვნელი სიტყვა იყო, შემდეგ კი გამაგრებულ
ადგილს მიესადაგა.

ფარცხისის ციხე მდებარეობს მდ.ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ციხის


ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ
მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთ
მაგისტრალურ გზაზე მდებარეობდა. აქედან კარგად მოჩანდა ისეთი სახელგანთქმული
ციხეები, როგორიცაა ბირთვისი, ორბეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოჯრის
მიდამოებიც. ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები.
ბირთვისის ციხე მდებარეობს ფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე და
მდ.ალგეთის ჩრდილოეთით სამიოდე კილომეტრზე. ციხისკენ მიმავალი გზა მეტად ვიწრო
ბილიკია, რომელიც მიყვება მაღალი კლდეებით შემოფარგლულ ნაპრალს. ბილიკი
მიემართება სულ მაღლა, მაღლა და ბოლოს ადგება თითქმის შვეულად მიმავალ
საფეხურებს, რომელსაც მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ
კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი
გაგების ციხე, ე.ი. ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ თქვენს წინ
გადაიშლება იშვიათი სილამაზის სანახაობა - ირგვლივ ცამდე აზიდულ მთებით
შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და
წვეტიანი მთებია გაფანტული..35
კლდეკარი მდებარეობს თრიალეთის მთებში მაღლა. იმ წყალგამყოფ ქედზე. რომლის
ერთ მხარეს წალკაა, ხოლო მეორე მხარეს თეძმისა და ტანას ხეობებით ქართლისკენ
მიმავალი გზები. კლდოვანი ქედი ორგანაა გახსნილი. ქვემოთ მდებარე უფრო ვიწრო და
სალი კლდეებითაა შემოფარგლული. ზედა კი დაბალია და მისადგომადაც შედარებით
ადვილი. ქართლიდან წალკა-თრიალეთისკენ მიმავალი მგზავრი ამ კლდეკარს ვერ

35
ლომაშვილი მ, ბირთვისი-სამშვილდე, საუნჯე, 2012, გვ. 42-45
აცდებოდა. აქ კი ბაღუაშთა ციხე-დარბაზი არწივის ბუდესავით იყო გაკრული კლდეზე და
ფხიზლად დარაჯობდა საკუთარ სამფლობელოს.
ხულუტის ციხე მდებარეობს ხრამის (ქციის) ხეობაში, განთქმული ფიტარეთის
მონასტრის მიდამოებში. ამ ადგილებში ხეობა მეტად ღრმაა, ტყით დაფარული და ლამაზი.
ფიტარეთთან ცოტათი გაშლილია ხეობა, შემდეგ თანდათანობით ვიწროვდება და იქ სადაც
ყელი იქმნება, აღმართულია ციხე. ეს ციხე ფაქტიურად ჰკეტავს ხეობას და აქ გავლა მის
აუღებლად მტერს არ შეეძლო, ხოლო ციხე ისეთი მტკიცეა, რომ მისი აღება საკმაოდ ძნელი
იქნებოდა. ეს მხარე უკანასკნელ საუკუნეებში ორბელიანების ერთ-ერთ შტოს,
ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. ალ. ორბელიანის გადმოცემით, ხულუტის ციხე ყაფლან
ორბელიანს აუგია XVII ს. პირველ მესამედში.36
ქოლაგირის ციხე მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია
და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. სწორედ ასეთ ადგილზე აშენებდნენ XVIII ს.
შუა ხანებიდან დიდ ციხეებს, რომელსაც გალავანს ეძახოდნენ. ქართლ - კახეთში ლეკების
თავდასხმა ისეთი ხშირი და მოულოდნელი იყო, რომ მოსახლეობა მთელი სარჩო-ს
აბადებლით სწრაფად უნდა დახიზნულიყო. ამის გამო სახიზრად დიდი ტევადობის
ციხეებს აგებდნენ შიგ სოფელში, ან სოფლებს შორის. ასეთ ციხეს ჭიშკარი ჰქონდა, რადგან
ტრანსპორტს უნდა ემოძრავა. ციხე დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა, ქვეშის
ციხე მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონის, სოფელ ქვეშის მახლობლად,
მდინარე მაშავერას მარცხენა სანაპიროზე. ქვეშის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა და
აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე.
კლდის თხემი მთლიანად შემოზღუდულია გალავნით. ციხის ერთადერთი შესასვლელია
კლდეში გაჭრილი გვირაბი. დღეისათვის შემორჩენილია გვიან შუასაუკუნეებში აგებული
კედლები.
წოფის ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII სს. სიმაგრე კლდოვან მთაზეა
აგებული ციხესიმაგრა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ
სომხითში, მდ. ბანოშისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი მარნეულის რაიონის სოფ.
სადახლოს დასავლეთით 7 კმ-ზე. წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის ცხოვრების კვალი
ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. აქაური დანგრეული გამოქვაბული, - მუსტიეს

36
ზაქარაია პ, ქვემო ქართლის ზოგიერთი ციხესიმაგრე, ძეგლის მეგობარი, 1970, N20, გვ.47
ხანის სადგომია. ოფრეთის ციხე ადრეული შუა საუკუნეების ციხეთა იმ ჯგუფს ეკუთვნის,
რომელიც შედარებით ადვილმისადგომია, სამაგიეროდ აქ დიდი ფართობია მოზღუდული
ძლიერი კედლებით, რომლებშიც მრგვალი კოშკებია დატანებული. ზღუდის შიგნით არის
ნაგებობათა მთელი კომპლექსი. აქვეა ადრე შუა საუკუნეების პატარა ეკლესია ნალისებური
აფსიდით... ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრების თარაზული წყობით.
გაგისციხე - გაგის ციხე-სიმაგრე მდებარეობს მდ.დებედას ქვემო წელზე,სოფ.კუშჩის
განაპირას,მარნეული-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალის
მიმდებარედ,კლდოვან ბორცვზე და ჰკრავს ბორცვისთხემის კონტურს.გაგის ციხე-სიმაგრე
ნაგებია ნაგლეჯი ქვის დუღაბზე, შემორჩენილი კედლების სიმაღლეა 4-5 მეტრი.

ატენის სიონი, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლიდან


მოშორებით, ქ.გორიდან 12 კმ-ზე, მდ. ტანის მარცხ. ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე,
საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII ს-ის I ნახ-ით. 1968-75 წწ.

წალკის მუნიციპალიტეტიც გამოირჩევა შუასაუკუნეების ეკლესია-მონასტრებითა და


ადრეული ხანის მეგალითური კომპლექსებით:ავრანლოს ციხე, აიაზმი, ბეშთაშენის
ძეგლები (წმ.გიორგის ეკლესია, მეგალითები), ბურნაშეთის ეკლესია, დაშბაშის ძეგლები
(წმ.გიორგის გუმბათიანი ეკლესია), ედიქილისას წმ.დემეტრეს ეკლესია, ედიქილისას
სასახლე, თეჯისის ძეგლები (წმ.კონსტანტინეს ეკლესია, მენჰირი, მეგალითური გალავანი,
ეკლესია), წალკის ეკლესიები (ეძანის და X საუკუნის; წალკის წმ.დემეტრეს ბაზილიკური
ეკლესია), ოზნის (ჰუნიას) მეგალითური ციხე, ოლთისის (ნარდევანის) ციკლოპური ციხე,
სანთის ციკლოპური ციხე, უწყლოს ციკლოპური ციხე, ჩათახის მონასტერი

მესხეთ-ჯავახეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი


სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მხარეა და საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს სამცხესა და ჯავახეთის ტერიტორიებს.
მხარის ფართობი 6 413კვ.კმ-ს, მოსახლეობა 208 ასასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კვ.კმ-ზე
32 კაცს შეადგენს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ახალციხე.
აქ წარმოდგენილი ოროგრაფიული ერთეულებია ახალციხის ქვაბული, მესხეთის ქედის
სამხრეთ ფერდობი, ერუშეთის მთიანეთი, ჯავახეთის ზეგანი. მთავა არტერიას
წარმოადგენს მდ. მტკვარი, რომელსაც უერთდება მდ. ფარავანი, ფოცხოვისწყალი და სხვა
პატარა შენაკადები.

სამცხე-ჯავახეთის ტბების რეკრეაციული ფუნქცია.


ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ
პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. იგი
მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და
ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და მისი ფართობი 16614 ჰა-ს შეადგენს.
ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა.
ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღ. დ-დან 3,300 მ-
ია.

აქ წარმოდგენილია ტურისტული ბილიკები: 1. კარწახის ტბა, 2. სულდის ჭაობი, 3. ვეფხვის


კანიონი, 4. ხანჩალის ტბა, 5. ბუღდაშენის ტბა, 6. ტბა მადათაფა, 7. მთა მადათა

ფარავანის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და წარმოადგენს ზედაპირის


ფართობით საქართველოს უდიდეს ტბას. გაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე
ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. გაყინულია ზამთარში.
ტბა პოპულარულია თევზჭერის მოყვარული ტურისტებისათვის. წყალი მტკნარია (80
მგ/ლ). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება
ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა. . ფარავნის ტბის ნაპირას არის ფოკის
მამათა მონასტერი, სიახლოვეს — შაორის ციხე.
ტაბაწყური— ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის
მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. საზრდოობს მიწისქვეშა,
თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია
თებერვალში, მაღალია — ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე.
წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და
მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.
მადათაფა ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური
მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი
8,78 კმ². ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც ერთვის მდინარე ბუღდაშენს
მარჯვენა მხრიდან. ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება.[2] ტბის შენაკადებიდან
ყველაზე დიდია კიურიანჩაი.
ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბის ნაპირები
დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.მადათაფა შედის
მადათაფის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320
ჰექტარი.წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა
გადამფრენი ფრინველები, რაც ბერდვოჩინგის მოყვარულ ტურისტებს აქტიურად იზიდავს.
ხანჩალის ტბა — ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ჯავახეთის
ვულკანური მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1928 მ სიმაღლეზე. სარკის
ფართობი 13,3 კმ², აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4
მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.წლის თბილ პერიოდში
ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები. ტბის
დონის ამპლიტუდა წლის განმავლობაში 1 მეტრს აღწევს.ხანჩალის ტბა მოქცეულია
ხანჩალის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 839
ჰექტარი.ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა.
მადათაფას ტბის მსგავსად აქაც ბერდვოჩერებისათვის საინტერესოა ფრინველთა
მრავალსახეობა.
გარდა ზემო აღნიშნულისა საპიკნიკე-რეკრეაციული დანიშნულებით შესაძლებელია
გამოყენებულ იქნას აბულის ტბა, დიდი ჯაჯის ტბა, ვაჩიანის ტბა, ზრესკის ტბა, კახისის ტბა,
ლამაზი ტბა, ლევანის ტბა, მრუდე ტბა, ორლოვკის ტბა,პატარა ჯაჯის ტბა, საღამოს ტბა,
წეროს ტბა, წუნდის ტბა.

სამცხე-ჯავახეთის ბალნეორეკრეაციული რესურსები


კურორტი აბასთუმანი ადმინისტრაციულად მდებარეობს ადიგენის მუნიციპალი-
ტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდ. ოცხეს ხეობაში, ზ.დ.-დან - 1250-1450 მ-
ზე. ზაფხული ზომიერად თბილია, გამოირჩევა წიწვოვანი ტყეებით. მკურნალობის
სახეობებია: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.

კურორტი ასპინძა ადმინისტრაციულად მდებარეობს ასპინძის მუნიციპა-ლიტეტში,


თრიალეთის ქედის ფერდობზე, მდ. მტკვრის ხეობაში, ზ.დ.-დან - 1050-1060 მ. ხასიათდება
ფლორა - წიწვოვანი ტყეებით. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის აბაზანები,
პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი ახალციხე ადმინისტრაციულად მდებარეობს ახალციხის მუნიციპა-


ლიტეტში- მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდ. ფოცხოვოს წყლის ხეობაში, ზ.-დ.-დან
- 980 მ. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერა-ლური
წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

კურორტი ვარძია ადმინისტრაციულად მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში


ერუშეთის ქედის ფერდობზე, მდ. მტკვრის ხეობაში, ზ.დ.-დან - 1100 მ-ზე. მკურნალობის
სახეობებია: მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური წყლის აბაზანები,
პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ნაქალაქევი ადმინისტრაციულად მდებარეობს ასპინძის


მუნიციპალიტეტში, მცირე კავკასიონის მთის ფერდობზე, მდ. მტკვრის ხეობში, ზ.დ.-დან
- 1100-1150 მ. მკურნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება (დალევა),
მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ურაველი ადმინისტრაციულად მდებარეობს ახალციხის


მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ფერდობზე, მდ. ურაველის წყლის (მტკვრის
შენაკადი) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1200 მ. რელიეფი - მთაგორიანი. მკურნალობის
სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური
კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ფლატე ადმინისტრაციულად მდებარეობს ადიგენის


მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდ. ქვაბლიანის აუზში, ზ.დ.-დან -
1420 მ-ზე, შერეული ტყის საფარით ხასიათდება.მკურნალობის სახეობები: მინერალური
წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამცხე-ჯავახეთის კულტურულ-ტურისტული რესურსები
რეგიონი კულტურულ-ტურისტული რესურსების მრვალფეროვნებით ხასიათდება. აქ
ვხვდებით, როგორც ანტიკური პერიოდის მეგალითურ კომპლექსებს, ასევე
ადრექრისტიანული ხანის ეკლესია-მონასტრებსა და საფორტიფიკაციო ნაგებობებს.
ადიგენის ძეგლებია - ზარზმის მონასტერი, ჭულის მონასტერი, მელნისის ციხე, ზინავის
ციხე, ოქროს ციხე.
ზარზმის მონასტერი- ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-
ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შემორჩენილია გუმბატოვანი
ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია}.
მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (XIII საუკუნე, IX).
თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერი მოღვაწეს
სერაპიონ ზარზმელს, ჭულეს ეკლესია- ისტორიულ სამცხეში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში
დღევანდელი ადიგენის რაიონში,ადიგენიდან 5 კმ-ზე ,ფერსაათის მთების ძირში
მდებარეობს ჭულეს მონასტერი.რომელიც ნათლად მეტყველებს მესხ ათაბაგ
ჯაყელთასაზოგადო კულტურულდა კერძოდ აღმშენებლობითღვაწლზე .მონასტერი
საკმაოდ მოზრდილ ქვაბულშია,სადაც სამეურნეო და საცხოვრებელ ნაგებობათა კვალი
შეიმჩნევა.მეცნიერები ფიქრობენ,რომ სიტყვა “ჭულე “ ძველ ქართულში ჩავარდნილ
ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ოდინდელი კომპლექსიდან დღეისათვის მხოლო
წმ.გიორგის სახელობის გუმბათოვანი, მორუხო-მოვარდისფრო ტონალობის კარგად
გათლილი ქვით ნაგები ეკლესიაა შემორჩენილი.
ოქროს ციხე- ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად
მდებარეობს. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია. ეს ერთ-ერთი
ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.
ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და
სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესო ნაწილი სამხრეთით ფრთაზეა, სადაც კედლების
რამდენიმე მწკრივია. კედლების მცირე ბურჯების გარდა, ციხის ფარგლებში რამდენიმე
უფრო მოზრდილი კოშკიცაა ერთი მათგანი უმაღლეს კლდეზე დგას და მთელ ციხეს
დაჰყურებს. ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კლდეები კლდეებთანაა
შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს.
ოქროს ციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან
ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგული
გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი იცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XII
საუკუნის დასასრულს XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი
წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები

რაბათი- ახალციხეშიუმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს


ციხესიმაგრე რაბათი რომელიც შვიდ ჰეკტარზეა გაშლილი,სადაც ქართული,თურქული და
რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება, მნახველს რამოდენიმესაათისჭირდება,რომ
მთელი კომპლექსი საგულდაგოდ დაათვალიეროს.არქიტექტორთა და რესტარვატორთა
ჩანაფიქრით,რაბათის ციხე-ქალაქი პირობითად ორ ნაწილად დაიყო.ისტორიული ნაწილი
შედარებით მაღლა მდებარეობს,სადაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია-
რეაბილიტაცია განხორციელდა კომპლექსის მეორე ნავილში თანამედროვე
დაწესებულებებია, მაგ ტურისტული საინფორმაციო ცენტრი,რესტორანი,კაფე,
სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიები, მუზეუმი, ოთახი, სადაც ტურისტებმა შეიძლება
იხილონ ქალაქ ახალციხის მაკეტი,ქორწინების სახლი,თურქული აბანოები, ამფითეატრი,
ღვინის მარანი, სადაც შეიძლება ქართული ღვინოს დაგემოვნება და ყიდვა, აქ
წარმოდგენილია 24-ზე მეტი ქართული ღვინის ბრენდი.იმ ტურისტებისათვის, ვისაც
ძვირფასეულობა აინტრესებს, გახსნილია საიუველირო მაღაზია ქართული ეროვნული
ნაკეთობების. რაბათის მთელ ტერიტორიას გარს არტყია ტრადიციული ოთხი კოშკი,
რომელზედაც შეიძლება ასვლა შიდა კიბეებით დაიშლება ფანტასტიკური ხედი. რაბათი
მნახველის ყურადღებას იპყრობს დარბაზული ტიპის ძველი შენობებით. შეიძლება ითქვას,
რომ რაბათის აღდგენამ გამოაცოცხლა ახალციხე. არსებული სტატისტიკით.რაბათს დღეში
საშუალოდ ასობით ტურისტი ჰყავს. მნახველებს შორის ძირითადად ადგილობრივი და
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები არიან, თუმცა მრავლად გვხვდება
უცხოელი ვიზიტორებიც.
საფარის მონასტერი- შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა
ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან. ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელითავის
დროზე ნამდვილ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც
დგას ძველი ციხის ნანგრევები. ციხიდან დიდი გალავანი იწყება: ჩრდილოეთითა და
დასავლის მხრივ გალავნის ნაშთი ეხლაც გარკვევით ჩანს. დასავლეთით, მთაზე, იგი ტყეში
იკარგება, ჩრდილოეთით კი ციცაბო კალთას ჩამოყვება და მონასტრის შესასვლელის
კლდოვან ხევში თავქვე ეშვება.ახალციხიდან მიმავალი გზა სწორედ აქ ჩერდება.
მიძინების ეკლესია- მიძინების ერთნავიანი ეკლესიაკომპლექსის ყველაზე ადრინდელი
შენობაა, რომელიც X საუკუნით თარიღდება.მისი დაარსების შესახებ წერილობითი
ცნობები არ შემოგვრჩენია და არც თვით ეკლესიაზე, რამე წარწერა. მიძინების ეკლესიის
შიდა სივრცის განმასხვავებელი თვისებურებაა ე.წ პატრონიკე ე.ი აივნისებრი სადგომი,
რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი პატრონიკე სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის
მთელი სიგანე უჭირავს. საფარის სასახლე, რომელიც მთის კალთაზეა აგებული
ბექასდროინდელად ითვლება. დარჩენილია სასახლის მხოლოდ ერთი სართული: ორი
დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით. კედლები ნაშენია თლილი ქვით.
გადახურვა არაა შემორჩენილი. სავარაუდოდ სასახლეს მეორე სართულიც ჰქონდა საზეიმო
დარბაზებითა და ფართო სარკმლებით. შესასვლელებსა და სარკმლებში ყურადღებას
იპყრობს ქვაში საგანგებოდ გამოკვეთილი ბუდეები კარისა და სარკმლის ალათების
ჩასასმელად. სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობით მისი თავდაპირველი სახის დადგენა
შეუძლებელია.
აწყურის ეკლესია-ეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის
მუნიციპალიტეტში სოფ.აწყურის ტერიტორიაზე. დღეისათვის შემორჩენილია
გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით
იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში[1]. გუმბათი და ყველა კამარა
ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე
მხარეზე მდებარე სათავსებს სადიაკვნესა და სამკვეთლოსაღმოსავლეთით გამოშვერილი
წახნაგოვანი კედლები ჰქონდა.
ბიეთის მონასტერი-XIV საუკუნის II ნახევარშია აგებული იგი გამოირჩევა ულამაზესი
ჩუქურთმებით და ორნამენტებით საკურთხევლის აფსიდში არის მოხატულობა ეს
მოხატულობა XIV საუკუნესთვისაა დამახასიათებელი ეკლესიის შიგნითა კედლები
კარგად არაა დამუშავებული რადგან მთლიანად იყო მოხატული ეკლესიას გუმბათი 120
წლის წინ ჩამოენგრა .
ჩამონგრეული გუმბათის ნაწილები მონასტერშია მიმოფანტული. ბიეთის მონასტერი
ისეთივე მასიური იყო როგორიცაა ზარზმის საფარისა ჭულეს მონასტრები ,
საკურთხეველში ქვაზე არის წარწერა რომელიც იხსენიებს ტაძრის მშენებელს ,
ისტორიკოსები წერენ რომ ტაძრის მახლობლად ყოფილა სამრეკლო მაგრამ სამრეკლოს
ნაშთი დღესდღეობით აღარ არსებობს , მონასტერი დაზიანებულია ხე-მცენარეებით ასევე
იგი ჩაფლულია მიწაში ორი მეტრით ამჟამად მიმდინარეობს მისი რესტავრაცია.
ვალეს ეკლესია-დარბაზული ტიპის ეკლესია, მდებარეობს საქართველოში, სამცხე–
ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან 12 კმ–ში დასავლეთით მდებარე
ქალაქ ვალეს დასავლეთ ნაპირზე, გზის ჩრდილოეთით.ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი
და კამარები ჩამოიქცა, 1561–1564 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი
სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები

ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი


ძეგლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვარძია, ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთურა,
თმოგვის ციხე, ზედა თმოგვი, ხერთვისი, ხვილიშა, ჩიხორისი, შორეთი, ოთის ციხე, ოშორის
ეკლესია, ჩიტიკიბე, ღართა, ყიზილდერესი, ვარნეთი, აგარა, ძველი, წუნდა, კოხტასთავი,
ბერისხევი, ბერთაყანა, ქარზამეთი, ალანძა, გავეთი, გიორგიწმინდა, ოლოდა, სარო.
ჩიხორისი-ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. X საუკუნის ეკლესია ასპინძის
მახლობლად. ნაგებია ადგილობრივი სუფთად გათლილი ქვით. ეკლესია დარბაზულია.
შესასვლელები დასავლეთიდან და სახმრეთიდან აქვს. კარ-სარკმლები შემკულია
ჩუქურთმებით. კამარა პილასტრაზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა.
ვარძია-სამცხეში მდებარეობს ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი ვარძია. კლდეში
ნაკვე-თი სამონასტრო ანსამბლი, რომელიც გამოკვეთილია ერუშეთის მთის კლდეში.
ვარძიის გამოქვაბულის მშენებლობა ხუთ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველი ეტაპის
მშენებლობა დაიწყო საქართველოს მეფე გიორგი III დროს (1156-1184 წწ.), მეორე ეტაპის
მშენებლობა მიმდინარეობდა 1184-85 წწ. თამარ მეფის ბრძანებით კლდეში გამოკვეთეს
ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ტაძარი. მესამე ეტაპი 1185-1203 წლებში
გამოკვეთეს მონაზონთა სენაკები, მონასტრის სათავსები, კლდეში გამოიკვეთა საირიგაციო
და თავდაცვითი ნაგებობანი. მშენებლობის მეორე და მესამე ეტაპზე, თამარ მეფის დროს,
ფაქტობრივად დამთავრდა ვარძიის სამონასტრო კომპ-ლექსის მშენებლობა. სამონასტრო
კომპლექსი აკურთხეს 1185 წლის 25 დეკემბერს. ვარძიის მონასტერს მრავალი წლის
განმავლობაში ანადგურებდნენ საქართველოს მტრები, განადგურებული იქნა ვარძიის
მდიდარი ბიბლიოთეკა, რის გამოც ცნობები ვარძიის საგანმანათლებო კერის შესახებ
ჩვენთვის უცნობია.
შორეთი-ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ოთის ჩრდილოეთით 5-6 კმ-ზე.შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში,
ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის
საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში.მნიშვნელოვანი
სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს.
მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები
წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს
(კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე
(შარვაშეთის ქედზე) გადადის.
სპინძისხევი ციხესიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის
ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ
რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა.
საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ ციხისჯვრის
ციხე იცავდა, სამცხეს ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხესიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე,
ჯავახეთს - კოხტასციხე.ციხესიმაგრეთა მთელი ეს სისტემა უშუალოდ და სათვალთვალო
კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთმანეთს.
ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში,
სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე
(ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო
ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს
მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
კუმურდო — X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი,
რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში.ტაძრის კედლებზე შემორჩენილი
წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის
(კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის
მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა
მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-
გადაკეთება XVI საუკუნეში.კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან
იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და
სხვა.
აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის
სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა
ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. გრანდიოზული და რთული
გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს,
ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე.
მეგალითები (მეგა... "დიდი" და ...ლითი "ქვა"), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და
დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ
ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის
დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული
კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა
რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება
ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ.წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები
განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის
გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც
ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი
აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.

თრიალეთის მეგალითებია: გოხნარის, ავრანლოს, ჩხიკვთას მეგალითური ციხე,


ბეშთაშენის ციხე, ნარდევანის ციკლოპური ციხე, სანთას მეგალითური ციხე, გუმბათის ციხე
- გალავანის ნანგრევები, ოზნის მეგალითური ციხე, წყურვეთი (საღირეთი), თეჯისის
(ჩოლაყის) მეგალითები, მამულო - პანტიანის მეგალითები
ჯავახეთის მეგალითებია: აბულის ციხე, შაორის ციხე, ტაბაწყურის მეგალითი,
მეგალითები ფოკაში, ყაურმას "ყალა", ბუღდაშენის ნაციხარი, ხანჩალის (ხვანჩალის)
მეგალითები, მადატაფას მეგალითები, საროს მეგალითები.

ბორჯომ-სურამის ტრრ

არსებული ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი წარმოდგენილია ისტორიული თორისა


და ზემო ქართლის ტერიტორიაზე და მოიცავს ბორჯომისა და ხაშურის
მუნიციპალიტეტებს. რეგიონი გამოირჩევა, როგორც უნიკალური ფაუნისა და ფლორის
ელემენტების სიუხვით, ასევე ბალნეოლოგიური კურორტების
მრავალფეროვნებით.ტურისტული დანიშნულებით ასევე ინტერსმოკლებული არაა
ადრექრისტიანული მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლები.

მდ. მტკვარი სამდინარო სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით საინტერსოა.


სათავგადასავლო კლუბი “ჯომარდი”აწყობს სამდინარო-სპორტულ ტურებს საქართველოს
მდინარეებზე. სეზონი აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, პიკი კი
ივლის-აგვისტოშია. მდინარეზე დაშვების დაწყებისა და დასრულების ადგილები
განსაზღვრულია: მტკვარზე ჯიათხევის ჰესთან იწყება და ბორჯომთან მთავრდება. აქ
სიგრძე მხოლოდ 10კმ-ია. არსებული მარშრუტი საშუალო სირთულისაა და გათვლილია,
როგორც მოყვარულებისათვის, ასევე სპორტსმენი ტურისტებისთვის.

ეკოტურისტული რესურსები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში


მდებარეობს და მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო
ფართობი 107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია.
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს რაიონს მოიცავს. ესენია: ბორჯომი,
ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის
ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და
ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ
ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-
ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და


მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი
400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების
გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე
ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი
ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და
საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს. ეს ბილიკებია:

1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი, 2. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი, 3.


პანორამების ბილიკი, 4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი, 5. ზეკარის უღელტეხილის
ბილიკი, 6. ნაკვალევის ბილიკი, 7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი, 8.
მეღრუკის ხეობა, 9. მწყემსების ბილიკი, 10. თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი,11.
თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი, 12. ლიკანის ხეობის ბილიკი

ბალნეორეკრეაციული რესურსები
ბორჯომი მდებარეობს ზ.დ. 800-900მ სიმაღლეზე. მას ახასიათებს ზომიერად ნოტიო ჰავა,
ზომიერად ცივი ზამთრითა (იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,80C) და ხანგრძლივი,
თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა 190C). ნალექების
საშუალოწლიური რაოდენობა 650 მმ-ის ფარგლებშია. რელიეფისა და მიკროკლიმატური
თავისებურებების მიხედვით კურორტზე რამდენიმე უბანი გამოიყოფა – ლიკანი, ფაფა,
პლატო.

კურორტი ოფიციალურ წყაროებში XIX ს-დან მოიხსენიება. XV-XVIII სს ამ ადგილზე


რამდენიმე სოფელი (ნუა, ფაფა, ჭალა და სხვ.) არსებობდა, რომლებიც მოგვიანებით
გაერთიანდნენ.
„ბორჯომი“ ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიან სამკურნალო წყალს
წარმოადგენს მდინარეების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ხეობებში, რომლის
მინერალიზაცია 6-7გ/ლ-ია, ტემპერატურა კი 17-380C-მდე (გვ. 31-ზე კი 38-410C)
მერყეობს, დებიტი დღე-ღამეში 700-800 ათას ლიტრს აღემატება. გამოიყენებენ
ქრონიკული გასტრიტისა და ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულოვანი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის,
ნივთიერებათა ცვლის მოშლის, სიმსუქნის და სხვა დაავადებათა სამკლურნალოდ.
იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის (აბაზანები, შხაპები,
ინჰალაცია და ა.შ.). ამ სასარგებლო წყლის ჩამოსხმა 1891 წლიდან დაიწყო.

გასული საუკუნის მიწურულს კურორტზე ფუნქციონირებდა 10-მდე სანატორიუმი და


პანსიონატი („ლიკანი”, „მთის ხეობა”, „პლატო”, „ბახტრიონი”), რომელთა საერთო
ტევადობა 3,8 ათასი ადგილი იყო.

„იმერეთი” და სხვ.), ასევე 9 სააბაზანო ფუნქციონირებდა. განთავსების ობიექტების


საერთო ტევადობა 5 ათას საწოლს აღემატებოდა.

ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდ.ბაკურიანისწყლის


(გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირზე, ზ.დ. 1700 მ-ზე, ე.წ. ბაკურიანის ქვაბულის
ძირზეა (აგებულია ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით) გაშენებული. ჰავა ზღვის
ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისკენ გარდამავალია. ზამთარი ცივი,
თოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –7,20C), ზაფხული კი თბილი და
ხანგრძლივია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 150C), ნალექების საშუალოწლიური
რაოდენობა 730 მმ-ია. თოვლის საფარი 60 სმ ფარგლებშია და დეკემბრიდან მარტის
ბოლომდე დევს; მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2050 სთ-ია.
მცენარეულობიდან აქ წიწვიანები ჭარბობენ – ძირითადად ნაძვნარი. ტყის ჯიშობრივი
შემადგენლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წიწვოვანები მთელი წლის
მანძილზე არ კარგავენ წიწვებს და ესთეტურად გამოიყურებიან, პარალელურად
მოთხილამურეთათვის მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებენ – ამცირებენ ქარის
სიძლიერეს. ბაკურიანში უკვე ორი მკვეთრად გამოხატული ტურისტული სეზონი
(ზაფხული და ზამთარი) ჩამოყალიბდა, რასაც ბოლო ხანებში მცირეწლოვან ბავშვებიანი
ოჯახების გააქტიურება დაემატა გაზაფხულზე, როდესაც წიწვოვანები ყვავიან. ამ დროს
წიწვოვანების მიერ გამოყოფილი მტვერი ძალზე მნიშვნელოვანია მოზარდი
ორგანიზმისთვის. ადგილობრივები ამ სიკეთის შეგროვებას ახერხებენ შემდგომი
რეალიზაციის მიზნით, ასევე ამზადებენ გირჩების მურაბას, რაც ასევე წაადგება
სხეულის გაჯანსაღებას.

ბაკურიანის სამედიცინო ჩვენებებია: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული


არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. ტურისტული ობიექტების
საერთო ტევადობა 1980-იანების მიწურულს 2,7 ათას საწოლს უდრიდა. ამჟამად
დასახლებაში ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა, გაფართოვდა საოჯახო სასტუმროების
ქსელი.

კურორტი ახალდაბა მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში,მდ. მტკვრის ხეობაში ( ზ.


დ.-დან - 790 მ). ხასიათდება თბილი ზაფხულითა და ზომიერად ზივი ზამთრით.
გავრცელებულია წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები. ბუნებრივი სამკურნალო
ფაქტორები: დაბალი მთის კლიმატი და თერმული მინერალური წყალი.

საკურორტო ადგილი დაბა მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


მთისწინეთიშ,მდ. გუჯარეთისწყლის ხეობაში ( ზ. დ.-დან - 806 მ). ხასიათდება თბილი
ზაფხულითა და ზომიერად ზივი ზამთრით. გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები. მდ.
გუჯარეთის წყლის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან - 806 მ. რელიეფი - მთაგორიანი.
მკურნალობის სახეობებია: პასიური და აქტიური (ჰაერისა და მზის აბაზანები)
კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი დვირი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში,მდ. მტკვრის


ხეობაში ( ზ. დ.-დან - 850 მ). ხასიათდება თბილი ზაფხულითა და ზომიერად ზივი
ზამთრით. გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები:
დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-
ნატრიუმიანი მინერალური წყლები. მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია,
მინერალური წყლის აბაზანები.

საკურორტო ადგილი ვარდევანი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდ.


გუჯარეთის წყლის ხეობაში ( ზ. დ.-დან - 1450 მ). ხასიათდება ცივი ზამთრით (მდგრადი
თოვლის საფარით) და გრილი ზაფხულით. წარმოდგენილია წიწვოვანი ტყეები და
სუბალპური მდელოები. მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია,
მინერალური წყლის მიღება (დალევა).
კურორტი ლიბანი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის
ჩრდილოეთი ფერდობზე. მდ. გუჯარეთის წყლის ხეობაში ( ზ. დ.-დან - 1370 მ).
ხასიათდება ცივი ზამთრით (მდგრადი თოვლის საფარით) და თბილი ზაფხულით.
წარმოდგენილია წიწვოვანი ტყეები. მკურნალობის სახეობები: პასიური
კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

საკურორტო ადგილი მაჭარწყალი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, - მდ.


გუჯარეთის წყლის ხეობა, წაღვერიდან 14 კმ-ის მანძილზე (ზ. დ.-დან - 1450 მ).
ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. მკურნალობის სახეობები: პასიური
კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

საკურორტო ადგილი მზეთამზე მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში,


თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე (ზ. დ.-დან - 1200). ხასიათდება ცივი,
თოვლიანი ზამთრითა და ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი ზაფხულით.
წარმოდგენილია წიწვოვანი ტყეებით.ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - საშულო
მთის ქვედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის სახეობა - პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი მიტარბი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, - მდ.


მიტარბულას ხეობაში (ზ. დ.-დან-1300-1480მ). დიდ მიტარბში ზამთარი ზომიერად
ცივი., პატარა მიტარბში ზამთარი ცივია. ზაფხული გრილი, ზომიერად მშრალია.
წარმოდგენილია ნაძვის, სოჭისა და წიფლის ტყეები. მკურნალობის სახეობები:
მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ნეძვი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდ. ნეძურას


ხეობაში, ახალდაბიდან 9-10 კმ-ზე სამხრეთ-აღმოსავლეთით (ზ. დ.-დან-1020 მ).

ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. ზაფხული თბილი. წარმოდგენილია


წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები. მკურნალობის სახეობები: პასიური
კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).

კურორტი პატარა ცემი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის


ქედის ჩრდილოეთი ფერდობზე (ზ. დ.-დან-1020 მ). წარმოდგენილია წიწვოვანი
ტყეებით.
ზამთარი ცივი, თოვლიანი. თოვლის მდგრადი საფარით 4 თვე. ზაფხული ზომიერად
თბილი. წარმოდგენილია წიწვოვანი ტყეები.მკურნალობის სახეობა - პასიური
კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი სადგერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში,


თრიალეთის ქედის ფერდობზე, მდ. ბორჯომულასა და გუჯარეთის წყლის ხეობებს
შორის, ბორჯომის პლატოზე (ზ. დ.დან-900მ ). ზამთარი ცივი, თოვლიანი.. ზაფხული
ზომიერად თბილი და მშრალი. წარმოდგენილია შერეული ტყეები. მკურნალობის
სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.

კურორტი ტბა მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთ ფერდობიზე (ზ. დ.-დან - 1250 მ). ხასიათდება ცივი თოვლიანი
ზამთრით და ზომიერად თბილი ზაფხულით . წარმოდგენილია წიწვოვანი
ტყეები.მკურნალობის სახეობა - პასიური კლიმატოთერაპია.

საკურორტო ადგილი ტიმოთესუბანი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, -


მდ. გუჯარეთის წყლის ხეობაში, წაღვერიდან 3კმ-ის მანძილზე(ზ.დ.-დან - 1100 მ).
რელიეფი - მთაგორიანი. ხასიათდება ცივი თოვლიანი ზამთრით და ზომიერად
თბილი ზაფხულით . წარმოდგენილია წიწვოვანი ტყეები.მკურნალობის სახეობა -
პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის მიღება (დალევა).

კურორტი ქვიშხეთი მდებარეობს - ხაშურის მუნიციპალიტეტში , მდ. მტკვრის


ხეობაში (ზ.დ.-დან - 750 მ). ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და .
თბილი ზაფხულით. წარმოდგენილია შერეული ტყის მასივები. მკურნალობის
სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.

კურორტი ცემი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთი ფერდობზე, სადგერის პლატოზე (ზ. დ.-დან - 1120 მ). ხასიათდება ცივი,
საკმაოდ თოვლიანი ზამთრითა და თბილი, მშრალი ზაფხულით. წარმოდგენილია
წიწვოვანი ფიჭვის, სოჭისა, ნაძვის ტყეები.მკურნალობის სახეობა - პასიური
კლიმატოთერაპია.

კურორტი ციხისჯვარი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის


ქედის ფერდობზე, მდ. აბანოსწყლის ნაპირიზე ( ზ.დ.-დან - 1800 მ). ხასიათდება ცივი,
თოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. წარმოდგენილია წიწვოვანი
ტყეები.მკურნალობის სახეობებია: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის
აბაზანები.

კურორტი წაღვერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის


ჩრდილოეთი ფერდობზე, მდ. გუჯარეთის წყლის ხეობაში (ზ.დ.-დან - 1020-1050 მ).
ხასიათდება ცივი, საკმაოდ თოვლიანი ზამთრითა და თბილი, მშრალი ზაფხულით.
წარმოდგენილია წიწვოვანი ფიჭვის, სოჭისა, ნაძვის ტყეები.მკურნალობის სახეობა -
პასიური კლიმატოთერაპია.მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური
კლიმატოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, სეირნობა, ტერენკური), მინერალური
წყლის მიღება (დალევა).

კურორტი სურამი მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, 760 მ. სიმაღლეზე


ზღვის დონიდან. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტია, როგორც
სამხრეთ კავკასიის, ისე პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით, სადაც წარმატებით
მკურნალობენ ბავშვებსა და მოზარდებში სასუნთქი ორგანოების არასპეციფიკურ
დაავადებებს. ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრით. 1948 წელს სურამი
რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. სურამს დიდი
ტურისტული პოტენციალი გააჩნია. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი
გეოგრაფიული მდებარეობა სურამს ადვილად მისადგომს ხდის როგორც
აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. სურამში უამრავი
კულტურული ძეგლია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული
ტურისტისათვის იქნება საინტერესო. 1996 წლიდან სურამში რუის-ურბნისის
საეპისკოპოსო რეზიდენციამ დაიდო ბინა, ხოლო 2013 წლიდან აქ სურამისა და
ხაშურის საეპისკოპოსო რეზიდენცია განთავსდა.

კულტურულ-ტურისტული რესურსები

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - მდებარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ


საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას, ხაშურის მუნიციპალიტეტში.
თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. წლების
მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო, მაგრამ 1997 წლის 5 იანვარს ხანგრძლივი დუმილი
დაირღვა. ამ დღეს ტაძრის წმ. ტრაპეზი აკურთხა და ლოცვები აღავლინა მეუფე იობმა,
16 იანვარს კი ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1999-2000 წლებში საკურთხეველი და კანკელი
მთლიანად მოიხატა.

სურამის ციხე - მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, სურამის სამხრეთ


ნაწილში. იგი, კომპლექსს წარმოადგენს რომელშიც შედის: გალავანი, ციხე, წმ.
გიორგის ეკლესია და სასახლე. ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში სურამელთა
საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. ისტორიულ წყაროებში, როგორც
სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წ, როდესაც გიორგი
სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად.

სურამის ციხის ეზოში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც


აგებულია XI-XII საუკუნეებში. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილი იყო
მოხატულობის დაზიანებული ფრესკები: ვედრების კომპოზიცია; მოციქულთა
ზიარება; ამაღლება, ლაზარეს აღდგინება; მთავარანგელოზთა ორი ფიგურა, მაგრამ
1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა.

როგორც ყველა ციხეს, სურამის ციხესაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც


გადმოცემის თანახმად მდინარე სურამულას ქვეშ გადიოდა და ამაღლების
ეკლესიასთან მთავრდებოდა.

იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი


ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით ეკლესია სამ ნავიანია მონასტერს
გარშემო შემოვლებული აქვს გალავანი. დასავლეთით აგებულია სამრეკლო, XVII
საუკუნით დათარიღებული. აღმოსავლეთ კედელზე არის მხედრული წარწერა.
სამრეკლო აუგიათ ბეჟან ჩხეიძესა და წინამძღვარ ნიკოლოზს. 1997 წელს ჩატარდა
აღდგენითი სამუშაოები. ამავე წელს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა და აქვე გაიხსნა
დედათა მონასტერი.

ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი და ძეგლი -დაბა სურამში,


უკრაინელი მწერალი ქალი ლესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩი) სიცოცხლის უკანასკნელ
დღეებში ცხოვრობდა სურამში. 1952 წელს იმ სახლში, სადაც მან უკანასკნელი დღეები
გაატარა, გაიხსნა ბიბლიოთეკა-მუზეუმი. შენობა ორსართულიანია. ეზოში დგას
ლესია უკრაინკას ძეგლი, რომელის ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ
აბაკელიას მიერაა შესრულებული.

ქალაქ ბორჯომს ჩრდილო–დასავლეთიდან თავს დაჰყურებს შუა საუკუნეების ძეგლი


ე.წ. გოგიას ციხე. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში მე– 14
საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. მისი ქონგურებიდან ქალაქის ხედები იშლება. ციხე
ბორჯომის მფობელებს, ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია
ავალიშვილის სახელს ატარებს.

რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე


საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95
წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა
დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან
უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ პერიოდულად ისვენებდა
იოსებ სტალინიც. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა
ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი
სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის
ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის
ყველა ნივთი ანტიკვარულია.

ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც


კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემომსვლელ
სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან.

საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი,


ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერემიკით გამოხატულია
ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ბორჯომის ხეობაში.

ბორჯომის ხეობაში, ულამაზეს ადგილას მდებარეობს ჩითახევის წმინდა გიორგის


მამათა მონასტრი. ხალხმა მას სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა, რადგან
ხეობაში არსებული ყველა ხე განსხვავებული მწვანე ფერისაა. ასევეა ქვებიც,
რომლითაც ტაძარია აგებული. ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია.
მეცნიერთა ვარაუდით, ეკლესია ცნობილი ქართველი მოღვაწის წმინდა გრიგოლ
ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს.

მე–16 საუკუნეში შაჰ–თამაზის შემოსევების დროს ეს მონასტერი დაარბიეს. მაშინ


ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ
ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. სისხლიანი ქვები მონასტრის
ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.

ეკლესიისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოგვიანებით აუგიათ


სამრეკლო.სამრეკლო ორსართულიანია. პირველი სამლოცველოა, მეორე სართული კი
წარმოადგენს მდიდრულად მოჩუქურთმებულ ფანჩატურს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ
წახნაგზე, თაღის ქვემოთ, მოთავსებულია რელიეფი, რომელიც წმინდა გიორგის
ვეშაპთან ბრძოლას გამოხატავს.

ტიმოთესუბანი - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თორის ქვაბულში მდინარე


გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან
1100 მ., ბორჯომიდან 17 კმ, წაღვერიდან 3 კმ. შემონახულია ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის
მთავარი ნეგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). მხატვრობა
შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის
ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა
შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია.

მჟამად ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მონასტერი. მონასტრის


ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და
საცხოვრებელი შენობების ნანგრევები. ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს
პატარა, წმინდა ბარბარეს სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა და საძვალე.
ცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და
ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გუმბათის
ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან
ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები
ამოშენებულია და მოხატული. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205 - 1215 წლებით
(თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია.
ქვაბისხევის კომპლექსი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში,
VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია,
სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს
შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც
ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი
პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს
შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ
მიუღია. შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.

გარდა ზემოაღნიშნულისა კულტურულ-ტურისტული დანიშნულებით საინტერესოა


ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემდეგი მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლები:
პეტრეს ციხე, სალის ციხე, ნუას ციხე, ახალდაბის კოშკი, "თამარის ციხე", ფოთოლეთის
ეკლესია, ბალანთის ციხე, დვირის ციხე, მთავარანგელოზის ტაძარი,

თორის (ნადარბაზევი) ეკლესია, თორის სასახლე, წაღვერის ციხე "უზნარიანი".

დვირის კვირიკის სახელობის ეკლესია


გამოყენებული ლიტერატურა:

http://geofauna.ge/buneba/saqartvelos%20daculi%20teritoriebi/saqartvelos%20daculi%20teritoriebi/bunebi
s%20zegli.html

www.apa.gov.ge

1. ალფენიძე მ. აფხაზეთის შავი ზღვისპირეთის ტურიზმის მდგომარეობა და


პერსპექტივები.სეუ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სეუ 2016, N 3
2. კორსანტია კ. აფხაზეთის კულტურის ძეგლები და მათი როლი ტურიზმის
განვითარების საქმეში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
კულტურათაშორისო კომუნიკაციები. ჟურნალი №27. თბ.2016
3. მარუაშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის გეოგრაფიული და
სპელეოლოგიური დახასიათების ცდა, «საქართველოს მღვიმეები და
გამოქვაბულები», ტ. 1, 1963.
4. მისივე, Анакопийская пропасть, Тб., 1968. ნადარეიშვილი თ., აფხაზეთი ომამდე და
ომის შემდეგ“, 1998.
5. პაპასქირი ზ., ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ტ.2,
გვ.365, თბ., 2007.
6. სააკაშვილინ., თარხან-მოურავი ი., ტაბიძე მ., ქუთათელაძე ნ.. საქართველოს
კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპია. თბ., 2011
7. ტატაშიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“,ტ. 1, გვ. 514, თბ., 1997.
8. ტიელიძელ., საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014.
9. ტინტილიზოვიზ., ახალი ათონის მღვიმე, თბ., 1975.
10. ღვინჯილია მ. აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონის რესურსული
პოტენციალი. მეორე რესპუბლიკური სასწავლო-მეთოდური კონფერენციის მასალები
საქართველოს გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე. თსუ სოხუმის ფილიალი.,
(2.06.2003)
11. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არ., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს
კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
12. ჭანტურია გ., საქართველოს გეოგრაფია. თბ., 2008.
13. Chanadiri, Goga Abkhazia’s beauty out of sight. August 22, 2003.
14. Weir, Fred. “Abkhazia’s tourism fights to regain fabled legacy”, Christian science monitor,
July 2, 2008.
15. Экспертный анализ рынка Республики Абхазия. Краснодар, 2011.
16. www.about.ge
17. www.afxazeti-omi.blogspot.com
18. www.abkhazia.travel
19. www.abkhazia.gov.ge
20. www.apa.gov.ge
21. www.apsnypress.info
22. www.aplaw.biz
23. www.kavpolit.com
24. www.regional-dialogue.com
25. www.scara.gov.ge
26. www.tonkosti.ru
27. www.tppra.org
28. 1. ალფენიძე მ., სეფერთელაძე ზ., დავითაია ე., ხარაძე კ. საქართველოს ფიზიკური
გეოგრაფია. თბ., 2012
29. 2. ბერუჩაშილი ნ. ელიზბარაშვილი ნ. საქართველოს გეოგრაფია. თბ., 2000
30. 3. დავითაშვილი ზ., ელიზბარაშვილი ნ. საქართველოს გეოგრაფია. თბ., 1999
4. დიასამიძე ი. აჭარის კურორტები და მათი განვითარების პრესპექტივები.
ბათუმი., 1964
31. 5. სამსონია ი. ხალხური სამზარეულო აჭარაში. თბ., 1986
32. 6. ბათუმი მერია – პროექტები http://www.batumi.ge
7. აჭარის კულტურული ძეგლები. ი. დავითაძე http://inadjara.blogspot.com
33. დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა – „სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის
ისტორია“
34. არქანჯელო ლამბერტი – „წმინდა კოლხიდა“
35. სერგი მაკალათია – „სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია’
36. გივი ელიავა – „აბაშისა და ტეხურის ხეობათა ისტორიული ღირსშენსანიშნაობანი’
37. ივანე გაბუნია – „საქართველოს რეკრეაციული მეურეობა“
38. მ. ნოდია – „ საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები“. თბ. 1978
39. ვახტანგ ბერიძე – „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“
40. ანზორ დევაძე, ნოდარ გრძელიშვილი – „ტურიზმი საქართველოში“.
41. კობა კორსანტია – „სამეგრელოს ბუნებრივი პირობების რესურსული პოტენციალი“
42. მ. ბლიაძე – „საკურორტო ტურისტული მეურნეობის მენეჯმენტი“
43. დავით შავიანიძე – „სამეგრელო“

You might also like