You are on page 1of 3

ჯგუფი: 221162 სტუდენტი: გიორგი შუბითიძე

შუასემესტრული გამოცდა საგანში: „ გარემოს დაცვა და ეკოლოგია“

საგამოცდო ბილეთის საკითხები

1. რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) ბუნებრივი აირი - CH4; გ) გოგირდის ანჰიდრიდი - SO3;
ბ) წყალბადი - H2; დ) ინერტული აირები.
2. ეკოლოგიის რომელი პრობლემა მოიცავს სამეურნეო საქმიანობის ახალი დარგების გავლენას
გარემოსა და ადამიანზე?
ა) ადაპტაციის; გ) რაოდენობრივი რეგულირების;
ბ) მონიტორინგის; დ) ინდიკაციის.
3. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება წიაღისეული სათბობი?
ა) ბიოლოგიურს; ბ) შერეულს; გ) გამოულევადს; დ) გამოლევადს.

4. რომელია გამოულევადი რესურსი?


ა) ფლორა; ბ) ჰიდროსფერო; გ) ნიადაგი; დ) მადანი.

5. რომელი აირის სიჭარბე ატმოსფეროში იწვევს სათბურის ეფექტს?


ა) ოზონი - O3; ბ) აზოტი - N2; გ) ნახშირორჟანგი - CO2; დ) წყალბადი - H2.

6. რა პროცესი შეიძლება გახდეს დედამიწის გადაცივების მიზეზი?


ა) ნახშირორჟანგის - CO2 ზრდა; გ) ტენიანობის გაზრდა;
ბ) ატმოსფეროს გამჭირვალობა; დ) ატმოსფეროს გამტვერიანება.
7. კლასიფიკაციის რომელი ნიშნის მიხედვით მიეკუთვნება მზის ენერგია არაორგანულ
რესურსთა რიცხვს?
ა) გამოლევადობის; ბ) წარმოშობის; გ) აუცილებლობის; დ) ძვრადობის.

8. რომელ ფაქტორებს მიეკუთვნება პარაზიტიზმი, მტაცებლობა?


ა) აბიოტურს; ბ) ბიოტურს; გ) ანთროპოგენურს; დ) ფიზიკურს.

9. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქლოროფილშემცველი მცენარეები?


ა) ხემისინთეზირებად ავტოტროფებს;
ბ) მომხმარებელ ჰეტეროტროფებს;
გ) ფოტოსინთეზირებად ავტოტროფებს;
დ) დამშლელ ჰეტეროტროფებს.
10. წყალმცენარეებში ფოტოსინთეზის შემაფერხებელი პროცესია?
ა) წყლის ქიმიური შედგენილობა;
ბ) ტემპერატურის შემცირება;
გ) წყლის გამჭვირვალობის გაზრდა;
დ) წყლის ნავთობპროდუქტებით გაჭუჭყიანება.
11. რისი კონტროლი ხორციელდება ატმოსფეროში ზდკ-ით (ზღვრულად დასაშვები
კონცენტრაციით)?

ა) წნევის; გ) აირთა ტემპერატურის;


ბ) აირთა თანაფარდობის; დ) ჰაერის სისუფთავის.
12. რის საფუძველზე ხდება საწარმოო გამავალი აირების გაწმენდის მეთოდის შერჩევა?
ა) მინარევთა კონცენტრაციის;
ბ) მინარევთა თანაფარდობის;
გ) მინარევთა ორგანოლეპტიკური თვისებების;
დ) მინარევთა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების.
13. რომელ აპარატში ხდება გამავალი აირებიდან მტვრის მოცილება სიმძიმის ძალით?
ა) ციკლონი; გ) მტვრის კამერა;
ბ) მტვრის ტომარა; დ) გამფილტრავი აპარატი.
14. რომელი მახასიათებელია ბენზინის ხარისხის მაჩვენებელი?
ა) წვის ტემპერატურა; გ) ქიმიური აღნაგობა;
ბ) ოქტანური რიცხვი; დ) იზომერების რაოდენობა.
15. გამავალი აირების გაწმენდის რომელ მეთოდში გამოყენებული ხერხია ტრანსპორტის
გამონაბოლქვის გაუვნებელსაყოფად კატალიზატორების გამოყენება?
ა) სორბციული; გ) გაფილტვრის;
ბ) ქიმიური გარდაქმნის; დ) სველი გაწმენდის.
16. რა უპირატესობა აქვს სველ ციკლონს მშრალთან შედარებით?
ა) აპარატის სიმარტივე;
ბ) მომსახურეობის სირთულე;
გ) ჰაერის მიწოდების მუდმივობის აუცილებლობა;
დ) მეორადი ამტვერების გამორიცხვა.
17. მექანიკური გაჭუჭყიანების რომელი მეთოდით მიიღწევა გაწმენდის მაღალი ეფექტი?

ა) მტვრის ტომარა; ბ) მტვრის კამერა; გ) ელექტროსტატიკური; დ) ციკლონი.

18. რა მეთოდით ხდება გამავალი აირებიდან ქიმიური გამაჭუჭყიანებლების მოცილება?


ა) მექანიკური; ბ) ქიმიური; გ) შთანთქმის; დ) თერმული.

19. საზღვაო ტრანსპორტის მიერ ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შესამცირებლად რომელი


ტრანსპორტის გამოყენება მოგვცემს დადებით ეფექტს თანამედროვე მოთხოვნილებების
გათვალისწინებით?
ა) ნიჩბიანი; ბ) აფრებიანი; გ) შიდაწვის; დ) კომბინირებული.

20. ეთილირებული ბენზინის დადებითი ტექნიკური თვისებების მიუხედავად, მოხდა მისი


აკრძალვა, რამ გამოიწვია ეს?
ა) გამონაბოლქვის დიდი მოცულობა;
ბ) ნამწვის მაღალი ტემპერატურა;
გ) ტყვიის ნაერთების გამოყოფა;
დ) ნახშირბადის ნაერთების გამოყოფა.
21. რა განაპირობებს წყლის თვითგაწმენდის უნარს?

ა) მინერალური შედგენილობა; გ) ბიოკომპონენტები;


ბ) ტემპერატურული რეჟიმი; დ) მჟავიანობა.
22. მტკნარი წყლის ძირითადი მარაგი რა სახითაა ბუნებაში?

ა) მიწისქვეშა წყლები; ბ) მდინარეები; გ) ოკეანეები; დ) ყინულები.

23. რომელი წყლების თვისებების რეგლამენტირება ხდება სახელმწიფო სტანდარტით?

ა) ზედაპირული წყლების; გ) სასმელი წყლების;


ბ) მიწისქვეშა წყლების; დ) ჩამდინარე წყლების.

24. რომელი წყლების ხარისხის შემოწმება ხდება ზღვრულად დასაშვები ჩანადენით?

ა) მიწისქვეშა; ბ) ზედაპირული; გ) ჩამდინარე; დ) სასმელი.

25. გამაჭუჭყიანებლების რა თვისების მიხედვით დაყოფა გამოიყენება ჩამდინარე წყლების


გაწმენდის მეთოდის შერჩევისას?

ა) აგრესიულობის; გ) ზომების;
ბ) კონცენტრაციის; დ) ტემპერატურის.

26. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდს უდევს საფუძვლად წყლის


თვითგაწმენდის მექანიზმი?

ა) მექანიკური; ბ) ქიმიური; გ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

27. ზედაპირული წყლების გაწმენდის რომელი მეთოდი მოიცავს ოზონირების პროცესს?


ა) ქიმიური; გ) მექანიკური;
ბ) ბიოლოგიური; დ) დეზინფექცირება.

28. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში გამოიყენება ელექტროდიალიზური


გაწმენდის დანადგარი ?
ა) ქიმიური; ბ) ფიზიკური; გ) ფიზიკურ-ქიმიური; დ) ბიოლოგიური.

29. წყალბადის მაჩვენებლის რა მნიშვნელობისას ხდება ჩამდინარე წყლების განეიტრალება


მარილმჟავის ან გოგირდმჟავის მარილებით?
a) pH < 7; b) pH > 7; g) pH = 7; დ) pH = 3.

30. რა ზომის გამაჭუჭყიანებლების მოცილება ხდება ჩამდინარე წყლებიდან მექანიკური


მეთოდით?

ა) 10-4 სმ; ბ) 10-5-6 სმ; გ) 10-7-8 სმ; დ) 10-10 სმ.

You might also like