You are on page 1of 4

ჯგუფი : სტუდენტი :

დასკვნითი გამოცდის ვარიანტი


საგანში „გარემოს დაცვა და ეკოლოგია“

1. ჩამოთვლილი აირებიდან რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) ბუნებრივი აირი –CH4; გ) გოგირდის ანჰიდრიდი – SO3;
ბ) წყალბადი –H2; დ) ინერტული აირები.
2. რომელი რესურსის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს მზის, ქარის, წყლის ენერგიის
გამოყენება?
ა) მინერალური რესურსის; გ) წიაღისეული სათბობის;
ბ) მადნების; დ) ფაუნის.

3. რომელი მახასიათებლის მიხედვით ხდება ატმოსფეროს შრეობრივი დაყოფა?


ა) ატმოსფერული წნევის; გ) გამჭირვალობის;
ბ) ტენიანობის; დ) ტემპერატურის ცვლილების.

4. რომელია სმოგის გამომწვევი წყარო?


ა) სოფლის მეურნეობა; გ) მრეწველობა;
ბ) ენერგეტიკა; დ) სამთო- მომპოვებელი წარმოება.

5. რომელია გარემოს აბიოტური ფაქტორი?


ა) ფლორა; გ) ნიადაგი;
ბ) ფაუნა; დ) ატმოსფერული წნევა.

6. რესურსების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მზის ენერგია, მოშენებადი ცხოველები,


კულტურული მცენარეები?
ა) ბიოლოგიურს; გ) პირობითად შეცვლადს;
ბ) შერეულს; დ) შეუცვლადს.

7. როგორ ხორციელდება კავშირი ბიოტურ ფაქტორებს შორის?


ა) ენერგიის მიმოცვლით; გ) ბრაკონიერობით;
ბ) ნივთიერებათა ცვლით; დ) კვებითი ჯაჭვით.

8. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდე იძლევა ატმოსფეროს სისუფთავის კონტროლის


საშუალებას?
ა) სახელმწიფო სტანდარტი;
ბ) ზღრულად დასაშვები გამონაბოლქვი (ზდგ);
გ) ზღრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ);
დ) ატმოსფეროს გამჭვირვალობა.

9. რომელი მათგანი მიეკუთვნება შერეულ რესურსთა ჯგუფს?


ა) ფლორა; ბ) ფაუნა; გ) მადანი; დ) ნიადაგი.

10. ატმოსფეროს რომელ შრეში მცირდება ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; გ) თერმოსფერო;
ბ) ტროპოსფერო; დ) იონოსფერო.
11. რომელია საწარმოო შენობებიდან წარმოქმნილი გამონატყორცნი?
ა) არაორგანიზებული; გ) განაწილებული;
ბ) ორგანიზებული; დ) მოწესრიგებული.

12. ეკოლოგიის რომელი პრობლემა მოიცავს სამეურნეო საქმიანობის ახალი დარგების გავლენას
გარემოსა და ადამიანზე?
ა) ადაპტაციის; გ) რაოდენობრივი რეგულირების;
ბ) მონიტორინგის; დ) ინდიკაციის.

13. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება წიაღისეული სათბობი?


ა) ბიოლოგიურს; გ) გამოულევადს;
ბ) შერეულს; დ) გამოლევადს.

14. რომელია გამოულევადი რესურსი?


ა) ფლორა; გ) ნიადაგი;
ბ) ჰიდროსფერო; დ) მადანი.

15. რომელი აირის სიჭარბე იწვევს ატმოსფეროში სათბურის ეფექტს?


ა) ოზონი –O3; გ) ნახშირორჟანგი –CO2;
ბ) აზოტი –N2; დ) წყალბადი –H2.

16. რა პროცესი შეიძლება გახდეს დედამიწის გადაცივების მიზეზი?


ა) ნახშირორჟანგის – CO2 ზრდა; გ) ტენიანობის გაზრდა;
ბ) ატმოსფეროს გამჭვირვალობა; დ) ატმოსფეროს გამტვერიანება.

17. კლასიფიკაციის რომელი ნიშნის მიხედვით მიეკუთვნება მზის ენერგია არაორგანულ


რესურსთა რიცხვს?
ა) გამოლევადობის; გ) აუცილებლობის;
ბ) წარმოშობის; დ) ძვრადობის.

18. რომელ ფაქტორებს მიეკუთვნება პარაზიტიზმი, მტაცებლობა?


ა) აბიოტურს; გ) ანთროპოგენულს;
ბ) ბიოტურს; დ) ფიზიკურს.

19. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქლოროფილშემცველი მცენარეები?


ა) ხემისინთეზირებად ავტოტროფებს;
ბ) მომხმარებელ ჰეტეროტროფებს;
გ) ფოტოსინთეზირებად ავტოტროფებს;
დ) დამშლელ ჰეტეროტროფებს.

20. წყალმცენარეებში ფოტოსინთეზის შემაფერხებელი პროცესია?


ა) წყლის ქიმიური შედგენილობა;
ბ) ტემპერატურის შემცირება;
გ) წყლის გამჭვირვალობის გაზრდა;
დ) წყლის ნავთობპროდუქტებით გაჭუჭყიანება.
21. რა უპირატესობა აქვს სველ ციკლონს მშრალთან შედარებით?
ა) აპარატის სიმარტივე;
ბ) მომსახურეობის სირთულე;
გ) ჰაერის მიწოდების მუდმივობის აუცილებლობა;
დ) მეორადი ამტვერების გამორიცხვა.

22. მექანიკური გაჭუჭყიანების რომელი მეთოდით მიიღწევა გაწმენდის მაღალი ეფექტი?


ა) მტვრის ტომარა; გ) ელექტროსტატიკური;
ბ) მტვრის კამერა; დ) ციკლონი.

23. რომელი მეთოდით ხდება გამავალი აირებიდან ქიმიური გამაჭუჭყიანებლების მოცილება?


ა) მექანიკური; ბ) ქიმიური; გ) შთანთქმის; დ) თერმული.

24. საზღვაო ტრანსპორტის მიერ ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შესამცირებლად რომელი ტრანსპორტის


გამოყენება მოგვცემს დადებით ეფექტს თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით?
ა) ნიჩბიანი; გ) შიდაწვის;
ბ) აფრებიანი; დ) კომბინირებული.

25. ეთილირებული ბენზინის დადებითი ტექნიკური თვისებების მიუხედავად მოხდა მისი


აკრძალვა, რამ გამოიწვია ეს?
ა) გამონაბოლქვის დიდი მოცულობა;
ბ) ნამწვის მაღალი ტემპერატურა;
გ) ტყვიის ნაერთების გამოყოფა;
დ) ნახშირბადის ნაერთების გამოყოფა.

26. რა სახის ნივთიერებებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გასაწმენდად არის ეფექტური


ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდი?
ა) ქიმიური; გ) რადიაქტიური;
ბ) მექანიკური; დ) ორგანული.

27. წყალმომარაგებაში წყლის საბოლოო დამუშავებისათვის რომელი მეთოდი გამოიყენება?


ა) ქიმიური; გ) დეზინფექცირება;
ბ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

28. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში შედის ელექტროდიალიზური გაწმენდის


მეთოდი?
ა) ქიმიური; გ) ფიზიკურ-ქიმიური;
ბ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

29. სოფლისმეურნეობაში გამოყენებული შხამქიმიკატებიდან, რომელია ნაკლებად საშიში?


ა) ქლორორგანული; გ) ფტორორგანული;
ბ) ვერცხლისწყალორგანული; დ) ფოსფორორგანული.

30. რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ პესტიციდებს ხელოვნურთან შედარებით?


ა) არ ერთვებიან წრებრუნვაში;
ბ) გააჩნიათ დაბალი შერჩევითობა;
გ) მავნებლებს უმუშავდებათ იმუნიტეტი;
დ) არ გროვდებიან გარემოში.
31. რა ძალების გავლენით ხდება წარმოდგენილ აპარატში მექანიკური გაჭუჭყიანების მოცილება?

ა) ცენტრიდანული;
ბ) კულონის;
გ) ინერციის;
დ) სიმძიმის.

32. რომელი წყლების ხარისხის შემოწმება ხდება ზღვრულად დასაშვები ჩანადენით?

ა) მიწისქვეშა; გ) ჩამდინარე;
ბ) ზედაპირული; დ) სასმელი.

33. რა სახის ტრანსპორტის გამოყენება გვაძლევს დღესდღეობით ერთდროულად ეკონომიკურ და


ეკოლოგიურ ეფექტს?

ა) შიგაწვის ძრავიანი; გ) კომბინირებულძრავიანი;


ბ) ელექტრომობილები; დ) რეაქტიულძრავიანი.

34. ზედაპირული წყლების გაწმენდის რომელი მეთოდი მოიცავს ოზონირების პროცესს?

ა) ქიმიური; გ) მექანიკური;
ბ) ბიოლოგიური; დ) დეზინფექცირება.

35. რა სახის დაზიანებას ექვემდებარება ნახევრადმშრალი ნიადაგი?

ა) წყლისმიერ ეროზიას; გ) ქარისმიერ ეროზიას;


ბ) დამლაშებას; დ) ტექნიკურ ეროზიას.

36. სად ხორციელდება ზედაპირული წყლების იმპაქტური მონიტორინგი?


ა) სტაციონალური დაკვირვების პუნქტებზე; გ) რეგიონალურ სადგურებზე;
ბ) საბაზისო სადგურებზე; დ) სამარშრუტო ტრანსპორტით.

37. სამრეწველო გამავალი აირებიდან მტვრის მოცილების რა აპარატია ნახაზზე წარმოდგენილი?

ა) ციკლონი;
ბ) ელექტროსტატიკური აპარატი;
გ) მტვრის ტომარა;
დ) მტვერდამჭერი კამერა.

38. გამონატყორცნის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება საკვამლე მილიდან გამოყოფილი


გამაჭუჭყიანებლები?
ა) ორგანიზებული; ბ) არაორგანიზებული; გ) განაწილებული; დ) მოწესრიგებული.

39. რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს მთის ფერდობების არაგეგმაზომიერმა ხვნამ, ტყეების


გაჩეხვამ?
ა) დეფლაცია; გ) ნიადაგის გადარეცხვა;
ბ) ტექნიკური ეროზია; დ) დაჭაობება.

40. რომელი შხამქიმიკატები გამოიყენება სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად?


ა) ინსექტიციდები; ბ) ჰერბიციდები; გ) ფუნგიციდები; დ) რეპელენტები.

You might also like