You are on page 1of 4

შუასემესტრული გამოცდა საგანში: „ გარემოს დაცვა და ეკოლოგია“

საგამოცდო ბილეთის საკითხები

1. რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) ჟანგბადი - O2; გ) გოგირდის დიოქსიდი - SO2;
ბ) ოზონი - O3; დ) წყალბადი - H2.
2. რომელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ფლორა და ფაუნა ბიოლოგიურ რესურსთა რიცხვს?
ა) გამოლევადობის; გ) აუცილებლობის;
ბ) ძვრადობის; დ) წარმოშობის.
3. ეკოლოგიის რომელი პრობლემა მოიცავს გარემოზე მიზანმიმართული დაკვირვებების
საკითხებს?
ა) ინდიკაციის; გ) ადაპტაციის;
ბ) მონიტორინგის; დ) რაოდენობრივი რეგულირების.
4. ატმოსფეროს რომელ შრეში ხდება ტემპერატურის ძლიერი მატება სიმაღლის მიხედვით?
ა) სტრატოსფერო; გ) თერმოსფერო;
ბ) ტროპოსფერო; დ) მეზოსფერო.
5. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდით არის შესაძლებელი ატმოსფეროს დაცვა
გაჭუჭყიანებისაგან?
ა) სახელმწიფო სტანდარტი;
ბ) ზღვრულად დასაშვები გამონაბოლქვი;
გ) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია;
დ) ატმოსფერული წნევის მნიშვნელობა.
6. რა ეწოდება სიცოცხლის გარსს დედამიწაზე?
ა) ჰიდროსფერო; გ) ლითოსფერო;
ბ) ბიოსფერო; დ) ატმოსფერო.
7. რომელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ნიადაგი შერეულ რესურსთა ჯგუფს?
ა) აუცილებლობის; გ) წარმოშობის;
ბ) გამოლევადობის; დ) ძვრადობის.
8. რომელი პროცესი განაპირობებს ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის სტაბილურობას?
ა) ხემისინთეზი; გ) წყლის - H2O- დაშლა;
ბ) ფოტოსინთეზი; დ) ენდოგენური.
9. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან მიკროორგანიზმები?
ა) არაორგანულს; გ) ავტოტროფულს;
ბ) შერეულს; დ) ჰეტეროტროფულს.
10. ეკოლოგიის რომელი ნაწილი შეისწავლის ცოცხალ და არაცოცხალ გარემოს შორის კავშირს?
ა) ფაქტორიალური; გ) გეოლოგიური;
ბ) პოპულაციური; დ) ბიოგეოცენოლოგიური.
11. რა ძალების გავლენით ხდება ციკლონის აპარატში მექანიკური გაჭუჭყიანების მოცილება?

ა) ცენტრიდანული; გ) ინერციის;
ბ) კულონის; დ) სიმძიმის.

12. რა სახის ტრანსპორტის გამოყენება გვაძლევს დღესდღეობით ერთდროულად ეკონომიკურ


და ეკოლოგიურ ეფექტს?

ა) შიგაწვის ძრავიანი; გ) კომბინირებულ ძრავიანი;


ბ) ელექტრომობილები; დ) რეაქტიული.

13. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდე უზრუნველყოფს ატმოსფეროს დაცვას


გაჭუჭყიანებისაგან?
ა) ზდკ(ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია);
ბ) ატმოსფეროს ტემპერატურის მონიტორინგი;
გ) მაკრო და მიკრო კომპონენტების თანაფარდობა;
დ) ზდგ(ზღვრულად დასაშვები გამონაბოლქვი).

14. რა ნივთიერებები გამოიყენება გამავალი აირებიდან მავნე აირების აბსორბციული


მეთოდით
მოცილებისას?

ა) ცეოლითები; გ) სითხეები;
ბ) გააქტივებული ნახშირი; დ) იონიტები.

15. ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირების რომელი ღონისძიება მოიცავს სატრანზიტო


გზების მოწყობას, მიწისქვეშა ქსელის გაფართოებას?

ა) ეკოლოგიური; გ) ორგანიზაციული;
ბ) მექანიკური; დ) გეოლოგიური.
16. გამავალი აირების რომელ გამწმენდ აპარატში ხდება მტვრის მოცილება სველი მეთოდით?

ა) ელექტროსტატიკური; გ) მტვრის ტომარა;


ბ) გამფილტრავი; დ) სკრუბერები.
17. რა მახასიათებლებით ხდება ატმოსფეროს შრეობრივი დაყოფა?

ა) სიმაღლის; გ) შედგენილობის;
ბ) წნევის ცვლილების; დ) ტემპერატურის ცვლილების.
18. რომელი მაკროკომპონენტის მატება იწვევს ატმოსფეროში სათბურის ეფექტს?

ა) O2; გ) CO2;
ბ) N2; დ) ინერტული აირები.
19. გამავალი აირების რომელი მახასიათებელია გამწმენდი სისტემის არასრულყოფილების
მაჩვენებელი?

ა) გამონაბოლქვის მოცულობა; გ) გამონაბოლქვის ტოქსიკურიობა;


ბ) გამონაბოლქვის ტემპერატურა; დ) გამონაბოლქვის წნევა.
20. შიდაწვის ძრავიან მანქანებში, რომელი საწვავის გამოყენება დაიცავს ატმოსფეროს მანქანის
გამონაბოლქვით გაჭუჭყიანებისაგან?

ა) ბენზინი; გ) ბენზოლი;
ბ) დიზელი; დ) სპირტი.
21. რა პროცესები ხდება თერმოსფეროში, რის გამოც მას იონოსფეროს უწოდებენ?
ა) მაღალი გაიშვიათება; გ) აირთა იონიზაცია;
ბ) მზის სხივების გაბნევა; დ) წნევის მომატება.
22. ეკოლოგიის რომელი პრობლემა მოიცავს სამეურნეო საქმიანობის ახალი დარგების
გავლენას გარემოსა და ადამიანზე?
ა) ადაპტაციის; გ) რაოდენობრივი რეგულირების;
ბ) მონიტორინგის; დ) ინდიკაციის.

23. როგორ იცვლება ტემპერატურა სტრატოპაუზაში?


ა) არ იცვლება; გ) მზარდია;
ბ) ცვალებადია; დ) კლებულობს.

24. ატმოსფეროს რომელ შრეში მცირდება ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; გ) თერმოსფერო;
ბ) ტროპოსფერო; დ) იონოსფერო.

25. რომელი რესურსების დაზოგვა შეიძლება მათი მრავალჯერადი გამოყენებით?


ა) ფლორა; გ) წიაღისეული სათბობი;
ბ) ფაუნა; დ) მადანი.

26. ჩამონათვალიდან რომელია აღდგენადი რესურსი?


ა) მადანი; გ) ნიადაგი;
ბ) მინერალური რესურსი; დ) წიაღისეული სათბობი.

27. რომელი რესურსია გამოულევადი?


ა) ჰიდროსფერო; გ) ფაუნა;
ბ) ფლორა; დ) წიაღისეული.

28. როგორ ხორციელდება კავშირი ბიოტურ ფაქტორებს შორის?


ა) ენერგიის მიმოცვლით; გ) ბრაკონიერობით;
ბ) ნივთიერებათა ცვლით; დ) კვების ჯაჭვით.

29. რომელ ფაქტორებს მიეკუთვნება პარაზიტიზმი, მტაცებლობა?


ა) აბიოტურს; გ) ანთროპოგენულს;
ბ) ბიოტურს; დ) ფიზიკურს.

30. ატმოსფეროს რომელ შრეში მცირდება ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; ბ) ტროპოსფერო; გ) თერმოსფერო; დ) იონოსფერო.

You might also like