You are on page 1of 4

ჯგ. 3135 .

ინა დენას

დასკვნითი გამოცდის ვარიანტი


საგანში „გარემოს დაცვა და ეკოლოგია“

1. ჩამოთვლილი აირებიდან, რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) აზოტი –N2; გ) ბუნებრივი აირი –CH4;
ბ) წყალბადი –H2; დ) ამიაკი –NH3.

2. რომელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ფლორა და ფაუნა ბიოლოგიურ რესურსთა


რიცხვს?
ა) გამოლევადობის; გ) აუცილებლობის;
ბ) ძვრადობის; დ) წარმოშობის.

3. ეკოლოგიის რომელი პრობლემა მოიცავს გარემოზე მიზანმიმართული დაკვირვებების


საკითხებს?
ა) ინდიკაციის; გ) ადაპტაციის;
ბ) მონიტორინგის; დ) რაოდენობრივი რეგულირების.

4. ატმოსფეროს რომელ შრეში ხდება ტემპერატურის ძლიერი მატება სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; გ) თერმოსფერო;
ბ) ტროპოსფერო; დ) მეზოსფერო.

5. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდით არის შესაძლებელი ატმოსფეროს დაცვა


გაჭუჭყიანებისაგან?
ა) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ);
ბ) ზღვრულად დასაშვები გამონაბოლქვი (ზდგ);
გ) სახელმწიფო სტანდარტი;
დ) ატმოსფერული წნევის მნიშვნელობა.

6. რა ეწოდება სიცოცხლის გარსს დედამიწაზე?


ა) ჰიდროსფერო; გ) ლითოსფერო;
ბ) ბიოსფერო; დ) ატმოსფერო.

7. რომელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ნიადაგი შერეულ რესურსთა ჯგუფს?


ა) აუცილებლობის; გ) წარმოშობის;
ბ) გამოლევადობის; დ) ძვრადობის.

8. რომელი პროცესი განაპირობებს ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის სტაბილურობას?


ა) ხემისინთეზი; გ) წყლის (H2O) დაშლა;
ბ)ფოტოსინთეზი; დ) ენდოგენური.

9. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან მიკროორგანიზმები?


ა) არაორგანულს; გ) ავტოტროფულს;
ბ) შერეულს; დ) ჰეტეროტროფულს.
ჯგ. 3135 . ინა დენას
10. ეკოლოგიის რომელი ნაწილი შეისწავლის ცოცხალ და არაცოცხალ გარემოს შორის
კავშირს?
ა) ფაქტორიალური; გ) გეოლოგიური;
ბ) პოპულაციური; დ) ბიოგეოცენოლოგიური.

11. გამონატყორცნის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება საკვამლე მილიდან გამოყოფილი


გამაჭუჭყიანებლები?
ა) ორგანიზებულს; გ) განაწილებულს;
ბ) არაორგანიზებულს; დ) მოწესრიგებულს.

12. რომელი რესურსის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს მზის, ქარის, წყლის ენერგიის
გამოყენება?
ა) მინერალური რესურსის; გ) წიაღისეული სათბობის;
ბ) მადნების; დ) ფაუნის.

13. რომელი მახასიათებლის მიხედვით ხდება ატმოსფეროს შრეობრივი დაყოფა?


ა) ატმოსფერული წნევის; გ) გამჭირვალობის;
ბ) ტენიანობის; დ)ტემპერატურის ცვლილების.

14. რომელია სმოგის გამომწვევი წყარო?


ა) სოფლის მეურნეობა; გ) მრეწველობა;
ბ) ენერგეტიკა; დ) სამთო- მომპოვებელი წარმოება.

15. რომელია გარემოს აბიოტური ფაქტორი?


ა) ფლორა; გ) ნიადაგი;
ბ) ფაუნა; დ) ატმოსფერული წნევა.

16. რესურსების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მზის ენერგია, მოშენებადი ცხოველები,


კულტურული მცენარეები?
ა) ბიოლოგიურს; გ) პირობითად შეცვლადს;
ბ) შერეულს; დ) შეუცვლადს.

17. როგორ ხორციელდება კავშირი ბიოტურ ფაქტორებს შორის?


ა) ენერგიის მიმოცვლით; გ) ბრაკონიერობით;
ბ) ნივთიერებათა ცვლით; დ) კვებითი ჯაჭვით.

18. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდე იძლევა ატმოსფეროს სისუფთავის კონტროლის


საშუალებას?
ა) სახელმწიფო სტანდარტი;
ბ) ზღრულად დასაშვები გამონაბოლქვი (ზდგ);
გ) ზღრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ);
დ) ატმოსფეროს გამჭირვალობა.

19. რომელი მათგანი მიეკუთვნება შერეულ რესურსთა ჯგუფს?


ა) ფლორა; ბ) ფაუნა; გ) მადანი; დ) ნიადაგი.

20. ატმოსფეროს რომელ შრეში მცირდება ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; ბ) ტროპოსფერო; გ) თერმოსფერო;დ) იონოსფერო.
ჯგ. 3135 . ინა დენას
21. რა პროცესები უწყობს ხელს ატმოსფეროს თვითგაწმენდას?
ა) წნევის შემცირება; გ) ტემპერატურის ცვლილება;
ბ)აირთა გაიშვიათება; დ) ნალექები.

22. რის საფუძველზე ხდება საწარმოო გამავალი აირების გაწმენდის მეთოდის შერჩევა?
ა) მინარევთა კონცენტრაციის;
ბ) მინარევთა თანაფარდობის;
გ) მინარევთა ორგანოლეპტიკური თვისებების;
დ) მინარევთა ფიზიკო-ქიმიური თვისებების.

23. რომელ აპარატში ხდება გამავალი აირებიდან მტვრის მოცილება სიმძიმის ძალით?

ა) ციკლონი;
ბ) მტვრის ტომარა;
გ) მტვრის კამერა;
დ) გამფილტრავი აპარატი.

24. რომელი მახასიათებელია ბენზინის ხარისხის მაჩვენებელი?


ა) წვის ტემპერატურა; გ) ქიმიური აღნაგობა;
ბ) ოქტანური რიცხვი; დ) იზომერების რაოდენობა.

25. რა ღონისძიებებით არის შესაძლებელი მტკნარი წყლის დეფიციტის შევსება?


ა) რაციონალური გამოყენებით;
ბ) მლაშე წყლების გამტკნარებით;
გ) ეკონომიური გამოყენებით;
დ) გამწმენდი სისტემების გამოყენებით.

26. რა ზომის გამაჭუჭყიანებლების მოცილება ხდება ჩამდინარე წყლებიდან ქიმიური მეთოდით?


ა) 10-2სმ; ბ) 10-5,-6სმ; გ) 10-7,-8სმ;დ) 10-4სმ.

27. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში გამოიყენება აეროტენკები?


ა) ფიზიკური; გ) ქიმიური;
ბ) ბიოლოგიური; დ) ფიზიკურ-ქიმიური.

28. რომელი მცენარეები იცავენ ნიადაგს უფრო ეფექტურად ეროზიისაგან?


ა) ხე-მცენარეები; გ) თავთავიანი კულტურები;
ბ) სახნავი კულტურები; დ) ბალახოვანი სისტემა.

29. რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ პესტიციდებს ხელოვნურთან შედარებით?


ა) არ ერთვებიან წრებრუნვაში;
ბ) გააჩნიათ დაბალი შერჩევითობა;
გ) მავნებლებს უმუშავდებათ იმუნიტეტი;
დ) არ გროვდებიან გარემოში.

30. რა სახის ნივთიერებებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გასაწმენდად არის


ეფექტური ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდი?
ა) ქიმიური; გ) რადიაქტიური;
ბ) მექანიკური; დ) ორგანული.
ჯგ. 3135 . ინა დენას
31. წყალმომარაგებაში წყლის საბოლოო დამუშავებისათვის რომელი მეთოდი გამოიყენება?
ა) ქიმიური; გ) დეზინფექცირება;
ბ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

32. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში შედის ელექტროდიალიზური


გაწმენდის პროცესი?
ა) ქიმიური; გ) ფიზიკურ-ქიმიური;
ბ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

33. გამაჭუჭყიანებლების რა თვისებით დაყოფა გამოიყენება ჩამდინარე წყლების გაწმენდის


მეთოდის შერჩევისას?
ა) აგრესიულობის; გ) ზომების;
ბ) კონცენტრაციის; დ) ტემპერატურის.

34. გამავალი აირების რომელ გამწმენდ აპარატში ხდება მტვრის მოცილება სველი მეთოდით?
ა) ელექტროსტატიკური; გ) მტვრის ტომარა;
ბ) გამფილტრავი; დ) სკრუბერები.

35. რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს მთის ფერდობების არაგეგმაზომიერმა ხვნამ,


ტყეების გაჩეხვამ?
ა) დეფლაცია; გ) ნიადაგის გადარეცხვა;
ბ) ტექნიკური ეროზია; დ) დაჭაობება.

36. რომელი შხამქიმიკატები გამოიყენება სარეველების წინააღმდეგ?


ა) ინსექტიციდები; გ) ფუნგიციდები;
ბ) ჰერბიციდები; დ) რეპელენტები.

37. რომელი აეროზოლები არსებობენ ატმოსფეროში ხანგრძლივად?


ა) მსხვილდისპერსული;გ) იონიზირებული;
ბ) წვრილდისპერსული;დ) დისპერსული.

38. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელი მეთოდი მოიცავს იონგაცვლითი გაწმენდის


პროცესს?
ა) ფიზიკური; ბ) ფიზიკურ-ქიმიური; გ) ქიმიური; დ) ბიოლოგიური.

39. რა ნივთიერებები გამოიყენება გამავალი აირებიდან მავნე აირების აბსორბციული


მეთოდით მოცილებისას?
ა) ცეოლითები; გ) სითხეები;
ბ) გააქტივებული ნახშირი; დ) იონიტები.

40. ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირების რომელი ღონისძიება მოიცავს სატრანზიტო


გზების მოწყობას, მიწისქვეშა ქსელის გაფართოებას?
ა) ეკოლოგიური; გ) ორგანიზაციული;
ბ) მექანიკური; დ) გეოლოგიური.

You might also like