You are on page 1of 5

ამოცანები 1

1. გაყოფის რომელ ფაზაში იმყოფება უჯრედი? სქემაზე რომელი სტრუქტურებია აღნიშნული


რომაული ციფრებით?

2. სწორი თანმიმდევრობით დაალაგეთ უჯრედის სასიცოცხლო ციკლისათვის


დამახასიათებელი პროცესები: ა) ქრომოსომათა გადაადგილება პოლუსებისაკენ; ბ)
ქრომოსომების გაორმაგება; გ) ბირთვის მემბრანის ფორმირება; დ) მიკრომილაკების
მიმაგრება კინეტოქორებთან; ე) ცენტრიოლების გადაადგილება უჯრედის
ურთიერთსაპირისპირო პოლუსებზე.

3. ილუსტრაციაზე მოცემულია მიტოზის ფაზები არეულად. განსაზღვრეთ მიტოზის


ფაზების სწორი თანამიმდევრობა.

4. უჯრედული ციკლის რომელ ფაზაში იმყოფებიან მაღალდიფერენცირებული უჯრედები?


შეუძლიათ თუ არა მათ მიტოზურ ციკლში ჩართვა?

5. E ციკლინი ქმნის ციკლინ-დამოკიდებულ კინაზა - Cdk 2-თან კომპლექსს და უჯრედის G 1-


ფაზიდან S-ფაზაში გადასვლას განაპირობებს. უჯრედული ციკლის რომელ ფაზაში შეიცავს
უჯრედი E ციკლინის მაქსიმალურ კონცენტრაციას?

6. დნმ-ის შემცველობის მიხედვით, რა განსხვავებაა G 2-ფაზაში შესულ დედისეულ უჯრედსა


და ციტოკინეზის სტადიაზე მყოფ შვილეულ უჯრედს შორის?
7. უჯრედული ციკლის G1 ფაზაში დნმ-ში მოხდა მნიშვნელოვანი ხასიათის მუტაცია.
ტიპიურ შემთხვევაში, როგორ განვითარდება შემდგომი პერიოდები უჯრედში?

8. უჯრედული ციკლის G2 ფაზაში დნმ-ში მოხდა მნიშვნელოვანი ხასიათის მუტაცია.


ტიპიურ შემთხვევაში, როგორ განვითარდება შემდგომი პერიოდები უჯრედში?

9. გრაფიკი გამოსახავს დნმ-ის შემცველობას უჯრედული ციკლის სხვადასხვა სტადიაზე.


რომელი სტადიებია აღნიშნული ლათინური ასოებით?

10. მიკროფოტოზე მოცემულია ხახვის ფესვის უჯრედები. მოწოდებულ სურათზე


დაყრდნობით უპასუხეთ შეკითხვებს:
ა) უჯრედული ციკლის რომელი ფაზაა ყველაზე ხანგრძლივი? პასუხი დაასაბუთეთ.
ბ) მიტოზის რომელი ფაზა არ არის აქ წარმოდგენილი? ახსენით მიზეზი.
გ) ახსენით, მიტოზის რომელი ფაზებია ყველაზე ხანგრძლივი.
11. ქრომოსომების ჰაპლოიდურ რიცხვს აღნიშნავენ n-ით, დიპლპიდურს - 2n-ით. სქემაში
ჩაწერეთ პლოიდობის აღმნიშვნელი შესაბამისი სიმბოლოები.

12. მიტოზური გაყოფის პროფაზაში უჯრედში 20 ქრომატიდაა. რამდენი ქრომოსომა და დნმ-


ის რამდენი მოლეკულა იქნება თითოეულ შვილეულ უჯრედში მიტოზის ბოლოს?

13. უჯრედულ ციკლში როდის აქვს ქრომოსომას დნმ-ის ორი მოლეკულა?

14. მიტოზის მეტაფაზაში უჯრედში განირჩევა 20 ცენტრომერა. რამდენი ქრომოსომა ექნება


თითოეულ შვილეულ უჯრედს ციტოკინეზის დასრულებისას?

15. კოღოში (Culex pipiens) ქრომოსომათა ჰაპლოიდური რაოდენობა 3-ის ტოლია. რამდენი
ქრომატიდა ექნება დიპლოიდურ უჯრედს მიტოზის ანაფაზაში?

16. შეჭიდულ გენთა ჯგუფების რაოდენობა ძირითადად ქრომოსომათა ჰაპლოიდურ რიცხვს


შეესაბამება. ადამიანს 22 წყვილი აუტოსომა და ერთი წყვილი სასქესო ქრომოსომა აქვს.
რამდენი სახის შეჭიდულ გენთა ჯგუფი აქვს ქალს? მამაკაცს?

17. ე.ვილსონმა წყლის ბაღლინჯოში (Protenor belfragi) კარიოტიპის შესწავლისას დაადგინა,


რომ სომატურ უჯრედებში ყველა მამრს აქვს 13 ქრომოსომა, ხოლო მდედრს - 14.
აუტოსომური და სასქესო ქრომოსომების შემცველობის მიხედვით, როგორი ტიპის
სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები წარმოიქმნება ამ მწერში?

18. მოცემულ ილუსტრაციაზე რომელი ციფრები შეესაბამება ა) ჰომოლოგიურ


ქრომოსომებს? ბ) შვილეულ ქრომოსომებს?
19. ქრომოსომის რომელი უბანი ზემოქმედებს უჯრედის სასიცოცხლო ციკლსა და მისი
ფაზების ხანგრძლივობაზე?

20. რამდენი ტელომერა იქნება ადამიანის ლიმფოციტის ბირთვში G1 სტადიაზე? პასუხი


განმარტეთ.

21. რუხ ვირთაგვაში (Rattus norvegicus) დიპლოიდურ უჯრედს წესისამებრ 42 ქრომოსომა


აქვს. რამდენი ქრომოსომა და ჰომოლოგიური ქრომოსომების რამდენი ტრიადა ექნება
ტრიპლოიდურ უჯრედს?

22. ილუსტრაციაზე სქემატურად მოცემულია დნმ-ის რაოდენობის ცვლილება უჯრედში.


თითოეულ რიცხვს მიუსადაგეთ უჯრედული ციკლის შესაბამისი სტადია/ფაზა.

3. სურათზე
23. სქემატურად არის გამოსახული გამეტოგენეზის მომწიფების ზონის
უჯრედში დნმ-ის რაოდენობის ცვლილება დროში. იხელმძღვანელეთ
ილუსტრაციით და უპასუხეთ შეკითხვებს:
ა) მრუდის რომელი მონაკვეთ(ებ)ი შეესაბამება S ფაზას?
ბ) მრუდის რომელი მონაკვეთ(ებ)ის დროს მიმდინარეობს მეტაფაზა?
გ) მრუდის რომელი მონაკვეთ(ებ)ი შეესაბამება ტელოფაზას?

24. ვინბლასტინი ონკოთერაპიაში ფართოდ გამოყენებული სტანდარტული


ქიმიოთერაპიული მედიკამენტია, რომელიც აფერხებს მიკრომილაკების აწყობას. თქვენი
ვარაუდით, უშუალოდ რა ეფექტს იწვევს იგი სიმსივნურ უჯრედზე ზემოქმედებისას.

25. თუკი მიტოზი ციტოკინეზით არ სრულდება, მაშინ რა შედეგი მოყვება ამგვარ გაყოფას?

You might also like