You are on page 1of 5

ტესტი 2

1. რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) ჟანგბადი - O2; გ) გოგირდის დიოქსიდი - SO2;
ბ) ოზონი - O3; დ) წყალბადი - H2.

2. რომელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ფლორა და ფაუნა ბიოლოგიურ რესურსთა


რიცხვს?
ა) გამოლევადობის; გ) აუცილებლობის;
ბ) ძვრადობის; დ) წარმოშობის.

3. ეკოლოგიის რომელი პრობლემა მოიცავს გარემოზე მიზანმიმართული დაკვირვებების


საკითხებს?
ა) ინდიკაციის; გ) ადაპტაციის;
ბ) მონიტორინგის; დ) რაოდენობრივი რეგულირების.

4. ატმოსფეროს რომელ შრეში ხდება ტემპერატურის ძლიერი მატება სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; გ) თერმოსფერო;
ბ) ტროპოსფერო; დ) მეზოსფერო.

5. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდით არის შესაძლებელი ატმოსფეროს დაცვა


დაბინძურებისაგან?
ა) სახელმწიფო სტანდარტი; გ) ზღვრულად დასაშვები
კონცენტრაცია;
ბ) ზღვრულად დასაშვები გამონაბოლქვი; დ) ატმოსფერული წნევის მნიშვნელობა.

6. რა ეწოდება სიცოცხლის გარსს?


ა) ჰიდროსფერო; გ) ლითოსფერო;
ბ) ბიოსფერო; დ) ატმოსფერო.

7. რომელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ნიადაგი შერეულ რესურსთა ჯგუფს?


ა) აუცილებლობის; გ) წარმოშობის;
ბ) გამოლევადობის; დ) ძვრადობის.

8. რომელი პროცესი განაპირობებს ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის


სტაბილურობას?
ა) ხემისინთეზი; გ) წყლის - H2O- დაშლა;
ბ)ფოტოსინთეზი; დ) ენდოგენური.
9. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან მიკროორგანიზმები?
ა) არაორგანულს; გ) ავტოტროფულს;
ბ) შერეულს; დ) ჰეტეროტროფულს.

10. ეკოლოგიის რომელი ნაწილი შეისწავლის ცოცხალ და არაცოცხალ გარემოს შორის


კავშირს?
ა) ფაქტორიალური; გ) გეოლოგიური;
ბ) პოპულაციური; დ) ბიოგეოცენოლოგიური.

11. ჩამოთვლილი აირებიდან რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) წყალბადი - H2; გ) ბუნებრივი აირი - CH4;
ბ) ოზონი - O3; დ) ნახშირორჟანგი - CO2;

12. რომელი რესურსის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს მზის, ქარის, წყლის ენერგიის
გამოყენება?
ა) მინერალური რესურსის; გ) წიაღისეული სათბობის;
ბ) მადნების; დ) ფაუნის.

13. რა მახასიათებლის მიხედვით ხდება ატმოსფეროს შრეობრივი დაყოფა?


ა) ატმოსფერული წნევის; გ) გამჭირვალობის;
ბ) ტენიანობის; დ) ტემპერატურის ცვლილების.

14. სმოგის გამომწვევი წყარო?


ა) სოფლის მეურნეობა; გ) მრეწველობა;
ბ) ენერგეტიკა; დ) სამთო- მომპოვებელი წარმოება.

15. რომელია გარემოს აბიოტური ფაქტორები?


ა) ფლორა; გ) ნიადაგი;
ბ) ფაუნა; დ) ატმოსფერული წნევა.

16. რესურსების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მზის ენერგია, მოშენებადი ცხოველები,


კულტურული მცენარეები?
ა) ბიოლოგიურს; გ) პირობითად შეცვლადს;
ბ) შერეულს; დ) შეუცვლადს.

17. როგორ ხორციელდება კავშირი ბიოტურ ფაქტორებს შორის?


ა) ენერგიის მიმოცვლით; გ) ბრაკონიერობით;
ბ) ნივთიერებათა ცვლით; დ) კვების ჯაჭვით.
18. რა მარეგლამენტირებელი სიდიდე იძლევა ატმოსფეროს სისუფთავის კონტროლის
საშუალებას?
ა) სახელმწიფო სტანდარტი; გ) ზღრულად დასაშვები
კონცენტრაცია;
ბ) ზღრულად დასაშვები გამონაბოლქვი; დ) ატმოსფეროს გამჭირვალობა.

19. რომელი მიეკუთვნება შერეულ რესურსთა ჯგუფს?


ა) ფლორა; გ) მადანი;
ბ) ფაუნა; დ) ნიადაგი.

20. ატმოსფეროს რომელ შრეში მცირდება ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; გ) თერმოსფერო;
ბ) ტროპოსფერო; დ) იონოსფერო.

21. რისი კონტროლი ხორციელდება ატმოსფეროში ზდკ-ით (ზღვრულად დასაშვები


კონცენტრაციით)?
ა) წნევის; გ) აირთა ტემპერატურის;
ბ) აირთა თანაფარდობის; დ) ჰაერის სისუფთავის.

22. რის საფუძველზე ხდება საწარმოო გამავალი აირების გაწმენდის მეთოდის შერჩევა?
ა) მინარევთა კონცენტრაციის; გ) მინარევთა ორგანოლეპტიკური თვისებების;
ბ) მინარევთა თანაფარდობის; დ) მინარევთა ფიზიკო-ქიმიური თვისებების.

23. რომელ აპარატში ხდება გამავალი აირებიდან მტვრის მოცილება სიმძიმის ძალით?
ა) ციკლონი; გ) მტვრის კამერა;
ბ) მტვრის ტომარა; დ) გამფილტრავი აპარატი.

24. რომელი მახასიათებელია ბენზინის ხარისხის მაჩვენებელი?


ა) წვის ტემპერატურა; გ) ქიმიური აღნაგობა;
ბ) ოქტანური რიცხვი; დ) იზომერების რაოდენობა.

25. რა ღონისძიებებით არის შესაძლებელი მტკნარი წყლის დეფიციტის შევსება?


ა) რაციონალური გამოყენებით; გ) ეკონომიური გამოყენებით;
ბ) მლაშე წყლების გამტკნარებით; დ) გამწმენდი სისტემების გამოყენებით.

26. რა ზომის დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილება ხდება ჩამდინარე წყლებიდან ქიმიური


მეთოდით?
-2
ა) 10 სმ; გ) 10 -7,-8სმ;
ბ) 10-5,-6სმ; დ) 10 -4სმ.
27. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში გამოიყენება აეროტენკები?
ა) ფიზიკური; გ) ქიმიური;
ბ) ბიოლოგიური; დ) ფიზიკო-ქიმიური.

28. რომელი მცენარეები იცავენ ნიადაგს უფრო ეფექტურად ეროზიისაგან?


ა) ხეები; გ) თავთავიანი კულტურები;
ბ) სახნავი კულტურები; დ) ბალახოვანი სიტემა.

29. რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ ქიმიკატებს ხელოვნურთან შედარებით?


ა) არ ერთვებიან წრებრუნვაში; გ) მავნებლებს უმუშავდებათ იმუნიტეტეი;
ბ) დაბალი შერჩევითობა; დ) არ გროვდებიან გარემოში.

30. რა სახის ნივთიერებებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გასაწმენდად არის ეფექტური


ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდი?
ა) ქიმიური; გ) რადიაქტიური;
ბ) მექანიკური; დ) ორგანული.

31. წყალმომარაგებაში წყლის საბოლოო დამუშავებისათვის რომელი მეთოდი გამოიყენება?


ა) ქიმიური; გ) დეზინფექცირება;
ბ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

32. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში შედის ელექტროდიალიზური გაწმენდის


მეთოდი?
ა) ქიმიური; გ) ფიზიკურ-ქიმიური;
ბ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.
33. დამაბინძურებელი ნივთიერებების რა თვისებით დაყოფა გამოიყენება ჩამდინარე წყლების
გაწმენდის მეთოდის შერჩევისას?
ა) აგრესიულობის; გ) ზომების;
ბ) კონცენტრაციის; დ) ტემპერატურის.

34. გამავალი აირების რომელ გამწმენდ აპარატში ხდება მტვრის მოცილება სველი მეთოდით?
ა) ელექტროსტატიკური; გ) მტვრის ტომარა;
ბ) გამფილტრავი; დ) სკუბერები.

35. რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს მთის ფერდობების არაგეგმაზომიერმა ხვნამ, ტყეების


გაჩეხვამ?
ა) დეფლაცია; გ) ნიადაგის გადარეცხვა;
ბ) ტექნიკური ეროზია; დ) დაჭაობება.
36. რომელი შხამქიმიკატები გამოიყენება სარეველების წინააღმდეგ?
ა) ინსექტიციდები; გ) ფუნგიციდები;

ბ) ჰერბიციდები; დ) რეპელენტები.

37. რომელი აეროზოლები არსებობენ ატმოსფეროში ხანგძლივად?


ა) მსხვილდისპერსული
ბ) წვრილდისპერსული
გ) იონიზირებული
დ) დისპერსული

38. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელი მეთოდი მოიცავს იონგაცვლითი გაწმენდის


პროცესს?
ა) ფიზიკური ბ) ფიზიკო-ქიმიური გ) ქიმიური დ) ბიოლოგიური

39. რა ნივთიერებები გამოიყენება გამავალი აირებიდან მავნე აირების აბსორბციული მეთოდით


მოცილებისას?
ა) ცეოლითები; გ) სითხეები;
ბ) გააქტივებული ნახშირი; დ) იონიტები.

40. ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირების რომელი ღონისძიება მოიცავს სატრანზიტო გზების


მოწყობას, მიწისქვეშა ქსელის გაფართოებას?
ა) ეკოლოგიური; გ) ორგანიზაციული;
ბ) მექანიკური; დ) გეოლოგიური.

You might also like