You are on page 1of 43

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ივლისი, 2023

შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრი
ტესტი ქიმიაში
ინსტრუქცია

თქვენ წინაშეა საგამოცდო ტესტის ელექტრონული ბუკლეტი.

ტესტის შესასრულებლად გეძლევათ შავად სამუშაო ფურცლები და დამხმარე მასალა (ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი, მარილების, მჟავებისა და ფუძეების წყალში
ხსნადობის ცხრილი და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივი).
თითოეული დავალების ნომრის წინ ფრჩხილებში მითითებულია დავალების ქულა.
დაკვირვებით წაიკითხეთ თითოეული დავალების პირობა და ისე შეასრულეთ დავალებები.
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. ის ფრაგმენტები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 63.

ტესტის შესასრულებლად გეძლევათ 3 საათი.

გისურვებთ წარმატებას!

შემდეგ გვერდზე გადასასვლელად და უკან დასაბრუნებლად


შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურაზე არსებული ღილაკები
ინსტრუქცია დავალებებისათვის NN 1 – 30
თითოეულ კითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. არჩეული პასუხი
გადაიტანეთ პასუხების ფურცელში ამგვარად: პასუხების შესაბამის უჯრედში გააკეთეთ აღნიშვნა – X. არც
ერთი სხვა აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა. შ. ელექტრონული
პროგრამის მიერ არ აღიქმება. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება,
მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი
ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). გადასწორებული პასუხის ხელმეორედ არჩევა შეუძლებელია.
(1) 1. მოცემულია პროცესები:
I. წყალბადის მიღება წყლიდან;
II. ჟანგბადის მიღება ჰაერიდან.
როგორ მოვლენას წარმოადგენს თითოეული მათგანი?

ა) I – ქიმიურს, II – ფიზიკურს;
ბ) I – ფიზიკურს, II – ქიმიურს;
გ) ორივე – ქიმიურს;
დ) ორივე – ფიზიკურს.
(1) 2. მოცემულია წინადადებები:
I. აზოტი შედის ჰაერის შედგენილობაში.
II. აზოტი შედის ზოგიერთი მინერალური სასუქის შედგენილობაში.
III. აზოტი შედის ამინომჟავების შედგენილობაში.
რომელ წინადადებაშია საუბარი აზოტზე, როგორც მარტივ ნივთიერებაზე და არა როგორც ელემენტზე?

ა) მხოლოდ I;
ბ) როგორც I, ასევე II;
გ) როგორც I, ასევე III;
დ) სამივე წინადადებაში.
(1) 3. მოცემული წყვილებიდან რომელი შეიცავს ნუკლიდებს ნეიტრონთა ერთნაირი რიცხვით?

ა) 12C და 14C
14
ბ) C და 14N
გ) 15N და 16O
16
დ) O და 18F
(1) 4. როგორ გამოისახება სქემაზე მოცემული ნაწილაკი და მისი ელექტრონული ფორმულა?

ნაწილაკის ელექტრონული
ფორმულა ფორმულა

ა) Cl 1s2 2s2 2p6 3s2 3p5

ბ) Cl 1s2 2s2 2p6 3s2 3p6

გ) Cl− 1s2 2s2 2p6 3s2 3p5

დ) Cl− 1s2 2s2 2p6 3s2 3p6


(1) 5. მოცემულია A და B ელემენტების ელექტრონული ფორმულები:
𝐀 − [𝐍𝐞] 𝟑𝐬𝟐 𝟑𝐩𝟐 𝐁 − [𝐇𝐞] 𝟐𝐬 𝟐 𝟐𝐩𝟑
როგორი შედგენილობის ნაერთი უნდა წარმოიქმნას ამ ელემენტთა ატომებით?

ა) A2 B3
ბ) A3 B2
გ) A3 B4
დ) A4 B3
(1) 6. რომელი ბმებია აღნიშნული ლათინური ასოებით მოცემულ სქემაზე?

ა) a და b – კოვალენტური, c – იონური;
ბ) a და b – კოვალენტური, c – მეტალური;
გ) a – კოვალენტური, b – წყალბადური, c – მეტალური;
დ) a – კოვალენტური, b – წყალბადური, c – იონური.
(1) 7. მოცემულია ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ფრაგმენტი:

ქვემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან რომელია სწორი?


I. 𝐈𝐧 უფრო ძლიერი მეტალია, ვიდრე 𝐒𝐧;
II. 𝐒𝐧 უფრო ძლიერი მეტალია, ვიდრე 𝐏𝐛;
III. 𝐓𝐥 უფრო ძლიერი მეტალია, ვიდრე 𝐒𝐧.

ა) როგორც I, ასევე II;


ბ) როგორც I, ასევე III;
გ) როგორც II, ასევე III;
დ) სამივე.
(1) 8. ქიმიურ რეაქციათა რომელ ტიპს მიეკუთვნება ქვემოთ აღწერილი პროცესები?
I. კალციუმის ოქსიდი გაიხსნა წყალში;
II. კალციუმის ოქსიდი გაიხსნა მარილმჟავაში.

ა) I – შეერთების, II – მიმოცვლის;
ბ) I – შეერთების, II – ჩანაცვლების;
გ) ორივე – შეერთების;
დ) ორივე – მიმოცვლის.
(1) 9. დახურულ ჭურჭელში მიმდინარეობდა რეაქცია აირად
ნივთიერებებს შორის:

𝟐𝐀 + 𝐁 → 𝐂
რეაქციის მსვლელობისას ზომავდნენ 𝐀 ნივთიერების
კონცენტრაციის ცვლილებას. მიღებული შედეგები
გამოსახეს გრაფიკულად.
ამ მონაცემების მიხედვით, რას უდრის 𝐂 ნივთიერების
კონცენტრაცია რეაქციის დაწყებიდან 3 წუთის შემდეგ?

ა) 0,15 მოლი/ლ;
ბ) 0,25 მოლი/ლ;
გ) 0,5 მოლი/ლ;
დ) 1,0 მოლი/ლ.
(1) 10. კოლბაში მოათავსეს კალციუმის კარბონატის ნატეხები და დაამატეს ჭარბი მარილმჟავა. რეაქციის
მსვლელობისას ზომავდნენ გამოყოფილი აირის მოცულობას.
როგორ შეიცვლება აირის გამოყოფის სიჩქარე და გამოყოფილი აირის ჯამური მოცულობა, თუ კალციუმის
კარბონატს ნატეხების ნაცვლად იმავე მასის ფხვნილის სახით გამოიყენებენ?
ჩათვალეთ, რომ ორივე შემთხვევაში გაზომვები ერთნაირ ფიზიკურ პირობებში ტარდება.

აირის გამოყოფის გამოყოფილი აირის


სიჩქარე ჯამური მოცულობა

ა) გაიზრდება არ შეიცვლება

ბ) გაიზრდება გაიზრდება

გ) არ შეიცვლება გაიზრდება

დ) არ შეიცვლება არ შეიცვლება
(1) 11. რამდენჯერ გაიზრდება ქიმიური რეაქციის სიჩქარე ტემპერატურის 30 ℃-ით მომატებისას,
თუ რეაქციის სიჩქარის ტემპერატურული კოეფიციენტი 2-ის ტოლია?

ა) 6-ჯერ;

ბ) 8-ჯერ;

გ) 15-ჯერ;

დ) 60-ჯერ.
(1) 12. მოცემულია ორი შექცევადი რეაქცია, რომელთა მსვლელობისას დამყარდა წონასწორობა:
𝐈. 𝐂𝐇𝟒(აირი) + 𝐇𝟐 𝐎(აირი) ⇄ 𝐂𝐎(აირი) + 𝟑𝐇𝟐(აირი)
𝐈𝐈. 𝐂(მყარი) + 𝐇𝟐 𝐎(აირი) ⇄ 𝐂𝐎(აირი) + 𝐇𝟐(აირი)
რა გავლენას მოახდენს წნევის გაზრდა თითოეული რეაქციის წონასწორობაზე?

ა) I რეაქციაში გადაიხრება მარცხნივ, II რეაქციაში არ შეიცვლება;


ბ) I რეაქციაში გადაიხრება მარჯვნივ, II რეაქციაში არ შეიცვლება;
გ) ორივე რეაქციაში გადაიხრება მარცხნივ;
დ) ორივე რეაქციაში გადაიხრება მარჯვნივ.
(1) 13. მოცემული რეაქციებიდან რომელშია გოგირდი მჟანგავი?

ა) H2 S + I2 → S + 2HI
ბ) 2S + 2NO2 → 2SO2 + N2
გ) H2 SO4 + P2 O5 → SO3 + 2HPO3
დ) SO2 + 2C → S + 2CO
(1) 14. მოცემულია ნივთიერებები:
𝐈. (𝐍𝐇𝟒 )𝟑 𝐏𝐎𝟒 𝐈𝐈. (𝐍𝐇𝟒 )𝟐 𝐇𝐏𝐎𝟒 𝐈𝐈𝐈. 𝐍𝐇𝟒 𝐇𝟐 𝐏𝐎𝟒
რომელი მათგანი წარმოადგენს მჟავა მარილს?

ა) როგორც I, ასევე II;


ბ) როგორც I, ასევე III;
გ) როგორც II, ასევე III;
დ) სამივე.
(1) 15. სამ ჭურჭელში მოათავსეს ნატრიუმის ტუტის ხსნარი და თითოეულს დაამატეს:
𝐈. 𝐏𝟐 𝐎𝟓 𝐈𝐈. 𝐂𝐮𝐂𝐥𝟐 𝐈𝐈𝐈. 𝐍𝐚𝐇𝐒𝐎𝟒
რომელ ხსნარში შემცირდებოდა ჰიდროქსიდ-იონების რაოდენობა?

ა) როგორც I, ასევე II;


ბ) როგორც I, ასევე III;
გ) როგორც II, ასევე III;
დ) სამივე ხსნარში.
(1) 16. ქიმიურ ჭიქაში მოათავსეს ალუმინის სულფატის წყალხსნარი და თანდათანობით
ამატებდნენ X ნივთიერების წყალხსნარს. ხსნარი ჯერ აიმღვრა, შემდეგ სიმღვრივე
შემცირდა, ბოლოს კი ნალექი გაქრა და გამჭვირვალე ხსნარი წარმოიქმნა.
ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან რომელი შეიძლება ყოფილიყო X ნივთიერება?
𝐈. 𝐍𝐚𝐎𝐇 𝐈𝐈. 𝐁𝐚(𝐎𝐇)𝟐 𝐈𝐈𝐈. 𝐍𝐚𝟑 𝐏𝐎𝟒

ა) მხოლოდ I;
ბ) როგორც I, ასევე II;
გ) როგორც I, ასევე III;
დ) ამ სამთაგან ნებისმიერი.
(1) 17. სამ სინჯარაში მოათავსეს ნივთიერებათა წყალხსნარები:
A სინჯარაში – 𝐇𝐂𝐥
B სინჯარაში – 𝐂𝐚(𝐎𝐇)𝟐
C სინჯარაში – 𝐌𝐠𝐂𝐥𝟐
თითოეულ სინჯარას დაამატეს ნატრიუმის სილიკატის წყალხსნარი.
რომელ სინჯარაში წარიმართება რეაქცია?

ა) მხოლოდ A;
ბ) მხოლოდ B;
გ) მხოლოდ C;
დ) სამივე სინჯარაში.
(1) 18. მოცემულ თვისებათაგან რომელი ახასიათებს მარტივ ნივთიერება ქლორს?
I. მოყვითალო-მომწვანო ფერის აირია;
II. აძევებს იოდს ნატრიუმის იოდიდის წყალხსნარიდან;
III. ჰაერზე მსუბუქია.

ა) მხოლოდ I;
ბ) როგორც I, ასევე II;
გ) როგორც I, ასევე III;
დ) სამივე.
(1) 19. მოცემულ ნივთიერებათაგან რომელი შეიძლება გამოვიყენოთ მეტალთა აღსადგენად მათი ოქსიდებიდან?
I. წყალბადი;
II. ნახშირბადი;
III. ნახშირბად(II)-ის ოქსიდი.

ა) მხოლოდ I;
ბ) როგორც I, ასევე II;
გ) როგორც I, ასევე III;
დ) ამ სამთაგან ნებისმიერი.
(1) 20. რა დარჩება საელექტროლიზო ჭურჭელში კალიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზის შედეგად?

ა) მხოლოდ წყალი;
ბ) მარილმჟავა;
გ) კალიუმის ტუტის წყალხსნარი;
დ) კალიუმის ქლორიდის კონცენტრირებული წყალხსნარი.
(1) 21. ორგანულ ნაერთთა რომელ კლასს შეიძლება მიეკუთვნებოდეს ნაერთი,
რომლის ფორმულაა C2 H6 O ?

ა) მხოლოდ სპირტებს;
ბ) მხოლოდ ალდეჰიდებს;
გ) როგორც სპირტებს, ასევე ეთერებს;
დ) როგორც ალდეჰიდებს, ასევე ეთერებს.
(1) 22. რამდენი სხვადასხვა ნივთიერებაა გამოსახული ქვემოთ მოცემულ ნახაზზე?

ა) 3
ბ) 4
გ) 5
დ) 6
(1) 23. რამდენი 𝜎(სიგმა)-ბმაა მოცემულ ნაერთში?

ა) 4
ბ) 5
გ) 7
დ) 8
(1) 24. რა ეწოდება მოცემული სტრუქტურის მქონე ნახშირწყალბადს საერთაშორისო ნომენკლატურით?

ა) 4-ეთილ-3,4-დიმეთილპენტინ-1;
ბ) 2-ეთილ-2,3-დიმეთილპენტინ-4;
გ) 3,4,4-ტრიმეთილჰექსინ-1;
დ) 3,3,4-ტრიმეთილჰექსინ-5.
(1) 25. რომელი პროცესია ასახული მოცემულ სქემაზე?

ა) ეთინის ჰიდრირება;
ბ) ეთინის ჰიდრატაცია;
გ) ეთენის ჰიდრირება;
დ) ეთენის ჰიდრატაცია.
(1) 26. მოცემულია A, B და C ნახშირწყალბადები, რომლებიც მიღებულია:
A – კალციუმის კარბიდზე წყლის მოქმედებით;
B – ეთანოლისა და კონცენტრირებული გოგირდმჟავას გახურებით;
C – ნატრიუმის აცეტატისა და ნატრიუმის ტუტის შელღობით.
რომელი მათგანი გააუფერულებს ბრომიან წყალს?

ა) მხოლოდ A;
ბ) როგორც A, ასევე B;
გ) როგორც A, ასევე C;
დ) ამ სამთაგან ნებისმიერი.
(1) 27. სინჯარაში მოათავსეს უცნობი ნივთიერების წყალხსნარი, დაამატეს ახლადგამოლექილი
სპილენძ(II)-ის ჰიდროქსიდი და გააცხელეს. წარმოიქმნა აგურისფერი (წითელი) ნალექი.
ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო უცნობი ნივთიერება?

ა) ბ) გ) დ)
(1) 28. რამდენი მოლი ეთანოლი მიიღება 1 მოლი გლუკოზის სპირტული დუღილის შედეგად?

ა) 1 მოლი;
ბ) 2 მოლი;
გ) 3 მოლი;
დ) 6 მოლი.
(1) 29. მოცემულ ნივთიერებათაგან რომელია მეორეული ამინი?

ა) ბ) გ) დ)
(1) 30. მოცემულია პოლიმერის სტრუქტურის ფრაგმენტი:

რომელი მონომერის პოლიკონდენსაციით შეიძლება ასეთი პოლიმერის მიღება?

ა) ბ) გ) დ)
(3) 31. დაწერეთ:
(1) 31.1 მოცემული სტრუქტურის მქონე ნაერთის შესაბამისი მოლეკულური ფორმულა.

(1) 31.2 2,2,3-ტრიმეთილბუტანმჟავაეთილესტერის სტრუქტურული ფორმულა.


გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ნაჩვენები იყოს ყველა ბმა ნახშირბადატომებს შორის,
ხოლო წყალბადატომები შესაბამის ატომებთან უნდა იყოს მიწერილი.

(1) 31.3 მოცემული ნაერთის სახელწოდება საერთაშორისო ნომენკლატურის მიხედვით.


(5) 32. დაწერეთ:

ნივთიერების სახელწოდება, რომლის


(1) 32.1
ფორმულაა 𝐍𝐚𝟐 𝐇𝐏𝐎𝟒

ნივთიერების ფორმულა, რომლის


(1) 32.2
სახელწოდებაა ქრომ(III)-ის სულფატი

𝐂𝐚(𝐍𝐎𝟑 )𝟐 -ის შესაბამისი მჟავა ოქსიდის


(1) 32.3
ფორმულა

(1) 32.4 𝐌𝐠𝐒-ის შესაბამისი მჟავას ფორმულა

სტრონციუმის ქლორიდის შესაბამისი


(1) 32.5
ჰიდროქსიდის ფორმულა
(2) 33. მოცემულია გაუთანაბრებელი ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია:

𝐊 𝟐 𝐒𝐎𝟑 + 𝐊𝐌𝐧𝐎𝟒 + 𝐇𝟐 𝐒𝐎𝟒 → 𝐊 𝟐 𝐒𝐎𝟒 + 𝐌𝐧𝐒𝐎𝟒 + 𝐇𝟐 𝐎


(1) 33.1 შეადგინეთ ელექტრონული ბალანსი.

(1) 33.2 დაწერეთ რეაქციის გათანაბრებული ტოლობა.


(4) 34. შეადგინეთ რეაქციათა ტოლობები:
ა) ჩასვით გამოტოვებულ ნივთიერებათა ფორმულები:
(ჩანაწერი ⋯ აღნიშნავს მხოლოდ ერთ ნივთიერებას.)

(1) 34.1 𝐍𝐚𝟐 𝐒𝐎𝟒 + ⋯ → 𝐍𝐚𝐂𝐥 + ⋯

𝒕
(1) 34.2 ⋯ → 𝐂𝐮𝐎 + 𝐍𝐎𝟐 + 𝐎𝟐

ბ) შეადგინეთ ქიმიური რეაქციის ტოლობა მოცემული ინფორმაციის მიხედვით:

(2) 34.3 „ალუმინის ნახშირბადთან ნაერთში ნახშირბადის ჟანგვის რიცხვია −𝟒. ამ ნაერთზე განზავებული
გოგირდმჟავას დამატებისას გამოიყოფა აირი და წარმოიქმნება წყალში ხსნადი მარილი.“

გაითვალისწინეთ: ქიმიური რეაქციები წარმოდგენილი უნდა იყოს გათანაბრებული სახით!


(2) 35. მოცემულია წყალხსნარში მიმდინარე რეაქცია დაუსრულებელი სახით:
𝐅𝐞𝟐 (𝐒𝐎𝟒 )𝟑 + 𝐍𝐚𝟐 𝐒 →

ა) დაასრულეთ და გაათანაბრეთ რეაქცია;

ბ) წარმოადგინეთ რეაქცია მოკლე (შეკვეცილი) იონური ტოლობის სახით.

გაითვალისწინეთ: ქიმიური რეაქციები წარმოდგენილი უნდა იყოს გათანაბრებული სახით!


(3) 36. მოცემული სქემები წარმოადგინეთ ქიმიური რეაქციების სახით.
ორგანული ნაერთები ჩაწერეთ სტრუქტურულად.
(ჩანაწერი ⋯ აღნიშნავს მხოლოდ ერთ ნივთიერებას.)

(1) 36.1

(1) 36.2

(1) 36.3
(3) 37. მოცემულია ორგანულ ნაერთთა გარდაქმნის სქემა:

ცნობილია, რომ:
I გარდაქმნა ხორციელდება A ნაერთის ჰიდრატაციის შედეგად, ხოლო 𝐗 ძირითადი პროდუქტია;
II გარდაქმნა ხორციელდება 𝐗 ნაერთის მოლეკულათაშორისი დეჰიდრატაციის შედეგად;
III გარდაქმნა ხორციელდება A ნაერთის პოლიმერიზაციის შედეგად.
შეადგინეთ X, Y და Z ასოებით აღნიშნულ ნივთიერებათა სტრუქტურული ფორმულები.

(1) 37.1 X ნივთიერება (1) 37.2 Y ნივთიერება (1) 37.3 Z ნივთიერება


(3) 38. შეავსეთ ცხრილის ცარიელი უჯრები:

ა ბ გ
აირადი ნივთიერების აირადი ნივთიერების აირადი ნივთიერების
ფორმულა მასა, გ მოცულობა (ნ. პ.), ლ

(1) 38.1 NH3 3,4

(1) 38.2 C3 H6 2,24

(1) 38.3 * 2,4 1,12

* მინიშნება: მარტივი ნივთიერებაა.


ინსტრუქცია დავალებებისათვის NN 39 – 40

გაითვალისწინეთ:
• აუცილებელია წარმოადგინოთ პასუხის მიღების გზა.
წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ შეფასდება!
• შესაძლებელია ამოცანა ამოიხსნას რამდენიმე ხერხით, თუმცა საკმარისია, აჩვენოთ ამოხსნის
ერთ-ერთი გზა.
(4) 39. A ხსნარის დასამზადებლად 184 მლ წყალს დაამატეს 0,2 მოლი გოგირდ(VI)-ის ოქსიდი.
დაადგინეთ:
(2) 39.1 A ხსნარში გახსნილი ნივთიერების მასური წილი;
(2) 39.2 რა მასის A ხსნარი დაიხარჯება 2,7 გ ალუმინის გასახსნელად.
(4) 40. აირთა A ნარევი შედგება 0,35 მოლ სილიციუმზე ჭარბი ტუტის მოქმედებით მიღებული აირისა
და 0,5 მოლი აცეტილენისაგან. A ნარევი გაატარეს ჰიდრირებისათვის საჭირო კატალიზატორზე,
რის შედეგადაც წარმოიქმნა აირთა B ნარევი, რომელიც A ნარევის კომპონენტებს აღარ შეიცავს.
დაადგინეთ:
(2) 40.1 A ნარევის საშუალო მოლური მასა;
(2) 40.2 B ნარევის მოლური შედგენილობა.

You might also like