You are on page 1of 4

ჯგუფი: სტუდენტი:

შუასემესტრული გამოცდა საგანში: „ გარემოს დაცვა და ეკოლოგია“

საგამოცდო ბილეთის საკითხები

1. ჩამოთვლილი აირებიდან რომელია ატმოსფეროს მაკროკომპონენტი?


ა) წყალბადი - H2; გ) ბუნებრივი აირი - CH4;
ბ) ოზონი - O3; დ) ნახშირორჟანგი - CO2;
2. რომელი რესურსის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს მზის, ქარის, წყლის ენერგიის
გამოყენება?
ა) მინერალური რესურსის; გ) წიაღისეული სათბობის;
ბ) მადნების; დ) ფაუნის.
3. რომელია სმოგის გამომწვევი წყარო?
ა) სოფლის მეურნეობა; გ) მრეწველობა;
ბ) ენერგეტიკა; დ) სამთო- მომპოვებელი წარმოება.
4. რომელია გარემოს აბიოტური ფაქტორები?
ა) ფლორა; ბ) ფაუნა; გ) ნიადაგი; დ) ატმოსფერული წნევა.

5. რესურსთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან მიკროორგანიზმები?


ა) არაორგანულს; გ) ავტოტროფულს;
ბ) შერეულს; დ) ჰეტეროტროფულს.

6. რესურსების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მზის ენერგია, მოშენებადი ცხოველები,


კულტურული მცენარეები?
ა) ბიოლოგიურს; ბ) შერეულს; გ) პირობითად შეცვლადს; დ) შეუცვლადს.

7. როგორ ხორციელდება კავშირი ბიოტურ ფაქტორებს შორის?


ა) ენერგიის მიმოცვლით; გ) ბრაკონიერობით;
ბ) ნივთიერებათა ცვლით; დ) კვების ჯაჭვით.
8. რომელი მარეგლამენტირებელი სიდიდე იძლევა ატმოსფეროს სისუფთავის კონტროლის
საშუალებას?
ა) სახელმწიფო სტანდარტი;
ბ) ზღრულად დასაშვები გამონაბოლქვი;
გ) ზღრულად დასაშვები კონცენტრაცია;
დ) ატმოსფეროს გამჭირვალობა.
9. რომელი მიეკუთვნება შერეულ რესურსთა ჯგუფს?
ა) ფლორა; ბ) ფაუნა; გ) მადანი; დ) ნიადაგი.

10. ატმოსფეროს რომელ შრეში მცირდება ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით?


ა) სტრატოსფერო; ბ) ტროპოსფერო; გ) თერმოსფერო; დ) იონოსფერო.
11. გამავალი აირების რომელ გამწმენდ აპარატში ხდება მტვრის მოცილება სველი მეთოდით?

ა) ელექტროსტატიკური; გ) მტვრის ტომარა;


ბ) გამფილტრავი; დ) სკრუბერები.

12. რა მახასიათებლით ხდება ატმოსფეროს შრეობრივი დაყოფა?


ა) სიმაღლის; გ) შედგენილობის;
ბ) წნევის ცვლილების; დ) ტემპერატურის ცვლილების.

13. რომელი მაკროკომპონენტის მატება იწვევს ატმოსფეროში სათბურის ეფექტს?

ა) O2; ბ) N2; გ) CO2; დ) ინერტული აირები.

14. გამავალი აირების რომელი მახასიათებელია გამწმენდი სისტემის არასრულყოფილების


მაჩვენებელი?

ა) გამონაბოლქვის მოცულობა;
ბ) გამონაბოლქვის ტემპერატურა;
გ) გამონაბოლქვის ტოქსიკურიობა;
დ) გამონაბოლქვის წნევა.

15. შიდაწვის ძრავიან მანქანებში, რომელი საწვავის გამოყენება დაიცავს ატმოსფეროს მანქანის
გამონაბოლქვით გაჭუჭყიანებისაგან?

ა) ბენზინი; ბ) დიზელი; გ) ბენზოლი; დ) სპირტი.

16. რისი კონტროლი ხორციელდება ატმოსფეროში ზდკ-ით (ზღვრულად დასაშვები


კონცენტრაციით)?
ა) წნევის; გ) აირთა ტემპერატურის;
ბ) აირთა თანაფარდობის; დ) ჰაერის სისუფთავის.

17. რის საფუძველზე ხდება საწარმოო გამავალი აირების გაწმენდის მეთოდის შერჩევა?
ა) მინარევთა კონცენტრაციის;
ბ) მინარევთა თანაფარდობის;
გ) მინარევთა ორგანოლეპტიკური თვისებების;
დ) მინარევთა ფიზიკო-ქიმიური თვისებების.

18. რომელ აპარატში ხდება გამავალი აირებიდან მტვრის მოცილება სიმძიმის ძალით?
ა) ციკლონი; გ) მტვრის კამერა;
ბ) მტვრის ტომარა; დ) გამფილტრავი აპარატი.

19. რომელი მახასიათებელია ბენზინის ხარისხის მაჩვენებელი?


ა) წვის ტემპერატურა; გ) ქიმიური აღნაგობა;
ბ) ოქტანური რიცხვი; დ) იზომერების რაოდენობა.

20. გამავალი აირების გაწმენდის რომელ მეთოდში გამოყენებული ხერხია ტრანსპორტის


გამონაბოლქვის გაუვნებელსაყოფად კატალიზატორების გამოყენება?
ა) სორბციული; გ) გაფილტვრის;
ბ) ქიმიური გარდაქმნის; დ) სველი გაწმენდის.

21. ზედაპირული წყლების რა სახის გაჭუჭყიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი


ქვირითობა?
ა) ქიმიური; ბ) ბიოლოგიური; გ) თბური; დ) მინერალური.

22. რომელი წყლების შედგენილობის რეგლამენტირება ხდება ზღვრულად დასაშვები


ჩანადენით - ზდჩ.?
ა) სასმელი წყლის; გ) ჩამდინარე წყლების;
ბ) ზედაპირული წყლების; დ) მიწისქვეშა წყლების.
23. რა ღონისძიებებით არის შესაძლებელი მტკნარი წყლის დეფიციტის შევსება?
ა) რაციონალური გამოყენებით;
ბ) მლაშე წყლების გამტკნარებით;
გ) ეკონომიური გამოყენებით;
დ) გამწმენდი სისტემების გამოყენებით.

24. მტკნარი წყლის ძირითადი მარაგი რა სახითაა ბუნებაში?


ა) მიწისქვეშა წყლები; ბ) მდინარეები; გ) ოკეანეები; დ) ყინულები.

25. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდს უდევს საფუძვლად წყლის


თვითგაწმენდის მექანიზმი?
ა) მექანიკური; ბ) ქიმიური; გ) ფიზიკური; დ) ბიოლოგიური.

26. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელი მეთოდი მოიცავს გამოხდის პროცესს?


ა) ფიზიკური; ბ) მექანიკური; გ) ბიოლოგიური; დ) ქიმიური.

27. რა სახის ნივთიერებებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გასაწმენდად არის


ეფექტური ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდი?
ა) ქიმიური; ბ) მექანიკური; გ) რადიაქტიური; დ) ორგანული.

28. ჩამდინარე წყლების გაწმენდის რომელ მეთოდში გამოიყენება ელექტროდიალიზური


გაწმენდის დანადგარი ?
ა) ქიმიური; ბ) ფიზიკური; გ) ფიზიკურ-ქიმიური; დ) ბიოლოგიური.

29. წყალბადის მაჩვენებლის რა მნიშვნელობისას ხდება ჩამდინარე წყლების განეიტრალება


მარილმჟავის ან გოგირდმჟავის მარილებით?

a) pH < 7; b) pH > 7; g) pH = 7; დ) pH = 3.

30. რა ზომის გამაჭუჭყიანებლების მოცილება ხდება ჩამდინარე წყლებიდან ქიმიური მეთოდით?

ა) 10-2 სმ; ბ) 10-5-6 სმ; გ) 10-7-8 სმ; დ) 10-4 სმ.

You might also like