Professional Documents
Culture Documents
80
თბილისი
2019
კატალოგის შედგენა, გამოსაცემად მომზადება
გიორგი კალანდია
სარედაქციო საბჭო
ნინო თოდუა
ირმა ბერიძე
ფოტოგრაფი
რაფაელ არზუმანოვი
3
კოსტანტინე გამსახურდია (მარცხნიდან პირველი)
4
მირანდა ფალავანდიშვილი (მარჯვნიდან პირველი) და
ზვიად გამსახურდია. 1950 - იანი წლები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფით.
ი.გივიაშვილის კოლექცია
ზვიად გამსახურდია
6
ზვიად გამსახურდია, დედა ტერეზა, მერაბ კოსტავა
თბილისი. 1989 წ. (გ. კალანდიას კოლექცია)
7
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას. თბილისი. 1991 წელი.
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეუ
რიგებელი, დემოკრატიულ ი ოპოზიციის ძალისხმევით მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში
პირველად გაიმართა მრავალპარტიული, დემოკრატიულ ი, არასაბჭოურ ი არჩევნები, ამ
არჩევნებში ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გა
დასცა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს - გაიმარჯვა საარჩევნო
ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ! გილოცავთ ამ გამარჯვებას,
მეგობრებო!
ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე. მაღალი ეროვნული
და მოქალაქეობრივი შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფ
ლებისათვის! ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა მივაგოთ ყველა ქართველს, საქართველოს
ერთგულ ყოველ მოქალაქეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღ ეს ამ საარჩევნო ბრძოლა
ში, იღვაწეს და გაისარჯნენ ეროვნული ძალების გამარჯვებისთვის, რამეთუ ეს გამარჯვება
დემოკრატიის გამარჯვებაა, თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპების გამარჯვე
ბაა ჩვენს ქვეყანაში.
8
მაგრამ, ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი,
კიდევ უფრო მნიშვნ ელოვანი და ხანგრძ ლ
ივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვ ოს ჩვენ
მა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკ იდებელი საქართველოს მკვდრეთით
აღდგინება!
ღრმად მწამს, მეგობრებო, რომ ის ერი, რომელმაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა
თავისუფალი არჩევნები, შეძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწ იფოებრიობისას!
უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ეს გამარჯვება არ არის ერთი და ორი წლის მუშა
ობისა და შრომის შედეგი, ეს არის დაგვირგვინება იმ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელ
საც აწარმოებდა ჩვენი მოძრაობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან.
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი ერი არასოდეს შეჰგუებია მონობას
და სახელმწიფოებრიობ ის დაკარგვას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს
ოკუპაციისა და ანექსიის შემდგომ, მსოფლიოში უმკაცრესი სისხლიანი დიქტატურის პი
რობებშიც კი გრძელდებოდა ქართველი ერის ბრძოლა დაკარგული სახელმწ იფოებრიო
ბის აღდგენისათვის და დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ამ
ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. სამარადისო დიდება მათ სახელს!
საქართვ ელოს დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომა
რეობის შესაბამისად, დღევანდელი სესია ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ძირითად
საკითხებზე: პირველი და უმთავრესი, რაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის კონსტ იტუ
ციური რეფორმის საკითხი გარდამავალ პერიოდში, გარდამავალი პერიოდის დროებითი
ძირითადი კანონის შექმნა არსებულ კონსტ იტუციაში ცვლილებათა და დამატებათა შეტა
ნის საფუძველზე. დეკლარაცია თავად გარდამავალი პერიოდის მიზნებისა და ამოცანების
შესახებ; როგორც საკანონმდ ებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში ჩვენი
ყურადღების ცენტრში იქნება ეკონომიკური რეფორმა გარდამავალ პერიოდში, საქართვე
ლოს ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის საფუძველის ჩაყრა, ცენტრალური დაგეგმ
ვის ეკონომიკური დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, ახალი პოლიტიკური სტრუქტუ
რების ჩამოყალიბება, მიწის კანონი, პრივატიზაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის
ძირითადი პრინციპები, მუნიციპალური არჩევნები, სამართალდამცავი ორგანოების დე
პარტიზაციისა და მართლწესრიგის განმტ კიცების ღონისძიებანი, კულტურისა და განათ
ლების სისტემის რეორგანიზაცია.
ძვირფასო მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ოპოზიცია, მიუხედავად არჩევნებში გამარჯვ ები
სა, ჯერჯერობით არ აცხადებს საქართველოს სრული სახელმწ იფოებრივი დამოუკ იდებ
ლობის დეკლარაციას, რაც განპირობებულია საქართველოში და მსოფლიოში არსებული
პოლიტიკური რეალიებ ით, ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი დამოუკ იდებლობის დეკლარაცია
მარტოოდენ ქაღალდზე დარჩეს, ჩვენ გვსურს რეალური დამოუკ იდებლობა, რასაც სჭირ
დება საფუძვლიანი შემზადება იურიდიულ-სამართლ ებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკუ
რი თვალსაზრისით.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის
მთვრობას, მიუხედავად საქართველოს ანექსიისა 1921 წელს, კაპიტულაციაზე ხელი არ
მოუწერია და ამის გამო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და მისი კონსტიტუ
ცია იურიდიული თვალსაზრისით დღესაც განაგრძობს არსებობას, მოუხ ედავად იმისა, რომ
ამ კონსტიტუციის მოქმედება დროებ ით შეჩერდა ანექსიის შედეგად, საქართველოს ტერი
ტორია იურიდიულად კვლავ ერთიან ია და განუყოფელი, მასზე არ მოქმედებს არც ერთი
უცხო სახელმწიფოს კონსტიტუცია, მათ შორის არც სსრკ-ს კონსტ იტუციები 1936 და 1978
წლისა. მართალია, საბჭოთა იმპერიამ საქართვ ელოს ძალადობით თავს მოახვია თავისი
კონსტიტუცია, მაგრამ, ჩვენი თვალსაზრისით, მისი მოქმედება დღემდე მხოლოდ ფაქტობ
რივი იყო და არა იურიდიული. დღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მასობ
რივი საპროტესტო აქციებ ის შედეგად, საქართველოში არასაბჭოურ ი არჩევნების შედეგად
მის ამ ფაქტობრივ მოქმედებასაც თანდათანობოთ ეცლება საფუძველი. ამის პირველი და
მადასტურებელი საბუთი ის გახლავთ, რომ საქართველოში პირველად მთელი საბჭოურ ი
9
პერიოდის მანძილზე არჩევნები გაიმართა საბჭოურ ი კონსტ იტუციით რეგლამენტის გარე
შე, ხოლო პარტიები რეგისტრაციაშ ი გაატ
არეს არა სახელმწიფო მართვის ორგანოებმა,
არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც პარიტეტული პრინციპებით იყო
დაკომპლექტებული, თანაც ეს რეგისტრაცია არ ყოფილა რეგლამენტირებული არსებული
კონსტიტუციით. ეს უდიდესი მიღწევაა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მე
გობრებო. მთელი მსოფლიო განცვიფრებულია დღეს ამ მიღწევით!
ამჯერად ჩვენ წინაშე დგას ორი არჩევანი. დამოუკ იდებელი საქართველოს სოციალ-დე
მოკრატიული ხელისუფლების მიერ შედგენილი კონსტ იტუციის აღდგენა და მისი მოქმედე
ბის განახლება ვერ გამოიღებს სასურველ ნაყოფს, ვინაიდან გაძნელდება მისი მისადაგე
ბა თანამედროვე პოლიტიკური ვითარებისადმი. გარდა ამისა, იგი არ შეიცავს იმპერიულ ი
კონსტიტუციის
აგან დამცავ იურიდიულ მექანიზმს, როგორიც აქვს დღესდღეობით არსებულ
კონსტიტუციას მისი 77-ე მუხლის სახით.
ამიტომ ჩვენი აზრით, გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონი უნდა და
ფუძნდეს ისევ არსებულ კონსტიტუციაზ ე, მასში ფუნდამენტური ცვლილებებისა და დამატე
ბების შეტანის გზით, რათა არ შეიქმნას საკონსტიტუციო ვაკუუმი ახალი ეროვნული კონსტ ი
ტუციის შექმნამდე, რომელიც საფუძვლად დაედება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს
სახელმწიფოს. ამავე მიზეზით არის განპირობებული საქართველოს საბჭოთა სოციალის
ტური სახელმწიფოსათვის სახელის შეცვლა, რაც პოლიტიკურ სტრუქტურათა რეალური
ცვლილებების ანარეკლია, ასევე ეროვნული დროშისა და ჰიმნის აღდგენა. შექმნ ილი
რეალური პოლიტიკური ვითარების ასახვისათვის ძველ კონსტ იტუციას უნდა შვუცვალოთ
პრეამბულა, ყველგან უნდა ამოვიღოთ სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“,
„კომუნისტური მშენებლობა“, „კომუნისტური აღზრდა“ და სხვ. უნდა შევიმუშაოთ ახლებუ
რი ფორმულირებანი, 68-ე, 77-ე, 180-ე, 188-ე მუხლებისა, კონსტ იტუციიდან უნდა ამოვი
ღოთ მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 23-ე, 30-ე, 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო
მე-8, 34-ე, 38-ე და 74-ე მუხლებისა - მხოლოდ მეორე ნაწილები; უნდა შეიცვალოს 58-ე
მუხლის ფორმულირება.
რაც შეეხება საბჭოურ კონსტიტუციას, გარდამავალ პერიოდში მოხდება მისი სრულად
უვნებელყოფა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი მოქმედების ფაქტობრივი შეჩერე
ბა, რის საფუძველსაც გვაძლევს საქართველოს კონსტ იტუციაში არსებული 77-ე მუხლი,
ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის მოხდება საბჭოთა კონსტ იტუციის
მოქმედების სრული იურიდიული შეჩერება და საქართველოში ახალი ეროვნული კონს
ტიტუციის ამოქმედება, რომელიც შემუშავებული იქნება გარდამავალ პერიოდში და რო
მელიც შეამზადებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწ იფოებრიობის აღდგ ენის სა
მართლ ებრივ მექანიზმს.
ძვირფასო მეგობრებო!
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოში გრძელდება, ოღონდ ამჟა
მად იწყება მისი ახალი ეტაპი, მას შემდეგ, რაც ჩვენი მოძრაობის ავანგარდი - მრგვალი
მაგიდა ქართვ ელმა ერმა, საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტმა უმრავლესობამ
აირჩია უზენაეს საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თვით მრავალპარტიული, არასაბჭოუ
რი არჩევნების ჩატარება ანექსიის პირობებში ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებ
ლობის უდიდესი აქტია, რამეთუ დღემდე არჩევნები ჩვენს სინამდვილეში იმართებოდა
მხოლოდ ცენტრისგან თავსმოხვეული ფსევდოსაარჩევნო სისტემით და დიქტატით. ჩვენმა
მოძრაობამ მიაღწია ახალი, ჭეშმარიტად მრავალპარტიულ ი პარლამენტის არჩევას, რო
მელიც იქნება არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდ ებლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისა,
არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძ ღვანელი და კოორდინატო
რი და ამავე დროს, ეროვნული დაუმ ორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამარ
თლებრივი ინსტიტუტი.
ცენტრის ყოველგვ არ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ჩარევას ჩვენი ქვეყნის
საშინაო საქმეებში ჩვენ ვუპასუხებთ ეროვნული და სამოქალაქო დაუმ ორჩილებლობის
მძლავრი აქტებით, რათა მეტროპოლიამ ვეღარ შეძლოს თავისი დიქტატის განხორციე
10
ლება. ასე იქნება მთელი გარდამავალი პერიოდის მანძილზე. ჩვენ ვცნობთ მხოლოდ სა
ერთაშორისო სამართალს და მასზე დავაფუძნებთ ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდ ებლობას.
მართალია, დღეს ჩვენ უკვე ხელისუფლების სათავეში ვართ, მაგრამ ცენტრისადმი მაინც
ოპოზოციურად ვრჩებით.
ჩვენდამი ოპოზიციურ ად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, თითქოს
ჩვენ საქართვ ელო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვე
ნი თავი - კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ, რაც არ მიგვაჩნია მართებულად,
ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიურ ი სტატუსის მქონე ქვეყანა, სადაც
ჩატარებულიყოს თავისუფალი, მრავალპარტიულ ი არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც
კოლონიად დარჩენილიყოს. კოლონიურ თვითმმართველობას ყოველთვის მეტროპოლია
ნიშნავს, მას ხალხი არ ირჩევს. საქართველოში ეროვნული ხელისუფლების არჩევამ ზღვა
რი დაუდო საქართველოს კოლონიურ სტატუსს. საქართველო აღარ არის კოლონია, მაგ
რამ არც დამოუკიდებელი სახელმწ იფოა ჯერჯერობით, ეროვნული ხელისუფლება კი იმის
გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღ
სდგეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. სხვა საკითხია საქართველოს ცნობა ოკუ
პირებულ ქვეყანად, საბჭოთა ჯარისათვის უცხო ქვეყნის არმიის სტატუსის მიცემა და საერ
თაშორისო სამართლის დონეზე საქართველოდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის
საკითხის დაყენება. რისთვისაც აუცილებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ცენტრთან
და დასავლეთის ქვეყნებთან. ამრიგად, ჩვენის თვალსაზრისით, საქართველო ანექსირებუ
ლი ქვეყანაა, რომელშიც დაიწყო ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და დამოუკ იდებელი
სახელმწიფოებრიობის აღდგ ენის პროცესი, პირველი ნაბიჯი კი ამ გზაზე ცენტრის მიერ და
ნიშნული რეჟიმის შეცვლაა ახალი, ხალხის მიერ არჩეულ ი ხელისუფლებით. ამასთან, ჩვენ
კიდევ ერთხელ ნათლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ახალ სამოკავშირეო ხელშეკ
რულებების მიმართ, რომლის წინააღმდ ეგიც ვართ იმ გასაგები მიზეზის გამო, რომ გარ
დამავალი პერიოდის საქართველო ჯერჯერობით არ არის დამოუკ იდებელი, სუვერენული
სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
საქართვ ელოს ახლადარჩეული მრავალპარტიული პარლამენტის განსხ ვავება საბჭო
ურ პერიოდში ცენტრიდან დანიშნული ე.წ. უზენაესი საბჭოსაგან იქნება ის, რომ ახალი
პარალამენტი იქნება მუდმივმოქმედი თავისი მუდმივი კომისიებით, იგი მხოლოდ ნომი
ნალურად როდი იარსებებს, მას გადასაწყვეტი აქვს ურთულესი პოლიტიკური და სოცია
ლურ-ეკონომიკური პრობლემები, რის შედეგადაც გამოირიცხა დეპუტატობის შეთავსება
სხვადასხვა თანამდებობებთან, რაც ნიშნავს საკანონმდ ებლო და აღმასრულებელი ხელი
სუფლების რეალურ გამიჯვნას.
საპარლამენტო კომისიებ ის ძირითადი მიზანი იქნება საკანონმდ ებლო საფუძვლების
შემზადება გარდამავალი პერიოდ ის რეფორმებისათვის.
როგორც ჩვენს პროგრამებშია აღნიშნული, გარდამავალი პერიოდ ის პოლიტიკური რე
ფორმის ძირითადი მიმართულება იქნება ბიუროკრტიული აპარატის, არსებული საბჭოთა
იმპერიული სტრუქტურების დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყა
ლიბება, ადმინისტრაციულ-მბრძ
ანებლური, ე.წ. ნომენკლატურული სისტემის გაუქმება და
არჩევითობის პრინციპის დამკვიდრება აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველო
ბით სტრუქტურებშიც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვ
რების ყველა დარგში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მუნიციპალური
არჩევნები ადგილობრივ საბჭოებში, რაც აგრეთვე დემოკრატიულ ი პრინციპით უნდა გან
ხორციელდეს, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები თავად იქნე
ბიან მოსახლეობის სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დამცველნი.
რამდენადაც ჩვენ ვიბრძვით ადამიანთა უფლებათა დაცვისათვის, სამართლებრივი სა
ხელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, ჩვენი სახელმწ იფო წყობილება უნდა ემყარებოდეს
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, გაეროს ადამიანის
უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას, ჰელსინკისა და ვენის საერთაშორისო
შეთანხმებებს, რათა ქმედითი ღონისძიებ ანი განხორციელდეს მოქალაქეთა უფლებრივი
11
გარანტიებ ის დასამკვიდრებლად. ვინ არ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში
განსაკუთრებით უხეშად ირღვეოდა მკვიდრი ქართული მოსახლეობის უფლებები, ილახე
ბოდა მისი ინტერესები. ქართველთა დისკრიმინაციამ, ჩაგვრამ და შევიწროებამ კულმი
ნაციას მიაღწია, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც კომუნისტურმა ტოტალიტარიზმ
მა დაამყარა არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატიები. ქართული ენის სისტემატურმა
დევნამ და კანონგარეშე გამოცხადებამ თვით საქართველოს დედაქალაქის დაწესებულე
ბათა უმრავლესობაში მუშაობის აუტანელი პირობები შეუქმნ ა ქართულ კადრებს, ხოლო
რუსული ენის გაბატონება და ფაქტობრივ სახელმწიფო ენად მისი გადაქცევა იწვევდა და
ახლაც იწვევს ნაწილობრივ ქართველთა დისკრიმინაციას, არაქართველთა პრივილეგი
რებას, რუსული ენის ცოდნის დონის მიხედვით კადრების შერჩევას და განაწილებას, რაც
უხეშად არღვევს თვით არსებულ კონსტ იტუციას. საბჭოთა პერიოდში საქართველო ოფი
ციალურად გამოცხადდა ეროვნებათა შერწყმისა და დიფუზიის თავისებურ ლაბორატორი
ად, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი: ქართველი ერის სრული ასიმილაცია, მეზობელი
ერების ხელოვნურად დაჩქარებული დემოგრაფიულ ი ექსპ
ანსიის გზით. ამ მიზნით ხდებო
და აგრეთვე ბიუროკრატიული აპარატის კორუფციაზე თვალის დახუჭვა და რამდენადმე
მისი სტიმულირებაც, რის შედეგადაც უკანასკნელ წლებში საქართვ ელოს მთელ რიგ რაი
ონებში არაქართვ ელი მოსახლეობის ხელში აღმოჩნდ ა ათასობით ჰექტარი საუკ ეთესო სა
ვარგულები, ხოლო ქართულ ოჯახებს, ჩვეულ ებრივ, გაყოფაზეც კი უარს ეუბნებოდნენ და
ეუბნებიან ალაგ-ალაგ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. რამდენადაც გაერთი
ანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ჰელსინკის და ვენის შეთანხმებანი ერთა შორის
თანასწორუფლებიან ობის პრინციპებს ემყარება, ქართველი ერის ამგვარი შევიწროება და
დისკრიმინაცია საკუთარ მიწა-წყალზე და უცხო ერების პრივილეგირება უნდა ჩაითვალოს
საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარ ებული ნორმის დარღვევად და საერთაშორისო
დანაშაულად.
ამის გამო საქართველოს პარლამენტმა თავის უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს საქარ
თველოში ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონება, ქართული ენის
სახელმწიფოებრივი სტატუსის რეალ ური და არა მოჩვენებითი განხორციელება, ქართულ
ენაზე უნდა გადავიდეს საქმის წარმოებ ა ყველა საწარმოსა და დაწესებულებაში, ხოლო ის
საწარმოები, რომლებიც ვერ იგუებ ენ ქართულ ენას თავიანთი ე.წ. საკავშირო დაქვემდე
ბარების გამო, უნდა გამოეყონ ამგვარ დაქვემდებარებას ან სრულად შეწყვიტონ არსებო
ბა. ქართული მოსახლეობ ის უფლებრივი გარანტიებ ის დაკანონების პარალელურად უნდა
დაჩქარდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღება, აგრეთვე კანონის შემუშავება,
რომელიც ზღვარს დაუდ ებს უკონტროლო იმიგრაციას და უცხო ერთა დემოგრაფიულ ექს
პანსიას საქართვ ელოში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უგულებელვყოფთ ეროვნულ უმცი
რესობათა უფლებებს, რომელნიც კანონიერად მკვიდრობენ ჩვენს მიწა-წყალზე და ხელს
უწყობენ ქართვ ელი ერის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკ იდებლობისათვის. ამას
თან დაკავშირებით განზრახული გვაქვს საქართველოში შევინარჩუნოთ ეროვნულ უმცი
რესობათა არსებული ავტონომიებ ი, ცხადია, უფრო მყარ კონსტ იტუციურ სამართლებრივ
საფუძვლებზე, ქართული მოსახლეობის კონსტიტუციურ ი უფლებების გათვალისწინებით,
ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენი მომავალი წარმატებები პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვანწილად დამოკიდე
ბულია ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ეკომომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მიზნად ვისახავ
დით. ამისთვის კი აუცილებელია, ვიცნობდეთ რეალურ სურათს საქართველოს სოციალურ
-ეკონომიკური განვითარებისას, რომელიც ცხადყოფს, რომ ქვეყანა აშკარა ეკონომიკური
კრიზისის პირზე დგას. ცენტრალური დაგეგმარებითი ეკონომიკა სულ უფრო და უფრო
ამჟღავნებს, რომ საქართველოს საარსებო ეკონომიკური ინტერესების განხორციელების
უნარი არ შესწევს. წლების განმავლობაში თავს იჩენდა დეფიციტი პირველადი მოხმარე
ბის საქონლისა, სურსათ-სანოვაგისა, საწვავისა. ეს ყოველივე ცხადი ხდება უწინარეს ყოვ
ლისა ციფრობრივ მონაცემებზე დაკვირვებით. მაგალითისათვის, სტატისტიკური მონაცე
12
მებით, საქონლის მარაგმა რესპუბლიკის სავაჭრო ორგანიზაციების საცალო ქსელში 1990
წლის 1 ოქტომბრისთვის შეადგინა 1426 მილიონი მანეთი, ნაცვლად შარშანდელი ამავე
პერიოდის 1478 მილიონი მანეთისა, ანუ შემცირდა 3,6 პროცენტით, რესპუბლიკის ვაჭრო
ბის სამინისტრ ოს საცალო ქსელში 500 მილიონი მანეთის საქონლის მარაგი იყო, ნაცვ
ლად 1989 წლის 1 ოქტომბრის 533 მილიონი მანეთისა. ამ პერიოდისათვის რესპუბლიკაში
გვქონდა 84 დღის საქონლის მარაგი, ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით
16 დღის მარაგით ნაკლები. ვაჭრობის სამინისტრ ოს საცალო ქსელში 56 დღის მარაგი
იყო, ანუ 14 დღის მარაგით ნაკლები. მეცხოველეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების
მარაგმა საბითუმო ვაჭრობასა და მრეწველობაში აშკარად იკლო, მაგალითისათვის, თუ
1989 წელს კარაქის მარაგი შეადგენდა 8,9 ათას ტონას, წელს ეს მარაგი შემცირდა 3,6
ათას ტონამდე, შესაბამისად, კვერცხის მარაგი შემცირდა 48,7 მილიონი ცალიდან 26,3
მილიონ ცალამდე, შაქარი - 15,7 ათასი ტონიდან - 14 ათას ტონამდე და ასე შემდეგ.
მაგალითისათვის, აგროსამრეწველო კომპლ ექსის საწარმოების მიერ კვების ძირითადი
პროდუქტების წარმოება 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში ხასიათდება შემდეგი მონაცემე
ბით: ხორცის წარმოებ ა წინა წელთან შედარებით შემცირდა 19 ათასი ტონით, ძეხვეულ ისა
- 7 ათასი ტონით, კარაქისა - 3,2 ათასი ტონით, ყველისა - 5 ათასი ტონით, იგივე ხდება
ყველა სხვა პროდუქტის წარმოების სფეროში. ამასთან, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისათ
ვის მრეწველობაში და საბითუმო ვაჭრობაში თამბაქოს მარაგი 75,6 %-ით ანუ 2,6 მილი
ონი მანეთით შემცირდა, ასეთივე სურათია მსუბუქი მრეწველობის საქონლის მიწოდების
სფეროში, სახელმწიფო და კოოპერაციულ ი ვაჭრობის ფონდში. საკოლმეურნეო ბაზრებ
ზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედა
რებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის საერთო მოცულობა შემცირდა
9,2 %-ით, ხოლო ფასები გაიზარდა 25,6%-ით საშუალოდ. მოსახლეობამ საკოლმეურნეო
ბაზრებზე დახარჯა 69 მილიონი მანეთით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-ოქტომბერ
ში, იმავე პროდუქციის შეძენაზე. გეგმები ჩავარდნილია სახალხო მოხმარების საქონლის
წარმოების ყველა სფეროში, სამრეწველო საწარმოები ვერ ასრულებენ სახელშეკრულებო
ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჩამორჩენილია ტურიზმისა და ექსკ ურსიების რესპუბლი
კური საბჭო, კულტურის სამინისტრო, ყოფილი საავტომობილო ტრანსპ ორტისა და გზე
ბის სამინისტრ ო, კავშირგაბმულობის სამინისტრ ო, პროფკავშირთა კურორტების მართვის
რესპუბლიკური საბჭო, ახალგაზრდ ული საერთაშორისო ტურიზმის ბიურ ო, ჯანმრ
თელობის
სამინისტრ ო, საწარმოო გაერთიან ება „საქავტომოტოსერვისი“, ცეკავშირი, სპორტსაზოგა
დოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭო.
მძიმე მდგომარეობაა საბინაო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის სფეროში.
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწ იფო სახსრ ებით საექსპ ლოა
ტაციოდ ჩაბარებული საცხოვრებელი სახლების საერთო ფართობი შემცირდა 166 ათასი
კვადრატული მეტრით, ანუ 33,4 %-ით წლის გეგმა ამ მაჩვენებლის მიხედვით შესრულდა
მხოლოდ 31,4 %-ით. ასეთივე მდგომარეობაა სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებე
ბის, საავადმყოფოების, ამბულატორიებ ის, პოლიკლინიკების, პროფტექნიკური სასწავ
ლებლების მშენებლობის სფეროშიც.
გრძელდება საფინანსო კრიზისი. სახელმწ იფო ბიუჯ ეტის ფინანსური რესურსების მო
ბილიზაციის დავალებების შესრულება კვლავ გაძნელებულია, ძირითადად საწარმოებისა
და ორგანიზაციების მოგებიდან (შემოსავლებიდან) ბიუჯ ეტში გადასახდელების დავალე
ბათა ქრონიკული შეუსრულებლობის გამო. ამ პერიოდში საქართვ ელოს სახელმწ იფო ბი
უჯეტის შემოსავალს მოგებიდან გადასახდელების სახით დააკლდა 41,4 მილიონი მანეთი,
ანუ 7,7 %. მოგების საგეგმო დავალების შესრულებას თავი ვერ გაართვა 300-მა საწარმომ
და ორგანიზაციამ, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ზარალით დაამთავრა
57-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, გრძელდება ჩამორჩენა სამშენებლო კომპლექსის საქ
მიანობაში, საფრთ ხის წინაშეა საწარმოო სიმძლ ავრეებისა და მშენებლობის ობიექტების
ამოქმედების წლიური პროგრამების რეალ იზაცია, საერთო-რესპუბლიკურ მაჩვენებელზე
დაბალი შესრულება აქვს „საქნავთობს“ (42,3%), „საქნახშირს“ (64,4%), „საქაგრომშენს“
13
(77,1%) და სხვა გაერთიანებებს. ამასთან ჩვენ დიდ დახმარებას ვუწევთ სხვა რესპუბლი
კებს, მაშინ როდესაც შინ თავად გვაქვს უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.
დღევანდელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა შესასწავლია მრავალი თვალსაზრი
სით. დღესდღეობით საექსპერტო მოწოდებას აწარმოებს საკავშირო რესპუბლიკური და
რესპუბლიკური დაქვემდებარების 66 საწარმო და ორგანიზაცია. მათ მიერ საექსპ ორტოდ
განაწილებულია 140,7 მილიონ ი მანეთის პროდუქცია. საჭიროა კონტროლი, რათა ამგ
ვარი საწარმოების საქმიან ობა ყოველთვის შეესაბამებოდეს ეროვნული ეკონომიკის ინ
ტერესებს, რათა არ დაზარალდეს ჩვენი საერთო ეკონომიკური სტრატეგია. განსაკუთრე
ბული კონტრ ოლი უნდა დაუწესდეს ჩვენი სტრატეგიულ ი ნედლეულისა და პროდუქციის
ექსპორტს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე თანდათანობითი გადასვლის პერიოდში.
ჩვენი ეკონომიკის ზემოხსენებული სავალალო სურათი ცხადია, უწინარეს ყოვლისა, გან
პირობებულია სოციალ ისტური ეკონომიკური სისტემის არაეფექტიანობით, ცენტრალური
დაგეგმვის პრინციპი ძირითადი შემფერხებელი ფაქტორია ასეთ ვითარებაში, ამასთან ერ
თად იგი ხელს უწყობს საქართველოს კოლონიურ ძარცვას, ჩვენი ეკონომიკის დაქვემდე
ბარებას ცენტრ ალური დაგეგმვის ეკონომიკური სისტემის დიქტატისაგან. მნიშვნელოვანი
დესტრუქციული ფაქტორია აგრეთვე კორუფცია, უკონტროლობა, სპეკულაცია, უყაირათო
ბა, რაც გამოწვეულ ია ხელისუფლების სტრუქტურების მოშლით და უპასუხისმგ ებლობით.
ჩვენი თვალსაზრისით შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან არსებობს მხოლოდ ერ
თი გამოსავალი: ადმინისტრაციულ-მბ რძანებლურ მეთოდებზე და ცენტრალურ დაგეგმა
რებაზე დამყარებული სოციალ ისტური ეკომომიკური სისტემის დემონტაჟი და თავისუფალ
საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობით გადასვლა. ჩვენს პროგრამებში აღნიშნულია, რომ
საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს მიწოდებისა და მოთხოვნი
ლების საბაზრო ძალების რეგულირებაში. პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას კი
მთავრობის მხრივ ჩარევა-რეგულირება ძირეულად განსხვ ავდება სოციალისტური სისტე
მის ადმინისტრ აციულ-მბრძ
ანებლური რეგულირებისაგან. აქ კერძო სექტორის საქმიანო
ბაში ჩარევა ან მისი რეგულაცია ძირითადად მომხმარებლის ინტერესების დაცვისათვის
ხდება. წარმოების საშუალ ებათა კერძო საკუთრება, კერძო ფინანსური ბაზრები, თავისუ
ფალი შრომის ბაზრები საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ინგრედიენტებია. მას შემდეგ, რაც
ეს ელემენტები ამოქმედდება, ხალხი თავის მიერ არჩეულ ი წარმომადგენლების მეშვეო
ბით გადაწყვეტს, თუ როგორი ფორმით ჩამოყალიბდება საბაზრო ეკონომიკური ურთიერ
თობები მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან, რესურსებს უნდა ანაწილებდნ ენ საბაზრო
ძალები და არა ბიუროკრატია, სახელმწიფოს კონტროლი კი ამ განაწილებისადმი, ისევე,
როგორც ფასების კონტროლი, არ უნდა ემყარებოდეს ადმინისტრირების დრომოჭმულ მე
თოდს. ამასთან, არსებობს დიდი საფრთ ხე ე.წ. „საბაზრო სოციალიზმისა“, საბაზრო ეკო
ნომიკა უშუალოდ უნდა დაეყრდ ნოს კერძო სექტორს და ღია საერთაშორისო ვაჭრობას.
ამავე დროს აუცილებელია პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, განსაკუთრებით სოფ
ლად, საჭიროა შემოღება მიწის კანონისა, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვ ეს საქართველოს
მოქალაქის სტატუსის შემოღებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს
უნდა გადაეცეთ მიწა კერძო მფლობალობაში გასხვ ისების უფლების გარეშე. რაც უთუოდ
შეუწყობს ხელს მოსახლეობ ის სოფლად დამკვ იდრებას და გლეხური მეურნეობის განვი
თარებას საქართვ ელოში. აუცილებელია, აგრეთვე აღდგეს ტრადიციული ფორმები სოფ
ლის მეურნეობისა, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მევენახეობაზე, მეცხოველეობისა
და მარცვლეული კულტურების განვითარებაზე. საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგო
მარეობიდან გამომდინარე, პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების მწვავე
დეფიციტის გამო, გადაუდებელ ღონისძიებ ებად ჩავთვალეთ სავაჭრო ქსელში ნორმირე
ბის დაწესება და პასპორტების წარდგენით ვაჭრობა, რაც აუცილებლად უნდა განხორცი
ელდეს მკაცრი კონტროლით, დავაწესეთ აგრეთვე საქართველოდან ღვინის, ხილისა და
სხვა პროდუქტების უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით გაზიდვის აკრძალვა. უკანასკ
ნელ ხანებში გაძლიერდა საბოტაჟის ფაქტებიც. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეო
ბები დიდი რაოდ ენობით აბარებენ პირუტყვს სასაკლაოებს და ხორცკომბინატებს, ყიდიან
14
მანქანებსა და სხვა ტექნიკას, რასაც შეგნებული საბოტაჟის ელფერი დაჰკრ ავს.
ჩვენ ვაფრთ ხილებთ ყველას: მართლია ჩვენ გამოვაცხადეთ ეროვნული შერიგება და
შემწყნარებლობა, გამოვაცხადეთ, რომ არავის განვიკითხავთ წარსული ცოდვებისათვის,
მაგრამ ვინც ამიერიდან დაუპირისპირდება დღევანდელი განახლების პროცესს, ისევ კო
რუფციით, სპეკულაციით და საბოტაჟით გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ვითარებას, პა
სუხს აგებს ერისა და კანონის წინაშე.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო აგრეთვე, რომ საზოგადოებრი
ობის უდიდეს შეშფოთებას იწვევს დამნაშავეობის კატასტროფული ზრდა ჩვენს ქვეყანა
ში, რაზეც მეტყველებენ საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, 1990 წლის
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულია 15 839 დანაშაულ ი, ანუ გასული
წლის შესაბამის პერიოდთნ შედარებით 12,5%-ით მეტი, 15%-ით გაიზარდა მძიმე დანაშა
ულობათა რაოდენობა, აქედან ჩადენილია 209 მკვლელობა, ანუ 21%-ით მეტი, ძარცვე
ბისა და ყაჩაღობის რიცხვიც შესაბამისად გაიზარდა 1,9-ჯერ და 2-ჯერ. უნდა აღვნ იშნოთ,
რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალ ურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს მა
ხინჯი სოციალ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ვცხოვრობდით წლების მანძილზე,
რელიგიის განადგურება, ზნეობ ის დაცემა, სულიერ ი იდეალების მივიწყება და გაუა რესება
- აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულ ის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმო
ნიის დამყარების ერთადერთი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობ ამ: ეს არის რელიგიის
აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდ ა, ზნეობრივი იდეალების დამკვ იდრება სა
ზოგადოებაში. მაგრამ ამავე დროს იძულებულნი ვართ ვებრძოლოთ დანაშაულ ის კონკრე
ტულ გამოვლინებებს, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულ ისას, რომელიც საფრთხეს უქმნ ის
ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ვითვალისწინებთ რა შექმნ ილი ვითარების
დიდ საზოგადოებრივ საფრთ ხეს, გადავწყვიტეთ გამოვცეთ მართლწესრიგის დაცვისა და
განმტკიცების კანონი და დადგენილება ეროვნული შინაგანი ჯარის შექმნ ის შესახებ, რამაც
უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით გარდამავალ პერიოდში. ამას
თან, აუცილებელია სამართლდამცავი ორგანოების სრული დეპარტიზაცია, რაც უკვე და
იწყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ და ეს ფრიად მისასალმებელია. ჩვენ
მივესალმებით სრულიად საქართვ ელოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის საგანგებო
ბრძანებას, რომელიც გმობს კაცისკვლას, როგორც უმძიმეს დანაშაულს ერის წინაშე, და
ვთვლით, რომ ანათემისა და ერისაგან მოკვეთის ღირსია ყველა ის ქართველი, რომელიც
თავის მოძმეს გაიმ ეტებს.
ძვირფასო მეგობრებო!
ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიურ ი დიქტატურის პირობებში
საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მარტო სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ
ყოფას, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სულიერ და კულტურულ ღირებულებებს. კატასტრო
ფულ მდგომარეობაშია ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები: ალავერდი, მრავალ
ძალი, ალვანის ცხრაკარა, ნიკორწმინდა, ზარზმა და მრავალი სხვანი, რომელთა უპატრო
ნოდ მიტოვებას შთამომავლობა არ გვაპატიებს; მიშვებულია სამუზეუმ ო საქმე, მეურვეობა
სჭირდება ხელოვნების დარგებს, დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვ იდრე
ობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა, გასარკვ ევია კულტურის
სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სამმართველოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა მფლო
ბელ ცალკეულ პიროვნებათა თუ უწყებათა კომპეტენციის, სტატუსისა და მატერიალური
ბაზის საკითხები. ამასთან, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დამოუკ ი
დებელი სახელმწიფო ინსპექციის შექმნა, წამყვანი კულტურული სახელმწ იფო დაწესებუ
ლებების სტატუსის დადგენა და მატერიალ ური ბაზის გაუმჯობესება, რაც განსაკუთრებით
შეეხება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ხელოვნების მუზეუმს, ოპერისა და ბალეტის
თეატრს. აუცილებელია განვიხილოთ აგრეთვე რაიონული თეატრების, მხარეთმც ოდნეო
ბისა და მემორიალ ური მუზეუმების დოტაციის საკითხები, სამხატვრო აკადემიის, კონსერ
ვატორიის, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების გადახედვა-დახვეწა და მა
ტერიალური ბაზის მოგვარება, მეცნიერ ებათა აკადემიის სტატუსის განხილვა, მეცნიერების
15
მართვის ცენტრალიზებულ-ბიუროკრატიულ ი სისტემის რადიკალური რეფორმა. უცხოეთ
თან კულტურული კონტაქტები ახლებურად უნდა განვახორციელოთ, აუცილებელია საქარ
თველოს წევრობა-მონაწილეობ ა საერთაშორისო ორგანიზაციებში: ძეგლთა დაცვის ხაზით
იკომოსში, სამუზეუმო საქმის ხაზით - იკომში და ა.შ. რათა ჩვენი მსოფლიო მნიშვნელობის
კულტურული მემკვიდრეობ ა უკეთ გაიცნოს უცხოეთის საზოგადოებრიობამ, რაც აგრეთვე
უზრუნველყოფს მისი დაცვის გაუმჯობესებას.
გადაუდებელია განათლების სისტემის რადიკალური რეფორმა. სასწრაფოდ უნდა გა
დაის ინჯოს სასწავლო პროგრამები, უნდა გავაუქმოთ ყოვლად უსარგებლო და ზედმეტი
დისციპლინები: ე.წ. სსრ კავშირის ისტორია, მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური პო
ლიტეკონომია, ე.წ. საზოგადოებ ათმც ოდნეობა, დიალექტიკური და ისტორიულ ი მატერია
ლიზმი და სხვანი, უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიის ა და გეოგრაფიის სრულ
ფასოვანი სწავლება, უნდა გაფართოვდეს რელიგიურ ი სწავლება, შეიქმნ
ას საკვირაო
სამრევლო სკოლები და თეოლ ოგიურ ი ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, უნდა
გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, საქართვე
ლოში უნდა დამკვიდრდეს ქართული სკოლის პრიორიტეტი, რუსული სკოლები უნდა შემ
ცირდეს მხოლოდ რუსული მოსახლეობის მოთხოვნათა შესაბამისად, ქართველი ბავშვები
აღარ უნდა იზრდებოდნენ რუსულ სკოლებში.
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკ ი
დებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშ ია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბ
რძოდით და ვიბრძ ვით ჩვენი წინაპრების რელიგიურ ი და ეროვნული იდეალების აღორ
ძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი
არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე. იგი ზნეობისა და სამართლიანობის
ქომაგი იყო მუდამჟამს. მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება
დაის ახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან
და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი
მისი აღდგ ომისა და აღზევებისა, მისი გაბრწ ყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა
კაცობრიობ ა ეზიარ
ოს ნათელს საქართვ ელოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს
ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს
ხალხთათვის.
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიურ ი მოძრაობაა,
რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც
არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვ ით უღმერთობისა და უსა
მართლ ობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც
დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის,
ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის
გზა, ქრისტეს გზაა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
16
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. 1990 წელი
ისტორიული დღე
ძვირფასო მეგობრებო,
ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ღირსმ ყო დავიკავო ესოდენ
მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოვთქვა ფიცი.
ვფიცავ და საზეიმ ოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად გან
ვახორციელებ საქართვ ელოს სახელმწ
იფო მეთაურ ის მოვალეობას.
ვიღვაწებ ჩვენი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერ ებისათვის; დავიცავ მის
დამოუკ იდებლობასა და ტერიტორიულ მთლიან ობას; განუხრელად განვახორცი
ელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტ იტუციას
ა და კანონებს, დავიცავ ადამი
ანის უფლებებს.
ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!
19
ზვიად გამსახურდია. 1989 წელი. თბილისი.
20
ბიოგრაფიის მაგიერ
ფაქტები და სინამდვილე
21
გამოაცხადეს თავი საბჭოთა დემოკრატიულ რესპულიკად და შემდგომი დეკრეტი საქართველოს
პარლამენტისა იყო მხოლოდ რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით.
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მოსახლეო
ბის 90-პროცენტზე მეტმა ხმა მისცა მის დამოუკიდებლობას: 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ
გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. 26 მაისს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და მე
ამირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად. მოსკოვის რეაქციას არ დაუგვიანია. მათ მოგვაქციეს ეკო
ნომიკურ ბლოკადაში. გორბაჩოვმა მიმიწვია სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.
ჩემი უარის შემდეგ კრემლმა გულმოდგინედ შეიმუშავა ჩემი მთავრობის დამხობის გეგმა. როგორც
მოგვიანებით ი. აფანასიევმა, რუსეთის პარლამენტის წევრმა დაადასტურა, გორბაჩოვმა და შევარ
დნაძემ 65 მილიონი მანეთით დააფინანსეს სისხლიანი გადატრიალება საქართველოში.
1991 წლის გაზაფხულზე ბუშმა ურჩია უკრაინას დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენ
ლობაში. ეს ის დროა, როცა მან მე მომიხსენია, როგორც „კაცი რომელიც დინების წინააღმდეგ
მიცურავს“, მოგვიანებით ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა: „საქართველოში არის ავტორიტარული რეჟი
მი“, რომელსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს აშშ. ამან ფრთები შეასხა შეიარაღებულ
„ოპოზიციას“.
შეთქმულებაში ჩართულნი იქნენ: პრემიერ მინისტრი თ. სიგუა, ეროვნული გვარდიის მეთაური
თ. კიტოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი გ. ხოშტარია, პარლამენტის სპიკერი ა. ასათიანი, დეპუ
ტატები: ვ. ადამია, ნ. ნათაძე, თ.პაატაშვილი, და სხვები. მათ გააჩაღეს პროპაგანდისტული კამპანია
გვარდიასთან. არწმუნებდნენ მას, რომ მე ხელი შევუწყვე მოსკოვის სახელმწიფო გადატრიალებას,
უნდოდათ გამოეტყუებინათ მათ თავის სამარცხვინო დოკუმენტები ჩემს შესახებ, სახელდობრ იანა
ევის დაკითხვის ოქმი. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ 20 აგვისტოს მე მივმართე დასავლეთის
ქვეყნებს თხოვნით-დაეცვათ ყველა არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი საბჭოთა კავშირის ტე
რიტორიაზე. მომდევნო დღეს ჩემი ეს მოწოდება დაიბეჭდა თბილისში, რუსულ გაზეთ „სვობოდნაია
გრუზიაში“.
სიგუამ და კიტოვანმა მოახერხეს თავიანთ მხარეზე გადაებირებინათ გვარდიის მნიშვნელოვანი
ნაწილი და შექმნეს შეიარაღებული დაბანაკება თბილისის მახლობლად. ამ ბანაკში თავი მოიყარა
„ოპოზიციის“ ყველა წარმომადგენელმა, მათ შორის კრიმინალებმა, ნარკომანებმა და შავი სამყა
როს წარმომადგენლებმა. ისინი დაფინანსებული იყვნენ მოსკოვისა და ადგილობრივი მაფიის მიერ
და იარაღით მარაგდებოდნენ საბჭოთა არმიისაგან ტრანსკავკასიის სამხედრო რკინიგზით. შეიარა
ღებულ ოპოზიციას მხარს უჭერდა ასევე და ეხმარებოდა კომუნისტური ინტელიგენციის მნიშვნელო
ვანი ნაწილი, რომლებმაც დაკარგეს პრივილეგიები.
საბჭოურ პროპაგანდაში ჩემს შესახებ სხვა ცილისწამებებს შორის იყო კიდევ ის, რომ მე მსურდა
პოლიტიკური „ალბანიზაცია“, საქართველოს იზოლირება. სინამდვილეში კრემლმა გაუკეთა იზო
ლირება საქართველოს. საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო შვეიცარიასა და აშშ-ში ვიზიტ
ზე ჩემი უარი მიჩნეულ იქნა „თვითიზოლაციის“ „ანტიამერიკულობისა“ და „ანტი-ეროვნულობის“
პოლიტიკად.
1991 წლის სექტემბერში, ნომენკლატურულმა მაფიამ, ქუჩის „ოპოზიციამ“ და კრიმინალებმა
რამდენჯერმე მიიტანეს იერიში პარლამენტის შენობაზე, რამაც გამოიწვია არეულობა. ალყა შემო
არტყეს ტელევიზიის შენობას, თავს დაესხნენ ელსადგურს თბილისში. მე ამაოდ მოვუხმობდი მათ
დიალოგისაკენ.
ნოვო-ოგარევოს პროცესის მარცხის შემდეგ, კრემლის ლიდერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ იმ
პიერიის ახალი მოდელი „სნგ“. რესპუბლიკების ხელმძღანელთა შეხვედრა შედგა ალმა-ათაში 21
დეკემბერს, რათა ხელი მოეწერათ კონფედერაციის შექმნის შეთანხმებაზე. ჩემი უარის შემდეგ 21
დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ გამოჩნდნენ ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სატრანსპორ
ტო საშუალებანი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მთავრობის შეიარაღებულ მხარდამჭერებს. მოკლეს
რამდენიმე კაცი.
22 დეკემბერს „ოპოზიციამ“ ალყა შემოარტყა სასტუმრო „თბილისს“ და პარლამენტის შენობის
წინ აღმართულ ქაშვეთის ეკლესიას უშენდნენ ბომბებსა და ჭურვებს. ამას გარდა შენობების სახურავ
ზე ჩასაფრებული სნაიპერები სასიკვდილოდ იმეტებდნენ ყველას, ვინც პარლამენტის შენობასთან
ახლოს მივიდოდა. სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანებსაც არ ინდობდნენ. პარლამენტის
22
ზვიად გამსახურდია მიტინგზე გამოსვლის შემდეგ.
თბილისი. 1989 წელი.
23
ზვიად გამსახურდია ეროვნულ სტადიონზე მიტინგზე გამოსვლის დროს.
თბილისი. 1989 წელი. ნოემბერი.
24
იდი შეცდომაა ხუნტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დასავლეთ საქართველო უფრო მეტად იმიტომ
დ
მიჭერს მხარს, რომ მე წარმოშობით ამ რეგიონიდან ვარ. საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთმაც
და აღმოსავლეთ საქართველომაც თანაბარი პროპორციით მომცა ხმა. საპროტესტო მოძრაობის შე
სუსტების მიზეზი არის ხუნტის ძალების განლაგება, რომელიც ძირითადად თბილისსა და მის შემო
გარენშია თავმოყრილი: დამსჯელი ექსპედიციები დასავლეთ საქართველოში, რომლის შედეგიცაა
ასობით ადამიანის მსხვერპლი ასახულია გაზეთში „საქართველოს ცის ქვეშ“, რომელიც იბეჭდება
გროზნოში.
1992 წლის თებერვალში ჯეიმს ბეიკერი მოსკოვში შეხვდა შევარდნაძესა და „დროებითი მთავ
რობის“ თავმჯდომარეს თ. სიგუას. ამ შეხვედრებმა მოამზადეს საფუძველი შევარდნაძის, როგორც
„პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის, მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების“ გა
რანტის საქართველოში დაბრუნებისთვის. მე ბატონ ბეიკერს გავუგზავნე შემდეგი შინაარსის დეპეშა:
„მე გამოვხატე ჩემი პროტესტი თქვენი საქართველოში ჩასვლის განზრახვის წინაღმდეგ რადგანაც
ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხარს უჭერთ ყველაზე არაკანონიერ, ანტიდემოკრატიულ, კრიმინალურ და
ტერორისტულ რეჟიმს,..
სულ მალე საქართველოში შეიქმნება სომალისა და ეთიოპიის მსგავსი სიტუაცია. ამან (ბეიკერის
ვიზიტმა) შეიძლება გამოიწვიოს ქართველი ხალხის გულისწყრომა, რომელმაც იცის აშშ-ს პოზიცია
კუბაში, ვენესუელასა და ჰაიტიში და შეიძლება გამოიწვიოს ანტიამერიკული განწყობილება“.
1992 წლის 4 მარტს ჯაბა იოსელიანის მიპატიჟებული შევარდნაძე თბილისის აეროპორტში შეხვ
და მხედრიონის კრიმინალებსა და ნომენკლატურული ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს.
ის მიესალმა იმ ინტელიგენციას „რომელმაც იარაღი აიღო ხელში და იბრძოდა დემოკრატიისათვის“.
შემდეგ ესტუმრა სიონის ეკლესიას, რითაც ღვთისმშობლობა ითვალთმაქცა და სადაც მას მიესალ
მა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, სუკის აგენტი დიდი ხნის მანძილზე.
მალე ის „არჩეულ“ იქნა სახელმწიფო საბჭოს, იგივე სამხედრო საბჭოს, თავმჯდომარედ. შევარ
დნაძემ გააძლიერა ტერორი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს ოპონენტები განაგრძობდნენ
მიტინგებს მისი ჩამოსვლის წინააღმდეგ. რუსულმა არმიამ გააძლიერა დახმარება ხუნტის მიმართ.
დასავლეთის პოლიტიკოსებმა, ისევე, როგორც მასობრივი საშუალებების დიდმა უმრავლესობამ
პირში წყალი ჩაიგუბა ამ რეპრესიებისა და ტერორის შესახებ საქართველოში. მხოლოდ ფინეთის და
ზოგიერთ გერმანულ და შვეიცარულ გაზეთებში დაიწერა სიმართლე, შევარდნაძის რეჟიმის შესახებ.
გაერომ, ევროპის უშიშროების საბჭომ, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ უარი თქვა გამოეკვლია სახელ
მწიფო ტერორიზმის ფაქტები საქართველოში. ღრმა დამოკიდებულება ამ ტრაგიკული მოვლენების
მიმართ გამოხატული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მაინის
ფრანკფურტში, ასევე ფინეთის ჰელსინკის ჯგუფების მიერ.
პირმოთნეობისა და ცინიზმის უმაღლესი წერტილი იყო ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საქართველოში
1992 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმ დროს, როცა ბეიკერი ულოცავდა
შევარდნაძეს თანამდებობას რესპუბლიკის მოედანზე და ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე, სულ 200
მეტრის დაშორებით მხედრიონის ძალები და პოლიცია აქეთ-იქეთ ფანტავდნენ საპროტესტო გამოს
ვლას, ესროდნენ და სცემდნენ ხალხს.
1992 წლის 9-10 ივლისს ჰელსინკში უნდა ჩატარებულიყო ევროპის თანამშრომლობისა და უშიშ
როების საბჭოს სხდომა. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ჰელსინკის ჯგუფის პირველი
ჩამომყალიბებელი 1975 წელს, მიწვეული ვიყავი ამ თათბირზე ფინეთის პარლამენტის ქართული
ჯგუფის მიერ. ბატონმა პეიკი რუპიარვიმ, ამ ჯგუფის ლიდერმა, გააკეთა სამი უშედეგო განცხადება,
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ჩემთვის ვიზის უზრუნველსაყოფად. სამინისტრომ
უპასუხა ბ-ნ რუპიარვის და ფინეთ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს ბატონ ბ-ნ. აილა ნი
ინინმა-კიეპოს, რომ მე შემეძლო ფინეთში ჩასვლა მხოლოდ ევროპის თანამშრომლობისა და უშიშ
როების საბჭოს თათბირის შემდეგ.
სამინისტროს არ აუხსნია, თუ რატომ დართეს ფინეთში ჩამოსვლის ნება მხედრიონის კრიმინა
ლებსა და სუკის ოფიცრებს. ბატონმა რუპიარვიმ მაცნობა შემდეგი: „ეს ეწინააღმდეგება ევროპის
თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს კანონებს, რომელიც (ეს საბჭო) აფერხებს გამსახურ
დიას ფინეთში ჩასვლას, მაშინ, როცა გულთბილად ხვდება შევარდნაძეს, რომელიც აქტიურად იყო
ჩარეული გასული წლის პუტჩში და რომლის ზრახვაც იყო არაკანონიერად სხვისი ადგილის მითვი
25
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და
საქართველოს პირველი ლედი მანანა არჩვაძე გამსახურდია.
თბილისი. 1990 წელი. 28 ოქტომბერი.საარჩევნო უბანი.
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ინტერვიუს დროს
1992 წელი. გროზნო.
27
სება. ევროპის თანამშრომლებისა და უშიშროების საბჭოს მიეთითა დაეცვა ერები ისეთი კრიმინალი
ლიდერებისაგან, როგორიცაა შევარდნაძე“. მსგავსი საპროტესტო წერილი გავუგზავნე ამ საბჭოს
მე. ამასობაში შევარდნაძემ მიიღო მონაწილეობა მის თათბირში. ასეთი ქმედებით ევროპის თანამ
შრომლობისა და უშიშროების საბჭომ თვითონვე დაარღვია 1991 წლის 10 ოქტომბერს მიღებული
სახელმწიფო წარმომადგენელთა მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტი, კერძოდ, ის მეჩვიდმეტე მუხლი,
სადაც წერია:
„თუ სახელმწიფოში ადგილი ექნება არადემოკრატიული მეთოდებით დემოკრატიული გზით არ
ჩეული მთავრობის დამხობას ან მის მცდელობას, სახელმწიფო წარმომადგენლებმა მხარი უნდა და
უჭირონ ამ სახელმწიფოს კანონიერ ხელისუფლებას გაეროს წესდების თანახმად“.
1992 წლის 24 ივნისს თბილისში შევარდნაძის საიდუმლო სამსახურმა გამოიგონა
„სახგადატრიალების მცდელობა“. ამ დღეს პრეზიდენტის მხარდამჭერები შინაგანი ჯარის ოფიც
რების მიერ ჯერ შეტყუებულნი იქნენ ტელევიზიის შენობაში, სადაც მათ დაპირდნენ თავისუფალ რა
დიოხაზს, რათა მოწოდებით მიემართათ ქართველი ხალხისათვის, ხოლო შემდეგ დააპატიმრეს.
შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეს იყო „წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება“. იოსელიანის
ძალებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი. მოკლული იქნა რამდენიმე კაცი. შემდეგ მოგვასმე
ნინეს მათი „აღსარება“ტელევიზიით, რომ თითქოს ისინი მოქმედებდნენ პრეზიდენტის ინსტრუქციის
მიხედვით. 1992 წლის 14 აგვისტოს შევარდნაძის ჯარებმა წამოიწყეს ფართო მასშტაბით ექსპედი
ცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაკენ. შევარდნაძის მტკიცებით ეს შემოსევა აუცილებე
ლი იყო საზოგადოებრივი წესრიგის განსამტკიცებლად რკინიგზებზე. თუმცა ამ შემოსევას სანაცვლო
შედეგად მოჰყვა გენოციდი, ქალაქებისა და სოფლების ნგრევა ათასობით ლტოლვილი ტოვებს ამ
რეგიონს ყოველდღიურად. ამ ომს, რომელმაც უკვე 4000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბოლო არ
უჩანს. ომის ძირითად ზრახვას წარმოადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დამხობა, რადგანაც მათ არ ცნეს ხუნტის ტოტალიტარული კანონები აფხაზეთში. პრეზიდენტის მომხ
რეებს ჰქონდათ თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საკუთარი გაზეთი: „აღდგომა“, შეეძლოთ
ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლა.
ჩართო რა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი აფხაზეთის ომში, შევარდნაძე გზას უგებდა ახალ იუგოს
ლავიას კავკასიაში.
შევარდნაძე დაპირდა ხალხს არჩევნების ჩატარებას „დემოკრატიული ქვეყნების სტანდარ
ტების დაცვის დონეზე“. მე ვეკითხები დემოკრატიულ მსოფლიოს, თუ უნახიათ მათ რომელიმე
„დემოკრატიულ“ ქვეყანაში რომ არჩევნები ჩატარებულიყოს არა არჩეული, კანონიერი პარლამენ
ტის, არამედ რაღაც თვითმარქვია სახელმწიფო საბჭოს მიერ? უნახავს ვინმეს საარჩევნო კანონი
ხალხის ნაწილის ან საჭირო რაოდენობის ამომრჩეველთა გარეშე, ანდა რეპრესიები და ტერორი
თუ გაუგონია არჩევნების წინ? აქ კი ხალხს წინასწარ სთხოვეს დაეწერათ, რომ ისინი ხმას მისცემ
დნენ პარლამენტის სპიკერის წინასწარ განსაზღვრულ კანდიდატს. ვის უნახავს დემოკრატიული არ
ჩევნები ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომია გაჩაღებული, კრიმინალური ანარქია მძვინვარებს და
ბევრი ქალაქი ცეცხლშია გახვეული? სად გაგონილა დემოკრატიული არჩევნები ფარული კენჭის
ყრის გარეშე უმეტეს საარჩევნო უბნებში და ღია კონტროლი შეიარაღებული ხალხის მიერ, რომ
ლებიც უთვალთვალებდნენ და აღრიცხავდენენ, თუ ვის აძლევდნენ ხმას. ქ. მარტვილში ადგილი
ჰქონდა „ამომრჩეველთა“ ქუჩიდან შეიარაღებული ძალით მიყვანას საარჩევნო ყუთებთან. ვანში
ბიულეტენის ჩასაგდები ყუთები დღის ბოლოს შეცვლილი იქნა „საარჩევნო კომისიის“ მიერ, რად
განაც ბიულეტენის ქაღალდები ბათილი იყო. სად გაგონილა დემოკრატიული არჩევნების დროს
ერთმა პიროვნებამ ჩაყაროს 100-200 ბიულეტენი? ან გსმენიათ ისეთი დემოკრატიული არჩევნები,
რომელშიც მონაწილეობას არ იღებენ ოპოზიციური პარტიები და პიროვნებები. ბუნებრივია, რომ
ასეთ „არჩევნებში“ შევარდნაძე „აირჩია“ ამომრჩეველთა 96 პროცენტმა, და ახლა ტრაბახობს, რომ
მას ჰყავს „დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი“, თუმცა არჩევნებიდან 15 დღის შემდეგ
დაბეჭდილი იქნა საპარლამენტო სიების მხოლოდ ერთი ნაწილი, ამ სიებში ჩვენ ვხედავთ პოლიტი
კურ ძალთა მათთვის ხელსაყრელ თანაფარდობას. ყოფილი ნომეკლატურული პარტოკრატია, მათ
შორის 9 აპრილის ტრაგედიის ცნობილი წამქეზებლები და მაფიოზი საქმოსნები ამ „პარლამენტის“
დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ.
რადგანაც „კანდიდატებს“ შორის ამ პარლამენტში მოხვედრაზე ძალზე დიდი ბრძოლა შეიქნა, ნა
28
წილი სიებისა მოგვიანებით დაიბეჭდა. წარმატება ხვდათ წილად მათ, ვინც შეძლო „სპიკერისათვის“
სიტყვითა და საქმით დაემტკიცებინა ერთგულება.
21 ოქტომბერს შევარდნაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის პირველი სესია გადადებული იქნა
„კომფლიქტური სიტუაციის“ გამო. სინამდვილეში ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა „დეპუტატებსა“
და კიტოვანს შორის გამართული ბრძოლა, რომელიც ახალი პუტჩით იმუქრებოდა თუ ვინმე თანამ
დებობიდან გადააყენებდა.
საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფამდეა მისული. რუსეთმა მისცა საქარ
თველოს 20 მილიონი მანეთის კრედიტი ირანმა და თურქეთმა, რამდენიმე მილიონი დოლარი. ეს
კრედიტები, ისევე, როგორც ჰუმანიტარული დახმარებები გამოყენებული იქნა მთავრობის წარმო
მადგენელთა მიერ პირადი სარგებლობისათვის, ან აფხაზეთის ომის დასაფინანსებლად. პრივატი
ზაცია ხორციელდება ხუნტის ლიდერების: კიტოვანის, იოსელიანისა და სხვათა დაკვეთით. მთელი
ეროვნული ღირებულებანი მოქცეულია მაფიოზური კლანის ხელში. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი
შიმშილისა და სიღარიბის მიჯნამდეა მისული. პარალიზებულია სოფლის მეურნეობა. ამის ძირითადი
მიზეზია ომი, ქურდობა, ტოტალური ქაოსი მიწის პრივატიზაციაში. ეს პრივატიზაცია ხორციელდება
ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ყოველ
დღე მარტო თბილისში შიმშილით კვდება 3-5 ადამიანი.
შევარდნაძის რეჟიმი მუდმივად არღვევს გაეროს წესდებას, ადამიანთა უფლებების დაცვის ყვე
ლა აქტს და დეკლარაციას და ძირითად პრივილეგიებს. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინ
ციპად იქცა ტერორი და განგსტერიამი..მას არა აქვს არავითარი უფლება წარსდგეს საქართველოს
სახელით გაეროსა და ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოში. იგი ქმნის დესტაბილი
ზაციისა და ომის დიდ საშიშროებას მთელი კავკასიის რეგიონში, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია
დააჩქაროს სერიოზული მსოფლიო კრიზისი.
მე მოვუწოდებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მთავრობებსა და პარლამენტებს, მა
სობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანი
ზაციას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაეხმარონ საქართველოს ამ უბედურების ჟამს, დაგმონ
შევარდნაძის რეჟიმი, სახელმწიფო ტერორი, დაადონ მას მკაცრი სასჯელი, დაეხმარონ ქართველ
ხალხს თავი დააღწიოს შევარდნაძეს და აღადგინოს კანონიერი პარლამენტი და მთავრობა. ამის
გარეშე შეუძლებელია მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის დამყარება საქართველოში და
თუნდაც მთელს კავკასიის რეგიონში.
ზვიად გამსახურდია
გამოქვეყნდა კრებულში: „ხმა ერისა“
თბილისი, 1995
29
საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელნაწერი
30
საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას
ოფიციალური სატიტულო ფურცელი და ბეჭედი, ხელნაწერი.
პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა
გეოგრაფიულ
ად და ტერიტორიულად საქართვ ელო ორი სამყაროს, ევროპისა და აზიის, ქრისტი
ანობისა და მუსულმანობის საზღვარზე მდებარეობს. ისტორიულმა პროცესებმა და გეოგრაფიულმა
მდებარეობამ განსაზღვრ ა ის, რომ საქართველო ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ურთიერ
თობაში მნიშვნელოვან და გარკვ ეულწილად მასტაბილიზებელ როლს.
სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ,
შეიძლება იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესების
თვის ხელის შეწყობა და რეგიონში სტაბილური ვითარების უზრუნველყოფა. საქართველომ უნდა
განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი.
საქართველო და ქართველები ყოველთვის კავკასიის ხალხის გამაერთიანებელ ძალას წარმო
ადგენდნენ, მიუხედავად დღეისათვის გარედან ინსპირირებული კონფლ
იქტებისა, საქართველომ
უახლოეს მომავალში კვლავ შეიძლება იკისროს ეს როლი.
32
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს
34
ზვიად გამსახურდია მიტინგზე გამოსვლის დროს.
1989 წელი. ვაკის პარკი. თბილისი.
ზვიად გამსახურდია. 1989 წელი
დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამი
ნისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ
კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალისტური რესპუბლი
კების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი „ნაციონალისტად“ მიაჩნდათ თქვენთან შე
დარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ
ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნო
ბილ დადგენილებაში მისი პერიოდის „ნაციონალისტიური“ გადახრები. ხელისუფლების სათავეში
თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური
ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მოსატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ
დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, რომელიც არ მოსწრებია ჩვენს მრავალტანჯულ
საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა
სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურ სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამ
პანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ. თვით ისტორიულ თემაზე წერა
საც კი „ნაციონალიზმად“ ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები უკვე აშკარად
გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად
პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, „საბჭოთა პატრიოტიზმის“, შერეული ქორწინების პროპა
განდაზე. „ინტერნაციონალიზმის“ დროშით დაიწყოქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება,
სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგირების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა „მავნე
ჩვეულებებისა და ტრადიციების“ (!) წინააღმდეგ, რაც ფაქტიურად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულე
ბებთან ბრძოლასაც. პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა „დღესასწაულებს“, სა
დაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა, ნერგავდით „ახალ რიტუალებს“,
ე.ი. ახალ, საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.
დღეს, კრიმინალურ-ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და
თქვენს მიმდევარ პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე.
შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლე
სიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ცდილობდით მის გადაქცევას სუკ-ის
ფილიალად,როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრე
ბით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰ
ყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მისვლას. ამ
შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, „დამუშავება“, აღრიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდეგ ამას მოს
დევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ
ეკლესია-მონასტრების გადაკეთება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მა
გალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდევინეთ მისი წინამძღვარი, მოხუ
ცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული ამოხდა, როგორ
იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით
ხელს „ზაკვოს“ სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთრებით დავით-გარე
ჯისა და გელათის განადგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.
საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქარ
თულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე, როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლე
ბას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებ
ში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული
ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და
საწარმო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლი
ნება საქართველოს წინააღმდეგ ეროვნული ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი
ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მას
შტაბების მშენებლობას ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, თვით უკრაინა და ყაზახეთიც
ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთ-ერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა,
რის შედეგებსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგვინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო.
თქვენ ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათ
ვის, რომ აფხაზეთში ყველანაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებუ
37
ზვიად გამსახურდია ავსტრიაში. 1992 წელი.
ლიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.
თქვენ მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩ
ვენებითმა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა „ელიტა“ კი
ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებუილი მაფია
მილიონებს ატრიალებდა, რომელთაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს, თქვენ, წონაში მოტყუე
ბისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულებისთვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით
უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენ დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს
ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადასხვა დიდი თანამდებობებით აჯილდო
ებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეცი
ალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახო
ცეს ასობით ადამიანი, ჩვენებებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ათასობით ოჯახი
(ცირეკიძე-უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგე
ნილია და იმავე ადგილებზე მუშაობს, ალბათ ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. „ნეგატიურ მოვ
ლენებთან“ ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო
სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა
სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოს და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ
და შეწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და
გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.
იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებო
ბისმოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ,
რის შედეგადაც სუკ-ის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობი
სა და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი
მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ „პიროვნების სოციალიზაციას“
უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგა
ნიზაციის სამსახურში.
თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურ
გეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველ
ნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების
რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც
ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერ
თხელ გითქვამთ ვიწრო წრეში რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებდით
ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს ძეგლები არ ეღირსათ საქართველოში დავით აღმაშენებელს, თამარ
მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და სხვა მრავალ დიდ ეროვნულ მოღვაწეს.
საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა „ქართველი“ ხაზინის ქურდის, მექრთა
მეობის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის
სხვა რეგიონებში უფრო ყვაოდა.
თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამა
გიეროდ ააყვავეთ „მურტალო-კუკარაჩებისა“ და „შემწვარი ნეკების“ ცრუ ლიტერატურა და ანტიე
როვნული ცრუ მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით დევნიდით არამარტო დისიდენტურ მოძ
რაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებას თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა
შევჩერდე.
1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუ
კიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის
წინ თბილისში, ქუთაისსა და სოხუმში, 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის
მხილებისათვის. 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი „თვითმფრინავის საქმეზე“ დაპატიმრებული
ახალგაზრდები, თუმც სხვა რესპუბლიკებშიმინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათ
ვის. მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაშაულო მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც
მათი „იდეური ხელმძღვანელი“, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.
საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა
39
და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ
კოსტავა ჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად
ოფიციალურადაც გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციე
ბი დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, ქართული კულტუ
რის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.
მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარ
და იმისა, რომ თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემა
გოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, ვინაიდან
სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძო
ლაზე, მჭიდროდ დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას, ვინაიდან მაშინ
ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრე
კები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცედენტო ცილისმწამებლური კამპა
ნია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკ
მარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა
„ინსტიტუტში“, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ
განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმის მხილე
ბისა და სიმართლის თქმისთვის. ბოლოს ჰონოლულოს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა
სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა,
წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.
სუკ-ში პოლიტპატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ
ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებით,
ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების
გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველო
დან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ არ მოვინანიებდი. ჩემი
მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ,
რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე. წ
„მონანიების“ არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისთვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალუ
რი ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა
სასამართლოზე 1978 წელს.
ჩვენი დაპატიმრებისშემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ
რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები. თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მოძ
რაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე „მოვინანიებდი“
ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ განვაგრძობდი საქმიანობას, შევინარ
ჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოს
ტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩენა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ
„მოინანიება“ აუცილებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინა
რე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ
მიმეყენებინა მეგობრისათვის. ბოლოს განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987
წელს მოსკოვის ჟურნალ „გლასნოსტის“ მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორინი), ამგვარი ში
ნაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისთვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე
წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას
„ღალატად“ ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვ
ნული მოძრაობის თავკაცები.
მაგრამ თქვენ სულს სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი„მონანიება“. საქმე ის გახლავთ, ჩემი
„მონანიება“ და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმანთა
ვისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასასრული.
1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინე
ლებიათ ჩემი „მონანიება“ და დღემდე კბილებს აღჭრიალებთ მისი გახსენებისას.
ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩი
ნეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა
40
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომა ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით.
თბილისი. 1990 წელი.
გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნა
წილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი. ვიდრე თავად არ გამოვ
ლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები.თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერ
თი კაცი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ,
ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად.
ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინისუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის
მეშვეობით. გარდა ამისა, ყველა ხედავდა, რომ სუკ-ის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის
ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, ვინაიდან უცხოეთში ძალზე
გახმაურდა ჩემი სახელი.
ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები და თქვენ, შევარდნაძის წარსულზე საუბრობო, მაგრამ
დღეს იგი აღარ არის რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ „პერესტროიკის“ ერთ-ერთი
ავტორია, მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის
წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი. განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა
„პერესტროიკის“ შემდეგ. მართალია თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზო
გადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტ
პატიმრების განთავისუფლებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართ
ველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა
კამპანია 1987-89 წლებში საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული მოძრაობის
აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკა
41
ნასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში.
დამახასიათებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგ
მავი, საქართველოში მიგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მი
ერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხ
სნასაც აღარ აპირებთ).ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი,
მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენიდა თქვენი პარტიისთვის კრახით დამთავრდა. იმ
დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გა
გენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისთვისთვალის
ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფე
ლი იყო ეს მოლოცვადაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი,
რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ
უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად
ჩემს წინააღმდეგ. თქვენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებთან და ეროვნული მოძრაობის მო
ღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული
რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობა აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა
საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხო
ლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღე
ბული ფორმირებებიდა პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომელნიც სჩადიოდნენ
კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით,
ტელევიზიის აღების მცდელობას.
თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიას და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიბს თქვენი საკუ
თარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და
გადატრიალებების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის
უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები
უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ
შეიარაღებულ „ოპოზიციას“და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდა სა
ოცარი ინტენსივობით, ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური
რეპრესიების შესახებ. ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარა
ტისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება
იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყველანაირად ინიღბე
ბოდით და მალავდით კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისთვის, რომ ეს
საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც
შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომა
რეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპა
ციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ
ინფორმაციას მაინც მივიღებდით თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით
დაგიკავშირდით თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისთვის და მეთხოვა შეეჩერე
ბინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს კი იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ
მომთხოვდა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია აღარ დავურეკე მას.
შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან,
თანაც შეგახსნეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ
მის კეთილდღეობაზე. „დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს,
რაც შემიძლია“ - ასეთი იყო თქვენი პასუხი, მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართვე
ლოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ
მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ხოლო 31 მარტს საქართველო და
მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ.
მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუ
ციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ,
ერთ დროს ვითომდაც დამნაშავეობასთან უკომპრომისო მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა
42
სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს
წარმომადგენლები ჯ. იოსელიანი თავისი „მხედრიონით“ და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური
„გვარდიით“, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დასაყრდენი არიან დღესაც.
თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში „ზაკვოს“ ჯარების დახმარებით,
დაატრიალა იგივე, რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალალედინის, თემურ-ლენგის, შაჰ-აბა სის
და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდნენ მაფიოზი
პარტოკრატები და თქვენ მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლე
ბი, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის
ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნო
ბით და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის „აშენებას“.
საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი „ამინისტიით“ გამოშვებული 4 ათასამდე
კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორ
განოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი
და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ „საქმეები“ ჩემ წინააღმდეგ, უზენაესი
საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავე
თა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი
ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. კულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია
ე. წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა
შიდა ქართლი.
თქვენი ხუნტა პირველი დღეებიდანვე არბევდა და არბევს მშვიდობიან საპროტესტო მიტინგებსა
და დემონსტრაციებს. საქართველოში იანვარ-თებერვალში „გვარდიისა“ და „მხედრიონის“ კრიმი
ნალებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით დემონსტრანტი, ხოლო შემდეგ დამალეს მათ მიერ დაღვრი
ლი სისხლი, აუკრძალეს რა ჯანმრთელობის სამინისტროს გარდაცვლილთა გვარების გახმაურება.
მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს გვარები ყველასთვის ცნობილია და ადრე თუ გვიან მათი მხეცური
მკვლელობისათვის მოგეთხოვებათ პასუხი ყველას.
თქვენმა ხუნტამ საქართველოში გააჩაღა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი და რაც ყველაზე სა
განგაშოა, არნახულად გააღვივა კუთხური შუღლი. ფოთის, სენაკისა და ზუგდიდის „დასალაშქრავად“
თქვენ გურულებს, იმერლებსა და კახელებს აგზავნიდით, თითქოს უცხო ქვეყანას იპყრობდეთ, ძარც
ვავთ, არბევთ და აწიოკებთ მოსახლეობას, ხოლო როდესაც ზუგდიდის მოსახლეობა აჯანყდა და ქა
ლაქი გაათავისუფლა „მხედრიონისა“ და „გვარდიის“ ბანდებისაგან, თანაც ტყვედ აიყვანა მრავალი
მათგანი, ამის საპასუხოდ თქვენ თბილისში დააწვევინეთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი,
თითქოს იგი მარტო სამეგრელოს კუთვნილება ყოფილიყო. როდესაც ზუგდიდის მკვიდრი 50-მდე
შვილმკვდარი დედა დემონსტრაციაზე გამოვიდა დაღუპული შვილების პორტრეტებით ხელში თქვენ
მა „შეიარაღებულმა“ ბანდებმა ისინი დაარბიეს, სასტიკად სცემეს და შვილების პორტრეტები თავზე
გადაამტვრიეს. აი, თქვენი „ჰუმანიზმის“, „პატრიოტიზმის“ და „დემოკრატიის“ დამადასტურებელი
ნიშნები.
დღეს მოსკოვის საინფორმაციო საშუალებით ხდება თქვენი რეკლამირება როგორც პოლიტიკო
სისა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიურ
პროცესებში. თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ დაიწყეთ გარდაქმნა, გაათავისუფლეთ
აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთი, გააერთიანეთ გერმანია, განუზომლად გადაჭარბებული
შეფასებაა თქვენი პიროვნული როლისა. ეგ ყოველივე როლანდ რეიგანის „სოი“-ს და დასავლე
თის პოლიტიკის, აგრეთვე საბჭოთა კავშირის დისიდენტური მოძრაობის დიდი გამარჯვებაა უწინა
რეს ყოვლისა, რამაც აიძულა გორბაჩოვის მთავრობა წასულიყო უდიდეს დათმობებზე. თქვენ და
გორბაჩოვმა ფაქტობრივად მხოლოდ უკან დაიხიეთ ძალის წინაშე და ხელი მოაწერეთ ფაქტობრივ
კაპიტულაციაზე, რაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებაზე ვერ მეტყველებს. სასაცილოა დღეს თქვენ
მიერ იმის განცხადება, რომ ეგ ყოველივე თქვენ გააკეთეთ, რათა საქართველოს დამოუკიდებლო
ბისათვის მიეღწია. საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გდომოდათ, საგარეო საქმეთა მინისტრის
პოსტზე ყოფნისას ესოდენი თავდადებით არ იბრძოლებდით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის,
ნებაყოფლობით არ დაბრუნდებოდით შემდგომში ისევ საგარეო სამეთა მინისტრის პოსტზე და არ
განაცხადებდით, რომ საჭიროა სამშობლოს (ე.ი.სსრკ-ს) ხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის
43
მომხრე რომ ყოფილიყავით, მონაწილეობას მიიღებდით 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენ
დუმში. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებში დიპლომატიური მისიით მოგზაურობისას ერთხელ მაინც
განაცხადებდით, რომ ეროვნებით ქართველი ხართ და რომ საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა
და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ თქვენ ქართველად არასოდეს ჩაგითვლიათ თავი,
ვინაიდან მუდმივად იყავით ნამდვილი „ჰომო სოვეტიკუს“, რაც თქვენ თავად აღიარეთ იტალიური
გაზეთის „კორიერე დე ლა სიერასათვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სასაცილოა იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ საქართველოში ჩამოტანილი კრედიტი 10
მილიონი მარკის ოდენობით მოხმარდება „დემოკრატიული ინსტიტუტის“ განმტკიცებას, რაც თქვენმა
მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმცენტრმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ინსტიტუ
ტებია „მხედრიონი“, „გვარდია“, „სამხედრო საბჭო“ ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლით და მახვილით
ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართვე
ლო მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად
უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევან
დელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპე
რიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ
გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არა
აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას. სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე
სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას,
საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში თქვენ მიერ მოხდა ნარკომანიისა და ნარ
კობიზნესის ლეგალიზაცია, ნარკომანია ღია, ლამის ოფიციალურ პრქატიკად იქცა, ვინაიდან თქვენი
ძირითადი დასაყრდენი ძალების, „მხედრიონისა“ და „გვარდიის“ წევრთა უმრავლესობა ნარკო
მანები არიან, თითოეულ მათგანს დღეში სჭირდება რამდენიმე ათასი მანეთი მაინც ნარკოტიკული
ნივთიერებებისათვის, რის შედეგადაც მათ მიერ იძარცვება საქართველოს მოსახლეობა, იტაცებენ
ათასობით კერძო და სახელმწიფო მანქანებს და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრუ
ლიად ლეგალურად. ასე გაძარცვეს თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი და სხვა ქალაქე
ბი, ახლა კი, ქართული მოსახლეობის გაძარცვის შემდეგ, არაქართულ მოსახლეობაზე გადავიდნენ,
რაც გვიქადის ახალ ეთნოკონფლიქტებს. დაბა ყაზბეგი, ჩვენი დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სამშობ
ლო, გადაქცეულია ნარკობიზნესის ცენტრად, მეორე ჰონკონგად, აზიისა და ევროპის ნარკობიზნე
სის ხიდად. ამის შედეგად იძარცვება სახელმწიფო ხაზინაც, რის გამოც ვეღარ არიგებთ ჯამაგირებს,
პენსიებს, ჰონორარებს, თუმც, პუტჩისტები მაინც ღებულობენ პრემიებს თავიანთი სიხლიანი დანა
შაულებებისათვის, როგორც „დემოკრატიისათვის მებრძოლნი“. აი, თქვენი „დემოკრატიის“ დიდი
მიღწევები.
თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ „მხერდიონისა“ და „გვარდიის“
ნარკომანთა ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციებში სნგ-ს
საოკუპაციო ჯარები, რომელნიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფელ რუხ
თან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს, სამ
ტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი „გვარდიის“ ჯავშანტრანსპორტიორები,
რუსი ჯარიკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის
ჩასატარებლად. სნგ-ს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხას და ცელავენ ყვე
ლას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია შესანიშნავი კურორტი სქური. ასე რომ
თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ
ხედავდეს ამას.
„დემოკრატიული ინსტიტუტების“ ჩამოყალიბების პარალელურად თქვენ საქართველოში მასობ
რივი ტერორი და 37 წლის დარი რეპრესიები გსურთ ააღორძინოთ, გრძელდება დაპატიმრებები
შეთითხნილი ბრალდებებით, რაც თქვენი ხელწერაა. ყალბი ბრალდებით არიან დაპატიმრებულები
უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ გელანტია, პუტჩისტების 6 ტყვიით მძი
მედ დაჭრილი, მომაკვდავი კაცი, ფინანსთა მინისტრი გურამ აბსნაძე, უზენაესი საბჭოს სადეპუტატო
ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ბიძინა დანგაძე, დიდხანს ტანჯეს ციხეში ქუთაისის დეპუტატი ფირუზ
დიაკონიძე, ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი დეპუტატი ვახტანგ ჭითავა და სხვანი. ახლა შემო
44
იღეთ მიტინგებზე სასიკვდილო ცემა და დანით დაჭრა უდანაშაულო ადამიანებისა, რასაც განსაკუთ
რებით ეფექტურად ნერგავთ უკანასკნელ ხანებში. თქვენი ხელქვეითი კრიმინალები განსაკუთრებით
არაადამიანურად ექცევიან ქალებსა და მოხუცებს, მთელი ქალთა სქესი ლამის მტრად გამოაცხა
დოთ პირუთვნელობისა და შეუპოვრობისათვის.
თქვენ „გარდაქმნისა“ და „საჯაროობის“ მოდაფდაფემ საქართველოში მოსპეთ ყოველგვარი სა
ჯაროობა, დააწესეთ უსასტიკესი ცენზურა პრესაში და ტელევიზიაში, აკრძალეთ ყველა თავისუფალი
გამოცემა. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის „იბერია-სპექტრის“ რედაქტორს, პირნციპულ და
მოუსყიდავ ჟურნალისტს, ირაკლი გოცირიძეს მოუკალით შვილი, შესანიშნავი მხატვარი გიორგი გო
ცირიძე და ახლა მეორე შვილზე ემუქრებით, ჟურნალისტური სინდისის ერთგულებისათვის. ა. წ 30
მარტს, როდესაც მოსკოვის ტელევიზიით უნდა გადმოცემულიყო ჩემი ინტერვიუ, საერთოდ გააუქმეთ
მოსკოვის პირველი არხი. ნუთუ ეს არის თქვენი დემოკრატია და საჯაროობა? რატომ არ უჩვენებთ
ტელევიზიით ყოველივე იმას, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში უკანასკნელი ოთხი თვის მან
ძილზე? რატომ არ უჩვენებთ თბილისის დანგრევას და დაწვას თქვენი ზარბაზნებითა და რაკეტებით,
მიტინგების დარბევას, უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას თქვენი ბანდების მიერ, დასავ
ლეთ საქართველოს აწიოკებას, ხალხის ძარცვა-გლეჯას? რატომ არ აძლევთ სიტყვას თქვენს ოპო
ნენტებს, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ გზით ჩაახშობთ სიმართლის ხმას?
ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს საქართველოში თქვენი „მოღვაწეობა“ სამართლებრივი თვალ
საზრისით. თქვენი ჩამოსვლა საქართველოში ხელისუფლების უზურპაციაა. თქვენს მიერ კომპარტიის
ცკ-ს მსგავსი უკანონო ორგანოს, ე. წ. სახელმწიფო საბჭოს შექმნა და საკუთარი თავის დანიშვნა მის
თავმჯდომარედ, არის უდიდესი უკანონობა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვე
ვა, ვინაიდან ქვეყანას ჰყავს კანონიერი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ხოლო თქვენ არა
ვის აურჩევიხართ და არც დაუნიშნიხართ ამ თანამდებობაზე. თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში
უახლოეს ხანში ჩატარდება ვითომდაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიო სტან
დარტების შესაბამისად. ასეთი არჩევნები საქართველოში უკვე ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს,
საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთა გარეშეც არავის აქვს აქვს
უფლება ახალი არჩევნების დანიშვნისა, ასე რომ თქვენი „არჩევნები“ იქნება ყალბი და უკანონო,
ხოლო ახალ, სარჩევნო კანონს, თქვენს მიერ შექმნილს არ ექნება არავითარი იურიდიული უფლება
მოსილება. ამგვარ „არჩევნებს“ ხალხი ბოიკოტით შეხვდება, ვინაიდან მან ერთხელ უკვე გამოხატა
თავისი ნება. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც თითქმის მთელს საქართველოში საგანგებო
მდგომარეობა და კომენდანტის საათია, არავითარ არჩევნებზე არ შეიძლება ფიქრიც კი, თუნდაც
იგივე მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, უზურპატორთა ხუნტის მიერ „არჩევნების“ და
ნიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში არცერთ მსოფლიო სტანდარტს არ შეესაბამება.
თქვენმა ხუნტამ გამოაცხადა 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, რომლითაც იგი ვითომდაც
ხელმძღვანელობს თავს პოლიტიკაში. თქვენ რომ გესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ამ კონსტიტუციის აღ
დგენა, იმ დღესვე გადადგებოდით, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის მიხედ
ვით ქვეყანას უნდა მართავდეს არჩევითი ხელისუფლება და არა უკანონო კრიმინალური ხუნტა.
ახლა ვნახოთ როგორ გესმით თქვენ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა. რო
გორც აღვნიშნე, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდით საქართ
ველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ
მთელს თქვენს ძალებს მუდამ ახმარდით საბჭოთა იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას, ხოლო ამ
ჟამად, როდესაც დაიმსხვრა ეს თიხისფეხებიანი კერპი, იბრძვით მომაკვდავი რუსეთის იმპერიის
შესანარჩუნებლად, რომლის დაშლაც გარდაუვალია, როგორც ყველა იმპერიისა. თქვენ კი ყველანა
ირად ცდილობთ საქართველო კვლავ აქციოთ რუსეთის კოლონიად. რატომ არ ცნობს დღევანდელი
რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას?
იმის გამო რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღარ სურს იყოს რუსეთის კოლო
ნია და სამხედრო პლაცდარმი. ამასთან რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის
ნაწილებად უნდა სცნოს შიდა ქართლი და აფხაზეთი, „თქვენ წახვალთ, ოღონდ სამხრეთ ოსეთისა
და აფხაზეთის გარეშე“, გვეუბნებოდა გორბაჩოვის მთავრობა. დღევანდელი რუსეთის პოზიციაც ბევ
რით არაფრით განსხავდება წინამორბედისაგან.
თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიპლომატიურზე უფრო მეტია.
45
დიპლომატიურზე „მეტი“ ურთიერთობა საერთაშორისო პრაქტიკამ და სამართალმა არ იცის. რა უნ
და ვიგულისხმოთ ასეთ ურთიერთობაში, კოლონიური მონობა ხომ არა? მაგრამ გახსოვდეთ, რომ
რუსეთის იმპერია განწირულია, ისევე როგორც თქვენი ცდები საქართველოში რუსოფილური ნეოკო
მუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისა. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხა
და დამოუკიდებლობა და ერთგული დარჩება თავის არჩევანისა (სხვათაშორის, წელს ეს თარიღი
ოფიციალურად არც კი აღნიშნეთ). აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ცინიზმი და მკრეხელო
ბაა თქვენის მხრით საქართველოს დამოუკიდებლობის სამფეროვანი დროშისა და მერაბ კოსტავას
სურათის ფონზე ჯდომა. იმ დროშისა, რომლის ერთგულებისათვსის მრავალი ადამიანი გააგზავნეთ
ციხეში, იმ მერაბ კოსტავასი, რომელიც 10 წლის განმავლობაში აწამეთ გულაგის საპყრობილეში და
რომელსაც თქვენმა აგენტებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.
ახლა ვნახოთ, ვით ემთხვევა ურთიერთს თქვენი სიტყვა და საქმე საოკუპაციო ჯარებთან დაკავში
რებით. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკე
ბა ჯარების გაყვანის თაობაზე და რომ საქართველო არასოდეს გახდება სნგ-ს წევრი. ფიცი გვწამს,
ბოლო გვაკვირვებს, იმ დროს, როდესაც ამ თანამდებობის სხვა წევრები თავისი ტერიტორიებიდან
აძევებენ საოკუპაციო ჯარებს, ან თავის იურისდიქციას უმორჩილებენ, თქვენ დღითი დღე უმატებთ
მათ რაოდენობას საქართველოში, გაირკვა, რომ თქვენი ჩამოსვლის პირველივე დღეებში დაგირე
კიათ მოსკოვში და გითხოვიათ ამ ჯარების საქართველოში დატოვება, რაც თავის დაუფიქრებლო
ბით მოსკოვის ტელევიზიით გამოაცხადა თქვენმა მეგობარმა „დემოკრატმა“ გ. პოპოვმა. თქვენი
ხუნტის დასტურით შემოიყვანეს ყარაბაღიდან გამოძევებული 366 მოტომსროლელი პოლკი. ამჟა
მად, როგორც ჩანს, გენშერთან გარიგების საფუძველზე გეგმავთ გერმანიიდან დემობილიზებული
რუსი სამხედროებისთვის ბინების მშენებლობას. ბუნებრივია, რომ ის, ვისაც არ გააჩნია საკუთარი
ხალხის მხარდაჭერა, დასაყრდენს ეძებს მტრის საოკუპაციო ჯარებში. ასე ყოფილა ოდითგან, ჩვენს
ავბედით ისტორიაში, ასე იყო „საბჭოთა“ პერიოდში, ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოში იქნება
სნგ-ს, ანუ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი თქვენი ხუნტის სახით.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ახალგაზრდობის სავალალო მდგომარეობა საქართველოში შექ
მნილი ვითარების შედეგად. თქვენ და თქვენი წითელი „პროფესორები“ დღენიადაგ ნერგავდით
ახალგაზრდობაში კრიმინალების, ნარკომანების, „კანონიერი ქურდების“ მგლურ ჰეროიკას, შეაძუ
ლეთ ახალგაზრდებს წიგნი და შეაყვარეთ ნარკოტიკული ნივთიერებები, ავტომატი, ძარცვა-გლეჯა
და ყაჩაღობა. ბოლოს მრავალი მათგანი დამნაშავე რეჟიმის მსახურ პატარა მონსტრებად აქციეთ,
რომელნიც დღეს შეუბრალებლად არბევენ მშვიდობიან მიტინგებს, მხეცურად უსწორდებიან დიდსა
და პატარას, ქალსა და ბავშვს, სიმართლის თქმისათვის. მაგრამ, გახსოვდეთ, სიმართლეს ვერავი
თარი ტყვია და კოცონი ვერ დაამარცხებს. კარგი ახალგაზრდებიც გვყავს, რომელნიც თქვენ პასუხს
გაგებინებთ ყველაფრისათვის. „უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი საბო
ლოოდ არის მხოლოდ სამართალი“, როგორც იტყოდა დიდი აკაკი.
ახლა საბოლოოდ უნდა დაგისვათ მთავარი შეკითხვა: ვინ მოგიხმოთ ჩვენ წინამძღვრად? ვინ მო
გიწვიათ საქართველოში, სად არიან ის მშრომელები, ის ახალგაზრდები, რომელნიც თურმე მოსკოვ
ში მოსვენებას არ გაძლევდნენ განცხადებებითა და პეტიციებით, არიქა, ჩამოდით საქართველოში
და გვიშველეთო? სად არის ეს დოკუმენტები? მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ყველასთვის ცნო
ბილია, რომ საქართველოში მოგიწვიათ ერთადერთმა კაცმა, კრიმინალმა და რეციდივისტმა, ავად
სახსენებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და
რომლის სახელსაც შეაჩვენებს ქართველი ხალხი თქვენს სახელთან ერთად. დიახ, მისმა ემისარებმა
ჩამოგიყვანეს თქვენ თბილისში და აეროპორტში დაგხვდათ მოღალატეთა და კრიმინალთა მცირე
ჯგუფი. სამაგიეროდ, ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება
საქართველოში, სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.
რატომ გეშინიათ სიმართლისა, რატომ არ პასუხობთ სტუდენტთა და ჟურნალისტთა შეკითხვებზე,
რომლებიც გაზეთშიც კი გამოგიქვეყნეს? რატომ არ ღებულობთ ჟურნალისტებს? ან იქნებ გგონიათ,
რომ დღეს შუა საუკუნეებია და თქვენი ბნელი საქმეები სამუდამოდ მიჩქმალული დარჩება? მერწ
მუნეთ, მალე შეიტყობს დასავლეთი თუ ვის შეუქმნა დემოკრატიის იმიჯი და ვისი ხელით ცდილობს
თავისი კავკასიური პოლიტიკის განხორციელებას. თქვენ კი აუცილებლად დამარცხდებით საკუთა
რი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, როგორც დამარცხდნენ ნაჯიბულა და ბაბრაქ ქარმალი.
46
ასეთივე დამარცხება გელით კავკასიის ხალხების წინააღმდეგ ომში, რომელსაც გეგმავთ იმპერიულ
ძალებთან ერთად.
ამრიგად, თქვენი „გადემოკრატება“ მარტოოდენ ფასადის შეცვლა ყოფილა, არსით კი თქვენ
იგივე დარჩით, რაც იყავით, ტოტალიტარიზმის, სახელმწიფო ტერორიზმის ერთგული, სულით კო
მუნისტი, რაც მტკიცდება საქართველოში თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით, სადაც ააღორძინეთ
პარტოკრატია და რეპრესიული, ტოტალიტარული რეჟიმი.
მახსენდება კანტის ცნობილი სენტენცია: „გადაფხიკეთ გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ
თეოლოგს აღმოაჩენთ მასში“, რასაც მე ასე მივუსადაგებდი ჩვენს სინამდვილეს: „გადაფხიკეთ
„პერესტროიკის“ ნებისმიერი დემოკრატი და თქვენ კომუნისტ-პარტოკრატს აღმოაჩენთ მასში“.
ვით ვირწმუნოთ თქვენი გარდაქმნა, როდესაც თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ შეინანოთ ერის წი
ნაშე თქვენი უმძიმესი დანაშაულები, კვლავ ცოდვას ცოდვაზე უმატებთ და ყოველივეს ძველებურად
განაგრძობთ?
თქვენ იმპერიამ მოგავლინათ თავისი შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად, ეს იცის ყვე
ლამ საქართველოში და ამის გამო დაგიხვდათ მტრულად მთელი ერი. გახსოვდეთ. ქართველი ერი
პოლიტბიურო არ არის, მარკებითა და დოლარებით რომ შეიძლებოდეს მისი მოსყიდვა.
ახლა დავუბრუნდეთ იმ ანონიმურ წერილს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. ახლა ვრწმუნდები,
რომ ეს არავითარი რუსი და სომეხი „ნაცისტების“ წერილი არ ყოფილა. ეს იყო იმპერიული სუკ-ისა
და თქვენი წერილი, სადაც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოს განადგურებისა.
ბევრი რამ შესრულდა ამ გეგმიდან. დაიწყო ქართული ერის გენოციდი, საქართველოს ტერიტორი
ული მთლიანობა დაირღვა, მაგრამ ამასთან ერთი იმპერია დაიშალა, ხოლო მეორე დაშლის პირას
დგას. ასე რომ, გეგმებს ასრულება არ უწერია. ქართველმა ერმა გამოიღვიძა და ამიერიდან მას
ვერავინ მოახვევს თავს მონობის უღელს. იმპერია მოისპობა, ხოლო საქართველო იარსებებს სამა
რადჟამოდ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე თქვენ ბრალს გდებთ:
1. საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სისტემატურ დევნასა და ჩახ
შობაში უსასტიკესი რეპრესიების გზით, მის დისკრედიტაციაში შინ და გარეთ. ქართველი პატრიოტე
ბისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დევნა-დაპატიმრებაში, ქართველი პატრიოტის ვ. ჟვა
ნიას დახვრეტაში. „თვითმფრინავის საქმეზე“ დაპატიმრებული ახალგაზრდებისა და მათთან ერთად
ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული უდანაშაულო მღვდლის, თეოდორე ჩიხლაძის დახვრეტაში, ჟურ
ნალსიტ ნაზი შამანაურის მკვლელობაში 1983 წელს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
2. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების
მოწყობაში, უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზებაში მსოფლიო მასშტაბით.
3. დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებაში საქართველოში მიმდი
ნარე პროცესებთან დაკავშირებით.
4. საქართველოში კრიმინალური რევოლუციისა და სამხერო გადატრიალების მოწყობაში, უკა
ნონო დანაშაულებრივი ხუნტის შექმნაში, ხელისუფლების უზურპაციაში, ქ. თბილისის ცენტრის დანგ
რევასა და დაწვაში.
5. საქართველოში დემოკრატიის ნაცვლად კლეპტოკრატიის დამყარებაში, დამნაშავეთა სამ
ყაროსადმი სამართალდამცავი ორგანოების დაქვემდებარებაში, კრიმინალებისთვის ხელისუფლე
ბის გადაცემაში.
6. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის დემოკრატიული არ
ჩევნების მიღწევების განადგურებაში, კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის დევნაში.
7. საქართველოში რუსეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების ყოფნის დაკანონებაში, მათთვის
საოკუპაციო ჯარების სტატუსის მოხსნაში, საქართველოში ამგვარი ჯარების ახალი კონტიგენტის შე
მოყვანაში ყარაბაღის 366 მოტომსროლელი პოლკის სახით, გერმანიიდან დემობილიზებული სამ
ხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობის დაგეგმვაში ჩვენს ტერიტო
რიაზე.
8. საქართველოში კომუნისტური პარტოკრატიისა და მაფიის კვლავ აღორძინებაში.
9. იმპერიული სუკ-ის აგენტობაში და მის თავდადებულ სამსახურში წლების მანძილზე.
10. იმპერიული სუკის აგენტურულ ქსელში საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწი
47
ლის ჩათრევაში.
11. სახელმწიფო ტერორიზმში, 1992 წლის იანვარ-თებერვალში მშვიდობიანი მიტინგებისა და
დემონსტრაციების დარბევა-დახვრეტაში კრიმინალების ხელით.
12. დასავლეთ საქართველოს დალაშქვრა-დარბევაში, მოსახლეობის ძარცვასა და გენოციდში,
კუთხური შუღლისა და სეპარატიზმის არნახულად გაღვიძებაში.
13. საქართველოში ნარკომანიასა და ნარკობიზნესის ლეგალიზაციასა და წახალისებაში, თბი
ლისის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნარკომანებად და კრიმინალებად ქცევაში.
14. პიროვნულად ჩემი და ჩემი ოჯახის, თვით მცირეწლოვანი ბავშვების, დევნაში 20 წლის მან
ძილზე.
15. კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის გაძარცვასა და დაწვაში (ქ. თბი
ლისი და დაბა ბიჭვინთა).
16. კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მასობრივ რეპრესირებასა და ტერორიზებაში.
17. გერმანიასთან საძრახის გარიგებაში საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
18. იმპერიის ცენტრის დავალებით ქართველი ერის გენოციდში.
19. სამშობლოს ღალატში.
ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით, მოვითხოვ თქვენგან დაუყონებლივ წერილობით პა
სუხს და ახსნა-განმარტებას. გიწვევთ ტელედებატებში (როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგა
რეო საქმეთა მინისტრს და არა როგორც არსებული სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარეს), თქვენი
საყვარელი მოსკოვის ტელევიზიით, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს თქვენს მიმართ სოლი
დარობას, თანადგომას და მიკერძოებას. ტელედებატებს ექნება ტელეხიდის ხასიათი.მზად ვარ უკან
წავიღო ჩემი სიტყვები, თუ დამტკიცდება ჩემს ნათქვამში უმცირესი გაყალბება, უზუსტობა ან გადა
ჭარბება.
თქვენდამი ღია წერილი უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ხელში ჩამივარდა თქვენი ინტერ
ვიუ „შპიგელისადმი“, სადაც ირკვევა, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად უწიგნურიც ყოფილხართ.
კერძოდ, გერმანიის საქმეებში ესოდენ დიდმა „ესქპერტმა“ „შპიგელის“ კორესპონდენტის განსაც
ვიფრებლად განაცხადეთ, რომ თურმე ჰიტლერიც დემოკრატიულად ყოფილა არჩეული, ისევე რო
გორც გამსახურდია. მან ზრდილობიანად შეგნიშნათ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ
სხვა გვერდზე ბრჭყალებში ჩასვა ეს თქვენი დიდი „აღმოჩენა “ და გაგამასხარავათ („შპიგელი“, 14
აპრილი, 1992 წელი). არ ვიცი, სკოლაში რა ნიშანი გყავდათ ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ დღეს
საშუალო სკოლის მოწაფესაც არ ეპატიება. ცნობილია, რომ ჰიტლერი დანიშნა გერმანიის რაიხსკან
ცლერად პრეზიდენტმა ჰინდერბურგმა, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ დაგნიშნათ ბრეჟნევმა სა
ქართველოს კომპარტიის „ცეკას “ პირველ მდივნად, ამაშია თქვენი სულიერი ნათესაობა, ხოლო
ჰიტლერის პარტიამ ისევე ვერ შეძლო რაიხსტაგში უმრავლესობის მოპოვება, როგორც თქვენმა პარ
ტიამ საქართველოში, 1992 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში.
48
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
იჯევანში დევნილობის დროს. 1992 წელი
დახვრეტილი საქართველო
54
ლევან თაქთაქიშვილი
1992 წლის 3 იანვარს საპროტესტო 1992 წლის 2 თებერვალს საპროტესტო
მიტინგზე მოკლული კახა არსენაძე მიტინგზე მოკლული იური ტალახაძე
56
7 იანვარს (დელისის მეტროსთან) დახვრიტეს: მჭედლიშვილი ბაადური (40 წლის)
2 თებერვალს დაიხვრიტნენ: ზურაბ ჯავახიშვილი (15 წლის), მამუკა ტერიშვილი (17
წლის), იმედა ჭანტურიძე (17 წლის), ზურაბ დიდებაშვილი (17 წლის), გერონტი (გურამ)
ლიპარტელიანი (29 წლის), იური ტალახაძე (42 წლის, 4 შვილის მამა), ალექსანდრე დავ
რაშვილი (29 წლის), ტარიელ ხერკელიძე (41 წლის), მიხეილ ფოლადიშვილი (50 წლის).
დაიჭრნენ: ანა ფანქველაშვილი (18 წლის), გოდერძი ჯოჯიშვილი (35 წლის), დიმიტრი ხუ
ხულაშვილი (15 წლის), ლერი ოქრიაშვილი (25 წლის), ვაჟა ჯავახია (20 წლის), არამ არუ
თინიანი (25 წლის), როინ ხუციშვილი (15 წლის), კახა ჩხეიძე (20 წლის), დიმიტრი იორა
მაშვილი (65 წლის), დავით ჭყოიძე (30 წლის), ლია ბაღათურია (21 წლის), ავთანდილ
გოგოლაშვილი (26 წლის), ემზარ კვაველიძე, თამაზ ლოგუა (41 წლის), კუკური ჩიქოვანი
(41 წლის), გელა კავთიაშვილი (14 წლის), გიორგი კულუმბეგაშვილი (41 წლის), თეიმურაზ
გეგეშიძე (23 წლის), მურთაზ ასათიანი (50 წლის), დავით ჩადუნელი (15 წლის), გელა სახ
ლთხუციშვილი (18 წლის), ვასო ჯავახიშვილი (20 წლის), დავით მთვარელიძე (25 წლის),
გიორგი გიორგობიანი (15 წლის), ოთარ კუნჭულია (40 წლის)
57
ზვიად გამსახურდია სამეგრელოში - ერთი შტრიხი პორტრეტისთვის
1993 წლის სექტემბრის თვეა. აფხაზეთში ომია. ზვიად გამსახურდია ახალი ჩამოსულია
გროზნოდან. დევნილი პრეზიდენტის სამუშაო ოთახი მდებარეობს რუსთაველის ქუჩაზე, იქ,
სადაც დღეს მერიის შენობა და ქალაქ ზუგდიდის მერის კაბინეტია.
ზვიად გამსახურდიას დაბრუნებასთან ერთად, უფრო გამრავალფეროვნდ ა ზუგდიდი -
ვის არ ნახავთ აქ, ზვიადის ერთგულ, დევნილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, მთავრობის
ყოფილ წევრებს, დევნილობაში დანიშნულ სხვა მინისტრებს (!), რეგიონული მასშტაბის,
იარაღასხმულ პოპულისტებს, იარაღით დადის დიდი და პატარა, (თითქოს ციდან ჩამოყა
რეს). აფხაზეთიდან დევნილი მშვიდობიან ი მოსახლეობა ელოდება როდის დამთავრდე
ბა ომი, რომ მალე დაბრუნდეს შინ, ზვიად ის დაბრუნებამ ომის დამთავრების მეტი იმედი
გააჩინა. მიუხ
ედავად შევარდნ
აძის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ჭორებისა, რომ
სამეგრელოდან ცოცხლად ვერ გამოაღწევ, რა გამოლევს თავგადასავლების მოყვარულ
ჟურნალისტებს. ინფორმაცია გავრცელდა, რომ საფრანგეთის პოპულარული ტელეკომ
პანია ,,მეხუთე არხი“ ჩამოვიდა და სიუჟ ეტს აკეთებს ზვიად გამსახურდიაზე. გაგვიხარდა,
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დანარჩენ მსოფლიოს საერთოდ არა აქვს ჩვენი დარდი,
ერთგვარი კმაყოფილებითა და იმედით შევხვდით ამ სიახლეს.
ზვიადი დილიდან ოჩამჩირეშია, შუადღეა და ფრანგებმა რიგითი მოქალაქეებისგან
მიიღეს ინფორმაციები, აიღეს ინტერვიუე ბი. ფაქტიურ ად შეშლილია ქალაქი და წესით,
ფრანგი ჟურნალისტებიც გარემოს და სიტუაც იის შესაფერის პრეზიდენტს ელოდებიან ალ
ბათ, არაფრით განსხვავებულს ჩვენგან.
...გაჩერდა შავი ფერის газ -24, პრეზიდენტს თან ახლავს დაცვა, რომელიც თვითო
ნაა დასაცავი პრინციპში, მოხალისე ახალგაზრდები, ყოველგვარი გამოცდილების გარე
შე. მანქანიდან გადმოდის ზვიად გამსახურდია, უმაღლეს დონეზე მოწესრიგებული, იქვე
არიან ფრანგი ჟურნალისტი და ოპერატორი, ზვიადი ესალმება ფრანგ ჟურნალისტებს, წინ
გაუძღვება მათ და შედიან შენობაში. შემდეგ კაბინეტში...
,,მეხუთე არხი“ შემდგ ომ საკმაოდ ვრცელ სიუჟ ეტს უძღვნის ზვიადს. არ ვიცი, დღეს
რამდენად არის შესაძლებელი ამ სიუჟეტის მოძიება. პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვაზე
თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში და რა მოლოდინები აქვს მას პოლიტიკურ
ასპექტში. ზვიად გამსახურდია საუბრობს ყველაფერზე გარდა მიმდინარე პოლიტიკისა -
ბოდლერია მისი საუბრის ძირითადი თემა. ინტერვიუშ ი რამდენჯერმე ახსენებს შარლ დე
გოლსა და დიუმას დამოკიდებულებას კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობისადმი...
მეც ცნობისმოყავრეთა შორის ვარ და ვდგავარ მისაღებში, კარი სანახევროდ ღიაა და
გვესმის ზვიადის ფრანგული საუბ არი, ყველას ერთი სურვილი გვაქვს, კიდევ ერთხელ შე
ვავლოთ თვალი დევნილ პრეზიდენტს.
ინტერვიუ დასრულდა. კაბინეტიდან გამოდიან და ფრანგ ჟურნალისტს აშკარად ეტყო
ბა გაკვირვება, ერთგვარი დანანებითაც უყურებს რესპოდენტს.
ოპერატორს ბოლო კადრების აღება უნდა, ზვიადი ჩქარობს, ამბობს, რომ უნდა გადა
იცვას და ოჩამჩირეში მიდის სასწრაფოდ. ოპერატორი და თარჯიმანი დაცვის წევრებს უხ
სნიან, გადაღებისას არ ჩახედონ კამერას.
მე და ბევრი ჩემნაირი, ფეხდაფეხ მივყვებით კიბეზე დაშვებულ პრეზიდენტს და გადამ
ღებ ჯგუფს... თხოვნა თხოვნად რჩება, გამოუცდელი, 22 წლის მამუკა (გვარს ვერ ვიხსე
ნებ) კამერას ჩახედავს ,,თვალებში“ და შესაბამისად ფუჭდება კადრი. იწყება ხმაურ ი და
მამუკას ლანძღვა - რა ცუდი ხარ მამუკა, ხომ გითხრეს, ხომ აგიხსნ ეს, არაფერი არ გესმის.
(მეც გაბრაზებული ვარ).
საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც გასულია შენობიდან და ყველას გვგო
ნია, რომ არც ესმის მის ზურგსუკან რა ხდება, უცებ შემობრუნდება, მამუკას ხელმკ ლ
ავს
გაუკეთებს, თვალით ანიშნებს ფრანგ ჟურნალისტებს უკან მობრუნდნენ და მამუკას ეუბნე
ბა, წამო, წავიდეთ, კიდევ ერთხელ გავიარ ოთ, თორემ ვხედავ ესენი შენ ცოცხლად შეგჭა
მენო!
მაია კალანდია
58
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი და საქართველოს
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია . გროზნო 1992 წელი.
60
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამუშაო კაბინეტში. 1991 წელი.
ზვიად გამსახურდია.
1992 წელი. ზუგდიდი.
უკანასკნ
ელი დღეები
ვცხოვრობ ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, მყავს მეუღლე და სამი შვილი.
პროფესიით ვარ დურგალი. 25 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 23 საათზე, ჩემთან
სახლში მოვიდნენ ანატოლი და ზაურ ჩუხუები. მათ მთხოვეს ოთხი დღით შემენახა ორი
პარლამენტის წევრი და მათი დაცვის ორი თანამშრომელი. მე თანხმობა განვაცხადე. 27
დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 22 საათზე, მოვიდნენ ძმები ჩუხუები და ჩემთვის უცნო
ბი ოთხი კაცი. მათ მოსვლამდე მე პატარა სუფრა გავშალე, მაგრამ მოსვლისთანავე ისი
ნი მეორე სართულზე ავიდნენ, ჩემს მეუღლესთან ერთად დაათვალიერეს სახლის მეორე
სართული, თავ-თავიანთი საძინებელი ადგილები. მერე კი, ერთის გარდა, სამივე ქვევით
ჩამოვიდა. სუფრას მიუსხდნენ, ძალიან ცოტა ჭამეს და წუხდნენ, რომ მეოთხე შეუძლოდ
იყო. მეორე დღეს, დილით, სამი ქვევით ჩამოვიდა, ისადილეს, ხოლო მეოთხეზე თქვეს,
ცუდად არის და ვერ ჩამოვაო. მათი ურთიერთმიმართვით გავიგე სახელები ბესარიონი,
რობინზონი, და ბაჩუკი. უფრო ზუსტად, გუგუშვილი, მარგველანი, ბაჩუკის გვარს ვერ ვიხ
სენებ. მეოთხე დღეს, როდესაც რობინზონს სიხარულისგან წამოსცდა, პრეზიდენტს ჩაი უნ
დაო, მივხვდი, რომ ის მეოთხე ჩვენი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. მეოთხე დღეს
62
დაახლოებით, 01 საათსა და 30 წუთზე,გავიგონე გასროლის ხმა, მეგონა ,,შკაფი’’ ხომ არ
დაეცა-მეთქი. მე ამ დროს მეუღლესთან ერთად ვიწექი პირველ სართულზე. ეს იყო 1993
წლის 31 დეკემბრის 01 საათი და 30 წუთი. უცებ მომესმა ზევიდან ყვირილი კარლო ბიძია,
პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. მაშინვე ავედი ზევით და დავინახე საშინელი სურათი. სამი
ვე კედელს თავს ურტყამდა, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. მე მთხოვეს გამეპატიოსნებინა
ცხედარი. თავიდან ცუდად გავხდი, მაგრამ მერე ძალ-ღონე მოვიკრიბე და მივუახლოვდი
ზვიად გამსახურდიას ცხედარს. ზვიადი იწვა მარცხენა მხარეს, თავი ლოგინის თავთან მარ
ცხენა მხრით ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი გაშლილი, მარცხენა ხელი გაშვერილი
ჰქონდა და ტანქვეშ ჰქონდა ამოდებული. ეცვა შარვალ-კოსტიუმი, ტანით მთლიანად ლო
გინზე იწვა, ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა. გასისხლიანებული იყო ბალიში, ლეიბის ნაწი
ლი, ლოგინი და იატაკი.
როდესაც ხელი მოვკიდე ზვიად გამსახურდიას ცხედარს, იგი ჯერ კიდევ თბილი იყო.
თავზე ხელი მოვკიდე და ვიგრძენი როგორ ჩამოვარდა, კერძოდ, თავის ქალის უკანა,
მარცხენა ადგილას დიდი დაზიანება აღენიშნებოდა, ძვალი გატეხილი იყო. მივხვდი რომ
ეს გამოსასვლელი ხვრელი იყო. დავათვალიერე ზვიადის სახე წინა მხრიდან.მარჯვენა
საფეთქლის მიდამოსთან აღენიშნებოდა დაზიანება, პატარა ზომის ნახვრეტი. მე გავაპა
ტიოსნე ცხედარი როგორც შემეძლო, რის შემდეგ წავედი ძმებ ჩუხუებთან, მოვუყევი ყვე
ლაფერი. ისინი წამომყვნენ, დავბრუნდით სახლში. ღამე ჩუმად ვტიროდით, ამასობაში
გათენდა. საღამოს კიდევ ორი ბიჭი მოვიდა,რომლებიც თურმე სხვა ოჯახში ყოფილან.
არადა ჩემს სტუმრებთან ერთად მოვიდნენ. ამასობაში ახალი წლის ღამეც დადგა. გვი
ან ღამით, უკვე პირველ იანვარს 04 საათისთვის, მოიყვანეს ტრაქტორი, რომელსაც წინ
ჰქონდა ძარა. ზვიად გამსახურდიას ცხედარი ესვენა ორ ლეიბზე და ,,ლეჟანკაზე’’. ასეთ
მდომარეობაში გამოასვენეს ჩემი სახლიდან, დაასვენეს ტრაქტორის ძარაზე და ერთად,
ამ ტრაქტორით წავიდნენ. პირველად მომხდარ ფაქტზე მხოლოდ გიორგი გამსახურდიას
მოვუყევი,რომელიც ჩემთან მოვიდა 1999 წლის 1 იანვარს. თვითმკვლელობა მე არ მინა
ხავს, როდესაც იმ ოთახში შევედი, სადაც ზვიად გამსახურდიას ცხედარი იყო, იქ უკვე იყვ
ნენ ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონი და ბაჩუკი. იარაღი მე არ მინახავს, არც მიკითხავს
სად იყო, სამიდან ერთ-ერთს ექნებოდა აღებული. მათ ჰქონდათ ხელჩანთები, ჩემთან
არაფერი დაუტოვებიათ. დარჩა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კუთვნილი წყლის მათარა.
პირველად, როდესაც ოთახში შევედი, სადაც ზვიად გამსახურდიას გვამი ვნახე, ოთახი გა
ნათებული იყო მხოლოდ ერთი ლამფითა და ერთი სანთლით. იქვე მოიძებნა გასროლილი
მასრა, მაგრამ, სახელდობრ, რომელმა აიღო, ვერ გეტყვით. ზვიად გამსახურდიას ხელში
მე იარაღი არ მინახავს.
კარლო ღურწკ
აია,
1999 წლის 5 თებერვლის ჩვენებიდან
,,პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე’’, 2013
63
კრებული უკვე გამოსაცემად მზად იყო, როდესაც მოულ ოდნელად გარდაიცვალა სა
ქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი ტარიელ გელანტია. ის
ამ გამოცემის და ზვიად გამსახურდიას ადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობის ერთ-ერ
თი თანაავტორთაგანიც იყო. ტარიელ გელანტია საქართველოს პირველი პრეზიდენტის
თანამებრძ ოლი და სიცოცხლის ბოლომდე მისი იდეების უერთგ ულესი დარჩა. მიუხ ედა
ვად იმისა, რომ სამშობლოსთან ფიზიკური კონტაქტი 1993 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა,
საქართველოსთან მაინც ბევრი რამ აკავშირებდა. მუდმივად იყო მიმდინარე მოვლე
ნების საქმის კურსშ ი, ყველა საჭირბოროტო საკითხს განიცდიდა და ადარდებდა... ტა
რიელ გელანტია გამორჩეული იყო ყველა ასპექტშ ი, ამიტომაც ამბობდნენ, რომ სიტყვა
“კეთილშობილი” მასზე ზედ გამოჭრილი გახლდათ. იგი გათავისუფლებული საქართვე
ლოს პირველი მოწვევის უზენაეს ი საბჭოს დეპუტატთან ერთად, საფინანსო-საბიუჯ ეტო კო
მიტიტეტის თავმჯდ ომარე და ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრიც იყო. 1992 წელს
პირველ პრეზიდენტთან ერთად ზუგდიდში დაბრუნდა და სამშობლოსათვის გადასარ
ჩენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში კიდევ ერთხელ ჩაება.... დამარცხებულ და გა
ვერანებულ საქართვ ელოში ცხოვრება ვეღარ აიტანა, ამიტომაც ოჯახიანად აიყარა და
სამშობლოდან სამუდამოდ წავიდა... ტარიელ გელანტიას უკანასკნელი განსასვენებელიც
უცხოეთში ექნება ... ის ყველაზე უიღბლო ქართული ემიგრაციის სევდიან და გულნატკენ
წევრად დარჩება, ადამიანად რომელმაც სამშობლო, ერთგულება და კაი კაცობა არცერთ
შემოთავაზებაში არ გაცვალა, მარადისობა კეთილდღეობაში არ დაახურდავა.... სწორედ
ასეთი „კაი ყმის“ განვლილ ცხოვრებაზე იტყვიან:
„სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!
მის სადიდებლად ჩვენც შევჰხ ვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა,
და მოვჰკვდეთ, თუკი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!“
64