You are on page 1of 2

ანა თეთრუაშვილი. 9-3 კლასი. 10/24/2020 . კომპლექსური დავალება ნომერი 1.

სიტყვა „თანასწორობას“ ადამიანებისთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს . პირველ რიგში ყველამ უნდა იცოდეს რომ
ყველა ადამიანი მიუხედავად კანის ფერის, ენის, რელიგიისა თუ სქესისა უფლებებით თანასწორია . „ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის“ პირველი მუხლი გვაცნობებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი
ღირსებითა. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით .“
სამწუხაროდ არიან ადამიანები რომლებიც თავის თავს სხვების მიმართ აგრესიულად აჩენს და უარყობს იმას რომ ყველანი
თანასწორნი ვართ.

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თანასწორობა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია . თანასწორობის


გარეშე ვერ განვითარდება პოლიტიკა და ეკონომიკა რაც სახელმწიფოსთვის მიუღებელია . სახელმწიფოში ადამიანს უნდა
ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ამის გარეშე ქვეყანას დიდი დანაკარგი
ექნება. მაგალითად ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ხშირას მგზავრობს საქალაქო ტრანსპორტით
დაცვის გარეშე დადის და თავს ყველა სხვა მოქალაქესთან ათანასწორებს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხი ენდობა
სახელმწიფოს და სახელმწიფო ზრუნავს იმაზე რომ ყველანი ვიყოთ თანასწორნი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ქვეყანა თანასწორობას მხარს უჭერს . უამრავ ქვეყნებში ხდება ქალთა უფლებების
შეზღუდვა. ამ ქვეყნებში შედიან: ერაყი, პაკისტანი, ინდოეთი სადაც ქალებს არ აქვთ საკუთარი უფლებები . ჩემი აზრით ამ
ქვეყნების თანასწორად ჩათვლა შეუძლებელია.

თუმცა ბოლო დროს ქალებმა დაიწყეს საკუთარი უფლებების დაცვა. უამრავ ქვეყნებში ძალადობისგან და სისასტიკისგან
დაღლილმა ქალებმა გადაწყვიტეს თავიანთი უფლებების დაცვა რაც ძალიან დიდი ნაბიჯია თანასწორობის
გაძლიერებისთვის იმ ქვეყნებში.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ დოკუმენტია რომელიც ყველა ადამიანს ხდის თავისუფალს და
თანასწორს. დეკლარაციაში მუხლი მე-2 გვაცნობებს : „ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა
თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა , სახელდობრ , რასის , კანის
ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის , ქონებრივი თუ
სხვა მდგომარეობისა. გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური ,
სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის , მიუხედავად იმისა , თუ
როგორია ეს ტერიტორიადამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის
სუვერენიტეტში.“ ხოლო მუხლი მე-3 გვაცნობებს იმის შესახებ რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის , თავისუფლების და
პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ეს დეკლარაცია მიღებული იქნა 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს მიერ .

ჩემი აზრით თანსწორობის გარეშე ქვეყნებში იქნებოდა დაყოფა: მდიდრებად და ღარიბებად. ადანიამის უფლებები არ
იქნებოდა ისეთი როგორიც ეხლაა. შიდა ომები. ხალხს არ ექნებოდა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება რაც დააზიანებდა
ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკას. ქვეყანა შეწყვეტდა განვითარებას.

საზოგადოებაში თანასწორობის მიღწევასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება მიტინგები გენდერული , კანის
ფერთან დაკავშირებით თანასწორობასთან. ასევე ყველამ უნდა გავაანალიზოთ რომ ყველანი ტანასწორნი ვართ
მიუხედავათ რელიგიისა, კანის ფერის, გენდერის. არ აქვს მნიშვნელობა ვართ ღარიბები თუ მდიდრები , უმცროსები თუ
უფროსები, ქალები თუ კაცები. ყველა ჩვენგანი ადამიანია რომელიც თავისუფალია და რომელზეც ძალადობა მიუღებელია .
ყველა ჩვენგანი განსხვავებულია. სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ რომ ბულინგი არის მიუღებელი და ყველა ჩვენგანი
არის თავისუფალი და თანასწორი. ჩვენ ვართ ქვეყნის მომავალი რომელსაც მხოლოდ თანასწორობითა და თავისუფლებით
მივაღწევთ.

დავალების წერის დაწყებამდე გავაანალიზე სიტყვა თავისუფლებისა და თანასწორობის არსი. სხვადასხვა მედიებში
ამოვიკითხე ინფორმაცია რომელიც შემდგომში დამეხმარა დავალების დაწერაში. ასევ დავალებაში ჩავრთე საკუთარი
აზრი, მოვიძიე სურათები და დავწერე დავალება.

ახლიდან დაწყების შემთხვევაში ჩავრთავდი უფრო მეტ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში თანასწორობის სიტუაციებს .
გამიჭირდა საკუთარი აზრის უფრო ფართოდ გადმოცემა.

You might also like