You are on page 1of 1

მენიუ  ძიება

PO STED IN ᲐᲑᲘᲢᲣᲠᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ჩემი რჩევები აბიტურიენტებს

მოკლედ, ამ პოსტში მოვათავსე ისეთი რჩევები,


რომლებიც გამოგადგებათ და ვიმედოვნებ, რომ
დაგეხმარებათ როგორც აბიტურიენტობის პერიოდში,
ასევე გამოცდების დროსაც.
რამდენიმე, აუცილებლად გასათვალისწინებელიცაა !

რამდენიმე რჩევა ავიღე სხვადასხვა ფორუმებიდან


და ადამიანებისგან.

ვაი თქვე საცოდავებო (ეს ისე)


არ შეცდეთ და არ დაიწყოთ „ვეფხისტყაოსანის“
დაზეპირება და არ დაუთმოთ 3-4 თვე.
მასწავლებლებს მოაყოლინეთ და ტესტები
გააკეთებინეთ.
მათემატიკაში არ დაუთმოთ დიდი დრო ერთ
საკითხს (მაგ.: არ არის საჭირო ერთ საკითხზე
1000 ამოცანის ამოხსნა, მთავარია გააკეთოთ
20-25 და გესმოდეთ ხარისხიანად). ამ ხერხით
უფრო მალე მორჩებით პროგრამას და ბოლოს
დრო დაგრჩებათ ყველაფრის გასამეორებლად.
ზოგად უნარებში იყიდეთ წიგნები და
წაიკითხეთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ
თითოეული ტიპის დავალება. არ დაიწყოთ
დღეში 100 ანალოგიის ამოხსნა, ჯობია 10-10
გააკეთოთ და გააზრებულად. ჩაუჯექით კარგად
ტესტებს და შეეცადეთ „დაუმუღამოთ“
დავალებების ამოხსნის „ხრიკებს“
ერთი კარგი რჩევა, ბოლოში მოიტოვეთ წინა
წლის ეეგ-ს ტესტები (გამოცდებამდე რომ 1-2
თვე დარჩება). ამით, ნახავთ თქვენს შეცდომებს
და ის 2 თვე იმუშავებთ სუსტ წერტილებზე. თან
წარმოდგენაც გექნებათ დაახლოებით რა ქულას
უნდა ელოდოთ.
ე.ი. კარგად მისმინეთ ბავშვებო )))
აბიტურიენტობის პერიოდში(კერძოდ
მასწავლებლისგან მასწავლებელთან
წასვლისას :დ) არ უსმინოთ თქვენს საყვარელ
მუსიკას ,რადგან დიდი შანსია
შეგძულდეთ,გამომდინარე იქიდან ,რომ
შემდგომში ყოველთვის უსიამოვნო პერიოდდს
გაგახსენებთ )))) ყოფილი აბიტურიენტი ვარ და
გამოვცადე საკუთარ თავზე)))) ისე წარმატებები
განურჩევლად ყველას ©Mary Laliashvili
ასევე, ერთ-ერთი მთავარი მომენტია Time
management. დროის გადანაწილება ძალიან
მნიშვნელოვანია, როცა წინა 8 საატესტატო
გამოცდა და +4 ეეგ გაქვთ. შეეცადეთ
ჩამოწეროთ კვირეული გეგმა. თუ არ
გაანაწილებთ დროს კარგად, ბოლოს შუბლზე
ხელს დაირტყამთ და იტყვით „უი ცოტა მეტი
უნდა გამეკეთებინა“.
აუცილებლად დაისვენეთ გამოცდების წინა
დღეებში. არანაირი მეცადინეობა გამოცდის
წინა 2 დღის განმავლობაში.
ქართულში წერეთ ბევრი თემები და
ფუნქციურები, ასევე გრამატიკასაც უნდა
დაუთმოთ ბევრი დრო.
ღამის თევას რაც შეეხება, თუ არ არის ძალიან
საჭირო – შეეცადეთ მოერიდოთ, რადგან მეორე
დილით თვალებჩაწითლებული
მასწავლებლებთან სიარული – სრული მარაზმია.
ჯობია საღამოსკენ მიაგდოთ წიგნები და
დაისვენოთ, დაიძინოთ და მეორე დილას ადრე
დაიწყოთ სწავლა
არ გადააკვდეთ სწავლას, მაგრამ რასაც
ისწავლით, ისწავლეთ გააზრებულად. ბოლოს
ძალიან გაგიადვილდებათ (თან
ბოტანიკოსობა არაა მოდაში :D)
ერთ-ერთი უკვე სტუდენტის რჩევა: „არ
დაიზაროთ არაფერი, მე ბევრი რამე
მეზარებოდა და შედეგი სახეზეა, ყველა საგანში
უკმაყოფილო ვარ რომლებშიც ჩავაბარე.“.
მართლაც, ძალიან დიდი სტრესი არის, ქულების
გაგებისას თუ უკმაყოფილოები დარჩებით
„რატომ არ ვუთმობდი მეტ დროს სწავლას“,
„ცოტა მეტი რომ მემეცადინა უფრო მეტ ქულას
მივიღებდი“.
„საატესტატო გამოცდებს მარტო ფეისბუქზე
ჯდომით ჩააბარებთ.“
„იგულავეთ სანამ ზაფხულია, თორე მერე
ძალიან დაგერხევათ.“

ერთ-ერთი უკვე სტუდენტის რჩევა: „ვინც


მათემატიკას აბარებთ:
მასწებს ყურადღებით მოუსმინეთ და ყოველი
სიტყვა დაიჭირეთ, გააკეთეთ ის რაც მათ
გირჩიეს.მე პიადად რჩევები არ
გავითვალისწინე და ძალიანაც ვნანობ.
მაგრამ მასწებზე ნუ იქნებით დამოკიდებული!
მიეჩვეით საკუთარ თავზე მუშაობას. აკეთეთ
ბევრი ამოცანა.
ყოველი გამოცდის წინ სნიკერსი დაითრიეთ.
რომელიმე ამოცანას თუ ვერ აკეთებთ,
გამოტოვეთ! და გადადით სხვაზე და მერე
ბოლოს მიუბრუნდით გაუკეთებელ ამოცანას. (ეს
გამოცდის დროსაც კარგი ხერხია)
მე პირადად და ალბათ სხვებიც ასე არიან: როცა
რაღაცას ვერ ხსნი მათემატიკაში, იძაბები, თავი
სუსტი გგონია და ა.შ
და გული აგიცრუვდება. ასე რომ არ იყოს ჩემი
რჩევა გაითვალისწინეთ.
ინგლისურს რაც შეეხება, ნუ გადააკვდებით
გრამატიკას! ეს ცუდია, მთავარია ბევრი
იკითხოთ.
არ დაელოდოთ გამოცდების პასუხებს იმ
რიცხვში, როდესაც გეტყვიან, ივარაუდეთ 2
კვირით გვიან.
მე გრამატიკას გადავაკვდი მთელი წელი და
ცუდი შედეგი მომიტანა აშკარად.
კითხვის საშუალებით მოდის: სიტყვების მარაგი,
გრამატიკასაც ადვილად აითვისებთ+
ინგლისურად აზროვნებასაც მიეჩვევით და +
ამას გონების ვარჯიშსაც უწყობს ხელს, და ეს
დაგეხმარებათ ყველა საგანში.
არ გაეკაროთ ფეისბუქს მთელი წლის
განმავლობაში, გარდა საატესტატო გამოცდების
დროს.
ყველაზე მთავარი! – კარგი და ჯანსაღი დღის
რეჟიმი.
ჩაჭრილი აბიტურიენტის რჩევა: „ჩემიდან
გამომდინარე გეტყვით რომ გადასაწერად არ
მიხვიდეთ გამოცდაზე
თორემ სულ აირევით თუ ვერ გადაწერეთ
მერე მობილიზაციას ვეღარც ტესტზე შეძლებთ
ვეღარც გადაწერაზე და იქნება ფუჩეჩი“
ისწავლეთ მნიშვნელოვანი და არა ყველაფერი,
რომ ტვინის აფეთქება არ მოხდეს.

სტუდენტის რჩევა: „მომავალ აბიტურიენტებს მე


პირადად ვურჩევ რომ რაც შეიძლება მეტი და
მეტი იმეცადინონ… ნაკლები დრო დაუთმონ
კომპს, ტელევიზორს და გართობას…. ისწავლონ
კონკრეტულად ის რის ცოდნასაც გამოცდაზე
სთხოვენ…. წერონ წინა წლების ტესტები…
იმუშაონ დროის ფაქტორზე… არ
ინერვიულონ…“
სტუდენტმა, რომელმაც ბარიერზე ცოტა მეტი
ქულა აიღო: „მთავარია ისწავლოთ ის რაც
გინდათ. ქულა მხოლოდ ციფრია :)) შეიყვარეთ
მარტო სწავლა, ადამიანებთან ურთიერთობა.
ყველა საქმეში ადამიანებთან ურთიერთობა
არის უპირველესი და შემდეგ საქმე.
განათლებულს მხოლოდ ცოტა განათლებით და
მოხერხებულობით თუ აჯობებ. მოხერხებულობა
არის მთავარი …. წაიკითხეთ წიგნები,
ფსიქოლოგიაზე, ფილისოფიაზე და თქვენ
საქმეზე ( სამართალი, ბიზნესი, ტექნოლოგიები
და ა.შ.). იყავით აქტიურები, მიიღეთ ყვლა
კონკურსში და შეკრებაში მონაწილეობა …“
საატესტატოს საგნებს მაინც და მაინც თავს ნუ
დააკლავთ.
გამოცდებამდე 1 კვირით ადრე მაინც სექსი თუ
გექნებათ კარგია, რადგან ორგანიზმი
ტესტოსტერონისგან დაიცლება და
კონცენტრაციას უფრო ადვილად მოახდენთ
ტესტზე
აბიტურიენტი… რომელიც ახლაც
აბიტურიენტია…: „სწავლის დდშვც ბრაცი
იმდენი იჩალიჩეთ ატესტატი
რომ აიღოთ და ვსო დაიკიდეთ
დანარჩენი ეროვნულების დედაც
არაფერს არ გაძლევთ ეგ დიპლომი მაინც“
აბიტურიენტის რჩევა აბიტურიენტებს:
„მეთერთმეტე კლასელი ვარ . მომავალი
წლიდან ვაპირებ დავიწყო მათემატიკის სწავლა
მაგრამ თავის დაკვლას არ ვაპირებ ძალიან
ბევრის მაგალითზე ვიცი რომ უარესია უფრო
გადაიღლება ადამიანი და გამოცდებზე
ბოლომდე ვერ გამოავლენს თავის
თავს.ნამდვილად ვეთანხმები ყველას იმასთან
დაკავშირებით, რომ არ არის აუცილებელი
ღამეების თევა და თავის მოკვლა მთავარია
ყველაფერი ხარისხიანად იყოს ნასწავლი
დროის მენეჯმენტზე უნდა იფიქროს ყველამ
სანამ დაიწყებს მომზადებას გამოცდებისთვის
და სწავლასაც მოახერხებთ და დასვენებასაც
საჭირო რაოდენობით“
აბიტურიეტის რჩევა, რომელმაც მაქსიმალური
ქულები აიღო: „პოლნოები და თამაშები
შეამცირონ, ბოლო 2 თვე გაძლიერებულად
იმეცადინონ…“
ვისაც მათემატიკა ცუდად ეხერხება, იმათმა ეს
საგანი არ ჩაააბაროთ.
პ.ს. ზღვრის გადალახვისთვის ისტორია/
გეოგრაფია უფრო ადვილია
ჭკვიანი სტუდენტის რჩევა: „წელს საატესტატო
იყო სრული მაარზმი. სულ რო არაპერი
გცოდნოდა ჩააბარებდი (იმ 6000 მა ბავშვმა
როგორ მოახერხა ჩაჭრა არ ვიცი) და ეხა არა
მგონია რამე დიდად შეიცვალოს.ჩემი აზრით
ჯობია ეროვნულებზე გაამახვილოთ
ყურადღება.მათემატიკას ვინც აბარებთ
გაითვალისწინეთ, რო ყველაზე მეტი დრო
მათებატიკას ჭირდება, მაგრამ არც მიაკვდეთ
და სხვა საგნებისთვისაც დაიტოვეთ დრო. მე
მაგალითად მათემატიკამ დამღუპა სულ მაგას
ვმეცადინეობდი და ქართული დავიკიდე.
საბოლოოდ ცუდი ქულა არ ამიღია 77 მარა
ტექსტები რო მცოდნოდა გაცილებითმეტს
ავიღებდი.
უნარებს არაფერი მეცადინეობა არ ჭირდება
მთავარია აზროვნება. ბევრი ტესტები აკეთეთ
რო უცხო არაფერი არ იყოს გამოცდაზე და
არაფერმა დაგაბნიოთ.
ინგლისური საერთოდ უადვილესია.
მოკლედ არ დაიძაბოთ და ჩემი აზრით ბოლო
ორ თვეს თავის მოკვლას და გამოცდებზე
დადებილებულ მისვლას ჯობია თავიდანვე
იმეცადინოთ საკაიფოდ და ბოლო თვეს ცოტა
მოეშვათ.
პ.ს ვისაც ჯერ არ აურჩევია მეოთხე საგანი ჩემი
რჩევა იქნება მათემატიკის გარდა ნებისმიერი
სხვა აირჩიოს
პპ.ს მათემატიკის დედაც (ხო ვიცი რო
მათემატიკის გარეშე დედამიწა ესეთი
განვითარებული არ იქნებოდა, მარა მაინც)
პპპ.ს P.S. საატესტატო გამოცდების საგნებში
მოსამზადებლად ფულს ტყუილად ნუ
დახარჯავთ. სკოლაში კონსპექტები გააკეთეთ ან
დააქსეროქსეთ და ერთი წაკითხვითაც მიიღებთ
საკმარის ცოდნას რაც მანდაა ასაჭირო“
100% გრანტის მქონე სტუდენტის რჩევა:
„მოკლედ, მას შემდეგ, რაც 100 % – იანი გრანტი
ავიღე გადავწყვიტე, რომ მაქვს უფლება ერთი –
ორი რჩევა მივცე ამჟამინდელ
აბიტურიენტებს.მოკლედ, საატესტატო
გამოცდებზე ახლავე სწავლა არ დაიწყოთ, აზრი
არ აქვს, ბოლო ორი კვირა გამოცდებამდე
ჩაუჯექით (მე პირადად მასწავლებლის გარეშე
გავაკეთე ეგ ამბავი) და არ გაგიჭირდებათ,
ოღონდ მართლა მონდომებით მაგ
პერიოდში.კიდევ , ვინც ისტორიას აბარებთ და
წინა კლასებში რაღაც მაინც გაქვთ ნასწავლი,
იმეცადინეთ კვირაში დაახლოებით 5 საათი, მე
პირადად მასწავლების გარეშე ვემზადებოდი და
ასეთი გეგმა მქონდა – დღეში ნახევარი საათი
და კვირა დღეს ამ ყველაფრის
გადასამეორებლად 2 საათი. ამას იმიტომ ვწერ
განსაკუთრებით, რომ ძალიან მაგარი შედეგი
გამოიღო – 73 ქულა.
უნარებზე ბევრი იჩალიჩეთ, ბევრი მაგალითები
აკეთეთ, ოღონდ ნელ – ნელა, არ არის
აუცილებელი ერთიანად მიადგეთ და პირიქით
ეს არ გააკეთოთ , შედეგი მაინც არ გექნებათ.
ქართულს კვირაში ორჯერ საათ – ნახევრით
ვმეცადინეობდი, ეგეც 3 საათი კვირაში,
გადასარევი შედეგი არ მქონია, 84 ქულა იყო,
მაგრამ ცუდიც არ არის, რაც მთავარია
საკმარისი იყო.
ინგლისურში, ვინც ასე თუ ისე წინა წლებში
აკეთებდით რამეს არ გაგიჭირდებათ,
თავისუფლად დაძლევთ, 90 ქულამდე აღება არ
არის რთული.მოკლედ, დღეში იმეცადინეთ
დაახლოებით 2 -3 საათი, ძალიან არ
გადაიტვირთოთ, გართობაც მოასწარით და
დასვენებაც , ინტერნეტს რთავს ბევრი სწავლის
გამო და ეს არ გააკეთოთ, დღეში საათ –
ნახევარი რომ დასხდეთ კომპთან, არანაირ
პრობლემას არ შეგიქმნით, პირიქით კარგი
შედეგიც აქვს.
მხოლოდ ბოლოს ვიგრძენი, რომ ცოტა
გადატვირთული გრაფიკი მქონდა, მანამდე
არაფერი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვიყავი
ცუდ დღეში და ეგ იყო რა…
ხო, ეს ყველა რჩევა მათ ეხებოდა, ვინც
ისტორიას აბარებს და წინა წლებში ოდნავ
მაინც მეცადინეობდა. ვინც მათემატიკას
აბარებს იმათ რჩევას ვერაფერს ვურჩევ
ნამდვილად.”სტუდენტებს შეგიძლიათ თქვენი
რჩევები კომენტარებში დატოვოთ

თებერვალი 9, 2012  კომენტარის დატოვება

Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to


use this website, you agree to their use.
View Full Site
To find out more, including how to control cookies, see here:
Cookie Policy
Blog at WordPress.com.

Close and accept

You might also like