You are on page 1of 9

მხატვრული ანალიზისთვის

პერსონაჟის დახასიათებასთან დაავშირებული კითხვები:

1. რა თვისებები უწყობს ხელს გმირის წარმატებას და რატომ ფიქრობთ ასე?


2. რა თვისებების ნაკლებობა უშლის გმირს წარმატების/მიზნის მიღწევაში და რატომ?
3. რა თვისებები უწყობს ხელს გმირს მკითხველის სიმპათიის მოპოვებაში?
4. რა თვისებების გამო განეწყობა მკითხველი უარყოფითად კონკრეტული გმირისადმი?
5. როგორ ვლინდება გმირის სახე ნაწარმოების დასაწყისში?
6. რა პრობლემების წინაშე დგას გმირი და რამდენად ახერხებს ის მათ გადალახვას? თუ
ვერ ახერხებს, რა უშლის მას ამაში: პიროვნული სისუსტე, ობიექტური ვითარება,
გარემო პირობები?
7. რა ფუნქცია აქვს მწერლის მიერ აღწერილ გმირის პორტრეტს?
8. ნაწარმოების მსვლელობისას როგორ ვითარდება გმირის პიროვნება? ის დადებით
თვისებებს იძენს და მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და აღწევს ამას თუ
ზნეობრივად ეცემა?
9. რა იდეა უკავშირდება ამ გმირს ნაწარმოებში და რატომ ფიქრობთ ასე?
10. რომელ საკვანძო ეპიზოდში ვლინდება გმირის სახე?
11. რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი გმირის
დასახასიათებლად?
12. როგორია ავტორის დამოკიდებულება გმირისადმი (დადებითი, უარყოფითი თუ
ნეიტრალური) და რაში ვლინდება ეს?
13. გმირი სახე-ხასიათია თუ სახე-სიმბოლო?
14. რით განსხვავდება გმირი საზოგადოებისაგან? რა ფასეულობები და თვისებები
განასხვავებს მას საზოგადოებისაგან და გამოარჩევს მას?
15. რა გავლენა მოახდინა გმირმა საზოგადოებაზე?
16. როგორია გმირი: დადებითი, უარყოფითი, ტრაგიკული, კომიკური, გროტესკული და
ა. შ.?
17. რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნება გმირი და რამდენად ატარებს ის თავისი
სოციალური კლასის ნიშნებს?
18. გმირი გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური?
19. როგორია გმირის ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან?
20. ემორჩილება თუ არა გმირი საზოგადოებაში გაბატონებულ წესებსა და კანონებს და
თუ უგულებელყოფს, რატომ? ეს მას დადებითად ახასიათებს თუ უარყოფითად?
რატომ ფიქრობთ ასე?
21. როგორია გმირის მსოფლმხედველობა და მისი მსოფლაღქმა?
22. როგორია გმირის ინტერესები, მიდრეკილებები და როგორ, რა კონკრეტული
ფაქტებით ვლინდება ეს ნაწარმოებში?
23. გმირის რა შინაგანი განცდებია გადმოცემული ნაწარმოებში?
24. გმირის ბუნება ჩანს ავტორის დახასიათება-აღწერით თუ გმირის მიერ ჩადენილი
კონკრეტული ქმედებით?

მოვლენის/ სიტუაციის გაანალიზებასთან დაკავშირებული შეკითხვები:

1. რა მნიშვნელობა აქვს ნაწარმოებში აღწერილ მოვლენას ქვეყნისათვის კულტურული,


მორალურ-ზნოებრივი თვალსაზრისით?
2. რატომ გაამახვილა ამ მოვლენაზე ყურადღება ავტორმა და რატომ ფიქრობთ ასე?
3. არის თუ არა აღწერილი მსგავსი მოვლენა რომელიმე სხვა ნაწარმოებში? მოძებნეთ
პარალელები, რაშია მათი მსგავსება და განსხვავებები?
4. ეს მოვლენა რეალური ფაქტია თუ გამოგონილი?
5. რის თქმა სურს ავტორს ამ მოვლენის აღწერით? რა არის ავტორის მიზანი?

6. ამ მოვლენის აღწერისას ავტორი ღიად ამბობს სათქმელს თუ შეფარვით?


7. ამ მოვლენას ავტორი დადებითად აფასებს, უარყოფითად თუ ნეიტრალურად, თავს
არიდებს შეფასებებს?
8. როგორია ტექსში აღწერილი მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულება?
9. რა ფაქტორებმა განაპირობა ტექსტში გადმოცემული მოვლენის მწერლისეული
ინტერპრეტაცია?
10. რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი კონკრეტული
მოვლენის აღწერისას?
11. როგორ უკავშირდება კონკრეტული მოვლენა ნაწარმოებში აღწერილ სხვა მოვლენებს?
12. როგორია ამა თუ იმ გმირის როლი კონკრეტულ მოვლენაში?
13. რამ გამოიწვია და რამ შეუწყო ხელი ნაწარმოებში აღწერილი მოვლენის
განვითარებას?
14. რა ფუნქცია აქვს აღწერილ მოვლენას?
15. მოსალოდნელი იყო თუ არა მოვლენის ამგვარი განვითარება და რატომ?
16. რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ნაწარმოებში აღწერილ კონკრეტულ
მოვლენას?

ტექსტის მხატვრულ ხერხებთან დაკავშირებული შეკითხვები:

1. რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი სათქმელის გადმოსაცემად?


2. რა განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას?
3. იყენებს თუ არა ავტორი მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს თუ მისი
თხრობა არის სადა და ინფორმატიული?
4. მხატვრული ხერხები ავტორისეულია თუ რომელიმე წყაროდან მომდინარეობს?
5. ავტორი სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს თუ მეტაფორულად?
6. არის თუ არა ნაწარმოებში სიმბოლური ხატები?
7. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ნაწარმოების სათაურს და რამდენად აღწევს მიზანს
ავტორი?
8. როგორია ნაწარმოებში თხრობის დინამიკა? როგორია ავტორისეული რიტმი,
მელოდიკა და ა. შ.
9. როგორია ავტორის თხრობის მანერა?
10. ექსპრესიულია თუ არა ავტორის თხრობის სტილი?
11. რა ენობრივ ქსოვილს (საშუალებებს) იყენებს ავტორი პერსონაჟის მეტყველებაში?
(დიალექტი, არქაიზმი, ჟარგონი, ბარბარიზმი, ჩვეულებრივი, სადა, არაფრით
გამორჩეული ენა და ა. შ.)
12. რამდენად ადეკვატურად არის გამოყენებული სიმბოლოები ნაწარმოებში და აღწევს
თუ არა ავტორი მიზანს?
13. გამოყენებულია თუ არა უნივერსალური, ამა თუ იმ კულტურისათვის
დამახასიათებელი სპეციფიკური სიმბოლური ხატები?
14. არის თუ არა გამოყენებული ნაწარმოებში სიუჟეტური შენიღბვის ხერხი?
15. იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას სხვა მისთვის უცხო
კულტურული სივრციდან მომდინარე მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს?
16. რა ეპითეტს/შედარებას/მეტაფორას და ა. შ. იყენებს ავტორი, არის თუ არა ისინი
ორიგინალური და აღწევს თუ არა სათანადო ეფექტს?
17. არის თუ არა ნაწარმოებში ლირიკული გადახვევა და რა მიზნით?
18. როგორია ნაწარმოების სიუჟეტური წყობა? როგორ არის წარმოდგენილი ექსპოზიცია,
კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა?

მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურა

მხატვრული ტექსტის ანალიზი, როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტი, შედგება სამი


ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. თუ ანალიზის დროს ერთ-ერთი
მათგანი მაინც იქნება უგულებელყოფილი, ნაშრომი არასრულფასოვნად მიიჩნევა და
შეფასების შემთხვევაში დაბალი ქულა დაიწერება.

შესავლის ფუნქციაა საკითხის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის ძირითადი და


წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ
წარმოდგენილ პრობლემათაგან თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული.
რაც შეეხება დასკვნას, მისი მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს მსჯელობა და მკითხველის
ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.

1. შესავლის შექმნისას თავი აარიდეთ იმ ზოგადი ინფორმაციის გადმოცემას, რომელიც


უშუალოდ არ უკავშირდება თემას.
2. არ წარმოადგინოთ ემოციური, სუბიექტური დამოკიდებულება;
3. შესავალი და დასკვნა უნდა იყოს კონკრეტული;
4. შესავალი და დასკვნა არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი;
5. არ არის საჭირო შესავალში დეტალურად იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია ავტორის
შესახებ;
6. თავი აარიდეთ ვრცელ და მაღალფარდოვან წინადადებებს.

გაითვალისწინეთ:

1. მხატვრული ნაწარმოების ანალიზი უნდა იყოს არგუმენტირებული. ტექსტური


მასალიდან წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო არგუმენტები, კონკრეტული
მაგალითები.
2. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტირებისა და პერიფრაზის ხერხები.
(დასაზეპირებელი)
შაბლონი ესეს:

ეს პრობლემა მეტად აქტუალურია საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში. მისი არსი ღრმა
წარსულში უნდა მოვიძიოთ, რადგან სწორედ წარსულიდან იკვეთება მისი ფესვები. (თუ ამის
საშუალებას თავად პრობლემა გვაძლევს და თუ მის გამომწვევ მიზეზებს ჩავუღრმავდებით,
ცხადია, ისტორიულუ ექსკურსი ზედმეტი არ იქნება)

ყველა მედალს ორი მხარე აქვს და რა თქმა უნდა, რაიმეს ცალსახად უარყოფა ან აღიარება
მართებული არ იქნება. უმჯობესია, თუ გავითვალისწინებთ ორივე მხარის არგუმენტებს და
მათ საფუძველზე გამოვკვეთთ ჩვენს კონკრეტულ პოზიციას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია ამ კონკრეტული


პრობლემის მიმართ. ჩემი აზრით, ამ საკითხის ირგვლივ გაშლილი პოლემიკა საკმაოდ
საინტერესოა და დროულიც. პრობლემის მნიშვნელობას ხშირ შემთხვევაში საზოგადოების
დაინტერესების ხარისცი განაპირობებს. რაც უფრო დიდია საზოგადოების ინტერესი ამა თუ
იმ საკითხის მიმართ, იმდენად მნიშვნელოვანი ხდება თავად ეს პრობლემაც. უნდა
ავღნიშნოთ, რომ კამათს ხშირ ჭეშმარიტებამდეც კი მივყავართ და იმედია, ამ დისკუსიისას
გამოიკვეთება ამ პრობლემის მოგვარების გზებიც.

შაბლონი მხ.ხერხებსა და მწერლის ენაზე:

1. მწერლის ენა სადა და მარტივია(ან პირიქით). უჩვეულო ლაკონიზმის მიღმა სოცარი


გრძნობათა სისავსე და გამოხატვის აშუალობა შეიგრძნობა. სტილის თავისებურება და
მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს მკითხველს, სრულად გაითავსოს პერსონაჟთა
სულიერი სამყარო და განცდები. სწორედ ამით აღწევს მწერალი საოცარ მხატვრულ ეფექტს,
რაც თვალშისაცემი და ხელშესახებია ნებისმიერი მკითხველისთვის. სიუჟეტის სიღრმე და
სტილის სილაღე ლაოცარ სინთეზს ქმნის, რაც სწორედ მისი შემოქმედებისთვისაა
ორგანული.

მწერალს მრავლად აქვს გამოყენებული მხატვრული საშუალებები, რითაც განუზომელ


შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ზომიერი და სადა მეტაფორები ტექსტს
პირველყოფილ ბრწყინვალებას სძენს. (მაგალითები). ნაკლებად თვალშისაცემია ხელოვნური
ფრაზები და რთულ სიტყვათა ლაბირინთები, საიდან გამოღწევასაც მხოლოდ
პროფესიონალი მკითხველი თუ შეძლებს.

მეტაფორები და ეპითეტები ისე ფრთხილადაა გამოყენებული, რომ სავსებით


ბუნებრივად ერწყმის ტექსტის კონცეფციას.

2. საანალიზო ტექსტში არაერთი მხატვრული ხერხია გამოყენებული. ავტორმა


საინტერესოდ მოგვითხრო მომხდარი და მხატვრული საშუალებებით გააცოცხლა ის.
აღსანიშნავია, რომ მას თხრობაში ჩართული აქვს პირველ პირში წარმოთქმული ფრაზებიც.
ეს ხერხი გვეხმარება იმაში, რომ უკეთ გავეცნოთ თითოეული პერსონაჟის საუბრის მანერას,
ტონსა და სულიერ მდგომარეობას. ავტორმა ოსტატურად გადმოგვცა პერსონაჟის
გრძნობებიბ და ამით კიდევ უფრო ემოციური გახადა ეპიზოდი. საბოლოო ჯამში, უდავოა,
რომ ტექსტი განცდებითაა დატვირთული. ავტორი წერს სადად და მარტივად. გამოოიყენება
(.... და მაგალითები).

3. მხატვრულ ნაწამოებში შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორაა ნათქვამი


გადმოცემული, რ მხატვრულ მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს ავტორი. ეს არცთუ ისე
დიდი ფრაგმენტი მდიდარია მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით, ამირომ
მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. აღსანიშნავია ტექსტის
ინტონაცია, რიტმი. ტექსტის დრამატულობის ზრდასთან ერთად იზრდებ რიტმიც ისე, რომ
მკითხველი იძაბება და მთლიანად ერთვება ტექსტში, თითქოს თავად იყოს მოქმედების
თანამონაწილე.

ავტორი წერს სადად, მარტივარ. გამოიყენება (... და მაგალითები). თხრობის სტილი


თავისებურია. ავტორი ამბავს გვიყვება ძალიან ლაღად. ის მიახლოებულია ყოველდღიურ
მეტყველებასთან.

შაბლონი მთავარი სათქმელის რეალიზებაზე:

მთავარი სათქმელის რეალიზებისთვის, როგორც ზემოთ ავღნიშნე, არაერთი მხატვრული


საშუალებაა მონაკვეთში. ამით ავტორი აღწერს პერსონაჟებს, მათ გრძნობებს და აღძრავს
სხვადასხვა ემოციას ჩვენში, მკითხველში. მოცემულმა მხატვრულმა საშუალებებმა ტექსტში
გაამდიდრა და მისი მთავარი სათქმელი მკითხველის გულამდე მიიტანა.

პარალელები და მაგალითები
მშობლისა და შვილის ურთიერთობა:

1. ილია ჭავჭავაძე - „ოთარაანთ ქვრივი“


2. ალექსანდრე ყაზბეგი - „ხევისბერი გოჩა“
3. აკაკი წერეთელი - „გამზრდელი“
4. ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“

ბრძოლა გადაჩენისათვის:

1. დავით კლდიაშვილი - სამანიშვილის დედინაცვალი“


2. ილია ჭავჭავაძე - „ რა გითხრთ, რით გაგახაროთ?! (კონტრარგუმენტად)

საზოგადოებისა და პიროვნების დაპირისპირება:

1. ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური“


2. ვაჟა-ფშაველა - „სტუმარ-მასპინძელი“
3. ჯემალ ქარჩხაძე - „იგი“
4. გიორგი ლეონიძე - „ნატვრის ხე“

თავისუფლებისკენ სწრაფვა:

1. დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა“

ადამიანის უგუნურება:

1. ილია ჭავჭავაძე - „კაცია-ადამიანი“


2. ილია ჭავჭავაძე - „სარჩობელაზედ“

სამშობლო/პატრიოტიზმი:

1. კონსტანტინე გამსახურდია - „დიონისეს ღიმილი“ (ადამიანის არსება საკუთარი


ფესვებით იკვებება)
2. თამარ ფხაკაძე - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (სანუკვარისთვის ბრძოლა
ადამიანის სისხლს ადუღებს) (მათეს ტკივილამდე უყვარს სამშობლო)
3. გურამ დოჩანაშვილი - ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე
ძმა კეჟერაძე“ (სამშობლო შალვასნაირი უანგარო გლეხებით ცოცხლობს)

ადამიანი:

1. გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“ (დედამიწას სიყვარული ატრიალებს)


2. ჯემალ ქარჩხაძე - „ანტონიო და დავითი“ (ადამიანის მმთავარი მსაჯული საკუთარი
თავია)
3. კონსტანტინე ლორთქიფანიძე - „გაუმარჯოს დონ კიხოტს“ (თუ ადამიანის დახმარება
და მისგამო თავგანწირვა დონკიხოტობაა, მაშინ გაუმარჯს დონ კიხოტს)
4. ზაალ სამადაშვილი - „წიგნების გასაყიდად წასვლა“ (ადამიანმა ღირსება ყოფნა-
არყოფნის ზღვარზეც არ უნდა დაკარგოს)
5. ოთარ ჭილაძე - „ყოველმან ჩემმან მპყრობელმან“ (ადამიანისთვის ცხოვრების მიზნის
პოვნა და მისი აღსრულებაა მთავარი)

სტუმარმასპინძლობა:

1. ვაჟა-ფშაველა - „ სტუმარ-მასპინძელი“
2. სულხან-საბა ორბელიანი - „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“
3. აკაკი წერეთელი - „გამზრდელი“

ადამიანის ღმერთისადმი დამოკიდებულება:

1. იოანე საბანისძე - „აბოს წამება“


2. იაკობ ხუცესი - „შუშანიკის წამება“
3. გიორგი მერჩულე - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
4. ილია ჭავჭავაძე - „განდეგილი“

„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“

1. შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“


2. ალექსანდე ყაზბეგი - „ხევისბერი გოჩა“ (გუგუა, ონისე)

მოყვასის სიყვარული:

1. შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“


2. გიორგი მერჩულე - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
3. ილია ჭავჭავაძე - „ოთარაანთ ქვრივი“
4. ვაჭა-ფშაველა - „კაი ყმა“

რას ნიშნავს, იყო ადამიანი:

1. ილია ჭავჭავაძე - „კაცია-ადამიანი“


2. ნიკო ლორთქიფანიძე - „დადიანის ასული და მათხოვარი“
3. აკაკი წერეთელი- „გამზრდელი“ (ბათუ)
დრომოჭმული ტრადიციები:

1. ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური“


2. გურამ დოჩანაშვილი - „ალავერდობა“

ადამიანის სიხარბე:

1. სულხან-საბა ორბელიანი - „სამნი ბრმანი“, „ძუნწი დიდვაჭარი“

მედროვეობა:

1. მიხეილ ჯავახიშვილი - „ჯაყოს ხიზნები“

პოეზია და პოეტი:

1. ტიციან ტაბიძე - „მეწყერი“


2. ილია ჭავჭავაძე - „ჩემო კალამო“

უმადურობა:

1. სულხან-საბა ორბელიანი - „კაცი და გველი“

ადამიანის სრულყოფილებისკენ სვლა(ბაძვა):

1. ჯემალ ქარჩხაძე - „იგი“ (ზუ)

ტოტალიტარიზმი:

1. გურამ გეგეშიძე - „ხმა მღაღადებლისა“ (ეკლესიის თავზე აფრიალებულმა წითელმა


დროშამ ქვეყანაში ნგრევა და განადგურება დაამკვიდრა)
2. გრიგოლ რობაქიძე - „ჩაკლული სული“ (რევოლუცია ეს არის სისასტიკისა და
განუკითხაობის ნამდვილი სახე . მის სიმბოლოდ ქცეული მშვენიერი ცხენი
უმოწყალოდ მოკლეს) (საბჭოთა ეპოქა ებრძვის რწმენას, რათა არ გააცოცხლოს
თითოეულის გულში დამალული ღმერთის ნაწილი
3. ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“

დიქტატურა:

1. გრიგოლ რობაქიძე - „ჩაკლული სული“


2. დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა“
3. ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“

ხელოვნება:

1. კონსტანტინე გამსახურდია - „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძემ სულიც კი გაწირა


სვეტიცხოველისათვის)
2. გურამ გეგეშიძე - „დიდება“ (დიდებამ ყველაფერი გაწირა ხელოვნებისთვის)
3. რიუნოსკე აკუტაგავა - „ჯოჯოხეთის სურათები“ (ხელოვნებისთვის მამა შვილს
წირავს) (იაპონელი მწერალია)

სიკეთე:

1. რეზო ჭეიშვილი - „სურთებიანი წიგნი“ (სიკეთეს, მშვენიერებასა და გულწრფელობას


აგრესიის დამარცხება შეუძლია)
2. რიუნოსკე აკუტაგავა - „აბლაბუდა“ (ერთმა სიკეთემ იხსნა კანდანტა ჯოჯოხეთის
სიბნელიდან)
3. ილია ჭავჭავაძე - „ოთარაანთ ქვრივი“
4.

ცოდვა:

1. ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“ (გაჭირვებამ ოთხი შვილის მამა


კაცისმკვლელად აქცია)
2. ლეო ქიაჩელი - „გვადი ბიგვა“ (გვადიმ შესცოდა და იმ წამს იყო ბედნიერი

შურისძიება:

1. ჯემალ ქარჩხაძე - „ზებულონი“ (შურისძიებას შვება არა მოაქვს ადამიანის სულში,


ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო)
2. ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“ (შურისძიების დამარცხებას სიხარული მოაქვს და
სიმსუბუქე)

დამხმარე ენობრივი საშუალებები


დამხმარე ენობრივი საშუალებები

აგრეთვე არანაკლებ სიძლიერის არგუმეტად


ამასთანავე მიმაჩნია
გარდა ამისა
არა მხოლოდ, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია
არგუმენტთა
ინფორმაციის უფრო მეტიც დამაკავშირებელი ვფიქრობ, მსჯელობს უფრო
დამატება ისევე, როგორც ფრაზები დამაჯერებელს გახდის
შესაბამისად
სათანადოდ გასათვალისწინებელია ისიც, რომ
მაგალითად

რადგან მართალი, მიჩნეულია.. მაგრამ


იმდენად, რამდენადაც
იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ
ამდენად საზოგადოების ერთი ნაწილი
გამომწვევი ამიტომ ფიქრობს... უნდა აღინიშნოს, რომ
კონტრარგუმენტის
შედეგები/მიზეზები აქედან გამომდინარე გაბათილება თითქოს არსებობს ამის საირისპირო
ზემოთქმულიდან გამომდინარე
მოსაზრება, მაგრამ
ვინაიდან და რადგანაც
შესაბამისად ერთი მხრივ აღიარებულია, რომ...
...შედეგად მაგრამ, მეორე მხრივ

ისევე, როგორც თუ
შედარება მსგავსად მაშინაც კი, როცა
პირობითობა
მასთან შედარებით იმ შემთხვევაში, თუ
ისეთი, როგორც
მაგრამ ჯერ ერთი
მაშინ, როცა მეორე
ამასგან განსხვავებით ერთი მხრივ, მეორე მხრივ
დაპირისპირება ერთი მხრივ, მეორე მხრივ აზრის ლოგიკური თანაც
უპირველეს ყოვლისა განვითარება რაც ყველაზე მთავარია
თუმცა უპირველეს ყოვლისა
..ნაცვლად
ხოლო
მართლაც
ნამდვილად
ფაქტობრივად
ჩვეულებრივ
როგორც წესი
აღიარებული წესის თანახმად
ჭეშმარიტების საერთოდ
მოხმობა სხვათა შორის
ცნობილია, რომ
სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით
მხატვრული საშუალებები

ტერმინი განმარტება მაგალითი


სრულიად განსხვავებული საგნებისა და ვითა პეპელა, არხევს ნელ-ნელა;
შედარება მოვლენის შედარება რაიმე ნიშნით მსგავსების ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა
გამო
როდესაც არ სახელდება საგანი, მოვლენა, ცრემლსა ვარდი დაერთვილა;
მეტაფორა პერსონჟი და ავტორი გადატანით მიგვანიშნებს მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა
მასზე
მხატვრული განსაზღვრება, რომელშიც ჩანს ტანითა მით კენარითა;
ავტორის დამოკიდებულება საგ/მოვ/პერს იისფერი თოვლი;
ეპითეტი
მიმართ და დახასიათებულია ისე, როგორც მას ნაცრისფერი დილა;
ავტორი ხედავს
საგნისა თუ მოვლენის გაზვიადებულად კაცი-კაცს შემოვსტყორცნე;
ჰიპერბოლა
წარმოჩენა ცრემლსა სისხლი ერეოდა
უსულო საგნის გასულიერება მთები დგანან და ელიან;
გაპიროვნება
არაგვი მორბის; ცხენ-კაცისა დავგდი გორი
მთელი კონტექსტის გადატანითი „საქართველოს“ ვაჟა არწივს უწოდებს
ალეგორია
მნიშვნელობით, აზრის შეფარვით გამოხატვა
სიტყვის თუ ფრაზის გამეორება ემოციის ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის;
გამეორება
გასამძაფრებლად ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი
ირონია შეფარულ დაცინვა-ნათქვამში საპირისპირო კარგი რამ იყო თავად თათქრიძის სახლ-
იგულისხმება კარი
სარკაზმი ბასრი, მძაფრი ირონია
რიტორიკული მივმართავთ ობიექტს და არ ველით პასუხს დიდო აჩრდილო, რას დაგვიბარებ?
მიმართვა
რიტორიკული კითხვა, რომელიც არ საჭიროებს მოპასუხეს, რა გითხრათ, რით გგახაროთ?
შეკითხვა რადგან თვითონვე შეიცავს პასუხს
სალექსო სტრიქონი, რომელშიც გამოხატულია ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს
სიბრძნე და რომელიც გვარიგებს და გვასწავლის მიუხდეს მამაცურად;
აფორიზმი
ჭკუას ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს,
თუნდა ორი
რაიმე ამბის/საგნის სასაცილოდ გამოხატვა,
იუმორი
მსუბუქი ირონია
როდესაც სტროფში/ტაეპში მეორდება კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ
ალიტერაცია
თანხმოვნები ჩავაკარაბაკე
ცნობილი ფაქტის ან პიროვნების გადაკვრით
ალუზია
მოხსენიება
მხატვრული ხერხი, რაც დამყარებულია
მეტისმეტ გაზვიადებაზე, რეალობისა და
გროტესკი
ფანტასტიკის, ტრაგიკულისა და კომიკურის
შეხამება
მკვეთრი, გამანადგურებელი დაცინვა, რომელიც ლუარსაბის კარ–მიდამო, ხასიათი,
გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას გარეგნობა, მთელი მისი ცხოვრება
სატირა
ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი მკითხველში იწვევს სიცილს, მაგრამ ეს
სიცილი ზიზღთან არის შეერთებული.

Lolita <3

You might also like