You are on page 1of 2

ის, ვინც სხვას ჩაგრავს და ავიწროებს, თავადაც დისკრიმინაციის

მსხვერპლია.
ადამიანი ფსიქოლოგიურად კომპლექსური ბიოლოგიური არსებაა.
ისტორიაში ხშირად ყოფილა ისეთი მომენტები, როცა საზოგადოების
ერთი ნაწილი მეორეს ჩაგრავდა, , რელიგიური, რასობრივი,
პოლიტიკური თუ სხვა რიგი მიზეზების გამო. მიმაჩნია, რომ უმეტეს
შემთხვევაში ამის მიზეზს მჩაგვრელის წარსულში განცდილი
დისკრიმინაციის გრძნობა არ წარმოადგენდა, არამედ ამას
განაპირობებდა სხვა ფაქტორები.
მაგალითად, თავი წარმოვიდგინოთ თეთრკანიან პიროვნებად,
რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოღონდ XX საუკუნის 50-იან
წლებში ცხოვრობს. ამ დროისთვის თეთრი საზოგადოება და რასიზმი
ერთმანეთში დაუშორებლად იყო გაჯერებული. ამ მიზეზით, ორ საუკუნეზე
მეტი ეს ორი რასა დაპირდაპირებული იყო. მოკლედ, შენ ჩაგრავ და
უდიერად ეპყრობი ვთქვათ, შენს შავკანიან მოსამსახურეს, რის გამო?
იმიტომ, რომ მას მუქი კანი აქვს, განიერი ცხვირის ნესტოები, ხუჭუჭა თმა
და ა.შ. დიახ, ამ დროს შენ ჩაგრავ იმის გამო, რომ იგი მახინჯად მიგაჩნია,
იმიტომ რომ მას არ აქვს ფერმკრთალი კანი (ნუ მოთეთრო მაინც...). ამ
დროს შენ იმ საზოგადოების ნაწილი ხარ, რომლის კოლექტიურ
ცნობიერშია გამჯდარი, რომ თეთრკანიანთა კულტურა და შემოქმედება
ბევრად აღმატებულია მათზე, ხოლო მათი გონი და სხეული შენნაირი
ადამიანებისთვის მოსამსახურედ ყოფნისთვის არის შექმნილი.
მაშასადამე, ჩანს აქ სადმე ის, რომ „მე“ დაკომპლექსებული და
ტრავმირებულია წარსულში განცდილი დისკრიმინაციის მიერ? მოკლე
პასუხია - არა.
ხოლო, ახლა კი თქვენი თავი რიგით მხედრიონელში წარმოიდგინეთ.
ცხოვრობთ 1990-იან წლებში, ლეგიტიმური მთავრობის დამხობაში
ძალადობრივად მიიღეთ მონაწილეობა. ამის შედეგად, ზვიად
გამსახურდია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ შენ კვლავ
დასდევ მას და მის მომხრეებს. შენ მათ პოლიტიკურად სდევნი, ე.წ.
„ზვიადისტების“ დასჯის მიზნით სამეგრელოში წვავ სოფლებს და კლავ
უდანაშაულო მოსახლეობას. რატომ? შენ წარსულში ტრავმირებული
პიროვნება ხარ? თუ დიდ ჩაგვრას განიცდი? თუ დიახ არის პასუხად, მე
გეტყვი, რანაირად? შენ არ ხარ ამ ომში გამარჯვებული? ჩემი აზრით, შენ
უბრალოდ მოღალატე ხარ, ვაი პატრიოტი, რომლის ფსიქე არათუ
დაზიანებულია და დაკომპლექსებული, არამედ გაზულუქებულია, მე
ვიტყოდი, რომ ზედმეტადაც კი.
მსოფლიოში უხსოვარი დროიდანვე არსებობდა უთანასწორობა ქალსა
და მამაკაცს შორის. მე ვფიქრობ, რომ ბიოლოგიურად ასეცაა და ამას
არც არავინ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ დღეს რა სქესობრივი
დისკრიმინაციაც მიმდინარეობს საქართველოში პირადად ჩემთვის
მიუღებელია. მოკლედ, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გადაინაცვლეთ
სხვა ადამიანის გონებასა და სხეულში. თქვენ ხართ მამრობითი სქესის
წარმომადგენელი, გყავთ ცოლი. შენს „სიყვარულს“ არ მიეცი
განათლებისა და მუშაობის უფლება, დასვი სახლში და იგი უბრალოდ
ჩვეულებრივ დიასახლისად აქციე. აგრეთვე, შენ და შენი მეუღლის
საუბედუროდ ხარ ლოთი. მუშაობ, ძმაკაცებთან თვრები, მიდიხარ სახლში
და რატომღაც უცბად მოგეჩვენება, რომ ცოლი გღალატობს, ან საჭმელი
არ გააკეთა კარგად და სხვა (უაზრო მიზეზებს რა გამოლევს). რას აკეთებ
ამ შემთხვევაში? წყნარად ელაპარაკები? არგუმენტირებულად უხსნი
რამეს? არა. უბრალოდ დგები და სცემ. ამის მიზეზი ისაა, რომ შენს
აზროვნებას კოლექტიური ცნობიერი განაპირობებს. ხოლო, სოციუმის
ერთი დიდი ნაწილის მორალურ კოდექსში ქალის როლი და
მნიშვნელობა დამცირებულია, ადამიანებში სუფევს გაუნათლებლობა და
სიბრიყვე. ჩემი აზრით, აქაც არსად ჩანს, რომ ძლიერ და „ალფა“
მამაკაცს ვინმე ჩაგრავდეს და ეგ იყოს მეუღლის მიმართ აგრესიის
გამოვლენის მიზეზი.
დასასრულს ვიტყოდი, რომ მჩაგვრელ ადამიანს ძალადობის
განხორციელებამდე, როგორც ვთქვი მრავალ ფსიქოლოგიურ,
პოლიტიკურ, სოციალურ და მენტალურ ფაქტორს მიჰყავს. მე ვფიქრობ,
რომ ამ გამომწვევ მიზეზებს შორის „დისკრიმინაციის მსხვერპლობა“
მიზერულ ადგილს იკავებს.

You might also like