You are on page 1of 4

ილია ჭავჭავაძე თითოეული ნაწარმოების საშუალებით დახმარების ხელს უწვდის ქართველ

ერს. გაუმიჯნავს კარგს და ცუდს. თუ „კაცია ადამიანი?!“ მკითხველს ასწავლის , რად არ უნდა
იქცეს მატერიალური ცხოვრების მონობაში, „ოთარაანთ ქვრივი“ პირიქით , გვეხმარება
ნამდვილი ადამიანის იდეალის დახატვაში.

ნაწარმოების მნიშვნელოვანი ეპიზოდია „პილპილმოყრილი მადლი “, რომელშიც ვეცნობით


პროტაგონისტის მოტივებს და ნათლად ვხედავთ მსგავსებას მის შემქმნელთან .

სათაურიც მიუთითებს, რომ ოთარაანთ ქვრივი მადლს დაუზარელად მოისხამს , თუმცა არც
იმას დაიზარებს პილპილი მოაყაროს, მწარე სიტყვის სახით. ერთი შეხედვით ბოროტი და
მკაცრი საქციელებიდან, რეალურად, უდიდესი სიკეთე გამოჭვივის. თავისი სოფლის
თვალყურმადევარია. ქართველი ერის მამად წოდებულის მსგავსად სარკეა , რომელშიც
ყველამ თავისი ნაკლოვანებები უნდა დაინახოს. რომელსაც არ ეშინია თქვას სიმართლე ,
თუკი პატარა იმედი მაინც აქვს, რომ ამით ვინმეს პროგრესში დაეხმარება . ილიას ნაწერები
ოთარაანთ ქვრივის სიტყვებია.

მისი საქციელის მთავარი მოტივიც ის არის, რომ ადამიანებზე,რომლებსაც ლანძღავს , გული


მწარედ შესტკივა, მოტივაცია კი, მცირედი შესაძლებლობა მაინც, სოფლის გამოსწორებისა .

მომენტებში ნოდარ დუმბაძის დაუვიწყარ ოლღა ბებიას გვახსენებს, რომელიც ყოველ


შეცდომაზე ტუქსავდა ზურიკელას, სწორ გზაზე აყენებდა და თან იტყოდა ხოლმე „ნუ გეშინია ,
ბებია. მე როცა გწყევლი ჩემი ძუძუები გლოცავენო“.

სწორედ ეს სულისკვეთება გამოარჩევს ოთარაშვილის ქვრივს , რომელსაც საკუთარი სახელი


ობიან წიგნებთან გადაუდია, დაუვიწყებია და ამაყად ატარებს გარდაცვლილი ქმრისას .

გმირისთვის მთავარია სამართლიანობის შეგრძნება. არ უშინდება სიმართლისმოძლე


ბრბოს. არც ის ანაღვლებს, შეიძულებენ, თუ შიშკანკალით შეხედავენ.

ხელგაშლილი ქალია. უყვარს გაცემა, მაშინაც კი, როცა უკან არაფერს ელის, თუნდ
ფორმალური მადლობა იყოს.

„დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისთვის.“

მის მკაცრ ნაოჭებში უკეთილშობილესი გული იმალება. არ სძალუძს მათხოვარი ლუკმაპურის


გარეშე გაუშვას.

ამბობს, მოვალე არ ვარ, ვინმე შევინახოო, თუმცა გული არ აძლევს საშუალებას ამ


წინანადებას შინაგანად დაეთანხმოს.

ეხმარება მისნაირ ქვრივსას, მისნაირი პოტენციალით.

მიუხედავად იმისა, რომ პირში ყველას მარილს აყრის, არც თავს იწონებს სხვის წინაშე და
არც სხვას არცხვენს.

მედუქნის შეკითხვა „რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის “ და მასზე


უარყოფითი პასუხი მარტივი გზაა, ჩავწვდეს ქალის ქვეცნობიერს .

ლუარსაბ თათქარიძისგან განსხვავებით, მას არ სურს სახალხო აღიარება , მხოლოდ სიკეთის


კეთება, რომელსაც მუდამ ფარულად სჩადის ხოლმე.

„აი, გაქრეს, ოთარაანთ ქვრივმა შენთვის არა გამოიმეტოს-რა“ ამბობს, თუმცა ყველამ იცის ,
რომ სწორედ ოთარაანთ ქვრივი გამოიმეტებს ყველაზე მეტს.
მკითხველი ხვდება, რომ მიუხედავად შექმნილი იმიჯისა, გმირის გული მართლაც ოქროსას
გავს, არაა მატერიალურ საქმეებს დახარბებული. ის ადამიანია, რომელიც მუდმივად სხვაზე
დარდობს და მუდმივად სხვის დახმარებას ცდილობს.

მისი სახის ჩვენებას სიტყვის დიდოსტატი ჩინებულად ახერხებს , განთქმული იუმორით ,


გამორჩეული წერის სტილით და მხატვრული სამკაულებით, რომლებიც ერთი-ორად
ალამაზებენ სათქმელს.

თხრობა მესამე პირში მიმდინარეობს. ხშირია დიალოგები. წინადადებები მოკლე და


ადვილად გასაგებია. სიუჟეტის სრულყოფისთვის ილია იყენებს ეპითეტებს : უხეირო ,
შესაბრალისი, უნდილი, ღონემიხდილი, რომლებიც აღწერენ ოთარაანთ ქვრივის
დახმარებით დაპურებულ მათხოვრებს.

შედარება „ძაღლსავით სხვას შეჰყურებ, აგერ ძვალს გადმომიგდებენო “ აღწერს ადამიანის


თითქმის ცხოველამდე გადაქცევის ფაზას თავისი სიზარმაცითა და უმაქნისობით .

ჰიპერბოლაა „ქვეყნისა არა გრცხვენიან“.

მეტაფორა „ლუკმაპურს პირიდან აცლი“ დახმარების სათხოვნელად წასული ადამიანების


ქცევას გვიჩვენებს ქალის თვალთახედვით.

რედაქტირება N4

ჟაკ ფრანსუა გამბა ბიჭვინთას ბიზანტიის ისტორიულ საზღვრად მიიჩნევს . აღნიშნავს . რომ აქ
ოდითგანვე ასახლებდნენ რომაელებს. მე-4 საუკუნეში იოანე ოქროპირიც გადმოასახლეს .
მოხუცი ღვთისმეტყველი, რომელმაც დიდხნიანი მგზავრობა ვეღარ გადაიტანა , აქ
მოსვლამდე გარდაიცვალა.

მოსახლეობა მრავალრიცხოვანი არაა. თხუთმეტიოდე ოჯახია და ამდენივე სახლი დგას .


შემორჩენილია ძველი მონასტრის შენობა, რომელსაც ადგილობრივები უვლიან .
ბიჭვინთელი აფხაზები ამ დროს გამაჰმადიანებულნი ყოფილან, თუმცა თაყვანს სცემდნენ და
უფრთხილდებოდნენ საეკლესიო ნივთებს. სხვადასხვა კუთხის აფხაზები და ჩერქეზები ,
სარწმუნოებრივი განსხვავებების მიუხედავად, გაუქმებულ ეკლესიას მეკობრეობით ნაშოვნ
ქონებასაც კი სწირავდნენ.

„სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს ამაღლებს.“


„და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ
სიკვდილი.
ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.“ (გამსახურდია)

სიყვარული იყო, არის და იქნება სამყაროს მამოძრავებელი ერთადერთი წმინდა ძალა ,


რომლის გარეშეც, ჩვენ, ადამიანები, ვერ ვიარსებებდით. მისი დეფინიცია ყველასთვის
განსხვავდება, ზოგისთვის მიჩვევის ტოლფასია, ზოგისთვის-კომფორტის, სხვანი უბრალოდ
ძალიან ძლიერ გრძნობასთან აიგივებენ, თუმცა აზრზე, რომ სიყვარული ის ერთადერთი
ძალაა, რომელიც ადამიანს ამაღლებს, ვფიქრობ, არავინ დაობს.

ყველა ნაწარმოებში, რომელიც მხატვრული კონტრასტის პრინციპზეა აგებული , გმირისა და


ანტიგმირის დაპირისპირებაა მოცემული, თუმცა ყოველთვის შეუმჩნეველ ფონად
პროტაგონისტი თავად სიყვარულის ძალაა.

იქ, სადაც მშრომელი ოთარაშვილები საზოგადოების ზარმაც ფენას ებრძვიან ,


ხიდჩატეხილობა კი პრობლემას წარმოადგენს, დედაშვილური სიყვარული წონის
ყველაფერს, ხოლო მარტვილების სიძლიერის, შეუპოვრობის უკან- ღვთისადმი უდიდესი
სიყვარულის გრძნობა დგას.

მე-19 საუკუნის რომანტიკოსი პოეტი გრიგოლ ორბელიანი ამ გრძონას უძღვნის ლექსს :


„საღამო გამოსალმებისა“.

სატრფოსთან, ნინო ჭავჭავაძესთან, განშორების დრამატულ სცენას სიტყვის ხელოვანი ისე


აღგვიწერს, რომ სიყვარულზე მის მოსაზრებას აშკარად გამოგვიკეთავს .

„შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,


მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა,
რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა,
და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!“ .

ნიკოლოზ ბარათაშვილთან მერანი ცხოვრების შეუჩერებელ ტემპს აღნიშნავს , თუმცა


გრიგოლისთვის ეტლი სატრფოს ბოლოჯერ ხილვის მზიან-ჩრდილიანი ბედნიერებაა .
აშკარაა, რომ ლირიკული გმირისთვის სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა .
ერთადერთი, რაც მას ტრფობის მთაზე შეაყენებს.

ჰიროიკული პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პრინციპიც სიყვარულის როლის გამოჩენა


და მისთვის დაუღალავი ბრძოლაა.

ლექსს ფონად მზე აქვს, რომელიც სატრფოს წასვლის პარალელურად სინათლეს აკლებს
მოყვასს.

აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,


ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,

და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?


ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება?
მართლაც, ლირიკულ გმირს სიყვარულის გარეშე ცხოვრება აღარ წარმოუდგენია . თუ
მანამდე ბუნება მისი თანამგრძნობი იყო, ახლა იგიც კი გაუუცხოვდა. იგი სრულად
გაუუცხოვდა ყველაფერს სატრფოს გარეშე.

ეს საკითხი მართლაც „წყევაკრულვიანია“. რაც უნდა მოხდეს სამყაროში , სიყვარულის როლი


არასდროს არ დაკნინდება. იგი იმაზე მეტად ფართოა მცნებაა, ვიდრე წარმოგვიდგენია .
თანამედროვეობაში შუღლი და ბოროტება სიძულვილთან ერთად მოსდებია საზოგადოებას ,
თუმცა მანამ, სანამ 1 მოყვასი მაინც არსებობს, ვფიქრობ, გადარჩენის შანსი მაინც გვაქვს .

You might also like