You are on page 1of 1

არჩილი რუსეთში განსწავლული ახალგაზრდა თავადია.

იგი გლეხობისადმი
სიყვარულით, მოწიწებითა და პატივისცემით გამოირჩევა. არჩილი თვლის, რომ
გლეხკაცის გასაჭირს ვერ გაიგებ, თუ მის გვერდით არ იცხოვრე, მისი ინტერესები არ
გაიზიარე და მისი ტკივილი არ გადაიტანე. ქვეყანა ორადაა გაყოფილი. თავადებსა და
გლეხებს შორის ხიდია ჩატეხილი. არჩილი ფიქრობს, რა უნდა იყოს ისეთი, რაც
დაანახვებდა და დააახლოებდა ერთმანეთთან ამ ორ ნაპირს. იგი ამბობს, რომ გული
უნდა ამოქმედდეს. ამისათვის კი საჭიროა, რომ თვალმა და ყურმა რეალობა აღიქვას,
ჭკუა აამუშაოს. ილია წერს: „გული მადლია, და მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს“,
მხოლოდ გამწირველით ან მხოლოდ შემწირველით საქმე არ გამოდის. არჩილი ბევრს
ფიქრობს და სხვისი (გლეხების) თვალითაც უყურებს ყველაფერს.

კესო, განსხვავებით თავისი ძმისაგან, ნაკლებად აღიქვამს „ჩატეხილ ხიდს“.


მოთხრობაში კესო ეწინააღმდეგება ძმას, მაგრამ ბევრს ვერაფერს ასაბუთებს . მას
მიაჩნია, რომ გლეხები ადამიანობით თავადებზე უარესები არიან. იგი გლეხებს
შემდეგი სიტყვებით ახასიათებს: „გლეხკაცისთანა ხარბს, გლეხკაცისთანა გაუტანელს ,
გლეხკაცისთანა შეუბრალებელს...“ კესოს „კლასობრივი ლიბრი“ აქვს გადაკრული
თვალზე, რაც არ აძლევს რეალობის აღქმის უნარს და აქედან გამომდინარე „გულიც
ვეღარ გულობს”. ეს კი სწორედ ის პრობლემაა, რომელსაც ვერ ლახავს ქვეყანა. კესო
უფრო გულჩვილია. კესოც განათლებულია.

„ოთარაანთ ქვრივი“ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებია, რომელშიც ავტორმა გადმოსცა


დამოკიდებულება გლეხებსა და თავადებს შორის. მწერალი ყველა თავს ასათაურებს .
„ჩატეხილი ხიდი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავია ნაწარმოებში. სათაური ქვეყნის
მთავარ პრობლემაზე მიუთითებს. მონაკვეთში გადმოცემულია და-ძმის დიალოგი.
ტექსტში მრავლად გვხვდება ტროპის სხვადასხვა საშუალება. ეპითეტის მაგალითებია :
“გრძელი კვნესა“, „ნაჯაფევი, გზისაგან გალახული, თოვლ-ჭყაპისაგან გაწუწულ-
გალაფული“, ”უბედური“. მეტაფორის მაგალითია: „რაც სთქვი, ეგ ჭუჭყია, ქაფია
მდუღარე ცხოვრებისა, თავზედ მოგდებული. ძირში კი წმინდაა“, არჩილი თავისი დის
სიტყვებს ასე პასუხობს და გულისხმობს, რომ გლეხები მხოლოდ ისეთები, როგორებიც
კესოს ჰგონია, არ არიან. "ოთარაანთ ქვრივში" ილია შეეცადა ეჩვენებინა გამოსავალი
გაყოფილი საზოგადოების აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობა უკვე აღარ
არსებობს, ბარიერი მაინც აღმართულია სხვადასხვა წოდებას შორის. მხოლოდ ამ
ბარიერის დაშლა აღადგენს „ჩატეხილ ხიდს“.

ბარიერის დაშლა შეუძლია გრძნობას და განათლებას.

You might also like