You are on page 1of 4

1918 წლის 26

მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლა
საქართველოს
დამოუკიდებლობის წინა პირობა
• 1917 წლის თებერვალ-მარტის ბურჟუაციულმა რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. 2
მარტს ტახტიდან გადადგა ნიკოლოზ II და დამყარდა ორხელისუფლებიანობა
• 1917 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი საქართველოს
ეროვნული ინტერპარტიული საბჭო
• 1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა
სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა
რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი
იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით
ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917
წლის ნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ
— ამიერკავკასიის კომისარიატმა 
• 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი
ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან
ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა
• 1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი
სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა
რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა.
•  1918 წლის თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო  ამიერკავკასიის
სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი
სახელმწიფოს,  შექმნა, რომელშიც
შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.
• აკაკი ჩხენკელმა მოახერხა დაკავშიებოდა გერმანის წარმომადგენელს. 1918
წლის 22 მაისს დაიდო შეთანხმება. გერმანია ოფიციალურად საქართველოს
მფარველი-გრანტი ხდებოდა თუკი ის ამიერკავკასიის ფედერაციას
გამოეყოფოდა და სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
მაგრამ საქართველო გარკვეულ სამხედრო და სამეურნეო ვალდებულებებს
კისრულობდა ასევე გერმანიას უფლება ეძლეოდა საჭიროების შემთხვევაში
საქართველოს რკინიგზის გამოყენება
საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი
• 1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე,
კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში,
თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის
სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად
გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს
ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4
საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას
თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა
საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.1919 წლის
12 მარტს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ,
როგორც ხალხის მიერ არჩეულმა
წარმომადგენლობითმა ორგანომ დაამტკიცა
დამოუკიდებლობის აქტი

You might also like