You are on page 1of 2

საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

მიღწევები და წარუმატებლობები

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ საქართველოს


პოლიტიკურმა ლიდერებმა, სომეხ და აზერბაიჯანელ რევოლუციონერებთან ერთად,
გადაწყვიტეს შეექმნათ ამიერკავკასიის სახელმწიფო. ამიერკავკასიის ფედერაციული
რესპუბლიკის სახელით ცნობილმა სახელმწიფომ, მხოლოდ 109 დღე იარსება, რადგან
ერთადერთი შეუთავსებელი აღმოჩნდა ყველაზე დიდი სამი კავკასიური ეთნიკური
ჯგუფის — სომხების, აზერბაიჯანლებისა და ქართველების — ინტერესები. 1918 წლის 26
მაისს, სეიმის დაშლიდან ორ საათში, ქართველი ლიდერები შეხვდნენ საქართველოს
ეროვნულ საბჭოს. მათი მოთხოვნა იყო დამოუკიდებლობა. ისინი 1917 წლამდე რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრთას წარმოადგენდნენ, მაგრამ
მიხვდნენ რომ რუსეთთაბ კავშირი უკვე შეუძლებელი იყო და რომ თავიანთ ეროვნულ
ფასეულობებს მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში დაიცავდნენ.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელსააც ხელი 1918 წლის 26 მაისს მოაწერა, სრულ
და თანაბარ პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებდა საქართველოს ყველა მოქალაქეს,
განურჩევლად მათი ეროვნებისა თუ რელიგიისა. ქართული პარტიების კოალიციამ
ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოციალურ-
დემოკრატი ნოე რამიშვილი (იგი ერთ თვეში, 1918 წლის ივნისში, შეცვალა მთავრობის
მეთაურმა ნოე ჟორდანიამ).

ქართველი ლიდერები მალევე აღმოჩნდნენ საციცოცხლო პრობლემების წინაშე: მათ


მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფებისგან უნდა შეექმნათ ახალი სახელმწიფო და
ჩამოეყალიბებინათ ახალი პოლიტიკური საზოგადოება. ქვეყანას გარეთ მტრულად
განწყობილი მეზობლები ჰყავდა, ხოლო შიგნით — სეპარატისტები. საქართველოს
მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა მეზობელი სომხეთს, ასევე საფრთხეს
წარმოადგენდა როგორც რუს მოხალისეთა ანტიბოლშევიკურ არმია გენერალ დენიკინის
მეთაურობით, ისე ბოლშევიკური წითელი არმია — ორივეს სურვილი იყო ბოლო
მოღებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას; საქართველოს შიგნით კი წყალს
ამღვრევდნენ ბოლშევიკები, მხარს უჭერდნენ რა მთავრობის მოწინააღმდეგება შიდა
სეპარატისტებს. იმ დროს ეკონომიკაც სავალალო მდგომარეობაში იყო: სახელმწიფოს არ
მოეპოვებოდა არანაირი საარსებო რესურსი, არ იყო არც წარმოება და არც სამუშაო.
საქართველო საწვავითა და საკვებით აზერბაიჯანსა და რუსეტზე იყო დამოკიდებული,
მისი სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილი იყო, ხოლო რუსეთის ტრადიციული ბაზარი
სამოქალაქო ომის გამო დაკეტილი იყო ქართული პროდუქტებისთვის —თამბაქოსა და
ჩაისათვის. გარემომცველი ომების გამო ლტოლვილი ხალხი — ოსმალური თურქეთიდან
სომხები და ჩრდილოეთში გაბატონებულ ანარქიას გამოქცეული რუსები— საქართველოს
მოაწყდა. მიუხედავად დაპირებებისა, ძალიან მცირე იყო დასავლეთის დახმარებაც.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელებისთვის მაგივრად 1918 წლის
დეკემბერში საქართველოში ბრიტანული არმიის ნაწილები ჩამოვიდნენ. მათ ბაქოდან
ნავთობის ტრანსპორტირება და ტრანსკავკასიური რკინიგზის ფუნქციონირება უნდა
უზრუნველეყო, თუმცა ბრიტანელებმა ბათუმში დარჩენილი თავიანთი შენაერთები 1920
წლის ივლისში უკან გაიწვიეს. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის
ბრიტანელების ყოფნას დიდად არც უსაფრთხოება მოუტანია და არც დახმარება.

ამრიგად, წარმოქმნილმა ქაოსმა, მთავრობის და დაშვებულმა შეცდომებმა mravalmxriv


დააზარალა ქევყნის უსაფრთხოება და, შედეგად, დემოკრატიული სახელმწიფო,
რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება, საბჭთა რუსეთმა 1921 წლის თებარვალში ძალის
გამოყენებით დაიმორჩილა.

მიღწევები:

ახალი რესპუბლიკა წარმოადგენდა ევროპული ლიბერალიზმის, პარლამენტარიზმის,


ნაციონალიზმისა და სოციალიზმის საქართველოსათვის დამხასიათებელ თეორიულ
ნაზავს. საქართველოს სოციალ-დემოკრატები იყვნენ პირველები ევროპაში, ვინც
რეალურად ხორცი შეასხა სოციალ-დემოკრატიის ლიბერალურ და ყველასათვის თანაბარ
ვარიანტს, იმას, რაც ევროპაში 1960-1970-იან წლებში გაჩნდა. ფაქტიურად, საქრთველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს იყო მცდელობა, ღარიბ და ნაკლებადგანვითარებულ
ქვეყანაში შექმნილიყო ახალი ტიპის სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო.
მიუხედავად გარშემო მიმდინარე ომებით გამოწვეული ქაოსისა და საქართველოს
ხელისუფალთა ჰქონდა მნიშნელლვანი მიღწევები. იმ დროისათვის საქრთველო იყო
ერთადერთი, დემოკრატიული სისტემა ჩამოაყალიბა იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად
იყო მოსალოდნელი.

წარუმატებლობები:

სამწუხაროდ, მიზნებსა და მისწარფებებს ხშრად რეალობა ასამარებს და საქართველოს


შემთხვევაშც ასე მოხდა: წარმოებისა და ვაჭრობის ვარდნამ, გარე ბლოკადამ და
სამოქალაქო ომმა ხელ-ფეხი შეუკრა მთავრობას, რომ საკუთარი მოქალაქეების
ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოება დაეცვა. მთავრობამ კრიზისი პერიოდში
მიმართა ქმედებებს, რასაც დღვანდელი, რასაც დღვანდელი გადმოსახედიდან
დემოკრატიულს ვერ ვუწოდებდით: დაიხურა ოპოზიციური ბეჭდვითი პრესა,
ეროვნული უმცირესობების ამბოხებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უხეშად ჩაახშეს,
რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც კრიზისში შესული უსაფრთხოება სამწუხაროდ,
რესურსების უქონლობის, მრავალეთნიკური მოსახლეობით გამოწვეული შინა
პრობლემების, აგრესიული საბჭთა სახელმწიფოს მომძლავრებისა და ევროპის
გულგრილობის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის შენარჩუნება. საქართველო ცდილობდა,
დაემტკიცებინა, რომ დემოკრატია იმ დროს მხოლოდ მდიდარი ქვეყნების ხვედრი კი არ
იყო, არამედ სისტემა, რომელიც, შეიძლებოდა, ყველას დაენერგა, მიუხედავად გარშემო
არსებული არაკეთილმოსურნე ვითარებისა და ეკონიმიკუირ მდგომარეობისა.
სამწუხაროდ, საბჭთა რუსეთი არ აღმოჩნდა ამ ექსპერიმენტის გაგრძელების მოსურნე.

You might also like