You are on page 1of 7

საქართველოს

ოკუპაცია რუსეთის
მიერ

ავტორი: ლევან ჩოფლიანი


• 1921 წლის ოკუპაციას, საქართველოს
ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს
დამოუკიდებლობის გამოცხადება უძღოდა წინ.
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა კი
ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ
რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური
ურთიერთობა დაემყარებინა, რადგან
საქართველოს საგარეო ვითარება რთული იყო.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ
რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს
შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო
ხელშეკრულება გაფორმდა, ამ ხელშეკრულების
მიხედვით, რუსეთი საქართველოს
დამოიკიდებლობას აღიარებდა და საშინაო
საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას
იღებდა. სამწუხაროდ, როგორც სხვა
დანაპირები, რუსეთის ხელისუფლებამ ეს
ხელშეკრულებაც აბუჩად აიგდო და რაც
უნდოდა მაგას აკეთებდა.
• 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანი და სომხეთი დაიპყრო
და ამ ქვეყნებში თავისი საოკუპაციო რეჟიმი დაამყარა. საბჭოთა
რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არც მალავდნენ, რომ აზერბაიჯანისა
და სომხეთის დაპყრობის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა.
აზერბაიჯანის დაკავება ოკუპანტებისთვის სამხრეთ კავკასიაში
საკმარისი არ იყო. ბაქოს ნავთობის ევროპაში გასატანად საჭირო
იყო ბაქო-ბათუმის ნავთსადენის დაუფლება. ამან საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა-გასაბჭოება ბოლშევიკური
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად
აქცია, რომელიც მოგვიანებით სისრულეში მოიყვანა.

• აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ, რუსეთი საქართველოს


გასაბჭოებასაც შეეცადა, საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული აგრესია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, 1920
წლის 2 მაისს დაიწყო. საქართველოს დაპყრობის საკითხი
ვლადიმერ ლენინმა გადაწყვიტა. საქართველოს წინააღმდეგ
სამხედრო-პოლიტიკურ აქციას უშუალოდ ამზადებდა რუსეთის
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო
სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. მოსკოვში საქართველოს
დაპყრობის საქმეს აჩქარებდა ეროვნებათა საქმის სახალხო
კომისარი(მინისტრი) იოსებ სტალინი. ძირითად დამრტყმელ ძალას
წარმოადგენდა რუსეთის XI წითელი არმია, რომელიც აზერბაიჯანსა
და სომხეთში იყო განლაგებული.
• გადაწყდა, რომ დემოკრატიული საქართველოს
წინააღმდეგ მიმართული აგრესია შენიღბულიყო.
საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმია უნდა
შემოსულიყო ვითომდა საკუთარი მთავრობის
წინააღმდეგ აჯანყებული საქართველოს
მშრომელების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად
შეირჩა ლორეს ნეიტრალური რაიონი, რომელიც
1918-წლიდან სადავო იყო საქართველოსა და
სომხეთს შორის. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს
რაიონში რუსი კოლონისტების სოფლებში, დაიწყო
დაგეგმილი პროვოკაციული აჯანყება. წინასწარ
შედგენილი გეგმის მიხედვით, დაბა-შულავერში 16
თებერვალს ქართველი ბოლშევიკებისგან
შეიქმნა ,,საქართველოს რევოლუციური
კომიტეტი"(,,რევკომი"), რომელსაც ვითომდა უნდა
ეხელმძღვანელა მშრომელთა აჯანყებისათვის.
რევკომის თავჯდომარე ფილიპე მახარაძე იყო.
საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა.
საქართველოს ,,რევკომმა" დახმარების თხოვნით
მიმართა საბჭოთა რუსეთს. საბჭოთა რუსეთის XI
წითელი არმიის თავდასხმა საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკაზე 1921 წლის 11-12
თებერვლის ღამეს დაიწყო, ხოლო საზღვრები 1921
წლის 15 თებერვალს გადმოლახა.
• 1921 წლის 18 თებერვალს დაიწყო XI
წითელი არიმიის შეტევა თბილისზე.
თბილისის დაცვისთვის ბრძოლები კოჯორ-
ტაბახმრლას მიდამოებში გაიმართა,
თბილისისათვის ბრძოლებში განსაკუთრებით
თავი ისახელეს თბილისის სამხედრო
სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკრებმა,მათ
გვერდით მოხალისე სტუდენტებიც იყვნენ,
რომლებიც პირველები გამოეხმაურნენ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
მთავრობის მოწოდებას და იმთავითვე
ჩადგნენ სამშობლოს დამცველთა რიგებში.
სტუდენტებს მთავრობის წარმომადგენლებმა
- გრიგოლ ლორთქიფანიძემ და გრიგოლ
რცხილაძემ მიმართეს და მათ სამშობლოს
დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა სტუდენტებზე
ყველაზე დიდი გავლენა ივანე ჯავახიშვილის
მიმართვამ იქონია.
• რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის
თებერვალ-მარტში დასრულდა, რომელმაც
უდიდესი დარტყმა მიაყენა ქართველ ხალხს.
საქართველოში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი
დამყარდა. საბჭოთა კავშირმა დაარღვია 1920
წლის 7 მაისის სამშვიდობო შეთანხმება,
საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია
განახორციელა, იგი შეიარაღებული
ინტერვენციის ფორმით საქართველოს
ფაქტობრივი ანექსია-ოკუპაცია და
ძალდატანებითი გასაბჭოება მოახდინა.
საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა დიდი
ფსიქოლოგიური სტრესი და ფიზიკური ზიანი
მიიღო, რაც დროის გასვლის მიუხედავად, მუდამ
აუნაზღაურებელი იქნება. ომმა ბევრი
უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და
საქართველოს წაართვა დამოუკიდებლად
არსებობის საშუალება. ვინ იცის, რომ არა ეს და
შემდეგომი ომები, საქართველო დღეს ერთ-ერთი
მოწინავე და ძლიერი ქვეყანა იქნებოდა.
მადლობა ყურადღებისვის!

You might also like