You are on page 1of 3

60.როგორ დაიბყრო საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა?

რუსეთის მთავრობა არ აპირებდა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების შესრულებას,


1921 წლის იანვარში მოსკოვში საბოლოოდ დაზუსტდა საქართველოსთან ომის გეგმა: ლორეს
რაიონში (ბორჩალოს მაზრა) აჯანყება უნდა დაწყებულიყო, სომხეთისა და აზერბაიჯანის
ტერიტორიიდან კი „აჯანყებული მშრომელების" დასახმარებლად საქართველოს საზღვრებში
წითელი არმია შემოქრილიყო.

1921 წლის თებერვალ მარტში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა

1921 წლის თებერვალ-მარტში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა 1921 წლის 12 თებერვალს,


ღამით, ბორ- ჩალოს მაზრის რუსულ და სომხურ სოფლებში „აჯანყება" დაიწყო, საქართველოში
წითელი არმია შემოიჭრა საქართველო-რუსეთის ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90
კილომეტრზე გადაიჭიმა.

16 თებერვალი სამხრეთ საზღვართან გამართული ბრძოლების შემდეგ საქართველოს ჯარებმა


თბილისისკენ დახევა დაიწყეს. 18 თებერვალი — თბილისზე წითელი არმიის იერიში დაიწყო,
მაგრამ ქართული ჯარის, სახალხო გვარდიისა და მოხალისეთა ნაწილებმა დიდი თავგანწირეით
მოახერხეს ქალაქის დაცვა.

22 თებერვალი ისევ დაიწყო თბილისის იერიში. ფაქტობრივად, რუსეთის მხარდამჭერმა


თურქეთის მთავრობამ საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და არტაანისა და ართვინის
რაიონების დაცლა მოსთხ- ოვა. შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ომს
არტაანისა და ართვინის დათმობა ამჯობინა. ქართული ჯარი ამ რაიონებიდან გაიყ- ვანეს.

24 თებერვალი რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინი- ტაძემ


თბილისის დატოვებისა და ახალი გამაგრებუ- ლი ხაზის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს ქარ-
თულმა ჯარმა მცხეთის მიმართულებით დაიწყო დახევა.

25 თებერვალი თბილისში რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ თურქე- თის


მთავრობამ კიდევ ერთხელ სცადა შექმნილი მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება. ამჯერად მან
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ულტიმატუმის სახით მოსთხოვა ბა-
თუმსა და ბათუმის ოლქში შყოფი ქართული ჯარის განიარაღება, რაზეც უარი მიიღო.

16 მარტი — თურქების ჯარი ბათუმში შევიდა,მაგრამ ქართველებმა მათი განდევნა მოახერხეს.

17 მარტი - შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


მთავრობა არ დათანხმდა საბჭოთა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას. ბათუმში გამართულ
დამფუძნებელ კრებაზე გადაწყდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
ემიგრაციაში წასულიყო, სადაც მას რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუ-
ფლებისათვის ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა. თვით დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. 19 მარტს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში გაემგზავრა. თურქებმა ისევ
დაიკავეს ბათუმი. ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა, გენერალ გიორგი
მაზნიაშვილის მეთაურობით, შეძლეს თურქების დამარცხება და მათი უკუგდება. საქართველო-
რუსეთის ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით დასრულდა.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა


გამოცხადდა, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. საბჭოთა
საქართველოში შეიქმნა ორი ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთი და აჭარა და ერთი
ავტონომიური ოლქი — სამხრეთ ოსეთი. ამ ფორმით საქართველომ თითქმის ორი წელი იარსება,
სანამ საბჭოთა რუსეთის თაოსნობით შექმნილ ახალ სახელმწიფოში – საბჭოთა კავშირში – არ
შევიდა.

62. 1921-24 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებები

საბჭოთა რეჟეიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. 1921 წლის


ზაფხულში სვანეთში აჯანყება დაიწყო, მალე სვანეთს რაჭა-ლეჩხუმიც შეუერთდა. ამბოხებულ
რაიონებში მოსახლეობას ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტები. ისინი ექვსი თვის
განმავლობაში იგერიებდნენ წითელ არმიას, მაგრამ ბოლოს დამარცხდნენ. აჯანყებულებს
სასტიკად გაუსწორდნენ.

1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა „სამხედრო ცენტრი“, რომელიც ქართველმა ოფიცრებმა


შექმნეს. „სამხედრო ცენტრის" საბოლოო მიზანი საყოველთაო სახალხო აჯანყების ორგანიზება
და უკვე არსებული პარტიზანული მოძრაობების კოორდინაცია იყო. ცენტრმა კახეთში მოქმედი
პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქეცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში მიხეილ
ლაშქარაშვილს.

1922 წლის აპრილში სხვადასხვა პარტიამ, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას უკვე


არალეგალურად ჰყავდა გამოცხადებული, „დამოუკიდებლობის კომიტეტი" (დამკომი) შექმნა.
კომიტეტს საყოველთაო აჯანყების მოსამზადებელი სამუშაოებისთვის უნდა ეხელმძღვანელა.
მასვე დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი".

1922 წლის ივლის-აგვისტოში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის თანამებრძოლებთან –


„შეფიცულებთან“ – ერთად კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში აჯანყეაბა წამოიწყო. ქაქუცას მუდმივი
კავშირი ჰქონდა „სამხედრო ცენტრთან". კარგად დამუშავებული სამხედრო გეგმის მიუხედავად,
გადამწყვეტ ბრძოლაში ქაქუცას რაზმი რუსულ ჯარს ვერ გაუმკლავდა. ქაქუცას რაზმმა სიმონ
ჭიაბრიშვილი განწირული ბრძოლით ალყა გაარღვია და კახეთში გადავიდა, სადაც პარტიზანული
მოძრაობა გააგრძელა.

მომდევნო წელს „სამხედრო ცენტრმა" მთიულეთის აჯანყების გეგმა შეიმუშავა, რომლის


ფარგლებშიც წითელი არმიის ნაწილები მთიულეთში უნდა შეეტყუებინათ და ქაქუცა
ჩოლოყაშვილის მებრძოლებს გაენადგურებინათ. საბჭოთა ხელისუფლება ეროვნულ-
განმათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობას, ასევე იმდროინდელი უშიშროების სამსახურის –
საგანგებო კომისიის, ე. წ. „ჩეკას“ – დახმარებით მოძრაობის ლიდერების გამოვლენასა და
დაპატიმრებას ცდილობდა. „ჩეკას“ ერთ-ერთი პირველი სამიზნე „სამხე- დრო ცენტრი" გახდა.
ქართველი სამხედროები დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო, მთელ საქართველოში საგანგებო წესები გამოცხადდა. ქაქუცა


ჩოლოყაშვილის რაზმმა თბილისზე დაგეგმილი შეტევის განხორციელება ვერ შეძლო, აჯანყება
მაინც დაიწყო. აჯანყება დამარცხდა. საბჭოთა რეპრესიების კიდევ ერთმა სასტიკმა ტალღამ
გადაუარა მთელ საქართველოს. ოქტომბრის ბოლოს ქაქუცა ჩოლოყაშვილი 26 თანამებრძოლთან
ერთად თურქეთის გავლით ემიგრაციაში წავიდა.
რა არის ნეპი?

სამოქალაქო ომის დროს წარმოქმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა ლენინი აიძულა დათმობებზე


წასულიყო და მცირე დოზით დაეშვა კერძო საკუთრება, რაც გარდამავალ ეტაპზე აუცილებელი
იყო. ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ამ ეკონომიკურ პოლიტიკას ნეპი ეწოდა ახალი
ეკონომიკური პოლიტიკა) და 1927 წლამდე გაგრძელდა. ნეპმანი - ნეპის პერიოდის მეწარმე, ვაჭარი

რატომ და როდის დაიწყო კოლექტივიზაცია? („სოციალიზმის მშენებლობის გეგმა“)

20-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების


ახალი კურსი შეიმუშავა. კომუნისტური პარტიის განცხადებით, მისი მიზანი მუშათა და გლეხთა
დიქტატურის პირობებში ძლიერი სახელმწიფოსა და, ამასთანავე, სოციალურად თანასწორი –
სოციალისტური საზოგადოების აშენება იყო, სადაც კერძო საკუთრება არ იარსებებდა და
ყველაფერი ხალხის, ანუ სახელმწიფოს, საკუთრება იქნებოდა. შემუშავდა საშინაო პოლიტიკის
სამი ძირითადი მიმართულება: კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და კულტურული
რევოლუცია, რომლის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში სოციალიზმი დამყარდებოდა.
ოფიციალურად ამ გეგმას „სოციალიზმის მშენებლობის გეგმა“ ეწოდებოდა.

კოლექტივიზაცია – აგრარული რეფორმა. მიზნად ისახავდა საგლეხო მეურნეობების კოლექტიურ


სასოფლო მეურნეობებში – კოლმეურნეობებში – გაერთიანებას.

რატომ განხორციელდა საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაცია?

ინდუსტრიალიზაციას იდეოლოგიური მიზეზებიც ჰქონდა: კომუნისტებს მსოფლიო რევოლუციის


მოხდენა სურდათ, რასაც შესაბამისი სამხედრო-სამრეწველო კომალექსი სჭირდებოდა;
„იმპერიალისტური“ ქვეყნების შესაძლო აგრესიის მოგერიება; მთელი მსოფლიოსთვის იმის
დამტკიცება, რომ სოციალისტური მოდელი ეკონომიკურად კაპიტალისტურზე ბევრად უკეთესი
იყო.

სად და რატომ იქმნებოდა შრომითი ბანაკები?

ციხეები და საკონცენტრაციო ბანაკები საბჭოთა სახელმწიფოში თავიდანვე შეიქმნა. პატიმრები იქ


სასჯელს იხდიდნენ, მაგრამ ამასთან ერთად იძულებით სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდნენ.
პატიმრები უმრავლეს შემთხვევაში ის ადამიანები იყვნენ, ვინც საბჭოთა ხელისუფლებას
ეწინააღმდეგებოდა ან უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ექტივიზაციის დაწყებასთან ერთად
რეპრესირებულ ადა- მიანთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ბევრ კულაკს შრომა-გასწორების
ბანაკებში პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო როცა ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, ამ პატიმრებით უფასო
მუშახელის პრობლემა მოაგვარეს. შეიქმნა შრომა-გასწორების ბანაკების მთელი სისტემა, სადაც
სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გზავნიდნენ. უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ამ ადამიანების
ხელით აშენდა დიდი სამრეწველო კომპლექსები. 1930 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით
შრომა-გასწორების ბანაკები ახლად შექმნილ სახელმწიფო სამმართველოს – გულაგს
დაექვემდებარა.

როგორი გავლენა მოახდინა სოციალიზმა ხელონებაზე?

საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად ხელოვნებაში ჩამოყალიბდა.ანალი სტილი


– სოციალისტური რეალიზმი, რომელიც კულტურაში საბჭოთა პოლიტიკას ატა. რებდა. ეს
განსაკუთრებით კარგად გამოჩწდა ლიტერატურასა და მხაღვრობაში, სადაც მუშების, გლეხების
რევოლუციონერებისა და წითელი არმიის ამსახველი მხატვრული თუ ფერწერული ნამუშევრები
შეიქმნა. ამ ნაწარმოებების გმირები ხალხისთვის შთაგონების წყაროდ უნდა ქცეულიყვნენ და
ხელი შეეწყოთ კომუნისტური იდეალების რეალიზაციისთვის.

You might also like