You are on page 1of 2

საბჭოთა კავშირის შექმნა

1922 წლის დეკემბერს რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების


გამარჯვების შემდეგ დაარსებული იქნა (1922 წლის 30 დეკემბერს და
1991 წლის 30 დეკემბერს მოისპო) მსოფლიოში პირველი ე.წ მუშათა
და გლეხთა სახელმწიფო—„საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირი“(სსრკ; საბჭოთა კავშირი) , რომელმაც უკვე
ამ დროისთვის დაშლილი რუსეთის იმპერიის უმეტესი ნაწილი
მოიცვა და ხელახლა რუსეთს შემოუერთა. თავდაპირველად
საბჭოთა კავშირში ოთხი რესპუბლიკა შედიოდა ( რუსეთი,უკრაინა,
ბელორუსია და ამიერკავკასიის რესპუბლიკები რომელიც 1922
წლის 13 დეკემბერს შეიქმნა თავისთავად აერთიანებდა
საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს) მხოლოდ და მხოლოდ
1936 წელს გაუქმდა ახალი კონსტიტუციის თანახმად ამიერკავკასიის
ფედერაციული რესპუბლიკა და მისი შემადგენელი ქვეყნები
(საქართველო,აზერბაიჯანი,სომხეთი) საბჭოთა კავშირში ახალი
სტატუსით შევიდა როგორც დამოუკიდებელი სოციალისტური
ცალკეული რესპუბლიკები.
საბჭოთა რესპუბლიკების შექმნის დღიდან მსოფლიო გაიყო ორ
ნაწილად კაპიტალისტური და სიციალისტური. კაპიტალისტურ
ბანაკში უთანასწორობა,მონობა,ომები და ეროვნული ჩაგვრა იყო
დამკვიდრებული. ხოლო, სოციალისტურ ბანაკში იყო მშვიდობა,
თანასწორობა, ეროვნული თავისუფლება.
საბჭოეთის სახელმწიფო დოქტრინას/რელიგიურ რწმენას ათეიზმი
წარმოადგენდა. რელიგიის მიმდევრობა სხვადასხვა დროში ან
აკრძალული იყო, ან სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა,
მაგალითად, აკრძალული იყო საჯარო საეკლესიო
გალობა.ურიცხვმა მორწმუნემ ამის გამო რეპრესირება განიცადა ან
ციმბირში იქნა გადასახლებული. ბევრი მათგანი აწამეს ან
დახვრიტეს.საბჭოთა კავშირის პირველი მეთაური, ვლადიმერ
ლენინი, კარლ მარქსის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტიანობას
ჩაგვრის იარაღად აღწერდა.
სსრკ-ს დაარსებიდან 2 წლის მანძლზე მისი მეთაური ვლადიმერ
ლენინი იყო.1924-1953 წლებში ამ უზარმაზარ ქვეყანას მართავდა
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს
გენერალური მდივანი იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი).სტალინმა
„წინაპრების“ მარქსისა და ლენინის იდეებისგან შეაკოწიწა
იდეოლოგია/მართვის ფორმა რომელსაც მაქრსიზმ-ლენინიზმი
ეწოდა.
საბჭოთა ხელისუფლების სიძლიერისა და მდგრადობისთვის
მხოლოდ იდეოლოგია არ იყო საკმარისი ამიტომ მმართველმა
კომუნისტურმა ელიტამ გაატარა პრაგმატული პოლიტიკა და სამი
საყრდენი შექმნა.
1) კომუნისტური პარტია
2) უშიშროების ორგანოები
3) წითელი არმია
საბჭოთა დროშისა და გერბის განმარტება -
დროშის წითელი ფერი - ხალხის ბრძოლას სოციალიზმისა და
კომუნიზმის შენებისთვის.
ნამგალი და ურო - გლეხთა და მუშათა ურყევი კავშირი
ხუთქმიანი ვარსკვლავი - კომუნისტური იდეების გმარჯვება 5
კონტინენტზე.
გერბი - გერბზე წარმოდგენილია მსოფლიოს გლობუსი რაც იმას
ნიშნავდა რომ საბჭოთა კომუნისტური მმართველობის ფორმის
მიზანი იყო მთელი მსოფლიოს ამ მმართველობით მოცვა და
ხელში ჩაგდება/კონტროლი ანუ მიზანი იყო ის რომ მთელი
მსოფლიო კომუნისტურ რუსეთს ეკონტროლა.
საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირს მოიხსენიებდნენ როგორც
საბჭოეთის იმპერიას რადგან ის მკაცრად ცენტრალიზებული
სახემწიფო იყო უკვე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მიიღებოდა კრემლში და უმალ სრულდებოდა. სახელწიფო ენა
იყო რუსული რომელიც ყველგან თრგუნავდა ადგილობრივი ენის
გამოყენებას.

You might also like