You are on page 1of 5

ამ გაკვეთილის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ შემდეგ საკითხებზე:

 ბერიას დახვრეტა
 ხრუშჩოვის სიტყვა
 ხრუშჩოვის უტოპიური იდეები
 ვარშავის ხელშეკრულება
 ბერლინის კედელი
 კარიბის კრიზისი

ბერიას დახვრეტა

1953 წლის მარტში სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური


პარტიის შიგნით მწვავე დაპირისპირება არსებობდა იმის თაობაზე თუ ვინ გახდებოდა
პარტიისა და ქვეყნის ახალი ლიდერი. ამ პოზიციაზე ერთ–ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად
ითვლებოდა ლავრენტი ბერია, რომელიც, გარდა იმისა რომ ეკავა საბჭოთა კავშირის ე.წ.
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, პრაქტიკულად სრულად
აკონტროლებდა იმ დროინდელ საბჭოთა სპეცსამსახურებს.

თუმცა, ბერია, რომელიც სტალინის პერიოდის რეპრესიების ერთ–ერთი მთავარი


შემოქმედი იყო, საფრთხეს წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებისთვის.
ისინი ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლების სათავეში ბერიას მოსვლის შემთხვევაში, მათი
კარიერა, და დიდი ალბათობით სიცოცხლეც, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. გარდა ამისა,
კომუნისტური პარტიის ამ ლიდერების უმეტესობა არ იზირებდა ბერიას მოსაზრებებს
სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. მაგალითად, ერთ–ერთი ასეთ საკითხს წარმოადგენდა
აღმოსავლეთ გერმანიის დათმობა დასავლეთისთვის შესაბამისი კომპენსაციის მიღების
სანაცვლოდ, რასაც ბერია უჭერდა მხარს, ხოლო სხვა ლიდერები ამ გეგმას კომუნისტური
იდეალების ღალატად მიიჩნევდნენ.

1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერია დააპატიმრეს. იმავე წლის დეკემბერში ის და მისი
უახლოესი გარემოცვის ექვსი წევრი გაასამართლეს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს
სპეციალურ სხდომაზე. ბერიას ბრალად წაუყენეს ღალატი (თითქოს მეორე მსოფლიო ომის
პერიოდში ის ეხმარებოდა გერმანიას, ხოლო სტალინის გარდაცვალების შემდეგ,
კაპიტალისტური ქვეყნების დახმარებით ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლების ხელში
ჩაგდებას), ტერორიზმი (თითქოს ის მონაწილეობდა 1941 წლის წითელი არმიის აჯანყებაში) და
კონტრ–რევოლუციური საქმიანობა (თითქოს 1919 წელს, როდესაც ის აზერბაიჯანის
უშიშროების სამსახურში მუშაობდა, ბერია დაკავებული იყო ანტი–ბოლშევიკური
საქმიანობით).

ბერიას და მის გარემოცვას სიკვრილით დასჯა მიესაჯათ. ისინი დახვრიტეს


სასამართლოს დასრულებისთანავე. საბჭოთა პერიოდის ყველაზე ცნობილმა გამოცემამ,
გაზეთმა ,,პრავდამ“, 1953 წლის დეკემბერში დაწერა რომ ლავრენტი ბერია და მისი
თანამოაზრეები ,,იღებდნენ ხელფასს უცხოური უშიშროების სამსახურებიდან“ და ,,წლების
განმავლობაში, ფარულად ცდილობდნენ საბჭოთა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, რათა
აღედგინათ კაპიტალიზმი“.
ხრუშჩოვის სიტყვა

ბერიას გზიდან ჩამოცილების შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერის ფუნქცია


ნიკიტა ხრუშჩოვმა იტვირთა. მან რამდენიმე წელიწადში მოახერხა და მოახდინა ძალაუფლების
სრული კონცენტრაცია საკუთარ ხელში. თუმცა ხრუშჩოვს სჭირდებოდა ერთის მხრივ ბერიას
სიკვდილით დასჯის გამართლება, ხოლო მეორეს მხრივ ხელისუფლებაში ყოფნის უფრო
ფართო ლეგიტიმაცია საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნით მან გადაწყვიტა
გაეკრტიკებინა სტალინის გარკვეული ქმედებები და საკუთარი თავი წარმოეჩინა როგორც
ახალი ტიპის ლიდერი, რომლის მსოფლმხედველობაც უფრო ახლოს იდგა ლენინიზმის
იდეალებთან.

1956 წლის თებერვალში, კომუნისტური პარტიის მე–20 ყრილობაზე, ნიკიტა ხრუშჩოვმა


წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ისტორიაში დარჩა ,,საიდუმლო სიტყვის“ სახელით. ამ სიტყვაში
მან დაგმო სტალინის მიერ ,,პიროვნების კულტის“ შექმნა და მკაცრად გააკრიტიკა წინა წლებში
ჩატარებული რეპრესიები, რომელთაც, ხრუშოვის აზრით, შეეწირნენ არა მხოლოდ ნამდვილი
ქვეყნის მოღალატეები, არამედ განსხვავებული შეხედულებების მქონე უდანაშაულო
ადამიანებიც. ფორმალურად აღნიშნული სიტყვა ეფუძნებოდა მანამდე შექმნილი სპეციალური
კომისიის (პოსპელოვის კომისია) დასკვნას, რომელმაც შეისწავლა 1937–38 წლებში
რეპრესირებულთა საქმეები. კომისიის დასკვნაში ეწერა, რომ ამ წლებში 1.5 მილიონი ადამიანი
იქნა დაპატიმრებული ანტი–საბჭოთა საქმიანობისთვის. აქედან 700 ათასამდე ადამიანი
დახვრიტეს.

კომუნისტური პარტიის პრეზიდიუმის ბრძანებით, 1956 წლის მარტიდან, ხრუშჩოვის


მიერ მე–20 ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა იკითხებოდა კომუნისტური პარტიისა და
კომკავშირის ყველა შეკრებაზე.

სტალინის რეჟიმის პირველმა საჯარო კრიტიკამ გარკვეული შედეგი გამოიღო.


აღმოსავლეთ ევეროპის ქვეყნებში, რომელთაც საბჭოთა იმპერიამ იძულებით მოახვია თავს
სოციალისტური სისტემა, ადამიანებმა ჩათვალეს რომ ხრუშჩოვის მმართველობა აღარ
იქნებოდა ისეთი სასტიკი, როგორც ეს სტალინის დროს იყო. ითვლება, რომ სწორედ ხრუშოვის
მიერ წარმოთქმული ზემოთხსენებული სიტყვა გახდა 1956 წელს პოლონეთში მოწყობილი
ანტი–კომუნისტური დემონსტრაციებისა და უნგრეთში მომხდარი 18–დღიანი რევოლუციის
საფუძველი. ორივე შემთხვევაში საბჭოთა იმპერიამ პროტესტი სისხლში ჩაახშო.

ხრუშჩოვის სიტყვას პროტესტი მოჰყვა საქართელოშიც. 1956 წლის მარტში, თბილისში


დაიწყო გამოსვლები. თუმცა ქართველთა პროტესტი არ იყო მიმართული კომუნისტური
რეჟიმის წინააღმდეგ. ქართველები იცავდნენ სტალინს, რადგან ხრუშჩოვის მიერ მისმა
კრიტიკამ მათი ნაციონალური გრძნობები შელახა. საბოლოო ჯამში დემონსტრანტებმა
პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები გააჟღერეს, მათ შორის იყო საქართველოს საბჭოთა
კავშირისგან გამოყოფაც. 9 მარტს საბჭოთა არმიის შენაერთებმა დემონსტრანტები
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშალეს. სხვადასხვა გათვლებით ამ დღეს რამდენიმე
ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე ადამიანი დაიღუპა.

ხრუშჩოვის უტოპიური იდეები


იმის გამო რომ საბჭოთა ეკონომიკა ცენტრალურ დაგეგმვას ემყარებოდა (ანუ მოსკოვში
წყვეტდნენ რა უნდა ეწარმოებინათ, სად უნდა ეწარმოებინათ, ვისთვის უნდა ეწარმოებინათ, რა
ფასები ყოფილიყო სხვადასხვა პროდუქტზე და ა.შ.), ის თუ ეკონომიკის რომელი სექტორები
იქნებოდა პრიორიტეტული დროის კონკრეტულ მომენტში ყოველთვის იყო დამოკიდებული
ხელისუფლებაში მყოფი პირების გემოვნებასა თუ ახირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა
ისტორია ასეთი ტიპის ეკონომიკის ჩავარდნების ურიცხვ მაგალითს მოიცავს, ხრუშჩოვის ეპოქა
მაინც გამოირჩევა უტოპისტური იდეების სიმრავლით.

1954 წელს ხრუშჩოვის ინიციატივით დაიწყო ე.წ. ,,ქალწული მიწების“ კამპანია,


რომელიც გულისხმობდა ყაზახეთის ჩრდილოეთსა და რუსეთის ალტაის მხარეში ადრე
დაუმუშავებელი მიწების დამუშავებასა და იქ ხორბლის მოყვანას. საერთო ჯამში 350,000
კვადრატული კილომეტრის მიწა დაიხვნა. ამ სამუშაოებისთვის 300 ათასი ადამიანი
(ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან) გადასახლდა ახლად–ათვისებულ მიწებზე. მთავარ
ქალაქს, სადაც გადასახლებულები დასახლდნენ ,,ცელინოგრადი“ ეწოდა (ახლანდელი ასტანა –
კაზახეთის დედაქალაქი).

პირვლე წლებში, მოსავლის რაოდენობის თვალსაზრისით, ამ კამპანიამ გაამართლა.


საბჭოთა კავშირში მოყვანილი ხორბლის საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარი სწორედ
ამ ახალ ტერიტორიებზე მოდიოდა. თუმცა პრობლემებმა მალე იჩინა თავი. მოხდა მიწის
გამოფიტვა და ცენტრალური დაგეგმარების სისტემის არსებობის გამო ვერ ხერხდებოდა
საჭირო რაოდენობის სასუქის მიწოდება. იგივე მიზეზის გამო პრობლემატური აღმოჩნდა
მოწეული ხორბლის მოსავლის დანაწილება/ტრანსპორტირება საბჭოთა კავშირის სხვადასხვა
მხარეებში. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ რამდენიმე წელიწადში საბჭოთა სახელმწიფო,
შიმშილის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული გახდა 20 მილიონი ტონა ხორბალი
შეესყიდა კანადიდან. ხრუშჩოვისთვის ეს კატასტროფის ტოლფასი იყო, რადგან მისი
ამბიციური გეგმის მიხედვით საბჭოთა კავშირს რამდენიმე წელიწადში უნდა გადაესწრო
კაპიტალისტური დასავლეთისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლის,
წარმოების მხრივ.

დაახლოებით იგივე ბედი ეწია ხრუშჩოვის მიერ 1955 წელს წამოწყებულ სიმინდის
კამპანიას. მას სურდა სიმინდის მოსავლიანობის უპრეცედენტო გაზრდა და დაგეგმა სიმინდის
მოყვანა აუთვისებელ ტერიტორიებზე, ციმბირის ჩათვლით. სათესლედ იყენებდნენ აშშ–დან
შემოტანილ სიმინდს, რომელიც სპეციალურ მოვლას საჭიროებდა. შედეგად, საბჭოთა კავშირის
რეგიონების ერთ ნაწილში სასურველი მოსავლის მიღება ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე ნაწილში
დიდი მოსავლის მიღების შემდეგ ვერ მოხერხდა მისი ტრანსპორტირება და სიმინდი
სასილოსედ იქნა გამოყენებული (შინაური პირუტყვის საკვებად).

ხრუშჩოვმა შეცვალა კოლმეურნეობების მიერ ტრაქტორებისა და მანქანა დანადგარების


გამოყენების წესი. თუ ადრე არსებობდა სპეციალური ცენტრები, რომლებიც ფლობდნენ ასეთი
ტიპის ტექნიკას და ემსახურებოდნენ კოლმეურნეობებს, ხრუშჩოვის ინიციატივით ტექნიკა
მთლიანად კოლმეურნეობების საკუთრებაში გადავიდა. მაგრამ კოლმეურნეობებს არ ჰქონდათ
ამ ტექნიკის ექსპლუატაციის გამოცდილება, არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტები. შედეგად
მოხდა აღნიშნული ტექნიკის პრაქტიკულად განადგურება, რაც ბუნებრივია ნეგატიურად აისახა
სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე.
ხრუშჩოვის სახელს ასევე უკავშირდება ცვლილებები საბჭოთა განათლების სისტემაში.
აშშ–ში ვიზიტის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ამერიკული უნივერსიტეტების წარმატების
საიდუმლო მათ ადგილმდებარეობაშია. ისინი განლაგებულია დიდი ქალაქებისგან შორს, იქ
სადაც პროფესორებსა და სტუდენტებს არავინ უშლის ხელს სწავლის პროცესში. გარდა ამისა,
ხრუშოვი თვლიდა, რომ უნივერსიტეტები უნდა იყოს ქვეყნის პერიფერიებში, რათა
სტუდენტებს საშუალება მიეცეთ პრაქტიკა გაიარონ კოლმეურნეობებსა და ქარხნებში. შედეგად
დაიწყო უმაღლესი სასწავლებლების რეგიონებში გადატანა, მაგრამ ამ რეფორმას
წინააღმდეგობა შეხვდა სტუდენტებისა და პროფესორებისგან, რომლებიც უბრალოდ არ
წავიდნენ რეგიონებში საცხოვრებლად. ამას მოჰყვა ახალი ე.წ. აკადემიური ქალაქების
(აკადემქალაქების) მშენებლობა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეებში. ცხადია ასეთ
ზედაპირულ მიდგომებს რაიმე პოზიტიური შედეგი განათლების სისტემისთვის არ მოუტანია.

ვარშავის ხელშეკრულება

1954 წლის ოქტომბერში დასავლეთ გერმანია გახდა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის


(ნატო) წევრი. ამის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა შექმნა ნატო–ს საპირწონე რეგიონული
გაერთიანება, რომელიც ვარშავის ხელშეკრულებით არის ცნობილი და რომელიც 8
სახელმწიფოს მოიცავდა: საბჭოთა კავშირი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
(აღმოსავლეთ გერმანია), ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, ალბანეთი, რუმინეთი, პოლონეთი,
უნგრეთი. აღნიშნული გაერთიანება ფორმალირ ხასიათს ატარებდა, რადგან ამ ხელშეკრულების
ყველა წევერი ქვეყანა სინამდვილეში საბჭოთა იმპერიის მიერ კონტროლდებოდა. ეს ნათლად
გამოჩნდა 1956 და 1968 წლებში, როდესაც, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა, ჯერ უნგრეთში, ხოლო შემდეგ ჩეხეთში, საბჭოთა არმიამ
სისხლში ჩაახშო გამათავისუფლებელი მოძრაობები.

ვარშავის ხელშეკრულებამ იარსება 1991 წლამდე და დაიშალა საბჭოთა კავშირის


დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.

ბერლინის კედელი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ოთხ ნაწილად იყო გაყოფილი (პოტსდამის
ხელშეკრულების მიხედვით). ერთ ნაწილს აკონტროლებდა საბჭოთა კავშირი, ხოლო დანარჩენ
სამს – მოკავშირეები: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მომდევნო წლებში ჩამოყალიბდა
ორი გერმანული სახელმწიფო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (დასავლეთ გერმანია),
რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები ეხმარებოდნენ ომის შედეგად განადგურებული
ეკონომიკის აღდგენაში (ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მარშალის გეგმა), და გერმანიის
დემოკრატიული რესპუბლიკა (აღმოსავლეთ გერმანია), რომელიც ფორმალურად
დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, თუმცა რეალურად საბჭოთა კავშირის კონტროლ ქვეშ
იმყოფებოდა.

ასევე დაყოფილი იყო გერმანიის დედაქალაქი ბერლინი. რამდენიმე წელიწადში


განსხვავება თავისუფლების ხარისხისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით დასავლეთ
ბერლინსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის იმდენად აშკარა გახდა, რომ დაიწყო მასიური
ემიგრაცია სოციალისტური (აღმოსავლეთ) ბერლინიდან დასავლეთისკენ. 1961 წლამდე
დაახლოებით 3.5 მილიონმა გერმანელმა უგულვებელყო საბჭოთა საოკუპაციო ძალის მიერ
დაწესებული საემიგრაციო შეზღუდვები და გადავიდა დასავლეთ გერმანიაში.
1961 წლის აგვისტოში საბჭოთა იმპერიამ დაიწყო ბერლინის გამყოფ ხაზზე კედლის
მშენებლობა, რომელსაც ხელი უნდა შეეშალა გერმანლეთა სწრაფვისთვის გადასულიყვნენ
თავისუფალ სამყაროში. კედლის მშენებლობის ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს
წარმოადგენდა სოციალისტური გერმანიის მშენებლობისთვის ხელის შემშლელი ფაშისტური
ჯგუფების შემოღწევისგან დაცვა. მოგვიანებით ბერლინის კედელი წარმოადგენდა ე.წ. ,,რკინის
ფარდის“ ნაწილს, რომელიც ცივი ომის პერიოდში ყოფდა სოციალისტური ბლოკის ქვეყნებს
დასავლეთის თავისუფალი ქვეყნებისგან.

ბერლინის კედლის გასწვრივ აღმოსავლეთ გერმანიის მხრიდან განლაგებული იყო


სპეციალური შეიარაღებული დანაყოფები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ რომ არავინ
გადამძვრალიყო კედელზე. კედელში დატოვებული იყო რამდენიმე გასასვლელი, სადაც
მოწყობილი იყო ბლოკპოსტები და ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადამსვლელ ნებისმიერ
მსურველს ზედმიწევნით ამოწმებდნენ. გადასვლა შეიძლებოდა მხოლოდ სპეციალური
ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ კედლზე გადაძრომას შესაძლოა მოჰყოლოდა სიცოცხლის


დაკარგვა, 1961–წლიდან 1989 წლამდე დაფიქსირდა აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ
ნაწილში გადაპარვის 5 ათასამდე შემთხვევა. თავისუფლებისკენ სწრაფვას რამდენიმე ასეული
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1989 წელს, საბჭოთა იმპერიის დასუსტების ფონზე, დაიწყო ბერლინის კედლის ნგრევა.
პროცესი დასრულდა 1990 წლის ოქტომბერში გერმანიის ფორმალური გაერთიანებით.

კარიბის კრიზისი

1961 წელს საბჭოთა კავშირმა პირველად ისტორიაში შესძლო კოსმოსში ადამიანის


გაშვება. ნიკიტა ხრუშჩოვმა ჩათვალა, რომ საბჭოთა სახელმწიფო უკვე მნიშვნელოვნად
უსწრებდა კაპიტალისტურ დასავლეთს განვითარების კუთხით. გაყოფილი ბერლინის გარშემო
არსებული დაძაბულობის ფონზე საბჭოთა ლიდერმა გადაწყვიტა დაპირისპირების ეპიცენტრი
კარიბის ზღვაში გადაეტანა და 1962 წელს ფარულად დაიწყო კუბაზე საშუალო რადიუსის
ბირთვული რაკეტების განთავსება.

საბჭოთა იმპერიის ეს ქმედება სწრაფად გახდა ცნობილი აშშ–ს დაზვერვისთვის.


ბუნებრივია ამ ინფორმაციამ მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია ამერიკაში. საბჭოთა
ბირთვული იარაღის ასეთ სიახლოვეში არსებობა საფრთხეს უქმნიდა აშშ–ს ეროვნულ
უსაფრთხოებას. დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რადგან ამერიკის პრეზიდენტს ჯონ კენედის უნდა
მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ მას არ წარმოაჩენდა სუსტ მხარედ,
ხოლო მორეს მხრივ არ გამოიწვევდა ფეთქებადი სიტუაციის ბირთვულ ომში გადასვლას.

საბოლოო ჯამში კენედის გადაწყვეტილებით ამერიკამ განახორციელა კუბის საზღვაო


ბლოკადა. რამდენიმე დღეში ხრუშჩოვმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეტანა ბირთვული
რაკეტები კუბიდან. სანაცვლოდ აშშ პირობას დებდა, რომ 1. არ მოახდენდა კუბის ოკუპაციას და
2. გაიტანდა საკუთარ რაკეტებს თურქეთიდან. შეთანხმების მეორე ნაწილი წლების
განმავლობაში დაფარული იყო, რის გამოც კუბიდან რაკეტების უკან გამოტანა ყველას მიერ
აღქმული იქნა როგორც ხრუშჩოვის მხრიდან უკან დახევა.

You might also like