You are on page 1of 15

ისტორიის გამოცდების

კითხვებზე პასუხები

1) I მსოფლიო ომის სამხედრო პოლიტიკური ბლოკები

პირველ მსოფლიო ომში ქვეყნები იყოფოდნენ ორ სამხედრო


პოლიტიკურ ბლოკებად
სამთა კავშირი და ანტანტა.
ანტანტა-დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი.
სამთა კავშირი- გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია.

2) I მსოფლიო ომის მიზეზები და მონაწილე სახელმწიფოთა მიზნები

ანტანტა- დიდ ბრიტანეტს უნდა წონასწორობა ევროპაში, საფრანგეთს


დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება უნდა რუსეთს კი ბოსფორ
დარდანელის სრუტე და ბალკანეტის ნახევაეკუნზული.
სამთა კავშირი- გერმანიას უნდა კოლონიები, ავსტრია უნგრეთს
ბალკანეთის ნახევარკუნძული იტალიას კი იტალიელებით
დასახლებული მიწები.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი იყო გერმანიის
კოლონიებისთვის ბრძოლა.

3) შლიფენის გეგმა და მისი არსი

შლიფენის გეგმის თანახმად გერმანელებს ჯარები უნდა შეეყვანათ


ბელგიაში საფრანგეთისთვის ჩრლდილოეთდან შეეტიათ და პარიზი
ალყაში მოექციათ, სანამ რუსეთი მიობილიზაციას მოახდენდა და
საფრანგეთს დახმარებას შეძლებდა.ამავდროულად ავსტრია-უნგრეთის
არმიას გერმანული არმიის მცირე ნაწილთან ერთად რუსეთის ძალები
აღმოსავლეთის ფრონტზე უნდა შეეჩერებინა გეგმის თანახმად კი ეს 40
დღეში უნდა მომხდარიყო, მთავარი იყო რომ გერმანიას 2 ფრონტზე არ
უნდა ებრძოლა. ეს გეგმა ჩაიშალა.

4) აშშს ომში ჩართვის მიზეზები


პირველ მსოფლიო ომში იყო ხშირი წყალქვეშა ომებირის შდეგადაც
ჩაძირეს ლუზიტანიას გემი, რომელსაც გაყავდა ამერიკელი
მოქალაქეების ასევე კიდე ერთი მიზეზი იყო ციმერმანის დეპეშა ამის
გამო ჩაერთ აშშ პირველ მსოფლიო ომში.

5) იპრის, სომნის, ვერდენის ბრძოლები

იპრის ბრძოლა იმით გამოირჩევა რომ აქ პირველად გამოიყენეს


მხუთავი გაზი, რომელსაც მომავალში იპრიტი ეწოდა. სომნის ბრძოლა
გამოირჩევა იმით რომ აქ პირველად გამოიყენეს ტანკი. ვერდენის
ბრძოლა გამოირჩევა იმით რომ ეს იყო ყველაზე სისხლიანი ბრძოლა
სადაც დაიღუპა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი.

6) ვერსალის საზაო ხელშეკრულების პირობები

1919 წლის იანვარში საფრანგეთში ვერსალის სამშვიდობო


კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობდა 27 გამარჯვებული
სახელმწიფო. მთავარია საფრანგეთი, ინგლისი და აშშ. ამ
კონფერენციით დადგინდა- საფრანგეთშ დაუბრუნდა გერმანიის მიერ
1871 წელს წართმეული ელზასი და ლორენი. გერმანიას უნდა
გაენადგურებინა ყველა ტიპის სამხედრო გემი. არ უნდა ჰქონოდა მძიმე
ტექნიკა, იარაღი. უნდა ჰქონოდა 100 000 კაცისგან შემდგარი ჯარი.
გერმანიას დაეკისრა გადასახადი 132 მილიარდი ოქროს მარკა,
გერმანიას აეკრძალა გაერთიანებულიყო რომელიმე ქვეყანასთან
მაგალითად გერმანულოვან ავსტრიას.

7) რა ცვლილებები მოხდა ევროპის რუკაზე პირველი მსოფლიო ომის


შედეგად

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა 4 იმპერია- რუსეთი,


ოსმალეტი, ავსტრია-უნგრეთი და გერმანია. გაჩნდა ახალი
სახელმწიფოები- პოლონეთი,ავსტრია,უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია,
იუგოსლავია, ლიტვა,ლატვია და ესტონეთი.

8) ერთა ლიგა

ერთა ლიგა 1920 წელს შეუდგა მუშაობას ჟენევაში. მასში თავიდანვე


შევიდა 32 გამარჯვებული ქვეყანა. მოგვიანებით დაემატა 12
ნეიტრალური სახელმწიფო, მუდმივი წევრები არიან-დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, იტალია, იაპონია. ერთა ლიგამ ვერ იმუშავა რადგან ყველა
ქვეყანას ქონდა ვეტოს უფლება და შეიქმნის მიზეზი იყო ის რომ აღარ
დაწყებულიყო შეიარაღებული ომები.ერთა ლიგამ არსებობა შეწყვიტა
მაშინ როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

9) ბრესტის ზავი (დადებითი და უარყოფითი საქართველოსთვის)

ბრესტის ზავი არის სეპარატული ზავი რუსეთს გერმანიასა და ოსმალეთს


შორის, ბრესტის ზავით რუსეთი გამოვიდა პირველი მსოფლიო მიდან<
დაკარგა დიდი ტერიტორიები და მას ჩამოართვესმთელი ბალტიის
პირეთი, ასევე ბათუმი, ყარსი და არტაანი და გადასცეს
ოსმალეთს.საქართელოსთვის დადებითი ისაა რომ ბათუმი
შევინარჩუნეთ.

10) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა,


დამოუკიდებლობის გამოცხადება და დამფუძნებელი კრება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას


თავჯდომარეობიტ ერთხმად მიიღო საქართელოს დამოუკიდებლობის
აქტი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი
მთავრობა დაამტკიცა. 919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი
კრების არჩევნები, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს სოცილ
დემოკრატებმა.

11) საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის თანახმად სააქართველოს


დამუკიდებელი სახელმწიფო, პოლიტიკური მართველობის ფორმა არის
დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ურთიერთობებში არის
ნეიტრალური ქვეყანა. ჩვენი სახელმწიფო არავის არ შეზღუდავს და
განვითარებისთვუს ყველას მისცემს თანაბარ პირობებს.

12) საქართველოს რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი


საქართველოს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი (გამარჯვების
სიმბოლო) და 7 მნათობი ( საქართველოს კუთხეები). გერბის მხატვარი
იყო იოსებ შარლემანი, ავტორები და მხატვრები არიან დიმიტრი
შევარდნაძე დადავით კაკაბაძე. დროშა უნდა ყოფილიყო ალმის ფერი
ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით,
ტრადიციული შავი და თეთრი ფერები მიამატეს.

13) რა ფასეულობებს ეყრდნობა საქართველოს


დამოუკიდებლობის რესპუბლიკის კონსტიტუცია

საქართველო არის თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფო


რომლის მოქალაქეები თანასწორები არიან კანონის ჭინაშე წოდებრივი
განსხვავება არ არსებობს სიკვდილით დასჯა გაუქმებულია/ მოქალაქის
დევნა უფლებების შეზღუდვა აკრძალულია მისი რწმენის ან
სარწმუნოების გამო ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც
პოლიტიკურ ისე სამოქალაქო ეკონომიკური და საოჯახო უფლებები.

14) საქართველო რუსეთის 1920 წლის 7 მაისის


ხელშეკრულება

1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულების მიხედვიტ რუსეთმა აღიარა


საქართველოს დამოუკიდებლობა ფორმარულად საქართველოს ამ
ხელშეკრულებამდე არ შეეზლო ერთა ლიგაში შესვლა. ამის
გამოგამოაცხადა რუსეთმა საქართველო დამოუკიდბელ ქვეყანად.

15) რატომ ვერ გახდა საქართველო ერთა ლიგის წევრი

ერთა ლიგას ეშინოდა რუსეთის და არ უნდოდა მასთან საქმის გაფუჭება


ამიტომ მოიმიზეზეს 10 მუხლი რომელშიც ავალდებულებს ყველას ერთ
წევრზე თავდასხმის შემთხვევაში მისთვის დახმარების გაწევას ერთა
ლიგაში საქართველოს მიღების საკითხზე კენჭისყრაში 24 სახელმწიფო
მონაწილეობდა. ასარჩევად 16 ხმა უნდა ყოფილიყო საჭირო.
საქართველომ 10 ხმა მიიღ ამიტომაც ვერგახდა ერთა ლიგის წევრი.

16) საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიულ


რესპუბლიკის დაპყრობა
1921 წლის იანავარში მოსკოვში საბოლოოდ დაზუსტდა
საქართველოსთან ომის გეგმა-ლორეას რაიონში აჯანყება უნდა
დაწყებულიყო სომხეთსა და აზერბაიჯანის ტეროტორიიდან კი
აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად საქართველოს საზღვრებში
წითელი არმია შემოჭრილიყო.

17) საბჭოთა კავშირის შექმნა

რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული საბჭოთა


რესპუბლიკების გაერთიანების შედეგად 1922 წლის 30 დეკემბერს
შეიქმნა ახალი სახელმწიფო- საბჭოთა კავშირი. თავიდან საბჭოთა
კავშირის შემადგენლობაში შევიდა 4 რესპუბლიკა- რუსეთის, უკრაინი,
ბელორუსიისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკები.

18) 1924 წელი ანტისაბჭოთა აჯანყება

საბჭოთა რეჟიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა


მოჰყვა. 1921 წელს სვანეთში აჯანყება დაიწყო, მალევე რაჭალეჩხუმიც
შეუერთდა. ამბოხებულ რაიონებში მოსახლეობამ ადგილობრივი
კომიტეტები დაამხო. რაიონებისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა ისინი ექვსი
თვის განმავლობაში იგერიებდნენ წითელ არმიას მაგრამ ბოლოს
დამარცხდნენ და აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდნენ.
ამისდამიუხედავად დამოუკიდებლობის კომიტეტი მაინც ემზადებოდა
აჯანყებისთვის და ამას სათავეში ჩაუდგა ვალიკო ჯუღელი. აჯანყბის
თარიღად გადაწყდა 1924 წლის 24აგვისტო.

19) რომელ ფენებს შეეხო და რასემსახურებოდა 10-იანი წლების


რესურსები

ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფო სადაც თავისუფალი აზრი


იდევნება, ყველაზე მეტად ეშინოდათ განათლებული ხალხის, ამიტომაც
რეპრესიების ძირითადი მსხვერპლი ინტელიგეციაა.

20) რა არის ფაშიზმისა და ნაციზმის არსი


ფაშისტური იდეოლოგიის მიხედვით საზოგადოება, სახელმწიფო ერთი
მთლიანი იყო და იგი მხოლოდ მაშინ იქნებოდა ძლიერი როდესაც
ყველას ერთი მიზანი ექნებოდა, მუსოლინის სიტყვები ნათლად
გამოხატავს ფაშიზმის არსს- ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი
სახელმწიფპს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ნაციზმები
რასისტულ მოსაზრებებს ეყრდნობოდნენ მათი აზრით ადამიანის
უფლებები ომის მიხედვით განისახღვრებოდა.

21) რომელ რეჟიმს განეკუთვნება ნაცისტური გერმანია და საბჭოთა


კავშირი

სხელმწიფოში მმართველი პარტიის მონოპოლიაა. სხვა პარტიები არ


არსებობს. აკრძალულია ყოველგვარი ოპოზიცია. ნებისმიერი
საზოგადოებრივი გაერთიანებაც კი მხოლოდ მთავრობის ნებართვით
შეიძლება შეიქმნას. საზოგადოება ხელისუფლებას სრულიად
ემორჩილება. სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. სახელმწიფოში
გაბატონებულია მცირერიცხოვანი ჯგუფი რომლის სათავეში დგას
ლიდერი.

22) ჰოლოკოსტი

1935 წლის ნოემბერში გერმანიაში ებრაელებიმასობრივად დაარბიეს.


9 ნოემბერის ღამეს 1400მდესინაგოგა დაწვეს და დაანგრიეს, ებრაელთა სახ
ლები, მაღაზიები და სკოლები გაქურდეს.
91 ებრაეილიდაიღუპა რამდენიმე ათასი დაიჭრა და უმეტესობაბანაკში გადა
იყვანეს.
9 ნოემბრის ღამეს ბრძოლის ღამეუწოდეს ებრაელთა მაღაზიების ვიტრინებ
ისდამტვრეული შუშების გამო.

23) რა თანმიმდევრობით დაარღვია გერმანიამ ვერსალის


ხელშეკრულების პირობები

ერთა ლიგის დატოვების შემდეგ ნაცისტებითანმიმდევრულად არღვევდნენ


ვერსალისხელშეკრულების პირობებს.
1935 წელს მათ ჩაატარესსაარის მხარეში გამოკითხვა რომლის შედეგადაც
იგირაიხს მიუერთეს.
1936 წელს დაიკავეს რაინის ზონა, შემოიღეს სავალდებულო სამხედრო სამ
სახური დაააღორძინეს რაინის ავიაცია.
1938 წლის მარტშიჰიტლერი ტრიუმფით შევიდა ვენაში და დიდი გერმანიისშ
ექმნა გამოახადა.

24) დაშოშმინების პოლიტიკა და მიუნხენის ხელშეკრულება

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიის მიმართ ფრთხილი


პოზიცია დაიკავეს ისინი ურთიერთობის მოგვარებას მშვიდობიანი გზით
ცდილობდნენ. დიდი ბრიტანეთის თაოსნობით უპირატესობა მიენიჭა
დაშოშმინების პოლიტიკას რაც დიდი ომის თავიდან ასაცილებლად
გულისხმობდა. 1938 წელს ჰიტლერმა პრეტენზია გამოთქვა ჩეხოსლოვაკიის
სუდეტის ოლქზე. ევროპის 4 სახელმწიფო მმართველები შეიკრიბნენ
მოუნხენში რასაც მიუნხენის საზაო ხელშეკრულება დაერქვა. აქ შეიმუშავეს
დოკუმენტუ რომელიც ძირითადად აკმაყოფილებდა ჰიტლერის
მოთხოვნებს. ამ ხელშეკრულების მონაწილენი ფიქრობდნენ რომ ისინი
ჰიტლერს შეაჩერებდნენ.

25) ბოლოტოვ-რობენტროპის პაქტი.

1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის


თავდაუსხმევლობის ხეკშეკრულება დაიდო. ეს ხელშეკრულება ისტორიაში
ცნობილია როგორც ბოლოტოვრიბენტროპის პაქტი, რადგან მას საბჭოთა
კავშირისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლოტოვი და
რინენტროპი აწერდნენ ხელს. ხელშეკრულება შეიცავდა საიდუმლო
დამატებას, რომლის მიხედვითაც ხელმოწერმა მხარეებმა აღმოსავლეთ
ევროპაში ტერიტორიები გავლენის სფეროებად გაიყვეს.
გერმანიას დასავლეთ პოლონეთი, ხოლო სსრკს აღმოსავლეთ პოლონეთი,
ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიტვა ლატვია ესტონეთი. ეს საიდუმლო
დამატება მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ 1945 წელს გახდა.

26) როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს როცა გერმანია


შეიჭრა პოლონეთში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი
გამოუცხადეს გერმანიას. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი პოლონეთი
მარტო აღმოჩნდა დამპყრობელთა პირისპირ. ფრანგებმა გერმანიას არ
შეუტიეს, ინგლისელებმა კი მხოლოდ პროკლამაციები ჩამოყარეს
ბერლინში. გერმანჯას აშკარა საჰაერო და საარტილერო უპირატესობა
ჰქონდა. 9 სექტემბერს გერმანელებმა ვარშავას ალყა შემოარტყეს.
27) რატომ უწოდებენ მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპს უცნაურს
უცნაური ომი - მეორე მსოფლიო ომის პერიოდი 1939 წლის
ოქტომბრიდან 1940 წლის მაისამდე, როდესაც ოფიციალურად
ნაცისტურმა გერმანიამ გამოუცხადა ომი ინგლისს და საფრანგეთს,
მაგრამ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. სახელწოდება
შემოიღო ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა.

28) როდის და რა ვითარებაში მოაწერა ხელისაფრანგეთმა


კაპიტულაციას

1940 წლის გაზაფხულზე ჰიტლერმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო


დასავლეთის ფრონტზე. აპრილში გერმანიის ჯარები დანიასა და
ნორვეგიაში შეიჭრნენ და ამის შემდეგ გერმანელებმა დაიკავეს ბელგია.
ნიდერლანდებში და იმავე წლის ივნისში პარიზშიც შევიდნენ. 1949 წლის
22 ივნისს საფრანგეთის არმიის მოხუცმა მარშალმა პეტენმა
კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ჰიტლერის დაჟინებული მოთხოვნით
კაპიტულაცუა კომპეინის ტყეში გაფორმდა. ზუსტად იმ ვაგონში სადაც
გერმანიამ მოაწერა ხელი პირველი ომის დამარცხების დოკუმენტს.

29) რომელი სახელმწიფოები დაიპყრო სსრკმ 1939-40 წლებში

სსრკმ პოლონეთის ოკუპაციის შედეგად მის შმადგენლობაში შევიდა


უკრაინა, ბელორუსია. 1940 წელს კი რუმინეთის ორი რაიონი და
დღესდღეობით ეს არის მოლდოვა.

30)ანტიჰიტლერული კუალიციის ჩამოყალიბება ( ატლანტიკუი ქარტია )

1941 წლის 14 აგვისტოს ატლანტის ოკეანეში ბრიტანულ ხომალდს


ერთმანეთს შეხვდნენ როზვალტი და ჩერჩილი. მათ ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებას სადაც ლაპარაკი იყო ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ
ბრძოლის მიზნებზე. ხელმოწერილი მხარეები უარს აცხადებდნენ ახალი
ტერიტორიებით დაინტერესებაზე. მხარს უჭერდნენ ხალხთა უფლებებს,
თავად აერჩიათ მმართველობის ფორმა. ამ ხელშეკრულებამ რომელსაც
ატლანტიკური ქარტია ეწოდა საფუძველი ჩაუყარა ანტიჰიტლერული
კუალიციის შექმნას. 1941 წელს სექტემბერში მას საბჭოთა კავშირი და
კიდევ 9 სახელმწიფო შეუერთდა ამის შემდეგ აშშ-ის დახმარების
პროგრამა საბჭოთა კავშირზეც გავრცელდა.

31) აშშს ჩაბმა ომში


1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიამ დაბომბა წყნატ ოკეანეში, ჰავაის
კუნძულებზე, განლაგებული პერლ-ჰარბორის ამერიკული სამხედრო
ბაზა, რომლის დროსაც განადგურდა 19 გემი და 188 თვითმფრინავი,
დაიღუპა 2500მდე ადამიანჯ და დაიჭრა 2000მდე ამერიკული სამხედრო
პირი. 8 დეკემბერს აშშმ ომი გამოუცხადა იაპონიას.

32) ქართველები მეორე მსოფლიო ომის დროს

1942 წლის ივლისში საომარი მოქმედებები კავკასიის ფრონტზე


მიმდინარეობდა. ოპერაცია „ედელვაისი” კავკასიონისთვის წარმოებული
სამხედრო გეგმა, რომელიც ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაამტკცა.
მათი ჯარების შეჩერება კავკასიის უღელტეხილთან მოხდა. ქართველები
გერმანულ ჯარშიც იბრძოდნენ. მესამე რაიხში ქართული ლეგიონის
შექმნის გადაწყვეტილება 1942 წელს მიიღეს. ლეგიონებს მეთაურობდა
შალვა მაღლაკელიძე და მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა 200
000-მდე ქართველი.

33) ძირეული გარდატეხა მეორე მსოფლიო ომში

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტალინგრადის ბრძოლა.


გერმანელები მძიმე მდგომარეობაში იუვნენ და ერთადერთი ხსნა იყო
უკან დახევა, მაგრამ ეს ჰიტლერისთვის მიუღებელი იყო. მან ჯარების
სარდალს უბრძანა ნებისმიერ ფასად გაეძლი მანამ სანამ სატანკო
დივიზიები დაეხმარებოდათ, მაგრამ მათ ალყის გარღვევა ვერ
მოახერხეს და უკან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ 1943 წლის თებერვალში
არმია დანებდა და სტალინგრადთან გაყინულ ჯარისკაცთა რაოდენობა 1
მილიონს გადააჭარბა. ეს იყო ყველაზე მაშტაბური ბრძოლა.

34) ოპერაცია ოვერლორდი


სამხედრო ოპერაცია „ოვერლორდი“— დასავლელი მოკავშირეების
მიერ ჩატარებულ ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანელთა
განდევნას ჩრდილოეთ საფრანგეთიდან და იქ მომდევნო
ოპერაციებისათვის მყარი ბაზისის შექმნას. „ოვერლორდის“ ოპერაციას
განეკუთვნებიან მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნორმანდიაში
(ოპერაცია ნეპტუნი) და მისი მომდევნო სამხედრო ოპერაციები.
„ოვერლორდი“ მიმდინარეობდა 1944 წლის 6 ივნისიდან 1944 წლის 25
აგვისტომდე (მოკავშირეთა ჯარების მიერ პარიზის აღება).

35) ომის დსრულება ევროპაში

1947 წლის 7 მაისს ცენტრალური ევროპის დროით 2:41 საათზე


საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანელმა ალფრედ იოდლმა
გერმანიის შეიარაღებული ძალების სახით ხელი მოაწერა კაპიტულაციას
რომლის თანახმად გერმანიის კონტროლქვეშ არსებულ ძალას 8 მაისს
ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე, უნდა შეეწყვიტა აქტიური
ოპერაციები. ამის შემდეგ სტალინმა მოითხოვა რომ კაპიტულაციისთვის
საბჭოთა კავშირსაც მოეწერა ხელი. 8 მაისის ღამეს, ბერლინში სსრკს
მხრიდან მარშალმა გიორგი ჟუკოვმა. სტალინის მოთხოვნით სამხედრო
აქტივობა 8 მაისს საღამოს 23:01 წუთზე ოფოციალურად შეწყდა და 9
მაისს 01:01 საათზე ევროპაში ომი დასრულდა.

36) მეორე მსოფლიო ომის დასასრული

1944 წლის განმავლობაში წყნარი ოკეანის აუზსა დასამხრეთ-


აღმოსავლეთ აზიაშიც მიკავშირეებითანდათანობით ათავისუფლებდნენ
იაპონელთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებს.
1945 წლის ივლისში აშშმსაბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა იაპონიას
ულტიმატუმი წაუყენეს მაგრამ იპონიამუმტლიმატუმის პირობები უარყო.
6 და 9აგვისტოსაშშს თვითმფრინავებმა იაპონიის ქალაქებში
ხირომსა და ნაგასაკიზე ატომური ბომბები ჩამოყარეს
რის შედეგადაც 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.
2 სექტემბერს იაპონიის იმპერატორმა უსიტყვო
კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მეორე მსოფლიო ომი
ამ რეგიონში დასრულდა.
37) პოსტდამის კონფერენცია

ევროპაში ომის დამთვარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების


დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები გერმანიაში,
ქალაქ პოტსდამში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი
საკითხები იყო: განთავისუფლებული ევროპის სახელმწიფოების შორის
საზღვრების დადგენა, დამარცხებული მხარისთვის რეპარაციის
განსაზღვრა, გერმანიის სამართავ ბუნებად განიხილება. პოსტდამის
კონფერენცია 17 ივლისიდან 2 აგვიატომდე მიმდინარეობდა.
ლიდერებიდან კონფერენციაზე ესწრებოდნენ: ჰარი ტრუმენი, უინსტონ
ჩერჩილი და იოსებ სტალინი.

38) ცივი ომის დასაწყისი.


1946 წლის 5 მარტს აშშში ვიზიტის დროს უინსტონ ჩერჩილმა წამოთქვა
სიტყვა „რკინის ფარდა” რომლითაც ფაქტობრივად დაიწყო ცივი ომი.
დაპირისპირება ერთი მხრივ აშშსა და მის მოკავშირეებს მეორე მხრივ
საბჭოთა კავშირის შორის.

39) ბერლინის გაყოფა

ხრუშოვის ბრძანებით 12-13 აგვისტოს ღამესდასავკეთ ბერლინის მავთუ


ლხლართები შემოავლეს. ორ დღეში მთელ დასავლეთ ბერლინს ეკლია
ნიმავთულის ღობეები ჰქონდა შემოვლებული. აღმოსავლეთ ბერლინი ჩა
იკეტა. მიუხედავად ამისახალხი მაინც გარბოდა დასავლეთ ბერლინში, მ
აგრამახალი გზით კედლის ქვეშ გათხრილი გვირაბით.
5000მა კაცმა მოახერხა გადასვლა დასავლეთბერლინში. მაგრამ გამოაა
შკარავეს და სიკვდილითდასაჯეს (184 ადამიანი გაქცევისაა მესაზღვრეებ
მამოკლეს). ბერლინის კედელი ,,ცივი ომის” სიმბოლოდგადაიქცა.

40) ნატო და ვარშავის პაქთი

ნატო სამხედრო პოლიტიკური ბლოკი დაფუძნდა 1949 წლის 4 აპრილს


ვაშინგტონში. ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს დედაქალაქ
ბრიუსელში. ალიანსის უმთავრესი მიზანი იყო კავკასიისგან მომავალი
სამხედრო საკითხის მოგერიება ერათიანი ძალებით. ნატო აგრძელებს
გაფარრთოების პროგრამას და ახალი წევრების მიღებას. ვარშავის
პაქტი სამხედრო ბლოკი დაარსდა 1955 წელს პოლონეთში. იყო
ცენტრალური და აღმისავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნებისს
სამხედრო ორგანიზაცია. ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი იყო ნატოს
მსგავსი ალიანსის შექმნა, რომ დასავლეთიდან მოეგიერებინათ
საფრთზე თუმცა შემდგომ ვარშავის პაქტის ქვეყნები ერთმანეთის
წინააღმდეგ გამოიყენება ჯერ უნგრეთში შემდეგ კი ჩეხოსლოვაკიაში.

41)ცივი ომის კონფლიქტები ( კორეა, ვიეტნამი, კარიბის)


კორეას კონფლიქტი.

მეორე მსოფლიო ომის დამთვარების შემდეგ კორეა გაიყო ორ ნაწილად


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად, ჩრ. კორეას აკონტროლებდა კომუნისური
ქვეყნები (ჩინეთი და სსრკ) ხოლო სამხ კორეას აშშ და დასავლეთის
ქვეყნები. 1950 წელს ჩრ კორეამ დაარღვია 38 პარალელი და შეიჭრა სამხ
კორეაში. გაერომ გადაწყვიტა ჯარის გაგზავნა ხოლო ჯარის გენერალი იყო
მაკარტუნი. მისი მისია იყო აღედგინა 38 პარალელი და ის შევიდა ჩრ
კორეაში ის არწმუნებდა აშშს რომ ჩინეთი არ ჩაერთვებოდა. კონფლიქტში
ჩინეთმა გაგზავნა 2 მილიონი მოხალისე, მაკარტუნი მლითხოვდა
ბურთვული იარაღის გამოყენებას ჩინეთის წინააღმდეგ. მაკარტუნი
თანამდებობიდან მოხსნეს. აღადგინეს 38 პარალელი და კორეის ომი
დასრულდა 1953 წელს და კორეა დარჩა ორ ნაწილად გაყოფილი.

42) ვიეტნამის კონფლიქტი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიეტნამის გაიყო ორ ნაწილად. საზღვარმა


გაიარა 17 პარალელზე. თავიდან ვიეგნამი იყო საფრანგეთის კოლონია. 1940
წელს საფრანგეთის კაპიტულაციის დროს დაკარგა ვიეტნამი. 1945 წელს
იაპონიამ აღიარა ვიეტნამის დამოუკიდებლობა. 1945 წელს იაპონია
დამარცხდა. აშშ ოფიციალურად ჩაერთო ვიეგნამის კონფლიქტში.
კონფლიქტი გაგრძელდა 10 წელი. ეს იყო ყველაზე არაპოპულარული ომი
აშშსთვის. ვიეტნამის ომი დასრულდა 1975 წელს.

43) კარიბის კრიზისი


კარიბის კრიზისი არის ცივი ომის კულმინაცია. კარიბის კრიზის დროს
სსრკ-მ კუბის ტერიტორიაზე განალაგა საშულო რადოუსზე
მოქმედიბირთვული რაკეტები, რომელიც დამიზნებული იყო ვაშინგტონზე.
აშშმ სსრკს მოსთხოვა საკეტების გახსნა, სამაგიეროდ კი თურქეთის
რაკეტების გატანა მოსთხოვა სსრკმ, რომელიც უფრო ადრე იყო
დამონტაჟებული. ამერიკის კონგრესმა კუბის წინააღმდეგ ბირთვული
იარაღის გამოყენება მოითხოვა. ჯონ კენედიმ ჩათვალა რო კაი იქნებოდა
კუბის სამხედრო ბლოკადა. კარიბის ზღვაში შევიდა აშშს და სსრკს გემები
ორივე ერთმანეთის პირისპირ დადგა, ორივეზე იყო ბირთვული იარაღი,
საბოლოოდ ორივე ქვეყანამ გაიტანა ბირთვული იარაღი, არ დაიწყო მესამე
მსოფლიო ომი.

44) ხრუშოვის მმართველობის პერიოდი 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია

1956 წლის 9 მარტს მსვლელობა მთელ ქალაქში მოეწყო სტალინის ძეგლთან


შეკრებილი მემიტინგეები კითხულობდნენ ლექსებს, ადიდებდნენ
სტალინს, უარყოფდნენ მის კრიტიკას, ახალგაზრდებთან ერთად
მწერლებიც გამოვიდნენ, მოთხოვმები სტალინის დიდების აღდგენას
ეხებოდა. მწერლებს საუკეთესო წიგნი უნდა გამოეცათ სტალინის
მოღვაწეობაზე, თბილოსის პიონერთა სასახლეს და სტადიონს უნდა
დაქმეოდა სტალინის სახელი, ცენტრალურ მოედანზე უნდა დასგმულიყო
სტალინის ძეგლი, მთავრობამ მომიტინგეები წინააღმდეგ ჯარი და ტანკები
გამოიყენა. დაიღუპა 15, დაიჭრა 54 და დააპატიმრეს 200მდე პირი, პოეტი
წერდა: ქუჩები სავსე იყო მომტირალი ხალხით, ვინ შვილს დაეძებდა, ვინ
მამას, ვინ დასა და ვინ ძმასა.

45) 14 აპრილი ქართული ენის დღე

1978 წელს მომზადებული იყი ახალი კონსტიტუციის პროექტი რომელიც


ქართული ენსი დაკარგვას იწვევდა. ეს იყი წჯნაპირობა რომელიც
გვეუბნებოდა რო სახელმწიფო ენა ქართული კიარა რუსული იქნებოდა. 14
აპრილს სტუდენტები, ახალგაზრდები, ყველა ქუჩაში გამოვიდა და
უნივერსიტეტის წინ შეკრებილნი პროტესტს გამოხატავდნენ რუსული ენის
წინააღმდეგ. სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. მომიტინგეების
მიმართ ედვარდ შევარდნაძემ მომიტინგეებს 1956 წლის 9 მარტის
მოვლენები გაახსენა, მალე ვნობილი გახდა რომ მოსკოვმა დათმო
ქართულმა ენამ ისევ მოიპოვა სახელმწიფო ენის წოდება. 1978 წელს
მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად 14 აპრილს დედაენის დღედ
გამოცხადდა.

46) 1989 წლის 9 აპრილი


აპრილის დასაწყოსში ეროვნულმა მოძრაობამ რუსთაველის გამზირზე
დამოუკიდებლობის მოპოვების მოთხოვნით მიტინგები გაიმართა. რაც
ეროვნულ დაუმორჩილებობაში გადავიდა. საქართველოს ხელისუფლებამ
დახმარება მოსკოვს სთხოვა. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის
პროსპექტზე თაბი მოუყარეს 1500ს ჯარისკაცს. დილის 4 საათზე
მომიტინგეებს ყველა მხირდან შემკარტყეს ალყა, ისინი შეიარაღებულნი
იყვნენ ხელკეტებით, გალესილი ნიჩბებით როცა იქაურობა გაწმინდეს 16
უსულო სხეული აღმოაჩინეს. დააკავეს ზვუად გამსახურდია და სხვები
ხოლო 9 აპრილს ღამემ საქართველომ დამოუკიდებლობა მოუტანა ქართულ
ერს და გარდატეხა მოახდინა ისტორიაში.

47)ჰელინსკის შეთანხმება

1975 წელს ფინეთის დედაქალქ ჰელინსკში დაფუძნდა ევროპის


უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც 33 ქვეყანასთან
ერთად აშშმ, კანადამ და საბჭოთა კავშირიც შეუერთდა. ამ ორგანიზაციის
მთავარი პრინციპებია: საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის დროს
მოპოვებული ტერიტორიების აღიარების საშუალება მიეცა, სანაცვლოდ
კისოციალისტური ბანაკების ქვეყნებში ადამიანის უფლებების დამცველი
ორგანიზაციების საქმიანობაზე დათანხმდა.

48) რეფერენდუმი

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მოსახლეობას


პასუხი უნდა გაეცა კოთხვისთვის ,,თანახმა ხართ თუ არა საქართველოს
დამოუკიდებლობა აღდგეს 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?
სწორედ ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა
საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 26 მაისს ხმა მისცეს ზვიად
გამსახურდიას და ის გახდა პრეზიდენტი.

49) მრავალპარტიული არჩევნები


9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნული მოძრაობა ახალ ფაზაში შევიდა
ეროვნული მოძრაობის აღმავლობას ხელი ვერ შეუშალა 1989 წელს მერაბ
კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვამ. 1990 წლის 28 ოქტომბერს
საქართველოში დაინიშნა საკანონემდებლო ორგანოს-იზენაესი საბჭოს
არჩევნები, საბჭოთა საქართველოს არსებობის ისტორიაში პირველად
არჩევნები მრავალპარტიული იყო. არჩევნებში 14მა პოლიტიკურმა ბლოკმა
და პარტიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კომუნისტურმა პარტიამ,
ბლოკმქ-მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო. არჩევნებში მოიგო
მრგვალმა მაგიდამ მათ 250 ადგილიდან 143 ადგილი მოიპოვეს. ამის მერე
სახელი შეცვალეს და დაარქვეს-მას საქართველოს რესპუბლიკა ეწოდა.
ასევე შეიცვალა ქვეყნის-გერბი, ჰიმნი და დროშა.

You might also like