You are on page 1of 42

ანტისემიტიზმი და

ჰოლოკოსტი
ჰოლოკოსტის სახელით ისტორიაში
შევიდა მოვლენა,როდესაც
ნაცისტებმა გენოციდი მოაწყვეს
ებრაელების,ბოშების და
სექსუალური უმცირესობების.
(სრულად დაწვა)
27 იანვარი ჰოლოკოსტის
მსხვერპლთა ხსოვნის დღედ არის
გამოცხადებული
,,ნიურბერგის კანონები”
• 1935 წელს,გერმანიაში მიიღეს
კანონები,რომლის ძალითაც
ებრაელებს შეეზღუდათ ყოველგვარი
საქმიანობა
,,ბროლის ღამე”
• 1938 წელს პარიზში,ებრაელმა
ახალგაზრდამ მოკლა გერმანიის
საელჩოს წარმომადგენელი.ამ საბაბით
9-10 ნოემბერს ნაცისტებმა მოაწყვეს
ებრაელთა სასტიკი
დარბევა,რომელიც ,,ბროლის
ღამის”სახელით არის ცნობილი.ამ
დღეს დაარბიეს ყველა მაღაზია და
სავაჭრო ცენტრი,რომელიც ებრაელთა
საკუთრება იყო.
ჰერშელ გრინშპანი და ფონ რატზე
ბროლის ღამე
პირველი მსხვერპლი
ევროპაში
• 1938 წლის 12 მარტს გერმანიის ჯარები
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე
შევიდნენ ვენაში (ანშლუსი).ავსტრიის
იმპერია გაქრა ევროპის რუკიდან.
ჩეხოსლოვაკიის საკითხი
• ჰიტლერის გეგმის ასევე მნიშვნელოვან
ნაწილს წარმოადგენდა
ჩეხოსლოვაკია.ამ სახელმწიფოს
დს.ნაწილი დასახლებული იყო
ეთნიკური გერმანელებით.დიდი
ბრიტანეთი და საფრანგეთი
ჩეხოსლოვაკიის ღია მხარდაჭერას ვერ
ბედავდა,რადგან გერმანიასთან
კონფლიქტს არიდებდა თავს.
,,მიუნხენის შეთანხმება”
1938 წელი)
• ჩეხოსლოვაკიის ბედი წყდებოდა
კონფერენციაზე,რომელიც მიუნხენში
მიმდინარეობდა.მოლაპარაკებებს აწარმოებდა -
გერმანია,იტალია,საფრანგეთი,ინგილისის უმაღლესი
წარმომადგენლები
• ჩემბრელენისა და დალადიეს ზეწოლით
ჩეხოსლოვაკიამ გერმანიას გადასცა სუდეტის
ოლქი,სანაცვლოდ ფიურერი იღებდა
ვალდებულებას,სამომავლოდ კონფლიქტების
მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
• 1939 წელს,გერმანიამ მოახდინა მთელი ჩეხოსლოვაკიის
უკუპაცია,რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ინგლის
საფრანგეთის ხელისუფლებებისთის.
დაყვავების პოლიტიკის ,,შედეგი”მიუნხენის
შეთანხმება
ჰიტლერის მორიგი
მსხვერპლი
• ჰიტლერმა პოლონეთს მოსთხოვა
მსხვილი პორტი გდანსკი
(დანცინგი),პარალელურად ლიტვას
წაართვა კლაიპედის ოლქი,იტალია
შეიჭრა ალბანეთში.
• მოვლენების ასეთმა განვითარებამ
ინგლის საფრანგეთი აიძულა უარი
ეთქვა დაშოშმინების პოლიტიკაზე...
მოულოდნელი გარიგება

• 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში,ორი ქვეყნის


საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლოტოვმა და
რიბენტროპმა,ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას
თავდაუსხმელობის შესახებ,ასევე საიდუმლო
პროტიკოლს,რომელშიც შედიოდა პუნქტები ს.კ-
სა და გერმანიას შორის გავლენის სფეროების
განაწილების შესახებ.ბერლინი ცნობდა
მოსკოვის განსაკუთრებულ ინტერესებს
ესტონეთში,ლატვიაში,ფინეთსა და ბესარაბიაში
(მოლდავეთი),მოსკოვი კი აღიარებდა გერმანიის
გავლენას ლიტვაზე და პოლონეთის დს.ნაწილზე.
მოლოტოვ რიბენტროპის
პაქტი
რეალობის ზუსტი ასახვა
როცა მიზეზი არსებობს,საბაბიც
მოინახება
• 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა
პოლონეთს.დაიწყო მეორე მსოფლიო ომი...
• ფრანგები და ინგლისელები,მიუხედავად პოლონეთთან
დადებული ურთიერთდახმარების შეთანხმებისა,პასიურები
აღმოჩნდნენ
• 17 სექტემბერს პოლონეთის დსხმარების საბაბით საბჭოთა
ჯარები შეიჭრნენ პოლონეთში.
• საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდა ათასობით პოლონელი
სამხედრო და პოლიციის თანამშრომელი.ისინი კატინის
ტყეში დახვრიტეს საბჭოთა ოფიცრებმა
• ამ სწრაფმა სამხედრო გამარჯვებმა დაამკვიდრა
ტერმინი ,,ბლიცკრიგი”,ანუ,ელვისებური ომი,რომელიც 1941
წლამდე მიმდინარეობდა.
მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის
მორიგი შედეგები
• საბჭოთა მხარემ ლატვას,ლიტვას ესტონეთს წაუყენა ულტიმატუმი მათთან
დაედო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება .ხელშეკრულების ფარგლებში
ამ ქვეყნებში უნდა განლაგებულიყო საბჭოთა ბაზები.სტალინმა
იძულებით,მაგრამ თანხმობა მიიღო.
• შეთანხმების მსხვერპლი იყო ფინეთიც.1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა
დაიწყეს შეტევა ფინეთზე.გათვლა სწრაფ გამარჯვებაზე და ფინეთის
დამიკიდებულ სახელმწიფოდ გადაქცევაზე არ გამართლდა .მიუხედავად
იმისა,რომ ფინელებს დახმარება მხოლოდ შვედებმა
აღმოუჩინეს,ფინელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გასწიეს .თუმცა ,ჯარის
სიმრავლემ მაინც თავის გააკეთა და წითელმა არმიამ შეძლო ,,მანერჰაიმის ”
ხაზის გარღვევა.1940 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით მათ დაკარგეს
ტერიტორიის 10% კარელიის ყელისა და რამდენიმე სტრატეგიული კუნძულის
ჩათვლით.
• ფინეთთან ომს მოჰყვა საბჭოთა ჯერების შესვლა ლიტვაში,ლატვასა და
ესტონეთში
• ევროპის შეშფოთება მხოლოდ იმით შემოიფარგლა,რომ ს.კ.ერთა ლიგიდან
გააძევეს
ზამთრის ომი
,,უცნაური ომი”
• 1939 წლის 1 სექტემბრიდან,1940 წლის
მაისამდე დს.ევროპის ტერიტორიაზე
სამხედრო მოქმედებებს ადგილი არ
ჰქონია.ინგლის საფრანგეთის უმოქმედობამ
გერმანიას გაუადვილა 1940 წელს
დანიის,ნორვეგიის დაპყრობა.
• 1940 წლის მაისში დაშოშმინების პოლიტიკის
ერთ ერთი ავტორი გადადგა,ინგილისის
პრემიერი გახდა უინსტონ ჩერჩილი რითაც
დასრულდა ,,უცნაური ომი”
ღალატი თუ რაციონალური ხედვა?

• საფრანგეთის მთავრობამ პარიზი ღია ქალაქად


გამოაცხადა და 1940 წლის 14 ივნისს უომრად
გადასცა გერმანელებს.
• 22 ივნისს კომპიენის ტყეში ხელი მოეწერა
შეთანხმებას.საფრანგეთის ჩრ.ნაწილი
ოკუპირებული იქნა გერმანელების
მიერ.არაოკუპირებულ ტერიტორიაზე კი
იქმნებოდა მარშალ პეტენის მარიონეტული
მთავრობა.რეზიდენცია
კოლაბორაციონიუსტული მთავრობის
განთავსდა ქალაქ-ვიშიში.
,,თავისუფალი საფრანგეთი”
პირველი გამარჯვება ფაშისტებზე
• ერთადერთი მებრძოლი ქვეყნა ევროპაში
• დიდი ბრიტანეთი იყო.ჰიტლერმა 2500
თვითმფრინავი გადაისროლა ინგილისის
დასაბომბად,მაგრამ ჩერჩილის ინგლისმა
უმოწყალო დაბომბვას გაუძლო და
კაპიტულაციას ხელი არ მოაწერა.
• 1940 წლის ზაფხულში განისაზღვრა ჰიტლერის
ახალი სამოქმედო გეგმა ,,მზერა
მიმართულია აღმოსავლეთისკენ”
• ,,რუსეთი უნდა განადგურდეს”
,,ბარბაროსას გეგმა”
• 1941 წლის 22 ივნისს ბოლშევიზმისგან
მსოფლიოს გადარჩენის საბაბით
ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა
საბჭოთა კავშირს
ბრძოლები საბჭოთა კავშირის
ფრონტზე
• გერმანიის სამხედრო გეგმის თანახმად,გერმანიის არმიის სამ
ჯგუფს ,,ჩრდილოეთი”, ,,ცენტრი” და ,,სამხრეთი” უნდა
გაერღვია საბჭოთა კავშირის ფრონტი და ხელთ ეგდოთ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ცენტრები:ბალტიისპირეთი,ლენინგრადი,მოსკოვი,უკრაინა,დო
ნბასი
• გარღვევა უნდა მომხდარიყო მძლავრი სატანკო შენაერთების
და ავიაციის ძალებით.,,ბლიცკრიგი”უნდა დასრულებულიყო
ზამთრის დადგომამდე.
• მოულოდნელი თავდასხმის შედეგად საბჭოთა ავიაციის
მნიშვნელოვანი ნაწილი აეროდრომებზე
განადგურდა,დაირღვა მომარაგება.ამასთან პრობლემას
ქმნიდა დარგის სპეციალისტების დეფიციტიც,რომლებიც
საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირეს.
ბრძოლა მოსკოვისთვის
• 1941 წლის დეკემბერში გერმანულმა
ჯარებმა განიცადეს პირველი
სერიოზული მარცხი,წააგეს ბრძოლა
მოსკოვისთვის
ლენინგრადის ბლოკადა
• 1941 წლის 8 სექტემბრიდან,1944 წლის
27 იანვრამდე გაგრძელდა,რომელშიც
გამარჯვება საბჭოთა ჯარებმა მოიპოვეს
ბრძოლები ქერჩის ნახევარკუნძულზე

• მიმდინარეობდა 1942 წლის 8 მაისიდან 18


მაისამდე.ქერჩის ნახევარკუნძული
სტრატეგიულად იცავდა ყირიმს,უკრაინის
საბჭოთა ნაწილს.საბჭოთა ჯარებმა აქ
დესანტი გადმოსხეს,მაშინ როცა
ფაშისტებმა დაიკავეს საბჭოთა
უკრაინა.დასრულდა საბჭოთა ჯარების
სრული განადგურებით.დაიღუპა 1200
ეთნიკური ქართველი
ბრძოლები სტალინგრადთან
• მიმდინარეობდა 1942-43 წლებში.სტრატეგიული
მნიშვნელობა მისი ის იყო,რომ აქ გადიოდა
მთავარი სატრანსპორტო გზა აზიურ და
ევროპულ ნაწილებს შორის.მისი დაპყრობა
გერმანელებს გზას უხსნიდა ბაქოს ნავთობის
საბადოებისკენ.
• დასრულდა საბჭოტა ჯარების
გამარჯვებით.ორივე მხრიდან დაიღუპა 1 მლნ-
ზე მეტი ადამიანი.ითვლება მეორე მსოფლიო
ომის ერთ ერთ გარდამტეხ ბრძოლად.
ბრძოლები კურსკთან
• მიმდინარეობდა 1943 წლის ივლის
აგვისტოს თვეში.
• ითვლება მსოფლიოში ყველაზე
მაშტაბურ სატანკო ბრძოლად.
• გაიმარჯვეს საბჭოთა ჯარებმა.
მნიშვნელოვანი 1941
• 1941 წლის მარტში აშშ სენატმა მიიღო ,,ლენდ-ლიზის”კანონი.ეს
გულისხმობდა აშშ-ის მიერ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ
მეომარი ქვეყნების დახმარებას
შეიარაღებით,ნედლეულით,სურსათით და სხვა საჭირო
ნივთებით.ლენდ ლიზის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50
მლრდ.დოლარის ღირებულების დახმარება.
• იმავე წელს,ინგლისმა და ამერიკამ ხელი მოაწერა დეკლარაციას
ომის დროს და ომის შემდეგ თანამშრომლობის პრინციპებზე
(,,ატლანტიკური ქარტია”).გარდა ამისა,სეთანხმება
ითვალისწინებდა,უარი ეთქვათ ტერიტორიულ მონაპოვარზე,პატივი
ეცათ ერების უფლებებისთვის...ნოემბერში ს.კ.შეუერთდა ქარტიის
პრინციპებს ადა ამის შემდეგ ლენდ ლიზის პროგრამა მასზეც
გავრცელდა.
• 1941 წლის 7 დეკემბერი იაპონია წყნარი ოკეანის აუზში,პერლ
ჰარბოლში თავს დაესხა.მომდევნო დღეს,ამერიკამ ომი გამოუცხადა
იაპონიას.გერმანი იტალიამ კი ამერიკას.
დიდი სამეულის პირველი შეხვედრა

• მიმდინარეობდა1943 წლის 28
ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე.
• ესწრებოდნენ-ფრანკლინ
რუზველტი,უინსტონ ჩერჩილი,იოსებ
სტალინი
• გადაწყვეტილება-გახსნილიყო მეორე
ფრონტი 1944 წლის მაისში
ნორმანდიაში
(საფრანგეთი).ოპერაცია ,,ოვერლორდ
ი”
თეირანი
დიდი სამეულის მეორე შეხვედრა
• გაიმართა იალტაში (ყირიმში),რომელიც
1945 წლის 4-11 თებერვალს
მიმდინარეობდა
• გადაწყვეტილებები-საბჭოთა კავშირი
ომში ჩაებმებოდა იაპონიის წინააღმდეგ
• შექმნილიყო ახალი სამშვიდობო
საერთაშორისო ორგანიზაცია
• გერმანია გაყოფილიყო 4 საოკუპაციო
ზონად
იალტა
დიდი სამეულის მესამე შეხვედრა
• გაიმართა პოტსდამში 1945 წლის 17 ივლისიდან 2
აგვისტომდე.
• მონაწილეობდნენ იოსებ სტალინი,აშშ ახალი
პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი.ინგლისის პრემიერი
ჩერჩილი მალე შეცვალა კლემენტ ეტლმა
• გადაწყვეტილებები:სარეპარაციო თანხა
• სასამართლო ტრიბუნალის შექმნა
• გერმანიის და ბერლინის დაყოფა საოკუპაციო ზონებად
• აღმოსავლური გერმანული მიწების პოლონეთისთვის
გადაცემა
• პოლონეთიდან,ჩეხოსლოვაკიიდან და უნგრეთიდან
მოსახლეობის ნებაყოფლობითი გადასახლება .
პოტსდამი
ომის დასასრული
• ფაშისტური ქვეყნებიდან,ყველაზე ადრე დაემხო მუსოლონის მართველობა .1943
წლის სექტემბერში მოკავშირეებმა იტალიას შეუტიეს.მუსოლონი
დააპატიმრეს,რომელიც შემდეგში გერმანელებმა გაანთავისუფლეს...
• იტალიაში მოვიდა მარშალ ბადოლიოს მთავრობა,რომელმაც ომი გამოუცხადა
გერმანიას.
• 19944 წლის საბჭოთა ჯარებმა მთლიანად გაანთავისუფლა მისი ტერიტორია
დამპყრობთაგან.
• 1945 წლის 7 მაისს გენერალმა იოდლმა რეიმსში გენ.ეიზენჰაურეს შტაბში ხელი
მოაწერა გერმანიის კაპიტულაციის აქტს.სტალინმა აქტი გააპროტესტა ...9 მაისს
ბერლინის მახლობლად გენერალმა კაიტელმა ამერიკის,ინგლისის და
ს.კ.სარდლობის წინაშე ხელი მოაწერა კაპიტულაციას.
• ევროპაში ომის დასრულების შემდეგ,პოტსდამის პირობების შესრულების ჯერიც
დადგა.
• 1945 წლის 9 აგვისტოს საბჭოთა ჯარებმა შეუტიეს მანჯურიაში მყოფ კვანტუნის
არმიას.დაიკავეს ჩრ.კორეა,სახალინი,კურილიია კუნძულები
• 1945 წლის 2 სექტემბერს,იაპონიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი.
ომის ერთ ერთი შედეგი
ქართველები და მეორე მსოფლიო
ომი
• სტატისტიკური მონაცემებით საქართველოდან
გაიწვიეს 700000 კაცი,რაც მოსახლეობის მეხუთედს
შეადგენდა.
• საქართველოს ასევე დაევალა მეომრების
სურსათით და იარაღით მომარაგებაც.აქ
მზადდებოდა ჭურვები.სხვადასხვა სასხის
ცეცხლსასროლი იარაღი და სამხედრო
თვითმფრინავები.
• კიდევ ერთი ფუნქცია,რომელიც ომში ქვეყანას
ჰქონდა იყო ის,რომ ჩვენი ქვეყნის გავლით იღებდა
საბჭოთა კავშირი ირანიდან შემოსულ ამერიკულ
დახმარებას.
ვისთვისაც ომი სამამულო არ იყო
• მწერალ ლევან გოთუას
ხელმძღვანელობით თბილისის
სახელმწ.უნივერსიტეტის სტუდენტებმა
შექმნეს საიდუმლო
ორგანიზაცია ,,საქართველოს ეროვნული
თავდაცვის კომიტეტი”,ისინი საქართველოს
განთავისუფლების იდეას,გერმანიასთან
თანამშრომლობის გზით ხედავდნენ.
• მათი ნაწილი დახვრიტეს,ნაწილი
გადაასახლეს.
ოპერაცია ,,ედელვეისი”
• წამოიწყეს გერმანელებმა 1942 წელს,რაც კავკასიის
უღელტეხილების ხელში ჩაგდებას და ნავთობით
მდიდარი რაიონების დაკავებას
ითვალისწინებდა.დაბომბეს ქალაქები-
ფოთი,ბათუმი,სოხუმი.გერმანელთა საქართველოში
სემოსვლის საფრთხე იმდენად რეალური იყო,რომ
საბჭოთა მთავრობას ადგილობრივი ხელისუფლების
ევაკუაციის და სამხედრო საწარმოების განადგურების
გეგმაც კი შეიმუშავა.
• კავკასიის განთავისუფლებისთის ბრძოლაში თავი
გამოიჩინა კონსტანტინე ლესელიძემ.
• ფორე მოსულიშვილი იტალიის მთავრობამ სახალხო
გმირად გამოაცხადა.
ისტორიის ორი სხვადასხვა მხარე
გრიგოლ ფერაძე
• მოღვაწეობდა
გერმანელების მიერ
დაპყრობილ
პოლონეთში.გერმანელ
ების მიერ დევნილი
ბევრი ებრაელი
შეიფარა,რის გამოც
ოსვენციმის
საკონცენტრაციო
ბანაკში გაზის კამერაში
გაგუდეს.შერაცხულია
წმინდანად!
ქართველები კუნძულ ტექსელზე
• 1945 წ.გერმანიის სარდლობამ
ქართველი ტყვეებისგან
შექმნა რაზმი და კუნძულ
ტექსელზე გადასხა,მათ
კუნძული ინგლისელებისგან
უნდა დაეცვათ.გერმანიის
კაპიტულაციამდე,ქართველებ
ი აჯანყდა,ინგლისლებისაგან
მოსალოდნელი დახმარება
ვერ მიიღეს.გერმანელები მათ
სასტიკად გაუწორდა.ომის
დასრულების შემდეგ ვინც
სამშობლოში
დაბრუნდა,სტალინმა ისინი
ციმბირში გადაასახლა.

You might also like