You are on page 1of 10

ჰოლოკოსტი

ავ: გიორგი ტყეშელაშვილი


ჰოლოკოსტის
განმასხვავებელი ნიშნები
შეგნებული ცდა მთელი ეროვნების სრული განადგურებისა, რომელმაც ევროპის 60 %
ებრაელის და მსოფლიოს თითქმის 35 % ძირითადად ევროპელი მოსახლეობის
განადგურებამდე მიიყვანა. ასევე ბოშების მეოთხედი თუ მესამედი მოსახლეობის,
დაახლოებით 10 %-ის, უფრო მეტად ინტელიგენციისა. განადგურებული იქნა ასევე 50
ათასამდე სულით ავადმყოფი და ინვალიდი, 2 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე
(ძირითადად შიმშილით), 10-დან 25 ათასამდე ჰომოსექსუალი, ათასობით იეჰოვას მოწმე და
ა.შ.
სისტემა გათვალისწინებული ადამიანთა მასობრივი განადგურებისთვის: ნაპოვნი იყო
პოტენციურ მსხვერპლთა და მკვლელობების დამადასტურებელი ათასობით საბუთი. მეორე
მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენებულ იქნა
„სიკვდილის ბანაკები“, მილიონ ადამიანთა მკვლელობისთვის განსაზღვრული. ამასთან
ერთად ადამიანთა მასობრივი განადგურების ტექნოლოგია ვითარდებოდა. სასტიკი და
ხშირად სასიკვდილო სამედიცინო ექსპერიმენტები, რომელთაც გერმანელები ჰოლოკოსტის
მსხვერპლზე ატარებდნენგრანდიოზული მასშტაბების განადგურებანი: გერმანიის მიერ
ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლნი იდევნებოდნენ და იგზავნებოდნენ
საკონცენტრაციო ბანაკებსა და გამანადგურებელ ბანაკებში. გარდა ამისა, ნაპოვნი
დოკუმენტების მიხედვით, გერმანელები გეგმავდნენ ებრაელთა განადგურებას აშშ-ს, დიდ
ბრიტანეთსა და პალესტინაში მათი დაპყრობის შემდეგ. ასევე ჰომოსექსუალთა და სხვა
„საშიში“ და რასობრივად „არასრულფასოვანი“ ჯგუფებისა. განადგურება გრძელდებოდა
გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრამდე და მის შემდეგ კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისში.
ჰოლოკოსტის
მსხვერპლნი

შოა
შოა (ებრ. კატასტროფა) - ტერმინი, რომელსაც ხმარობენ ებრაელები გერმანელი ნაცისტების პოლიტიკის ,
ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად . ამ სიტყვამ ებრაულ ტრადიციაში უფრო
ნაკლებად კორექტული ტერმინი „ჰოლოკოსტი“ შეცვალა. 2005 წელს BBC-სთან ინტერვიუში ე. ვიზელმა
განაცხადა, რომ უარს აცხადებდა სიტყვა „ჰოლოკოსტის “ ხმარებაზე ებრაელებთან მიმართებაში .
ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა (თანასწორად
სლავებისა და საბჭოთა ტყვეებისა, რომელთაგან უკანასკნელნი ითვლებოდნენ „ბოლშევიზმით
დაავადებულებად“). პროგრამა „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა “ იყო ერთ -ერთი ყველაზე
უპირატესი დავალება გერმანული პოლიტიკისა.
შოას მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს . ომის
ბოლოს ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ . დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი
ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე . იერუსალიმში , ჰოლოკოსტის მუზეუმში , „იად ვაშემში “ ( Yad
Vashem) ინახება პერსონალური დოკუმენტები დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ .
სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა „იად -ვაშემ “, „ჰოლოკოსტის ენციკლოპედია “, დაიღუპა
3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140 ათასი ლიტველი ებრაელი და 70
ათასი ლატვიის ებრაელი, 560 ათასი უნგრეთის ებრაელი, 280 ათასი - რუმინეთის, 140 ათასი გერმანიის , 100
ათასი-ჰოლანდიის, 80 ათასი - საფრანგეთის, 80 ათასი ჩეხეთის , 70 ათასი - სლოვაკეთის, 65 ათასი - საბერძნეთის ,
60 ათასი - იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული . ბალტიისპირეთს
გერმანულმა სახელმწიფომ „ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა “ (judenfreie Zone) უწოდა - ებრაელი მოსახლეობა
ასი პროცენტით იქნა განადგურებული.
ებრაელების მდგომარეობა გერმანიაში 1933-1939
• მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ , გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში
მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან , მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ .
ევროპელი ებრაელებისათვის, ჰაიმ ვეიცმანის (ისრაელის I პრეზიდენტი) ცნობილი გამონათქვამით, „მსოფლიო გაიყო ორად: ადგილად,
სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად, სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა.“ დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა .
საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი ) მოწვეული 1938 წლის ივლისში , აშშ -ის პრეზიდენტ ფრანკლინ
რუზველტის მიერ, დასრულდა სრული მარცხით. დომინიკანური რესპუბლიკის გარდა , 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა
მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს . ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი
კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.
• „ნიურნბერგის კანონმა“ 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამიერიდან მათ
რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.
• ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის (9-10 ნოემბრის ღამე) ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ
გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ბროლის ღამე“ (მინის ნამხსვრევთა გამო , რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული
ქალაქები).
• 1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და
ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში .
• 1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა „4 წლიანი გეგმის შემსრულებელს“ გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების
გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის
მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია .
• 1940 წელს-1941 წლის დასაწყისში ნაცისტები ამუშავებდნენ რამდენიმე ვარიანტს ებრაული საკითხის გადასაწყვეტად: სთავაზობენ საბჭოთა
კავშირს მიეღო რეიხის ებრაელები, გეგმა „მადაგასკარი“ (ყველა ებრაელის აფრიკის ამ კუნძულზე გადასახლება ) და „ლიუბლინი “. არც ერთი
ამ პროექტთაგან არ იყო შესრულებული.
ებრაელების მდგომარეობა
ომის პერიოდში
ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები , რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით -
პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია .
დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით პატარა ქალაქებში ) იქმნებოდა ებრაული გეტოები (დიდი ქალაქების რაიონები , სადაც
ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ნებით თუ ძალით , მძიმე სიტუაციაში , სიტყვას ისტორიული საფუძველი აქვს და უკავშირდება
ვენეციურ გეტოს, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებს), სადაც ებრაელები მიჰყავდათ . უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში , იქ
480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში 1942
წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ : ქ .ლოძის (პოლონეთი ) გეტო - 160 000-მდე ებრაელი
იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა : პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს
შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში , 1944 წლის 1 სექტემბერს კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული .
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტოები იყო ლვოვში (409 ათასი ადამიანი , არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან
1943 წლის ივნისამდე), მინსკში (დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი ) 1943 წლის 21 ოქტომბერს იქნა ლიკვიდირებული .
თავდაპირველად ვილნიუსში (ლიტვის დედაქალაქი ) გეტო 57 ათას ადამიანს მოიცავდა , მათი უმეტესობა დახვრეტილ იქნა .
ვილნიუსის გეტოში გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ბოლო რამდენიმე ათასი ებრაელი 1943 წლის 23 სექტემბერს გადაგზავნილ
იქნა ესტონეთის ბანაკებში. ბელოსტოკის გეტო, რომელსაც 50 000 ებრაელი ჰყავდა თავდაპირველად , 1943 წლის 16 აგვისტოს იქნა
ლიკვიდირებული ებრაელებთან ბრძოლის მეხუთე დღეს.
საბჭოთა კავშირში ებრაელებით დასახლებული რეგიონი ნადგურდებოდა . 1941 წლის ოქტომბრის შუაში დაიწყო ებრაელების
დეპორტაცია გერმანიიდან და რამდენიმე დღის შემდეგ აკრძალულ იქნა ებრაელების ემიგრაცია . ასევე ოქტომბერში იყო არჩეული
ადგილები „გამანადგურებელი ბანაკების “ ჰელმნოსა და ბელჟეცის ასაშენებლად . დეკემბრის დასაწყისისთვის პირველმა
მათგანმა, ჰელმნომ, ფუნქციონირება დაიწყო. იქ ებრაელებს ხოცავდნენ გაზით , რომელსაც დიდი დიზელის მატორები
გამოიმუშავებდა და უშვებდნენ გაზის კამერებში .
1942 წელს, ვაზენში (Wannssee) ნაცისტები იმუშავებენ „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტის “ პროგრამას . ეს
გადაწყვეტილება არ არის აფიშირებული და ცოტას (მათ შორის მომავალ მსხვერპლსაც ) თუ შეეძლო დაეჯერებინა , რომ მეოცე
საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელი იყო. გერმანიის , საფრანგეთი , ჰოლანდიის , ბელგიის ებრაელებს გზავნიდნენ აღმოსავლეთით ,
პოლონეთისა და ბელორუსიის ბანაკებსა და გეტოებში , უყვებოდნენ მათ რა დროებითი გადასახლების შესახებ . პოლონეთში
იქმნებოდა ე.წ. „სიკვდილის ბანაკები“, რომლებიც საერთოდ გათვალისწინებული იყო არა დიდი რაოდენობის ხალხის
საცხოვრებლად, არამედ ახალმოსულების სწრაფი განადგურებისთვის .
შეხვედრის პროტოკოლი ფიგურირებდა ნიურბერგის სასამართლოზე , როგორც „ებრაელების დევნის “ საქმის ერთ -ერთი ყველაზე
მთავარი დამამტკიცებელი საბუთი . ხშირად ეს თათბირი ხასიათდება , როგორც „ევროპელი ებრაელების გასანადგურებლად
გამომუშავებული გეგმა“, თუმცა შეხვედრაზე არ არის პირდაპირ ნათქვამი არაფერი ებრაელების განადგურებაზე .
თათბირის ერთ-ერთი მთავარ ფრაზაში ნათქვამი იყო : „ფიურერთან შეთანხმებით გადასახლების მაგიერ ამ წუთიდან მოქმედებს ამ
საკითხის სხვა გადაწყვეტილება : დაიწყო ებრაელების ევაკუაცია აღმოსავლეთით .“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო
სიკვდილის ბანაკების მშენებლობა პოლონეთში .
შოას შედეგი
პოლონელი ებრაელებისგან გადარჩა 300 ათასი: 25 ათასი პოლონეთში, 30 ათასი დაბრუნდა იძულებით სამუშაო
ბანაკებიდან, დანარჩენი კი საბჭოთა კავშირიდან. ებრაელების განადგურების, ანტისემიტიზმის აფეთქების შემდეგ,
რომლის პიკი 1946 წლის ივლისში, კელცში მოხდა, აიძულა პოლონელი ებრაელები დაეტოვებინათ ქვეყანა და
გაემგზავრნენ ცენტრალურ ევროპაში. 1946 წლის შემდეგ პოლონეთში მხოლოდ 50 000 ებრაელიღა დარჩა.
განადგურებულნი იყვნენ, არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ასევე ადგილობრივი უნიკალური ებრაული კულტურა ;
განადგურებულ იქნა მოგონება იმაზე, რომ ის საუკუნეების განმავლობაში განუყრელი ნაწილი იყო აღმოსავლეთ
ევროპის კულტურისა. ამის დამამტკიცებელი არაფერი არ არის შემონახული.
შეიძლება ითქვას,რომ ნაცისტებმა ებრაელების საბოლოოდ განადგურების საკითხს წარმატებით გაართვეს თავი .
შავკანიანი გერმანელები
გერმანელი მოსახლეობა, რომელთაც მშობლები ჰყავდათ -
აფრიკიდან გადმოსახლებულნი ან აფრო-ამერიკელები,
ისჯებოდნენ სტერილიზაციით. მათ შორის ბავშვებიც. სულ
დაახლოებით 400-დან 3000-მდე.
საბჭოთა ტყვეები
ჰოლოკოსტის მსხვერპლად მიჩნეულ არიან ასევე საბჭოთა
ტყვეები. მასობრივად იღუპებოდნენ ბანაკებში იმის გამო, რომ
უარს ამბობდნენ გერმანელი ხელისუფალნი მათ გამოკვებაზე,
ასევე ცალკე სიკვდილის ბანაკებში მიზანდასახულად
ანადგურებდნენ. მხოლოდ 1942 წლის განმავლობაში ამ გზით
დაიღუპა დაახლოებით 3 000 000 საბჭოთა ტყვე. პირველად
კონცენტრაციულ ბანაკებში საბჭოთა ტყვეები
ნადგურდებოდნენ, უკვე შემდეგ კი ებრაელები.
სლავები
• სლავები მიიჩნეოდნენ არასრულ რასად. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა ომის პერიოდში სლავური რასის კატეგორიებად დაყოფა , რაც
ომამდე არ არსებობდა. ყველაზე დაბალ საფეხურზე იყვნენ რუსები , ბელორუსები და უკრაინელები , რომელთა ტერიტორიის გამოყენება
გერმანელებს საცხოვრებლად უნდოდათ, ხოლო მოსახლეობას მუშაობით ექსპლუატაციას უწევდნენ .[7] ჰეინრიხ ჰიმლერმა პირდაპირ
განაცხადა, რომ სხვა ერების მდგომარეობა მისთვის მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ინტერესის სფეროს , როდესაც ეს ეხება გერმანიის
განვითარებას მათი მონური მუშაობის საშუალებით .[5] მართალია რუსეთის ტერიტორია დიდი ხნით არ ჰქონდათ გერმანელებს დაკავებული ,
თუმცა დროის ნაკლებობდა სისატიკით აანაზღაურეს: მათ დეპორტი გაუკეთეს მოსახლეობას და გაანადგურეს ყველანაირი ინდუსტრიული
აღჭურვილობა.[7]
• უდაბლეს საფეხურზე იყო ასევე პოლონეთი, რომელმაც ყველაზე დიდ ხანს გაუძლო ნაცისტურ რეჟიმს . ომის განმავლობაში საერთოდ არ
არსებობდა პოლონური მთავრობა ან რაიმე ადმინისტრაცია . მოსახლეობას კი პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებდნენ .[7] განსაკუთრებით მწვავე კი
იყო ბავშვების მდგომარეობა. „კარგი“ რასული და ფიზიკური მახასიათებლების მქონე ბავშვებს აგზავნიდნენ სპეციალურ ბანაკებში , სადაც
ბიჭები, კასტრაციის შემდეგ, იძულებული იყვნენ ჯარში ემსახურათ, ხოლო ჰორმონების მეშვეობით ხდებოდა 8-დან 11 წლამდე გოგოების
დაჩქარებული მომწიფება და გასამრავლებლად გამოყენება . [6] დაახლოებით 200 000 პოლონელი ბავშვი ემსხვერპლა მოტაცებას .
• ყველაზე მაღალ საფეხურს მიეკუთვნებოდნენ ხორვატიელები , სლოვაკები და ბულგარელები . ეს ქვეყნები მიიჩნეოდნენ გერმანიის
მოკავშირეებად. ბულგარეთს საშუალება მიეცა, რომ ჰქონოდა საკუთარი მთავრობა და საკუთარი წესები ებრაელების შესახებ . მსგავსი სიტუაცია
იყო ხორვატიასა და სლოვაკეთშიც, სადაც მათ საკუთარი სურვილით გაატარეს ანტისემიტური კანონები .[7]
• თუმცა ჩნდება კითხვა, თუ რატომ იყვნენ აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ კონკრეტული სლავური ჯგუფები და რატომ დაიყვნენ მაინცდამაინც ასე .
მითუმეტეს საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1939 წლამდე გერმანიის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ საკმაოდ პოზიტიური იყო . 1934 წელს
გერმანიასა და პოლონეთს შორის არააგრესიულობის პაქტიც კი დაიდო , ასევე ნაცისტური პარტიის არაერთი ლიდერი პატივს სცემდა
პოლონეთს, მათ შორის ჰიტლერიც. თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა , როდესაც პოლონეთმა უარყო გერმანიის მოთხოვნები
დანციგის დათმობის შესახებ და ამასთანავე მიიღო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა მისი ტერიტორიების დაცვაში . სწორედ წინააღმდეგობის
გაწევის გამო გერმანიამ გამოაცხადა პოლონელები რასობრივად მდაბლად . პოლონეთის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ , რომ ის ქვეყნები ,
რომლებიც ხელს უწყობნენ გერმანიას, როგორებიც იყო ბულგარეთი და სლოვაკეთი , შესაბამისად ღირსეულად ითვლებოდნენ , ხოლო
წინააღმდეგობის გამწევი ქვეყნები გერმანიის თვალში პირიქით არაფრის ღირსნი ხდებოდნენ .
ჰოლოკოსტის უარყოფა
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი,
როგორც მოვლენა არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას
საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს.
„გაეროს“ გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის
რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ
უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26
იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის
საერთაშორისო დღის წინა დღით, „გაეროს“ გენერალურმა
ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,ჰოლოკოსტის, როგორც
ისტორიული ფაქტის გასამართლებისა. დოკუმენტს დაეთანხმა
103 ქვეყანა 192 გენასამბლეის წევრთაგან.

You might also like