You are on page 1of 4

მრავალფეროვანი გარემო

„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“

შოთა რუსთაველი

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის,


სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილებისა თუ სხვა ნიშნით. აქვთ განსხვავებული შეხედულებები,
ღირებულებები, ტრადიციები, ქცევის წესები და ა.შ. გარემოს, სადაც მთელი საზოგადოება, მათ
შორის ყველა უმცირესობათა ჯგუფი თანაბრად მონაწილეობს საზოგადოებისათვის
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგვიძლია მრავალფეროვანი გარემო
ვუწოდოთ.

მრავალფეროვნება ეფუძნება ფაქტს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები


აღიარებენ თითოეული ადამიანის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას, პატივს სცემენ და
იმეცნებენ ერთმანეთს განსხვავების მიუხედავად, რასაც შედეგად მოაქვს საზოგადოების უფრო
ფართო თანამონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ეს კი
დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

რასობრივად და ეთნიკურად მრავალფეროვანია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც სხვადასხვა


რასისა და ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობაა დასახლებული, რომელთაგანაც ერთი რასა ან
ეთნოსი შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას, თუმცა საზოგადოება აღიარებს და პატივს
სცემს სხვა ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობას როგორც თანასწორს. რასობრივი და
ეთნიკური მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც
მსოფლიში არსებული თითქმის ყველა რასისა და ეთნიკური კუთვნილების ადამიანები
ცხოვრობენ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მრავალფეროვანი გარემოს ცნება დაკავშირებულია ადამიანთა თანასწორობის აღიარებასთან.


დღეს თანასწორობა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად მიიჩნევა, თუმცა საუკუნეების
მანძილზე განსხვავებული ადამიანების დევნა, მასობრივი განადგურება, სისხლისმღვრელი
ომების გაჩაღება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ადამიანებს დევნიდნენ, იძულებით ამუშავებდნენ
და სხვადასხვა სასტიკი მეთოდით უსწორდებოდნენ მხოლოდ იმის გამო რომ ისინი
განსხვავდებოდნენ რაიმე ნიშნით სხვებისგან.

დევნა რელიგიური განსხვავებულობის ნიშნით

1572 წელს საფრანგეთში მასობრივი განადგურება დაიწყო რელიგიური ნიშნით. 24 აგვისტოს


წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს, პარიზში ჰუგენოტთა ერთ-ერთი ბელადის ანრი
ნავარელის ქორწილი იმართებოდა, რომელსაც უამრავი ჰუგენოტი ესწრებოდა. ეს ფაქტი
გამოიყენეს მოწინააღმდეგეებმა: ეკატერინე მედიჩი, კათოლიკე ბელადების - ჰერცოგი გიზების
თაოსნობით სათავეში ჩაუდგა ჰუგენოტებზე თავდასხმას, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი
დაიხოცა. ამგვარი სისასტიკის მიზეზი კი მხოლოდ ჰუგენოტთა განსხვავებული რელიგია იყო.
ისტორიაში ეს ფაქტი „ბართლომეს ღამის“ სახელით შევიდა. თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ
ერთდღიანი თავდასხმა ჰუგენოტებზე. იგი ბართლომეს ღამემდე და მას შემდეგაც
მიმდინარეობდა და წარმოადგენდა ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში მიმდინარე რელიგიური
კონფლიქტების მხოლოდ ერთ ნაწილს.

საბოლოოდ რელიგიური კონფლიქტები, კერძოდ კი რელიგიური მიზეზით დაწყებული 30


წლიანი ომი1648 წელს ვესტფალიის ზავით დასრულდა. რელიგიურმა ომებმა უდიდესი
ეკონომიკური ზიანი მოუტანა ევროპას და ფაქტობრივად გაანახევრა მოსახლეობა.
განსაკუთრებით დაზარალდა გერმანია, სადაც ზოგიერთმა სამთავრომ ომამდელი მოსახლეობის
80-90 % დაკარგა. ზავით კი საბოლოოდ წერტილი დაესვა ევროპაში რელიგიურ ნიადაგზე
წარმოებულ ომებს.

ვესტფალიის ზავმა სათავე დაუდო საერთაშორისო სისტემას, რომელიც სუვერენიტეტის მქონე


სახელმწიფოებისგან შედგება. ყველა სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენია, ხოლო
საერთაშორისო ასპარეზზე თანასწორი სხვა სუვერენ სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე,
პოსტ-ვესტფალიურ საერთაშორისიო წესრიგში დამკვიდრდა სუვერენულ სახელმწიფოთა
თანასწორობის პრინციპიც.

შავკანიანი მონების მდგომარეობა

მე-15-დან მე-20 საუკუნემდე მილიონობით შავკანიანი ადამიანი გახდა მონათვაჭრობის


მსხვერპლი. აფრიკის კონტინენტიდან მოსახლეობა გემებით, არაადამიანურ პირობებში
გადაჰყავდათ და ყიდდნენ, რის შემდეგაც მათ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ
პლანტაციებში. ასეთი სასტიკი მოპყრობის მიზეზი კი თეთრკანიანთა დამოკიდებულება იყო.
ისინი შავკანიანებს მათი კანის ფერის გამო ადამიანებად არ მიიჩნევდნენ, მათ თავიანთ
საკუთრებად, ნივთად განიხილავდნენ, რომლის მოვალეობაც მხოლოდ სამუშაოს შესრულება
იყო.

საერთო ჯამში აფრიკის ტერიტორიიდან 80 მილიონამდე მონა იქნა გაყვანილი, ეს იყო


ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა, რომელიც სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა.
მონათვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ ევროპაში დაიწყო: 1787 წელს ინგლისში
ჩამოყალიბდა მონათვაჭრობის საწინააღმდეგო ასოციაცია, 1792 წელს დანიამ აკრძალა მონების
ყიდვა, ეტაპობრივად მთელი ევროპის მასშტაბით დაიწყო ძვრები, 1890 წელს ბრიუსელში შედგა
კონფერენცია, სადაც მონობის ამკრძალავ აქტს ხელი 18 სახელმწიფოს მოქალაქემ მოაწერა.
აღნიშნული აქტი ამბობდა: „შავკანიანთა ვაჭრობა უნდა შეწყდეს ხმელეთზეც და ზღვაშიც.“
აშშ-ში მონობის გაუქმება სამოქალაქო ომთან არის კავშირში. მე-19 საუკუნის დასაწყისში
ჩრდილოეთი და სამხრეთ შტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამის მთავარი მიზეზი
იძულებითი შრომისადმი განსხვავებული შეხედულებები იყო. ამ ყველაფერს თან ერთვოდა
მონათა და გლეხთა აჯანყებები. 1854 წელს შეიქმნა რესპუბლიკური პარტია, რომელიც გმობდა
მონობას და 1860 წელს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდა, რასაც მოჰყვა სამხრეთ
ნაწილის აჯანყება და სამოქალაქო ომის დაწყება. ბრძოლა ჩრდილოელთა გამარჯვებით
დამთავრდა, რასაც მონობის აკრძალვა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მონობის გაუქმების აქტიური
მომხრე აბრაამ ლინკოლნი იყო. სწორედ ის გახდა პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი,
რომლის მმართველობის პერიოდშიც მიღებულ იქნა კონსტიტუციის მე-13 შესწორება მონობის
აკრძალვის შესახებ.

ტოტალიტარული რეჟიმები განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ

მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტურმა გერმანიამ ევროპელ ებრაელთა 60%-მდე, ბოშათა
მესამედი, 50 000-მდე შშმ პირი, 10 000-იდან 25 000-მდე ჰომოსექსუალი და ათასობით იეჰოვას
მოწმე გაანადურა, ეთნოსის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნებით. ამის
მიზეზი კი ის შეხედულება იყო, რომლის თანახმად გერმანელები მაღალი კლასის ადამიანებს
წარმოადგენდნენ, რაც მათ „დაბალ რასებზე“ უპირატესობას ნიშნავდა. ეს მოვლენები დღეს
ჰოლოკოსტის სახელით არის ცნობილი.

საბჭოთა კავშირში ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების, რწმენის, ეთნიკური და სხვა


ნიშნებით ხვრეტდნენ, აშიმშილებდნენ და ასახლებდნენ შორეულ აღმოსავლეთსა და
ცენტრალურ აზიაში, სადაც ისინი ტყვეობაში ასრულებდნენ სიცოცხლეს. საბჭოთა
პოლიტიკურმა რეჟიმმა მიზანმიმართულად მასობრივად გაანადგურა ადამიანები უკრაინაში,
მხოლოდ იმის გამო, რომ მათში ჩაეხშო განსხვავებული შეხედულებები. აღნიშნული გეგმა მან
პურის/ხორბლის სრული კონფისკაციითა და საყოველთაო შიმშილის გამოწვევით
განახორციელა, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს მოვლენა ისტორიაში
„ჰოლოდომორის“ სახელით შევიდა.

2008 წელს ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად


აღიარა, ხოლო 2022 წლის დეკემბერში გენოციდად.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში რეპრესიების მხვერპლნი გახდნენ კრიტიკულად


მოაზროვნე ადამიანები. ყველა ვისაც შეეძლო პროტესტის გამოხატვა დახვრიტეს ან
გადაასახელს, მათ შორის იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე და სხვები. საბჭოთა კავშირის დროს განადგურდა და გადაკეთდა ასობით
საკულტო ნაგებობა, რელიგიური პირები და სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები კი
კონტრრევოლუციონერებად გამოცხადდნენ და დახვრეტითა და გადასახლებით დაისაჯნენ.
ამგვარად, ისტორიის განმავლობაში დომინანტი ჯგუფების მიერ ადამიანთა მასობრივი
განადგურების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მათი განსხვებული რასა, სქესი, რელიგია,
ეთნიკური წარმომავლობა და შეხედულებები იყო.

ბრძოლა თანასწორობის მოსაპოვებლად

ზემოთ ჩამოთვლილმა ისტორიულმა მოვლენებმა ადამიანებს უბიძგა, რომ მათ დაეწყოთ


ბრძოლა თანასწორობის მოსაპოვებლად, რაც საბოლოო ჯამში დაასრულებდა გაჩაღებულ ომებს
და უზრუნველყოფდა მშვიდობიან თანაცხოვრებას. თანასწორობისათვის ბრძოლის მაგალითები
მრავლად გვაქვს ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალთა
მოძრაობის (სუფრაჟისტები) გააქტიურება, რასაც ინგლისში ქალებისათვის საარჩევნო ხმის
უფლების მინიჭება მოჰყვა.

მანამდე, 1789-1799 წლებში საფრანგეთში რევოლუციის წყალობით მონარქიული რეჟიმები


დაემხო. რევოლუციის ლოზუნგი იყო „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა.“ აღსანიშნავია
ასევე მარტინ ლუთერ კინგის ლიდერობით მასობრივი დემონსტრაციებისა და სამოქალაქო
აქტივიზმის შედეგად რასიზმის აღმოფხრა აშშ-ში. მარტინ ლუთერ კინგი იყო რასიზმის
წინააღმდეგ დემონსტრაციის ლიდერი, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა. 1963 წლის
28 აგვისტოს მან საკუთარი ისტორიული სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ წარმოთქვა და ვაშინგტონში
ლინკოლნის მონუმენტთან აქციაზე მყოფ 300 ათასამდე ადამიანს მიმართა. ეს ღონისძიება
ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და მას შედეგად მოჰყვა „სამოქალაქო
უფლებების შესახებ“ აქტის მიღება, რომელიც კრძალავდა დისკრიმინაციას საჯარო სივრცეებში.

თანასწორობის მოსაპოვებლად ბრძოლის მაგალითად ასევე მიიჩნევა როზა პარქსი. პარქსმა


ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერის მუნიციპალურ ავტობუსში მომხდარი ინციდენტით
გაითქვა სახელი. 1955 წლის 1 დეკემბერს მან კანონისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინა და
მძღოლის მოთხოვნის მიუხედავად, თეთრკანიან მგზავრს ადგილი არ დაუთმო, რის გამოც
ციხეში აღმოჩნდა. პარკსის დაპატიმრებას მოჰყვა საყოველთაო გაფიცვა, რომელიც მონტგომერის
ავტობუსის ბოიკოტის სახელითაა ცნობილი. 381 დღის მანძილზე მონტგომერის შავკანიანი
მოსახლეობა საქალაქო ავტობუსების ქსელს ბოიკოტს უცხადებდა და ფეხით, ველოსიპედით ან
ტაქსით გადაადგილდებოდა. პროტესტის არაძალადობრივმა ფორმამ შედეგი გამოიღო და
საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის კანონი გაუქმდა, რაც აშშ-ში
შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში მოპოვებული პირველი დიდი გამარჯვება
იყო. შემდგომში პარქსის წინააღმდეგობრივი აქტი და მონტგომერის ბოიკოტი რასობრივი
სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა.

You might also like