You are on page 1of 3

აშშ XX ს 50-80 წლებში

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში XX საუკუნის მეორე ნახევარი სამოქალაქო უფლებებისთვის


საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიური ბრძოლით გამოირჩევა. განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა შავკანიანი
ამერიკელების ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის.

II მსოფლიო ომის შემდეგ უკეთესი სამუშაოს შოვნის და მეტი თანასწორუფლებიანობის მიღწევის იმედით ბევრი
შავკანიანი სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადადიოდა. მაგრამ მათ იქაც „ცუდი“ სამუშაო მიიღეს, რომლითაც ძნელი
იყო ოჯახის რჩენა. სამხრეთში სეგრეგაცია ამკვიდრებდა კანონი, ჩრდილოეთში კი ყოფა-ცხოვრება.

ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ აშშ ვერ იქნებოდა თავისუფალი სამყაროს ღირსეული ლიდერი და ცივი ომის პირობებში
ვერ მიიღებდა აზიისა და აფრიკის მრავალი ქვეყნის მხარდაჭერას, თუ არ შეცვლიდა თავის სეგრეგაციულ
პოლიტიკას. პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი მხარს უჭერდა რასებს შორის პოლიტიკურ, მაგრამ არა სოციალურ
თანასწორობას. 1948 წელს მან აკრძალა დისკრიმინაცია სახელმწიფო სამსახურში აყვანისას. არმიასა და ფლოტში
ყველა რასისთვის თანაბარი პირობები დაწესდა. 1954 წ გაუქმდა სეგრეგაციის კანონი სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
თუმცა დესეგრეგაცია არ მომხდარა ყველგან და ყველა სფეროში. სამხრეთ შტატების აფროამერიკულ მოსახლეობას არ
ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რასობრივი სეგრეგაცია ჯერ კიდევ არსებობდა ტრანსპორტში,
სასტუმროებში, რესტორნებში, საავადმყოფოებსა და სამსახურებში. დესეგრეგაცია არ მომხდარა ზოგიერთ სკოლაშიც.

შავკანიანი ამერიკელები თანასწორუფლებიანობისთვის იბრძოდნენ როგორც მშვიდობიანი, ასევე ძალისმიერი


მეთოდებით. უმეტესობამ ბრძოლის პირველი ფორმა აირჩია. მათი ლიდერი იყო ბაპტისტი მოძღვარი მარტინ ლუთერ
კინგი. აფროამერიკელები იბრძოდნენ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებისთვის. მართალია კონსტიტუციის XV
შესწორება უკვე ითვალისწინებდა მათი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაგრამ მისი რეალიზება
ადმინისტრაციული თვითნებობის გამო ხშირად შეუძლებელი იყო. ამერიკაში თეთრებსა და შავებს შორის არსებული
უთანასწორობა ეროვნულ პრობლემად იქცა. თავდაპირველად პრეზიდენტი კენედი არ ჩქარობდა ამ პრობლემის
გადაწყვეტას. მას სამხრეთელი კონგრესმენების მხარდაჭერის დაკარგვის ეშინოდა. მაგრამ მოვლენათა განვითარებამ
აიძულა პრეზიდენტი, დაეწყო აქტიური მოქმედება. მაგალითად, როდესაც 1962 წ შავკანიანი ჯეიმს მერედითი არ
მიიღეს მისისიპის შტატის უნივერსიტეტში მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო, კენედიმ იქ კანონიერებისა და
წესრიგის აღსადგენად ფედერალური ჯარი გაგზავნა. 1963 წ იანვარში კი, როგორც იქნა, კონგრესს გადასცა
„სამოქალაქო უფლებათა ბილის“ კანონპროექტი. კენედის ბილის მხარდასაჭერად, 1963 წ 28 აგვისტოს ვაშინგტონში
200 000 მა ადამიანმა გამართა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემონსტრაცია „თავისუფლების მარში“.
მიტინგის კულმინაცია იყო ლინკოლნის მემორიალთან მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა თავისი ისტორიული
სიტყვით „მე ვოცნებობ“. მაგრამ კონგრესი გულგრილი დარჩა ხალხის მოთხოვნებისადმი. კენედის ბილის კანონად
ქცევა მხოლოდ მისი მკვლელობის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1964 წ ივნისში ბილი მიიღო სენატმა, 2 ივლისს
წარმომადგენლობითმა პალატამ. ამავე დღეს ახალ კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯონსონმა. კანონი კრძალავდა
რასობრივ დისკრიმინაციას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე სამუშაოზე მიღებისას. 1965 წ მიიღეს კანონი
საარჩევნო უფლების შესახებ.

აფროამერიკელთა უფლებების ზრდის პარალელურად იზრდებოდა სეგრეგაციის დამცველ ორგანიზაციათა


აქტიურობა. მათ შორის ექსტრემიზმით გამოირჩეოდა „კუ კლუქს კლანი“. ისინი არბევდნენ აფროამერიკელთა
სახლებს და დაუნდობლად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.

1968 წ გაზაფხულზე ექსტრემისტებმა მოკლეს მარტინ ლუთერ კინგი. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე ბედი ეწია
სენატორ რობერტ კენედის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ
ორგანიზაციებს. 70-იანი წლებიდან აფროამერიკელებმა ბრძოლის ახალი, უფრო ეფექტური საშუალება გამონახეს,
რომლის მეთაურიც მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი - ჯესი ჯეკსონი გახდა. ის მიიჩნევდა, რომ ბრძოლის
ასპარეზად არჩევნები უნდა ქცეულიყო. აფროამერიკელებს უნდა ეცადათ რეგიონალურ და ფედერალურ დონეზე
არჩევითი თანამდებობის მოპოვება.
ეს გზა ეფექტური აღმოჩნდა, 1985 წ აშშ-ის 50 000 არჩევითი თანამდებობიდან 5 000 აფროამერიკელები ფლობდნენ (
მათ შორის ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს, ვაშინგტონის, ფილადერფიის მერის თანამდებობებზე ). თავად ჯექსონი 1988
წელს საპრეზიდენტო კამპანიაში დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. შემდეგში
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ბარაქ ობამა - აფროამერიკელი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

აშშ-ში 60-იანი წლების ახალგაზრდები სრულიად ახალი ეპოქის შვილები იყვნენ. მშობლებისგან განსხვავებით ისინი
კომფორტულ გარემოში იზრდებოდნენ. სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და ეკონომიკურმა წინსვლამ ბევრ
ახალგაზრდას უკეთესი, ჰარმონიული სამყაროს შექმნის იმედი მისცა. მაგრამ ყოფითმა კეთილდღეობამ ვერ მოსპო
ძალადობა, სისასტიკე, უთანასწორობა, სიღარიბე.

ახალგაზრდების იმედგაცრუება გადაიზარდა პროტესტში საზოგადოების, მისი მორალის, ცხოვრების წესის, უფროსი
თაობის მიმართ. ახალი თაობა უსამართლობის, ძალადობისა და სხვა მანკიერებათა არსებობაში უფროსი თაობის მიერ
აშენებულ საზოგადოებას ადანაშაულებდა. ახალგაზრდების პროტესტის ფორმები არაერთგვაროვანი იყო. მაშინ
როდესაც ახალგაზრდების ერთი ნაწილი იცავდა საზოგადოებრივ ნორმებს, ბეჯითად სწავლობდა და ემზადებოდა
საზოგადოებაში თავისი თავის დამკვიდრებისთვის, მეორე ნაწილი „ამოვარდა“ საერთო, ჩვეული კალაპოტიდან და
დაუპირისპირდა საყოველთაოდ მიღებულ ცხოვრების წესს. ამიტომ მათ „დროფაუტებს“ უწოდებენ. მათ შექმნეს
საკუთარი კულტურა ე.წ „კონტრკულტურა“. კოსტუმების ნაცვლად მათ ჩაიცვეს ჯინსები, ფოჩებიანი თავისუფალი
ტანსაცმელი, მოიზარდეს თმა და წვერი. საკუთარ თავს ისინი ჰიპებს ან „ყვავილების ბავშვებს“ უწოდებდნენ,
საკუთარი ცხოვრების წესს კი ამერიკელი ინდიელების ბუნებრივ ყოფას ადარებდნენ. ჰიპები ჯგუფებად
ცხოვრობდნენ. მათი საცხოვრებელი ქაოსის, ნგრევისა და უსუფთაობის განსახიერება იყო. ისნი ერთად სხდებოდნენ,
უსმენდნენ მუსიკას, სვავდნენ ჩაის ან ღვინოს, იღებდნენ ნარკოტიკებს. ჰიპები სექსუალური თავისუფლების მომხრე
იყვნენ და არ აღიარებდნენ ოფიციალურ ქორწინებას.

ახალგაზრდების ნაწილი პროტესტის რადიკალურ ზომასაც მიმართავდა. ე.წ „ახალი მემარცხენეები“ მოუწოდებდნენ
აშშ-ში საზოგადოებრივი წყობის შეცვლისაკენ. მათ სძულდათ „ისთებლიშმენთი“, მათი მიბაძვის ღირსი გმირები
იყვნენ რადიკალური ორგანიზაცია „შავი მუსლიმების“ ლიდერი, ყოფილი პატიმარი მალკოლმ იქსი და კუბელი
რევოლუციონერი „კომენდანტე ჩე“ ( ერნესტო ჩე გევარა )

ჰიპური მოძრაობა ამერიკიდან ევროპასაც მოედო. 70-იანი წლების ბოლოს ჰიპურმა მოძრაობამ ამოწურა თავისი თავი
და უდიდესმა ნაწილმა შეძლო დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას. ნაწილმა კი ეს ვერ მოახერხა და მარადიულ
მარგინალად დარჩა.

კანის ფერი არ იყო ერთადერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ამერიკის მოქალაქეები განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისგან უფლებრივად. კიდევ ერთი ასეთი ნიშანი იყო ადამიანის სქესი. ამერიკელი ქალები თავს
„მეორეხარისხოვან“ მოქალაქეებად გრძნობდნენ და დაიწყეს ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის.

პირველი მასშტაბური ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის XIX საუკუნეში დაიწყო, რომლის მთავარი მოთხოვნა
ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება იყო. პირველად ქალებმა 1893 წ მოიპოვეს საარჩევნო
უფლება ახალ ზელანდიაში. I მსოფლიო ომამდე ევროპაში ეს უფლება მოიპოვეს ფინელმა და ნორვეგიელმა ქალებმა.

XX ს 60-იან წლებში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალი ტალღა აგორდა. გაჩნდა ახალი იდეოლოგია
„ფემინიზმი“. 1963 წ ფემინისტმა ქალმა, მწერალმა ბეტი ფრიდანმა გამოსცა წიგნი „ქალის საიდუმლო“. ავტორი
აანალიზებდა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებს, სადაც ქალები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი
პროცესში. ბევრი ქალი თავს უბედურად და იმედგაცრუებულად თვლიდა სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებამ მას
დედის და დიასახლისის როლი არგუნა.

პირველ წარმატებას ამერიკელმა ქალებმა 1964 წ მიაღწიეს, როდესაც კონგრესმა დამატება შეიტანა კანონში,
რომლითაც კრძალავდა დისკრიმინაციას არამარტო რასობრივი, არამედ გენდერული ნიშნითაც.
1966 წ შეიქმნა „ქალთა ეროვნული ასოციაცია“, რომელმაც მთავარ მიზნად საზოგადოებრივ საქმეებში ქალების
სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა გამოაცხადა. ქალების მოძრაობა თანასწორუფლებიანობისთვის
გაგრძელდა 70-იან წლებში. ამერიკელმა ქალებმა მიაღწიეს იმას, რომ 1972 წ კონგრესმა მიიღო კონსტიტუციის
შესწორება ქალთა სრული თანასწორუფლებიანობის შესახებ. მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილება ვერ იქცა კანონად.
მის რატიფიკაციას 3 შტატის ხმა დააკლდა. კონსტიტუციის შესწორების კანონად ქცევისთვის აუცილებელია შტატების
¾ ის მიერ მისი რატიფიკაცია.

You might also like