You are on page 1of 1

კომპლექსური

ანდრია ქურდაძე

მონობის გაუქმება
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ამერიკული
რევოლუციის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ამერიკის
სამოქალაქო ომი ითვლება. ე.წ. სამხრეთისა და ჩრდილოეთის
შტატების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა, მათი ცხოვრების წესი
ძალიან განსხვავდებოდა.1860 წელს, როდესაც საპრეზინდეტო
არჩევნებში აბრაამ ლინკოლნმა გაიმარჯვა, დაძაბულობამ
კულმინაციას მიაღწია.ლინკოლნი მონათმფლობელურ შტატებში
არსებულ წყობას არ ემუქრებოდა, მაგრამ აცხადებდა, რომ არ
დაუშვებდა ახალ ტერიტორიებზე ჩამოყალიბებულ შტატებში მონობის
დაწესებას.ამის შედეგად, ამერიკის სენატში დაირღვეოდა თავისუფალ
და მონათმფლობელურ შტატებს შორის არსებული თანასწორი
რაოდენობის პარიტეტი და ჩრდილოეთის მესვეურნი ყოველთვის
მათთვის სასურველ და სამხრეთისთვის საზიანო პოლიტიკას
გაატარებდნენ. ამიტომ სამხრეთის შტატების ელიტამ სისრულეში
მოიყვანა თავისი დიდი ხნის მუქარა და კავშირიდან გასვლა
გადაწყვიტა - თავდაპირველად 7 შტატმა, რომლებსაც მოგვიანებით
კიდევ ოთხი შტატი შეუერთდა... 1861 წლის თებერვალში სამხრეთის
შტატებმა ახალი სახელმწიფოს -ამერიკის შტატების კონფედერაციის
შექმნის შესახებ გამოაცხადეს და ახალი კონსტიტუციაც შეიმუშავეს;
პრეზიდენტად ყოფილი სენატორი მისისიპის შტატიდან ჯეფერსონ
დეივისი აირჩიეს, დედაქალაქად კი ვირჯინიის დედაქალი რიჩმონდი
დაასახელეს.

You might also like