You are on page 1of 16

მე 4 ლექცია

1860-იანი წლები

1860-1869 წლები

 ამერიკის სამოქალაქო ომის დეკადაში 448.970 თავისუფალი ზანგი და


3.953.760 მონა იყო.
 მოკავშირეთა არმიისთვის დოროთეა დიქსი დანიშნეს ექთნების
ზედამხედველად.
 იზრდება ფასები, პარსვა- 6 ცენტი, თმის შეჭრა-12 ცენტი, შამპუნი- 25, წაულას
ბეწვის მუფტის რეკლამა 10$ ღირდა ნიუ-იორკ თაიმსში
 ბეისბოლის კონვენციამ წარადგინა 91 კლუბი ნიუ-იორკში
 ჩიკაგოში Union yards გაიხსნა
 პირველად ქალთა „ვასარ კოლეჯის“ პრეზიდენტი ქალი გახდა
 მარია მიტჩელი Maria Mitchell გახდა პირველი ქალი ასტრონომიის
პროფესორი
 ვაიომინგში ოქრო აღმოაჩინეს
 კონგრესმა მრავალცოლიანობის the Morrill Act წინააღმდეგ კანონი მიიღო, რომ
შეეჩერებინა მრავალცოლიანობა polygamy მორმონების ტერიტორიებზე
 მადლიერების დღე დღესასწაულად იქცა
 გამოჩნდა კუ-კლუქს კლანი
 5% გაიზარდა საშემოსავლო გადასახადები 10 000$ ნაკლებ შემოსავალზე და 10
% - მეტ შემოსავალზე

1
ხელოვნება და არქიტექტურა

პეიზაჟის ხატვა კვლავ ყველაზე პოპულარული რჩებოდა (მდინარე ჰუდზონის


სკოლის წარმომადგენლები ჯასპერ კროპსი Jasper Cropsey და Albert Bierstadt ალბერტ
ბიერშტატი). ამ პერიოდში იწყება ე.წ. ამერიკული რეალიზმიც, რომელიც სამოქალაქო
ომისა და ინდუსტრიალური მშენებლობის პროცესს ასახავდა. სამოქალაქო ომის
პერიოდის მხატვრები ჰომერი Winslow Homer (Prisoners from the Front paintings), ინესი
George Innes და სპენსერი Lily Martin Spencer ომის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების
სურათებს ხატავდნენ, ხოლო კურიერი და აივესი კი ამ თემაზე კარიკატურებს
Caricatures by Currier and Ives ქმნიდნენ. წვერებიანი ბიძია სემის პირველი კარიკატურა
ჰარპერსის ჟურნალში გამოჩნდა. პრიმიტივისტი მხატვრები ჰიკსი Edward Hicks და
Erastus Salisbury Field ფილდი კვლავ მოღვაწეობდნენ. გაჩნდნენ იმპრესიონისტებიც, მათ
განასახიერებდა George Inness's Delaware Water Gap

ხელოვნებაში იაპონური ხელოვნების გავლენა იგრძნობოდა. მაგალითად, ტილოები


თეთრი გოგონა (თავად უისლერის დედა). სამუელ კოლმანმა Samuel Colman და ჯეიმს
სმილიმ James D. Smillie ამერიკის აკვარელის მხატვრების საზოგადოება American Water
Color Society შექმნეს. თანდათანობით იწყება რეკლამის ხელოვნების დონეზე აყვანაც.
ომის დროს კიდევ უფრო გაიზარდა წამყვანი პიროვნებების ძეგლთა მოთხოვნა,
შესაბამისად, თომას ბოლმა დაასრულა ვაშინგტონის ძეგლი ბოსტონში, ჰირამ პოუერსმა
Hiram Powers დანიელ ვებსტერის, ჯონ კალჰაუნის და ენდრიუ ჯექსონის ძეგლები
შექმნა.

 Civil War Photographers - Mathew Brady, Timothy O'Sullivan, and Alexander Garder

ბიზნესი და ეკონომიკა

2
1860-იან წლებში სარკინიგზო მაგისტრალებმა და სატელეგრაფო ხაზებმა ამერიკის
ეკონომიკა შეცვალეს. 1860 წლისთვის შეერთებულ შტატებში 30 000 მილის სარკინიგზო
გზა გაკეთდა. იმ წელს ფედერალურმა მთავრობამ მიიღო წყნარი ოკეანის სატელეგრაფო
აქტი Pacific Telegraph Act, მისური და კალიფორნიას შორის სატელეგრაფო ხაზის
გასაყვანად. 1861 წელს დასრულდა ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი
transcontinental telegraph კალიფორნიაში. კონგრესმა დაამტკიცა წყნარი ოკეანის
სატელეგრაფო აქტი 1862 წელს, დააკავშირა წყნარი ოკეანის სარკინიგზო მაგისტრალთან
Union Pacific Railroad. პენსილვანიის სარკინიგზო მაგისტრალი Pennsylvania Railroad
გახდა პირველი ამერიკული სარკინიგზო მაგისტრალი American railroad, რომელმაც
ფოლადის რელსები გამოიყენა 1863 წელს. 1868 წლის "ერიის ომმა""Erie War"
კორნელიუს ვანდერბილი Cornelius Vanderbilt ნეგატიურად განაწყო ჯეი გოულდთან Jay
Gould და ჯიმ ფისკთან Jim Fisk „ერი სარკინიგზო“ ფინანსებზე კონტროლის გამო. 1869
წელს მატარებელმა-მაცივარმა განახორციელა ახალი ხორცის პირველი
ტრანსპორტირება ჩიკაგოდან აღმოსავლეთ სანაპიროზე. როგორც ინდუსტრიული
წარმოების სისტემები დამყარდა, განვითარდა ურბანიზაცია.

1861-1865 წლებში ჩრდილოეთის და სამხრეთის ეკონომიკამ აჩვენა სექციური


განსხვავებები sectional differences. ომის დროს წარმოებამ და მთავრობის მძიმე ხარჯებმა
შეუწყო ხელი ჩრდილოეთ ეკონომიკის განვითარებას. ომის დიდმა დანაკარგებმა და
ძირითადი შრომითი მიწოდების დაშლა disintegration of the main labor supply, როგორც
მონობა, წაიშალა და ვერც კონფედერაციულმა ვალუტამ Confederate currencies შეუწყო
ხელი განწირული ეკონომიკის შექმნას სამხრეთში. 1862 წელს მთავრობამ (ჩრდილოეთი)
მიიღო პირველი საშემოსავლო გადასახადი first income tax სამოქალაქო ომის ხარჯების
დაფინანსების მიზნით. სამხრეთით სოფლის მეურნეობა ომის დროს გაუარესდა.
ბამბაზე Cotton, მთავარი შემოსავლების წყაროზე, მკვეთრად დაეცა ფასები და სხვა
ქვეყნის ექსპორტს იწყებდა. მსხვილი მეურნეობები დაიშალა მცირე ნაკვეთებად, ხოლო
მეწარმე-მეურნეებს sharecroppers მოყავდათ მოსავალი, მათი მოგების ნაწილი კი მიწის
მესაკუთრეებთან მიდიოდა. ამ მეწარმე მეურნეების დასახმარებლად დაიწყო მოძრაობა
Grange movements. ომისშემდგომ სამხრეთში ინდუსტრიალიზაციამ industrialization
3
ხელი შეუწყო ისეთი ქალაქების დივერსიფიკაციასა და კომერციალიზაციას, როგორიცაა
ატლანტა. რკინიგზის მშენებლობა დასრულდა და ე.წ. ქარფეტბეგერსები (ხალხი,
რომელიც სამხრეთში ჩამოდიოდა ჩრდილოეთიდან სამოქალაქო ომის შემდეგ)
carpetbaggers ჩამოვიდნენ ახალი ბიზნესის დასაწყებად.

პირველი greenbacks გამოიცა ფედერალური მთავრობის მიერ 1862 წელს (პირველი


ეროვნული ქაღალდის ფული national paper money). მილტონ ბრედლიმ Milton Bradley
დაიწყო სამაგიდო თამაშების გაკეთება 1860 წელს. ასევე, 1862 წელს,F.A.O Schwarz – მა
ნიუ – იორკში გახსნა ლამაზი სათამაშოების მაღაზია. 1864 წელს აშშ-ში დაიწყო
გრავიურა მონეტებზე "In God We Trust". 1865 წელს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა
შექმნა საიდუმლო მომსახურების სააგენტო Secret Service Agency ფულის
ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად. 1865 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა ჩიკაგოს
კავშირის ფონდები Chicago Union Stockyards. 1867 წელს ფრენსის W. Ayer- მა Francis W.
Ayer დაიწყო სარეკლამო ბიზნესი ფილადელფიაში, სახელწოდებით N.W. Ayer & Son ,
რომლებიც თანამედროვე სარეკლამო ტექნიკის პიონერები იყვნენ. ედვინ და ოლივერ
ნორტონებმა Edwin and Oliver Norton დაიწყეს ქილების წარმოება ჩიკაგოში მდებარე
პატარა კომპანიაში. Deere & Company მა დაიწყო ფერმის აღჭურვილობის წარმოება.
ჯოზეფ კემპბელმა და აბრამ ანდერსონმა შექმნეს Campbell Soup Company.

1861 წელს შეიქმნა ამერიკის მაღაროელთა ასოციაცია American Miners' Association,


რომელიც გახდა ერთ – ერთი პირველი ინდუსტრიის ფართო გაერთიანება. ჩრდილოეთ
ამერიკის საერთაშორისო ინდუსტრიული ასამბლეა ჩამოყალიბდა 1864 წელს.
მოგვიანებით იგი გახდა ეროვნული შრომითი კავშირი National Labor Union (1866). 1866
წელს მუშებმა ჩაატარეს გენერალური გაფიცვა 8-საათიანი სამუშაო დღისთვის.
მასაჩუსეტი იყო პირველი შტატი, რომელმაც მიიღო ქარხნის შემოწმების შესახებ კანონი
a factory inspection law 1868 წელს. ისააკ მაერსმა Isaac Myers შექმნა ე.წ. ფერადი
ეროვნული შრომითი კავშირი Colored National Labor Union 1869 წელს. შეიქმნა აგრეთვე
„შრომის რაინდები“The Knights of Labor, რომლებიც მუშაობდნენ სამკერვალო მუშაკთა
უფლებების დასაცავად.

4
წიგნები და ლიტერატურა

ბუნებრივია ლიტერატურაც ასახავდა ომს. ჰენრი ტიმროდი Henry Timrod


კონფედერაციის პოზიციას ასახავდა, ბრონლოუს Wm. G. Brownlowრომანი The Rise,
Progress, and Decline of Secession, სამხრეთს კიცხავდა და 100 ათასი ცალი გაიყიდა.
პოეტები ნატანიელ ჰოუთორნი, ემილი დიკინსონი, რალფ უოლდო, ემერსონო კვლავ
ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ. პოპულარული იყო პოლიტიკური სატირა. Petroleum
Vesuvious Nasby (David Ross Locke) ამერიკული იუმორი ლიტერატურაში ასახავდა
მიმდინარე მოვლენებს Charles Farrar Browne (Artemus Ward). ძალზე პოპულარული
გახდა ე.წ. ათცენტიანი რომანები, ასევე მათ ბულვარულ რომანებს უწოდებდნენ. მათი
ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო ერასტუს ბიდლი Erastus Beadle, რომელმაც
დასავლეთში ყაჩაღთა, ინდიელთა და სხვადასხვა თავგადასავლის მაძიებელთა
ცხოვრებას აღწერდა. მისი ერთ-ერთი პირველი რომანი „ მალაესკა თეთრი მონადირის
ინდიელი ცოლი“ 300 ათასი ტირაჟი გაიყიდა. რომანტიკული რომანები კვლავ
პოპულარული იყო Miriam Coles Harris „ Rutledge“ 130 ასეთი რომანი გამოაქვეყნა.
აგრეთვე ბრიტანელმა მის ჰენრი ვუდმა Mrs. Henry Wood გამოაქვეყნა რომანი East Lynne,
რომელიც ერთი მილიონი ტირაჟით გაიყიდა. ეს ავტორები ძირითადად
რომანტიზირებულ ცხოვრებას აღწერდნენ დასავლეთში. ეს იყვნენ ასევე მწერლები John
Brent, Theodore Winthrop. დასავლეთში Bret Harte გამოაქვეყნა The Outcasts of Poker Flat
იყო ასევე სამხრეთის მიმართულება, რომლებიც სამოქალაქო ომის რომანტიზირებული
აღწერით იყვნენ დაკავებული და, ბუნებრივია, კოლონიურ წარსულს ადიდებდნენ.(
კუკმა John Esten Cooke დაწერა რომანების სერია, რომელშიც შედიოდა Mohun; or, The
Last Days of Lee and His Paladins: Final Memoirs of a Staff Officer Serving in Virginia, From the
Mss. of Colonel Surry, of Eagle's Nest.) იფურჩქნებოდა აგრეთვე დეტექტიური ჟანრიც,
განსაკუთრებით დაამახსოვრდა საზოგადოებას უილკი კოლინსის Wilkie Collins
„მთვარის ქვა“ The Moonstone.

5
ამ ათწლეულში ამერიკული რეალიზმიც ჩაისახა, რომელიც ახალი ინდუსტრიული
საზოგადოების რეალისტურ აღწერას ცდილობდა. Rebecca Harding Davis (Life in the Iron
Mills) რეალისტურად ასახავდა მუშათა კლასის ცხოვრებას. ჰორაციო ალჯერმა Horatio
Alger გამოაქვეყნა წიგნები, სადაც ასწავლიდა შრომისმოყვარეობას და ცდუნების

წინააღმდეგობას, რომელიც სიმდიდრისკენ და ცნობადობისკენ გზაც წარმოადგენდა.


სერიაში შედიოდა Ragged Dick, შემდეგ Luck and Pluck. Ragged Dick- ის წიგნები
ასწავლიდნენ ახალგაზრდა ფერმერ ბიჭებს დაეტოვებინათ პატარა ქალაქები და
მოეძებნათ სამუშაო ქალაქებში. ამ პერიოდში მარკ ტვენიც აქვეყნებდა ნაწარმოებს,
რომლების წყალობითაც მთელს ამერიკაში ცნობილი ხდება. Jim Smiley and His Jumping
Frog (The Celebrated Jumping Frog of Calaveras County) და Innocents Abroad.

ბრუკლინში, პლიმუთის კონგრეგაციული ეკლესიის პასტორის ჰენრი უორდ ბიჩერის

Henry Ward Beecher საკვირაო ქადაგებები დაბეჭდილ ფორმაში გამოდიოდა


სამშაბათობით და ხუთ ცენტად იყიდებოდა.

Children's Literature Newspapers (examples)

 Hans Brinker: or The Montana Post | Frontier Scout (North Dakota) | San
Silver Skates by Mary Francisco Chronicle | San Francisco Examiner | | The
Mapes Dodge Atlanta Constitution | The Louisville Courier-Journal
 Little Women by |The Catholic Times
Louisa May Alcott
 Lewis Carroll's Alice's Important Reference
Adventures in
Wonderland (British) The World Almanac | Dictionary of American
was first published in America in 1866. Biography, Vol 1 | Mrs. Beeton's Book of Household
 Antique Children's Picture Books Listed Management | 19th Century Literary Figures
 19th Century Children and What They
Read

6
მიგრაცია და ემიგრაცია

„რკინის ცხენმა“ ხელი შეუწყო დასავლეთის ათვისების ტემპების ზრდას. ამერიკის


განვითარებამ დასავლეთისკენ სულ უფრო შეავიწროვა ინდიელები. მითუმეტეს თუ
მათ მიწაზე რაიმე სასარგებლო წიაღისეულს აღმოაჩენდნენ. ახალმოსულნი მაშინვე
ითვისებდნენ მათ ტერიტორიებს და დადებულ ხელშეკრულებებს არ
ითვალისწინებდნენ. სამოქალაქო ომმა ცოტა ხნით შეაჩერა დასავლეთით სვლა, მაგრამ
მერე სამაგიეროდ გაორმაგდა. მრავალი ომის ვეტერანი სწორედ აუთვისებელ
დასავლეთში აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. თუმცა, ეს მიწები ხშირად
მიწათმოქმედების მაგივრად მეცხოველეობისთვის უფრო ვარგისიანი იყო. სწორედ აქ
წარმოიშვნენ მასობრივად ე.წ კოვბოები, თანაც ეს ომგავლილი ხალხი იარაღსაც
გადასარევად ფლობდა და ხშირად კანონსაც არ ეგუებოდა. ამ პერიოდში დაიწყო ე.წ.
ველური დასავლეთის იმიჯის ჩამოყალიბება, რომელმაც დიდი როლი იტამაშა ამერიკის
კულტურის განვითარებაში. რაც შეეხება უცხოეთიდან ემიგრაციას, ომის დროს ისიც
გარკვეულად შემცირდა, თუმცა, მალევე გაიზარდა. კვლავ ბევრი იყო ემიგრანტი
ჩინეთიდან დასავლეთ სანაპიროზე. ბევრი მათგანი დიდ როლს თამაშობდა
ტრანსკონტინენტალური რკინიგზის მშენებლობაში, თუმცა მათ არც დისკრიმინაციას
აკლებდნენ.

7
BOOKS:

 American Heritage Illustrated History of the United States E178.A9 1988


 Nothing Like It In the World TF23.A48 2000
 The New York City Draft Riots F128.44.B47

VIDEOS:

 Red River PN1997.R43 1997


 How the West Was Won VIDEO HOW (MONT. PUB.)
 The Civil War E468.7.C58 2002

განათლება

სამოქალაქო ომმა განათლებაზეც იმოქმედა და საკლასო ოთახებშიც შეიჭრა, სადაც


ორივე მხარე ბავშვებს საკუთარი პატრიოტიზმით ასაზრდოებდა. თუ მანამდე საერთო
სახელმძღვანელოები იყო, ეხლა სამხრეთმა საკუთარის გამოშვება დაიწყო. ეს ბავშვთა
ანბანის სასწავლებელ წიგნების ტექსტებშიც კი ჩანდა. შეიქმნა სკოლები დაღუპულ
ვეტერანთა ობოლი შვილებისთვის. არითმეტიკის სახელმძღვანელოებში, მაგალითად,
ესეთი ამოცანების იყო -თუ კონფედერაციის ერთ ჯარისკაცს 90 იანკის მოკვლა
შეუძლია, რამდენს მოკლავს ათი კონფედერატი. სამხრეთის შტატებში კარგი განათლება
კვლავ მდიდართა პრივილეგია იყო. მხოლოდ ოთხ შტატში იყო სახელმწიფო სკოლები-
ჩრდ. კაროლინა, ტენესი, კენტუკი და ალაბამა. მოდაში იყო სამხედრო აკადემიები და
უმრავლესობა კერძო იყო. ღარიბები კი ერთოთახიან სკოლებში ე.წ. მინდვრის სკოლებში
სწავლებდნენ. ზანგებზე არაფერს ვამბობთ. დაკავებულ სამხრეთის რაიონებში
ჩრდილოელები სკოლებს ხსნიდნენ ზანგებისთვის. ჩრდილოეთში უკეთესი
მდგომარეობა იყო- სხვადასხვა კლასები ჰქონდათ. საწყის კლასებში გოგოები და ბიჭები
ერთად სწავლობდნენ, მერე კი ანცალკევებდნენ. ზანგები სეგრეგირებულად
სწავლობდნენ. საინტერესოა, რომ 1867 წელს განათლების სამინისტრო გაუქმდა და
განათლების ოფისად გარდაიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და, მხოლოდ, 100
წლის შემდეგ შეიქმნა კვლავ განათლების სამინისტრო. პირველი ინგლისურენოვანი

8
საბავშვო ბაღი გაიხსნა ბოსტონში 1860 წელს. ამავე დეკადაში გაიხსნა ე.წ. შავი
კოლეჯები black colleges ვაშინგტონში Howard University, ატლანტაშივMorehouse College,
ნაშვილში Fisk University და ვირჯინიაში Hampton Institute.

The Morrill Act of 1862, ცნობილი როგორც the Land Grant College Act, საჯარო მიწების
გაყიდული თანხებით ფინანსურად უზრუნველყოფდა კოლეჯებს

BOOKS:

 Going to School During the Civil War: the Union J370 Gra
 Going to School During the Civil War: the Confederacy J370 Gra
 Historical Perspectives on the Education of Black Children LC2741.M67 1995

VIDEOS:

 The Civil War E468.7.C58 2002


 Frederick Douglass E449.D75 F743 1999
 Little Women PS1017.A536.L58 1995 .

LINKS:

 School Days of Nineteenth Century


 The Nineteenth Century in Print: Books: Education

9
ახალი ამბები

 სამოქალაქო ომი დაიწყო ფორტ სამტერში Fort Sumter 11


აპრილს, 1861 წელს, 4:30 საათზე
 პრეზიდენტმა ხელი მოაწერა Homestead Act მოუწოდებდა
ხალხს დასავლეთში ჩასახლებას
 ქრისტოფერ შოულსმა გამოიგონა საბეჭდი მანქანა 1861
 1863 წლის 1 იანვარს Emancipation Proclamation გაანთავისუფლა
მონები აჯანყებულ ტერიტორიებზე
 ამერიკულ მონეტებზე დაიწერა "In God We Trust"
 1865 წელს გემი სულტანა Sultana აფეთქდა მდინარე მისისიპზე,
დაიღუპა 1700 კაცი
 პირველი მატარებელი ნორტ ბენდში, ოჰაიოს შტატში
 1865 წელს Intercollegiate ფეხბურთი იყო წარდგენილი
პრინსტონში და რუტგერსში
 გაძლიერდა ანტიკათოლიკური გამოსვლები Protestants Only ან
No Irish Need Apply.

მუსიკა და თეატრი

ამ პერიოდში მუსიკა ძირითადად მეომრებს და სამხედრო საქმეს ეძღვნებოდა,When


This Cruel War is Over, Tenting on the Old Camp Ground და Tramp, Tramp, Tramp. The
Battle Hymn of the Republic დაწერილი Julia Ward Howe მიერ გადაიქცა ჩრდილოეთის
საბრძოლო შეძახილად. სამაგიეროდ, Dixie დაწერილი ჩრდილოეთელი მინსტრელი დენ
ემეტის Dan Emmet მიერ მალე იქცა სამხრეთელთა საყვარელ სიმღერად. სამოქალაქო
ომის სხვა ცნობილი სიმღერები Bonnie Blue Flag, Goober Peas იყო კონფედერანტთა
ჰიმნი.
10
Civil War Sounds and Music
Songs of the Union
Songs of the Confederacy

33rd Illinois Volunteer Regiment Band


კომპოზიტორმა Patrick Sarsfield Gilmore პატრიკ გილმორმა, რომელმაც დაწერა
ცნობილი სიმღერა „When Johnny comes marching home“ თავისი შემოქმედება დაიწყო
ბოსტონში თავის ორკესტრში პარადებით ჯარში მოხალისედ მოსაზიდად. მან მოაწყო
ეროვნული ერთობისადმი მიძღვნილი დიდი ეროვნული იუბილე, სადაც 10.000 კაციანი
გუნდი და ათასობით მუსიკოსი შეიკრიბა. ფესტივალში მონაწილეობდნენ აგრეთვე
შემსრულებლები Ole Bull და Carl Rosa. ვინერის Septimus Winner მელოდიები,
რომელშიც შედიოდა Der Deitcher's Dog (Oh Where, Oh Where, Has My Little Dog Gone?)
ამ პრიოდის სხვა პოპულარული სიმღერები იყო Jesus Loves Me,

Little Brown Church in the Vale და Little Brown Jug.


ცნობილი დირიჟორი თეოდორ თომასი Theodore Thomas ცდილობდა ამერიკელთა
გემოვნების დახვეწას და კარგი მუსიკის პოპულარიზაციას. მან შექმნა თომასის
ორკესტრი, რომლის საზაფხული კონცერტების სერიას მართავდა ნიუ-იორკის
ცენტრალურ პარკში. ჰარვარდში პირველი სრული პროფესორიJohn Knowles Paine
მიიღეს მუსიკის დარგში და პირველი მაგისტრის წოდება მიანიჭეს მუსიკაშიArthur Foote
არტურ ფუტს.

1866 წელს დაიბადა ბურლესკი 50 მოცეკვავე ქალთან ერთად ოპერეტაში „შავი


თაღლითი“The Black Crook. ბრიტანული დასი ლიდია თომპსონის Lydia Thompson
ხელმძღვანელობით და მისი ბრიტანელი ქერათმიანი ქალებიც ძირითადად უფრო
მამაკაცთა აუდიტორიას იზიდავდა, თუმცა ანტონიო პასტორის Antonio Pastor მსგავსი
პროდიუსერები ცდილობდნენ ისეთი შოუები შეექმნათ, რომლებიც მთელი
ოჯახისთვის იქნებოდა მისაღები.

11
გართობა- საკვები, გატაცება, მოდა და სპორტი

ჯეიმს პლიმპტონმა გააუმჯობესა როლიკები (ორი წყვილი ბორბალი თითოზე).


მამაკაცის პალტო და შარვალი უფრო კომფორტული გახდა, რადგან მოშვებული
სტილის იყო. გოგონების ტანსაცმელი უცვლელი რჩებოდა, იგივე სტილის, რაც მათი
დედები ატარებდნენ. საკვები ძირითადათ სახლის ბაღებში მოჰყავდათ და დიდი
რაოდენობით ინახავდნენ ან ამზადებდნენ, რათა წელიწადის ცივ პერიოდში ეჭამათ.
მოცვი, პოპულარული ხილი ვისკონსინში იყო. 1863 წელს უკვე ლიმონათის რეცეპტიც
იყო და ცივი ჩაიც Iced tea გახდა პოპულარული.

მეცნიერება და ტექნოლოგია

მეთიუ ბრეიდი Mathew Brady, ნიუ – იორკის ფოტოგრაფი, რომელიც სამუელ

მორსის და მისი ასისტენტების მოსწავლე იყო, იყენებდა შედარებით ახალი

ტექნოლოგიას ჩრდილოეთით ომის საშინელების record forever სამუდამოდ

ჩაწერისთვის. ჯორჯ კუკმა George S. Cook იგივე გააკეთა სამხრეთისათვის. როდესაც

ფოტოგრაფები არ იღებდნენ ბრძოლის სურათებს, ისინი აფიქსირებდნენ ჯარისკაცებს,


რომ მათი პორტრეტები სახლში გაეგზავნათ ოჯახებისთვის. Thaddeus Sobieski
Coulincourt Lowe– მა ოჰაიოდან განახორციელა რეკორდული საჰაერო ბუშტით
მოგზაურობა, რათა ეჩვენებინა მათი სასარგებლო გამოყენება სამხედრო

დაკვირვებისთვის balloons for military observation. სამწუხაროდ, ის დაეშვა სამხრეთ

კაროლინაში, სადაც დააპატიმრეს, როგორც კავშირის ჯაშუში. პრეზიდენტმა


ლინკოლნმა იგი არმიის აერონავტიკური განყოფილების უფროსად დანიშნა. მან
გამოიყენა კამერა სამხედრო პოზიციების პანორამული კადრების გადასაცემად.

სამოქალაქო ომმა მკვეთრად შეცვალა ომის წარმოება. იარაღი მკვეთრად

გაუმჯობესდა, პირველ რიგში, breech loading carbine რამაც საშუალება მისცა

ჯარისკაცს ცეცხლი გაეხსნა ორ-სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ძველი მუშკეტები,

მოგვიანებით კი - ომის repeating carbine. მცირე ზომის ბურთები, რბილი ტყვიის


12
ნაჭრები დამანადგურებელ ჭრილობებს ტოვებდა. მაშინ, როდესაც იარაღი მკვეთრად
გაუმჯობესდა, მედიცინა ისევ ისეთი რჩებოდა. სამოქალაქო ომი სამედიცინო კოშმარი

იყო medical nightmare. სასწრაფო დახმარების მანქანები პირველად შეიქმნა 1862 წელს,

მაგრამ ევაკუაციის შემდეგ, დაჭრილ ჯარისკაცებს ხშირად უწევდათ მკურნალობის


ლოდინი რამოდენიმე დღეც და ეს ძირითადად ამპუტაციის სრულდებოდა. მორფინი
პირველად გამოიყენებოდა დაჭრილების ტკივილის გასაკონტროლებლად (ასევე
ჩუმად). სამოქალაქო ომში ბევრი ჯარისკაცი გარდაიცვალა დაავადებებით, როგორიცაა
დიარეა, ტიფოიდები, ტიფები, მალარია, პნევმონია და სხვა. ქალ ექთნებს იყვანდნენ
მოხალისედ, თუმცა გარკვეული პირობებით - უბრალო გარეგნობის ოცდაათ წელზე

მეტი ასაკის. ყველაზე ცნობილი იყვნენ დოროტეა დიქსიDorothea Dix და კლარა

ბარტონი Clara Barton, რომლებმაც მოგვიანებით დააარსეს წითელი ჯვარი American

Red Cross. 1861 წელს აშშ-ს სანიტარულმა კომისიამ U. S. Sanitary Commission


რეკომენდაცია მისცა, რომ მალარიის გავრცელების რეგიონში თითოეულ ჯარისკაცს

მისცენ დღიური დოზა quinine sulphate გახსნილი ვისკში. ეს იყო მნიშვნელოვანი

ნაბიჯი პროფილაქტიკურ მედიცინაში.

ტელეგრაფიამ განაგრძო პროგრესი, როგორც კომუნიკაციის საშუალება.


პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მიიღო პირველი ტრანსკონტინენტური სატელეგრაფო
გზავნილი first transcontinental telegraph message 1861 წელს საკრამენტოდან,
კალიფორნია.1866 წელს ფილდმა Cyrus Field დაასრულა პირველი ტრანსატლანტიკური
კაბელი. კომუნიკაცია ასევე გაუმჯობესდა საბეჭდი მანქანის typewriter გამოგონებით,
დაპატენტებული კრისტოფერ შოულსის მიერ 1868 წელს.

პირველი ნავთობსადენი ჩაფიქრებული იყო ჩვიდმეტი წლის სამუელ კარნსის Samuel


Karns მიერ, პარკერსბურგში, მაგრამ მისი გეგმები ომმა შეაჩერა. 1861 წელს, პირველი
წარმატებული ნავთობსადენი first successful oil pipeline ექსპლუატაციაში შევიდა ერიში,
პენსილვანიის შტატში. საპასუხოდ იმ გამოწვევის, რომ რაიმეთი შეენაცვლებინათ
სპილოს ძვლისგან დამზადებული ბილიარდის ბურთები, ჯონ ვესლი ჰაიატმა John

13
Wesley Hyatt გამოიგონა ცელულოიდი celluloid, პირველი სინთეზური პოლიმერი. სხვა
გამოგონებებში შედის სტამბა, ყინულის დანადგარი, საჰაერო მუხრუჭები,
მტვერსასრუტი. 1866 წლის ქოლერის ეპიდემიის Cholera epidemic დროს, ავადმყოფების
ნახევარი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი მოძრაობები
სექციონალიზმმა Sectionalism და regionalism რეგიონალიზმმა დაშალა კავშირები,
რომელიც ჯერ კიდევ აერთიანებდა union კავშირს. რადგან შტატები კავშირში
შედიოდნენ, კონგრესი ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას balance between slave states
and free states იმ შტატებს შორის, სადაც მონები იყვნენ და იქ სადაც არ იყვნენ. აბრაამ
ლინკოლნის Abraham Lincoln არჩევნებმა არ შეამსუბუქა ის ფრაქციები სამხრეთში,
რომელთაც სურდათ მონების შენახვის უფლება დაეცვათ established right to hold slaves.
1861 წელს კანზასი თავისუფალ შტატად აღიარეს სისხლიანი დარბევის შემდეგ John
Brown's Raid, უზარმაზარი საზოგადოებრივი აღშფოთება მოხდა მონობის საკითხთან
დაკავშირებით. რომის კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსმა ჯონ ბ. პერსელმა John B.
Purcell მოითხოვა ყველა მონის განდევნა emancipation of all slaves 1862 წელს.
საზოგადოება შეიცვალა ემიგრანტების შემოსვლით-კათოლიკეების და ეთნიკური
ჯგუფების, როგორც გერმანელების. ჩამოყალიბდა ისეთი სეგრეგაციული მოძრაობები,
როგორც კუ კლუქს კლანი Ku Klux Klan (1866) აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში სამოქალაქო
ომის შემდეგ, აგრეთვე განთავისუფლებული ზანგები ითხოვდნენ არჩევნებში ხმის
მიცემის უფლებას.
რეგიონალური მსგავსება Regional similarities ჩრდილოეთ ბაპტისტებსა და სამხრეთ
ბაპტისტებს შორის უფრო ძლიერი იყო ვიდრე იდეოლოგიური მსგავსება. ზოგიერთმა
ჯგუფმა, როგორიც იყო ამანას საზოგადოებამ the Amana Society 1860 წელს, ჩამოაყალიბა
საკუთარი თემები. მოძრაობებმა, როგორიცაა სპირიტუალიზმი Spiritualism, მოიპოვეს
ისეთი გამოჩენილი მიმდევრები, როგორებიცაა ჰორაცი გრილეი Horace Greeley და მერი
ტოდ ლინკოლნი Mary Todd Lincoln.

14
ახალ ტერიტორიებზე გაფართოებამ Expansion into new territories ახალმოსახლეებს
საკუთარი ცხოვრების ძალაუფლების გრძნობა მისცა. 1862 წელს კონგრესმა მიიღო
მრავალცოლიანობის საწინააღმდეგო აქტი Morrill Anti-Bigamy Act ,რომელიც პირდაპირ
მორმონებს ეხებოდა. კონგრეგაციონალისტმა, პრესბესტარიანმა და ზოგი ბაპტისტმა,
Predestination ხელი შეუწყო ერთი ღმერთს რწმენას. უნივერსალისტები Universalists,
რომლებიც საეპისკოპოსოების, მეთოდისტების და სხვა ბაპტისტებისგან შედგებოდნენ,
თვლიდნენ, რომ მთელ კაცობრიობას (ყველას) ღმერთთან და არა მხოლოდ რჩეულებს.
ათასწლეულის Millenium მიმართ ინტერესი გაიზარდა, როგორც სამოქალაქო ომი
განვითარდა. ფილოსოფიურ მოკვლევაზე გავლენას ახდენდა სამეცნიერო მეთოდიკა და
შეუწყო ხელი სოციალური დარვინიზმის Social Darwinism.იდეების წარმოქმნას.
მქადაგებლებმა, Circuit preachers, როგორიც იყო პიტერ კართრაიტი Peter Cartwright
გაავრცელეს რელიგია დასავლეთში.
ქალებმა გამოიყენეს მზარდი პოლიტიკური ძალა growing political power და შექმნეს
ჯგუფები, როგორიცაა ეროვნული ქალთა ერთგული ლიგა The National Woman's Loyal
League, რომელიც მხარს უჭერდა გამარჯვებას ჩრდილოეთით. მერი ლივერმორი Mary
Livermore იყო ასოციაციის American Woman Suffrage Association თავმჯდომარე
ჩიკაგოში, ილინოისის შტატში1869 წელს. ელიზაბეტ კადი სტენტონმა Elizabeth Cady
Stanton და სიუზან ბ. ენტონიმ Susan B. Anthony ჩამოაყალიბეს ქალთა ხმის უფლებათა
ეროვნული ასოციაცია National Woman Suffrage Association 1869 წელს. შრომის
მოძრაობები,Labor movements როგორიცაა მოლი მაგუირები Molly Maguires მაშინ
შეიქმნა, როდესაც მამაკაცებმა, რომლებმაც იმავე ტიპის სამუშაოებს ასრულებდნენ,
დაადგინეს, რომ უკეთესად გააკონტროლებდნენ ამას გუნდში, ვიდრე
ინდივიდუალურად. იყო თანაცხოვრობის მცდელობა მკვიდრი ამერიკელებისა Native
Americans და ახალმოსახლეების დასავლეთში.

 Valley of the Shadow • გვიჩვენებს ორ საზოგადოებას, ერთი ჩრდილოეთი და ერთი


სამხრეთი, ჯონ ბრაუნის რეიდიდან რეკონსტრუქციამდე. By University of Virginia
Institute for Advanced Technology in the Humanities.
 Divining America იკვლევს რელიგიასა და სამოქალაქო ომს.
15
 The Domestic Frontier - ქალები ყვებიან თავიანთი ცხოვრების ამბებს ახალ
ტერიტორიებზე. By Courtney Danforth, UVA.
 Civil War and Reconstruction - Jensen's guide to WWW resources - by Richard Jensen
with support from the National Endowment for Humanities, the Center for Global
Partnership of the Japan Foundation, the University of Illinois, RPI, the Gilder-Lehrman
Foundation, the Luce Foundation, and the Robert H. Michel Civic Education Grants
sponsored by The Dirksen Congressional Center.

CITE THIS PAGE

MLA Style
Sutton, Bettye, et al. "19th Century: 1860-1869." American Cultural History. Lone Star College-
Kingwood Library, 2003. Web. 1 Mar. 2011.
Chicago Style
Sutton, Bettye, Sue Goodwin, Becky Bradley, Shielda Welling, and Peggy Whitley. "19th
Century:
1860-1869." American Cultural History. Lone Star College-Kingwood Library. Last modified
June 2008. http://wwwappskc.lonestar.edu/popculture/19thcentury1860.htm.
APA Style
Sutton, B., Goodwin, S., Bradley, B., Welling, S., and Whitley, P. (2008). 19th Century: 1860-
1869.
American Cultural History. Lone Star College-Kingwood Library, Kingwood, TX. Retrieved
http://wwwappskc.lonestar.edu/popculture/19thcentury1860.htm

16

You might also like