You are on page 1of 8

ამერიკული კულტურა 1800-1830 წლებში

1800-1810

ამერიკული ლიტერატურა
1800 წელს დაარსდა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკა, რომელსაც
ლონდონიდან 900 წიგნისა და რუკების საყიდლად გამოეყო 50 000 დოლარი.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი ამერიკული რომანი - „სიმპატიის ძალა“
1789 წელს გამოაქვეყნა უილიამ ჰილ ბრაუნმა. 1789 წლიდან 1800 წლამდე
350 რომანი გამოქვეყნდა. რომანების კითხვამ ქალებში განათლების დონე
გაზარდა.
1800 წლამდე პირველი ბესთსელერი იყო ჰანა უებსტერის „კოკეტი“. გაჩნდა
ისტორიული გამოკვლევებიც, დევიდ რემზიმ დაწერა ამერიკის რეოვულიციის
ისტორია და ჯორჯ ვაშინგტონის ბიოგრაფია. თუმცა პოპულარობით მის წიგნს
მეისონ უიმსის წიგნმა აჯობა, რომელიც 25 წლის მანძილზე 40-ჯერ გამოიქცა და
ვაშნგტონის განდიდებას წარმოადგენდა.
იბეჭდებოდა მრავალი პერიოდული გამოცემა, სადაც შეხვდებით მრავალ
ცნობილ ადამიანს, მაგალითად ვაშინგტონ ირვინს და უილიამ ემერსონს, ეს
უკანასკნელი ცნობილი პოეტისა და ესეისტის, რალფ უილდო ემერსონის მამა
იყო.

ამერიკული ხელოვნება და არქიტექტურა

ჩარლზ ბულფინჩი მუშაობდა ე.წ. ფედერალურ სტილში. იგი ბოსტონში


დაიბადა და ჰარვარდი დაამთავრა. განიცდიდა ინგლისელი არქიტექტორის
ქრისტოფერ ურენის დიდ გავლენას. მან ააშენა მასაჩუსეცსის მთავრობის სახლი.
ამერიკაში ემიგრირებულმა არქიტექტორმა ბენჟამინ ლატრობმა ააშენა
პენსილვანიის ბანკის შენობა, რომელიც პირველი შენობა იყო ბერძნულ,
ნეოკლასიციზმის სტილში ამერიკაში.
რაც შეეხება ამერიკულ ფერწერას, ამ პერიოიდში აქცენტი პორტრეტზე
კეთდება. მდიდარი დამკვეთები სწორედ ამას მოითხოვდნენ. გილბერტ
სტიუარტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პორტრეტისტი. მისი მოწაფე
იყო ბენჟამინ უესტი, რომელიც რელიგიურ და ისტორიულ თემებზე ხატავდა.
ამერიკის კოლონიური პერიოდის ყველაზე ცნობილ მხატვრად ითვლება
სინგლეტონ კოპლი, რომელიც ამავე დროს პორტრეტებს, ისტორიულ პირებს და
ისტორიულ თემებსაც ხატავდა. ამერიკის პირველი სამხატვრო აკადემია გაიხსნა
ნიუ იორკში 1802 წელს, 1805 წელს კი ფილადელფიაში.

მუსიკა და თეატრი

1800-იან წლებში მუსიკა ძირითადად რელიგიურ ხასიათს ატარებდა. ამავე


დროს ამერიკელები სიამოვნებით მღეროდნენ ინგლისურ ბალადებს და
შოტლანდიურ ფოლკლორულ მუსიკას. 1808 წელს შექმნილი ჰარვარდის
კოლეჯის ორკესტრი იყო პირველი კლასიკური მუსიკის ორკესტრი ამერიკაში.
თეატრიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით კი შექსპირი.
ტრადიციულად თეატრალური სეზონი იქაც ოქტომბრიდან ივნისამდე
გრძელდებოდა, ზაფხულობით კი თეატრალური ჯგუფი სხვადასხვა ქალაქებში
მოგზაურობდა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით კოცებუს
„უცნობი“ სარგებლობდა, რომელიც ნიუ იორკის ჯონ სტრიტის თეატრში დაიდგა.
ამერიკელთა უდიდესი ნაწილი ერთობოდა ე.წ. „დენსინგებში“ სიარულით,
მუსიკით, სეირნობით, ჭადრაკით, დოღით და მამალთა ბრძოლებით. ხშირად
ახალმოსახლენი შორი მანძილიდან იკრიბებოდნენ ერთ დიდ ბანაკში და იქ
რელიგიური რიტუალების დროს ერთად მღეროდნენ და ლოცულობდნენ.
მაგალითად კენტუკის ერთ-ერთ ასეთ ბანაკში 1801 წელს 10 ათასამდე კაცი
შეიკრიბა ამ მიზნით. ინდიელებს მუსიკა საერთოდ ჯადოსნობად მიაჩნდათ,
მაგრამ ვინაიდან მათ ნოტები არ იცოდნენ, მათი მუსიკის დიდი ნაწილი გაქრა.
აფროამერიკელმა მონებმა დასავლეთ აფრიკის მუსიკა ჩამოიტანეს. მათ
დოლებსა და ტამტამებს მოგვიანებით სიმებიანი ინსტრუმენტი, ბანჯოც შეემატა.

განათლება

ამ ათწლეულში სკოლები წინა საუკუნის მდგომარეობაში რჩებოდა და


მის საქმეებს ადგილობრივი ოჯახი ან ხელისუფლება კურირებდა და არა შტატის
ან ფედერალური ხელისუფლება. ამ საკითხთან მიმართებით ძალზედ
აქტიურობდა თომას ჯეფერსონი, რომელიც ცდილობდა მიეღო კანონი ცოდნის
უფრო ფართო გავრცელების შესახებ. ამასთან ერთად, აქტიურად
მოღვაწეობდნენ ბენჟამინ რაში და ნოა უებსტერი, თუმცა ზოგადი განათლება
შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი იყო. ხშირ შემთხვევაში წერა-კითხვას
მხოლოდ ბიბლიის წასაკითხად სწავლობდნენ. მამაკაცები თავად ქირაობდნენ
მასწავლებლებს. ამ ათწლეულში პირველი შტატის უნივერსიტეტი დაარსდა
ჯორჯიაში, შემდეგ კი შეიქმნა ოჰაიაოსა და ტენესის უნივერსიტეტები.

მეცნიერება

ამ პერიოდში ამერიკელი ფულტონი საფრანგეთში მოღვაწეობდა და


ფრანგების მიერ დაკვეთილი წყალქვეშა ნავის მსგავსი რამ შექმნა, თუმცა
ფრანგებმა უარი თქვეს ამაზე, რადგან მსგავსი შენიღბული შეტევა
არაჯენტლმენური იქნებოდა. საბოლოოდ ფულტონმა ორთქლის ძალაზე
მომუშავე ხომალდი შექმნა, მაგრამ იგი საათში მხოლოდ 4 მილს გადიოდა.
საბოლოო ყველაზე შედეგიანი 1807 წელს შექმნილი ხომალდი იყო, რომელმაც
150 მილი 32 საათში გაიარა. იმ დროისთვის ეს ყველაზე სწრაფი სვლა იყო.

1820-იანი წლები

ხელოვნება და არქიტექტურა
ე.წ. ფედერალური სტილი და ამერიკული ბერძნული აღორძინების სტილი
ძალზე პოპულარული იყო 1820-60-იან წლებში. ამერიკელებს მოსწონდათ ეს
მონუმენტალური სტილი.
ახალი ინგლისის ყველაზე პოპულარულმა არქიტექტორმა ისააკ დამონმა
ააშენა შეხვედრების სახლი დიერფილდში, მასაჩუსეთში, აგრეთვე პირველი
უნირტარული ეკლესია ქუინსში. სკულპტორები ძირითადად ვაშინგტონის დიდი
მონუმენტების შექმნით იყვნენ დაკავებული, მათ შორის ანტონიო კანოვა.
ხელოვნების წარმომადგენლებს დიდ დახმარებას უწევდა პორტრეტების
შესრულებით მიღებული შემოსავალი. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ
მხატვრები გილბერტ სტიუარტი და ტომას სალი. ამ უკანასკნელმა სიცოცხლის
მანძილზე ორიათასამდე პორტრეტი დახატა. დიდი პოპულარობა მოიპოვა
მდინარე ჰუდსონის სკოლის ჯგუფმა, რომელიც რომანტიკულ სტილში ასახავდა
ბუნებას. ჯგუფის ლიდერები იყვნენ ტომას კოული და ეშერ დურანი. დიზაინის
ეროვნული აკადემია შეიქმნა ნიუ იორკში და პრეზიდენტად აირჩიეს სემუელ
მორზე.ჯონ ჯეიმს აუდუბონმა შექმნა ამერიკის ფრინველთა არაჩვეულებრივი
გალერეა.
ლიტერატურა
ამ პერიოდისთვის რამოდენიმე ავტორი გამოიკვეთა, რომელთაც არა
მარტო ამერიკაში, არამედ საზღვარგარეთაც კითხულობდნენ. ესენი იყვნენ
ვაშინგტონ ირვინგი და ჯეიმს ფენიმორ კუპერი.
განსაკუთრებული მოვლენა იყო ჰენრი ლონგფელო. ის გალხდათ ამერიკელი
პედაგოგი და პოეტი, რომლის ნამუშევრებია: „პოლ რევერეს მგზავრობა“,
ჰაიავათას სიმღერა, და „ევანჯელინა“. ის იყო აგრეთვე პირველი ამერიკელი,
რომელმაც გადათარგმნა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია და იყო ერთ-
ერთი წევრი ჯგუფისა სახელად Fireside Poets. 1827 წელს აფროამერიკელებმა
შექმნეს პირველი აფროამერიკული Freedom's Journal.
განათლება
რიჩარდ მალკოლმ ჯონსონი თავის წიგნში The Goosepond School
საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ყვებოდა ამერიკულ სკოლებში
დამკვიდრებული მკაცრი და ზოგჯერ დაუნდობელი დისციპლინის შესახებ. უფრო
ჰუმანური მეთოდების დანერგვას ცდილობდნენ ინდიანას შტატში ერთ-ერთ
უტოპიურ თემში „ახალი ჰარმონია“. აგრეთვე იყო მცდელობები დაენერგათ
შვეიცარიელი პედაგოგიკის თეორიტიკოსის იოჰან პესტალოცის თეორიები.
1821 წელს ბოსტონის კლასიკური ინგლისური სკოლა იქცა ამერიკაში
პირველ საზოგადოებრივ ანუ სახელმწიფო სკოლად მაღალი კლასებისთვის.
1825 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა საზოგადოებრივი სკოლები, ცოტა ხნით ადრე
ოჰაიოში, ინდიანასა და ილინოისში კი სასკოლო ოლქები. უმაღლესი
განათლების სფეროში დაიწყო მოძრაობა კლასიკური პროგრამიდან უფრ
ოცხოვრების რეალობებზე მისადაგებული პროგრამებისკენ. მაგალთად ოჰაიოში
მაიამის უნივერსიტეტში კლასიკური ენებისა და მათემატიკის გარდა სხვა
არანაკლებ საწირო საგნების სწავლა დაიწყეს.

მუსიკა და თეატრი
სასულე ინსტრუმენტების ჯგუფები სულ უფრო მდიდრდებოდა სიმებიანი
ინსტრუმენტებითაც. ახალ ინსტრუმენტებს შორის იყო აგრეთვე ტრამპეტი და
საქშორნი. ძალზე პოპულარული იყო პორტეპიანოები მაგრამ მათი ევროპიდან
ჩამოტანა ძვირი ჯდებოდა და ადგილობრივ ჰავას ვერ უძლებდა. 1823 წელს
ჯონას პიკერინგმა ბოსტონში პიანინოების გამოშვება დაიწყო.
პოპულარული იყო სასიყვარულო სიმღერები.
თეატრალურ ცხოვრებაში გამოირჩეოდა ვარსკვლავი მარია გარსია
მერიბრანი ხოლო ოპერაში პოპულარული იყო მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“
და როსინის „სევილიელი დალაქი“. მელოდრამა „ლამაზმანი და ურჩხულო“
ბევრის მეხსიერებაში პოპულარულად დარჩა სიმღერით Home Sweet Home.
თანდათანობით უფრო პოპულარული ხდება ცირკიც.

დროსტარება
ცეკვებიდან მოდაში იყო მინუეტი. მოსახლეობა ცდილობდა კარგად
ჩაცმულიყო. ერთ-ერთი პირველი ამერიკული რესტორანი Delmonicos, ნიუ-
იორკში გაიხსნა 1827 წელს. როგორც ფრიტანელი ფრენსის ტროპლოპი
აღნიშნავდა, რომ ამერიკელები უაღრესად სწრაფად და სრულ სიჩუმეში
ჭამდნენ. ყავა პოპულარული ხდებოდა, მაგრამ ზომიერთა მოძრაობა მათაც
ებრძოდა როგორც აფროდიზიაკს.
თანდათანობით ვითარდება სპორტი. პირველი დოღის ჯილდო 20 000
დოლარი იყო, რაც მაშინ კოლოსალურად დიდი თანხა იყო. ცხენოსნობა და
ნაოსნობა ძალზე პოპულარული იყო. პირველი სავარჯიშო დარბაზი გაიხცსნა
ნორთემპტონში, პირველი საცურაო სკოლა კი ბოსტონში.

მეცნიერება

1829 წელს ინგლისელი ჯეიმს სმიტსონმა, რომელიც არასოდეს ყოფილა


ამერიკაშ, აშშ-ის მთავრობას 550 ათასი დოლარი უანდერძა სამეცნიერო
ინსტიტუტის შესაქმნელად, რომელიც დღეს სმიტსონის სახელით არის ცნობილი.
ეს არა მარტო უდიდესი კვლევითი ცენტრია, არამედ მუზეუმთა მთელი ქსელი.

1830-იანი წლები

ხელოვნება

ევროპელი რომანტიკოსი მხატვრებისგან შთაგონებული მდინარე


ჰუდსონის სკოლის მხატვრები თომას კოული, ჯორჯ ინსი, თომას დოუტი და ჯონ
ფრედერიკ კენსეტი მთავარ აქცენტს ამერიკის ბუნების ასახვაზე აკეთებდნენ,
მათ შორის მთავარ მდინარე ჰუდსონის და ნიაგარას ჩანჩქერზე.
პორტრეტისტებისგან უილიამ პრიორი გამოირჩეოდა. დღეს მისი ხელოვნება
ნაივისტურ ან პრიმიტივისტულ მიმართულებასთან ასოცირდება. ამ
მიმართულებას აგრეთვე სხვა მრავალი ანონიმური, ხალხის წიაღიდან
გამოსული მხატვარი მიეკუთვნებოდა. ამ მხრივ გამოსარჩევია ნახატი ქალის
პორტრეტი და ბიზონზე მონადირე. ამ წლებში შექმნა ჯორჯ კეტლინმა
ამერიკელი ინდიელების პორტრეტები.

წიგნები და ლიტერატურა

ამ დროისთვის შეიქმნა ამერიკული ზღაპრებიც. რომანტიკული ნოველები და


რომანები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მრავალი ახალი პოეტი
გამოჩნდა. ამ ათწლეულში მრავალი გაზეთი და ლიტერატურული ჟურნალი
შეიქმნა. რალფ უალდო ემერსონი კვლავ ნაყოფიერად მოღვაწეობდა.

განათლება
სკოლები ამ პერიოდში კვლავ ადგილობრივი ხელისუფლების
პრიორიტეტად რჩებოდა, თუმცა ისეთი რეფორმატორები როგორც მასაჩუსეთსის
შტატის პირველი განათლების მინისტრი ჰორას მანი და აშშ განათლების
პირველი კომისარი ჰენრი ბერნარდი ცდილობდნენ, რომ ამ საქმეში შტატის
ხელისუფლება უფრო აქტიურად ჩარეულიყო, იქნებოდა ეს სკოლის
დაფინანსება თუ მათი პროგრამების კონტროლი, უკეთესი აღჭურვილობა და
განათლების მისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. მიჩიგანი იყო პირველი შტატი
რომელიც შეუერთდა კავშირს და თავის კონსტიტუციაში აღნიშნული ჰქონდა,
რომ შტატის მთავრობა პასუხისმგებელი იყო შტატის სკოლებზე. თანდათან
უმჯობესდებოდა ქალთა და აფროამერიკელთა განათლების პირობებიც. 1831
წელს მასაჩუსეცის ქალაქ ლუელში პირველად გაიხსნა სკოლა, სადაც ორივე
სქესის ბავშვები ერთად სწავლობდნენ, ხოლო 1843 წელს ეს სკოლა ერთმა
ფერადკანიანმა გოგონამაც კი დაამთავრა. ამის მიუხედავად, სხვაგან სწავლა
სეგრეგირებული იყო.
1833 წელს ქალაქ ობერლინში პირველი ერთობლივი კოლეჯი გაიხსნა.
1836 წელს ჯორჯიაშიც გაიხსნა ქალთა კოლეჯი. თუმცა მაინც განათლების
სფეროში მასაჩუსეცი ლიდერობდა. 1837 წელს მიიღეს კანონი რომლის
მიხედვითაც ქარხნებში მუშაობის დაწყებამდე ბავშვებს სკოლაში უნდა მიეღოთ
განათლება. მალე მიიღეს კანონი, რომ სასკოლო წლის ხანგრძლივობა მინიმუმ
6 თვე უნდა ყოფილიყო.
მუსიკა და თეატრი
1830-იან წლებში ამერიკაშ მოღვაწეობდა ინგლისელი მუსიკოსი ჰენრი
რასელი, რომელიც პიანისტიც იყო, ბარიტონიც და კომპოზიტორიც. პირველი
ამერიკელი ბალერინები იყვნენ მერი ენ ლი და აუგუსტა მეივუდი. მათი დებიუტი
ერთად 1837 წელს შედგა ბალეტში „ქეშმირელი მოახლე“. მეცხრამეტე საუკუნის
ერთადერთი ბალერონი ვარსკლავი იყავი ჯორჯ ვაშინგტონ სმიტი. საცირკო
წარმოდგენები, მოჯირითეთა შოუ ძალზე პოპულარული იყო.
რელიგიური მუსიკა კვლავ პოპულარული იყო.
ლოუელ მეისონმა პირველი ბავშვთა სასიმღერო სკოლა შექმნა, ხოლო
1838 წელს დაარწმუნა ბოოსტონის სასკოლო საბჭო, რომ სიმღერის
გაკვეთილები სასკოლო პროგრამის ნაწილად ჩაერთოთ.

დროსტარება

მოდების ჟურნალი ქალთათვის Godey's Lady's Book, პირველად 1830 წელს


გამოვიდა, კაცების - Burton's Gentleman's Magazine კი 1837 წელს და მისი
რედაქტორი ედგარ ალან პო იყო. ამ პერიოდშ ფრენოლოგია, რომელიც თავის
ქალის მოყტვანილობის მიხედვით აფასებდა ინტელექტს, საკმაოდ
პოპულარული იყო. და ამით ძალძე ერთობოდნენ სხავადასხვა თავყრილობებზე.
მდიდარმა ოჯახებმა ისწავლეს თავის ბავშვებისთვის დაბადების დღის გადახდა.
საინტერესოა, რომ ვინაიდან წყალი საკმაოდ დაბინძურებული იყო, ხოლო ყავა
და ჩაი კი ძვირი, ვისკი ამერიკელებისთვის ერთ-ერთი მთავარი სასმელი იყო.
მაგრამ თანდათანობით გაზიანი სასმელები სულ უფრო და უფრო
ხელმისაწვდომი ხდებოდა.

მეცნიერება

ქოლერის პირველი დიდი ეპიდემია ნიუ-იორკში 1831 წელს გამოიწვია


ცუდმა წყალმა და მთელს ქვეყანას მოედო. დაავადებულთა ნახევარი დაიღუპა.
ამან გამოიწვია სისუფთავის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის
საბჭოების შექმნა. დაარსდა პირველი ჰოსპიტალები ფსიქიური პრობლემებიის
მქონე ადამიანებისთვის. ემიგრანტებმა ინდიელებისგან ჰერბალური მედიცინა
ისწავლეს, სამაგიეროდ კი ყვავილის დაავადება „გადაულოცეს“.
ფილადელფიაშ პირველი ლოკომოტივების მშენებლობა 1832 წელს დაიწყო.
თანაც ამერიკული მატარებლები ინგლისურებზე უფრო მსუბუქი და გამძლე იყო.
სემიუელ მორზე მმორზეს ანბანი მოიგონა, სემუელ კოლტმა კი რევოლვერი.

You might also like